The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (მ-ნ)


უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (მ-ნ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ელერდაშვილი ალექსანდრე
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © ელერდაშვილი ალექსანდრე
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: 22 000 სიტყვა დანართი ნობელის პრემიის ლაურიატები – 1901-2003 წწ შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილი „ფანტაზია“ 2004 წიგნი გამოცემულია ი/ს „ფანტაზია 2000“-ის მიერ აიწყო და დაკაბადონდა გაზეთ „ფანტაზიის“ კომპიუტერულ ცენტრში პირველი გამოცემა 2004 წელი



1

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მეთორმეტე (ძველად - მეცამეტე) ასო. მისი სახელია „მანი“, გრაფიკული სიმბოლო ბაგისმიერი (წყვილბაგისმიერი), მჟღერი, ხშული, ცხვირისმიერი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ციფრ ორმოცს (40).

(М) - ვ.მ. მიასიშჩევის ხელმძღვანელობით შექმნილი საბჭოთა ეპოქაში წარმოებული თვითმფრინავი.

-6 (M-6) - საფრანგეთის კომერციული ტელევიზია, დაარსებულია 1987 წელს.

1.1 მა

▲ზევით დაბრუნება


მა - მცირე აზიაში მცხოვრებ ტომთა მითოლოგიის ქალღმერთი, ღმერთების დედა

მაადი - ეგვიპტის ქალაქ კაიროს სიახლოვეს შემორჩენილი ენეოლითური ხანის (IV ათასწლეულის II ნახევარი) დასახლების ნარჩენები.

მააკია (Maackia) - ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა.

მააკონდი - ძველ ესტონეთში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

მაალე-ადუმიმი - ქალაქი ისრაელში. მდებარეობს იუდეის უდაბნოში, იერუსალიმიდან 8 კმ-ით აღმოსავლეთით (მოსახლეობა 33 ათასი - 2007 წ).

მაამებელი

1) რაც აამებს.

2) იგივეა, რაც მლიქვნელი.

მაამებლობა - მაამებლის თვისება, მლიქვნელობა.

მაამო - შეძახილი ხარების გასარეკად.

მაანები - ლიბანის მმართველთა დინასტია XVI-XVII საუკუნეებში.

მაანენი ადრიან ვან - ამერიკელი ასტრონომი (1884-1946 წწ).

მაანვეკები - იგივე მააჰისები.

მაანი - ქალაქი იორდანიაში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

მაანიდები - ლიბანის ფეოდალური საგვარეულო და მმართველთა დინასტია XII-XVII საუკუნეებში.

მაანიკვარა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას (სიგრძე - 11 კილომეტრი).

მაანშანი - ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხოის პროვინციაში (290 ათასი).

მაარდუ - ქალაქი ესტონეთში, ფინეთის ყურის ნაპირზე (15 ათასი)

მაარები (გერმ maar) - ვულკანური წარმოშობის ძაბრისებრი ან ცილინდრული ჩაღრმავებანი, რომლებიც შეიქმნა დედამიწის ზურგზე აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად.

მაარი (ნამდვილი სახელი და გვარი გურგენ აჯემიანი) - სომეხი მწერალი (1903-1969 წწ).

მაარი აბუ ლალა აჰმად იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ სულეიმან ალ-თანუხი - არაბი პოეტი და მოაზროვნე (979-1057 წწ).

მაასი - მდინარე საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდში, ერთვის მდინარე რაინის დელტას (სიგრძე - 925 კილომეტრი).

მაასტრიხტი - ქალაქი ნიდერლანდში, ლიმბურგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

მაატაი ვანგარი მუტა - კენიელი საზოგადო მოღვაწე ქალი, 2004 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (დაიბადა 1940 წელს).

მაატი - ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში - ჭეშმარიტების გამომხატველი ქალღმერთი.

მააჰისები (მაანვეკები) - ფინურ მითოლოგიაში მიწისქვეშეთში მობინადრე საშინელი შესახედაობის ავსულები.

მაბა - ჩადსა და სუდანში მცხოვრები ხალხი.

მაბეზღარი (მაბეზღარა) - ვინც დაბეზღება იცის.

მაბეზღარობა - ენატანიობა.

მაბილიონი (მაბიიონი) ჟაკ - ფრანგი ისტორიკოსი, დიპლომატიკის და პალეოგრაფიის მამამთავარი (1632-1707 წწ)

მაბინი აპოლინარიო - ფილიპინების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი XX საუკუნის დასაწყისში (1864-1903 წწ).

მაბინოგიონი - „მოძღვრებანი ახალგაზრდა პოეტთათვის“, კელტების თქმულებათა კრებული (XVI საუკუნე).

მაბზაკუნა - იხილე ბოლოქანქარა.

მაბლი გაბრიელ ბონო დე - ფრანგი განმანათლებელი და ფილოსოფოსი (1709-1785 წწ).

მაბუია (mabuya) - სამხრეთ ნახევარსფეროში გავრცელებული ხვლიკების სახეობა; სიგრძე 22 სმ-მდე.

მაგადანი - ქალაქი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

მაგადი - მლაშე ტბა კენიაში.

მაგადჰა - ისტორიული ოლქი და სახელმწიფო ინდოეთში (ახლანდელი სამხრეთ ბიჰარი).

მაგათი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი: რაც მაგათ აქვთ, ვინც მაგათ ჰყავთ.

მაგალითი

1) რაიმე დებულების ცხადსაყოფად მოყვანილი ცალკეული ფაქტი, ნიმუში.

2) სხვისთვის მისაბაძი საქციელი თუ მოვლენა.

3) მათემატიკური გამოსახულება, რომელიც მოითხოვს გარდაქმნას და ამოხსნას.

მაგანა - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 24 კილომეტრი).

მაგანის უღელტეხილი - უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

მაგაპაგალი დიოსდადო - ფილიპინების პრეზიდენტი 1961-65 წლებში (1910-1997 წწ).

მაგარდელი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მაგარერო სამუელ - ანტიკოლონიალური აჯანყების ხელმძღვანელი ნამიბიაში (1856-1923 წწ).

მაგარი

1) ძნელად გასატეხი, ძნელად დასანგრევი.

2) ძლიერი ღონიერი.

3) ბევრი სპირტის შემცველი სასმელი.

მაგარი ვლადიმირ - უკრაინელი რეჟისორი, მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900 -1965 წწ).

მაგარ-მაგარი - კარგა მაგარი.

მაგასი - რუსეთის შემადგენლობაში არსებული ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქი 1999 წლიდან (10 ათასი).

მაგატე (რუს. აბრევიატურა - МАГАТЭ, ინგლ. International Atomic Energy Agency - IAEA) - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. შეიქმნა 1957 წელს.

მაგგვარი - მაგის მსგავსი, ეგეთი, მაგნაირი, მაგისთანა.

მაგდალენა

1) დეპარტამენტი კოლუმბიაში.

2) (ესპან. Rio Madalena) მდინარე სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გაედინება კოლუმბიის დასავლეთით და ერთვის კარიბის ზღვას (სიგრძე - 1550 კილომეტრი, აუზის ფართობი 260 ათასი კვ.კმ).

მაგდალენო მაურისიო - მექსიკელი მწერალი (1906-1990 წწ).

მაგდანას ლურჯა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1955 წელს. დამდგმელი რეჟისორები - თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორი - კარლო გოგოძე. დამდგმელი ოპერატორები - ლევ სუხოვი და ალექსანდრე დიღმელოვი. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: დუდუხანა წეროძე (მაგდანა), ლიანა მოისწრაფიშვილი (სოფო), მიხო ბორაშვილი (მიხო), ნანი ჩიქვინიძე (კატო), აკაკი კვანტალიანი (მენახშირე მიტუა), კარლო საკანდელიძე (მიტუას მოჯამაგირე), ალექსანდრე ომიაძე (გიგო პაპა), აკაკი ვასაძე (მამასახლისი), ალექსანდრე თაყაიშვილი (მოსამართლე), დოდო აბაშიძე, ცაცა ამირეჯიბი, მავრ პიასეცკი, ბუხუტი ზაქარიაძე.

მაგდებურგი (Magdeburg) - ქალაქი გერმანიაში, საქსონი-ანჰალტის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე ელბაზე (275 ათასი).

მაგდენი - მაგ რაოდენობის, ეგრე ბევრი.

მაგდროული - მაგ ხნისა.

მაგელანგი - ქალაქი ინდონეზიაში, ცენტრალური იავის პროვინციაში (125 ათასი).

მაგელანი (მაგალიაინში) ფერნან - პორტუგალიელი ზღვაოსანი, რომლის ექსპედიციამ პირველმა შემოუარა დედამიწას 1519-1522 წლებში (1480 - 1521 წწ).

მაგელანის სრუტე - სრუტე სამხრეთ ამერიკის კონტინენტსა და ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგს შორის.

მაგვარი - მსგავსი (იწერება წინამავალ სიტყვასთან ერთად).

მაგია (ბერძნ. mageia) - ჯადოქრობა, მისნობა.

მაგიდა (არაბ.)

1) დგამი, ავეჯი სხვადასხვა დანიშნულებისა, აქვს ჰორიზონტალური ფიცარი და მაღალი ფეხები.

2) ზოგი დაწესებულების განყოფილება, რომელიც განაგებს რაიმე სპეციალურ საქმეებს.

მაგიერ - იგივეა, რაც მაგივრად.

მაგიერი - შემცვლელი, ნაცვალი.

მაგივრად - რისამე შემცვლელად, ნაცვლად.

მაგივრობა - სხვა ვისიმე, რისიმე ნაცვლად რაიმე მოვალეობის ან დანიშნულების შესრულება.

მაგინდანაო

1) მოროს ხალხთა ოჯახის ერთ-ერთი განშტოება ფილიპინებში.

2) პროვინცია ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოს აღმოსავლეთ ნაწილში.

მაგინებელი - ვინც აგინებს.

მაგინი (Maginn, Simon) საიმონ - ინგლისელი მწერალი (დაიბადა 1961 წელს).

მაგისათვის

1) მაგის გულისთვის.

2) იხმარება კავშირად, გამოხატავს მიზანს.

მაგისთანა - მაგის მსგავსი.

მაგისი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი, რაც მაგას აქვს, ვინც მაგას ჰყავს.

მაგისტრალი (ლათ.)

1) მთავარი ხაზი.

2) დიდი ქალაქის ქუჩა, რომელზედაც ინტენსიური მოძრაობაა.

3) მთავარი კაბელი ან სადენი ელექტრულ ქსელში.

მაგისტრალური - მთავარი, ძირითადი.

მაგისტრანტი - პირი, რომელიც ემზადება მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებელი დისერტაციის დასაცავად.

მაგისტრატი (ლათ. Magistratus)

1) ქალაქის მმართველობა, მუნიციპალიტეტი.

2) მოსამართლე - ინგლისსა და საფრანგეთში.

3) ძველ რომში - სახელმწიფო თანამდებობა, ამ თანამდებობაზე მყოფი პირი.

მაგისტრატურა

1) ზოგ ქვეყანაში სასამართლოს თანამდებობის პირთა ერთობლიობა.

2) ძველ რომში: უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობანი.

მაგისტრი (ლათ.)

1) სამეცნიერო ხარისხი, ამ ხარისხის მქონე პირი.

2) შუა საუკუნეებში ბერმონაზვნური ან რაინდული ორდენის მეთაურის ტიტული.

მაგიტომ - მაგის გამო, მაგ მიზეზით, მაგის შედეგად.

მაგიური - ჯადოსნური, გრძნეული.

მაგლემოზე - მეზოლითის ხანის არქეოლოგიური კულტურა სკანდინავიის ქვეყნების ტერიტორიაზე (ძვ.წ.აღ. VII-V სს)..

მაგმა (ლათ.) - ვულკანის მოქმედების შედეგად დედამიწის სიღრმიდან ამოტყორცნილი გამდნარი სილიკატური მასა.

მაგნაირი - იგივეა, რაც მაგგვარი.

მაგნატი (ლათ.)

1) ევროპის ზოგ ქვეყანაში (პოლონეთი, უნგრეთი) მსხვილი მემამულე.

2) გადატანით ითქმის მდიდარ ბიზნესმენზე; ბობოლა.

მაგნეზია (ლათ.) - თეთრი ფხვნილი, მაგნიუმის ჟანგი ან მარილი; იყენებენ მედიცინაში.

მაგნეზიტი (ლათ.) - მინერალი თეთრი ან მოყვითალო ფერისა; მაგნიუმის ნახშირმჟავა მარილი. იყენებენ როგორც ცეცხლგამძლე მასალას.

მაგნესია - ამ სახელწოდებით ცნობილია ორი ბერძნული ქალაქი მცირე აზიაში

მაგნეტიზმი

1) მაგნიტის, აგრეთვე ელექტრობით დამუხტული გამტარის თვისება მიიზიდოს ან განიზიდოს ზოგიერთი სხეული.

2) მოძღვრება მაგნიტურ მოვლენათა და სხეულთა მაგნიტურ თვისებათა შესახებ.

მაგნეტიტი (ბერძნ.) - მინერალი, რომელიც რკინას შეიცავს და აქვს მაგნიტური თვისებები.; მაგნიტური რკინაქვა.

მაგნეტო (ფრანგ.) - შიგაწვის ძრავის ცილინდრში ელექტრომაგნიტური გენერატორი საწვავი ნარევის ასარევად.

მაგნეტონი - მაგნიტური მომენტის გასაზომი ერთეული, რომელიც მიღებულია ბირთვულ ფიზიკაში.

მაგნეტრონი (ლათ.) - სპეციალური კონსტრუქციის ელექტრონმილაკი, რომელშიც ელექტრონულ ნაკადზე ერთდროულად მოქმედებს მუდმივი ელექტრული და მაგნიტური ველები.

მაგნიტი (ბერძნ.) - სხეული (რკინა, ფოლადი), რომელსაც აქვს ზოგი სხეულის მიზიდვის ან განზიდვის უნარი. ძველ ქართულში - ანდამატი.

მაგნიტიზმი - იხილე მაგნეტიზმი.

მაგნიტნაია - მთა სამხრეთ ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, ჩელიაბინსკის ოლქში (616 მ).

მაგნიტო - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს მაგნიტთან დაკავშირებულს.

მანიტოგორსკი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში, მდინარე ურალის ორივე ნაპირას (430 ათასი).

მაგნიტოგრამა - დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებათა გრაფიკული ჩანაწერი.

მაგნიტოგრაფი - ხელსაწყო, რომელიც განუწყვეტლივ აღნიშნავს დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებებს.

მაგნიტოლა - მაგნიტოფონის შემცველი რადიომიმღები.

მაგნიტომეტრი - მაგნიტური ველის ძაბვის საზომი ხელსაწყო.

მაგნიტომეტრია - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მაგნიტურ ველსა და მის ანომალიებს.

მაგნიტოსტატიკური ველი - უძრავი მუდმივი მაგნიტების მაგნიტური ველი.

მაგნიტოსტრიქცია (ბერძნ.) - ფერომაგნიტური სხეულების ფორმისა და ზომის ცვლილება დამაგნიტებისას.

მაგნიტოფონი (ბერძნ.) - აპარატი ბგერის მაგნიტური გზით ჩასაწერად და ჩაწერილი ბგერების მოსასმენად.

მაგნიტუდა (ლათ.) - მიწისძვრის რაოდენობრივი პირობითი მახასიათებელი.

მაგნიტური - მაგნიტთან დაკავშირებული, მაგნიტის თვისებისა.

მაგნიუმი (Mg) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო მსუბუქი ჭედადი ლითონი. წვის დროს გამოსცემს თეთრ კაშკაშა სინათლეს, ატომური ნომერი 12, ატომური მასა 24,305. სახელი წარმოდგა მცირე აზიის ქალაქ „მაგნეზიიდან“. ადამიანისათვის ცნობილია უძველესი დროიდან. იყენებენ ფოტოგრაფიაში, პიროტექნიკაში.

მაგნოლია (ფრანგ.) - თბილი ქვეყნების ხე ან ბუჩქი; აქვს დიდი სურნელოვანი თეთრი ყვავილები. აშენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.

მაგნოლითი (ლათ.) - იგივეა, რაც ქსილოლითი.

მაგნონი - კვაზინაწილაკი, რომელიც შეესაბამება ურთიერთქმედ სპინთა სისტემის ელემენტარულ აგზნებას.

მაგნუმი - ამერიკელი და ევროპელი ფოტოგრაფების საერთაშორისო გაერთიანება (შეიქმნა 1947 წელს).

მაგნუს I ლადოლუს - შვედეთის მეფე 1275-90 წლებში (? - 1290 წ).

მაგნუს II ერიქსონ - შვედეთის (1319-63) და ნორვეგიის (1319-74) მეფე (1316-1374 წწ).

მაგნუს VI ჰოკონსონ ლაგაბეტერი - ნორვეგიის მეფე (1238-1280 წწ).

მაგნუსენი (Magnusen, Finn) ფინ - დანიელი მეცნიერი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ერთ-ერთი პირველი შემგროვებელი და გამომცემელი ძველჩრდილოური ლიტერატურისა (1781-1847 წწ).

მაგნუსი (გერმ. Magnus) - დანიის პრინცი (ოლდენბურგების დინასტიიდან), ლივონიის მეფე 1570 წლიდან (1540-1583 წწ).

მაგნუსი ოლავ - შვედი კათოლიკე მღვდელი და მწერალი, ჩრდილოეთის ქვეყნების ფუნდამენტალური აღწერის ავტორი (1490-1557 წწ).

მაგნუსი რუდოლფ - ჰოლანდიელი ფიზიოლოგი და ფარმაკოლოგი, წარმოშობით გერმანელი (1873-1927 წწ).

მაგნუსი ჰენრიხ გუსტავ - გერმანელი ფიზიკოსი (1802-1870 წწ).

მაგო (ფრანგ.) - უკუდო მაიმუნი, გავრცელებულია აფრიკაში (ალჟირი, მაროკო).

მაგოგი - იხილე გოგი და მაგოგი.

მაგოდენი

1) იგივეა, რაც მაგდენი.

2) მაგ სიდიდისა, მაგ ზომისა, ეგრე დიდი, ეგრე ბევრი.

მაგომაევი აბდულ მუსლიმ - აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, ეროვნული მუსიკალური თეატრის ერთ-ერთი შემქმნელი (1885-1937 წწ).

მაგომაევი მუსლიმ - აზერბაიჯანელი მომღერალი (ბარიტინი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1942-2008 წწ).

მაგრა - იგივეა, რაც მაგრად.

მაგრამ - კავშირი, უპირისპირებს ერთმანეთს საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვებს ან წინადადებებს.

მაგრანეთი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან - 1100 მეტრი, თიანეთიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 372 ადამიანი.

მაგრე- იგივეა, რაც ეგრე.

მაგრილებელი - იგივეა, რაც გამაგრილებელი.

მაგრიტი რენე - ბელგიელი მხატვარი, სიურრეალიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი (1898-1967 წწ).

მაგსაისაი რამუნ - ფილიპინების პრეზიდენტი 1952-57 წლებში, დაიღუპა ავიაკატასტროფაში (1907-1957 წწ).

მაგსიგანე - ეგრე განიერი.

მაგსიგრძე- ეგრე გრძელი.

მაგსიდიდე - ეგრე დიდი.

მაგსიმძიმე - ეგრე მძიმე.

მაგსისხო - ეგრე მსხვილი.

მა-გუ - ჩინურ მითოლოგიაში - კეთილი ფერია; წარმოედგინათ ბედნიერების და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდ.

მაგული - ქალის ქართული სახელი

მაგულა დიმიტრი - რუსი პოეტი (1880-1967 წწ)

მადა

1) საჭმლის ნდომა, ჭამის სურვილი.

2) მთა სამხრეთ საქართველოს ვულკანურ ზეგანზე, ჯავახეთის ქედის დასავლეთ კალთის ძირში, მადათაფის ტბის ჩრდილოეთით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სიმაღლე - 2713 მეტრი).

მადააღძრული - ვისაც მადა აღეძრა, მოუვიდა.

მადაგასკარი - კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის კონტინენტიდან 400 კმ მანძილზე.

მადაგასკარი

(მადაგასკარის რესპუბლიკა, malag. Repoblikan'i Madagasikara, frang. Republique de Madagascar, ingl. Republic of Madagascar).
- სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულსა და სხვა მცირე კუნძულებზე (1975 წლამდე მალაგასის რესპუბლიკა).
- ეროვნული დევიზი - „Tanindrazana, Fahafahana, Fandrosoana“ (სამშობლო, თავისუფლება, პროგრესი).
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 26 ივნისი.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული სახალხო ყრილობა.
- ფართობი - 587 041 კვ.კმ.
- დაყოფილია 6 პროვინციად.
- მოსახლეობა - 20 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 33 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - მალაგასური და ფრანგული.
- დედაქალაქი - ანტანანარივუ.
- ვალუტა - არიარი.
- ქვეყნის კოდი - MDG.
- დროის სარტყელი - UTC +3.
- სატელეფონო კოდი - +261.
- ინტერნეტ-დომენი - mg.

მადაგახსნილი - ვისაც მადა გაეხსნა, მადაზე მოსული.

მადადაკარგული - ვისაც მადა დაეკარგა.

მადათაფა (მადა) - ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2108 მეტრზე. სარკის ფართობი - 8,78 კვ.კმ, აუზის ფართობი 136 კვ.კმ., უდიდესი სიღრმე - 1,7 მეტრი, წყლის მოცულობა - 9,7 მლნ კუბ.მ.

მადამ (ფრანგ.) - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ გვართან ერთად).

მადაპოლამი - თეთრი მკვრივი ბამბის ქსოვილი უპირატესად თეთრეულისთვის (ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელის მიხედვით).

მადანი - ლითონის ან სასარგებლო მინერალის შემცველი ქანი.

მადარა - არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი ბულგარეთის ქალაქ შუმენის მახლობლად.

მადარასი ვიქტორ - უნგრელი მხატვარი (1830 - 1917 წწ).

მადაჩი იმრე - უნგრელი პოეტი და დრამატურგი (1823-1864 წწ).

მადეირა

1) კუნძულების ჯგუფი ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის პორტუგალიას.

2) მდინარე ბოლივიასა და ბრაზილიაში, ამაზონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე მამორესთან ერთად - 3200 კილომეტრი).

მადერა - ერთგვარი მაგარი ღვინო (პორტუგალიის კუნძულ მადერას სახელის მიხედვით).

მადერნა (მადერნო) კარლო - იტალიელი არქიტექტორი, ბაროკოს წარმომადგენელი (1556-1629 წწ).

მადერნიექსი იულის - ლატვიელი მხატვარი (1870 - 1965 წწ).

მადერო ფრანსისკო ინდალესიო - მექსიკის პრეზიდენტი 1911-13 წლებში (1873-1913 წწ).

მადერუელი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში (80 ათასი).

მადია (მედეა) - ქალაქი ალჟირში, მადიის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (85 ათასი).

მადიანი

1) მადის მქონე.

2) მადის აღმძვრელი, მადის მომგვრელი.

მადიარები - უნგრელთა საკუთარი სახელი.

მადიარი ლიუდვიგ იგნატის ძე (ნამდვილი სახელი და გვარი - ლაიოშ მოლჰოფერი) - უნგრეთის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ცხოვრობდა სსრკ-ში (1891-1940 წწ).

მადიდებელი

1) ვინც ადიდებს.

2) ქება-დიდებას ასხამს.

მადინათ-ჰაბუ (მედინეთ-აბუ) - ძვ. ეგვიპტური და ადრინდელი კოპტური დასახლება დასავლეთ თებეს სამხრეთ ნაწილში (ძვ.წ.აღ. XIX ს დასასრული).

მადისონი - ქალაქი აშშ-ს უისკონსინის შტატში (190 ათასი, გარეუბნებით - 350 ათასი).

მადისონი ჯეიმზ - აშშ-ს მეოთხე პრეზიდენტი 1809-17 წლებში (1751-1836 წწ).

მადიუნი - ქალაქი ინდონეზიის აღმოსავლეთ იავის პროვინციაში (170 ათასი).

მადლენი ლუი - ფრანგი ისტორიკოსი (1871-1956 წწ).

მადლენის კულტურა - არქეოლოგიური კულტურა პალეოლითის ბოლოს, წინ უსწრებდა აზილის კულტურას; გავრცელებულია დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში.

მადლი

1) სიკეთე, კეთილი საქმე.

2) (ძვ.) ზეციური ძალა, წყალობა, ზეცით ბოძებული ნიჭი.

3) (ძვ.) იგივეა, რაც მადლობა.

მადლი ილდიკო - უნგრელი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1969 წელს).

მადლიანი

1) მადლის მქნელი, კეთილი, სათნო.

2) სანდომიანი, მიმზიდველი, სათნო.

მადლობა

1) დაფასება ვისიმე სასიკეთო ან სასურველი მოქმედებისა, კმაყოფილების განცდა ამის გამო.

2) სიტყვები, რომლებიც ასეთ გრძნობას გამოხატავს.

მადლობელი - მადლობის გრძნობით გამსჭვალული, მადლიერი.

მადლიერება - მადლობის გრძნობა.

მადლიერი - მადლობის გრძნობით განმსჭვალული.

მადმუაზელ (ფრანგ.) - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ სახელთან ან გვართან ერთად).

მადნეული - სხვადასხვაგვარი მადანი.

მადნეულობა - იგივეა, რაც მადნეული.

მადნიანი - მადნის შემცველი.

მადნიანი მთები (კრუშნე ჰორი) - ქედი გერმანიისა და ჩეხეთის საზღვარზე.

მადონა

1) (იტალ.) ღვთისმშობლის სახელწოდება (კათოლიკურ სამყაროში), ღვთისმშობლის სკულპტურული ან ფერწერული გამოსახულება.

2) (იტალ.) ძველად იტალიაში - მიმართვა გათხოვილი ქალისადმი.

3) ქალაქი ლატვიაში.

4) (ნამდვილი სახელი - ლუიზა ვერონიკა ჩიკონე) - ამერიკელი პოპ-მომღერალი და კინომსახიობი (დაიბადა 1958 წელს).

მადრასი

1) ტამილნადის შტატის ადმინისტრაციული ცენტრის ჩენაის სახელი 1996 წლამდე.

2) ინდოეთის ტამილნადის შტატის სახელი 1969 წლამდე.

მადრიგალი (იტალ. madrigale) - აღორძინების ეპოქაში გავრცელებული საერო მუსიკალურ-პოეტური ჟანრი, შემდგომ, XVIII-XIX საუკუნეების სალონურ პოეზიაში - პატარა ლირიკული ლექსი, ჩვეულებრივ მიძღვნილი ქალისადმი. ქართულ ლიტერატურაში მადრიგალის ნიმუშია ნიკოლოზ ბარათაშვილის „საყურე“, იოსებ გრიშაშვილის „ელისაბედ ჩერქეზიშვილის საღამო“, „რა კარგი ხარ, რა კარგი“ და სხვა.

მადრე-დე-დიოსი - მდინარე პერუსა და ბოლივიაში, მდინარე ბენის მარცხენა შენაკადი.

მადრიდი (ესპან. Madrid) - ესპანეთის დედაქალაქი, ახალი კასტილიის ადმინისტრაციული ცენტრი. ისტორიულ წყაროებში ციხე-სიმაგრე «მაჯირითის» სახელით 932 წლიდან მოიხსენიება. არაბთა ბატონობიდან გათავისუფლდა 1083 წელს. XIV საუკუნიდან კასტილიის მეფეთა რეზიდენციაა. 1561 წელს მთელი ესპანეთის დედაქალაქად გამოცხადდა (3,2 მილიონი - 2005 წ).

მადურა - კუნძული იავის ზღვაში, ეკუთვნის ინდონეზიას.

მადურაი (მადურა) - ქალაქი ინდოეთის ტამილნადის შტატში (955 ათასი).

მადჰვა - ძველინდოელი მოაზროვნე, დუალისტური ვედანტის წარმომადგენელი (1199-1276 წწ).

მადჰიამიკა - ბუდიზმის ფილოსოფიური სკოლა; ვითარდებოდა ინდოეთში II-IX საუკუნეებში.

მადჰია-პრადეში - შტატი ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - ბჰოპალი.

მაებასი - ქალაქი იაპონიაში, გუმის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

მაეკავა კუნიო - იაპონელი არქიტექტორი (1905 - 1986 წწ).

მაეჟანი - ლეონტი მროველის თანახმად, ქართლის სპასპეტი IV საუკუნეში.

მაესტოზო (იტალ.) - დიდებული, საზეიმო ხასიათის შესრულების აღნიშვნა.

მაესტრო (იტალ.) - დიდი ხელოვანის, აგრეთვე მოჭადრაკის საპატიო მოსახსენიებელი სიტყვა.

მავალი - ვინც, რაც დადის, მოსიარულე.

მავანი (საუბ.) - ესა თუ ის პიროვნება ან ცნება; ხმარობენ როდესაც არ უნდათ ვისიმე, რისიმე დასახელება.

მა-ვანი (ჩინ. „ცხენების მეფე“) - ჩინურ მითოლოგიაში ცხენების მფარველი ღვთაება.

ალ-მავარდი - აბუ ლ-ჰასან ალი იბნ მუჰამად იბნ ჰაბიბ - არაბი მეცნიერი, მუსლიმური სამართლისმცოდნე (974-1058 წწ).

მავედრებელი - ვინც ევედრება, ეხვეწება ვისმე, რასმე.

მავერანაჰრი - ამუდარიისა და სირდარიის შუამდინარეთის (სამარყანდ-ბუხარის რეგიონის) არაბული სახელწოდება VII საუკუნიდან.

მავზოლეუმი (ლათ.) - მონუმენტი ან ნაგებობა, მიცვალებულის ნეშტისათვის; სახელი ეწოდა კარიის მმართველ მავსოლეს სახელის მიხედვით.

მავთული - ძაფის ან თოკის მსგავსი ლითონის ნაწარმი.

მავთულხლართი - მოძრაობის შესაფერხებლად გაკეთებული ღობურა.

მავკები (ნავკები) - აღმოსავლელ სლავთა მითოლოგიაში - მავნებელობის მომტანი ავსულები.

მავლიანოვა ჰანიფა - ტაჯიკი მომღერალი, ლირიკულ-დრამატული სოპრანო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1924 წელს).

მავლა - ისლამამდელ არაბეთში განთავისუფლებული მონა ან სამხედრო ტყვე.

მავლანა-ზადე - სარბედართა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი სამარყანდში (1365 წ).

მავნე

1) ზიანის, ზარალის მომტანი.

2) იგივეა, რაც მავნე სული.

მავნებელი

1) იგივეა, რაც მავნე.

2) მწერი, რომელიც ზიანს აყენებს მცენარეებს.

3) ადამიანი, რომელიც ზიანს აყენებს სახალხო, სახელმწიფო ინტერესებს.

მავნებლობა - ვნება, ზიანის მიყენება.

მავნებლური - მავნებლის დამახასიათებელი.

მავნეობა - მავნე თვისება.

მავრები (ბერძნ.)

1) ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ აფრიკის (ეგვიპტის გამოკლებით) ძირითადი მოსახლეობის და მათი დამპყრობი არაბების ევროპული სახელწოდება.

2) მავრიტანიის ძირითადი მოსახლეობა.

მავრი იანკა (ნამდვილი სახელი და გვარი - ივან ფიოდოროვი) - ბელორუსი მწერალი (1883-1971 წწ).

მავრიკი - კუნძული ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (1.865 კვ.კმ).

მავრიკი (მავრიკის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique de Maurice).
- სახელმწიფო კუნძულ მავრიკიზე და მიმდებარე კუნძულებზე, ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
- ეროვნული დევიზი - „Stella Clavisque Maris Indici“ (ლათ. ვარსკვლავი და გასაღები ინდოეთის ოკეანისა).
- ჰიმნი -„Motherland“.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1968 წლის 12 მარტი.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი საკანონმდებლო ყრილობა.
- ფართობი - 2040 კვ.კმ.
- დაყოფილია 9 რეგიონად.
- მოსახლეობა - 1,2 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 603 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ინგლისური, ფრანგული (რეგიონალური).
- დედაქალქი - პორტ-ლუი.
- ვალუტა - მავრიკის რუპია.
- ქვეყნის კოდი - MUS.
- დროის სარტყელი - UTC +4.
- სატელეფონო კოდი - +230.
- ინტერნეტ-დომენი - mu.

მავრიკოსი - ბიზანტიის იმპერატორი 582 წლიდან (539 - 602 წწ).

მავრისტები (წმ. მავრის კონგრეგაცია) - ბენედიქტელთა ორდენის ფრანგული მონაზვნური კონგრეგაცია. დაარსდა 1618 წელს.

მავრიტანია (მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა, ფრანგ. Republique Islamique de Mauritanie, arab. al-jumhuria al-islamia al-mauritania).
- სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება დასავლეთ საჰარას, სამხრეთ-დასავლეთით - სენეგალს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ალჟირს, სამხრეთით და აღმოსავლეთით - მალის. დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 28 ნოემბერი.
- ეროვნული დევიზი - Honneur, Fraternite, Justice (ღირსება, ძმობა, სამართლიანობა).
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- მმართველობის ფორმა - სამხედრო ხუნტა.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 1 030 700 კვ.კმ.
- დაყოფილია 12 ოლქად და ერთ ავტონომიურ რეგიონად.
- მოსახლეობა - 3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 2,6 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - არაბული, ფრანგული.
- დედაქალაქი - ნუაქშოტი.
- ვალუტა - ოუგუია (უგია).
- ქვეყნის კოდი - MRT.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +222.
- ინტერნეტ-დომენი - mr.

მავრიტანული სტილი - არქიტექტურული სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არკადები, გუმბათები და მდიდრული ორნამენტები. გავრცელებული იყო მუსლიმანურ სამყაროსა და ესპანეთში.

მავროკორდატოსი ალექსანდრე - საბერძნეთის პრეზიდენტი 1822-23 წლებში (1791-1865 წწ).

მავსოლე - კარიის (მცირე აზია) მმართველი ძვ. წ.აღ. 377-352 წლებში.

მავჯი (ნამდვილი სახელი ალი-ხან ბეგი) - ირანელი პოეტი (XVII საუკუნე).

მაზა (სპარს.) (ძვ.)

1) სანუკვარი საჭმელი.

2) (გადატანით) რისამე მშვენება, შნოსა და ლაზათის მიმცემი.

მაზაგანი - იხილე ელ-ჯადიდა.

მაზა-მაზა (სპარს.) - ნაირ-ნაირი სანუკვარი საჭმელები.

მაზანდა (ძვ.) - რისამე ფასი კერძო ბაზარში.

მაზანდარა - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

მაზანდარანი - ისტორიული ოლქი და ოსტანი ირანის კასპიისპირა რეგიონში.

მაზანიელო (tomazo anielo) - იტალიელი მეთევზე, ნეაპოლის ანტიფეოდალური აჯანყების (1647 წ) ბელადი (1620-1647 წწ).

მაზარა - სამხედრო ფორმის პალტო, ფარაჯა.

მაზარალებელი - ზარალის მომტანი.

მაზარი (არაბ.) - შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მუსლიმანი მმართველების ან წმინდანების მავზოლეუმი, აკლდამა.

მაზარინი ჯულიო - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი 1641 წლიდან, საფრანგეთის პირველი მინისტრი 1643 წლიდან (1602-1661 წწ).

მაზარი-შარიფი - ქალაქი ავღანეთში, ბალხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

მაზარტაგი - ქედი ჩინეთში.

მაზაში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მაზაჩო (ტომაზო დი ჯოვანი დი სიმონე კასაი) - იტალიელი ფერმწერი (1401-1428 წწ).

მაზგრეივი - მთები ავსტრალიაში.

მაზდა - იაპონიის საავტომობილო კომპანია, შედის „სუმიმოტოს“ ფინანსურ-საწარმოო ჯგუფში. დაარსებულია 1920 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს ჰიროსიმაში.

მაზდაკიზმი - რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც გავრცელდა ირანსა და ზოგ მის მეზობელ ქვეყანაში ადრინდელ შუა საუკუნეებში.

მაზდეანობა და მაზდეიზმი (სპარს.) - ძველი სპარსელების რელიგია, ცეცხლთაყვანისმცემლობა (უმაღლესი ღვთაების - აჰურა-მაზდას სახელიდან).

მაზეგ - ზეგინდელი დღის მომდევნო დღეს.

მაზეპა ივან - უკრაინის სახელმწიფო მოღვაწე, უკრაინის ჰეტმანი 1687-1708 წლებში (1644-1709 წწ).

მაზერელი ფრანს - ბელგიელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1889-1972 წწ).

მაზერი

1) სოფელი და მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, მაზერის ქედზე.

2) (ინგლ.) - ხელსაწყო ზეჩქარული სიხშირის ელექტრომაგნიტურ რხევათა წარმოსაქმნელად, მოლეკულური გენერატორი.

მაზერი კოტონ - ამერიკელი მწერალი, ამერიკული პურიტანობის იდეოლოგი და ისტორიკოსი (1663-1728 წწ).

მაზერის ქედი - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

მაზეტი უმბერტო - იტალიელი ვოკალის პედაგოგი, კომპოზიტორი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (1869-1919 წწ).

მაზეხი - სახორცე-სამატყლე-სარძევე მიმართულების ცხვრის ჯიში.

მაზიადიდები - არაბი მმართველების დინასტია შირვანში (799 - XI ს I ნახევარი).

მაზიარებელი - ვინც აზიარებს.

მაზინა ჯულიეტა - იტალიელი კინომსახიობი ქალი, ფედერიკო ფელინის მეუღლე (1920-1994 წწ).

მაზინი ანდრე - ფრანგი ფილოლოგი (1881-1967 წწ).

მაზინი ანჯელო - იტალიელი მომღერალი, ტენორი, ბელკანტოს წარმომადგენელი (1844-1926 წწ).

მაზიხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

მაზლი - ქმრის ძმა.

მაზლისწული - მაზლის შვილი.

მაზლიშვილი - იგივეა, რაც მაზლისწული.

მაზნიაშვილი გიორგი - სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის ყოფილი გენერალი, წითელი არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში (1870 - 1937 წწ).

მაზოვია - ისტორიული ოლქი პოლონეთში, მდინარე ვისლას შუა წელში.

მაზოხიზმი - სქესობრივი უკუღმართობა (ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის გვარის მიხედვით, რომელმაც აღწერა ის).

მაზრა (ძვ.) - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მეფის რუსეთში.

მაზსალაცა (1917 წლამდე სალისბურგი) - ქალაქი ლატვიაში.

მაზუთი (თურქ.) - ნავთობისაგან ბენზინისა და ნავთის გამოხდის შედეგად მიღებული ნარჩენი.

მაზურენკო ალექსეი - მფრინავი, გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1917-1990 წწ).

მაზური კურტ - გერმანელი დირიჟორი (დაიბადა 1927 წელს).

მაზურკა (პოლონ.)

1) პოლონური ეროვნული ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისთვის.

2) ამ ცეკვის რიტმის მქონე მუსიკალური ნაწარმოები.

მაზუროკი იური - რუსი მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს).

მაზურსკი პოლ - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი (დაიბადა 1930 წელს).

მაზუჩო სალერნოელი (ნამდვილი სახელი და გვარი ტომაზო გუარდატი) - იტალიელი მწერალი (1420-1475 წწ).

მაზჰაბი (არაბ. „გზა“, „ქცევის წესი“) - რელიგიური მუსლიმანური სამართლის სკოლა. წარმოიშვა VIII-IX საუკუნეებში.

მათაგალონი - მდინარე, იხილე ოლე.

მათარა

1) პატარა სამგზავრო წყლის ჭურჭელი, რომელსაც ჩვეულებრივ იკიდებენ ქამარზე.

2) მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივზე.

მათგანი - რომელიმე მათ შორის.

მათდამი - მათ მიმართ.

მათე - იხილე მათიასი.

მათევოსიანი ჰრანტ - სომეხი მწერალი (დაიბადა 1935 წელს).

მათეზიუსი ვილემ - ჩეხი ენათმეცნიერი (1882 - 1945 წწ).

მათეზონი იოჰან - გერმანელი კომპოზიტორი, მომღერალი და დირიჟორი (1681-1764 წწ).

მათე იანოველი - ჩეხი მოაზროვნე (1350/1355 - 1393 წწ).

მათემატიკა (ბერძნ.) - მეცნიერება რეალური სამყაროს რაოდენობრივ თანაფარდობათა და სივრცეთა ფორმების შესახებ.

მათემატიკური - მათემატიკასთან დაკავშირებული.

მათე მიეხოველი (ნამდვილი სახელი მ. კარპიგო) - პოლონელი ისტორიკოსი, გეოგრაფი (1457-1523 წწ).

მათეოს ურჰაეცი (მათე ურჰაელი, ედესელი) - XII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი.

მათეუსი ლოტარ - გერმანელი ფეხბურთელი (ნახევარმცველი). 1990 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (დაიბადა 1961 წელს).

მათი - კუთვნილებითი ნაცვალსახელი, რაც მათ აქვთ, ვინც მათ ჰყავთ.

მათიასი - ავსტრიის ერცჰერცოგი, „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1557-1619 წწ).

მათიასი რობერტ - ამერიკელი სპორტსმენი (მძლეოსნობა). ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ათჭიდში 1948 და 1952 წლებში (დაიბადა 1931 წელს).

მათლაფა - ღრმა თეფში წვნიანისათვის.

მათრა - იხილე მათურა.

მათრახა (Isatis) - მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა, ერთ, ან ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახი.

მათრახი - ტარზე მიბმული დაწნული თასმა, რომელსაც ბოლოში აქვს პატარა ტყავის ნაჭერი, იხმარება ცხენის გასარეკად.

მათრობელა - რაც მალე ათრობს.

მათრობელი - დამათრობელი, მათრობელა.

მათუთა (Chenopodium foliosum) - მიწაზე გართხმული ერთწლოვანი ბალახი ნაცარქათამას გვარისა, აქვს თუთის მსგავსი წითელი ნაყოფი.

მათურა

1) ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში, მდინარე ჯამნაზე (230 ათასი).

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მათურხევის (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1840 მეტრი, დუშეთიდან - 70 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.

მათური - უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე (სიმაღლე - 2800 მეტრი). ერთმანეთთან აკავშირებს ხევსურეთის არაგვისა და ფშავის არაგვის ხეობებს.

მათურიანთკარი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის ძველი სახელი.

მათურისწყალი - იხილე მათურხევი.

მათურხევი (მათურისწყალი, ჭაკისხევი) - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

მათუსალა - იტყვიან ძალიან ხნიერ ადამიანზე (ბიბლიური პატრიარქის მათუსალას სახელის მიხედვით, რომელმაც თითქოს 969 წელი იცოცხლა).

მათხირი - მარცვლეულის საწყაო შუა საუკუნეების (X-XIII სს) აღმოსავლეთ საქართველოში, შეადგენდა კოდის 1/32-ს (0,9 კგ).

მათხოვარა - იგივეა, რაც მათხოვარი.

მათხოვარი - მოწყალების მთხოვნელი, გლახა.

მათხოვრობა - მათხოვრის თვისება.

მათხოვრული - მათხოვრის შესაფერისი.

მათხოჯი

1) მახინჯი, უშნო.

2) სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ხონი-მარტვილის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ლეფილიე, მათხოჯი, სუხჩა, ხიდი). ზღვის დონიდან - 170 მეტრი, ხონიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1943 კაცი. სოფლის მიდამოებშია მათხოჯის მღვიმე. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფლის მახლობლად 1789 წელს გაიმართა მათხოჯის ბრძოლა. სოფელში დგას ადრე ფეოდალური ხანის ორი ციხის ნანგრევები, აგრეთვე 1864 წლისა და 1874-75 წლების ეკლესიები.

3) მღვიმე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მიდამოებში.

მაი ერნსტ - გერმანელი არქიტექტორი (1886-1970 წწ).

მაი კარლ - გერმანელი მწერალი (1842-1912 წწ).

მაია

1) ჯგუფი ენობრივად მონათესავე ინდიელი ხალხებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე.

2) (სანსკრ.) - ძველი და შუა საუკუნეების ინდური რელიგიის, ფილოსოფიისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე უფრო უნივერსალური ცნება: აღნიშნავდა შამანის, მოგვის ან ქურუმის უნარს სასწაულების მოხდენისას.

3) (ბერძნ.) - ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში უფროსი პლეადა; ჰერმესის დედა.

მაიაგუესი - ქალაქი პუერტო-რიკოში (100 ათასი).

მაიაკოვსკი ვლადიმერ - რუსი პოეტი. დაიბადა საქართველოში (1893-1930 წწ).

მაიაკოვსკი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის სახელი 1940-1990 წლებში

მაიაკოვსკი იწყებოდა ასე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კონსტანტინე პიპინაშვილი. სცენარის ავტორები - კარლო გოგოძე და კონსტანტინე პიპინაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ფელიქს ვისოცკი. კომპოზიტორი - ალექსი მაჭავარიანი. მთავარ როლებში: როდამ ჭელიძე (ვალოდია), აკაკი ხორავა (პოეტის მამა), ნინა შატერნიკოვა (პოეტის დედა), ზურაბ ლაფერაძე, ვლადიმერ მაღალაშვილი, ირინე მაღალაშვილი, იგორ ვლადიმიროვი, ვასო გოძიაშვილი, ბუხუტი ზაქარიაძე.

მაიამი - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე (360 ათასი, გარეუბნებით - 1,7 მილიონი).

მაიამი-ბიჩი - ქალაქი აშშ-ს ფლორიდის შტატში.

მაიანო ბენედეტო დე - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი (1442-1497 წწ).

მაიანო ჯულიანო და - იტალიელი არქიტექტორი (1432-1490 წწ).

მაიაპანი - მაიის ისტორიული ქალაქი-სახელმწიფო (მექსიკა).

მაიარი - ქალაქი კუბის ორიენტეს პროვინციაში.

მაიარი რობერ - შვეიცარიელი ინჟინერი (1872-1940 წწ).

მაიაშვილი - იხილე ზდანოვიჩი გიორგი.

მაია წყნეთელი - XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად წოდებული.

მაია წყნეთელი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორი - ვალერიან კანდელაკი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე (მაია წყნეთელი), გრიგოლ ტყაბლაძე (მეფე ერეკლე), გოჩა აბაშიძე (მანუჩა), აკაკი კვანტალიანი (ბერიკა), ვახტანგ ნინუა (ჯემალა), იოსებ აბრამიშვილი (გიო), ნოდარ ჩხეიძე (ქერიმ-აღა), გრიგოლ კოსტავა (ამილახვარი), ემანუილ აფხაიძე (მექისე).

მაიბახი ვილჰელმ - გერმანელი ინჟინერი და მეწარმე, ავტომობილ «მერსედესის» ერთ-ერთი შემქმნელი (1846-1929 წწ).

მაიბოროდა გიორგი - უკრაინელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-1993 წწ).

მაიბოროდა პლატონ - უკრაინელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-1989 წწ).

მაიბრიჯი ედუარდ - ინგლისელი ფოტოგრაფი (1830 - 1904 წწ).

მაიდანა ანტონიო - პარაგვაის კომუნისტური პარტიის მოღვაწე (დაიბადა 1916 წწ).

მაიდანეკი - გერმანელ ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთის ქალაქ ლიუბლინთან, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი ამოჟლიტეს.

მაიდანი

1) ტბა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

2) სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

მაიდუგური - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, ბორნოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (280 ათასი).

მაიენი

1) მდინარე საფრანგეთში, მდინარე ლუარის აუზში.

2) დეპარტამენტი საფრანგეთში.

მაიერბერგი ავგუსტინ - ავსტრიელი დიპლომატი (1622-1688 წწ).

მაიერი ედუარდ - გერმანელი ისტორიკოსი - (1855-1930 წწ).

მაიერი ვიქტორ - გერმანელი ქიმიკოსი (1848-1897 წწ).

მაიერი იულიუს ლოთარ - გერმანელი ქიმიკოსი (1830-1895 წწ).

მაიერი იულიუს რობერტ - გერმანელი ექიმი და ფიზიკოსი (1814-1878 წწ).

მაიერი კონრად ფერდინანდ - შვეიცარიელი მწერალი (1825-1898 წწ).

მაიერი რობერტ - გერმანელი გინეკოლოგი (1864-1947 წწ).

მაიერი ტობიას იოჰან - გერმანელი ასტრონომი (1723-1762 წწ).

მაიერი ჯოზეფ - ამერიკელი ფიზიკოსი (1904-1990 წწ).

მაიერი ჰანეს - შვეიცარიელი არქიტექტორი (1889-1954 წწ).

მაიერ-ლიუბკე ვილჰელმ - ავსტრიელი ენათმეცნიერი (1861-1936 წწ).

მაიეროვა მარია - ჩეხი მწერალი ქალი (1882 - 1967 წწ).

მაიერჰოფი ოტო - იხილე მეიერჰოფი .

მაიკალი - მთათა სისტემა ინდოეთში.

მაიკელსონი ალბერტ ეიბრაჰიმ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1907 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1852-1931 წწ).

მაიკოვი აპოლონ - რუსი პოეტი (1821-1897 წწ).

მაიკოვი ვასილი - რუსი პოეტი, დრამატურგი (1728-1778 წწ).

მაიკოპი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ადიღეის ადმინისტრაციული ცენტრი (170 ათასი).

მაიკლი ჯორჯ (ნამდვილი სახელი და გვარი გეორგიოს კირიაკოს პანაიოუტუ) - ინგლისელი პოპ-მომღერალი, კომპოზიტორი (დაიბადა 1963 წელს).

მაიკროსოფტი - პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციის გამოშვებაში სპეციალიზირებული ამერიკული კორპორაცია. შეიქმნა 1975 წელს ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში ბილ გეიტსის მიერ.

მაილი - მთა და მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივზე.

მაილი-საი - ქალაქი ყირგიზეთის ჯალალ-აბადის ოლქში (30 ათასი).

მაილის უღელტეხილი - უღელტეხილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე.

მაილსი ანტონი ჯონ - ინგლისელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1955 წელს).

მაიმანა - ქალაქი ავღანეთში, ფარიაბის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

მაიმანსინგჰი - ქალაქი ბანგლადეშში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

მაიმაჩენი - იხილე ალთან-ბულაღი.

მაიმახი (საუბ.) - მახინჯი, უშნო ადამიანი.

მაიმეჩა - მდინარე ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სიგრძე - 650 კილომეტრი).

მაიმონი (ნამდვილი გვარი ჰაიმანი) სოლომონ - ებრაელი ფილოსოფოსი (1753-1800 წწ).

მაიმონიდი (ნამდვილი სახელი რაბი მოშე ბენ მაიმონი) - ებრაელი ფილოსოფოსი (1135-1204 წწ).

მაიმუნები (Anthropoidea) - ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა, აერთიანებს შემდეგ ოჯახებს: მოთამაშე მაიმუნისებრნი, კაპუცინისებრნი, ანთრისებრნი, ადამიანის მსგავსნი.

მაიმუნი

1) (გადატანით) სხვისი მიმბაძველი, მანჭია.

2) (საუბ.) უშნო, ულამაზო ადამიანი.

მაიმუნჭამია (მაიმუნჭამია არწივი) - მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა; სხეულის სიგრძე 90 სმ. მასა 4,5 კგ.

მაინა (იტალ.) - პორტში, მშენებლობაზე ბრძანება - დაუშვი! დაწიე!

მაი-ნდომბე (1973 წლამდე ლეოპოლდ II-ის ტბა) - ტბა კონგოში (სიღრმე 7 მეტრამდე).

მაინეკე ფრიდრიხ - გერმანელი ისტორიკოსი (1862 - 1954 წწ).

მაინი - მდინარე გერმანიაში, რაინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 524 კილომეტრი).

მაი-ნდომბე - ტბა კონგოში.

მაინინგენი - ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში.

მაინის ფრანკფურტი - ქალაქი გერმანიის ჰესენის მხარეში, მდინარე მაინზე (650 ათასი).

მაინონგი ალექსიუს ფონ - ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი (1853 - 1920 წწ).

მაინორი რობერტ - ამერიკელი გრაფიკოსი (1884 - 1952 წწ).

მაინოტი ჯორჯ რიჩარდზ - ამერიკელი პათოფიზიოლოგი, 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი უ.მერფისთან და ჯ.უიპლისთან ერთად (1885-1950 წწ).

მაინ რიდი - იხილე რიდი ..

მაინც - ნაწილაკი:

1) მაშინაც კი, სულე ერთია, ისევ, კვლავ.

2) ნეტავი, მალე.

3) აღნიშნავს მოსალოდნელის საწინააღმდეგო ვითარებას.

მაინცდამაინც - ყოველ შემთხვევაში, უეჭველად, აუცილებლად, სწორედ.

მაინცი - ქალაქი გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (175 ათასი).

მაინჰოფი კარლ - გერმანელი ენათმეცნიერი (1857 - 1944 წწ).

მაიოკავა კუნიო - იაპონელი არქიტექტორი (1905 - 1990 წწ).

მაიოლი არისტიდ ჟოზეფ ბონავენტიურ - ფრანგი მოქანდაკე (1861-1944 წწ).

მაიოლიკა (იტალ.)

1) გამომწვარი თიხა, რომელიც დაფარულია გაუმჭვირი ჭიქურითა და ნახატით; ასეთი თიხის ნაწარმი.

2) ასეთი ნაწარმის დამზადების ხელოვნება.

მაიონეზი (ფრანგ.)

1) ზეთით, კვერცხის გულით, ძმრით, მდოგვით და სხვა სანელებლებით გაკეთებული საწებელი.

2) ამ საწებლით შენელებული საჭმელი.

მაიონი - მოქმედი ვულკანი ფილიპინების კუნძულ ლუსონზე.

მაიორანი (იტალ.) - სურნელოვანი ბალახოვანი მცენარე; იყენებენ კულინარიაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში; მისგან იღებენ ეთეროვან ზეთს.

მაიორატი (გერმ.)

1) მემკვიდრეობის ფეოდალური წესი, რომლის მიხედვითა ქონება მთლიანად გადადის უფროსი ვაჟიშვილის ან გვარში უფროსი მამაკაცის ხელში.

2) ამ წესით მიღებული მამული.

მაიორდომი - იგივეა, რაც მაჟორდომი.

მაიორესკუ ტიტუ ლივიუ - რუმინელი კრიტიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1840-1917 წწ).

მაიორი (ლათ.) - არმიაში ოფიცრის წოდებულება; კაპიტანზე მაღალი.

მაიორი ტამაშ - უნგრელი მსახიობი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე (1910-1986 წწ).

მაიორკა - იხილე მალიორკა.

მაიოროვები ბორის და ევგენი - რუსი ჰოკეისტები, ტყუპი ძმები, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები XX საუკუნის 60-იან წლებში (დაიბადნენ 1938 წელს).

მაირამი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მაირეკერი ფრიდერიკა - ავსტრიელი მწერალი ქალი (დაიბადა 1924 წელს).

მაირი ერნსტ - ამერიკელი ზოოლოგი, ევოლუციონისტი, წარმოშობით გერმანელი (1904-1995 წწ).

მაირინკი გუსტავ - ავსტრიელი მწერალი (1868 - 1932 წწ).

მაირონისი (ნამდვილი სახელი და გვარი იონას მაჩიულისი) - ლიტველი პოეტი (1862-1932 წწ).

მაისაური - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ყუმურის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 560 მეტრი. ვანიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 262 ადამიანი.

მაისაშვილი სევერიან - ფერმწერი, მინიატურისტი, გრაფიკოსი (1900-1980 წწ).

მაისენი - ქალაქი გერმანიის საქსონიის მხარეში (40 ათასი).

მაისი

1) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კელასურის მარჯვენა შენაკადი.

2) (ლათ.) - კალენდარული თვის მეხუთე თვე. ძველ ქართულ კალენდარში ერქვა ვარდობისა.

მაისკი - ქალაქი რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში (25 ათასი).

მაისნერი ბრუნო - გერმანელი ასირიოლოგი (1868 - 1947 წწ).

მაისობა

1) მეფის რუსეთში - მუშათა პოლიტიკური დემონსტრაცია 1 მაისს.

2) მშრომელთა სადღესასწაულო დემონსტრაცია 1 მაისს.

მაისტერზინგერი (გერმ.) - შუა საუკუნეების გერმანიაში პოეტი-მომღერალი, ქალაქელ ხელოსანთა წრის წარმომადგენელი.

მაისტერი - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ოსტატს, სპეციალისტს.

მაისტისმაღალი - იხილე მაისტისმთა.

მაისტისმთა (მაისტისმაღალი) - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტის და რუსეთის რესპუბლიკა ჩეჩნეთის საზღვარზე, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

მაისურაძე გიორგი -

1) რიგითი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1908-1966 წწ).

2) ფერმწერი, ქართული რეალისტური პორტრეტის ფუძემდებელი (1817-1885 წწ).

მაისურაძე ელიზბარ - მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

მაისურაძე ზაქარია - მხატვარ-კერამიკოსი (1912-1971 წწ).

მაისურაძე თენგიზ - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1930-2003 წწ).

მაისურაძე კოსტა - სახელოვანი ფალავანი (1881-1918 წწ).

მაისური

1) სასპორტო პერანგი, ჩვეულებრივ უსახელო.

2) (მაისორი) ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კარნატაკის შტატში (480 ათასი).

3) (მაისორი) ისტორიული რეგიონი სამხრეთ ინდოეთში, კარნატაკის შტატის სახელი 1973 წლამდე.

მაიტნერი ლიზე - ავსტრიელი ფიზიკოსი (1878-1968 წწ).

მა იუანი (ცინ შანი) - XII-XIII საუკუნეების ჩინელი ფერმწერი.

მაიური ამედეო - იტალიელი არქეოლოგი, ხელოვნების თეორიტიკოსი (1886-1963 წწ).

მაიუსკულები (ლათ.) - დიდი ასოები (უპირატესად ძველი ბერძნული და ლათინური დამწერლობისა). საპირისპირო - მინუსკულები.

მაისკულუსი - მთავრული დამწერლობის აღმნიშვნელი ლათინური ტერმინი.

მაიუძიმა - იაპონელი კომპოზიტორი (დაიბადა 1929 წელს).

მაიძიშანი - ჩინეთში მდებარე ბუდისტური მონასტერი (განსუს პროვინცია). განთავსებულია 194 გამოქვაბულში.

მაიძურუ - ქალაქი იაპონიის კიოტოს პრეფექტურაში (100 ათასი).

მაკადამი

1) გზის საფარი ერთგვარი.

2) ასეთი საფარის მქონე გზატკეცილი.

მაკაენოკი ანდრეი - ბელორუსი მწერალი (1920 - 1982 წწ).

მაკავშირებელი - ვინც, რაც აკავშირებს.

მაკაკა (პორტუგ.) - ერთგვარი პატარა მაიმუნი, გავრცელებულია აზიასა და აფრიკაში. სიგრძე 40-75 სმ.

მაკალუ - მწვერვალი ჰიმალაებში (სიმაღლე 8470 მეტრი).

მაკამა (არაბ. „თავშეყრის ადგილი“) - შუა საუკუნეების აღმოსავლურ ლიტერატურაში გავრცელებული ჟანრი, პიკარესკული (თაღლითური) ნოველა.

მაკაო (აომინი)

1) (აომინი) პროვინცია ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, პორტუგალიის ყოფილი სამფლობელო.

2) (აომინი) ქალაქი ჩინეთში, მაკაოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

3) (პორტუგ.) ერთგვარი აზარტული თამაში ბანქოსი).

4) (პორტუგ.) ბრაზილიური გრძელბოლოიანი თუთიყუში.

მაკაპაგალი ფელისისიმო - ფილიპინების კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1914 წელს).

მაკარა - ინდუისტურ მითოლოგიაში - წყალში მცხოვრები ურჩხული, წარმოდგენილია უზარმაზარი ნიანგის სახით.

მაკარევიჩი ანდრეი - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1954 წელს).

მაკარენკო ანტონ - რუსი პედაგოგი და მწერალი (1888-1939 წწ).

მაკართური დაგლას - აშშ-ს სამხედრო მოღვაწე, არმიის გენერალი (1880-1964 წწ).

მაკარი - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი VI საუკუნეში, ბაკურ მეფის დროს.

მაკარი ლეთეთელი - უძველესი ქართული ხელნაწერის - სინური მრავალთავის (864 წ) გადამწერი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე.

მაკარი მესხი - XIII საუკუნის მთარგმნელი, სირიული ენიდან გადმოიღო „პეტრე იბერიელის ცხოვრება“.

მაკარიევი - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

მაკარიოს III (ერისკაცობაში მიქაელ ქრისტოდულოს მუსკოსი) - კვიპროსის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1959 წლიდან (1913-1977 წწ).

მაკარიოსი იბნ ალ-ზაიმ ალ-ჰალაბი ალ-ანტაქი - ანტიოქიის პატრიარქი, წერდა არაბულად, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (გარდაიცვალა 1672 წელს).

მაკარიჩევი სერგეი - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1953 წელს).

მაკარიძე ალექსანდრე - ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910-1990 წწ).

მაკაროვა ინა - რუსი კინომსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

მაკაროვა ნატალია - რუსი და ამერიკელი მოცეკვავე ქალი, თანამედროვე ბალეტის პირველი ლედი (დაიბადა 1940 წელს).

მაკაროვა ტამარა - რუსი კინომსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1997 წწ).

მაკაროვი - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში.

მაკაროვი ასკოლდ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

მაკაროვი ნიკოლაი - ცეცხლსასროლი იარაღის რუსი კონსტრუქტორი (1914-1988 წწ). მაკაროვის ნ-ს მიერ შექმნილი პისტოლეტის მოსახსენიებელი სიტყვა; იხილე პმ.

მაკაროვი ოლეგ - რუსი კოსმონავტი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1973 და 1978 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1933 წელს).

მაკაროვი სერგეი - რუსი ჰოკეისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავლგზის ჩემპიონი XX საუკუნის 70-80-იან წლებში (დაიბადა 1958 წელს).

მაკაროვი სტეპან - რუსი ზღვაოსანი, ოკეანოგრაფი, ვიცე-ადმირალი (1848-1904 წწ).

მაკარონი (იტალ.) - საკვები პროდუქტი - პურის უფუარი ცომისაგან ფაბრიკული წესით დამზადებული გამხმარი მილაკები.

მაკარონიზმი (ფრანგ.)

1) უცხოური სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც უცვლელად არის შეტანილი მეტყველებაში.

2) ხალხური ენის (ფრანგულის, იტალიურის) გამოთქმა, რომელიც შევიდა ლათინურ სალიტერატურო ენაში.

მაკარონიკული (იტალ.) - მაკარონიზმებით აღსავსე.

მაკარონული პოეზია - სატირული ან სახუმარო პოეზია, რომელიც გავრცელებული იყო XVI საუკუნის იტალიურ ლიტერატურაში.

მაკარსკა - კურორტი ხორვატიაში.

მაკარტი ჯოზეფ რეიმონდ - იხილე მაკ-კარტი .

მაკარტნი პოლ - ინგლისელი როკ-მომღერალი, კომპოზიტორი, ლეგენდარული „ბითლზის“ ერთ-ერთი წევრი (დაიბადა 1942 წელს).

მაკასარი - ქალაქი ინდონეზიაში, იხილე უჯუნგპანდანგი.

მაკასარის სრუტე - სრუტე ინდონეზიის კუნძულებს - კალიმანტანსა და სულავესის - შორის.

მაკასტახე - მთა თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კახეთის ქედზე.

მაკბეინი ედ (ნამდვილი სახელი და გვარი სალვატორე ა. ლამბინო) - ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ოსტატი (დაიბადა 1926 წელს).

მაკბეტი

1) შოტლანდიის მეფე (გარდაიცვალა 1057 წელს).

2) შექსპირის ტრაგედია (დაიწერა 1606 წელს).

მაკბრაიდი შონ - ირლანდიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1904-1988 წწ).

მაკდაუელი ენდი (ნამდვილი სახელი და გვარი - როუზ ანდერსონი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1958 წელს).

მაკდაუელი მალკოლმ - ინგლისელი მსახიობი (დაიბადა 1943 წელს).

მაკდერმიდი ჰიუ (ნამდვილი სახელი და გვარი - კრისტოფერ მარი გრივი) - შოტლანდიელი პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი (1892-1980 წწ).

მაკდივიტი ჯეიმზ - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი, 1965 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1929 წელს).

მაკდონალდი ჟაკ ეტიენ ჟოზეფ ალექსანდრ - საფრანგეთის მარშალი, ნაპოლეონის ომების აქტიური მონაწილე (1765-1840 წწ).

მაკდონალდი უოლსონ - კანადელი პოეტი (1880-1967 წწ).

მაკდონალდი ჯეიმზ რამზი - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1924 და 1929-31 წლებში (1866-1937 წწ).

მაკდონალდი ჯონ ალეგზანდერ - კანადის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1867-73 და 1878-91 წლებში (1815-1891 წწ).

მაკდონალდი ჯორჯ - შოტლანდიელი მწერალი (1824-1905 წწ).

მაკდონელი - ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთები.

მაკდონელი ჯეიმზ სმიტ - ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1899-1980 წწ).

მაკდონელი ჯოზეფ პატრიკ - ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1845-1906 წწ).

მაკდოუელი ედუარდ - ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი (1861-1908 წწ).

მაკდუგალი უილიამ - ინგლისელ-ამერიკელი ფსიქოლოგი (1871-1938 წწ).

მაკე - პირუტყვი, რომელსაც საშოში ნაყოფი აქვს ჩასახული.

მაკე ოგიუსტ - გერმანელი მხატვარი (1887-1914 წწ).

მაკება მირიამ - სამხრეთაფრიკელი მომღერალი ქალი (დაიბადა 1932 წელს).

მაკედონელთა დინასტია - ბიზანტიელ იმპერატორთა დინასტია 867-1056 წლებში.

მაკედონია

1) ძვ.წ.აღ. V-II საუკუნეებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე უძველესი სახელმწიფო.

2) ისტორიული ოლქი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც თურქთა უღლისგან გათავისუფლების შემდეგ განაწილდა სერბიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის.

მაკედონია (მაკედონიის რესპუბლიკა)
- სახელმწიფო ევროპის სამხრეთ ნაწილში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბულგარეთს, სამხრეთით - საბერძნეთს, ჩრდილოეთით
- სერბეთს და აღმოსავლეთით - ალბანეთს.
- დამოუკიდებლობის დღე (იუგოსლავიისგან) - 1991 წლის 8 სექტემბერი.
- ეროვნული დევიზი - „თავისუფლება ან სიკვდილი“.
- ჰიმნი -„Денес над Македониа“.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი საკრებულო.
- ფართობი - 25 333 კვ.კმ.
- დაყოფილია 8 სტატისტიკურ რეგიონად, რომლებიც მოიცავენ 84 თემს და ქალაქ სკოპიეს (skoples) როგორც დამოუკიდებელ ერთეულს.
- მოსახლეობა - 2 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 81 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - მაკედონური.
- დედაქალაქი - სკოპიე (სკოპლე).
- ვალუტა - მაკედონური დინარი.
- ქვეყნის კოდი - MKD.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +389.
- ინტერნეტ-დომენი - mk

მაკედონსკი სტეფან - ბულგარელი მომღერალი (1885-1952 წწ).

მაკეევკა (1920-31 წლებში დმიტრიევსკი) - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (425 ათასი).

მაკენზენი ავგუსტ - გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი, პირველ მსოფლიო ომში აღმოსავლეთ პრუსიის კორპუსის მხედართმთავარი (1849-1945 წწ).

მაკენზი

1) ბოფორტის ზღვის ღია ყურე კანადის სანაპიროსთან.

2) მდინარე კანადაში, ერთვის ბოფორტის ზღვის მაკენზის ყურეს (1770 კმ).

მაკენზი ალეგზანდერ

1) კანადის პრემიერ-მინისტრი 1873-78 წლებში (1822-1892 წწ).

2) შოტლანდიელი მოგზაური, ვაჭარი (1764-1820 წწ).

მაკენზი უილიამ ლაიონ - კანადის პოლიტიკური მოღვაწე და პუბლიცისტი (1795-1861 წწ).

მაკენზი ჰენრი - ინგლისელი მწერალი (1745-1831 წწ).

მაკენზის მთები - მთათა სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში, კორდილიერების ნაწილი.

მაკეობა - მაკედ ყოფნა.

მაკეტი (ფრანგ.)

1) მცირე ზომის ნიმუში განზრახული ან უკვე არსებული ნაკეთობისა.

2) წინასწარი ნიმუში ამა თუ იმ ნაბეჭდი გამოცემისა.

მაკვანეთი - სოფლების ზემო მაკვანეთის და ქვემო მაკვანეთის გავრცელებული სახელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

მაკვილაკი (საუბ.) - ენამწარე, ავენა.

მაკვისი (ფრანგ. „makisi“) და მაკია - მარადმწვანე ბუჩქების და დაბალი ხეების ბარდები, გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

მაკი (ფრანგ.) - მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის პარტიზანთა ერთ-ერთი სახელწოდება.

მაკი კაროი - უნგრელი კინორეჟისორი (დაიბადა 1925 წელს).

მაკი ფუმიჰიკო - იაპონელი არქიტექტორი (დაიბადა 1928 წელს).

მაკიაველი ნიკოლო - იტალიელი მოაზროვნე, მწერალი, ისტორიკოსი, დიპლომატი (1469-1527 წწ).

მაკიაველიზმი - პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც დასახული მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყოველგვარი საშუალება: მოტყუება, ვერაგობა, გამცემობა, მკვლელობა და ა.შ. (ნიკოლო მაკიაველის გვარის მიხედვით).

მაკიაიოლი - იტალიელ ფერმწერთა ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1860 წელს ფლორენციაში.

მაკიაჟი (ფრანგ.) - კოსმეტიკის სახესხვაობა, ფერის წასმა სახეზე.

მაკიდო (კუთხ.) - იგივეა, რაც ოხრახუში.

მაკივერი რობერტ მორისონ - ამერიკელი სოციოლოგი (1882-1970 წწ).

მაკიზარი (ფრანგ.) - ულტობი (წყალშეუვალი) ქსოვილის პალტო, საწვიმარი.

მაკინი უოლტერ - ირლანდიელი მწერალი (1915 - 1968 წწ).

მაკინსკი - ქალაქი ყაზახეთის აკმოლის ოლქში (25 ათასი).

მაკინტოში ჩარლზ რენი - შოტლანდიელი არქიტექტორი (1868-1928 წწ).

მაკინტოში - სითხეგაუმტარი ქსოვილისაგან შეკერილი მოსასხამი, ლაბადა. სახელი ეწოდა ქიმიკოს ჩ.მაკინტოშის საპატივცემლოდ, რომელმაც ასეთი ქსოვილი შექმნა.

მაკირა - იხილე სან-კრისტობალი.

მაკ-კაი ერნესტ - ინგლისელი ისტორიკოსი და არქოლოგი (1880-1943 წწ).

მაკ-კალერსი კარსონ - ამერიკელი მწერალი ქალი (1917-1967 წწ).

მაკ-კალოკი უორენ - ამერიკელი ნეიროფიზიოლოგი, კიბერნეტიკის და ბიონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1898-1969 წწ).

მაკ-კალოკი ჯონ რამზი - ინგლისელი ეკონომისტი (1789-1864 წწ).

მაკ-კარტი მერი ტერეზა - ამერიკელი მწერალი ქალი (1912-1989 წწ).

მაკ-კარტი ჯონ - ამერიკელი მეცნიერი მათემატიკური ლოგიკისა და ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანათა თეორიის დარგში (დაიბადა 1927 წელს).

მაკ-კინლი - ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, მდებარეობს ალასკის ქედზე (6193 მ).

მაკ-კინლი უილიამ - აშშ-ს 25-ე პრეზიდენტი 1897-1901 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან 1843 - 1901 წწ).

მაკ-კლინტოკი ბარბარა - ამერიკელი გენეტიკოსი ქალი (1902-1992 წწ).

მაკ-კლინტოკი ფრანსის ლეოპოლდ - ინგლისელი არქტიკის მკვლევარი (1819-1907 წწ).

მაკ-კორმიკი პატრისია - ამერიკელი სპორტსმენი ქალი (ტრამპლინიდან ხტომა), ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი 1952-56 წლებში (დაიბადა 1930 წელს).

მაკ-კლური რობერტ ჯონ - ინგლისელი სამხედრო მეზღვაური, არქტიკის მკვლევარი (1807-1873 წწ).

მაკ-კლურის სრუტე - სრუტე კანადის არქტიკული არქიპელაგის კუნძულებს შორის.

მაკ-კუინი სტივ (ნამდვილი სახელი და გვარი ტერენს სტივენი) - ამერიკელი კინომსახიობი (1930 - 1980 წწ).

მაკ-კულოხი ჯონ რამზი - იხილე მაკ-კალოკი ..

მაკლარენი - „ფორმულა-1“-ის რბოლებში მონაწილე ინგლისური გუნდი. მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი XX საუკუნის 70-80-იან წლებში.

მაკლაუდი ჰენრი დანინგ - ინგლისელი ეკონომისტი, იურისტი (1821-1902 წწ).

მაკლეინი ჯონ - დიდი ბრიტანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879-1923 წწ).

მაკლეინი შირლი (ნამდვილი სახელი მაკლინ ბიტი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

მაკლენანი გორდონ - დიდი ბრიტანეთის კომპარტიის მოღვაწე (დაიბადა 1925 წელს).

მაკლენანი ჯონ ფერგიუსონ - შოტლანდიელი ეთნოგრაფი (1827-1881 წწ).

მაკლეოდი ჯეიმზ რიკარდ - ინგლისელი ფიზიოლოგი, 1923 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბანტინგთან ერთად (1876-1936 წწ).

მაკლერი (გერმ.) - შუამავალი სავაჭრო საქმეთა გარიგებაში, დალალი.

მაკ-ლიში არჩიბალდ - ამერიკელი პოეტი, დრამატურგი (1892-1982 წწ).

მაკლორენი კოლინ - შოტლანდიელი მათემატიკოსი (1698-1746 წწ).

მაკლუპი ფრიკ - ამერიკელი ეკონომისტი (1902 - 1985 წწ).

მაკლურა (ლათ.) - თუთისებრთა ოჯახის ხე, რომელიც ხარობს აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. იგივეა, რაც თუთავაშლა.

მაკმანუსი ართურ - დიდი ბრიტანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1889-1927 წწ).

მაკმასტერი ჯონ ბეიჩ - ამერიკელი ისტორიკოსი (1852-1932 წწ).

მაკ-მაჰონი მარი ედმ პატრის მორის - საფრანგეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მარშალი, 1873-79 წლებში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1808-1893 წწ).

მაკ-მაჰონი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი 1971-72 წლებში (1908-1988 წწ).

მაკმილანი ედუინ მატისონ - ამერიკელი ფიზიკოსი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ. სიბორგთან ერთად (1907-1991 წწ).

მაკმილანი ჰაროლდ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და კონსერვატორული პარტიის ლიდერი 1957-63 წლებში (1894-1986 წწ).

მაკმილანი - აშშ-ს საგამომცემლო კომპანია, დაარსებულია 1870 წელს. 1973-82 წლებში გამოსცა „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“ ინგლისურ ენაზე.

მაკნატუნა (Щелкунчик) - პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი, შეიქმნა 1892 წელს.

მაკნილი ჯონ - ირლანდიის პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიკოსი (1867-1945 წწ).

მაკნისი ლუის - ინგლისელი პოეტი (1907-1963 წწ).

მაკო - ქალაქი უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩონგრადის მედიეში (30 ათასი).

მაკოვსკი ვლადიმერ - რუსი ფერმწერი (1846-1920 წწ).

მაკოვსკი იუზეფ ტადეუშ - პოლონელი ფერმწერი (1882-1932 წწ).

მაკოვსკი კონსტანტინე - რუსი ფერმწერი (1839-1915 წწ).

მაკოლი ტომას ბაბინგტონი - ინგლისელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე (1800 - 1859 წწ).

მაკონდე - უმთავრესად სამხრეთ ტანზანიასა და მოზამბიკში მცხოვრები ხალხი.

მაკ-ორლანი პიერ (ნამდვილი გვარი დიუმარშე) - ფრანგი მწერალი (1882-1970 წწ).

მაკრაკანთორინქოზი - ღორის ჰელმინთოზური დაავადება.

მაკრამე (ფრანგ.) - დაწნული ზონარი, ტანსაცმელზე დაკერებული.

მაკრატელა

1) (Calepina irregularis) - ბალახი ერთგვარი, იკეთებს თეთრ ყვავილს, ხმარობენ მხლად.

2) (მაკრატელთანა) - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაკრატელას ქედზე.

3) დარტყმის სახეობა ფეხბურთში.

მაკრატელას ქედი - ქედი ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის განშტოებაზე.

მაკრატელი - საჭრელი იარაღი, შედგება ერთმანეთზე ჯვარედინად დამაგრებული ორი მოძრავი დანისაგან, რომელთა ტარებიც თითების გასაყრელი რგოლებით ბოლოვდება.

მაკრელი (ჰოლანდ.) - იგივეა, რაც სკუმბრია.

მაკრიდი უილიამ ჩარლზ - ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (1793-1873 წწ).

ალ-მაკრიზი თაკი ალ-დინ აჰმად იბნ ალი - ეგვიპტელი ისტორიკოსი (1364-1442 წწ).

მაკრინე მონაზონი (შემონაზვნებამდე - მარიანი) - პოეტი, ერეკლე პირველის ასული (1596/98 - ?).

მაკრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს დიდს, მსხვილს.

მაკ-რობერტსონის მიწა - ანტარქტიდის ტერიტორიული ნაწილი.

მაკრობიუსი ამბროზიუს თეოდოსიუს - ლათინელი მწერალი, წარმოშობით ბერძენი (IV-V სს).

მაკროგლია (ბერძნ.) - ტვინის უჯრედები, რომლებითაც შევსებულია სივრცე ნერვულ უჯრედებსა და მათ გარშემო არსებულ კაპილარებს შორის.

მაკროკეფალი (ბერძნ.) - ადამიანი, რომელსაც დიდი ან უკან წაგრძელებული თავი აქვს.

მაკროკეფალია - დიდთავიანობა ან თავის უკან წაგრძელებულობა.

მაკროკლიმატი - დედამიწის ზედაპირის დიდი სივრცეების კლიმატი.

მაკროკოსმოსი (ბერძნ.) - ვარსკვლავთა სამყარო, კოსმოსი.

მაკროლითები - მსხვილი, უხეშად შემოტეხილი ქვის იარაღები; იყენებდნენ ნეოლითში ცულების, წერაქვების მაგივრად.

მაკრონები - იხილე მახელონები.

მაკროპოდები (ბერძნ.) - ერთგვარი თევზები, ზოგიერთი სახეობა ჰყავთ აკვარიუმში.

მაკრორელიეფი - რელიეფის დიდი ფორმები, რაც განსაზღვრავს დედამიწის ზედაპირის აგებულების საერთო ხასიათს.

მაკროსეისმური რყევა - მიწისძვრის დროს ნიადაგის ისეთი რყევა, რომელსაც უშუალოდ ადამიანის გრძნობის ორგანოები აღიქვამენ.

მაკროსკოპული - რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს.

მაკროსპორა - იგივეა, რაც მეგასპორა.

მაკროსპორანგიუმი - იგივეა, რაც მეგასპორანგიუმი.

მაკროსპოროფილი (ბერძნ.) - იგივეა, რაც მეგამეგასპოროფილი.

მაკროსტრუქტურა - მყარი სხეულის (მინერალის, ლითონის, შენადნობის) აგებულება, რომელიც ჩანს უმიკროსკოპოდ, შეუიარაღებელი თვალით.

მაკროფაგები (ბერძნ.) - ადამიანთა და ცხოველების ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთაც უნარი აქვთ დაიჭირონ, შთანთქან და მოინელონ ბაქტერიები, დაღუპული უჯრედების ნარჩენები და ორგანიზმის სხვა უცხო ან ტოქსიკური ნაწილები.

მაკროცეფალი (makrocefalia) - იხილე მაკროკეფალი, მაკროკეფალია.

მაკტაგარტი ჯონ ელის - ინგლისელი ფილოსოფოსი (1866-1925 წწ).

მაკუა მოზამბიკში მცხოვრები ბანტუს ჯგუფის ხალხი (7 მილიონამდე).-

მაკულატურა (ლათ.)

1) უვარგისი ქაღალდი, წიგნები და სხვა, ხელახლა ქაღალდად გადასამუშავებელი.

2) (გადატანით) დაბალი ხარისხის ლიტერატურა.

მაკუნაიტე ალბინა - ლიტველი გრაფიკოსი, მხატვარი ქალი (დაიბადა 1926 წელს).

მაკუორი - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის ავსტრალიას.

მაკურდი - ქალაქი ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში (110 ათასი).

მაკურთხებელი - ვინც აკურთხებს.

მაკუშინო - ქალაქი რუსეთის კურგანის ოლქში.

მაკფერსონი ჯეიმზ - შოტლანდიელი მწერალი (1736-1796 წწ).

მაკ ფონ ლაიბერიხი კარლ - ავსტრიელი გენერალ-ფელდმარშალი (1752-1828 წწ).

მალა

1) ხერხემლის შემადგენელი ცალკე ძვალი.

2) მალის შემცველი ხორცი.

მალაბარი - ისტორიული ოლქი სამხრეთ ინდოეთში, კერალასა და კარნატაკას შტატებში

მალაბარის ნაპირი - ინდოსტანის ნახევარკუნძულის დასავლეთი სანაპირო ზოლი ინდოეთში.

მალაბო - ეკვატორული გვინეის დედაქალაქი. დაარსებულია 1827 წლიდან ინგლისელთა მიერ პორტ-კლარენსის სახელით (40 ათასი).

მალაგა

1) ქალაქი-პორტი ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის პირას; შედის ანდალუსიის ავტონომიურ ოლქში. მალაგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (515 ათასი).

2) ლიქიორის ტიპის სადესერტო ესპანური ღვინო.

მალაგასის რესპუბლიკა - იხილე მადაგასკარი.

მალადეტა - მთის მასივი ესპანეთში.

მალავი (მალავის რესპუბლიკა, ინგლ. Republic of Malawi, adgilobriv enebze: Dziko la Malawi, Chalo cha Malawi).
- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება მოზამბიკს, დასავლეთით - ზამბიას, ჩრდილოეთით - ტანზანიას.
- ეროვნული დევიზი - „ერთობა და თავისუფლება“.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ყრილობა.
- ფართობი - 118 480 კვ. კმ.
- დაყოფილია 27 პროვინციად.
- მოსახლეობა - 10,3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 88 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები - ინგლისური და ჩიჩევა.
- დედაქალაქი - ლილონგვე.
- ვალუტა - კვაჩა.
- ქვეყნის კოდი - MWI.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +265.
- ინტერნეტ-დომენი - mw.

მალაზონია ნესტორ - პოეტი (1892-1985 წწ).

მალაზონია ნოდარ - გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1929 წელს).

მალათია - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (280 ათასი).

მალაია - ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაკის ნახევარკუნძულზე, მალაიზიის დასავლეთი ნაწილი.

მალაია ვისკა - ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში.

მალაია ვიშერა - ქალაქი რუსეთის ნოვგოროდის ოლქში.

მალაიალი - ინდოეთის კერალას შტატში მცხოვრები ხალხი (35 მილიონი).

მალაიზია (მალაიზიის ფედერაცია, Malaysia).

- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაკის ნახევარკუნძულსა და კუნძულ კალიმანტანზე. ესაზღვრება ტაილანდს და სინგაპურს (მალაკის ნახევარკუნძულზე) და ინდონეზიას და ბრუნეის (კუნძულ კალიმანტანზე).
- ეროვნული დევიზი - „Bersekutu Bertambah Mutu“ (ძალა ერთობაშია).
- ჰიმნი - „Negaraku`.
- მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1957 წლის 31 აგვისტო.
- ფართობი - 329 758 კვ.კმ.
- შედგება 13 შტატისაგან და ერთი ფედერალური ტერიტორიისგან.
- მოსახლეობა - 27,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 83 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - მალაური.
- სახელმწიფო რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - კუალა-ლუმპური.
- ვალუტა - რინგიტი.
- ქვეყნის კოდი - MYS.
- დროის სარტყელი - UTC +8.
- სატელეფონო კოდი - +60.
- ინტერნეტ-დომენი - my.

მალაის არქიპელაგი - აზიის კონტინენტურ ნაწილსა და ავსტრალიას შორის მდებარე კუნძულები, შედის ინდონეზიის, მალაიზიისა და ფილიპინების შემადგენლობაში.

მალაიტა - კუნძული წყნარ ოკეანეში, სოლომონის კუნძულთა ჯგუფში. ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

მალაკა

1) ნახევარკუნძული, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი.

2) ქალაქი მალაიზიაში, მალაიზიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

მალაკალი - ქალაქი სუდანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

მალაკის სასულთნო - ისტორიული სახელმწიფო მალაკის ნახევარკუნძულზე 1409-1511 წლებში.

მალაკნები - ერთ-ერთი ქრისტიანული სექტა რუსეთში, „დუხობორების“ ნაირსახეობა. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს.

მალაკოლოგია (ბერძნ.) - ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც მოლუსკებს სწავლობს.

მალაკოფილია - მცენარის ჯვარედინი დამტვერვა ლოკოკინების მეშვეობით.

მალალებისმაღალი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

მალალი - რაც ადვილად ტყდება, სუსტი, ნაზი, სათუთი.

მალამო - ცხიმში აზელილი სამკურნალო ნივთიერებები, სალბუნი.

მალამუდი ბერნარდ - ებრაული წარმოშობის ამერიკელი მწერალი (1914-1986 წწ).

მალანგი - ქალაქი ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინციაში (650 ათასი).

მალანი დანიელ ფრანსუა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1948-54 წლებში (1874-1959 წწ).

მალანიუკი ვლადიმირ - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

მალაპარტე კურციო (ნამდვილი სახელი და გვარი კურტ ზუკერტი) - იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი (1898-1957 წწ).

მალარია (იტალ.) - ციება, ციებ-ცხელება.

მალარმე სტეფან - ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი (1842-1898 წწ).

მალასა - ლაზების მეფე II საუკუნის I ნახევარში.

მალასპინა - მყინვარი ალასკაზე.

მალაქია - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1532-1534 წლებში.

მალაქია I (ერისკაცობაში აბაშიძე) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1519-1540 წლებში.

მალაქია II - დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი 1619-39 წლებში.

მალაქია II გურიელი - გურიის მთავარი 1684-85 და 1689 წლებში, ქაიხოსრო I გურიელის ძე.

მალაქიტი (ბერძნ.) - ხასხასა მწვანე მინერალი. იყენებენ სხდასხვა ნაკეთობის დასამზადებლად, აგრეთვე სპილენძის მისაღებად.

მალაყი - თავდაყირა, ყირამალა დგომა, ყირაზე გადასვლა.

მალახოვ-კურგანი - გაბატონებული სიმაღლე სევასტოპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელიც სევასტოპოლის დაცვის (1854-55 წწ) დროს თავდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენ პუნქტად აქციეს.

მალბორკი - ქალაქი პოლონეთში, ელბლონგის სავოევოდოში (40 ათასი).

მალბორო ჯონ ჩერჩილ - ინგლისელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (1650-1722 წწ).

მალბრანში ნიკოლა - ფრანგი ფილოსოფოსი, ოკაზიონალიზმის მთავარი წარმომადგენელი (1638 - 1715 წწ).

მალგობეკი - ქალაქი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.

მალდა - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

მალდიბაევი აბდილას - ყირგიზი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1978 წწ.)

მალდივი (მალდივის რესპუბლიკა).

- სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულებზე, ინდოეთის სამხრეთით, ინდოეთის ოკეანეში. მოიცავს 1 190 მცირე მარჯნის კუნძულს.
- ჰიმნი - Gavmii mi ekuverikan matii tibegen kuriime salaam”.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1965 წლის 26 ივლისი.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ეროვნული მეჯლისი).
- ფართობი - 298 კვ.კმ.
- ადმინისტრაციულად დაყოფილია 19 კუნძულოვან ჯგუფად.
- მოსახლეობა - 300 ათასი.
- სიმჭიდროვე - 1 000 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - დივეხი.
- ოფიციალური რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - მალე.
- ვალუტა - მალდივის რუფია.
- ქვეყნის კოდი - MDV.
- დროის სარტყელი - UTC +5.
- სატელეფონო კოდი - +960.
- ინტერნეტ-დომენი - mv.

მალდივის კუნძულები - მარჯნის კუნძულების არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში.

მალდონადო ტომას - დიზაინის პრაქტიკოსი და თეორიტიკოსი, წარმოშობით არგენტინელი, მუშაობდა ევროპაში (დაიბადა 1922 წელს).

მალდონისი ალფონსას - ლიტვის სახალხო პოეტი (დაიბადა 1929 წელს).

მალდროუ - მყინვარი ალასკაზე.

მალე

1) მოკლე დროის განმავლობაში, ჩქარა.

2) დედაქალაქი და ერთადერთი პორტი მალდივის რესპუბლიკისა (55 ათასი).

მალეა ედუარდო - არგენტინელი მწერალი (1903 - 1985 წწ).

მალეგაონი - ქალაქი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში (345 ათასი).

მალე გაზაფხული მოვა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1967 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ოთარ აბესაძე. სცენარის ავტორები - ოტია იოსელიანი, თეიმურაზ მაღლაფერიძე, ოთარ აბესაძე. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე. კომპოზიტორი - არჩილ კერესელიძე. მთავარ როლებში: სერგო ზაქარიაძე (მინაგო), სესილია თაყაიშვილი (მარიამი), თენგიზ არჩვაძე, ნუგზარ მაჭავარიანი, ლია ელიავა, კარლო საკანდელიძე, იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე.

მალევიჩი კაზიმირ - რუსული წარმოშობის მხატვარი, აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1878-1935 წწ).

მალემსრბოლი (ძვ.) - პირი, რომელიც იგზავნებოდა შორეულ ადგილას საქმიანი ქაღალდების ან ცნობების სასწრაფოდ გადასაცემად.

მალენკოვი გიორგი - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო მოღვაწე, საბწოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1953-55 წლებში (1902-1988 წწ).

მალე-ჟორისი ფრანსუაზა (ნამდვილი გვარი ლილარი) - ფრანგი მწერალი ქალი (დაიბადა 1930 წელს).

მალერბი ფრანსუა დე - ფრანგი პოეტი-კლასიცისტი (დაახლოებით 1555-1628 წწ).

მალერი გუსტავ - ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1890-1967 წწ).

მალერი ჰერმან ჯოზეფ - იხილე მელერი ..

მალვა - ისტორიული ოლქი ინდოეთში.

მალვაზია (ფრანგ.) - მადერის ტიპის ღვინო, აყენებენ ამავე სახელწოდების ყურძნისაგან იტალიაში, საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში.

მალვინის კუნძულები - იხილე ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები.

მალთა (ლათ.) - სქელი, ბლანტი ნავთობი, რომელიც ნახშირწყალბადების გარდა დიდი რაოდენობით შეიცავს ასფალტფისოვან კომპონენტებს.

მალთაყვა

1) მდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

მალთაყვის ბრძოლა - 1809 წელს ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ ფოთის გასათავისუფლებლად, რაც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა,

მალთაყვის ტბა - ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროზე.

მალთუსი ტომას რობერტ - ინგლისელი ეკონომისტი (1766-1834 წწ).

მალთუსიანელი - მალთუსიანელობის მიმდევარი.

მალთუსიანელობა - თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა სოციალური უბედურების მიზეზია მოსახლეობის მეტისმეტად სწრაფი ზრდა (ინგლისელი ეკონომისტის მალთუსის გვარის მიხედვით).

მალი

1) სწრაფი, ჩქარი.

2) ხიდის ბურჯებს, საყრდენებს შორის მოქცეული არე.

3) კუნძული ატლანტის ოკეანის ჰებრიდის კუნძულების არქიპელაგში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

მალის რესპუბლიკა - ფრანგ. Republique du Mali, 1960 წლამდე საფრანგეთის სუდანი).
- ეროვნული დევიზი - „Un peuple, un but, une foi“.
- ჰიმნი -„Pour l'Afrique et pour toi, Mali“.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 22 სექტემბერი.
- სახელმწიფო აფრიკის დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება სენეგალს, ჩრდილოეთით - მავრიტანიას და ალჟირს, აღმოსავლეთით - ნიგერს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ბურკინა ფასოს, სამხრეთით - კოტ დ'ივუარს და გვინეას.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ყრილობა.
- ფართობი - 1 240 000 კვ.კმ.
- დაყოფილია 8 ოლქად და ბამაკოს საგანგებო ადმინისტრაციულ ერთეულად.
- მოსახლეობა - 13,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 11 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა მუსლიმანები არიან.
- ოფიციალური ენა - ფრანგული.
- დედაქალაქი - ბამაკო.
- ვალუტა - ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - MLI.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +223.
- ინტერნეტ-დომენი - ml.

მალი ლუი - ფრანგი და ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი (1932-1995 წწ).

მალიავინი ფილიპე - რუსი ფერმწერი (1869-1940 წწ).

მალიათი (საუბ.) - ქონება, სიმდიდრე, შეძლება, ბარაქა.

მალიანი ჩირილო - იტალიელი გენეტიკოსი (1903-1984 წწ).

მალიანი ჰენრიხ - სომეხი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1925-1988 წწ).

მალიბრანი მარია ფელისიტა (ქალიშვილობის გვარი გარსია) - ფრანგი მომღერალი ქალი, წარმოშობით ესპანელი (1808-1836 წწ).

მალიგნიზაცია - მედიცინაში - სიმსივნის ავთვისებიანი გადაგვარება.

მალიკენი რობერტ სანდერსონ - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1966 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1896-1986 წ).

მალიმალ - იგივეა, რაც მალ-მალე.

მალინდი - ქალაქი-პორტი კენიის სანაპირო პროვინციაში.

მალინი

1) ქალაქი უკრაინის ჟიტომირის ოლქში.

2) ქალაქ მეხელენის ფრანგული სახელწოდება.

მალინინი ალექსანდრე - რუსული ესტრადის მომღერალი (დაიბადა 1958 წელს).

მალინინი ევგენი - რუსი პიანისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1930 წელს).

მალინკე - გვინეასა და კოტ დ'ივუარში მცხოვრები ხალხი (4,7 მილიონი).

მალინოვსკი ბრონისლავ კასპერ - ინგლისელი ეთნოგრაფი და სოციოლოგი, ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წარმოშობით პოლონელი (1884-1942 წწ).

მალინოვსკი როდიონ - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, 1957-67 წლებში სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი (1898-1967 წწ).

მალიორკა (მაიორკა) - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის ესპანეთს.

მალიპიერო ჯან ფრანჩესკო - იტალიელი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე და მუსიკის კრიტიკოსი (1882-1973 წწ).

მალირჟოვა ჰელენა - ჩეხი მწერალი ქალი (1877 - 1940 წწ).

მალიუტინი სერგეი - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1859-1937 წწ).

მალიქ იბნ ანასი აბუ აბდ ალ-ლაჰ - არაბი მეცნიერი, ისლამის სამართლისმცოდნე (711/715 - 795 წწ).

მალიშევა ტატიანა - მომღერალი (მეცო-სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

მალიშევი იური - რუსი კოსმონავტი მფრინავი, პოლკოვნიკი, 1980 და 1984 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1941 წელს).

მალიშკინი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1892 - 1938 წწ).

მალიშკო ანდრეი - უკრაინელი პოეტი (1912-1970 წწ).

მალკა (მალიქსუ) - მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში. თერგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 210 კილომეტრი).

მალკოლმ II კენმორი - შოტლანდიის მეფე 1058 წლიდან (დაახლოებით 1031-1093 წწ).

მალკოლმია - მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა.

მალკოვიჩი ჯონ - თეატრისა და კინოს ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი (დაიბადა 1953 წელს).

მალ-მალე - ჩქარ-ჩქარა, ხშირ-ხშირად.

მალმგრენი ფინ - შვედი გეოფიზიკოსი (1895-1928 წწ).

მალმე - ქალაქი-პორტი შვედეთში, მალმეჰუსის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი (235 ათასი).

მალმიჟი - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში.

მალო ჰექტორ - ფრანგი მწერალი (1830-1907 წწ).

მალოარხანგელსკი - ქალაქი რუსეთის ორიოლის ოლქში.

მალოვისტი მარიან - პოლონელი ისტორიკოსი (1909-1985 წწ).

მალოიაროსლავეცი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

მალოკა - დიდი თემური ტიპის დასახლება სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში მცხოვრები ინდიელებისა.

მალონ დე ჩაიდე პედრო - ესპანელი მწერალი-მისტიკოსი, ავგუსტინელი ბერი (დაახლოებით 1530 - 1596 წწ).

მალონი ბენუა - ფრანგი სოციალისტი (1841-1893 წწ).

მალოროსია (მცირე რუსეთი) - უკრაინის სახელწოდება; იხმარებოდა მეფის რუსეთის ოფიციალურ დოკუმენტებში.

მალორიტა - ქალაქი ბელორუსიის ბრესტის ოლქში.

მალოუენი მაქს ედგარ - ინგლისელი არქეოლოგი (1904-1985 წწ).

მალპიგი მარჩელო - იტალიელი ბიოლოგი და ექიმი (1628-1694 წწ).

მალპოსტი (ფრანგ.) - საფოსტო კარეტა, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავდა ძველად.

მალრო ანდრე - ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე (1901-1976 წწ).

მალრუნი ბრაიან - კანადის პრემიერ-მინისტრი 1984-93 წლებში (დაიბადა 1939 წელს).

მალსეკო (იტალ.) - ციტრუსების (უპირატესად ლიმონის) მძიმე სოკოვანი დაავადება; იწვევს მცენარის გახმობას.

მალტა - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში.

მალტის რესპუბლიკა - Repubblika ta' Malta, ingl. Republic of Malta).

- სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში, კუნძულ მალტაზე.
- არსებობს სახელის წარმოშობის რამდენიმე ვარიანტი: (ა) ფინიკიური: Malat - „ნავსადგური“; (ბ) ბერძნული: Meli - „თაფლი“, Melta - „ფუტკარი“; (გ) არაბული: Malta - „შიშველი“.
- ჰიმნი - „L-Innu Malti“.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1964 წლის 21 სექტემბერი.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა, დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - წარმომადგენელთა პალატა.
- ფართობი - 316 კვ.კმ.
- დაყოფილია 6 პროვინციად.
- მოსახლეობა - 400 ათასი.
- სიმჭიდროვე - 1282 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები - კათოლიკები.
- ოფიციალური ენები - მალტური და ინგლისური.
- დედაქალაქი - ვალეტა.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - MLT.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +356.
- ინტერნეტ-დომენი -mt

მალტის ორდენი - იოანიტების სასულიერო-რაინდული ორდენის ერთ-ერთი სახელწოდება.

მალტოზა (ინგლ.) - ალაოს შაქარი, სახამებლის გახლეჩის შუალედი პროდუქტი (სპირტის გამოხდისა და ლუდის დუღების დროს).

მალული - გამოუმჟღავნებელი, ფარული.

მალულაობა - იგივეა, რაც კეკემალულობა.

მალუსი ეტიენ ლუი - ფრანგი ფიზიკოსი (1775-1812 წწ).

მალუფი დევიდ - ავსტრალიელი მწერალი, წარმოშობით ლიბანელი (დაიბადა 1934 წელს).

მალფუჭებადი (სპეც.) - რაც მალე და ადვილად ფუჭდება.

მალქომ-ხანი (ფსევდონიმი ნაზემ ალ-დოულე) - ირანელი მწერალი და განმანათლებელი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1833/34 - 1908 წწ).

მალჩევსკი ანტონი - პოლონელი პოეტი (1793-1826 წწ).

მალცევი ალექსანდრ - რუსი ჰოკეისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 70-80-იან წლებში (დაიბადა 1949 წელს).

მალცი ალბერტ - ამერიკელი მწერალი (1908-1985 წწ).

მალძიგათა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მალხაზი

1) სიცოცხლით სავსე, ცქვიტი და კოხტა.

2) ბიჭის ქართულისახელი.

მალხაზოვკა - სოფელ კრასნოგორსკის ყოფილი სახელი.

მალხინებელი - ლხენის მომგვრელი.

მამა

1) კაცი თავისი შვილების მიმართ, მშობელი.

2) მრ.რიცხ. - მამები - ძველი თაობა, წინაპრები.

3) მღვდლის დასახელება.

4) მდინარე აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში, ვიტიმის მარცხენა შენაკადი.

მამა-ბიძები - მამა და ბიძები.

მამადაანები (ყოფილი კაკმეთი) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (ჟებოტის თემის საკრებულო), მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 1160 მეტრი, თიანეთიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 87 კაცი.

მამადავითის მთა - იხილე მთაწმინდა.

მამადავითობა - დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაული, რომელიც იმართება ამაღლების პირველ ხუთშაბათს, თბილისში, მთაწმინდაზე.

მამადიში - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

მამაზეციერი - ღმერთის ეპითეტი.

მამათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

მამათისღელე - მდინარე ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სუფსის მარჯვენა შენაკადი.

მამათმავლობა - სქესობრივი უკუღმართობა - მამაკაცთან მამაკაცის სქესობრივი კავშირი (ჰომოსექსუალიზმი).

მამაი - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

მამაკანი - მდინარე იმიერბაიკალეთში, ვიტიმის მარცხენა შენაკადი.

მამაკაცი - მამრობითი სქესის სრულწლოვანი ადამიანი, კაცი.

მამაკაცობა - მამაკაცად ყოფნა.

მამაკაცური - მამაკაცის დამახასიათებელი, მამაკაცის შესაფერი.

მამალაძე იორამ - ფერმწერი, პეიზაჟისტი (1911-1966 წწ).

მამალაძე ლეონიდე - არქიტექტორი და მოქანდაკე (1919-1982 წწ).

მამალაძე შალვა - ფერმწერი (1895-1963 წწ).

მამალი

1) მამრობითი სქესის ცხოველი, ფრინველი, მწერი.

2) შინაური ქათამი მამრობითი სქესისა.

3) ერთ-ერთი დუგმა, ანჯამი, რომელიც მეორეს გამოედება და ჩაკეტავს, შეკრავს.

მამალილოგია (მამალოგია) - იგივეა, რაც თერიოლოგია.

მამამთავარი

1) გვარის წინაპარი.

2) (გადატანით) ფუძემდებელი, შემქმნელი.

მამამთავრიშვილი დავით - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1908-1980 წწ).

მამამთილი - ქმრის მამა.

მამამისი - მისი მამა.

მამამძუძე (ძვ.) - გამზრდელი მამაკაცი, ლალა.

მამაოხერი - სალანძღავი სიტყვა.

მამა-პაპა - წინაპრები, ძველი თაობა, მამები.

მამაპაპეული - მამა-პაპის კუთვნილი, მამა-პაპის ნაქონი, მამა-პაპის ნაანდერძევი.

მამაპაპური - მამა-პაპის შესაფერი, მამა-პაპის დამახასიათებელი, ძველებური.

მამარდაშვილი მერაბ - ფილოსოფოსი (1930-1990 წწ).

მამასახლისი

1) მეფის რუსეთში, არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს.

2) არჩევითი პირი, რომელიც უძღვება რაიმე მცირერიცხოვანი კოლექტივის საქმეებს.

3) (საუბ.) ოჯახის უფროსი მამაკაცი.

მამასახლისობა - მამასახლისად ყოფნა.

მამამსახლისოვი ვაგან - საქართველოში მოღვაწე ფიზიკოსი, აკადემიკოსი (1907-1972 წწ).

მამასისხლად - ძალიან ძვირად.

მამასწარა (Asplenium erichomanes) - დაბალი გვიმრა, გავრცელებულია კლდის ნაპრალებსა და ხრიოკ ადგილებში.

მამაშენი - შენი მამა.

მამა-შვილი - მამა და შვილი.

მამაშვილობა - მამა-შვილის ურთიერთობა.

მამაშვილური - მამა-შვილის დამახასიათებელი, შესაფერი, ისეთი, რაც მამის შვილთან ურთიერთობას ამჟღავნებს.

მამაჩემი - ჩემი მამა.

მამაჩვენი - ჩვენი მამა.

მამაცაშვილ-ბადრიძე მელანია - მწერალი (XIX ს II ნახევარი).

მამაცაშვილი იოსებ - ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე (1809-1874 წწ).

მამაცაშვილი კონსტანტინე - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე (1814-1900 წწ).

მამაცი - გულადი, უშიშარი, ყოჩაღი, ვაჟკაცი.

მამაცობა - მამაცის თვისება.

მამაცური - მამაცის დამახასიათებელი, მამაცის შესაფერი.

მამაცხონებული (საუბ.) - იხმარება ვისიმე მიმართ ქების ან საყვედურის გამოსახატავად, დალოცვილი.

მამაძაღლი

1) სალანძღავი სიტყვა.

2) (ვულგ.) ეშმაკი, გაიძვერა.

მამაძაღლობა - ეშმაკობა, გაიძვერობა.

მამბა (Dendroaspis) - შხამიანი გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა, გავრცელებულია აფრიკაში.

მამბერამო - მდინარე ინდონეზიაში, ერთვის წყნარ ოკეანეს (სიგრძე - 700 კილომეტრი).

მამბეტოვი აზერბაიჟან - ყაზახი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1932 წელს).

მამე - გვატემალაში მცხოვრები ინდიელი ხალხი.

მამედოვა შევქეთ ჰასან ყიზი - აზერბაიჯანელი მომღერალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1897 - 1981 წწ).

მამედოვი მეჰთი - აზერბაიჯანელი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1918-1985 წწ).

მამედ-რაჰიმი - აზერბაიჯანელი პოეტი (1907-1977 წწ).

მამედყულიზადე ჯალილ - აზერბაიჯანელი მწერალი (1866-1932 წწ).

მამელუკი - უიარაღოს (კონდრატე თათარაშვილის) სათავგადასავლო-ისტორიული რომანი (პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „გრდემლში“ 1912 წელს).

მამელუქი - იხილე მამლუქი.

მამერი მულუდ - ფრანგულენოვანი ალჟირელი მწერალი (1917-1989 წწ).

მამეული

1) იგივეა, რაც მამისეული.

2) მამის ნათესავი.

მამზელ (ფრანგ.)

1) იგივეა, რაც მადმუაზელ.

2) საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ეკონომი (ქალი), მოსამსახურე (ჩვეულებრივ სახელთან და გვართან ერთად იხმარება).

მამი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მამია I გურიელი - გურიის მთავარი 1512-34 წლებში, გიორგი I გურიელის ძე (გარდაიცვალა 1534 წელს).

მამია II გურიელი - გურიის მთავარი 1600-25 წლებში, გიორგი II გურიელის ძე (გარდაიცვალა 1625 წელს).

მამია III გურიელი - გურიის მთავარი 1689-1711 წლებში, გიორგი III გურიელის ძე (გარდაიცვალა 1711 წელს).

მამია IV გურიელი - გურიის მთავარი 1726-56, 1758-65, 1771-76 წლებში, გიორგი IV გურიელის ძე (გარდაიცვალა 1784 წელს).

მამია V გურიელი - გურიის უკანასკნელი მთავარი 1809-26 წლებში, სვიმონ III გურიელის ძე (1789-1826 წწ)

მამია I დადიანი - ოდიშის მთავარი 1323-45 წლებში, გიორგი I დადიანის ძე.

მამია II დადიანი - ოდიშის ერისთავი 1396-1414 წლებში, ვამეყ I დადიანის ძე (გარდაიცვალა 1414 წელს) .

მამია III დადიანი - ოდიშის ერისთავი 1512-33 წლებში, ლიპარიტ II დადიანის ძე (გარდაიცვალა 1533 წელს) .

მამია IV დადიანი - ოდიშის მთავარი 1573-78 და 1582-90 წლებში, ლევან I დადიანის ძე.

მამიდა - მამის და.

მამიდაშვილი - მამიდის შვილი.

მამიდაშვილ-ბიძაშვილები - იგივეა, რაც ბიძაშვილ-მამიდაშვილები.

მამიდაშვილობა

1) მამიდაშვილად ყოფნა.

2) (გადატანით) იგივეა, რაც ბიძაშვილობა.

მამიდაჩემი - ჩემი მამიდა.

მამიევი დიმიტრი - ოსი მსახიობი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1909-1985 წწ).

მამითა - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მამითადი (ძვ.) - მუშები, ჩვეულებრივ მეზობლები, რომლებიც უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ყანის პატრონს მკაში.

მამიკო (კნინ.-მოფერ.) - მამა.

მამიკონიანები - ძველი სომხეთის წარჩინებული გვარი, ნახარარების წარმომადგენლები.

მამიკონიანი ვარდან - გამოჩენილი სომეხი სარდალი, სომხეთის სპარაპეტი 432 წლიდან.

მამილარია - სფერული ან მოკლეცილინდრული კაქტუსების გვარი.

მამინაცვალი - დედის ქმარი წინანდელ ქმართან შეძენილი შვილების მიმართ.

მამინ-სიბირიაკი დიმიტრი - რუსი მწერალი (1852 - 1912 წწ).

მამისაანთუბანი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მამისერთა - მამის ერთადერთი შვილი.

მამისეული - მამის ნაქონი, მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული.

მამის მკვლელი

1) ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1882 წელს).

2) ქართული მხატვრული მუნჯი ფილმი, გადაღებულია ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1923 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ამო ბეკ-ნაზაროვი. დამდგმელი ოპერატორი - სერგეი ზაბოზლაევი. მთავარ როლებში: ვასო არაბიძე, ნატო ვაჩნაძე, ვანო სარაჯიშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, აკაკი ვასაძე, ვალერიან გუნია.

მამისონის უღელტეხილი (ჭანჭახის უღელტეხილი) - უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე.

მამიშლარი - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

მამიშლო - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

მამიჯირხვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

მამკოდა - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გლდანის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.

მამლაყინწა

1) ზრდადაუმთავრებელი მამალი, ყვინჩილა.

2) გადატანით ყოყლოჩინა ახალგაზრდა.

მამლაყინწაობა - მამლაყინწას თვისება, მამლაყინწას ქცევა.

მამლეევი იური - რუსი მწერალი, 1974 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში (დაიბადა 1931 წელს).

მამლისმთა - მწვერვალი ბაღდათის და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედის თხემზე (სიმაღლე - 2489 მეტრი).

მამლიუტკა - ქალაქი ყაზახეთის ჩრდილო-ყაზახეთის ოლქში.

მამლობა - მამლის თვისება.

მამლუქები - იხილე მამლუქი.

მამლუქი (მამელუქი)

1) შუა საუკუნეებში ეგვიპტეში თურქი და არამუსლიმური წარმოშობის ტყვე მონებისაგან შემდგარი სულთნის პირადი გვარდიის ჯარისკაცი.

2) ცხენოსანი გვარდიელი ნაპოლეონ ბონაპარტის პირად დაცვაში (ეგვიპტეში ლაშქრობის დროს).

3) იხილე მამელუკი.

4) ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია უიარაღოს (კონსტანტინე თათარაშვილის) მოთხრობის - „მამელუკის“ - მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - დავით რონდელი. დამდგმელი ოპერატორი - ლევ სუხოვი. კომპოზიტორი - ანდრია ბალანჩივაძე. მთავარ როლებში: დათო დანელია (ხვიჩა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), ლია ელიავა (ზეინაბი), აკაკი ხორავა (ალი-ბეგი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეგი), დუდუხანა წეროძე, მიხეილ ვაშაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ზურაბ ლაფერაძე, ალექსანდრე გომელაური, გურამ საღარაძე, გრიგოლ კოსტავა, ბელა მირიანაშვილი.

მამნე - XVI საუკუნის I ნახევრის ქართველი ოქრომჭედელი.

მამობა - მამად ყოფნა, მამის მოვალეობის შესრულება.

მამობილი - მამის მაგიერი.

მამოგრაფია (ლათ.) - სარძევე ჯირკვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

მამონა - ახალ აღთქმაში იხმარება „სიმდიდრის“ მნიშვნელობით.

მამონოვო (1946 წლამდე ხაილიგენბაილი) - ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

მამონტი (რუს.) - განმარხებული გრძელბალნიანი ცხოველი, სპილოს მსგავსი.

მამონტის მღვიმე - კარსტულ მღვიმეთა სისტემა აშშ-ში.

მამორე - მდინარე ბოლივიასა და ბრაზილიაში, მდინარე მადეირის მდგენელი (სიგრძე - 2300 კილომეტრი).

მამოძრავებელი - რაც ამოძრავებს რასმე.

მამრავლი (მათემ.) - რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენჯერ უნდა გავამრავლოთ შესაკრებად მეორე რიცხვი, რომ მივიღოთ ნამრავლი.

მამრი

1) კაცი, მამაკაცი.

2) იგივეა, რაც მამალი.

3) ტბა პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

მამრობითი

1) მამაკაცის ან მამალი ცხოველის კატეგორია.

2) (გრამატ.) ზოგ ენაში სქესის ერთ-ერთი სახეობა.

მამსუროვი დაბე - ოსი მწერალი (1909-1966 წწ).

მამტყუნებელი - იგივეა, რაც გამამტყუნებელი.

მამუთლისხევი - მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას მარჯვენა შენაკადი.

მამულა

1) (Artemisia vulgaris) - მრავალწლოვანი სარეველა ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა, აქვს ქვემოდან თეთრი, დანაკვთული ფოთლები, ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, სადაც ჩაის პლანტაციები არსებობს

2) სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

მამულაანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მამულარი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

მამულაიშვილი არსენ - მწერალი ლალიონის ნამდვილი სახელი და გვარი.

მამულაშვილი მიხეილ - მებაღე-დეკორატორი (1873 - 1973 წწ).

მამულ-დედული - მამული და დედული.

მამული

1) სახნავ-სათესი მიწა, ბაღ-ვენახი და მისთანები, რომელიც ვისიმე საკუთრებაა.

2) სამშობლო.

მამულიანი (ძვ.) - დიდი მამულების მქონე.

მამულიანი რუბენ - ამერიკელი რეჟისორი, დაიბადა თბილისში (1897-1987 წწ).

მამულიშვილი - მამულის, სამშობლოს მოყვარული, თავისი ქვეყნისა და ხალხის ერთგული, მათთვის თავდადებული, პატრიოტი.

მამულიშვილობა - მამულიშვილის თვისება, მამულიშვილად ყოფნა.

ალ-მამუნი აბუ -აბას აბდ ალ-ლაჰ - აბასიანთა დინასტიის ხალიფა (786 - 833 წწ).

მამფალი - ფეოდალურ საქართველოში „პატრონის“ შესატყვისი ტერმინი, ფეოდალი მთავრების სახელწოდება.

მამფორდი ლუის - ამერიკელი ფილოსოფოსი (1895 - 1985 წწ).

მამფორია ოთარ - მწერალი, დრამატურგი (1924 - 2000 წწ).

მამძიშხის ქედი - გაგრის ქედის განშტოება.

მამწვარა - სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

მამხილებელი - რაც ამხილებს ვისმე, რასმე.

მან - მესამე პირის ნაცვალსახელის მოთხრობითი ბრუნვის ფორმა.

მანა

1) მომცრო მარგილი, სარი, პალო.

2) (კუთხ.) იგივეა, რაც ჭაღი.

3) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფო ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში

4) მდინარე სამხრეთ ციმბირში, ენისეის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 475 კილომეტრი).

5) ზებუნებრივი ძალა მელანეზიისა და პოლინეზიის ხალხთა რწმენაში.

მანაგაძე გიორგი - მხატვარ-დეკორატორი (1913-1981 წწ).

მანაგაძე შოთა - კინორეჟისორი (1901-1977 წწ).

მანაგუა

1) ტბა ნიკარაგუაში.

2) ნიკარაგუას დედაქალაქი, გაშენებულია მანაგუას ტბაზე. დაარსებულია XVI საუკუნეში ესპანელთა მიერ. 1846 წლიდან ქალაქის სტატუსი გააჩნია, 1858 წლიდან კი დედაქალაქისა (700 ათასი).

მანადო (ვენანგი) - ქალაქი-პორტი ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე. ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (275 ათასი).

მანავი - სოფელი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას, თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 750 მეტრი, საგარეჯოდან - 15 კილომეტრი, მანავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3106 კაცი.

მანავისცივი - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე (1682 მ).

მანათი

1) აზერბაიჯანის ფულის ერთეული, ბრუნვაშია 1993 წლის თებერვლიდან.

2) თურქმენეთის ფულის ერთეული, ბრუნვაშია 1993 წლის 1 ნოემბრიდან.

მანათობელი - რაც ანათებს.

მანაკოვი გენადი - რუსი კოსმონავტი მფრინავი, 1990, 1993 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1950 წელს).

მანალა - ფინურ მითოლოგიაში მიცვალებულთა სამყარო, რომელიც შორეულ ჩრდილოეთში მდებარეობს.

მანამ

1) იმ დრომდე (იხმარება „სანამ“ სიტყვასთან ერთად და მის საპირისპიროდ).

2) იგივეა, რაც სანამ.

მანამა - ბაჰრეინის დედაქალაქი. ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტი (120 ათასი).

მანამდე - იმ დრომდე, იმაზე ადრე.

მანამდის - იგივეა, რაც მანამდე.

მანანა (ებრ.)

1) ბიბლიის მიხედვით, ტკბილი და ნოყიერი საჭმელი, რომელიც უცვიოდათ ზეციდან ისრაელელებს, მათი უდაბნოში მოგზაურობისას.

2) ხორბლის წმინდა ბურღული ერთგვარი.

3) დანაწვიმი ზოგი მცენარის (კაკლის, ცაცხვის, ჭინჭრის...) ფოთლებზე.

4) XVIII საუკუნის ქართველი პოეტი ქალი.

5) ქართული საბავშვო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი. სცენარის ავტორი - ელიზბარ გედევანიშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ოჰანეს მაგაკიანი. კომპოზიტორი - მერი დავითაშვილი. მთავარ როლებში: ნანული სარაჯიშვილი (მანანა), იაკობ ტრიპოლსკი (სერგო - მანანას მამა), სესილაი თაყაიშვილი (ბებია), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (პაპა), მედეა ჩახავა (მეეზოვე ქალი), იპოლიტე ხვიჩია (სახლმმართველი), იუსუფ კობალაძე, ალექსანდრე კუპრაშვილი, ალექსანდრე თაყაიშვილი.

მანანანი - კელტურ მითოლოგიაში ზღვის მბრძანებელი ღვთაება.

მანანაური - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მანანდიანი ჰაკოპ - სომეხი ისტორიკოსი, აკადემიკოსი (1873-1952 წწ).

მანანი - ზოგიერთი მწერის ტკბილი ექსკრემენტი, რომელსაც უღალობის დროს იყენებს ფუტკარი და ამზადებს თაფლს.

მანაროვი მუსა - რუსი კოსმონავტი მფრინავი, 1987-88 და 1990-91 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1951 წელს).

მანასა - ინდუისტურ მითოლოგიაში მკურნალი ქალღმერთი.

მანასაროვარი - იხილე მაპამიუმ-ცო.

მანასასი - ქალაქი აშშ-ს ვირჯინიის შტატში.

მანასეური - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1280 მეტრი, დუშეთიდან - 61 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 38 კაცი.

მანასი

1) მდინარე ინდოეთსა და ბჰუტანში, ბრაჰმაპუტრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 500 კილომეტრი).

2) მდინარე ჩინეთში, ერთვის მანასის ტბას.

3) ყირგიზი ხალხის ეროვნული ეპოსი, ჩაწერილია XIX საუკუნეში.

მანაუსი - ქალაქი ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამაზონასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1 მილიონი).

მანგაავცაგი - მთა და უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე.

მანგაზია - XVII საუკუნის რუსული ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ციმბირში, მდინარე ტაზზე.

მანგალია - ქალაქი-პორტი რუმინეთის კონსტანცის ჟუდეცში, ბალნეოლოგიური კურორტი.

მანგალიციური ღორი (mangalica) - საქონე დანიშნულების ღორი, გავრცელებულია უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში.

მანგალური - ქალაქი-პორტი ინდოეთის კარნატაკის შტატში (275 ათასი).

მანგანი ჯეიმზ კლარენს - ირლანდიელი პოეტი (1803-1884 წწ).

მანგანინი (ლათ.) - სპილენძის, მანგანუმისა და ნიკელის შენადნობი; იყენებენ უპირატესად ელექტროსაზომი ხელსაწყოების წინაღობის ზუსტი ელემენტების დასამზადებლად.

მანგანიტი (ლათ.) - მინერალი, მანგანუმის წყალჟანგი, წარმოადგენს მადანს მანგანუმის მისაღებად.

მანგანო სილვანა - იტალიელი კინომსახიობი ქალი (1930-1989 წწ).

მანგანუმი (Mn) - ქიმიური ელემენტი, ძნელდნობადი მოვერცხლისფრო ლითონი. იყენებენ მეტალურგიაში. ატომური ნომერი 25, ატომური მასა 54,9380.

მანგიტი - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაყეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (25 ათასი).

მანგიშლაყი - ნახევარკუნძული კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე, ყაზახეთში.

მანგლისი - დაბა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

მანგო (malaiuri) - ტროპიკული ხეხილი; აქვს სურნელოვანი ტკბილი ნაყოფი; ხარობს აზიაში.

მანგობეი (Cercocebus) - ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა, სხეულის სიგრძე 50-60 სმ.

მანგოლდი (გერმ.) - ბოსტნეული სასალათე კულტურა; წითელი მსხალი, ფოთლოვანი ჭარხალი.

მანგოსტანი (mangustani) - სამხრეთაზიული ტროპიკული ხე, ისხამს მომჟავო-ტკბილ სურნელოვან ნაყოფს.

მანგროვი (მანგროვული ტყე) - ტროპიკული მარადმწვანე ტყე, იზრდება აფრიკის, ავსტრალიის ამერიკის ისეთ სანაპიროებზე, რომლებიც დაცულია ზვირთცემისაგან, მაგრამ წყლით იფარება ზღვის მოქცევისას.

მანგუსტი (ფრანგ.) - ტროპიკული ქვეყნების პატარა მტაცებელი ცხოველი; მისი ერთ-ერთი სახეობა ანადგურებს გველებს (სინონიმი - ფარაონის ვირთაგვა).

მანდ - მაგ ადგილას.

მანდაეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის ხეობაში. საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: მეჩხეთური, პატარა ჩხირაული, ტყემლოვანა, ქბილარი). ზღვის დონიდან - 760 მეტრი, ჭიათურიდან - 22 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1513 კაცი.

მანდალა - ბუდიზმში - ფერწერული ან გრაფიკული გამოხატულება სამყაროს აგებულებისა.

მანდალაი - ქალაქი მიანმაში, პორტი მდინარე ირავადიზე. ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (540 ათასი).

მანდალგობი - ქალაქი მონღოლეთში, შუაგობის აიმაკის ადმინისტრაციუული ცენტრი (10 ათასი).

მანდამდე - მაგ ადგილამდე.

მანდარინი (Citrus nobilis)

1) დაბალი უეკლო ციტრუსოვანი ხე, ისხამს მობრტყო-მომრგვალო ნარინჯისფერ ტკბილხორციან ნაყოფს.

2) ამ ხის ნაყოფი.

3) ევროპელთა სიტყვახმარებაში ძველი, ფეოდალური ჩინეთის უმაღლესი სახელმწიფო მოხელე.

მანდატარი (ლათ.)

1) პირი, რომელმაც მანდატი მიიღო.

2) სახელმწიფო, რომელმაც მიიღო კოლონიის მართვის მანდატი.

მანდატი (ლათ.)

1) ვისიმე რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2) ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ნაწილის ან გერმანიის ყოფილი კოლონიის მართვის უფლება, რომელსაც ანიჭებდა ერთა ლიგა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს.

მანდატურთუხუცესი - მანდატურების უფროსი, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში.

მანდატური - საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე ფეოდალურ საქართველოში.

მანდაური - მაგ ადგილისა, მაგ მხარისა, მაგ მიწა-წყლისა.

მანდაურობა - ყველაფერი, რაც მანდ არის.

მანდედან - მაგ ადგილიდან.

მანდევილი ბერნარდ დე - ინგლისელი მწერალი (1670-1733 წწ).

მანდევილი ჯონ - ინგლისელი მწერალი (1300-1372 წწ).

მანდეიზმი - რელიგია, რომელშიც შერეულია ქრისტიანობის, იუდაიზმის, ზოროასტრიზმისა და ძველი ბაბილონური რელიგიის ელემენტები. წარმოიშვა მესოპოტამიაში ახალი ერის დასაწყისში.

მანდელა ნელსონ - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994-99 წლებში, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დე კლერკთან ერთად (დაიბადა 1918 წელს).

მანდელი რობერტ - ამერიკელი ეკონომისტი, 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1932 წელს).

მანდელშტაინი (ნუშის ქვა) - მსხვილფოროვანი ეფუზიური ქანი, რომლის დიდი წაგრძელებული ფორები ამოვსებულია სხვადასხვა მინერალების ახალწარმონაქმნებით.

მანდელშტამი ლეონიდ - რუსი ფიზიკოსი, საბჭოთა რადიოფიზიკის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი (1879-1944 წწ).

მანდელშტამი ოსიპ - რუსი პოეტი, აკმეიზმის წარმომადგენელი (1891-1938 წწ).

მანდერი კარელ ვან - ნიდერლანდელი ფერმწერი, პოეტი, ისტორიკოსი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1548-1606 წწ).

მანდეური ენა - არამეული ენის ბაბილონური დიალექტი, რომელიც III-VIII საუკუნეებში შეიქმნა.

მანდიაშვილის ტბა - ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბაძველის პლატოზე.

მანდიბულები - ფეხსახსრიანთა უმრავლესობის ყბების პირველი წყვილი.

მანდიკორი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, ტყიბულიდან - 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 210 კაცი. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში.

მანდიკურად - აქეთ-იქით, ხურჯინივით (ძველად იტყოდნენ გადაკიდებაზე, გადაკიდებულზე).

მანდილი - ქალის თავსახვევი, თავსაბურავი.

მანდილიანი - ვისაც მანდილი ხურავს.

მანდილოსანი - გათხოვილი ქალი, საერთოდ ქალი.

მანდინგო - დასავლეთ აფრიკაში (გვინეა, მალი, სენეგალი) მცხოვრები ხალხი.

მანდოლინა (იტალ.) - საკრავი, რომელსაც აქვს ოთხი წყვილი სიმი, უკრავენ მედიატორებით.

მანდრაგორა (ბერძნ.)

1) შხამიანი ბალახოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა, იყენებენ მედიცინაში.

2) ნიკოლო მაკიაველის კომედია (დაწერილია 1518 წელს).

მანდრილი (ესპან.) - დიდი ზომის მაიმუნი, აქვს წაგრძელებული თავი, მოკლე კუდი, საჯდომზე - კოჟრები; ცხოვრობს დასავლეთ აფრიკის ტყეებში.

მანდური მუჰამად - არაბი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი (ეგვიპტე) (1907-1965 წწ).

მანე ედუარ - ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონისტი (1832-1883 წწ).

მანები - ძველი რომაელების რწმენით, გარდაცვლილ წინაპართა სულები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებებს.

მანევრი (ფრანგ.)

1) ჯარების მოძრაობა ომის დროს მტრისათვის დარტყმების მისაყენებლად.

2) მრ. რიცხ. - მანევრები - ჯარების ტაქტიკური მეცადინეობა, ომის მდგომარეობასთან მიახლოებულ პირობებში.

3) მრ. რიცხ. - მანევრები - ლოკომოტივებისა და ვაგონების მოძრაობა სადგურის ხაზებზე მატარებლების შესადგენად.

მანეთი

1) ფულის სისტემის ძირითადი ერთეული ყოფილ საბჭოთა კავშირსა და რევოლუციამდელ რუსეთში, უდრიდა 100 კაპიკს.

2) ფულის ნიშანი და მონეტა ამ ღირებულებისა.

მანეთიანი

1) იგივეა, რაც მანეთი.

2). მანეთის ღირებულების, მანეთად ღირებული.

მანეთ-მანეთი - იგივეა, რაც მანეთობით.

მანეთონი - ძველეგვიპტელი ისტორიკოსი (ძვ.წ. აღ. IV ს II ნახევარი - III ს I ნახევარი).

მანეკენი (ფრანგ.)

1) ადამიანის ფიგურა, რომელსაც იყენებენ მზა ტანსაცმლის საჩვენებლად ან ტანსაცმლის გასასინჯად, მოსაზომებლად.

2) ხის თოჯინა, რომელსაც აქვს მოძრავი ხელ-ფეხი, იყენებენ მხატვრები ადამიანის სხეულის სხვადასხვა მდგომარეობის ჩასახატავად.

3) პირი, რომელსაც აცვია ტანისამოსი სადემონსტრაციოდ.

4) გადატანით იტყვიან უნებისყოფო, პასიურ ადამიანზე.

მანეჟი (ფრანგ.)

1) შემოღობილი მოედანი ან დიდი შენობა, რომელიც მოწყობილია ცხენების სახედნად, საწვრთნელად ან ცხენოსნობის სასწავლებლად.

2) ცირკის წრე, მოედანი.

3) პატარა გადასატანი შემოღობილი მოედანი ბავშვებისათვის, რომლებიც ფეხს იდგამენ.

მანერა (ფრანგ.)

1) ქცევის, მოქმედების ესა თუ ის თავისებურება.

2) მრ. რიცხ. - მანერები - ქცევის გარეგნული ფორმები.

მანერული - სისადავეს, უბრალოებას მოკლებული, არაბუნებრივი.

მანერჰაიმი კარლ გუსტავ ემილ - ფინეთის პრეზიდენტი 1944-46 წლებში (1867-1951 წწ).

მანერჰაიმის ხაზი - ფინეთის ყოფილი სასაზღვრო სიმაგრეების სისტემა კარელიის ყელზე.

მანესი ანტონინ - ჩეხი ფერმწერი (1784-1843 წწ).

მანესი იოსეფ - ჩეხი ფერმწერი (1828-1880 წწ).

მანესმანი მაქს - გერმანელი ინჟინერი და მეწარმე (1857-1915 წწ).

მანესმანი რაინჰარდ - გერმანელი ინჟინერი და მეწარმე (1856-1922 წწ).

მანეული (შალიხ ვიმინალის) - დაბალი ხე ან ბუჩქი ტირიფების გვარისა, მის ტოტებს ხმარობენ გოდრებისა და კალათების დასაწნავად.

მანზალა - მცირეწყლიანი ლაგუნა ნილოსის დელტაში (ეგვიპტე).

მანი

1) ქართული ანბანის მეთორმეტე ასოს, „მ“-ს სახელწოდება.

2) ჩვეულებრივ მრ. რიცხ. - მანები - ქსოვილზე გამოყვანილი სახეები, რომლებიც «მ» ასოს მოგვაგონებს.

3) რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს რისამე დიდ მოყვარულს.

4) ჩინურ მითოლოგიაში - საშინელი გველი ან ურჩხული, საპატიო ნიშანი იმპერატორთა სამოსელზე.

5) ადრეულ შუა საუკუნეებში მთელ ევრაზიაში გავრცელებული რელიგიური სისტემის - ე.წ. მანიქეველობის - შემქმნელი (216 - 274/277 წწ)

6) თურქული ხალხური ლირიკული ლექსი.

მანი თომას - გერმანელი მწერალი (1875-1955 წწ).

მანი მანი ტომ - დიდი ბრიტანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1856-1941 წწ).

მანი ტომას - ინგლისელი ეკონომისტი (1571-1641 წწ).

მანი ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი (1871-1950 წწ).

მანია

1) ადამიანის ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც მთელი მისი გრძნობა და გონება რაიმე ერთი იდეისკენაა მიმართული

2) ძლიერი მიდრეკილება რაიმესადმი.

3) რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ავადმყოფურ მისწრაფებას რაიმესადმი.

მანიაკეთი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მანიაკი (ფრანგ) - მანიით შეპყრობილი ადამიანი.

მანიანი ანა - იტალიელი მსახიობი ქალი (1908-1973 წწ).

მანიასკო ალესანდრო - იტალიელი ფერმწერი (1667-1749 წწ).

მანიბადარი დოლგორინ - მონღოლი ფერმწერი (1889-1963 წწ).

მანიენი არმან - შვეიცარიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1920 წელს).

მანიერა (ფრანგ.) - ხის ფიცარი, რომელშიც ამოხვრეტილია რაიმე ნახატი; იყენებენ რისამე შეღებვისას, ქსოვილებსა და შპალერზე ნაჩითის, სახეების გამოსაყვანად.

მანიერიზმი (იტალ.) - მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში XVI საუკუნეში, მისი ძირითადი ესთეტიკური კრიტერიუმია მხატვრული სახის სუბიექტური „შინაგანი იდეა“; მისთვის დამახასიათებელია სუბიექტივიზმი, დაძაბულობა, ზოგჯერ არაბუნებრივობა და სახეების ღვარჭნილობა.

მანიზერი მათე - საბჭოთა ეპოქის მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1891-1966 წწ).

მანიკიური (ფრანგ.) - ხელის ფრჩხილების საგანგებო გაწმენდა-გაპრიალება.

მანილა - ფილიპინების დედაქალაქი; დაარსებულია ესპანელთა მიერ 1571 წელს (დიდი მანილა - 9 მილიონი).

მანილის ქერელი - იგივეა, რაც აბაკა.

მანინგერი რეჟე - უნგრელი მეცნიერი ვეტერინარიის დარგში (1890-1970 წწ).

მანინგი რობერტ - ანგლოსაქსონელი პოეტი (? - 1338 წ).

მანინგი ჰენრი ედუარდ - ინგლისელი საეკლესიო მოღვაწე, კარდინალი, მწერალი (1808-1892 წწ).

მანინენი ილმარი იუსტუს ანდრეას - ფინელი ეთნოგრაფი (1894-1935 წწ).

მანინი დანიელე - იტალიელი რისორჯიმენტოს მოღვაწე, ადვოკატი (1804-1857 წწ).

მანინო ფრანკო - იტალიელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (დაიბადა 1924 წელს).

მანიოკა (ესპან.)

1) ტროპიკული მარადმწვანე ბუჩქი, რომლის ფესვებს ხმარობენ საჭმელში, აშენებენ სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში.

2) ამ მცენარის ფესვების ფქვილი.

მანიოკი ადამ - უნგრელი ფერმწერი (1673-1757 წწ).

მანიოსიუ - პირველი იაპონური ანთოლოგია (VIII საუკუნე), სადაც 4516 ფოლკლორული და საავტორო ლექსია მოთავსებული.

მანიპულატორი (ფრანგ.)

1) ტელეგრაფის აპარატის ნაწილი სატელევიზიო სიგნალების გადასაცემად.

2) ხელსაწყო, რომელიც არეგულირებს რთულ საწარმოო და საკონტროლო პროცესებს.

3) ცირკის მსახიობი, მეფოკუსე, რომელიც ოსტატურად აკეთებს მანიპულაციებს (ძველი სახელი - პრესტიდიჟიტატორი).

მანიპულაცია (ლათ.)

1) რაიმე რთული მოქმედება, რთული ხერხი ხელით მუშაობისას.

2) (გადატანით) ოინი, ყალთაბანდობა.

მანიპული (ლათ.) - ძველ რომში საჯარისო ერთეული, რომელიც ორი ცენტურიისაგან შედგებოდა.

მანიპური - შტატი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - იმპჰალი.

მანისა - ქალაქი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (160 ათასი).

მანისალესი - ქალაქი კოლუმბიაში. კალდასის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (330 ათასი).

მანიტობა

1) ტბა სამხრეთ კანადაში.

2) პროვინცია ცენტრალურ კანადაში. ადმინისტრაციული ცენტრი - ვინიპეგი.

მანიტუ - საიდუმლო ჯადოსნური ძალისა და პირადი მფარველი სულების აღმნიშვნელი სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა რწმენის თანახმად.

მანიუ იულიუ - რუმინეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1873-1955 წწ).

მანიფესტანტი - მანიფესტაციის მონაწილე.

მანიფესტაცია - მასობრივი გამოსვლა ქუჩაში თანაგრძნობის ან პროტესტის ნიშნად.

მანიფესტი (ლათ.) - საპროგრამო ხასიათის წერილობითი მიმართვა, მოწოდება.

მანიქეიზმი (მანიქეველობა) - რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც მე-3 საუკუნეში წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში; წარმოადგენდა ქრისტიანობისა და მაზდეანობის ელემენტების ნარევს.

მანიშნებელი - ვინც, რაც ანიშნებს რასმე, მაჩვენებელი.

მანიშტუსუ - შუმერისა და აქადის გაერთიანებული სახელმწიფოს მესამე მეფე (ძვ.წ.აღ. 2305-2291 წწ).

მანიჩ-გუდილო - მლაშე ტბა კუმო-მანიჩის ღრმულის ცენტრალურ ნაწილში.

მანიჩი - კუმა-მანიჩის ღრმულის საზღვრებში მოქცეული ტბებისა და მდინარეების საერთო სახელწოდება.

მანიჰოტი (მანიოკი) - მცენარეთა გვარი რძიანისებრთა ოჯახისა.

მანკი

1) უარყოფითი თვისება, ნაკლი, ზადი.

2). გულის ერთგვარი დაავადება.

მანკიანი - მანკის მქონე.

მანკიერი - ნაკლოვანი, ცუდი.

მანკიერება - მანკიერის თვისება.

მანკინი ვალენტინ - რუსი სპორტსმენი (აფროსნობა), ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი 1968,1972,1980 წლებში (დაიბადა 1938 წელს).

მანკო (იტალ.) - წონაში დაკლება საქონლის გაცემისას, სალაროს საერთო ჯამის (თანხის) დანაკლისი.

მანკო კაპაკი - ინკების ზეპირი ტრადიციის თანახმად, პირველი ინკა, მზისა და მთვარის ძე.

მანლიუსი მარკუს კაპიტოლინუს - რომაელი მხედართმთავარი, კონსული (ძვ.წ.აღ. V ს დასასრული - IV საუკუნის დასაწყისი).

მანლიხერი ფერდინანდ რიტერ ფონ - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ავსტრიელი კონსტრუქტორი (1848-1904 წწ).

მანო - ლიბერიასა და კოტ დ'ივუარში მცხოვრები ხალხი.

მანოდეტანტერი (ბერძნ.-ფრანგ.) - შეკუმშული აირის წნევის დასაწევი ხელსაწყო ერთი ჭურჭლიდან მეორეში მისი გამოდინების დროს; იყენებენ უპირატესად საშემდუღებლო საქმეში.

მანოვაკუუმეტრი - ჭარბი წნევისა და ვაკუუმის გასაზომი ხელსაწყო.

მანოილო ნიკოლაი - უკრაინელი მომღერალი (ბარიტონი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

მანომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო სითხის ან გაზის წნევის გასაზომად დახშულ სივრცეში.

მანონო - ქალაქი კონგოს შაბის ოლქში (60 ათასი).

მანორი - შუა საუკუნეების ინგლისში ფეოდალის მამული.

მანოციტინი - მატყლის ცხიმისა და ქაფურის ზეთის ნარევი, იყენებენ ლითონის დეტალების კოროზიის წინააღმდეგ.

მანჟეტი (ფრანგ.)

1) პერანგის მაჯა, მიბმული ან მიკერებული.

2) დგუშის ტუმბოს ნაწილი - ტყავის რგოლი, რომელიც სითხეს (გაზს) არ უშვებს.

მანრალები - ქართველი ტომი, იგივე მეგრელები.

მანრესა - ქალაქი ესპანეთის ბარსელონის პროვინციაში.

მანრიკე

1) გომესი - ესპანელი პოეტი და დრამატურგი (1421-1490 წწ).

2) ხორხე - ესპანელი პოეტი (1440-1479 წწ).

მანრო ელის - კანადელი მწერალი ქალი (დაიბადა 1931 წელს).

მანსანილიო - ქალაქი-პორტი კუბის გრანმის პროვინციაში (110 ათასი).

მანსარდა (ფრანგ.) - საცხოვრებელი სადგომი - სახლის სხვენზე, დაქანებული სახურავის ქვეშ.

მანსარი ფრანსუა - ფრანგი არქიტექტორი (1598 - 1666 წწ).

მანსელკია - დაბალი მთებისა და მაღლობების მწკრივი ფინეთში, ნორვეგიასა და რუსეთში.

მანსვეტაშვილი იაკობ (ფსევდონიმები „დონ-იაგო“, „შერმადინი“) - ლიტერატორი, მწერალი, ჟურნალისტი (1855-1939 წწ).

მანსი - ქალაქი აშშ-ს ინდიანას შტატში.

მანსისიდორი ხოსე - მექსიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1895-1956 წწ).

მანსური (ალმანსორი) - კორდოვის სახალიფოს ფაქტიური მმართველი 976 წლიდან (? - 1002 წწ).

ალ-მანსური აბუ ჯაფარ აბდ ალ-ლაჰ იბნ მუჰამედ - აბასიანთა დინასტიის ხალიფა (705-775 წწ).

მანსუროვა ცეცილია (ნამდვილი გვარი ვოლპერშტეინი) - რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1976 წწ).

მანსტერი - ისტორიული ოლქი ირლანდიაში.

მანსფელდი ერნსტ - გერმანელი მხედართმთავარი (1580-1626 წწ).

მანტენია ანდრეა - იტალიელი ფერმწერი და გრავიორი (1431-1506 წწ).

მანტია (ბერძნ.)

1) გრძელი ფართო წამოსასხამი.

2) ზოგი უხერხემლო ცხოველის კანის ნაოჭი, რომელიც ფარავს სხეულს.

3) დედამიწის ქერქქვეშა გარსი, რომელიც მოქცეულია ლითოსფეროსა და დედამიწის ბირთვს შორის.

მანტითი უილიამ - ინგლის-ინდოეთის საინჟინრო ჯარების ოფიცერი, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1790-1864 წწ).

მანტიკა - ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელებული ხელოვნება მკითხავობისა ღმერთების ნების შესაცნობად.

მანტილია (ესპან.)

1) ესპანელი ქალების მაქმანიანი მოსახვევი, რომელიც ფარავს თავს და ტანის ნაწილს.

2) ქალის მოკლე წამოსასხამი.

მანტინეა - უძველესი ბერძნული ქალაქი არკადიაში.

მანტისა (ლათ.) - ლოგარითმის წილადური ნაწილი.

მანტო (ფრანგ.) - ქალის ფართო პალტო, ჩვეულებრივ ბეწვისა.

მანტოიფელი (მანტოიფელ-შეგე) ტადეუშ - პოლონელი ისტორიკოსი (1902-1970 წწ).

მანტუა - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის ოლქში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

მანტუროვო - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

მანტუს რეაქცია - მედიცინაში - კანის სინჯი ორგანიზმის ტუბერკულოზით დაავადების დასადგენად (ფრანგი მეცნიერის შ.მანტუს გვარის მიხედვით).

მანუ - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - ბრძენი, ადამიანთა მოდგმის მამამთავარი.

მანუალი (ლათ.) - ორგანის (ფისჰარმონიის, კლავესინის) კლავიატურა.

მანუალური (ლათ.) - მანუალური ტექნიკა - დირიჟორის ხელების მოძრაობის ტექნიკა. მანუალური თერაპია - ხელით მკურნალობა (მასაჟი) მედიკამენტებისა და სხვადასხვა ხელსაწყოს გამოუყენებლად.

მანუგეშებელი - ვინც, რაც ანუგეშებს, ნუგეშისმცემელი.

მანუელ I

1) (კომნენოსი) - ბიზანტიის იმპერატორი (1123? - 1180 წწ).

2) (ბედნიერი) - პორტუგალიის მეფე 1495-1521 წლებში (1469-1521 წწ).

მანუელ II

1) პორტუგალიის მეფე (1889-1932 წწ).

2) (პალეოლოგოსი) - ბიზანტიის იმპერატორი (1350-1425 წწ).

მანუელი

1) X საუკუნის II ნახევრის სომეხი ხუროთმოძღვარი.

2) (ვიქტორ მანუელ გარსია) - კუბელი ფერმწერი (1897-1985 წწ).

მანუელინო - XV საუკუნის პორტუგალიაში შექმნილი არქიტექტურული სტილი.

მანუვრიე ლეონს პიერ - ფრანგი ანთროპოლოგი (1850-1927 წწ).

მანური გერიტ - ჰოლანდიელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი (1867-1956 წწ).

მანუსი - ვულკანური კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას.

მანუსკრიპტი (ლათ.) - ხელნაწერი, უპირატესად ძველი.

მანუფაქტურა (ლათ.)

1) კაპიტალისტური წარმოების ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხელის იარაღების გამოყენება და შრომის განაწილება დაქირავებულ მუშებს შორის.

2) (ძვ.) საფეიქრო ნაწარმი, ქსოვილები, ფართალი.

მანუჩარ I ჯაყელი - სამცხის ათაბაგი 1516-18 წლებში, ყვარყვარე II-ის ძე.

მანუჩარ II ჯაყელი (მუსტაფა-ფაშა) - სამცხის ათაბაგი 1581-1614 წლებში, ქაიხოსრო II-ის ძე.

მანუჩარ III ჯაყელი - სამცხის ათაბაგი 1614-25 წლებში, მანუჩარ II-ის ძე (1591-1625 წწ).

მანუჩარ I დადიანი - ოდიშის მთავარი 1590-1611 წლებში, ლევან I დადიანის ძე.

მანუჩარ II დადიანი - ოდიშის მთავარი 1791-95 წლებში, კაცია II დადიანის ძე.

მანუჩარ II - შირვანის მმართველი ქესრანიდების დინასტიიდან (1120-1149 წწ).

მანუჩეჰრი აბუ -ნაჯმ აჰმად იბნ ქაუს იბნ დამღანი - სპარსელი პოეტი (გარდაიცვალა 1041 წელს).

მანუციო ალდ უფროსი - იტალიელი გამომგონებელი და მესტამბე (1450-1515 წწ).

ალ-მანფალუტი მუსტაფა ლუტფი - არაბი მწერალი (ეგვიპტე) (1876-1924 წწ).

მანფრედი ბარტოლომეო - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1580-1620 წწ).

მანფრედი ნინო - იტალიელი მსახიობი და კინორეჟისორი (დაიბადა 1921 წელს).

მანქანა

1) მექანიზმი, რომელიც ასრულებს რაიმე სამუშაოს.

2) (საუბ.) იგივეა, რაც ავტომობილი.

მანქანათმშენებლობა - მრეწველობა, რომელიც მანქანებს აწარმოებს.

მანქანათმცოდნეობა - მანქანების აღწერა და თეორია.

მანქანება (ძვ.) - ფარული ხერხი, ხრიკი, ეშმაკობა.

მანქანური - მანქანებით შეიარაღებული, მანქანებით აღჭურვილი.

მანღითები - ბუხარის ხანთა დინასტია 1753-1920 წლებში.A

მანში - დეპარტამენტი საფრანგეთში.

მანშტაინი ერიხ ფონ ლევინსკი - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1887-1973 წწ).

მანშტაინი კრისტოფ ჰერმან ფონ - რუსეთის შესახებ ჩანაწერების ავტორი, ეროვნებით გერმანელი (1711-1757 წწ).

მანშურა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

მანჩესტერი

1) ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), დიდი მანჩესტერის მეტროპოლიური საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (450 ათასი, დიდი მანჩესტერი - 2,6 მილიონი).

2) ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჰემფშირის შტატში.

3) სამთო-სამრეწველო რეგიონი იამაიკაში.

მანჩესტერი ედუარდ მონტეგიუ - ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე (1602-1671 წწ).

მანჩინი პასკუალე სტანისლო - იტალიელი იურისტი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე (1817 - 1888 წწ).

მანჩხფული - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარცხენა შენაკადი.

მანციკერტის (მანასკერტის) ბრძოლა - 1071 წლის 19 აგვისტოს მცირე აზიაში, მანციკერტის ციხესთან გამართული ბრძოლა ბიზანტიისა და სელჯუკთა ლაშქარს შორის; ბრძოლა სელჯუკთა გამარჯვებით დასრულდა.

მანცინელა (მანშინელა) - ტროპიკული მცენარე, ხარობს მექსიკაში, ანტილის კუნძულებზე და კოლუმბიაში; მისი ფოთლები და ქერქი შეიცავს შხამიან რძეწვენს.

მანციპაცია (ლათ.) - ძველი რომის სამართალში - საკუთრების უფლების გადაცემის წესი მოწმეების თანდასწრებით.

მანცუ ჯაკომო - იტალიელი მოქანდაკე (1908-1991 წწ).

მანძილი (სპარს.)

1) ორ პუნქტს შორის მოქცეული სივრცე.

2) მანძილის საზომი ერთეული XVIII საუკუნის საქართველოში, უდრიდა 15,5 კმ-ს.

მანძონი ალესანდრო - იტალიელი მწერალი, რომანტიული სკოლის მამამთავარი (1785-1873 წწ).

მანჭვა-გრეხა - მანჭვა და გრეხა.

მანჭია - ვინც ხშირად იმანჭება, ვისაც მანჭვა სჩვევია.

მანჭკვალა (Armilaria mellea)- საჭმელი სოკო, იცის ჯგუფ-ჯგუფად ამოსვლა მოჭრილ ხეებზე, ხის ძირკვებზე და ცოცხალი ხეების ძირში, იწვევს ხის ლპობას.

მანჭო - გუთნის სახელური.

მანჯაროტი ედოარდო - იტალიელი სპორტსმენი (ფარიკაობა), ოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი 1936,1952,1956,1960 წლებში (დაიბადა 1919 წელს).

მანჯგალაძე ეროსი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1925-1982 წწ).

მანჯიკი - მომცრო მარხილი (საბა).

მანჯოუ-გო (მანჯურია) - მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც 1932-45 წლებში იაპონელებმა შექმნეს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

მანჯოული - იხილე მანჯურია.

მანჯურია

1) (მანჯოული) ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში.

2) ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ისტორიული სახელწოდება.

მანჯურიის დაბლობი - იხილე სუნლიაო.

მანჰაიმი - ქალაქი-პორტი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში.

მანჰაიმი კარლ - გერმანელი სოციოლოგი (1893-1947 წწ).

მანჰეტენი - კუნძული ნიუ-იორკის ცენტრში, ქალაქის მთავარი ნაწილი.

მაო - რედიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნის“ პერსონაჟი, ფარშევანგი.

მაო-დუნი (ნამდვილი სახელი შენ იანბინი) - ჩინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1896-1981 წწ).

მაოკა - სახალინის ოლქის ქალაქ ხოლმსკის სახელი 1946 წლამდე.

მაოკე (თოვლიანი მთები) - მთები კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში.

მაონი - ქალაქი-პორტი ესპანეთის ბალვარესის პროვინციაში, კუნძულ მენორკაზე.

მაორგანიზებელი - დამრაზმავი.

მაორები - პოლინეზიელი ხალხის ჯგუფი ახალ ზელანდიაში (350 ათასი).

მაო ძე-დუნი - ჩინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე 1943 წლიდან (1893-1976 წწ).

მაპამიუმ-ცო (მანასაროვარი) - ტბა ჩინეთში.

მაპი ვალტერ - ლათინურენოვანი ინგლისელი მწერალი (XII საუკუნის II ნახევარი).

მაპუტუ (1976 წლამდე ლორენსუ-მარკიში) - მოზამბიკის დედაქალაქი, პორტი ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე (990 ათასი გარეუბნებით).

მაჟალო (Malus orientalis)

1) საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე, ისხამს პატარა ზომის მომჟავო ნაყოფს, ტყის ვაშლი.

2) ამ ხის ნაყოფი.

მაჟანდი ფრანსუა - ფრანგი ფიზიოლოგი (1783-1855 წწ).

მაჟარა (თჰალიცტრუმ მინუს) - მინდვრის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე.

მაჟარი - ძველებური თოფი ერთგვარი.

მაჟაურა - პეპელა მერქნიჭამიების ოჯახისა.

მაჟდაკი - სამაჟდაკე ჯიშის ბატკნის ტყავი.

მაჟეიკიაი - ქალაქი ლიტვაში, სარკინიგზო კვანძი (45 ათასი).

მაჟიეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

მაჟინოს ხაზი - საფრანგეთის სიმაგრეთა სისტემა გერმანიასთან საზღვარზე.

მაჟორდომი (ფრანგ.)

1) უფროსი მსახური.

2) უმაღლესი თანამდებობის პირი ფრანკთა სახლებში.

მაჟორი (ფრანგ.) - მუსიკაში - მუსიკალური წყობა, რომლის ბგერები ქმნის დიდი და მცირე ტერციებისაგან შემდგარ აკორდს; ახასიათებს მხნე, მხიარული ბგერითი ელფერი (მინორის საპირისპირო).

მაჟორიტარული - მაჟორიტარული წარმომადგენლობა - არჩევნების სისტემა, რომლის დროსაც ანგარიში ეწევა მხოლოდ იმ პარტიის კანდიდატთათვის მიცემულ ხმებს, რომელმაც სათანადო ოლქში ხმათა უმრავლესობა მიიღო.

მაჟორული

1) მაჟორთან დაკავშირებული, მაჟორის დამახასიათებელი ბგერების შეხამებაზე დამყარებული.

2) ხალისიანი, მხიარული.

მაჟუგა იური - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს კიევის რუსულ დრამატულ თეატრში (დაიბადა 1931 წელს).

მაჟურანიჩი ივან - ხორვატი პოეტი, ილირიზმის მოღვაწე (1814-1890 წწ).

მარა - ბუდისტურ მითოლოგიაში - ბოროტების განსახიერება, ბუდას მტერი.

მარაბდა - სოფლების ახალი მარაბდისა და ძველი მარაბდის გავრცელებული სახელი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

მარაბდის ბრძოლა - ირანელ დამპყრობთა წინააღმედ გამართული ბრძოლა მეფე თეიმურაზ I-ის და გიორგი სააკაძის მეთაურობით 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე.

მარაბდის ტბა - ტბა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, სოფელ მარაბდის მახლობლად; ამჟამად გადაქცეულია ტბორად.

მარაბინი ანსელმო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე.

მარაბუ (Leptoptilus) (ადიუტანტი) - დიდი ფრინველი ყარყატების ოჯახისა, გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.

მარაბუტი - ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში: მუსლიმანი წმინდანი; რელიგიური ძმობის, დავრიშთა ორდენის ბელადი ან დამაარსებელი.

მარაგი

1) რაც მომავალში გამოყენების მიზნით არის დაგროვებული, შესანახად გადადებული.

2) (გადატანით) გარკვეული რაოდენობა რისამე, ერთობლიობა.

მარად - მუდამ, ყოველთვის, ნიადაგ.

მარადი

1) იგივეა, რაც მარადიული.

2) ქალაქი ნიგერში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მარადიდი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მარადის - იგივეა, რაც მარად.

მარადისობა - მარადიულად ყოფნა, მუდმივობა.

მარადისობის კანონი - ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1982 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ვალერიან კვაჭაძე. სცენარის ავტორი - ნოდარ დუმბაძე. დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. კომპოზიტორი - ოთარ თაქთაქიშვილი. მთავარ როლებში: იმედა კახიანი (ბაჩანა), გივი ბერიკაშვილი (ბულიკა), მურმან ჯინორია (მამა იორამი), რადინ ხელაშვილი, ბორის წიფურია, მარინა ჯანაშია, იზა გიგოშვილი, ლეო ფილფანი, მიხეილ ვაშაძე, ვასილ კახნიაშვილი, ვიქტორ ნინიძე.

მარადიული - რაც მარად, მუდამ არსებობს, მუდმივი, სამარადისო.

მარადმწვანე - ისეთი მცენარე, რომელსაც ფოთლები, წიწვები არ უყვითლდება და არ სცვივა მთელი წლის განმავლობაში.

მარადონა დიეგო არმანდო - არგენტინელი ფეხბურთელი, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი (დაიბადა 1960 წელს).

მარაზმი

1) ადამიანის ფსიქიური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება მოხუცებულობის ან ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად.

2) უილაჯობა, უუნარობა;

3) მდარე გემოვნების ნაწარმოები.

მარათები - ხალხი ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის ძირითადი მოსახლეობა.

მარათონელი - სპორტსმენი, რომელიც მარათონულ რბენაში (ან ცურვაში) არის გაწაფული.

მარათონის ბრძოლა - ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის ბერძნულ სოფელ მარათონთან ძვ.წ.აღ. 490 წლის 13 სექტემბერს.

მარათონული - ძალიან გრძელ დისტანციებთან დაკავშირებული.

მარათონული რბენა - შეჯიბრება სირბილში 42 კმ-სა და 195 მეტრზე. სახელი ეწოდა ძველი საბერძნეთის სოფელ მარათონის მიხედვით, საიდანაც სირბილით მივიდა მახარობელი ათენში და მიიტანა სპარსელებზე გამარჯვების ამბავი.

მარაი შანდორ - უნგრელი მწერალი (1900-1989 წწ).

მარაკა (ესპან.) - სამხრეთამერიკული სარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტი, ერთგვარი ჩხარუნა.

მარაკაი - ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, არაგუას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (350 ათასი).

მარაკაიბო

1) ქალაქი-პორტი ვენესუელაში, სულიას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,2 მილიონი).

2) ტბა (ლაგუნა) ვენესუელის დასავლეთ ნაწილში (სიღრმე 2-4 მეტრი).

მარაკანდა - ქალაქ სამარყანდის სახელი IV-VI საუკუნეებში.

მარაკეში - იხილე მარაქეში.

მარალეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მარალი (თურქ.) - დიდი ციმბირული ირემი.

მარამბა - ქალაქ ლივინგსტონის ადგილობრივი სახელწოდება (ზამბია).

მარამბიჯი - მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში, მდინარე მურეის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 2172 კილომეტრი).

მარამპა - ქალაქი სიერა-ლეონეში.

მარამურეში - ჟუდეცი რუმინეთში.

მარანა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

მარანები - შუა საუკუნეების ესპანეთსა და პორტუგალიაში ებრაელები, რომლებმაც ოფიციალურად მიიღეს ქრისტიანობა (კათოლიკობა). სასტიკად იდევნებოდნენ ინკვიზიციისაგან.

მარანი

1) ღვინის დასაყენებელი და შესანახი ადგილი.

2) სოფლები აბაშისა და გულრიფშის მუნიციპალიტეტებში.

მარანი რენე - აფრიკელი მწერალი, წერდა ფრანგულ ენაზე, წარმოშობით მარტინიკელი (1887 - 1960 წწ).

მარანიანი - შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ადმინისტრაციული ცენტრი - სან-ლუისი.

მარანიონი - მდინარე ამაზონის ზემო დინების სახელწოდება.

მარანტა (ლათ.) - მრავალწლოვანი ბალახი, ხარობს ტროპიკულ ამერიკაში, მოჰყავთ როგორც სახამებლის მომცემი, გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე.

მარანჭალა - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

მარაო - სანიავებელი, რომელსაც ქალები ხმარობენ სიცხეში.

მარაპი (მარაჰი) - ვულკანი ინდონეზიაში.

მარაჟო - კუნძული მდინარე ამაზონის დელტაში, ეკუთვნის ბრაზილიას.

მარასკინი - ერთგვარი ლიქიორი ალუბლისა.

მარასტი არმან - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, 1830 წლის ივლისის რევოლუციის ლიდერი (1810-1852 წწ).

მარატა კარლო - იტალიელი ფერმწერი და მოქანდაკე (1625-1713 წწ).

მარატი ჟან პოლ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, მეცნიერი, პუბლიცისტი (1743-1793 წწ).

მარაქა - ერთად თავმოყრილი ქალები ლხინში.

მარაქეში - ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ მაროკოში; ქვეყნის დედაქალაქი XVI-XVII საუკუნეებში (440 ათასი).

მარაღა - ქალაქი ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის ოსტანში.

მარაღეი ზეინ ალ-აბედინ - ირანელი მწერალი, განმანათლებელი (1838-1910 წწ).

მარაში - ქალაქი თურქეთის სამხრეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (210 ათასი).

მარაციალები - მცენარეთა რიგი გვიმრების კლასისა.

მარაჭა - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, გაგიდის მარცხენა შენაკადი.

მარახოში - მომჟავო ღვინო, ხილი.

მარახ რუსლი - ინდონეზიელი მწერალი (1889 - 1968 წწ).

მარბენალი - იგივეა, რაც მორბენალი.

მარბიელი - ფეოდალური ქვეყნის ლაშქარი ან ლაშქრის ნაწილი, რომელიც შეესეოდა ხოლმე დამარცხებულ ქვეყანას ან მშვიდობიან დროს არბევდა მას.

მარბურგი - ქალაქი გერმანიის ჰესენის მხარეში (75 ათასი).

მარბურგის სკოლა - გერმანული ნეოკანტიანობის ერთ-ერთი მიმართულება XIX-XX საუკუნეების ზღვარზე.

მარგალიტა (Botrychium lunsria) - დაბალი გვიმრა, გავრცელებულია მდელოებზე მთაში.

მარგალიტი

1) მარცვლისებური ძვირფასი თვალი თეთრი, შავი ან ყვითელი ფერისა, წარმოიშვება ზოგიერთი მოლუსკის სხეულში; ხმარობენ სამკაულად.

2) (გადატანით) მეტისმეტად კარგი, ძვირფასი, საუკეთესო რამე ან ვინმე.

3) მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე (სიმაღლე - 1381 მეტრი).

4) დაახლოებით XVI საუკუნის ქართული აპოკრიფული ჟურნალი, შეიცავს ე.წ. „სასულიერო სწავლანს“.

მარგალიტის კუნძულები - პანამის კუთვნილი კუნძულები წყნარ ოკეანეში.

მარგანეცი

1) (რუს.) - იხ. მანგანუმი.

2) ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (55 ათასი).

მარგარეტ ავსტრიელი - ჰაბსბურგთა ნაცვალი ნიდერლანდში (1480-1530 წწ).

მარგარინი (ფრანგ.) - კარაქის მსგავსი ცხიმეული, მზადდება საჭმელი ზეთის ან ქონისაგან რძისა და კვერცხის მიმატებით.

მარგარიტა - კუნძული კარიბის ზღვაში, ეკუთვნის ვენესუელას.

მარგარიტ ნავარელი (ვალუა, ანგულემელი) - ფრანგი მწერალი ქალი, ნავარის დედოფალი (1492 - 1549 წწ).

მარგარიტ პარმელი - ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის ნაცვალი ნიდერლანდში 1559-67 წლებში (1522 - 1586 წწ).

მარგებელი - რაც რგებს, სარგებლობის მომტანი.

მარგებლობა - მარგებლის თვისება.

მარგერა - ნავსადგური იტალიაში.

მარგვეთი - იხილე არგვეთი1.

მარგველაშვილი გიორგი (გივი) - კრიტიკოსი, ლიტერატორი, გერმანულენოვანი მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

მარგვიში - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მარგი (მარგი ქმედების კოეფიციენტი) - რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, თუ ენერგიის რა ნაწილი იქცევა მანქანაში სასარგებლო მუშაობად.

მარგიანე - ძველი ოლქი შუა აზიაში, მდინარე მურღაბის დინების გასწვრივ.

მარგიანი რევაზ - პოეტი (1916-1984 წწ).

მარგიევი დუდარ - კინოოპერატორი (დაიბადა 1925 წელს).

მარგილი - სარი, რომელსაც ჩვეულებრივ ძეძვის ღობის გასაკეთებლად ხმარობენ.

მარგინალია (ლათ.) - წიგნის ან ხელნაწერის კიდეზე, არშიაზე მოთავსებული სათაური ან შენიშვნა.

მარგინალური - იხილე მარჟინალური.

მარგო - საქმიანი ქაღალდის, კომერციული წერილის კიდე, არშია სხვადასხვა აღნიშვნისათვის.

მარგოლიუთი დეივიდ სემიუელ - ინგლისელი არაბისტი და ისლამმცოდნე (1858-1940 წწ).

მარგრაფი ანდრეას სიგიზმუნდ - გერმანელი ქიმიკოსი (1709-1782 წწ).

მარგრეტე II - დანიის დედოფალი (დაიბადა 1940 წელს).

მარგრეტე დანიელი - დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი (1353-1412 წწ).

მარგულესი მაქს - ავსტრიელი მეტეოროლოგი (1856-1920 წწ).

მარდაკერი - ქალაქი აზერბაიჯანის მთიან ყარაბახში.

მარდანი - ქალაქი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინციაში.

მარდახუჭი - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მარ-დელ-პლატა - ქალაქი-პორტი არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე (415 ათასი).

მარდეწყალი - მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარჯვენა შენაკადი.

მარდი - სწრაფი, მალი, მკვირცხლი.

მარდინი - ქალაქი თურქეთში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

მარდონიოსი - სპარსელი მხედართმთავარი, დარიოს I-ის დისწული, 479 წელს მოაოხრა ათენი.

მარდრიუსი ჟოზეფ შარლ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე, „ათას ერთი ღამის“ მთარგმნელი ფრანგულ ენაზე (1868-1949 წწ).

მარდუქი (შუმერ.) - ქალაქ ბაბილონის მფარველი ღმერთი, ბაბილონის პანთეონის უზენაესი ღვთაება.

მარე ეტიენ ჟიულ - ფრანგი ფიზიოლოგი (1830-1904 წწ).

მარე ჟან - ფრანგი კინომსახიობი (1913-1998 წწ).

მარე ჰანს ფონ - გერმანელი ფერმწერი (1837-1887 წწ).

მარეკი (ძვ.) - ნადირის მომრეკი ნადირობისას.

მარეკი იოჟეფ - უნგრელი მეცნიერი ვეტერინარიის დარგში (1868-1952 წწ).

მარელისი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლეღვანის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების საკრაულისა (ხანისწყლის სისტემა) და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის სისტემა) წყალგამყოფის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 450 მეტრი. ხარაგაულიდან - 11 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია (მარილისი) XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 584 კაცი.

მარენგო (იტალ.) - ერთგვარი შავი ფერის ქსოვილი, რომელშიც თეთრი ძაფებია ჩართული.

მარენგონი ტულიო - იტალიელი კონსტრუქტორი, ცეცხლსასროლი იარაღის გამომგონებელი (1881 - 1965 წწ).

მარენგოს ბრძოლა - ბრძოლა ნაპოლეონის ლაშქარსა და ავსტრიის არმიას შორის 1800 წლის 14 ივნისს (იტალია, სოფელი მარენგო); დასრულდა ნაპოლეონის გამარჯვებით.

მარეოგრაფი - იგივეა, რაც ლიმნოგრაფი.

მარესიევი ალექსეი - რუსი მფრინავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი. მისი გმირობა დაედო საფუძვლად ბორის პოლევოის რომანს „ამბავი ნამდვილი ადამიანისა“ (1916-2001 წწ).

მარეშალი პიერ სილვენ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი, ლიტერატორი (1750-1803 წწ).

მარეცკაია ვერა - რუსი კინომსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-1978 წწ).

მარვან II იბნ მუჰამადი (მურვან ყრუ) - ომაიანთა დინასტიის ხალიფა.

მარვარი - იხილე ჯოდჰპური.

მარველი ენდრუ - ინგლისელი პოეტი (1621-1678 წწ).

მარვი - შუა აზიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი (ახლანდელი ბაირამ-ალი, თურქმენეთი).

მარზანი (იტალ.) - ლითონის ან სხვა მასალის ძელაკი სწორკუთხედის ფორმისა; იყენებენ ანაწყობის დიდ-დიდი ხარვეზების, თავისუფალი ადგილების შესავსებად.

მარზპანი (სპარს. „საზღვრის მცველი“) - ქვეყნის, მხარის, ოლქის მმართველი სასანიანთა ირანში.

მართალი

1) ნამდვილი, სწორი, ეჭვმიუტანელი.

2) სიმართლის მოყვარული, პატიოსანი.

მართგაჯინა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მართებლობა (ძვ.) - მმართველობა, ხელისუფლება, გამგებლობა.

მართებული - სწორი, ჯეროვანი, მიზანშეწონილი, შესაფერისი.

მართებულობა - მართებულის თვისება.

მართვა-გამგეობა - ხელმძღვანელობა, გამგებლობა.

მართვე - ფრინველთა და მწერთა ნაშიერი.

მართველა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯამურის მარცხენა შენაკადი.

მართი - (მართი კუთხე) 90 გრადუსიანი კუთხე, სწორი კუთხე.

მართკუთხა (მათემ.) - ოთხკუთხედი, რომელსაც ოთხივე კუთხე მართი აქვს.

მართლა

1) სწორედ, ნამდვილად, ჭეშმარიტად.

2) (საუბრისას) იხმარება შორისდებულის თანაბრად რისამე გახსენებისას.

მართლაც - მართლა, ნამდვილად (იტყვიან, როდესაც გამართლდება ხოლმე რაიმე ვარაუდი).

მართლაცდა - იგივეა, რაც მართლაც

.

მართლება - (თავის მართლება) ცდა იმისა, რომ თავი გაიმართლოს, მართალი გამოვიდეს ვისიმე წინაშე.

მართლმადიდებელი

1) მართლმადიდებლობის მიმდევარი.

2) იგივეა, რაც მართლმადიდებლური.

მართლმადიდებლობა - ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა ბიზანტიაში და გავრცელდა საქართველოში, რუსეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში.

მართლმადიდებლური - მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული, მისი დამახასიათებელი.

მართლმეტყველება - სწორი, ლიტერატურულად გამართული წარმოთქმა.

მართლმორწმუნე - ამა თუ იმ რელიგიის დოგმების ზუსტად შემსრულებელი, ჭეშმარიტად მორწმუნე.

მართლმოყვარე - სიმართლის მოყვარე, მომხრე.

მართლმსაჯულება - სამართლიანობა, კანონიერება, სამართალი, იუსტიცია.

მართლწერა - სწორად წერის წესები, ორთოგრაფია.

მართლწესრიგი - საზოგადოებრივ ურთიერთობათა წესი, რომელიც განმტკიცებულია სამართლებრივი ნორმების სახით.

მართობი (პერპენდიკულარი) - წრფე, რომელიც მოცემულ წრფეს (სიბრტყეს) კვეთს მართი კუთხით.

მართოთი (მარტოტბა) - ტბა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

მარი

1) ქალაქი თურქმენეთში. ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

2) უძველესი ქალაქი-სახელმწიფო ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის შუა დინებაზე (დაარსდა ძვ.წ.აღ. XXVII საუკუნეში).

მარი იური - ირანისტი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი, ნიკო მარის ვაჟი (1893-1935 წწ).

მარი ნიკოლოზ (ნიკო) - ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი (1864-1934 წწ).

მარი უოლტერ - ინგლისელი მწერალი (1873-1956 წწ).

მარი ფილიპ - აშშ-ს პროფკავშირების ლიდერი (1886-1952 წწ).

მარი შონ - ისლანდიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1961 წწ).

მარი ჯონ - ინგლისელი ოკეანოგრაფი და ბუნებისმეტყველი (1841-1914 წწ).

მარია კრისტინა უფროსი - ესპანეთის მეფის, ფერდინანდ VII-ის ცოლი (1806-1878 წწ).

მარიალისა - ივნისის თვის ძველქართული სახელი.

მარიამ I - პორტუგალიის დედოფალი (1819-1853 წწ).

მარიამ II და გლორია - პორტუგალიის დედოფალი (1819-1853 წწ).

მარიამა (Ligusticum alatum)- ერთგვარი ბალახი ქოლგოსანთა ოჯახისა, აქვს ფრთებჩამოშვებული ღერო და თეთრი ყვავილი, იზრდება მთის მდელოებზე.

მარიამ ბურგუნდიელი - ბურგუნდიის ჰერცოგის შარლ გულადის ქალიშვილი და მემკვიდრე, ნიდერლანდის გამგებელი, მაქსიმილიან I-ის მეუღლე (1457-1482 წწ).

მარიამ I სტიუარტი - შოტლანდიის დედოფალი (1542-1587 წწ).

მარიამი

1) ბიზანტიის დედოფალი 1071-81 წლებში, საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ისა და ბორენა დედოფლის ასული, იმპერატორ ნიკიფორე III ბოტანიატეს მეუღლე (დაახლოებით 1050 - 1103 წწ).

2) XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მეფე გიორგი I-ის მეუღლე.

მარიამისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ქეშელთის მარცხენა შენაკადი.

მარიამ-მაკრინე - ქართველი პოეტი ქალი, ერეკლე I-ის (ნაზარ-ალი-ხანის) ასული (დაახლოებით 1696-1744 წწ).

მარიამობა - საეკლესიო დღესასწაული მარიამ ღვთისმშობლის გარდაცვალების (მიძინების) დღე. მოდიოდა 15 აგვისტოს ძველი სტილით, ახალი სტილით 28 აგვისტოს.

მარიამობისთვე - აგვისტოს ქართული ხალხური სახელწოდება.

მარიამპოლე (1955-89 წლებში კაპსუკასი) - ქალაქი ლიტვაში (50 ათასი).

მარიამსაკმელა (Peganum harmala) - დაბალი მრავალწლოვანი ბალახი, აქვს თეთრი ან მოყვითალო ყვავილი, ისხამს მრგვალ კოლოფა ნაყოფს, მისი თესლიდან იღებენ წითელ საღებავს.

მარიამ ტიუდორი - ინგლისის დედოფალი (1542 - 1587 წწ).

მარიამ ღვთისმშობელი (იტალიურად მადონა) - ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს დედა.

მარიამწმინდა - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედზე.

მარიამჯვარი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გიორგიწმინდის საკრებულო, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, საგარეჯოდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 კაცი.

მარიანა ხუან დე - ესპანელი ისტორიკოსი, თეოლოგი (1536-1624 წწ).

მარიანას კუნძულები - კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, აშშ-ს სამეურვეო ტერიტორია.

მარიანის ღარი - მსოფლიო ოკეანიის ყველაზე ღრმა ადგილი - 11 022 მეტრი; მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

მარიანსკე-ლაზნე (გერმანული სახელი მარიენბადი) - ქალაქი ჩეხეთის დასავლეთ ჩეხიის ოლქში.

მარი ანტუანეტი - საფრანგეთის დედოფალი, ლუი XIV-ის ცოლი (1755-1793 წწ).

მარიაჟი (ფრანგ.)

1) ბანქოს თამაშში ერთი და იმავე ფერის პაპა და ქალი ერთი მოთამაშის ხელში.

2) ჟარგონში - ზედმეტად თავმომწონე, მოჩვენებითობის მოყვარული ადამიანი.

მარიასი ხავიერ - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1951 წელს).

მარიატეგი ხოსე კარლოს - პერუს პოლიტიკური მოღვაწე, სოციოლოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1895-1930 წწ).

მარია ტერეზია - ავსტრიის ერცჰერცოგი ქალი (1717-1780 წწ).

მარიაში ფელიქს - უნგრელი კინორეჟისორი (1919 - 1975 წწ).

მარიბი - უძველესი ქალაქი, საბაელთა სახელმწიფოს მმართველთა რეზიდენცია, ნანგრევები შემორჩენილია იემენის ქალაქ სანასთან.

მარიბორი - ქალაქი სლოვენიის აღმოსავლეთ ნაწილში, სიდიდით მეორეა ქვეყანაში, ქვემო შტირიის ისტორიული ოლქის ცენტრი (110 ათასი).

მარი დე ფრანსი - ფრანგი პოეტი ქალი (XI - XII საუკუნეები)

მარიენბადი - მარიანსკე-ლიზნეს გერმანული სახელწოდება.

მარიენბურგი - ლატვიის ქალაქ ალუქსნეს სახელი 1917 წლამდე.

მარიესკი მიკელე - იტალიელი ფერმწერი (1710 - 1743 წწ).

მარიეტი ფრანსუა ოგიუსტ ფერდინან - ფრანგი ეგვიპტოლოგი და არქეოლოგი (1821-1881 წწ).

მარიეტი ფრედერიკ - ინგლისელი მწერალი (1792-1848 წწ).

მარივო პიერ კარლე დე შამბლენ დე - ფრანგი მწერალი (1688-1763 წწ).

მარიინსკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (40 ათასი).

მარიკულტურა - ზღვის მცენარეების მოშენება.

მარილი

1) მლაშე გემოს თეთრი ან მოლურჯო კრისტალური ნივთიერება, იხმარება საჭმლის შესაზავებლად.

2) (ქიმ.) კრისტალური ნივთიერება, რომელშიც მჟავას წყალბადი ჩანაცვლებულია ლითონით.

მარილია - ქალაქი ბრაზილიის სან-პაულუს შტატში (105 ათასი).

მარილიანი

1) რასაც მარილი აქვს, მარილის შემცველი, მლაშე.

2) (გადატანით) მიმზიდველი, საამური, სანდომიანი, ეშხიანი.

მარილიანობა - მარილიანის თვისება.

მარილისი - ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

მარილკვერი (ძვ.) - მლაშე კვერი, რომელსაც გასათხოვარი ქალი შეჭამდა ყველიერის დადგომამდე, საღამოს, მთელი დღის უჭმელობის შემდეგ, ვინც სიზმარში წყალს დაალევინებდა, ის ვითომც იქნებოდა მისი საბედო.

მარილნაკბენი - რასაც ზომაზე ოდნავ მეტი მარილი აქვს, ოდნავ მლაშე.

მარილნაკლები - რასაც მარილი აკლია.

მარილნაჭამი - რამაც მარილი ჭამა.

მარი ლუიზი - ნაპოლეონ I-ის მეორე ცოლი (1791-1847 წწ).

მარილწყალი - წყალი, რომელშიც გახსნილია მარილი.

მარიმბა - ქსილოფონის მსგავსი აფრიკული დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტი.

მარინა (იტალ.) - სურათი, რომელზედაც ზღვის ხედია გამოხატული.

მარინადი (ფრანგ.)

1) წვენი (მწნილისა, მუჟუჟისა).

2) მწნილი, მწნილეული.

მარინატოსი სპირიდონ - ბერძენი არქეოლოგი, მინოსის ცენტრის პირველაღმომჩენი (1901-1974 წწ).

მარინელიო (მარინელიო ი ვიდაურეტა) - კუბის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ლიტერატურათმცოდნე (1898-1977 წწ).

მარინერი - ამერიკული ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების სერია; 1962-73 წლებში სულ გაშვებულ იქნა 10 „მარინერი“.

მარინესკუ გეორგე - რუმინელი ნევროლოგი (1862-1938 წწ).

მარინეტი ფილიპო ტომაზო - იტალიელი მწერალი (1876-1944 წწ).

მარინი მარინო - იტალიელი მოქანდაკე (1901-1985 წწ).

მარინი ჯონ - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1870-1953 წწ).

მარინიაკი ჟან შარლ გალოსარ დე - შვეიცარიელი ქიმიკოსი, აღმოაჩინა იტერბიუმი 1878 წელს (1817-1894 წწ).

მარინიანო (ახლანდელი მელენიანო) - ისტორიული ოლქი იტალიაში.

მარინიდები - ბერბერტა დინასტია, განაგებდა მაროკოს 1269 - 1465 წლებში.

მარინისტი - მხატვარი, რომელიც ზღვის ხედებს ხატავს.

მარინისტიკა - ფერწერის დარგი - ზღვის პეიზაჟის ხატვა.

მარინკოვიჩი რანკო - ხორვატი მწერალი (დაიბადა 1913 წელს).

მარინო ჯამბატისტა - იტალიელი პოეტი (1569-1625 წწ).

მარიონეტი (ფრანგ.)

1) თეატრალური თოჯინა, რომელიც ძაფზეა ჩამოკიდებული და ისე ათამაშებენ ზევიდან.

2) (გადატანით) იტყვიან პიროვნებაზე, პოლიტიკურ მოღვაწეზე, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს სხვის ნება-სურვილს.

მარიონეტული - (დამცირებით) მარიონეტებისაგან შემდგარი.

მარიოტი ედმ - ფრანგი ფიზიკოსი (1620-1684 წწ).

მარიოტი სერჯო - იტალიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1946 წელს).

მარიტენი ჟაკ - ფრანგი ფილოსოფოსი (1882-1973 წწ).

მარიუპოლი (1848-89 წლებში ჟდანოვი) - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში (545 ათასი).

მარიუსი გაიუს - რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 157-86 წწ).

მარიუტი - ტბა ეგვიპტეში.

მარიფათი (საუბ.) - შნო და მოხერხება.

მარიფათიანი (საუბ.) - ვისაც მარიფათი აქვს.

მარი-ფერთი - ჩრდილოეთის ზღვის ყურე დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან.

მარიშელა - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუჯის მარცხენა შენაკადი.

მარიჩი ალისა - იუგოსლაველი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობისათვის მატჩის მონაწილე სე ჟიუნთან 1991 წელს (დაიბადა 1970 წელს).

მარიცა - მდინარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ერთვის ეგეოსის ზღვას (სიგრძე - 525 კილომეტრი).

მარიცის დაბლობი - იგივე ზემო თრაკიის დაბლობი.

მარიხი (მარიხ-ვარსკვლავი) - პლანეტა მარსის ქართული სახელწოდება.

მარიხუანა - ერთგვარი ნარკოტიკი.

მარიჯანი (ნამდვილი სახელი და გვარი მარიამ ალექსიძე, ქალიშვილობაში ტყემალაძე) - ქართველი პოეტი ქალი (1890-1978 წწ).

მარიჯი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოქუმის მარჯვენა შენაკადი.

მარკა (გერმ.)

1) საფოსტო გადახდის ნიშანი, პატარა ოთხკუთხი ქაღალდი, რომელზედაც რაიმე გამოსახულებაა.

2) სავაჭრო ნიშანი რაიმე ნაწარმზე, საქონელზე.

3) ხარისხი, ღირსება საქონლისა.

4) გერმანიის და ფინეთის ყოფილი ფულის ერთეული.

5) მარკა - ქალაქი-პორტი სომალიში (100 ათასი).

მარკაზიტი (ლათ.) - მინერალი, გოგორდის ან რკინის ალმადანი; იყენებენ გოგირდმჟავას მისაღებად.

მარკაკოლი - ტბა რუსეთის ალთაის სამხრეთ ნაწილში (სიღრმე 30 მეტრი).

მარკგრაფი - ადრინდელ შუა საუკუნეებში ფრანკთა სახელმწიფოში და შემდეგ გერმანიაში თანამდებობის პირი, რომელსაც, განსხვავებით გრაფისაგან, ჰქონდა ფართო უფლებები, კერძოდ სამხედრო ხელისუფლება.

მარკე - ოლქი ცენტრალურ იტალიაში, ადმინისტრაციული ცენტრი - ანკონა.

მარკე ალბერ - ფრანგი მხატვარი (1875-1947 წწ).

მარკევიჩი იგორ - რუსული წარმოშობის ფრანგი დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი (1912-1983 წწ).

მარკელიუსი სვენ - შვედი არქიტექტორი (1889-1972 წწ).

მარკემი - მთა ანტარქტიდაში.

მარკენდი ჯონ ფილიპს - ამერიკელი მწერალი (1893-1960 წწ).

მარკეტინგი - სამრეწველო-სარეალიზაციო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სისტემური მართვა, რომელიც დაფუძნებულია სავაჭრო ქსელის კომპლექსურ ანალიზზე.

მარკეტრი (ფრანგ.) - ინკრუსტაციის სახეობა - ფანერის ფიგურული ფირფიტები, რომლებიც დაწებებულია რაიმე საფუძველზე.

მარკი ფრანც - გერმანელი ფერმწერი (1880-1916 წწ).

მარკი ჰერმან ფრანსის - ამერიკელი ქიმიკოსი (1895-1992 წწ).

მარკიანი - რაზედაც მარკაა დაკრული.

მარკიზა - მარკიზის ცოლი ან ქალიშვილი.

მარკიზეტი (ფრანგ.) - ბამბის ან აბრეშუმის წმინდა გამჭვირვალე ქსოვილი.

მარკიზი - დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში თავადაზნაურთა ტიტული, გრაფზე მაღალი და ჰერცოგზე დაბალი.

მარკიზის კუნძულები - არქიპელაგი წყნარ ოკეანეში (პოლინეზია), საფრანგეთის სამფლობელო.

მარკიორი

1) მოწყობილობა სათესი ან სარგავი აგრეგატის სატარებლად ისე, რომ გააკეთოს დაგეგმილი სიგანის პირაპირა მწკრივთაშორისები.

2) პირი, რომელიც ბილიარდის თამაშისას ანგარიშს აწარმოებს.

მარკიტანტი (გერმ.) - ძველად ვაჭარი, რომელიც მისდევდა ჯარს ლაშქრობაში და ყიდდა სურსათს და სხვადასხვა წვრილმანს.

მარკიში დავიდ - რუსი და ებრაელი მწერალი (დაიბადა 1938 წელს).

მარკიში პერეც - ებრაელი მწერალი (1895-1952 წწ).

მარკო - მონეტის ფასის განსაზღვრა მისი წონის და არა ნომინალური ღირებულების მიხედვით.

მარკოვი გიორგი - რუსი მწერალი (1911-1991 წწ).

მარკოვი ლეონიდ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1927-1991წწ).

მარკოვიჩი სვეტოზარ - სერბი რევოლუციური დემოკრატი, ფილოსოფოსი (1846-1875 წწ).

მარკოვიჩი ჰარი - ამერიკელი ეკონომისტი, 1990 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ს. მილერთან და უ.შარპთან ერთად (დაიბადა 1927 წელს).

მარკოზაშვილი თეიმურაზ - არქიტექტორი (1927 - 1973 წწ).

მარკოზი - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1460-65 წლებში.

მარკოთხის ქედი - ქედი კავკასიონის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე რუსეთის კრასნოდარის მხარეში.

მარკომანები - ძველი გერმანული ტომები, V საუკუნიდან დაბინავდნენ ბავარიაში.

მარკომანია - ფილატელიის ძველი სახელწოდება.

მარკონა - რკინის წიაღისეულის მოსაპოვებელი საბადო პერუში (ნასკას პროვინცია).

მარკონი გულიელმო - იტალიელი რადიოტექნიკოსი და მეწარმე, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.ბრაუნთან ერთად (1874-1937 წწ).

მარკო პოლო - იხილე პოლო მარკო.

მარკო პოლოს ქედი - იხილე ბოკალიქტაგი.

მარკოს ანა (ნამდვილი სახელი და გვარი ფერნანდო მაკარო კასტილიო) - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1921 წელს).

მარკოსი ფერდინანდ ედრალინ - ფილიპინების პრეზიდენტი 1965-86 წლებში (1917-1989 წწ).

მარკუ დუილიუ - რუმინელი არქიტექტორი (1885-1966 წწ).

მარკუზე ჰერბერტ - გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1898-1979 წწ).

მარკული - ქალაქი საფრანგეთში, მდინარე რონაზე, ატომური მრეწველობის ერთ-ერთი ცენტრი.

მარკუს ავრელიუსი ანტონინუსი - რომის იმპერატორი 161-180 წლებში (121-180 წწ).

მარკუჩაი - ადგილ-მამული ვილნიუსის შემოგარენში, ა.ს.პუშკინის სახლ-მუზეუმი.

მარკშაიდერი - სამთო ინჟინერი ან ტექნიკოსი.

მარკშაიდერია - სამთო მეცნიერებისა და ტექნიკის ნაწილი - სივრცულ-გეომეტრიული გაზომვები დედამიწის წიაღში და შესაბამის უბნებზე და მიღებული მონაცემების გადატანა გეგმებსა თუ რუკებზე.

მარლა (ფრანგ.) - ბამბის წმინდა ბადურა ქსოვილი.

მარლანტი იაკობ ვან - ნიდერლანდელი პოეტი (დაახლოებით 1235 - 1300 წწ).

მარლი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

მარლი ბობ (ნამდვილი სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი) - იამაიკელი მუსიკოსი და მომღერალი (1945-1981 წწ).

მარლინი ჯონ მალონ - იარაღის ამერიკელი კონსტრუქტორი და მწარმოებელი (1836-1981 წწ).

მარლიქის სამაროვანი - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. II-I ათასწლეულების საზღვარი) არქეოლოგიური ძეგლი ირანის გილანის პროვინციაში.

მარლო კრისტოფერ - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1564-1593 წწ).

მარმაზეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მარმარა - კუნძული მარმარილოს ზღვაში (ეკუთვნის თურქეთს).

მარმარილო (ლათ.) - სხვადასხვა ფერის მყარი კრისტალური კირქვა, გამოიყენება უმთავრესად არქიტექტურასა და ქანდაკებაში.

მარმარილოს ზღვა - მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, დარდანელის და ბოსფორის სრუტეებს შორის; ფართობი 12 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 1273 მეტრი.

მარმაშენი - X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სომხეთში, ქალაქ გიუმრის სამხრეთდასავლეთით.

მარმაში (ძვ.) - თხელი, გამჭვირვალე ქსოვილი ერთგვარი.

მარმელადი (ფრანგ.) - ხილის წვენის, კარტოფილის ფქვილისა და შაქრისაგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

მარმიონი სიმონ - ფრანგი ფერმწერი (დაახლოებით 1425 - 1489 წწ).

მარმიტი - საზოგადოებრივ დუქნებში სპეციალურად მოწყობილი დახლი, რომლის შიგნით წყალი ცხელდება და რომელშიც ქვაბებია ჩადგმული სხვადასხვა მზა საჭმლის ცხლად შესანახად.

მარმოლი ხოსე - არგენტინელი მწერალი (1818 - 1871 წწ).

მარმონ დიუ ოშანი ბარტელემ - ფრანგი მწერალი (დაახლოებით 1682-1760 წწ).

მარმონი ოგიუსტ ფრედერიკ ლუი ვიეს დე - საფრანგეთის მარშალი (1774-1852 წწ).

მარმონტელი ჟან ფრანსუა - ფრანგი მწერალი (1723-1799 წწ).

მარმუჭი (Alchemilla) - ბალახოვანი მცენარე, გავრცელებულია მეტწილად მთის საძოვრებზე.

მარნა

1) მდინარე საფრანგეთში, სენის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 525 კილომეტრი).

2) დეპარტამენტი საფრანგეთში.

მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) - ქალაქი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ალგეთის ნაპირებზე რკინიგზის საკვანძო ცენტრი. მანძილი თბილისიდან - 39 კმ (30 ათასი).

მარნეულის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში. 1917 წლამდე შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, 1930 წლიდან შედიოდა ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისი) მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა 1947 წლიდან. 955,2 კვ.კმ. 1 ქალაქი, 1 დაბა, 14 სოფელი.

მარნიქს დე სენტ-ალდეგონდი (მარნიქს ვან სინტა-ალდეგონდე) ფილიპ - ნიდერლანდის პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, პუბლიცისტი (1540-1598 წწ).

მარო კლემან - ფრანგი პოეტი (1496-1544 წწ).

მარობოდი - ძველი გერმანული ტომის, მარკომანების ბელადი (ძვ.წ.აღ. I საუკუნის II ნახევარი - ახ.წ.აღ. 37 წწ).

მაროდიორი - პირი, რომელიც ფრონტზე მოკლულებსა და დაჭრილებს ძარცვავს; ზნედაცემული ჯარისკაცი, რომელიც ომის დროს ძარცვავს მოსახლეობას.

მაროკენი (ფრანგ.) - ვესტინდოეთსა და გვინეაში გაქცეული ტყვე ზანგები; ებრძოდნენ თეთრ კოლონიზატორებს.

მაროკო

1) ევროპის უკიდურესი სამხრეთი კონცხი (ესპანეთში), პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთი დაბოლოება.

2) (მაროკოს სამეფო, მაღრიბი; არაბ. al-mamlaqa al-maRribia).
- სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით და სამხრეთი-აღმოსავლეთით ესაზღვრება ალჟირს, სამხრეთით - სამხრეთ საჰარას, ჩრდილოეთით აკრავს ხბელთაშუა ზღვა, ხოლო დასავლეთით - ატლანტის ოკეანე.
- სახელწოდება ევროპულ ენებზე (Maroque, Morocco) მომდინარეობს ძველი დედაქალაქის მარაკეშის დამახინჯებული ფორმიდან. არაბულად ჰქვია (al-Maghrib) - „დასავლეთი“ ან უფრო სრულად al-Magrib-al-Aksa - „შორეული დასავლეთი“
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1956 წლის 2 მარტი.
- ეროვნული დევიზი „ალლაჰ, ალ-ვათან, ალ-მალიქ“ (ღმერთი, სამშობლო, მეფე).
- ჰიმნი - „Hymne Cherifien“.
- მმართველობის ფორმა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- საკანონმდებლო ორგანო - წარმომადგენელთა პალატა.
- ფართობი - 446 550 კვ.კმ.
- დაყოფილია 16 ოლქად, რომლებიც 62 პრეფექტურას და პროვინციას მოიცავენ.
- მოსახლეობა - 33,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 70 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - არაბული.
- სახელმწიფო რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - რაბატი.
- ვალუტა - დირჰამი.
- ქვეყნის კოდი - MAR.
- დროის სარტყელი - UTC 0.
- სატელეფონო კოდი - +212.
- ინტერნეტ-დომენი - ma.

მარონიტები - ქრისტიანული რელიგიური თემის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ლიბანში ცხოვრობენ; ემორჩილებიან ვატიკანს.

მაროტო რაფაელ - გენერალი, ესპანელი კარლისტების ერთ-ერთი ლიდერი (1783-1847 წწ).

მაროში - იხილე მურეში.

მარჟერე ჟაკ - რუსეთის შესახებ ჩანაწერების ავტორი, ეროვნებით ფრანგი (დაახლოებით 1550 ან 1560 - არა უადრეს 1618 წლისა).

მარჟერიდი - ზეგანი საფრანგეთში.

მარჟინალური (მარგინალური)

1) წიგნის არშიაზე დაწერილი.

2) ზღვართან ახლოს არსებული, უკიდურესი, თითქმის საზარალო.

მარსა-ელ-ბურაიკა (მარსა-ბრეგა) - ნავსადგური ლიბიაში.

მარსალა

1) ქალაქი-პორტი იტალიის ტრაპანის პროვინციაში.

2) ერთგვარი სადესერტო ღვინო.

მარსა-მატრუჰი - ქალაქი ეგვიპტეში, მატრუჰის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

მარსელი

1) ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში, ქვეყნის უდიდესი საზღვაო პორტი ხმელთაშუა ზღვის პირას. ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (1,3 მილიონი).

2) სწორი ოთკუთხა იალქანი, ქვემოდან მეორე.

მარსელი გაბრიელ ონორე - ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, კრიტიკოსი (1889-1973 წწ).

მარსელი ეტიენ - პარიზის 1357-58 წლების აჯანყების მეთაური (გარდაიცვალა 1358 წელს).

მარსელიეზა (ფრანგ.) - სიმღერა, რომელიც შეიქმნა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, ამჟამად საფრანგეთის ეროვნული ჰიმნია (სიტყვები და მუსიკა ეკუთვნის სამხედრო ინჟინერს რუჟე დე ლილს (1760-1815 წწ).

მარსი (ლათ.)

1) ომის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში (შეესაბამება ბერძნულ არესს).

2) მზის სისტემის მეოთხე პლანეტა (ძველქართულად მარიხი). საშუალო დაშორება მზიდან 228 მილიონი კილომეტრი. საშუალო დიამტერი 6780 კმ. მზის გარშემო შემობრუნებას 687 დღე-ღამე უნდება.

3) საბჭოთა საპლანეტათშორისო ავტომატური სადგურების სერია, 1962-77 წლებში განახორციელეს შვიდი ფრენა პლანეტა მარსის მიმართულებით.

4) ნარდის თამაშის ისეთი დაბოლოება, რომელიც მოგებულს ორ ქულას სძენს (განსხვავებით ოინისაგან).

მარსი (ნამდვილი სახელი და გვარი ან ფრანსუაზ იპოლიტ ბუტე) - ფრანგი მსახიობი ქალი (1779 - 1847 წწ).

მარსია - მიცვალებულის მოსახსენიებელი ლექსი, პოეტური ჟანრი, ჩამოყალიბდა და განვითარდა არაბეთში ისლამამდელ პერიოდში.

მარსილიუს პადუელი - იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე (1275-სა და 1280-ს შორის - დაახლოებით 1343 წწ).

მარსმანი ჰენდრიკ - ნიდერლანდელი პოეტი (1889 - 1950 წწ).

მარსო მარსელ - ფრანგი მსახიობი, მიმი (დაიბადა 1923 წელს).

მარსო სოფი (ნამდვილი გვარი მოპუ) - ფრანგი მსახიობი ქალი (დაიბადა 1966 წელს).

მარსტონი ჯონ - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1576-1634 წწ).

მარტაბანი - იხილე მოუტამა.

მარტელის მღვიმე - მღვიმე გაგრის შემოგარენში, გაგრის ქედზე.

მარტენ დიუ გარი როჟე - ფრანგი მწერალი, 1937 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1881-1958 წწ).

მარტენი პიერ - ფრანგი მეტალურგი (1824-1915 წწ).

მარტენის ღუმელი (მარტენი) - სპეციალური მოწყობილობის ღუმელი ფოლადის გამოსადნობად.

მარტენსი გეორგ ფრიდრიხ ფონ - გერმანელი იურისტი და დიპლომატი (1756-1821 წწ).

მარტენსიტი - მყარი კრისტალური სხეულების სტრუქტურა, ფოლადებში მაღალი სისალის სტრუქტურული მდგენელი

მარტვილი

1) (ძვ.) - ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული, ტანჯული, მოწამე.

2) შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს მარტვილში. აგებულია VII საუკუნეში. X საუკუნეში გახდა ჭყონდიდის საეპისკოპოსოს ცენტრი.

3) (1936-91 წლებში გეგეჭკორი) - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე ინჩხიას მარცხენა ნაპირზე. მანძილი თბილისიდან - 290 კმ (6 ათასი).

მარტვილის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, 1930 წლამდე შედიოდა სენაკის მაზრაში, შემდეგ კი დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა. ფართობი 880,6 კვ. კმ. 1 დაბა, 78 სოფელი.

მარტვილობა (ძვ.)

1) წამება, გვემა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის.

2) საეკლესიო მწერლობის ისეთი ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია მარტვილის ცხოვრება და წამება.

მარტვირი საბაწმიდელი (ქართველი) - მწერალი, საეკლესიო მოღვაწე (პალესტინის საბას ლავრის მამამასახლისი (VI ს მეორე ნახევარი - VII ს დასაწყისი).

მარტი (ლათ.) - კალენდარული წლის მესამე თვე თებერვალსა და აპრილს შორის, მოიცავს 31 დღეს, ძველ საქართველოში ერქვა მირკანი.

მარტი აუგუსტო ფარაბუნდო - სალვადორის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1890-1932 წწ).

მარტი (მარტი ი პერესი) ხოსე ხულიან - კუბელი რევოლუციონერი და პოეტი, კუბის ეროვნული გმირი (1853-1895 წწ).

მარტიანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მარტივი

1) რაც შემადგენელ ნაწილებად არ დაიშლება.

2) ადვილი, გასაგები, უბრალო.

მარტინ V (ერისკაცობაში ოდონე კოლონა) - რომის პაპი 1417-31 წლებში (1368-1431 წწ).

მარტინაიტისი მარცელიუს - ლიტველი პოეტი (დაიბადა 1936 წელს).

მარტინე ანდრე - ფრანგი ენათმეცნიერი (1908-1990 წწ).

მარტინელი ჯოვანი - იტალიელი მომღერალი (ტენორი) (1885-1969 წწ).

მარტინეს ბარიო დიეგო - ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე (1883-1962 წწ).

მარტინეს გონსალესი ენრიკე - იხილე გონსალეს მარტინესი .

მარტინეს დე ლა როსა ფრანსისკო - ესპანელი მწერალი, ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე (1787-1862 წწ).

მარტინეს დე ტოლედო ალფონსო - ესპანელი პოეტი-სატირიკოსი (დაახლოებით 1398 - 1470 წწ).

მარტინეს დე ხაურეგი--ურტადო ხუან - ესპანელი მხატვარი, პოეტი, ხელოვნების თეორიტიკოსი (1583-1641 წწ).

მარტინეს ესპინელი ვისენტე - ესპანელი მწერალი (1550-1624 წწ).

მარტინეს ესტრადა ესეკიელ - არგენტინელი მწერალი (1895-1964 წწ).

მარტინეს ვერდუგო არნოლდო - მექსიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1925 წელს).

მარტინეს ვილიენა რუბენ - კუბის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი, პოეტი (1899 - 1934 წწ).

მარტინესი ლუის . - ეკვადორელი მწერალი (1869 - 1909 წწ).

მარტინი

1) (ტურჩანსკი-სვეტი-მარტინი) - ქალაქი სლოვაკეთში (60 ათასი).

2) კოქტეილი, რომელიც მზადდება ვერმუტისა და ინგლისური არაყის, აგრეთვე მწარე ფორთოხლის წვენის და ზოგი სხვა კომპონენტისაგან.

მარტინი არჩერ ჯონ პორტერ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ.სინგთან ერთად (1910-1990 წწ).

მარტინი რუდოლფ - გერმანელი ანთროპოლოგი (1864-1925 წწ).

მარტინი სიმონე - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1284-1344 წწ).

მარტინი სტივ - ამერიკელი კინომსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი (დაიბადა 1945 წელს).

მარტინი ჯოვანი ბატისტა (ჯამბატისტა) - იტალიელი მუსიკოსი (1706-1784 წწ).

მარტინიკა - კუნძული ატლანტის ოკეანის მცირე ანტილის კუნძულებში (ვესტ-ინდოეთი), საფრანგეთის სამფლობელო. ფართობი 1,1 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 380 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი ფორ-დე-ფრანსი (1946 წლიდან „ზღვისიქითა დეპარტამენტი“).

მარტინისმაღალი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

მარტინოვი ალექსანდრე - რუსი მსახიობი, რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსულ თეატრალურ ხელოვნებაში (1816-1860 წწ).

მარტინოვი ევგენი - რუსი კომპოზიტორი, მუსიკოს-კლარნეტისტი და მომღერალი (1948-1990 წწ).

მარტინოვი ლეონიდ - რუსი პოეტი (1905-1980 წწ).

მარტინოვიჩი იგნაც - უნგრეთის 1794 წლის რესპუბლიკური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფილოსოფოს-ბუნებისმეტყველი (1755-1795 წწ).

მარტინ რეკუერდა ხოსე - ესპანელი დრამატურგი (დაიბადა 1925 წელს).

მარტინსონი ჰარი ედმუნდ - შვედი მწერალი, პოეტი (1904-1978 წწ).

მარტინსონი ჰელგა მარია (მუა) - შვედი მწერალი ქალი (1890-1964 წწ).

მარტინუ ბოჰუსლავ - ჩეხი კომპოზიტორი (1890-1959 წწ).

მარტირ დე ანგლერია პედრო - ესპანელთა მიერ ამერიკის დაპყრობის პირველი მემატიანე (1457 - 1526 წწ).

მარტიროლოგი (ბერძნ.) - საეკლესიო კრებული, რომელშიც გადმოცემულია ქრისტიანობისთვის წამებულთა ცხოვრება.

მარტო

1) ვისაც არავინ ახლავს, არავინ ჰყავს, ცალკე მყოფი.

2) მის მეტი რომ არავინ არის.

3) იგივეა, რაც მხოლოდ.

მარტოდმარტო - სრულიად მარტო.

მარტოვიჩი ლეს - უკრაინელი მწერალი (1871-1916 წწ).

მარტოთუბანი - - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (სანახშირის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 330 მეტრი, ზესტაფონიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 888 ადამიანი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში..

მარტოკა (საუბ.) - იგივეა, რაც მარტო.

მარტოკბილა - ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა (სიგრძე 5-6 მეტრი, მასა 1 ტონა).

მარტომუშა - პირი, რომელიც მარტო, ცალკე მუშაობს.

მარტომყოფი - ვინც მარტო არის.

მარტონი ემანუელ დე - ფრანგი გეოგრაფი (1873-1955 წწ).

მარტოობა - მარტო ყოფნა.

მარტოოდენ - მარტო, მხოლოდ, მხოლოდ და მხოლოდ.

მარტორელი ჯოანოტ - კატალონელი მწერალი (დაახლოებით 1413-1468 წწ).

მარტორქა

1) დიდი, ბალახის მჭამელი ცხოველი, რომელსაც ცხვირზე ერთი ან ორი რქა აქვს, ბინადრობს ცხელ ქვეყნებში (სიგრძე 3-4 მეტრი, მასა 3 ტონამდე).

2) ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი.

მარტოსი ივან - რუსი მოქანდაკე (1754-1835 წწ).

მარტოსული - მარტო მცხოვრები, მარტო მყოფი.

მარტოტბა - იხილე მართოთი.

მარტოხე - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე.

მარტოხელი (ძვ.)

1) ერთადერთი მუშა ოჯახში.

2) იგივეა, რაც მარტოხელა.

მარტოხელა - მარტო მცხოვრები, მარტო მყოფი.

მარტუ - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - ჩრდილეოთ მესოპოტამიაში მცხოვრებ მომთაბარე ტომთა ღვთაება, მეხთმტყორცნელი და ქარიშხლების გამომგზავნელი.

მარტუნი

1) სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

2) ქალაქი აზერბაიჯანის მთიან ყარაბახში.

მარტუღელი - უღელი, რომელშიც ერთ ხარს აბამენ.

მარტყოფი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

მარტყოფის ბრძოლა - ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ 1625 წლის 25 მარტს, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

მარტყოფისწყალი - მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ლაჭინისხევის მარცხენა შენაკადი.

მარტყოფლიშვილი ანზორ - მოჭიდავე (ძიუდო, 63 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971), სსრკ ჩემპიონი სამბოში (1970). სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86), საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-იდან) და გენერალური მდივანი (2001-იდან) (დაიბადა 1940 წელს).

მარუაშვილი ლევან - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1912-1990 წწ).

მარუზო ჟიულ - ფრანგი ენათმეცნიერი (1878-1964 წწ).

მარულა - ცხენების შეჯიბრება დიდ მანძილზე, დოღი.

მარუნი - გაზისა და ნავთობის საბადო ირანის სპარსეთის უბისპირა რეგიონში.

მარუშიანები - დასავლეთ საქართველოს წარჩინებულ ფეოდალთა საგვარეულო X-XI საუკუნეებში.

მარუშიანი ზვიად - დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, აფხაზთა მეფის ლეონ III-ის (957-967 წწ) მოხელე, ჯავახეთის ერისთავი.

მარუშისძე ივანე (იოანე) - დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X საუკუნეში, აფხაზთა მეფის მოხელე, ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში.

მარუხი - მთა (3806 მეტრი), მყინვარი და უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

მარქაბი - პეგასისა, პეგასის თანავარსკვლავედის 2,5 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი. ნათების სიმძლავრით 67-ჯერ აღემატება მზეს.

მარქაფა

1) სათადარიგო, შემცვლელი.

2) წისქვილის ღარიდან წყლის გადასაშვები.

მარქენალი - რაც ირქინება.

მარქსი ადოლფ ბერნჰარდტ - გერმანელი მუსიკის ისტორიკოსი და თეორიტიკოსი, პედაგოგი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი (1795-1866 წწ).

მარქსი გერჰარდ - გერმანელი მოქანდაკე (1889-1981 წწ).

მარქსი კარლ - მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელი, გერმანელი ფილოსოფოსი (1818-1883 წწ).

მარქსი ჟენი (ქალიშვილობის გვარი ფონ ვესტფალენი) - კარლ მარქსის მეუღლე, თანაშემწე და მდივანი (1814-1881 წწ).

მარქსიზმ-ლენინიზმი - მარქს-ენგელს-ლენინის მოძღვრება.

მარქსიზმი - მეცნიერება ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონთა შესახებ, ჩაგრული და ექსპლუატირებული მასების რევოლუციების შესახებ, ყველა ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების და კომუნისტური საზოგადოების მშენებლობის შესახებ.

მარქსისტი - მარქსიზმის მიმდევარი.

მარქსისტული - მარქსიზმთან დაკავშირებული.

მარღანია ვლადიმერ - ფეხბურთელი, მეკარე. თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (1945), სტალინოს „სტახანოვეცსა“ (1946) და თბილისის „დინამოში“ (1947-58). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 180 მატჩი. სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1951, 53) და მესამე (1950) პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში (1928-1958 წწ)

მარღი

1) ულამაზო თეთრი (ითქმის თვალების შესახებ).

2) ასეთი თვალების მქონე, თვალთეთრი.

3) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი.

4) სოფლების ზემო მარღისა და ქვემო მარღის გავრცელებული სახელწოდება (მესტიის მუნიციპალიტეტი).

მარღილანი - ქალაქი უზბეკეთის ფერღანის ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

მარყაქოლი - მტკნარი ტბა ალთაიში, ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქში.

მარყუჟი - ორ წვერად შეკრული ნასკვი, რომელიც ადვილად იხსნება ერთი წვერის გამოწევით.

მარშაკი სამუილ - რუსი პოეტი, მთარგმნელი (1887-1964 წწ).

მარშალი (ფრანგ.)

1) სამხედრო წოდებულება, გენერალზე მეტი.

2) (ისტ.) თავადაზნაურთა წინამძღოლი რუსეთის დასავლეთ გუბერნიებსა და საქართველოში ოქტომბრის რევოლუციამდე.

მარშალი ალან - ავსტრალიელი მწერალი (1902-1984 წწ).

მარშალი ალფრედ - ინგლისელი ეკონომისტი (1842-1924 წწ).

ტომას ჰამფრი - ინგლისელი სოციოლოგი (1893-1985 წწ).

მარშალი ფრენკ ჯეიმზ - ამერიკელი მოჭადრაკე, ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში XX საუკუნის დასაწყისში (1877-1944 წწ).

მარშალი ჯონ ჰიუბერტ - ინგლისელი არქეოლოგი და ისტორიკოსი (1876-1958 წწ).

მარშალი ჯორჯ კეტლეტ - ამერიკელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1947-49 წლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი ე.წ. „მარშალის გეგმის“ ავტორი, 1953 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1880-1959 წწ).

მარშალის კუნძულები - არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, აშშ-ის სამეურვეო ტერიტორია.

მარშანი ლუი - ფრანგი მუსიკოსი, კლავესინისტი და ორღანისტი (1669-1732 წწ).

მარშანიკვარა - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარცხენა შენაკადი.

მარშანცია - მცენარეთა გვარი ღვიძლის ხავსების კლასისა; აქვს მწვანე, მიწაზე გართხმული სხეული (თალუსი).

მარშე ჟორჟ - საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი 1972-79 წლებში (1920-1997 წწ).

მარშები - ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყველაზე მაღალი მოქცევის დროს.

მარშევი იოლანდა - შვეიცარიელი ქართველოლოგი ქალი (დაიბადა 1920 წელს).

მარში (ფრანგ.)

1) მწყობრი რიტმული სვლა.

2) მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია მწყობრი სვლისათვის.

მარში ოტნიელ ჩარლზ - ამერიკელი პალეონტოლოგი (1902-1984 წწ).

მარში - ისტორიული ოლქი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, მთავარი ქალაქი - გერე.

მარშ-მანევრი - მსხვილი საჯარისო შენაერთების გადაადგილება, გადაჯგუფება ბრძოლის ველზე.

მარშნერი ჰაინრიხ ავგუსტ - გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1795-1861 წწ).

მარშრუტი (ფრანგ.) - წინასწარ დასახული გზა, გასაჩერებელი პუნქტებისა და დროის აღნიშვნით.

მარჩბივი - ზოდიაქოს ნიშნის - ტყუპების - ძველქართული სახელწოდება.

მარჩელო ბენედეტო - იტალიელი კომპოზიტორი (1686-1739 წწ).

მარჩენალი - ვინც, რაც არჩენს, ცხოვრების სახსარს აძლევს ვისმე.

მარჩი ფრედერიკ (ნამდვილი სახელი და გვარი ერნესტ ფრედერიკ მაკინტაიარ ბიკელი) - ამერიკელი კინომსახიობი (1897-1975 წწ).

მარჩიელი - იგივეა, რაც მკითხავი.

მარჩიელობა - იგივეა, რაც მკითხაობა.

მარ-ჩიკიტა - მლაშე გაუდინარი ტბა არგენტინაში.

მარჩილი - ძველი ქართული ვერცხლის ფული, უდრიდა სამ აბაზს.

მარჩხი

1) ჭროღა, ჭრელი.

2) თხელი, არაღრმა.

მარჩხობი - თხელი ადგილი მდინარეში, თავთხელი.

მარცვალი

1) ნაყოფი, თესლი ზოგიერთი მცენარისა.

2) პატარა და მრგვალი ან მომრგვალო რამ.

3) (გადატანით) ჩანასახი რაიმე იდეისა, აზრისა, თეორიისა.

4) (გრამატიკულად) სიტყვის ნაწილი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წარმოითქმება.

მარცვალ-მარცვალ - თითოეული მარცვლის გამოყოფით, გამორჩევით, ცალ-ცალკე მარცვლებად.

მარცვალსაცავი - სპეციალური ნაგებობა მარცვლეულის შესანახად.

მარცვლეული - პურეულის, პარკოსნებისა და ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი ერთობლივ. ამ ნაყოფის მომცემი მცენარეები.

მარცვლეულობა - იგივეა, რაც მარცვლეული.

მარცვლიანი - მარცვლის, მარცვლების შემცველი.

მარცვლიანობა - მარცვლის ქონა.

მარცვლობით - თითო მარცვლად, მარცვალ-მარცვალ.

მარცვლოვანი

1) იგივეა, რაც მარცვლიანი.

2) მარცვლებისაგან შემდგარი.

მარცი (მარცი კრონლანდელი) იოჰანეს მარკუს - ჩეხი სწავლული (1595-1667 წწ).

მარციალისი მარკუს ვალერიუს - რომაელი პოეტი (დაახლოებით 40-102 წწ).

მარცინკიავიჩუსი იონას - ლიტველი მწერალი (1900-1953 წწ).

მარცინკიავიჩუსი იუსტინას - ლიტვის სახალხო პოეტი (დაიბადა 1930 წელს).

მარციპანი - გახეხილი ნუშისაგან, ნიგვზისაგან ან გარგარის გულისაგან მომზადებული ცომისებური მასა.

მარცხენა - სხეულის იმ მხარეს არსებული, საითაც გულია.

მარცხენა გენწვიში - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მარცხენა კაპი - მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, კაპის მდგენელი.

მარცხენა პტიში - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მარცხენა რკვია - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ბოსლევის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ზესტაფონიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 264 ადამიანი.

მარცხენა ხეორი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ხეორის მდგენელი.

მარცხვენელი - იგივეა, რაც შემარცხვენელი.

მარცხი

1) ჩაშლა, ჩაფუშვა, წარუმატებლობა.

2) უბედური შემთხვევა.

3) ავარია, კატასტროფა.

მარცხიანი - ვისაც მარცხი მოსდის, რასაც მარცხი მოჰყვება.

მარცხნივ - მარცხენა მხარეს.

მარცხნით - იგივეა, რაც მარცხნივ.

მარწუხი

1) რკინის სამჭედლო იარაღი, გახურებული რკინის ასაღებად.

2) კიბოს თათის ბოლო ნაწილი მარწუხის მსგავსი.

მარწყვი (Fragaria)- ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა, აქვს სამყურა ფოთოლი და პწკალები, იკეთებს თეთრ ყვავილებს, ისხამს ტკბილ, წვნიან, მოწითალო ნაყოფს და ამ მცენარის ნაყოფი.

მარწყვბალახი (Potentilla reptans)- მრავალწლოვანი ბალახი ვარდისებრთა ოჯახისა, აქვს მხოხავი ღერო, ხუთთითა ფოთოლი, იკეთებს ყვითელ ყვავილებს, ხმარობენ სამკურნალოდ.

მარწყვიო - მიწისფერი შხამიანი სოკო ერთგვარი.

მარწყვისფერი - რაც ფერით მარწყვს მოგვაგონებს, ღია წითელი.

მარწყვობა - მარწყვის შემოსვლის დრო.

მარხა - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, ვილიუის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1181 კილომეტრი).

მარხვა

1) რელიგიური წესი, რომელიც კრძალავს ხორცეულისა და რძის პროდუქტების ჭამას.

2) დრო, რომლის განმავლობაშიც მორწმუნეები ასრულებენ ამ წესს.

მარხვანი (ძვ.) - რელიგიური საგალობლების კრებული, კითხულობდნენ დიდმარხვის დროს.

მარხვიცა ჰანს - გერმანელი მწერალი (1890-1965 წწ).

მარხილი - თოვლზე სასრიალო საზიდარი, რომელსაც თვლების ნაცვლად აქვს კავები.

მარხლევსკი (ფსევდონიმები კარსკი, კუიავსკი) - იულიან - პოლონეთის და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1866-1925 წწ).

მარხლევსკი ლეონ პაველ - პოლონელი ქიმიკოსი (1869-1925 წწ).

მარხული - ვინც მარხვა შეინახა, ვინც იმარხულა.

მარჯანბულაკი - ქალაქი უზბეკეთის ჯიზახის ოლქში.

მარჯანი

1) მოწითალო ფერის ძვირფასი ქვა, მოიპოვება ზღვაში.

2) (falco subbuteo) - მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს. ბინადრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 2-6 (ჩვეულებრივ 2-4) კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება. საქართველოში მარჯანი აპრილში მოფრინავს, ხოლო სექტემბერში და ოქტომბერში მიფრინავს. იკვებება წვრილი ფრინველებითა და მსხვილი მწერებით, რომელთაც ჰაერში იჭერს.

მარჯანიშვილი კონსტანტინე (კოტე) - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრის რეფორმატორი (1872-1933 წწ).

მარჯანიშვილი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე - მათემატიკოსი, კოტე მარჯანიშვილის ვაჟი (1903-1981 წწ).

მარჯანიშვილი თბილისის მეტროპოლიტენის სადგური მთავარ ხაზზე, „რუსთაველსა“და „ვაგზლის მოედანს“ შორის. ამოქმედდა 1966 წელს.

მარჯანიშვილის მწვერვალი - მწვერვალი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის ხეობაში.

მარჯანიშვილის სახელობის თეატრი - დაარსდა 1928 წელს ქუთაისში მე-2 სახლმწიფო თეატრის სახელწოდებით. 1930 წელს გადმოვიდა თბილისში, 1933 წელს მიენიჭა მარჯანიშვილის სახელი.

მარჯვე

1) ყოჩაღი, ხერხიანი, მოხერხებული.

2) შესაფერისი, ხელსაყრელი პირობები.

მარჯვენა

1) მარცხენის საპირისპირო მხარე, ამ მხარეს არსებული.

2) მარჯვენა ხელი.

მარჯვენა გენწვიში - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მარჯვენა პტიში - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მარჯვენა რკვია - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ბოსლევის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, ზესტაფონიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 230 ადამიანი.

მარჯვენა ხეორი - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, ხეორის მდგენელი.

მარჯვნივ - მარჯვენა მხარეს.

მარჯვნით - იგივეა, რაც მარჯვნივ.

მარჯნის ზღვა - ზღვა ავსტრალიის სანაპიროებთან, წყნარი ოკეანის აუზში.

მარჯნისფერი - რაც ფერით მარჯანს მოგვაგონებს.

მარჰამათი - ქალაქი უზბეკეთის ანდიჟანის ოლქში.

მასა (ლათ.)

1) სიდიდე, რომლითაც იზომება ნივთიერების რაოდენობა რაიმე სხეულში, სხეულის ინერციის ზომა მასზე მოქმედი ძალის მიმართ.

2) ცომისებური უფორმო ნივთიერება, შესქელებული ნარევი, რომლისგანაც, წარმოიქმნება, კეთდება რამე.

3) ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - მასები - რისამე დიდი რაოდენობა; მთლიანი ჯგუფი ხალხისა, ფართო მოსახლეობა.

4) ქალაქი იტალიაში, მასა-ე-კარარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (70 ათასი).

მასა ისააკ - ჰოლანდიელი ვაჭარი და რეზიდენტი რუსეთში (1587 - 1635 წლის შემდეგ)

მასაზრდოებელი - ვინც, რაც ასაზრდოებს, მარჩენელი.

მასაი

1) ზეგანი ტანზანიაში.

2) კენიასა და ტანზანიაში მცხოვრები ხალხი (670 ათასი).

მასაია - ქალაქი ნიკარაგუაში, ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მასალა

1) რისამე დასამზადებლად, საწარმოებლად საჭირო საგნები, ნედლეული.

2) ცნობები, ფაქტები, რომლებსაც იყენებენ საკვლევად, შესასწავლად.

მასალი - ქალაქი აზერბაიჯანის ლენქორანის დაბლობზე.

მასალიტინოვი ნიკოლაი - რუსი და ბულგარელი თეატრალური მოღვაწე, მსახიობი, რეჟისორი (1880-1961 წწ).

მასალსკი პაველ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში (1904-1979 წწ).

მასამუნე ჰაკუტიო - იაპონელი მწერალი (1879-1962 წწ).

მასანი - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეაში (500 ათასი).

მასაოკა (ნამდვილი გვარი ცუნენორი) სიკი - იაპონელი პოეტი (1867-1902 წწ).

მასაჟი (ფრანგ.) - სხეულის დაზელა მკურნალობის მიზნით.

მასარა - მთა დუშეთის, თიანეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

მასარიკი ტომაშ გარიგ - ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1918-35 წლებში, ფილოსოფოსი (1850-1937 წწ).

მასატენანგო - ქალაქი გვატემალაში, სუჩიტევეკესის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მასატლანი - ქალაქი-პორტი მექსიკის სინალოის შტატში (265 ათასი).

მასაუა - ქალაქი ერითრეაში, პორტი წითელი ზღვის ნაპირზე (20 ათასი).

მასაურა - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მასაჩუსეტსი

1) ატლანტის ოკეანის ყურე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროსთან.

2) შტატი აშშ-ს ატლანტის ოკეანის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 21,5 ათასი, მოსახლეობა - 6 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ბოსტონი.

მასახელებელი - ვინც ასახელებს, სახელს გაუთქვამს ვისმე, რასმე.

მასახუა - მექსიკაში მცხოვრები ინდიელი ხალხი (120 ათასი).

მასბატე - კუნძული ფილიპინების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში.

მასგრეივი - იხილე მაზგრეივი.

მასდარი (არაბ.) - (გრამატიკულად) ზმნის ფუძისაგან ნაწარმოები არსებითი სახელი.

მასედუ ჟოზე აგოშტინიუ დი - პორტუგალიელი მწერალი (1761-1831 წწ).

მასეიო - ქალაქი ბრაზილიაში, ალაგოასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (380 ათასი).

მასეისი (მეტსეისი) კვინტენ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1465-1530 წწ).

მასენა ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში.

მასენა ანდრე - საფრანგეთის მარშალი, ნაპოლეონის ომების მონაწილე (1758-1817 წწ).

მასეო ანტონიო - კუბელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1845-1896 წწ).

მასერუ - ლესოთოს დედაქალაქი; დაარსებულია 1869 წელს (30 ათასი).

მასესხებელი - ვინც ასესხებს.

მასი ნიკოლას - ნიდერლანდელი მხატვარი (1634 - 1693 წწ).

მასია (მასია ი ლიუსა) ფრანსისკო - კატალონიის (ესპანეთი) ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1859-933 წწ).

მასიამოვნებელი - ვინც ასიამოვნებს.

მასიასი სანტიაგო - ლეგენდარული პორტუგალიელი ტრუბადური, ლიტერატურული ნაწარმოებების გმირი (დაახლოებით 1340-1370 წწ).

მასიგუათი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მასივი (ფრანგ.)

1) გეოგრაფიულად ერთგვაროვანი დიდი სივრცე.

2) (საცხოვრებელი მასივი) სახლები, რომლებიც არქიტექტურულ მთლიანობას ქმნის.

მასიკოტი (ფრანგ.) - ტყვიის წითელი ამორფული მურდასანგი (ტყვიის ჟანგი); იყენებენ ყვითელი საღებავის, ტყვიის, თეთრას, ჭიქურის, საგოზავის და სხვათა დასამზადებლად.

მასინიონი ლუი - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1883-1962 წწ).

მასინისა - ნუმიდიის მეფე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 240-150 წწ).

მასირა - კუნძული არაბეთის ზღვაში, ეკუთვნის ომანს.

მასირე კუეტ - ბოტსვანის პრეზიდენტი 1980 წლიდან (დაიბადა 1925 წელს).

მასირებული - ერთ ადგილას თავმოყრილი, შეჯგუფებული, ბევრი ვისიმე, რისამე მიერ წარმოებული (მაგალითად მასირებული ავიაციის თავდასხმა).

მასიური

1) დიდი და მძიმე.

2) იგივეა, რაც მასობრივი.

მასიჰი შირვანი რუქნადინ მასუდ - აზერბაიჯანელი პოეტი, წერდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე (1580-1655 წწ).

მასკანი პიეტრო - იტალიელი კომპოზიტორი (1863-1945 წწ).

მასკარადი (ფრანგ.) - გასართობი საღამო, რომლის მონაწილეებს უკეთიათ ნიღბები და აცვიათ სახასიათო ტანისამოსი.

მაკარენის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში, ნაწილი ეკუთვნის მავრიკის, ნაწილი საფრანგეთის სამფლობელოა.

მასკარენის ქედი - წყალქვეშა ქედი ინდოეთის ოკეანეში.

მასკარი ელეტერ ელი ნიკოლა - ფრანგი ფიზიკოსი (1837-1908 წწ).

მასკარონი (იტალ.) - სკულპტურული სამკაული; წარმოადგენს ადამიანის სახეს ან ცხოველის თავს, რომელიც უკან სიბრტყივ არის ჩაჭრილი (ნიღაბივით).

მასკატი

1) ომანის დედაქალაქი, მდებარეობს ომანის ყურის სანაპიროზე (85 ათასი).

2) (მასკატის სასულთნო) - სასულთნო სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთში 1792-1970 წლებში, თანამედროვე ომანის ტერიტორიაზე.

მასკიგონი - ქალაქი აშშ-ს მიჩიგანის შტატში.

მასკილინი ნევილ - ინგლისელი ასტრონომი (1732 - 1811 წწ).

მასკულინიზაცია (ლათ.) - მდედრობითი სქესის ინდივიდისთვის მეორეული მამრობითი სქესობრივი ნიშნების გაჩენა, იგივე ვირილიზმი

მასლაათი (არაბ.) - თავშესაქცევი, გულის გადასაყოლებელი საუბარი, მუსაიფი, ბაასი.

მასლაჩენკო ვლადიმირ - რუსი ფეხბურთელი (მეკარე) და სპორტული კომენტატორი (1936-2010 წწ).

მასლეშა ვესელინ - იუგოსლაველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი (1906-1943 წწ).

მასლიაევი ვადიმ - რუსი ხუროთმოძღვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (დაიბადა 1914 წელს).

მასლოვი ვიქტორ - გამოჩენილი რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი (1910-1977 წწ).

მასმედია (ინგლ.) - კომუნიკაციის მასობრივი საშუალებანი.

მასნავი - იხილე მესნევი.

მასნე ჟიულ ემილ ფრედერიკ - ფრანგი კომპოზიტორი (1842-1912 წწ).

მასო ჟიუნიუს - ბელგიელი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1852-1909 წწ).

მასობრივი

1) ფართო წრეებისა, საყოველთაო.

2) მასებისათვის, ბევრისათვის განკუთვნილი, მრავალრიცხოვანი.

მასობრიობა - მასობრივის თვისება.

მასოლი ვიტალი - უკრაინის პრემიერ-მინისტრი 1987-90 და 1994-95 წლებში (დაიბადა 1928 წელს).

მასონი (ფრანგ. „თავისუფალი კალატოზი“) - მიმდევარი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობისა (მასონობისა), რომელიც შეიქმნა XVIII ს ინგლისში და შემდეგ გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში საიდუმლო საზოგადოებათა სახით.

მასონი ანდრე - ფრანგი მხატვარი, სიურრეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1896-1985 წწ).

მასონობა (ფრანკო-მასონობა) - იხილე მასონი1.

მასოპოუსტი იოზეფ - ჩეხი ფეხბურთელი (ნახევარმცველი) და მწვრთნელი; ევროპის 1962 წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1931-1996 წწ).

მასპერო ანრი - ფრანგი სინოლოგი და ინდოჩინეთის ენებისა და ისტორიის სპეციალისტი (1883 - 1945 წწ).

მასპინძელი - ოჯახში სტუმრის დამხვედრი, მიმღები.

მასპინძლობა - მასპინძლად ყოფნა.

მასპინძლობა - მასპინძლის დამახასიათებელი.

მასრა

1) ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში - მასრები - ჩოხის მკერდზე საგანგებო ბუდეებში ჩაწყობილი ცილინდრული მოკლე ღეროები სამკაულად (ძველად ასეთ ღრუ ღეროებში თითო გასროლა თოფისწამალს და ტყვია-საფანტს ინახავდნენ).

2) დაცლილი ვაზნა.

3) საქსოვი დაზგის ნაწილი, საზედაო ძაფის დასახვევი მოკლე ღერო, რომელიც მაქოში მოძრაობს.

4) ტიკის პატარა მილი ღვინის გადმოსასხმელად.

მასრებიანი - რასაც მასრები აქვს.

მას-სპექტომეტრი - ხელსაწყო ნივთიერების დაიონებული ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების) დასაყოფად მათი მასის მიხედვით; მაგნიტური და ელექტრული ველები ზემოქმედებას ახდენს ვაკუუმში მფრინავი იონების კონებზე.

მასტაბა (არაბ.) - ადრინდელ (ძვ.წ.აღ. 3000-2800 წწ) და ძველ (ძვ.წ.აღ. 2800-2250 წწ) სამეფოთა პერიოდი ძველი ეგვიპტუური სამარხების თანამედროვე სახელწოდება.

მასტარა - სოფელი სომხეთის თალინის რაიონში, სადაც შემორჩენილია შუა საუკუნეთა სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანეს ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია (VI-VII სს).

მასტეკი - ამერიკული კომპანია, რომელიც კომპიუტერული სკანერების წარმოების ლიდერად ითვლება მსოფლიოში.

მასტერ (ინგლ.) - ბატონო (ასე მიმართავენ ინგლისში ახალგაზრდას, იხმარება უფროსი შვილის სახელის ან გვარის წინ).

მასტერზი ედგარ ლი - ამერიკელი მწერალი (1869 - 1950 წწ).

მასტიკა (ბერძ.)

1) სანთლისა და საღებავის ნარევი იატაკის გასაპრიალებლად.

2) სხვადასხვა შემადგენლობის ცომისებური მასა, რომელსაც იყენებენ დასაწებებლად და პატარა ნაკეთობათა დასამზადებლად.

3) ზოგი მცენარის სურნელოვანი ფისი.

მასტიტი (ბერძ.) - (მედიც.) სარძევე ჯირკვლების ანთება, ძუძუს ანთება, მაწავართი, წყლისა.

მასტიფი - დოგის მაგვარ ძაღლთა ძველი ინგლისური ჯიში.

მასტიქსი - სურნელოვანი ფისი, რომელიც მოყვითალო წვეთების სახით გამოიყოფა დანამასტიკის ღეროს ჩაჭრისას; ჰაერთან შეხებისას იწყებს გამაგრებას.

მასტიხინი (იტალ.) - ფერმწერის ხელსაწყო, დანა, რომელსაც იყენებენ ტილოზე საღებავის დასადებად, პალიტრის გასაფხეკად, ტილოდან ზედმეტი საღებავის მოსაცილებლად და ა.შ.

მასტოდონტი (ბერძნ.) - დიდი განათხარი ცხოველი, სპილოს მსგავსი.

მასტოიდიტი (ბერძ.) - საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის ღრმულების ანთება, ხშირად წარმოადგენს შუა ყურის ჩირქოვანი ანთების გართულებას.

მასტრაკიო რიჩარდ ალან - ამერიკელი ასტრონავტი, 2000 წელს განხორციელებული ფრენის მონაწილე (დაიბადა 1960 წელს).

მასტროიანი მარჩელო - იტალიელი კინომსახიობი (1923-1996 წწ).

მასტურბაცია - იგივეა, რაც ონანიზმი.

ალ-მასუდი აბუ -ჰასან ალი იბნ ალ-ჰუსაინ - არაბი ისტორიკოსი და მოგზაური (IX-X სს).

მასულდგმულებელი - ვინც, რაც ასულდგმულებს, სულის ჩამდგმელი, მაცოცხლებელი.

მასულიპატნამი - იხილეი მაჩალიპატნამი.

მასშტაბი (გერ.)

1) რუკაზე ნახაზზე და მისთანებზე არსებული ხაზების სიგრძის შეფარდება ნამდვილ სიგრძესთან.

2) (გადატანით) რისამე ზომა, მნიშვნელობა, გაქანება.

მასშტაბური

1) მასშტაბთან დაკავშირებული.

2) (გადატანით) დიდი მასშტაბის, დიდი მნიშვნელობის.

მასშტაბურობა (წიგნ.) - დიდი მასშტაბი, დიდი სიღრმე, გაქანება რისამე.

მასწავლებელი

1) სპეციალური განათლების მქონე პირი, რომელიც, ჩვეულებრივ, სკოლაში ასწავლის რაიმე საგანს.

2) რაიმე მოძღვრების შემქმნელი, მამამთავარი.

მასწავლებლობა

1) მასწავლებლად ყოფნა, მასწავლებლის საქმიანობა.

2) მასწავლებელთა ერთობლიობა.

მასხარა (სპარს.)

1) ვინც მასხარაობს, ლაზღანდარობს.

2) კომიკური პერსონაჟი, კლოუნი.

3) (ძვ.) იგივეა, რაც ხუმარა.

მასხრული - მასხარის დამახასიათებელი.

მასჯედე-სოლეიმანი - ქალაქი ირანის ხუზისტანის ოსტანში.

მასჰადოვი ასლან - ჩეჩნეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი, 1997 წლიდან ჩეჩენთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (დაიბადა 1951 წელს).

მატაამბრე (მინას-დე-მატიამბრე) - სამთამადნო მრეწველობის ცენტრი კუბაში.

მატაბელე

1) ზეგანი ზიმბაბვეში.

2) ზიმბაბვეში მცხოვრები ხალხი (2 მილიონამდე).

მატაგალაპა - ქალაქი ნიკარაგუაში (40 ათასი).

მატადი - ქალაქი-პორტი კონგოში (170 ათასი).

მატადორი (ესპ.) - ხარების ბრძოლის მთავარი მონაწილე, რომელიც დაშნის გადამწყვეტი ჩაცემით კლავს ხარს, ტორეადორი.

მატავული სიმა - სერბი მწერალი (1852-1908 წწ).

მატა-მატა - კუს სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან.

მატამოროსი - ქალაქი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტამაულიპასის შტატში (270 ათასი).

მატანი

1) სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე მატანისხევის (ალაზნის სისტემა) ნაპირებზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 570 მეტრი, ახმეტიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5474 ადამიანი.

2) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი „ცხრაკარა“, რომელიც სოფელ მატანის დასავლეთით 3-4 კმ-ზე დგას. კომპლექსში შედის გალავანში მოქცეული რამდენიმე ეკლესია და სხვა ნაგებობები. მონასტრის მთავარი შენობა, V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა, აგებულია რიყისა და ნატეხი ქვით. ინტერიერის ზოგიერთი ნაწილი შირიმის გათლილი კვადრებით არის ამოყვანილი. ბაზილიკას სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან ეკვრის ერთნავიანი ეკლესიები, რომლებიც VIII-IX საუკუნეებში ბაზილიკოს შეკეთების დროს მიუშენებიათ. XV-XVI საუკუნეებში ჩრდილოეთ ნავსა და ჩრდილოეთით მიშენებულ ეკლესიაზე სამრეკლო დააშენეს. ამავე ხანას მიეკუთვნება მოხატულობაც. ბაზილიკის დასავლეთით კარგად გათლილი ქვის კვადრებით მოპირკეთებული მცირე ზომის ეკლესია დგას (გვიანდელი შუა საუკუნე).

მატანოვიჩი ალექსანდრე - იუგოსლაველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1930 წელს).

მატანსასი - ქალაქი კუბაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათას).

მატანტალა - იგივეა, რაც მაწანწალა.

მატაოცი (საუბრისას) - ვისაც თავისი ყველაფერი უკვირს, ვინც თავისას სხვას ახარბებს, ვინც ყველაფერს იოცებს.

მატაოცობა - მატაოცის თვისება.

მატაპანი - იხილე ტენარონი.

მატარა

1) ქალაქი-პორტი შრი-ლანკაში.

2) ძვ.წ.აღ. VI ათასწლეულის გორანამოსახლარი ერაყის ქალაქ ქირქუქის სამხრეთით.

მატარამი - ინდონეზიის სახელმწიფო კუნძულ იავაზე VIII-XI და XVI-XVIII საუკუნეებში.

მატარებელი

1) ერთმანეთზე გადაბმული სარკინიგზო ვაგონების შემადგენლობა, რომელიც, ჩვეულებრივ, ლოკომოტივს დაჰყავს.

2) იტყვიან კარგ საჯდომ ცხენზე.

3) რისამე მქონე.

4) მოწყობილობა, რომელსაც შორ მანძილზე მიაქვს რამე.

მატა ჰარი (ნამდვილი სახელი და გვარი მარგარეტ ჰერტრუდა ზელე) - ჰოლანდიელი მოცეკვავე და მსახიობი, პირველი მსოფლიო ომის დროს ეწეოდა ჯაშუშობას, რის გამოც სიკვდილით იქნა დასჯილი საფრანგეთის სამხედრო სასამართლოს განაჩენის თანახმად (1876-1917 წწ).

მატე (ესპან.-კეჩუას სამხრეთამერიკელი ინდიელების ენიდან)

1) მარადმწვანე ხე, რომელიც სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული (სხვანაირად: პარაგვაის ჩაი).

2) ამ ხის გამხმარი ფოთლები, რომლებისგანაც სამხრეთ ამერიკაში ჩაის მსგავს სასმელს აყენებენ, თვით ეს სასმელი.

3) გოგრისაგან გაკეთებული პატარა ჭურჭელი ამ სასმელის დასალევად.

მატევი პაველ ხრისტოვ - ბულგარელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1924 წელს).

მატეიკა ინდრჟიხ - ჩეხი ანთროპოლოგი (1862-1941 წწ).

მატეიკო იან - პოლონელი ფერმწერი (1838-1893 წწ).

მატელოტი (ფრანგ.)

1) მეზობელი ხომალდი მწყობრში.

2) საბავშვო მატროსული კოსტიუმი.

მატენადარანი - მესროპ მაშტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტი ერევანში. შექმნილია 1920 წელს. მოიცავს 120 ათასამდე ხელნაწერს.

მატეოტი ჯაკომო - იტალიის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1885-1924 წწ).

მატერა - ქალაქი სამხრეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

მატერია (ლათ.)

1) ობიექტური რეალობა, ადამიანის ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად არსებული.

2) ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ყველა ფიზიკური სხეული.

3) იგივეა, რაც ქსოვილი.

მატერიალიზმი (ფრანგ.) - მეცნიერულ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელსაც, წინააღმდეგ იდეალიზმისა, მატერია, ბუნება, ყოფიერება მიაჩნია პირველადად, იდეა, ცნობიერება, სული კი - მეორეულად.

მატერიალისტი - ფილოსოფიური მატერიალიზმის მიმდევარი.

მატერიალური

1) რაც მატერიას წარმოადგენს, ნივთიერი, ფიზიკური, რეალური, ხორცშესხმული.

2) ქონებრივი, ეკონომიკური.

მატერიკი

1) იგივეა, რაც კონტინენტი.

2) ჰაგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი, დედათა ცხოვრების წიგნი.

მატერნუსი - გალიასა და ესპანეთში 186-187 წლებში ანტირომაული აჯანყების ბელადი.

მატერჰორნი - მწვერვალი იტალიაში, აპენინის ალპებზე.

მატვეევა

1) ნოველა - რუსი პოეტი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

2) სვეტლანა - რუსი მოჭადრაკე ქალი, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1969 წელს).

მატიანე

1) ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური ჩანაწერი.

2) (გადატანით) ისტორია.

მატიანე ქართლისა - XI საუკუნის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულება, რომელშიც გადმოცემულია VIII-XI საუკუნეების საქართველოს ისტორია.

მატიასი რობერტ - იხილე მათიასი .

მატვეევი ევგენი - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1922 წელს).

მატიაშ ჰუნიადი (მათიას კორვინუსი) - უნგრეთის მეფე (1443-1490 წწ).

მატიდა - ქალაქი იაპონიაში, ტოკიოს ქალაქი-თანამგზავრი (360 ათასი).

მატიე ემილ ლეონარდ - ფრანგი მათემატიკოსი და ასტრონომი (1835-1890 წწ).

მატიე მირეი - ესტრადის ფრანგი მომღერალი (დაიბადა 1946 წელს).

მატიე ჟორჟ - ფრანგი მხატვარი, ტაშიზმის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი (დაიბადა 1921 წელს).

მატიეზი ალბერ - ფრანგი ისტორიკოსი (1874-1932 წწ).

მატილდა - ტოსკანის მარკგრაფი ქალი (1046-1115 წწ).

მატინგლი ტომას - აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი, 1968 და 1982 წლების ფრენის მონაწილე (დაიბადა 1936 წელს).

მატინე (ფრანგ.) - ქალის ერთგვარი საშინაო დილის ხალათი.

მატისენი ოსკარ - ნორვეგიელი სპორტსმენი, ციგურებით მორბენალი, ამ სახეობის ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი XX საუკუნის დასაწყისში (1888 - 1965 წწ).

მატისენი ფრანსის ოტო - ამე-რიკელი ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი (1902-1950 წწ).

მატისი ანრი ემილ ბენუა - ფრანგი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე (1869-1954 წწ).

მატიტელა (Polygonum aviculare) - ერთწლოვანი ბალახი, აქვს დატოტვილი ღერო, მეტწილად გართხმული, იკეთებს ფოთლების იღლიებში განლაგებულ პატარა ყვავილებს, ისხამს სამწახნაგოვან ნაყოფს, იყენებენ შინაური ფრინველის საკვებად.

მატიურინი ჩარლზ რობერტ - ინგლისელი მწერალი (1782-1824 წწ).

მატკოვიჩი მარიან - ხორვატი დრამატურგი (1915 - 1985 წწ).

მატლი

1) ჭია, მწერი და მისთანები თავისი განვითარების ერთ-ერთ პირველ სტადიაში.

2) იგივეა, რაც ჭია.

მატლიანი - რასაც მატლი ახვევია.

მატლოტი (ფრანგ.)

1) მატროსების ცეკვა.

2) საჭმელი ერთგვარი, თევზის ნაჭრები წითელი ღვინისა და სანელებლების სოუსით.

მატნისხევი - მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

მატოზინიუში - ქალაქი პორტუგალიის დორუ-ლიტორალის პროვინციაში.

მატოიერი ვოლფგანგ - გერმანელი მხატვარი (დაიბადა 1927 წელს).

მატოჩკინ-შარი - სრუტე ახალი მიწის ჩრდილო და სამხრეთ კუნძულებს შორის, აკავშირებს ბარენცის და კარის ზღვებს. სიგრძე - 98 კილომეტრი, უმცირესი სიგანე - 0,6 კილომეტრი.

მატჟი რობერტ ელიას მოჰოტო - ლესოთოს კომპარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (დაიბადა 1922 წელს).

მატრა - ვულკანურ მასივი კარპატებში, უნგრეთი.

მატრაბაზი (სპარს.) - მეტიჩარა, მატრაკვეცა, მატყუარა.

მატრაკვეცა - მეტიჩარა, არამკითხე.

მატრაკვეცობა - მატრაკვეცას თვისება.

მატრასი (გერმ.)

1) ლეიბი, ქვეშაგი.

2) საწოლის მოსახსნელი ნაწილი, წარმოადგენს ზამბარებიან ჩარჩოს, რომელზედაც მკვრივი ქსოვილი არის გადაკრული.

მატრიარქალური - მატრიარქატის დროინდელი, მატრიარქატის დამახასიათებელი.

მატრიარქატი (ლათ.) - პირველყოფილ-თემური წყობილების ადრეული ფორმა, რომლის დროსაც გვაროვნული ჯგუფები იქმნებოდა ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე და სამეურნეო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალი იყო გაბატონებული.

მატრიკული (ლათ.) - უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის ჩათვლის წიგნაკი.

მატრიმონიალური (ლათ.) - ქორწინებასთან, ცოლქმრობასთან დაკავშირებული.

მატრიცა (გერმ.)

1) (პოლიგრ.) ლითონის ჩაღრმავებული ფორმა შრიფტის ჩამოსასხმელად.

2) (პოლიგრ.) მუყაოს ჩაღრმავებული ფორმა სტერეოტიპის ჩამოსასხმელად.

3) გარკვეული წესით განლაგებულ მათემატიკურ სიდიდეთა ცხრილი.

მატრონა (ლათ.) - ძველ რომაელებში: საპატიო ქალი, ოჯახის დედა.

მატრონიმი (ფრანგ.) - გვარი, რომელიც წარმოდგება დედის სახელიდან.

მატროსი (ჰოლანდ.) - რიგითი მეზღვაური.

მატროსოვი ალექსანდრე - გვარდიის რიგითი მებრძოლი, საბჭოთა კავშირის გმირი; 1943 წელს საკუთარი სხეულით გადაეფარა მტრის საცეცხლე წერტილს (ამბრაზურას) (1924-1943 წწ).

მატსალუ - ნაკრძალი ესტონეთში; დაარსებულია 1957 წელს.

მატუა - კუნძული კურილის კუნძულებში, სადაც სარიჩევის ვულკანი იფრქვევა.

მატუარი (ფრანგ.) - ლითონზე გრავირებისათვის, ჭრისათვის საჭირო ხელსაწყო.

მატუ-გროსუ

1) ზეგანი ბრაზილიაში.

2) შტატი ბრაზილიის დასავლეთ ნაწილში, ფართობი - 901 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,7 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - კუიაბა.

მატუ-გროსუ-დუ-სული - შტატი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 357,5 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,8 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - კამპუ-გრანდი.

მატულოვიჩი მილან - იუგოსლაველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1935 წელს).

მატური (ძვ.) - საფლავზე დადგმული ქანდაკება, ძეგლი.

მატურინი - ქალაქი ვენესუელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მონაგასის შტატში (210 ათასი).

მატუსი გრეგორიუ დი - ბრაზილიელი პოეტი (1633 - 1696 წწ).

მატუსოვსკი მიხაილ - რუსი პოეტი (1915-1990 წწ).

მატუტე ანა მარია - ესპანელი მწერალი ქალი (1926-1990 წწ).

მატუშევსკი ვინცენტი - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1870-1918 წწ).

მატყვევებელი - იგივეა, რაც დამატყვევებელი.

მატყლი - ზოგიერთი ცხოველის ბეწვი.

მატყლიანი - მატყლის შემცველი.

მატყუარა

1) ვისაც ტყუილი სჩვევია, ცრუ.

2) უღელტეხილი ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ლეჩხუმის ქედზე.

მატყუარობა - მატყუარას თვისება.

მატჩ-ბოლი (ინგლ.) - ჩოგბურთში, ისეთი მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთ მხარეს მატჩის მოსაგებად მხოლოდ ერთი ბურთის მოგება აკლია.

მატჩი (ინგლ.) - შეჯიბრება სპორტის რომელიმე სახეობაში ორ ან რამდენიმე სპორტსმენს ანდა გუნდს შორის.

მატჩიში (ფრანგ.) - ცეკვა ერთგვარი.

მაუდი - მტკიცე, მჭიდროდ ნაქსოვი ბუსუსიანი შალის ქსოვილი.

მაუზერი ძმები: ვილჰელმ (1834-1882 წწ) და პაულ (1838-1914 წწ) - გერმანელი ინჟინრები და იარაღის მწარმოებლები.

მაუზერი - ერთგვარი ავტომატური პისტოლეტი, კალიბრი - 7,63 მმ. ყველაზე ცნობილი მოდელი იწარმოებოდა 1896 წლიდან.

მაულბერჩი (მაულპერჩი) ფრანც ანტონ - ავსტრიელი ფერმწერი და ოფორტისტი (1724-1796 წწ).

მაუნა-კეა - ჩამქრალი ვულკანი კუნძულ ჰავაიზე (4205 მ).

მაუნა-ლოა - მოქმედი ვულკანი კუნძულ ჰავაიზე (4170 მ).

მაუნტ-აიზა - ქალაქი ავსტრალიის კუინზლენდის შტატში.

მაუნტბეტენი ლუის - დიდი ბრიტანეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინდოეთის ვიცე-მეფე (1900-1979 წწ).

მაუნტენბაიკი - ველოსპორტის სახეობა, რბოლა მთაგორიან ადგილებში.

მაუნტ-ვერნონი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში.

მაუნტ-ლავინია - ქალაქი შრი-ლანკაში.

მაუნტ-ლოფტი (ლოფტი) - ქედი ავსტრალიაში.

მაურა (მაურა მონტანერი) ანტონიო - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე (1853-1925 წწ).

მაურერი გეორგ - გერმანელი პოეტი (1907-1971 წწ).

მაურერი გეორგ ლუდვიგ ფონ - გერმანელი ისტორიკოსი (1790-1872 წწ).

მაურერი იონ გეორგე (რუმინეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1902-1985 წწ).

მაურვებელი - მანუგეშებელი.

მაურიები - სამეფო დინასტია ინდოეთში (ძვ.წ.აღ. IV-II სს).

მაუტნერი ფრიც - გერმანელი მწერალი (1849 - 1923 წწ).

მაუტჰაუზენი - ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკი ავსტრიაში, სადაც 1938-45 წლებში 122 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.

მაუწყებელი

1) ვინც აუწყებს ვისმე რამეს.

2) (გადატანით) რაც წინ უძღვის რასმე, რასაც უნდა მოჰყვეს რამე.

მაფეი შიპიონე - იტალიელი მწერალი (1675-1755 წწ).

მაფეკინგი - ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

მაფია

1) კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ეკუთვნის ტანზანიას.

2) (იტალ.) - საიდუმლო ორგანიზაცია იტალიაში, შეიქმნა კუნძულ სიცილიაზე XVIII საუკუნის ბოლოს, მიმართავს ტერორსა და მკვლელობას, მოგვიანებით დამკვიდრდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში XX საუკუნეში ასე უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთ განგსტერულ ორგანიზაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მაფრაშა - ფარდაგის მსგავსი ქსოვილისაგან შეკერილი განიერი ოთხკუთხი ტომარა, ხმარობდნენ ლოგინისა და ტანისამოსის გადასატანად.

მაქათუბანი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ბორითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ხელმოსმულის ხეობაში. ზღვის დონიდან - 640 მეტრი. ხარაგაულიდან - 26 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 471 კაცი.

მაქაიროდი (ბერძნ.) - განათხარი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა, თანამედროვე ვეფხვზე დიდი, ჰქონდა ხმლისებრი ზედა ეშვები (სხვანაირად: ხმალკბილა ვეფხვი).

მაქართა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემის საკრებულო), მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. ზღვის დონიდან - 1320 მეტრი, დუშეთიდან - 59 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 46 კაცი.

მაქებარი - ვინც აქებს.

მაქებელი - იგივეა, რაც მაქებარი.

მაქინაცია (ლათ.) - არაკეთილსინდისიერი ხერხი რაიმე მიზნის მისაღწევად, ხრიკი.

მაქთიმყული (ფსევდონიმი - ფრაღი) - XVIII საუკუნის თურქმენი პოეტი, პოეტ აზადი დოვლეთმამედის შვილი.

მაქმანი - სახეებიანი თხელი ბადურა ქსოვილი, ხმარობენ ტანსაცმლისა და თეთრეულის მოსართავად. ბადე წვრილად და თხლად ქსოვილი, ვითარცა მერდინი (საბა).

მაქმანიანი - რაც მაქმანითაა გაწყობილი.

მაქნისი - რაიმესათვის საჭირო, გამოსადეგი (ჩვეულებრივ კითხვითი ფორმით - რის მაქნისი?).

მაქო

1) საქსოვი დაზგის ნაწილი, მასრის ჩასადები მოგრძო ოვალური კოლოფი.

2) საკერავი მანქანის ასეთივე ან მრგვალი ნაწილი.

მაქრანი - მთები ირანსა და პაკისტანში.

მაქსაკოვა მარია - რუსი მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრში (1902-1974 წწ).

მაქს ბადენელი - ბადენის ტახტის მემკვიდრე. გერმანიის რაიხსკანცლერი (1867-1929 წწ).

მაქსველი ჯეიმზ კლარკ - ინგლისელი ფიზიკოსი (1831-1879 წწ).

მაქსველი (ფიზ.) - მაგნიტური ნაკადის საზომი ერთეული (ინგლისელი ფიზიკოსის ჯ. მაქსველის გვარის მიხედვით).

მაქსიმა (წიგნ.) - ლოგიკური ან ეთიკური პრინციპი, ქცევის წესი, ნორმა, რომელიც გამოთქმულია მოკლე ფორმულის სახით.

მაქსიმალიზმი - რაიმე უკიდურესი მოთხოვნის წამოყენება, გადაჭარბებულობა.

მაქსიმალური - ყველაზე დიდი, უდიდესი.

მაქსიმე I (მაჭუტაძე) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1639-57 წლებში, მანამდე - შემოქმედის ეპისკოპოსი.

მაქსიმე II (აბაშიძე) - დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1776-95 წლებში.

მაქსიმე აღმსარებელი - ბიზანტიელი მოაზროვნე და ღვთისმეტყველი (დაახლოებით 580-662 წწ).

მაქსიმი ჰაიარემ სტივენზ - იარაღის ამერიკელი კონსტრუქტორი და მეწარმე (1840-1916 წწ).

მაქსიმი - პირველი სადაზგო ტყვიამფრქვევი, რომელიც ჰ.მაქსიმის მიერ იქნა შექმნილი 1883 წელს, კალიბრი 7,62 მ.

მაქსიმიანე მარკუს ავრელიუს ვალერიუს - რომის იმპერატორი 286 - 305 წლებში (240 - 310 წწ).

მაქსიმილიან I - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი 1493 წლიდან (1459-1519 წწ).

მაქსიმილიან I ჰაბსბურგი - ავსტრიის ერცჰერცოგი, მექსიკის იმპერატორი 1864-67 წლებში (1832-1867 წწ).

მაქსიმილიან II - „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1527-1576 წწ).

მაქსიმილიან ბავარიელი - ბავარიის ჰერცოგი, კურფიურისტი (1573-1651 წწ).

მაქსიმინუსი გაიუს იულიუს ვერუს - რომის იმპერატორი 235 წლიდან (172-238 წწ).

მაქსიმოვა ეკატერინა - რუსი მოცეკვავე ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა (დაიბადა 1939 წელს).

მაქსიმოვიჩი დესანკა - სერბი მწერალი ქალი (1898-1985 წწ).

მაქსიმუმი (ლათ.) - ყველაზე მეტი, უდიდესი ოდენობა.

მაქციაობა - პერსონაჟის ზოომორფული სახეცვლილება ფოლკლორში.

მაღაზია - სადგომი, შენობა, სადაც რამეთი ვაჭრობენ.

მაღალაანთ ეკლესია (მაღალაანთ ეკლესიის ანსამბლი) - XII საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის შემოგარენში.

მაღალაშვილი ედიშერ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს რუსთაველის სახელობის თეატრში (დაიბადა 1925 წელს).

მაღალაშვილი იოსებ - მოჭიდავე (სამბო, 52 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1974) და მეორე პრიზიორი (1975), მსოფლიოს თასის მფლობელი (1977), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 77), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (დაიბადა 1952 წელს).

მაღალაშვილი თენგიზ - თეატრისა და კინოს რეჟისორი (1927-1985 წწ).

მაღალაშვილი ქეთევან - ფერმწერი-პორტრეტისტი ქალი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1894-1973 წწ).

მაღალაძეები - ქართველი მწიგნობარ-კალიგრაფები (XVII-XVIII სს).

მაღალახევისღელე - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის მარცხენა შენაკადი.

მაღალთაძე როინ - მოჭიდავე (ძიუდო, 66 და 70 კგ), 1968 წლის ევროპის ჩემპიონი (დაიბადა 1941 წელს).

მაღალი

1) პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა ნიშნავს: 1) მაღალი რისამე მქონეს. 2) მეტისმეტად, დიდად, ფრიად.

2) დიდი სიმაღლისა, ქვევიდან ზევითკენ დიდი ზომისა.

3) დიდი ციფრებით გამოხატული, ნორმალურზე მეტი.

4) წვრილი, წკრიალა.

5) დიდი, მნიშვნელოვანი.

6) საპატიო, სასახელო.

7) ღირსეული დიადი.

მაღალი ეწერი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

მაღალ-მაღალი - საკმაოდ მაღალი.

მაღალმთიანი - მაღალ მთებში არსებული.

მაღალფარდოვანი - საგანგებოდ, ხელოვნურად გართულებული, უბრალოებას მოკლებული.

მაღალქუსლიანი - რასაც მაღალი ქუსლი აქვს.

მაღალყელიანი - რასაც მაღალი ყელი აქვს.

მაღალჭერიანი (საუბრისას) - იტყვიან მაღალ ოთახზე, დარბაზზე.

მაღალხარისხოვანი - მაღალი ხარისხისა.

მაღაო - ცხენის მწვავე ინფექციური დაავადება.

მაღარა - მღვიმე ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

მაღარიჩი (არაბ.) - (საუბრისას) რაიმე სასიამოვნო საქმის აღსანიშნავად გამართული მასპინძლობა, პურ-მარილი.

მაღარო

1) მიწის წიაღიდან მადნეულის მომპოვებელი საწარმო.

2) სოფლების ზემო მაღაროსა და ქვემო მაღაროს გავრცელებული სახელწოდება (სიღნაღის მუნიციპალიტეტი).

მაღაროსკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების მაღაროსხევისა და ფშავის არაგვის შესართავთან. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 17 სოფელს: არბაჩხანი, აფშო, გომეწარი, გუდარახი, ინო, კანატია, კაწალხევი, კუჭეჭა, მაღაროსკარი, მიგრიაულთა, საშევარდნო, ქალილო, შარახევი, ჩარგალი, წიფრანი, ხილიანა, ხომი). ზღვის დონიდან - 920 მეტრი, დუშეთიდან - 38 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 280 კაცი.

მაღაროსკარის თემის საკრებულო - იხილე სოფელი მაღაროსკარი.

მაღაროსხევი

1) (მაღაროულა) მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ერთვის ფარავნის ტბას.

მაღაროულა - იხილე მაღაროსხევი.

მაღაწალნი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედზე (სიმაღლე - 2608 მეტრი).

მაღელვებელი - იგივეა, რაც ამაღელვებელი.

მაღვიძარა - საათი, რომელიც დანიშნულ დროზე რეკავს.

მაღი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მაღიარებელი - ვინც აღიარებს.

მაღლა

1) დიდ სიმაღლეზე, ზევით.

2) იგივეა, რაც ხმამაღლა.

3) ზემო, ზედა.

მაღლაკი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარცხენა მხარეს. ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 90 მეტრი, წყალტუბოდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5260 კაცი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში.

მაღლაკონი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მაღლა-მაღლა - სულ მაღლა და მაღლა.

მაღლარი - მაღალ ხეზე ასული ვაზი.

მაღლაფერიძე თეიმურაზ - მწერალი (1936-1990 წწ).

მაღლივი - ძალიან მაღალი, მაღალსართულიანი.

მაღლიკი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ეიცის მარცხენა შენაკადი.

მაღლობი - მაღალი, მთაგორიანი ადგილი, გორა, გორაკი.

მაღმერთებელი - იგივეა, რაც გამაღმერთებელი.

მაღნარი - ხშირი და შამბიანი ტყე მთაში.

მაღრაანი

1) სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მაჭარეულის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: არგოხი, მაღრაანი, ფიჩხოვანი). ზღვის დონიდან - 500 მეტრი, ახმეტიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 577 ადამიანი. სოფლის მიდამოებშია ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), ხევსურეთის არაგვის მარცხენა მხარეს, ლიქოკისხევის ხეობაში. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

მაღრანდვალეთი - ისტორიული მხარე-თემი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ლიახვის სათავეში, ძირითადად მოიცავდა ახლანდელი ჯავის მუნიციპალიტეტის ედისის თემის საკრებულოს ტერიტორიას. სახელწოდება პირველად გვხვდება XIV საუკუნეში და ნიშნავს ტყიანზე (მაღნარი) დართულ მხარის სახელს (დვალეთი).

მაღრანი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფაანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, მის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1600 მეტრი, დუშეთიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 74 კაცი.

2) (Pyrrhocorax) - ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა.

მაღრაძე დავით - პოეტი (დაიბადა 1962 წელს).

მაღრაძე ელგუჯა - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი (დაიბადა 1927 წელს).

მაღრიბი

1) რეგიონი ჩრდილოეთ აფრიკაში, აერთიანებს ალჟირს, ლიბიას, მავრიტანიას, მაროკოს, ტუნისს და დასავლეთ საჰარას.

2) მაროკოს მეორე სახელი.

მაყალი - ნახშირის გასაჩაღებელი თავღია ღუმელი.

მაყარი - მეფე-დედოფლის მხლებელი ქორწილში.

მაყაშვილი კონსტანტინე - პოეტი, საზოგადო მოღვაწე (1875-1927 წწ).

მაყაშვილი სიმონ - XVII საუკუნის შუა წლების დიპლომატი, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ელჩი მოსკოვში.

მაყაშვილი შალვა - მხატვარი (1903-1990 წწ).

მაყვალა (პოეტ.) - მაყვალივით შავი.

მაყვალი (ღუბუს)

1) ეკლიანი ბუჩქი, იკეთებს მტევნებად შეკრულ თეთრ ან მოწითალო ყვავილებს, ისხამს წვნიან, ტკბილ შავ ნაყოფს.

2) ამ ბუჩქის ნაყოფი.

მაყვლიანი - ადგილი, სადაც ბევრი მაყვალი ხარობს.

მაყვლისფერი (პოეტ.) - მაყვალივით შავი.

მაყვლობა - მაყვლის მწიფობის დრო.

მაყვლოვანი - იგივეა, რაც მაყვლიანი.

მაყრიონი - მაყრები ერთობლივ.

მაყრული - საქორწილო სიმღერა, რომელსაც მაყრები მღერიან.

მაყურებელი

1) მაყურებელი ვინც უყურებს ვისმე, რასმე, მაცქერალი.

2) მაყურებელი რაიმე სანახაობის დამსწრე.

მაშ - ნაწილაკი: აღნიშნავს 1) დასკვნას. 2) დასტურს.

მაშა - ორად მოკეცილი იარაღი რისამე ჩასავლებად, მოსაჭერად ან ასაღებად.

მაშადუ (მაშადუ გიმარაინში) ბერნარდინუ - პორტუგალიის პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი (1851-1944 წწ).

მაშადუ ,ასისი ჟოაკინ მარია - ბრაზილიელი მწერალი (1839-1908 წწ).

მაშავერა (1949 წლამდე გორუნჯუკი) - სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

მაშარაბი - ბროწეულის წვენი, საწებლად მოდუღებული.

მაშასადამე - კავშირი: ამნაირად, ამგვარად, ესე იგი.

მაშბაში ისააკ - ადიღეელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

მაშელი სამორა - მოზამბიკის პრეზიდენტი 1975-86 წლებში (1933-1986 წწ).

მაშეროვი პეტრე - 1965-80 წლებში ბელორუსიის კომუნისტურიპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის გმირი (1918 - 1980 წწ).

მაშვალი (კუთხ.) - იგივეა, რაც მაჭანკალი.

მაშველი - ვინც, რაც შველის; დამხმარე.

მაშვლობა (კუთხ.) - იგივეა, რაც მაჭანკლობა.

მაშვრალი (ძვ.)

1) მშრომელი.

2) დიდად ნაშრომი, ნაჯაფი, დაღლილი, დაქანცული.

მაშია

1) ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი, უცხვირო და უსაქუსლო.

2) ფეხსაცმელი ერთგვარი, ქოშის მსგავსი, იცოდნენ ძველად.

მაშინ - იმ დროს, იმ მომენტში.

მაშინალური (ფრანგ.) - უნებლიე.

მაშინდელი - ვინც ან რაც მაშინ იყო, იმდროინდელი.

მაშინვე - იმ წამსვე, იმავე დროს.

მაშინღა - მხოლოდ მაშინ.

მაშკოვი ილია - რუსი ფერმწერი (1881-1944 წწ).

მაშნაარი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

მაშო გილიომ დე - იხილე გილიომ დე მაშო.

მაშრაბი ბაბარაჰიმ - უზბეკი პოეტი და მოაზროვნე (1657-1711 წწ).

მაშრიყი - არაბული სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნების საერთო სახელწოდება.

მაშუკი - მთა ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკის მახლობლად (993 მ).

მაშხალა - იგივეა, რაც ჩირაღდანი.

მაჩაბელა - ქართული კულტურის მოღვაწე XVIII საუკუნის II ნახევარში, ერეკლე II-ის კარის თეატრის მსახიობი. გმირულად დაიღუპა კრწანისის ბრძოლაში.

მაჩაბელი დავით - პოეტი (1814-1873 წწ).

მაჩაბელი იასე - XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ელჩი ჩრდილოეთ კავკასიაში.

მაჩაბელი ივანე - თეატრის მოღვაწე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, შექსპირის პიესების მთარგმნელი ქართულ ენაზე (1854-1898 წწ).

მაჩაბლები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში, სამაჩაბლოს მფლობელები.

მაჩადო (მაჩადო ი მორალესი) ხერარდო - კუბის პრეზიდენტი 1924-33 წლებში (1871-1939 წწ).

მაჩადო რუისი ანტონიო - ესპანელი პოეტი (1875-1939 წწ).

მაჩადო რუისი მანუელ - ესპანელი პოეტი (1874-1947 წწ).

მაჩაიძე გოჩა - თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი 1973-80 წლებში (დაიბადა 1950 წელს).

მაჩაიძე მანუჩარ - ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1967-68, 1969-80, გუნდის კაპიტანი), თბილისის „ლოკომოტივში“ (1969), ტაშკენტის „ფახთაქორში“ (1980), მოსკოვის „სპარტაკსა“ (1981) და ქუთაისის “ტორპედოში” (1981-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში - 325 (43 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ოთხგზის მესამე (1971, 72, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ორგზის ფინალისტი (1970, 80) (დაიბადა 1949 წელს).

მაჩალიპატანამი (ბანდარი, პასულიპატნამი) - ქალაქი ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატში.

მაჩანჩალა

1) ვინც, რაც სხვას ჩამორჩება.

2) (გადატანით-დამცირებით) უპრინციპო მიმდევარი ვისიმე, რისიმე.

მაჩანჩალობა - მაჩანჩალას თვისება, მაჩანჩალად ყოფნა.

მაჩედონსკი ალექსანდრუ - რუმინელი პოეტი (1854-1920 წწ).

მაჩეკი ვლადიმირ - იუგოსლავიის სახელმწიფო მოღვაწე (1879-1964 წწ).

მაჩეტე (ესპ.) - დიდი დანა, რომლითაც შაქრის ლერწამს ჭრიან.

მაჩეტერო (ესპ.) - კუბაზე, მაჩეტეთი შაქრის ლერწმის მომჭრელი მუშა (ძველად: მოჯამაგირე).

მაჩვი (Males meles minor) - საშუალო ზომის მტაცებელი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა.

მაჩვენებელი

1) ვინც, რაც აჩვენებს, უთითებს რამეზე.

2) რის მიხედვითაც შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ რაიმე მოვლენის ან პროცესის ვითარება-მდგომარეობაზე.

3) ინდექსი, საძიებელი.

მაჩვზღარბი (Hystricidae) - ძუძუმწოვარი მღრღნელთა რაზმისა, ზურგი და გვერდები დაფარული აქვს გრძელი ეკლებით.

მაჩვიბი - იგივეა, რაც მაჩუბი.

მაჩიტა (Campanula rapunculoides) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, იკეთებს ზარის მოყვანილობის სოსან ყვავილებს, აქვს თეთრი ფესვი, რომელსაც ჭამენ.

მაჩიტაური - სოფელი თერჯოლის მუნიცპალიტეტში (ალისუბნის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ჩრდილოეთის ჩხარის ხეობაში. ზღვის დონიდან - 320 მეტრი. თერჯოლიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 77 კაცი.

მაჩიტელა - იგივეა, რაც მაჩიტა.

მაჩუბი - სვანური ორსართულიანი სახლის ქვედა სართული, ოჯახის ზამთრის საცხოვრებელი.

მაჩუ-პიკჩუ - ინკებისდროინდელი ქალაქი პერუში.

მაჩქათელა - ძუძუმწოვარა ცხოველი ღამურასებრთა ოჯახისა.

მაჩხაანი - სოფლების ზემო მაჩხაანისა და ქვემო მაჩხაანის გავრცელებული სახელწოდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

მაჩხალროსო - უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

მაჩხანელი (ნადირაძე) დიმიტრი (ფსევდონიმი „თერგდალეული“) - პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (1861-1903 წწ).

მაჩხანი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია სოფელ წოდორეთის მახლობლად.

მაჩხაპე - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზანის მარჯვენა შენაკადი.

მაჩხარა

1) მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

2) სოფელ ქვემო მაჩხარის გავრცელებული სახელწოდება (ჯავის მუნიციპალიტეტი).

მაჩხარახოხი - მთა მდინარეების ჯეჯორისა და ქეშელთის წყალგამყოფ ქედზე (3007 მეტრი).

მაჩხაფარი - მწვერვალი და უღელტეხილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (3689 მეტრი).

მაჩხვარეთი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

მაჩხუბარი - იგივეა, რაც მოჩხუბარი.

მაცა (ძვ. ებრ.) - უმარილო ხმიადი, რომელსაც ებრაელები რელიგიური ჩვეულების მიხედვით აცხობენ სააღდგომოდ.

მაცა ვალერია - არგენტინელი ტოპ-მოდელი და მსახიობი (დაიბადა 1972 წელს).

მაცარელა და მოცარელა (იტალ.) - იტალიური კულინარული ნაწარმი, ყველით მომზადებული.

მაცდუნებელი - რაც აცდუნებს, შემაცდენელი.

მაცდური

1) ვინც აცდუნებს, შემაცდენელი, ცრუ, მატყუარა, ცბიერი.

2) ეშმაკი, ავი სული.

მაცდურობა - მაცდურის თვისება.

მაცერაცია (ლათ.) - ცხოველური და მცენარეული ქსოვილების დასველება (წყლით, მჟავების, ტუტეების ხსნარებით) ცალკეულ უჯრედებად მათი დაშლის მიზნით, იყენებენ ჩონჩხების, ზოგი ჰისტოლოგიური პრეპარატის დასამზადებლად, ბოჭკოვანი მცენარეების დასამუშავებლად და სხვა.

მაცესტა - საკურორტო დაბა სოჭის მახლობლად.

მაცთური - იგივეა, რაც მაცდური.

მაცივარი

1) კარადა, რომელიც აღჭურვილია პროდუქტების გასაცივებელი მოწყობილობით.

2) სპეციალური ნაგებობა ან წარმოება სიცივეში რისამე შესანახად.

მაცივარში ვიღაც იჯდა - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1983 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ყარამან (გუგული) მგელაძე. სცენარის ავტორები - ყარამან (გუგული) მგელაძე და ლევან ჭელიძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი - ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: ბიძინა ჩხეიძე, მაკა მახარაძე, რუსლან მიქაბერიძე, დოდო აბაშიძე, თეიმურაზ ხელაშვილი, ლიკა ჭავჭავაძე, ლაურა რეხვიაშვილი.

მაცილი (კუთხ.) - ეშმაკი, მაცდური.

მაცი ხვიტია

1) ანტონ ფურცელაძის რომანი (გამოქვეყნდა 1870 წელს).

2) ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია ანტონ ფურცელაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1966 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - გურამ ასათიანი, გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორები - გიორგი კალატოზიშვილი, იგორ ამასიისკი. კომპოზიტორი - სერგო ჟვანია. მთავარ როლებში: ალეკო გაბეჩავა (მაცი), მანანა აბაზაძე (ეკა), გოგი ქავთარაძე (კოჭოია), დოდო აბაშიძე (ომარ მარღანია), რევაზ ხობუა, ვარლამ წულაძე, ლიანა ასათიანი, გიორგი გელოვანი, კახი კავსაძე, ზურაბ ყიფშიძე, კოტე თოლორაია, ბონდო გოგინავა.

მაცკიავიჩუსი ვიტაუტას სტასე - ლიტვის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1911 წელს).

მაცნე (ძვ.) - ამბის მომტანი, რისამე მაუწყებელი, შიკრიკი.

მაცოლა ვალენტინო (მამა) და სანდრო (შვილი) - იტალიელი ფეხბურთელები.

მაცოცხლებელი - ვინც, რაც აცოცხლებს, ცოცხლად ყოფნის საშუალებას აძლევს ვისმე, რასმე, ცხოველმყოფელი.

მაცოხა - კარსტული უფსკრული მორავიის კარსტის ფარგლებში, ჩეხეთი.

მაცუდაირა სადანობუ - იაპონიის მთავრობის ფაქტიური მმართველი 1787-93 წლებში (1758-1829 წწ).

მაცუდო - ქალაქი იაპონიაში, ტოკიოს ქალაქი-თანამგზავრი (460 ათასი).

მაცუე - ქალაქი იაპონიაში, სიმანეს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).

მაცუიამა - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ სიკოკუზე, ეჰიმეს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (450 ათასი).

მაცუკატა მასაიოსი - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1891-92 და 1896-98 წლებში (1835-1924 წწ).

მაცუმოტო - ქალაქი იაპონიის ნაგანოს პრეფექტურაში (205 ათასი).

მაცუო ბასიო (ნამდვილი გვარი ძინსიტირო) - იაპონელი პოეტი (1644-1694 წწ).

მაცუოკა იოსუკე - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1940-41 წლებში (1880-1946 წწ).

მაცუსიტა - ელექტროტექნიკის მწარმოებელი იაპონური ფირმა. დაარსდა 1918 წელს.

მაცქერალი - იგივეა, რაც მაყურებელი.

მაცხვარიში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მაცხოვარი - იესო ქრისტეს ეპითეტი.

მაცხოვრებელი

1) ვინც, რაც აცხოვრებს, მარჩენალი.

2) იგივეა, რაც მცხოვრები.

მაცხონებელი (ძვ.) - ვინც, რაც აცხონებს ვისმე.

მაცხუბანი - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურსაჭირის ძველი სახელი.

მაძაგებელი - ვინც აძაგებს ვისმე, რასმე, გამკიცხველი.

მაძაკურატი მარინო - იტალიელი მოქანდაკე (1907-1969 წწ).

მაძარულა - მდინარე თერჯოლის და ზესტაფონის მინიციპალიტეტებში, მდინარე ბუჯის მარჯვენა შენაკადი.

მაძებარი

1) იგივეა, რაც მძებნელი.

2) იგივეა, რაც მეძებარი.

3) სამძებრო პოლიციის აგენტი.

მაძიებელი - ვინც ეძიებს რასმე, ვინც რისამე მოპოვებას ცდილობს.

მაძინი ჯუზეპე - იტალიის რისორჯიმენტოს რესპუბლიკურ-დემოკრატიული ფრთის ბელადი (1805 - 1872 წწ).

მაძლება - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.

მაძუნგა - მადაგასკარის ქალაქ მაჰაძანგას ყოფილი სახელი.

მაძუნშანი - ქედი ჩინეთში.

მაძღარი

1) ვინც, რაც გაძღა, საჭმლით დაკმაყოფილებული.

2). რაც გააძღებს, ნოყიერი, უხვი.

მაძღრისი - გასაძღომად საკმარისი.

მაძღრობა - მაძღრის მდგომარეობა, მაძღრად ყოფნა.

მაწავართი - მეძუძურის, ძუძუს დაავადება, სარძევე ჯირკვლის ანთება.

მაწანწალა

1) ვინც, რაც დაწანწალებს.

2) გაღატაკებული, უსახლკარო ადამიანი, რომელიც უსაქმოდ დაეხეტება აქეთ-იქით.

მაწანწალობა - მაწანწალად ყოფნა.

მაწანწარა - პერიოდული მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, თელავისრიყის მარცხენა შენაკადი.

მაწარმოებელი - იგივეა, რაც მწარმოებელი.

მაწაქი

1) (Goebelia alopecuroides) მრავალწლოვანი ველური პარკოსანი მცენარე, შხამიანია, იკეთებს მტევნებად შეკრულ მკრთალ ყვითელ ყვავილებს, ისხამს კრიალოსნისებრ ნაყოფს.

2) (Jmperata culindrica) მრავალწლოვანი ფესურიანი სარეველა ბალახი, აქვს ხეშეში ფოთლები და ღეროს წვერზე ბეწვიანი საგველა.

მაწაწური - ქვევრის რეცხვის დროს შიგ ჩარჩენილი წყლის ამოსამშრალებელი ჩვარი.

მაწევანი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

მაწვევარი (ძვ.) - იგივეა, რაც მოპატიჟე.

მაწვნიანი - რაშიც მაწონია, რასაც მაწონი აცხია.

მაწიერი - ნოყიერი, ყუათიანი.

მაწიერება - მაწიერის თვისება.

მაწიმი (მაწიმისწყალი) - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

მაწოვარი

1) ვინც ძუძუს აწოვებს ბავშვს.

2) ვინც ძუძუს წოვს.

მაწოვებელი - იგივეა, რაც მაწოვარი.

მაწონი - მჟავედ შედედებული ნადუღი რძე.

მაწყვალთა - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

მაწყევარი - ვინც წყევლის ვისმე, რასმე.

მაწყვერელი გიორგი - იხილე გიორგი მაწყვერელი.

მაწყინარი - რაც სწყენს, აწყენს ვისმე, მავნებელი.

მაჭავარიანი ალექსი - კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1913-1995 წწ ).

მაჭავარიანი ივანე - მთარგმნელი (1863-1943 წწ).

მაჭავარიანი მუხრან - პოეტი (1929-2010 წწ).

მაჭანკალი - საქმის მომგვარებელი ქალსა და ვაჟს შორის მათი დაქორწინების მიზნით, შუამავალი.

მაჭანკლობა - მაჭანკლად ყოფნა.

მაჭარა

1) მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მაჭარეული - მდინარე ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.

მაჭარი - ახლად დაყენებული, დაუდუღარი ღვინო.

მაჭარულა - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

მაჭარწყალი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

მაჭატია

1) მთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე.

2) სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

მაჭახელა (ძვ.კუთხ.) - კაჟიანი თოფი.

მაჭახლისპირი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მაჭახლისწყალი - მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი.

მაჭი (თოღა) - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მაჭის საერისთავოს ცენტრი (ააგეს IX საუკუნეში).

მაჭიკი - იგივეა, რაც დვრიტა.

მაჭკატი - პატარა ლავაში, ერბოში მომწვარი.

მაჭრობა - მაჭრის დრო, სეზონი.

მაჭუტაძე გაიანე - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1914-1995 წწ).

მაჭუტაძე ონოფრე - მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი (XVIII საუკუნე).

მახა

1) (Triticum macha) - ხორბლის უძველესი სახეობა, შემორჩენილია მხოლოდ საქართველოში (რაჭა-ლეჩხუმში), თავთავი აქვს ფხიანი, მკვრივი და ადვილად მტვრევადი.

2) ირლანდიურ მითოლოგიაში - ომის, ნგრევის და უბედურების ერთ-ერთი ქალღმერთი

მახა კარელ გინეკ - ჩეხი პოეტი-რომანტიკოსი (1810-1836 წწ).

მახათა - მთა თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა მხარეს (სიმაღლე - 632 მეტრი).

მახათაური - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან - 720 მეტრი, საჩხერიდან - 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 823 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია.

მახათელი - ღომისა და მარილის საწყაო XVI საუკუნის დასასრულის საქართველოში.

მახათი

1) გრძელი, მსხვილი ნემსი.

2) სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მახალაკაური - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მახალაკიძეები - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

მახარა - მთა დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

მახარაძე ავთანდილ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს).

მახარაძე კოტე - მსახიობი, სპორტული კომენტატორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1926-2004 წწ).

მახარაძე მაკა - ბალეტისა და კინოს მსახიობი (დაიბადა 1950 წელს).

მახარაძე ფილიპე - სახელმწიფო მოღვაწე და ლიტერატორი, 1938 წლიდან საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1868-1941 წწ).

მახარაძე - ოზურგეთის სახელი 1934-91 წლებში.

მახარებელი (ძვ.) - სახარების დამწერი, ავტორი.

მახარი იოსეფ სვატოპლუკ - ჩეხი პოეტი (1864-1942 წწ).

მახარობელი

1) სასიხარულო ამბის მომტანი, მაუწყებელი. ერთ-ერთი მაყართაგანი, რომელიც ჯვრისწერის შემდეგ მეფე-დედოფლის მოახლოებას პირველი აცნობებდა ოჯახს.

2) მოზრდილი მწერი ერთგვარი.

მახარობლობა - მახარობლის მოვალეობა, მახარობლად ყოფნა.

მახაჩეკი ფრიც - ავსტრიელი გეომორფოლოგი, ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი (1876-1957 წწ).

მახაში - სოფლები ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.

მახაჩყალა - იხილე მაჰაჩყალა.

მახე - ნადირთა ან ფრინველთა დასაჭერი მოწყობილობა.

მახელონები - ერთ-ერთი დასავლურქართული ტომი, შეიძლება იგივე - მაკრონები.

მახვეწარი - იგივეა, რაც მხვეწნელი.

მახვილაური - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მახვილი

1) წვეტიანი, მჭრელი, ბასრი.

2) ხანჯლის მსგავსი ორპირი და წვეტიანი ბასრი იარაღი.

3) (გადატანით) ძალიან კარგი, ძლიერი.

4) (გადატანით) გამჭრიახი.

5) ხმის გაძლიერება, ტონის ამაღლება სიტყვის ამა თუ იმ მარცვალზე.

მახვილგონიერი - იგივეა, რაც გონებამახვილი.

მახვილგონივრული - იგივეა, რაც გონებამახვილური.

მახვილკუთხა - სამკუთხედი, რომელსაც ყველა კუთხე მახვილი აქვს.

მახვილო - მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნუნისისწყლის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე - 1725 მეტრი. აგებულია პალეოგენური ვულკანური წყებებით. კალთები ციცაბოა. შემოსილია შერეული ტყით.

მახვილსიტყვაობა - მახვილი, მოსწრებული ლაპარაკი, ხუმრობა.

მახვში - სვანეთში - უფროსი, ხელმძღვანელი.

მახი ერნსტ - ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი (1838-1916 წწ).

მახი ვილჰელმ - პოლონელი მწერალი (1917-1965 წწ).

მახი კარელ ჰანეკ - ჩეხი პოეტი (1810-1836 წწ).

მახიარეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მახინჯაური - დაბა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მახიზმი - იგივეა, რაც ემპირიოკრიტიციზმი (ავსტრიელი ფიზიკოსისა და ფილოსოფოსის ე. მახის 1838-1916) გვარის მიხედვით.

მახინჯი - რაიმე ფიზიკური ნაკლის მქონე, ძალიან ულამაზო, უშნო.

მახისი - სოფლების შუა მახისისა და ქვემო მახისის გავრცელებული სახელწოდება (ცხინვალის მუნიციპალიტეტი).

მახისმაღალი - მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

მახმე - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარცხენა შენაკადი.

მახმური მაჰმუდ - უზბეკი პოეტი სატირიკოსი (დაბადების წელი უცნობია - 1844 წ).

მახკოს მთა - მწვერვალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, აწუნტის ქედზე.

მახლას (საუბ.) - შორისდებული გამოხატავს დანანებას, რას იზამ, რა გაეწყობა, აფსუს.

მახლობელი

1) ახლოს მყოფი.

2) იგივეა, რაც ახლობელი.

მახლობლად - რამესთან ან ვინმესთან ახლოს, იქვე ახლოს.

მახლობლობა - ახლობლობა, სიახლოვე.

მახნო ნესტორ - რუსი პოლიტიკური მოღვაწე ანარქიულ-ქრისტიანული მოძრაობისა 1918-21 წლებში უკრაინაში (1888-1934 წწ).

მახო

1) მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის მარცხენა შენაკადი.

2) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მახობელი (მახობელა) (ჩაპჰალარია სყრიაცა) - ყანის ერთწლოვანი სარეველა ბალახი, პურს აძლევს მოლურჯო ფერს.

მახობლიანი - რასაც მახობელი ურევია.

მახოვლიჩი ფრენსის - კანადელი ჰოკეისტი, ერთ-ერთი უძლიერესი სპორტის ამ სახეობაში (დაიბადა 1938 წელს).

მახოხი - ქატოსაგან შემზადებული ქინძითა და ნივრით შეკაზმული მჟავე შეჭამანდი.

მახრა - იგივეა, რაც ბოსტანა.

მახრჩობელა

1) რაც ახრჩობს.

2) (გადატანით) რაც ყელში არასასიამოვნო სიმშრალეს იწვევს, რაც ყელში ძნელად გადადის.

მახრჩობელები - გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა.

მახსოვარი - ერთგვარი მოწმე ძველ საქართველოში, სასამართლოსათვის საინტერესო ხანდაზმული ფაქტის მომსწრე.

მახსოვრობა - იგივეა, რაც მეხსიერება.

მახტა (ძვ.) - წლიური სახელმწიფო ფულადი გადასახადი კომლზე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

მახულსკი იულიუშ - პოლონელი კინორეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1955 წელს).

მახუნცეთი - სოფლების ზედა მახუნცეთისა და ქვედა მახუნცეთის გავრცელებული სახელწოდება (ქედის მუნიციპალიტეტი).

მახუნჯია - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

მახურა - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

მაჯა

1) ხელის ნაწილი წინამხარსა და მტევანს შორის.

2) (საუბრისას) იგივეა, რაც მაჯისცემა.

3) იგივეა, რაც სამაჯე.

მაჯამა (სპარს.) - ლექსი, რომელიც გარითმულია ომონიმებით ან ააბსოლუტურად ნსგავსი ჟღერადობის მქონე სიტყვათა შეთანხმებებით.

მაჯაპაჰიტი - იმპერია ინდონეზიის ტერიტორიაზე XIII-XVI საუკუნეებში, რომლის ცენტრი კუნძულ იავაზე მდებარეობდა.

მაჯარი - XIII-XVI საუკუნეების ოქროს ურდოს ქალაქი მდინარე კუმაზე (სტავროპოლის მხარე).

მაჯაღვერი (Daphne) - მცენარეთა გვარი მაჯაღვერისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი მცირედ დატოტვილი ბუჩქი.

მაჯენტა - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანის სიახლოვეს; აქ 1859 წელს გაიმართა დიდი ბრძოლა ავსტრიელებსა და იტალო-ფრანკებს შორის.

მაჯვდიერი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მა ჯიიუანი - ჩინელი დრამატურგი და პოეტი (1250 - 1324 წწ).

მაჯისცემა - არტერიების კედლების რიტმული ფეთქვა, რაც გამოწვეულია გულის მოქმედებით, შეიგრძნობა მაჯაზე; პულსი.

მაჯლაჯუნა (საუბრისას)

1) შემაძრწუნებელი სიზმარი, უჟმური.

2) უმსგავსი, უშნო, საზიზღარი.

მაჯნუნი

1) ნახევრად ლეგენდარული არაბი პოეტის კაის იბნ ალ-მულავაჰის (VII საუკუნე) მეტსახელი.

2) სიყვარულით გაგიჟებული კაცის ეპითეტი.

მაჯო ფრანცისკო მარია - იტალიელი მისიონერი, რვა წელი ცხოვრობდა საქართველოში; რომში გამოსცა ლათინურად დაწერილი ქართული ენის გრამატიკა (1612-1686 წწ).

მაჯონგი - ჩინური წარმოშობის თამაში, ჰგავს თანამედროვე დომინოს.

მაჰაბალიპურამი (მამალაპურამი) - შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლებით მდიდარი სოფელი ინდოეთის ტამილანდის შტატში, ძველი სანავსადგურო ქალაქი.

მაჰა ბანდულა (ბანდულა) - ბირმელი მხედართმთავარი (დაახლოებით 1780-1825 წწ).

მაჰაბჰარატა (სანსკრ.) - ძველი ინდური ეპოსი, რომელიც შეიცავს თხრობას ხელისუფლებისათვის ბრძოლის შესახებ ორ სამეფო გვარს შორის, აგრეთვე ბევრ მითს, ლეგენდას, ცალკეულ პოემებს და სხვა. იქმნებოდა მეორე-პირველ ათასწლეულებში ძვ. წელთაღრიცხვით.

მაჰაგონი (ლათ.) - ზოგი ტროპიკული ხის ძვირფასი მერქანი (წითელი ხე), იყენებენ მხატვრულ ნაკეთობათა (ავეჯის და სხვათა) დასამზადებლად.

მაჰაველი - მდინარე შრი-ლანკაში, ერთვის ბენგალის ყურეს.

მაჰაიანა (სანსკრ. „დიდი ეტლი“ ან „დიდი გზა“) - ბუდიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება (ჰინაიანასთან ერთად). ლიტერატურულ ძეგლებში იხსენიება ძვ.წ.აღ. I საუკუნიდან.

მაჰაკამი (kutai) - მდინარე ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე, ერთვის მაკასარის სრუტეს (სიგრძე - 720 კილომეტრი).

მაჰალანობისი პრასანტა ჩანდრა - ინდოელი ეკონომისტი (1893-1972 წწ).

მაჰანადი - მდინარე ინდოეთში, ერთვის ბენგალის ყურეს (სიგრძე - 880 კილომეტრი).

მაჰანი ელფრედ თაიერ - ამერიკელი სამხედრო-საზღვაო თეორიტიკოსი და ისტორიკოსი (1840-1914 წწ).

მაჰა-ნუვარა - იხილე კანდი.

მაჰარაჯა (სანსკრ.) - ინდოეთში, მთავრის უმაღლესი ტიტული.

მაჰარაშტრა - შტატი ინდოეთის დასავლეთ ნაწილში; ფართობი - 308 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 80 მილიონი, ადმინისტრაციული ცენტრი - ბომბეი (მამბაი).

მაჰარერო სამუელ - ჰერეროს ტომის უზენაესი ბელადი ნამიბიაში (1891-1904 წწ).

მაჰატმა (სანსკრ.)

1) ინდუისტურ მითოლოგიაში - მსოფლიო სული, «ღვთაებრივი ზეადამიანი».

2) თანამედროვე ინდოეთში: დიდად გამოჩენილ, განსაკუთრებით პატივცემულ, სათაყვანებელ პირთა ტიტული, ამ ტიტულის მქონე პირი.

მაჰაჩყალა (1857-1922 წლებში პეტროვსკ-პორტი) - რუსეთის რესპუბლიკა დაღესტნის დედაქალაქი, პორტი კასპიის ზღვაზე (330 ათასი).

მაჰაძანგა - ქალაქი-პორტი კუნძულ მადაგასკარზე, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

მაჰდი (არაბ. „ჭეშმარიტი გზით წაყვანილი“) - მესია, გადამრჩენელი, ისლამის თანახმად.

მაჰდი

1) სადიკ - სუდანის პრემიერ-მინისტრი 1986-90 წლებში (დაიბადა 1936 წელს).

2) სუდანელი მუჰამად აჰმედ - აღმოსავლეთ სუდანის ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადი (1844-1885 წწ).

მაჰენდრა ბირ ბიქრამ შაჰ დევი - ნეპალის მეფე 1955-72 წლებში (1920-1972 წწ).

მაჰეშვარი პანჩანამ - ინდოელი ბოტანიკოსი (1904 - 1966 წწ).

მაჰმადი (მუჰამადი) - ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე; მუსლიმანური ტრადიციისა და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, უდიდესი წინასწარმეტყველი (დაახლოებით 570-632 წწ).

მაჰმადიანი - იგივე მუსლიმანი.

მაჰმადიანობა - რელიგია, რომელიც გადმოცემით შექმნა მაჰმადმა მე-7 საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვით, მუსლიმანობა, იხილე ისლამი.

მაჰმადიანური - მაჰმადიანობის დამახასიათებელი, მაჰმადიანობასთან დაკავშირებული.

მაჰმალბაფ მოჰსენ - ირანელი კინორეჟისორი (დაიბადა 1957 წელს)ლ.

მაჰმუდ II - ოსმალეთის სულთანი 1808-39 წლებში (1784-1839 წწ).

მაჰმუდ აჰმადინეჟადი - იხილე აჰმადინეჟადი .

მაჰმუდ თეიმური - არაბი მწერალი (ეგვიპტე (1894 - 1973 წწ).

მაჰმუდი (ნამდვილი გვარი მაგომაევი) - ავარელი პოეტი (დაახლოებით 1870-1919 წწ).

მაჰმუდ ქაშგარი - XI საუკუნის შუა აზიელი მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი.

მაჰმუდ ღაზნეველი (ღაზნევი) იამინ ალ-დაულე აბუ ლ-ყასიმ - ღაზნევიდების სახელმწიფოს სულთანი ირანში (970-1030 წწ).

მაჰომედოვა (მაჰომეტოვა) მანაბა - მხატვარი, ოქრომჭედელი ქალი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).

მაჰონია (ჭყორფოთოლა) - მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა, მარადმწვანე ბუჩქი ან ტანდაბალი ხე.

მაჰსეთი განჯევი - XII საუკუნის აზერბაიჯანელი პოეტი.

მაჰფუზი ნაგიბ - არაბი მწერალი (ეგვიპტე) (დაიბადა 1911 წელს).

მაჰჯუბი მუჰამედ აჰმედ - არაბი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე (სუდანი) (1908-1990 წწ).

1.2 მბ

▲ზევით დაბრუნება


მბაბანე - სვაზილენდის დედაქალაქი, ხოხოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

მბანდაკა (1966 წლამდე კიიავილი) - ქალაქი კონგოში.

მბარავი - ვინც ბარავს.

მბაძავი (მბაძველი) - ვინც ბაძავს ვისმე, მიმბაძველი.

მბეია - ქალაქი ტანზანიაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

მბეჭდავი - სტამბის მუშა, რომელიც საბეჭდ მანქანაზე მუშაობს.

მბზინავი - რაც ბზინავს.

მბინი - ეკვატორული ჰვინეის მატერიკული ნაწილის სახელი.

მბოლავი - რაც ბოლავს.

მბორგავი - ვინც ბორგავს.

მბჟუტავი - რაც ბჟუტავს.

მბრდღვინავი - რაც ბრდღვინავს.

მბრუნავი - რაც ბრუნავს.

მბრძანებელი (ძვ.) - ვინც ბრძანებებს იძლევა, ვის ბრძანებასაც უსიტყვოდ ასრულებენ.

მბრძანებლობა - მბრძანებლის თვისება, მბრძანებლის მოქმედება.

მბრძანებლური - მბრძანებლის დამახასიათებელი.

მბრწყინავი - რაც ბრწყინავს.

მბრჭყვინავი - რაც ბრჭყვინავს.

მბუჟი-მაი (1966 წლამდე ბაკვანგა) - ქალაქი კონგოში (508 ათასი).

მბურღავი - ვინც, რაც ბურღავს.

მბღავანა - ვინც, რაც ხშირად ბღავის.

1.3 მგ

▲ზევით დაბრუნება


მგალობელი

1) ვინც გალობს, საეკლესიო გუნდის მომღერალი.

2) რაც გალობს.

მგალობლიშვილი ნოდარ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (დაიბადა 1931 წელს).

მგალობლიშვილი სოფრომ - მწერალი, პედაგოგი (1851-1925 წწ).

მგეგმავი - საწარმოო გეგმების შემდგენი სპეციალისტი.

მგეზავი - იგივე ორტი.

მგელაძე აკაკი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში (1912-1995 წწ).

მგელაძე ყარამანი (გუგული) - კინორეჟისორი (დაიბადა 1928 წელს).

მგელი (Canis lupus) - რუხი ფერის მტაცებელი ცხოველი, ძაღლის მონათესავე.

მგელკაცი

1) იგივეა, რაც აფთარი.

2) (გადატანით) მხეცი ადამიანი.

მგელციხე - ციხესიმაგრე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიულ ჯავახეთში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.

მგვრელი - იგივეა, რაც მომგვრელი.

მგზავრი - პირი, რომელიც მგზავრობს, გზაში მყოფი, გზად მიმავალი.

მგზავრული - ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც მღეროდნენ მგზავრობის დროს.

მგზნებარე - გატაცებული, ტემპერამენტიანი.

მგლიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი.) ზემოეთში. ზღვის დონიდან - 900 მეტრი, დუშეთიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 5 კაცი.

მგლინავი - მუშა, რომელიც გლინვაზე მუშაობს.

მგლინი - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში.

მგლისსაწოლი - მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

მგლისფერი

1) მგლის ფერის მქონე, რუხი.

2) მგლის მსგავსი.

მგლობა - მგლის თვისება.

მგლოვიარე - ვინც გლოვობს.

მგლოვიარობა - მგლოვიარედ ყოფნა.

მგლური - მგლის დამახასიათებელი.

მგმინავი - ვინც გმინავს.

მგმობელი - ვინც გმობს, დამგმობელი.

მგორავი - რაც გორავს.

მგოსანი - გამოჩენილი, დიდი პოეტი.

მგოსნობა - მგოსნის თვისება, მგოსნად ყოფნა.

მგრგვინავი - რაც გრგვინავს, მქუხარე.

მგრძნობელობა - შეგრძნების უნარი.

მგრძნობი - ვინც გრძნობს.

მგრძნობიარე

1) ვინც ადვილად აღიგზნება, აღელდება, გულჩვილი.

2) რაც ადვილად იღებს, აღიქვამს გარედან სულ მცირე გაღიზიანებასაც კი.

მგრძნობიარობა - მგრძნობიარის თვისება.

1.4 მდ

▲ზევით დაბრუნება


მდაბალი (ძვ.)

1) იგივეა, რაც დაბალი.

2) იგივეა, რაც თავმდაბალი.

3) იგივეა, რაც სულმდაბალი.

მდაბიო - დაბალი, გლეხკაცობა, უგვარო.

მდაბიური (ძვ.) - მდაბიოს შესაფერი, უბრალო, ხალხური.

მდადე (მდადე) - პატარძლის მაყარი ქალი.

მდარე - დაბალი ხარისხისა, ცუდი.

მდგარი - ვინც იდგა.

მდგმური - სხვის სახლში ან ბინაში ქირით მცხოვრები, მობინადრე.

მდგნალი (Salix caprea) - დაბალი ხე ან ბუჩქი ტირიფების გვარისა, აქვს ქვემოდან თეთრი ბეწვით შემოსილი ფოთლები, იკეთებს პატარა, ბუსუსოვან, მჭადებად შეკრებილ ყვავილებს, ყვავის ფოთლების განვითარებამდე.

მდგომარე - იგივეა, რაც მდგომი.

მდგომარეობა

1) ცხოვრების საერთო პირობები, გარემოება.

2) სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და სხვა ურთიერთობანი.

მდგომი - ვინც დგას.

მდგრადი - მყარი, გამძლე.

მდგრადობა - მდგრადის თვისება, გამძლეობა.

მდე - თანდებული, დაერთვის სიტყვას მიმართულებით ბრუნვაში და გამოხატავს მოქმედების ზღვარს სივრცეში ან დროში.

მდებარე

1) რაც მდებარეობს.

2) რაც დევს.

მდებარეობა - დედამიწის ზედაპირის განსაზღვრული ადგილი, რომელიც ასეთი თუ ისეთი მოხაზულობით, რელიეფით ხასიათდება, ადგილმდებარეობა.

მდებიარე (საუბრისას) - ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი.

მდედრი

1) ქალი, დედაკაცი.

2) იგივე დედალი.

მდედრობითი

1) ქალის ან დედალი ცხოველის კატეგორია.

2) (გრამატიკულად) ზოგ ენაში სქესის ერთ-ერთი სახეობა.

მდევარი

1) ვინც, რაც დასაჭერად სდევს, მისდევს.

2) სახელდახელოდ შედგენილი რაზმი თავდამსხმელთა ან გაქცეულთა დასადევნებლად, მათ შესაპყრობად.

მდევნელი

1) ვინც, რაც სდევს, დასდევს ვისმე, რასმე.

2) ვინც, რაც სდევნის ვისმე, რასმე.

3) ვინც ადევნებს თვალყურს.

მდელო - მწვანით მოსილი მინდორი.

მდენარი - ქართული ლექსის სახეობა, საერთო რითმაზე გაწყობილი 16-მარცვლიანი ლექსი.

მდიდარი

1) დიდი ქონების, ბევრი ფულის პატრონი.

2) ბევრი რისამე შემცველი.

მდიდრული - მდიდრის შესაფერი, ძვირად ღირებული, ძვირფასი.

მდივანბეგი - უფროსი მოსამართლე, მსაჯულთუხუცესი, სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოში XVIII საუკუნიდან.

მდივანი

1) პირი, რომელიც აწარმოებს ან განაგებს დაწესებულების ან კერძო პირის საქმიან მიმოწერას.

2) პირი, რომელიც წერს სხდომის, კრების ოქმს.

3) რაიმე ორგანიზაციის არჩევითი ხელმძღვანელი.

4) დაწესებულების ან რაიმე ორგანოს საქმეთა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი.

მდივანი გიორგი - დრამატურგი, სცენარისტი (1905-1981 წწ).

მდივანი მარინე - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1936 წელს).

მდივნობა - მდივნად ყოფნა, მდივნის საქმე.

მდინარი - რაც მდინარებს.

მდინარე - ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარე წყალი.

მდინარება - იგივეა, რაც მიმდინარეობა.

მდის - იგივეა, რაც მდე.

მდნარი - გამდნარი, დამდნარი.

მდნობელი - მუშა, რომელიც ლითონს ადნობს.

მდოგვი (Sinapis)

1) ერთწლოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა, აქვს ყვითელი ყვავილები და ცხიმით მდიდარი ცხარე თესლი.

2) ამ მცენარის თესლისაგან დამზადებული ცხარე საწებელი.

მდოვრე - ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარე.

მდორე - იგივეა, რაც მდოვრე.

მდუმარე - ვინც დუმს, დადუმებული, გაჩუმებული.

მდურვა - უკმაყოფილება, საყვედური.

მდუღარე

1) რაც დუღს.

2) ახლად ადუღებული ცხელი წყალი.

3) (გადატანით) ცხარე, მწარე.

4) მდუღარე - მტკიცებულების სახე ძველ ქართულ სამართალში.

მდუღარება

1) მდუღარე რამ.

2) (გადატანით) ცხარე ცრემლები.

3) (გადატანით) მწუხარება, ვაება.

მდღვებელი - ვინც დღვებს.

1.5 მე

▲ზევით დაბრუნება


მე

1) პირველი პირის ნაცვალსახელი, აღნიშნავს მოლაპარაკეს.

2) ნაწილაკი, ერთვის კითხვით ნაცვალსახელს ან კითხვის ზმნისართს და აქცევს მას განუსაზღვრელ ნაცვალსახელად.

3) შუმერულ მითოლოგიაში - ძლევამოსილი სულები, რომლებიც ქვეყნიერებას მართავენ.

მეაბანოე - აბანოში მომუშავე.

მეაბრეშუმე - მეაბრეშუმეობის სპეციალისტი.

მეაბრეშუმეობა - სოფლის მეურნეობის დარგი - აბრეშუმის ჭიის მოვლა-მოყვანა.

მეაბჯრე - იგივეა, რაც საჭურველთმტვირთველი.

მეაბჯრეთუხუცესი - სამხედრო უწყების მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში, აბჯარ-საჭურვლის მთავარი გამგე.

მეაგურე - აგურის მკეთებელი.

მეავეჯე - ავეჯის მკეთებელი.

მეავტომატე - ავტომატიანი მებრძოლი.

მეათასე - რიგითი რიცხვი სახელი ათასისა, რიგის მიხედვით ათასი.

მეათასედი - ათას თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მეათე - რიგითი რიცხვი სახელი ათისა, რიგის მიხედვით ათი.

მეათე გრადუსის სრუტე - მდებარეობს ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებს შორის.

მეათედი - ათ თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მეამბოხე - ამბოხების მონაწილე, ამბოხებული, აჯანყებული.

მეამწე - მუშა, რომელიც ამწეს მართავს.

მეანაბრე - ანაბრის პატრონი.

მეანდრი

1) (გეოლ.) მდინარის კალაპოტის კლაკნი.

2) (ხელოვნ.) ორნამენტის გავრცელებული სახეობა, წარმოადგენს ხვეულ ან ტეხილ ხაზს (მცირე აზიის ერთ-ერთი დაკლაკნილი მდინარის - მეანდრის (ახლა დიდი მენდერესი) - სახელის მიხედვით.

მეანდრული - მოღუნული, მიხვეულ-მოხვეული.

მეანი - მეანობის სპეციალისტი.

მეანობა - მედიცინის დარგი, საექიმო დახმარება ორსულობისა და მშობიარობის დროს, აგრეთვე მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

მეარაყე - არყის გამომხდელი.

მეარინი - მდინარე ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აუზის ფართობი - 84 ათასი კვ.კმ. სიგრძე - 800 კილომეტრი. ერთვის ატლანტის ოკეანეს.

მეარმატურე - მუშა, რომელიც აკეთებს ან ემსახურება არმატურას.

მეარღნე - არღნის დამკვრელი.

მეასე - რიგითი რიცხვითი სახელი ასისა, რიგის მიხედვით ასი.

მეასედი - ას თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მეაფთიაქე - აფთიაქის პატრონი, აფთიაქში მომუშავე სპეციალისტი.

მეაცა ჯუზეპე - იტალიელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1934 და 1938 წლებში (1910-1979 წწ).

მებადური - ადამიანი, რომელიც ბადით თევზის ჭერას მისდევს, მეთევზე.

მებათქაშე - მუშა, რომლის ხელობაა ბათქაშით ლესვა.

მებაიარაღე - იგივეა, რაც მედროშე.

მებამბე - ბამბის მოყვანაზე მომუშავე, მებამბეობის სპეციალისტი.

მებამბეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, ბამბის მოვლა-გაშენება.

მებაჟე - ბაჟის ამღები.

მებარგული - ბარგის მზიდავი.

მებარძიმეები (კალიქსტინელები) - ჰუსიტური რევოლუციური მოძრაობის (XV საუკუნე, ჩეხეთი) ზომიერი ფრთის წარმომადგენლები.

მებარჯე - ბარჯის მტყორცნელი.

მებატე - ბატების მწყემსი.

მებატკნე - ბატკნის მომვლელი მწყემსი.

მებატონე (ძვ.) - მამულისა და ყმების პატრონი, მფლობელი, ბატონი.

მებაღე

1) ბაღის მომვლელი და მეთვალყურე.

2) მებაღეობის სპეციალისტი.

მებაღეობა

1) მებაღის საქმიანობა, მებაღედ ყოფნა.

2) აგრონომიის დარგი, რომელიც ბაღის მცენარეების მოვლა-გაშენებას სწავლობს.

მებაღიშვილი კარლო - გვარდიის უფროსი ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1920-1949 წწ).

მებაღჩეობა - ბაღჩეული კულტურის მოყვანა.

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1962 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები - ნოდარ დუმბაძე და თენგიზ აბულაძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორები - არჩილ კერესელიძე და ნუგზარ ვაწაძე. მთავარ როლებში: სერგო ორჯონიკიძე (ზურიკელა), სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (ილიკო), გრიგოლ ტყაბლაძე (ილარიონი), მანან აბაზაძე (მერი), კირა ანდრონიკაშვილი (ცირა), ვახტანგ სულაქველიძე, შალვა ხერხეულიძე, ალექსანდრე გომელაური, ნანი ჩიქვინიძე.

მებეგრე (ისტ.) - ბეგრის გადამხდელი.

მებეტონე - ბეტონის სამუშაოთა შემსრულებელი მუშა.

მებეცი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მებიგე - მუშა, რომელიც მაღაროს ჭერსა და კედლებს ბიგებით ამაგრებს.

მებიუსი ავგუსტ ფერდინანდ - გერმანელი მათემატიკოსი (1790-1868 წწ).

მებორნე - ბორნის მმართავი.

მებოსტნე - ბოსტნის მომვლელი, ბოსტნის პატრონი.

მებოსტნეობა

1) მებოსტნედ ყოფნა.

2) ბოსტნეულის მოყვანა.

მებრუნე - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მებრძმედე - მუშა, რომელიც ბრძმედზე მუშაობს.

მებრძოლი

1) ვინც იბრძვის თავისუფლებისათვის.

2) სამხედრო პირი, ჯარისკაცი.

მებუკე - ბუკის დამკვრელი.

მებულდოზერე - მუშა, რომელიც ბულდოზერს მართავს.

მებურიშვილი იოსებ - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1887-1975 წწ).

მებურიშვილი ტაგუ - პოეტი (დაიბადა 1934 წელს).

მებურნე - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მებუფეტე - ბუფეტში მომუშავე.

მებუხრე - ბუხრის მშენებელი ოსტატი.

მეგა (ბერძნ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს:

1) დიდი ზომისას, უზარმაზარს.

2) მილიონჯერ მეტს ძირითად ერთეულზე (რომელიც ნაჩვენებია სიტყვის მეორე ნაწილით).

მეგაზაფხულენი (Plecoptera) - მწერების რიგი, აქვთ გამჭვირვალე ფრთები, ბინადრობენ გამდინარე წყალსატევებთან.

მეგაზეთე

1) გაზეთის დამტარებელი.

2) გაზეთის გამყიდველი.

მეგათერიუმი (ბერძნ.) - უზარმაზარი განათხარი ცხოველი (6მ-მდე, სიგრძისა), ნაპოვნია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

მეგაკარიოციტები (ბერძნ.) - „გიგანტური“ (40 მიკრონამდე) უჯრედები ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის სისხლწარმომქმნელ ორგანოებში, გამოიმუშავებენ თრომბოციტებს.

მეგაკოლონი (ბერძნ.) - ადამიანის მსხვილი ნაწლავის ავადმყოფური გადიდება.

მეგალითი (ბერძნ.) - უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობა (აკლდამა, სამლოცველო და სხვა.) გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში (საქართველოს ტერიტორიაზეც).

მეგალო (ლათ.) - იგივეა, რაც მეგა.

მეგალოზავრი - დიდი (10 მეტრამდე სიგრძის) განათხარი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა.

მეგალომანია (ბერძნ.) - განდიდების მანია.

მეგალოპოლისი და მეგაპოლისი (ბერძნ.) - აგლომერაციების ჯგუფი, უზარმაზარი თანამედროვე ქალაქი, რომელიც წარმოიქმნა ბევრი ქალაქის ზრდისა და ერთმანეთში შერწყმის შედეგად.

მე, გამომძიებელი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1971 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი კალატოზიშვილი. სცენარის ავტორები - არკადი ვაინერი და გიორგი ვაინერი. დამდგმელი ოპერატორი - იური კიკაბიძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე, ინგრიდი ანდრინია, ვია არტმანე, ბაადურ წულაძე, რევაზ თავართქილაძე, გურამ ფირცხალავა, გია ფერაძე.

მეგანთროპი (ბერძნ.) - (პალეონტ.) ადამიანის მსგავსი დიდი განათხარი პრიმატი, ზოგი მეცნიერი მიაკუთვნებს პითეკანთროპებს, ზოგი - ავსტრალოპითეკებს.

მეგაპარსეკი (ბერძნ.) - (ასტრ.) ვარსკვლავიერი მანძილების საზომი ერთეული, უდრის 1 მილიონ პარსეკს.

მეგაპოლისი - იხილე მეგალოპოლისი.

მეგარა - ბერძნული პოლისი კორინთოს ველზე, მეგარიდის ოლქის ცენტრი (ძვ.წ.აღ. VIII-VII სს).

მეგარელიეფი (ბერძნ.) - (გეოგრ.) დედამიწის რელიეფის ყველაზე დიდ უსწორმასწორობათა ერთობლიობა.

მეგარის სკოლა - ძველბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი სოკრატული სკოლა (ძვ.წ.აღ. IV ს).

მეგარონი (ბერძნ.) - პორტალის მქონე სწორკუთხა შენობის ტიპი ეგეოსის კულტურის ეპოქაში (III-II ათასწლეული ჩვენს ერამდე).

მეგასკოპი (ბერძნ.) - ერთგვარი საპროექციო ფარანი, რომელიც ეკრანზე ადიდებს გაუმჭვირი საგნების გამოსახულებას.

მეგასპორა (ბერძნ.) - (ბოტან.) მსხილი სპორა ნაირსპოროვანი უმაღლესი მცენარეებისა.

მეგასპორანგიუმი (ბერძნ.) - (ბოტან.) ნაირსპოროვანი გვიმრისნაირებისა და თესლოვანი მცენარეების ორგანო, რომელშიც ვითარდება ერთი ან რამდენიმე მეგასპორა.

მეგასპოროფილი (ბერძნ.) - (ბოტან.) ფოთოლი, რომელზედაც ჩნდება ერთი ან ბევრი მეგასპორანგიუმი.

მეგაფონი (ბერძნ.) - ადამიანის ხმის გამაძლიერებელი დიდი რუპორი, ჩვეულებრივ, კონუსის ფორმისა.

მეგაციკლი (მეგაქრონი) (ბერძნ.) - (გეოლ.) დედამიწის ტექტონიკური ისტორიის უდიდესი ეტაპები, რომლებიც მილიონობით წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

მეგაჰერცი - (ფიზ.) რხევის სიხშირის საზომი ერთეული, უდრის ერთ მილიონ ჰერცს.

მეგერა (ბერძნ.) - ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ერინია, შურისა და ღვარძლის განსახიერება, წარმოდგენილი ჰყავდათ საზიზღარი დედაბრის სახით, რომელსაც თავზე თმის მაგივრად გველები ეხვია.

მეგერი (ბერძნ.) - გადასატანი ხელსაწყო დიდ ელექტრულ (10000 მეგომამდე) წინაღობათა გასაზომად, იყენებენ კავშირგაბმულობის ტექნიკაში იზოლაციის წინაღობის გასარკვევად.

მეგზური

1) გზის მცოდნე გამყოლი.

2) საცნობარო წიგნაკი ამა თუ იმ ადგილის აღწერილობით.

მეგზურობა - მეგზურის მოვალეობა, მეგზურად ყოფნა.

მეგიდო (ახლანდელი ნაქალაქარი თელ-ელ-მუთასალიმი) - ძველი ციხე-ქალაქი წინა აზიის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე.

მეგიონი - ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში (40 ათასი).

მეგიული ეტიენ - ფრანგი კომპოზიტორი (1763 - 1817 წწ).

მეგობარი - გულითადი ამხანაგი, ჭირისა და ლხინის მოზიარე.

მეგომი (ბერძ.) - წინაღობის ერთეული, უდრის მილიონ ომს.

მეგოუნი ჰორას - ამერიკელი ნეიროფიზიოლოგი და ანატომი (1907-1990 წწ).

მეგობრობა - მეგობრებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობა, მეგობრად ყოფნა, მეგობრის მოვალეობა.

მეგობრული - მეგობრის შესაფერი, მეგობრის დამახასიათებელი.

მეგრელები - სამეგრელოს მკვიდრი ქართველები.

მეგრელი დუტუ - (ნამდვილი სახელი და გვარი დიმიტრი ხოშტარია) - მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, მწერალ ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე (1867-1938 წწ)

მეგრელიშვილი ვახტანგ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).

მეგრელიძე ავქსენტი - ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1877-1853 წწ).

მეგრელიძე ფილოსოფოსი (1900-1944 წწ).

მეგრულა - ქათმის ადგილობრივი ჯიში, მეტწილად პატარა და ჭრელი.

მეგრული - მეგრელების დამახასიათებელი, სამეგრელოდან მომდინარე.

მეგრული სქურდა - მდინარე სენაკის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის მარჯვენა შენაკადი.

მეგუთნე - გუთნის მუშა.

მეგჰალაია - შტატი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 22,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,8 მილიონი, ადმინისტრაციული ცენტრი - შილიონგი.

მეგჰნა - მდინარეების განგისა და ბრაჰმაპუტრის საერთო დელტის აღმოსავლეთი ტოტი ბანგლადეშში.

მედ - პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს მედიცინისას, სამედიცინოს.

მედავარი პიტერ ბრაიან - ინგლისელი ბიოლოგი, 1960 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ.ბერნეტთან ერთად (1915-1987 წწ).

მედავითნე

1) ეკლესიის მსახური, დავითნის მკითხველი.

2) (გადატანით) დოგმათა უაზროდ დამცველი, სქოლასტიკოსი, ასოკირკიტა.

მედალი (ფრანგ.)

1) წარჩინების ნიშანი, ლითონის მრგვალი ფირფიტა, რომელზედაც რაიმე რელიეფური გამოსახულება და წარწერაა, აძლევენ განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

2) ასეთივე ნიშანი, რომელსაც აძლევენ მნიშვნელოვანი წარმატებისათვის სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს, აგრეთვე სხვადასხვა კონკურსში, შეჯიბრებაში, დათვალიერებასა და მისთანებში გამარჯვებულებს.

3) ამგვარი ნიშანი, დამზადებული რომელიმე ისტორიული მოვლენის ან გამოჩენილი მოღვაწის ხსოვნის აღსანიშნავად.

მედალიერი (ფრანგ.) - მედლებისა და ლითონის ფულის ჩამოსხმისა და ჭედვის სპეციალისტი (რომელიც საჭირო ფორმებს ამზადებს.

მედალიონი (ფრანგ.)

1) ძვირფასი ლითონის სამკაული ოვალური ან მრგვალი, პატარა და ბრტყელი კოლოფის სახისა, რომელშიც რაიმე გამოსახულებაა, ყელზე იკიდებენ.

2) ოვალური ან მრგვალი ჩარჩო რაიმე გამოსახულებისათვის, რელიეფური სურათი, ორნამენტი, ასეთ ჩარჩოში მოთავსებული, იყენებენ შენობების, ავეჯის მოსართავად და სხვა.

მედალოსანი - მედლით დაჯილდოებული.

მედანი

1) სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

2) ქალაქი ინდონეზიაში ჩრდილოეთ სუმატრის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1,7 მილიონი).

მედაუერი - იხილე მედავარი ..

მედბი - ირლანდიურ მითოლოგიაში - ლეგენდარული მეომარი დედოფალი.

მედგარა - მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ბალახები.

მედგარი - ძლიერი, შეუპოვარი.

მედდა - სამედიცინო და.

მედეა

1) ევრიპიდეს ტრაგედია.

2) სენეკას ტრაგედია.

3) მიგელ დე უნამუნოს რომანი.

4) არგონავტების მითის ერთ-ერთი გმირი, კოლხეთის მეფის აიეტის ასული.

5) იხილე მადია.

მედელინი - ქალაქი კოლუმბიაში. ანტიოკიის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (1,6 მილიონი).

მედეო - ზამთრის სპორტული კომპლექსი ყაზახეთში, ალმა-ათის მახლობლად. გაიხსნა 1951 წელს.

მედესანტე - დესანტის მონაწილე.

მედვედევი სიმეონ (ბერობაში სილვესტრი) - რუსი მწერალი (1641-1691 წწ).

მედვედი ალექსანდრე - ბელორუსი მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების სამგზის (1964, 1968, 1972) და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მძიმე წონაში (დაიბადა 1937 წელს).

მედვედიცა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, მდინარე დონის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 745კილომეტრი).

მედვედკინი ალექსანდრე - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1900-1999 წწ).

მედვეჟეგორსკი - ქალაქი რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში (20 ათასი).

მედიალური (ლათ.) - (ანატ.) სხეულის შუა ხაზთან ახლოს მდებარე, შუა, შუათანა.

მედიანა (ლათ.) - (მათემ.) სწორი ხაზი, რომელიც სამკუთხედის წვეროდან მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილამდეა გავლებული.

მედიანტა (ლათ.) - (მუს.) დიატონიკური გამის პირველი და მეექვსე საფეხური.

მედიატორი (ლათ.)

1) რქის, ძვლის, ცელულოიდისა და მისთანების პატარა თხელი ფირფიტა, რომლითაც მანდოლინას და ზოგ სხვა ინსტრუმენტს უკრავენ; წკირა, პლექტრი.

2) მომრიგებელი, შუაკაცი.

მედიაში - ქალაქი რუმინეთის სიბიუს ჟუდეცში.

მედიაცია (ლათ.) - მესამე სახელმწიფოს შუამდგომლობა სხვა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო დავაში.

მედიდური - ამაყი, ზვიადი, ამპარტავანი, ქედმაღალი.

მედიდურობა - მედიდურის თვისება.

მედიე (უნგრ.) - უნგრეთის ძირითადი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.

მედიევალი (ფრანგ.) - (პოლიგრ.) სახელწოდება საბეჭდი შრიფტის ერთ-ერთი მოხაზულობისა, რომელიც ახლოსაა აღორძინების ხანის ლათინური შრიფტების მოხაზულობასთან, ასეთია ელზევირი.

მედიევისტი - მედიევისტიკის სპეციალისტი.

მედიევისტიკა - ისტორიული მეცნიერებების ნაწილი, რომელიც სწავლობს შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ისტორიას.

მედიკამენტი (ლათ.) - იგივეა, რაც წამალი.

მედიკოსი - იგივეა, რაც ექიმი.

მედილიჟნე (ძვ.) - დილიჟანის პატრონი.

მედინა - ქალაქი საუდის არაბეთში; მუსლიმანთა ერთ-ერთი წმინდა ქალაქი (500 ათასი).

მედინალი (ბარბიტალ-ნატრიუმი) - დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი წამალი.

მედინი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

მედინში ეკაბს - ლატვიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1885-1971 წწ).

მედინში იაზეპს - ლატვიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1877-1947 წწ).

მედინში იანის - ლატვიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1890-1966 წწ).

მედიო დოლორეს - ესპანელი მწერალი ქალი (დაიბადა 1920 წელს).

მედისინ-ჰეტი - ქალაქი კანადის ალბერტის პროვინციაში.

მედისონი

1) იხილე მადისონი .

2) (ინგ.) - თანამედროვე ჯგუფური სამეჯლისო ცეკვა ამერიკულ-კანადური წარმოშობისა.

მედიტაცია (ლათ.) - დაფიქრება, ჭვრეტა.

მედიუმი (ლათ.)

1) სპირიტების ცრუ რწმენით პირი, რომელიც გარდაცვლილთა „სულებთან“ ამყარებს ურთიერთობას, შუამავალი ადამიანებსა და „სულებს“ შორის.

2) (მუს.) ქალის სასიმღერო ხმის შუათანა რეგისტრი.

მედიჩები - ფლორენციის საგვარეულო, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შუა საუკუნეების იტალიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, 1434-1737 წლებში მართავდა ფლორენციას.

მედიჩი ლორენცო (ზედწოდება „ბრწყინვალე“) - იტალიელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე (1449-1392 წწ).

მედიცინა - მეცნიერებათა ერთობლიობა ადამიანის დაავადებების, მათი თავიდან აცილებისა და მკურნალობის შესახებ.

მედიცინბოლი (ინგლ.) - რბილი მასალით გატენილი ტყავის ბურთი, რომელსაც იყენებენ სამკურნალო ვარჯიშისათვის (ისვრიან ჭერში).

მედლერი იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი ასტრონომი (1794-1874 წწ).

მედლინგი - ქალაქი ავსტრიის ქვემო ავსტრიის მხარეში.

მედმუშაკი - მედიცინის მუშაკი.

მედნოგორსკი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (35 ათასი).

მედოლე - დოლის დამკვრელი.

მედპერსონალი - სამედიცინო პერსონალი.

მედპუნქტი - სამედიცინო პუნქტი.

მედრესე (არაბ.) - მაჰმადიანთა საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი.

მედრია კორნელ - რუმინელი მოქანდაკე (1889-1964 წწ).

მედროვე - ადამიანი, რომელმაც ძლიერი მფარველობის წყალობით დროებით მოიპოვა ხელისუფლება.

მედროშე

1) ვისაც დროშა უჭირავს ხელში რაიმე ჯგუფური სვლის დროს.

2) (გადატანით) რაიმე საზოგადოებრივი მიმართულების მეთაური, ბელადი.

მედუდუკე - დუდუკის დამკვრელი.

მედუზა - ზღვის ლაბისებური ცხოველი, აქვს საცეცები (ბერძნული მითოლოგიის ფრთოსანი ურჩხულის მედუზას სახელის მიხედვით, წარმოდგენილი ჰყავდათ ქალის სახით, რომელსაც თავზე თმის მაგივრად გველები ეხვია).

მედულარული (ლათ.) - ტვინთან დაკავშირებული.

მედუნა ედუარდ - ჩეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1950 წელს).

მედუქნე (ძვ.) - დუქნის პატრონი, დუქანში მოვაჭრე.

მედუქნეობა - მედუქნედ ყოფნა.

მედღეობე - ვისი დღეობაც არის.

მედღეური - დღიური მუშა.

მედღეხვალიე (საუბ.) - ვისაც ჩვევად აქვს საქმის სახვალიოდ გადადება.

მეეზოვე - ეზოსა და ქუჩის დამსუფთავებელი.

მეელმავლე - ელმავლის მემანქანე.

მეეტლე

1) ეტლის წამყვანი.

2) (Auriga) - ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

მეექვსე - რიგითი რიცხვითი სახელი ექვსისა, რიგის მიხედვით მეექვსე.

მეექვსედი - ექვს თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მეექსკავატორე - მუშა, რომელიც ექსკავატორს მართავს.

მევაგონე - სავაგონო ქარხანაში ან პარკში მომუშავე.

მევალე - ვალის გამცემი, ფულის გამსესხებელი.

მევახშე - ვახშის ამღები, ვინც მევახშეობას მისდევს.

მევახშეობა - მევახშის საქმიანობა, ფულის გასესხება დიდი სარგებლით (პროცენტით).

მეველე - ნათესი მინდვრის, ბაღის, ვენახის მცველი.

მეველე (ნამდვილი სახელი და გვარი დავით მიქელაძე) - ლიტერატორი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (1843-1918 წწ).

მევენახე - მევენახეობის სპეციალისტი.

მევენახეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, ვენახების გაშენება და მოვლა.

მევიოლინე - ვიოლინოს დამკვრელი.

მე ვიტყვი სიმართლეს - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1957 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები - ორდე დგებუაძე და ლევან ხოტივარი. დამდგმელი ოპერატორი - არჩილ ფილიპაშვილი. კომპოზიტორი - ოთარ თაქთაქიშვილი. მთავარ როლებში: ოთარ კობერიძე, ზურაბ ლაფერაძე, აკაკი ვასაძე, მარინა ახვლედიანი, დოდო აბაშიძე, გიორგი შავგულიძე, გიორგი გელოვანი, ალექსანდრე ომიაძე, ია ხობუა, გრიგოლ კოსტავა.

მევლუდი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი. სცენარის ავტორები - ნიკოლოზ სანიშვილი და ნუგზარ შატაიძე. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - გომარ სიხარულიძე. მთავარ როლებში: ზურაბ ცინცქილაძე (მევლუდი), გიორგი გელოვანი, გივი ჩუგუაშვილი, ეკა ქუთათელაძე, მანუჩარ შერვაშიძე, შოთა სხირტლაძე, მალხაზ ბებურიშვილი.

მე ვხედავ მზეს - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორები - ნოდარ დუმბაძე და ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი კალატოზიშვილი. კომპოზიტორი - ფელიქს ღლონტი. მთავარ როლებში: გელა ჭიჭინაძე (სოსოია), ლეილა ყიფიანი (ხატია), ზურაბ ლაფერაძე (ბეჟანა), ლია ელიავა (ქეთო), გლებ სტრიჟენოვი (ანატოლი), თენგიზ არჩვაძე (დათიკო), იპოლიტე ხვიჩია (ბეგლარა), ალექსანდრე ომიაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, გიგოლა თალაკვაძე, გრიგოლ ტყაბლაძე, დუდუხანა წეროძე, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.

მეზალიანსი (ფრანგ.) - სოციალურად უთანასწორო პირთა ქორწინება.

მეზამთრე - ვინც იზამთრებს ისეთ ადგილას, სადაც ზამთრობით მისვლა-მოსვლა წყდება.

მეზარბაზნე - ზარბაზნის მსროლელი.

მეზარე

1) ზარის მრეკავი.

2) იგივეა, რაც მოზარე.

მეზემბრიანთემუმი (ლათ) - ბალახოვანი მცენარე, გავრცელებული სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ნახევრად უდაბნოებში ქვიშიან ან ქვიან ნიადაგებზე, ბევრი სახეობა დეკორატიულია.

მეზენი

1) ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში.

2) მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ერთვის თეთრ ზღვას (სიგრძე - 956 კილომეტრი).

მეზენიტე - საზენიტო არტილერიის მებრძოლი.

მეზენტერიუმი (ბერძ.) - მუცლის აპკის ნაოჭი, რომელზედაც ჩამოკიდებულია, მიმაგრებულია შინაგანი ორგანოები (ქართულად - ჯორჯალი).

მეზენქიმა (ბერძ.) - (ანატ.) ცხოველის ან ადამიანის ჩანასახის შემაერთებელი ქსოვილი მისი განვითარების ადრეულ საფეხურზე, მისგან წარმოიქმნება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, სისხლის უჯრედები, ხრტილები, მყესები და სხვა.

მეზერი იუსტუს - გერმანელი პუბლიცისტი და ისტორიკოსი (1720-1794 წწ).

მეზეფელდი - შუა დუნაის ვაკის ნაწილი უნგრეთში.

მეზვრე - ზვრის მომვლელი და მცველი.

მეზვრიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 880 მეტრი, დუშეთიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 116 კაცი.

მეზი

1) მდინარე მაასის ფრანგული სახელწოდება.

2) დეპარტამენტი საფრანგეთში.

მეზო (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს საშუალო სიდიდეს ან რისამე შუალედურ მდგომარეობას.

მეზოატომი (ფიზ.) - ატომი, რომლის გარსის ერთ-ერთი ელექტრონი ჩანაცვლებულია უარყოფითად დამუხტული მეზონით.

მეზობელი

1) ვისიმე მახლობლად მცხოვრები.

2) მოსაზღვრე, მომიჯნავე.

მეზობლასტი (ბერძ.) - (ბიოლ.) იგივეა, რაც მეზოდერმა.

მეზობლობა

1) ვისიმე მეზობლად ყოფნა.

2) მეზობლური ურთიერთობა.

3) (კრებითი) მეზობლები ერთობლივ.

მეზობლური - მეზობლის დამახასიათებელი, მეზობლის შესაფერი.

მეზოგლეა (ბერძ.) - სტრუქტურის არმქონე ლაბისებური ნივთიერება უდაბლესი მრავალუჯრედოვანი ცხოველების (ღრუბლებისა და ღრუნაწლავიანთა) ექტოდერმასა და ენდოდერმას შორის.

მეზოდერმა (ბერძ.) - მრავალუჯრედოვანი ცხოველური ორგანიზმების ჩანასახის შუა ფენა მისი განვითარების ადრეულ საფეხურებზე, რომელიც მოთავსებულია ექტოდერმასა და ენდოდერმას შორის, მისგან ვითარდება კუნთები, ხრტილები, ძვლები, გამოყოფის ორგანოები, სასქესო ორგანოები და სხვა.

მეზოზავრი (ბერძ.) - გადაშენებული ქვეწარმავალი დაახლოებით 1 მეტრი სიგრძისა, ცხოვრობდა მტკნარ წყლებში.

მეზოზოური ერა (ბერძ.) - დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ერთ-ერთი ერა (პალეოზოურსა და კაინოზოურს შორის), რომლისთვისაც დამახასიათებელია უზარმაზარი ქვეწარმავლების (დინოზავრების და მისთანების) გაბატონებული მდგომარეობა, ძვლიანი თევზების, ფრინველებისა და ძუძუმწოვართა წარმოშობა და სხვა.

მეზოთელიუმი (ბერძ.) - ანატომიაში - ეპითელიუმი, რომლითაც დაფარულია ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის ღრუების სეროზული გარსების (პლევრის, მუცლის აპკის, პერიკარდის) კედლები.

მეზოკეფალია (ბერძ.) - თავის ქალის ფორმა, საშუალო ბრაქიკეფალიასა და დოლიქოკეფალიას შორის.

მეზოკლიმატი (ბერძ.) - კლიმატი შედარებით პატარა ტერიტორიაზე, საშუალო მაკროკლიმატსა და მიკროკლიმატს შორის, ადგილობრივი კლიმატი.

მეზოლითი (ბერძ.) - გარდამავალი პერიოდი უძველეს ქვის ხანასა (პალეოლითსა) და ახალ ქვის ხანას (ნეოლითს) შორის.

მეზომოლეკულა - მოლეკულა, რომელშიც ქიმიური კავშირი ხორციელდება არა ელექტრონით, არამედ მეზონით.

მეზონი (ბერძ.) - ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც აქვს ელექტრონის მასისა და პროტონის ან ნეიტრონის მასის შუალედური მნიშვნელობა.

მეზონინი (იტალ.) - არასრული სართული, რომელიც დაშენებულია სახლის ზედა სართულზე.

მეზონ-კარე - იხილე ელ-ჰარაში.

მეზოპაუზა (ბერძ.) - ატმოსფეროს გარდამავალი ფენა (დაახლოებით 80 კმ სიმაღლეზე) მეზოსფეროსა და თერმოსფეროს შორის.

მეზოპითეკი - ნამარხი ცხვირვიწრო მაიმუნი.

მეზორელიეფი (ბერძ.) - დედამიწის რელიეფის შუალედური ფორმები მაკრორელიეფსა და მიკრორელიეფს შორის.

მეზოსფერო (ბერძ.) - ატმოსფეროს ფენა 50-იდან 80 კმ.მდე (სტრატოსფეროს თავზე), დამახასიათებელია ის, რომ ტემპერატურა ეცემა 00-იდან-900-მდე (ქვევიდან ზევით).

მეზოტრონი (ბერძ.) - იგივეა, რაც მეზონი.

მეზოფილი (ბერძ.) - მცენარის ფოთლის რბილეული ან ძირითადი ქსოვილი.

მეზოფიტები (ბერძ.) - მცენარეები, რომლებიც ხარობენ მეტ-ნაკლებად საკმარისი რაოდენობის (მაგრამ არა ჭარბი) წყლის შემცველ ნიადაგებზე.

მეზოჰიპუსი (ბერძ.) - ცხენის მსგავსი გადაშენებული ცხოველი (მგლის სიდიდისა).

მეზურნე - ზურნის დამკვრელი.

მეზღაპრე - ზღაპრების მთქმელი ან მწერალი.

მეზღვაური - საზღვაო სამსახურში მყოფი.

მეზღვაურობა - მეზღვაურის საქმიანობა, მეზღვაურად ყოფნა.

მეზღვაურული - მეზღვაურთა დამახასიათებელი.

მეთამბაქოე - მეთამბაქოეობის სპეციალისტი.

მეთამბაქოეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, თამბაქოს მოყვანა.

მეთანი (ფრანგ.) - უფერო აირი, ნახშირბადისა და წყალბადის ნაერთი.

მეთანოლი - იგივეა, რაც მეთილის სპირტი.

მეთარე - თარის დამკვრელი.

მეთაური

1) წინამძღოლი, ხელმძღვანელი, უფროსი.

2) სამხედრო ნაწილის, ქვედანაყოფის ან სამხედრო გემის უფროსი.

მეთაურობა - ხელმძღვანელობა.

მეთევზე

1) ადამიანი, რომლის საქმიანობაა თევზის ჭერა, მებადური.

2) თევზის, თევზეულის გამყიდველი, თევზეულით მოვაჭრე.

მეთევზეობა

1) თევზის ჭერა როგორც მეურნეობის დარგი.

2) მეთევზედ ყოფნა.

მეთესლეობა - მემცენარეობის დარგი, სათესლე მცენარეების მოვლა-მოშენება.

მეთვალთვალე - სამხედრო პირი, რომელსაც ევალება მტრის განლაგების თვალთვალი.

მეთვალყურე - ვინც თვალყურს ადევნებს ვისმე, რასმე, ზედამხედველი.

მეთვალყურეობა - თვალყურის დევნება, ზედამხედველობა.

მეთილამინი - (ქიმ.) ორგანული ნაერთი, უმარტივესი ამინი, აქვს ამიაკის მძაფრი სუნი, წარმოიქმნება ქაშაყის მარილხსნარში, ხის მშრალი გამოხდის დროს და სხვა, იყენებენ ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებაში.

მეთილენი (ფრანგ.) - (ქიმ.) ერთი ატომი ნახშირბადისა და ორი ატომი წყალბადისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შედის სხვადასხვა ორგანული ნაერთის შემადგენლობაში.

მეთილენბლაუ (ფრანგ.) - (ქიმ.) ორგანული ნაერთი, გამოყენება აქვს მედიცინაში.

მეთილვიოლეტი (ფრანგ.) - (ქიმ.) ფუძე საღებარი, იყენებენ ქსოვილების, ტყავის შესაღებად, ქიმიური ფანქრების, პირის გადასაღები ქაღალდის დასამზადებლად და სხვა.

მეთილი (ფრანგ.) - (ქიმ.) ერთი ატომი ნახშირბადისა და სამი ატომი წყალბადისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შედის სხვადასხვა ორგანული ნაერთის შემადგენლობაში. მეთილის სპირტი - ხის სპირტი, უფერო სითხე, ხის მშრალად გამოხდის ერთ-ერთი პროდუქტი, შხამიანია, დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში.

მეთილორანჟი (ფრანგ.) - მეთილის ნარინჯისფერი საღებარი, იყენებენ უპირატესად ლაბორატორიებში (მოცულობითი ანალიზის დროს) როგორც მგრძნობიარე ინდიკატორს ხსნარის მჟავიანობის ან ტუტიანობის გასარკვევად.

მეთიუ რობერტ ჰოგ - ინგლისელი არქიტექტორი (1906-1990 წწ).

მეთიუზი სტენლი - იხილე მეტიუზი .

მეთოდე - იხილე კირილე და მეთოდი.

მეთოდი - თეორიული გამოკვლევის ან რისამე პრაქტიკულად განხორციელების ხერხი.

მეთოდიკა (ბერძ.) - რისამე სწავლების, რისამე პრაქტიკულად შესრულების ხერხთა ერთობლიობა.

მეთოდიკური - მეთოდიკასთან დაკავშირებული.

მეთოდისტები (ინგლ.) - ინგლისურ-ამერიკული რელიგიური სექტა, რომელიც მოითხოვს ანგლიკანური ეკლესიის წესების ზუსტ („მეთოდურ“) შესრულებას.

მეთოდისტი - რისამე სწავლების მეთოდიკის სპეციალისტი.

მეთოდოლოგია (ბერძ.) - მოძღვრება, საერთოდ, მეცნიერული კვლევის მეთოდების ან ამა თუ იმ მეცნიერებაში გამოყენებული კვლევის მეთოდების შესახებ.

მეთოდოლოგიური - მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული.

მეთოდური

1) რაიმე მეთოდთან დაკავშირებული.

2) სისტემატური, თანამიმდევრული.

მეთონე

1) თონის მკეთებელი.

2) თონეში პურის მცხობელი.

მეთოფე (ძვ.)

1) იგივეა, რაც მეთოფური.

2) თოფის მკეთებელი ხელოსანი.

მეთოფური (ძვ.) - თოფით შეიარაღებული, თოფის მსროლელი.

მეთულუხე (ძვ) - თულუხით წყლის მზიდავი.

მეთუნე - თიხის ჭურჭლის მკეთებელი.

მეთუნეობა - მეთუნის საქმიანობა, მეთუნის ხელობა.

მეთუნუქე - ხელოსანი, რომელიც თუნუქის ნაწარმს ამზადებს ან თუნუქის სახურავს აკეთებს.

მეთქი - ნაწილაკი, იხმარება პირველი პირის ნათქვამი ან ნაფიქრი სიტყვების განმეორებისას.

მეთხილამურე - ვინც სათხილამურო სპორტს მისდევს.

მეი ვანესა - ჩინური წარმოშობის მევიოლინე და კომპოზიტორი (დაიბადა 1978 წელს).

მეი ლევ - რუსი პოეტი და დრამატურგი (1822-1862 წწ).

მეიარაღე - იარაღის მკეთებელი ოსტატი.

მეიბეკი ბერნარდ - ამერიკელი არქიტექტორი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1862-1957 წწ).

მეიგავე - იგავების, იგავ-არაკების მთხზველი, მწერალი.

მეიდანი - იგივე, რაც მოედანი.

მეიდსტონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კენტის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (60 ათასი).

მეიე ანტუან - ფრანგი ენათმეცნიერი (1866-1936 წწ).

მეიერბერი ჯაკომო (ნამდვილი სახელი და გვარი იაკობ ლიბმან ბერი) - კომპოზიტორი, დაიბადა გერმანიაში, ებრაულ ოჯახში, მოღვაწეობდა იტალიაში, საფრანგეთში (1791-1864 წწ).

მეიერი (მეიერსონი) გოლდა - ისრელის სახელმწიფო მოღვაწე ქალი, 1969-74 წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი (1898-1978 წწ).

მეიერსონი ემილ - ფრანგი ფილოსოფოსი (1859 - 1933 წწ).

მეიერხოლდი ვსევოლოდ - რუსი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი, თეატრის რეფორმატორი (1874 - 1940 წწ).

მეიერჰოფი ოტო - გერმანელი ბიოქიმიკოსი, 1922 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1884-1951 წწ).

მეითარი - მეფის მსახური გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში, ეჯიბის მსგავსი მოხელე.

მეიკონი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჯორჯიის შტატში (120 ათასი, გარეუბნებით 300 ათასი).

მეი ლანფანი - ჩინელი მსახიობი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე (1894-1961 წწ).

მეილერი ნორმან - ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი (დაიბადა 1923 წელს).

მეინი ჰენრი ჯეიმზ სამნერ - ინგლისელი იურისტი და სამართლის ისტორიკოსი (1822-1888 წწ).

მეინონგი ალექსიუს ფონ - ავსტრიელი ფილოსოფოსი-იდეალისტი და ფსიქოლოგი (1853-1920 წწ).

მეინსტრიმი - მიმდინარეობა ჯაზში; მისთვის დამახასიათებელია თანამედროვე და ტრადიციული სტილისტიკის ელემენტების შერწყმა.

მეინფრეიმი - მაღალი ხარისხის უნივერსალური დიდი კომპიუტერი ურთულესი გამოთვლების საწარმოებლად.

მეიო ელტონ - ამერიკელი სოციოლოგი.

მეიო უილიამ ჯეიმზ - ამერიკელი ქირურგი (1861-1911 წწ).

მეიო ჩარლზ ჰორას - ამერიკელი ქირურგი (1865-1939 წწ).

მეიოზი (ბერძ.) - (ბიოლ.) ცხოველური ან მცენარეული უჯრედის არაპირდაპირი დაყოფის (მიტოზის) ერთ-ერთი ფორმა, რომლის შედეგადაც ხდება ქრომოსომების რიცხვის შემცირება (რედუქცია) ორჯერ, დამახასიათებელია განვითარებადი სასქესო ჯირკვლებისათვის, იგივეა, რაც რედუქციული დაყოფა.

მეირინკი გუსტავ - იხილე მაირინკი .

მეისონიე ერნესტ - იხილე მესონიე .

მეისრე - რკინიგზის მუშა, ისრის გადამწევ-გადმომწევი.

მეისტორიე - მემატიანე, ისტორიკოსი.

მეისფილდი ჯონ - ინგლისელი პოეტი (1878-1967 წწ).

მეიტლენდი ფრედერიკ უილიამ - ინგლისელი ისტორიკოსი (1850-1906 წწ).

მეიული ეტიენ ნიკოლა - ფრანგი კომპოზიტორი (1763-1817 წწ).

მეიფლაუერი - სახელი გემისა, რომლითაც ინგლისელი კოლონისტები ჩავიდნენ 1620 წელს ამერიკაში და ახალი ინგლისის კოლონიების ათვისება დაიწყეს.

მეიძი - იაპონიის იმპერატორ მუცუჰიტოს ზეობის ეპოქის ოფიციალური სახელი (1868 წლიდან).

მეიძი ისინი - 1867-88 წლების იაპონიის რევოლუციის სახელი, რის შედეგადაც სიოგუნთა ძალაუფლება დაეცა.

მეიჯორი ჯონ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1990-97 წლებში (დაიბადა 1943 წელს).

მეკავშირე

1) კავშირგაბმულობის მუშაკი, კავშირგაბმულობის ჯარების სამხედრო მოსამსახურე.

2) ჯარისკაცი, რომელიც ცოცხალ კავშირს ამყარებს ქვეგანაყოფის მეთაურსა და მის უშუალო უფროსს შორის.

მეკალოე - კალოზე მომუშავე ადამიანი.

მეკამეჩეობა - კამეჩების მოვლა-მოშენება.

მეკარე

1) შესასვლელი კარის დარაჯი.

2) ფეხბურთის და ზოგი სხვა სპორტული გუნდის მოთამაშე, კარში დგას და იცავს მას მოწინააღმდეგეთა თავდამსხმელებისაგან.

მეკარტოფილეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, კარტოფილის მოვლა-მოყვანა.

მეკასრე - კასრის მკეთებელი ხელოსანი.

მეკეიძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მეკელაინი რიხარდ გეორგ - გერმანელი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი და სლავისტი (1880-1940 წწ).

მეკელი იოჰან ფრიდრიხ - გერმანელი ბიოლოგი (1781-1833 წწ).

მეკენზი - მდინარე, იხილე მაკენზი.

მეკენძალა (Aruncus yulgarus) - ტყის მცენარე, იკეთებს მოთეთრო-მოყვითალო ყვავილებს, რაჭა-ლეჩხუმში მხლად ხმარობენ.

მეკვერცხე

1) კვერცხით მოვაჭრე.

2) კვერცხისმდებელი.

მეკვერცხული - ბევრი კვერცხის მდებელი.

მეკვლე (ძვ.)

1) პირი, რომელიც ახალი წლის დილით პირველი შედის ვისიმე ოჯახში და ულოცავს ახალი წლის დადგომას.

2) ვინც წინ მიუძღვის, გზას უკვლევს ვისმე ან რასმე.

მეკვლეობა - მეკვლედ ყოფნა.

მეკინგი ენრიკე და კოშტა - ბრაზილიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1952 წელს).

მეკლდეური - კლდეზე მცოცავი სპორტსმენი.

მეკლენბურგი - ისტორიული ოლქი გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე.

მეკლიტე - ვისაც გასაღები აბარია, რისამე დამკეტ-გამღები.

მეკობრე - ზღვის ყაჩაღი.

მეკობრეობა

1) ზღვაზე ყაჩაღობა

2) საქართველოში ზოგადად ყაჩაღობას ერქვა.

მეკოდე - ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში, ვისაც პურობის დროს ღვინო, არაყი და ლუდი აბარია.

მეკოკიშვილი არსენ - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, +100 კგ). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952), მსოფლიოს ჩემპიონი (1954), სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1945, 46, 48-53, 56) და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში (1940, 47-52). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1912-1972 წწ).

მეკომური - სოფელ ადგილას მცხოვრები, კომლის პატრონი.

მეკონგი - მდინარე ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას (სიგრძე - 4500 კილომეტრი).

მეკრაველეობა - საკრაველე ცხვრის მოვლა-მოშენება.

მეკრამიტე - კრამიტის მკეთებელი მუშა.

მეკრიმანჭულე - კრიმანჭულის მთქმელი.

მეკუბოე - კუბოს მკეთებელი ხელოსანი.

მეკურდღლეობა - კურდღლის მოვლა-მოშენება.

მეკურტნე (ძვ.)

1) კურტნის მკეთებელი ხელოსანი.

2) კურტნით ტვირთის მზიდავი.

მეკუჭნავე - პირი, რომელსაც საკუჭნაო აბარია.

მელა

1) მტაცებელი ცხოველი, აქვს გრძელი ფუმფულა კუდი.

2) (გადატანით) პირმოთნე, გაიძვერა, ცბიერი.

მელაანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

მელაკუდა

1) მელას ეპითეტი.

2) (გადატანით) ცბიერი გაიძვერა.

3) (Alopekurus) ბალახი ერთგვარი მარცვლოვანთა ოჯახისა, ღეროს წვერზე იკეთებს თავთუნებს, რაც მელას კუდს მოგვაგონებს.

მელაკუდობა - ცბიერობა, გაიძვერობა.

მელანეზია - კუნძულების ჯგუფი ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

მელანი (ბერძ.) - საწერად სახმარი სხვადასხვა ფერის სითხე.

მელანია (ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლოზ ნათაძე) - მწერალი (1853-1921 წწ).

მელანინები (ბერძ.) - მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების შავი და მუქი ყავისფერი ან ყვითელი პიგმენტები, განსაზღვრავს კანის, თმის, ფრთის, ქერცლის და სხვა შეფერილობას.

მელანომა და მელანობლასტომა (ბერძ.) - ავთვისებიანი სიმსივნე ერთგვარი.

მელანჟ-აქტი (ფრანგ.) - საცირკო ნომერი, რომელშიც გაერთიანებული რამდენიმე სხვადასხვა საცირკო ჟანრის ელემენტები (ტრიუკები.)

მელანჟი (ფრანგ.)

1) სხვადასხვა ფერის ნართი ან ქსოვილი.

2) კვერცხის გულისა და ცილის გაყინული ნარევი, იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში და სხვა.

მელანქთონი ფილიპ - გერმანელი ჰუმანისტი და თეოლოგი, ლუთერანული რეფორმის მოღვაწე (1497-1560 წწ).

მელანქოლია (ბერძ.)

1) ფსიქიკური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივი მოდუნება, ნაღვლიანობა.

2) ნაღვლიანი განწყობილება, სევდა, კაეშანი.

მელანქოლიკი - მელანქოლიით შეპყრობილი ადამიანი.

მელანქოლიური - მელანქოლიის შემცველი.

მელარენი - ტბა შვედეთის ცენტრალურ ნაწილში (სიღრმე 65 მეტრი).

მელასა (იტალ.) - შაქრის წარმოების ნარჩენი, სქელი შავი სითხე, სხვა ნივთიერებებთან შერეულს იყენებენ საქონლის საკვებად.

მელასი მიხაელ - ავსტრიის ფელდმარშალ-ლეიტენანტი (1729-1806 წწ).

მელაური - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: მელაური, მიწაბოგირა, ხიბლარი). ზღვის დონიდან - 30 მეტრი, სამტრედიიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 350 კაცი.

მელაძე დიმიტრი - გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში (1906-1961 წწ).

მელაძუა - იგივეა, რაც მელაკუდა.

მელბურნი - ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ავსტრალიის კავშირის დროებითი დედაქალაქი 1901-27 წლებში, 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი (3,1 მილიონი).

მელბურნი უილიამ ლემ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1834 წელს (1779-1848 წწ).

მელგარი მარიანო - პერუელი პოეტი (1791-1815 წწ).

მელგირი - იხილე შატ-მელგირი.

მელე - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მელეაგრე გადარელი - ძველბერძენი პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 140 - 70 წწ).

მელეკეოკი - სახელმწიფო პალაუს დედაქალაქი 2006 წლის & ოქტომბრიდან.

მელეკესი - რუსეთის ქალაქ დიმიტროვგრადის სახელი 1972 წლამდე.

მელენდეს ვალდესი ხუან - ესპანელი პოეტი (1754-1817 წწ).

მელენიანო - იტალიის ისტორიულ ოლქ მარინიანოს ახლანდელი სახელი.

მელენკი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (20 ათასი).

მელეჟი ივან - ბელორუსიის სახალხო მწერალი (1921-1976 წწ).

მელერი (მალერი) ჰერმან ჯოზეფ - ამერიკელი გენეტიკოსი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1890-1967 წწ).

მელეუზი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (60 ათასი).

მელექედური - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

მელექსე - ლექსის შემთხზველი, ლექსის დამწერი, პოეტი.

მელექსეობა - მელექსის საქმიანობა, ლექსების წერა.

მელეღვია - იგივეა, რაც კვირიონი.

მელეყურისღელე - მდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

მელეშური - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის მარცხენა შენაკადი.

მელეცი - ქალაქი პოლონეთში (60 ათასი).

მელვილი

1) კუნძული ტიმორის ზღვაში, ავსტრალიის ნაპირებთან.

2) კუნძული კანადის არქიპელაგში, ეკუთვნის კანადას.

3) ნახევარკუნძული კანადის ჩრდილოეთ სანაპიროსთან.

მელვილი ჰერმან - ამერიკელი მწერალი-რომანტიკოსი (1819-1891 წწ).

მელია

1) იგივეა, რაც მელა.

2) ფოთოლცვენია ან მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, გვხვდება ევროპის, აზიისა და აფრიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ არეებში, მის ფოთლებს და ფესვების ქერქს იყენებენ მედიცინაში, შხამიანი ნაყოფისაგან კი იღებენ ინსექტიციდებს.

3) ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

მელია ხულიო ანტონიო (ნამდვილი სახელი ნიკანორ მაკ-პარლანდი) - კუბის ახალგაზრდული და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1903-1929 წწ).

მელიავა თამაზ - კინორეჟისორი (1929-1972 წწ).

მელიანდაგე

1) რკინიგზის სალიანდაგო სამსახურის მუშაკი.

2) ლიანდაგის დამგები.

მელიასხევი - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიმონიანთხევის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან - 1070 მეტრი, თიანეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 92 კაცი.

მელია-ტელეფია - ნაყოფიერების კულტისადმი მიძღვნილი ვაჟთა ცეკვა სვანეთში.

მელიე ჟან - ფრანგი ფილოსოფოსი, ათეისტი, უტოპისტ-კომუნისტი (1664-1729 წწ).

მელიესი ჟორჟ - ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, ილუზიონისტი, თეატრალური და კინომეწარმე (1861-1938 წწ).

მელიზმები (ბერძ.) - (მუს.) მცირე მელოდიური სამკაულები.

მელითონე - ლითონის წარმოებაში მომუშავე მეტალურგი.

მელიის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი ალეუტის არქიპელაგში, ეკუთვნის აშშ-ს.

მელიკა - ბერძნული ლირიკის ერთ-ერთი დარგი, ინტიმური გრძნობების გამომხატველი სასიმღერო პოეზია.

მელილია - ქალაქი მაროკოში, ხმელთაშუა ზღვის პირას (ესპანეთის სამფლობელო) (70 ათასი).

მელილითი (ბერძ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი სილიკატების ჯგუფისა.

მელინიტი (ბერძ.) - ერთგვარი ფეთქებადი ნივთიერება ყვითელი ფერისა.

მელიორატორი - მელიორაციის სპეციალისტი.

მელიორაცია (ლათ.) - მიწის ნაყოფიერების და არახელსაყრელი პირობების გაუმჯობესება მშრალი ადგილების მორწყვის, ჭაობების ამოშრობის და სხვა გზებით.

მელისა (ბერძ.) - მრავალწლოვანი ბალახი, შეიცავს ლიმონის სუნის მქონე ეთეროვან ზეთს, გვხვდება საქართველოში, ყირიმსა და შუა აზიაში, იგივეა, რაც ლიმონის პიტნა.

მელისე სამოსელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 410 - 360 წწ).

მელისი (გერმ.) - წმინდა შაქრის ფხვნილი ერთგვარი, იღებენ თეთრი ბადისაგან, რაფინადის წარმოების თანმდევი პროდუქტისაგან.

მელიტოპოლი - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში (180 ათასი).

მელიფტე - პირი, რომელიც ლიფტს ემსახურება.

მელიქ-ავაქიანი გრიგორი - სომეხი კინორეჟისორი (დაიბადა 1920 წელს).

მელიქაური - მარადმწვანე ბუჩქი მაჯაღვერისებრთა ოჯახისა.

მელიქაძე ლეონიდე - ქიმიკოსი, აკადემიკოსი (1912 - 1990 წწ).

მელიქი - ისლამამდელ არაბეთში სახელმწიფოს გამგებელი, ტომის კონფედერაციის მეთაური,

მელიქიშვილი გიორგი - ისტორიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1918 წელს).

მელიქიშვილი პეტრე - ქიმიკოს-ორგანიზატორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1850-1927 წწ).

მელიქოვი არიფ - აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

მელიქსეთ-ბეგი ლეონ - თბილისში მოღვაწე სომეხი მეცნიერი, არმენოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1890-1963 წწ).

მელიქ-ფაშაევი ალექსანდრე - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრში (1905-1964 წწ).

მელიქ-შაჰი (მალიქ-შაჰი) აბუ -ფათჰ-ჯალალ-ად-დინ - დიდ სელჯუკთა დინასტიის სულთანი (1055-1092 წწ).

მელი-ღელე - არქეოლოგიური ძეგლი სოფელ მელაანის სამხრეთით.

მელკართი - ფინიკიური ღვთაება, ქალაქ ტვიროსის მფარველი.

მელკოე - ტბა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ ნორილსკის სიახლოვეს (სიღრმე 22 მეტრი).

მელნგაილისი ემილის - ლატვიელი კომპოზიტორი და ფოლკლორისტი (1874-1954 წწ).

მელნდალი - ქალაქი შვედეთის გეტებორგ-ბოჰუსის ლენში.

მელნიანი - რაშიც მელანია, მელნით გასვრილი.

მელო (ბერძ.) - რთული ფუძის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს სიმღერასთან, მუსიკასთან დაკავშირებულს.

მელოგინე - მომშობიარების შემდეგ ლოგინში მწოლიარე ქალი.

მელოდეკლამატორი - პირი, რომელიც მელოდეკლამაციას ასრულებს.

მელოდეკლამაცია (ბერძ.) - მხატვრული კითხვა მუსიკის თანხლებით.

მელოდია

1) (ბერძ.) - ბგერათა კეთილხმოვანი თანმიმდევრობა, რომელიც ქმნის გარკვეულ მუსიკალურ ერთეულს, ჰანგი.

2) მოსკოვის ხმისჩამწერი სტუდია, დაარსებულია 1964 წელს.

მელოდიკა - მოძღვრება მელოდიის შესახებ.

მელოდიური - მოსასმენად საამო, კეთილხმიანი.

მელოდრამა (ბერძ.)

1) დრამა, შეერთებული სიმღერასა და მუსიკასთან.

2) დრამატული ჟანრი, რომელიც გამოირჩევა გაზვიადებული ემოციურობით, მორალურ-დამრიგებლური სენტენციებით, ამ ჟანრის ნაწარმოები.

მელოდრამატიზმი - მელოდრამისათვის დამახასიათებელი ზედმეტი ემოციურობა, არაბუნებრიობა რისამე გამოხატვაში.

მელომანი - მუსიკის, სიმღერის მოყვარული.

მელომანია (ბერძ.) - მუსიკის, სიმღერის დიდი სიყვარული.

მელონი მაჩედონიო - იტალიელი ფიზიკოსი (1798-1854 წწ).

მელოპეა - მელოსის, მელოდიის შექმნა ძველ ბერძენთა ეპოქაში.

მელორი ტომას - ინგლისელი მწერალი (დაახლოებით 1417-1471 წწ).

მელოსი (ბერძ.) - ცნება, რომელიც განსაზღვრავს მელოდიურ, სასიმღერო საწყისს მუსიკალურ ნაწარმოებში.

მელოტა - ფრინველი წეროსნაირთა რიგისა, მისი სხეულის სიგრძე 40 სმ-მდე აღწევს.

მელოტი - მთლიანად ან ნაწილობრივ თმაგაცვენილი მამაკაცი.

მელპომენე (ბერძ.) - ბერძნულ მითოლოგიაში - ტრაგედიის მუზა, წარმოდგენილი ჰყავდათ ქალად, რომელსაც აქვს სუროს გვირგვინი და ტრაგედიული ნიღაბი.

მელურა - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მელური (საუბ.) - ეშმაკური, გაიძვერული.

მელუშეეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ვაჭევის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ბუჯის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 - მეტრი, ჭიათურიდან - 20 კილომეტრი.2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 კაცი.

მელქაძე გივი - არქიტექტორი (1923-1981 წწ).

მელქაძე ილია - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1907-1990 წწ).

მელქიორი (გერმ.) - სპილენძის შენადნობი ნიკელთან, ჰგავს ვერცხლს.

მელქისედეკ I - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-33 წწ, ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი.

მელქისედეკ II - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1528-52 წლებში, ქართლის მეფის, კონსტანტინე II-ის ძე.

მელქისედეკ III (ერისკაცობაში მიხეილ ფხალაძე) - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1952-60 წლებში (1872-1960 წწ)..

მელქისედეკი (საყვარელიძე) - პირველი გელათელი გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით (XVI საუკუნე).

მემადნეობა - მადნის მოპოვება.

მემამულე - თავად-აზნაურთა წრიდან გამოსული მიწის მესაკუთრე, მსხვილი მიწათმფლობელი.

მემამულური (ძვ.) - მემამულეთა დამახასიათებელი, მემამულეთა კუთვნილი.

მემანქანე

1) მანქანის წამყვანი.

2) საწერ მანქანაზე მომუშავე ქალი.

მემარცხენე - პოლიტიკურად რადიკალური ანდა სხვებთან შედარებით უფრო რადიკალური.

მემარჯვენე - პოლიტიკურად კონსერვატიული, რეაქციული.

მემატიანე - მატიანის შემდგენელი, ჟამთააღმწერელი, მეისტორიე.

მემაღაროე - მაღაროში მომუშავე.

მემაშხალე (ძვ.) - მაშხალების ამნთები.

მემაწვნე - მაწვნის გამყიდველი.

მემბრანა (ლათ.) - აპკი ან თხელი ფირფიტა, გამოყენება აქვს მიკროფონში, ტელეფონში და სხვა.

მემელი - ლიტვის ქალაქ კლაიპედას სახელი 1923 წლამდე.

მემთე - ვინც ზაფხულობით მთაში მიჰყვება საქონელს.

მემიზნე - არტილერისტი, რომელიც მიზანზე აყენებს ქვემეხებს, ტყვიამფრქვევებს.

მემილიონე - რიგითი რიცხვითი სახელი მილიონისა, რიგის მიხედვით მილიონი.

მემილიონედი - მილიონ თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მემინდვრე - მემინდვრეობის სპეციალისტი.

მემინდვრეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, მინდვრის კულტურების მოვლა-მოყვანა.

მემინე

1) მინის მრეწველობის მუშა.

2) ფანჯრის მინების ჩამსმელი მუშა, მეშუშე.

მემკვიდრე

1) პირი, რომლის საკუთრებადაც გადადის გარდაცვლილის ქონება.

2) (წიგნ.) ვისიმე საქმის გამგრძელებელი.

მემკვიდრეობა

1) ქონება, რომელიც მისი პატრონის სიკვდილის შემდეგ გადადის ახალი პირის საკუთრებად.

2) (წიგნ.) წინა თაობათაგან ან მოღვაწეთაგან დატოვებული კულტურული, ლიტერატურული და სხვა შენაძენი.

3) ცოცხალი ორგანიზმის უნარი გადასცეს თავისი ფიზიკური და ფსიქიკური თავისებურებანი შთამომავლობას.

მემკვიდრეობითი

1) მემკვიდრეობით მიღებული.

2) შთამომავლობითი, თანდაყოლილი.

მემკვიდრეობითობა - მემკვიდრეობითის თვისება.

მემკვიდრული - იგივეა, რაც მემკვიდრეობითი.

მემკვიდრულობა - მემკვიდრეობითობა.

მემლინგი ჰანს - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლოებით 1440-1494 წწ).

მემნონი - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ეთიოპელთა მეფე, ცისკრის ქალღმერთის ეოსის შვილი.

მემოდელე - მოდელების მკეთებელი ოსტატი.

მემონტაჟე - მონტაჟის სპეციალისტი.

მემორანდუმი (ლათ.)

1) დიპლომატიური დოკუმენტი, რომლითაც გადმოცემულია მთავრობის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე.

2) რაიმე დაწესებულების მოხსენებითი ბარათი ან ახსნა- განმარტებითი ცნობა.

მემორია (ლათ) - რაიმე საქმის არსის მოკლე გადმოცემა, ჩანაწერი.

მემორიალი (იტალ)

1) ჩანაწერები, დღიურები.

2) ვისიმე ხსოვნისადმი მიძღვნილი, ვისიმე სახელობისა.

3) საბუხჰალტრო წიგნი სავაჭრო ოპერაციების ყოველდღიურად ჩასაწერად.

მემორიალური (იტალ.) - ვისიმე, რისიმე უკვდავსაყოფად გაკეთებული, შექმნილი.

მემტრედე - ვინც მემტრედეობას მისდევს.

მემტრედეობა - მტრედების მოშენება.

მემუარები (ფრ.) - ლიტერატურული ნაწარმოები, ავტორის მოგონებები პირადი ცხოვრებისა და მისი დროის საზოგადოების შესახებ.

მემუარული - მემუარების ხასიათისა.

მემულა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხვანდირის მარჯვენა შენაკადი.

მემუსიკე - სამუსიკო საკრავის დამკვრელი, მუსიკოსი.

მემფისი

1) ეგვიპტის უძველესი დედაქალაქი ძვ. წ.აღ. 28-23 საუკუნეებში.

2) ქალაქი აშშ-ს ტენესის შტატში (600 ათასი, გარეუბნებით - 1 მლნ).

მემფორდი ლუის - ამერიკელი ფილოსოფოსი (1895-1990 წწ).

მემცენარე - მემცენარეობის სპეციალისტი.

მემცენარეობა - სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მოვლა-გაშენება.

მემძორე - მძორის მჭამელი.

მემწვანილე - მწვანილის გამყიდველი.

მენა - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

მენა ხუან დე - ესპანელი პოეტი (1411-1456 წწ).

მენაგვე - ნაგვის გამტანი და გადამყრელი.

მენადა (ბერძ.) - ძველ საბერძნეთში - ღვინისა და დროს ტარების ღმერთის, ბაკქის (დიონისეს), ქურუმი ქალი, ბაკქელი ქალი.

მენავე - ნავის პატრონი, ადამიანი, რომელიც ნავის წამყვანად მუშაობს.

მენავეობა - მენავის საქმიანობა, მენავედ ყოფნა.

მენავთობე - ნავთობის მრეწველობის მუშაკი.

მენამი (მენამ-ჩაო-პარაია) - მდინარე ტაილანდში, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვის სიამის ყურეს.

მენამ-ჩაო-პრაია - იხილე მენამი.

მენანდრე - ძველბერძენი დრამატურგი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 342 - 292 წწ).

მენანდრე პროტიქტორი - ბიზანტიელი ისტორიკოსი (VI საუკუნე).

მენაღმე - სამხედრო-მოსამსახურე, ნაღმების ჩამწყობი რისამე ასაფეთქებლად.

მენაყინე - ნაყინის გამყიდველი.

მენახირე

1) ნახირის მწყემსი.

2) ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

მენახირეობა - მენახირედ ყოფნა.

მენახშირე - ნახშირის დამამზადებელი ან გამყიდველი.

მენგერი კარლ - ავსტრიელი ეკონომისტი (1840 - 1921 წწ).

მენგესი კარლ ჰაინრიხ - გერმანელ-ამერიკელი ეკონომისტი (1908-1990 წწ).

მენგისთუ ჰაილე მარიამი - ეთიოპიის პრეზიდენტი და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1987-91 წლებში (დაიბადა 1941 წელს).

მენგლეტი გიორგი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-2001 წწ).

მენგლი-გირეი (მენგლი-გერაი) - ყირიმის ხანი გირეების დინასტიიდან (1468-1515 წწ).

მენგსი ანტონ რაფაელ - გერმანელი ფერმწერი და ხელოვნების თეორიტიკოსი (1728-1779 წწ).

მენდანია დე ნეირა ალვარო - ესპანელი ზღვაოსანი (1541 ან 1545 - 1595 წწ).

მენდე - სიერა-ლეონეში მცხოვრები ხალხი (1,5 მილიონამდე).

მენ დე ბირანი მარი ფრანსუა პიერ გონტიე - ფრანგი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოღვაწე (1766-1824 წწ).

მენდევილი ბერნარდ დე - იხილე მანდევილი ..

მენდელეევი დიმიტრი - რუსი ქიმიკოსი, ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის შემქმნელი (1834-1907 წწ).

მენდელეევო - სოფელი გაგრის შემოგარენში.

მენდელეევსკი (1967 წლამდე ბონდიუჟსკი) - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (20 ათასი).

მენდელეევიუმი (Md) - ხელოვნურად მიღებული აქტინოიდების ოჯახის რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 101, სტაბილური იზოტოპები არა აქვს.

მენდელზონი ერიხ - გერმანელი არქიტექტორი (1887-1953 წწ).

მენდელი გრეგორ იოჰან - ავსტრიელი ნატურალისტი, ბუნებისმეტყველი, მემკვიდრულობის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი (1822-1884 წწ).

მენდელიზმი - (ბიოლ.) გენეტიკის დარგი, რომელიც იკვლევს მემკვიდრულობის კანონზომიერებას. მემკვიდრეობითობის ერთ-ერთი ფორმა (ავსტრიელი მონაზვნისა და ბუნებისმეტყველის გ.მენდე-ლის 1822-1884) სახელის მიხედვით.

მენდელ-მოიხერ-სფორიმი (ნამდვილი სახელი და გვარი შოლომ იაკოვ აბრამოვიჩი) - ებრაელი მწერალი, ახალი ებრაული ლიტერატურის ფუძემდებელი (1835-1917 წწ).

მენდელსონი (მენდელსონ-ბართოლდი) იაკობ ლუდვიგ ფელიქს - გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ორგანისტი (1809-1847 წწ).

მენდელსონი მოზეს - გერმანელი ფილოსოფოსი (1729-1786 წწ).

მენდერესი ადნან - თურქეთის სახელმწიფო მოღვაწე (1899-1961 წწ).

მენდესი ლეოპოლდო - მექსიკელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1902-1969 წწ).

მენდესი ფრანსისკო - გვინეა-ბისაუს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბადა 1938 წელს).

მენდეს-ფრანსი პიერ - საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1907-1982 წწ).

მენდისაბალი ხუან ალვარეს - 1820-43 (ხანგამოშვებით) წლებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი (1790-1853 წწ).

მენდოსა

1) ქალაქი არგენტინის დასავლეთ ნაწილში (125 ათასი).

2) პროვინცია არგენტინის დასავლეთ ნაწილში.

მენდოსა ედუარდო - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1943 წელს).

მენელაე (ბერძ.) - ძველ ბერძნულ ეპოსში: სპარტის მეფე, მშვენიერი ელენეს ქმარი, ტროის ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე, აგამემნონის ძმა.

მენელაე ალექსანდრიელი - ძველბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი (I საუკუნე).

მენელიკ II - ეთიოპიის იმპერატორი (1844-1913 წწ).

მენემი კარლოს საულ - არგენტინის პრეზიდენტი 1889-99 წლებში (დაიბადა 1930 წლს).

მენენდესი ხესუს ლარონდო - კუბის კომუნისტური და პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1911-1948 წწ).

მენენდეს პელაიო მარსელინო - ესპანელი ფილოლოგი და კულტურის ისტორიკოსი (1856-1912 წწ).

მენენდეს პიდალი - ესპანელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1869-1968 წწ).

მენესო

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 950 მეტრი, დუშეთიდან - 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 96 კაცი.

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), მდინარე ხორხულას (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) ხეობაში. ზღვის დონიდან - 820 მეტრი, დუშეთიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 14 კაცი.

3) ისტორიული ტრადიციის თანახმად, ძველი ეგვიპტის მეფე (ძვ.წ.აღ XXX საუკუნე).

მენესკი - ბელორუსიის ქალაქ მინსკის ძველი სახელი.

მენესკუ მანია - რუმინეთის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1916 წელს).

მენესტრელი (ფრანგ.) - მოხეტიალე პოეტი-მუსიკოსი შუა საუკუნეებში საფრანგეთსა და ინგლისში.

მენეჯერი (ინგლ.)

1) დაქირავებული პროფესიონალი მმართველი.

2) სპორტული კლუბის ან ცალკეული სპორტსმენების პატრონი, სპორტულ ასპარეზობათა მომწყობი.

3) იგივეა, რაც ანტრეპრენიორი.

მენეჯერიზმი

1) მენეჯერის საშუალებით წარმოების მართვის სისტემა.

2) სოციოლოგიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენს გარკვეული ხალხის იდეოლოგიის ნაწილს.

მენეჯმენტი (ინგლ.) - წარმოების მართვა.

მენზელ-ბურგიბა - ქალაქი ტუნისის ბიზეტის პროვინციაში (45 ათასი).

მენზელი დონალდ ჰაუარდ - ამერიკელი ასტროფიზიკოსი (1901-1976 წწ).

მენზელინსკი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში.

მენზიზი რობერტ გორდონ - ავსტრალიის კავშირის პრემიერ-მინისტრი 1939-41 და 1949-66 წლებში (1894-1978 წწ).

მენზულა (ლათ.) - საველე სახაზავი მაგიდა, რომელსაც იყენებენ გეოდეზიაში ადგილის გეგმის ან რუკის შესადგენად გრაფიკული მეთოდით.

მენზურა (ლათ.) - ჭიქის მსგავსი დანაყოფებიანი ჭურჭელი სითხის რაოდენობის გასაზომად, იყენებენ ლაბორატორიებში, აფთიაქებში.

მენთეშაშვილი თენგიზ - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი 1982 წლიდან (დაიბადა 1928 წელს).

მენთოლი (ლათ.) - გამჭვირვალე კრისტალური ნივთიერება, აქვს პიტნის მძაფრი სუნი, იყენებენ მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვა.

მენი

1) კუნძული ირლანდიის ზღვაში, ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს.

2) მდინარე საფრანგეთში, ლუარის მარჯვენა შენაკადი.

3) ატლანტის ოკეანის ყურე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

4) შტატი აშშ-ში, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, ფართობი 86,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოგასტა.

5) ისტორიული ოლქი საფრანგეთში, მდინარე ლუარას აუზში, მთავარი ქალაქი - ლა-მენი.

მენი ალექსანდრე - რუსი მღვდელმსახური (1935-1990 წწ).

მენი თომას - ინგლისელი ეკონომისტი, მერკანტილიზმის წარმომადგენელი (1571-1641 წწ).

მენი ჰენრი ჯეიმზ სამნერ - ინგლისელი იური-სტი და სამართლის ისტორიკოსი (1822-1888 წწ).

მენი და ლუარა - დეპარტამენტი საფრანგეთში.

მენიე კონსტანტენ ემილ - ბელგიელი მოქანდაკე და ფერმწერი (1831-1905 წწ).

მენიე ჟან ბატისტ მარი შარლ - ფრანგი მათემატიკოსი (1754-1793 წწ).

მენიერის დაავადება - დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავბრუ, გულისრევის, ღებინების და სხვა შეტევები. ლაბირინთის (შიგა ყურის) მოშლილობის შედეგია (XIX საუკუნის ფრანგი ექიმის მენიერეს სახელის მიხედვით).

მენინგი კარლ - ესტონელი კინორეჟისორი, ეროვნული რეჟისურის დამაარსებელი (1874-1941 წწ).

მენინგოკოკცემია - იხილე მენინგოკოკური ინფექცია.

მენინგოკოკური ინფექცია - მძიმე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს მნიშვნელოვანი კლინიკური პოლიმორფიზმი და ვითარდება ნაზოფარინგიტის, მენინგიტის ან მენინგოკოკური სეფსისის სახით. ინფექციის გამოწვევის ერთადერთი წყარო არის ადამიანი.

მენინგიტი (ბერძ.) - ტვინის გარსების ანთება.

მენიპე გადარელი - ძველბერძენი ფილოსოფოსი და სატირიკოსი (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

მენისკი (ბერძ.)

1) წვრილ, კაპილარულ მილში მოთავსებული სითხის ჩაზნექილი ან ამოზნექილი ზედაპირი.

2) ერთი მხრიდან შეზნექილი და მეორე მხრიდან გამოზნექილი მინა.

3) მუხლ-ის სახსრის ორი (შიგნითა და გარეთა) სახსარშიგა ხრტილი.

მენისკური (მენისკური ტელესკოპი) - სარკულ-ლინზური ტელესკოპი, რომლის ოპტიკა შედგება მინის მენისკისა და ჩაზნექილი სარკისაგან.

მენიუ (ფრ.) - სასადილო ბარათი - საჭმელების სია.

მენიუკი ჯორჯე - მოლდავეთის სახალხო მწერალი (1918-1987 წწ).

მენკენი ჰენრი - ამერიკელი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, სატირიკოსი (1880-1956 წწ).

მენმორტაბლები (ფრანგ.) - დამოკიდებულ გლეხთა კატეგორია XIV-XVIII საუკუნეების საფრანგეთში.

მენოვშჩიკოვა ნინა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).

მენომინები - ალგონკინების ჯგუფის ინდიელი ხალხი; ბინადრობენ აშშ-ს ვისკონსინის შტატის რეზერვაციაში.

მენონი კრიშნა - ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მსოფლიოს მშვიდობის საბჭოს საპატიო პრეზიდენტი 1971 წლიდან (1896 - 1985 წწ).

მენონიტები - პროტესტანტული სექტა, რომელიც წარმოიშვა მე-16 საუკუნის 30-40-იან წლებში ნიდერლანდში რევოლუციური ანაბაპტიზმის გადაგვარების შედეგად (დამაარსებლის, მენო სიმონსის სახელის მიხედვით).

მენონის ტბა - ტბა გაგრის შემოგარენში, გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე.

მენორა - შვიდსანთლიანი რიტუალური სასანთლე (შანდალი), იუდაიზმის და ისრაელის სახელმწიფოს სიმბოლო.

მენორაგია - მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერება და გახანგრძლივება.

მენორკა - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის ესპანეთს.

მენო სიმონსი - ჰოლანდიელი კათოლიკე მღვდელი, მენონიტების პროტესტანტული სექტის დამაარსებელი (1496-1561 წწ).

მენოტი

1) ჩირო - იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1798-1831 წწ).

2) ჯან კარლო - ამერიკელი კომპოზიტორი (დაიბადა 1911 წელს).

მენსტრუალური (ლათ.) - მენსტრუაციასთან დაკავშირებული.

მენსტრუაცია (ლათ.) - ქალის ყოველთვიური სისხლდენა საშვილოსნოდან, თვიური, რიგი.

მენსფილდი - ქალაქი აშშ-ს ოჰაიოს შტატში.

მენსფილდი კათრინ (ნამდვილი სახელი და გვარი კათლინ ბიჩემი) - ინგლისელი მწერალი ქალი (1888-1923 წწ).

მენტავაი - კუნძულების ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის ინდონეზიას.

მენტალიზმი (ლათ.)

1) (ფილოს.) თეორია, რომლის მიხედვითაც რეალურად არსებობს გონებრივი და არა მატერიალური სამყარო.

2) (ფსიქ.) თეორია, რომლის მიხედვითაც გონება შესწავლილ უნდა იქნეს თვითდაკვირვებით.

3) ენათმეცნიერების მიმართულება, რომელიც ენას განიხილავს როგორც აზრის გამოხატვის საშუალებას.

მენტალიტეტი - აზროვნების სტილი, გონებრივ და სულიერ მონაცემთა ერთობლიობა.

მენტალური - აზრთან, აზროვნებასთან დაკავშირებული, აზრობრივი.

მენტანა - ქალაქი იტალიაში.

მენტენონი ფრანსუაზა - საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV-ის ფავორიტი, შემდეგ მეორე ცოლი (1635-1719 წწ).

მენტონა - ქალაქი, სამთო კლიმატური კურორტი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში.

მენტონი - ქალაქი საფრანგეთის ზღვისპირა ალპების დეპარტამენტში.

მენტორი - ჰომეროსის პოემების გმირი, ოდისევსის მეგობარი, ტელემაქეს გამზრდელი.

მენტორული - დამრიგებლური (ჰომეროსის პოემა „ოდისეის“ მთავარი გმირის ოდისევსის შვილის, ტელემაქეს, გამზრდელის მენტორის სახელის მიხედვით)..

მენტორი - ჰომეროსის პოემა „ოდისეას“ თანახმად, ტელემაქეს აღმზრდელი, დამრიგებელი

მენუა - ურარტუს მეფე ძვ.წ.აღ. IX საუკუნის დასასრულს.

მენუახინილი - ციხესიმაგრე არარატის ველზე. ძვ.წ.აღ. IX-VIII საუკუნეების ზღვარზე ააგო ურარტუს მეფე მენუამ.

მენუეტი (ფრანგ.)

1) ძვ. ფრანგული ცეკვა ზომიერი ტემპისა, მუსიკა ამ ცეკვისათვის.

2) ამ ცეკვის რიტმის მქონე მუსიკალური ნაწარმოები.

მენუჰინი იეჰუდი - ამერიკელი მევიოლინე (1916 - 1999 წწ).

მენქალისი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

მენქარი - 2,5 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი ვეშაპის თანავარსკვლავედში.

მენშევიზმი - ოპორტუნისტული ანტიმარქსისტული მიმდინარეობა რუსეთის საოციალ-დემოკრატებში, ბოლშევიზმისადმი მტრულად განწყობილი, რუსეთში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ იქცა კონტრრევოლუციის ბურჯად.

მენშევიკი - მენშევიზმის მიმდევარი.

მენშევიკური - მენშევიზმთან დაკავშირებული.

მენშიკოვი ალექსანდრე - რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, პეტრე პირველის ფავორიტი, თავადი, გენერალსიმუსი (1673-1729 წწ).

მენშოვი ვლადიმირ - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი, 1980 წლის «ოსკარის» პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1939 წელს).

მენჩიკი ვერა - მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ქალთა შორის ჭადრაკში 1927 წლიდან, ეროვნებით ჩეხი, დაიბადა მოსკოვში (1906-1944 წწ).

მენჩუ რიგობერტა - გვატემალელი სახელმწიფო მოღვაწე ქალი, 1992 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1959 წელს).

მენცელი ადოლფ ფონ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1815-1905 წწ).

მენცელი ვოლფგანგ - გერმანელი მწერალი და კრიტიკოსი (1798-1873 წწ).

მენცელი ჩეხი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი (1938 წელს).

მენ-ძი (მენ კე) - ჩინელი ფილოსოფოსი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 372 - 289 წწ).

მენ ხაოჟანი - ჩინელი პოეტი (689-740 წწ).

მენხენგლადბახი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (265 ათასი).

მენჯი

1) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

2) კურორტი სენაკის მუნიციპალიტეტში.

3) ჩონჩხის ნაწილი, ადამიანის სხეულის ქვემო ნაწილის ძვლოვანი სარტყელი.

მენჰირი - მეგალითური ნაგებობის უმარტივესი სახეობა, წარმოადგენს მიწაში ვერტიკალურად ჩარჭობილ ქვის ერთ ბლოკს (სიმაღლე 4-5 მეტრი და მეტი), უპირატესად გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.

მეობა (წიგნ.) - პირადობა, პირადულობა.

მეოთხე - რიგითი რიცხვითი სახელი ოთხისა, რიგის მიხედვით ოთხი.

მეოთხედი - ოთხ თანასწორ ნაწილად გაყოფლი მთელის ერთი ნაწილი.

მეოთხედფინალი - სპორტული შეჯიბრება, რომელიც წინ უსწრებს ნახევარფინალს.

მეოთხმოცე - რიგითი რიცხვითი სახელი ოთხმოცისა, რიგის მიხედვით ოთხმოცი.

მეომარი

1) ვინც, რაც ომობს.

2) იგივეა, რაც მებრძოლი.

მეორადი - იგივეა, რაც მეორეული.

მეორე

1) რიგითი რიცხვითი სახელი ორისა, რიგის მიხედვითი ორი.

2) სხვა.

3) სიმაღლით პირველის მომდევნო ხმა, მოძახილი.

4) პირველის მომდევნო თავი სადილისა, ვახშმისა ან საუზმისა.

მეორე ათარა - სოფელ სომხური ათარის ძველი სახელწოდება.

მეორე აკვაღა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

მეორე ანუხვა - სოფელ სომხური ანუხვის ძველი სახელწოდება.

მეორე არასაძიხი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მეორე ბალდა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მეორე ბაღაჟიაშთა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მეორე გუდავა - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

მეორე გურიფული - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

მეორე გურძემი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მეორე დასი („ახალი ახალგაზრდობა“) - ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურ-დემოკრატიული მიმდინარეობის წარმომადგენელთა ჯგუფი საქართველოში (ჩამოყალიბდა 1869 წელს).

მეორე ეწერბაში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ბაშის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 60 მეტრი, სამტრედიიდან - 22 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 66 კაცი.

მეორე ეწერი - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

მეორე კელასური - მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, კელასურის მდგენელი.

მეორე კიწია - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მეორე კოპიტი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მეორე ლესიჭინე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

მეორე მოხაში - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

მეორე ობჩა - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარეების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ლუხუტის (ყვირილას მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 220 მეტრი, ბაღდათიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1419 კაცი.

მეორე ონტოფო - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

მეორე ოტობაია - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

მეორე ოხურეი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მეორე სვირი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 230 მეტრი, ზესტაფონიდან - 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4569 ადამიანი. მეორე სვირის ტერიტორიაზეა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი.

მეორე ტოლა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

მეორეული - რისამე განვითარების მეორე საფეხურის დამახასიათებელი.

მეორე ქესალო - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

მეორე შეშელეთი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

მეორე ჭოღა - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

მეორეხარისხოვანი - არაძირითადი, არამთავარი.

მეორე ხობი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

მეორეჯერ - იგივეა, რაც მეორედ.

მეორე ჯირღული - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მეორმოცე - რიგითი რიცხვითი სახელი ორმოცისა, რიგის მიხედვით ორმოცი.

მეოტები - ძველი ტომების კრებითი სახელი, რომლებიც სახლობდნენ ძვ.წ.აღ. I ათასწლეულში აზოვის ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

მეოტოდა - აზოვის ზღვის სახელწოდება ძველ ბერძნებთან და რომაელებთან.

მეოცე - რიგითი რიცხვითი სახელი ოცისა, რიგის მიხედვით ოცი.

მეოცედი - ოც თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მეოცნებე

1) ვინც ოცნებობს, ოცნებას ჩვეული, ოცნების მოყვარული.

2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.

მეოხი (ძვ.) - შემწე, მფარველი.

მეოხებით (წიგნ.) - მეშვეობით, დახმარებით, შემწეობით.

მეოჯახე - ოჯახის პატრონი, ოჯახის მოსიყვარულე.

მეოჯახეობა - მეოჯახის საქმიანობა, ოჯახის მოვლა.

მეპატრონე (ძვ.)

1) იგივეა, რაც პატრონი.

2) ბატონი, მებატონე.

მეპურე

1) პურის მცხობელი.

2) პურის გამყიდველი.

მეპურმარილე - ვისთანაც პურმარილს ჭამენ ხოლმე.

მეჟდურეჩენსკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში.

მეჟევი - სამთოკლიმატური კურორტი საფრანგეთში, სავოის ალპებში.

მეჟელაიტისი ედუარდას - ლიტვის სახალხო პოეტი (1919-1997 წწ).

მეჟიროვი ალექსანდრე - რუსი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

მერა ხუან ლეონ - ეკვადორელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე, სენატის თავმჯდომარე, მთავრობის მინისტრი (1832-1894 წწ).

მერაბიშვილი კონსტანტინე - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1906-1991 წწ).

მერაბიშვილი მერაბ - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1931 წელს).

მერათი - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში (750 ათასი).

მერამდენე - კითხვითი ნაცვალსახელი, რიგით რამდენი, რომელი.

მერანი

1) კარგი, სწრაფად მოსიარულე საჯდომი ცხენი.

2) გაზეთ „ლელოს“ საჭადრაკო დამატება (გამოდიოდა 1984 წლიდან).

მერანო - ქალაქი იტალიის ბოლცანოს პროვინციაში (35 ათასი).

მერაპი - იხილე მარაპი.

მერატუსი - ქედი ინდონეზიაში.

მერგელი (გერმ.) - ნალექი ქანი, რომელიც შედგენა თიხისა და კირქვისაგან, იყენებენ ცემენტის დასამზადებლად, აგრეთვე სასუქად და სხვა.

მერგენთალერი ოთმარ - გერმანელი გამომგონებელი პოლიგრაფიის დარგში, ლინოტიპის შემქმნელი, მოღვაწეობდა აშშ-ში (1854-1899 წწ).

მერგოლური - კოლმეურნეობის რგოლის ხელმძღვანელი.

მერგუი - არქიპელაგი, იხილე მიეი.

მერ-დე-გლასი - მყინვარი საფრანგეთის ალპებში (1430 მ).

მერდინი

1) შინ დამზადებული აბრეშუმის თხელი ქსოვილი.

2) (კუთხ.) წმინდა საცერი, სამტკიცი.

მერდოკი აირის - ინგლისელი მწერალი ქალი (დაიბადა 1919 წელს).

მერე

1) შემდეგ, მერმე.

2) რამდენიმე ხნის შემდეგ, სხვა დროს.

3) ნაწილაკის ფუნქციით -კი მაგრამ?

მერები - მთავარი მერუე.

მერედითი ჯორჯ - ინგლისელი მწერალი (1828-1909 წწ).

მერევი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან - 660 მეტრი, ჭიათურიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 463 კაცი.

მერეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

მერეკანი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის ძველი სახელი.

მერემე - სარემოს (საჯინიბოს) მოხელე, ცხენის მწყემსი.

მერენია - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

მერეჟკო ვიქტორ - რუსი სცენარისტი (დაიბადა 1937 წელს).

მერეჟკოვსკი დიმიტრი - რუსი მწერალი, რელიგიის ფილოსოფოსი (1866-1941 წწ).

მერეტაფა - ქვის ჭურჭელი, რომელშიც ჩადის დაწურული ყურძნის წვენი.

მერეფა - ქალაქი უკრაინის ხარკოვის ოლქში (30 ათასი).

მერეცკოვი კირილ - საბჭოთა მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1897-1968 წწ).

მერეხი - თავსხმა, დელგმა.

მერვე - რიგითი რიცხვითი სახელი რვისა, რიგის მიხედვით რვა.

მერვედი - რვა თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მერვი - იხილე მარი1.

მერზებურგი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (45 ათასი).

მერზი - მდინარე დიდ ბრიტანეთში, ერთვის ირლანდიის ზღვის ლივერპულის ყურეს.

მერზისაიდი - მეტროპოლიური საგრაფო დიდ ბრიტანეთში, ინგლისში.

მერზლიაკოვი ალექსეი - რუსი პოეტი (1778-1830 წწ).

მერთვლე - ვისაც რთველი აქვს.

მერთირ-ტიდვილი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის გლამორგანშირის საგრაფოში, უელსში.

მერი (ფრანგ.) - ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში მერიის მეთაური.

მერი ლენარტ-გეორგ - ესტონეთის პრეზიდენტი 1992-2000 წლებში, მწერალი (1929-2006 წწ).

მერი სიმონ ვან დერ - ნიდერლანდელი ინჟინერი, 1984 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ. რუბიასთან ერთად (დაიბადა 1925 წელს).

მერი სტიუარტი - იხილე მარიამ (მერი) I სტიუარტი.

მერია

1) მდინარე ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

3) (ფრანგ.) - ქალაქის თვითმართველობის ორგანო, მუნიციპალიტეტი.

მერიანი მარია სიბილა - გერმანელი მხატვარი ქალი, ნატურალისტი, გრავიორი (1647-1717 წწ).

მერი-ბერდის მიწა - მდებარეობს დასავლეთ ანტარქტიდის ნაწილში.

მერიდა

1) ქალაქი მექსიკაში, იუკატანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (560 ათასი).

2) ქალაქი ვენესუელაში, ამავე სახელწოდების შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (205 ათასი).

მერიდიანი (ლათ.) - წარმოსახვითი წრიული ხაზი, რომელიც გადის დედამიწის პოლუსებზე და სწორი კუთხით გადაკვეთს ეკვატორს.

მერიზი - იხილე კარავაჯო.

მერითერიონი (ლათ.) - უძველესი განათხარი ხორთუმიანი ძუძუმწოვარი, ხბოს ზომის.

მერიკე ედუარდ ფრიდრიხ - გერმანელი მწერალი (1804-1875 წწ).

მერილენდი - შტატი აშშ-ს ატლანტის ოკეანის სა-ნაპიროზე. ფართობი 27,1 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 5 მილიონი. ადმიმისტრაციული ცენტრი - ანაპოლისი.

მერილი ჯეიმზ ინგრემ - ამერიკელი პოეტი (1926 - 1995 წწ).

მერიმდე (ბენი-სალამი) - ნეოლითური ეპოქის დასახლება ეგვიპტეში, ნილოსის დელტაში.

მერიმე პროსპერ - ფრანგი მწერალი (1803-1870 წწ).

მერინგი ფრანც - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი, კრიტიკოსი (1846-1919 წწ).

მერინოსი (ესპ.)

1) ცხვრის ჯიში, აქვს რბილი წმინდაბეწვიანი მატყლი.

2) ამ ცხვრის მატყლი.

მერიონეთშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

მერისი (აკავრეთა)

1) მდინარე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

მერისტემა (ბერძ.) - (ბოტან.) მცენარის ქსოვილი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს დაყოფისა და ახალი უჯრედების წარმოქმნის უნარს.

მერიტოკრატია (ლათ. meritus და ბერძნ. „kratos“ - სიტყვასიტვით „ღირსეულთა ძლაუფლება“) - მმართველობის ფორმა ან სხვა სტრუქტურა, სადაც თანამდებობები გადაიცემა და პასუხისმგებლობა ენიჭებათ ადამიანებს, მათ დემონსტრირებულ ტალანტზე და შესაძლებლობებზე (დამსახურებაზე) დაყრდნობით.

მერიფილდი რობერ - ამერიკელი ქიმიკოსი, 1984 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1921 წელს).

მერიქიფე - სუფრაზე ღვინის მიმწოდებელი, დამსხმელი, მწდე.

მერიქიფეობა - მერიქიფის მოვალეობა, მერიქიფედ ყოფნა.

მერკა - ქალაქი სომალიში, ბენადირის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

მერკადერი რამონ - საბჭოთა კავშირის ჯაშუში, რომელმაც ლ.ტროცკის მკვლელობა განახორციელა, ეროვნებით ესპანელი (1913-1978 წწ).

მერკანტილიზმი (ფრანგ.)

1) მე-16-18 საუკუნეებში ევროპის სავაჭრო ეკონომიკური მოძღვრება და პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია არა წარმოების განვითარებაზე, არამედ სხვა ქვეყნებში საქონლის გატანზე და ამ გზით ფულის დაგროვებაზე.

2) (გადატანით) გამორჩენის სურვილი, წვრილმანი ანგარიშიანობა.

მერკანტილისტი - მერკანტილიზმის მიმდევარი.

მერკანტილური

1) მერკანტილიზმთან დაკავშირებული

2) (გადატანით) ვაჭრული, ანგარებიანი.

მერკანტინი ლუიჯი - იტალიელი პოეტი (1821-1872 წწ).

მერკაპტანები (ლათ.) - ორგანული ნაერთები, სპირტები, რომლებშიც ჟანგბადი ჩანაცვლებულია გოგირდით, აქვს ძალიან ცუდი, სპეციფიკური სუნი, ბუნებაში მოიპოვება უპირატესად ცილების ლპობის პროდუქტებში.

მერკატორი გერჰარდ - ფლამანდელი კარტოგრაფი (1512-1594 წწ).

მერკელი ანგელა დოროთეა - გერმანიის ფედერალური კანცლერი 2005 წლის 21 ნოემბრიდან (დაიბადა 1954 წელს).

მერკვილაძე გარი - ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1923-1971 წწ).

მერკვილაძე გიორგი - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1914-1990 წწ).

მერკვილაძე თინათინ - ოპერის მომღერალი, სოპრანო, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1929 წელს).

მერკვილაძე სოსიკო (იოსებ) - საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი (1854-1934 წწ).

მერკი იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი (1741-1791 წწ).

მერკულა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მერკურანი (სოფ.მეურნ.) - თესლის კომპლექსური საწამლი (შხამი), იყენებენ ხორბლის, ჭვავის, სელის და სხვა მშრალად გაუსნებოვნებისათვის.

მერკური (ლათ.)

1) რომაულ მითოლოგიაში: ვაჭრობის ღმერთი, ვაჭრებისა და მოგზაურთა მფარველი, ღმერთების შიკრიკი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰერმესი).

2) (ასტრ.) მზის სისტემის პლანეტა, მზესთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი. მანძილი მზიდან 58 მილიონი კმ.

3) ამერიკული ერთადგილიანი კოსმოსური ხომალდების სერია 1961-63 წლებში.

მერკური მელინა - ბერძენი მსახიობი ქალი (1923-1994 წწ).

მერკური ფრედი (ნამდვილი სახელი ფარუხ ბალსარა) - როკ-მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ცნობილი ჯგუფის „ქუინის“. ლიდერი (1946-1991 წწ).

მერკურიალიზმი - ვერცხლისწყლით და მისი შენაერთებით ქრონიკული მოწამვლა.

მერკურიევი ვასილი - რუსი მსახიობი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1978 წწ).

მერკუროვი სერგეი - რუსი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1881-1952 წწ).

მერლანგი - ვირთევზასებრთა ოჯახის თევზი, სხეულის სიგრძე 30-35 სმ.

მერლი რობერ ჟან ჟორჟ - ფრანგი მწერალი (1908 - 1995 წწ).

მერლინ კოკაი - იტალიელი მწერლის ტ. ფოლენგოს ფსევდონიმი.

მერლო-პონტი მორის - ფრანგი ფილოსოფოსი-იდეალისტი (1908-1961 წწ).

მერლუზა - თევზების გვარი ვირთევზასებრთა ოჯახისა. შეიცავს დაახლოებით 15 სახეობას.

მერმე - იგივეა, რაც მერე.

მერმინდელი (წიგნ.) - შემდეგი დროისა, შემდეგდროინდელი.

მერმისი (წიგნ.)

1) მომავალი, მყოფადი დრო.

2) მომავალში შემდგომ დროს; მომავალ წელს, გაისად.

მერო სოფია - გერმანელი მწერალი ქალი, რომანტიზმის წარმომადგენელი (1770-1806 წწ).

მეროე - უძველესი ქალაქი სუდანში, არქეოლოგიური კულტურის ცენტრი.

მეროვინგები - ფრანკთა სახელმწიფოს პირველი სამეფო დინასტია (V ს II ნახევარი - 751 წ).

მეროლოგია (ბერძ.) - ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ შეისწავლის მისი ცალკეული ორგანოების ზომებისა და ფორმების ვარიაციებს.

მეროპე - კუროს თანავარსკვლავედის 4,2 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი.

მერჟანოვი ვიქტორ - რუსი პიანისტი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1919 წელს).

მერსედეს-ბენცი - გერმანული ავტომობილის მარკა, აგრეთვე, საავტომობილო კომპანია, რომელიც დაარსებულია 1883 წელს

მერსედესი - ქალაქი ურუგვაიში, სორიანოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

მერსედი - მდინარე აშშ-ში, მდინარე სან-ხოაკინის მარჯვენა შენაკადი.

მერსენი მარენ - ფრანგი ფიზიკოსი (1588-1648 წწ).

მერსერი დევიდ - ინგლისელი დრამატურგი (1928 - 1990 წწ).

მერსერიზაცია

1) ვისკოზის დამზადების ერთ-ერთი სტადია, მდგომარეობს გარკვეული წესით ცელულოზის დამუშავებაში.

2) ბამბის ქსოვილების ან სხვა ცელულოზური ბოჭკოვანი მასალების დამუშავება ტუტის მაგარი ხსნარით, მერსერიზაციის შედეგად მასალას ეძლევა აბრეშუმისებური ბზინვა, სილბო, სიმტკიცე და სხვა ღირსებანი (ინგლისელი გამომგონებლის ჯ. მერსერის (1791-1866 წწ.) გვარის მიხედვით).

მერსი - მდინარე დიდი ბრიტანეთის დასავლეთ ნაწილში (სიგრძე - 109 კილომეტრი).

მერსია - ანგლოსაქსთა სამეფო დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე VI საუკუნეში.

მერსიე დეზირ ჟოზეფ ბელგიელი - რელიგიის ფილოსოფოსი და საეკლესიო მოღვაწე (1851-1926 წწ).

მერსიე ლუი სებასტიან - ფრანგი მწერალი (1740-1814 წწ).

მერსიე მიშელ (ნამდვილი სახელი ჟოსლინ) - ფრანგი მსახიობი ქალი (დაიბადა 1939 წელს).

მერსიე დე ლა რივიერი პოლ პიერ - ფრანგი ეკონომისტი (1720-1793 წწ).

მერსინი (იჩელი) - ქალაქი თურქეთში, იჩელის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი (425 ათასი).

მერსისაიდი - მეტროპოლიური საგრაფო (კონურბაცია) დიდ ბრიტანეთში, მთავარი ქალაქი - ლივერპული.

მერტელი (გერმ.) - ქვიშისა და ჩამქრალი კირის ცეცხლგამძლე ნარევი, იყენებენ სამრეწველო ღუმელების (ბრძმედების, მარტენების, მიქსერების და სხვა) წყობის დროს.

მერტენსი პიერ - ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი (დაიბადა 1939 წელს).

მერტი - მდინარე საფრანგეთში, მოზელის მარჯვენა შენაკადი.

მერტი და მოზელი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

მერტონი რობერტ კინგ - ამერიკელი სოციოლოგი (1910-1995 წწ).

მერუ

1) მოქმედი ვულკანი ტანზანიაში (4567 მ).

2) მითიური ოქროს მთა ინდუიზმის და ბრაჰმანიზმის სწავლების თანახმად.

მერუე - რუს მეთვალყურე, სარწყავი წყლის გამანაწილებელი, გამრიგე.

მერფი ედი - ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი (დაიბადა 1961 წელს).

მერფი უილიამ პარი - ამერიკელი თერაპევტ-ჰემატოლოგი, 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯ. მაინოტთან და ჯ.უიპლისთან ერთად (1892-1987 წწ).

მერქანი (ქსილემა) - ხის ქერქქვეშ არსებული მკვრივი ნაწილი.

მერქნისწვერი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

მერყევი

1) ვისაც მერყეობა სჩვევია.

2) (გადატანით) რასაც მერყეობა ახასიათებს.

მერყეობა

1) გადაუწყვეტლობა მოქმედებაში, ორჭოფობა, ყოყმანი, ჭოჭმანი.

2) (გადატანით) არასიმტკიცე, არამუდმივობა.

მერჩისონი

1) კონცხი ჩრდილოეთ ამერიკაში, ბუთიის ნახევარკუნძულზე.

2) მდინარე ავსტრალიაში, ერთვის ინდოეთის ოკეანეს.

3) ჩანჩქერი უგანდაში, მდინარე ვიქტორია-ნილოსზე.

მერჩისონი როდერიკ იმპი - ინგლისელი გეოლოგი (1792-1871 წწ).

მერჩულე გიორგი - იხილე გიორგი მერჩულე.

მერჩულიულნი უცხონი - ალიტერაციით გაწყობილი ლექსები, რომლებშიც ყოველი სტროფული ერთეული იწყება იმავე ბგერით, რომლითაც იწყება სალექსო საზომის აღმნიშვნელი ძლისპირი.

მერჩხეთი - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მერცხალი - პატარა სწრაფი ფრინველი, აქვს გრძელი წაწვეტებული ფრთები და მაკრატელივით ბოლო.

მერძევე - რძის გამყიდველი.

მერძევეობა - რძის წარმოება.

მერძეული - რძის მომცემი, მეწველი.

მერძეულობა - მერძეულის თვისება, რძის მოცემის უნარი.

მერწყული

1) (ძვ.) - წყლის მზიდავი.

2) (Aquarius) - ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი, მოიცავს პერიოდს 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე.

მერხეული - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მერხი

1) დახრილზედაპირიანი სასკოლო მაგიდა თავისივე სკამთან შეერთებული.

2) გრძელი სკამი რამდენიმე კაცისათვის.

მერჯევი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ივანწმინდა, მერჯევი). ზღვის დონიდან - 560 მეტრი, საჩხერიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1834 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია „ანგაროული“, რომელზეც ლაპიდარული წარწერაა.

მესა (ფრანგ.)

1) კათოლიკური ღვთისმსახურება, წირვა.

2) მუსიკალური გუნდური ნაწარმოები ამ ღვთისმსახურების ტექსტზე, ჩვეულებრივ ორგანისა და ორკესტრის თანხლებით.

მესაათე - საათების შემკეთებელი ან დამამზადებელი ოსტატი.

მესადაფე - მტკნარი წყლის მოლუსკების გვარი ორსაგდულიანების კლასისა, აქვთ მკვრივი, ოვალური ნიჟარა.

მესაზღვრე - სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სახელმწიფო საზღვარს იცავს.

მესაიდუმლე - ვისიმე საიდუმლოს მცოდნე, საიდუმლოს შემნახველი.

მესა ლეომპარტი ხოსე - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1840-1904 წწ).

მესაკრავე - რაიმე საკრავის დამკვრელი.

მესაკუთრე - კერძო საკუთრების მფლობელი.

მესაკუთრული - მესაკუთრის დამახასიათებელი.

მესალინა - იტყვიან ცუდი ყოფაქცევის ქალზე (რომაელი იმპერატორის კლავდიუსის მესამე ცოლის მესალინას სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო ვერაგობითა და გარყვნილებით).

მესალინა ვალერია - რომის იმპერატორ კლაუდიუსის მესამე ცოლი (I საუკუნე).

მესამე - რიგითი რიცხვითი სახელი სამისა, რიგის მიხედვით სამი.

მესამე ბალდა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მესამე დასი - პირველი მარქსისტული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია საქართველოში (ჩამოყალიბდა 1893 წელს).

მესამედი - სამ თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მესამე შამთა - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

მესამოცე - რიგითი რიცხვითი სახელი სამოცისა, რიგის მიხედვით სამოცი.

მესანგრე - სამხედრო მოსამსახურე საინჟინრო, სამხედრო-სამშენებლო ნაწილებისა.

მესაროში ლერინც - დოჟა დიერდის 1514 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1514 წელს).

მესაფლავე - საფლავის მთხრელი.

მესაფლავეობა - მესაფლავედ ყოფნა.

მესაფქვავე - ვისაც წისქვილში საფქვავი აქვს მიტანილი.

მესაქმეობა - იგივეა, რაც საქმიანობა.

მესაქონლე - ვინც მესაქონლეობას მისდევს.

მესაქონლეობა - მეცხოველეობის დარგი, საქონლის მოვლა-მოშენება.

მესაყვირე - საყვირის დამკვრელი.

მესაწოლე - მეფის საწოლის მომსახურე და მცველი გაერთიანებულ საქართველოში.

მესაწოლეთუხუცესი - მეფის საწოლის მომსახურე და მცველი ძველ საქართველოში.

მესაჭე - საჭის მმართველი.

მესახურავე - იგივეა, რაც მხურავი.

მესაჯერო - იტალიის ყოველდღიური გაზეთი, დაარსებულია 1878 წელს, გამოდის რომში.

მესბაუერი რუდოლფ ლუდვიგ - გერმანელი ფიზიკოსი, 1961 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1929 წელს).

მესდაგი ჰენდრიკ ვილემ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1831-1915 წწ).

მესემბრია - იხილე ნესებირი.

მესენიელთა ომები - ძველი საბერძნეთის მესენიის მცხოვრებთა სამი ომი სპარტელთა წინააღმდეგ (ძვ.წ.აღ. VIII-V სს).

მესენჰაუზერი ვენცელ - ავსტრიის პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი (1813-1848 წწ).

მესერ და მესერე (იტალ.) - იტალიაში: ბატონი, ბატონო!

მესერერი ასაფ - ბალეტის რუსი მსახიობი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903 - 1992 წწ).

მესერი - მიჯრით ჩარჭობილი სარების ღობე.

მესერშმიდტი დანიელ გოტლიბ - ციმბირის მკვლევარი, წარმოშობით გერმანელი (1685-1735 წწ).

მესერშმიტი ვილი - გერმანელი ავიაკონსტრუქტორი და მრეწველი (1898-1978 წწ).

მესეტა (იბერიის მესეტა, კასტილიის ზეგანი) - ზეგანი ესპანეთსა და პორტუგალიაში.

მესეფენი - ქართული მითოლოგიური პანთეონის გმირები.

მესვეური

1) მკაში, თოხნასა და მისთანებში მეთაური მუშა, რომელსაც მისდევენ დანარჩენები.

2) (წიგნ.) წინამძღოლი, მეთაური.

მესვეურობა - მესვეურად ყოფნა.

მესია (ძვ.ებრ.) - იუდეველთა და ქრისტიანთა რელიგიაში: ღვთაებრივი „მხსნელი“, რომელიც თითქოს უნდა მოევლინოს ქვეყანას ბოროტების მოსასპობად.

მესიანი ოლივიე ეჟენ - ფრანგი კომპოზიტორი, ორგანისტი, პედაგოგი (1908-1995 წწ).

მესიანიზმი - მთელ რიგ რელიგიებში მოძღვრება მესიის, მხსნელის შესახებ.

მესიგნალე - სიგნალის მიმცემი.

მესიდორი (ფრანგ.) - საფრანგეთის რევოლუციური კალენდრის მიხედვით, მეათე თვე (19-20 ივნისიდან 18-19 ივლისამდე), კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წელს და მოქმედებდა 1806 წლამდე.

მესიე (ფრანგ.) - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში, მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ გვართან ერთად), ბატონი, ბატონო.

მესიე შარლ - ფრანგი ასტრონომი (1730-1817 წწ).

მესინა - ქალაქი-პორტი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე (275 ათასი).

მესინჯერი ფილიპ - ინგლისელი დრამატურგი (1683-1646 წწ).

მესისხლეობა - სისხლის აღების ჩვეულება.

მესიტყვე - სიტყვის ოსტატი.

მესიჯი

1) მობილური ტელეფონის ან კომპიუტერული სასაუბრო პროგრამების საშუალებით გადაცემული მოკლე ტექსტური შეტყობინება.

2) გავრცელებული ინფორმაცია ზოგადად.

მესკია - პატარა ჩიტი ერთგვარი.

მესმერიზმი - იდეალისტური სამედიცინო სისტემა, რომლის მიხედვითაც თითქოს პლანეტები მოქმედებენ ადამიანზე განსაკუთრებული მაგნიტური ძალით, რაც კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ყველა დაავადების მიმდინარეობაზე, ფართოდ იყო გავრცელებული მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთსა და გერმანიაში (ავსტრიელი ექიმის ფ. მერსერის (1734-1815 წწ) გვარის მიხედვით, რომელმაც შექმნა ეს სისტემა.

მესნევი (არაბ.) - აღმოსავლური პოეზიის ჟანრული ფორმა, ეწოდება აგრეთვე ზოგადად პოემას.

მესნერი რეინჰოლდი - იტალიელი ალპინისტი, რომელმაც პირველმა მსოფლიოში დაიპყრო თოთხმეტივე რვაათასიანი მწვერვალი (დაიბადა 1944 წელს).

მესოლონგიონი (მისოლუნგი) - ქალაქი-პორტი საბერძნეთში, ეტოლიისა და აკარნანიის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

მესონერო რომანოსი რამონ დე - ესპანელი მწერალი (1803-1882 წწ).

მესონიე ერნესტ - ფრანგი ფერმწერი (1815-1891 წწ).

მესოპოტამია (შუამდინარეთი) - ისტორიული რეგიონი მდინარე ტიგროსისა და ევფრატის აუზში.

მესოსტიქი (ბერძ.)

1) ლექსი, რომელშიც თითოეული ტაეპის შუა ასოებისაგან (ზევიდან ქვევით) გამოდის სიტყვა ან ფრაზა.

2) ლექსი, რომლის ტაეპებში ჩართული სიტყვები ქმნის დამოუკიდებელ ლექსს (ასეთია მაგალითად ა. აბაშელის „ზამბახის ფოთლები“).

მესროპ მაშტოცი - სომეხი განმანათლებელი, სომხური ანბანის შემქმნელი (361-440 წწ).

მესტა (ნესტოსი) - მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში, ერთვის ეგეოსის ზღვას (სიგრძე - 273 კილომეტრი).

მესტალია - ესპანეთის ქალაქ ვალენსიის საფეხბურთო სტადიონი, სადაც მატჩებს ატარებს ამავე სახელწოდების ფეხბურთის გუნდი (55 ათასი).

მესტამბე

1) სტამბის მუშაკი, სასტამბო საქმის სპეციალისტი.

2) სტამბის პატრონი.

მესტელი ენდრიუ ჯონათან - ინგლისელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1957 წელს).

მესტვირე - სტვირის დამკვრელი.

მესტვირული - სტვირზე დასამღერებელი ლექსი.

მესტი - მოკლეყელიანი უძირო ან უყელო საძირიანი მეშის ფეხსაცმელი.

მესტია

1) უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში.

2) (ყოფილი სეტი) დაბა, მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრი, მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მანძილი თბილისიდან - 456 კმ.

მესტიაჭალა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, მულხრის მარჯვენა შენაკადი.

მესტიის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, მდინარე ენგურის აუზში, სვანეთში. 1921 წელს ქუთაისის გუბერნიას გამოეყო როგორც ზემო სვანეთის მაზრა, 1930 წლიდან გარდაიქმნა ადმინისტრაციულ რაიონად. ფართობი 3044,5 კვ.კმ. 1 დაბა, 14 სოფელი.

მესტრი ჟოზეფ მარი დე - ფრანგი პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე და რელიგიის ფილოსოფოსი (1753-1821 წწ).

მესტრი ქსავიე დე - ფრანგი მწერალი, მეცნიერი, მხატვარი, სამხედრო მოღვაწე (1763-1852 წწ).

მესტუმრე - „სტუმართა მოურავი“ (საბა). მოციქულთა, სტუმართა და მეძღვნეთა დახვედრა-მიღების თადარიგის დამჭერი მოხელე ძველ საქართველოში.

მესტუმრეთუხუცესი - მესტუმრეთა უფროსი მოხელე ძველ საქართველოში.

მესხები - მესხეთის მკვიდრი ქართველები.

მესხეთი - ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლის) ზოგადი სახელწოდება.

მესხეთის ქედი (აჭარა-იმერეთის ქედი, ახალციხის ქედი, ძვ. ღადო, ლომსია ანუ ფერსათი) - მცირე კავკასიონის შემადგენელი ქედი უკიდურეს დასავლეთ ნაწილში (ადიგენის, ახალციხის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები). წყალგამყოფია, ერთი მხრივ, მდინარეების კინტრიშის, ნატანების, სუფსისა და რიონის მარცხენა შენაკადებისა, მეორე მხრივ, აჭარისწყლის, ქვაბლიანისა და მტკვრის მარცხენა შენაკადთა აუზებისა. ოდიშ-გურიის დაბლობს გამოყოფს აჭარისა და ახალციხის მთიანი ქვაბულებისაგან. გადაჭიმულია შავი ზღვის აჭარის სანაპიროდან ბორჯომის ხეობამდე. სიგრძე - 140 კილომეტრი, უდიდესი განი - 45 კილომეტრი, უმაღლესი მწვერვალი - მეფისწყარო (2850 მეტრი). 2500 მ-ზე მაღალია აგრეთვე მწვერვალები ხინო, თაგინაური, საყორნია, ზოტიმერია, დიდმაღალი, სანისლია, ნაგება. მესხეთის ქედზე არის ზეკარის უღელტეხილი (2180 მ), რომელზეც გადადის საავტომობილო გზა.

ქედი აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. ქედის დასავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის სერი, ხოლო შუა ნაწილს სამხრეთიდან - ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო. თხემურ ზონაში შემორჩენილია პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია მდინარეების ხანისწყლის, სულორის, სუფსის, ნატანების, კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და სხვა მდინარეების ღრმა ხეობებით. ქედის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობით (მთა მტირალაზე 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესმეული პერიოდის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეულობით. მესხეთის ქედი 2000-2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით, 1000-1200 მ-მდე შერეული ფოთლიანი ტყეებია (მუხა, რცხილი, წაბლი, წიფელი), ხოლო უფრო ზევით — წიწვიანები (ნაძვი, სოჭი, ზოგან ფიჭვი). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დიდი რაოდენობით ბინადრობს დათვი, შველი, ირემი, არჩვი.

მესხეთის ქედზე არის ბალნეოლოგიური (საირმე, ნაბეღლავი, ზეკარი და სხვა) და კლიმატური (აბასთუმანი, ბახმარო, შუაგორა, გომისმთა და სხვა) კურორტები.

მესხი გრიგოლ - ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1884-1971 წწ).

მესხი დავით (ფსევდონიმები „ცივი“, „სამშაბათელა“, „კვირიკე“) - დრამატურგი, თეატრის მოღვაწე, მთარგმნელი, პუბლიცისტი (1860-1943 წწ).

მესხი თამაზ - რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

მესხი ივანე - პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე (1849-1932 წწ).

მესხი კოტე (კონსტანტინე) - დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე, მთარგმნელი, ჟურნალისტი (1857-1914 წწ).

მესხი ლეილა (ლელა) - პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი საქართველოში. 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი წყვილთა თანრიგში (ნატალია ზვერევასთან ერთად). სსრკ ჩემპიონი (1989). 1990-91 წლებში შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეულში (დაიბადა 1968 წელს).

მესხი მაკარი - იხილე მაკარი მესხი.

მესხი მიხეილ - დიდი ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1954-69) და „ლოკომოტივში“ (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი (4 გოლი). ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 284 მატჩი (54 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მესამე პრიზიორი (1959, 62, 67). სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960) (1937-1991 წწ).

მესხი მიხეილ - ფეხბურთელი და კინომსახიობი (ბავშვობაში), მიხეილ მესხის ვაჟი (1962-2003 წწ).

მესხი სერგეი - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი (1845-1883 წწ).

მესხია შოთა - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1916-1972 წწ).

მესხიშვილები - ქართული კულტურის სარბიელზე XVIII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დამდეგს დაწინაურებული საგვარეულო.

მესხიშვილი ალექსი - მწიგნობარი, ანტონ კათალიკოსის თანამოღვაწე (XVIII საუკუნის II ნახევარი).

მესხლეტი - რაც ისხლეტს, სრიალა.

მესხური „დავითნის“ ქრონიკა - საგვარეულო მატიანე, მოგვითხრობს სამცხის ათაბაგების ამბავს.

მეტა

1) მდინარე კოლუმბიაში, ორინოკოს მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1000 კილომეტრი).

2) დეპარტამენტი კოლუმბიაში.

3) (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს შუალედურ მდგომარეობას, მიდევნებას, მიყოლას, რაიმეზე გადასვლას, მდგომარეობის გამოცვლას, გარდაქმნას.

მეტა ზუბინ - ამერიკელი დირიჟორი,წარმოშობით ინდოელი (დაიბადა 1936 წელს).

მეტაანალიზი (ბერძ.) - რისამე ანალიზის გაკეთება ხელახლა, „გადაანალიზება“.

მეტაბაზისი (ბერძ.) - სოფისტური ხერხი კამათში, განხილული საკითხისაგან გადახვევა და მისი შეცვლა სხვა საკითხით.

მეტაბელე - მუშაკი, რომელიც ტაბელის მიხედვით აწარმოებს აღრიცხვას.

მეტაბიოზი - ერთი სახის მიკროორგანიზმის მიერ მეორეთა ცხოველმოქმედების პროდუქტების გამოყენება.

მეტაბოლიზმი (ბერძ.) - ფიზიოლოგიაში - ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა.

მეტაბოლიტები - (ფიზიოლ.) ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში მეტაბოლიზმის დროს.

მეტაგალაქტიკა (ბერძ.) - ყველა გალაქტიკის ერთობლიობა, აქედან თანამედროვე ტელესკოპებისათვის ხელმისაწვდომია დაახლოებით ერთი მილიარდი გალაქტიკა, იგივეა, რაც ასტრონომიული სამყარო.

მეტაგენეზი (ბერძ.) - ბიოლოგიაში - კანონზომიერი ცვლა ორი თაობისა, რომელთაგან ერთი მრავლდება სქესობრივად, ხოლო მეორე უსქესოდ.

მეტადრე - უფრო მეტად.

მეტაენა - ენა, რომელიც აღწერს დედუქციური თეორიის ენის აღნაგობას, განმარტავს მას, საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ ამ ენის თავისებურებები, შევადაროთ ის სხვა ენებს.

მეტაზოა (ბერძ.) - (ბიოლ.) მრავალუჯრედიანი ცხოველების საერთო სახელწოდება.

მეტათეზისი (ბერძ.) - ბგერათა ადგილის შენაცვლება სიტყვის შიგნით, ბგერათაგადასმა.

მეტაკინეზი (ბერძ.) - ბიოლოგიაში - უჯრედის გაყოფის ერთ-ერთი სტადიის (მეტაფაზის) საწყისი პერიოდი.

მეტაკრილატები - მეტაკრილმჟავას მარილები ან რთული ეთერები.

მეტაკრილმჟავა - მძაფრი სუნის მქონე უფერო სითხე, იყენებენ პოლიმერული პროდუქტების მისაღებად.

მეტალი (ბერძ.) - ლითონი.

მეტალიდები (ბერძ.) - ლითონთა ქიმიური ნაერთები ერთმანეთს შორის.

მეტალიზაცია (ტექ.) - რაიმე ნაკეთობის ზედაპირის დაფარვა ლითონის თხელი ფენით, მოლითონება.

მეტალიკა - ამერიკული როკ-ჯგუფი. შეიქმნა 1983 წელს.

მეტალიჩი (მადნიანი მთები) - მთები რუმინეთში.

მეტალოგენია (ბერძ.) - სასარგებლო წიაღისეულთა შესახებ მოძღვრების ნაწილი, შეისწავლის დედამიწის ქერქში მადნის საბადოების განლაგების კანონზომიერებებს.

მეტალოგრაფია (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ლითონთა და შენადნობთა შინაგან აგებულებასა და ფიზიკურ თვისებებს.

მეტალოთერმია (ბერძ.) - ლითონთა აღდგენის მეტალურგიული პროცესი მათი ჟანგეულობიდან, აღმდგენლებად იყენებენ სხვა უფრო აქტიურ ლითონებს (ალუმინს, მაგნიუმს, კრემნიუმს და სხვა), რომლებიც ადვილად უერთდებიან ჟანგბადს, იგივეა, რაც ლითონთერმია.

მეტალოიდი (ბერძ.) - მოძველებული სახელწოდება ისეთი ქიმიური ელემენტებისა, რომელიც არ წარმოადგენს ლითონს, არალითონი.

მეტალოფონი (ბერძ.) - მუსიკალური საკრავი, რომელიც შედგება გარკვეული რიგით დაწყობილი ლითონის ფირფიტებისაგან, ხმას გამოაცემინებენ პატარა ხის ჩაქუჩების დარტყმით.

მეტალურგი - მეტალურგიის სპეციალისტი, მეტალურგიული წარმოების მუშაკი.

მეტალურგია (ბერძ.)

1) ლითონების დამამუშავებელი მრეწველობა.

2) მეცნიერება ლითონების წარმოებისა და მათი პირველადი დამუშავების შესახებ.

მეტალურგიული - მეტალურგიასთან დაკავშირებული.

მეტამორფიამი (ბერძ.) - (გეოლ.) ქანების აგებულებასა და შემადგენლობაში მიმდინარე ცვლილებათა პროცესი.

მეტამორფოზა - რისამე ერთი ფორმის სხვა ფორმად გარდაქმნა, გადაქცევა.

მეტანეფრიდიები - უხერხემლო ცხოველების (უმთავრესად რგოლოვანი ჭიების) გამომყოფი ორგანოები.

მეტანია (ბერძ.) - მუხლის მოდრეკა და წელში ღრმად მოხრა ლოცვა-ვედრების დროს.

მეტაპლაზია (ბერძ.) - ბიოლოგიაში - ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმის ქსოვილის უნარი გარდაიქმნას სხვა ქსოვილად.

მეტასომატიზმი (მეტასომატოზი) (ბერძ.) - ერთი მინერალის სხვა მინერალით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ქერქში ხსნარების მიმოქცევის ზემოქმედების შედეგად.

მეტასტაზი (ბერძ.)

1) სისხლის ან ლიმფის ნაკადით ბაქტერიებისა და სიმსივნის უჯრედების გადატანა, რაც იწვევს დაავადების კერებს ახალ ადგილებში.

2) ასეთი გადატანის შედეგად გაჩენილი მეორეული კერა დაავადებისა.

მეტასტაზიო პიეტრო (ნამდვილი სახელი და გვარი პიეტრო ბონავენტურა ტრაპასი) იტალიელი პოეტი და დრამატურგი (1698-1782 წწ).

მეტაფაზა (ბერძ.) - ბიოლოგიაში - უჯრედის არაპირდაპირი გაყოფის (მიტოხის) ერთ-ერთი (მეორე) ფაზა.

მეტაფიზიკა (ბერძ.) - აზროვნების მეთოდი, რომელიც დიალექტიკის საპირისპიროდ მოვლენებს განიხილავს არა მათ განვითარებას და ურთიერკავშირში, არამედ ერთმანეთისაგან მოწყვეტილად, უძრაობაში შეჩერებისა და უცვლელობის მდგომარეობაში.

მეტაფიზიკური - მეტაფიზიკის ხასიათისა, მეტაფიზიკასთან დაკავშირებული.

მეტაფორა (ბერძ.) - სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც აზრს აძლევს გადატანით მნიშვნელობას მიმსგავსების ანალოგიის ან კონტრასტის საფუძველზე.

მეტაფოსი - ქიმიური საშუალება, რომელსაც იყენებენ მავნე მწერების საწინააღმდეგოდ.

მეტაფრაზი (ბერძ.) - ლიტერატურული ტექსტის შინაარსის სხვა სიტყვებით გადმოცემა.

მეტაფრასი (ბერძ.) - შესწორებული და გავრცობილ-შევსებული საეკლესიო ლიტერატურული ნაწარმოები, უპირატესად ჰაგიოგრაფიული ჟანრისა.

მეტაფრასტი

1) ლიტერატურული ტექსტის სიტყვა-სიტყვით გადმომცემი, მთარგმნელი.

2) კომენტატორი.

მეტაფრასტიკა - X საუკუნიდან დანერგილი მიმართულება ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში.

მეტაქსასი იოანის - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 1936-41 წლებში (1871-1941 წწ).

მეტაცენტრი (ბერძ.) - წერტილი, რომლის მდებარეობაზედაც არის დამოკიდებული მცურავი სხეულის მდგრადობა.

მეტეკები და მეტეკოსები - ათენსა და ძველი საბერძნეთის სხვა პოლისებში უცხო ქვეყნებიდან ჩასახლებული პირები, რომლებიც უპირატესად ხელოვნებასა და ვაჭრობას მისდევდნენ, მოკლებული იყვნენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, აგრეთვე განთავისუფლებული მონების სახელწოდება.

მეტელევკა - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მეტელუსი კვინტუს ცეცილიუს ნუმიდიკუს - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ 91 წელს).

მეტემფსიქოზი (ბერძ.) - რელიგირ-მისტიკური მოძღვრება გარდაცვლილი ორგანიზმის სულის სხვა ორგანიზმში გადასახლების შესახებ, მეტემფსიქოზი წარმოადგენს ბრაჰმანიზმის, ინდუიზმისა და ზოგი სხვა რელიგიის შემადგენელ ნაწილს.

მეტეო (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს მეტეოროლოგიურს.

მეტეორა - არქიტექტურული კომპლექსი თესალიაში (საბერძნეთი), შედგება კლდებში განლაგებული 24 მონასტრისა და სავანისაგან.

მეტეორი (ბერძ.) - გავარვარებული სხეული კოსმოსური წარმოშობისა, რომელიც სწრაფად მოძრაობს დედამიწის ატმოსფეროში.

მეტეორიზმი (ბერძ.) - (მედიც.) მუცლის გაბერვა, რაც ხშირად სიმპტომია საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვადასხვა დაავადებისა.

მეტეორიტი - საპლანეტათშორისო სივრციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ლითონის ან ქვის სხეული.

მეტეორიტიკა - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მეტეორული ნივთიერების ყველა ფორმას.

მეტეოროგრაფი (ბერძ.) - ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იწერს ატმოსფეროს ზედა ფენების ჰაერის ტემპერატურას, წნევასა და სინესტეს.

მეტეოროლოგია (ბერძ.) - მეცნიერება ატმოსფერული მოვლენების შესახებ.

მეტეოროლოგიური - მეტეოროლოგიასთან დაკავშირებული.

მეტერლინკი მორის - ბელგიელი მწერალი, დრამატურგი (1862-1949 წწ).

მეტერნიხი კლემენს - თავადი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ავსტრიის მთავრობის ფაქტიური მეთაური 1809-21 წლებში (1773-1869 წწ).

მეტეხი

1) რაც, ადვილად ტყდება, მყიფე.

2) მდინარე ზნაურის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი.

3) სოფლები ზნაურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.

4) ძველი უბანი თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ტაძრის მიდამოებში, ავლაბრამდე.

მეტეხის ტაძარი (ეკლესია) - მდებარეობს ძველ თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე არსებულ პლატოზე; აშენდა 1278-1289 წლებში.

მეტი

1) შედარებით ბევრი, უფრო ბევრი, შედარებით დიდი, უფრო დიდი.

2) იგივეა, რაც ზედმეტი.

3) სხვა, გარდა.

მეტიდა - იუპიტერის თანამგზავრი. მანძილი იუპიტერიდან 130 ათასი კმ. აღმოაჩინა ამერიკელმა ს.სიტიმ 1979 წელს.

მეტივე - ადამიანი, რომელიც ტივს აცურებს.

მეტივური - ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა; გუნდური სიმღერა, რომელსაც ასრულებდნენ მეტივეები.

მეტიზაცია (ფრანგ.) - სხვადასხვა ჯიშის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების შეჯვარება ჯიშის გასაუმჯობესებლად.

მეტიკალი - მოზამბიკის ფულის ერთეული. შეიცავს 100 სენტავოს.

მეტინგლი ტომას - ამერიკელი კოსმონავტი, 1972 წლის ფრენის მონაწილე (დაიბადა 1936 წელს).

მეტისაცია - ადამიანთა განსხვავებული რასების ერთმანეთში შერევა.

მეტისი (ფრანგ.)

1) მეტიზაციის შედეგად მიღებული ცხოველი ან მცენარე.

2) ადამიანი, რომელიც წარმოშობილია სხვადასხვა რასის (კერძოდ ინდიელებისა და ევროპეიდული რასის) წარმომადგენელთა შეუღლების შედეგად.

მეტისმეტი - ზომაზე მეტი.

მეტიუზი სტენლი - ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, თამაშობდა 17-დან 50 წლის ასაკამდე, ევროპის 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1915-2000 წწ).

მეტიურინი რობერტ - ინგლისელი მწერალი (1782 - 1824 წწ).

მეტიჩარა

1) ვინც სხვის საქმეში უადგილოდ ერევა, საკუთარი თავის გამოჩენის მოყვარული, არამკითხე, მატრაკვეცა.

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1988 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნელი ნენოვა, გენო წულაძე. სცენარის ავტორები - ანატოლი გალიევი, ედუარდ ტროპინინი. დამდგმელი ოპერატორი - იგორ კრეპსი. კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი. მთავარ როლებში: ნინო სურგულაძე, თეიმურაზ ნაცვლიშვილი, შოთა ქრისტესაშვილი, პავლე ნოზაძე, თამარ სხირტლაძე, გიზო სიხარულიძე.

მეტიჩრობა - მეტიჩრის საქციელი, მატრაკვეცობა.

მეტიჩრული - მეტიჩრის დამახასიათებელი.

მეტლახის ფილა - გამომწვარი თიხის ფილა, რომლის ზედაპირი შეღებილია, იყენებენ იატაკის დასაგებად და კედლების მოსაპირკეთებლად.

მეტ-ნაკლები - მეტი ან ნაკლები, ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები.

მეტნერი ნიკოლოზ - რუსი კომპოზიტორი და პიანისტი (1879-1951 წწ).

მეტოდიევი დიმიტრ ხრისტოვ - ბულგარელი პოეტი (დაიბადა 1922 წელს).

მეტოლი (ფრანგ.) - წვრილი კრისტალებისაგან შემდგარი თეთრი ფხვნილი, წყალში ადვილად იხსნება, იყენებენ ფოტოგრაფიაში როგორც გამამჟღავნებელ ნივთიერებას.

მეტონი - ძველბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი (დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 460 წელს).

მეტონიმია (ბერძ.) - (ლიტ.) მოვლენის, ცნების ან საგნის ერთი სახელწოდების მეორით შეცვლა მათი მეზობლობის შედეგად.

მეტონიძე ნიკოლოზ - ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1911-1990 წწ).

მეტოპები (ბერძ.) - (არქიტ.) დორიული ორდერის დამახასიათებელი სწორკუთხა (თითქმის კვადრატული) ფილები, რომლებიც ენაცვლება ტრიგლიფებს და ქმნის ფრიზს, მეტოპებს ზოგჯერ ამკობდნენ მაღალი ბარელიეფებით.

მეტოქე - ვინც უპირისპირდება ვისმე თავისი ინტერესებით, მოქიშპე, მოცილე, მოწინააღმდეგე.

მეტოქეობა - მოცილება, მოქიშპეობა.

მეტრანპაჟი (ფრანგ.) - სტამბის მუშა, რომელიც ანაწყობს კრავს გვერდებად, დამკაბადონებელი.

მეტრაჟი (ფრანგ.)

1) რისამე სიგრძე მეტრობით.

2) რაიმე სადგომის ფართობი კვადრატულობით.

მეტრდოტელი (ფრანგ.)

1) უფროსი ოფიციანტი, განმკარგულებელი რესტორანში.

2) უფროსი მსახური, რომელიც განაგებს ჭამა-სმის საქმეს.

მეტრეველი ალექსანდრე - ჩოგბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, უიმბლდონის სამგზის ფინალისტი ერთხელ ერთეულთა თანრიგში (1973) და ორჯერ შერეულ წყვილებში (1968, 70 - ოლგა მოროზოვასთან ერთად). ევროპის 16-გზის ჩემპიონი (აქედან 1970-71, 73, 75, 77-78 წლებში - ერთეულთა თანრიგში), სსრკ 29-გზის ჩემპიონი (აქედან 1966-67, 69-76, 78, 80 წლებში - ერთეულთა თანრიგში). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975) (დაიბადა 1944 წელს).

მეტრეველი ლევან - მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

მეტრეველი როინ - ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1992-2004 წლებში (დაიბადა 1939 წელს).

მეტრეველი სლავა - დიდი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, თავდამსხმელი. თამაშობდა სოჭის „სპარტაკში“ (1953-54), გორკის „ტორპედოში“ (1955-56), „მოსკოვის ტორპედოსა“ (1956-62) და თბილისის „დინამოში” (1963-71). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი (11 გოლი). ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966) და მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 375 მატჩი (83 გოლი). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1960, 64), ორგზის მეორე (1957, 61) და ორგზის მესამე (1967, 69) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1960) და სამგზის ფინალისტი (1958, 61, 70) (1936-1998 წწ).

მეტრი

1) (ფრანგ.) სიგრძის საზომი ძირითადი ერთეული საზომთა მეტრულ სისტემაში, უდრის პარიზის მერიდიანის მეოთხედის ერთ მემილიონედ ნაწილს (ახალი განსაზღვრით მეტრი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299792458 წამში).

2) (ფრანგ.) ამ სიგრძის სახაზავი, რომელზედაც სანტიმეტრიანი ან მილიმეტრიანი დანაყოფებია.

3) (ბერძ.) (ლიტ) ლექსთწყობის ზომა.

4) (ბერძ.) (მუსიკაში) ტაქტის ძლიერი და სუსტი ნაწილების სიმეტრიული განაწილება.

5) (ფრანგ.) - საფრანგეთში:

ა) მასწავლებელი, მოძღვარი.

ბ) ადვოკატი, ნოტარიუსის საპატიო ხსენება, დასახელება.

6) (ბერძ.) - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი აღნიშნავს:

ა) საზომ ხელსაწყოს.

ბ) სიგრძის საზომ მეტრულ სისტემას.

მეტრია (ბერძ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ზომვას, გაზომვას.

მეტრიკა

1) (ბერძ.) - (ლიტ.) მოძღვერა ლექსის ზომისა და ლექსთწყობის შესახებ.

2) (პოლონ.) - დაბადების მოწმობა.

მეტრიკული - (მეტრიკული ამონაწერი) დაბადების მოწმობა.

მეტრიოპათია (ბერძ.) - ძველი ბერძნული ეთიკის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ზომიერების მოთხოვნას ვნებაში, უპირისპირდება აპათიას.

მეტრიტი (ბერძ.) - (მედიც.) საშვილოსნოს კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ანთება.

მეტრიფიკაცია - ზომა-წონის მეტრულ სისტემაზე გადასვლა.

მეტრო (ფრ.) - იგივეა, რაც მეტროპოლიტენი.

მეტრობით - თითო მეტრის ზომით.

მეტროლოგია (ბერძ.) - მეცნიერება ზომა-წონის შესახებ, საზომსაწონთამცოდნეობა.

მეტრონომი (ბერძ.) - ქანქარიანი ხელსაწყო, რომელიც დარტყმებით აღნიშნავს დროის მცირე მონაკვეთებს, იყენებენ მუსიკალური ნაწარმოების ზუსტი ტემპით შესასრულებლად, აგრეთვე ლაბორატორიებში ზუსტი გაზომვებისათვის და სხვა.

მეტრონომული (ფრანგ.) - ისეთი საკუთარი სახელი, რომელიც დედის სახელიდან წარმოდგება.

მეტროპოლია (ბერძ.)

1) სახელმწიფო თავისი კოლონიების მიმართ.

2) ძველ საბერძნეთში: ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) თავისი ახალშენების (უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე დაარსებული კოლონიების) მიმართ.

მეტროპოლიტენი (ფრ.) - ელექტრორკინიგზა დიდ ქალაქებში, ჩვეულებრივ მიწის ქვეშ.

მეტროპოლიტენ-ოპერა - საოპერო კომპანია და თეატრი აშშ-ში, მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ცენტრი; გაიხსნა ნიუ-იორკში 1883 წელს.

მეტრორაგია - მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უწესრიგო სისხლდენა საშვილოსნოდან.

მეტროტრამი (მეტრო და ტრამვაი) - საქალაქო ტრანსპორტის სახეობა, საშუალო მეტროპოლიტენსა და ტრამვაის შორის: ტრამვაის ვაგონები, ცალკეულ უბნებზე მოძრაობენ მიწის ქვეშ.

მეტრული - წონა-ზომის საერთაშორისო სისტემა, რომლის ძირითადი ერთეულია მეტრი.

მეტსანურკი მაიტ (ნამდვილი სახელი და გვარი ედუარდ ჰუბელი) - ესტონელი მწერალი (1879-1957 წწ).

მეტსახელი - ზედმეტი შერქმეული სახელი.

მეტსიუ გაბრიელ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1629-1667 წწ).

მეტუ - ქალაქი ეთიოპიის დასავლეთ ნაწილში (35 ათასი).

მეტყავე - ტყავის დამმუშავებელი.

მეტყავეობა - მეტყავედ ყოფნა, მეტყავის საქმიანობა.

მეტყევე

1) მეტყევეობის სპეციალისტი.

2) ტყის მცველი.

მეტყევეობა - ტყის მოვლა-გაშენება, მეცნიერება ტყის მეურნეობის შესახებ.

მეტყველი

1) ვინც მეტყველებს, მეტყველების უნარის მქონე.

2) (გადატანით) რისამე მკაფიოდ გამომხატველი.

მეტყველება - ლაპარაკის უნარი, აზრის გადმოცემა სიტყვებით.

მეტყვიამფრქვევე - ტყვიამფრქვევის მსროლელი.

მეტციგი კურტ - გერმანელი კინორეჟისორი (დაიბადა 1911 წელს).

მეტწილად - უმეტესად, უმეტეს შემთხვევაში.

მეტხანს - უფრო დიდხანს.

მეუდაბნოე - უდაბნოში მცხოვრები ბერი, განდეგილი, მწირი.

მეუნაგირე - უნაგირის მკეთებელი ხელოსანი.

მეუნაგირეობა - მეუნაგირის ხელობა.

მეუნარგია იოანე (ფსევდონიმები: „ცაიშელი“, „ეგრი“) - ლიტერატორი, ბიოგრაფი, მწიგნობარი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი (1852-1919 წწ).

მეუნარგია პეპუ - ოქრომჭედელი, ჭედური ხელოვნების უკანასკნელი წარმომადგენელი (გარდაიცვალა 1851 წელს).

მეურვე

1) ვისიმე მზრუნველად დანიშნული პირი.

2) მმართველი, ზედამხედველი.

მეურვეობა

1) მეურვის მოვალეობა.

2) დახმარება, შემწეობა.

მეურმე - ურმის წამყვანი, ურმის პატრონი.

მეურმეობა - მეურმედ ყოფნა.

მეურნე - ვინც მეურნეობას ეწევა, ვინც მეურნეობას მისდევს.

მეურნეობა

1) წარმოების საზოგადოებრივი ფორმა, ამა თუ იმ საზოგადოებრივი წყობის საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.

2) წარმოება, ეკონომიკა, ყველაფერი ის, რაც წარმოებას შეადგენს, წარმოებისთვისაა განკუთვნილი.

3) საწარმოო ერთეული, ორგანიზაცია.

4) იგივეა, რაც სოფლის მეურნეობა.

5) (გადატანიტ) აღრიცხვა, აღრიცხვის საქმე რაიმე საქმიანობაში.

მეუროე - იგივეა, რაც უროს მცემელი.

მეუფე (ძვ.)

1) უზენაესი ღვთაება, ღმერთი, უფალი.

2) იგივეა, რაც მეფე.

მეუფება (ძვ.)

1) იგივეა, რაც მეფობა.

2) უმაღლესი სასულიერო პირისადმი მიმართვა.

მეუფროსე - იგივეა, რაც უფროსი.

მეუღლე

1) ცოლი ქმრისთვის, ქმარი ცოლისთვის.

2) უღელში შებმულ პირუტყვთაგან ერთი მეორის მიმართ, უღლის ცალი.

მეუღლეობა - მეუღლედ ყოფნა.

მეფაბრიკე - ფაბრიკის მფლობელი.

მეფანდურე - ფანდურის დამკვრელი.

მეფარდულე - ფარდულში მოვაჭრე.

მეფე

1) სახელმწიფოს ერთპიროვნული მეთაური მონარქიული წყობილების დროს, ხელმწიფე.

2) (ძვ.) მამაკაცი, რომელსაც ქორწილი აქვს, რომელიც ცოლს ირთავს.

3) მთავარი ფიგურა ჭადრაკში.

მეფე-ბატონი (ძვ.) - მეფის ეპითეტია.

მეფე-დედოფალი

1) მეფე და დედოფალი.

2) ახლად დაქორწინებული ქალი და ვაჟი ქორწილის დროს.

მეფეთა სალარო - დაახლოებით XVI-XVII საუკუნეებში თარგმნილი ძეგლი, შეგონებებისა და არაკების დიდაქტიკური კრებული. მთარგმნელი უცნობია.

მეფელეტონე - ფელეტონების დამწერი, ფელეტონისტი.

მეფე-პატარძალი - მეფე და პატარძალი.

მეფე-პატრონი (ძვ.) - მეფის ეპითეტი.

მეფერხულე - იგივეა, რაც მოფერხულე.

მეფეტვია - ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა, სხეულის სიგრძე 18-20 სმ.

მეფეხსაცმელე - ფეხსაცმლის მრეწველობის მუშაკი.

მეფიანნი - მეფის ოჯახი.

მეფიონი - მეფე მაყრებითურთ.

მეფისდროინდელი - მეფის დროისა.

მეფისკალო (ნეფისკალო) - მთების დიდი მეფისკალოსა და პატარა მეფისკალოს გავრცელებული სახელწოდება (ჯავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები).

მეფისაშვილი რუსუდან - ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (დაიბადა 1913 წელს).

მეფისნაცვალი - მეფის რუსეთში, უზენაესი უფლებით აღჭურვილი პირი, რუსეთის განაპირა მხარის მმართველი.

მეფისტოფელი (გერმ.) - ძველი გერმანული ლეგენდის მიხედვით - ბოროტი სული, დემონი (გამოყვანილია გოეთეს „ფაუსტში“ და ბევრ სხვა ნაწარმოებში).

მეფისწული - მეფის შვილი, უფლისწული.

მეფისწყარო - მთა ვანის, ჩოხტაურის და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის უმაღლესი მწვრევალი. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების, ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან - 2850 მეტრი. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით. მეფისწყარო სამი მუნიციპალიტეტის - ჩოხატაურის, ადიგენისა და ვანის - საზღვარს წარმოადგენს. მეფისწყაროს სამხრეთით ორი ტბაა: ჯაჯის დიდი და მცირე ტბები. მწვერვალის ჩრდილო-აღმსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე.

მეფობა - მეფედ ყოფნა.

მეფოკუსე - მსახიობი, რომელიც ფოკუსებს აკეთებს.

მეფოლადე - ფოლადის გამოდნობის სპეციალისტი.

მეფრინველე - მეფრინველეობის სპეციალისტი.

მეფრინველეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, შინაური ფრინველის მოვლა-მოშენება.

მეფსალმუნე - იგივეა, რაც მედავითნე.

მეფუნდუკე (ძვ.) - ფუნდუკის პატრონი.

მეფუნდრუკე - მოცეკვავე ვაჟის ძველი სახელწოდება; „ფუნდრუკის მქმნელი“ (საბა).

მეფუნთუშე - ფუნთუშების მცხობელი ან გამყიდველი.

მეფური

1) მეფის დამახასიათებელი, მეფის შესაფერი, ხელმწიფური.

2) (გადატანით) მდიდრული, უხვი.

მეფურნე - ფურნეში პურის და მისთანების მცხობელი.

მეფუტკრე - მეფუტკრეობის სპეციალისტი.

მეფუტკრეობა

1) ფუტკრის მოვლა-მოშენება.

2) მეფუტკრედ ყოფნა, მეფუტკრის საქმიანობა.

მეფყაში (მექფაში) - მწვერვალი სვანეთის ქედზე (3559 მეტრი).

მექა - ქალაქი საუდის არაბეთში, ჰიჯაზის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი; მუსლიმანთა რელიგიური ცენტრი, სადაც მდებარეობს ქააბას ტაძარი (620 ათასი).

მექათმე

1) ქათმის მომვლელ-მომშენებელი.

2) ქათმებით მოვაჭრე.

მექათმეობა - მეფრინველეობის დარგი, ქათმების მოვლა-მოშენება.

მექალთანე - ქალების მოყვარული, ქალებს გადაყოლილი მამაკაცი.

მექამანდე - ქამანდის მსროლელი, ქამანდით რაიმე ცხოველის დამჭერი.

მექანიზატორი - მექანიზაციის სპეციალისტი.

მექანიზაცია - მექანიკურ ენერგიაზე გადაყვანა.

მექანიზმი

1) მანქანის ან ხელსაწყოს შინაგანი მოწყობილობა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს იგი.

2) (გადატანით) რისამე მოქმედების სისტემა, შინაგანი მოწყობილობა.

მექანიკა (ბერძ.)

1) ფიზიკის დარგი, მოძღვრება სივრცეში სხეულების მოძრაობის შესახებ, რომლებიც იწვევენ ამ მოძრაობას.

2) ტექნიკის დარგი, რომელიც ამ მოძღვრებას იყენებს პრაქტიკაში ამოცანების გადასაწყვეტად.

მექანიკოსი - მექანიკის სპეციალისტი.

მექანიკური

1) მექანიკის კანონებზე დამყარებული.

2) მანქანების, მექანიზმების საშუალებით მოქმედი.

3) (გადატანით) ავტომატური, არაცნობიერი.

მექანიციზმი - ანტიდიალექტიკური ფილოსოფიური მიმართულება, რომელსაც სამყაროს მთელი თვისებრივი მრავალფეროვნება დაჰყავს მატერიის ერთგვაროვანი ნაწილაკების მექანიკურ მოძრაობამდე, ხოლო განვითარების რთული კანონზომიერებანი - მექანიკის უმარტივეს კანონებამდე.

მექანოთერაპია - ავადმყოფთა მკურნალობა ფიზიკური ვარჯიშით.

მექანოლამარკიზმი - ნეოლამარკიზმის ერთ-ერთი მიმართულება.

მექარავნე - ქარავნის პატრონი, ქარავნის მონაწილე.

მექარხნე - ქარხნის მფლობელი.

მექაღალდე - ქაღალდის დამზადების სპეციალისტი.

მექეთი - მთა ახალგორისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლომისის ქედზე (2937 მეტრი).

მექვაბე

1) ქვაბის მკეთებელი ან შემკეთებელი მუშა.

2) მუშა, რომელიც ორთქლის ქვაბს ემსახურება.

მექვენა

1) მდინარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 550 მეტრი, წყალტუბოდან - 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 164 კაცი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

მექვიშია - ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა; ცნობილია 17 სახეობა.

მექთები (არაბ.) - მუსლიმანთა საშუალო სკოლა.

მექისე - აბანოში მომუშავე, რომელიც ქისით ტანს ჰბანს კლიენტებს.

მექნესი - ქალაქი მაროკოში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).

მექოთნე - ქოთნის მკეთებელი ხელოსანი.

მექოთნეობა - მექოთნედ ყოფნა, მექოთნის ხელობა.

მექორწილე

1) ვისი ქორწილიც არის.

2) ქორწილში მყოფი, ქორწილის მონაწილე.

მექრთამე - ქრთამის ამღები.

მექრთამეობა - ქრთამის აღება. დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფო აპარატის ნორმალურ მუშაობას.

მექსიკა (მექსიკის შეერთებული შტატები. ესპან. Estados Unidos Mexicanos).
- სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება აშშ-ს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ბელიზს და გვატემალას, დასავლეთით აკრავს კალიფორნიის ყურე და წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით - კარიბის ზღვა და მექსიკის ყურე.
- სახელი წარმოდგემა აცტეკთა ერთ-ერთი შტოს Mexica- საგან.
- დამოუკიდებლობის დღე (ესპანეთისგან) - 1810 წლის 16 სექტემბერი.
- ჰიმნი - „Himno Nacional Mexicano“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი კონგრესი
- ფართობი - 1 972 550 კვ.კმ.
- დაყოფილია 31 შტატად და დედაქალაქის ფედერალურ რეგიონად.
- მოსახლეობა - 108 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 55 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები - კათოლიკები.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- დედაქალაქი - მეხიკო.
- ვალუტა - მექსიკის პესო.
- ქვეყნის კოდი - MEX.
- დროის სარტყელი - UTC -6....-8.
- სატელეფონო კოდი - +52.
- ინტერნეტ-დომენი - mx.

მექუდე - ქუდების მკერავი ხელოსანი.

მექულბაქე (ძვ.) - ქულბაქის პატრონი, მედუქნე.

მექფაში (მეფყაში) - იხილე მეფყაში.

მეღალე (ისტ.)

1) ღალის გადამხდელი.

2) ღალის ამღები.

მეღამურა (Nyctalus) - ძუძუმწოვრების გვარი ღამურასებრთა ოჯახისა. ცხოვრობენ კოლონიებად ხის ფუღუროებში.

მეღვინე

1) მეღვინეობის სპეციალისტი.

2) ღვინით მოვაჭრე.

მეღვინეთუხუცესი (ისტ.) - ძველ საქართველოში - ღვინის გადასახადის უმაღლესი მეთვალყურე.

მეღვინეთუხუცესი კონსტანტინე - კომპოზიტორი და პედაგოგი (1891-1972 წწ).

მეღვინეთუხუცესი ოთარ - კინოსა და თეატრის მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (დაიბადა 1932 წელს).

მეღვინეთუხუცესიშვილი დიმიტრი - ისტორიკოსი, დრამატურგი, თეატრის მოღვაწე (1815-1878 წწ).

მეღვინეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, ღვინის წარმოება, ღვინის დაყენება და შენახვა.

მეღვრეკისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

მეღორე

1) ღორების მწყემსი, ღორების მომვლელი.

2) ღორების მომშენებელი.

მეღორეთუხუცესი (ძვ.) - მეღორეთა უფროსი.

მეღორეობა - მეცხოველეობის დარგი, ღორების მოვლა-მოშენება.

მეღორღია - ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. ბუდობენ კლდეთა ნაპრალებში.

მეღრი - ქალაქი სომხეთში, ირანის საზღვართან.

მეღრუკი

1) (საღალატო) - მთა ბაღდათის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ბჟოლისხევისა (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) და წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე - 2475 მეტრი. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტუფბრექჩიებითა და ტუფკონგლომერატებით. გუმბათის ფორმისაა. შემოსილია სუბალპური მდელოებით.

2) მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბჟოლისხევის მარჯვენა შენაკადი.

მეღუმელე - ღუმლის მკეთებელი ოსტატი.

მეყალიბე - რისამე ყალიბში ჩამომსხმელი მუშა.

მეყვავილე

1) მეყვავილეობის სპეციალისტი.

2) ყვავილების გამყიდველი.

მეყვავილეობა - ყვავილების მოვლა-მოყვანა.

მეყსეულად (წიგნ.) - სწრაფად, უეცრად, მყის.

მეშახტე - შახტაში მომუშავე.

მეშენი პიერ ფრანსუა ანდრე - ფრანგი ასტრონომი და გეოდეზისტი; აღმოაჩინა 12 კომეტა (1744-1804 წწ).

მეშეშე - შეშის მომჭრელი, შეშის გამყიდველი.

მეშველი - მშველელი, დამხმარე.

მეშვეობით - მეოხებით, დახმარებით, საშუალებით, გზით.

მეშვიდე - რიგითი რიცხვითი სახელი შვიდისა, რიგის მიხედვით შვიდი.

მეში - ცუდი ხარისხის ცხვრის ტყავი.

მეშკოვი ვასილი - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი (1867-1946 წწ).

მეშტერჰაზი ლაიოშ - უნგრელი მწერალი (1916-1979 წწ).

მეშტროვიჩი ივან - ხორვატი მოქანდაკე, მოღვაწეობდა აშშ-ში (1883-1962 წწ).

მეშუღლე (ძვ.) - შუღლის, შფოთის ამტეხი, ვისიმე მტერი.

მეშუშე - იგივეა, რაც მემინე.

მეშჩანი (რუს.)

1) წვრილმანი, პირადული ინტერესებითა და ვიწრო იდეური ჰორიზონტით შეზღუდული ადამიანი.

2) მეფის რუსეთში - ქალაქის მოსახლეობის ვაჭარ-ხელოსანთა ფენის წარმომადგენელი.

მეშჩანობა - მეშჩანის თვისება, მისი ფსიქოლოგია და იდეოლოგია.

მეშჩოვსკი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

მეშჰედი - ქალაქი ირანის აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასანის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი (1,5 მილიონი).

მეჩაიე

1) ჩაის მომვლელი და მკრეფელი, ჩაის მოვლა მოშენებაში დახელოვნებული პირი.

2) მეჩაიეობის სპეციალისტი.

მეჩაიეობა - ჩაის მოვლა-მოშენება.

მეჩეთი (არაბ.) - მაჰმადიანთა სამლოცველო ნაგებობა.

მეჩეკი - მთის მასივი უნგრეთში.

მეჩექმე - ჩექმის მკერავი ხელოსანი, მეწაღე.

მეჩეჩი - თხელი ან ნარიყი ადგილი ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში, თავთხელი.

მეჩეჩიანი - ადგილი, სადაც მეჩეჩია.

მეჩიარი ვლადიმირ - სლოვაკი სახელმწიფო მოღვაწე, მთავრობის თავმჯდომარე 1990-91 წლებში (დაიბადა 1941 წელს).

მეჩიბუხე (ძვ.) - ჩიბუხის გამწყობი მსახური.

მეჩირაღდნე (ძვ.) - პირი, რომელსაც ჩირაღდანი ეჭირა ხელში გზის გასანათებლად.

მეჩიტია - ფრინველი ერთგვარი, ჩიტებით იკვებება.

მეჩნიკოვი ილია - რუსი ბიოლოგი და პათოლოგი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პ. ერლიხთან ერთად (1845-1916 წწ).

მეჩონგურე - ჩონგურის დამკვრელი.

მეჩუქურთმე - ჩუქურთმის მჭრელი.

მეჩხეთურა - მდინარე ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ძირულის მარჯვენა შენაკადი.

მეჩხეთური - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (მანდაეთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარეების დუმალისა და მეჩხეთურას (ძირულის მარჯვენა შენაკადები) შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 830 მეტრი, ჭიათურიდან 23 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 335 კაცი..

მეჩხერი

1) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (რიონის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, წყალტუბოდან - 35 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 109 კაცი.

2) შორიშორს ამოსული, გამოტოვებული.

მეჩხერიანობა - მეჩხერად ყოფნა.

მეჩხეური - მდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეხიდრის მარცხენა შენაკადი სოფელ ძმუისთან.

მეცადინე - ვინც ბეჯითად და გულმოდგინედ მეცადინეობს, გამრჯე.

მეცადინეობა

1) სწავლა.

2) რისამე გულმოდგინედ კეთება, მონდომება, ცდა.

მეცა-ვოჩე (იტალ.) - ხმის დაბალი, არასრული ხმოვანება.

მეცემენტე - ცემენტის მრეწველობის მუშაკი, ცემენტის წარმოების სპეციალისტი.

მეცენატი გაიუს ცილნიუს - რომაელი სახელმწიფო მოღვაწე (ძვ.წ.აღ. 74/64 - ძვ.წ.აღ. 8).

მეცენატი - მეცნიერებისა და ხელოვნების მდიდარი მფარველი (რომაელი პოლიტიკური მოღვაწის Maecenas სახელის მიხევდით, რომელიც მფარველობდა განთქმულ პოეტებს, ვერგილიუსს, ჰორაციუსს და სხვებს).

მეცეცხლური - იგივეა, რაც ცეცხლფარეში.

მეცი - ქალაქი საფრანგეთში, მოზელის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

მეციგი კურტ - გერმანელი კინორეჟისორი (1911 - 1995 წწ).

მეცირკე - ცირკის მსახიობი.

მეციტრუსე - ციტრუსების მომვლელ-მომშენებელი.

მეციტრუსეობა - ციტრუსების მოვლა-გაშენება.

მეციხოვნე - ციხის მცველი, ციხესიმაგრეში დაბანაკებული.

მეცნიერი - მეცნიერების ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი.

მეცნიერება - ცოდნის სისტემა, ბუნების, საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ.

მეცნიერული - მეცნიერების შესაფერი, მეცნიერებაზე დამყარებული.

მეცო-პიანო - ხმის ზომიერად წყნარი ჟღერადობის აღმნიშვნელი ტერმინი მუსიკაში.

მეცო-სოპრანო (იტალ.)

1) ქალის ხმა სოპრანოსა და კონტრალტოს შორის.

2) ამ ხმის მქონე მომღერალი.

მეცო-ტინტო (იტალ.) - გრავიურა, რომელიც განკუთვნილია ღრმა ბეჭდვისათვის.

მეცო-ფორტე - ზომიერად ძლიერი ჟღერადობის აღმნიშვნელი ტერმინი მუსიკაში.

მეცხენეობა - მეცხოველეობის დარგი, ცხენების მოვლა-მოშენება.

მეცხვარე

1) ცხვრის მწყემსი.

2) მეცხვარეობის სპეციალისტი.

მეცხვარეობა

1) მეცხოველეობის ერთ-ერთი დარგი, ცხვრის მოვლა-მოშენება.

2) მეცხვარის საქმიანობა, მეცხვარედ ყოფნა.

მეცხოველე

1) ცხოველების მომვლელი.

2) მეცხოველეობის სპეციალისტი.

მეცხოველეობა - სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-მოშენება.

მეძავი - ქალი, რომელიც საარსებო სახსრების საშოვნელად თავისი სხეულით ვაჭრობს; როსკიპი.

მეძავობა - მეძავის საქმიანობა.

მეძებარი - განსაკუთრებული ჯიშის მონადირე ძაღლი.

მეძველმანე - ძველმანებით მოვაჭრე.

მეძველია კონსტანტინე - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1907 - 1974 წწ).

მეძვირე

1) ვინც ძვირად ყიდის ან ძვირად აკეთებს რასმე.

2) ვისიმე შესახებ ძვირის, ავის მთქმელი.

მეძიბნა - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

მეძმარიაშვილი ჟანგო - ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1925 წელს).

მეძნეური - ძნის შემკვრელი.

მეძროხე - ძროხის მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მწყემსი.

მეძროხეობა - მეცხოველეობის ერთ-ერთი დარგი, ძროხების მოვლა-მოშენება.

მეძუძური

1) ვინც ბავშვს ძუძუს აწოვებს.

2) ვინც ძუძუს წოვს, ძუძუმწოვარი.

მეძღვნე - ძღვნის მიმრთმევი.

მეწამორი - არქიტექტურული ძეგლი მდინარე მეწამორის სათავესთან (სომხეთი).

მეწამული (პოეტ.) - მუქი წითელი.

მეწარენცი (ნამდვილი გვარი მეწატურიანი) - სომეხი პოეტი, ცხოვრობდა თურქეთში (1886-1908 წწ).

მეწარმე - სამრეწველო ან სავაჭრო საწარმოს მფლობელი.

მეწაღე - წაღების მკერავი, მეჩექმე.

მეწველი - საქონელი, რომელიც იწველის.

მეწვრილმანე - წვრილმანით მოვაჭრე.

მეწიეთი - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

მეწინავე - იგივეა, რაც მოწინავე.

მეწინავე ქედი - ქედი აშშ-ს კლდოვან მთებში.

მეწისქვილე - წისქვილში მომუშავე.

მეწლე - ხეხილი, რომელიც ნაყოფს წელიწადგამოშვებით ისხამს.

მეწლეობა - მეწლე ხეხილის თვისება.

მეწუღე - წუღების მკერავი.

მეწყალსადენე - მუშა, წყალსადენის სამუშაოთა ოსტატი.

მეწყერი - დედამიწის ზედაპირული ფენების ჩაწევა, გადაადგილება ქვევითკენ ფერდობის დაყოლებით.

მეწყვილე - პირი, რომელიც ვინმესთან ერთად მუშაობს.

მეწყლე - წყლის მზიდავი.

მეჭარხლე - მეჭარხლეობის სპეციალისტი.

მეჭარხლეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, ჭარხლის მოვლა-მოყვანა სამრეწველო მიზნით.

მეჭეჭა (Dichrocephala latifolia) - დაბალი ერთწლოვანი სარეველა მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, იკეთებს პატარა კალათებად შეკრულ, წვრილ ყვითელ ყვავილებს.

მეჭეჭებიანი - ვისაც მეჭეჭები აქვს, რაზეც მეჭეჭები აქვთ.

მეჭეჭი - კანზე ამოსული პატარა, მრგვალი მაგარი ხორცმეტი.

მეჭვავიასნაირნი (Charadriiformes) - ფრინველთა რიგი, აერთიანებს სამ ქვერიგს: თოლიები, ალკები და საკუთრივ მეჭვავიები.

მეჭიანურე- ჭიანურის დამკვრელი.

მეჭონე - ჭონის მთქმელი.

მეჭურჭლე - თიხის ჭურჭლის მკეთებელი.

მეჭურჭლეთუხუცესი (ისტ.) - ერთ-ერთი დიდ მოხელეთაგანი ძველ საქართველოში, სახელმწიფო საჭურჭლის მთავარი გამგე.

მეჭურჭლეობა - მეჭურჭლის ხელობა.

მეხადირი

1) მდინარე გაგრის შემოგარენში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი გაგრის შემოგარენში.

მეხალაშვილები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მეხალიჩე - ხალიჩის მქსოველი.

მეხალიჩეობა - მეხალიჩის საქმიანობა, ხალიჩების ქსოვა.

მეხანძრე - სახანძრო რაზმის მომუშავე, ხანძრის მქრობელი.

მეხარკე - ძველად ხარკის ამკრეფი.

მეხაშე - ხაშის მხარშველი მზარეული.

მეხბორე - ხბორების მწყემსი.

მეხდაცემული

1) ვისაც, რასაც მეხი დაეცა.

2) (გადატანით) ვისაც მოულოდნელად თავს დიდი უბედურება დაატყდა.

მეხეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

მეხელაშვილები სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მეხელენი - იხილე მეჰელენი.

მეხელი - ქართველი პროფესიონალი მუსიკოსების სახელწოდება; დადასტურებულია X-XI საუკუნეების წერილობით ძეგლებში.

მეხელინი ლეოპოლდ - ფინეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1839-1914 წწ).

მეხეური - გარეული ფუტკრის მომშენებელი.

მეხი

1) დედამიწაზე ელექტრონული ნაპერწკლის გრგვინვით დაცემა ატმოსფერული ელექტრობის განმუხტვის დროს, იწვევს ხანძარს, ნგრევას.

2) (გადატანით) ძლიერი შეუპოვარი.

მეხიდე (ძვ.)

1) ხიდზე გზის ჩამკეტ-გამხსნელი.

2) ხიდების მშენებლობის სპეციალისტი.

მეხიკალი - ქალაქი მექსიკაში, ჩრდილოეთ ქვემო კალიფორნიის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (440 ათასი).

მეხიკო (ესპან. Ciudad de Mexico - „მექსიკის ქალაქი“) - მექსიკის დედაქალაქი 1821 წლიდან. მდებარეობს 2240 მეტრ სიმაღლეზე. დაარსებულია 1325 წელს აცტეკების მიერ და ეწოდებოდა ტენოჩტიტლანი. 1521 წლიდან დაექვემდებარა ესპანეთის სამეფოს. 1535-1821 წლებში ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოს დედაქალაქი (19,7 მილიონი - 2009 წ).

მეხილე

1) მეხილეობის სპეციალისტი, ხილის მომყვანი.

2) (ძვ.) ხილით მოვაჭრე.

მეხილეობა - სოფლის მეურნეობის დარგი, ხეხილის მოვლა-გაშენება.

მეხნაკრავი - იგივეა, რაც მეხდაცემული.

მეხორცე - ხორცის გამყიდველი.

მეხორცული - ხორცის გამყიდველი; სახორცე.

მეხოტბე - ვინც ხოტბას ასხამს რასმე, ვისმე.

მეხრე - ხარების გამრეკავი.

მეხრეობა - მეხრედ ყოფნა.

მეხრმლე - ძველ საქართველოში - ჯალათი, რომელიც სიკვდილის განაჩენს აღასრულებდა.

მეხსარიდი - მეხის დაცემისაგან დამცველი მოწყობილობა, რკინის ღერო, რომელსაც შენობის სახურავზე დგამენ და მავთულით მიწას უერთებენ.

მეხსიერება - ცნობიერებაში შთაბეჭდილებათა აღბეჭდვისა და მათი აღდგენის უნარი.

მეხუთე - რიგითი რიცხვითი სახელი ხუთისა, რიგის მიხედვით ხუთი.

მეხუთედი - ხუთ თანასწორ ნაწილად გაყოფილი მთელის ერთი ნაწილი.

მეხუთე რესპუბლიკა (საფრანგეთში) - 1958 წლის კონსტიტუციის თანახმად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმი საფრანგეთში.

მეხური - ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი, აღნიშნავს ახალი წესით დაწერილ (ან თარგმნილ) და მელოდიასთან შეწყობილ საგალობლებს.

მეხურნი - ჰიმნოგრაფიული ტერმინი; პირველად იხსენიება მიქელ მოდრეკილის იადგარში; მიჩნეულია მუსიკალურ ან ეთნიკურ ცნებად.

მეჯალამბრე - ჯალამბარზე მომუშავე.

მეჯე ბერნატ - კატალონელი მწერალი (დაახლოებით 1340-1413 წწ).

მეჯერდა - მდინარე ალჟირსა და ტუნისში, ერთვის ხმელთაშუა ზღვის ტუნისის ყურეს (სიგრძე - 460 კილომეტრი).

მეჯვარე (ძვ.) - საეკლესიო ქორწინების დროს მეფის ან დედოფლის მხლებელი პირი, რომელიც მათ გვირგვინს ადგამდა ჯვრისწერის ცერემონიის შესრულების დროს.

მეჯვარეობა (ძვ.) - მეჯვარედ ყოფნა.

მეჯვრე - ვისაც რაიმე პროცესიის დროს ჯვარი მიჰქონდა.

მეჯვრისხევი - სოფლების დიდი მეჯვრისხევისა და პატარა მეჯვრისხევის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

მეჯიდია - ქალაქი რუმინეთის კონსტანცის ჟუდეცში (50 ათასი).

მეჯილაურნი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის სადაბო საკრებულო), ხანდოს ხევზე, მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, დუშეთიდან - 52 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 4 კაცი.

მეჯინიბე - საჯინიბოში მომუშავე, ცხენის მომვლელი.

მეჯინიბეთუხუცესი - საჯინიბოს გამგე, მეჯინიბეთა უფროსი.

მეჯინისწყალი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მეჯლისი (არაბ.)

1) დიდი წვეულება, დიდი საცეკვაო საღამო, ბალი.

2) ირანის პარლამენტის ქვედა პალატის სახელწოდება.

3) ასე უწოდებდნენ ზოგჯერ თურქეთის პარლამენტს, დიდი ეროვნული კრების-ქვედა პალატას (1981 წლიდან თურქეთში ერთპალატიანი პარლამენტია).

4) (არაბ.) - დიდი წვეულება, ნადიმი, ლხინი, ზეიმი.

მეჯოგე

1) ვინც მეჯოგეობას მისდევს.

2) ჯოგის პატრონი.

მეჯოგეთუხუცესი - მეჯოგეთა უფროსი.

მეჯოგეობა - ჯოგის მოვლა-მოშენება.

მეჯორე - ჯორების პატრონი, ჯორების მწყემსი.

მეჯუდა - მდინარე ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხენა შენაკადი.

მეჯუდისპირი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

მეჯღანე - ჯღანების, ძველი ფეხსაცმელების დამკერებელი.

მეჰარი (არაბ.) - სწრაფად მოსიარულე დრომადერის (ერთკუზიანი აქლემის) ჯიში, უპირატესად იყენებენ საჯდომად.

მეჰდიზადე აბას საჰათ - აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი (1874-1918 წწ).

მეჰდი ჰუსეინი (ნამდვილი სახელი მეჰდი ალი-ოღლუ) - აზერბაიჯანელი მწერალი (1909-1965 წწ).

მეჰედინცი - ჟუდეცი სამხრეთ რუმინეთში.

მეჰელენი (ფრანგ. მალინი) - ქალაქი ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციაში (75 ათასი).

მეჰენი ელფრედ თაიერ - იხილე მაჰანი ..

მეჰიული ეტიენ ნიკოლა - იხილე მეიული ..

მეჰმედ II ფათიჰი - ოსმალეთის სულთანი (1432-1481 წწ).

მეჰმედ ემინ იურდაქული - თურქი მწერალი (1869-1944 წწ).

მეჰმედ რაუფი - თურქი მწერალი (1875-1931 წწ).

1.6 მვ

▲ზევით დაბრუნება


მვანდა (მოანდა) - სამთო-სამრეწველო ცენტრი გაბონში.

მვანზ - ქალაქი ტანზანიაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

მვერუ (მოერო) - ტბა კონგოსა და ზამბიის საზღვარზე (სიღრმე 15 მეტრამდე).

მვინი ალი ჰასან - ტანზანიის პრეზიდენტი 1985 წლიდან (დაიბადა 1925 წელს).

1.7 მზ

▲ზევით დაბრუნება


მზა - საბოლოოდ გაკეთებული, სახმარად ვარგისი.

მზად - მზა მდგომარეობაში, მომზადებულად.

მზადყოფნა - ისეთი ვითარება, როდესაც ყოველმხრივ მზად არიან რაიმე მოქმედების დასაწყებად.

მზაკვარი - ცბიერი, ფლიდი, ვერაგი.

მზაკვრობა - მზაკვრის თვისება.

მზაკვრული - მზაკვრის დამახასიათებელი.

მზამზარეული - გაურჯელად ნაშოვნი, მოპოვებული, სხვისი შრომით შექმნილი, გამზადებული.

მზარავი - იგივეა, რაც შემზარავი.

მზარდი - რაც, ვინც იზრდება, ზრდის პროცესში მყოფი.

მზარეულაშვილი ფარნაოზ - მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).

მზარეული - პირი, რომლის სპეციალობაცაა საჭმელების მომზადება.

მზარეულობა - მზარეულის ხელობა, საქმიანობა.

მზახვა - სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

მზახრი - უძველესი ქართული სამუსიკო ტერმინი, აღნიშნავს სამხმიანი სიმღერის პირველ ხმასა და სიმებიანი საკრავის პირველ სიმს.

მზე

1) გავარვარებული, გიგანტური ცის სხეული, მნათობი, რომლის გარშემოც მოძრაობს დედამიწა და სხვა პლანეტები.

2) ამ მნათობის სინათლე სითბო, მხურვალე.

მზებნელი - ვინც მზის სინათლეს ვერ ხედავს, უსინათლო.

მზებუდობა - ზაფხულის მზებუდობა. წლის დრო, როდესაც ყველაზე გრძელი დღეა და ყველაზე მოკლე ღამე (21-22 ივნისს). ზამთრის მზებუდობა, როდესაც ყველაზე გრძელი ღამეა და ყველაზე მოკლე დღე (21-22 დეკემბერს).

მზეგრძელი - იგივეა, რაც დღეგრძელი.

მზეგრძელობა - იგივეა, რაც დღეგრძელობა.

მზედასაბნელებელი - წყევლაა სასიკვდილე.

მზეთავი - ვინც ზეთავს, ზეთის წამცხები მუშა.

მზეთამზე - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

მზეთუნახავი

1) იტყვიან არაჩვეულებრივად ლამაზ ქალზე.

2) ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი, ულამაზესი ქალი.

მზემოკიდებული - მზით დამწვარი, მზისგან გაშავებული.

მზენაკრავი - ოდნავ მზემოკიდებული.

მზესუმზირა (Helianthus annuus)

1) ერთწლოვანი ზეთოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, მაღალი ღეროს წვერზე იკეთებს ყვითელ ყვავილს.

2) ამ მცენარის ნაყოფი.

მზექალი - იტყვიან ძალიან ლამაზ ქალზე.

მზეყვავილა - მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ერთი ან მრავალწლოვანი ბალახებია.

მზე შინა - ძეობის რიტუალთან დაკავშირებული წარმართობის დროინდელი ქართული ხალხური ორხმიანი სიმღერა.

მზე შემოდგომისა - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თემურ ფალავანდიშვილი. სცენარის ავტორი - რეზო თაბუკაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორი - ვაჟა აზარაშვილი. მთავარ როლებში: მედეა ჯაფარიძე (ეკა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ვახტანგი), სესილია თაყაიშვილი (თამარი), გივი ბერიკაშვილი (პლატონი), გურანდა გაბუნია, ვასილ კახნიაშვილი, კახი კავსაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ოთარ კობერიძე, თამარ ციციშვილი,

მზეწვია (Motacilla cinerea) - პატარა ფრინველი წყალწყალების ოჯახისა, ცხოვრობს წყალსატევების მიდამოებში.

მზეჭაბუკი - იტყვიან მშვენიერ ჭაბუკზე.

მზეჭაბუკი ჯაყელი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი, ყვარყვარე II-ის ძე (გარდაიცვალა 1516 წელს).

მზვარე - მზიანი, უჩრდილო ადგილი.

მზვერავი

1) ვინც, რაც ზვერავს, მოთვალთვალე.

2) დაზვერვაში მომუშავე სამხედრო მომსახურე.

3) დაზვერვის ორგანოების მუშაკი.

მზვერაობა - მზვერავის მოვალეობა, საქმიანობა.

მზი - ტბა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აწითაქუს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

მზიანი

1) მზით განათებული, მზე რომ ახლავს ისეთი.

2) სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

მზიდავი - ვინც ეზიდება რასმე.

მზივი - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მზივისწყალი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

მზითევი - ქონება, რომელსაც ქალს თან ატანდნენ მშობლები გათხოვებისას.

მზითვიანი - ვისაც დიდი, ბევრი მზითევი ჰქონდა.

მზიმთა - მდინარე კრასნოდარის მხარეში, ერთვის შავ ზღვას.

მზიმნა - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ავადჰარის მარჯვენა შენაკადი.

მზირალი - ვინც უმზერს, მაცქერალი, მჭვრეტელი.

მზირი (ძვ.) - მზვერავი, მოთვალთვალე, ჯაშუში.

მზისებრი - მზის მსგავსი.

მზისეული - სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მზისყური - მზიანი კუნჭული, მყუდრო ადგილი.

მზიურ, მზიურად - მზის სინათლეზე, სანამ მზეა, მზის ჩასვლამდე.

მზიურა (Inula grandulosa) - მთის მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, იკეთებს ყვითელ ყვავილს.

მზიური

1) მზის სხივით უხვად მოფენილი, მზით ხშირად განათებული.

2) (1952 წლამდე ცხირი) - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

3) ნოდარ დუმბაძის იდეის მიხედვით შექმნილი საბავშვო ქალაქი თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში (გაიხსნა 1982 წლის 29 ოქტომბერს).

4) ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი. შეიქმნა თბილისში 1971 წელს, დაიშალა 1981 წელს.

მზომავი, მზომელი - ვინც, რაც ზომავს რასმე.

მზრალი - შემოდგომის მოხნული გაზაფხულზე დასათესად.

მზრალობისმცოდნეობა (გეოკრიოლოგია) - მეცნიერება მზრალი ქანების (ნიადაგის, გრუნტის) შესახებ.

მზრდელი - აღმზრდელი, გამზრდელი.

მზრუნველი

1) ვინც ზრუნავს ვინმეზე, რამეზე.

2) მეფის რუსეთში, ზოგი დაწესებულების ხელმძღვანელის წოდებულება.

1.8 მთ

▲ზევით დაბრუნება


მთა

1) დედამიწის ამაღლებული ადგილი, რომელიც თავისი სიმაღლით თვალსაჩინოდ აღემატება მიდამოს.

2) იგივეა, რაც მთიანი.

მთაგორაკიანი - სადაც მთაგორაკებია.

მთაგორიანი - სადაც მთა-გორებია.

მთაგრეხილი - ერთმანეთს მიყოლებული, ერთმანეთს გადაბმული მთები.

მთავარანგელოზი - ქრისტიანულ რელიგიაში - უფროსი, მთავარი ანგელოზი.

მთავარდიაკონი - უფროსი დიაკონი.

მთავარეპისკოპოსი - საეკლესიო იერარქიის მაღალი თანამდებობის პირი.

მთავარი

1) ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, თვალსაჩინო, ძირითადი.

2) თანამდებობით, მდგომარეობით პირველი, უფროსი.

3) (ისტ.) შუა საუკუნეებში - უმაღლესი საერო ხელისუფლების მქონე პირი, მმართველი.

მთავარი არხი - რკინიგზის ბაქანი რუსთავ-გარდაბნის გადასარბენზე.

მთავარი მოწყალე - მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთაზე.

მთავარმმართველი - იგივეა, რაც მეფისნაცვალი.

მთავარსარდალი - სარდალი საომარი მოქმედების ერთ-ერთ რომელიმე უბანზე.

მთავარსარდლობა

1) მთავარსარდლის თანამდებობა.

2) (კრებითი) მთავარსარდლები.

მთავრობა - სახელმწიფოს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

მთავრული - უძველესი ქართული დამწერლობის აღმნიშვნელი ტერმინი, იგივეა, რაც ასომთავრული და მრგვლოვანი.

მთათუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი - ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის ფერდობებზე. დაარსდა 1980 წელს.

მთათწარმოშობა - მთათა ჩამოყალიბების პროცესი ტექტონიკურ მოძრაობათა გავლენით.

მთამადნეული - სასარგებლო წიაღისეული.

მთა-მთა - მთებით, მთებზე.

მთამსვლელი - სპორტსმენი, რომელიც მთამსვლელობას მისდევს, ალპინისტი.

მთამსვლელობა - იგივე ალპინიზმი.

მთარგმნელი - ვინც თარგმნის.

მთარგმნელობა - მთარგმნელის სპეციალობა.

მთარგმნელობითი - მთარგმნელობასთან დაკავშირებული.

მთაწმიდელი გიორგი - იხილე გიორგი მთაწმიდელი (ათონელი).

მთაწმიდელი ექვთიმე - იხილე ექვთიმე მთაწმიდელი (ათონელი).

მთაწმიდელი იოანე - იხილე იოანე მთაწმიდელი (ათონელი).

მთაწმინდა

1) (მამადავითის მთა) - მთა თბილისში, მთაწმინდის ქედზე (720 მეტრი).

2) მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

3) მთა ახლაგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედზე.

4) მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის ქედზე.

მთაწმინდის ქედი - ქედი თბილისის მიდამოებში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი განშტოება.

მთეველი - ვინც ღამეს ათევს.

მთელი

1) რასაც არაფერი აკლია, ერთიანი, დაუნაწევრებელი, დაუნაწილებელი.

2) თავიდან ბოლომდე სრული.

მთელ-მთელი - სრულიად მთელი, მთლიანი, სათითაოდ მთელი.

მთესველი - ვინც თესავს.

მთვარე - დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი და ჩვენთან უახლოესი ციური სხეული.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ - მწიგნობარი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (1844 - 1923 წწ).

მთვარეული - ადამიანი, რომელიც სამთვარიოთია შეპყრობილი.

მთვარიანი - მთვარით განათებული ღამე.

მთვარის მოტაცება - ქართული მხატვრული ფილმი, 2 სერია, კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ეკრანებზე გამოვიდა 1973 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თამაზ მელიავა. სცენარის ავტორები - კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ხუხაშვილი, თამაზ მელიავა. დამდგმელი ოპერატორი - რომან წურწუმია. კომპოზიტორი - სულხან ნასიძე. მთავარ როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი (არზაყანი), გეიდარ ფალავანდიშვილი (თარაში), ირინა ჭიჭინაძე (თამარ შერვაშიძე), კოტე დაუშვილი, არიადნა შენგელაია, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, კირა ანდრონიკაშვილი, იმედა კახიანი, მანუჩარ შერვაშიძე, ლეო ფილფანი, ბორის წიფურია, კახი კავსაძე.

მთვლელი - ვინც, რაც თვლის რასმე.

მთვლემარე - ვინც, რაც თვლემს.

მთვრალი - მაგარი სასმელით გაბრუებული.

მთიანეთი - ამაღლებული ადგილი, რომელიც მოიცავს ზეგნებს, მთის მასივებს და ხეობებს.

მთიანი - სადაც მთებია.

მთიანი ყარაბახი - ისტორიული ოლქი ამიერკავკასიაში, შედის აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

მთიბავები - ფეხსახსრიანი ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა.

მთიბავი - ვინც თიბავს.

მთიბლური - ქართული ხალხური შრომის ლექს-სიმღერა.

მთიები

1) (ძვ.) ცისკრის ვარსკვლავი.

2) (პოეტ.) ვარსკვლავი საერთოდ.

მთიელი - მთის მკვიდრი, მთაში მცხოვრები.

მთის არწივი - ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

მთის ბოყვი (მთის ნეკერჩხალი) - ხე ნეკერჩლისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 40 მეტრამდე აღწევს.

მთის ბროლი - დაბალტემპერატურული კვარცი, გამჭვირვალე, ჩვეულებრივ ქიმიურად სუფთა სახესხვაობა.

მთისკალთა

1) მღვიმე გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

მთისპირი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

მთისუბანი - სოფლები სოხუმის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

მთისძირი

1) სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (შუამთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 70 მეტრი. ვანიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 569 ადამიანი.

3) სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (გომის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 30 მეტრი, სამტრედიიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 915 კაცი.

4) სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში

მთისწინეთი - ამაღლებული ადგილი, მაღლობი მთების წინ.

მთისჭალა - იხილე ძიროვნისწყალი.

მთიულები - მთიულეთის მკვიდრი ქართველები.

მთიულეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი), მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის (მთიულეთის არაგვის) ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.

მთიულეთის არაგვი (თეთრი არაგვი) - მდინარე დუშეთისა და ყაზბეგის მუნიცციპალიტეტებში. სათავე აქვს ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, ზღვის დონიდან - 3180 მეტრზე, მიედინება ალევის და მთიულეთის ქედებს შორის. დაბა ფასანაურთან მას უერთდება გუდამაყრის (შავი) არაგვი და შემდეგ ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 339 კვ.კმ. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლის, წვიმისა და მყინვარული (უმნიშვნელოდ) წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან აგვისტომდე, წყალმცირობა - ზამთარში. წყალდიდობის პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 60-65%, შემოდგომაზე - 19-20%, ზამთარზე - 17-18%. საშუალო წლიური ხარჯი ფასანაურთან 12,2 კუბ.მ/წმ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე იცის ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. წყალმცირობის დროს წყალი სუფთაა და სასმელად გამოსადეგი.

მთიულეთის ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფზე.

მთიულეთუბანი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

მთიულეთხევი - მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, აძეძის მარჯვენა შენაკადი.

მთიულური

1) მთიულების კუთვნილი, მთიულების დამახასიათებელი.

2) ქართული ხალხური ცეკვა.

მთიხვი (Desmana) - ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა.

მთლად - სულ, სავსებით, სრულიად.

მთლელი - ვინც თლის რასმე, ვისაც თლით გამოჰყავს რამე.

მთლიანი - ერთიანი, დაუნაწევრებელი, სრული, მთელი.

მთლიანობა - მთლიანის თვისება, ერთიანობა.

მთოველი (პოეტ.) - მფრქვეველი.

მთოხნელი - ვინც თოხნის.

თრთოლვარე - ვინც, რაც თრთის, რაც უთრთით.

მთრიმლავი

1) თრიმვლის ოსტატი.

2) რაც თრიმლავს.

მთქმელი

1) ვინც ამბობს, ეუბნება ვისმე რასმე.

2) თქმულების, ლექსის, ზღაპრის მთხრობელი.

3) „სიტყვის მოქმედი“ (საბა); მხატვრული ნაწარმოების შემოქმედი, მოლექსე.

მთქნარება - უნებურად პირის ფართოდ გაღება, ხანგრძლივად და ღრმად ჩასუნთქვა და მაშინვე ამოსუნთქვა მრავალგზის.

მთხვევა - მოწიწებით კოცნა.

მთხზველი - ვინც თხზავს რასმე, შემთხზველი.

მთხოვარა - იგივეა, რაც მათხოვარი.

მთხოვნელი

1) ვინც ითხოვს რასმე.

2) ვისაც რაიმე პირადი საქმე აქვს თანამდებობის პირთან.

3) ვისიმე ცოლად შერთვის მსურველი.

მთხრებლი (ძვ.) - თხრილი, ორმო, ჯურღმული, ხნარცვი.

მთხრელი - ვინც თხრის რასმე, გამთხრელი.

მთხრობელი

1) ვინც მოუთხრობს, მთქმელი.

2) ძველ საქართველოში - ბოროტმოქმედების თვითმხილველი.

1.9 მი

▲ზევით დაბრუნება


მი

1) წინასართი ზმნისა:
ა) აღნიშნავს მიმართულებას აქედან იქით.
ბ) ზმნის უსრული სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.
გ) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.
დ) ზოგჯერ ზმნას არსებითად უცვლის მნიშვნელობას.

2) (იტალ.) - მუსიკალური გამის მესამე ბგერა რე-სა და ფა-ს შორის, ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი.

3) მ. ლ. მილის მიერ შემუშავებული საბჭოური ეპოქის ვერტმფრენის მარკა.

მიაგი - პრეფექტურა იაპონიაში.

მიაგკოვი ანდრეი - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, მოღვაწეობს მოსკოვის სამხატვრო თეატრში (დაიბადა 1938 წელს).

მიაზები (ბერძ.) - ადამიანისა და ცხოველის დაავადებანი, რომლებსაც იწვევენ ბუზის მატლები.

მიაზმები (ბერძ.) - რისამე ლპობის შედეგად გაჩენილი შხამიანი ანაორთქლი.

მიაკელინი იურიე ესაიას ემანუელ - ფინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1875-1923 წწ).

მიაკონოძე - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე (135 ათასი).

მიალგია (ბერძ.) - (მედიც.) კუნთების ტკივილის შეტევა.

მიალკი აუგუსტ - ესტონელი მწერალი (1900 - 1979 წწ).

მიამიტი

1) ვინც ადვილად იჯერებს ყველაფერს, ვინც ადვილად ტყუვდება, უეშმაკო, გულუბრყვილო.

2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.

მიამიტობა - მიამიტის თვისება.

მიამოტო იურიკო - იაპონელი მწერალი (1899-1952 წწ).

მიამოტო კენძი - იაპონიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1908-1995 წწ).

მიანიკი ედუარდ - ესტონელი მწერალი (1905 - 1966 წწ).

მიანმა (მიანმარის კავშირი, ადგილობრივ ენაზე - Pyi-daung-zu Myan-ma Naing-ngan-daw, 1989 wlamde birma)
- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - ლაოსი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ტაილანდი, დასავლეთით - ბანგლადეში, ჩრდილო-დასავლეთით - ინდოეთი; სამხრეთით აკრავს ანდამანის ზღვა, ხოლო სამხრეთ დასავლეთით - ბენგალის ყურე.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1948 წლის 4 იანვარი.
- ჰიმნი - „Kaba Ma Kyei“.
- მმართველობის ფორმა - სამხედრო ხუნტა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.
- ფართობი - 678 500 კვ.კმ.
- შედგება 7 ეროვნული ოლქის და 7 ადმინისტრაციული ოლქისაგან.
- მოსახლეობა - 50,5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 75 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა ბუდისტები არიან.
- დედაქალაქი - ნაიფიიდო (2005 წლიდან).
- სახელმწიფო ენა - ბირმული.
- ვალუტა - კიატი (ჯა).
- ქვეყნის კოდი - MMR.
- დროის სარტყელი - UTC +6.30.
- სატელეფონო კოდი - +95.
- ინტერნეტ-დომენი - mm.

მიანმარის კავშირი - იხილე მიანმა.

მიანტიურანტა ერო - ფინელი მოთხილამურე, ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი სათხილამურო სპორტში 1960 და 1964 წლებში (დაიბადა 1937 წელს).

მიაო - სამხრეთ ჩინეთსა და ვიეტნამში მცხოვრები ხალხი (9 მილიონამდე).

მიასთენია (ბერძ.) - (მედიც.) ნერვული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებლია კუნთების სწრაფი დაღლა.

მიასი

1) ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში (170 ათასი).

2) მდინარე რუსეთში, ურალის სამხრეთ ნაწილსა და დასავლეთ ციმბირში, ისეტის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 658 კილომეტრი).

მიასკოვსკი ნიკოლა - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1881-1950 წწ).

მიასნიკოვი (ნამდვილი გვარი მიასნიკიანი, ფსევდონიმი - მარტუნი) ალექსანდრე - მაღალჩინოსანი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, ლიტერატორი (1886-1925 წწ).

მიასნიკოვკა (ყოფილი ბებუტოვკა) - ყოფილი სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

მიასოედოვი გრიგორი - რუსი ფერმწერი (1834 - 1911 წელი).

მიატევი კრისტე ივანოვ - ბულგარელი არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი (1892 - 1966 წწ).

მიაძავა კიიტი - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1991-93 წლებში.

მიაძაკი - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (295 ათასი).

მიახლოებითი - იგივეა, რაც დაახლოებითი.

მიახლოებული - ვინც, რაც მიუახლოვდა რასმე.

მიბაძვა

1) ავტორის მიერ თავისი ნაწარმოების სხვა მწერლის ნაწარმოებთან შეგნებულად დამსგავსება.

2) ზოგადად - მიმსგავსება, იმიტაცია.

მიბნედილი - ვინც მიიბნიდა, რაც მიებნიდათ.

მიბნელებული - ცოტათი დაბნელებული.

მიბნეული - რაც მიაბნიეს.

მიბჟუტული

1) რაც მიიბჟუტა.

2) (გადატანით) თითქმის მოხუჭული, მიმქრალი.

მიგარია - მთა მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, ეგრისის ქედზე (2024 მეტრი).

მიგელ ბრაგანსელი (მიგელ მარია ევარიშტუ დი ბრაგანსა) - პორტუგალიის მეფე (1802-1866 წწ).

მიგელის ომები - სამოქალაქო ომები პორტუგალიაში აბსოლუტიზმის მომხრეებსა და კონსტიტუციის მომხრეებს შორის 1823-34 წლებში.

მიგი - ა.მიქოიანის და მ.გურევიჩის მიერ შემუშავებული საბჭოთა ეპოქის ვერტმფრენის მარკა.

მიგიენი (ნამდვილი სახელი და გვარი მილოშ დიერდ ნიკოლა) - ალბანელი მწერალი (1911-1938 წწ).

მიგირლო - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

მიგმატიტი - არაერთგვაროვანი, შერეული ქანი.

მიგორებული - რაც მიგორდა.

მიგრანტი (ლათ.)

1) ადამიანი, რომელიც საცხოვრებლად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე.

2) (ბიოლ.) ცხოველი, რომელიც მიგრაციას განიცდის.

მიგრაცია (და მიგრირება) (ლათ.)

1) ადამიანების, ხალხთა გადასახლება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ.

2) (ბიოლ.) ცხოველთა გადაადგილება ცხოვრების პირობების შეცვლის ან განვითარების ციკლის გავლის შედეგად.

3) რაიმე ელემენტების, უჯრედების გადაადგილება, გადანაწილება.

მიგრენი (ფრანგ.) - თავის ნერვული დაავადება, თავის ძლიერი ტკივილი, ჩვეულებრივ, ცალ მხარეს (ქართული სინონიმია შაკიკი).

მიგრეხ-მოგრეხილი - დაკლაკნილი.

მიგრიაულები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე წირდალისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან - 1480 მეტრი, დუშეთიდან - 31 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 19 კაცი.

მიგრიაულთა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1400 მეტრი, დუშეთიდან - 46 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 20 კაცი.

მიგროვებული - გროვად დადგმული ან დაყრილი იქით, გვერდზე.

მიდამო - რაიმე ადგილის გარემომცველი სივრცე, ახლომახლო ადგილები, არემარე, გარემო.

მიდასი

1) ბერძნული მითების პერსონაჟი, წყაროთა ღვთაება და ტყის დემონი.

2) ფრიგიის მეფე (ძვ.წ.აღ. 738 - 696 წწ).

მიდგარდი - სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, ადამიანებით დასახლებული სამყარო.

მიდებული - რაც მიადეს, მიიდეს ან მიედო.

მიდელაანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მიდელბურგი - ქალაქი ნიდერლანდში. ზელანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

მიდელი (მიდლი) (ჰოლან.) - (ზღვ.) გემის შუა, ყველაზე განიერი ნაწილი.

მიდენდორფი ალექსანდრე - რუსი ბუნებისმეტყველი და მოგზაური (1815-1894 წწ).

მიდი უორენ ჯადსონ - ამერიკელი გეოლოგი (1883-1960 წწ).

მიდი ჯეიმზ ედუარდ - ინგლისელი ეკონომისტი, 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ.ულინთან ერთად (1907-1995 წწ).

მიდი ჯორჯ ჰერბერტ - ამერიკელი ფილოსოფოსი და სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი (1863-1931 წწ).

მიდი (ჰუვერი) - წყალსაცავი აშშ-ში, მდინარე კოლორადოზე (ნევადის შტატი).

მიდია - ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ისტორიული სახელმწიფო ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეებში, დედაქალაქი - ეკბატანა.

მიდიები - ორსაგდულიანი მოლუსკები, გავრცელებული არიან მსოფლიო ოკეანის ზომიერ ან ტროპიკულ წყლებში, წმენდენ წყალს მასში შეწონილი ნაწილაკებისაგან, ამიტომ იწოდებიან „წყლის სანიტრებად“.

მიდლენდი - დაბლობი დიდ ბრიტანეთში.

მიდლოუდიანი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში.

მიდლსბრო (მიდლზბრო) - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ინგლისში. კლივლენდის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (145 ათასი).

მიდლსექსი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (1965 წლიდან ლონდონის კონურბაციაში).

მიდლტონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ლანკაშირის კონურბაციაში.

მიდლტონი ტომას - ინგლისელი დრამატურგი (1580-1627 წწ).

მიდრაში - ჰომილეტიკური (დამოძღვრის ხასიათის მქონე) ლიტერატურული ჟანრი ებრაულ სამყაროში.

მიდრეკილება - სწრაფვა, ლტოლვა რამესადმი, რისამე განწყობილება, ხალისი, ნიჭი, უნარი.

მიდრეკილი - ვინც, რაც მიდრიკეს ან მიიდრიკა.

მიდუეი - მარჯნის კუნძული წყნარ ოკეანეში, ჰავაის არქიპელაგში.

მიდჰათ-ფაშა აჰმედ - ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი, პირველი თურქული კონსტიტუციის (1876 წ) ერთ-ერთი ავტორი (1822-1884 წწ).

მიე - პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში.

მიედა ნდრე - ალბანელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1866-1937 წწ).

მიეთმოეთი (საუბ.)

1) ვინც მიედ-მოედება, ვისაც უთავბოლო, აბდაუბდა ლაპარაკი სჩვევია.

2) იგივეა, რაც მიეთმოეთობა.

მიეთმოეთობა (საუბ.) - უთავბოლოდ ლაპარაკი, აბდაუბდის ლაპარაკი.

მიეი (მერგუი)

1) არქიპელაგი ანდამანის ზღვაში.

2) ქალაქი-პორტი მიანმაში (230 ათასი).

მიელეცი - ქალაქი პოლონეთის ჟეშუვის სავოევოდოში.

მიელიტი (ბერძ.) - ზურგის ტვინის ანთება.

მიელოლევკოზი - ქრონიკული ლევკოზის ფორმა.

მიელოციტები (ბერძ.) - ძვლის ტვინის უჯრედები, რომლებისგანაც წარმოიქმნება სისხლის მარცვლოვანი თეთრი სხეულაკების (გრანულოციტების) ყველა ფორმა.

მიერ - თანდებული: იხმარება ნათესაობით ბრუნვაში წინამავალ სახელთან ერთად.

მიერესი - ქალაქი ესპანეთის ასტურიის პროვინციაში (70 ათასი).

მიეროსლავსკი ლუდვიკ - პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე (1814-1878 წწ).

მიესა (მიესენი) - ტბა ნორვეგიაში (სიღრმე 449 მეტრი).

მიესენი - იხილე მიესა.

მიეშკო I მეჩისლავ - პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი მთავარი პიასტების დინასტიისა (გარდაიცვალა 992 წელს).

მივარდნილი

1) ვინც, რაც მივარდა.

2) შორეული, განაპირა, მიყრუებული, ძნელად მისასვლელი.

მივატნი - ტბა ისლანდიაში.

მივიწყებული - ვინც, რაც მიივიწყეს.

მივლინება - სამსახურებრივი დავალებით ან სასწავლო, სამედიცინო და ა.შ. მიზნით გაგზავნა სადმე.

მივლინებული - ვინც მიავლინეს.

მიზა - ადგილ-მამულის სახელი ესტონეთში.

მიზანდარი ალოიზ - ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი, ქართული პიანისტური სკოლის ფუძემდებელი (1838-1912 წწ).

მიზანდარი გივი - მოქანდაკე (დაიბადა 1932 წელს).

მიზანდარი ვალერიან - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1911-1982 წწ).

მიზანდასახული - გარკვეული მიზნით წამოწყებული, შესრულებული.

მიზანდასახულობა (წიგნ.) - დასახული მიზანი, ამოცანა, დანიშნულება.

მიზანთროპი (ბერძ.) - პირი, რომელიც ადამიანებს, საზოგადოებას გაურბის, უჟმური, კაცთმოძულე.

მიზანთროპია - ადამიანთა სიძულვილი, კაცთმოძულეობა.

მიზანი

1) რაც უნდა განახორციელონ, რისკენაც მიისწრაფვიან, რასაც უნდა მიაღწიონ.

2) ადგილი ან საგანი, წერტილი, რომელსაც უნდა მოახვედრონ.

მიზანსცენა (ფრ.) - სასცენო მოწყობილობის და მსახიობების განლაგება წარმოდგენის ამა თუ იმ მომენტში.

მიზანსწრაფვა (წიგნ.) - რაიმე გარკვეული მიზნისაკენ სწრაფვა, მისწრაფება, მიზანდასახულობა.

მიზანშეუწონელი - რაც მიზანშეწონილი არ არის.

მიზანშეწონილი - დასახული მიზნის შესაფერი, გარკვეული თვალსაზრისით გამართლებული, გონივრული, პრაქტიკულად სასარგებლო.

მიზანშეწონილობა - მიზანშეწონილის თვისება, დასახული მიზნის შესაფერისობა.

მიზეზი

1) მოვლენა, გარემოება, რომელიც იწვევს, ხელს უწყობს ახალი მოვლენის წარმოშობას.

2) საფუძველი, საბაბი რაიმე მოქმედებისათვის.

მიზეზიანი

1) ვინც რისამე მიზეზს ეძებს, შარიანი, ჟინიანი, ჭირვეული.

2) (გადატანით) სადავიდარაბო, საშარო.

მიზეზ-მიზეზ - მიზეზი რომ არ აქვს, მიზეზი რომ ვერ მოუნახავს.

მიზეზობრივი (წიგნ.) - მიზეზით განპირობებული, მიზეზით გამოწვეული.

მიზეზობრიობა (ფილოს.) - გენეტიკური კავშირი მოძრავი მატერიის კონკრეტულ სახეობებსა და ფორმებს შორის.

მიზერიკორდი - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში გავრცელებული ცივი იარაღი, პატარა ხანჯალი.

მიზესი ჟაკ იაკობ - გერმანელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1865-1954 წწ).

მიზესი ლუდვიგ ფონ - ამერიკელი ეკონომისტი (1881-1973 წწ).

მიზესი რიხარდ - გერმანელი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1883-1953 წწ).

მიზიანო ფრანჩესკო - იტალიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884-1936 წწ).

მიზიდული - რაც მიიზიდეს.

მიზიდულობა - ფიზიკაში - ყოველი ორი სხეულის თვისება მიიზიდონ ერთმანეთი.

მიზითხი - წარმართული ხანის ხალხური რიტუალური ცეკვა, გავრცელებული იყო აფხაზეთში.

მიზისები - უხერხემლო ცხოველთა რიგი უმაღლესი კიბოსნაირების ქვეკლასისა.

მიზნობრივი - განსაზღვრული მიზნისათვის დანიშნული, გარკვეული მიზნის მქონე.

მიზომილი - რაც მიუზომეს.

მიზორამი - შტატი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - აიჯალი.

მიზოფობია - დანაგვიანების, გაჭუჭყიანების აკვიატებული შიში.

მიზრაფი - თხელი პატარა ფირფიტა თარის დასაკრავად, თანამედროვე მედიატორის ანალოგი.

იზღვავებული - ვინც, რაც მიზღვავდა.

მითავაზებული - რაც მისთავაზეს ვისმე.

მითაიშვილი ლილიანა - ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

მითანი (მაითანი) - უძველესი სამეფო ჩრდილოეთ შუამდინარეთში, იეროგლიფურ წყაროებში იხსენიება „ნაჰარინის“.(ორმდინარეთის) სახელწოდებით.

მითელი - ლეიბის, საბნის და მისთანების შიგნით პირი, რომელშიც ბუმბული, მატყლი ან ბამბაა მოთავსებული.

მითვისება - სხვისი ქონების მისაკუთრება იმ პირის მიერ, რომელიც ამ ქონებას დროებით, არაკანონიერად ფლობდა.

მითვისებული - რაც მიითვისეს.

მითვლილი

1) თვლისას მიმატებული, სათვალავში ჩაგდებული.

2) თვლით მიღებული, ჩაბარებული.

მითი (ბერძ.) - ძველი ხალხური თქმულება ქვეყნის წარმოშობაზე, ღმერთებზე და ლეგენდარულ გმირებზე.

მითითება - ადმინისტრაციული სასჯელი მცირე სამსახურებრივი დანაშაულისა.

მითიური - მითის ხასიათის მქონე.

მითო - ქალაქი-პორტი ვიეტნამში, ტიემზინგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

მითოლოგია (ბერძნ.)

1) მეცნიერება მითების შესახებ.

2) მითების ერთობლიობა.

მითოლოგიური - მითოლოგიის ხასიათისა.

მითრა (სპარს.) - ძველი ირანის, ძველი ინდოეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის რელიგიაში, მზის, სინათლის, სიწმინდისა და სიმართლის ღმერთი.

მითრაიზმი - ძველი ირანის, ინდოეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის რელიგიაში - მითრას კულტი, აღმოცენდა ზოროასტრიზმის ნიადაგზე, ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა რომის იმპერიაში, ქრისტიანობამ მისგან ისესხა ზიარების წეს-ჩვეულება, ჯვრის სიმბოლო, შობის დღესასწაული და სხვა.

მითრიდატე

1) კოლხეთის მმართველი ძვ.წ.აღ. I საუკუნეში.

2) ქართლის მეფის მითრიდატე I-ის ძე, მეფობდა სომხეთში 35-51 წლებში.

მითრიდატე I

1) ქართლის (იბერიის) მეფე I საუკუნის დასაწყისში.

2) (არშაკ VI) - პართიის მეფე (გარდაიცვალა დაახლოებით 136 წელს).

მითრიდატე II - ქართლის (იბერიის) მეფე I საუკუნის 70-იან წლებში, ფარსმან I-ის ძე.

მითრიდატე III - ქართლის (იბერიის) მეფე, იხსენიება რომში ნაპოვნი საფლავის ქვის წარწერაში, რომელიც 114-115 წლებით თარიღდება.

მითრიდატე IV (მირდატი) - ქართლის მეფე IV საუკუნის 60-70-იან წლებში.

მითრიდატე V (მირდატი) - ქართლის მეფე III საუკუნის დასასრულს.

მითრიდატე VI (მირდატი) - ქართლის მეფე V საუკუნის 10-20-იან წლებში..

მითრიდატე VI ევპატორი (დიონისე) - პონტოს მეფე ძვ.წ.აღ. 121 წლიდან (ძვ. წ.აღ. 132 - 63 წწ).

მითრიდატე VII (მირდატი) - ქართლის მეფე V საუკუნის შუაწლებში.

მითრიდატე VIII - ბოსფორის სახელმწიფოს მეფე 40-45 წლებში (გარდაიცვალა 68 წელს).

მითური

1) მითთან, მითებთან დაკავშირებული.
2) ზღაპრული, ლეგენდარული.
3) შეთხზული, გამონაგონი, მოჩმახული.

მითქმა-მოთქმა - რაიმე საქმის გამო ატეხილი ლაპარაკი, ჭორაობა.

მიიზაკიული - ქალაქი ესტონეთში.

მიიკე - ქალაქი-პორტი იაპონიის იაპონიის ფუკუკოს პრეფექტურაში.

მიიო დარიუს - ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკის კრიტიკოსი და პედაგოგი (1892-1974 წწ).

მიიჩინა - ქალაქი მიანმაში, კაჩინის ეროვნული ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (50 ათასი).

მიკადო (იაპ.) - იაპონიის იმპერატორთა ტიტული.

მიკაელისი კარინ (ქალიშვილობაში კატარინა ბეკი) - დანიელი მწერალი ქალი (1872-1950 წწ).

მიკაელისი სოფუს ავგუსტ ბერტელ - დანიელი მწერალი და კრიტიკოსი (1865-1932 წწ).

მიკანიტი (ლათ.) - ქარსისა და მჭიდა ნივთიერებათაგან დამზადებული ფენოვანი საიზოლაციო მასალა, იყენებენ ელექტროტექნიკაში.

მიკაფოლიუმი (ლათ.) - ელექტროსაიზოლაციო მასალა მაღალი ძაბვის ელექტრული დანადგარებისათვის, წარმოადგენს ქაღალდს, რომელზედაც დაწებებულია ნაწეწი ქარსის ფენები.

მიკელინსკასი იონას - ლიტველი მწერალი (დაიბადა 1922 წელს).

მიკელოცო დი ბარტოლომეო - იტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1396-1472 წწ).

მიკელსენი კრისტიან - ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 1905-07 წლებში (1857-1925 წწ).

მიკელუჩი ჯოვანი - იტალიელი არქიტექტორი (1891-1985 წწ).

მიკენასი ვლადას - ესტონელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1910-1995 წწ).

მიკენასი იუოზას - ლიტველი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1901-1964 წწ).

მიკენე - უძველესი ქალაქი სამხრეთ საბერძნეთში (არგოლიდაში).

მიკენის კულტურა - ბრინჯაოს ხანის კულტურა, კრეტა-მიკენის კულტურის ბოლო საფეხური (ძვ.წ.აღ. XVI-XII სს).

მიკერძება (ძვ.) - იგივეა, რაც მიკერძოება.

მიკერძოება - უსამართლოდ უპირატესობის მინიჭება, მხარის დაჭერა ვინმესათვის, მიდგომა.

მიკერძოებული - უსამართლოდ ცალმხრივი, არაობიექტური.

მიკვირია (საუბ.) - ვისაც ყველაფერი უკვირს, მატაოცი.

მიკვლეული - რასაც მიაკვლიეს, მიგნებული.

მიკიბ-მოკიბული - რაც მიკიბ-მოკიბეს, აბნეული, ნართაული, მოჩმახული.

მიკივერი მიკ - ესტრადის ესტონელი მსახიობი, რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1937 წელს).

მიკიმოტო - ხელოვნური მარგალიტის მწარმოებელი იაპონური ფირმა. დაარსებულია 1890 წელს.

მიკირები - ინდოეთში, ასამის შტატში მცხოვრები ხალხი.

მიკიტანი - სამიკიტნოს პატრონი და დახლიდარი.

მიკიტენკო ივანე - უკრაინელი მწერალი (1897-1937 წწ).

მიკიშა მიხაილ - უკრაინელი მომღერალი (დრამატული ტენორი) (1885-1971 წწ).

მიკლაკნილ-მოკლაკნილი - მიგრეხილ-მოგრეხილი, მიხვეულ-მოხვეული.

მიკლუხო-მაკლაი ნიკოლაი - რუსი ეთნოგრაფი, ავსტრალიის და ოკეანეთის მკვლევარი (1846-1888 წწ).

მიკმაკები - ალგონკინების ჯგუფის ინდიელი ხალხი, ბინადრობენ კანადის კვებეკის პროვინციაში.

მიკმენდილი - ძალზე მისუსტებული, ოდნავ გასაგონი ხმა.

მიკნავებული - ვინც, რაც მიკნავდა, ძალაგომელეული.

მიკობაქტერიები (ბერძ.) - აქტინომიცეტების მონათესავე ბაქტერიები, ცალკეული სახეობანი იწვევენ ადამიანის დაავადებებს.

მიკოზი (ბერძ.)

1) საერთო სახელწოდება ადამიანისა და ცხოველის სხვადასხვა დაავადებისა, რომელთაც პარაზიტი სოკოები იწვევენ.

2) რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს სოკოვან დაავადებებს.

მიკოლაიტის-პუტინასი ვინცას - ლიტვის სახალხო მწერალი (1893-1967 წწ).

მიკოლაიჩიკი სტანისლავ - პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის პრემიერ-მინისტრი 1943-44 წლებში (1901-1966 წწ).

მიკოლოგია (ბერძ.) - ბოტანიკის ნაწილი, რომელიც სოკოებს სწავლობს.

მიკონკილ-მოკონკილი - კონკებით ბევრ ადგილზე დაკერებული.

მიკორიზა (ბერძ.) - (ბოტან.) სოკოს მიცელიუმისა და უმაღლესი მცენარის ფესვის ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება (სიმბიოზი).

მიკოსებული (საუბ.) - რაც მიაკოსეს ან მიეკოსება.

მიკოტროფული მცენარეები (მიკოტროფები) - (ბოტან.) მცენარეები, რომლებიც ქმნიან მიკორიზას და საკვებ ნივთიერებებს იღებენ ნიადაგიდან, ფესვებში ჩასახლებული სოკოების დახმარებით.

მიკოშა ვლადისლავ - რუსი კინოოპერატორი და რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1909 წელს).

მიკრო - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი აღნიშნავს:

1) ძალიან პატარას, წვრილს.
2) რაც დაკავშირებულია ძალიან პატარა საგნების, სიდიდეების შესწავლასთან.

მიკროავტობუსი (ბერძ.) - პატარა ავტობუსი (10-12 ადგილიანი).

მიკროამპერი (ელექტ.) - ამპერის მემილიონედი ნაწილი.

მიკროამპერმეტრი - მიკროამპერების გასაზომი ხელსაწყო.

მიკროანალიზი (ბერძ.) - მიკროქიმიის ნაწილი, თვისებრივი და რაოდენობრივი ქიმიური ანალიზის ისეთი მეთოდების ერთობლიობა, რომელთა დროსაც ანალიზი სრულდება მცირე მოცულობით და ნივთიერებათა მცირე რაოდენობით.

მიკრობაროგრაფი (ბერძ.) - ბაროგრაფი, რომლითაც ხდება ატმოსფერული წნევის ცვლილებათა ავტომატური რეგისტრაცია დიდი სიზუსტით.

მიკრობი (ბერძ.) - უმარტივესი ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმი, რომელიც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დავინახოთ.

მიკრობიოლოგია - მეცნიერება, რომელიც მიკრობებს სწავლობს.

მიკროგლოსარიუმი (ბერძ.) - (ლინგვ.) რაიმე ერთი დარგის ლექსიკონი, რომელსაც შეადგენენ ხოლმე მანქანური თარგმანის საჭიროებისათვის.

მიკროდენსიტომეტრი (ბერძ.) - იგივეა, რაც მიკროფოტომეტრი.

მიკროდისექცია (ბერძ.) - იგივეა, რაც მიკრურგია .

მიკროელემენტები (ბერძ.) - ქიმიური ელემენტები, რომლებიც მოიპოვება მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში (პროცენტის მეათასედი ნაწილების რაოდენობით).

მიკროვოლტი (ელექტ.) - ვოლტის მემილიონედი ნაწილი.

მიკროინსტრუმენტები (ბერძ.) - პატარა ლაბორატორიული ინსტრუმენტები.

მიკროკეფალი (ბერძ.) - (ანთროპ.) ადამიანი, რომელსაც არანორმალურად პატარა თავი აქვს.

მიკროკეფალია (ანთროპ.) - თავის ქალის არანორმალური სიპატარავე.

მიკროკლიმატი - პატარა სივრცის კლიმატი, რაც განპირობებულია ადგილის თავისებურებით (ტყით, მინდვრით, ჭაობით და სხვა).

მიკროკლინი (ბერძ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი მინდვრის შპატის ჯგუფისა, შედის გრანიტების, პეგმატიტების, გნაისების შემადგენლობაში, კერამიკული მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ნედლეულია.

მიკროკოკები (ბერძ.) - ბურთისებრი ბაქტერიები, რომელთაგან ზოგი სახეობები ჩირქოვან დაავადებათა გამომწვევნი არიან.

მიკროკოსმოსი (ბერძ.) - უმცირეს სიდიდეთა (ატომების, ელექტრონების და სხვა) სამყარო.

მიკროკრისტალური - უწვრილესი კრისტალებისაგან შემდგარი.

მიკროლანდშაფტი (ბერძ.) - მიწის ნაკვეთი, რომელიც განსხვავებულია ახლომახლო ადგილებისაგან რაიმე ნიშნებით (ჭაობი ან ტყე მინდორში და სხვა).

მიკროლითები (ბერძნ.)

1) (გეოლ.) პაწაწა, მიკროსკოპული პრიზმული კრისტალები ეფუზიური ქანების ძირითადი მასისა.
2) (არქეოლ.) გეომეტრიული ფორმის მინიატურული ქვის იარაღები მეზოლითის ეპოქის პირველყოფილი ადამიანისა.

მიკროლიტრაჟიანი (ბერძ.) - (მიკროლიტრაჟიანი ავტომობილი) მსუბუქი ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ინდივიდუალური სარგებლობისათვის, აგრეთვე სპეციალური სამსახურებისათვის.

მიკრომანიპულატორი (ბერძ.) - ლაბორატორიული ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხერხდება მიკროინსტრუმენტების ფაქიზი და ზუსტი მოძრაობა და სრულდება რთული ოპერაციები მიკროსკოპის ქვეშ მოთავსებულ უჯრედზე.

მიკრომანომეტრი (ბერძ.) - მგრძნობიარე მანომეტრი წნევის მცირე სხვაობათა გასაზომად.

მიკრომეტრი (ბერძ.)

1) უმცირეს ხაზოვან სიდიდეთა ზუსტად გასაზომი ხელსაწყო.
2) მიკრონის ახალი სახელწოდება (1967 წლიდან)

მიკრომეტრია - უმცირესი ხაზებისა და ნაწილების გაზომვა.

მიკრომინიატურიზაცია (ბერძ.) - რისამე ზომების მკვეთრი შემცირება.

მიკრონაწილაკები (ბერძ.) - ძალიან მცირე მასის მქონე ნაწილაკები, ისეთები, როგორიცაა ელემენტარული ნაწილაკები, აგრეთვე ატომგულები, ატომები, მოლეკულები.

მიკრონეზია

1) წყანარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულთა საერთო სახელი (დაახლოებით 1500 პატარა, ძირითადად მარჯნის კუნძული).
2) იხილე მიკრონეზიის ფედერაციული შტატები.

მიკრონეზიის ფედარაციული შტატები (ინგლ. Federated States of Micronesia).

- სახელმწიფო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კაროლინის არქიპელაგის კუნძულებზე, ახალი გვინეის სანაპიროს ჩრდილოეთით,
- ფორმალური დამოუკიდებლობა მიიღო აშშ-სგან 1986 წლის 3 ნოემბერს.
- ეროვნული დევიზი - „Peace Unity Liberty“ (მშვიდობა, ერთობა, თავისუფლება).
- ჰიმნი - „Patriots of Micronesia“` (მიკრონეზის პატრიოტები).
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კონგრესი.
- ფართობი - 702 კვ.კმ.
- შედგება 4 შტატისგან.
- მოსახლეობა - 108 ათასი.
- სიმჭიდროვე - 157 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- სარწმუნოება - ქრისტიანობა (პროტესტანტები და კათოლიკები).
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- დედაქალაქი - პალიკირი.
- ვალუტა - აშშ-ს დოლარი.
- დროის სარტყელი - UTC +10.
- სატელეფონო კოდი - +691.
- ინტერნეტ-დომენი - fm.

მიკრონი (ბერძ.) - მეტრის მემილიონედი ანუ მილიმეტრის მეათასედი ნაწილი (სახელწოდება „მიკრონი“ გაუქმებულია ზომა-წონის მე-13 გენერალური კონფერენციის მიერ (1967 წ) მისი რეკომენდაციით ამ ერთეულს ეწოდება მიკრომეტრი).

მიკროორგანიზმები - საერთო სახელწოდება მიკროსკოპულ ცოცხალ არსებათა, რომლებიც მიეკუთვნებიან უდაბლეს ორგანიზმებს (ასეთებია: ბაქტერიები, აქტინომიცეტები, საფუარები, ობის სოკოები, მიკროსკოპული წყალმცენარეები, უმარტივესნი).

მიკროპარკირება - ავტომობილების მოთავსება თანამედროვე დიდი ქალაქის სხვადასხვა ადგილებში მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომებში.

მიკროპილე (ბერძ.)

1) (ზოოლ.) მწერების, ობობების, ზოგი მოლუსკის, ზოგი თევზის და სხვა ცხოველების კვერცხის გარსში არსებული ერთი ან რამდენიმე ნახვრეტი, რომლებიდანაც კვერცხში შედის სპერმატოზოიდი.
2) (ბოტან.) უმაღლესი თესლოვანი მცენარეების თესლკვირტის წვეროზე არსებული ნახვრეტი, საიდანაც (დამტვერვის დროს) შედის მტვრის მილი.

მიკროპროცესორი - ინფორმაციის დამუშავების პროგრამულად მართული მოწყობილობა, რომელიც შესრულებულია ერთ კრისტალზე ან რამდენიმე დიდ ინტეგრალურ სქემაზე, იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მიკრომანქანებში, ავტომატური მართვის სისტემებში.

მიკრორაიონი - რაიონის უმცირესი ერთეული, კომპაქტურად დასახლებული ადგილი.

მიკრორელიეფი - ადგილის რელიეფი, სადაც სიმაღლეებს შორის სხვაობა რამდენიმე მეტრია.

მიკროსეისმები (ბერძ.) - დედამიწის სულ უმნიშვნელო რყევები, რომლებსაც იწვევენ ციკლონები და ტაიფუნები.

მიკროსკოპი (ბერძ.) - ოპტიკური ხელსაწყო ძლიერ გამადიდებელი შუშით, იხმარება თვალით უხილავი საგნებისა და ორგანიზმების დასათვალიერებლად.

მიკროსკოპია

1) პრაქტიკული დისციპლინა, რომელიც სწავლობს მიკროსკოპის მოწყობილობასა და გამოყენებას, აგრეთვე მიკოროსკოპული პრეპარატების მომზადებას.
2) რისამე შესწავლა მიკროსკოპის საშუალებით.

მიკროსკოპული

1) რაც მიკროსკოპის გამოყენებით ხდება.

2) რაც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დავინახოთ, ძალიან პატარა.

მიკროსოციოლოგია (ბერძ.) - სოციოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, მისი უფრო გავრცელებული სახელწოდებაა სოციომეტრია.

მიკროსპორანგიუმი (ბერძ.) - (ბოტან.) სპორანგიუმი, რომელშიც ვითარდება მიკროსპორები.

მიკროსპორები (ბერძ.) - (ბოტან.) წვრილი სპორები, რომლებისგანაც ვითარდება მხოლოდ მამრობითი წანაზარდები.

მიკროსპოროფილი (ბერძ.) - (ბოტან.) მცენარის სახეცვლილი ფოთოლი, რომელზედაც ვითარდებიან მიკროსპორანგიუმები.

მიკროსტრუქტურა - მაგარ ნივთიერებათა აგებულება, რის დანახვაც უმიკროსკოპოდ არ შეიძლება.

მიკროტომი (ბერძ.) - ლაბორატორიული ხელსაწყო, რომლითაც იღებენ ცხოველთა და მცენარეთა ქსოვილის ანათალს მისი აგებულების შესასწავლად მიკროსკოპის საშუალებით.

მიკროტონი (ბერძ.) - (ფიზ.) ელექტრონების მაჩქარებლის ერთ-ერთი სახეობა.

მიკროტოპია (ბერძ.) - მიკროსკოპიდან გადაღებული ფოტოსურათის ანაბეჭდი.

მიკროფაგები (ბერძ.) - სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) ერთ-ერთი ფორმა, ორგანიზმის ანთებითი რეაქციის დროს მიკროფაგები გამოსახლდებიან ხოლმე სისხლძარღვებიდან და იჭერენ, შთანთქავენ და ინელებენ მიკრობებს.

მიკროფილმი - ხელნაწერი, ნაბეჭდი ან გრაფიკული ტექსტის ძლიერ დაპატარავებული გამოსახულება კინო ან ფოტოფირზე.

მიკროფლორა - ერთობლიობა მცენარეული მიკროორგანიზმებისა, რომლებიც მოიპოვება რაიმე ბუნებრივ გარემოში.

მიკროფონი (ბერძ.) - ხელსაწყო, რომელიც ბგერით რხევებს ელექტრულ რხევებად გარდაქმნის ხმის გარკვეულ მანძილზე გადასაცემად ან გასაძლიერებლად.

მიკროფორიანი

1) რასაც მიკროსკოპული ფორები აქვს, ძალიან წვრილად დაჩვრეტილი (ითქმის რეზინზე).
2) ასეთი რეზინისაგან გაკეთებული.

მიკროფოტოგრაფია

1) მიკროსკოპის საშუალებით გადიდებული ობიექტების ფოტოგადაღება.

2) ამგვარად მიღებული გადიდებული გამოსახულება.

მიკროფოტომეტრი (ბერძ.) - ხელსაწყო ოპტიკური სიმკვრივეების გასაზომად ფოტოგრაფიულ გამოსახულებათა (სპექტოგრამის, რენტგენოგრამის, ასტრონომიული ფოტოგრაფიის და სხვა) მცირე მონაკვეთზე, აღჭურვილია მიკროსკოპული ოპტიკით.

მიკროქიმია (ბერძ.) - მეცნიერება ქიმიური ანალიზისა და სინთეზის ხერხების შესახებ, რომლებსაც მიმართავენ უმცირესი რაოდენობის ნივთიერებებზე ცდების დროს.

მიკროქირურგია (ბერძ.) - ქირურგიული ოპერაციის წარმოება მიკროსკოპის ქვეშ ძალიან პატარა ქსოვილებზე, სისხლძარღვებზე, პაწაწა ძვლებზე (პირველად გამოიყენეს ოტოლარინგოლოგიაში, შემდეგ ოფთალმოლოგიაში და სხვა).

მიკროცეფალი - იგივეა, რაც მიკროკეფალი.

მიკროჰესი (ბერძ.) - მცირე სიმძლავრის ჰიდრავლიკური ელექტროსადგური.

მიკრული

1) რაც მიაკრეს ან მიეკრა.
2) რაც ვინც მიიკრეს.

მიკრურგია (ბერძ.) - ოპერაციების წარმოება მიკროსკოპის ქვეშ სპეციალური ინსტრუმენტით (მიკრომანიპულატორით) ძალიან პატარა ობიექტებზე; მიკროდისექცია.

მიკუთვნებული - რაც მიეკუთვნა.

მიკულაშ პელჰრჟიმოველი - ჰუსიტური რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, ტაბორიტების იდეოლოგი (ჩეხეთი) (დაახლოებით 1385-1460 წწ).

მიკულაშ ჰუსელი - ჰუსიტური რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, ტაბორიტების იდეოლოგი (ჩეხეთი) (დაახლოებით 1370-1420 წწ).

მიკულსკი სტანისლავ - პოლონელი მსახიობი (დაიბადა 1929 წელს).

მიკუნი - ქალაქი რუსეთის კომის რესპუბლიკაში.

მიკუნჭული - კუნჭულში მიმალული.

მილაგებული

1) რაც მილაგდა.
2) ვინც მილაგდა.

მილაგებულ-მოლაგებული

1) რაც მიალაგ-მოალაგეს.
2) ვინც მილაგ-მოლაგდა.

მილადინოვები დიმიტრ (1810-1862) და კონსტანტინ (1830-1862 წწ) - ბულგარეთის აღორძინების მოღვაწენი, განმანათლებლები.

მილაკი - მცირე ზომის წვრილი მილი.

მილანი - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანის პროვინციის და ლომბარდიის ოლქსი ადმინისტრაციული ცენტრი, 1815-59 წლებში ლომბარდია-ვენეციის სამეფოს დედაქალაქი (1.4 მილიონი).

მილან ობრენოვიჩი - სერბიის მთავარი, შემდეგ მეფე (1854-1901 წწ).

მილარა - სოფელ აჩადარის ძველი სახელწოდება.

მილარეპა - ტიბეტელი პოეტი-მისტიკოსი (1040-1123 წწ).

მილაშკინა ტამარა - რუსი მომღერალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1934 წელს).

მილაცო - ქალაქი იტალიის სიცილიის ოლქში.

მილახვარი - სამეურნეო დარგის მოხელე XVIII საუკუნის საქართველოში; განაგებდა მამულებს, მონაწილეობდა საფინანსო საკითხების გადაწყვეტაში.

მილახვრიანთკარი - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, შეუერთდა ქალაქ დუშეთს.

მილდა - ლიტვურ მითოლოგიაში - სიყვარულის ქალღმერთი.

მილდიუ (ინგლ.) - ვაზის ავადმყოფობა ერთგვარი (ქართული სინონიმია ჭრაქი).

მილე - ისტორიული ქალაქი კუნძულ სიცილიაზე.

მილე ჟან ფრანსუა - ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1814-1875 წწ).

მილედი (ინგლ.) - ინგლისში: დიდგვაროვანი გათხოვილი ქალის, ლორდის მეუღლის ხსენება ანდა მისდამი მიმართვა.

მილევი გეო (ნამდვილი სახელი და გვარი გეორგ მილევ კასაბოვი) - ბულგარელი პოეტი (1895-1925 წწ).

მილეთი (საუბ.) - (მილეთის ხალხი) ქვეყნის ხალხი, მთელი ქვეყანა.

მილეი ედნა სენტ-ვისენტ - ამერიკელი პოეტი ქალი (1892-1950 წწ).

მილეკერი კარლ - ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1842-1899 წწ).

მილენარიზმი (ლათ.) - იგივეა, რაც ქილიაზმი.

მილერი არტურ - ამერიკელი დრამატურგი (დაიბადა 1915 წელს).

მილერი მერტონ - ამერიკელი ეკონომისტი, 1990 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ხ.მარკოვცთან და უ. შარპთან ერთად (დაიბადა 1923 წელს).

მილერი ნილ ელგარ - ამერიკელი ფსიქოლოგი (1909-1990 წწ).

მილერი ჰენრი - ამერიკელი მწერალი (1891-1980 წწ).

მილეროვო - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (40 ათასი).

მილესი კარლ - შვედი მოქანდაკე (1875-1955 წწ).

მილეტის სკოლა - ძველ საბერძნეთში: პირველი ფილოსოფიური სკოლა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ გულუბრყვილო მატერიალისტები, თალესი, ანაქსიმანდრე და ანაქსიმენ (მე-6 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით; იონიის ქალაქ მილეტის სახელის მიხედვით).

მილეტიჩი სვეტოზარ - სერბიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1826-1901 წწ).

მილეული - დასუსტებული, გამხდარი, გალეული.

მილექსება - ქართული ზეპირსიტყვიერების ტრადიციული ჟანრი; ფართოდ არის გავრცელებული ფშავში.

მილზი ჩარლზ რაიტ - ამერიკელი სოციოლოგი და პუბლიცისტი (1916-1962 წწ).

მილი

1) გრძელი, ჩვეულებრივ მრგვალი, ღრუ საგანი სითხის, ორთქლის, კვამლისა და მისთანების სადენად.
2) (ლათ.) - მანძილის საზომი ერთეული, გეოგრაფიული მილი უდრის 7420 მეტრს, საზღვაო - 1852 მეტრს.
3) (ლათ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს მეათასედ ნაწილს ძირითადი ერთეულისას, რომელიც მოცემულია სიტყვის მეორე ნაწილში.

მილი ჯეიმზ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და ეკონომისტი (1773-1836 წწ).

მილი ჯონ სტიუარტ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე (1806-1873 წწ).

მილიამპერი (ლათ.) - ამპერის მეათასედი ნაწილი.

მილიამპერმეტრი (ლათ.) - ამპერმეტრი, რომლითაც დენის ძალას ზომავენ მილიამპერებით.

მილიარდერი - მიალიარდებად ღირებული ქონების პატრონი.

მილიარდი (ფრ.) - რიცხვი 1 000 000 000, ათასი მილიონი.

მილიარისიუმი (ლათ.) - გვიანდელი რომისა და ადრინდელი ბიზანტიის (მე-4-7 საუკუნეები) ვერცხლის მონეტა.

მილიარიუმი (ლათ.) - ძველ რომში:

1) სიგრძის საზომი, უდრიდა 1000 ორმაგ ნაბიჯს (ანუ 1,48 კილომეტრს), იგივეა, რაც რომაული მილი.

2) ქვის ბოძები, რომლებიც დადგმული იყო რომიდან პროვინციებში მიმავალ გზებზე ერთმანეთისაგან თითო მილის დაშორებით.

მილიასი ხუან ხოსე - ესპანელი მწერალი (დაიბადა 1946 წელს).

მილიგრამი - გრამის მეათასედი ნაწილი.

მილიერანი ალექსანდრე ეტიენ - საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1859-1943 წწ).

მილიერანიზმი - ოპორტუნისტული მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში (ფრანგი სოციალისტის მილერანის გვარის მიხედვით, რომელიც 1899 წელს შევიდა საფრანგეთის ბურჟუაზიულ მთავრობაში).

მილიერი ჟან ბატისტ - ფრანგი რევოლუციონერი (1817-1871 წწ).

მილივოლტი - ვოლტის მეათასედი ნაწილი.

მილიკენი რობერტ ენდრიუს - ამერიკელი ფიზიკოსი, 1923 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1868 - 1953 წწ).

მილიმეტრი - სიგრძის საზომი ერთეული, მეტრის მეათასედი.

მილიონა - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთიულეთ-ფშავის კავკასიონზე.

მილიონერი - მილიონებად ღირებული ქონების პატრონი.

მილიონი

1) მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ერთვის ბიდარას.

2) (ფრანგ.) რიცხვი 1 000 000, ათასჯერ ათასი.

3) (ფრანგ.) (გადატანით) უამრავი.

მილიონიანი - მილიონის შემცველი.

მილიონობით - რამდენიმე მილიონის ოდენობით.

მილისი

1) სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

2) (ცობოლა, რუს. втулка) - ტექნიკაში - ცილინდრული ან კონუსური ფორმის დეტალი (ღერძული სიმეტრიით), რომელიც თავად თავსდება სხვა დეტალში და ათანაბრებს მასში გამავალი სხვა მექანიზმის მოძრაობას.

მილისწყარო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის თემის საკრებულო), მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

მილისხევი - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, დიღმისწყლის მარცხენა შენაკადი.

მილიტარიზაცია - სახელმწიფოთა ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დამორჩილება დამპყრობლური ომის მომზადების მიზნებისათვის, სამხედრო ორგანიზაციის მეთოდების გადატანა სამოქალაქო ურთიერთობათა სფეროში.

მილიტარიზმი (ლათ.) - გამალებული შეიარაღების რეაქციული, აგრესიული, იმპერიალისტური პოლიტიკა, რომლის მიზანია ახალი ომების მომზადება.

მილიტარისტი - მილიტარიზმის მომხრე და განმახორციელებელი.

მილიტარისტული - მილიტარიზმის დამახასიათბელი.

მილიუსი ჯონ - ამერიკელი კინოსცენარისტი, რეჟისორი, პედაგოგი (დაიბადა 1944 წელს).

მილიუტენკო დიმიტრი - უკრაინელი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1899-1966 წწ).

მილიჩ კრომერჟიჟელი - ჩეხი მქადაგებელი (გარდაიცვალა 1374 წელს).

მილიცია (ლათ.)

1) ყოფილ საბჭოთა კავშირში, სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება წესრიგის, საკუთრებისა და საზოგადოების უშიშროების დასაცავად.

2) (ძვ.) არამუდმივი ჯარი შექმნილი სახელმწიფო ცხოვრების განსაკუთრებულ პირობებში.

მილიციელი - მილიციის რიგითი თანამშრომელი.

მილნი ალენ ალექსანდერ - ინგლისელი მწერალი (1882-1956 წწ).

მილნი ედუარდ ართურ - ინგლისელი ასტროფიზიკოსი (1896-1950 წწ).

მილორავა შოთა - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1925-1990 წწ).

მილორდი (ინგლ.) - ინგლისში: არისტოკრატის, ლორდის ხსენება. მილორდ! - მისდამი მიმართვა.

მილოსი - კუნძული ეგეოსის ზღვის კიკლადების არქიპელაგში, ეკუთვნის საბერძნეთს.

მილოშევიჩი სლობოდან - სერბიის (1896-97 წწ) და იუგოსლავიის (1997-2000 წწ) პრეზიდენტი (დაიბადა 1941 წელს).

მილოშ ობრენოვიჩი (მილოშ ტეოდოროვიჩი) - სერბიის მთავარი, ობრენოვიჩების დინასტიის დამაარსებელი (1780-1860 წწ).

მილოში ჩესლავ - პოლონელი პოეტი, 1980 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1911 წელს).

მილრეისი (პორტ.) - ფულის ერთეული ბრაზილიაში (1942 წელს შეიცვალა კრუზეიროთი) და პორტუგალიაში (1911 წელს შეიცვალა ესკუდოთი).

მილსადენი - მილებისაგან შემდგარი ნაგებობა აირების, თხევად ან ფხვიერ ნივთიერებათა გარკვეულ მანძილზე გადასაცემად.

მილტიადე - ათენელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 550 - 489 წწ).

მილტინისი იუოზას - ლიტველი რეჟისორი და მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1907-1984 წწ).

მილტონი ჯონ - ინგლისელი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, მოაზროვნე (1608-1674 წწ).

მილუნოვიჩი მილო - ჩერნოგორიელი ფერმწერი (1897-1967 წწ).

მილუოკი - ქალაქი აშშ-ს უისკონსინის შტატში (630 ათასი, გარეუბნებით - 1,6 მილიონი).

მილურსმული - რაც მილურსმეს.

მილუტინი (სტეფან უროშ II) - სერბიის მეფე ნემანიჩების დინასტიისა (გარდაიცვალა 1321 წელს).

მილუტინოვიჩი სიმა - სერბი მწერალი, ისტორიკოსი (1791-1857 წწ).

მილუშვილი - მიბნედილი, მოთენთილი, მოშვებული.

მილშტეინი სესარ - არგენტინელი ბიოქიმიკოსი, 1984 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გ. კლერთან ერთად (დაიბადა 1914 წელს).

მილჩენკო ანატოლი - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ფეხბურთში, დაიბადა და მოღვაწეობს საქართველოში (დაიბადა 1938 წელს).

მიმაგრებული

1) რაც მიამაგრეს.

2) ვინც მიამაგრეს.

მიმადლებული (ძვ. და წიგნ.)

1) მინიჭებული, ბოძებული.

2) დაჯილდოებული რაიმე კარგი თვისებით, რაიმე სიკეთით.

მიმავალი

1) ვინც, რაც მიდის.

2) საითკენმე მიმართული.

მიმალული - რაც, ვინც მიიმალა ან მიმალეს.

მიმანსა (სანსკრ.) - ინდუიზმის ერთ-ერთი ძირითადი ფილოსოფიური სისტემა (ექვსიდან).

მიმანსი - მსახიობების ჯგუფი, რომლებიც საოპერო და საბალეტო სპექტაკლების მასობრივ სცენებში მონაწილებენ.

მიმართ - ცალკემდგომი თანდებული, იხმარება ნათესაობით ბრუნვასთან და აღნიშნავს დამოკიდებულებას ვინმესთან, რამესთან.

მიმართება (წიგნ.) - შეფარდება, ფარდობა.

მიმართებითი - ფარდობითი, შეფარდებითი, შედარებითი.

მიმართვა - იგივეა, რაც მოწოდება.

მიმართულება

1) რისამე გეზი, გზა, კურსი.

2) საზოგადოებრივი მიმდინარეობა, დაჯგუფება.

მიმართულებითი (მიმართულებითი ბრუნვა) - სახელის ერთ-ერთი ფორმა, მისი ნიშნებია -ად ან -დ; იგივე ვითარებითი ბრუნვა.

მიმართული

1) რაც მიმართეს.

2) დანიშნული, გამიზნული.

მიმასი - პლანეტა სატურნის თანამგზავრი, აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა ვ.ჰერშელმა 1789 წელს.

მიმატება (მათემ.) - იგივეა, რაც შეკრება.

მიმატებული - ზედ დართული, დამატებული, შეკრებილი.

მიმბაძველი (მიმბაძავი) - ვინც ჰბაძავს, მიჰბაძავს ვისმე.

მიმგვანება - იგივეა, რაც მიმსგავსება.

მიმგვანებული - იგივეა, რაც მიმსგავსებული.

მიმდგარი - ვინც, რაც მიდგა სადმე ან მიადგა რასმე.

მიმდებარე - რისამე გვერდში, ახლომახლო არსებული ადგილი.

მიმდევარი

1) ვინც მისდევს, უკან მიჰყვება ვისმე, რასმე, მიმყოლი.

2) ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მოძღვრებას, შეხედულებას, თვალსაზრისს მისდევს, აღიარებს.

მიმდინარე

1) რაც მიმდინარეობს.

2) ამჟამინდელი, ახლანდელი.

3) ყოველდღიური, მორიგი.

მიმეოგრაფი (ბერძ.) - აპარატი, რომელსაც იყენებენ ნაწერი ტექსტის ანაბეჭდების მისაღებად (მცირე რაოდენობით).

მიმესისი - ცნება ძველბერძნულ ფილოსოფიაში, რაც ადამიანის შემოქმედების, ხელოვნების არსს შეესაბამება.

მიმეტიზმი (ბერძ.) - მიმიკრიის სახეობა, ზოგი ცხოველის დამსგავსება იმავე ადგილას მცხოვრებ სხვა ცხოველთან.

მიმზიდველი - მომხიბლავი, წარმტაცი.

მიმზიდველობა - მიმზიდველის თვისება.

მიმთვისებელი - ვინც მიითვისა რამე.

მიმი (ბერძ.)

1) ძველ საბერძნეთსა და რომში: სახალხო წარმოდგენა, რომელშიც გაერთიანებული იყო დიალოგი, სიმღერა და ცეკვა.

2) ასეთი წარმოდგენის მონაწილე მსახიობი, აქედან შემდეგში იტალიაში განვითარდა „ნიღბების კომედია“.

3) ამჟამად პანტომიმის შემსრულებელი მსახიობი.

მიმიკა (ბერძ.)

1) სახის კუნთების მოძრაობა, რომელიც გამოხატავს ადამიანის გრძნობებსა და განცდებს, განწყობილებას.

2) გრძნობების, განცდების გამოხატვის ხელოვნება სახის კუნთების სათანადო მოძრაობით.

მიმიკრია (ინგლ.) - (ბიოლ.) ზოგი სახეობის ცხოველებისა და მცენარეების თავდაცვითი შეგუება, ფორმით ან ფერით დამსგავსება, გარემო საგნებთან, სხვა ცხოველებთან ან მცენარეებთან.

მიმინო

1) მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა, იკვებება, უმთავრესად ხორცით, აშინაურებენ და გეშავენ სანადიროდ.

2) რეჟისორ გია დანელიას ფილმი, გადაღებულია 1977 წელს; სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე.

მიმინოსხევი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

მიმინოშვილი ალექსი - არქიტექტორი (1911-1967 წწ).

მიმინოშვილი მევლუდ - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ფეხბურთში (დაიბადა 1942 წელს).

მიმინოშვილი რომან - ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი (დაიბადა 1928 წელს).

მიმირი - გოლიათი სკანდინავიური მითოლოგიაში, მეთვალყურე სიბრძნის წყაროსი, რომელიც სამყაროს მაცოცხლებელი ხის, იგდრასილის ფესვებიდან ჩქეფს.

მიმისტი - მსახიობი, რომელიც ოსტატურად ფლობს მიმიკას.

მიმიცა ვატროსლავ - იუგოსლავიელი კინორეჟისორი (დაიბადა 1923 წელს).

მიმკვდარი - ძალიან დასუსტებული, მისუსტებული.

მიმკვდარებული - ვინც, რაც მიმკვდარდა.

მიმკლავი - ტანვარჯიშში - ხელების ჩამოშვება ტანის გასწვრივ, ჩამოშვებული ხელები.

მიმკრთალი - მკრთალი, ფერმიხდილი.

მიმლოცველი - ვინც მიულოცავს.

მიმმართველი - რაიმესთვის მიმართულების მიმცემი.

მიმნდობი - ვინც ადვილად ენდობა, მიენდობა ხოლმე ვისმე, რასმე.

მიმნერმე - ძველბერძენი პოეტი (ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეები).

მიმნიჭებელი (წიგნ.) - ვინც, რაც მიანიჭებს, შესძენს რასმე.

მიმო - რთული წინსართი ზმნისა: მი და მო, ჩვეულებრივ აღნიშნავს მიმართულებას, მოძრაობას იქით და აქეთ.

მიმობნეული - რაც მიმოაბნიეს.

მიმოდრამა - იგივეა, რაც პანტომიმა.

მიმოზა (Mimosa) - სამხრეთის ქვეყნებში გავრცელებული მცენარე, ისხამს წვრილ ყვითელ სურნელოვან ყვავილებს.

მიმომფრენი - ფრინველები, რომლებიც ზამთრობით თბილ ქვეყნებში მიფრინავენ.

მიმომხილველი - მიმოხილვის ავტორი.

მიმორხევა - მოხდენილი მოძრაობა.

მიმოსვლა

1) სვლა, მოძრაობა.

2) იგივეა, რაც მისვლა-მოსვლა.

მიმოსი - ანტიკური ხალხური თეატრის კომიკური ჟანრი.

მიმოტანა - მიმორხევა ტანისა.

მიმოფანტული - იგივეა, რაც მიფანტულ-მოფანტული.

მიმოფენილი

1) რაც მიმოფინეს.

2) (გადატანით) შორიშორ არსებული, დიდ ფართობზე გაშლილი.

მიმოქნევა - აქეთ-იქით ქნევა, გაქნევა.

მიმოქცევა

1) მიქცევა და მოქცევა.

2) მოძრაობა, ბრუნვა, ტრიალი.

3) ყიდვა-გაყიდვა.

4) დასრულებული ციკლი ოპერაციებისა, რომლებიც სრულდება ტრანსპორტის საშუალებით.

მიმოყრილი - იგივეა, რაც მიყრილ-მოყრილი.

მიმოწერა - იგივეა, რაც მიწერ-მოწერა.

მიმოხვრა - იგივეა, რაც მიხრა-მოხრა.

მიმოხილვითი (წიგნ.) - მიმოხილვის ხასიათისა.

მიმოხილული - რაც მომოიხილეს.

მიმპარავი - ქურდულად მიმსვლელი, ვისაც, რასაც ქურდულად მისვლა სჩვევია.

მიმრქმელი (ძვ.) - ნათლია.

მიმსგავსებული - რაც, ვინც მიემსგავსა რასმე, ვისმე.

მიმსვლელი - ვინც მიდის ან მივა სადმე.

მიმსვლელ-მომსვლელი - მიმსვლელი და მომსვლელი, ბევრი მიმსვლელი.

მიმსხდარი - ვინც, რაც მიუსხდა რასმე.

მიმტანი

1) ვინც მიიტანს, ვისაც მიაქვს რამე.

2) იგივეა, რაც ოფიციანტი.

მიმტან-მომტანი - ვინც მიიტანს და მოიტანს რასმე, ვისაც მიაქვს და მოაქვს რამე.

მიმტაცებელი - ვინც, რაც მიიტაცებს რასმე.

მიმტყუებელი - ვინც, რაც მიიტყუებს.

მიმფრენი - იგივეა, რაც მიმფრინავი.

მიმფრინავი - რაც ფრინავს.

მიმქრალი

1) გაქრობამდე მისული, თითქმის ჩამქრალი.

2) (გადატანით) უსიცოცხლო.

მიმქროლავი - ვინც, რაც მიქრის.

მიმღები

1) ვინც იღებს, მიიღებს ვისმე, რასმე.

2) რაც ვისიმე, რისიმე მიღებას აწარმოებს.

მიმღეობა (გრამატ.) - ზმნის ფორმა, რომელსაც ზმნის ნიშან-თვისებებთან ერთად აქვს ზედსართავი სახელის ნიშან-თვისებები.

მიმყვანი - ვინც, რაც მიიყვანს.

მიმყოლი - ვინც, რაც მიჰყვება ვისმე, რასმე, ამყოლი, მიმდევარი.

მიმშველებელი - ვინც მიეშველება ვისმე, დამხმარე, მშველელი.

მიმცემი - ვინც მისცემს.

მიმცხრალი - იგივეა, რაც დამცხრალი.

მიმწვარი - დამწვარი და ჭურჭლის ძირზე მიკრული.

მიმწოდებელი - ვინც, რაც მიაწოდებს.

მიმწყდარი - რაც მიწყდა.

მიმჭკნარი - ტოტზე დამჭკნარი.

მიმხედავი - ვინც მიხედავს ვისმე, რასმე, ყურისმგდებელი, მომვლელი.

მიმხვდარი - ვინც მიხვდა რასმე.

მიმხვდომი - იგივეა, რაც მიმხვედრი.

მიმხვედრი - ვინც მიხვდება.

მიმხრობილი - ვინც მიემხრო ვისმე.

მიმჯდარი - ვინც მიჯდა ან მიუჯდა ვისმე, რასმე, ვინმესთან, რამესთან ახლოს დამჯდარი.

მინა

1) გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც მიიღება კვარცის სილის გადნობის შედეგად, ამგვარი ნივთიერებისაგან დამზადებული თხელი ფიცარი ან სხვა ფორმის ნაკეთობა.

2) (უმცროსი) ფრანსისკო ხავიერ - ესპანელი რევოლუციონერი (1789-1817 წწ).

3) (უფროსი) - ესპანელი რევოლუციონერი (1781-1836 წწ).

4) (ლათ.) - ფულისა და წონის ერთეული ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში და ანტიკურ საბერძნეთში.

მინაბული - იგივეა, რაც განაბული, ოდნავ დახუჭული, მილულული თვალები.

მინაევი დიმიტრი - რუსი პოეტი (1835-1889 წწ).

მინავლებული - ნავლად ქცეული, ჩაფერფლილი.

მინაზებული - ვინც, რაც მინაზდა, განაზებული.

მინალთუნი (თურქ.) (ძვ.) - ერთი მანეთი.

მინამბერი - მუშა, რომელიც მინის ნაკეთობას ამზადებს ბერვით.

მინამოტო - იაპონიის სამხედრო-ფეოდალურ გამგებელთა (სიოგუნთა) პირველი დინასტია (1192-1333 წწ).

მინამქრული

1) ნამქრად მიყრილი.

2) რაც ნამქრით დაიფარა.

მინანგკაბაუ - ინდონეზიაში, ძირითადად კუნძულ სუმატრაზე, მცხოვრები ხალხი.

მინანგრბაუ - ინდონეზიაში მცხოვრები ხალხი (7 მილიონი).

მინანქარი

1) სხვადასხვა ფერის მინის მსგავსი არაგამჭვირვალე მასა, რომლითაც ფარავენ ლითონის საგნებს, ემალი.

2) თეთრი მკვრივი ნივთიერება, რომლითაც დაფარულია კბილი, ემალი.

მინანქრიანი - მინანქრით დაფარული, მომინანქრებული.

მინარევი - სხვა ნივთიერებაში შერეული ნივთიერება.

მინარეთი (არაბ.) - მეჩეთის კოშკი, საიდანაც მუსლიმანებს მოუწოდებენ სალოცავად.

მინარტი მარსელ გილეს იოზეფ - ნიდერლანდელი ასტროფიზიკოსი (1893-1970 წწ).

მინას-დე-რიოტინტო - ქალაქი ესპანეთის უელვის პროვინციაში.

მინასი - ქალაქი ურუგვაიში, ლავალიეხის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მინას-ჟერაისი - შტატი ბრაზილიის სამხრეთ-აღმ ოსავლეთ ნაწილში, ფართობი - 586,6 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 16 მილიონი, ადმინისტრაციული ცენტრი - ბელუ-ორიზონტი.

მინატანი - რაც მიიტანეს, მიტანილი.

მინატიტლანი - ქალაქი მექსიკის ვერაკრუსის შტატში (145 ათასი).

მინაქში - შივაიზმის ინდუისტურ მითოლოგიაში თევზის თვალებიანი ქალღმერთი, შივას ცოლი.

მინაყარი - რაც მიაყარეს, მიყრილი.

მინაშენი - რაც მიაშენეს, მიშენებული.

მინაშვილი გურამ - კალათბურთელი(186 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1953-67) და „სინათლეში“ (1968-71). სსრკ ნაკრების წევრი (1957-64), 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 59, 63), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 60, 61) და მესამე (1965) პრიზიორი (დაიბადა 1936 წელს).

მინაშუქი - რაც მიაშუქეს, მიშუქებული.

მინაჩი ვლადიმირ - სლოვაკი მწერალი (დაიბადა 1922 წელს).

მინაძე - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

მინაწერი

1) რაც მისწერეს ვისმე, მიწერილი.

2) რაც მიაწერეს, მიწერილი.

მინა-ჰასან-ტანი - იხილე კენიტრა.

მინბაში - ათასეულის უფროსი, ათასისთავი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

მინგეჩაური - ქალაქი აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში (90 ათასი).

მინგრევ-მონგრეული - იგივეა, რაც მინგრეულ-მონგრეული.

მინგრეული - რაც მიანგრიეს.

მინგრეულ-მონგრეული - მთლად დანგრეული.

მინდა - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მინდანაო - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში, ეკუთვნის ფილიპინებს.

მინდაუგასი (მინდოვგი) - ლიტვის პირველი დიდი მთავარი (გარდაიცვალა 1263 წელს).

მინდაძე ალექსანდრე - კინოდრამატურგი (დაიბადა 1948 წელს).

მინდაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მინდელუ - ქალაქი-პორტი კაბო-ვერდეში (50 ათასი).

მინდვრიანი

1) სადაც მინდორია.

2) პატარა მინდორი ტყეში.

მინდი (ძვ.) - მეწისქვილის წილი, მარცვლეულის დაფქვის საზღაური მარცვლის ან ფქვილის სახით.

მინდია (ხოგაის მინდია) - ქართული ფოლკლორის პერსონაჟი, გველისმჭამელი.

მინდობილი

1) რაც მიანდეს, დაკისრებული, დავალებული.

2) ვინც მიენდო ვისმე.

მინდობილობა - საბუთი, რომლითაც ვისმე ანდობენ იმოქმედოს ამ საბუთის მიმცემის სახელით.

მინდოვგი - იხილე მინდაუგასი.

მინდოდაური - ხვარამზე სამუკას ასული, XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი.

მინდონი - ბირმის (მიანმას) მეფე 1853-78 წლებში.

მინდორაშვილი რევაზ - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 84 კგ). ევროპის ჩემპიონი (2003), მეორე (2004) და მესამე (2002) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი (დაიბადა 1976 წელს).

მინდორ-ველი - მინდორი და ველი, მინდვრები და ველები.

მინდორი

1) სწორი ბალახიანი ადგილი, ტრიალი.

2) მიწის ნაკვეთი, სახნავ-სათესად გამოყენებული.

მინდორ-მინდორ - მინდვრებზე გავლით, მინდვრებზე.

მინდორო - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში, ეკუთვნის ფილიპინებს.

მინდორსაცავი - ხელოვნურად გაშენებული ტყის ზოლი, რომელიც იცავს მინდვრის ნათესებს ქარისაგან და სხვა დამაზიანებელ მოვლენათაგან.

მინდუვუნი (ნამდვილი სახელი უ ვანი) - ბირმელი მწერალი (1909-1990 წწ).

მინე ჟორჟ - იხილე მინი .

მინეაპოლისი - ქალაქი აშშ-ს მინესოტას შტატში (370 ათასი, გარეუბნებით 2,5 მილიონი).

მინებიანი - რასაც მინა, მინები აქვს, რაშიც მინა და მინებია ჩასმული.

მინეზინგერი (გერმ.) - შუა საუკუნეებში გერმანიაში: პოეტი-მომღერალი, რომელიც სიყვარულსა და რაინდობას უმღეროდა.

მინელებული - რაც მინელდა.

მინელი ვინსენტე - ამერიკელი კინორეჟისორი (1903 - 1986 წწ).

მინელი ლაიზა - ამერიკელი მომღერალი და კინომსახიობი (დაიბადა 1946 წელს).

მინერალი (ფრანგ.) - დედამიწის ქერქში შემავალი ბუნებრივი არაორგანული ქიმიური ნაერთი.

მინერალიზატორები (გეოლ.) - მაგმაში გახსნილი აირები (ფთორი, ქლორი და სხვა) და წყლის ორთქლი, რომლებიც ხელს უწყობენ ამოფრქვეული ქანების კრისტალიზაციას.

მინერალიზაცია (მინერალიზება)

1) ორგანულ ნივთიერებათა გარდაქმნა მინერალებად, მინერალურ ნაერთებად.

2) რისამე გაჯერება მინერალური მარილებით.

მინერალითი - აზბესტური ცემენტი, იყენებენ უწვავი გადასახურების, კიბეების, იატაკების და სხვათა დასამზადებლად.

მინერალოგია (ლათ.ბერძ.) - მეცნიერება მინერალების შესახებ.

მინერალური - მინერალების შემცველი.

მინერალური წყლები (მინვოდი) - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში (75 ათასი).

მინერვა (ლათ.) - რომაულ მითოლოგიაში, სიბრძნის ქალღმერთი, მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნების მფარველი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ათენა).

მინესოტა - შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი 224,3 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 4,4 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - სენტ-პოლი.

მინზი გარდინერ - ამერიკელი ეკონომისტი (1896 - 1985 წწ).

მინთაძეები - სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

მინი

1) ჩინეთის იმპერატორთა დინასტია (1368-1644 წწ).

2) მინიმალური ან მინიატურული, ითქმის ძალიან მოკლე კაბაზე, ქვედატანზე, აგრეთვე ძალიან პატარა ავტომობილზე.

მინი ჟაკ პოლ - ფრანგი აბატი, შუა საუკუნეების ლიტერატურის გამომცემელი (1800-1875 წწ).

მინი ჟორჟ - ბელგიელი მოქანდაკე (1866-1941 წწ).

მინი ჯორჯ - აშშ-ს პროფკავშირული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1894-1980 წწ).

მინიარი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

მინიატურა (იტალ.)

1) ფერადებით მოხატული მთავრული ასო ან სურათი ძველ ხელნაწერებში.

2) ფაქიზად შესრულებული პატარა ნახატი რამე ნაკეთობაზე.

3) პატარა ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები.

4) (გადატანით) დაპატარავებული რამ.

მინიატურიზაცია - რაიმე ხელსაწყოების, მოწყობილობათა და მისთანების ზომების შემცირება.

მინიატურისტი - მინიატურების მხატვარი, მინიატურების მწერალი.

მინიატურული

1) მინიატურის ხასიათისა.

2) (გადატანით) პატარა და მოხდენილი.

მინიე ფრანსუა ოგიუსტ მარი - ფრანგი ისტორიკოსი (1796-1884 წწ).

მინიმალი (ლათ.) - საგანი ყველაზე პატარა ზომისა (როგორისაც კი შეიძლება დაუშვან ან გაითვალისწინონ).

მინიმალიზმი (ლათ.)

1) მოთხოვნათა დაყვანა მინიმუმამდე.

2) XX საუკუნის 60-იანი წლების მიმდინარეობა დასავლეთის გამომსახველობით ხელოვნებაში, რომლის მიზანი „უბრალო სტრუქტურების“ შექმნა იყო.

მინიმალური - ყველაზე ნაკლები, უმცირესი.

მინიმეტრი - წირითი ზომების გასაზომი ხელსაწყო.

მინიმუმი (ლათ.) - ყველაზე ნაკლები, უმცირესი ოდენობა.

მინინი კუზმა - რუსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლონელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლისას (? - 1616 წ).

მინიო (მინიუ) - მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს (სიგრძე - 340 კილომეტრი).

მინიონი (ფრანგ.) - სასტამბო შრიფტი, პეტიტზე წვრილი, რომლის ზომა (კეგელი) უდრის 7 პუნქტს (2,6 მილიმეტრს).

მინისებრი (მინისებური) - მინის მსგავსი.

მინისტერიალები (ლათ.) - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: მეფის ან მსხვილი ფეოდალის მსახურები.

მინისტრი (ლათ.) - მთავრობის წევრი, ამა თუ იმ სამინისტროს ხელმძღვანელი.

მინიუ - ისტორიული ოლქი პორტუგალიაში.

მინიშნება - არა პირდაპირ, არამედ რაიმე ნიშნებით, მისახვედრად თქმა რისამე.

მინიჭებული - მიცემული, მიკუთვნებული.

მინკო ვასილი - უკრაინელი მწერალი (1902-1989 წწ).

მინკოვი სვეტოსლავ კონსტანტინოვ - ბულგარელი მწერალი (1902-1966 წწ).

მინკოვსკი ჰერმან - გერმანელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1864-1909 წწ).

მინკუსი ლუდვიგ - ჩეხი (სხვა ცნობებით პოლონელი) მევიოლინე და კომპოზიტორი (1826-1907 წწ).

მინო-ოვარი - იხილე ნობი.

მინორატი (გერმ.)

1) მემკვიდრეობიდ ფეოდალური წესი, რომლის მიხედვითაც ქონება მთლიანად გადადის ოჯახში ყველაზე უმცროსის ხელში.

2) ამ წესით მიღებული მამული.

მინორი (ფრანგ.) - მუსიკალური წყობა, რომლის ბგერები ქმნის მცირე ტერციაზე აგებულ აკორდს, დამახასიათებელია ნაღვლიანი ბგერითი ელფერი.

მინორიტები (ლათ.) - იხილე ფრანცისკელები.

მინორსკი ვლადიმერ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი (1877-1966 წწ).

მინორული

1) (მუს.) მინორთან დაკავშირებული, მინორისათვის დამახასიათებელი ბგერების შეხამებაზე დამყარებული.

2) (გადატანით) ნაღვლიანი, კაეშნიანი.

მინოსი (ბერძ.) - ბერძნულ მითოლოგიაში - ზევსისა და ევროპეს შვილი, კუნძულ კრეტის (ქალაქ კნოსისის) მეფე, ძლიერი საზღაო სახელმწიფოს შემქმნელი და კანონმდებლობის დამფუძნებელი; გარდაიცვალების შემდეგ გახდა სულების ერთ-ერთი მსაჯული მიწისქვეშეთის სამეფოში.

მინოტავრი (ბერძ.) - ბერძნულ მითოლოგიაში: ურჩხული, რომელსაც აქვს ადამიანის ტანი და ხარის თავი, მეფე მინოსს ჰყავდა ლაბირინთში და კვებავდა ჭაბუკებითა და ქალიშვილებით, რომელთაც ათენელები გზავნიდნენ ხარკად კუნძულ კრეტაზე.

მინოტისი ალექსის - ბერძენი მსახიობი და რეჟისორი (1900-1990 წწ).

მინჟილკიევი ბულატ - ყირგიზი მომღერალი, ბანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1940 წელს).

მინსაზქენდი - სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

მინსკი - ბელორუსიის დედაქალაქი 1919 წლიდან. ცნობილია 1067 წლიდან მენესკის სახელით (1,7 მილიონი).

მინსკი (ნამდვილი გვარი მილენკინი) ნიკოლაი - რუსი მწერალი, რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი მამამთავარი (1855-1937 წწ).

მინტაი - თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. აქვს სარეწაო მნიშვნელობა.

მინტოფი დომინიკ - მალტის პრემიერ-მინისტრი 1955-58 და 1971-84 წლებში (1916-1995 წწ).

მინტურნო ანტონიო - იტალიელი ღვთისმსახური და პოეტი (? - 1574 წწ).

მინუსი (ლათ.)

1) გამოკლების ან უარყოფითი სიდიდის ნიშანი.

2) (გადატანით) ნაკლი, დეფექტი.

მინუსინსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში (75 ათასი).

მინუსკულები (ლათ.) - პატარა ასოები (უპირატესად ძველი ბერძნული და ლათინური დამწერლობისა).

მინუტი (ლათ.)

1) კუთხისა და რკალის საზომი ერთეული, უდრის გრადუსის 1/60 ნაწილს.

2) ძველად - წუთი.

მინჩხი იოანე - იხილე იოანე მინჩხი.

მინჩხურნი - საგალობელთა ორიგინალური საზომები, რომელთა შემოღება უკავშირდება იოანე მინჩხს.

მინძიანი - მდინარე ჩინეთში, მდინარე იანძის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 793 კილომეტრი).

მინჯანი - ქალაქი მიანმის მანდალაის ოლქში.

მინჯუ ჩოსონი - ჩრდილოეთ კორეის ყოველდღიური გაზეთი, გამოდის 1945 წლიდან.

მიო (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს კუნთებთან დაკავშირებულს.

მიობლასტები (ბერძ.) - (ანატ.) ცხოველებისა და ადამიანების ახალგაზრდა კუნთოვანი უჯრედები.

მიოგლობინი (ბერძ.) - კუნთების ჰემოგლობინი, კუნთების რთული ცილა წითელი ფერისა, შემადგენლობითა და თვისებებით ახლოსაა ჰემოგლობინთან, მომუშავე კუნთს უზრუნველყოფს ჟანგბადის ერთგვარი მარაგით, განსაკუთრებით ბევრი მიოგლობინი მოიპოვება სელაპის, ვეშაპის, დელ-ფინის და მისთანების კუნთებში, რის წყალობითაც მათ დიდხანს შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა.

მიოგრაფია (ბერძ.) - კუნთების შეკუმშვითი მოქმედების რეგისტრაცია.

მიოზინი (ბერძ.) - ცილა, რომელიც შედის კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვაში ელემენტების შემადგენლობაში, შეადგენს კუნთის ცილების მთელი რაოდენობის 40-60%-ს

მიოზიტი (ბერძ.) - (მედიც.) კუნთების ანთება.

მიოკარდი (ბერძ.) - გულის კუნთოვანი კედელი.

მიოკარდიტი (მედიც.) - გულის კუნთის, მიოკარდის ანთება.

მიოკლონია (ბერძ.) - (მედიც.) კუნთების ცალკეული ჯგუფებისა და კუნთოვანი ბოჭკოების არანებისმიერი და არარიტმული სწრაფი შეკუმშვები, იწვევს ანთებითი, ტოქსიკურ-ალერგიული და სხვა პროცესები.

მიოლოგია (ბერძ.) - ანატომიის ნაწილი, რომელიც კუნთებს შეისწავლის.

მიომა (ბერძ.) - კეთილთვისებიანი სიმსივნე კუნთოვანი ქსოვილისა, ხშირად ვითარდება საშვილოსნოში.

მიონემა - კუმშვადი ცილოვანი ძაფები ზოგი უმარტივესის ციტოპლაზმაში.

მიოპათია (ბერძ.) - (მედიც.) კუნთების მემკვიდრეობითი განვითარებადი დისტროფია.

მიოპია (ბერძ.) - (მედიც.) ახლომხედველობა.

მიორი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

მიოტონია (ბერძ.) - (მედიც.) მემკვიდრეობითი ნერვულ-კუნთოვანი დაავადება - შეკუმშული კუნთი დიდხანს ვერ დუნდება და შემდეგ მისი მოდუნება ხდება ძალიან ნელა.

მინოფიბრილი - კუნთის ბოჭკოს ციტოპლაზმის სტრუქტურული ელემენტი.

მიოცენი (ბერძ.) - (გეოლ.) დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი (20-25 მილიონიდან 6 მილიონ წლამდე ძველი წელთაღრიცხვით).

მიპატიჟებული - ვინც მიიპატიჟეს.

მიჟი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში., მუხრის მარცხენა შენაკადი.

მირა - აღმოჩენის რიგის მიხედვით პირველი ცვალებადი ვარსკვლავი ვეშაპის თანავარსკვლავედში.

მირაბელი (ფრანგ.) - ერთგვარი ჯიშის ღოღნოშო, აქვს წვრილი ყვითელი ნაყოფი.

მირაბილიტი (ლათ) - იგივეა, რაც გლაუბერის მარილი.

მირაბო ვიქტორ რიკეტი მარკიზ დე - ფრანგი ეკონომისტი (1715-1789 წწ).

მირაბო ონორე გაბრიელ რიკეტი - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1749-1791 წწ).

მირა დე ამესკუა ანტონიო - ესპანელი პოეტი და დრამატურგი (დაახლოებით 1574-1644 წწ).

მირაკლი (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში: რელიგიურ დამრიგებლობითი პიესა, რომელშიც აღწერილი იყო სასწაულები და მისთანები, განსაკუთრებით განვითარდა საფრანგეთში.

მირანდა ფრანსისკო - ვენესუელელი პატრიოტი, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალისიმუსი (1750-1816 წწ).

მირანდა

1) პლანეტა ურანოსის თანამგზავრი, აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა ჯ.პ კოიპერმა 1948 წელს.

2) შტატი ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - ლოს-ტეკესი.

მირაჟი (ფრანგ.)

1) ატმოსფეროს ოპტიკური მოვლენა, როდესაც ჰორიზონტთან ჩნდება დედამიწაზე არსებული საგნების ცრუ გამოსახულებანი.

2) (გადატანით) მოჩვენებითი რამ.

მირაციდი - მწოველების პირველი მატლური სტადია.

მირაჯი (არაბ.) - მუსლიმანთა ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული, ცაზე მუჰამედის ლეგენდარული ღამეული ამაღლების აღსანიშნავად.

მირბახი ვილჰელმ - გერმანელი დიპლომატი (1871-1918 წწ).

მირბო ოქტავ - ფრანგი მწერალი (1848 ან 1850 - 1917 წწ).

მირგოროდი - ქალაქი უკრაინის პოლტავის ოლქში (50 ათასი).

მირდალსეიკიუდლი - მყინვარული საფარი ისლანდიის სამხრეთ ნაწილში.

მირ დარდი (ნამდვილი სახელი საიდ ხოჯა მირი) - ინდოელი პოეტი (1721-1785 წწ).

მირ ვაისი - ღილზაიების ბელადი (გარდაიცვალა 1715 წელს)

მირვან II - იხილე მარვან II იბნ მუჰამადი.

მირვეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მირზა (სპარს.)

1) ირანში - სამეფო სახლის წევრების ტიტული, ამ ტიტულის მქონე პირი.

2) ირანში: უმაღლესი მოხელის ან მეცნიერის საპატიო სახელი.

3) აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში, მდივანი, მწერალი.

მირზა საჰიბზადა ისკანდერ ალი - პაკისტანის პირველი პრეზიდენტი 1956-58 წლებში (1899-1969 წწ).

მირზაანი - დაბა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

მირზაგიტოვი ასჰატ - ბაშკირი დრამატურგი (1928 - 1989 წწ).

მირზა თაყი-ხანი (ამიე ნეზამი) - ირანის სახელმწიფო მოღვაწე (1808-1852 წწ).

მირზაი - ირანული წარმოშობის აზერბაიჯანული სოლო ცეკვა.

მირზაობა (2 მარტი) - ცნობილი ქართველი პოეტის მირზა გელოვანის დაბადების დღე, თიანეთის მუნიციპალიტეტში ბოლო ათწლეულებში სახალხო დღესასწაულის სახით აღინიშნება. ამ დღეს მის სახლ-მუზეუმში იკრიბებიან პოეტები, მწერლები, იმართება ლიტერატურული საღამოები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

მირზაპური - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში (170 ათასი).

მირზა ღალიბი ნოუშა ასადულა-ხან - ინდოელი პოეტი, წერდა სპარსულ და ურდუ ენებზე (1796-1869 წწ).

მირზაშვილი თენგიზ - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი (1934-2008 წწ).

მირზაშვილი რევაზ - კინოს მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1901-1988 წწ).

მირზაჩული - უზბეკეთის ქალაქ გულისტანის სახელი 1922 - 1961 წლებში.

მირზოიანი - ყაზახეთის ქალაქ ჯამბულის სახელი 1936-38 წლებში.

მირზოიანი ედვარდ - სომეხი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1921 წელს).

მირ თაყი მირი მუჰამად - ინდოელი პოეტი, წერდა ურდუ და სპარსულ ენაზე (1724-1810 წწ).

მირთმეული - რაც მიართვეს.

მირი

1) ქალაქი-პორტი მალაიზიის სარავაკის შტატში (40 ათასი).

2) ორბიტალური სადგური დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. შეიქმნა სსრკ-ში, ორბიტაზე გაყვანილ იქნა 1986 წლის 20 თებერვალს.

მირი სტეფანოზის ძე - VIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

მირიადი (ბერძ.) - (წიგნ.) ურიცხვი, უთვალავი.

მირიან I (მირვანი) - ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ.აღ. II საუკუნის დასაწყისში.

მირიან II (მირვანი) - ქართლის (იბერიის) მეფე, ფარნავაზის ძე.

მირიან III- ქართლის მეფე IV საუკუნეში.

მირიანაშვილი ალექსანდრე (სანდრო) - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1915-1987 წწ).

მირიანაშვილი ბელა - თეატრისა და კინოს მსახიობი.

მირიანაშვილი პეტრე - პუბლიცისტი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი (1860-1940 წწ).

მირიანი

1) პროზაული ნაწარმოები, ზღაპრულ ფონზე გადაშლილი სამიჯნურო თავგადასავალი ჩინეთის მეფის ხოსროვშას ძის მირისა და მაღრიბის ხელმწიფის ილაილის ასულის ნომიავთაბისა.

2) სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

მირივილისი სტრატის (ნამდვილი გვარი სტამატოპულოსი) - ბერძენი მწერალი (1892-1969 წწ).

მირიკინი (დურუკული) - ფართოცხვირიანი მაიმუნი, პატარაა, ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტყიან მთებში, მსოფლიოში ერთადერთი მაიმუნი, რომელსაც დღისით სძინავს, ღამე კი ღვიძავს.

მირინგიტი (ლათ.) - ყურის დაფის აპკის ანთება.

მირკანი - მარტის ძველქართული სახელი.

მირკვიჩკა ივან - ბულგარელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1856-1938 წწ).

მირკინა ზინაიდა - რუს პოეტი ქალი (დაიბადა 1926 წელს).

მირმეკიონი - ანტიკური ქალაქი ქერჩის ნახევარკუნძულზე.

მირმეკოფილია (ბერძ.) - ზოგი მცენარის აგებულების ან გამონაყოფის გამოყენება ჭიანჭველების მიერ. მირმეკოფილია გავრცელებულია უპირატესად ტროპიკულ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

მირმეკოქორია (ბერძ.) - ჭიანჭველების მიერ მცენარეთა თესლის გავრცელება.

მირმინკელა (მირმიქელა) - სვანური ორ და სამსართულიანი ფერხული; ცეკვის შინაარსი საბრძოლო ხასიათისაა.

მირმუჰსინი - უზბეკი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

მირნი - ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში (40 ათასი).

მირნი პანას - უკრაინელი მწერალი (1849-1920 წწ).

მირო გაბრიელ - ესპანელი მწერალი (1879-1930 წწ).

მირო ჟოან - ესპანელი ფერმწერი, მოქანდაკე, გრაფიკოსი (1893-1983 წწ).

მირონი

1) (ბერძ.) - სურნელოვანი ზეთი, ნელსაცხებელი, რომელიც მზადდება ტროპიკულ მცენარეთა ფისისაგან, იხმარება ქრისტიანულ მღვდელმსახურების დროს.

2) ძველბერძენი მოქანდაკე (ძვ.წ.აღ. V საუკუნე).

მირონოვი ანდრეი (ნამდვილი გვარი მენაკერი) - რუსი მსახიობი, მოღვაწეობდა მოსკოვის სატირის თეატრში (1941-1987 წწ).

მირონოვკა - ქალაქი უკრაინის კიევის ოლქში.

მირონცხება (ძვ.) - რელიგიური წესი, მირონის წასმა შუბლზე.

მირონცხებული (ძვ.)

1) მონათლული.

2) მეფედ კურთხეული.

მირონწმინდა - სოფელ წითელხევის ძველი სახელწოდება.

მიროშნიჩენკო ევგენია - უკრაინელი მომღერალი ქალი (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1931 წელს).

მიროშნიჩენკო ირინა - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი ქალი, მოღვაწეობს მოსკოვის სამხატვრო თეატრში (დაიბადა 1942 წელს).

მირპურქასი - ქალაქი პაკისტანის სინდის პროვინციაში (125 ათასი).

მირ სეიდ ალი - ირანელი მინიატურისტი (XVI საუკუნე).

მირსკისეული - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

მირტემირი (ნამდვილი სახელი და გვარი მირტემირ ტურსუნოვი) - უზბეკეთის სახალხო პოეტი (1910-1978 წწ).

მირტი (ბერძ.) - მარადმწვანე ბუჩქი ან ხე, იკეთებს თეთრ სურნელოვან ყვავილებს, ხარობს უპირატესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ არეებში.

მირუთი - იხილე მერათი.

მირქარიმოვა ყუნდუზ - ბალეტის უზბეკი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

მირქმა იესო ქრისტესი - მაცხოვრის მიყვანის დღე იერუსალიმის ტაძარში დაბადებიდან მე-40 დღეს. აღინიშნება 2(15) თებერვალს.

მირშაქარი მირსაიდ - ტაჯიკეთის სახალხო პოეტი (დაიბადა 1912 წელს).

მირჩა (მოხუცებული) - ვლახეთის გოსპოდარი, მხედართმთავარი (გარდაიცვალა 1418 წელს).

მირჩილვა - ლითონის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება კალით.

მირჩილი - მთა გერმუხის ქედზე (2430 მეტრი).

მირცხულავა ალიო (ნამდვილი გვარი მაშაშვილი) - პოეტი (1903-1971 წწ).

მირცხულავა დიდიმ - დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1912-1997 წწ).

მირხონდი მუჰამად იბნ ჰავანდშაჰ - ირანელი ისტორიკოსი (1433-1498 წწ).

მირ ჯალალი (ნამდვილი სახელი მირ ჯალალ ალი ოღლი ფაშაევი) - აზერბაიჯანელი მწერალი (1908-1978 წწ).

მის (ინგლ.) - ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა.

მისაბაძი - ვისაც, რასაც უნდა მიჰბაძონ.

მისაბმელი - რაც უნდა მიაბან.

მისაგეგებლად - მიგებების მიზნით, შესახვედრად.

მისადაგებული - შეწყობილი, შეთანხმებული, შეხამებული.

მისადგომები

1) ადგილი, გზა, რითაც მიადგებიან რაიმე დასახლებულ პუნქტს.

2) ნაპირზე საგანგებოდ მოწყობილი ადგილი, რასაც გემები მიადგებიან.

მისადგომი - რასთანაც მისვლა შეიძლება.

მისადევარი

1) ვისამე შორეული ნათესაობა.

2) ახლომახლო ადგილები, არემარე, მიდამო.

მისაკერებელი - რაც უნდა მიაკერონ.

მისაკრავი

1) რაც უნდა მიაკრან.

2) სადაც უნდა მიაკრან.

3) რითაც უნდა მიაკრან.

მისაკუთრებული - დასაკუთრებული, მითვისებული.

მისალოცავი - რაც უნდა მიულოცონ, მილოცვისთვის განკუთვნილი.

მისამართი

1) წარწერა საფოსტო გზავნილზე, რომლითაც აღნიშნულია მიმღების ადგილსამყოფელი.

2) ვისიმე, რისიმე ადგილსამყოფელი.

მისამხრობი - ვინც უნდა მიიმხრონ.

მისანდობი - ვისაც შეიძლება მიანდონ რამე ან მიენდონ, საიმედო.

მისანი - ბედის გამომცნობი, მკითხავი, გულთმისანი.

მისანიჭებელი - რაც უნდა მიანიჭონ.

მისართმევი

1) რაც უნდა მიართვან.

2) რაც უნდა მიირთვან საჭმელად, სასმელად.

მისასალმებელი - მისალმების გამომხატველი.

მისასვლელი

1) რითაც უნდა მივიდნენ სადმე, მისადგომი.

2) ვინც უნდა მივიდეს.

მისასხურებელი

1) რაც უნდა მიასხურონ.

2) რითაც უნდა მიასხურონ, სასხურებელი.

3) რასაც უნდა მიასხურონ.

მისატანი

1) რაც უნდა მიიტანონ.

2) რითაც უნდა მიიტანონ.

მისატყუებელი

1) ვინც, რაც უნდა მიიტყუონ.

2) რითიც უნდა მიიტყუონ ვინმე.

მისაფარებელი - რაც უნდა მიაფარონ.

მისაფერებელი - იგივეა, რაც მოსაფერებელი.

მისაქსელი - ქსოვის დროს ქსელში გასატარ-გამოსატარებელი ძაფი; ზედა.

მისაქცევი - რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ, ყურადღების ღირსი.

მისაქციელი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხედრო გზაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 9 სოფელს: აღდგომელაანთკარი, ახალდაბა, ახალუბანი, ლამი, მისაქციელი, ნაოზა, ნატახტარი, უფურუთი, ფრეზეთი). ზღვის დონიდან - 600 მეტრი, მცხეთიდან - 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2105 კაცი.

მისაღები

1) რაც, ვინც უნდა მიიღონ.

2) დასაფასებელი, მოსაწონი.

3) სადმე მიღებისათვის განკუთვნილი, დანიშნული.

4) ოთახი, რომელშიც მიღებას ელოდებიან მომსვლელები.

მისაღწევი

1) რასაც უნდა მიაღწიონ.

2) რითაც უნდა მიაღწიონ რასმე.

მისაყვანი - ვინც, რაც უნდა მიიყვანონ.

მისაყიდი - რაც უნდა მიჰყიდონ ვისმე, რასმე.

მისაყრდენი (მისაყრდნობი) - რასაც მიაყრდნობენ რასმე ან მიეყრდნობიან.

მისაშვები - ვინც, რაც უნდა მიუშვან.

მისაშველებელი

1) ვინც, რაც უნდა მიაშველონ.

2) ვისაც, რასაც უნდა მიეშველონ.

მისაჩქმალავი - რაც უნდა მიჩქმალონ.

მისაცემი

1) რაც უნდა მისცენ ვისმე.

2) სადაც უნდა მისცენ რამე, რითაც უნდა მისცენ რამე.

მისაძილებელი - მისაძინებლად, მიძინების მიზნით.

მისაძღვნელი - რაც უნდა მიუძღვნან.

მისაწებებელი - რაც უნდა მიაწებონ.

მისაწევი - რაც უნდა მისწიონ.

მისაწერი - რაც უნდა მისწერონ.

მისაწვდენი - რასაც შეიძლება მიაწვდინონ რამე.

მისაწვდომი - რასაც შეიძლება მისწვდნენ.

მისაწოდებელი - რაც უნდა მიაწოდონ.

მისაჭედებელი

1) რაც უნდა მიაჭედონ.

2) რითაც უნდა მიაჭედონ.

მისაჭმელი (კუთხ.) - იგივეა, რაც შესატანებელი.

მისახარებელი - რაც უნდა მიახარონ.

მისახედავი - ვისაც, რასაც უნდა მიხედონ.

მისახვდომი - იგივეა, რაც მისახვედრი.

მისახვედრი - რასაც უნა მიხვდნენ.

მისახვევი - სადაც უნდა მიუხვიონ, გადასახვევი.

მისახვევ-მოსახვევი - სადაც უნდა მიუხვ-მოუხვიონ, ბევრი მოსახვევი სხვადასხვა მხარეს.

მისახვევ-მოსახვევიანი - რასაც მისახვევ-მოსახვევები აქვს.

მისახმარებელი - ვისაც უნდა მიეხმარონ.

მისახმობი (წიგნ.) - ვინც უნდა მიიხმონ.

მისახურავი - რაც უნდა მიხურონ.

მისგითი (არაბ.) - იგივეა, რაც მეჩეთი.

მისდა (ძვ.) - მისთვის.

მისდამი - მის მიმართ.

მისდიმინორი (ინგლ.) - სამართლის ანგლოსაქსურ სისტემაში - ისეთ წვრილმან სისხლის სამართლის დანაშაულობათა კატეგორია, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიჯნაზეა.

მისებრ - მის მსგავსად, მისებურად.

მისებრი (ძვ.) - მისი მსგავსი.

მისებური - ისეთი, როგორიც მან იცის, მას შეუძლია, სჩვევია, მისთვის დამახასიათებელი.

მისეული

1) ვინც, რაც მიუსიეს ან მიესია.

2) მისი ნაქონი.

მის ვან დერ როე ლუდვიგ - გერმანელი არქიტექტორი, მოღვაწეობდა აშშ-ში (1886-1969 წწ).

მისვენებული

1) ვინც, რაც მიასვენეს.

2) ვინც მიესვენა, მიწოლილი, მიყრდნობილი.

მისვლა-მოსვლა - მისვლა და მოსვლა, ერთმანეთთან მისვლა, სიარული.

მისთანა - მისი მსგავსი, იმგვარი, ისეთი.

მისთვის - მისი გულისთვის.

მისი - (კუთვნილებითი ნაცვალსახელი) რაც მას აქვს, ვინც მას ჰყავს, რაც, ვინც მას ეკუთვნის.

მისია (ლათ.)

1) (წიგნ.) საგანგებო, საპასუხისმგებლო დავალება, დანიშნულება, როლი.

2) მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა დესპანის მეთაურობით.

3) სპეციალური დანიშნულებით წარგზავნილი დიპლომატიური დელეგაცია.

მისიანი - მისი ახლობელი, ნათესავი.

მისიკი ვასილი - უკრაინელი პოეტი (1907-1983 წწ).

მისიმა იუკიო (ნამდვილი სახელი ჰირაოკა კიმიტაკე) - იაპონელი მწერალი (1925-1970 წწ).

მისიმიელები - ერთ-ერთი ქართველური (სვანური) ტომი.

მისიონერი (ფრ.) - ქრისტიანული ეკლესიის მიერ სხვა რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად უცხოეთში წარგზავნილი მქადაგებელი.

მისიონესი - პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში, მთავარი ქალაქი - პოსადასი.

მისიონი (ფრანგ.) - მისია, მისიონერთა ორგანიზაცია.

მისის (ინგლ.) - ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა.

მისისიპი

1) მდინარე აშშ-ში, ერთვის ატლანტის ოკეანის მექსიკის ყურეს (სიგრძე - 3950 კილომეტრი, მისურის სათავიდან - 6420 კილომეტრი).

2) შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ფართობი 123,5 ათასი კვ.კმ. ადმინისტრაციული ცენტრი - ჯექსონი.

მისკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (45 ათასი).

მისკიტო - ნიკარაგუაში მცხოვრები ინდიელი ხალხი (150 ათასი).

მისლივეჩეკი იოსეფ - ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი (1737-1781 წწ).

მისლოვიცე - ქალაქი პოლონეთის კატოვიცეს სავოევოდოში (95 ათასი).

მისნობა - მისნის თვისება.

მისნური - იგივეა, რაც ჯადოსნური.

მისოლუნგი - იხილე მესოლონგიონი.

მისრათა - ქალაქი ლიბიაში.

მისრესილ-მოსრესილი - ერთიანად დასრესილი, ძალიან დასრესილი.

მისტაგოგი (ბერძ.) - ძველ საბერძნეთში: ქურუმი, რომელიც მისტერიებს განაგებდა.

მისტასინი - ტბა კანადაში.

მისტერ (ინგლ.) - ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში - მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა: ბატონი, ბატონო!

მისტერია (ბერძ.)

1) ანტიკურ ქვეყნებში, საიდუმლო რელიგიური წესების შესრულება.

2) შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: დრამა, რომელსაც ჰქონდა ბიბლიური სიუჟეტი.

მისტი - მოქმედი ვულკანი პერუში (5821 მ).

მისტიკა (ბერძ.)

1) რწმენა, რომლის მიხედვითაც ადამიანს თითქოს შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს საიქიოსთან, ზებუნებრივი ძალების რწმენა.

2) (გადატანით) იდუმალი რამ.

მისტიკოსი - პირი, რომელსაც მისტიკის სწამს, რომელიმე რელიგიურ-მისტიკური მოძღვრების მიმდევარი.

მისტიკური - მისტიკასა და მისტიციზმთან დაკავშირებული.

მისტიფიკატორი - პირი, რომელიც მისტიფიკაციებს მისდევს, თაღლითი.

მისტიფიკაცია (ფრანგ.) - განზრახ ვისიმე შეცდენა, მოტყუება.

მისტიციზმი - მისტიკაზე დაფუძნებული რელიგიურ-იდეალისტური მსოფლმხედველობა, მიდრეკილება მისტიკისადმი.

მისტრა - შუა საუკუნეების ქალაქი საბერძნეთში, სპარტიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით.

მისტრალი გაბრიელა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუსილა გოდოი ალკაიაგა) - ჩილელი პოეტი ქალი, 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1889-1957 წწ).

მისტრალი ფრედერიკ - პროვანსელი პოეტი, 1904 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1830-1914 წწ).

მისტრალი (ფრანგ.) - ჩრდილოეთის ცივი და მშრალი ქარი სამხრეთ საფრანგეთში.

მისტრის (ინგლ.) - (ძვ.) იგივეა, რაც მისის.

მისული - ვინც, რაც მივიდა.

მისურატა - ქალაქი-პორტი ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის პირას (120 ათასი).

მისური - მდინარე აშშ-ში, მდინარე მისისიპის მარჯვენა შენაკადი (4740 კმ). 2) შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი 180,5 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 5,1 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ჯეფერსონ-სიტი.

მისუსტებული - ვინც, რაც მისუსტდა.

მისწრაფება - სწრაფვა, ლტოლვა რამესკენ, ვინმესკენ.

მისწრება (საუბ.) - დროზე ხსნა, შველა.

მისხაკო - კონცხი ნოვოროსიისკის სამხრეთით, სადაც 1943 წლის 4 თებერვალს საბჭოთა საზღვაო ქვეითმა რაზმმა ხელთ იგდო პლაცდარმი, რომელსაც შემდეგ „მცირე მიწა“ ეწოდა.

მისხალი - ძველებური წონის ერთეული უდრის დაახლოებით 4,25 გრამს.

მისხალ-მისხალ - მისხლობით, მისხლებად.

მისხი - შორეული ნათესავი.

მისხლობით - მისხლის ოდენობით, მისხლებად.

მისხმული - რაც მიასხეს ან მიესხათ.

მისჯილი

1) რაც მიუსაჯეს.

2) ვისაც მიუსაჯეს.

მიტა ალექსანდრე (ნამდვილი გვარი - რაბინოვიჩი) - რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1933 წელს).

მიტაგ-ლეფლერი მაგნუს - შვედი მათემატიკოსი (1846-1927 წწ).

მიტავა - ლატვიის ქალაქ ელგავას ოფიციალური სახელი 1917 წლამდე.

მიტაკა - ქალაქი იაპონიაში, ტოკიოს ქალაქი-თანამგზავრი (170 ათასი).

მიტანებული - ვინც მიატანა, მიაღწია.

მიტანილი - რაც მიიტანეს.

მიტან-მოტანა - მიტანა და მოტანა.

მიტარბი

1) სოფლების დიდი მიტარბის და პატარა მიტარბის გავრცელებული სახელწოდება (ბორჯომის მუნიციპალიტეტი).

2) სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი.

მიტარბულა (მიტარბისწყალი) - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთის წყლის მარცხენა შენაკადი.

მიტაცებული - რაც მიიტაცეს.

მიტევებული (ძვ.) - რაც მიუტევეს.

მიტელი (გერმ.) - სასტამბო შრიფტი ციცეროზე დიდი, ხოლო ტერციაზე ნაკლები, მისი ზომა (კეგელი) 14 პუნქტია (დაახლოებით 5,25 მილიმეტრი).

მიტელშნაუცერი - სამსახურეობრივი ჯიში ძაღლისა; გამოყვანილია შუა საუკუნეების გერმანიაში.

მიტელშპილი (გერმ.) - ჭადრაკის პარტიის შუა ნაწილი.

მიტენი (ფრანგ.) - ქალის ნახევარხელთათმანი, უთითებო ხელთათმანი.

მიტერანი ფრანსუა - საფრანგეთის პრეზიდენტი 1981-95 წლებში (1916-1996 წწ).

მიტეული - რაც, ვინც მიუტიეს.

მიტილინე - ქალაქი საბერძნეთში, ლესბოსის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

მიტილუსი - მოლუსკების გვარი ორსაგდულიანების კლასისა.

მიტინგი (ინგ.) - მასობრივი კრება რაიმე საჭირბოროტო საკითხის განსახილველად.

მიტიშჩი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (155 ათასი).

მიტკალი (არაბ.-სპარს.) - ბამბის თეთრი წმინდა ქსოვილი, სათანადო გამოყვანის შედეგად მისგან მიიღება ჩითი, მადაპოლამი, მუსლინი და სხვა.

მიტკუცებული - რაც მიატკუცეს.

მიტლა - ქალაქი სამხრეთ მექსიკაში.

მიტმასნილი - ვინც მიეტმასნა ვისმე, რასმე.

მიტო - ქალაქი იაპონიის იბარაკის პრეფექტურაში.

მიტოვებული - რაც, ვინც მიატოვეს.

მიტოზი (ბერძ.) - (ბიოლ.) უჯრედების არაპირდაპირი (რთული) დაყოფა, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების გამრავლების ერთ-ერთი საშუალება, რომლის დროსაც ხდება ქრომოსომის გარდაქმნა (სხვანაირად - კარიოკინეზი).

მიტომ - იგივეა, რაც იმიტომ.

მიტოქონდრიები (ბერძ.) - (ბიოლ.) იგივეა, რაც ქონდრიოსომები.

მიტრა (ბერძ.) - მღვდელმთავრის მაღალი თავსარქმელი, გვირგვინი, იხურავენ მღვდელმსახურების დროს.

მიტრალიეზი (ფრანგ.) - ძველებური მრავალლულიანი იარაღი.

მიტრე ბარტოლომეო - არგენტინის პრეზიდენტი 1862-68 წლებში, ისტორიკოსი (1821-1906 წწ).

მიტრიალებული - ვინც, რაც მიტრიალდა.

მიტროპოლიტი (ბერძ.) - მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა უმაღლესი წოდება.

მიტროპულოსი დიმიტრიოს - ბერძენი დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი (1896-1960 წწ).

მიტუმბა - ქედი კონგოში.

მიტყეპილი (საუბ.) - ვინც მიტყიპეს.

მიტყუებული - ვინც, რაც მიიტყუეს.

მიტყუპებული - ერთმანეთს მიდებული, მიკრული.

მიტყუპული - იგივეა, რაც მიტყუპებული.

მიუარი ედუინ - ინგლისელი პოეტი (1887-1959 წწ).

მიუგნებელი - რასაც ვერ მიაგნეს ან ვერ მიაგნებენ.

მიუდგომელი

1) მისასვლელად ძნელი, მიუვალი.

2) ვისაც მიდგომა, მიკერძოება არ სჩვევია, პირუთვნელი.

მიუდგომლობა - მიუდგომლის თვისება.

მიუვალი - ძნელად მისასვლელი, მიუდგომელი.

მიუზამი ერიხ - გერმანელი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი (1878-1934 წწ).

მიუზეტი (ფრანგ.)

1) გუდასტვირი ერთგვარი, გავრცელებული იყო საფრანგეთში მე-17-18 საუკუნეებში.

2) ძველებური მხიარული ფრანგული ცეკვა, სრულდებოდა ამ საკრავის აკომპანემენტით.

მიუზიკლი (ინგლ.) - მუსიკალურ-სცენური ნაწარმოები უპირატესად კომედიური ხასიათისა, რომელშიც გამოყენებულია თანამედროვე ყოფითი მუსიკის, ქორეოგრაფიის, ოპერეტის, ოპერის გამომსახველობითი საშუალებანი; ასეთი ჟანრის კინოფილმი.

მიუზიკ-ჰოლი (ინგლ.) - საესტრადო თეატრი.

მიუთითებლად - მითითების გარეშე.

მიუკარებელი - ვინც თავისთან ახლოს არ უშვებს არავის, ვინც სხვებთან ურთიერთობას გაურბის, უკარება.

მიუკარებელნი - წოდებრივ-კასტური იერარქიის უმდაბლესი საფეხურის კასტის წამომადგენლები ინდოეთში.

მიუკერძოებელი - მიუდგომელი, პირუთვნელი.

მიუკერძოებლობა - მიუკერძოებლის თვისება, მიუდგომლობა, პირუთვნელობა.

მიუკიბავ-მოუკიბავი - რაც არ მიუკუბ-მოუკიბავთ.

მიულერი გერდ - გერმანელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი, 1970 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდი-ბომბარდირი (დაიბადა 1945 წელს).

მიულერი ვილჰელმ - გერმანელი მწერალი (1794-1827 წწ).

მიულერი იოჰანეს პეტერ - გერმანელი ბუნებისმეტყველი (1801-1858 წწ).

მიულერი კარლ - შვეიცარიელი ფიზიკოსი, 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ი .გ. ბედნორცთან ერთად (დაიბადა 1927 წელს).

მიულერი პაულ ჰერმან - შვეიცარიელი ქიმიკოსი, 1948 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1899-1965 წწ).

მიულერი სოფუს ოტო - დანიელი არქეოლოგი (1846-1934 წწ).

მიულერი ფრიდრიხ - ავსტრიელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი (1834-1898 წწ).

მიულერი ფრიდრიხ - გერმანელი მწერალი და მხატვარი (1749-1825 წწ).

მიულერი ჰაინერ - გერმანელი დრამატურგი (დაიბადა 1929 წელს).

მიული (მიულმანქანა) (ინგლ.) - სართავი მანქანა.

მიულუზი - ქალაქი აღმოსავლეთ საფრანგეთში, ზემო რაინის დეპარტამენტში (110 ათასი).

მიულჰაიმი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

მიულჰაუზენი - ქალაქი გერმანიის ტიურინგიის მხარეში (40 ათასი).

მიუ-მიუ (ნამდვილი სახელი და გვარი სილვეტა ერი) - ფრანგი მსახიობი ქალი (დაიბადა 1950 წელს).

მიუმხვდარი - იგივეა, რაც მიუხვედრელი.

მიუნდობელი

1) ისაც, რასაც არ შეიძლება მიენდონ.

2) ვინც ადვილად არ ენდობა, არ მიენდობა ვისმე.

მიუნიე როჟე - ფრანგი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

მიუნიხი ფერენც - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1886-1967 წწ).

მიუნსტერბერგი ჰუგო - გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1863-1916 წწ).

მიუნსტერი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში (265 ათასი).

მიუნში შარლ - ფრანგი დირიჟორი და მევიოლინე (1891-1968 წწ).

მიუნცერი თომას - გერმანელი რევოლუციონერი, იდეოლოგი, 1524-25 წლების გლეხთა ომის ერთ-ერთი ბელადი (1490-1525 წწ).

მიუნხენი - ქალაქი გერმანიაში, ბავარიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. XX ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1972 წელს (1,2 მილიონი).

მიუნჰაუზენი ბერის ფონ - გერმანელი პოეტი (1874-1945 წწ).

მიუნჰაუზენი (ბარონი მიუნჰაუზენი) - ბევრი გერმანული ზღაპრის და მხატვრული ნაწარმოების ბაქია, მატყუარა პერსონაჟი.

მიუონები (ფიზ.) - დადებითად ან უარყოფითად დამუხტული არასტაბილური ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მასა დაახლოებით 207-ჯერ სჭარბობს ელექტრონების მასას. მიუონების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზომება წამის მემილიონედი ნაწილებით.

მიუონიუმი - ნაწილაკი, რომელიც შედგება დადებითი მიუონისა და ელექტრონისაგან.

მიუპატიჟებელი - ვინც არ მიუპატიჟებიათ, დაუპატიჟებელი.

მიურატი იოაჰიმ - საფრანგეთის სამხედრო მოღვაწე, მარშალი, ნაპოლეონის სიძე, ნეაპოლის მეფე 1808 წლიდან (1767-1815 წწ).

მიურდალი ალვა - შვედი სოციოლოგი და საზოგადო მოღვაწე, 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ა.გარსია რობლესთან ერთად (1902-1986 წწ).

მიურდალი გუნარ კარლ - შვედი ეკონომისტი, 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ. ჰაიეკთან ერთად (1898-1987 წწ).

მიურიდი (არაბ.) - მუსლიმანებში პირი, რომელიც ვალდებულია მონა-მორჩილი იყოს თავისი მოძღვრისა (შეიხის ან იმამისა) და ფანატიკურად სძულდეს ყველა „ურჯულო“, არამუსლიმანი.

მიურიდიზმი - ისლამის ყველაზე უფრო მებრძოლი რეაქციული მიმდინარეობა, რომელიც რელიგიის მთავარ დოგმატად აღიარებს ყველა არამუსლიმანის ულმობელი გაჟლეტის იდეას.

მიურიცი - ტბა აღმოსავლეთ გერმანიაში, მეკლენბურგის პლატოზე (სიღრმე 33 მეტრი).

მიურჟე ანრი - ფრანგი მწერალი (1822-1861 წწ).

მიუსაფარი (წიგნ.)

1) ვისაც თავშესაფარი არ აქვს.

2) ტიალი ადგილი, სადაც თავშესაფარი არ არის.

მიუსაფრობა - მიუსაფრის მდგომარეობა.

მიუსე ალფრედ დე - ფრანგი პოეტი-რომანტიკოსი (1810-1857 წწ).

მიუსერა

1) მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.

მიუსერტი ანტონ ადრიან - ფაშისტური პარტიის მეთაური ნიდერლანდში (1894-1946 წწ).

მიუსვლელი - ვინც არ მისულა სადმე.

იუსვლელობა - მიუსვლელად ყოფნა, არმისვლა.

მიუსი - მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინასა და როსტოვის ოლქში, ერთვის აზოვის ზღვას (სიგრძე - 258 კილომეტრი).

მიუსინსკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში.

მიუსხენბრუკი პეტერ ვან - ნიდერლანდელი ფიზიკოსი (1692-1761 წწ).

მიუტევებელი - რაც არ მიეტევებათ, არ ეპატიებათ, შეუწყნარებელი.

მიუფკე კონსტანტინე - რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1913-1968 წწ).

მიუღებელი - ანუ დაუშვებელი.

მიუღებლობა - რისამე არმიღება, ვერმიღება.

მიუღწეველი - რის მიღწევაც შეუძლებელია.

მიუღწევლობა - მიუღწევლის თვისება, რისამე ვერმიღწევა.

მიუჩვეველი - ვინც, რაც არ მიუჩვევიათ ან არ მიჩვეულა, შეუჩვეველი.

მიუცემელი - რაც არ მიუციათ.

მიუწვდენელი - იგივეა, რაც მიუწვდომელი.

მიუწვდომელი - რასაც ვერ მისწვდებიან.

მიუწვეველი - ვინც არ მიუწვევიათ.

მიუხედავად - ზმნისართი თანდებულის ფუნქციით: დაერთვის ნათესაობით ბრუნვას და ნიშნავს, რისამე ყურადღების მიუქცევლად, რამესთვის ანგარიშის გაუწევლად.

მიუხედავი - ვისაც, რასაც არ მიხედეს.

მიუხვედრელი - ვინც ვერ მიხვდება რასმე, მოუსაზრებელი.

მიფანტული - რაც, ვინც მიფანტეს.

მიფანტულ-მოფანტული - რაც, ვინც მიფანტ-მოფანტეს ან მიიფანტ-მოიფანტა.

მიფარებული - რაც მიაფარეს ან მიიფარეს.

მიფარეთი - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

მიფენილი - რაც მიფინეს, მიაფინეს.

მიფერფლილი

1) რაც მიიფერფლა.

2) (გადატანით) ფერმკრთალი.

მიფიცხებული - რაც მიუფიცხეს, ვინც, რაც მიეფიცხა.

მიფრენილი - რაც, ვინც მიფრინდა.

მიფრქვეული - რაც მიაფრქვიეს.

მიფუნე ტოსიორო - იაპონელი კინომსახიობი (1920-1997 წწ).

მიფუჩეჩებული - რაც მიაფუჩეჩეს.

მიქაბერიძე ალექსანდრე - მწერალი, პედაგოგი (1866-1943 წწ).

მიქაბერიძე კონსტანტინე (კოტე) - მსახიობი და კინორეჟისორი (1896-1973 წწ).

მიქაელ ატალიატე - ბიზანტიელი ისტორიკოსი და სამართლისმცოდნე (XI საუკუნე).

მიქაელი

1) ქართლის ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსის ტიტულით), V საუკუნის 40-70-იან წლებში.

2) (მიქაელ მირიანის ძე) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1178-90 წლებში.

3) (მიქელი) - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით XIII საუკუნის 30-40-იან წლებში.

4) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1420-25 წლებში.

5) (მიხაელი) - იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქი დაახლოებით 1470-84 წლებში.

6) IX საუკუნის ქართველი კალიგრაფი.

7) XII-XIII საუკუნეების ქართველი მინიატურისტი, ე.წ. ჯრუჭის სახარების ერთ-ერთი დამსურათებელი.

მიქაელიანი სერგეი - კინოსა და თეატრის რეჟისორი, წარმოშობით სომეხი, მოღვაწეობდა „მოსფილმში“ (დაიბადა 1923 წელს).

მიქაელ კირულარიოსი - კონსტანტინოპოლის პატრიარქი (დაახლოებით 1000 - 1058 წწ).

მიქაელ მაღლაკელი - XII საუკუნის I ნახევრის მხატვარი.

მიქაელ მოდრეკილი - X საუკუნის ქართველი პოეტი-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი.

მიქაელ მწერალი - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი.

მიქაელ საბაწმიდელის წამება - IX საუკუნის ქართული ჰაგიოგრაფიული პოეტური ძეგლი. ამბავი ხდება VII საუკუნის მიწურულს.

მიქაელ ულუმბოელი (ერისკაცობაში კონსტანტინე) - საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი.

მიქაელ ფსელოსი (ერისკაცობაში კონსტანტინე) - ბიზანტიის სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი (1018 - 1078/1096 წწ).

მიქაელ ქონიატე - ბიზანტიელი მწერალი (დაახლოებით 1138-1222 წწ).

მიქავა - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

მიქავა უტუ - სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-57 წწ) მეთაური (1812-1878 წწ).

მიქანცული - იგივეა, რაც მოქანცული.

მიქატაძე შოთა - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1905-1979 წწ).

მიქატაძე დიმიტრი (ჯუნა) - მოქანდაკე (დაიბადა 1932 წელს).

მიქაშავიძე ნიკოლოზ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში (1909-1990 წწ).

მიქაძე გუგ- მოქანდაკე (დაიბადა 1927 წელს).

მიქაძეები - XVII-XVIII საუკუნეების ქართველ კალიგრაფთა საგვარეულო.

მიქელა - ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდბის მოთხრობის მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ელდარ შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე რეხვიაშვილი. კომპოზიტორი - ირაკლი გეჯაძე. მთავარ როლებში: გრიგოლ ტყაბლაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე.

მიქელანჯელო ბუონაროტი (მიქელანჯელო დი ლოდოვიკო დი ლიონარდო დი ბუონაროტო სიმონი) - იტალიელი მოქანდაკე, ფერმწერი, არქიტექტორი და პოეტი (1475-1564 წწ).

მიქელაძე გიორგი - რეჟისორი და თეატრალური მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1892-1974 წწ).

მიქელაძე დავით (დათა) - იხილე მეველე.

მიქელაძე ევგენი - დირიჟორი, პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1903-1937 წწ).

მიქელაძე ვახტანგ - კინორეჟისორი (დაიბადა 1936 წელს).

მიქელეფონი - სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (ტობანიერის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 150 მეტრი. ვანიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 524 ადამიანი.

მიქელი

1) IX საუკუნის ქართველი მოღვაწე, წარმოშობით შავშეთელი.

2) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 951-955 წლებში.

3) იმერეთის მეფე 1327-29 წლებში, დავით VI ნარინის ძე.

მიქელიანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (გრემისხევის თემის საკრებულო), ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 940 მეტრი, დუშეთიდან - 27 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 75 კაცი.

მიქელ პარეხელი - პარეხის მონასტრის ამშენებელი და მისი პირველი წინამძღვარი.

მიქელრიფში - სოფელი გაგრის მუნიციპალიტეტში.

მიქელწმინდა - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

მიქელწყარო - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

მიქიაშვილი ბიძინა - სპორტსმენი (ძალოსნობა, 83, 85 კგ). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1996). ევროპის ჩემპიონატებში აკვრაში მოგებული აქვს მცირე ოქროს (1996) და მცირე ბრინჯაოს (1995) მედლები (დაიბადა 1968 წელს).

მიქირავებული - რაც მიაქირავეს.

მიქლიო (Cantharellus cibarius) - მკრთალი ყვითელი ფერის საჭმელი სოკო, იზრდება ტყეებში, ჩვეულებრივ, ჯგუფ-ჯგუფად.

მიქოიანი ანასტას - საბჭოთა ეპოქის პოლიტიკური მოღვაწე, 1964-65 წლებში სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1895-1978 წწ).

მიქოიანი არტემ - ავიაკონსტრუქტორი, საინჟინრო ჯარების გენერალ-პოლკოვნიკი (1905-1970 წწ).

მიქოიან-შაჰარი - რუსეთის ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ქალაქ ყარაჩაევსკის სახელი 1929-44 წლებში.

მიქსათი კალმან - უნგრელი მწერალი (1847-1910 წწ).

მიქსბორდერი (ინგლ.) - მებაღეობაში: დეკორატიული მცენარეების, ყვავილების მრავალ მწკრივად დარგვა, ისე რომ ყვავილობა გრძელდებოდეს ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე განუწყვეტლივ.

მიქსერი (ინგლ.)

1) მეტალურგიული ჭურჭელი (100-იდან 2500 ტონამდე ტევადობისა), რომელშიც გროვდება ბრძმედიდან გამოსული თხევადი თუჯი (შემდგომი გადამუშავების მიზნით ფოლადსადნობ აგრეგატებში).

2) ელექტრული ხელსაწყო ცომის, კრემის, პიურეს, კოქტეილის მოსამზადებლად, კვერცხის ასათქვეფად და სხვა.

მიქსინები - ხერხემლიანი ცხოველების ქვეკლასი მრგვალპირიანთა კლასისა.

მიქსობაქტერიები (ბერძ.) - ლორწოვანი ბაქტერიები, ჩვეულებრივ ჩხირები, რომლებიც გაერთიანებული არიან და ქმნიან ლორწოვან მასას, ბინადრობენ ნიადაგში, ნაკელში, მცენარეულ ნარჩენებში და მონაწილეობენ მათ აერობულ დაშლაში.

მიქსომა (ბერძ.) - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლორწოს უხვად შემცველი შემაერთებელი ქსოვილისგან.

მიქსომატოზი - ბოცვრების (შინაური კურდღლების) მწვავე ვირუსული დაავადება.

მიქსომიცეტები (ბერძ.) - სოკოსმაგვარი უქლოროფილო ლორწოვანი ორგანიზმები, უმეტესობა საპროფიტები არიან, ზოგიერთები - კულტურული მცენარეების დაავადებათა გამომწვევნი.

მიქსტი (ლათ.)

1) სხვადასხვა დანიშნულების ვაგონებისაგან შედგენილი მატარებელი.

2) სხვადასხვა კლასის კუპეებისაგან შემდგარი ვაგონი.

3) ჩოგბურთში (ქალისა და ვაჟის) შერეული წყვილი.

მიქსტურა (ლათ.) - დასალევი წამალი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ნივთიერების ნარევს.

მიქშირება - ხმის ოპერატორის მიერ ბგერის დონის რეგულირება ხმის ჩაწერის ან რადიოთი მუსიკალური გადაცემის დროს, საჭიროა ცალკეული საკრავის ან საკრავთა ჯგუფის ბგერადობის გამოსაყოფად.

მიქცევა - ზღვის დონის პერიოდული დაწევა, დაკლება, უკუქცევა.

მიქცევ-მოქცევა - მიქცევა და მოქცევა.

მიქცეული

1) მიბრუნებული, მიმართული რამესკენ, ვინმესკენ.

2) მიპყრობილი.

მიღებული

1) რაც მიიღეს.

2) ჩვეულებით, ტრადიციით დამკვიდრებული, დაწესებული, დაკანონებული.

3) ვინც მიიღეს სადმე.

4) დაფასებული, მოწონებული.

მიღმა - რისამე იქით, მეორე მხარეს.

მიღრეცილ-მოღრეცილი - მრუდე, დაღრეცილი.

მიღწევა - წარმატება.

მიღწეული

1) ვინც, რამაც მიაღწია რასმე.

2) რასაც მიაღწიეს.

მიყენებული - რაც მიაყენეს რასმე, ვისმე.

მიყვანილი

1) ვინც, რაც მიიყვანეს სადმე, ვინც ვისმე მიუყვანეს.

2) ვინც მიიყვანეს.

მიყვან-მოყვანა - მიყვანა და მოყვანა.

მიყიდული - რაც მიჰყიდეს ვისმე.

მიყინული - რაც მიეყინა, ზედ გაყინული.

მიყოლებული - უშუალოდ რისამე შემდეგ განლაგებული, გაყოლებული.

მიყრდნობილი - ვინც მიეყრდნო რასმე, ვისმე.

მიყრილი

1) რაც მიყარეს, მიაყარეს ან მიუყარეს.

2) რაც სადმე მიეყარა.

3) (გადატანით) უპატრონოდ, უყურადღებოდ მიტოვებული.

მიყრილ-მოყრილი - რაც მიყარ-მოყარეს, აქეთ-იქით უწესრიგოდ დაყრილი.

მიყრუებული

1) უხმაურო, წყნარი, მიყუჩებული.

2) ცენტრს ძალიან დაშორებული, მივარდნილი.

3) მისუსტებული ხმა.

მიყუდებული - რაც მიაყუდეს, ვინც მიეყუდა, მიყრდნობილი, მიბჯენილი.

მიყუჟული - ვინც, რაც მიიყუჟა, მიკუნჭული.

მიყუჩებული - ვინც, რაც მიყუჩდა.

მიშელი ლუიზ - ფრანგი რევოლუციონერი ქალი, მწერალი (1830-1905 წწ).

მიშენებული - რაც მიაშენეს რასმე.

მიშვებული - რაც, ვინც მიუშვეს.

მიშველაძე რევაზ - მწერალი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დაიბადა 1940 წელს).

მიშველი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მიშვერილი - რაც მიუშვირეს.

მიშკარბაში (მისკარბაში) - სამონადირეო უწყების მაღალი მოხელე ქართლ-კახეთის სამეფოში.

მიშკინი - ქალაქი რუსეთის იაროსლავლის ოლქში.

მიშკოლცი - ქალაქი უნგრეთში. ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).

მიშლე ჟიულ - ფრანგი ისტორიკოსი (1798-1874 წწ).

მიშლილ-მოშლილი - არეულ-დარეული, აწეწილ-დაწეწილი.

მიშნა - ებრაელთა საღვთო წიგნის, თალმუდის უძველესი ნაწილი.

მიშო ანრი - ფრანგი პოეტი და მხატვარი (1899-1984 წწ).

მიშტეკები - ინდიელი ხალხი მექსიკაში.

მიშტერებული

1) რაც მიაშტერეს რასმე, ვისმე.

2) ვინც მიაშტერდა რასმე, ვისმე.

მიშულინი სპარტაკ - რუსი მსახიობი, მოღვაწეობს მოსკოვის სატირის თეატრში (დაიბადა 1926 წელს).

მიშუქებული - რასაც მიაშუქეს.

მიშხეფებული - რაც მიაშხეფეს ან მიეშხეფა, მისხურებული.

მიჩელი - მწვერვალი აშშ-ში, აპალაჩის მთებში (2037 მეტრი).

მიჩელი ედგარ - ამერიკელი კოსმონავტი-მფრინავი, 1971 წელს «აპოლონ-14»-ით დაეშვა მთვარის ზედაპირზე (დაიბადა 1930 წელს).

მიჩელი მარგარეტ - ამერიკელი მწერალი ქალი (1900-1949 წწ).

მიჩელი პიტერ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1920-1992 წწ).

მიჩელი ტომას - ინგლისელი ავსტრალიის მკვლევარი (1792-1855 წწ).

მიჩელი უესლი კლერ - ამერიკელი ეკონომისტი და სტატისტიკოსი (1874-1948 წწ).

მიჩელი ჯონ - ირლანდიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1815-1875 წწ).

მიჩელრიხი აილჰარდ - გერმანელი ქიმიკოსი (1794 - 1863 წწ).

მიჩემებული - რაც მიიჩემეს, დაჩემებული.

მიჩენილი - რაც, ვინც მიუჩინეს.

მიჩერებული

1) ვინც მიაჩერდა, ვინც მისჩერებია ვისმე, რასმე.

2) (გადატანით) ვისიმე იმედით მყოფი, ვისიმე მოიმედო, შემყურე.

მიჩვეული - ვინც, რაც მიაჩვიეს ან მიეჩვია რასმე, შეჩვეული.

მიჩიგანი

1) ტბა დიდი ტბების სისტემაში (აშშ).

2) შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 251,5 ათასი, კვ.კმ. მოსახლეობა - 9,5 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ლანსინგი.

მიჩინსკი ტადეუშ - პოლონელი მწერალი-სიმბოლისტი (1873-1918 წწ).

მიჩმანი (ინგლ.)

1) ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტში: ზემდეგთა შემადგენლობის უმაღლესი წოდებულება.

2) მეფის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში: ოფიცრის პირველი ჩინი, ამ ჩინის მქონე პირი.

მიჩნეული - რაც, ვინც მიიჩნიეს რადმე, ჩათვლილი, აღიარებული.

მიჩოაკანი - შტატი მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - მორელია.

მიჩომბერო მიშელ - ბურუნდის სახელმწიფო მოღვაწე (დაიბადა 1940 წელს).

მიჩულული - მიმალული, მიჩქმალული.

მიჩუმათებული (საუბ.) - რაც მიაჩუმათეს.

მიჩუმებული - ვინც, რაც მიჩუმდა.

მიჩურინი ივან - რუსი სელექციონერი, ბოტანიკოსი (1855-1935 წწ).

მიჩურინსკი (1932 წლამდე კოზლოვი) - ქალაქი რუსეთის ტამბოვის ოლქში (120 ათასი).

მიჩქმალული - რაც მიჩქმალეს.

მიჩხლართულ-მოჩხლართული (საუბ.) - სახელდახელოდ მოწნული.

მიცარი - დიდი დათვის თანავარსკვლავედის 2,0 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი.

მიცელა (ლათ.) - ელექტრულად დამუხტული კოლოიდური ნაწილაკი.

მიცელიუმი (ბერძ.) - (ბოტან.) ვეგეტატიური სხეული, რომელიც შედგება უწვრილესი განშტოებული ძაფებისაგან.

მიცემითი (მიცემითი ბრუნვა) - (გრამატ.) სახელის ერთ-ერთი ფორმა, მისი ნიშანია -ს.

მიცემული

1) რაც მისცეს.

2) ვინც მისცეს სადმე, რამეში.

3) ვინც მიეცა რასმე.

მიცეტი (ბერძ.) - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს სოკოებთან, საფუვრებთან დაკავშირებულს.

მიცვალებული - გარდაცვლილი ადამიანი, ცხედარი.

მიცკევიჩი ადამ - პოლონელი პოეტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1798 - 1855 წწ).

მიცოტაკისი კონსტანტინოს - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 1990-93 წლებში (დაიბადა 1918 წელს).

მიცუბისი - იატარო ივასაკის მიერ 1873 წელს დაარსებული იაპონური საფინანსო-სამრეწველო ჯგუფი.

მიცუბისი-მოტორსი - კორპორაცია „მიცუბისიში“ შემავალი მძიმე მრეწველობის განყოფილება. ძირითადად აწარმოებს ავტომობილებს. პირველი ავტომობილი გამოშვებულ იქნა 1917 წელს.

მიცურებული - ვინც, რაც მიაცურეს ან მიცურდა.

მიცუცქებული - ვინც, რაც მიცუცქდა.

მიძალებული - იგივეა, რაც დაძალებული.

მიძინება ღვთისმშობლისა - ქრისტიანული ტრადიციით, ღვთისმშობელი მარიამის გარდაცვალება იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ.

მიძინების ტაძარი (მოსკოვის კრემლისა) - XV საუკუნის რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი.

მიძინებული - ვინც, რამაც მიიძინა.

მიძოგუტი კენძი - იაპონელი კინორეჟისორი (1898-1956 წწ).

მიძღვნა

1) ჟანრი პოეზიასა და პუბლიცისტიკაში - მიმართვა ვინმესადმი.

2) წარწერა მხატვრულ ნაწარმოებზე.

მიძღვნილი - რაც მიუძღვნეს ვისმე, რასმე.

მიწა

1) დედამიწის ქერქის ზედა ფენა, ნიადაგი.

2) რუხი ფერის ფხვიერი ნივთიერება, რომელიც დედამიწის ქერქის შემადგენლობაში შედის.

3) იგივეა, რაც დედამიწა.

4) მიწა-წყალი, სამშობლო.

5) ხმელეთი.

მიწაბოგირა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (მელაურის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 35 მეტრი, სამტრედიიდან - 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 960 კაცი.

მიწადასაყრელი - წყევლაა: სასიკვდილე, მოსასპობი.

მიწავაშლა (Helianthus tuberosus) - ბალახოვანი მცენარე, აქვს მაღალი ღერო წვერზე ყვითელყვავილიანი კალათებით, მიწის ქვეშ იკეთებს კარტოფილის მსგავს ტუბერებს, რომელთაც იყენებენ საქონლის საკვებად.

მიწათმომწყობი - მიწათმოწყობის სპეციალისტი.

მიწათმოქმედება - მიწის დამუშავება სასოფლო-

სამეურნეო მცენარეების მოყვანის მიზნით.

მიწათმოქმედი - ადამიანი, რომელიც მიწათმოქმედებას მისდევს.

მიწათმოწყობა - მიწის სარგებლობის მომწესრიგებელ ღონისძიებათა სისტემა.

მიწათმფლობელი - მიწის კერძო მესაკუთრე, მიწის მფლობელი.

მიწათმფლობელობა - მიწის მფლობელობა, მიწის საკუთრება.

მიწათსარგებლობა - მიწით სარგებლობა.

მიწანარევი - რასაც მიწა ურევია.

მიწაყარა - ქუდიანი სოკო რძიანი სოკოების გვარისა.

მიწაყრილი - დაყრილი მიწისაგან შემაღლებული ადგილი.

მიწაწითელი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მაღლაკის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან - 85 მეტრი, წყალტუბოდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 504 კაცი.

მიწა-წყალი

1) სახნავ-სათესი მიწა, ადგილ-მამული.

2) ქვეყნის მიწა, ტერიტორია.

მიწებებული - წებოთი მიკრული, მიმაგრებული.

მიწევ-მოწევა - იგივეა, რაც გაწევ-გამოწევა.

მიწერილი

1) რაც მისწერეს.

2) რაც მიაწერეს, მინაწერი.

3) ვინც მიაწერეს, მიმაგრებული.

მიწერილობა - ოფიციალური ხასიათის წერილობითი განკარგულება.

მიწერ-მოწერა - ერთმანეთში წერილების გაცვლა-გამოცვლა, ერთმანეთთან წერილობითი ურთიერთობა.

მიწეული - რაც მისწიეს.

მიწეულ-მოწეული - რაც მისწი-მოსწიეს.

მიწვდენილი - რაც მიაწვდინეს.

მიწვდილი - იგივეა, რაც მიწოდებული.

მიწვეული - ვინც მიიწვიეს.

მიწიანი - რასაც მიწა ურევია, რასაც მიწა აყრია.

მიწიერი - ამ ქვეყნისა, ამქვეყნიური, მატერიალური.

მიწისზედა - რაც დედამიწის ზედაპირზეა, რაც დედამიწის ზედაპირზე ხდება.

მიწისმზომელი (ძვ.) - მიწის აზომვა-გამიჯვნისა და მიწათმოწყობის სპეციალისტი.

მიწისფერი - რაც ფერით მიწას მოგვაგონებს, რუხი.

მიწისქვეშა - რაც დედამიწის ზედაპირის ქვეშაა, რაც მიწის ქვეშ ხდება.

მიწისქვეშეთი (წიგნ.) - მიწისქვეშა გამოქვაბული ან რაიმე ნაგებობა.

მიწისძვრა - დედამიწის ქერქის ძლიერი რყევა.

მიწიშვილი (წიგნ.) - მოკვდავი, ადამიანი, ადამიანიშვილი.

მიწიშვილი ნიკოლო (ნამდვილი გვარი სირბილაძე) - მწერალი (1896-1937 წწ).

მიწობი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

მიწოდებული - რაც მიაწოდეს.

მიწოლილი - ვინც, რაც მიაწვა რასმე, ვისმე.

მიწური - მიწაში გაკეთებული სადგომი, ბინა.

მიწურული

1) რაც მიიწურა.

2) ბოლო, დასასრული.

მიწყნარებული - ვინც, რაც მიწყნარდა.

მიწყობილი - რაც მიაწყვეს, ერთმანეთის მიყოლებით დაწყობილი.

მიწყული - რაც მიუწყეს ვისმე.

მიჭედებული - რაც მიაჭედეს.

მიჭეჭყილი - რაც მიჭეჭყეს.

მიჭვრიტანა (მიჭვრიტინა) (ძვ.) - სარკე.

მიჭრილ-მოჭრილი - უწესრიგოდ დაჭრილი.

მიჭუტული - იგივეა, რაც მოჭუტული.

მიხა - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - მერაბ კოკოჩაშვილი. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი გერსამია. კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლებში: მანანა ბახტაძე, ზურაბ ქაფიანიძე, მიხეილ ჩუბინიძე, ავთანდილ მახარაძე, ალექსანდრე კუპრაშვილი, ეკატერინე ვერულეიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი.

მიხაილიჩენკო ალექსეი - უკრაინელი ფეხბურთელი, თამაშობდა კიევის „დინამოში“ (1983-90 წწ) და იტალიის და შოტლანდიის კლუბებში (დაიბადა 1963 წელს).

მიხაილიჩენკო ივან - მფრინავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1920-1982 წწ).

მიხაილ ნუაიმე იბნ იუსუფ - არაბი (ლიბანი) მწერალი (1889-1980 წწ).

მიხაილოვგრადი - ბულგარეთის ქალაქ მონტანას სახელი 1945-93 წლებში.

მიხაილოვი ბორის - XX საუკუნის 60-70-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი რუსი ჰოკეისტი, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1944 წელს).

მიხაილოვი მაქსიმ - ოპერის რუსი მომღერალი, ბანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1893-1971 წწ).

მიხაილოვიჩი დრაგოსლავ - სერბი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

მიხაილოვკა - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში (60 ათასი).

მიხაილოვო - ქალაქი რუსეთის რიაზანის ოლქში.

მიხაილოვსკი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

მიხაილოვსკი სტოიან - ბულგარელი მწერალი (1856-1927 წწ).

მიხაილოვ სტოიანი კონსტანტინ ივანოვ - ბულგარელი მომღერალი, თეატრალური მოღვაწე (1853-1914 წწ).

მიხაკ-დარიჩინი - მიხაკი და დარიჩინი.

მიხაკი

1) (Dianthus caryophyllus) ბაღის მრავალწლოვანი მცენარე, აქვს წვრილი ღერო, ვიწრო ფოთლები და სურნელოვანი მსხვილი ყვავილი. ამ მცენარის ყვავილი.

2) გავრცელებული სურნელოვანი სანელებელი, ტროპიკული ხის გამხმარი კოკრები.

მიხაკისფერი - იგივეა, რაც ყავისფერი.

მიხალკოვი ნიკიტა - რუსი მსახიობი და კინორეჟისორი (დაიბადა 1945 წელს).

მიხალკოვი სერგეი - რუსი მწერალი (1913-2009 წწ).

მიხალკოვ-კონჩალოვსკი ანდრეი (ანდრონ) - რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1937 წელს).

მიხალოვსკი პიოტრ - პოლონელი ფერმწერი (1800-1855 წწ).

მიხალჩიშინი ადრიან - უკრაინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1954 წელს).

მიხდილი (ძვ.) - დაკარგული, წართმეული.

მიხედვით - რისამე გათვალისწინებით, რისამე შესატყვისად, შესაბამისად.

მიხეილ თედორეს ძე რომანოვი - რუსეთის პირველი მეფე რომანოვების დინასტიიდან (1596-1645 წწ).

მიხეილ ობრენოვიჩი - სერბიის მთავარი (1823-1868 წწ).

მიხეილ შიშმანი - ბულგარეთის მეფე (გარდაიცვალა 1330 წელს).

მიხელტა - მცენარე დოსკორვასებრთა ოჯახისა, იგივე ძაღლის სატაცური.

მიხვდომა - იგივეა, რაც მიხვედრა.

მიხვედრილი

1) იგივეა, რაც მიმხვდარი.

2) ვისაც ადვილად მიახვედრებენ რასმე, ჭკვიანი, გონიერი.

მიხვედრილობა - მიხვედრილის თვისება.

მიხვეული - იგივეა, რაც მოხვეული.

მიხვეულ-მოხვეული - ბევრი მოსახვევის მქონე, არასწორი, დაკლაკნილი.

მიხვრა-მოხვრა - ადამიანის სხეულის მოძრაობა, სიარულისა და მისთანების დროს.

მიხლაკნილ-მოხლაკნილი - მიხვეულ-მოხვეული, არასწორი.

მიხოელსი (ნამდვილი გვარი ვოვსი) სოლომონ - რუსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1890-1948 წწ).

მიხლა-მოხლა - იგივეა, რაც შეხლა-შემოხლა.

მიხლიკი ვასილი - რუსი მფრინავი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (დაიბადა 1922 წელს).

მიხრა-მოხრა - იგივეა, რაც მიხვრა-მოხვრა.

მიხრახნილი - რაც მიახრახნეს.

მიხრილ-მოხრილი - მიხვეულ-მოხვეული, დაკლაკნილი.

მიხრწნილი (წიგნ.) - ძალიან ბებერი, მეტისმეტად დაუძლურებული ასაკის გამო.

მიხტომ-მოხტომა - მიხტომა და მოხტომა, ერთმანეთზე რიგრიგობით თავდასხმა.

მიხურული - რაც მიხურეს.

მიხურხლული - მჭიდროდ შეჯგუფებული სადმე, უწესრიგოდ მიყრილი.

მიხუტებული - ვინც, რაც მიიხუტეს, ვინც მიეხუტა ვისმე, რასმე.

მიჯაჭვული - ვინც, რაც მიაჯაჭვეს რასმე.

მიჯნა

1) საზღვარი, ზღვარი.

2) საზღვრის ნიშანი, სამანი.

მიჯნაძორი (მიძნაძორი) - შუა საუკუნეების ქართული მონასტერი და კულტურის ცენტრი ისტორიულ კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

მიჯნური (ძვ. წიგნ.) - სიყვარულით, ტრფიალით შეპყრობილი, შეყვარებული.

მიჯნურობა (ძვ. წიგნ.) - ქალ-ვაჟის სიყვარული, ტრფიალება.

მიჯრა

1) ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობა რისამე.

2) მწყობრში მდგომთა დაახლოება ერთმანეთთან, მათ შორის მანძილის შემცირება.

მიჯრილი

1) ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი.

2) მწყობრში ერთმანეთთან მჭიდროდ დამდგარი პირები.

მიჰაი მამაცი - ვლახეთის გოსპოდარი (1558-1601 წწ).

მიჰრაბი (არაბ.) - მეჩეთის კედელში ამოჭრილი ნიშა, რომელიც მექას მხარესაა მიმართული.

მიჰრი ხათუნი თურქი პოეტი ქალი (დაახლოებით 1460-1514 წწ).

1.10 მკ

▲ზევით დაბრუნება


მკა - მწიფე მარცვლეულის ღეროს მოჭრა.

მკაზმავი - წიგნის ყდის მკეთებელი მუშა.

მკათათვე - ივლისის ძველქართული ხალხური სახელწოდება.

მკალავი - ხელოსანი, რომელიც კალავს.

მკაფიო - გარკვეული, გამოკვეთილი, ნათელი, ცხადი.

მკაცრი

1) სასტიკი, ულმობელი.

2) სუსხიანი, მძაფრი.

მკბენარა - რამაც კბენა იცის.

მკბენარი

1) რაც იკბინება.

2) იგივეა, რაც ტილი.

მკედი (ძვ.) - მომსხო ძაფი.

მკეთებელი - ვინც აკეთებს რასმე, გამკეთებელი.

მკეპავი - ვინც კეპავს.

მკერავი - ხელოსანი, რომელიც ტანისამოსს კერავს.

მკერდგანგმირული - ვისაც მკერდი აქვს განგმირული.

მკერდგაღეღილი - ვისაც მკერდი გაღეღილი აქვს.

მკერდდამშვენებული - ვისაც მკერდი აქვს დამშვენებული.

მკერდი - სხეულის წინა ნაწილი ლავიწებიდან მუცლამდე, გულმკერდი.

მკერდსავსე - ვისაც სავსე, მაღალი მკერდი აქვს.

მკერდჩავარდნილი - ვისაც მკერდი ჩავარდნილი აქვს.

მკერვალიძე ნათელა - მომღერალი (ლირიული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1939 წელს).

მკერვლიანი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროს ძველი სახელი.

მკვახე

1) შემოუსვლელი, უმწიფარი ხილი და მისთანები.

2) (გადატანით) უკმეხი, უხეში.

მკვდარი

1) ვინც ან რაც მოკვდა.

2) ადამიანი, რომელიც მოკვდა, მიცვალებული.

3) (გადატანით) უსიცოცხლო, უხალისო, უმოქმედო.

მკვდარი ზღვა - გაუდინარი ტბა მახლობელ აღმოსავლეთში, იორდანიასა და ისრაელში. მდებარეობს ზღვის დონეზე 395 მეტრით დაბლა. მაქსიმალური სიღრმე 355 მეტრი.

მკვდარძაღლი - სალანძღავი სიტყვაა, ძაღლად სახსენებელი მკვდრების პატრონი.

მკვდრეთი (წიგნ.) - მკვდრების სამყოფელი, ძველი სასაფლაო.

მკვდრისფერი - ყვითელ-მწვანე.

მკვებავი - ვინც, რაც კვებავს, მასაზრდოებელი.

მკვეთელი - ვინც, რაც კვეთს, გამკვეთელი.

მკვეთრი - ძალიან მკაფიო, ძლიერი.

მკვესავი - ვინც, რაც კვესავს ან აკვესებს.

მკვეხარა - ვინც იკვეხნის, ბაქია, ტრაბახა.

მკვიდრი

1) ადგილობრივი მუდმივი მცხოვრები.

2) ალალი, ღვიძლი, ნამდვილი.

3) მკვრივი, მაგარი, მტკიცე, მყარი.

მკვირცხლი - ძალიან მოძრავი, ცოცხალი, ცქვიტი.

მკვლევარი - ვინც მეცნიერულ კვლევა-ძიებას ეწევა, მეცნიერი.

მკვლელი - ვინც მოკლა ვინმე, კაცისმკვლელი.

მკვლელობა - ვინმესთვის სიცოცხლის მოსპობა.

მკვნესარე - ვინც კვნესის.

მკვნეტელი - ვინც, რაც კვნეტს რასმე.

მკვრივი - მჭიდრო და მყარი, მტკიცე, მაგარი.

მკივანა - ვისაც, რასაც კივილი სჩვევია.

მკივანი - ვინც, რაც კივის.

მკითხავი - ვისიმე ბედის, მომავლის ვითომც წინასწარ შემტყობი, მარჩიელი.

მკითხაობა - მკითხავის საქმიანობა.

მკითხველი - ვინც კითხულობს, ვისთვისაც განკუთვნილია ესა თუ ის ნაწერი, ნაწარმოები.

მკილავი - იგივეა, რაც გამკილავი.

მკინძავი - წიგნის კინძვის სპეციალისტი მუშა.

მკიცხავი - იგივეა, რაც გამკიცხავი.

მკლავგაყრილი - ვისაც მკლავი აქვს ვინმესთვის გაყრილი, ხელგაყრილი.

მკლავებგაშლილი - ვისაც მკლავები აქვს გაშლილი, განზე გაწეული.

მკლავებდაკაპიწებული - ვისაც მკლავები აქვს დაკაპიწებული.

მკლავი - ხელის ნაწილი მხრის თავიდან მაჯამდე.

მკლავმაგარი - ვისაც მკლავი მაგარი აქვს, ღონიერი.

მკლავპაჭიჭი - მკლავზე წამოსაცმელი, იკეთებენ კაცები მკის დროს, ქალები-პურის ცხობის დროს.

მკლავღონიერი - ღონიერი, მკლავმაგარი.

მკოდავი - ვინც კოდავს.

მკრეფელი - ვინც კრეფს.

მკრეხელი

1) (ძვ.) სარწმუნოების შეურაცხმყოფელი, მწვალებელი.

2) (წიგნ.) პირი, რომელიც შეურაცხმყოფს იმას, რაც ყველას პატივისცემას იწვევს, რაც ყველასათვის წმინდად ითვლება.

მკრეხელობა

1) სარწმუნოების შეურაცხყოფა, მწვალებლობა.

2) (გადატანით) (წიგნ.) შეურაცხყოფა იმისა, რაც ყველასათვის წმინდათაწმიდაა.

მკრეხელური - მკრეხელის დამახასიათებელი, მკრეხელობის ხასიათისა.

მკრთალი - ღია ფერისა, სუსტი, ძნელად გასარჩევი.

მკრთოლავი - რაც კრთის, მოციმციმე, მოკიაფე.

მკრთოლვარე - ცეცხლივით ელვარე (საბა), ბრწყინვალე.

მკრთომი - რაც კრთის, რაც უკრთის.

მკრტიჩ ნაღაში - XIV-XV საუკუნეების სომეხი მწერალი, მხატვარი, კალიგრაფი.

მკრტიჩიანი მღერ (ფრუნზე) - კინოსა და თეატრის სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1930-1993 წწ).

მკუპრავი - ტიკის კეთებისა და მოკუპრვის ოსტატი.

მკურნალი

1) ვინც, რაც კურნავს.

2) (ძვ.) იგივეა, რაც ექიმი.

1.11 მლ

▲ზევით დაბრუნება


მლადა-ბოლესლავი - ქალაქი ჩეხეთში (50 ათასი).

მლანძღველი - ვინც ლანძღავს ვისმე, რასმე.

მლაშე

1) რასაც მარილის გემო აქვს, მარილიანი.

2) მარილიანი ადგილი, მლაშობი.

3) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო)ბაზალეთის პლატოზე, ტბის მახლობლად. ზღვის დონიდან - 960 მეტრი, დუშეთიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 461 კაცი.

4) სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

მლაშეს სამაროვანი - ადრინდელი ფეოდალური ხანის (VI-VII სს.) სამაროვანი სოფელ მლაშესთან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივ ორხევში. გათხარეს 1974 წელს (ლ. წითლანაძე). მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ბრტყელი ქვით ნაგებ ქვაყუთებში. სამარხები კოლექტიური იყო. მიცვალებულების ძვლებთან ერთად აღმოჩნდა გვიანდელი სასანური (V საუკუნე) გემა, რომელზეც ცხოველია გამოსახული, ბრინჯაოს ღეროიანი ქინძისთავი, ბეჭედი, თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვა ნივთები. მასალა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტიტში, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში.

მლაშეს ტბა - ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დიდი აბულის აღმოსავლეთ კალთაზე.

მლაშეწყალი - პერიოდული მდინარე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი.

მლაშობი - მარილების შემცველი, მლაშე ნიადაგი, ბიცი.

მლაშობურა - მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა.

მლეთა - სოფლების ზემო მლეთას და ქვემო მლეთას გავრცელებული სახელწოდება (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

მლესავი

1) მჭრელი იარაღის გამლესავი ხელოსანი.

2) ბათქაშის წამსმელი ხელოსანი, მებათქაშე.

მლეწავი - ვინც ლეწავს.

მლივი (ანატ.) - წვრილი ნაწლავის ნაწილი, რომელიც მოსდევს თორმეტგოჯა ნაწლავს.

მლიქვნელი - ადამიანი, რომელიც ცდილობს უფროსებს ასიამოვნოს, მათ წინაშე თავს იმდაბლებს თავისი პირადი სარგებლობისათვის, მაამებელი

მლიქვნელური - მლიქვნელის დამახასიათებელი.

მლოცავი - იგივეა, რაც მლოცველი.

მლოცველი

1) ვინც ლოცულობს.

2) ვინც ლოცავს, დამლოცველი.

3) იგივეა, რაც შემლოცველი.

1.12 მმ

▲ზევით დაბრუნება


მმალავი - ვინც მალავს რასმე, ვისმე.

მმარგლელი - ვინც მარგლის.

მმართველი

1) რისამე სათავეში მყოფი, ხელმძღვანელი, უფროსი.

2) პირი, რომელიც განაგებს რაიმე დაწესებულების, საწარმოს, მეურნეობის საქმეებს.

მმართველობა - მართვის სისტემა, მართვა, ხელმძღვანელობა, გამგებლობა.

მმარხველ-მლოცველი (ძვ.) - ვინც მარხულობს და ლოცულობს.

მმაჩი - (შემოკლებით) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერი განყოფილება, ქორწინების რეგისტრაცია.

მმუსრავი - იგივეა, რაც შემმუსრავი.

1.13 მნ

▲ზევით დაბრუნება


მნა (დენკარა) - მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედის სამხრეთ კალთაზე.

მნათე - ეკლესიის მსახური, რომლის მოვალეობას შეადგენს სანთლების ანთება, ზარების რეკვა და მისთანები.

მნათი (ძვ) - იგივეა, რაც მანათობელი.

მნათობი

1) ციური მანათობელი სხეული.

2) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

3) ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი; გამოდიოდა 1869-72 წლებში (რედაქტორი - ნ.ავალიშვილი).

4) ყოველთვიური ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი, გამოდის თბილისში 1924 წლიდან.

მნათობიშვილი ნანა - სპორტსმენი (აკრობატიკა). მსოფლიოსა (1980) და ევროპის (1980) აბსოლუტური ჩემპიონი, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1979, 80, 81) და მეორე პრიზიორი (1984), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1980, 81, 82(დაიბადა 1962 წელს).

მნაისისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თერგის მარცხენა შენაკადი.

მნატვრელი - ვინც ნატრობს რასმე.

მნახველი

1) ვინც ნახავს, მხილველი.

2) მომსწრე, გადამტანი.

მნგრეველი - მაღაროს მუშა, რომელიც შახტში მადნის ჩამონგრევაზე მუშაობს.

მნდოიანცი აშოტ - რუსეთში მოღვაწე სომეხი არქიტექტორი (1909-1966 წწ).

მნდომი - ვისაც უნდა რამე, მსურველი.

მნე - პირი, რომელსაც დაწესებულებაში, ორგანიზაციაში აბარია სამეურნეო საქმეები.

მნემონიკა (ბერძ.) - ერთობლიობა წესებისა და ხერხებისა, რომლებიც გამოგონილია საჭირო ცნობების დახსომების გასაადვილებლად.

მნემოსინე (ბერძ.) - ბერძნულ მითოლოგიაში: მეხსიერების ქალღმერთი, რომელსაც ზევსისაგან შეეძინა ცხრა მუზა.

მნემოსქემა (ბერძ.) - მართული ობიექტის პირობითი გამოსახვა სიმბოლოებისა და ინდიკატორების საშუალებით, რომლებიც განლაგებულია პანელებზე და თვალსაჩინოდ უჩვენებს ობიექტის მდგომარეობას ან საწარმოო პროცესს, იყენებენ უპირატესად სადისპეჩერო პუნქტებში.

მნემოტექნიკა (ბერძ.)

1) იგივეა, რაც მნემონიკა.

2) საესტრადო-საცირკო ჟანრი, საგნების სახელწოდებათა გამოცნობა გარკვეული შიფრის მეშვეობით.

მნესიკლე - ძველბერძენი არქიტექტორი (ძვ.წ.აღ. V საუკუნის II ნახევარი).

მნიშეკი მარინა - რუსეთის დედოფალი, სანდომირის (პოლონეთი) ვოევოდას ქალიშვილი, ცრუდიმიტრი I-ის, შემდეგ კი ცრუდიმიტრი II-ის მეუღლე (დაახლოებით 1588-1614).

მნიშვნელი (მათემ.) - გამყოფი, განაყოფის წილადად გამოხატვისას.

მნიშვნელობა

1) ის, რასაც გულისხმობს, აღნიშნავს ესა თუ ის საგანი, აზრი, შინაარსი.

2) ღირებულება, დანიშნულება.

მნიშვნელოვანი - ზომით, ძალით დიდი, საგულისხმო, ანგარიშგასაწევი.

მნიშვნელოვანწილად - მეტწილად, უმეტესად.

მნუშკინა არიანა - თეატრისა და კინოს ფრანგი რეჟისორი ქალი, დრამატურგი და სცენარისტი (დაიბადა 1939 წელს).

მო

1) წინსართი ზმნისა:
ა) აღნიშნავს მიმართულებას იქიდან აქეთ.
ბ) ზმნის უსრულო სახის ფორმას აქცევს სრული სახისად.
გ) აწმყოს ფორმას აძლევს მყოფადის მნიშვნელობას.
დ) ზოგჯერ ზმნას არსებითად უცვლის მნიშვნელობას.

2) ელექტრული წინაღობის ერთეულის - ომის - უკუსიდიდე.

მოა

1) ქალაქი-პორტი კუბის ორიენტეს პროვინციაში.

2) დიდი ზომის (3,5 მეტრი სიმაღლის) ამომწყდარი მორბენალი ფრინველი. გავრცელებული იყო ახალი ზელანდიის კუნძულებზე.

მოაბადი (მოაბატი) - იხილე მოაბიტი.

მოაბი

1) ბიბლიის მიხედვით, მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები ისრაელთა მონათესავე ხალხი.

2) მოაბელთა (ერთ-ერთი ქანაანელი ტომი) ძველი სახელმწიფო; წარმოიშვა ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის II ნახევარში მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე.

მოაბიტი (გერმ. Moabit) - რაიონი ბერლინის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მდებარეობს ცნობილი საპყრობილე.

მოაგარაკე - აგარაკზე დასასვენებლად მყოფი.

მოადგილე - დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწე.

მოადი - სასამართლო პროცესის მონაწილე მხარე XVI-XVIII საუკუნეების საქართველოში.

მოაზრე

1) იგივეა, რაც მოაზროვნე.

2) იგივეა, რაც თანამოაზრე.

მოაზრებული - იგივეა, რაც მოსაზრებული.

მოაზროვნე

1) აზროვნების უნარის მქონე.

2) ღრმა აზროვნების ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.

მოალერსე - ვინც ეალერსება ვისმე, რასმე, ვისაც ალერსი სჩვევია.

მოამაგე - ვისაც ამაგი მიუძღვის, ამაგდარი.

მოამბე

1) ამბის მთქმელი, მაუწყებელი, მაცნე.

2) სხვადასხვა პერიოდულ გამოცემათა სახელწოდება.

მოანგარიშე - სპეციალისტი, რომელიც ანგარიშს აწარმოებს.

მოანდა - იხილე მვანდა.

მოანდერძე - ანდერძის დამტოვებელი.

მოარული

1) მოხეტიალე, მოსიარულე.

2) გადამდები დაავადება.

მოარშიყე

1) იგივეა, რაც არშიყი.

2) ვინც არშიყობს.

მოასპარეზე - ასპარეზობის მონაწილე.

მოაფერნე - კოლხეთის მმართველი ძვ.წ.აღ. II-I საუკუნეების მიჯნაზე.

მოახალშენე (წიგნ.) - ახალშენის მკვიდრი.

მოახლე (ძვ.) - შინამოსამსახურე ქალი.

მოახლეობა (ძვ.) - მოახლედ ყოფნა.

მოახლოებული - ვინც, რაც მოახლოვდა.

მოაჯირი - კიბის, აივნის, ხიდის და მისთანების ნაპირზე გავლებული დაბალი ზღუდე.

მოაჯირიანი - რასაც მოაჯირი აქვს.

მობაასე - ვინც ბაასობს, მოსაუბრე.

მობათქაშებული - ბათქაშით გალესილი.

მობალახე - რაც ბალახობს, მძოვნელი.

მობანავე - ვინც ბანაობს.

მობანე - ბანის მთქმელი.

მობანილი - რაც მოჰბანეს.

მობარებული - რაც მოაბარეს.

მობაჯბაჯე - ვინ, რაც ბაჯბაჯებს, მობაჯბაჯებს.

მობედი (სპარს.) - სასულიერო პირების სახელწოდება შუა აზიის, აზერბაიჯანისა და სპარსეთის ადრინდელ რელიგიაში - ზოროასტრიზმში.

მობეზრებული - რაც, ვინც მობეზრდათ.

მობეჟი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სამბრზე (35 ათასი).

მობერებული - ვინც მობერდა.

მობიბინე - რაც ბიბინებს.

მობიდანი - ქართლის მთავარეპისკოპოსი V საუკუნის 30-იან წლებში.

მობილი

1) მდინარე აშშ-ში, ერთვის ატლანტის ოკეანის მექსიკის ყურეს.

2) ქალაქი-პორტი აშშ-ს ალაბამას შტატში (200 ათასი).

3) (ფრანგ.) - ხელოვნების ნაწარმოები, მოძრავი ნაგებობა, ჩვეულებრივ მსუბუქი ლითონისა და პლასტიკებისა, ფორმას იცვლის ჰაერის მოძრაობის შედეგად ან მექანიკურ მოწყობილობათა დახმარებით, წარმოქმნის სხვადასხვაგვარ სინათლის, ბგერითსა და ფერად ეფექტებს.

მობილიზაცია (მობილიზება) (ფრანგ.)

1) თადარიგის სამხედრო ვალდებულთა გაწვევა ნამდვილ სამხედრო სამსახურში ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

2) მშვიდობიანობის დროს არსებული ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადაყვანა საომარი დროის ორგანიზაციასა და შემადგენლობაზე.

3) სახალხო მეურნეობის ყველა დარგის გადაყვანა საომარ მდგომარეობაზე.

4) (გადატანით) ძალების ან სახსრების თავმოყრა რაიმე ამოცანის, მასობრივი ღონისძიების წარმატებით შესასრულებლად.

მობილური

1) გადასატანი, გადაადგილების საშუალების მქონე ნივთი, ხელსაწყო.

2) მოძრავი.

3) გავრცელებული სახელი ფიჭური კავშირგაბმულობის ტელეფონებისა.

მობინადრე

1) ვისაც ბინა უჭირავს, ბინის დამქირავებელი.

2) მცხოვრები, მოსახლე, ბინადარი, მკვიდრი.

მობიოჟი - ქალაქი საფრანგეთის ნორის დეპარტამენტში.

მობმული - რაც მოაბეს ან მოება, შებმული.

მობნელო - ოდნავ ბნელი.

მობნეული - რაც მოიბნა.

მობოშებული - რაც მობოშდა.

მობრალული (ძვ. და კუთხ.) - იგივეა, რაც შემბრალებელი.

მობრაწული - დაბრაწული, შებრაწული.

მობრეცილი - იგივეა, რაც მოღრეცილი.

მობრუნება - მოტრიალება, სახის უკან შექცევა.

მობრუნებული - ვინც, რაც მობრუნდა.

მობრჭყვიალე - რაც ბრჭყვიალებს.

მობუზული - ვინც, რაც მოიბუზა.

მობურთავე - ბურთის მოთამაშე.

მობურთალი - იგივეა, რაც მობურთავე.

მობურული

1) რაც მოიბურა, ბურით დაფარული.

2) ვინც რამე მოიბურა, მოხვეული.

მობუტბუტე - ვინც ბუტბუტებს.

მობუტუ (სრული სახელი მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა) - ზაირის (ახლანდელი კონგოს) პრეზიდენტი 1965-97 წლებში (1930-1997 წწ).

მობუტუ-სესე-სეკო (1973 წლამდე ალბერტი) - ტბა კონგოსა და უგანდის საზღვარზე.

მობუღრავე - რაც ბუღრაობს.

მობღუნძული - ვინც, რაც მოიბღუნძა.

მობჯენილი - რაც მოებჯინა.

მოგადიშო (მოგადიშუ) - სომალის დედაქალაქი და მთავარი პორტი. დაარსებულია არაბი კოლონიზატორების მიერ XII საუკუნეში; ქვეყნის დედაქალაქად 1960 წელს გამოცხადდა (700 ათასი).

მოგადორი - იხილე ელ-სუვაირა.

მოგამი - მდინარე იაპონიაში, ერთვის იაპონიის ზღვას.

მოგდებული

1) რაც მოაგდეს.

2) რაც მოიგდეს.

მოგება

1) თანხა, რომლითაც შემოსავალი გასავალს აჭარბებს.

2) მოგებული თანხა ან ნივთი.

მოგებიანი - მოგების მომცემი.

მოგებული

1) რაც მოიგეს.

2) ვინც მოიგო.

3) ვინც გონს მოეგო.

4) რაც მოაგეს, დაგებული.

მოგერიებული - ვინც, რაც მოიგერიეს.

მოგვარე - ვინმესთან საერთო გვარის მქონე.

მოგვარებული - რაც მოგვარდა.

მოგვერდი - ჭიდაობის ფანდი, მოპირდაპირის თეძოზე გადმოგდება.

მოგვთა ხიდი - იხილე პომპეუსის ხიდი.

მოგვი

1) ზოროასტრული რელიგიის მღდემსახური, ცეცხლმსახურთა ქურუმი.

2) ვარსკვლავთმრიცხველი, გრძნეული, მისანი.

მოგვიანებით - ცოტა გვიან, საკმაოდ გვიან.

მოგვიანებული - ვისაც, რასაც მოუგვიანდა.

მოგვილი - რაც მოგავეს.

მოგვრილი - ვინც, რაც მოჰგვარეს.

მოგზავნილი - ვინც მოგზავნეს.

მოგზაური - პირი, რომელიც მოგზაურობს.

მოგზაურობა - სხვადასხვა ქალაქში, ქვეყანაში სიარული, მგზავრობა.

მოგიზგიზე - რაც გიზგიზებს.

მოგილევი - ქალაქი ბელორუსში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (370 ათასი).

მოგილევ-პოდოლსკი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში (35 ათასი).

მოგირი

1) მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დღვაბის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

მოგლეჯილი - რაც მოგლიჯეს ან მოიგლიჯა.

მოგოგმანე - ვინც, რაც გოგმანებს, გოგმანით მავალი.

მოგოლები (დიდი მოგოლები) - ინდოეთის მმართველთა დინასტია მე-16-19 საუკუნეებში.

მოგოლისტანი (მოგულისტანი) - ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც XIV საუკუნის 40-აიანი წლების ჩაღათას ულუსის დაშლის შემდეგ დააარსა ჩინგიზ ყაენის შთამომავალმა თემურმა.

მოგონება - მეხსიერებაში აღდგენილი წარსული.

მოგონებული - რაც, ვინც მოიგონეს ან მოაგონდათ, გახსენებული.

მოგონილი - რაც მოიგონეს ან მოუგონეს, არანამდვილი, შეთხზული.

მოგოჩა - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

მოგრეხილი - რაც მოგრიხეს ან მოიგრიხა.

მოგროვებული, მოგროვილი - რაც, ვინც მოაგროვეს ან მოგროვდა.

მოგრძო - რასაც სიგრძე ეტყობა, ოდნავ გრძელი.

მოგუაშირხა - მწვერვალი მესტიისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სვანეთ-ჩხალთის ქედზე.

მოგუბებული - თვალზე მომდგარი ცრემლი.

მოგუგუნე - რაც გუგუნებს.

მოგუდული - ვინც, რაც მოგუდეს ან მოიგუდა.

მოგუზგუზე - რაც გუზგუზებს.

მოდა (ფრ.)

1) ამა თუ იმ საზოგადოებრივი წრისათვის გარკვეულ ხანაში დამახასიათებელი გემოვნება ჩაცმა-დახურვის, ქცევის წესები და სხვა.

2) ასეთი გემოვნების შესაფერი ტანსაცმელი.

მოდავე - ვინც დავობს, ედავება ვისმე, მოცილე.

მოდალური (ლინგვ.) - რაც მოდალურობას გამოხატავს.

მოდალურობა (ლათ.)

1) (ლინგვ.) გრამატიკული კატეგორია, რომელიც აღნიშნავს მეტყველების შინაარსის დამოკიდებულებას სინამდვილისადმი, გამოიხატება ზმნის სხვადასხვა კილოს ფორმებით, ინტონაციით, ჩართული სიტყვებით და მისთანებით.

2) ლოგიკაში - კატეგორია, რომელიც გამოხატავს მსჯელობის უეჭველობის ხარისხს.

მოდარაჯე - ვინც, რაც დარაჯობს.

მოდარბაზე (ისტ.) - დარბაზის წევრი, კარისკაცი.

მოდგმა - გვარი, შთამომავლობა, თაობა.

მოდგმული - რაც მოადგეს.

მოდებაძე ნოდარ - მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, +100 კგ). მსოფლიოს თასის მფლობელი (1974), ევროპის ჩემპიონი (1973), სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1977) (დაიბადა 1950 წელს).

მოდებული - რაც მოსდეს, მოადეს ან მოედო.

მოდეგა - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

მოდელი (ფრანგ.)

1) რაიმე ნაკეთობის სანიმუშო ეგზემპლარი, ნიმუში რისამე დასამზადებლად.

2) რაიმე საგნის შემცირებული ნიმუში ან სქემა.

3) რაიმე კონსტრუქციის ტიპი, მარკა, ნიმუში.

4) საგანი, რომელიც წარმოადგენს მასალას, ნატურას მხატვრისათვის.

5) ნიმუში, რომლიდანაც იღებენ ფორმას საგნის ჩამოსასხმელად.

მოდელი ვალტერ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1891-1945 წწ).

მოდელიერი (მოდელიორი) (ფრანგ.) - რაიმე ნაკეთობის სანიმუშო ეგზემპლარის (მოდელის) დამზადების სპეციალისტი.

მოდელიზმი (სპორტული მოდელიზმი) - საფრენი აპარატების, ავტომობილების, გემების, ლოკომოტივებისა და ტრანსპორტის სხვა საშუალებათა მოქმედი სასტენდო მოდელების კონსტრუირება და აგება (სპორტული შეჯიბრებებისა და დემონსტრირებისათვის).

მოდელირება

1) რისამე მოდელის დამუშავება, რისამე მოდელის გაკეთება.

2) მოდელებზე წარმოებული გამოკვლევა ისეთი პროცესებისა და კონსტრუქციებისა, რომელთა შესწავლა ბუნებრივ პირობებში მოუხერხებელია.

მოდელისტი

1) მოდელიზმის მიმდევარი.

2) იგივეა, რაც მოდელიერი.

მოდემი (ინგლ.) - მოწყობილობა ინფორმაციის გასაცვლელად კომპიუტერებს შორის.

მოდენა - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).

მოდენა გუსტავო - იტალიელი მსახიობი (1803-1861 წწ).

მოდენილი

1) რაც მოედინება.

2) რაც მოიდინეს.

3) რაც, ვინც მოდენეს, მორეკილი.

მოდერადოსი - მემარჯვენე ლიბერალების პარტია ესპანეთში 1820-68 წლებში.

მოდერატო (იტალ.) - (მუს.) ზომიერი ტემპით, აუჩქარებლად დაკვრა.

მოდერატორი (ლათ.)

1) ხმის ძალის სარეგულირებელი მოწყობილობა კლავიშიან მუსიკალურ საკრავებში.

2) მანქანის სვლის შესანელებელი მოწყობილობა.

მოდერნი (ფრანგ.)

1) მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის არქიტექტურასა და გამოყენებით ხელოვნებაში: დეკადენტური მხატვრული სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ღვლარჭნილობა, მანერულობა, ეკლექტიზმი.

2) (საუბ.) თანამედროვე მოთხოვნილებისა და გემოვნების შესაფერი რამ.

მოდერნიზატორი - პირი, რომელიც რისამე მოდერნიზაციას ახდენს.

მოდერნიზაცია (მოდერნიზება) (ფრანგ.)

1) რისამე შეცვლა თანამედროვე მოთხოვნილებისა და გემოვნების შესაბამისად, კერძოდ, განახლება ტექნიკური მოწყობილობისა, ტექნოლოგიური პროცესისა.

2) წარსულისათვის მინიჭება მისთვის უჩვეულო, თანამედროვე თვისებისა.

მოდერნიზმი (ფრანგ.) - რეალიზმისადმი მტრულ მიმართულებათა საერთო სახელწოდება ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

მოდერნისტული - მოდერნიზმისა და მოდერნისტის დამახასიათებელი.

მოდერნული - მოდერნთან დაკავშირებული, მოდერნის დამახასიათებელი.

მოდესტინუსი ჰერენიუს - რომაელი იურისტი (III საუკუნე).

მოდზლი ჰენრი - ინგლისელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი (1835-1918 წწ).

მოდი - ძველებრაული საწყაო, გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში; მოგვიანებით საქართველოში იხმარებოდა მიწის სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადის აღსანიშნავად.

მოდიანო პატრიკ - ფრანგი მწერალი (დაიბადა 1945 წელს).

მოდიდებული - რაც მოდიდდა.

მოდიდო - საკმაოდ დიდი.

მოდილიანი ამედეო - იტალიელი ფერმწერი და მოქანდაკე (1884-1920 წწ).

მოდილიანი ფრანკო - იტალიური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, 1985 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (დაიბადა 1918 წელს).

მოდილიონი (ფრანგ.) - (არქიტ.) კონსოლის სახეობა ჩვეულებრივ ლათინური ასო შ-ის მოყვანილობისა, იჭერს კარნიზის გარეთ გამოწეულ ნაწილს.

მოდინახე (მოდიმნახეს ციხე) - გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.

გადმოცემის თანახმად, სასიმამროს პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი, ნახეო.“

სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენჯერმე სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810 წელი) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

მოდნახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა.

1991 წლამდე მოდინახეს კედლები თითქმის სრული სახით იყო შემორჩენილი და მას შვიდი კოშკი ამშვენებდა, მაგრამ ხსენებულ წელს მიწისძვრამ ციხე ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახვლზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ყვირილის ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე.

მოდინახე ცნობილი არქეოლოგოური ძეგლიცაა. ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა.

მოდიმნახეს ციხე - იხილე მოდინახე.

მოდიუსი (ლათ.) - თხევად და ფხვიერ ნივთიერებათა საწყაო, გავრცელებული იყო ძველად, რომში უდრიდა დაახლოებით 9 ლიტრს, არაბეთში - დაახლოებით 40 ლიტრს.

მოდიფიკატორი - მოწყობილობა, რომელიც ცვლის მანქანის მუშაობას.

მოდიფიკაცია (ფრანგ.)

1) საგნის ან მოვლენის ისეთი სახეცვლილება, რომელიც არ ეხება მის არსს.

2) ასეთი სახეცვლილების შედეგად მიღებული საგანი ან მოვლენა.

მოდრეიფე - დრეიფზე მყოფი.

მოდრეკილი - ვინც, რაც მოიდრიკა.

მოდუდუნე - ვინც, რაც დუდუნებს.

მოდულატორი - მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს რხევათა მოდულაციის პროცესს, იყენებენ რადიოგადაცემებში, კინოაპარატებში და სხვა.

მოდულაცია (მოდულირება) (ლათ.)

1) (მუს.) ერთი ტონალობიდან მეორეზე გადასვლა, ბგერის სიმაღლის შეცვლა.

2) (ფიზ.) მაღალი სიხშირის რხევათა შეცვლა უფრო დაბალი სიხშირის რხევებით.

3) ხმოვან კინოში: ბგერის მიერ გამოწვეული ელექტრორხევათა გარდაქმნა სინათლის კონად, რომლის საშუალებითაც ხდება ბგერის ჩაწერა კინოფირზე.

მოდული (ლათ.)

1) ზუსტ მეცნიერებაში, ზოგიერთი კოეფიციენტის სახელწოდება.

2) (მათემ.) რიცხვი, რომელზედაც უნდა გავამრავლოთ ერთი სისტემის ლოგარითმი მეორე სისტემის ლოგარითმის მისაღებად.

3) (არქიტ.) გაზომვის ამოსავალი ერთეული, რომელსაც ადგენენ მოცემული არქიტექტურული ნაგებობისათვის და იყენებენ საზომად შენობის ცალკეული ნაწილების თანაზომიერების დასაცავად.

მოდულისწყალი - მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი.

მოდუნებული - ვინც, რაც მოდუნდა, რაც მოუდუნდათ.

მოდური

1) მოდასთან დაკავშირებული.

2) რაც გარკვეული დროის განმავლობაში არის საყოველთაოდ აღიარებული და წარმატებით სარგებლობს.

მოდუს ვივენდი (ლათ.)

1) ცხოვრების წესი, არსებობის საშუალება.

2) პირობები, რომლებიც ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის დროებით მაინც იძლევა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობის საშუალებას.

მოდუსი (ლათ.)

1) (ლოგ.) აზროვნების ნაირსახეობა.

2) (ფილოს.) საგნის გარდამავალი, არამუდმივი მდგომარეობა ან თვისება.

3) რისამე წესი, ხერხი.

მოდუღებული - რაც მოადუღეს.

მოდფა - ხელის ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთი პირველი სახეობა, გამოიყენებოდა არაბების მიერ XII-XIII საუკუნეებში.

მოდღესასწაულე - ვინც დღესასწაულობს.

მოედანი

1) შენობით შემოფარგლული დიდი სწორი ადგილი, საიდანაც სხვადასხვა მხარე მიემართება ქუჩები.

2) მოსწორებული ადგილი სავარჯიშოდ, სათამაშოდ და სხვა.

3) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

მოელვარე - რაც ელვარებს.

მოემი უილიამ სომერსეტ - ინგლისელი მწერალი (1874-1965 წწ).

მოენე

1) ტყვე, რომლისგანაც შეიძლება საჭირო ცნობების მიღება.

2) (ძვ.) მეთვალყურე, ჯაშუში, ენატანია.

მოერო - იხილე მვერუ.

მოვაკებული - ვაკედ ქცეული, მოსწორებული.

მოვალე

1) ვისაც რაიმე ევალება, ვალდებული.

2) ვისაც ვალი აქვს, ფული მართებს, ვალის ამღები.

მოვალეობა - რაც ევალებათ, ვალდებულება.

მოვარაყებული - რაც მოვარაყდა.

მოვარდისფრო - ოდნავ ვარდისფერი.

მოვარდნილი - ვინც, რაც მოვარდა.

მოვარვარე - რაც ვარვარებს.

მოვარჯიშე - ვინც ვარჯიშობს.

მოვაჭრე - ვინც ვაჭრობს, გამყიდველი.

მოვერცხლილი - რაც მოვერცხლეს.

მოვი (ძვ.) - საპერანგე აბრეშუმის ქსოვილი.

მოვლა-პატრონობა - მოვლა და პატრონობა.

მოვლებული - რაც მოავლეს.

მოვლენა - რაც თავს იჩენს, რითაც მჟღავნდება რისამე არსი, ამბავი, შემთხვევა.

მოვლენილი - რაც, ვინც მოევლინა ვისმე, რასმე.

მოვლილი - რაც მოიარეს; ვისაც, რასაც, მოუარეს.

მოვლინებული

1) ვინც მოავლინეს.

2) იგივეა, რაც მოვლენილი.

მოვსებული - ისეთი შინაური ფრინველი, რომელიც დღეს-ხვალ კვერცხის დებას დაიწყებს.

მოვსეს ხორენაცი (მოსე ხორენელი) - V საუკუნეში მოღვაწე სომეხი ისტორიკოსი.

მოზაზავრები - ზღვის ნამარხი ქვეწარმავლების ოჯახი (სხეულის სიგრძე 12 მეტრამდე).

მოზაიკა (ფრ.) - მხატვრული გამოსახულება ან ორნამენტი, შესრულებული სხვადასხვა მოყვანილობის ფერადი კენჭებით, მინის, მინანქრის და მისთანების ნატეხებით.

მოზაისტი - მოზაიკის ოსტატი.

მოზამბიკი

1) (მოზამბიკის რესპუბლიკა, პორტუგ. Republica de Mocambique).

- სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პორტუგალიის ყოფილი კოლონია. აღმოსავლეთით ესაზღვრება ტანზანიას, ჩრდილოეთით - მალავის, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ზამბიას, დასავლეთით - ზიმბაბვეს, სამხრეთით - სვაზილენდს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. აღმოავლეთით აკრავს ინდოეთის ოკეანე.
- დამოუკიდებლობის დღე (პორტუგალიისგან) - 1974 წლის 25 ივნისი.
- ჰიმნი - „Patria Amada“.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პრეზიდენტის ერთპალატიანი ასამბლეა.
- ფართობი - 801 590 კვ.კმ.
- დაყოფილია 11 პროვინციად.
- მოსახლეობა - 21 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 25 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - პორტუგალიური.
- დედაქალაქი - მაპუტუ.
- ვალუტა - მეტიკალი.
- ქვეყნის კოდი - MOZ.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +258.
- ინტერნეტ-დომენი - mz.

2) ქალაქი-პორტი მოზამბიკში (15 ათასი).

მოზამთრე - ვინც ზამთარს ატარებს ისეთ ადგილას, სადაც ზამთრობით მისვლა-მოსვლა შეწყვეტილია.

მოზარდი - ვინც, რაც იზრდება, ზრდის პროცესშია, ზრდადაუსრულებელი.

მოზარე (ძვ.) - ზარის მთქმელი.

მოზარნიშებული - ზარნიშით შემკული.

მოზაფერიდები - იხილე სალარიდები.

მოზდოკი - ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში (40 ათასი).

მოზეიმე - ვინც ზეიმობს.

მოზელი

1) მდინარე საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში, მდინარე რაინის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 545კილომეტრი).

2) დეპარტამენტი საფრანგეთში.

მოზელილი - რაც მოზილეს.

მოზერველი რობერტ - ამერიკელი მხატვარი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი წამყვანი ოსტატი (1915-1990 წწ).

მოზერი ლუკას - გერმანელი ფერმწერი (XV სუკუნის II ნახევარი).

მოზვავებული - რაც, ვინც მოზვავდა.

მოზვერი - ხარი ერთი წლიდან უღელში პირველად შებმამდე.

მოზიარე

1) რისამე თანამონაწილე, საზიარო ქონების მფლობელთაგანი.

2) ვინც იზიარებს ვისიმე გულისტკივილს.

3) ზიარების მიმღები.

მოზიდული

1) რაც მოზიდეს.

2) ვინც, რაც მოიზიდეს.

მოზიმზიმე - ვინც, რა ზიმზიმებს, აჩოჩქოლებული, მოჟრიამულე.

მოზინიუ და სილვეირა ჟოზე შავიერ - პორტუგალიის პოლიტიკური მოღვაწე (1780-1849 წწ).

მოზირი - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში (100 ათასი).

მოზლი ჰენრი გუინ ჯეფრის - ინგლისელი ფიზიკოსი (1887-1915 წწ).

მოზნექილი - რაც, ვინც მოიზნიქა.

მოზომილი - რაც მოზომეს.

მოზრდილი

1) ვინც მოიზარდა, ბავშვობის ასაკიდან გამოსული, ზრდადამთავრებული, სრულასაკოვანი ადამიანი.

2) რაც მოიზარდეს.

3) საკმაოდ დიდი.

მოზუზუნე - რაც ზუზუნებს.

მოზურიუნასი ვლადას - ლიტველი პოეტი (1922 - 1964 წელი).

მოზღაპრე

1) ზღაპრების მთხზველი.

2) ზღაპრების მთქმელი.

მოზღვავებული - ვინც, რაც მოზღვავდა.

მოზღუდული - იგივეა, რაც შემოზღუდული.

მოთადარიგე - თადარიგის გამწევი.

მოთავე

1) რისამე წამომწყები.

2) რისამე უფროსი, წინამძღოლი.

მოთავებული - რაც მოთავდა.

მოთავისე - იგივეა, რაც თავკერძა.

მოთავსებული - რაც, ვინც მოათავსეს ან მოთავსდა.

მოთალი - ფხვიერი ყველი ერთგვარი.

მოთამაშე - ვინც, რაც თამაშობს.

მოთარეშე - ვინც, რაც თარეშობს, დამრბევი, ამკლები.

მოთაფლული - ვინც მოთაფლეს. მოთაფლული სიტყვები-ქათინაურები.

მოთაყვანე - იგივეა, რაც თაყვანისმცემელი.

მოთეთრო - ოდნავ თეთრი.

მოთელილი - რაც მოთელეს.

მოთენას მღვიმე - მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მოთენთილი - ვინც, რაც მოითენთა, მოდუნებული, მოშვებული.

მოთენთილობა - მოთენთილად ყოფნა.

მოთესილი - რაც მოთესეს.

მოთვალთვალე - ვინც უთვალთვალებს.

მოთვინიერებული - რაც, ვინც მოთვინიერდა.

მოთიბული - რაც მოთიბეს.

მოთმინება - მოთმენის უნარი.

მოთოკილი - ვინც მოთოკეს.

მოთრეული

1) რაც მოათრიეს.

2) (უპატივცემლოდ) ვინც მოეთრია.

მოთუთიავებული - თუთიით დაფარული.

მოთუთქული - რაც მოთუთქეს.

მოთქმა - ქართული სამგლოვიარო რიტუალის შემადგენელი ნაწილი, ზეპირსიტყვიერების იმპროვიზირებული სახეობა.

მოთქრიალე - რაც მოთქრიალებს.

მოთხვრილი (საუბ.) - რაც, ვინც მოთხვარეს.

მოთხოვნა - ოფიციალური ხასიათის წერილობითი მიმართვა რისამე მისაღებად.

მოთხოვნამდე - წერილი, დეპეშა და მისთანები, რომელიც ინახება ფოსტაში მანამ, სანამ ადრესატი მოითხოვს.

მოთხოვნილება

1) საჭიროება.

2) სურვილი, ნდომა.

მოთხოვნილი - რაც მოსთხოვეს ვისმე, რაც მოითხოვეს.

მოთხრილი - რაც მოთხარეს, ამოთხარეს.

მოთხრობა - მცირე ზომის პროზაული მხატვრული ნაწარმოები.

მოთხრობითი (მოთხრობითი ბრუნვა) - სახელის სპეციფიკური ფორმა ქართულში; ამ ბრუნვის ნიშნებია -მა ან -მ.

მოთხრობილი

1) მოყოლილი, ნაამბობი.

2) წერილობით გადმოცემული.

მოთხუპნილი - რაც მოთხუპნეს ან მოითხუპნა.

მოი დანიელ არაპ - კენიის პრეზიდენტი 1978-2002 წლებში (დაიბადა 1924 წელს).

მოია კარლოს ლიომპარტ (ესპან. Carlos Moya Llompart) - ესპანელი ჩოგბურთელი, პირველი ესპანელთა შორის, ვინც მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა (1995 წ) (დაიბადა 1976 წელს).

მოიდანახე - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

მოიერო - მდინარე შუა ციმბირის მაღლობზე, კოტუის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 825 კილომეტრი).

მოიმედე - ვიღაცის ან რაღაცის იმედით მყოფი.

მოინი მოჰამედ - ირანელი ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე, ტექსტოლოგი (1913-1971 წწ).

მოირები (ბერძ.)

1) ბერძნულ მითოლოგიაში: ბედისწერის სამი ქალღმერთი, ზევსისა და თემიდას შვილები, წარმოდგენილი ჰყავდათ მოხუც ქალებად (რომაულ მითოლოგიაში მათ შეესაბამებიან პარკები)

2) მხოლობითში - მოირა - ბედისწერა, ბედ-იღბალი.

მოისეევა ოლგა - ბალეტის რუსი მსახიობი ქალი, პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1928 წელს).

მოისეევი იგორ - რუსი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1906-2007 წწ).

მოისეენკო ევსეი - რუსი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1916-1988 წწ).

მოისარი - ისრის მსროლელი (საბა).

მოისი ალესანდერ (სანდრო) - გერმანიაში მოღვაწე მსახიობი, ეროვნებით ალბანელი (1880-1935 წწ).

მოიტაცეს თამარ-ქალი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1971 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ლეილა გორდელაძე. დამდგმელი ოპერატორი - გენო ჩირაძე. კომპოზიტორი - გიორგი ცაბაძე. მთავარ როლებში: ხათუნა კოტრიკაძე, გია ავალიშვილი, გია ფერაძე, ჰენრიეტა ლეჟავა, ვასილ კახნიაშვილი, ლეილა ძიგრაშვილი, გიორგი გელოვანი.

მოიჯარე - იჯარით ამღები რისამე, იჯარადარი.

მოკა - ქალაქი იემენეის არაბთა რესპუბლიკაში.

მოკავშირე - ვისაც, რასაც კავშირი აქვს შეკრული ვინმესთან, რამესთან.

მოკაზმული - ვინც, რაც მოკაზმეს.

მოკაზმულობა - მორთულობა, შემკულობა.

მოკაკული - რაც მოკაკეს, ვინც მოიკაკვა, მოხრილი.

მოკალათებული - სადმე საფუძვლიანად მოთავსებული.

მოკალული - რაც მოკალეს.

მოკამათე - ვინც კამათობს, კამათის მონაწილე.

მოკამკამე - რაც კამკამებს, მოციმციმე.

მოკამკამებული - მოწმენდილი, მოკრიალებული.

მოკასინი (ინგლ.) - ნადირის ტყავის რბილი ფეხსაცმელი, ხშირად მძივებითა და მაჩვზღარბის ეკლებით შემკული, იცვამენ ჩრდილოამერიკელი ინდიელები.

მოკარნახე

1) ვინც კარნახობს.

2) თეატრის მუშაკი, რომელიც წარმოდგენის დროს მსახიობებს უკარნახებს როლის სიტყვებს, სუფლიორი.

მოკაუჭებული - კაუჭივით მოხრილი.

მოკაშკაშე - რაც კაშკაშებს.

მოკბეჩილი - რაც მოკბიჩეს.

მოკეთე

1) ვინმესთვის სიკეთის მსურველი, კეთილისმყოფელი.

2) ცოლ-ქმრის ნათესავები ერთმანეთისათვის, მოყვარე, საერთოდ, ნათესავი.

მოკეთებული - ვინც მოკეთდა, მოიკეთა, მომჯობინებული.

მოკეთეობა - მოკეთეების ურთიერთდამოკიდებულება, მოკეთედ ყოფნა, მოყვრობა, ნათესაობა.

მოკეკლუცე - ვინც კეკლუცობს.

მოკენჭილი - კენჭებით მოფენილი.

მოკერებული - გარშემო დაკარებული, შემოკერებული.

მოკეცილი

1) რაც მოკეცეს.

2) მოხრილი, მოღუნული წელში.

მოკვარახჭინებული (საუბ.) - რაც მოაკვარახჭინეს, ეშმაკობით, მოხერხებით მოწყობილი.

მოკვდავი - ვისაც, რასაც სიკვდილი არ ასცდება, ვინც, რაც როდისმე მოკვდება.

მოკვეთა - სასჯელის სახე ძველ საქართველოში - დამნაშავის გაძევება საცხოვრებელი ადგილიდან.

მოკვეთილი

1) რაც მოჰკვეთეს.

2) (ძვ.) ვინც მოიკვეთეს, თემიდან გაძევებული.

მოკვეცილი - რაც მოჰკვეცეს.

მოკვნეტილი - რაც მოკვნიტეს ან მოიკვნიტეს.

მოკიაფე - რაც კიაფობს, მოციმციმე.

მოკიდებული

1) რაც მოუკიდეს ან მოეკიდა, ანთებული, მოდებული.

2) რაც მოეკიდა.

3) ვინც მოეკიდა ვისმე. რასმე.

4) მოყოლებული, დაწყებული.

მოკითხვა - ამბის კითხვა შეხვედრის, მისალმების დროს.

მოკითხვამდე - იგივეა, რაც მოთხოვნამდე.

მოკითხული - რაც მოიკითხეს.

მოკიკი - გაუმჯობესებული მოპედი.

მოკინკლავე - კინკლაობის მოყვარული.

მოკირწყლული - რაც მოკირწყლეს.

მოკისკისე - ვინც კისკისებს.

მოკლე

1) რასაც მცირე სიგრძე აქვს, სიგრძით პატარა.

2) არავრცელი, პატარა.

მოკლებეწვიანი - რასაც მოკლე, დაბალი ბეწვი აქვს.

მოკლებული

1) რასაც მოაკლდა რამე.

2) ვისაც, რასაც აკლია, არა აქვს რამე.

მოკლევადიანი - რასაც მოკლე, მცირე ვადა აქვს.

მოკლეკაბიანი - ვისაც მოკლე კაბა აცვია.

მოკლესახელოებიანი - რასაც მოკლე სახელოები აქვს.

მოკლეშარვლიანი - ვისაც მოკლე შარვალი აცვია.

მოკლი ჯონ უილიამ - ამერიკელი ფიზიკოსი და ინჟინერი, პ. ეკერტთან ერთად პირველი უნივერსალური კომპიუტერის „ენიაკის“ შემქმნელი 1946 წელს (1907-1980 წწ).

მოკლული - ვინც, რაც მოკლეს.

მოკო - წვრილმარცვლოვანი ყავა კარგი ხარისხისა.

მოკოდილი - რაც მოკოდეს.

მოკორტნილი - რაც მოკორტნეს.

მოკოში - ქალთა მფარველი ღვთაება კიევის რუსეთში.

მოკოხილი - რაც მოკოხეს.

მოკრანიაცი სტევან (ნამდვილი სახელი და გვარი სტოია სტოიანოვიჩი) - სერბი კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, დირიჟორი (1856-1914 წწ).

მოკრენკო ანატოლი - უკრაინელი მომღერალი, ბარიტონი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1933 წელს).

მოკრეფილი - რაც მოკრიფეს.

მოკრეჭილი - რაც მოჰკრიჭეს ან მოიკრიჭეს.

მოკრი კარელ - ჩეხი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1959 წელს).

მოკრიალებული - რაც მოკრიალდა.

მოკრიახე - რაც კრიახებს.

მოკრივე

1) სპორტსმენი, რომელიც კრივს მისდევს.

2) კრივის, მუშტი-კრივის მოყვარული, მონაწილე.

მოკრიმანჭულე - იგივეა, რაც მეკრიმანჭულე.

მოკროუსოვი ბორის - რუსი კომპოზიტორი (1909 - 1968 წწ).

მოკრული - შემოხვეული და მოჭერილი, შემოკრ-ული.

მოკრუნჩხული - ვინც, რაც მოიკრუჩხა.

მოკრძალება - მოწიწება, მორიდება, მორცხვობა, გაუბედაობა.

მოკრძალებული - მორიდებული, მორცხვი, გაუბედავი.

მოკუან რეიენი - იაპონელი მხატვარი და ბუდისტი ბერი (გარდაიცვალა 1345 წელს).

მოკუზული - ვინც მოიკუზა, წელში, მხრებში მოხრილი.

მოკუმული - რაც მოკუმეს.

მოკუნტრუშე - რაც კუნტრუშებს.

მოკუნტული - ვინც მოკუნტეს ან მოიკუნტა.

მოკუპრული - რაც მოკუპრეს ან მოიკუპრა.

მოკფხო - ქალაქი-პორტი სამხრეთ კორეის ჩოლა-ნამდოს პროვინციაში.

მოლა

1) (არაბ.) - მუსლიმანთა რელიგიური კულტის მსახური.

2) სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

მოლა ნასრედინი - აღმოსავლური ფოლკლორის, ანეკდოტების და იგავების გმირი, ხუმარა, ოხუნჯი პერსონაჟი.

მოლაზღანდარე - ვინც ლაზღანდარობს.

მოლამიაინი (მოულმეინი) - ქალაქი მიანმაში.

მოლამურთი ალაბერდი - თურქმენი პოეტი (1879 - 1930 წწ).

მოლანეფესი ყადირბერდი-ოღლუ - თურქმენი პოეტი დ მუსიკოსი (1810-1862 წწ).

მოლაპარაკე - ვინც ლაპარაკობს, მოსაუბრე.

მოლაპარაკება - შეთანხმების მისაღწევად გამართული აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

მოლაპარაკებული

1) ვინც მოელაპარაკა ვისმე.

2) რაც მოილაპარაკეს.

მოლაპლაპე - რაც ლაპლაპებს, მოელვარე.

მოლარე - პირი, რომელიც განაგებს სალაროს.

მოლარეთუხუცესი - სალაროს მაღალი მოხელე ძველ საქართველოში.

მოლასები - ზღვიური ქანების ერთობლიობა, ჩვეულებრივ დიდი სისქის კომპლექსი.

მოლაქარა - ტალახის კურორტი თურქმენეთის თურქმენბაშის (კრასნოვოდსკის) რაიონში.

მოლაქლაქე - ვინც ლაქლაქებს.

მოლაღური (Oriolus) - შავი და ყვითელი ბუმბულით შემოსილი მგალობელი ფრინველი, გულყვითელა.

მოლაყბე - ვინც ლაყბობს, ყბედი.

მოლაშქრე - ლაშქრობის მონაწილე.

მოლბერტი (რუს.) - საყრდენი, რომელზედაც მხატვარი ათავსებს ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოს მუშაობის დროს.

მოლდავანკა - ოდესის გარეუბანი 1917 წლამდე, მოექცა ქალაქის ფარგლებში.

მოლდავეთი - იხილე მოლდოვა.

მოლდაველები - მოლდავეთის ძირითადი მოსახლეობა; სულ მთელ მსოფლიოში 3,5 მილიონი მოლდაველია.

მოლდოვა

1) (მოლდოვის რესპუბლიკა, mold. Republica Moldova).
- სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ესაზღვრება უკრაინას ჩრდილოეთი, აღმოსავლეთით და სამხრეთით და რუმინეთს - დასავლეთით.
- დამოუკიდებლობის დღე (სსრკ-სგან) - 1991 წლის 27 აგვისტო.
- ჰიმნი - „Limba noastra“ (ჩვენი ენა).
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 33 843 კვ.კმ.
- დაყოფილია 32 რაიონად, 5 მუნიციპად (მუნიციპიი) და ორ ავტონომიურ ტერიტორიულ წარმონქამნად (გაგაუზია და დნესტრის მარცხენანაპირეთი).
- მოსახლეობა - 3,4 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 111 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნენი ძირითადად მართლმადიდებლები არიან.
- ოფიციალური ენა - მოლდავური.
- დედაქალაქი - კიშინიოვი.
- ვალუტა - მოლდავური ლეი.
- ქვეყნის კოდი - MDA.
- დროის სარტყელი - UTC +2.
- სატელეფონო კოდი - +373.
- ინტერნეტ-დომენი - md.

2) მდინარე რუმინეთში, მდინარე სირეტის მარჯვენა შენაკადი.

3) ისტორიული ოლქი რუმინეთში.

მოლდოვა-ფილმი - კიშინიოვის კინოსტუდია, დაარსებულია 1952 წელს.

მოლდოვიანუ - რუმინეთის კარპატების უმაღლესი მწვერვალი (2543 მეტრი).

მოლე გი - საფრანგეთის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი 1946-69 წლებში (1905 - 1975 წწ).

მოლეკულა (ფრ.) - ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც აქვს ამ ნივთიერების ყველა ძირითადი ქიმიური თვისება.

მოლეკულური - მოლეკულასთან დაკავშირებული.

მოლეკულური ბიოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სასიცოცხლო მოქმედების მოვლენებს, ამისათვის იგი იკვლევს მოლეკულებთან მიახლოებულ ბიოლოგიურ ობიექტებსა და სისტემებს.

მოლეკულური გენეტიკა - გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის ნაწილი, შეისწავლის მემკვიდრეობითობისა და ცოცხალ არსებათა ცვალებადობის მატერიალურ საფუძვლებს, ამ მიზნით იგი იკვლევს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის, რეალიზაციისა და ცვლილების მოლეკულათა დონეზე მიმდინარე პროცესებს, აგრეთვე მისი შენახვის ხერხს.

მოლეკულური მასა - მოლეკულის მასის მნიშვნელობა, რომელიც გამოსახულია მასის ატომური ერთეულებით, უდრის მოლეკულის შემადგენლობაში შემავალი ყველა ატომის მასების ჯამს.

მოლეკულური სპექტრები - ოპტიკური სპექტრები ისეთი ორთქლისა და აირის გამოსხივებისა, რომელთა მოლეკულები შედგება რამდენიმე ან ბევრი ატომისაგან.

მოლეკულური ფიზიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხეულთა თვისებებს მათი მოლეკულური აგებულების, მოლეკულების ურთიერთმოქმედებისა და თბური მოძრაობის მიხედვით.

მოლეკურე (ძვ.) - ვინც ლეკურს ცეკვავს.

მოლესკინი (ინგლ.) - ბამბის მკვრივი ქსოვილი, ჩვეულებრივ მუქი ფერისა, იყენებენ სამუშაო, სპორტული და სპეციალური ფორმის ტანსაცმლისათვის, ფეხსაცმლის საპირედ, წიგნის ყდაზე გადასაკრავად და სხვა.

მოლეტაი - ქალაქი ლიტვაში.

მოლეული

1) მოთავებული.

2) ისეთი შინაური ფრინველი, რომელმაც კვერცხის დება დროებით შეწყვიტა.

3) იგივეა, რაც დალეული.

მოლექსე - ლექსების მთხზველი და მთქმელი, მოშაირე.

მოლეშოტი იაკობ - გერმანელი ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი (1822-1893 წწ).

მოლი

1) ახლად ამოსული ხშირი, წმინდა ბალახი.

2) (იტალ.) - ზღვაში ნავსადგურის შესასვლელთან აგებული გრძელი კედელი, რომელიც ერთი ბოლოთი ნაპირს ებჯინება, იცავს ნავსადგურს ზღვის ღელვისაგან.

3) (იტალ.) - (მუს.) იგივეა, რაც მინორული.

მოლიბდენი (Mo) - ქიმიური ელემენტი, მაგარი, ვერცხლისფრად მბზინავი ლითონი. ატომური ნომერი 42, ატომური მასა 95,94. აღმოჩენილ იქნა 1778 წელს შვედი ქიმიკოსის კ.შეელეს მიერ. ფართოდ იყენებენ ტექნიკაში.

მოლიბდენიტი - რბილი ნაცრისფერი მინერალი, რომლისგანაც იღებენ მოლიბდენს.

მოლიერი (ნამდვილი სახელი და გვარი ჟან ბატისტ პოკლენი) - ფრანგი დრამატურგი, კომედიოგრაფი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (1622 - 1673 წწ).

მოლივლივე - რაც ლივლივებს.

მოლიზე - ოლქი სამხრეთ იტალიაში. ადმინისტრაციული ცენტრი - კამპობასო.

მოლითი

1) სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

2) - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან - 680 მეტრი. ხარაგაულიდან - 15 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 293 კაცი.

მოლინა მარიო - ამერიკელი ქიმიკოსი, წარმოშობით მექსიკიდან. 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პ.კრუტცენთან და შ.როულენდთან ერთად (დაიბადა 1943 წელს).

მოლიპული - გასიპული, სრიალა, გალიპული.

მოლისფერი (პოეტ.) - რაც ფერით მოლს მოგვაგონებს, ღია მწვანე.

მოლიტორი იოზეფ - გერმანელი ფილოლოგი, ქართველოლოგი (1903-1978 წწ).

მოლიცლიცე - რაც ლიცლიცებს.

მოლნარი ერიკ - უნგრეთის სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი (1894-1966 წწ).

მოლნარი ფერენც - უნგრელი მწერალი (1878-1952 წწ).

მოლო ვალტერ ფონ - გერმანელი მწერალი (1880 - 1958 წწ).

მოლოგა - მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 456 კილომეტრი).

მოლოგინებული - ვინც მოილოგინა.

მოლოდეჩნო - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში (95 ათასი).

მოლოდიოჟ გრუზიი - კომუნისტური ეპოქის საქართველოში გამომავალი ახალგაზრდული გაზეთი რუსული ენაზე; პირველი ნომერი გამოვიდა 1921 წლის მაისში.

მოლოდინი

1) ცდა, მოცდა.

2) იმედი, ვარაუდი.

3) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1968 წელს. დამდგმელი რეჟისორები - ნოდარ და შოთა მანაგაძეები. სცენარის ავტორები - ლეილა აბაშიძე, გიორგი ხუხაშვილი, კონსტანტინე პიპინაშვილი, შოთა მანაგაძე. დამდგმელი ოპერატორები - ფელიქს ვისოცკი და აბესალომ მაისურაძე. კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე. მთავარ როლებში: ლეილა აბაშიძე, ვლადიმერ ცინცაძე, გურამ ფირცხალავა, ლეილა ყიფიანი, ზურაბ ქაფიანიძე, კარლო საკანდელიძე, მიხეილ ვაშაძე.

მოლოდოგვარდეისკი - ქალაქი უკრაინის ლუგანსკის ოლქში (30 ათასი).

მოლოზანა (Viburnum orientale) - დაბალი ან საშუალო სიმაღლის ბუჩქი, აქვს სამნაკვთიანი ფოთლები, ისხამს წითელ, წვნიან, ერთკურკიან ნაყოფს.

მოლოზანი - იგივა, რაც მონაზონი.

მოლოკილი - რაც მოლოკეს.

მოლოკნები (რუს.) - წარმომადგენლები ერთ-ერთი რელიგიური სექტისა, რომელიც შეიქმნა რუსეთში XVIII საუკუნეში, უარყოფენ მართლმადიდებელი რელიგიის წესებსა და დოგმატებს.

მოლოსი - ანტიკურ ლექსთწყობაში ექვსნაწილიანი ტერფი, რომელიც შედგებოდა 3 გრძელი მარცვლისაგან.

მოლოტოვი ვიაჩესლავ (ნამდვილი გვარი სკრიაბინი) - 1939-49 და 1953-56 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1890-1986 წწ).

მოლოქა (კუთხ.) - იგივეა, რაც ბალბა.

მოლოჩანსკი - ქალაქი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.

მოლოხი

1) იტყვიან ისეთი რისამე შესახებ, რასაც ბევრი ადამიანის მსხვერპლი სჭირდება (მზის ცეცხლისა და ომის ფინიკიური ღმერთის სახელის მიხედვით, რომელსაც ადამიანებს სწირავდნენ).

2) (ლათ.) - ერთგვარი ავსტრალიური ხვლიკი.

მოლტკე ადამ ვილჰელმ - დანიის სახელმწიფო მოღვაწე (1785-1864 წწ).

მოლტკე ჰელმუთ იოჰან ლუდვიგ (უმცროსი) - გერმანიის სამხედრო მოღვაწე (1848-1916 წწ).

მოლტკე ჰელმუთ კარლ ბერნჰარდ (უფროსი) - პრუსიისა და გერმანიის სამხედრო მოღვაწე (1800-1891 წწ).

მოლუკის ზღვა - ზღვა კუნძულ სულავესისა და მოლუკის კუნძულებს შორის, წყნარი ოკეანის აუზში.

მოლუკის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი მალაის არქიპელაგში, ეკუთვნის ინდონეზიას.

მოლურჯო - ოდნავ ლურჯი.

მოლუსკები (ლათ.) - უხერხემლო რბილსხეულიანი ცხოველები, რომელთა დიდი ნაწილი ნიჟარებშია მოთავსებული.

მოლფეტა - ქალაქი-პორტი სამხრეთ იტალიაში, ბარის პროვინციაში (65 ათასი).

მოლხენილი - ვინც მოილხინა, გამხიარულებული.

მოლხინე - ლხინის მონაწილე, მოყვარული.

მომა - მდინარე იაკუტიაში, ინდიგირკის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 406 კილომეტრი).

მომაბეზრებელი - რაც, ვინც თავს მოაბეზრებს ვისმე.

მომაგრებული - რაც მოამაგრეს ან მომაგრდა.

მომადეი ნავარ - ამერიკელი ინდიელი მწერალი (დაიბადა 1934 წელს).

მომადლებული (ძვ.) - მონიჭებული, ბოძებული.

მომადლიერებული - ვინც მოიმადლიერეს, მადლიერი.

მომავალი

1) ვინც, რაც მოდის.

2) ახლანდელის მომდევნო, რაც შემდეგ იქნება.

3) აწმყოს შემდეგი დრო და მოვლენები, რაც ჩვენს შემდეგ იქნება, მყოფადი.

მომაკვდავი - სიკვდილის პირას მყოფი, სულთმობრძავი.

მომაკვდინებელი - სიკვდილის გამომწვევი, სასიკვდილო.

მომანდები - ავღანელ და პუშტუნ ტომთა ჯგუფი, ცხოვრობენ ავღანეთ-პაკისტანის საზღარზე.

მომანდი აბდულ აჰად - ავღანელი მფრინავი-კოსმონავტი, 1988 წლის ფრენის მონაწილე საბჭოთა კოსმოსურ ხომალდზე - „სოიუზ ტმ-6“.(დაიბადა 1959 წელს).

მომარაგებული

1) რაც მოიმარაგეს.

2) ვინც, რაც მომარაგდა.

მომართ - თანდებული: იგივეა, რაც მიმართ, იხმარება I პირთან.

მომართვა - მიმართვა, მოწოდება.

მომართული - რაც მომართეს.

მომარჯვებული - რაც მოიმარჯვეს.

მომასწავებელი - რაც მოასწავებს რასმე, რისამე მანიშნებელი, რისამე წინასწარი ნიშანი, მაუწყებელი.

მომატებული

1) რაც მოუმატეს, რაც მოემატათ.

2) რამაც მოიმატა.

მომატყუებელი - ვინც, რაც მოატყუებს ვისმე.

მომაღლო - ცოტათი მაღალი.

მომაჯადოებელი - იგივეა, რაც მომჯადოებელი.

მომბალი - რაც, ვინც მოლბა.

მომბასა - ქალაქი-პორტი კენიაში (450 ათასი).

მომგები

1) ვინც, რაც მოიგებს რასმე.

2) (ძვ.) შრომით სარჩოს მშოვნელი, შემომტანი.

მომგებიანი - იგივეა, რაც მოგებიანი.

მომგვრელი - ვინც, რა მოჰგვრის, გამომწვევი, აღმძვრელი.

მომგონი (მომგონებელი) - ვინც მოიგონებს.

მომდგარი - ვინც, რაც მოადგა.

მომდები

1) ვინც მოადებს რასმე.

2) ვინც, რაც მოსდებს რასმე.

მომდევნო

1) უშუალოდ მომყოლი, შემდგომი.

2) ასაკით მომყოლი, უმცროსი.

მომდინარე - რაც მომდინარეობს.

მომდურავი - ვინც ემდურის ვისმე, რასმე.

მომდურებული - ვინც მოიმდურეს, დამდურებული.

მომენტალური - ძალიან სწრაფი, ერთბაში, წამიერი.

მომენტი (ლათ.)

1) დროის უმოკლესი მონაკვეთი.

2) რაიმე თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გარემოება, ვითარება, დრო.

მომეტებული - უფრო ბევრი, მეტი, მეტისმეტი.

მომვლელი

1) ვინც მოივლის რასმე.

2) ვინც უვლის, მოუვლის ვისმე, რასმე.

მომზადებული

1) რაც მოამზადეს ან მომზადდა.

2) ვინც მოამზადეს ან მომზადდა.

მომზენი თეოდორ - გერმანელი ისტორიკოსი, 1902 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1817-1903 წწ).

მომზირალი - ვინც უმზერს, მაცქირალი.

მომზღვლეული - რაც მოიმზღვლა.

მომთაბარე - ვინც ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის საცხოვრებლად, მოხეტიალე, არამკვიდრი მცხოვრე.

მომთაბარეობა - მომთაბარედ ყოფნა.

მომთვინიერებელი - ვინც ათვინიერებს გარეულ ცხოველებს.

მომთმენი - ვისაც, რასაც მოთმენა შეუძლია.

მომთხოვნი

1) ვინც სხვებისაგან ბევრს მოითხოვს, მკაცრი.

2) ვინც კარგად ერკვევა რამეში და მაღალი ხარისხის რასმე მოითხოვს.

მომთხოვნელობა - მოთხოვნის უნარი.

მომინანქრება - მინანქრით დაფარვა.

მომინანქრებული - მინანქრით დაფარული.

მომინე-ხათუნი - მავზოლეუმი ნახიჭევანში, XII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი.

მომინული - იგივეა, რაც შემინული.

მომიჯნავე - მოსაზღვრე, მეზობელი, ახლო მყოფი.

მომკალი - იგივეა, რაც მომკელი.

მომკელი - ვინც მკის.

მომკვდარი - ვინც, რაც მოკვდა.

მომკვლელი - ვინც მოკლა ვინმე, მკვლელი.

მომკითხავი (მომკითხველი)

1) ვინც მოიკთხავს ვისმე, რასმე, ამბის მკითხველი.

2) ვინც მოჰკითხავს ვისმე რასმე, პასუხის მომთხოვნი.

მომკილი - რაც მომკეს.

მომლოდინე - ვინც მოელის ვისმე, რასმე, მოლოდინში მყოფი.

მომლოცველი

1) ვინც მოულოცავს.

2) (ძვ.) ვინც მოილოცავს.

მომლხენი - ვინც მოილხენს, მოქეიფე.

მომმარაგებელი - ვისაც, რასაც ევალება რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების მომარაგება.

მომმართველი

1) ვინც მომართავს რასმე.

2) მომართვის გამომგზავნი.

მომნათლავი - ვინც მონათლავს ვისმე, ვინც მონათლა ვინმე, ნათლია.

მომნანიებელი (ძვ.) - ვინც მოინანიებს.

მომნახველი - ვინც მონახავს.

მომნელებელი - რაც მოინელებს.

მომნიჭებელი - ვინც, რაც მოანიჭებს, მომცემი, მბოძებელი.

მომნუსხველი - ვინც, რაც მონუსხავს, მომჯადოებელი.

მომო ჯოზეფ საიდუ - სიერა-ლეონეს პრეზიდენტი 1985-92 წლებში (დაიბადა 1937 წელს).

მომოსი (ბერძ.) - ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბოროტსიტყვაობისა და დაცინვის ღმერთი; იგი სიბრაზისაგან მუცელზე გასკდა, რადგანაც აფროდიტეს ნაკლი ვერ უპოვა და დასაცინი მასალა ვერ იშოვა.

მომპალი - რაც მოლპა, რასაც ნაწილი დაულპა.

მომპარავი - ვინც მოიპარა რამე.

მომპოვებელი

1) ვინც მოიპოვებს, მშოვნელი.

2) მადნის ამომღები მიწის წიაღიდან.

მომჟავო - ცოტათი მჟავე.

მომრავლებული - ვინც, რაც მომრავლდა.

მომრგვალო - ცოტათი მრგვალი.

მომრევი - ვინც, რაც მოერევა, დამძლევი, მჯობნი.

მომრეკი - ვინც მორეკავს.

მომრიგებელი - ვინც მოარიგებს ვისმე.

მომრჩენი - ვინც მოარჩენს, განმკურნებელი, გამაჯანსაღებელი.

მომსახურე - ვინც ემსახურება, მომსახურებას უწევს ვისმე.

მომსახურება - რამე სამუშაოს შესრულება ვისიმე, რისიმე საჭიროების, მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

მომსვლელი - ვინც მოდის.

მომსკდარი - ერთბაშად წამოსული, დაძრული, მოვარდნილი.

მომსმენი - ვინც ისმენს, მოისმენს რასმე, ყურის დამგდები, გამგონი.

მომსპობი - ვინც, რაც მოსპობს ვისმე, რასმე.

მომსწრე - ვინც მოესწრო რასმე, მნახველი, მხილველი, მოწმე.

მომსხვრეული - იგივეა, რაც მომტვრეული.

მომსხმელი - რაც მოისხამს.

მომსხო - ცოტათი მსხვილი.

მომტანი - ვინც, რაც მოიტანს რასმე ან მოიტანა რამე, ვისაც, რასაც მოაქვს რამე.

მომტაცებელი - ვინც მოიტაცებს ვისმე.

მომტვრეული - რაც მოამტვრიეს, მოტეხილი.

მომტყდარი - რაც მოტყდა, მოტეხილი.

მომტყუებელი - ვინც, რაც მოატყუებს ვისმე.

მომუშავე

1) ვინც მუშაობს.

2) რაც მუშაობს.

მომუჭული - რაც მომუჭეს.

მომფენელი - იგივეა, რაც მომფენი.

მომფენი - ვინც, რაც მოფენს რასმე.

მომფრენი - იგივეა, რაც მომფრინავი.

მომქანცველი - რაც მოქანცავს.

მომქარგველი - ვინც მოქარგავს.

მომქნევი - ვინც მოიქნევს.

მომქროლავი - ვინც, რაც მოქრის.

მომღერალი

1) პირი, რომელიც სიმღერებს ასრულებს.

2) (გადატანით) ხოტბის შემსხმელი.

მომღერლობა - მომღერლად ყოფნა.

მომღლელი - იგივეა, რაც დამღლელი.

მომღრალი - იგივეა, რაც მომჭკნარი.

მომყვანი - ვინც მოიყვანს.

მომყოლი

1) ვინც, რაც მოჰყვება ვისმე, რასმე, მხლებელი.

2) გარსი, რომელშიც მოთავსებულია ნაყოფი დედის მუცელში.

3) ვინც მოჰყვება, მოუყვება ვისმე, მთხრობელი, მთქმელი.

მომყრალებული - მომდურებული, მტრად გადაკიდებული.

მომშენებელი - ვინც, რაც მოაშენებს რასმე.

მომშეული - მოშივებული, დამშეული.

მომშვები - ვინც, რაც მოუშვებს ვისმე, რასმე.

მომშველებელი - ვინც მოეშველება ვისმე, მშველელი.

მომშვილდული (პოეტ.) - მშვილდივით მოხრილი, მოღუნული.

მომშლელი

1) ვინც, რაც მოშლის რასმე.

2) ვინც, რაც მოუშლის ვისმე რასმე, ამშლელი.

მომშხამავი - რაც შხამავს რასმე, მომწამლავი.

მომჩვარული - ჩვარს დამსგავსებული, დარბილებულ-დაჭმუჭნული.

მომჩივანი

1) ვინც უჩივის ვისმე, ვისაც სასამართლოში აქვს საჩივარი შეტანილი.

2) მომდურავი, უკმაყოფილო რისამე.

მომჩივან-მოპასუხე - მომჩივანი და მოპასუხე.

მომჩქეფარე - რაც მოჩქეფს.

მომცდარი - რაც, ვინც მოცდა, მოცდენილი.

მომცემი

1) ვინც მისცემს აქეთ მყოფს.

2) რაც იძლევა რასმე, შემმატებელი.

მომცველი - რაც მოიცავს რასმე.

მომცვრეული - რაც მოიმცვრიეს, მოფრქვეული.

მომცრო - ცოტათი პატარა.

მომძლავრებული - ვინც, რაც მომძლავრდა.

მომწამვლელი და მომწამლავი

1) ვინც მოწამლავს.

2) (გადატანით) ადამიანის დამაღონებელი, შემაწუხებელი, გულის მომკვლელი.

მომწარო - ცოტათი მწარე.

მომწერი

1) ვინც მოსწერს ან მოწერა.

2) ვინც თავის სახელსა და გვარს აწერს რასმე ტექსტის ბოლოში ან რისამე გასწვრივ.

3) ვინც წერილობით დაუკვეთა, გამოიწერა.

მომწესრიგებელი - ვინც, რაც აწესრიგებს რასმე.

მომწვანო - ოდნავ მწვანე.

მომწვარი

1) რაც მოწვეს ან მოიწვა.

2) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

მომწიფებული - რაც, ვინც მომწიფდა.

მომწყდარი - რაც მოწყდა, რაც მოსწყდა ვისმე, რასმე.

მომწყვდეული - ვინც, რაც მოამწყვდიეს ან მოემწყვდა სადმე, რამეში.

მომწყვეტი - ვინც მოწყვეტს.

მომწყვლელი (ძვ.) - ვინც, რაც მოწყლავს, დამჭრელი, დამკოდავი.

მომწყობი - ვინც აწყობს რასმე.

მომჭერი - ვინც, რაც მოუჭრეს რასმე.

მომჭირნე - ვინც მომჭირნეობით ცხოვრობს, ვინც მომჭირნეობით ხარჯავს, ყაირათიანი.

მომჭირნეობა - ზომიერება ხარჯვაში.

მომჭრელი - ვინც, რაც სჭრის რასმე.

მომხარშველი - ვინც მოხარშავს.

მომხდარი - რაც მოხდა.

მომხდელი - ვინც მოხდის ან მოიხდის.

მომხდენი - ვინც, რაც მოახდენს რასმე.

მომხდური - ვინც მოუვარდა, მოეჭრა ვისმე.

მომხვეტი - ვინც, რაც მოხვეტს.

მომხვეჭი (მომხვეჭელი) - ვინც მოხვეჭს, მოიხვეჭს რასმე.

მომხვნელი - ვინც მოხნავს, მხვნელი.

მომხიბვლელი (მომხიბლავი) - ვინც, რაც მოხიბლავს, ძალიან ლამაზი, წარმტაცი, მომჯადოებელი, მიმზიდველი.

მომხიბვლელობა (მომხიბლაობა) - მიმზიდველობა, თვალწარმტაცობა.

მომხმარე - იგივეა, რაც დამხმარე.

მომხმარებელი

1) ცალკე პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მოხმარების მიზნით იძენს რაიმე ნაწარმს, მყიდველი.

2) ვინც ხმარობს, მოიხმარს რასმე.

მომხრე - მხარის დამჭერი, თანამოაზრე, მიმდევარი.

მომხრობილი - ვინც მოემხრო ვისმე.

მომხსენებელი

1) ვინც მოხსენებას აკეთებს.

2) ვინც მოიხსენებს, მოიგონებს ვისმე.

მომჯადოებელი - რაც ვინც აჯადოებს, მომხიბლავი.

მომჯდარი

1) ვინც მოჯდა აქეთ ან მოუჯდა ვისმე, რასმე.

2) ვინც მოაჯდა რასმე, ვისმე.

3) რაც მოჯდა.

მომჯობინებული - ვინც მომჯობინდა.

მონა

1) მონათმფლობელურ საზოგადოებაში - ყოველგვარ უფლებასა და საწარმოო საშუალებას მოკლებული პირი, რომელიც ვინმეს სრულ საკუთრებას წარმოადგენდა.

2) სხვისი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, სხვისი მორჩილი.

მონაბერი

1) რამაც მობერა, მონაქროლი.

2) ქარის მოტანილი.

მონაგარი

1) გარჯით ნაშოვნი.

2) შვილები, შთამომავლობა.

მონაგასი - შტატი ვენესუელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - მატურინი.

მონაგასი ხოსე ტადეო - ვენესუელის პრეზიდენტი 1847-51, 1855-58 და 1868 წლებში (1784-1868 წწ).

მონაგები - რაც მოიგეს, მოგებული.

მონაგერება - ყანის აღების ან ხილის მოკრეფის შემდეგ დარჩენილი ჭირნახულის ან ხილის მოძებნა-მოგროვება გურიაში.

მონაგვიანებული - იგივეა, რაც დანაგვიანებული.

მონაგლეჯი - იგივეა, რაც მოგლეჯილი.

მონაგონი - რაც მოიგონეს, მოგონილი.

მონაგრებული - რაც მოინაგრეს, მონაგარი.

მონადა (მონადები) (ბერძ.) - ლაიბნიცის იდეალისტურ ფილოსოფიაში, განუყოფელი სულიერი პირველელემენტები, სულიერი ატომები, რომლებისგანაც თითქოს შედგება სამყარო.

მონადენი - იგივეა, რაც მოდენილი.

მონადიმე - ვინც ნადირობს.

მონადირე - ვინც ნადირობას მისდევს.

მონადირეობა - მონადირის საქმიანობა.

მონადოლოგია (ბერძ.) - გერმანელი იდეალისტი ფილოსოფოსის ლაიბნიცის (1664-1716 წლები) მოძღვრება მონადებზე.

მონავარდე - რაც, ვინც ნავარდობს.

მონაზვნობა (ძვ.) - მონაზვნად ყოფნა.

მონაზვნური (ძვ.) - მონაზვნის დამახასიათებელი, მონაზვნის შესაფერი.

მონაზონი (ბერძ.)

1) ქალი, რომელსაც მონასტერში ასკეტური ცხოვრების აღთქმა აქვს დადებული.

2) იგივეა, რაც ბერი.

მონათესავე

1) ვინც ნათესავად მოუვის ვისმე, ნათესაურ კავშირშია ვინმესთან.

2) რამესთან, ვინმესთან ახლოს მყოფი წარმოშობით.

მონათლული - ვინც მონათლეს.

მონათმფლობელი - მონების პატრონი.

მონათმფლობელობა - ისეთი სოციალური წყობილება, რომლის დროსაც წარმოების საშუალებანი და აგრეთვე წარმოების მუშაკი-მონა, მონათმფლობელის სრულ საკუთრებას წარმოადგენდა.

მონათმფლობელური - მონათმფლობელობასთან დაკავშირებული, მონათმფლობელობის დამახასიათებელი.

მონათხრობი - მოთხრობილი, მონაყოლი.

მონაკვეთი

1) რაც მოჰკვეთეს, მოკვეთილი, მოჭრილი.

2) ნაწილი რისამე.

მონაკო

1) (მონაკოს სამთავრო, ფრანგ. Principaute de Monaco).

- სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესაზღვრება საფრანგეთს.
- შედგება ერთმანეთზე შერწყმული სამი ქალაქის - მონაკოს, მონტე-კარლოს და ლა-კონდამინისგან.
- ლეგენდის თანახმად, სახელი წარმოქმნა დაკავშირებულია ჰერაკლეს სახელთან, რომელიც ესპანეთიდან მობრუნებული, შეჩერდა და დაისვენა ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ამ ადგილს ეწოდა Portus Herculis Moniechi. უკანასკნელი სიტყვა ნიშნავს „იზოლირებულს“.
- დამოუკიდებლობის დღე - 1297 წლის 8 იანვარი.
- ეროვნული დევიზი - „Deo Juvante` (ლათ. „ღვთის შეწევნით“).
- ჰიმნი - „Hymne Monegasque“.
- სახელმწიფო წყობა - მემკვიდრეობითი კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მონაკოს მთავარი.
- საკანონმდებლო ძალაუფლება ეკუთვნის მთავარს და ერთპალატიან პარლამენტს.
- ფართობი - 1,95 ათასი კვ.კმ.
- მოსახლეობა - 35 ათასი.
- სიმჭიდროვე - 18 000 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ფრანგული.
- დედაქალაქი - მონაკო.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - MCO.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +377.
- ინტერნეტ-დომენი - მც.

2) მონაკოს დედაქალაქი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის პირას (დაახლოებით 4 ათასი).

მონალიზა - იგივე ჯოკონდა, ლეონარდო და ვინჩის ნახატი; შეიქმნა 1503 წელს, ინახება ლუვრში.

მონა-მორჩილი - იგივეა, რაც მონა.

მონანდრია (ბერძ.) - ერთქმრიანობა.

მონანიება

1) სინანულის აღიარება.

2) ქართული მხატვრული ფილმი, ორი სერია. ეკრანებზე გამოვიდა 1986 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები - ნანა ჯანელიძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე. დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ აგრანოვიჩი. მთავარ როლებში: ავთანდილ მახარაძე (ვარლამ არავიძე და აბელ არავიძე), ია ნინიძე (გულიკო), მერაბ ნინიძე (თორნიკე), ედიშერ გიორგობიანი (სანდრო ბარათელი), კახი კავსაძე (მიხეილ კორიშელი), ვერიკო ანჯაფარიძე, ბორის წიფურია, აკაკი ხიდაშელი, ამირან ამირანაშვილი, რეზო ესაძე, ამირან ბუაძე, რუსუდან კიკნაძე, მზია მახვილაძე.

მონანიებული (ძვ.)

1) რაც მოინანიეს.

2) ვინც მოინანია.

მონაოჭებული - იგივეა, რაც დანაოჭებული.

მონაპოვარი (წიგნ.) - რაც მოიპოვეს, მოპოვებული, შეძენილი.

მონარდე - ნარდის მოთამაშე.

მონარნარე - ვინც, რაც ნარნარებს.

მონარქი (ბერძ.) - სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი (მეფე, იმპერატორი, სულთანი და სხვა).

მონარქია (ბერძ.)

1) მმართველობის ფორმა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში უდგას ერთი პირი - მონარქი.

2) სახელმწიფო, რომელსაც მმართველობის ასეთი ფორმა აქვს.

მონარქიზმი

1) პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც მონარქია მიაჩნია სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთ ფორმად.

2) იგივეა, რაც მონარქია.

მონარქისტი - მონარქიზმის მიმდევარი.

მონარქომაქები (ბერძ.) - დასავლეთ ევროპის ქვეყნებში XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მწერალ-პუბლიცისტები, რომლებიც ილაშქრებდნენ აბსოლუტიზმის წინააღმდეგ.

მონარჩენი - რაც მორჩათ ან მოირჩინეს, ნარჩენი.

მონასმენი - იგივეა, რაც მოსმენილი.

მონასპა (ისტ.) - სასახლის მცველი მეომარი, სასახლის მსახური.

მონასტერი

1) (ბერძ.) - ბერ-მონაზონთა საეკლესიო და საადგილმამულო ორგანიზაცია, თემი, რომელსაც აქვს თავისი მეურნეობა.

2) სოფლები ახალგორის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.

3) სოფელ ლარგვისის ძველი სახელწოდება.

მონასტირი - ქალაქი აღმოსავლეთ ტუნისში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

მონასტირისკა - ქალაქი უკრაინის ტერნოპოლის ოლქში.

მონასტირიშჩე - ქალაქი უკრაინის ჩერკასის ოლქში.

მონასტრისღელე - მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, თისელისღელის სათავე.

მონასტრისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვისწყლის მარცხენა შენაკადი.

მონასხლეტი - რაც მოსხლტა, მოსხლეტილი.

მონატანი - რაც მოიტანეს, მოტანილი.

მონატაცები - ვინც, რაც მოიტაცეს, მოტაცებული.

მონატეხი - რაც მოსტეხეს რასმე, ნატეხი.

მონატრებული

1) ვისაც მოენატრა ვინმე, რამე, დანატრებული.

2) რაც, ვინც მოენატრათ.

მონაფენი - იგივეა, რაც მოფენილი.

მონაფიქრი - რაც მოიფიქრეს, მოფიქრებული, ნაფიქრი.

მონაფხეკი - რაც მოფხიკეს, მოფხეკილი.

მონაქარგი - რაც მოქარგეს, მოქარგული.

მონაქნევი - რაც მოიქნიეს, მოქნეული.

მონაყოლი - რასაც მოჰყვნენ, მოუყვნენ, ნაამბობი.

მონაშენი

1) რაც მოაშენეს, მოშენებული.

2) (გადატანით) ვისიმე შთამომავლობა, შვილები.

მონაშუქი - რაც მოაშუქეს, მოშუქებული.

მონაჩმახი (საუბ.) - რაც მოჩმახეს, მოჩმახული.

მონაცემი

1) იგივეა, რაც მოცემული.

2) (მრ. რიცხვში - მონაცემები)

ა) ცნობები, რომლებიც აუცილებელია რაიმე დასკვნის გამოსატანად.

ბ) რისამე საფუძვლები, თვისებები.

მონაცვლე - ვინც, რაც ენაცვლება ვისმე, რასმე, შემცვლელი.

მონაცვლეობა (წიგნ.) - რიგრიგობით, თანმიმდევრულად ცვლა ერთისა მეორით, შენაცვლება.

მონაციტი (გერმ.) - მინერალი, იშვიათმიწოვანი (უპირატესად ცერიუმის ჯგუფის) ელემენტების ფოსფატი, წარმოადგენს ცერიუმისა და თორიუმის მისაღებ ნედლეულს.

მონაცრისფრო - რასაც ნაცრისფერი დაკრავს.

მონაძოვი - რაც მოძოვეს, მოძოვილი.

მონაწერი - რაც მოსწერს, მოწერილი.

მონაწველი - რაც მოწველეს, მოწველილი.

მონაწილე - ვინც მონაწილეობს ან მონაწილეობდა რამეში.

მონაწილეობა - სხვებთან ერთად მოქმედება რაიმე საქმეში, სხვებთან ერთად ყოფნა რამეში.

მონაწური - რაც მოიწურეს, მოწურული, გამონადენი.

მონაწყვეტი - რაც მოწყვიტეს, მოწყვეტილი.

მონაჭერი - რაც მოჭრეს, მოჭრილი.

მონაჭორი - რაც მოჭორეს, მოჭორილი.

მონახაზი

1) იგივეა, რაც მოხაზული.

2) იგივეა, რაც მოხაზულობა.

3) (გადატანით) (წიგნ.) წინასწარ მოფიქრებული ზოგადი სქემა, გეგმა.

მონახევრე - მოზიარე, რომელსაც რისამე ნახევარი ეკუთვნის.

მონახევრეობა - მიწის იჯარის სახეობა, რომლის დროსაც მოიჯარე მიწის მესაკუთრეს მოსავლის ნახევარს უხდის; მოზიარეობის სახესხვაობა.

მონახოვი ნიკოლაი - რუსი მსახობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1876-1936 წწ).

მონახული - რაც, ვინც მონახეს.

მონბლანი - მთის მასივი და მწვერვალი (4807 მეტრი, ევროპის უმაღლესი მთა) დასავლეთ ალპებში, საფრანგეთის, იტალიის და შვეიცარიის საზღვარზე.

მონგირი - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

მონგო - კონგოში მცხოვრები ხალხი (5 მილიონამდე).

მონგოლფიე (ძმები) ჟოზეფ მიშელ (1740-1810) და ჟაკ ეტიენ (1745-1799) - ფრანგი გამომგონებლები, 1783 წელს შექმნეს პირველი საჰაერო ბურთი.

მონგოლფიერი (ისტ.) - ცხელი კვამლით გავსებული ჰაერბურთი (აეროსტატი), რომლითაც პირველად აფრინდნენ 1783 წელს საფრანგეთში (გამომგონებლების ჟ. და ე. მონგოლფიების გვარის მიხედვით).

მონგრეული - რაც მოანგრიეს ან მოინგრა.

მონგჰირი - იხილე მუნგერი.

მონდეგუ - მდინარე პორტუგალიაში, ერთვის ატლანტის ოკეანეს.

მონდი - ფრანგული ყოველდღიური საღამოს გაზეთი, დაარსებულია 1944 წელს, გამოდის პარიზში.

მონდობილი - დაკისრებული, დავალებული.

მონდომებული - ვინც მოინდომა რამე, მოწადინებული.

მონ-დორი

1) ჩამქრალი ვულკანების ჯგუფი საფრანგეთის ცენტრალურ მასივში.

2) ბალნეოლოგიური კურორტი საფრანგეთში.

მონდრიანი პიტ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1872-1944 წწ).

მონე კლოდ - ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონიზმის წარმომადგენელი (1840-1925 წწ).

მონების დიდი ტბა - ტბა კანადაში.

მონების მდინარე - მდინარე კანადაში, ერთვის მონების დიდ ტბას.

მონების ნაპირი - გვინეის ყურის სანაპირო ზოლი აფრიკაში.

მონელებული - რაც მოინელეს.

მონეტა (ლათ.) - ლითონის ფულის ნიშანი.

მონეტა ერნესტო - იტალიელი ჟურნალისტი, პაციფისტური მოძრაობის ერთი-ერთი ორგანიზატორი, 1907 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლ. რენოსთან ერთად (1833-1918 წწ).

მონეტარიზმი - მიმდინარეობა თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში, რომლის წარმომადგენლები უპირისპირდებიან კეისიანელობას და ეკონომიკის არასტაბილურობის მთავარ მიზეზად ფინანსურ სფეროს და ფულის მიმოქცევის ფუნქციონირების დარღვევას მიიჩნევენ.

მონთერლანი ანრი დე - იხილე მონტერლანი .

მონიეზიოზი - მცოხნავ ცხოველთა ჰელმინთოზური დაავადება.

მონიზმი (ბერძ.) - ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ერთ საწყისს ან მატერიას, ან სულს.

მონიკელებული - ნიკელის ფერით დაფარული.

მონიტორი (ინგლ.)

1) სამხედრო ჯავშნიანი გემი, რომლის დანიშნულება იყო სანაპირო ბატარეების ჩახშობა და ნაპირთან მოქმედი გემების მოსპობა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მონიტორების მშენებლობა ყველა ქვეყანაში შეწყდა.

2) მოწყობილობა სატელევიზიო გამოსახულების საკონტროლოდ.

3) მუდმივი მეთვალყურეობის აპარატი, კერძოდ საავადმყოფოებისათვის განკუთვნილი მონიტორი ავტომატურად აღნიშნავს ავადმყოფის მდგომარეობის ყველა პარამეტრს.

4) ელექტრონული აპარატების (კომპიუტერების) ვიზუალური დანადგარი, ეკრანი (დისპლეი).

მონიტორინგი - დაკვირვება გარემომცველ ბუნებაზე მისი კონტროლის, პროგნოზირების და დაცვის მიზნით.

მონიუშკო სტანისლავ - პოლონელი კომპოზიტორი (1819-1872 წწ).

მონიში ანტონიუ კაეტანუ დი აბრეუ ფრეირა ეგაში - პორტუგალიელი ნევროპათოლოგი და ნეიროქირურგი, 1949 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1874-1955 წწ).

მონიშნული - რაც მონიშნეს.

მონიჩელი მარიო - იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და კინოს ისტორიკოსი (დაიბადა 1915 წელს).

მონიჭებული - რაც მოანიჭეს, მოკუთვნებული, ბოძებული.

მონკადა - სამხედრო ყაზარმები სანტიაგო-დე-კუბაში, რომლის შტურმით 1953 წლის 26 ივლისს დაიწყო კუბის რევოლუცია ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით.

მონკალიერი - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ტურინის ქალაქი-თანამგზავრი (60 ათასი).

მონკლოვა - ქალაქი მექსიკის კოაუილის შტატში (180 ათასი).

მონკრეტიენი ანტუან დე - ფრანგი ეკონომისტი, მერკანტილიზმის წარმომადგენელი (დაახლოებით 1575-1621 წწ).

მონლუსონი - ქალაქი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ალიეს დეპარტამენტში (60 ათასი).

მონმათშერი - იხილე მონმუთშირი.

მონმარტრი - პარიზის მუნიციპალიტეტი, ხელოვანთა ბოჰემის ადგილსამყოფელი.

მონმორანსი ანი - ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მარშალი, კათოლიკეთა ერთ-ერთი ბელადი ჰუგენოტურ ომებში (1493-1567 წწ)

მონმუთშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში.

მონმუსო გასტონ - ფრანგი მწერალი (1883-1960 წწ).

მონო (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ერთს.

მონო ჟაკ ლიუსიენ - ფრანგი ბიოქიმიკოსი და მიკრობიოლოგი, 1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ.ჟაკობთან და ა.ლვოვთან ერთად (1910-1976 წწ).

მონობა

1) მონად ყოფნა, მონის მდგომარეობა.

2) იგივეა, რაც მონათმფლობელობა.

მონოგამია (ბერძ.) - ქორწინების ფორმა, რომლის დროსაც მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და ქალს - მხოლოდ ერთი ქმარი, ერთქორწინება. ცხოველებში: მამლის შეწყვილება მხოლოდ ერთ დედალთან ერთი ან რამდენიმე სეზონის განმავლობაში.

მონოგატარი - ჰეიანის ეპოქის (IX-XII საუკუნეები) იაპონური საკარო-არისტოკრატული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის თხრობით ნაწარმოებთა კრებული.

მონოგენიზმი (ბერძ.) - ანთროპოლოგიის ნაწილი, მოძღვრება კაცობრიობის წარმოშობის ერთიანობისა და ადამიანთა რასების ურთიერთშორის სისხლით ნათესაობის შესახებ.

მონოგლაციალიზმი (ბერძ.) - ჰიპოთეზა ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთჯერადი გამყინვარების შესახებ ანთროპოგენურ პერიოდში.

მონოგრამა (ბერძ.) - ორი ან რამდენიმე ასოსაგან შეთხზული ნიშანი (ნახატი).

მონოგრაფია (ბერძ.) - ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც დამუშავებულია ერთი რომელიმე თემა ან საკითხი.

მონოგრაფიული - მონოგრაფიის ხასიათისა.

მონოდია (ბერძ.) - (მუს.) ერთხმიანი სიმღერა, მელოდიის შესრულება ერთი მომღერლის მიერ.

მონოდრამა (ბერძ.)

1) დრამის სახეობა, რომელიც განკუთვნილია ერთი მსახიობის მიერ შესრულებისათვის.

2) დრამატული ნაწარმოები, რომელშიც გამოყვანილია ორი ან რამდეენიმე მოქმედი პირი, რომელთა როლებს ერთი მსახიობი ასრულებს.

მონოთეიზმი (ბერძ.) - რელიგია, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებს, ერთღმერთობა.

მონოთეისტი - მონოთეიზმის მიმდევარი.

მონოთემატიზმი (ბერძ.) - მუსიკალური ნაწარმოების აგების პრინციპი, სონატურ-სიმფონიური ციკლის გაერთიანება ერთი თემით.

მონოკარპული მცენარეები (ბერძ.) - მცენარეები, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში, ერთხელ ყვავიან და იძლევიან ნაყოფს.

მონოკლი (ფრანგ.)

1) ოპტიკური მრგვალი მინა, რომელსაც იკეთებდნენ ცალი თვალის ფოსოში სათვალის მაგივრად.

2) უმარტივესი ფოტოოებიექტივი, რომელიც შედგება ორმხრივამოზნექილი ერთი მინისაგან.

მონოკულარი (ბერძ.) - ოპტიკური ხელსაწყო, რომელშიც ერთი თვალით იხედებიან, ჭოგრიტი.

მონოკულტურა (ბერძ.) - (სოფ.მეურნ.) წლების მანძილზე ერთი და იმავე სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანა ერთსა და იმავე ადგილზე, იწვევს ნიადაგის გამოფიტვას.

მონოლითი (ბერძ.) - მთლიანი ქვის ლოდი ან მისგან გამოთლილი საგანი.

მონოლითური

1) რაც მონოლითს წარმოადგენს.

2) (გადატანით) (წიგნ.) მთლიანი, შემჭიდროებული, ერთსულოვანი.

მონოლოგი (ბერძ.) - ვრცელი სიტყვა, რომლითაც პიესის ერთ-ერთი მოქმედი პირი მიმართავს თავის თავს, სხვა მოქმედ პირებს ან მაყურებელს.

მონომანია (ბერძ.) - ერთი რაიმე აზრის ან საგნის აკვიატება (ფსიქიკური აშლილობის სახეობა).

მონომახის ქუდი - გვირგვინი, რუსეთის დიდ მთავართა და მეფეთა რეგალია, მონარქიის ერთ-ერთი სიმბლო.

მონომერები (ბერძ.) - დაბალმოლეკულური ნივთიერებანი, რომელთა მოლეკულებსაც უნარი შესწევთ ურთიერთშორის ან სხვა ნივთიერებათა მოლეკულებთან რეაქციაში ჩაბმისა (რის შედეგადაც წარმოიქმნება პოლიმერები).

მონომეტალიზმი (ბერძ.) - ფულის სისტემა, რომლის დროსაც ფულის ბრუნვას საფუძვლად უდევს ერთი ლითონი (ჩვეულებრივ ოქრო ან ვერცხლი).

მონოპლანი (ფრანგ.) - თვითმფრინავი, რომელსაც აქვს ერთი მზიდი ზედაპირი.

მონოპლაქოფორები (ერთფირფიტიანები) - უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა; ცნობილი იყო მხოლოდ ქვედა პალეოზოური პერიოდის ნამარხი ფორმები.

მონოპოლია (ბერძ.)

1) რაიმე საგნის წარმოებისა და გაყიდვის განსაკუთრებული უფლება.

2) მსხვილი კაპიტალისტური გაერთიანება, რომელიც წარმოიშვა წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციის საფუძველზე მეურნეობის რომელიმე დარგში გაბატონებისა და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.

მონოპოლისტი - მსხვილი კაპიტალისტი, მონოპოლიის წარმომადგენელი.

მონოპოლისტური - მონოპოლიასთან დაკავშირებული.

მონოპოლიური - მონოპოლიის ხასიათისა.

მონოპოსტო (ბერძ.) - სახელწოდება ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილის ძარისა, რომელშიც მძღოლო ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაშია, ხშირად ტერმინი მონოპოსტო იხმარება სარბოლო ავტომობილის სინონიმად.

მონორელსი (ბერძ.) - ერთრელსიანი ლიანდაგი, ძირითადი ელემენტი მონორელსიანი გზისა.

მონორელსიანი გზა - ტრანსპორტის ერთგვარი მოწყობილობა - საყრდენზე გამართული ცალრელსიანი საჰაერო გზა, რომელზედაც მისრიალებს ზედ გამართული ან გორგოლაჭებით ჩამოკიდებული ვაგონები, ვაგონეტები.

მონორიმი (ფრანგ.) - ერთრითმიანი ლექსი (ქართული სინონიმებია: შეწყობილი, მდენარი).

მონოსაქარიდები (ბერძ.) - (ქიმ.) მარტივი შაქრები (ნახშირწყლები).

მონოსილაბიზმი (ბერძ.) - (ლინგვ.) ამა თუ იმ ენაში ერთმარცვლიანი სიტყვების სიჭარბე.

მონოსტიქი (ბერძ.) - დამთავრებული აზრის შემცველი ერთსტრიქონიანი ლექსი, ჩვეულებრივ ასეთია ხოლმე ანდაზა, გამოცანა, აფორიზმი, რაიმე წარწერა.

მონოტიპი (ბერძ.) - სასტამბო ასოთასაწყობი მანქანა, რომელიც იძლევა ანაწყობს ცალკეული ლიტერების ჩამოსხმით.

მონოტონური (ბერძ.) - ერთფეროვანი, მოსაწყენი.

მონოტრემები (ბერძ.) - (ზოოლ.) ძუძუმწოვარი ცხოველები ერთგასავლიანთა რიგისა (შარდისა და განავლის გამოსაყოფად მათ, ისევე როგორც ფრინველებს, ერთი საერთო ხვრელი აქვთ), ასეთებია იქედნე და იხვნისკარტა.

მონოფაგია (ბერძ.) - ისეთ ცხოველთა კვების რეჟიმი, რომლებიც ერთადერთი სახეობის საკვებს ჭამენ.

ონოფთონგი (ბერძ.) - (ლინგვ.) მარტივი ხმოვანი.

მონოფთონგიზაცია (ლინგვ.) - დიფთონგის გადაქცევა მონოფთონგად.

მონოფიზიტები (ბერძ.) - (ისტ.) ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას, ღვთიურს.

მონოფილია (ბერძ.) - (ბიოლ.) ორგანიზმების მოცემული ჯგუფის წარმოშობა ერთი წინაპრისაგან, ორგანული სამყაროს ევოლუციის ძირითადი პრინციპი.

მონოქორდი (ბერძ.) - ხელსაწყო, რომელიც შედგება ხის გრძელ რეზონატორზე გაჭიმული ერთი სიმისაგან, იყენებენ სიმთა რხევის კანონების შესასწავლად.

მონოქრომატული (ფიზ.) - ერთი ფერის მქონე, მონოქრომატული სხივები.

მონოქრომია (ბერძ.) - ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც შესრულებულია რაიმე ფერის ერთი ტონით ან მისი ტონალური გრადაციებით.

მონოცენტრიზმი (ბერძ.) - მოძღვრება თანამედროვე ადამიანისა და მისი რასების წარმოშობის შესახებ ძველი ადამიანის ერთი ფორმისაგან დედამიწის ერთ რომელიმე ნაწილში.

მონოციკლი (ბერძ.) - ერთთვლიანი ველოსიპედი, რომლითაც საცირკო ნომრებს ასრულებენ.

მონპანსიე (ფრანგ.) - ხილეულის კანფეტი ერთგვარი.

მონ-პელე - იხილე მონტან-პელე.

მონპელიე - ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ეროს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (210 ათასი).

მონჟი გასპარ - ფრანგი მათემატიკოსი და ინჟინერი (1746-1818 წწ).

მონრეალი - ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაში, ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1976 წელს (3,1 მილიონი).

მონრო.- ქალაქი აშშ-ს ლუიზიანას შტატში.

მონრო მერილინ (ნამდვილი სახელი და გვარი ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1926-1962 წწ).

მონრო ჯეიმზ - აშშ-ს მეხუთე პრეზიდენტი 1817-25 წლებში (1758-1831 წწ).

მონროვია - ლიბერიის დედაქალაქი და მთავარი პორტი მონტსერადის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსებულია აშშ-დან გადასახლებული ზანგების მიერ 1822 წელს (250 ათასი).

მონრუჟი - ქალაქი საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში.

მონ-სენი - უღელტეხილი დასავლეთ ალპებში (საფრანგეთი).

მონსენიორი (ფრანგ.) - ფეოდალურ და მონარქიულ საფრანგეთში: პრინცების, ეპისკოპოსების და სხვა მაღალი რანგის პირთა ტიტული (ამჟამად იხმარება უმაღლესი კათოლიკური სამღვდელოების წარმომადგენელთა მიმართ).

მონსერატი - კუნძული მცირე ანტილის კუნძულებში (ატლანტის ოკეანე), დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.

მონსი (ბერგენი) - ქალაქი ბელგიაში, ენოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

მონსინი პიერ ალექსანდრ - ფრანგი კომპოზიტორი, ფრანგული კომიკური ოპერის ერთ-ერთი შემქმნელი (1729-1817 წწ).

მონსტრი (ფრანგ.) - ურჩხული.

მონტალე ეუჯენიო - იტალიელი პოეტი (1896-1981 წწ).

მონტალვო ხუან - ეკვადორელი მწერალი (1832-1889 წწ).

მონტანა

1) შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 380,8 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 900 ათასი. ადმინისტრაციული ცენტრი - ჰელინა.

2) (1945 წლამდე ფერდინანდი, 1945-93 წლებში მიხაილოვგრადი) - ქალაქი ბულგარეთში (60 ათასი).

მონტანა კლოდ - ფრანგი მოდელიერ-დიზაინერი (დაიბადა 1949 წელს).

მონტანი ივ (ნამდვილი სახელი და გვარი ივო ლივი) - ფრანგი მსახიობი და შანსონიე (1921 - 1991 წწ).

მონტანიარები (ფრანგ.) - საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს რევოლუციურ-დემოკრატიული დაჯგუფება.

მონტანისტები - ადრინდელი ქრისტიანული სექტა, II საუკუნის შუა წლებში დააარსა ფრიგიაში ქურუმმა მონტანუსმა; გავრცელდა მცირე აზიაში, აფრიკაში, რომში.

მონტან-პელე (მონ-პელე) - მოქმედი ვულკანი კუნძულ მარტინიკზე, ვესტინდოეთში.

მონტაჟი (ფრ.)

1) მანქანის, ნაგებობის ან მთელი საწარმოს აწყობა და დადგმა-გამართვა.

2) რისამე ცალკეული ნაწილების შერჩევითა და შეერთებით მთლიანი ნაწარმოების შექმნა.

მონტგომერი - ქალაქი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, ალაბამას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (190 ათასი).

მონტგომერი ჯეიმზ - ამერიკელი მოცურავე, 1976 წლის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოკლე დიტანციებზე ცურვაში (დაიბადა 1955 წელს).

მონტგომერშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში უელსში.

მონტე-ალბანი - ქალაქი სამხრეთ მექსიკაში, ოახაკას შტატში.

მონტეგიუ უილიამ პეპერელი - ამერიკელი ფილოსოფოსი, ნეორეალიზმის წარმომადგენელი (1873 - 1953 წწ).

მონტევერდი კლაუდიო ჯოვანი ანტონიო - იტალიელი კომპოზიტორი (1567-1643 წწ).

მონტევიდეო - ურუგვაის დედაქალაქი 1828 წლიდან. ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტი. დაარსებულია ესპანელთა მიერ 1726 წელს. 1816-28 წლებში შედიოდა ბრაზილიის შემადგენლობაში (1,3 მილიონი).

მონტე-ვიზო - მთის მასივი იტალიაში.

მონტეირ-ლობატუ ჟოზე ბენტუ - ბრაზილიელი მწერალი (1883-1948 წწ).

მონტე-კარლო - ქალაქი მონაკოში.

მონტეკრისტო - ერთგვარი სისტემის მცირეკალიბრიანი თოფი ან პისტოლეტი (ფრანგი მწერლის ა. დიუმას რომანის „გრაფი მონტე-კრისტოს“ გმირის სახელის მიხედვით“).

მონტეკუკოლი რაიმუნდ - ჰერცოგი, ავსტრიის ფელდმარშალი (1609-1680 წწ).

მონტელიუსი ოსკარ - შვედი არქეოლოგი (1843-1921 წწ).

მონტემაიორი ხორხე დე - ესპანელი მწერალი (1520-1561 წწ).

მონტენეგრო - იხილე ჩერნოგორია.

მონტენი მიშელ ეიკემ დე - ფრანგი ფილოსოფოსი-ჰუმანისტი (1533-1592 წწ).

მონტეორუ - შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. 1700-1200) არქეოლოგიური კულტურა სერატა-მონტეორუსთან, რუმინეთში.

მონტერეი - ქალაქი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნუევო-ლეონის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (1,1 მილიონი).

მონტერია - ქალაქი კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში, კორდოვას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (270 ათასი).

მონტერლანი ანრი დე - ფრანგი მწერალი (1896-1972 წწ).

მონტე-როზა - მთის მასივი, აპენინის ალპები იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე.

მონტეროსო აუგუსტო - გვატემალელი მწერალი (დაიბადა 1921 წელს).

მონტესი ისმაელ - ბოლივიის პრეზიდენტი 1904-09 და 1913-17 წლებში (1861-1933 წწ).

მონტესკიე შარლ ლუი - ფრანგი განმანათლებელი და ფილოსოფოსი (1689-1755 წწ).

მონტესპანი - გამოქვაბული სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, პირენეს მთისწინა ზოლში, სადაც აღმოჩენილია გვიანდელი პალეოლითის ხანის ადამიანის ნაშთები.

მონტესუმა (მოქტესუმა)

1) აცტეკების ბელადი XV საუკუნეში.

2) აცტეკთა მმართველი 1503 წლიდან, ესპანელ კონკისტადორთა წინააღმდეგ მებრძოლი.

მონტე-ჩირჩეო - მაღლობი იტალიაში, სადაც 1939 წელს ნეანდერტალელი ადამიანის ჩონჩხი იქნა ნაპოვნი.

მონტვილა ვიტაუტას - ლიტველი პოეტი (1902-1941 წწ).

მონტი ვინჩენცო - იტალიელი პოეტი და დრამატურგი (1754-1828 წწ).

მონტინი პეტრე - რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და აზერბაიჯანში (1883-1905 წწ).

მონტიორი (ფრანგ.)

1) მანქანების ამწყობი და დამდგმელი, მემონტაჟე.

2) ელექტრომოწყობილობის, ელექტროგაყვანილობის სპეციალისტი, ელექტრომონტიორი.

მონტირება (გერმ.) - მონტაჟის კეთება, წარმოება.

მონტიჩელი მარიო - იტალიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (1902-1995 წწ).

მონტობანი - ქალაქი საფრანგეთში, ტარნის და გარონის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მონტრე - ქალაქი შვეიცარიის ვოს კანტონში.

მონტრეი-სუ-ბუა - ქალაქი საფრანგეთის სენ-დენის დეპარტამენტში.

მონტუ - ეგვიპტურ მითოლოგიაში - ომის ღმერთი.

მონუმენტალისტი - სკულპტორი, რომელიც ქმნის მონუმენტებს, მხატვარი - მონუმენტური ფერწერის ოსტატი.

მონუმენტი (ლათ.) - დიდი ძეგლი.

მონუმენტური

1) რაც სიდიდით შთაბეჭდილებას ახდენს, გრანდიოზული.

2) (წიგნ.) საფუძვლიანი, ღრმაშინაარსიანი.

მონური - მონის დამახასიათებელი.

მონუსხული - ვინც, რაც მონუსხეს, მოჯადოებული.

მონფერანი ავგუსტ - ფრანგული წარმოშობის რუსი არქიტექტორი, დეკორატორი და მხატვარი (1786 - 1858 წწ).

მონფერატო (მონფერატი) - იტალიაში, პიემონტში არსებული სახელმწიფო შუა საუკუნეებში.

მონფორი გრაფი ლესტერელი - ინგლისის პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე.

მონღოლები

1) მონღოლეთის ძირითადი მოსახლეობა.

2) (ისტ.) სახელწოდება სხვადასხვა ტომებისა, რომლებმაც მე-13 საუკუნეში შექმნეს სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო.

მონღოლეთი (მონღ. Mongol Uls).

- სახელმწიფო აღმოსავლეთ ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთს, სამხრეთით კი ჩინეთს. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
- დამოუკიდებლობის დღე (ჩინეთის იმპერიისგან) - 1911 წლის 29 დეკემბერი.
- ჰიმნი - Bugd Nairamdakh Mongol.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - დიდი სახელმწიფო ხურალი.
- ფართობი - 1 564 116 კვ.კმ.
- დაყოფილია 21 აიმაკად და დედაქალაქის რეგიონად.
- მოსახლეობა - 2,8 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 1,8 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები ძირითადად ბუდისტები (ლამაისტები) არიან.
- ოფიციალური ენა - მონღოლური.
- დედაქალაქი - ულან-ბატორი.
- ვალუტა - მონღოლური ტუგრიკი.
- ქვეყნის კოდი - MNG.
- დროის სარტყელი - UTC +7....+8.
- სატელეფონო კოდი - +976.
- ინტერნეტ-დომენი - mn.

მონღოლიზმი (დაუნის დაავადება) - თანდაყოლილი ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ფორმა.

მონღოლური - მონღოლების დამახასიათებელი, მონღოლების კუთვნილი.

მონჩეგორსკი - ქალაქი რუსეთის მურმანსკის ოლქში (60 ათასი).

მონცა - ქალაქი იტალიის მილანის პროვინციაში (125 ათასი).

მონცამე - მონღოლეთის დეპეშათა სააგენტო, დაარსებულია 1957 წელს.

მონცონიტი - კრისტალური მაგმური ქანი, იყენებენ როგორც სამშენებლო მასალას, სახელი წარმოდგა მონცონის მთიდან (იტალიასა და ტიროლში).

მოორი ანა - უნგრეთის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი მსახიობი ქალი (1774-1842 წწ).

მოოქვრა - ოქროთი დაფერვა.

მოოქრული - ოქროთი დაფერილი.

მოოჭვილი - ძვირფასი ქვებით შემკული.

მოოხრებული - იგივეა, რაც აოხრებული.

მოპაექრე - ის, ვინც პაექრობს

მოპარსული - რაც მოჰპარსეს ან მოიპარსეს.

მოპარული - რაც მოჰპარეს ან მოიპარეს.

მოპასანი გი დე - ფრანგი მწერალი (1850-1893 წწ).

მოპასუხე

1) ვინც უპასუხებს.

2) (სამართ.) ვის წინააღმდეგაც მომჩივანი აღძრავს სარჩელს.

მოპატიჟე - ვინც პატიჟებს, სტუმრად იწვევს ვისმე.

მოპატიჟებული - ვინც მოიპატიჟეს, მოწვეული.

მოპედი - გაუმჯობესებული მოტოველოსიპედი, რომელთაგან განსხვავებით მოპედს ძრავა ორგანულად აქვს ჩამონტაჟებული.

მოპირდაპირე

1) ვინც, რაც საპირისპირო მხარეს იმყოფება, პირდაპირ, პირისპირ მდებარე.

2) საწინააღმდეგო შეხედულების მქონე, მოწინააღმდეგე.

3) სპორტული შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილე მეორის მიმართ.

მოპირისპირე - იგივეა, რაც მოპირდაპირე.

მოპირკეთებული - რაც მოპირკეთდა.

მოპირული - რაც მოპირეს.

მოპირქვავებული - რაც მოაპირქვავეს.

მოპოვება - მადნის ამოღება მიწის წიაღიდან.

მოპოვებული - რაც მოიპოვეს, შეძენილი, მოხვეჭილი.

მოპრანჭული - იგივეა, რაც გამოპრანჭული.

მოპრიალე - რაც პრიალებს, პრიალა.

მოპრიალებული - გაპრიალებული.

მოპრუწული - რაც მოპრუწეს ან მოიპრუწა.

მოპსი (გერმ.) - ოთახის პატარა მოკლებეწვიანი ძაღლი, რომელსაც ბულდოგივით თავი აქვს.

მოპყრობილი - აქეთკენ მომართული, მოქცეული.

მოჟაევი ბორის - რუსი მწერალი (1923 - 1996 წწ).

მოჟაისკი ალექსანდრე - რუსი მკვლევარი და გამომგონებელი ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატების გამოგონების დარგში (1825-1890 წწ).

მოჟაისკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (30 ათასი).

მოჟგა - ქალაქი რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში (50 ათასი).

მოჟრიამულე - ვინც, რაც ჟრიამულობს.

მოჟუჟუნე - იგივეა, რაც ჟუჟუნა.

მოჟღურტულე - რაც, ვინც ჟღურტულებს.

მორა (ლათ.) - ანტიკურ ლექსთწყობაში - მოკლე მარცვლის წარმოთქმის ნორმალური ხანგრძლივობა.

მორა ფერენც - უნგრელი მწერალი (1879-1934 წწ).

მორადაბადი - იხილე მურადაბადი.

მორავა

1) მდინარე ჩეხეთში, მდინარე დუნაის მარცხენა შენაკადი.

2) მდინარე სერბიაში, მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი.

3) იხილე მორავია.

მორავია (მორავა) - ისტორიული ოლქი ჩეხეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

მორავია ალბერტო (ნამდვილი გვარი პანკერლე) - იტალიელი მწერალი (1907-1990 წწ).

მორაკრაკე - ვინც რაკრაკებს, მორაკრაკებს.

მორალესი ლუის დე - ესპანელი ფერმწერი (დაახლოებით 1510-1585 წწ).

მორალი (ლათ.)

1) იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში, ზნეობა.

2) ზნეობრივი დასკვნა, ზნეობრივი გაკვეთილი, რომელიც რაიმესაგან გამომდინარეობს.

მორალისტი - მორალის მქადაგებელი, მკაცრი მორალის, ზნეობის მომხრე.

მორალიტე (ფრანგ.) - შუა საუკუნეებში: ზნეობრივ-დამრიგებლობითი პიესა, რომელშიც გამოყენებული არიან ალეგორიული მოქმედი პირნი.

მორალური

1) მორალთან დაკავშირებული.

2) მაღალზნეობრივი, ეთიკური.

მორანდი ჯორჯო - იტალიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1890-1964 წწ).

მორასი შარლ - ფრანგი პუბლიცისტი, პოეტი და კრიტიკოსი (1868-1952 წწ).

მორატინი ლეანდრო - ესპანელი დრამატურგი (1760-1828 წწ).

მორატორიუმი (ლათ.)

1) საშინაო ან საგარეო ვალდებულებათა შესრულების გადადება მთავრობის მიერ რაიმე საგანგებო მდგომარეობის გამო.

2) გარკვეული სახის იარაღის გამოცდისა და განლაგების შერჩევა.

მორატუვა - ქალაქი შრი-ლანკაში (160 ათასი).

მორახრახე - რაც რახრახებს, მორახრახებს.

მორბედაანი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მორბედაანთხევი - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი.

მორბედი (ძვ.)

1) მორბენალი.

2) ვისაც გაგზავნ-გამოგზავნიან ხოლმე სხვადასხვა დავალებით; ხელზე მოსამსახურე.

3) იგივეა, რაც წინამორბედი.

მორბენალი

1) ვინც, რაც რბის, დარბის.

2) (სპორტი) რბენაში დახელოვნებული სპორტსმენი.

მორბიანი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

მორგანატიკული (მორგანატიკული ქორწინება) (ლათ.) - სამეფო სახლის წევრის ქორწინება არა სამეფო გვარის ქალთან (რაც ტახტის მემკვიდრეობის უფლებას არ აძლევს არც ცოლს, არც შვილებს).

მორგანი თომას ჰანტ - ამერიკელი ბიოლოგი, 1933 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1866 - 1945 წწ).

მორგანი მიშელ (ნამდვილი სახელი და გვარი სიმონა რუსელი) - კინოსა და თეატრის ფრანგი მსახიობი ქალი (დაიბადა 1920 წელს).

მორგანი ჟაკ ჟან მარი დე - ფრანგი არქეოლოგი (1866-1945 წწ).

მორგანიდი - გენებს შორის არსებული შეფარდებითი (გენეტიკური) მანძილის ერთეული.

მორგანიზმი (ბიოლ.) - მემკვიდრეობითობის ქრომოსომული თეორიის თანამედროვე საფუძველი (ამერიკელი ბიოლოგის მორგანის (1866-1945 წწ) სახელის მიხედვით.

მორგებული - რაც მოარგეს ან მოერგო.

მორგენშტერნი კრისტიან - გერმანელი მწერალი (1871-1914 წწ).

მორგვი

1) რისამე თვლის კუნძი, რომელშიც გაყრილია ღერძის თავი და დამაგრებულია სოლები.

2) მოკლე მორი, კუნძი.

3) იგივეა, რაც გორგალი.

მორგი (ფრანგ.) - გვამებისათვის განკუთვნილი ადგილი, შენობა (საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში), საცხედრე.

მორგო - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მორგოული - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

მორგუნოვი ევგენი - რუსი კინომსახიობი, ცნობილი ტრიოს წევრი ი.ნიკულითან და გ. ვიცინთან ერთად (1927-1999 წწ).

მორდალი (მორდარი, მურდარი) (სპარს. „ეჭდის მფლობელი“) - მეფის ბეჭდის მცველი XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში.

მორდე - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

მორდენტი (იტალ.) - (მუს.) მელოდიური სამკაული, მელიზმის სახეობა.

მორდვეთი - რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში, მდებარეობს მდინარე ვოლგის სანაპიროზე, დედაქალაქი - სარანსკი.

მორდვინოვი არკადი - რუსი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის არქიტექტურის აკადემიის პრეზიდენტი (1896-1964 წწ).

მორდვინოვი ნიკოლაი - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1901-1966 წწ).

მორდიუკოვა ნონა (ნოიაბრინა) - რუსი კინომსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1925-2008 წწ).

მორდუ - იგივეა, რაც ძიძიშვილი.

მორეასი ჟან - (ნამდვილი გვარი პაპადიამანდოპულოსი) - ფრანგი პოეტი, წარმოშობით ბერძენი (1856-1910 წწ).

მორევი - ღრმა ადგილი მდინარეში, სადაც წყალი ტრიალებს.

მორევის ნაფოტა (Rutilus frissii, კუდმერცხალა) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, მასა 6 კგ აღწევს. გავრცელებულია აზოვისა და შავი ზღვის აუზში. კასპიის ზღვაში გვხვდება ქვესახეობა - კუტუმი.

მორეკილი - რაც, ვინც მორეკეს.

მორელია - ქალაქი მექსიკაში, მიჩოაკანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (430 ათასი).

მორელონი დანიელ - ფრანგი ველოსიპედისტი, 1968 და 1972 წლებში ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1944 წელს).

მორელოსი (მორელოს ი პავონი) ხოსე მარია - მექსიკის ეროვნული გმირი (1765-1815 წწ).

მორელოსი - შტატი მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - კუერნაკავა.

მორენა (ფრანგ.) - (გეოლ.) ქანების ნამტვრევების გროვა, რომელიც იქმნება მყინვარების გადაადგილების შედეგად.

მორენო ვილია ხოსე - ესპანელი პოეტი (1887-1955 წწ).

მორესკა (იტალ.) - მე-16-17 საუკუნეების იტალიის თეატრში - მუსიკალურ-საცეკვაო სცენა (ბალეტის სახეობა), წარმოიქმნა ძველებური ცეკვისაგან, რომელიც პოპულარული იყო შუა საუკუნეებში ესპანეთში, ხოლო მე-15 საუკუნიდან გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

მორეტო ალესანდრო (ნამდვილი გვარი ბონვიჩინო) - იტალიელი ფერმწერი (დაახლოებით 1498 - 1554 წწ).

მორეტო--კავანია აუგუსტინ - ესპანელი დრამატურგი (1618-1669 წწ).

მორეული

1) რასაც მოურიეს.

2) რაც მოერია ვისმე, რასმე.

მორეცხილი - რაც მორეცხეს.

მორვა - მორებად ჭრა, დამორვა.

მორვანი - მთის მასივი საფრანგეთში.

მორვილი - მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

მორვილისწყალი - მდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვისწყლის მარცხენა შენაკადი.

მორზბი - იხილე პორტ-მორზბი.

მორზე სემიუელ - ამერიკელი მხატვარი და გამომგონებელი, ელექტრომექანიკური სატელეგრაფო აპარატის შემქმნელი (1791-1872 წწ).

მორზეს ანბანი - პირობითი ნიშნების (წერტილებისა და ტირეების) სისტემა ასოების გადასაცემად ტელეგრაფის აპარატის საშუალებით (ამერიკელი გამომგონებლის ს.მორზეს (1791-1872 წწ) სახელის მიხედვით).

მორზეს აპარატი - ტელეგრაფის აპარატი, რომლითაც გადასცემენ და იღებენ მორზეს ანბანის საშუალებით.

მორთვა-მოკაზმვა - მორთვა და მოკაზმვა.

მორთმეული - რაც მოართვეს, მოტანილი ვინმესთან.

მორთული - ვინც, რაც მორთეს ან მოირთო.

მორთულ-მოკაზმული - მორთული და მოკაზმული.

მორთულობა - რითაც მორთულია რამე, ვინმე; მოკაზმულობა, შემკულობა.

მორთხმული - იგივეა, რაც ფეხმორთხმული.

მორი

1) მოჭრილი მსხვილი ხე, ტოტებგაცლილი და უხეშად გათლილი.

2) (მა იურაქში) - მდინარე ინდოეთში, ერთვის განგა-ჰუგლის დელტას.

მორი ვან დასჰორსტ - ნიდერლანდელი ფერმწერი (1519-1577 წწ).

მორი ოგაი - იაპონელი მწერალი (1862-1922 წწ).

მორი ტომას - ინგლისელი ჰუმანისტი, სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი, უტოპიური სოციალიზმის ფუძემდებელი (1478-1535 წწ).

მორიაკი ფრანსუა - ფრანგი მწერალი, 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1886-1970 წწ).

მორიგე

1) გარკვეული დროის განმავლობაში რაიმე მოვალეობის შემსრულებელი. 2)

დაწესებულება, რომელიც მაშინვე მუშაობს, როცა ამ რიგის სხვა დაწესებულებები დაკეტილია.

2) უზენაესი ღვთაება ფშავსა და ხევსურეთში

მორიგება - სასამართლო პროცესში - დასამტკიცებლად წარდგენილი ხელშეკრულება მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი დავის ლიკვიდაციის შესახებ.

მორიგებული

1) ვინც მორიგდა ვინმესთან.

2) იგივეა, რაც მოგვარებული.

მორიგეობა - მორიგედ ყოფნა.

მორიგი

1) პირველ რიგში მოსაგვარებელი.

2) შემდგომი, მომდევნო.

მორიგუტი - ქალაქი იაპონიის ოსაკის პრეფექტურაში (160 ათასი).

მორიდება - რიდი, კრძალვა.

მორიდებული

1) მოკრძალებული, მოხათრებული.

2) ვინც მოარიდეს რასმე, ვისაც თავიდან ააცილეს რამე, მოშორებული, ჩამოშორებული.

მორიდებულობა - მორიდებულის თვისება.

მორიელი (Scorpionida) - ობობის მსგავსი შხამიანი ცხოველი, ღრიანკალი.

მორიერი ჯეიმზ ჯუსტინიან - ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური, მწერალი (1780-1849 წწ).

მორიკონე ენიო - იტალიელი კომპოზიტორი (დაიბადა 1928 წელს).

მორიოკა - ქალაქი იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (285 ათასი).

მორიონი (გერმ.) - კვარცის ნაირსახეობა, მუქად შეფერილი კრისტალი.

მორისი უილიამ - ინგლისელი მხატვარი (1834-1896 წწ).

მორისი ფერნლი (ნამდვილი სახელი და გვარი ფრენკ უილმოტი) - ავსტრალიელი პოეტი (1881-1942 წწ).

მორისი ჩარლზ უილიამ - ამერიკელი ფილოსოფოსი-იდეალისტი (1901-1985 წწ).

მორისკები (ესპ.) - მუსლიმანური მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ესპანეთში დარჩა მავრების გაძევების შემდეგ, ინკვიზიცია სასტიკად უსწორდებოდა მათ, საბოლოოდ განდევნილ იქნენ ესპანეთიდან 1609-1610 წლებში.

მორისონი ტონი - ამერიკელი მწერალი ქალი (დაიბადა 1932 წელს).

მორისონი ჯიმი - ამერიკელი როკ-მომღერალი, ჯგუფ „დორას სოლისტი“ (1943-1971 წწ).

მორის-ჯესეპი - კონცხი გრენლანდიის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე.

მორიცი კარლ ფილიპ - გერმანელი მწერალი (1756-1793 წწ).

მორიცი ჟიგმონდ - უნგრელი მწერალი (1879-1942 წწ).

მორიცსალა - ნაკრძალი ლიტვაში.

მორიხო - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ჯეჯორის მარცხენა შენაკადი.

მორკინალი (ძვ. და წიგნ.) - მოჭიდავე, ხელდახელ, ხმალდახმალ მებრძოლი.

მორკოკა - მდინარე იაკუტიის დასავლეთ ნაწილში (სიგრძე - 841 კილომეტრი).

მორკუნასი კაზიმირას - ლიტველი მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1924 წელს).

მორლი თომას - ინგლისელი კომპოზიტორი (1557 - 1603 წწ).

მორმონები - მორმონიზმის მიმდევრები, რელიგიური სექტის წევრები.

მორმონიზმი - რელიგიურ-სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1830 წელს, წარმოადგენს მრავალღმერთობისა და ქრისტიანობის ნარევს (მითიური წინასწარმეტყველების მორმონის სახელის მიხედვით).

მორნინგ სტარი - ინგლისელი კომუნისტების ყოველდღიური გაზეთი, დაარსდა 1930 წელს, ლონდონში.

მორო ალდო - იტალიის პრემიერ-მინისტრი 1963-68 და 1974-76 წლებში (1916-1978 წწ).

მორო ეჟეზიპ (ნამდვილი სახელი და გვარი პიერ ჟაკ რუიო) - ფრანგი პოეტი-სატირიკოსი (1810-1838 წწ).

მორო ჟანა - ფრანგი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1928 წელს).

მოროგორო - ქალაქი ტანზანიაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

მოროდი (კუთხურად) - სიმინდის მეორედ გათოხნა.

მოროზევიჩი ალექსანდრე - რუსი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი (დაიბადა 1977 წელს).

მოროზოვა ოლგა - რუსი ჩოგბურთელი, უიმბლდონის ტურნირის სამგზის ფინალისტი, მათ შორის ორჯერ ალექსანდრე მეტრეველთან ერთად (დაიბადა 1949 წელს).

მოროზოვი ალექსეი - რუსი მეწარმე, ცნობილი კოლექციონერი და ქველმოქმედი (1857-1934 წწ).

მოროზოვი რუსი სპორტსმენი (ნიჩბოსნობა), სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1964, 1968 და 1972 წლებში (დაიბადა 1940 წელს).

მოროზოვი პავლიკ - პიონერული რაზმის თავმჯდომარე, მოკლულ იქნა ანტისაბჭოური ძალების მიერ, განზოგადდა როგორც იდეოლოგიზირებული სახე შეურიგებელი ყმაწვილი მებრძოლისა (1918-1932 წწ).

მოროზოვი სავა - რუსი მეწარმე და მეცენატი (1862-1905 წწ).

მოროზოვსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (25 ათასი).

მორონი

1) დედაქალაქი და პორტი კომორის კუნძულებისა (22 ათასი).

2) ქალაქი კუბის სიეგო-დე-ავილის პროვინციაში.

მორონი ჯოვანი ბატისტა - იტალიელი ფერმწერი (1525-1578 წწ).

მორონობუ ჰისიკაგა - იაპონელი მხატვარი (1618-1694 წწ).

მოროტაი - კუნძული მოლუკების კუნძულებში, ეკუთვნის ინდონეზიას.

მოროჩი (კოპანკა) - მდინარე ბელორუსიის მინსკის ოლქში, სლუჩის მარჯვენა შენაკადი.

მორჟი (ლომვეშაპი) - ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლებიანთა რიგისა. სხეულის სიგრძე 2,5-3,5 მეტრი. გავრცელებულია პოლარული წრის ირგვლივ.

მორჟოვეცი - რუსეთის კუთვნილი კუნძული თეთრ ზღვაში.

მორსბი - იხილე მორზბი.

მორსი (რუს.) - ხილის წვენისაგან დამზადებული გამაგრილებელი სასმელი, წოწოქურა.

მორტილიე გაბრიელ - ფრანგი არქეოლოგი (1821 - 1898 წწ).

მორტირი (ჰოლანდ.) - მოკლელულიანი ქვემეხი ეგრეთ წოდებული «კიდული» (დაქანებული ტრაექტორიით) სროლისათვის.

მორტონი თომას - ამერიკელი მწერალი (1590-1647 წწ).

მორტყმული

1) რაც მოარტყეს, მოხვედრებული.

2) რაც მოირტყეს, შემორტყმული.

მორუა ანდრე (ნამდვილი გვარი ემილ ერზოგი) - ფრანგი მწერალი (1886-1967 წწ).

მორუკოვი ბორის - რუსი კოსმონავტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მონაწილეობდა 2000 წელს განხორციელებულ ფრენაში ამერიკული ხომალდით „ატლანტისით“ (დაიბადა 1950 წელს).

მორულა (ლათ.) - ბიოლოგიაში - მრავალუჯრედიანი ცხოველების ჩანასახის განვითარების ერთ-ერთი სტადია, ამ დროს ჩანასახი წარმოადგენს უჯრედების (ბლასტომერების) გროვას, რომელიც გარეგნულად ჰგავს ჟოლოს, მაყვალს ან თუთას. მორულას მოსდევს ბლასტულის სტადია.

მორუ-მანგბეტუ - უგანდასა და კონგოში მცხოვრები ხალხი (1,5 მილიონი).

მორფევსი (ბერძ.) - ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, ძალისა და სიზმრის მომავლინებელი ღვთაება, ძილის ღმერთის - ჰიპნოსის შვილი.

მორფემა (ბერძ.) - სიტყვის ნაწილი (სუფიქსი, პრეფიქსი, ძირი), რომელსაც აქვს ლექსიკური ან გრამატიკული მნიშვნელობა.

მორფი პოლ ჩარლზ - ამერიკელი მოჭადრაკე, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი XIX საუკუნის შუა წლებში (1837-1884 წწ).

მორფი (მორფიუმი) (ფრანგ.) - იგივეა, რაც მორფინი.

მორფიზმი (ბერძ.) - რთული ფუძის ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ფორმასთან, სახეობასთან დაკავშირებულს.

მორფილი უილიამ რიჩარდ - ინგლისელი ფილოლოგი, სლავისტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი (1834-1909 წწ).

მორფინი - ნარკოტიკული (ტკივილის გამაყუჩებელი და ძილის მომგვრელი) საშუალება (ბერძნული მითოლოგიის ძილის ღმერთის მორფეუსის სახელის მიხედვით).

მორფინიზმი - ავადმყოფური მიდრეკილება მორფინის, როგორც ნარკოტიკისადმი.

მორფინისტი - ადამიანი, რომელიც მორფინიზმითაა შეპყრობილი, მორფინს არის მიჩვეული.

მორფო (ბერძ.) - რთული ფუძის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ფორმასთან დაკავშირებულს.

მორფოლოგია (ბერძ.)

1) მეცნიერება ორგანიზმებისა და მინერალურ ნივთიერებათა აღნაგობისა და ფორმის შესახებ.

2) გრამატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვათა ფორმებს.

მორფომეტრია (ბერძ.) - გეომორფოლოგიის ნაწილი - დედამიწის ზედაპირის რელიეფის რაოდენობრივი დახასიათება.

მორფონოლოგია (ბერძ.) - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის ფონოლოგიურ საშუალებათა გამოყენებას მორფოლოგიის მიზნებისათვის.

მორფოსკულპტურა (ბერძ.) - ( გეოგრ.) რელიეფის წვრილ-წვრილი ფორმები (ხევები, მდინარეები, ხეობები, ბორცვები და სხვა), რომელთა წარმოქმნაში მთავარი როლი ეგზოგენურ პროცესებს ეკუთვნის.

მორფოსტრუქტურა (ბერძ.) - (გეოგრ.) დედამიწის დანაყოფები, რომელთა ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ენდოგენურ პროცესებს ეკუთვნის.

მორფოტექტურა (ბერძ.) - (გეოგრ.) იგივეა, რაც გეოტექტურა.

მორქენალი - რაც ირქინება, რქენია, რჩოლია.

მორღვეული - რაც მოარღვიეს ან მოირღვა.

მორყეული - რაც მოარყიეს ან მოირყა.

მორშანსკი - ქალაქი რუსეთის ტამბოვის ოლქში (50 ათასი).

მორშენი ნიკოლაი - რუსი პოეტი, მოღვაწეობს ემიგრაციაში (დაიბადა 1917 წელს).

მორჩენილი

1) ვინც, რაც მორჩა.

2) რაც მორჩათ.

მორჩი

1) ახლად ამოყრილი ყლორტი.

2) რომელიმე ორგანოს წამონაზარდი, განშტოება.

მორჩილება - მორჩილად ყოფნა.

მორჩილაძე შოთა - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, +100 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1974) და მესამე (1973) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1974) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1977) (1951-2004 წწ).

მორჩილი

1) სხვისი ნება-სურვილის უდრტვინველად, წინააღმდეგობის გაუწევლად ამსრულებელი.

2) მომცრო, პატარა.

მორჩომილი - იგივეა, რაც მორჩენილი.

მორცხვი - მომეტებულად მორიდებული, მოკრძალებული.

მორძგვეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირზე. ზღვის დონიდან - 360 მეტრი, ჭიათურიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 494 კაცი.

მორწმუნე - ადამიანი, რომელსაც ღმერთი სწამს და ასრულებს საეკლესიო წესებს.

მორწმუნეობა - მორწმუნედ ყოფნა.

მორწყული - რაც მორწყეს.

მორჭმული (ძვ.) - ძალაუფლებისა და სიმდიდრის მქონე, ძლევამოსილი, სახელოვანი.

მორჭმულობა (ძვ.) - მორჭმულის თვისება.

მორჯულებული (საუბ.) - ვინც, რაც მორჯულდა.

მოსაბრუნი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მოსაბეზრებელი - რაც მოჰბეზრდათ, მოსაწყენი, მომაბეზრებელი.

მოსაბრუნებელი

1) ვინც, რაც უნდა მოაბრუნონ ან მობრუნდეს.

2) რითაც უნდა მოაბრუნონ.

3) სადაც უნდა მობრუნდეს რამე.

მოსაგები - რაც უნდა მოიგონ, რაც მოგებას ხელს შეუწყობს.

მოსაგერიებელი

1) რაც, ვინც უნდა მოიგერიონ.

2) რითაც უნდა მოიგერიონ.

მოსაგვარებელი - რაც უნდა მოაგვარონ.

მოსაგლეჯი - რაც უნდა მოგლიჯონ, მოსაწყვეტი.

მოსაგონებელი (მოსაგონარი) - ვინც, რაც უნდა მოიგონონ.

მოსაგროვებელი - რაც უნდა მოაგროვონ.

მოსადენი

1) რითაც უნდა მოიდინონ.

2) რაც უნდა მოდენონ.

მოსადეყი მოჰამედ - ირანის პრემიერ-მინისტრი 1951-53 წლებში (1881-1967 წწ).

მოსადი - ისრაელის საიდუმლო სამსახური, შეიქმნა 1951 წელს.

მოსადილე - ვინც სადილობს.

მოსადუღებელი - რაც უნდა მოადუღონ.

მოსავალი - პურეულის ან სხვა მცენარეული პროდუქციის მთელი რაოდენობა, მიღებული ერთ წელს.

მოსავი (ძვ.) - „იმედნეული“ (საბა), მორწმუნე.

მოსავლები - რასაც გარს უნდა მოავლონ რასმე.

მოსავლელი

1) რასაც გარს უნდა მოუარონ.

2) ვისაც, რასაც უნდა მოუარონ.

მოსავლიანი - კარგი მოსავლის მომცემი.

მოსავლიანობა - მოსავლის რაოდენობა ფართობის ერთეულზე.

მოსაზელი

1) რაც უნდა მოზილონ.

2) რაზედაც, რაშიც უნდა მოზილონ.

მოსაზიდი

1) რაც უნდა მოზიდონ.

2) რითაც უნდა მოზიდონ.

მოსაზრება - აზრი, შეხედულება, თვალსაზრისი.

მოსაზრებული

1) ვისაც კარგი მოსაზრების უნარი აქვს, საზრიანი.

2) რაც მოისაზრეს, მოფიქრებული.

მოსაზრებულობა - მოსაზრებულის თვისება.

მოსაზღვრე

1) რაც, ვინც ესაზღვრება რასმე, ვისმე, მომიჯნავე.

2) (გადატანით) ახლო მდგომი, მონათესავე.

მოსათავებელი - რაც უნდა მოათაონ.

მოსათავსებელი

1) რაც უნდა მოათავსონ სადმე, რამეში.

2) სადაც, რაშიც უნდა მოათავსონ რამე.

მოსათიბი - რაც უნდა მოთიბონ.

მოსათმენი - რაც უნდა მოითმინონ, რის მოთმენაც შეიძლება; ასატანი.

მოსათქმელი - (სულის მოსათქმელად) სულის მოთქმის მიზნით, შესასვენებლად.

მოსათხრელი

1) რაც უნდა მოთხარონ.

2) რითაც უნდა მოთხარონ.

მოსათხრობი - რაც უნდა მოუთხრონ, საამბობი.

მოსაკაზმავი

1) ვინც, რაც უნდა მოკაზმონ.

2) რითაც უნდა მოკაზმონ.

მოსაკალავი - რაც უნდა მოკალონ.

მოსაკვეთი - რაც უნდა მოიკვეთოს, მოსაჭრელი.

მოსაკიდებელი

1) რაც უნდა მოიკიდონ.

2) რასაც უნდა მოჰკიდონ.

3) რასაც უნდა მოუკიდონ.

მოსაკიდი - იგივეა, რაც მოსაკიდებელი.

მოსაკითხი - ძღვნად გაგზავნილი რამ.

მოსაკირწყლავი - რაც უნდა მოკირწყლონ.

მოსაკლავი

1) ვინც, რაც უნდა მოკლან, ვინც მოკვლის ღირსია.

2) რითაც უნდა მოუკლან გული ვისმე.

3) რითაც უნდა მოიკლან.

მოსაკოდავი - რაც უნდა მოკოდონ.

მოსაკრეფი - რაც უნდა მოკრიფონ.

მოსალაპარაკებელი - რაზედაც უნდა მოილაპარაკონ, მოსათათბირებელი.

მოსალოგინებელი - ვინც უნდა მოილოგინოს, მოსამშობიარებელი.

მოსალოდნელი - რასაც მოელიან, რაც შეიძლება მოხდეს, შესაძლებელი.

მოსალოცი

1) ვისაც უნდა მოულოცონ.

2) რაც უნდა მოულოცონ, მოლოცვისთვის განკუთვნილი.

მოსალსკი - ქალაქი რუსეთის კალუგის ოლქში.

მოსალხენი - გამამხიარულებელი.

მოსამადლიერებელი - ვინც უნდა მოიმადლიერონ.

მოსამარაგებელი

1) ვინც, რაც უნდა მოამარაგონ.

2) რაც უნდა მოიმარაგონ.

მოსამართავი - რაც უნდა მომართონ.

მოსამართლე - თანამდებობის პირი, რომელიც სასამართლოში რაიმე საქმეს არჩევს.

მოსამატებელი - რაც უნდა მოუმატონ, რასაც უნდა მოუმატონ.

მოსამედიში - ანგოლის ქალაქ ნამიბოს სახელი 1982 წლამდე.

მოსამზადებელი

1) რაც უნდა მოამზადონ.

2) რითაც, სადაც უნდა მოამზადონ, მომზადებისათვის საჭირო.

მოსამკალი (მოსამკელი) - რაც უნდა მოიმკას.

მოსამრავლებელი - რაც უნდა მოამრავლონ.

მოსამსახურე

1) ვინც მსახურობს: პირი, რომელიც რაიმე დაწესებულებაში მუშაობს, გარკვეულ გონებრივ სამუშაოს ასრულებს.

2) დაქირავებული პირი, რომელიც ემსახურება ვისმე, მსახური.

მოსამსახურეობა - მოსამსახურედ ყოფნა, მოსამსახურის საქმიანობა.

მოსამშობიარებელი - ვინც უნდა მოიმშობიაროს.

მოსამცვრევი - რაც უნდა მოამცვრიონ.

მოსამხრებული - იგივეა, რაც დასამხრებული.

მოსანათლავი - ვინც უნდა მონათლონ.

მოსანანიებელი - რაც უნდა მოინანიონ.

მოსანაცვლებელი - რითაც ხელი უნდა მოინაცვლონ.

მოსანახავი - რაც, ვინც უნდა მონახონ.

მოსანდერი კარლ - შვედი ქიმიკოსი (1797-1858 წწ).

მოსანელებელი - რაც უნდა მოინელონ.

მოსაოხებელი - დარდის, მწუხარების გასაქარვებელი.

მოსაპარავი - რაც უნდა მოიპარონ.

მოსაპარსავი - რაც უნდა მოჰპარსონ ან მოიპარსონ.

მოსაპატიჟებელი - ვინც უნდა მოიპატიჟონ.

მოსაპირკეთებელი

1) რაც უნდა მოაპირკეთონ.

2) რითაც უნდა მოაპირკეთონ.

3) მოპირკეთებასთან დაკავშირებული.

მოსაპოვებელი - რაც უნდა მოიპოვონ.

მოსარაბები (არაბ.) - პირენეს ნახევარკუნძულზე მე-8 საუკუნეებში არაბების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანები, რომლებმაც მიიღეს არაბული ენა და კულტურა.

მოსარგებლე - ვინც სარგებლობს რამეთი.

მოსარევი

1) რასაც უნდა მოურიონ.

2) რითაც უნდა მოურიონ.

მოსარეკავი - რაც უნდა მორეკონ.

მოსარეცხავი - რაც უნდა მორეცხონ.

მოსართავი

1) რითაც უნდა მორთონ ვინმე, რამე.

2) უნაგირის მოსაჭერი ფართო ღვედი, რომელსაც ცხენს მუცელქვეშ გამოუტარებენ ხოლმე.

მოსარიგებელი - რაც მორიგებით შეიძლება გაკეთდეს.

მოსარიდებელი - ვისაც, რასაც უნდა მოერიდნონ.

მოსარღვევი - რაც უნდა მოარღვიონ.

მოსარჩელე - ვინც სარჩელს აღძრავს.

მოსარჩენი

1) ვინც უნდა მორჩეს, განსაკურნი.

2) რისგანაც უნდა მორჩნენ, რაც უნდა მოურჩეთ.

3) რამაც უნდა მოარჩინოს, რითაც უნდა მორჩნენ.

მოსარჩლე - ვინც ესარჩლება, ქომაგი, მფარველი.

მოსარწყავი - რაც უნდა მორწყან.

მოსარჯულებელი (საუბ.) - ვინც, რაც უნდა მოარჯულონ.

მოსასვენებელი - მოსვენებისათვის განკუთვნილი, დასასვენებელი.

მოსასვლელი

1) რითაც უნდა მოვიდნენ.

2) ვინც უნდა მოვიდეს.

მოსასმელი - რაც უნდა მოუსვან.

მოსასმენი - რაც უნდა მოისმინონ.

მოსასპობი - რაც, ვინც უნდა მოსპონ.

მოსასულიერებელი

1) ვინც უნდა მოასულიერონ.

2) რითაც უნდა მოასულიერონ.

მოსასყიდი - ვინც, რაც უნდა მოისყიდონ.

მოსასწორებელი - რაც უნდა მოასწორონ.

მოსასწრები - რაც უნდა მოასწრონ, დროზე გასაკეთებელი.

მოსასხამი

1) რაც უნდა მოისხან.

2) უსახელო ზედა სამოსელი, წამოსასხამი.

მოსასხამიანი - ვისაც მოსასხამი აქვს მოსხმული.

მოსასხლეტი

1) რაც უნდა მოსხლიტონ.

2) რაზედაც შეიძლებ მოსხლტნენ.

მოსატანი

1) რაც უნდა მოიტანონ.

2) რითაც უნდა მოიტანონ რამე.

მოსატაცებელი - ვინც, რაც უნდა მოიტაცონ.

მოსატევებელი (ძვ.) - რაც უნდა მოუტეონ, მისატევებელი.

მოსატეხი - რაც უნდა მოტეხონ.

მოსატრიალებელი

1) რაც, ვინც უნდა მოტრიალდეს.

2) სადაც უნდა მოტრიალდეს რამე.

მოსატყუარი - იგივეა, რაც მოსატყუებელი.

მოსატყუებელი

1) ვინც უნდა მოატყუონ.

2) რითაც უნდა მოატყუონ.

3) ვინც, რაც უნდა მოიტყუონ, შეაცდინონ.

4) რითაც უნდა მოიტყუონ.

მოსაუბრე - ვინც საუბრობს.

მოსაფარებელი

1) რაც უნდა მოაფარონ ან მოიფარონ.

2) რასაც შეიძლება მოეფარონ.

მოსაფენი

1) რაც უნდა მოფინონ.

2) სადაც უნდა მოფინონ რამე.

მოსაფერებელი - ვისაც, რასაც უნდა მოეფერონ.

მოსაფიქრებელი

1) რასაც მოფიქრება სჭირდება, რაც უნდა მოიფიქრონ.

2) მოფიქრებისათვის საჭირო.

3) იგივეა, რაც საფიქრებელი.

მოსაფონებელი

1) რაც უნდა მოაფონონ.

2) რითაც უნდა მოაფონონ, მოიფონონ, მოუფონონ.

მოსაფქვავე - იგივეა, რაც მესაფქვავე.

მოსაფხანი

1) რაც უნდა მოჰფხანონ ან მოიფხანონ.

2) რითაც უნდა მოიფხანონ.

მოსაფხეკი

1) რაც უნდა მოფხიკონ.

2) რითაც უნდა მოფხიკონ რამე.

მოსაქავებელი (საუბ.) - (ენის მოსაქავებელი) სალაყბო, საჭორაო.

მოსაქარგავი - რაც უნდა მოქარგონ.

მოსაქაფავი

1) რაც უნდა მოქაფონ.

2) რითაც უნდა მოქაფონ.

მოსაქმე - ვინც საქმობს.

მოსაქმეობა - იგივეა, რაც საქმიანობა.

მოსაქნარე (კუთხ.) - იგივეა, რაც მოსაქმე.

მოსაქნევი - რაც უნდა მოიქნიონ.

მოსაქნელი - რაც უნდა მოქნან.

მოსაქრთამავი - ვინც უნდა მოქრთამონ.

მოსაქსოვი - რაც უნდა მოქსოვონ.

მოსაღამოებული - ოდნავ შებინდებული.

მოსაღებად - ბოლოს მოღების მიზნით.

მოსაღონიერებელი

1) ვინც, რაც უნდა მოღონიერდეს.

2) რითაც უნდა მოღონიერდნენ, ღონის მიმცემი.

მოსაღორებელი - ვინც უნდა მოაღორონ, მოსატყუებელი.

მოსაყვანი

1) ვინც, რაც უნდა მოიყვანონ.

2) რითაც რამე უნდა გამოიწვიონ.

3) მომგვრელი.

მოსაყოლებელი - რაც უნდა მოაყოლონ.

მოსაყოლი - რასაც უნდა მოჰყვნენ, საამბობი, მოსათხრობი.

მოსაყრელი

1) რაც უნდა მოაყარონ.

2) რასაც უნდა მოაყარონ.

მოსაშენებელი

1) რაც უნდა მოაშენონ.

2) სადაც უნდა მოაშენონ.

მოსაშვები

1) რაც უნდა მოუშვან.

2) რითაც უნდა მოუშვან.

მოსაშველებელი

1) ვინც, რაც უნდა მოაშველონ.

2) ვისაც, რასაც უნდა მოეშველონ.

მოსაშვილი ილო - მწერალი, დრამატურგი (1896-1954 წწ).

მოსაშინაურებელი - რაც უნდა მოაშინაურონ.

მოსაშლელი - რაც უნდა მოშალონ ან მოიშალოს.

მოსაშორებელი

1) ვინც, რაც უნდა მოაშორონ ან მოიშორონ.

2) რითაც უნდა მოიშორონ.

მოსაშუშებელი

1) რაც უნდა მოაშუშონ, მოიშუშონ.

2) რითაც უნდა მოაშუშონ.

მოსაშხამავი - რაც უნდა მოიშხამოს.

მოსაჩვენებელი - რაც უნდა მოაჩვენონ, რაც გამიზნულია ვისიმე შესაცდენად.

მოსაჩრდილებელი - რაც მოუჩრდილებს, საჩრდილობელი.

მოსაცდელი - სადაც უნდა მოიცადონ, დაიცადონ.

მოსაცელი - რაც უნდა მოცელონ, მოსათიბი.

მოსაცემი - რაც უნდა მისცენ აქეთ მყოფს.

მოსაცვლელი - რაც უნდა მოიცვალონ.

მოსაცილებელი - რაც, ვინც უნდა მოიცილონ.

მოსაძებნი - ვინც, რაც უნდა მოძებნონ.

მოსაძრობი - რაც უნდა მოაძრონ.

მოსაწამლავი

1) რაც უნდა მოწამლონ.

2) რითაც უნდა მოწამლონ.

3) იგივეა, რაც შესაწამლავი.

მოსაწევი

1) რაც უნდა მოსწიონ ან მოიწიონ.

2) რითაც უნდა მოსწიონ ან მოიწიონ.

3) სადაც მოწევა შეიძლება.

მოსაწერი - რაც უნდა მოსწერონ.

მოსაწესრიგებელი - რაც უნდა მოაწესრიგონ, მოსაგვარებელი.

მოსაწვევი

1) ვინც, რაც უნდა მოიწვიონ.

2) რითაც უნდა მოიწვიონ.

მოსაწველი

1) რაც უნდა მოწველონ.

2) რითაც უნდა მოწველონ.

მოსაწმენდი

1) რაც უნდა მოწმინდონ, მოიწმინდონ.

2) რითაც უნდა მოწმინდონ ან მოიწმინდონ.

მოსაწოვი - რაც უნდა მოწოვონ.

მოსაწონებელი - იგივეა, რაც მოსაწონი.

მოსაწონი - ვისი ან რის მოწონებაც შეიძლება, მოწონების ღირსი.

მოსაწყენი - რაც მოწყენას იწვევს, დასაღონებელი, მოსაბეზრებელი.

მოსაწყვეტი - რაც უნდა მოწყვიტონ.

მოსაწყლებული - საწყლად ქცეული, დაბეჩავებული, შესაბრალისი.

მოსაწყობი

1) რაც უნდა მოაწყონ.

2) ვინც უნდა მოაწყონ სადმე.

3) რითაც უნდა მოაწყონ რამე.

მოსაჭერი - რაც უნდა მოიჭირონ ან მოუჭირონ.

მოსაჭიდებელი - რასაც უნდა მოსჭიდონ ხელი.

მოსაჭკვიანებელი - ვინც უნდა მოაჭკვიანონ.

მოსაჭრელი

1) რაც უნდა მოჭრან ან მოსჭრან.

2) რითაც უნდა მოჭრან.

მოსახალავი - რაც უნდა მოხალონ.

მოსახარშავი

1) რაც უნდა მოხარშონ.

2) რითაც უნდა მოხარშონ.

მოსახატავი - რაც უნდა მოხატონ.

მოსახდელი

1) რაც უნდა მოხადონ.

2) რაც უნდა მოიხადონ.

3) რასაც უნდა მოხადონ.

4) რითაც უნდა მოხადონ.

მოსახდენი

1) რაც უნდა მოახდინონ ან მოხდეს.

2) რაც მოუხდებათ, შესაფერი.

მოსახელე - ვისიმე სახელის მოზიარე, სეხნია.

მოსახერხებელი

1) რაც უნდა მოახერხონ ან მოხერხდეს, შესაძლებელი.

2) ხელსაყრელი, მარჯვე, შესაფერისი.

მოსახვევი

1) რაც უნდა მოახვიონ ან მოიხვიონ.

2) სადაც უნდა მოუხვიონ.

მოსახვეტი

1) რაც უნდა მოხვეტონ.

2) რითაც უნდა მოხვეტონ.

მოსახვეჭი (მოსახვეჭელი) - რაც უნდა მოიხვეჭონ.

მოსახილავი (მოსახილველი) (ძვ.) - რაც უნდა მოიხილონ.

მოსახლე - ვინც, სახლობს სადმე, მეკომური, კომლი.

მოსახლეობა - რაიმე ადგილის მცხოვრებნი, მცხოვრებთა ერთობლიობა.

მოსახლკარობა - ბინადრობა, ბინა, სახლ-კარი.

მოსახლობა - მოსახლედ ყოფნა, ბინადრობა.

მოსახმარი - იგივეა, რაც მოსახმარებელი.

მოსახმარებელი

1) ვისაც უნდა მოეხმარონ.

2) რაც უნდა მოიხმარონ, რაც შეიძლება მოიხმარონ, გამოსაყენებელი.

მოსახმობი (წიგნ.) - ვინც უნდა მოიხმონ.

მოსახნავი - რაც უნდა მოხნან.

მოსახოცი

1) რაც უნდა მოიხოცონ.

2) რითაც უნდა მოიხოცონ.

მოსახრაკავი - რაც უნდა მოხრაკონ.

მოსახრელი - რაც უნდა მოხარონ.

მოსახსენებელი

1) რაც უნდა მოახსენონ ვისმე, რასმე.

2) ვინც, რაც უნდა მოიხსენონ, მოიხსენიონ.

მოსახსნელი

1) რაც უნდა მოხსნან.

2) ვინც უნდა მოხსნან.

3) რითაც უნდა მოხსნან.

მოსახურავი

1) რაც უნდა მოხურონ.

2) რაც უნდა მოახურონ ან მოიხურონ.

მოსე - ბიბლიის თანახმად, პირველი მოციქული, იაჰვეს რელიგიის შემქმნელი, ებრაელთა ტომების წინამძღოლი და კანონმდებელი.

მოსე ცურტაველი - ცურტავის ეპისკოპოსი 599-605 წლებში, წარმოშობით სომეხი.

მოსე ხონელი - „ამირანდარეჯანიანის“.ავტორად მიჩნეული ქართველი მწერალი (დაახლოებით XI-XII საუკუნეები).

მოსევადებული - სევდით შემკული.

მოსეირე - სეირის მაყურებელი.

მოსეირნე - ვინც სეირნობს.

მოსეული - ვინც, რაც მოუსიეს ან მოესია ვისმე.

მოსეშვილი ლევან - კალათბურთელი (196 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1959-72). სსრკ ნაკრების წევრი (1963-64). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სამგზის მეორე (1959, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969). იყო თბილისის „დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1972-2003). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (დაიბადა 1940 წელს).

მოსვენებული - ვინც, რაც მოასვენეს, ვინც მოისვენა.

მოსვრილი - ვინც, რაც მოსვარეს ან მოისვარა.

მოსთაღანემი - ქალაქი-პორტი ალჟირში, ამავე სახელწოდების ვილაიას ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

მოსი - ქალაქი-პორტი ნორვეგიაში, ესტფოლის ფიულკეს ადმინისტრაციული ცენტრი.

მოსი ტრევორ - ინგლისელი ფიზიკოსი (1921-1996 წწ).

მოსიარულე - ვინც, რაც დადის.

მოსიაშვილები - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

მოსილი

1) ჩაცმული, შემოსილი.

2) აღჭურვილი.

მოსილული - რაც მოსილა მდინარემ.

მოსინიკები - ერთ-ერთი ქართველი ტომი სამხრეთ კოლხეთში. ცხოვრობდნენ ადრინდელ ანტიკურ ხანაში.

მოსინჯული - რაც მოსინჯეს.

მოსირმული - სირმით ნაქარგი.

მოსისინე - რაც სისინებს.

მოსისხლე

1) სისხლისმსმელი.

2) სისხლის აღებით შურისმაძიებელი.

მოსისხლეობა - მოსისხლის თვისება.

მოსიყვარულე - ვისაც, რასაც სიყვარული სჩვევია, სიყვარულით აღსავსე, მოყვარული.

მოსკა გაეტანო - იტალიელი იურისტი და სოციოლოგი (1858-1941 წწ).

მოსკალენკო კირილ - საბჭოთა ეპოქის მხედართმთავარი, მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1902-1985 წწ).

მოსკვინი ივან - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში (1874-1946 წწ).

მოსკიტი (ესპ.) - პატარა წყვილფრთიანი სისხლისმწოველი მწერი, ადამიანის ზოგი დაავადების გადამტანი.

მოსკიტოსი - კარიბის ზღვის ყურე პანამის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

მოსკოვი

1) რუსეთის დედაქალაქი. ისტორიულ წყაროებში პირველად 1147 წლიდან მოიხსენიება. XIII საუკუნიდან სამთავროს დედაქალაქია. XV საუკუნიდან - ერთიანი რუსეთის მთავარი ქალაქი. 1922-91 წლებში იყო საბჭოთა კავშირის დედაქალაქი (8,5 მილიონი).

2) მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, მდინარე ოკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 473 კილომეტრი).

3) მწვერვალი პამირში (6785 მეტრი).

მოსმენილი - რაც მოისმინეს, გაგონილი.

მოსონის ზღვა - ზღვა ანტარქტიკასთან, ინდოეთის ოკეანის აუზში.

მოსპინო - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

მოსპობილი - რაც მოსპეს.

მოსრესილი - რაც მოსრისეს.

მოსრიალე - ვინც, რაც სრიალებს.

მოსტაგანემი - იხილე მოსთაღანემი.

მოსტარი - ქალაქი ბოსნია-ჰერცეგოვინაში (125 ათასი).

მოსტი

1) ქალაქი ჩეხეთში (70 ათასი).

2) ქალაქი ბელორუსიაში (20 ათასი).

მოსტისკა - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

მოსტრა (იტალ.) - იტალიაში - კინოფესტივალის სახელწოდება.

მოსულელო - მცირედ სულელი, ცოტა სულელი, ჭკუანაკლები.

მოსული

1) ვინც, რაც მოვიდა.

2) მაღალი, წარმოსადეგი, ახოვანი, საკმაოდ დიდი.

3) ქალაქი ერაყში, ნაინავას მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (570 ათასი).

მოსულიერებული - ვინც, რაც მოსულიერდა.

მოსულიშვილი ფორე (ქრისტეფორე) - II მსოფლიო ომის დროს იტალიის წინააღმდეგობის აქტიური მებრძოლი, იტალიის ეროვნული გმირი (1916-1944 წწ).

მოსურნე - რაიმე სურვილის მქონე, მსურველი.

მოსუფთავებული - რაც მოსუფთავდა.

მოსუქებული - ვინც, რაც მოსუქდა.

მოსფილმი - რუსეთის კინოკონცერნი, შეიქმნა 1924 წელს მოსკოვში.

მოსქე - სირაკუსელი პოეტი და გრამატიკოსი (ძვ.წ.აღ. II ს).

მოსქო - მცირედ სქელი, ცოტათი სქელი.

მოსყიდული - ვინც მოისყიდეს.

მოსციცკი იგნაცი - პოლონეთის პრეზიდენტი 1926-39 წლებში (1867-1946 წწ).

მოსწავლე - ვინც სწავლობს სადმე.

მოსწავლეობა - მოსწავლედ ყოფნა.

მოსწორებული - რაც მოსწორდა.

მოსწრაფებული - ნაადრევი, უდროო.

მოსწრება - წარმატება სწავლაში.

მოსწრებული

1) დროზე გაკეთებული.

2) გონებამახვილური, მახვილი.

მოსხები - ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველური ტომი. ცნობები მათს შესახებ ძვ.წ.აღ. VI საუკუნიდან მოიპოვება.

მოსხეპილი

1) რაც მოსხიპეს.

2) (გადატანით) კოხტა, მოხდენილი, ტანწვრილი.

3) მოხდენილი, წვრილი.

მოსხი იოანე - იხილე იოანე მოსხი.

მოსხლეტილი - რაც მოსხლიტეს ან მოსხლტა.

მოსხმული

1) რაც მოასხეს.

2) რაც ასხია, რაც მოისხა.

3) რასაც ასხია, რამაც მოისხა.

4) იგივეა, რაც წამოსხმული.

მოტა ჯუზეპე - შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი 1915-37 წლებში (პერიოდულად) (1871-1940 წწ).

მოტაბაკებული - ტაბაკად შემწვარი ვარია.

მოტანებული - რამაც მოატანა, მოახლოებული, მოღწეული.

მოტანილი - რაც მოიტანეს.

მოტანტალე - ვინც ტანტალებს, მოხეტიალე.

მოტაცებული - ვინც, რაც მოიტაცეს.

მოტევებული (ძვ.) - რაც მოუტევეს, პატიებული, შენდობილი.

მოტელი (ინგლ.) - საავტომობილო გზის პირას მდებარე სასტუმრო მოგზაურთათვის, ავტოპანსიონატი.

მოტელსონი ბენჯამინ - დანიელი ფიზიკოსი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ო.ბერთან და ჯ.რეინუოტერთან ერთად (დაიბადა 1926 წელს).

მოტეტი (ფრანგ.) - (მუს.) მე-12-14 საუკუნეებში მრავალხმიანი სიმღერა, რომელშიც შეხამებული იყო სხვადასხვა დამოუკიდებელი მელოდია.

მოტეული - რაც, ვინც მოუტიეს.

მოტეხილი

1) რაც მოტეხეს ან მოტყდა.

2) ვინც მოტყდა, დაუძლურებული, დასუსტებული.

მოტვლეპილი

1) რაც მოტვლიპეს, მოლოკილი.

2) (გადატანით) მოტიტვლებული, მოშიშვლებული.

მოტი ნევილ - ინგლისელი ფიზიკოსი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფ.ანდერსენთან და ჯ.ვან ფლეკთან ერთად (1905-2000 წწ).

მოტი ჯონ - ამერიკელი რელიგიის მოღვაწე, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე.ბოლჩთან ერთად (1865-1955 წწ).

მოტივი (ფრანგ.)

1) რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევი მიზეზი.

2) მოსაზრება, საბუთი რისამე სასარგებლოდ.

3) მუსიკალური ნაწარმოების ძირითადი ელემენტი, მელოდია; ჰანგი.

მოტივირება (მოტივაცია) - მოტივების, მოსაზრებების მოყვანა რისამე დასამტკიცებელ საბუთად.

მოტივტივე - რაც ტივტივებს.

მოტივტივებული - იგივეა, რაც ატივტივებული.

მოტიკტიკე - ვინც ტიკტიკებს, მოტიტინე.

მოტილი ვლადიმირ - რუსი კინორეჟისორი (დაიბადა 1927 წელს).

მოტირალი

1) გარდაცვლილის დასატირებლად მოსული, დამტირებელი.

2) იგივეა, რაც მტირალი.

მოტიტვლებული

1) რაც მოტიტვლდა.

2) რაც რამეთი დაფარული არა აქვთ, მოღეღილი.

მოტიტინე - ვინც ტიტინებს, მოტიკტიკე.

მოტკბო - ცოტათი ტკბილი.

მოტკბო-მომჟავო - რასაც ტკბილი და მჟავე გემო დაჰკრავს.

მოტკბო-მჟავე - მჟავე, რომელსაც ტკბილი გემო დაჰკრავს.

მოტკეპნილი - რაც მოტკეპნეს, დატკეპნილი.

მოტკურისხორხი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილისწყლის მარჯვენა შენაკადი.

მოტლი ფელიქს - ავსტრიელი დირიჟორი და კომპოზიტორი (1856-1911 წწ).

მოტო (იტალ.)

1) მახვილსიტყვაობა, მოსწრებული გამონათქვამი.

2) მოკლე ეპიგრაფი წიგნის ან ცალკე თავის დასაწყისში.

3) (ლათ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს:

ა) მოტორიანს, მოტორულს.

ბ) მოტორიზებულს.

გ) მოტოციკლეტისას.

მოტობოლი - ფეხბურთის მსგავსი თამაში, შეჯიბრების მონაწილენი ბურთს დასდევენ მოტოციკლებით და ურტყამენ, აწვდიან ფეხით.

მოტოდრეზინა (ლათ.) - მცირეძალიანი ორ, სამ ან ოთხადგილიანი დრეზინა.

მოტოდრომი - სპეციალურად მოწყობილი ადგილი მოტოციკლების შესაჯიბრებლად ან გამოსაცდელად.

მოტოვებული

1) რაც მოიტოვეს, მონარჩენი.

2) ვინც, რაც უკან მოიტოვეს.

მოტოველოსიპედი - ველოსიპედი, რომელსაც კიდული მოტორი (ძრავა) აქვს დამატებული.

მოტოველოსპორტი - სამოტოციკლო და საველოსიპედო სპორტი.

მოტოთერაპია (ლათ.) - სამკურნალო ფიზკულტურის ან მექანოთერაპიის გამოყენება სხვადასხვა დაავადების დროს.

მოტოოტელი - სასტუმრო ავტომობილით მოგზაურთათვის, მოტელი.

მოტორესურსი (ლათ.) - შიგაწვისძრავიანი მანქანის ან თვით შიგაწვის ძრავის ნამუშევარი ზღვრულ მდგომარეობამდე, როდესაც მათი შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია ან მიზანშეწონილი არ არის.

მოტორვაგონები - მოტორიანი ან მისაბმელი ვაგონები, რომელთაგანაც შედგება ელექტრო-, დიზელი და ტურბომოტორები.

მოტორი (ლათ.) - იგივეა, რაც ძრავა.

მოტორიანი - რაც მოტორით მუშაობს, მოძრაობს.

მოტორიზაცია (მოტორიზება)

1) მოტორების ფართოდ დანერგვა სახალხო მეურნეობაში.

2) (სამხ.) ჯარების აღჭურვა სამხედრო ტექნიკით.

მოტორიზებული - მექანიკური ტრანსპორტით აღჭურვილი.

მოტორისტი - მუშა, რომელიც მოტორებს ემსახურება.

მოტოროლერი (გერმ.) - მოტოციკლის სახესხვაობა, აქვს უფრო პატარა თვლები და მძღოლისათვის უფრო კომფორტულია.

მოტორული

1) რასაც მოტორი აქვს, მოტორით მოძრავი, მოტორიანი, ძრავიანი.

2) (ფსიქ.) მოძრაობითი.

მოტოციკლეტი (ფრანგ.) - იგივეა, რაც მოტოციკლი.

მოტოციკლი (ფრანგ.) - ორთვლიანი მანქანა, რომელიც მოძრაობს მასზე დადგმული შიგაწვის ძრავით, ხშირად აქვს გვერდზე მისაბმელი ეტლი.

მოტოციკლისტი - მოტოციკლით მავალი, სამოტოციკლო სპორტის მიმდევარი.

მოტრიალებული - ვინც, რაც მოტრიალდა.

მოტრუსული - იგივეა, რაც გატრუსული.

მოტრფიალე - ვინც ეტრფის ვისმე.

მოტურტლული (საუბ.) - მოსვრილი, მოთხუპნილი.

მოტყიარი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

მოტყუებული - ვინც მოტყუვდა.

მოუაზრებელი - მოუსაზრებელი, მოუფიქრებელი.

მოუაზრებლობა - მოუაზრებლის თვისება.

მოუბარი - მოსაუბრე, მოლაპარაკე, მთქმელი.

მოუგვარებელი - რაც არ მოუგვარებიათ, მოუწესრიგებელი.

მოუდრეკელი - რაც, ვინც ვერ მოდრიკეს, გაუტეხელი.

მოუეტი ფარლი - კანადელი ნატურალისტი (დაიბადა 1921 წელს).

მოუვლელი - ვინც რაც მოვლილი არ არის, უპატრონო, მიუხედავი.

მოუთავებელი - რაც არ მოუთავებიათ.

მოუთიბავი - რაც არ მოუთიბავთ.

მოუთმენელი - ვისაც, რასაც მოთმენა არ შეუძლია.

მოუკალავი - რაც არ მოუკალავთ.

მოუკირწყლავი - რაც არ მოუკირწყლავთ.

მოუკლავი - რაც, ვინც არ მოუკლავთ ან ვერ მოკლეს.

მოუკლებელი - რაც არ მოჰკლებიათ.

მოუკოდავი - რაც არ მოუკოდავთ.

მოუკრეფავი - იგივეა, რაც მოუკრეფელი.

მოუკრეფელი - რაც არ მოუკრეფიათ.

მოუკუპრავი - რაც მოკუპრული არ არის.

მოულმეინი - იხილე მოლამიაინი.

მოულოდნელი - ვისაც არ მოელოდნენ.

მოულოდნელობა - მოულოდნელად მომხდარი რამ.

მოუმაგრებელი - ვინც, რაც მომაგრებული არ არის.

მოუმარაგებელი - ვინც, რაც მომარაგებული არ არის.

მოუმართავი - რაც არ მოუმართავთ.

მოუმზადებელი

1) რაც არ მოუმზადებიათ, არ მომზადებულა.

2) ვინც მომზადებული არ არის.

მოუმკილი - რაც მომკილი არ არის.

მოუმწიფებელი

1) რაც არ მომწიფებულა.

2) ვინც არ მომწიფებულა.

მოუნათლავი - ვინც არ მოუნათლავთ.

მოუნანიებელი (ძვ.)

1) რაც არ მოუნანიებიათ.

2) ვისაც არ მოუნანებია.

მოუნელებელი - რაც ვერ მოინელეს.

მოუპარსავი

1) რაც არ მოუპარსავთ.

2) ვისაც არ მოუპარსავს, გაუპარსავი.

მოუპირავი - რაც არ მოუპირავთ.

მოუპირკეთებელი - რაც მოპირკეთებული არ არის.

მოურავი

1) მემამულის ქონების გამგებელი ძველ საქართველოში.

2) (ისტ.) რომელიმე პროვინციის, ქალაქის, თემის და მისთანების გამგე.

მოურავობა (ძვ. და ისტ.) - მოურავად ყოფნა, მოურავის თანამდებობა.

მოურეველი

1) რისთვისაც არ მოურევიათ.

2) ვისაც ვერ მორევიან, უძლეველი, დაუმარცხებელი.

მოურიგებელი - ვისი ან რის ერთმანეთში მორიგებაც შეუძლებელია, შეუთავსებელი.

მოურიგებლობა - მოურიგებლად ყოფნა, მორიგების შესაძლებლობა.

მოურიდებელი

1) პირდაპირი, პირუთვნელი.

2) უზრდელი, უხეში.

მოურიდებლობა - კადნიერება, უხეშობა.

მოურჩენელი - რის, ვისი მორჩენაც არ შეიძლება, განუკურნებელი.

მოურწყავი - რაც მორწყული არ არის.

მოურწყველი - იგივეა, რაც მოურწყავი.

მოურჯულებელი (საუბ.) - ვინც, რაც ვერ მოარჯულეს, ვისი, რის მორჯულებაც არ შეიძლება, გამოუსწორებელი.

მოუსავლეთი (ძვ. საუბრ.) - საიდანაც ვეღარ მოდიან.

მოუსავლიანი - რაც მოსავლიანი არ არის.

მოუსავლიანობა - მოსავლის სიმცირე.

მოუსაზრებელი

1) ვინც მოსაზრებული არ არის, მიუხვედრელი.

2) რაც ვერ მოისაზრეს, მოუფიქრებელი.

მოუსვენარი

1) ვისაც მოსვენებით ყოფნა არ შეუძლია, მუდამ მოსაქმე, მუდამ მოქმედი, დაუდეგარი, დაუდგრომელი, დაუცხრომელი.

2) სიმშვიდეს მოკლებული , შფოთიანი, მღელვარე.

მოუსვენრობა - მოუსვენრად ყოფნა, სიმშვიდის უქონლობა.

მოუსვლელი

1) ვინც, რაც არ მოსულა, არ მოვა.

2) (საუბ.) საიდანაც უკან ვერ მოდიან, ვერ მოვლენ.

მოუსვლელობა - არმოსვლა.

მოუსონი დუგლას - ანტარქტიდის ავსტრალიელი მკვლევარი (1882-1958 წწ).

მოუსონი - ავსტრალიის პოლარული სადგური მალ-რობერტსონის მიწის სანაპიროზე, შეიქმნა 1954 წელს.

მოუსყიდველი - ვისი მოსყიდვაც არ შეიძლება.

მოუტამა (მარტაბანი) - ანდამანის ზღვის ყურე (წყნარი ოკეანე).

მოუტეხელი

1) რაც მოტეხილი არ არის.

2) (გადატანით.) ვინც, რაც ვერ მოტეხეს, უტეხი, გაუტეხელი.

მოუფიქრებელი

1) რაც არ ან ვერ მოიფიქრეს.

2) ვინც ვერ მოიფიქრებს, მოუსაზრებელი.

მოუფიქრებლობა - მოუფიქრებლად მოქცევა.

მოუქანცველი - ვინც, რაც არ მოქანცულა.

მოუქაფავი - რაც მოქაფული არ არის.

მოუქნელი

1) რაც არ მოუქნიათ, დაუმუშავებელი.

2) უუნარო, მოუხერხებელი, უხეირო, უწესრიგო.

მოუქნელობა - მოუქნელის თვისება.

მოუქრთამავი - ვისაც ვერ მოქრთამავენ.

მოუღალავი - გამრჯელი, დაუზარებელი.

მოუღლელი - ვინც, რაც მოღლილი არ არის.

მოუყვანელი - ვინც, რაც არ მოუყვანიათ.

მოუშველებლად - მოშველების გარეშე.

მოუშლელი - რაც არ მოუშლიათ.

მოუშორებელი - რაც, ვინც ვერ მოუშორებიათ, მოუცილებელი.

მოუშუშებელი - რაც არ მოშუშებულა.

მოუცდენელი - რაც, ვინც არ მომცდარა.

მოუცილებელი - ისე, რომ არ მოაცილონ ან არ მოსცილდეს.

მოუცლელი - ვინც მოცლილი არ არის.

მოუცლელობა - მოუცლელად ყოფნა.

მოუწესრიგებელი - რაც მოწესრიგებული არ არის.

მოუწვეველი - ვინც არ მოუწვევიათ.

მოუწყვეტელი - რაც მოწყვეტილი არ არის.

ოუწყობელი - რაც მოწყობილი არ არის.

მოუწყობლობა - არეულობა, კომფორტის ნაკლებობა.

მოუჭრელი - რაც არ მოუჭრიათ.

მოუხალავი - რაც მოხალული არ არის.

მოუხარშავი - რაც მოხარშული არ არის.

მოუხდელი - რაც არ მოუხდიათ.

მოუხელთებელი - ვინც, რაც ვერ მოიხელთეს, ვისაც, რასაც ვერ მოიხელთებენ.

მოუხერხებელი

1) რაც ჯერ მოახერხეს, რასაც ვერ მოახერხებენ.

2) უხერხული, შეუფერხებელი.

მოუხეშავი - იგივეა, რაც უხეში.

მოუხეშაობა - მოუქნელობა.

მოუხვედრელი - სადაც ადვილად ვერ მოხვდება კაცი, მიუვალი, მიუდგომელი.

მოუხვნელი - იგივეა, რაც მოუხნავი.

მოუხმარებელი - გამოუყენებელი, უსარგებლო, გამოუსადეგარი.

მოუხნავი - რაც მოხნული არ არის.

მოუხოცავი - რაც არ მოუხოციათ.

მოუხრელი

1) რაც არ მოხარეს.

2) ვინც არ მოხრილა.

3) (გადატანით) ვინც ვერ მოხარეს, გაუტეხელი, დაუმორჩილებელი.

მოუხსნელი - რაც არ მოუხსნიათ.

მოუჰავი - იხილე მოხავე.

მოფამფალებული - ვინც, რაც მოფამფალდა.

მოფანტული - რაც მოფანტეს ან მოიფანტა.

მოფარდაგებული - ფარდაგებით და მისთანებით მოფენილი, მორთული.

მოფარდაგული - იგივეა, რაც მოფარდაგებული.

მოფარებული

1) ვინც, რაც მოეფარა ვისმე, რასმე.

2) რაც მოაფარეს ან მოიფარეს.

3) დაცული, მყუდრო.

მოფართხალე - რაც ფართხალებს.

მოფარიკავე - ვინც ფარიკაობს, ვინც ფარიკაობას მისდევს.

მოფარფატე - რაც ფარფატებს.

მოფაცხული - ფაცხისებურად მოწნული, აგებული, მოქოხილი.

მოფენილი

1) რაც მოფინეს ან მოეფინა.

2) რასაც მოფინეს ან მოეფინა რამე.

მოფერხულე - ფერხულის მონაწილე.

მოფეტი (ფრანგ.) - წყლის ორთქლისა და სხვა აირების შემცველი ნახშირორჟანგის ჭავლი, რომელიც გამოიყოფა ვულკანის კრატერის ფსკერსა და ფერდობებზე, აგრეთვე ლავის გაგრილებულ ნაკადებზე გაჩენილი პატარა არხებიდან და ბზარებიდან.

მოფიფქული - თოვლის ფიფქით დაფარული.

მოფიქრებული - რაც მოიფიქრეს, მოსაზრებული.

მოფიცარი - ვინც ფიცულობს.

მოფიცრული

1) ფიცრებით შემოჭედილი, ფიცრებით აგებული.

2) რაზედაც ფიცრებია დაგებული.

მოფოლო თომას - სამხრეთაფრიკელი მწერალი, სუტოს სალიტერატურო ენის შემქმნელი (1877-1948 წწ).

მოფრენილი - რაც, ვინც მოფრინდა.

მოფრიალე - რაც ფრიალებს.

მოფრინეთი - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

მოფრქვეული - რაც მოაფრქვიეს.

მოფუსფუსე - ვინც, რაც ფუსფუსებს.

მოფშვნეტილი

1) რაც მოფშვნიტეს ან მოიფშვნიტა.

2) (გადატანით) განადგურებული, დამწვარი, გადამხმარი.

მოფშვნილი - რაც მოფშვნეს.

მოფხეკილი - რაც მოფხიკეს, ფხეკით მოცლილი.

მოფხვნილი - რაც მოფხვნეს.

მოფხრეწილი - რაც მოფხრიწეს.

მოფხუწული - რაც მოფხუწეს ან მოეფხუწათ.

მოქადაგე - ვინც ქადაგებს, მქადაგებელი.

მოქადული - ვინც იქადის, მკვეხარა, ტრაბახა.

მოქალაქე

1) ამა თუ იმ სახელმწიფოს ქვეშევრდომი, მისი სრულუფლებიანი წევრი.

2) სრულწლოვანი ადამიანი, საზოგადოების წევრი, მიმართვა ასეთი ადამიანებისადმი.

3) ქალაქის მცხოვრები, ქალაქელი.

4) ქალაქის (კერძოდ თბილისის) მკვიდრი.

მოქალაქეობა - მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა, მოქალაქედ ყოფნა. ამა თუ იმ ქვეყნის ქვეშევრდომობა.

მოქალაქეობრივი - მოქალაქის დამახასიათებელი, საზოგადოებრივი.

მოქალაქური - იგივეა, რაც მოქალაქეობრივი.

მოქანავე - რაც, ვინც ქანაობს.

მოქანდაკე - ხელოსანი, რომელიც ქანდაკებას ქმნის.

მოქანცული - ვინც, რაც მოქანცეს ან მოიქანცა.

მოქანცულობა - მოქანცულის მდგომარეობა.

მოქარავნე - იგივეა, რა მექარავნე.

მოქარგული - რაც მოქარგეს.

მოქარგულობა - ის, რაც მოქარგულია რამეზე, ნაქარგობა.

მოქართულე - ქართულად მოლაპარაკე.

მოქაფული - რაც მოქაფეს.

მოქაქანე - ვინც ქაქანებს.

მოქაფული - რაც მოქაფეს.

მოქეიფე - ვინც ქეიფობს.

მოქელეხე

1) ქელეხის მონაწილე.

2) (დამცირებვთ) ქელეხის მოყვარული.

მოქვი

1) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მოქიაქებული (კუთხ.) - მიყრილ-მოყრილი.

მოქიშპე - ვინც ექიშპება ვისმე, მეტოქე.

მოქლონი - ფართოთავიანი ლითონის ღერო, ჭანჭიკი, რომელიც იხმარება, ლითონის ორი ნაწილის დასაკავშირებლად.

მოქმედება

1) რისამე კეთება, მუშაობა.

2) ზეგავლენის მოხდენა ვინმეზე, რამეზე.

3) ძალის მქონეობა.

4) ლიტერატურულ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის მსვლელობა.

5) დრამატული ნაწარმოების ნაწილი.

6) მათემატიკური გამოთვლის ძირითადი სახეობა.

მოქმედებითი - (მოქმედებითი ბრუნვა) (გრამატ.) სახელის ერთ-ერთი ფორმა, მისი ნიშნებია: -ით(ა) ან -თ(ი). (მოქმედებითი გვარი) ზმნის ფორმა, რომელშიც მოქმედების პროცესი წარმოდგენილია რეალური სუბიექტიდან ამოსვლით, მისი საპირისპიროა ვნებითი გვარი.

მოქმედი - რისამე მქნელი, ჩამდენი.

მოქნეული - რაც მოიქნიეს, მოუქნიეს.

მოქნილი

1) რაც მოქნეს.

2) თავისუფლად მოძრავი.

3) უნარიანი, მოხერხებული, მარჯვე.

მოქნილობა - მოქნილის თვისება.

მოქოხილი - სახელდახელოდ, უხეიროდ აშენებული უბრალო ნაგებობა.

მოქრთამული - ვინც მოქრთამეს.

მოქრისტიანებული - ვინც მოქრისტიანდა.

მოქსოვილი - რაც მოქსოვეს.

მოქურუშებული

1) ვინც მოქურუშდა.

2) (გადატანით) რაც მოქურუშდა, მოღრუბლული.

მოქურუხებული - იგივეა, რაც მოქურუშებული.

მოქუფრული - ქუფრი, შავი ღრუბელით დაფარული, დაბნელებული ცა.

მოქუშული

1) იგივეა, რაც მოღუშული.

2) მოღრუბლული ცა.

მოქუჩებული (საუბ.) - იგივეა, რაც მოგროვებული.

მოქუხარი - რაც ქუხს, ქუხილით მომდინარე, მქუხარე.

მოქშა

1) მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ოკის მარჯვენა შენაკადი.

2) მორდოველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი.

მოქცევა - ზღვის დონის პერიოდული აწევა, მატება.

მოქცევაი ქართლისაი - IX საუკუნის ანონიმური ლიტერატურული ძეგლი; ეძღვნება ქართველთა განმანათლებლის ნინოს ცხოვრებას.

მოქცეული

1) რაც, ვინც მოაქციეს, რაც, ვინც სადმე მოექცა, მოთავსებული.

2) რაც მოიქციეს ან მოექცათ.

მოღალატე - ვინც ღალატობს, უღალატებს ვისმე, რასმე.

მოღალატეობა - მოღალატის თვისება, ღალატი, გამცემლობა, ორგულობა.

მოღალატური - მოღალატის დამახასიათებელი.

მოღალე (ისტ.) - ღალის გადამხდელი.

მოღაჟღაჟე - რაც ღაჟღაჟებს.

მოღაღადე - იგივეა, რაც მღაღადებელი.

მოღაღანე - რაც ღაღანებს.

მოღებული - რაც მოუღეს.

მოღერებული

1) დასარტყმელად შემართული, მოშვერილი, დამიზნებული.

2) მაღალი, მოხდენილი, შნოიანად დაჭერილი.

3) (გადატანით) იგივეა, რაც შეღერებული.

მოღეღილი - იგივეა, რაც გაღეღილი.

მოღვაწე - პირი, რომელიც რამე საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა.

მოღვაწეობა - საზოგადო, საქვეყნო საქმისათვის გაწეული შრომა, მუშაობა, მოქმედება.

მოღვენთილი - იგივეა, რაც მოთენთილი.

მოღიავებული (საუბ.) - იგივეა, რაც გაღეღილი.

მოღიმარი

1) ვინც იღიმება, ვისაც სახე უღიმის.

2) რაც უღიმით.

მოღიღინე - ვინც ღიღინებს.

მოღლეტილი - გადატყავებული, გადაყვლეფილი.

მოღლილი - იგივეა, რაც დაღლილი.

მოღობილა - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

მოღობილი - რაც მოღობეს.

მოღონიერებული - ვინც, რაც მოღონიერდა.

მოღორებული - ვინც მოაღორეს ან მოღორდა.

მოღოღიალე - ვინც, რაც დაღოღიალობს.

მოღრეცილი - რაც მოღრიცეს ან მოეღრიცათ, დაღრეცილი, მობრეცილი.

მოღრუბლული

1) რაც მოიღრუბლა, ღრუბლით დაფარული, ღრუბლიანი.

2) (გადატანით) ვინც მოიღრუბლა, შუბლშეკრული, დაღვრემილი, მოღუშული.

3) რაც მოეღრუბლათ.

მოღრუბლულობა - იგივეა, რაც ღრუბლიანობა.

მოღუნული - რაც, ვინც მოღუნეს ან მოიღუნა, მოხრილი, მოკაკული.

მოღუღუნე - რაც ღუღუნებს.

მოღუშული

1) ვინც მოიღუშა, შუბლშეკრული, მოჭმუხნული.

2) რაც მოღუშეს ან მოეღუშათ.

მოღწეული - ვინც, რამაც მოაღწია.

მოყავისფრო - ოდნავ ყავისფერი.

მოყაყანე - ყაყანით მოლაპარაკე.

მოყაშყაშე - რაც ყაშყაშებს.

მოყენებული - რაც, ვინც მოაყენეს.

მოყვანილი

1) ვინც, რაც მოიყვანეს.

2) რაც მოიყვანეს.

3) მოხდენილი აღნაგობისა, წარმოსადეგი, შნოიანი.

მოყვანილობა - მოხაზულობა, ფორმა, აგებულება, აღნაგობა.

მოყვარე

1) ცოლის ნათესავი ქმრის ნათესავებისათვის და, პირიქით, ქმრის ნათესავი ცოლის ნათესავებისათვის.

2) (კუთხ.) იგივეა, რაც ცოლისძმა.

3) ახლობელი, კეთილის მდომი, მოკეთე.

4) (ძვ.) იგივეა, რაც მოყვარული.

მოყვარული

1) ვისაც უყვარს ვინმე, რამე, მოსიყვარულე.

2) ვისაც უყვარს რამე, ვინც მიდრეკილებას იჩენს რამესადმი.

3) პირი, რომელიც მისდევს რასმე ძირითადი სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, არაპროფესიონალი.

მოყვარულობა - მოყვარულის თვისება.

მოყვასი (ძვ.) - მოძმე, მახლობელი, ამხანაგი.

მოყვითალო - ოდნავ ყვითელი.

მოყვრობა - მოყვრად ყოფნა.

მოყვრული - მოყვრის დამახასიათებელი, მოყვრის შესაფერი.

მოყიალე - ვინც ყიალებს, დაყიალებს, უსაქმოდ, უმიზნოდ მოსიარულე.

მოყივნებული (ძვ.) - ვინც მოაყივნეს, საქვეყნოდ შერცხვენილი.

მოყინული - ზევიდან გაყინული.

მოყირჭებული

1) რაც მოჰყირჭდათ.

2) ვისაც მოჰყირჭდა რამე.

მოყმე (ძვ.) - ვაჟკაცი, ჭაბუკი, რაინდი.

მოყოლებული

1) რაც მოაყოლეს, შემოვლებული.

2) დაწყებული, მოკიდებული.

3) მომდევნო, მომყოლი.

მოყოლილი

1) ვინც, რაც მოჰყვა ვისმე, რასმე.

2) ვინც, რაც მოჰყვა რამეში.

3) რასაც მოჰყვნენ, ნაამბობი, მოთხრობილი.

მოყრდნობილი - ვინც მოეყრდნო ვისმე, რასმე, რაც მოაყრდნეს ვისმე, რასმე.

მოყრილი

1) რაც მოყარეს.

2) რაც მოაყარეს.

3) ვინც გარკვეული წლოვანებისა გახდა.

მოყუდებული

1) რაც მოაყუდეს, ვინც მოეყუდა.

2) რაც მოიყუდეს.

მოყურადე - ვინც უსმენს ან უყურებს.

მოშავო - ოდნავ შავი.

მოშაირე - შაირის მთქმელი, შაირის მთხზველი, მელექსე.

მოშამბული - შამბმოდებული, შამბიანი.

მოშანდაკებული - რაც მოაშანდაკეს, მოსწორებული.

მოშარდვა - შარდის დაქცევა.

მოშაშე - შაშის მოთამაშე.

მოშევანი - მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, მაშავრის მარჯვენა შენაკადი.

მოშენებული - რაც მოაშენეს ან მოშენდა.

მო შეროში ჰანს მიხაელ - გერმანელი მწერალი-სატირიკოსი (1601-1669 წწ).

მოშეშ II (მშეშვე I) - ლესოთოს მეფე 1966-90 წლებში (დაიბადა 1938 წელს).

მოშვებული

1) რაც, ვინც მოუშვეს.

2) ვინც, რაც მოეშვა.

მოშვერილი - აქეთკენ გამოწვდილი, გამოწეული.

მოშვილდული - მშვილდივით მოხრილი, მოღუნული.

მოშვლეპილი (საუბ.) - რაც მოშვლიპეს ან მოიშვლიპეს.

მოში - ქალაქი ტანზანიაში, კილიმანჯაროს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).

მოშიაშვილი ანატოლი - სპორტსმენი (მძლეოსნობა, თარჯრბენი). ევროპის ზამთრის ჩემპიონატის გამარჯვებული (1974 - 110 მ), ევროპის თასის მფლობელი (1974 - 60 მ), მეორე (1973 - 60 მ) და მესამე (1972 - 60 მ) პრიზიორი (დაიბადა 1950 წელს).

მოშივებული - ვისაც, რასაც მოშივდა, მშიერი, დამშეული.

მოშილიფებული (საუბ.) - მოღეღილი, გახსნილი.

მოშინაურებული - რაც მოაშინაურეს ან მოშინაურდა.

მოშიშარი - იგივეა, რაც მშიშარა.

მოშიშვლებული

1) რაც მოიშიშვლეს, მოღეღილი.

2) რაც მოშიშვლდა.

მოშიში (ძვ.) - ვისაც ეშინია ვისიმე, რისამე.

მოშკოვსკი მაურიცი (მორიც) - პოლონელი პიანისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი (1854-1925 წწ)

მოშლამვა - შლამით დაფარვა.

მოშლილი

1) რაც მოშალეს ან მოიშალა.

2) (გადატანით) მოდუნებული, მოსუსტებული.

მოშლილობა - მოშლილის მდგომარეობა.

მოშონი მიხაი (ნამდვილი გვარი ბრანდი) - უნგრელი კომპოზიტორი-რომანტიკოსი (1815-1870 წწ).

მოშონმადიაროვარი - ქალაქი უნგრეთის დიერ-შოპრონის მედიეში (30 ათასი).

მოშორებული - ვინც, რაც მოშორდა ვისმე, რასმე.

მოშრიალე - რაც შრიალებს.

მოშტერებული

1) რაც მოაშტერეს რასმე, ვისმე.

2) ვინც მოაშტერდა ვისმე, რასმე.

მოშუადღევებული - თითქმის შუადღე.

მოშურნე - ვისაც შურს ვისიმე, შურიანი.

მოშურნეობა - მოშურნის თვისება.

მოშუღლე (ძვ.) - შუღლის ამტეხი, შუღლის ჩამომგდები, მოცილე, მოქიშპე, მოჩხუბარი.

მოშუშებული - რაც მოშუშდა, რაც მოუშუშდათ.

მოშუშული

1) რაც მოშუშეს.

2) რაც გვალვამ მოშუშა.

მოშხამული - რაც, ვინც მოშხამეს ან მოიშხამა.

მოჩალიჩე - ჩალიჩის მოთამაშე, (ჟარგ.) რაღაც უმნიშვნელო საქმით დაკავებული.

მოჩალოვი პაველ - რუსი მსახიობი, რუსული თეატრის რომანტიზმის უდიდესი წარმომადგენელი (1800-1848 წწ).

მოჩალსკი დიმიტრი - რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1908-1988 წწ).

მოჩალული

1) ჩალისაგან განთავისუფლებული

2) ჩალით დახურული.

მოჩანჩქარე - ჩანჩქარით მდინარი, მიმდინარე.

მოჩაქჩაქე - ჩაქჩაქით მოსიარულე.

მოჩახჩახე

1) რაც ჩახჩახებს, მოკაშკაშე.

2) რაც ჩახჩახებს, რაც მოჩახჩახებს, მოჩხრიალე, მოჩუხჩუხე.

მოჩეთი (კუთხ.) - იგივეა, რაც ვარია.

მოჩენილი - რაც, ვინც მოუჩინეს, მიჩენილი, შემოჩენილი.

მოჩვენება - არარსებული ვინმე, რამე, რომელიც წარმოესახებათ როგორც რეალურად არსებული, რაც ეჩვენებათ.

მოჩვენებითი - არანამდვილი, ტყუილი, ფარისევლური, მოსაჩვენებელი.

მოჩვეული - ვინც, რაც მოიჩვიეს, ვინც, რაც მოეჩვიათ.

მოჩითული - იგივეა, რაც დაჩითული.

მოჩიკა - უძველესი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა თანამედროვე პერუს ჩრდილოეთ სანაპი-როზე.

მოჩიტული - ვინც, რაც მოიჩიტა, მოზრდილი, წამოზრდილი.

მოჩიჩქნილი - რაც მოჩიჩქნეს.

მოჩმახული (საუბ.) - რაც მოჩმახეს.

მოჩრიხული (კუთხ.) - იგივეა, რაც მოჩიტული.

მოჩუქურთმებული - რაც მოაჩუქურთმეს, ჩუქურთმებიანი.

მოჩუხჩუხე - რაც ჩუხჩუხებს.

მოჩქარე - ვინც ჩქარობს, აჩქარებული.

მოჩქრიალე - იგივეა, რაც მოჩხრიალე.

მოჩხლართული - რაც მოჩხლართეს.

მოჩხრიალე - რაც ჩხრიალებს, ჩხრიალით მომდინარე.

მოჩხუბარი

1) ვინც ვისმე ეჩხუბება.

2) ვინც ხშირად ჩხუბობს, ჩხუბის მოყვარული.

მოცადი

1) არასამუშაო საქონელი, მოზარდი ან ზრდადასრულებული.

2) (კუთხ.) მეცადინე, მუყაითი, ბეჯითი.

მოცალეობა - იგივეა, რაც მოცლილობა.

მოცარტი ვოლფგანგ ამადეუსი - დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი, უნივერსალური ნიჭიერების მუსიკოსი (1756-1791 წწ).

მოცარული - რაც მოეცარათ.

მოცახცახე - ვინც, რაც ცახცახებს, მთრთოლვარე.

მოცდენილი

1) რაც მოცდა.

2) ვინც მოაცდინეს ან მოსცდა, მომცდარი.

მოცეკვავე - ვინც ცეკვავს, ცეკვის მცოდნე, ცეკვის ოსტატი.

მოცელილი - რაც მოცელეს.

მოცემული

1) რაც მისცეს აქეთ მყოფს (ჩვეულებრივ I ან II პირს).

2) (წიგნ.) არსებული, ეს, სწორედ ეს.

მოცემულობა - დავალება, განაკვეთი, ამოცანა.

მოცვენილი - ვინც მოცვივდა.

მოცვი

1) (Vaccinium myrtillus) დაბალი ბუჩქი, იზრდება მაღალ მთებში, ისხამს შავ მოტკბო ნაყოფს, რომელიც იჭმება.

2) (Vaccinium arctostaphylus) მაღალი ბუჩქი, იზრდება დასავლეთ საქართველოს ტყეებში, ისხამს შავ ტკბილ ნაყოფს, რომელიც იჭმება. 3) ამ ბუჩქის ნაყოფი.

მოცვლილი - რაც მოიცვალეს.

მოცვნარი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

მოციალე - რაც ციალებს.

მოციგურავე - სპორტსმენი, რომელიც ციგურაობას მისდევს.

მოცილე - ვინც ეცილება ვისმე, მოდავე, მოქიშპე.

მოცილებული - რაც მოსცილდა ვისმე, რასმე.

მოციმციმე

1) რაც ციმციმებს.

2) რაც უციმციმებს ვისმე, მოჟუჟუნე.

მოცინარი

1) ვინც იცინის.

2) რაც უცინის ვისმე.

მოციონი (გერმ.) - სიარული, სეირნობა ჯანმრთელობის განსამტკიცებელი ან დასვენების მიზნით.

მოცისფრო - ოდნავ ცისფერი.

მოციქული

1) ვინმესთან რაიმე დავალებით გაგზავნილი პირი, შუამავალი. (გადატანით) მაუწყებელი, მომტანი, შემტყობინებელი რაიმე ამბისა, წინამორბედი.

2) სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს მოწაფე, მისი მოძღვრების გამავრცელებელი.

მოციქულობა - მოციქულის საქმიანობა.

მოცლილი

1) ვინც მოიცალა.

2) საქმეგამოლეული, უსაქმო, უქნარა.

მოცლილობა - უქმად ყოფნა.

მოცმული - რაც მოიცვეს, მოსხმული.

მოცოროზი

1) საადრეო (სიმინდი, ღომი).

2) (გადატანით, კუთხურად) პატარა ტანისა, დალეული.

მოცოცხლებული - ვინც, რაც მოცოცხლდა.

მოცული - ვინც, რაც მოიცვა რამემ, შეპყრობილი, მოფენილი, დაფარული.

მოცულობა

1) სივრცის ნაწილის სიდიდე, გამოსახული კუბურ ერთეულებში.

2) რისამე სიდიდე, რაოდენობა.

3) სიდიდე ზომა.

მოცურავე

1) იგივეა, რაც მცურავი.

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1981 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი - ირაკლი კვირიკაძე. დამდგმელი ოპერატორი - გურამ ტუღუში. კომპოზიტორი - თეიმურაზ ბაკურაძე. მთავარ როლებში: ელგუჯა ბურდული (დურმიშხან დუმბაძე), რუსლან მიქაბერიძე, ბაადურ წულაძე, გურამ ფირცხალავა, იმედა კახიანი, მაკა მახარაძე, ნანა ჯორჯაძე.

მოცუცქნული (საუბ.) - ძალიან პატარა, ერთი ციცქნა, პაწია.

მოცქნაფული (საუბ.) - ძალიან პატარა, ერთი ციცქნა, მოცუცქნული.

მოცქრიალე - ვინც ცქრიალებს.

მოცხარი (Ribes)

1) დაბალი ბუჩქი, ისხამს წვრილ, მრგვალ, წვნიან ნაყოფს, რომელიც იჭმება.

2) ამ ბუჩქის ნაყოფი, ხუნწი.

მოცხებული - რაც მოეცხო.

მოძალადე - ვინც ძალადობს.

მოძალადეობა - ძალმომრეობა.

მოძახილი - მეორე ხმა მომღერალთა, მგალობელთა გუნდში.

მოძებნილი - რაც, ვინც მოძებნეს.

მოძველებული - რაც მოძველდა.

მოძველო - ცოტათი ძველი.

მოძვი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჯალაურთის თემის საკრებულო). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონეს (ყვირილის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, საჩხერიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 921 კაცი.

მოძი - ქალაქი იაპონიის ფუკუოკის პრეფექტურაში.

მო-ძი - ძველჩინელი ფილოსოფოსი, კონფუციანელობის მოწინააღმდეგე (ძვ.წ.აღ. 479-400 წწ).

მოძმარებული - რაც მოძმარდა.

მოძმე

1) ახლობელი, თვისტომი, თანამემამულე, თანამოძმე.

2) მეგობრული ურთიერთობით დაკავშირებული.

მოძოვილი - რაც მოძოვა რაიმე არსებამ.

მოძრავი

1) რაც მოძრაობს, მოქმედი.

2) რაც, ვინც ადგილს ინაცვლებს, რაც მიდის ან მოდის.

3) რასაც შეიძლება ადგილი შეუცვალონ, გადასატანი.

4) დაუდგრომელი, მოუსვენარი, მკვირცხლი.

მოძრაობა - გადაადგილება.

მოძრობილი - რაც მოაძვრეს.

მოძულე - ვისაც სძულს ვინმე, რამე.

მოძულებული

1) იგივეა, რაც მოძულებული.

2) გამეტებული, განწირული.

მოძუნძულე - ძუნძულით მოსიარულე.

მოძუძგული - მოკუნტული, მობუზული.

მოძღვარი

1) მღვდელი, ხუცესი.

2) მასწავლებელი, დამრიგებელი, აღმზრდელი.

3) ალ ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1885 წელს).

მოძღვნილი - რაც მოუძღვნეს.

მოძღვრება

1) მეცნიერულ, თეორიულ დებულებათა ერთობლიობა მოვლენათა ამა თუ იმ სფეროს შესახებ.

2) რაიმე რელიგიური კულტის დოგმათა ერთობლიობა, რელიგიური სისტემა.

მოწაბლისფრო - ოდნავ წაბლისფერი.

მოწადინე - ვისაც რამე სწადია, რისამე წადილი აქვს; მსურველი.

მოწადინებული - ვინც მოიწადინა, მონდომებული.

მოწალული - რაც მოწალეს.

მოწამე

1) (ძვ.) - სიტყვის მასალაა, რომლითაც უნდა დარწმუნდეს ვინმე.

2) (ძვ.) - ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული, ტანჯული, მარტვილი.

მოწამებრივი (ძვ. და წიგნ.) - მოწამის დამახასიათებელი.

მოწამეთა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (კურსების თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე წყალწითელის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 450 მეტრი, ტყიბულიდან - 33 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 210 კაცი. სოფლის მიდამოებშია მოწამეთას სამონასტრო ანსამბლი. სოფელში პერიოდულად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

მოწამეთობა (ორწიფობა) - სახალხო-რელიგიური დღესასწაული იმერეთში. იმართება ყოველწლიურად მოწამეთას მონასტერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან. გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

მოწამლული

1) ვინც, რაც მოწამლეს ან მოიწამლა.

2) რაზედაც რაიმე შხამი წაუსვეს, შხამიანი, მავნე ნივთიერებით გაჟღენთილი.

მოწანახედე - წინახედის გამომწვევი, ნათესის გამფუჭებელი, ზარალის მიმყენებელი ადამიანი ან პირუტყვი.

მოწანწალე - ვინც, რაც წანწალებს, მაწანწალა.

მოწანწკარე - რაც წანწკარებს, მოწანწკარებს.

მოწაფე

1) ვინც სკოლაში სწავლობს ან რაიმე პროფესიას ეუფლება.

2) ვისიმე მოძღვრების ან პრაქტიკული საქმიანობის მიმდევარი.

მოწაფეობა - მოწაფედ ყოფნა.

მოწაფური - მოწაფის დამახასიათებელი, მოწაფის შესაფერი.

მოწაღმართე

1) ვისაც წაღმართად მიჰყავს საქმე, კეთილისმოქმედი, კეთილისმყოფელი.

2) ბეჯითი, მუყაითი.

მოწერილი

1) რაც მოსწერეს.

2) რაც მოაწერეს.

მოწერილობა - ოფიციალური ხასიათის წერილობითი განკარგულება, აქეთ გამოგზავნილი.

მოწესე (ძვ.) - ბერი, მღვდელმსახური.

მოწესრიგებული - რაც მოწესრიგდა.

მოწეული

1) რაც მოსწიეს.

2) რაც მოიწიეს.

3) დამწიფებული, შემოსული.

4) რამაც მოაწია.

5) ვინც, რაც მოეწიათ.

მოწეწკილი - რაც მოეწეწკათ.

მოწვდენილი - რაც მოაწვდინეს.

მოწვდილი - იგივეა, რაც მოწოდებული.

მოწველილი - რაც მოწველეს.

მოწვენილი - ვინც მოიწვინეს ან მოუწვინეს.

მოწვეული - ვინც, რაც მოიწვიეს.

მოწვნეული - რაც მოსწვნიეს.

მოწითალო - ოდნავ წითელი.

მოწილადე (მოწილე) - წილში მყოფი, წილის მქონე, მოზიარე.

მოწინააღმდეგე

1) ვინც წინააღმდეგია რისამე, ვინც რისამე წინააღმდეგ იბრძვის.

2) მოპირდაპირე მხარე, მტერი.

მოწინავე

1) ვინც, რაც სხვებზე წინ მიდის, წინ მიუძღვის ვისმე, რასმე.

2) განვითარების დონის მიხედვით სხვებზე წინ მდგომი.

3) შეგნებული, პროგრესული.

4) იგივეა, რაც მოწინავე წერილი.

მოწინწკლული - იგივეა, რაც დაწინწკლული.

მოწიფული - სრულ ასაკს მიღწეული, დავაჟკაცებული ან დაქალებული.

მოწიფულობა - მოწიფულად ყოფნა.

მოწიწება - მორიდება, მოკრძალება.

მოწკრიალე - რაც წკრიალებს.

მოწკურული - იგივეა, რაც მოჭუტული.

მოწმაო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1540 მეტრი, დუშეთიდან - 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 12 კაცი.

მოწმე

1) რაიმე შემთხვევის დამსწრე, მნახველი.

2) სასამართლოში ან საგამომძიებლო ორგანოებში ჩვენების მისაცემად მიწვეული პირი, რომელმაც რაიმე იცის გამოსაძიებელი თუ გასარჩევი საქმის შესახებ.

3) სამოქალაქო ქორწინების დროს საქმროს ან საცოლის მხლებელი პირი, რომელიც ხელისმოწერით ადასტურებს მათ შეუღლებას.

მოწმენდილი - რაც მოწმინდეს ან მოიწმინდა. (გადატანით) უღრუბლო, უნისლო.

მოწმენდილ-მოკრიალებული - მოწმენდილი და მოკრიალებული.

მოწმობა

1) ოფიციალური დოკუმენტი, ცნობა, რითაც რაიმე დასტურდება.

2) იგივეა, რაც მოწმეობა.

მოწნული

1) რაც მოწნეს.

2) წნელით გაკეთებული პატარა ნაგებობა, წნული.

მოწოდება

1) ფართო მასების წინაშე დასახული სახელმძღვანელო იდეა, ამოცანა, მოკლედ გამოთქმული ლოზუნგი.

2) (წიგნ.) შინაგანი მისწრაფება, მიდრეკილება რაიმესადმი.

მოწოდებული

1) რაც მოაწოდეს.

2) ვისაც მოუწოდეს.

მოწოლილი - ვინც, რაც მოაწვა.

მოწონებული - ვინც, რაც მოიწონეს, მოეწონათ.

მოწრიალე - ვინც წრიალებს სადმე.

მოწურული

1) რაც მოწურეს.

2) რაც მოიწურეს.

მოწუწული - რაც მოწუწეს.

მოწუწუნე - ვინც წუწუნებს.

მოწყალე (ძვ.) - მწყალობელი, შემბრალებელი, შემწე, დამხმარე.

მოწყალება

1) მათხოვართათვის მისაცემი გასაკითხი.

2) (ძვ.) წყალობა, დახმარება, სიკეთე.

მოწყალეობა (ძვ.) - იგივეა, რაც მოწყალება.

მოწყებული (კუთხ.) - მოყოლებული, მოკიდებული დაწყებული.

მოწყენილი

1) ვინც მოიწყინა, დაღვრემილი, დაღონებული.

2) რაც მოსწყინდათ, მობეზრებული.

მოწყენილობა

1) მოწყენილის თვისება, მოწყენილად ყოფნა, უხალისობა, უგუნებობა.

2) მხიარულების გართობის უქონლობა.

მოწყვეტილი

1) რაც მოწყვიტეს ან მოსწყდა.

2) ვინც, რაც მოწყვიტეს ან მოწყდა რასმე, ვისმე.

მოწყლული (ძვ.) - ვინც, რაც მოწყლეს, დაკოდილი, განგმირული.

მოწყობილი - ვინც, რაც მოაწყვეს ან მოეწყო.

მოწყობილობა

1) ავეჯი, დგამი.

2) რაიმე საქმისათვის საჭირო საგანთა ერთობლიობა.

3) იგივეა, რაც ხელსაწყო.

4) (ძვ.) მოწყობის ხასიათი, წყობა.

მოწყურებული

1) ვისაც, რასაც წყალი მოსწყურდა.

2) (გადატანით) ვისაც რაიმე მოსწყურდა, ძლიერ მოწადინებული.

მოჭადრაკე - ჭადრაკის მოთამაშე.

მოჭანგული - ოდნავ დაძმარებული, დაჭანგებული.

მოჭარბებული - რაც მოსჭარბდათ, მომეტებული.

მოჭახრაკებული (საუბ.) - მოგვარებული.

მოჭდეული - ჭდეებით დაფარული, მოჩუქურთმებული.

მოჭედილი - რაც მოჭედეს.

მოჭედილობა - ყველაფერი ის, რითაც მოჭედილია რამე.

მოჭერილი - რაც მოუჭირეს ან მოიჭირეს.

მოჭვრეთილი - რაც მოჭვრითეს.

მოჭიდავე - ვინც ჭიდაობს ვინმესთან, ეჭიდება ვისმე.

მოჭიდებული - რაც მოსჭიდეს რასმე, მოკიდებული, ჩავლებული.

მოჭიკჭიკე - რაც ჭიკჭიკებს, მგალობელი.

მოჭიკჭიკებული (საუბ.) - ლამაზად მორთული, მოხატული ან მოხარატებული.

მოჭირისუფლე - იგივეა, რაც ჭირისუფალი.

მოჭირნახულე - მზრუნველი, მოამაგე.

მოჭიქული - ჭიქურით დაფარული.

მოჭიქულობა - იგივეა, რაც მოჭიქვა.

მოჭკვიანებული - ვინც, რაც მოჭკვიანდა.

მოჭმული

1) რაც მოჭამეს.

2) რაც მოსჭამეს რასმე.

მოჭმუჭნილი - რაც მოჭმუჭნეს.

მოჭმუხნილი - იგივეა, რაც შეჭმუხნილი.

მოჭორილი - რაც მოჭორეს.

მოჭრაჭუნე - რაც ჭრაჭუნებს.

მოჭრიახე - იგივეა, რაც მოკრიახე.

მოჭრილი

1) რაც მოჭრეს ან მოჭრეს.

2) მოკლე სხარტი.

მოჭუტული - რაც მოჭუტეს.

მოხა - ქალაქი იემენში, პორტი წითელ ზღვაზე.

მოხავე (მოუჰავი) - უდაბნო აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

მოხაზირებული (კუთხ.) - წინასწარ მომზადებული, გადანახული.

მოხაზული - რაც მოხაზეს.

მოხაზულობა - გარემოხაზულობა, კონტური.

მოხათრებული - ხათრიანი, მორიდებული, მოკრძალებული ადამიანი.

მოხალისე - ვინც ნებაყოფლობით იკისრა რისამე შესრულება, აიღო რამე ვალდებულება.

მოხალისეობა - მოხალისედ ყოფნა.

მოხალტურე - ხალტურის მიმდევარი, ხალტურულად მომუშავე.

მოხალული - რაც მოხალეს.

მოხამხამე - რაც ხამხამებს.

მოხარატებული - იგივეა, რაც გამოხარატებული.

მოხარკე - ძველად, ხარკის გადამხდელი.

მოხარული - ვისაც რამე უხარია, გახარებული.

მოხარშული - რაც მოხარშეს.

მოხასხასე - რაც ხასხასებს.

მოხატული - რაც მოხატეს.

მოხატულობა - რაც დახატულია, ნახატების ერთობლიობა.

მოხაში - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

მოხაჩი - ქალაქი უნგრეთის სამხრეთ ნაწილში, ბარანიას მედიეში, პორტი მდინარე დუნაიზე.

მოხდენილი

1) იგივეა, რაც მოხდენილი.

2) კოხტა, ლამაზი, შნოიანი, ლაზათიანი.

მოხდენილობა - სილამაზე, მიმზიდველობა

მოხდილი

1) რაც მოხადეს ან მოიხადეს.

2) რასაც მოხადეს.

მოხე - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

მოხევეები - საქართველოს ერთ-ერთი კუთხის - ხევის - მკვიდრი ქართველები.

მოხეთქილი

1) მოგლეჯილი.

2) იგივეა, რაც მომსკდარი.

მოხელე (ძვ.) - სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურე პირი.

მოხელეობა (ძვ.) - მოხელედ ყოფნა, მოხელის საქმიანობა.

მოხერხება - უნარი, შნო, სიყოჩაღე, სიმარჯვე,

მოხერხებული

1) ვისაც ყველაფერი ეხერხება, მარჯვე, ყოჩაღი.

2) ხელსაყრელი, შესაფერისი.

3) იგივეა, რაც მოსახერხებელი.

4) რაც მოახერხეს, მოგვარებული.

მოხერხებულობა - მოხერხებულის თვისება.

მოხერხილი - რაც მოხერხეს.

მოხეტიალე - ვინც, რაც ხეტიალობს, დახეტიალობს.

მოხეული - რაც მოხიეს, მოახიეს რასმე.

მოხეური -მოხევეების კუთვნილი, მათი დამახასიათებელი.

მოხვა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ცხომარეთის თემის საკრებულო). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 820 მეტრი, საჩხერიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 486 კაცი.

მოხვდომა - იგივეა, რაც მოხვედრა.

მოხვედრილი

1) რაც მოხვდა ვისმე, რასმე.

2) ვინც, რაც მოხვდა, სადმე რამეში.

მოხვეტილი - რაც მოხვეტეს.

მოხვეული

1) რაც მოახვიეს.

2) რაც მოახვიეს ან მოიხვიეს.

მოხვეჭილი - რაც მოიხვეჭეს, მოპოვებული, შეძენილი.

მოხვურა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი.

მოხიბლული - ვინც მოხიბლეს.

მოხითხითე - ვინც ხითხითებს.

მოხისი - სოფელი თეთრიწყაროს და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

მოხლეჩილი - რაც მოახლიჩეს.

მოხმარებული - რაც მოიხმარეს.

მოხმელო - ცოტათი ხმელი.

მოხმობილი (წიგნ.) - ვინც მოიხმეს, ვისაც მოუხმეს, მოწვეული.

მოხნეჭილა - მთა ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე (სიმაღლე - 1720 მეტრი).

მოხნიერებული - იგივეა, რაც შეხნიერებული.

მოხნული - რაც მოხნეს.

მოხოროთუბანი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის საკრებულო), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ციხისწყლის (ყვირილის აუზი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან - 620 მეტრი, ჭიათურიდან - 14 კილომეტრი 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 257 კაცი.

მოხრაკული - რაც მოხრაკეს.

მოხრილი - რაც მოხარეს ან მოიხარა, ვინც მოიხარა.

მოხრილობა - მოხრილის მდგომარეობა.

მოხრიოკებული - იგივეა, რაც გახრიოკებული.

მოხრუსტული - რაც მოხრუსტეს.

მოხრუშული - იგივეა, რაც მოღუშული.

მოხრუჭული - შეხუთული, მოკუმშული.

მოხსენება - საჯარო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს რაიმე საკითხის ვრცელ გადმოცემას, მსჯელობას რაიმე საკითხზე.

მოხსენებითი - (მოხსენებითი ბარათი) ხელმძღვანელობისათვის წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება სამსახურებრივი საქმის შესახებ.

მოხსენებული

1) რაც მოახსენეს ვისმე.

2) იგივეა, რაც მოხსენიებული.

მოხსენიებული - ვინც, რაც მოიხსენიეს.

მოხსნილი

1) რაც მოხსნეს.

2) ვინც მოხსნეს საიდანმე.

მოხტუნავე - ვინც, რაც ხტუნავს.

მოხუმარი - ვინც ხუმრობს.

მოხუნტრუცე - ვინც ხუნტრუცობს.

მოხურული

1) რაც მოხურეს.

2) რაც მოახურეს ან მოიხურეს.

მოხუცი - მოხუცებული ადამიანი.

მოხუცებული

1) ვინც მოხუცდა.

2) იგივეა, რაც მოხუცი.

მოხუცებულობა - მოხუცებულის ასაკში მყოფი, მოხუცებულის მდგომარეობა, სიბერე.

მოხუცობა - იგივეა, რაც მოხუცებულობა.

მოხუჭული - რაც მოხუჭეს.

მოხშირებული - რასაც მოუხშირეს, რაც მოხშირდა.

მოჯადოებული - ვინც, რაც მოაჯადოვეს ან მოჯადოვდა.

მოჯამიგირე - დაქირავებული მუშა მემამულის ან კულაკის მეურნეობაში.

მოჯამიგირობა - მოჯამიგირის მდგომარეობა, მოჯამიგირედ ყოფნა.

მოჯანყე (ძვ.) - ჯანყის მონაწილე, აჯანყებული.

მოჯარებული - ვინც, რაც მოჯარდა.

მოჯაჰიდები ( „რწმენისათვის მებრძოლნი“) - აღმოსავლეთის მუსლიმანურ ქვეყნებში ამა თუ იმ სოციალური ან რელიგიური მოძრაობების წევრები.

მოჯერებული - ვინც, რამაც გული იჯერა, მოიჯერა, რამეთი სავსებით დაკმაყოფილებული.

მოჯიბრე - ვინც ჯიბრში უდგა ვისმე.

მოჯირითე - ვინც ჯირითობს.

მოჯიყჯიყე - ვინც ჯიყჯიყებს, ულაზათოდ, გაურკვევლად მოლაპარაკე.

მოჯოკერტო - ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის მახლობლადაც ბავშვი პითეკანთროპის თავის ქალა იპოვეს.

მოჯრილი (კუთხ.) - მოხურული, მოკეტილი.

მოჰავკები - ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომი.

მოჰამადი მაჰათჰირ - მალაიზიის პრემიერ-მინისტრი 1981 წლიდან (დაიბადა 1925 წელს).

მოჰამედია

1) ქალაქი მაროკოში (105 ათასი).

2) ქალაქი ალჟირის ორანის ვილაიაში.

მოჰამედ რეზა ფეჰლევი - ირანის შაჰი 1941-79 წლებში, რეზა-შაჰ ფეჰლევის ვაჟი (1919-1980 წწ).

მოჰამერა - იხილე ხორამშაჰრი.

მოჰარამი - მუსლიმანური მთვარის კალენდრის პირველი თვე.

მოჰაჩი - ქალაქი უნგრეთის ბარანიის მედიეში.

მოჰერი (ინგლ.)

1) ანგორული თხის მატყლი, ნახევრად წმინდა, თეთრი, ძლიერ მბზინვარე, მისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის ხალიჩებს, ფარდაგებს, ტრიკოტაჟს და სხვა.

2) ამ მატყლის რბილი ნართი და ქსოვილი.

მოჰიკანები - ჩრდილოეთამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი, ამჟამად ამოწყვეტილი ტომი. უკანასკნელი მოჰიკანი - იტყვიან რაიმე გამქრალი ჯგუფის უკანასკნელ წარმომადგენელზე (ეს გამოთქმა ხმარებაში შემოვიდა ამერიკელი მწერლის ფენიმორ კუპერის რომანის „უკანასკნელი მოჰიკანის“ მიხედვით).

მოჰოი-ნადი ლასლო - უნგრელი მხატვარი და ფოტოგრაფი (1895-1946 წწ).

1.14 მპ

▲ზევით დაბრუნება


მპარავი - ვინც იპარავს.

მპოვნელი - ვინც იპოვის ან იპოვა რამე, ვინმე.

მპოხავი - ვინც პოხავს.

მპყრობელი

1) (ძვ. და წიგნ.) ვისაც უპყრია, უჭირავს რამე.

2) რისამე მფლობელი, ბატონ-პატრონი, მბრძანებელი.

1.15 მჟ

▲ზევით დაბრუნება


მჟავა - წყალბადის შემცველი ქიმიური ნაერთი, წყალში გახსნილი მჟავე გემოსი.

მჟავანაძე ვასილი - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953-72 წლებში, გენერალ-ლეიტენანტი (1902-1988 წწ).

მჟავე

1) სპეციფიკური მჟავე გემოს მქონე.

2) დამჟავებული, დამწნილებული.

3) (კუთხ.) იგევეა, რაც მწნილი.

4) (გადატანით) უსიამოვნების გამომწვევი, უშვერი, უხამსი.

მჟაველა (Oxalis cornucula) - დაბალი ბალახი, აქვს მჟავე ფოთლები, ისხამს პატარა, ყვითელ ყვავილებს.

მჟავია დიმიტრი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1896-1965 წწ).

მჟავიანობა - მჟავის შემცველობის ხარისხი რამეში.

მჟაუნა (Rumex acetosa) - ბოსტნეული მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს მოგრძო მჟავე ფოთლები, რომლებიც საჭმელად იხმარება.

მჟე - ბეროუნკის ზემო დინების სახელწოდება.

მჟლეტელი - ვინც, რაც ჟლეტს.

მჟონავი - რაც ჟონავს.

მჟღერი - რაც ჟღერს.

მჟღერი ბგერები - ბგერები, რომლებიც წარმოითქმის სახმო სიმების პერიოდული რხევით.

1.16 მრ

▲ზევით დაბრუნება


მრავალ - პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს ბევრის შემცველს.

მრავალათასიანი - ბევრი ათასის შემცველი, ათასობით ადამიანისაგან შემდგარი.

მრავალგვარი - მრავალი სახისა, მრავალნაირი, ბევრნაირი.

მრავალგვარობა - მრავალგვარის თვისება.

მრავალგზის (წიგნ.) - იგივეა, რაც მრავალჯერ.

მრავალგზისი - რაც მრავალგზის, მრავალჯერ ხდება.

მრავალდაზგოსანი - ვინც ერთდროულად რამდენიმე დაზგაზე მუშაობს.

მრავალთავი - ძველი ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია დიდი საეკლესიო დღესასწაულებისათვის განკუთვნილი საკითხები.

მრავალი

1) დიდი რაოდენობისა, ბევრი, დიდძალი.

2) იგივეა, რაც ხომლი.

მრავალკუთხედი - შეკრული ტეხილი ხაზით შემოფარგლული ბრტყელი გეომეტრიული ნაკვთი.

მრავალმეტყველი - ბევრი რისამე გამომხატველი.

მრავალმნიშვნელოვანი - ბევრი რისამე გამომხატველი, მომასწავებელი.

მრავალმხრივ - მრავალნაირად, მრავალი თვალსაზრისით.

მრავალმხრივი - მრავალნაირი, ბევრნაირი, სხვადასხვაგვარი.

მრავალნაირი - მრავალგვარი, სხვადასხვაგვარი, ნაირნაირი.

მრავალნიშნა (მათემ.) - ორ და მეტი ციფრით აღნიშნული.

მრავალჟამიერ - ძალიან დიდხანს.

მრავალჟამიერი - ქართული ხალხური მრავალხმიანი სუფრული სიმღერა და სასულიერო საგალობელი.

მრავალრიცხოვანი - რიცხობრივად ბევრის შემცველი, დიდი რაოდენობისა.

მრავალსართულიანი - მრავალი სართულის მქონე.

მრავალსაუკუნოვანი - მრავალი საუკუნის ისტორიის მქონე.

მრავალსაფეხურიანი - მრავალი საფეხურის მქონე.

მრავალსახეობა - იგივეა, რაც მრავალგვარობა.

მრავალსიტყვაობა - ზედმეტად ბევრი ლაპარაკი რისამე გადმოცემისას.

მრავალსულიანი - მრავალი სულისაგან შემდგარი.

მრავალტანჯული - ვისაც ბევრი ტანჯვა გამოუცდია, დიდად ტანჯული.

მრავალტირაჟიანი - დიდი ტირაჟის მქონე.

მრავალუჯრედიანი - მრავალი უჯრედის შემცველი.

მრავალფერი - სხვადასხვაფერი, ათასფერი, მრავალგვარი.

მრავალფეროვანი - სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა სახისა, მრავალგვარი.

მრავალფეროვნება - მრავალფეროვნის თვისება.

მრავალშვილიანი - ვისაც ბევრი შვილი ჰყავს.

მრავალშვილიანობა - მრავალშვილიანის მდგომარეობა.

მრავალცოლიანობა - რამდენიმე ცოლის ყოლა ერთდროულად.

მრავალძალი

1) სოფელ მთისკალთის ძველი სახელწოდება.

2) XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია.

მრავალძარღვა (Plantago major) - მრავალწლოვანი ბალახი, აქვს მომრგვალო-კვერცხისებრი ძარღვიანი ფოთლები.

მრავალწახნაგა - მრავალი წახნაგის მქონე.

მრავალწახნაგოვანი

1) რამდენიმე წახნაგის მქონე, მრავალწახნაგა.

2) (გადატანით) მრავალმხრივი, მრავალფეროვანი.

მრავალწევრი (მათემ.) - ალგებრული გამოსახულება, რომელიც რამდენიმე ერთწევრის ჯამს ან სხვაობას წარმოადგენს.

მრავალწერტილი - სასვენი ნიშანი - ერთმანეთის გვერდით დასმული სამი წერტილი, წერტილების რიგი ტექსტში გამოტოვებული ადგილის ნაცვლად.

მრავალწლოვანი

1) მრავალი წლისა.

2) ისეთი, რომელიც რამდენიმე წელს ხარობს.

მრავალჭიდი - შეჯიბრება სპორტის რამდენიმე სახეობაში.

მრავალხმიანი - მრავალ ხმაზე შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოები.

მრავალჯერ - ბევრჯერ, მრავალგზის.

მრავინსკი ევგენი - რუსი დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1903-1988 წწ).

მრავლისმეტყველი (მრავლისმთქმლი) - იგივეა, რაც მრავალმეტყველი.

მრავლობითი - (მრავლობითი რიცხვი) (გრამატ.) სიტყვის ფორმა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, რომ საგანი ერთზე მეტია.

მრამბა

1) მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

2) სოფლები ოჩამჩირის და გულრიფშის მუნიციპალიტეტებში.

მრანდავი - ვინც რანდავს, რანდვის ოსტატ-ხელოსანი.

მრბეველი - ვინც არბევს, ამაოხრებელი, დამრბევი..

მრგვალი - რაც წრის მოყვანილობისაა ან ჭრილში წრეს იძლევა.

მრგვალი ტბა - ტბა დმანისის მუნიციპალიტეტში, გომარეთის პლატოზე.

მრგვალი ჭალა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

მრგველი - ვინც რგავს, ნერგის ჩამყრელი.

მრგლოვანი - იგივეა, რაც ასომთავრული.

მრევლი - მორწმუნე მოსახლეობა, რომელსაც მომსახურებას უწევს ერთი ეკლესია.

მრევლიშვილი ალექსანდრე

1) ფერმწერი (1866-1933 წწ).

2) (სანდრო) - რეჟისორი და დრამატურგი (დაიბადა 1941 წელს).

მრეკავი

1) ვინც რეკავს ზარს.

2) ვინც ერეკება, გამგდები.

მრელაშვილი ლადო - მწერალი (დაიბადა 1926 წელს).

მრეში - წაბლისფერი, მოყავისფრო.

მრეცხავი - ვინც რეცხავს.

მრეწველი - სამრეწველო საწარმოს მფლობელი.

მრეწველობა - სახალხო მეურნეობის დარგი, წიაღისეულის დამმუშავებელ ან ნედლეულის გადამმუშავებელ საწარმოთა ერთობლიობა.

მრთელი - ჯანმრთელი, საღი.

მრთველი - ვინც ართავს, დამრთველი.

მრია (უკრ. „ოცნება“) - საბჭოური წარმოების სატრანსპორტო თვითმფრინავი, ტვირთამწეობა 200 ტონა.

მრისხანე

1) შიშის მომგვრელი, თავზარდამცემი, მკაცრი, სასტიკი.

2) რისხვის გამომხატველი.

მრისხანება - მრისხანის თვისება, ძლიერი წყრომა, დიდი სიმკაცრე, სისასტიკე.

მრიცხველი

1) (მათემ.) წილადში რიცხვი, რომელიც იყოფა მნიშვნელზე.

2) სპეციალური მოწყობილობა დახარჯული ენერგიისა და მისთანების აღრიცხვისათვის.

მროველი ლეონტი - იხილე ლეონტი მროველი.

მროჟეკი სლავომირ - პოლონელი მწერალი (დაიბადა 1930 წელს).

მრუდე

1) გაღუნული, გახრილი, არასწორი.

2) (გადატანით) უმართებულო, არასწორი, უკუღმართი.

მრუდე ტბა - ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე.

მრუდი

1) იგივეა, რაც მრუდე.

2) რაიმე პროცესის რიცხობრივი მაჩვენებლების გამოხატვა მრუდე ხაზით.

მრუდობა - მრუდის თვისება.

მრუმე (ძვ.) - ბნელი, შავი.

მრუში (ძვ.) - სქესობრივად გარყვნილი.

მრუშობა (ძვ.) - მრუშის თვისება.

მრქენელი - რაც ირქინება, მრჩოლელი.

მრჩეველი

1) რჩევა-დარიგების მიმცემი.

2) ზოგი თანამდებობის პირის სახელწოდება.

3) ვინც არჩევს რასმე.

მრჩობლედი

1) ჰიმნოგრაფიული ტერმინი, ორტაეპედი სალექსო სტროფი.

2) ქართული ლექსის სახეობა, რაც მოსაზღვრე რითმით შეწყობილი წყვილი ტაეპისაგან შედგება.

მრჩობლი

1) (ძვ.) - იგივეა, რაც წყვილი.

2) ორი ან მეტი ერთგვაროვანი კრისტალის ისეთი კანონზომიერი შეზრდა, როდესაც ერთი კრისტალის სტრუქტურა წარმოადგენს დედაკრისტალის სარკულ გამოსახულებას.

მრჩობლობითი - ორობითი.

მრჩოლელი - რამაც რჩოლა იცის, რჩოლია, მარქენალი, მრქენელი.

მრწამსი (წიგნ.) - რწმენა, მსოფლმხედველობა, შეხედულება.

მრწემი (ძვ.) - იგივეა, რაც უმცროსი.

მრწმუნებელი - პირი, რომელიც ანდობს ვისმე იმოქმედოს მისი სახელით.

მრწყველი - ვინც რწყავს.

მრხეველი - ვინც, რაც არხევს რასმე.

1.17 მს

▲ზევით დაბრუნება


მსაზღვრელი (გრამატ.) - სახელი, რომელიც ერთვის მეორე სახელს და განმარტავს მას რაიმე ნიშნის მიხედვით.

მსახვრალი (მსახვრელი) (ძვ.) - მომჯადოებელი, მომსპობი, გამანადგურებელი.

მსახიობი - ხელოვნების ნაწარმოების პროფესიული შემსრულებელი სცენაზე, არტისტი.

მსახიობობა - მსახიობად ყოფნა, მსახიობის პროფესია.

მსახური

1) თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, დაქირავებული პირი, რომელიც ვისიმე სხვადასხვა დავალებას ასრულებს, ვინც ემსახურება ვისმე.

2) (გადატანით) ადამიანი, რომელიც ასრულებს ვისიმე ნებას.

მსახურთუფროსი (ძვ.) - უფროსი მსახური.

მსახურთუხუცესი (ისტ.) - ერთ-ერთი დიდი მოხელე ძველ საქართველოში, სალაროსა და სამეფო სახლის შინაური მეურნეობის გამგებელი.

მსაჯი - პირი, რომელიც სჯის რაიმე სპორტულ შეჯიბრებას.

მსაჯული (ძვ.) - იგივეა, რაც მოსამართლე.

მსაჯულთუხუცესი (ისტ.) - ძველ საქართველოში, სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირი, უფროსი მოსამართლე.

მსაჯულობა - მსაჯულად ყოფნა, მსაჯულის საქმიანობა.

მსგავსი - ვინც, რაც ჰგავს ვისმე, რასმე. ვისიმე, რისამე მაგვარი.

მსგავსება - რითაც ორი ან მეტი საგანი თუ მოვლენა მსგავსია ერთმანეთისა.

მსესხებელი - სესხის ამღები.

მსვატი III - სვაზილენდის მეფე 1986 წლიდან (დაიბადა 1968 წელს).

მსვლელობა

1) მიმდინარეობა.

2) მოძრაობა, მიმოსვლა.

მსინჯველი - ვინც, რაც სინჯავს, შემმოწმებელი.

მსმელი - ვინც სვამს, დამლევი, ვისაც ბევრი სმა შეუძლია, სმა უყვარს.

მსმენელი

1) ვინც ისმენს რასმე.

2) ზოგიერთ სასწავლებელში, მოსწავლე, სტუდენტი.

მსოფლიო

1) მთელი ქვეყანა, ქვეყნიერება, დედამიწა.

2) რაც, ვინც მთელ ქვეყანას, ქვეყნიერებას განეკუთვნება.

3) იგივეა, რაც სამყარო.

მსოფლმხედველობა - შეხედულება, წარმოდგენათა სისტემა სამყაროს და მის კანონზომიერებებზე, ბუნებისა და საზოგადოების მოვლენებზე.

მსრბოლი (წიგნ.) - მორბენალი.

მსროლელი

1) ვინც ისვრის თოფს, ქვას და სხვას.

2) ქვეითი ჯარის სამხედრო მოსამსახურე.

მსტა - მდინარე რუსეთის ტვერის და ნოვგოროდის ოლქებში, ერთვის ილმენის ტბას (სიგრძე - 445 კილომეტრი).

მსტვენი - ვინც, რაც სტვენს, უსტვენს.

მსტვინავი - იგივეა, რაც მსტვენი.

მსტისლავი - ქალაქი ბელორუსიის მოგილევის ოლქში.

მსტოვარი (ძვ. და წიგნ.) - მზვერავი, ჯაშუში.

მსუბუქი

1) რასაც, ვისაც მცირე წონა აქვს, მჩატე.

2) ადვილი, იოლი, მცირედი.

მსუნაგი - წუწკი, ღორმუცელა.

მსუნაგობა - მსუნაგის თვისება.

მსურველი - რაიმე სურვილის მქონე.

მსუსხავი

1) რაც სუსხავს.

2) სუსხიანი, მეტად ცივი.

მსუქანა (შედუმ სტოლოიფერუმ) - მრავალწლოვანი მცენარე, აქვს სქელი ფოთლები, იკეთებს ღეროს წვეროზე ქოლგისებურად შეკრულ მოვარდისფრო ყვავილებს, ხმარობენ მხლად.

მსუქანი

1) ვისაც, რასაც სხეულში ქონი ჭარბად აქვს, გასუქებული.

2) ცხიმიანი, პოხიერი.

მსუქან-მსუქანი - საკმაოდ მსუქანი.

მსუყე - ძლიერ მსუქანი, ზედმეტად ცხიმიანი.

მსყიდველი (ძვ.) - იგივეა, რაც მყიდველი.

მსყიდველობითი (წიგნ.) - იგივეა, რაც მყიდველობითი.

მსწრაფლ (მსწრაფლალ) (ძვ.) - სწრაფად, სასწრაფოდ.

მსწრაფლწარმავალი - სწრაფად წარმავალი, რაც მალე გაივლის.

მსხალგორა - უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

მსხალგორი

1) ქედი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

2) სოფლების ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის გავრცელებული სახელწოდება (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი).

მსხალდიდი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო), თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 1140 მეტრი, მცხეთიდან - 34 კილომეტრი, თბილისიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 472 კაცი.

მსხალი (Pyrus sp. div.)

1) ხე ვარდისებრთა ოჯახისა, იკეთებს თეთრ ყვავილებს, ისხამს ყუნწისკენ შევიწროებულ ტკბილ ნაყოფს.

2) ამ ხის ნაყოფი.

მსხდარი - იგივეა, რაც მსხდომი.

მსხდომარე - იგივეა, რაც მსხდომი.

მსხდომი (მსხდომნი) - რომლებიც სხედან.

მსხვერპლი

1) (ძვ.) რომელიმე ღვთაებისათვის შეწირული ნივთი ან ცოცხალი არსება.

2) რაიმე უბედური შემთხვევის ან ძალმომრეობის შედეგად ნავნები ან დაღუპული.

3) (წიგნ.) სხვისი გულისათვის რისამე დათმობა, პირად სიკეთეზე უარის თქმა.

მსხვილი

1) დიდი დიამეტრის მქონე, დიდი სისქისა, დიდი ზომისა.

2) დიდი მოცულობისა, მასშტაბისა, დიდი მნიშვნელობის მქონე.

მსხვილთავა (მსხვილთავიანი) - რასაც მსხვილი თავი აქვს.

მსხვილ-მსხვილი - საკმაოდ მსხვილი.

მსხვილფეხა - ძროხის, ხარის, კამეჩის საერთო სახელი.

მსხვლელი - ვინც სხლავს.

მსხვრევადი - რაც ადვილად იმსხვრევა, მტვრევადი.

მსხვრეველი - ვინც, რაც ამსხვრევს.

მსხვრეული - იგივეა, რაც დამსხვრეული.

მსხლები - სოფლები ჯავისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში.

მსხლისებრი - მსხლის მოყვანილობის.

მსხმელი - იგივეა, რაც ჩამომსხმელი.

მსხმილი - ბუზისა და ზოგი სხვა მწერის კვერცხი.

მსხმოიარე

1) რაც ისხამს, ნაყოფის მომცემი.

2) რასაც ასხია, რასაც ნაყოფი აქვს დასხმული.

მსხმოიარება - მსხმოიარის მდგომარეობა.

მსჯავრი (ძვ.)

1) სასამართლოს დადგენილება, განაჩენის, გადაწყვეტილება.

2) (გადატანით) (ძვ.) შეფასება, დასკვნა, გადაწყვეტილება.

მსჯავრდადება (სამართ.) - მსჯავრის დადება.

მსჯავრდადებული (სამართ.) - ვისაც მსჯავრი დასდეს, ვისაც მიუსაჯეს რაიმე სასჯელი.

მსჯელობა - აზრის გამოთქმა, განსჯა.

1.18 მტ

▲ზევით დაბრუნება


მტანჯავი - იგივეა, რაც მტანჯველი.

მტანჯველი - ვინც, რაც ტანჯავს.

მტარვალი - შეუბრალებელი, ულმობელი მმართველი, დესპოტი, ტირანი.

მტარვალობა - მტარვალის თვისება.

მტაცებელი

1) ისეთი გარეული ცხოველი ან ფრინველი, რომელიც ხორცით იკვებება.

2) (გადატანით) წამრთმევი, წამგლეჯი, მძარცველი.

მტაცებლობა - მტაცებლის თვისება.

მტაცებლური - მტაცებლის დამახასიათებელი.

მტბევარი იოანე - იხილე იოანე მტბევარი.

მტბევარი სტეფანე - იხილე სტეფანე მტბევარი.

მტევანი

1) ვაზის ყვავილედი.

2) ხელის ნაწილი მაჯიდან თითის წვერებამდე.

მტევრი - მთა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის მასივზე.

მტერი

1) ვინმესთვის ავის მდომი, ავის მოქმედი.

2) მოპირდაპირე, მოწინააღმდეგე მხარე.

მტერ-მოყვარე - მტერი და მოყვარე.

მტერმოყვრობა - მტრობა და მოყვრობა.

მტერჩვეული - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ოფეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 260 მეტრი, სამტრედიიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 150 კაცი.

მტეხელი - (ქვის მტეხელი) ვინც ქვას ტეხს.

მტვარა - ქალაქი ტანზანიაში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ოლქი (60 ათასი).

მტვერი

1) წვნიკი და მშრალი სხეულებისაგან შემდგარი ფხვიერი მასა, რომელიც ჰაერში ადვილად იფანტება.

2) მოყვითალო ფხვნილისებრი მასა, რომელიც წარმოიქმნება ყვავილებში, შედგება მცენარის მამრობითი უჯრედებისაგან.

მტვერსასრუტი - მტვრის შესასრუტი ხელსაწყო, რომლითაც წმენდენ სადგომებს, ავეჯს.

მტვირთავი - მუშა, რომელიც ტვირთავს და გადმოტვირთავს გემს, მატარებელს და მისთანებს.

მტვირთველი (წიგნ.) - ვინც იტვირთებს რასმე.

მტვრევადი - რაც ადვილად იმტვრევა, მყიფე, მსხვრევადი.

მტვრიანა (ბოტან.) - ყვავილის ნაწილი, შედგება წვრილი ძაფისა და მის წვერზე განვითარებული სამტვრისაგან, რომელშიაც წარმოიქმნება მამრობითი უჯრედები.

მტვრიანი - მტვრით დაფარული.

მტილი (ძვ.) - ბაღი, ბაღ-ბოსტანი.

მტირალა

1) ვისაც ტყუილ-უბრალოდ და ხშირად ტირილი სჩვევია.

2) მთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის დასავლეთ კალთაზე.

მტირალი - ვინც ტირის.

მტკაველი - მანძილი გაშლილი ხელის ცერის წვერიდან ნეკის წვერამდე, იხმარებოდა სიგრძის საზომად.

მტკბარი (ძვ.) - ტკბილი, საამო.

მტკვარი - ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე; სათავეს იღებს თურქეთში, საქართველოს გავლით ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (სიგრძე - 1364 კილომეტრი).

მტკივანი - რაც სტკივათ, სადაც სტკივათ.

მტკივნეული

1) რაც სტკივათ, მტკივანი.

2) (გადატანით) საჭირბოროტო, მოსაგვარებელი.

მტკივნეულობა (წიგნ.) - ტკივილის განცდა.

მტკიცე

1) მაგარი, მყარი, მკვიდრი.

2) ურყევი, უდრეკი.

3) დადგენილი, დაწესებული, ასასრულებლად სავალდებულო.

მტკნარი

1) არამლაშე მდინარის ან ტბის წყალი.

2) (გადატანით) პირწმინდა, აშკარა.

3) (გადატანით) უფერული, ფერმიხდილი.

მტლაშამტლუში (ძვ.) - უგვანი კოცნა (საბა).

მტლე - იგივეა, რაც ტლე.

მტრედი

1) სხვადასხვა შეფერილობის (რუხი, ცისფერი ან თეთრი) ფრინველი, აქვს დიდი ჩიჩახვი.

2) ალ ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1883 წელს).

მტრედიო - საჭმელი სოკო ერთგვარი.

მტრედისფერი (პოეტ.) - ღია ლურჯი, მოცისფრო.

მტრობა - მტრად ყოფნა, მტრად გადაკიდება.

მტრული - მტრის შესაფერი, მტრის დამახასიათებელი.

მტუქსავი

1) ვინც ტუქსავს.

2) ტუქსვის გამომხატველი.

მტყორცნელი - ვინც ტყორცნის.

მტყუანი

1) ვინც გამტყუნდა, ვინც მართალი არ არის.

2) ვინც ტყუის, მატყუარა.

1.19 მუ

▲ზევით დაბრუნება


მუ (ჩინ.) - მიწის ფართობის საზომი ერთეული ჩინეთში, უდრის დაახლოებით 0,6 ჰექტარს.

მუავია I - ომეიადების დინასტიის დამაარსებელი და პირველი ხალიფა 661 წლიდან.

მუავრი აბრაჰამ დე - ინგლისელი მათემატიკოსი (1667-1754 წწ).

მუარი

1) ქალაქი მალაიზიის ჯოჰორის შტატში.

2) (მუარე) - აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი; აქვს ტალღისებრი მბზინავი ზედაპირი.

მუარი ედუინ - ინგლისელი პოეტი (1887-1959 წწ).

მუასანი ანრი - ფრანგი ქიმიკოსი, 1906 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1852-1907 წწ).

მუაში - კურორტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მუბარაქი ჰოსნი სეიდ - ეგვიპტის პრეზიდენტი 1981-2011 წლებში; გადადგა 2011 წლის 11 თებერვალს აჯანყების შედეგად (დაიბადა 1928 წელს).

მუბარექი- ქალაქი უზბეკეთის ყაშყადარიის ოლქში (20 ათასი).

მუბერგი ვილჰელმ - შვედი მწერალი (1898-1973 წწ).

მუგაბე რობერტ - ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წლიდან (დაიბადა 1924 წელს).

მუგარათი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

მუგუდა - - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1210 მეტრი, დუშეთიდან - 43 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 80 კაცი.

მუგუზალი - ცეცხლმოკიდებული შეშა.

მუგუზი - მდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარჯვენა შენაკადი.

მუგუთი - სოფლები ზნაურის და ჯავის მუნიციპალიტეტებში.

მუგუძირხვა - სოფელი გუდაუთის შემოგარენში.

მუდამ - ყოველთვის, მარად, ნიადაგ.

მუდანძიანი

1) ქალაქი ჩინეთის ხეილუნძიანის პროვინციაში (570 ათასი).

2) მდინარე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სუნგარის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 700 კილომეტრი).

მუდარა - დიდი თხოვნა, ხვეწნა, ვედრება.

მუდეხარები (ესპან.) - პირენეს ნახევარკუნძულის იმ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობა, რომელიც მიიტაცეს ესპანურმა სახელმწიფოებმა რეკონკისტის დროს და დაიწყეს მათი იძულებით გაქრისტიანება; მას შემდეგ ისინი ცნობილნი არიან, როგორც მორისკები.

მუდეხარი (ესპან.) - ესპანეთში XI-XVI საუკუნეებში არქიტექტურული სტილი, რომელშიც გოტიკის (შემდეგ კი რენესანსის) კომპოზიციური ხერხები შეხამებული იყო მავრიტანული ხელოვნების ძირითად თვისებებთან.

მუდმივ - იგივეა, რაც მუდამ.

მუდმივი - რაც მუდამ, ყოველთვის არის, მარადიული, განუწყვეტელი.

მუდმივმოქმედი - რაც მუდმივ მოქმედებს.

მუდმივობა - მუდმივის თვისება, მუდმივად ყოფნა, მარადისობა.

მუდო (მუდუ) (კუთხ.) - იხილე თხუნელა.

მუდრა - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, არშირის მარცხენა შენაკადი.

მუდრეგი - სალანძღავი სიტყვა - ოხერო, ტიალი, უპატრონო.

მუეძინი (არაბ.) - მეჩეთის მსახური (მოლა), რომელიც მინარეთიდან მოუხმობს მუსლიმანებს სალოცავად.

მუვაშაჰი (თავშიჰი) - არაბული სასიმღერო პოეზიის ჟანრი.

მუზა (ბერძნ.)

1) ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თითოეული ცხრა ქალღმერთთაგანი, რომლებიც ითვლებოდნენ ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველებად.

2) იხილე მუზები.

3) პოეტის შთაგონების წყარო.

4) პოეტის შემოქმედება მისი დამახასიათებელი თვისებებით.

მუზაგეტი - იხილე მუსაგეტი.

მუზარადი - მეომრის ძველებური ლითონის ქუდი, რომელიც მას დარტყმისაგან იცავდა.

მუზარტი - უღელტეხილი ჩინეთში.

მუზაშვილი ჯონდო - მოჭიდავე (სამბო, 74 კგ). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 96, 97), მეორე (1993) და მესამე (1994) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1996), ევროპის ჩემპიონი (1994) და მესამე პრიზიორი (1995) (დაიბადა 1970 წელს)

მუზაფარპური - ქალაქი ინდოეთის ბიჰარის შტატში.

მუზები - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში - ზევსის და მნემოსინეს ქალიშვილები, ქალღმერთები, მეცნიერების, პოეზიის და ხელოვნების მფარველები: ევტერპე - ლირიული პოეზიის, კლიო - ისტორიის, ტალია - კომედიის, მელპომენე - ტრაგედიის, ტერფსიქორე - ცეკვის, ერატო - სატრფიალო პოეზიის, პოლიჰიმნია - ჰიმნების, ურანია - ასტრონომიის, კალიოპე - ეპიური პოეზიის.

მუზეოლოგია - ისტორიული დისციპლინა - მუზეუმების მოწყობის საქმე, მუზეუმთმცოდნეობა.

მუზეუმი (ბერძნ.) - დაწესებულება, რომელიც აგროვებს, იცავს და გამოფენს დასათვალიერებლად ხელოვნების ნაწარმოებებს, ისტორიულ სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო ექსპონატებს და სხვა.

მუზეუსი იოჰან კარლ ავგუსტ - გერმანელი მწერალი (1735-1787 წწ).

მუზილი რობერტ - ავსტრიელი მწერალი (1880-1942 წწ).

მუზიცირება - მუსიკაში - მეცადინეობა, მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა.

მუზმუზელა (საუბ.) - ქვეშქვეშა, ეშმაკი, გაქნილი ადამიანი.

მუზტაგატა - მწვერვალი ჩინეთის კაშგარის ქედზე.

მუზტაგი - იხილე ულუგმუზტაგი.

მუზქოლი - ქედი პამირში (ტაჯიკეთი).

მუთაზილიტები (არაბ.) - შემქმნელები რაციონალური მიმართულების მქონე ადრინდელი მუსლიმანური თეოლოგიისა, რომელიც ჩაისახა არაბთა სახალიფოში VIII საუკუნეში.

მუთალიბოვი აიაზ - აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1990-92 წლებში (დაიბადა 1938 წელს).

მუთაქა - მატყლით გატენილი მოგრძო, მრგვალი თავქვეშ სადები.

მუიზი აბუ აბდ ალ-ლაჰ მოჰამად იბნ აბდ ალ-მალექ - სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (1048-1126 წწ).

მუინაკი - ქალაქი უზბეკეთის ყარაყალპაყეთის რესპუბლიკაში.

მუინი მოჰამედ - ირანელი ფილოლოგი, კლასიკური სპარსული ლიტერატურის მკვლევარი (1913 - 1971 წწ).

მუინყუმი - ქვიშიანი უდაბნო ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში.

მუირი ჯინ ელიზაბეთ - ინგლისელი მოდელიერ-დიზაინერი (1933-1995 წწ).

მუისკები - ინდიელ ტომთა ჯგუფი ამერიკაში.

მუკადასი შამს ალ-დინ აბუ აბდალ-ლაჰ მუჰამედ - არაბი მოგზაური და გეოგრაფი (946-1000 წწ).

მუკაჩევო - ქალაქი უკრაინის იმიერკარპატეთის ოლქში (90 ათასი).

მუკდენი - იხილე შენიანი.

მუკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

მუკუზანი - სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

მულაჟი (ფრანგ.) - საგნის ნატურალური ზომის მოდელი (თაბაშირისა, სანთლისა და მისთანების).

მულაჟისტი - მულაჟების დამზადების სპეციალისტი.

მულასენი - მწვერვალი ესპანეთის სიერა-ნევადის მთებში (3478 მეტრი).

მულატი (ესპ.-არაბ.) - ზანგისა და თეთრკანიანის შეუღლების შედეგად შობილი ბავშვი.

მულახი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მულდა (გერმ.)

1) ფოლადის სხმული კოლოფი კაზმის (ნედლეულის) ჩასატვირთად ფოლადსადნობ ღუმელში.

2) საბრძმედე წარმოებაში: ყალიბი თუჯის ზოდების ჩამოსასხმელად.

მულდაგალიევი ჯუბან - ყაზახეთის სახალხო მწერალი (1920-1988 წწ).

მულდართა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

მულდე - მდინარე გერმანიაში, მდინარე ელბის მარცხენა შენაკადი.

მულენი ჟან - საფრანგეთის ანტიფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1899-1943 წწ).

მული - ქმრის და.

მულიავინი ვლადიმირ - ბელორუსი ესტრადის მსახიობი, კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1941 წელს).

მულინე

1) დაძახული ფერადი ძაფი ერთგვარი; იყენებენ საქარგავად.

2) ერთ-ერთი ილეთი ფარიკაობაში.

მულინეტი (ფრანგ.) - წყლის ან ქარის სისწრაფის გასაზომი ხელსაწყო (ტრილა).

მულინხე - მდინარე ჩინეთში, მდინარე უსურის მარცხენა შენაკადი.

მულისი კერი - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.სმიტთან ერთად (დაიბადა 1944 წელს).

მულისწული - მულის შვილი.

მულიტი - მინერალი სილიკატების კლასისა, ცეცხლგამძლე მასალა და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფაიფურისა და ზოგი სხვა ტექნიკური პროდუქტისა.

მულრა (მულხურა) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

მულტანი - ქალაქი პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში (1,2 მილიონი).

მულტატული (ნამდვილი სახელი და გვარი ედუარდ დაუეს დეკერი) - ნიდერლანდელი მწერალი (1820-1887 წწ).

მულტი (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მრავალჯერობას, სიმრავლეს, მრავალსახეობას.

მულტივიბრატორი - გენერატორი, რომელიც აღძრავს სინუსოიდისაგან ფორმით განსხვავებულ რხევებს. იყენებენ ელექტრონულ ტექნიკაში, ტელევიზიაში.

მულტიმედია - კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ინფორმაციის (ტექსტი, ხმა, ფოტო, ნახატი, ანიმაცია, ვიდეო) ურთიერთკავშირს და თავმოყრას ერთ ობიექტ-კონტეინერში; ამ ინფორმაციის შემცველი ბლოკი.

მულტიმილიონერი - მრავალ მილიონად ღირებული ქონების პატრონი;

მულტიპლიკატორი

1) მულტიპლიკაციის სპეციალისტი.

2) მრავალობიექტივიანი ფოტოკამერა, რომელიც ერთდროულად ერთი და იმავე საგნის გამოსახულებას იძლევა.

მულტიპლიკაცია

1) კინოფირზე გადაღება ცალკეული ნახატებისა, რომლებითაც ასახულია მოძრაობის თანამიმდევრული ფაზები და ეკრანზე ქმნის ობიექტების მოძრაობის ილუზიას.

2) თვით ასეთი ნახატები.

მულტიპლიკაციური - მულტიპლიკაციის წესით გადაღებული.

მულტიციკლონი - აპარატი აირის გასაწმენდად მასში შეტივტივებული მაგარი ან თხევადი ნაწილაკებისაგან (მტვრისაგან).

მულტფილმი - მულტიპლიკაციური ფილმი.

მულუია - მდინარე მაროკოში, ერთვის ხმელთაშუა ზღვას (სიგრძე - 520 კილომეტრი).

მულქი (არაბ.) - მიწის კერძო საკუთრების სახეობა ფეოდალური ხანის ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.

მულჩერი ჰანს - გერმანელი მოქანდაკე და ფერმწერი (დაახლოებით 1400-1467 წწ)..

მულჩი (ინგლ.) - მულჩირებისათვის საჭირო მასალა.

მულჩირება (ინგლ.) - სოფლის მეურნეობაში ნიადაგის ზედაპირის დაფარვა სხვადასხვა მასალით, რათა დაიცვან ნიადაგი სარეველებისაგან და შეუნარჩუნონ მას სტრუქტურა და ტენი.

მულხრა (მულხურა) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 27 კილომეტრი).

მუმბაი - (სახელი ეწოდა ქალღმერთ მუმბას საპატივცემლოდ, 1995 წლამდე ერქვა ბომბეი) - ქალაქი ინდოეთში, პორტი არაბეთის ზღვის სანაპიროზე, ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი, მაჰარაშტრის შტატის მთავარი ქალაქი (15 მილიონი).

მუმია

1) (არაბ.) - გახრწნისაგან დაბალზამებით (ან ბუნებრივად) დაცული ადამიანის გვამი (ან ცხოველის ლეში); განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგიპტეში.

2) მინერალური საღებავი სხვადასხვა ფერისა.

მუმიო - ფისისმაგვარი ბუნებრივი პროდუქტი ბიოლოგიური წარმოშობისა, ჟონავს კლდეების და მთების ნაპრალებიდან ან წარმოადგენს უფორმო მაგარ ან დრეკად ნაჭრებს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დანიშნულებით.

მუმიფიკაცია (მუმიფიცირება) - მუმიად (1) ქცევა.

მუმლაანთკარი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

მუმლი - წვრილი მწერი ერთგვარი, ქინქლა.

მუნა

1) კუნძული დიდი ზონდის კუნძულების შემადგენლობაში, ეკუთვნის ინდონეზიას.

2) მდინარე იაკუტიაში, მდინარე ლენის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 715 კილომეტრი).

მუნაზარე (სპარს.) - ლიტერატურული ჟანრი, რომელიც გულისხმობს ორი საგნისა და პირის გაპაექრებას უპირატესობის დამტკიცების მიზნით.

მუნანა - სამთო-სამრეწველო ცენტრი გაბონში.

მუნასიბი (არაბ.) - სახელდახელოდ თქმული ლექსი, კაფია, ექსპრომტი.

მუნგერი - ქალაქი ინდოეთის ბიჰარის შტატში.

მუნდირი (რუს.) - სამხედრო ან სამოქალაქო ფორმის ტანსაცმელი.

მუნდუ - ქალაქი ჩადში, დასავლეთ ლოგონის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (90 ათასი).

მუნდშტუკი (გერმ.)

1) პატარა სპეციალური მილი, რომელშიც ურჭობენ მოსაწევად სიგარეტს.

2) პაპიროზის ჰილზის მაგვარი უთამბაქოო ნაწილი, რომელსაც პირში იდებენ.

3) სასულე მუსიკალური საკრავის ნაწილი, რომელსაც ტუჩებით ეხებიან ან პირში იდებენ; სატუჩე.

მუნეჯიმბაში (ნამდვილი სახელი აჰმედ იბნ ლუთფულაჰი) - თურქი ისტორიკოსი (1631 - 1702 წწ).

მუნი

1) კანის გადამდები დაავადება, იცის წვრილი გამონაყარი და ძლიერი ქავილი, მღერი.

2) (ნამუნი) - მდინარე ტაილანდში, მდინარე მეკონგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 700 კილომეტრი).

მუნი პოლ (ნამდვილი სახელი და გვარი ფრედერიხ მაიერ ვაიზენბროიდი) - ამერიკელი მსახიობი (1895-1963 წწ).

მუნიანი - ვისაც მუნი სჭირს.

მუნიე ემანუილ - ფრანგი ფილოსოფოსი, ფრანგული პერსონალიზმის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1905-1950 წწ).

მუნისი (შირ მუჰამედ ავაზბი-ოღლი) - უზბეკი ისტორიკოსი და პოეტი (1778-1829 წწ).

მუნიოს მარინი ლუის - ხალხის მიერ არჩეული პირველი გუბერნატორი პუერტო-რიკოსი (1898 - 1980 წწ).

მუნიციპალიზაცია - სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კერძო პირებისაგან ჩამორთმევა საკუთრებისა (მიწისა, ნაგებობათა) და გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულებაში.

მუნიციპალიტეტი - ქალაქის ან სოფლის თვითმმართველობის ორგანო.

მუნიციპალური - მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული, საქალაქო.

მუნიციპიები - ძველი რომის სახელმწიფოში: თვითმმართველობის მქონე ქალაქები.

მუნკაჩი მიხაი - უნგრელი ფერმწერი (1844-1900 წწ).

მუნკი ანჯეი - პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი (1921-1961 წწ).

მუნკი ედუარდ - ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1863-1944 წწ).

მუნკი ჰერბიულუნე - დანიელი დრამატურგი (1898-1944 წწ).

მუნრო ჯორჯ - ავსტრიელი ფიზიკოსი (1901-1994 წწ).

მუნტიანი მიხაილ - მოლდაველი მომღერალი (ლირიკო-დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1943 წელს)

მუნში კანიალალ მანეკლალ - ინდოელი მწერალი, ისტორიკოსი (1887-1980 წწ).

მუნში - მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში, ემსახურებოდა როგორც ირანის შაჰს, ისევე ქართლის მეფეს.

მუნჩია

1) მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ჭურიის ზემო დინება.

2) რკინიგზის ბაქანი ხეთა-ხობის გადასარბენზე.

მუნჯი - მეტყველების უნარს მოკლებული ადამიანი.

მუნჯური - მუნჯის დამახასიათებელი, მუნჯებისათვის განკუთვნილი.

მუნჯუხე - მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლომისის ქედზე (სიმაღლე - 2685 მეტრი).

მუონიო-ელვი (მუონიოიოკი) - მდინარე შვედეთისა და ფინეთის საზღვარზე, მდინარე ტურნე-ელვის მარცხენა შენაკადი.

მუონიოიოკი - იხილე მუინიო-ელვი.

მუჟავა - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

მუჟიჩუ - ყოფილი სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

მუჟუჟი - ძმარში ჩადებული მოხარშული ღორის ფეხები.

მურა

1) იხილე მური.

2) რუხ-წითელი, შავ-წითელი.

3) შავ-წითელი ძაღლი (საბა).

მურაბა - ტკბილ წვენში მოხარშული ხილეული ან ზოგი ბოსტნეული.

მურაბიანი - რაშიც მურაბაა, მურაბით გასვრილი.

მურად I - ოსმანთა დინასტიის მესამე სულთანი და ოსმალეთის იმპერიის ფაქტიური დამაარსებელი (1319-1389 წწ)

მურადა - ძაღლის სახელი ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

მურადაბადი - ქალაქი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში.

მურა დათვი - მტაცებელი ძუძუმწოვარი დათვისებრთა ოჯახისა, სხეულის სიგრძე 2,5 მეტრამდე. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

მურად-ბეგი ალ-მუჰამად - ეგვიპტის მამლუქი გამგებელი, წარმოშობით ქართველი (1750-1801 წწ).

მურადელი ვანო - რუსეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1970 წწ).

მურადი (აღმოსავლეთი ევფრატი) - მდინარე ევფრატის ერთ-ერთი მდგენელი თურქეთში.

მურადოვი საჰათ - თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე 1990 წლიდან (დაიბადა 1932 წელს).

მურავიოვა ირინა - რუსი მსახიობი ქალი, მოღვაწეობს მოსკოვის მოსსოვეტის თეატრში (დაიბადა 1949 წელს).

მურავიოვ-აპოსტოლი მათე - დეკაბრისტი, გადამდგარი პოდპოლკოვნიკი (1793-1806 წწ).

მურავიოვ-აპოსტოლი სერგეი - დეკაბრისტი, პოდპოლკოვნიკი (1796-1826 წწ).

მურავლენკო - ქალაქი რუსეთის იამალო-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში (25 ათასი).

მურაზი (ძვ. და საუბ.) - ნდომა, სურვილი, წადილი.

მურაკვალი - სერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე.

მურაკამი ჰარუკი - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1949 წელს).

მურაკი - დუღილით შესქელებული ხილეულის ან ბოსტნეულის წვენი, მეტწილად მჟავე, ინახავენ საზამთროდ.

მურალი (ესპ.) - ლათინური ამერიკის ქვეყნებში - კედლის მხატვრობა, ფრესკა, მონუმენტური ფერწერა.

მურასა - ძვირფასი თვლებით მოოჭვილი რამ.

მურასაკი სიკიბუ - იაპონელი მწერალი ქალი (დაახლოებით 978-1016 წწ).

მურატი - მდინარე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ევფრატის მდგენელი (სიგრძე - 670 კილომეტრი).

მურატოვა კირა - უკრაინელი და რუსი რეჟისორი ქალი (დაიბადა 1934 წელს).

მურატოვი ვალენტინ - რუსი ტანმოვარჯიშე, 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (დაიბადა 1928 წელს).

მურაში - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში.

მურაცანი (ნამდვილი გვარი ტერ-ოვანისიანი) გრიგორ - სომეხი მწერალი (1854-1908 წწ).

მურგოული - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მულხრის მარცხენა შენაკადი.

მურდალი (სპარს.) - ბინძური, უსუფთაო.

მურდორჟი - მონღოლი კომპოზიტორი (დაიბადა 1919 წელს).

მურეი (მარი) - ავსტრალიის უდიდესი მდინარე, ერთვის ინდოეთის ოკეანის ალექსანდრინის ლაგუნას (სიგრძე - 2570 კილომეტრი).

მურენი - ქალაქი მონღოლეთში, ხუბსუგულის აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი (16 ათასი).

მურეში (მაროში)

1) მდინარე რუმინეთსა და უნგრეთში, მდინარე ტისის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 883 კილომეტრი).

2) ჟუდეცი რუმინეთში.

მურვან ყრუ - იხილე მარვან II იბნ მუჰამედი.

მური

1) შავი ნადები ღუმლებისა და საკვამლეების შიგნითა ნაწილებზე, ჩნდება საწვავის არასრული წვის შედეგად.

2) ახლად გამოსული აბრეშუმის ჭია.

3) (მურა) - მდინარე ავსტრია-იუგოსლავიაში, მდინარე დრავის მარცხენა შენაკადი.

4) (ბერძნ.) - სურნელოვანი ფისი ზოგი მცენარისა, რომლებიც ხარობენ სამხრეთ არაბეთსა და ეთიოპიაში; გამოყენება აქვს მედიცინაში, ძველად იყენებდნენ საკმეველად რელიგიური რიტუალების დროს; ზმირინი.

მური დემი (ნამდვილი სახელი და გვარი დემეტრია გინესი) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1962 წელს)

მური ედუარდ - ინგლისელი მწერალი (1712-1757 წწ).

მური თომას - ინგლისელი პოეტი (1779-1852 წწ).

მური მერიან - ამერიკელი პოეტი ქალი (1887-1972 წწ).

მური როჯერ - ამერიკელი მსახიობი, ჯეიმზ ბონდის როლის ერთ-ერთი განმასახიერებელი (დაიბადა 1927 წელს).

მური სტანფორდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სტაინთან ერთად (1913-1982 წწ).

მური ჯორჯ ედუარდ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1873-1958 წწ).

მური ჯულიანა (ნამდვილი გვარი სმიტი) - კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1960 წელს).

მური ჰენრი - ინგლისელი მოქანდაკე (1898-1985 წწ).

მურიანი - მურით გასვრილი, გამურული.

მურილიო ბარტოლომე ესტებან - ესპანელი ფერმწერი (1618-1682 წწ).

მურკი - თავხვეული კომბოსტოს შუა მკვრივი ნაწილი, კანგაცლილი იჭმება; ხვიტი, ხიკვი.

მურკლი - ფქვილის პატარა კოშტი ცომში, ფაფაში, თათარაში და მისთანებში.

მურმანეთი - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

მურმანი - პერსონაჟი ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა „აბესალომ და ეთერი“.

მურმანსკი - ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (380 ათასი).

მურნ-ალექსანდროვი იოსიპ - სლოვენი პოეტი (1879-1901 წწ).

მურნაუ (ნამდვილი გვარი პლუმპე) ფრიდრიხ ვილჰელმ - გერმანელი რეჟისორი (1888-1931 წწ).

მურნერი ტომას - გერმანელი პოეტი (1475-1537 წწ).

მურომი - ქალაქი რუსეთის ვლადიმირის ოლქში (140 ათასი).

მურორანი - ქალაქი იაპონიის იბურის პრეფექტურაში (115 ათასი).

მურსია

1) ისტორიული ოლქი ესპანეთში.

2) ქალაქი ესპანეთში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (320 ათასი).

მურსილი - ხეთების მეფეთა სახელი.

მურტალი (საუბ.) - იგივეა, რაც მურდალი.

მურტალო - პერსონაჟი ნოდარ დუმბაძის მოთხრობისა „კუკარაჩა“

მურუსიძე ანდრია - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

მურღაბი ( „მორღ“ - ჩიტი, „აბ“- მდინარე) - მდინარე ავღანეთში, იკარგება ყარაყუმის უდაბნოში (სიგრძე - 978 კილომეტრი).

მურღუთი - მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი.

მურყანი (Alnus) - საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე არყისებრთა ოჯახისა, აქვს მომრგვალო ფოთლები და მთრიმლავი ნივთიერების შემცველი მერქანი. სინონიმი - თხმელა.

მურყვამი - სვანური ციხე-კოშკი.

მურყვამობა (ლიმურყუალ-კოშკობა) - ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი ერთ-ერთი საწესო ქმედება სვანეთში.

მურყმელი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მურყნარი (მურყნიანი) - მურყნის ტყე.

მურყნევი (თაროიანი) - მთა ბორჯომისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თრიალეთის ქედზე.

მურშკელი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მურწა (Barbus murka) - თევზი კობრისებრთა ოჯახისა.

მურჯახეთი - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

მურჯახეთისწყალი - მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარცხენა შენაკადი.

მუსაგეტი (ბერძნ.) - მუზების წინამძღოლი ბერძნულ მითოლოგიაში (აპოლონის ეპითეტი).

მუსავატი (არაბ.-აზერბ.) - ნაციონალური პარტია აზერბაიჯანში 1912-20 წლებში.

მუსაიფი - მშვიდი, გაბმული საუბარი, ბაასი.

მუსალა - მწვერვალი ბულგარეთის რილას მთებში (2925 მეტრი).

მუსანი - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ჰამგონ-პუქტოს პროვინციაში (50 ათასი).

მუსასინო - ქალაქი იაპონიაში, ტოკიოს ქალაქი-თანამგზავრი (140 ათასი).

მუსასირი (mucaciri) - ქალაქი-სახელმწიფო ძვ. წ.აღ. IX-VIII საუკუნეებში ურარტუსა და ასურეთს შორის.

მუსევენი იოვერი - უგანდის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი 1986 წლიდან (დაიბადა 1944 წელს).

მუსეოსი - ძველი ბერძენი პოეტი (დაახლოებით V-VI საუკუნეები).

მუსი

1) მდინარე კანადაში, ერთვის ჯეიმზის ყურეს.

2) მდინარე ინდონეზიაში, ერთვის ბანკის სრუტეს.

3) (ფრანგ.) - ტკბილი საჭმელი, დამზადებული ხილის სიროფისგან, რომელსაც დამატებული აქვს მანანის ბურღული ან ჟელატინი.

მუსიე და მუსიო - იხილე მესიე.

მუსიკა (ბერძნ.) - ხელოვნება, რომელიც სინამდვილეს ასახავს ბგერითი მხატვრული სახეებით.

მუსიკათმცოდნე - მუსიკათმცოდნეობის სპეციალისტი.

მუსიკათმცოდნეობა - ხელოვნებათმცოდნეობის დარგი, რომელიც შეისწავლის მუსიკის ისტორიასა და თეორიას.

მუსიკალობა - მუსიკის ნიჭის, უნარის ქონა.

მუსიკალური - მუსიკისათვის განკუთვნილი, მუსიკის შესაფერი, მუსიკასთან დაკავშირებული, სამუსიკო.

მუსიკოსი - მუსიკის სპეციალისტი; რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების დამკვრელი.

მუსიკოსობა - მუსიკოსად ყოფნა.

მუსინაკი ლეონ - ფრანგი მწერალი (1890-1964 წწ).

მუსკარდინი (ფრანგ.) - მწერების (კერძოდ აბრეშუმის ჭიის) სოკოვანი დაავადება.

მუსკატი (ფრანგ.)

1) ვაზის ჯიში, ისხამს სურნელოვან ყურძენს; ამ ყურძნის ღვინო.

2) ტროპიკული ხე; ისხამს სურნელოვან ნაყოფს; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიაში.

მუსკოგები - აშშ-ში მცხოვრები ინდიელი ხალხი.

მუსკულატურა (ლათ.) - ორგანიზმის კუნთების ერთობლიობა.

მუსკუსი (ლათ.) - სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება ცხოველური ან მცენარეული წარმოშობისა; დიდი გამოყენება აქვს პარფიუმერიაში (ქართულში უფრო იხმარება მუშკი).

მუსლიმანი - ისლამის რელიგიის მიმდევარი. იგივეა, რაც მაჰმადიანი.

მუსლინი (ფრანგ.) - აბრეშუმის ან ბამბის მსუბუქი, თხელი და რბილი ქსოვილი.

მუსოლინი ბენიტო - იტალიის ფაშისტური პარტიის ბელადი (დუჩე), იტალიის პრემიერ-მინისტრი 1922-43 წლებში (1883-1945 წწ).

მუსონი (ფრანგ.) - ქარი, რომელიც პერიოდულად იცვლის მიმართულებას, ზაფხულობით უბერავს ზღვიდან, ზამთრობით კი ხმელეთიდან.

მუსორგსკი მოდესტ - რუსი კომპოზიტორი (1839 - 1881 წწ).

მუსოფრიანი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

მუსპელი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ცეცხლოვანი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიერების შექმნამდე არსებობდა.

მუსრეპოვი გაბიტ - ყაზახეთის სახალხო მწერალი (1902-1985 წწ).

მუსრი - მუსრს გაავლებს ანუ გაწყვეტს, გაჟლეტს, გაანადგურებს.

მუსტაზადი (არაბ.) - აღმოსავლური ლექსის სახეობა, რომელიც ყოველ სტრიქონს ან ყოველ ორ სტრიქონს მოსდევს მისამღერი.

მუსტანგი (ესპ.) - გაველურებული შინაური ცხენი (გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში).

მუსტაფა-ლალა-ფაშა - ოსმალეთის დიდმოხელე და მთავარსარდალი (გარდაიცვალა 1580 წელს).

მუსტაფინი გაბიდენ - ყაზახეთის სახალხო მწერალი (1902-1985 წწ).

მუსტვეე - ქალაქი ესტონეთში.

მუსტიერის კულტურა - ძველი პალეოლითის ყველაზე გვიანდელი კულტურა, მოსდევს აშელეს კულტურას; ამ ეპოქას ეკუთვნის ნეანდერტალელი ადამიანი (სახელი ეწოდა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ლე-მუსტიეს გამოქვაბულის მიხედვით).

მუსტოფი - მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

მუსუსი (საუბ.) - რისამე ხარბად მნდომი, მსუნაგი.

მუსხელიშვილი ნიკოლოზ - მათემატიკოსი და მექანიკოსი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1941-72 წლებში (1891 - 1976 წწ).

მუსხელიშვილი - მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, ცალგმილის ქედზე.

მუსხი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

მუტაგენები (ლათ.) - ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მემკვიდრულ ცვლილებებს (მუტაციებს).

მუტაგენეზი (ლათ.) - მემკვიდრულ ცვლილებეთა (მუტაციის) წარმოქმნის პროცესი.

მუტალა - ქალაქი შვედეთის ესტერიეტლანდის ლენში.

მუტანტი - გენეტიკაში - ორგანიზმი, რომელსაც მუტაცია (2) ახასიათებს.

მუტარე (1982 წლამდე უმტალი) - ქალაქი ზიმბაბვეში (75 ათასი).

მუტაცია (ლათ. mutacio - ცვლილება)

1) ყოველგვარი ნახტომისებრი განვითარება რისამე.

2) რაიმე ახალი ნიშან-თვისებების უეცარი გამოვლენა ცხოველებსა და მცენარეებში.

3) ყმაწვილის ხმის შეცვლა (დაბოხება) ასაკში შესვლის გამო.

მუტი (ნამდვილი გვარი როველი) ორნელა - იტალიელი კინომსახიობი ქალი (დაიბადა 1955 წელს).

მუტიზმი - მეტყველებით კონტაქტზე უარის თქმა სამეტყველო აპარატის არსებობის დროს.

მუტრიბი (ძვ.) - დამკვრელი, მომღერალი, მოცეკვავე.

მუტრუკი

1) ვირის ნაშიერი, ჩოჩორი.

2) (გადატანით) იტყვიან უზრდელ ახალგაზრდაზე.

მუტუალიზმი - სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის ხანგრძლივი, ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება, იგივეა, რაც სიმბიოზი.

მუუგა ლეილი - ესტონელი ფერმწერი (დაიბაა 1922 წელს).

მუფელი (გერმ.) - ცეცხლგამძლე მასალის ან სიცხეგამძლე ფოლადის კამერა, რომელშიც გასახურებლად ან გამოსაწვავად ათავსებენ სხვადასხვა ნაკეთობას (წვის პროდუქტების ზემოქმედებისაგან დასაცავად).

მუფთა (რუს.) - ორივე მხრიდან ხელის შესაყოფი სათბური, ჩვეულებრივ ბეწვისა.

მუფთი (არაბ.) - მუსლიმანთა ღვთისმეტყველი, ყურანის განმმარტებელი, უმაღლესი სასულიერო პირი.

მუფლონი (ფრანგ.) - გარეული ცხვარი, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ზოგ კუნძულზე.

მუფულირა - ქალაქი ზამბიაში (175 ათასი).

მუფუმბირო - იხილე ვირუნგა.

მუქალა - ქალაქი იემენში.

მუქარა - დაშინების ცდა, ავის ქმნის დაპირება, ქადილი, დაქადნება.

მუქედი - სოფლების ზედა მუქედისა და ქვედა მუქედის გავრცელებული სახელწოდება (ვანის მუნიციპალიტეტი).

მუქედის თემის საკრებულო - თემის საკრებულო ვანის მუნიციპალიტეტში, მოიცავს 2 სოფელს: ზედა მუქედი, ქვედა მუქედი).

მუქთამჭამელი -იგივეა, რაც მუქთახორა.

მუქთახორა - ვინც სხვისი შრომით ცხოვრობს.

მუქთი (მუქთა)

1) უფასო, უსასყიდლო.

2) (გადატანით) ძალიან იაფი.

3) (გადატანით) ტყუილ-უბრალო, უშედეგო.

მუქი - არანათელი, მოშავო ფერისა.

მუქიბი (მუქიფი) - სამეურნეო მოხელე ფეოდალურ საქართველოში, «ძღვენთა მნე» (საბა).

მუქო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემის საკრებულო), მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1520 მეტრი, დუშეთიდან - 80 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

მუღამი

1) აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის კილოების ზოგადი სახელწოდება.

2) (არაბ.) - ჟარგონზე ითქმის რაიმეს აზრის, დანიშნულების შესახებ.

მუღანის ველი - მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი.

მუღანლო - სოფლები გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში.

მუღროდი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

მუღურე - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1820 მეტრი, დუშეთიდან - 59 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

მუყაითი

1) გულმოდგინედ მომუშავე, ბეჯითი.

2) ასეთი ადამიანის დამახასიათებელი.

მუყაითობა - მუყაითის თვისება.

მუყაო - სქელი და მაგარი ქაღალდი.

მუყაჯიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარცხენა შენაკადი.

მუყვაულისღელე - მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაჯანურის მარჯვენა შენაკადი.

მუყიმი მუჰამად ამინ-ხოჯა - უზბეკი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1850-1903 წწ).

მუშა

1) ადამიანი, რომელიც პროფესიულად ეწევა ფიზიკურ შრომას წარმოებაში.

2) დაქირავებული მომუშავე, რომელსაც არ გააჩნია წარმოების საშუალებანი და ექსპლუატირებულია დამქირავებლის მიერ.

3) (ძვ.) ბარგის, ტვირთის წამღები, გადამტანი.

4) (ძვ.) იგივეა, რაც გლეხი.

5) (საუბ.) მუყაითი მომუშავე, მშრომელი გამრჯე.

მუშაითი (ძვ.) - თოკზე მოსიარულე, ჯამბაზი.

მუშაკაცი (საუბ.) - ვინც ფიზიკურად შრომობს, გლეხკაცი, მუშა, მშრომელი.

მუშაკი - ადამიანი, რომელიც ეწევა რაიმე პროფესიულ ან საზოგადოებრივ საქმიანობას.

მუშაკური - ქართული ლექსის სახეობა, რომელიც შედგება 5 ოთხტაეპიანი სტროფისაგან.

მუშამბა - ქსოვილი, რომლის ერთი პირი გაჟღენთილია წყალგაუვალი ნივთიერებით.

მუშაობა

1) რაიმე საქმიანობა.

2) ფიზიკაში - მოძრავი სხეულის მიერ წინაღობის დაძლევა.

მუშარაფი ფარვიზ - პაკისტანის პრეზიდენტი 2001 წლიდან (დაიბადა 1943 წელს).

მუშაშა - უკიდურესი შიიტების ერთ-ერთი სექტის ხელმძვანელი, პატარა სახელმწიფოს დამაარსებელი ხუზისტანში (გარდაიცვალა 1466 წელს).

მუშახელი - მუშების ერთობლიობა, მუშები.

მუშგი ადოლფ - შვეიცარიელი მწერალი (დაიბადა 1934 წელს).

მუშევანი - სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

მუშენბრუკი პიტერ ვან - ნიდერლანდელი ფიზკოსი (1692-1761 წწ).

მუშთაიდი

1) ირ-ფეთე-აღა-სეიდ-თავრიზელი - ირანის რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე, შიიტების სექტის მეთაური (გარდაიცვალა 1892 წელს).

2) (სპარს. „მუჯთაჰიდი“) - ბაღი თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დავით აღმაშენებლის პროსპექტის ბოლოში; გაშენდა 1828 წელს.

მუშთარი - პლანეტა იუპიტერის ძველი სახელწოდება.

მუში - ცაცხვის ქერქი, მისგან თოკს გრეხენ.

მუშიკვარა - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ღალიძგის მარჯვენა შენაკადი.

მუშირი - მარშალის შესატყვისი წოდება ოსმალეთის იმპერიაში.

მუშკ-ამბარი - მუშკი და ამბარი.

მუშკეტერი (ფრანგ.)

1) მუშკეტით შეიარაღებული ჯარისკაცი.

2) სამეფო გვარდიის ოფიცერი შუა საუკუნეების საფრანგეთში.

მუშკეტი (ფრანგ.) - ძველებური პატრუქიანი მსხვილკალიბრიანი თოფი.

მუშკეტონი (ფრანგ.) - ძველებური მოკლე თოფი, კარაბინის წინაპარი.

მუშკი (სპარს.) - მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში.

მუშკუდიანი თენგიზ - ოპერის მომღერალი (ბანი), საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

მუშმულა (იაპონური ზღმარტლი, ლოქვა) - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა.

მუშრიბი - მოხელე ძველ საქართველოში, გადასახადის ამკრებთა უფროსი.

მუშტა - ხარაზის იარაღი, ხელში დასაჭერე თითბრის უტარო კვერი ლანჩის დასატკეპნად.

მუშტარი (ძვ. და საუბ.) - მყიდველი, მომხმარებელი, დამკვეთი.

მუშტი - მოკუმშული ხელის მტევანი, მჯიღი.

მუშტი-კრივი - მუშტებით ცემა, ჩხუბი, კრივი, ცემა-ტყეპა.

მუშტისოდენა

1) დაახლოებით მუშტის ზომისა.

2) (გადატანით) ძალიან პატარა.

მუშტრა (პოლონ.) - სამხედრო სწავლება, დამყარებული მექანიკურ დისციპლინაზე და სამხედრო საქმის წესების შეუგნებლად დაზეპირებაზე.

მუშურ-გლეხური - მუშებისა და გლეხების კუთვნილი, მათი ინტერესების გამომხატველი.

მუშური

1) მუშის დამახასიათებელი, მუშებისათვის განკუთვნილი.

2) მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

მუშურისწყალი - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი.

მუშფაკი - მუშათა ფაკულტეტი, სპეციალური სასწავლებელი, სადაც მუშები იღებდნენ საშუალო განათლებას (ყოფილ საბჭოთა კავშირში).

მუშფიგი მიქაელ მირზა გადიროღლუ - აზერბაიჯანელი პოეტი (1908-1939 წწ).

მუშფიყი აბდურაჰმან - ტაჯიკი პოეტი-სატირიკოსი (1525- 1588 წწ).

მუშქები - ძვ.წ.აღ. XII-VII საუკუნეების ასურულ, ხეთურ-იეროგლიფურ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ მკვიდრნი.

მუჩალგა - ხელწერილი ძველ საქართველოში.

მუჩერა - მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივზე.

მუცელა (ძვ.) - იგივეა, რაც დიზენტერია.

მუცელგასახეთქი - წყევლა ბევრის ხარბად მჭამელის მიმართ.

მუცელი

1) ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილი, რომელშიც საჭმლის მომნელებელი ორგანოებია მოთავსებული.

2) რაიმე ჭურჭლის გამობერილი ნაწილი.

მუცელკვეთა - იგივე ლაპაროტომია, მუცლის ღრუს გახსნის ქირურგიული ოპერაცია.

მუცინები - საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო გზების ეპითელური უჯრედების ლორწოვანი გარსების, ყბისა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი.

მუცლიანი

1) ვისაც დიდი მუცელი აქვს, ღიპიანი.

2) რასაც მუცელი, გამობერილი კედლები აქვს.

მუცლითმეზღაპრე - ესე იგი არს ეშმაკთ მკითხავი, გინა ეშმაკი მუცლით გამოუბნობდეს, გინა ულუკი, გინა... (საბა); ადამიანი, რომელიც ლაპარაკის დროს ტუჩებს არ ამოძრავებს.

მუცო - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემის საკრებულო), მდინარე არდოტისწყლის (მდინარე ანდაქის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1880 მეტრი, დუშეთიდან - 121 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 49 კაცი.

მუცოს ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანდაქისა და ბღუხაფელის წყალგამყოფი.

მუცუ

1) მწვერვალი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე.

2) ყურე იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ სანაპიროზე.

მუცუჰიტო - იაპონიის იმპერატორი 1867-1912 წლებში (1852-1912 წწ).

მუწდი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მუწუკებიანი - ვისაც მუწუკები აქვს, რაზედაც მუწუკები აქვთ ამოსული.

მუწუკი - ამობურცული მტკივანი, ანთებიანი წამონაზარდი კანზე.

მუწუხი (კუთხ.) - გამალებული მუშაობის დრო.

მუჭა

1) იგივეა, რაც მუჭი.

2) რაც მუჭში ჩაეტევა.

მუჭა-მუჭა (მუჭა-მუჭად) - ჯერზე ერთი მუჭა, თითო მუჭა.

მუჭეული - ერთი მუჭა მომკილი პური, ნამგლის ერთი მოსმით მომკილი პური.

მუჭი

1) თითებმოხრილი ხელის გული რაიმე სითხის ან ფხვიერი ნივთიერების დასაჭერად.

2) ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, აკუშოსხევისა და ჭაკისხევის წყალგამყოფზე.

მუჭისოდენა - იგივეა, რაც მუშტისოდენა.

მუჭუტა - მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მუჭუტის ქედზე.

მუჭუტის ქედი - ქედი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის განშტოება.

მუჭუჭი -(ოჯახის მუჭუჭი) (საუბ.) ითქმის ოჯახის დიდად მოყვარულ, მეოჯახე მამაკაცზე.

მუხა (Quercus) - მსხვილი ფოთლოვანი, მაგარმერქნიანი ხე წიფლისებრთა ოჯახისა, იზრდება ნელა, ისხამს რკოს.

მუხა ალფონს - ჩეხი მხატვარი (1860-1939 წწ).

მუხაესტატე (აჭი) - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში.

მუხავეცი - მდინარე ბელორუსიაში, დასავლეთ ბუგას მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 150 კილომეტრი).

მუხათგვერდი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ზაჰესის სადაბო საკრებულო), მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, მცხეთიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 198 კაცი.

მუხათგვერდის ტბა - ტბა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.

მუხათი - მწვერვალი ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, კახეთის ქედზე.

მუხათწყარო - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ლისის თემის საკრებულო). მფინარე წმინდაწყლის ნაპირზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 კაცი.

მუხამასი - იხილე მუხამბაზი.

მუხამბაზი (არაბ.)

1) ხუთტაეპედი ლექსი.

2) აკაკი წერეთლის ლექსი (დაიწერა 1876 წელს).

მუხამეში

1) მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

2) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

მუხამეჯანოვი ზაქირ - უზბეკი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1921 წელს).

მუხანათი - ცბიერი, ვერაგი, მუხთალი.

მუხანათობა - მუხანათის თვისება, მუხანათის საქციელი.

მუხანათური - მუხანათის დამახასიათებელი.

მუხაური - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

მუხაშურა - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

მუხაძე გრიგოლ - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი (1879-1948 წწ).

მუხერი - მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

მუხთალი - გაუტანელი, ცრუ, ვერაგი, მოღალატე.

მუხიანი

1) იგივეა, რაც მუხნარი.

2) მდინარე დმანისის მუნიციპალიტეტში, ხრამის მარჯვენა შენაკადი.

3) სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 85 მეტრი, წყალტუბოდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1283 კაცი.

4) მუხილეთი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში.

მუხინა ვერა - რუსი მოქანდაკე ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1889-1953 წწ).

მუხისძირა - ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.

მუხლებიანი - მუხლების მქონე.

მუხლთშორისი - ღეროს (ყლორტის) მონაკვეთი ორ მომიჯნავე მუხლს შორის.

მუხლი

1) წვივისა და თეძოს შემაერთებელი სახსარი, ფეხის ნაწილი ამ სახსრიდან მენჯამდე.

2) ცალკეული შემაერთებელი რგოლი, მონაკვეთი რისამე შემადგენლობაში.

3) რაიმე ოფიციალური დოკუმენტის ცალკეული მცირე დანაყოფი.

4) სალექსო საზომის მეტრული მონაკვეთი, საშუალო ადგილი უჭირავს ტაეპსა და ტერფს შორის.

5) სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

მუხლისთავი - მუხლის ზედა მომრგვალო ნაწილი.

მუხლისკვერი - იგივეა, რაც მუხლისთავი.

მუხლმაგარი - ვისაც, რასაც მუხლი უჭრის, კარგი მოსიარულე, ყოჩაღად მოსიარულე.

მუხლმოდრეკით

1) მუხლის მოდრეკით, დაჩოქება.

2) (გადატანით) დიდი ხვეწნით.

მუხლმოდრეკილი - ვინც მუხლი მოიდრიკა, დაჩოქილი.

მუხლმოკვეთილი - მუხლში ძალაგამოლეული.

მუხლმოყრით - იგივეა, რაც მუხლმოდრეკით.

მუხლმოყრილი - ვინც მუხლი მოიყარა, დაჩოქილი.

მუხლ-მუხლად - თითოეული მუხლის მიხედვით ცალკე, მუხლობრივად.

მუხლობრივი - მუხლების მიხედვით შესრულებული.

მუხლუხა

1) ფართო უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ტანკის, ზოგი სახეობის ტრაქტორის და მისთანების ბორბლებზეა გადაცმული.

2) ასეთი ჯაჭვის მქონე.

მუხლუხი - პეპლის მატლი, ჩვეულებრივ ჭიისებური, რომელსაც რამდენიმე წყვილი ფეხი აქვს.

მუხნარი

1) ადგილი, სადაც ბევრი მუხა დგას, მუხის ტყე.

2) სოფელი გაგრის შემოგარენში.

მუხრა - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

მუხრანბატონები - ფეოდალური საგვარეულო XVI-XIX საუკუნეების საქართველოში, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს შტო.

მუხრანბატონი აშოთან - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან 1561 წლამდე (გარდაიცვალა 1561 წელს).

მუხრანბატონი ვახტანგ - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან 1580 წლამდე (გარდაიცვალა 1580 წელს).

მუხრანბატონი თეიმურაზ - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 80-იანი წლებიდან 1625 წლამდე (გარდაიცვალა 1625 წელს).

მუხრანბატონი იოანე - ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის სიძე (1755-1801 წწ).

მუხრანბატონი კონსტანტინე - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1735-56 წლებში (გარდაიცვალა 1756 წელს).

მუხრანბატონი ქაიხოსრო - შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1625-26 წლებში, ქართლის გამგებელი (გარდაიცვალა 1629 წელს)

მუხრან-თელეთი - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

მუხრანი

1) (მუხნარი) ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). სახელწოდება წარმოდაგება "მუხიდან". მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად განსახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებას. აქვე ერთმანეთს კვეთდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, რაც ზრდიდა რეგიონის ეკონომიკური სიმძლავრეს. ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი - საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. VIII-IX საუკუნეებში მუხრანს ძაგანისძეთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1123 მეფე დავით აღმაშენებელმა მუხრანი კვლავ სამეფო დომენად აქცია. ამ პერიოდიდან მუხრანის მთავარი ციხე ვარაუდით ან ციხევდავია, ან კიდევ მტკვრის (ქსნის) ციხე. XVI საუკუნიდან სამეფო დინასტიის ქართლის ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს საკუთრება-სათავადოა (სამუხრანბატონო). ეს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას XIX საუკუნის 40-იან წლამდე.

2) (XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე „იოსუბანი“) - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: მუხრანი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა). ზღვის დონიდან - 550 მეტრი, მცხეთიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6239 კაცი.

მუხრანული - ქართული ლექსის სახეობა, შინაგან-გარეგანი რითმით შეწყობილი ოცმარცვლიანი ლექსი.

მუხროვანის ტბა - ტბა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედის სამხრეთ მთისწინეთში.

მუხრუჭი - მოწყობილობა მანქანის, მატარებლის და მისთანების მოძრაობის შესანელებლად ან გასაჩერებლად.

მუხტარი ასქად - უზბეკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1920 წელს).

მუხტი

1) ამა თუ იმ სხეულში არსებული ელექტრობის რაოდენობა.

2) ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც გარკვეული რაოდენობით შეიცავს ჭურვი, ვაზნა და მისთანები.

მუხუდო (Cicer arietinum)

1) ერთწლოვანი პარკოსანი მცენარე, იკეთებს მრავალმარცვლიან გაბერილ პარკებს, მისი მარცვლები საჭმელად იხმარება.

2) ამ მცენარის მარცვალი.

მუხურა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ძუსის (ყვირილის აუზი) ზემოთში. სოფლის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 640 მეტრი, ტყიბულიდან - 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2250 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

მუხური

1) სოფლები ჩხოროწყუს და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

2) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

მუხურისი - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ცენტრალური პროვინცია.

მუხურიშხა - მთა სოხუმის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე.

მუხურჩა - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მუხტუია - რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის ქალაქ ლენსკის სახელი 1963 წლამდე.

მუხუ (მუუნი) - კუნძული ბალტიის ზღვის მოონზუნდის არქიპელაგში.

მუჯალამა - რაიმე გარემოების დამადასტურებელი მოწმობა-საბუთი XVI-XIX საუკუნეების საქართველოში.

მუჯაჰიდები - იხილე მოჯაჰიდები.

მუჯელინი ბრუნო - იტალიელი პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი (1871-1912 წწ).

მუჯიბურ რაჰმანი - ბანგლადეშის პრეზიდენტი 1975 წლის იანვარ-აგვისტოში, მოკლულ იქნა სამხედრო გადატრიალების დროს (1920-1975 წწ).

მუჯთაჰიდი - მუსლიმან ღვთისმესტყველთა უმაღლესი კატეგორიის წამომადგენელი.

მუჯირეთი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემის საკრებულო), მდენარეობს მდინარე ძუსის ხეობაში. ზღვის დონიდან - 320 მეტრი, თერჯოლიდან - 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 81 ადამიანი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნიდან.

მუჯირი ვლადიმერ (ლადო) - კინორეჟისორი და მხატვარი (1907-1953 წწ).

მუჯლუგუნი - იდაყვის ან მუშტის მირტყმა, კვრა.

მუჯურეთული - ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.

მუჯუხი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მუჰამად II ალაადინ - ხვარაზმის შაჰი 1200-1220 წლებში (გარდაიცვალა 1220 წელს).

მუჰამად V - მაროკოს მეფე 1957 წლიდან (1909-1961 წწ).

მუჰამად აბდო - იხილე აბდო მუჰამად.

მუჰამადი კუდუს - უზბეკეთის სახალხო მწერალი (დაიბადა 1907 წელს).

მუჰამადიევი ფაზლიდინ - ტაჯიკეთის სახალხო მწერალი (1928-1986 წწ).

მუჰამად-იუსუფი მაჰამდ-სადიყ - მუფტი, 1989 წლიდან შუა აზიის და ყაზახეთის მუსლიმანთა სასულიერო მმართველობის პრეზიდიუმის თავმჯდომარე (დაიბადა 1952 წელს).

მუჰამასი - აღმოსავლური ლიტერატურის სალექსო ფორმა.

მუჰამედ ალი (ნამდვილი სახელი და გვარი კასიუს კლეი) - ამერიკელი მოკრივე, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპონი, 1964-74 წლებში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის (დაიბადა 1942 წელს).

მუჰამედ ალი - ეგვიპტის ფაშა 1805 წლიდან (1769-1849 წწ).

მუჰამედი - იხილე მაჰმადი.

მუჰარამი - იხილე მოჰარამი.

მუჰარაქი - იხილე ელ-მუჰარაქი.

მუჰაფაზა (არაბ.) - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული აზიისა და აფრიკის ზოგ ქვეყანაში (ეგვიპტე, ერაყი, ლიბანი, სირია).

მუჰაჯირობა - კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში.

მუჰუ (მოონზუნდი) - სრუტე კონტინენტსა (ესტონეთი) და მოონზუნდის კუნძულებს შორის.

1.20 მფ

▲ზევით დაბრუნება


მფანტავი (მფანტველი) - ვინც ფანტავს, უზომოდ მხარჯველი, მფლანგველი.

მფარავი

1) ვინც, რაც ფარავს, მმალავი.

2) ვინც, რაც იფარავს, იცავს ვისმე, რასმე, მცველი.

მფარველი

1) იგივეა, რაც მფარავი.

2) ვისიმე მოსარჩლე, ქომაგი, ხელისშემწყობი.

მფარველობა - მზრუნველობა, დახმარება, ქომაგობა, დაცვა, ხელისშეწყობა.

მფარველობითი (წიგნ.) - მფარველობის გამომხატველი.

მფაცხავი (მფაცხველი) - ვინც ფაცხავს.

მფეთქავი - რაც ფეთქავს.

მფენი (მფენელი) - იგივეა, რაც მომფენი.

მფერხავი - მომლოცველ-მოცეკვავე გურიაში, მეკვლე.

მფლანგავი (მფლანგველი)

1) უთავბოლოდ, უყაირათოდ, უანგარიშოდ მხარჯველი.

2) იგივეა, რაც გამფლანგველი.

მფლობელი - ვინც ფლობს რასმე, პატრონი, მპყრობელი.

მფლობელობა - მფლობელის უფლება, პატრონობა, მპყრობელობა.

მფრთხალი - ვინც, რაც ფრთხება, მხდალი, მშიშარა.

მფრინავი

1) ფრენის უნარის მქონე.

2) თვითმფრინავის წამყვანი, მძღოლი, პილოტი.

მფრქვევი - იგივეა, რაც მფრქვეველი.

მფრქვეველი - რაც, ვინც აფრქვევს რასმე.

მფშვინავი - ვინც, რაც ფშვინავს.

1.21 მქ

▲ზევით დაბრუნება


მქადაგებელი - ვინც ქადაგებს რასმე.

მქარგავი - ვინც ქარგავს, ქარგვის ოსტატი.

მქირდავა - ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა; ბინადრობენ ფოთლოვან ტყეებსა და პარკებში.

მქირდავი (მქირდველი) - იგივეა, რაც გამქირდავი.

მქისე

1) ხეშეში, უხეში, ტლანქი.

2) (გადატანით) მკაცრი, უსიამოვნო ხმა.

3) უკმეხი, უსიამოვნო.

მქნელი - რისამე მოქმედი, ჩამდენი.

მქონე - ვისაც, რასაც აქვს რამე, რისამე პატრონი.

მქონებელი - იგივეა, რაც მქონე.

მქრობელი - ვინც, რაც აქრობს.

მქროლავი - რაც ქრის.

მქრქალი

1) ფერნაკლები, ფერმკრთალი, ფერგადასული.

2) ბრწყინვას, ელვარებას მოკლებული, არაპრიალა, გაუმჭვირი.

მქსოველი

1) ვინც ქსოვს.

2) ქსოვის ოსტატი, ფეიქარი.

მქუხარე

1) რაც ქუხს დიდი, ძლიერი ხმის გამომცემი.

2) დიდი, ძლიერი ხმა.

მქშინავი - ვინც, რაც ქშენს.

1.22 მღ

▲ზევით დაბრუნება


მღამიობი (ძვ.) - იგივეა, რაც ღამურა.

მღარავი - ვინც, რაც ღარავს, ღარების საკეთებელ ჩარხზე მომუშავე.

მღარველი - იგივეა, რაც მღარავი.

მღაფავი - (სულის მღაფავი) ვინც, რაც სულს ღაფავს, მომაკვდავი.

მღაღადებელი (წიგნ.) - ვინც ღაღადებს რასმე.

მღებავი

1) მუშა, რომლის საქმიანობაც ღებვაა.

2) რაც ღებავს.

მღებავობა - მღებავის სპეციალობა.

მღებარი (ძვ.) - იგივეა, რაც მღებავი.

მღებრიანი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

მღელვარე

1) რაც ღელავს, აღელვებული, აზვირთებული.

2) ვინც ღელავს.

3) აღელვებული ადამიანის დამახასიათებელი, მშფოთვარე, ბობოქარი.

მღელვარება

1) მღელვარის განცდა, მდგომარეობა, შფოთვა.

2) შფოთი, არეულობა.

მღერა - უძველესი ქართული ხალხური ტერმინი, ადრინდელი მნიშვნელობით - თამაშობა, XII საუკუნიდან - სიმღერაც.

მღერი - იგივეა, რაც მუნი.

მღვდელი - სასულიერო პირი, ქრისტიანული ეკლესიის მსახური, რომელიც საეკლესიო წესს ასრულებს, ხუცესი.

მღვდელ-დიაკონი - მღვდელი და დიაკონი.

მღვდელმთავარი - უმაღლესი სასულიერო პირი.

მღვდელმონაზონი - მღვდლად ნაკურთხი მონაზონი (ბერი).

მღვდელმსახური - ეკლესიის მსახური, სასულიერო პირი.

მღვდელმსახურება - საეკლესიო წესების, წირვა-ლოცვის შესრულება.

მღვდლობა - მღვდლად ყოფნა.

მღვიმე - იგივეა, რაც გამოქვაბული.

მღვიმევი

1) მღვიმე საჩხერის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (წირქვალის თემის საკრებულო), ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 620 მეტრი, ჭიათურიდან - 3 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზე არის კარსტული მღვიმე მღვიმევი, რომელიც გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს ორსართულიანი კლდოვანი ფარდულებისა და ეხების კომპლექსს. მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 705 კაცი.

მღვიმელი შიო (ნამდვილი გვარი ქუჩუკაშვილი) - საბავშვო მწერალი, პოეტი (1866-1933 წწ).

მღვიძარე - ვისაც ღვიძავს, ფხიზელი.

მღვრელი - ვინც ოფლს ღვრის, მშრომელი, გამრჯელი.

მღვრიე

1) არა გამჭვირვალე, უსუფთაო, დაუწმენდელი.

2) (გადატანით) ბრწყინვას, ელვარებას მოკლებული, მქრქალი.

მღვრიე ხევი - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

მღიერი - განვითარების უდაბლეს საფეხურზე მდგომი მცენარე, შედგება სოკოსა და წყალმცენარისაგან.

მღილი - მღრღნელი ჭია, მატლი.

მღობავი - ვინც ღობავს.

მღოღავი - რაც ღოღავს.

მღრინავი - რაც ღრინავს, რაც იღრინება.

მღრღნელი

1) რაც ღრღნის რასმე.

2) მრავლობითში - მღრღნელები (ღოდენტია) - ძუძუმწოვარი ცხოველების რიგი, აქვთ ძლიერ განვითარებული მჭრელი კბილები.

1.23 მყ

▲ზევით დაბრუნება


მყავი (Dyromus nutedula) - მცირე ზომის ძუძუმწოვარი ცხოველი ძილგუდასებრთა ოჯახისა.

მყარი - მაგარი, მტკიცე, მკვიდრი.

მყაყე - უმოძრაობისაგან აყროლებული, აშმორებული.

მყესი (ანატ.) - შემაერთებელი ქსოვილის მკვრივი და დრეკადი იოგი, რომლითაც კუნთი მიმაგრებულია ძვალზე.

მყეფარა - რასაც ყეფა სჩვევია.

მყეფარი

1) რაც ყეფს, რაც ყეფის მსგავს ხმას გამოსცემს.

2) პირი, რომელიც ქორწილში ხმამაღლა აცხადებს, ვინ რა საჩუქარი მოიტანა.

მყვარი (ძვ.) - იგივეა, რაც ბაყაყი.

მყვინთავი - ვინც, რაც ყვინთავს, ვინც წყალქვეშა სამუშაოებს ასრულებს.

მყვირალა

1) ვისაც, რასაც ყვირილი სჩვევია.

2) (გადატანით) მკვეთრი, თვალშისაცემი.

3) (გადატანით) გარეგნულად ეფექტური, მაგრამ უშინაარსო.

მყვირალი - ვინც, რაც ყვირის.

მყვლეფელი - ვინც ყვლეფს ვისმე, ექსპლუატატორი.

მყვრელი - იგივეა, რაც ბოხმეჭა.

მყიდველ-გამყიდველი

1) მყიდველი და გამყიდველი.

2) იგივეა, რაც გადამყიდველი.

მყიდველი - ვინც ყიდულობს რასმე.

მყიდველობითი (წიგნ.) - საქონლის ყიდვის შესაძლებლობასთან დაკავშირებული.

მყივანა - მაღალი, წვრილი ხმა.

მყივანი

1) რაც ყივის.

2) იგივეა, რაც მყივანა.

მყინავი - იგივეა, რაც გამყინავი.

მყინვარი - მოძრავი ყინულის მკვრივი მასა მთებში.

მყინვარწვერი (ყაზბეგი) - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე (5033 მეტრი).

მყის (მყისვე) (ძვ.) - მსწრაფლ, მაშინვე, იმავე წუთს.

მყიფე - რაც ადვილად ტყდება, იმტვრევა, იმსხვრევა.

მყლაპავი (საუბ.) - იტყვიან ხარბად და ჭარბად მსმელზე, მჭამელზე, გაუმაძღარი.

მყნობა - ერთი მცენარის კალმის ან კვირტის გადანერგვა მეორე მცენარეზე.

მყნობელი - ვინც ამყნობს, მყნობის სპეციალისტი.

მყნოსავი (მყნოსველი) - ვინც, რაც ყნოსავს რასმე.

მყოფადი

1) (ძვ. და წიგნ.) იგივეა, რაც მომავალი.

2) (გრამატ.) ზმნის დრო, რომელიც მიუთითებს, რომ ზმნით აღნიშნულ პროცესს ადგილი ექნება მასზე ლაპარაკის მომენტის შემდეგ.

მყოფელი - იგივეა, რაც მყოფი.

მყოფი - ვინც იმყოფება, ვინც არის სადმე, რამეში.

მყოფობა (ძვ. და წიგნ.) - იგივეა, რაც ყოფნა.

მყრალა - რამდენიმე ავსუნიანი მცენარის საერთო სახელწოდება.

მყრალი

1) ცუდი, აუტანელი სუნი, ასეთი სუნის მქონე.

2) (გადატანით) საძაგელი, საზიზღარი, ცუდი, ბოროტი.

მყრალი ოლე - მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ლაკბის მარცხენა შენაკადი.

მყრელობა - ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ქართლიდან კახეთში გაქცეული გლეხების უკან დაბრუნება.

მყუდრო

1) მოფარებული, უქარო.

2) (გადატანით) მშვიდი, წყნარი, უშფოთველი, საცხოვრებლად მოხერხებული.

მყუდრო სავანე - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1971 წელს. დამდგმელი რეჟისორი - კარლო ღლონტი. სცენარის ავტორი - ამირან ჭიჭინაძე. დამდგმელი ოპერატორი - გიორგი ქორელი. კომპოზიტორი - ფელიქს ღლონტი. მთავარ როლებში: ლეილა ყიფიანი, ვასილ ჩხაიძე, ავთანდილ მახარაძე, მერაბ თავაძე, გრიგოლ ტყაბლაძე, ია ხობუა, სოსო ლაღიძე, მერაბ გეგეჭკორი.

მყუდროება - სიმშვიდე, სიწყნარე, უშფოთველობა.

1.24 მშ

▲ზევით დაბრუნება


მშათა - ომაიანების დინასტიის ციხე-დარბაზი იორდანიაში (VIII საუკუნე).

მშაკ - სომხური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1872-1933 წლებში.

მშენებარე - რაც ამჟამად, მოცემულ მომენტში შენდება.

მშენებელი

1) ვინც აშენებს რასმე, მშენებლობაზე მომუშავე.

2) (გადატანით) ვინც აშენებს რასმე, ვინც ქმნის, აფუძნებს რასმე.

მშენებლობა

1) რისამე აგება, აშენება.

2) ადგილი, სადაც წარმოებს სამშენებლო სამუშაოები, თვით ის ნაგებობა, რომელსაც აშენებენ.

3) (გადატანით) ორგანიზება, შექმნა რისამე.

მშველელი - ვინც შველის ვისმე, დამხმარე, შემწე, მხსნელი.

მშველიეთი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

მშველიძე შალვა - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1904-1984 წწ).

მშვენება - სილამაზე, მოხდენილობა, სიმშვენიერე.

მშვენი - რაც, ვინც ამშვენებს, დამამშვენებელი.

მშვენიერაძე ვლადიმერ - ფილოსოფოსი (1926-1990 წწ).

მშვენიერაძე პეტრე (მამა) - წყალბურთელი, თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1945-47), მოსკოვის „დინამოსა“ (1948-50, 52-63) და მოსკოვის ვვს-ში (1951). იყო სსრკ ნაკრების წევრი (1950-63) და მისი კაპიტანი (1953-63). 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე და 1960 წლის რომის ოლიმპიადის მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე (1962) და მესამე (1958) პრიზიორი, სსრკ ათგზის ჩემპიონი (1952, 55-63) და თასის მფლობელი (1949). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1929-2003 წწ);

მშვენიერაძეები ნუგზარი (დაიბადა 1952 წელს) და გიორგი (დაიბადა 1960 წელს) - წყალბურთელები, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონები.

მშვენიერება - სილამაზე, თვალწარმტაცობა.

მშვენიერი - ძალიან კარგი, საუცხოო, წარმტაცი.

მშვიდი - წყნარი, აუღელვებელი, უშფოთველი.

მშვიდობა

1) სიწყნარე, სიმშვიდე, უშფოთველობა.

2) იგივეა, რაც მშვიდობიანობა.

მშვიდობაური - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

მშვიდობიანი

1) რასაც მშვიდობა ახასიათებს, დაწყნარებული, უშფოთველი.

2) რაც მშვიდობიანობის პირობებში წარმოებს, მშვიდობიანობას ემსახურება.

3) სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

მშვიდობიანობა - ისეთი მდგომარეობა, როდესაც ომი არ არის.

მშვიდობით, ინესა! - ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ირაკლი ასათიანი. სცენარის ავტორი - რევაზ ებრალიძე. დამდგმელი ოპერატორები - ლევან ნამგალაშვილი, არჩილ ფილიპაშვილი. მთავარ როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი, აბესალომ ლორია, დალი რატიანი, გივი ბერიკაშვილი, ნუნუ მაჭავარიანი, შოთა სხირტლაძე.

მშვიდომისმოყვარე - მშვიდობიანობის მომხრე, მშვიდობიანობისათვის მებრძოლი, ომის წინააღმდეგი.

მშვილდი - ისრის გასატყორცნი იარაღი, დრეკადი რკალი, რომლის ბოლოებზედაც გაჭიმულია ლარი.

მშვილდ-ისარი - მშვილდი და ისარი.

მშვილდოსანი

1) მშვილდ-ისრის ხმარებაში გაწაფული, მშვილდ-ისრით შეიარაღებული.

2) მშვილდოსანი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც გრძელდება 22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე.

მშვილდოსნობა - მშვილდ-ისრის ხმარების ცოდნა, მშვილდ-ისრის სროლაში გაწაფულობა.

მშიერი - ვისაც, რასაც შია.

მშიერ-მწყურვალი - მშიერი და მწყურვალი.

მშიშარა - ვისაც, რასაც შიში სჩვევია, მხდალი.

მშობელი

1) დედა ან მამა.

2) სადაც ვინმე დაბადებულა, მშობლიური.

მშობიარე - ქალი, რომელიც შვილს აჩენს.

მშობიარობა - ბავშვის შობის ფიზიოლოგიური პროცესი.

მშობლიური

1) მშობლის დამახასიათებელი, დედობრივი ან მამობრივი.

2) საკუთარი დაბადების ადგილის, სულიერი სიახლოვის, ჩვეულებათა მიხედვით შეთვისებული და საყვარელი.

მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) - ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 4 სერია. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორები - სულიკო ჟღენტი და რეზო ჩხეიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მთავარ როლებში: თემურ ჩხეიძე (გიორგი თორელი, რაიკომის მდივანი), ეკა ხუტუნაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, გოგი ხარაბაძე, ია ნინიძე, მიხეილ ვაშაძე, შალვა ხერხეულიძე, ბესარიონ ხიდეშელი, ზურაბ ლაფერაძე, გრიგოლ წიტაიშვილი.

მშოვნელი - ვინც შოულობს რასმე, შემძენი.

მშრალი - სისველეს, სინოტივეს მოკლებული, უწვიმო, უნალექო.

მშრალი ხევი - მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი.

მშრომელი

1) ვინც შრომობს, ვინც შრომით ირჩენს თავს.

2) გამრჯე, მუყაითი, შრომისმოყვარე.

მშრალხევი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გლდანის თემის საკრებულო), საგურამოს ქედის კალთებზე, მდინარე ლელუბანისხევის მარჯვენა ნაპპირზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 კაცი.

მშუშხავი - რაც შუშხავს, მსუსხავი.

მშფოთავი - ვინც, რაც შფოთავს, აღელვებული, აღგზნებული.

მშფოთვარე

1) იგივეა, რაც მშფოთავი.

2) მუდამ მღელვარე, დაუდგრომელი, მოუსვენარი.

მშხამავი - რაც შხამავს, მომწამვლელი.

1.25 მჩ

▲ზევით დაბრუნება


მჩაგვრელი - ვინც ჩაგრავს ვისმე, დამჩაგვრელი, ექსპლუატატორი.

მჩარხავი - ვინც ჩარხავს, ჩარხზე მომუშავე.

მჩატე - მცირე წონისა, მსუბუქი.

მჩენი (ძვ.) - იგივეა, რაც გამომჩენი.

მჩეჩელი - ვინც ჩეჩს.

მჩინარი (ძვ. და წიგნ.) - ვინც, რაც ჩანს, მოჩანს.

მჩქეფარე

1) რაც ჩქეფს.

2) (გადატანით) რაც ჩქეფს, ცხოვლად, აქტიურად მიმდინარე.

მჩხავანა - რასაც, ვისაც ჩხავილი სჩვევია, ვინც, რაც ხშირად ჩხავის.

მჩხვლეტელი - რაც ჩხვლეტს, რაც იჩხვლიტება.

მჩხიბავი (ძვ.) - იგივეა, რაც გრძნეული.

მჩხრეკელი - ვინც ჩხრეკს.

1.26 მც

▲ზევით დაბრუნება


მცდარი - შეცდომაზე დამყარებული, შეცდომიდან გამომდინარე, არასწორი, უმართებულო.

მცდელი

1) ვინც ცდილობს რასმე.

2) იგივეა, რაც გამომცდელი.

მცდელობა (წიგნ.) - მცდელის თვისება, მცდელის მოქმედება, ცდა.

მცელავი - ვინც ცელავს, მთიბავი.

მცემელი - ვინც სცემს.

მცენარე - ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივ, ერთ ადგილზე დამკვიდრებული ვითარდება და ნიადაგისა და ჰაერის არაორგანული ნივთიერებებით იკვებება.

მცენარეული

1) რაც მცენარეებისაგან შედგება, რაც მცენარეს წარმოადგენს.

2) მცენარისაგან მიღებული, მოპოვებული.

3) იგივეა, რაც მცენარეულობა.

მცენარეულობა - მცენარეთა ერთობლიობა, სხვადასხვა მცენარეები ერთად.

მცენსკი - ქალაქი რუსეთის ორიოლის ოლქში (50 ათასი).

მცველი

1) ვინც, რაც იცავს, დამცველი, მფარველი, დარაჯი რისამე.

2) ფეხბურთის და ზოგი სხვა სპორტული გუნდის მოთამაშე, რომელიც დაცვაში თამაშობს.

მცვრევა - დაცვარვა, დანამვა.

მცვრეული - დაცვარული, დანამული.

მცივანა (საუბ.) - ვინც სიცივეს სულ ვერ იტანს, ვისაც სულ მცირე სიცივის დროს სცივა ხოლმე.

მცინარი (მცინარე)

1) ვინც იცინის.

2) (გადატანით) რაც უცინის ვისმე.

მცირე

1) პატარა, ცოტა.

2) რთული ფუძეების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ცოტას, არასაკმარისს.

მცირე აზიის მთიანეთი - მდებარეობს თურქეთში.

მცირე ანტილის კუნძულები - კუნძულების ჯგუფი ვესტინდოეთში.

მცირე ბელტი - სრუტე, რომელიც აკავშირებს ბალტიის ზღვასა და კატეგატის სრუტეს.

მცირედი (ძვ.) - იგივეა, რაც მცირე.

მცირე ზონდის კუნძულები - მალაის არქიპელაგის ერთ-ერთი ჯგუფი, ეკუთვნის ინდონეზიას.

მცირე თეატრი - მოსკოვის ერთ-ერთი უძველესი დრამატული თეატრი, ოფიციალურად გაიხსნა 1824 წელს.

მცირე კავკასიონი - მთათა სისტემა ამიერკავკასიის სამხრეთ ნაწილში.

მცირელიტრაჟიანი - პატარა ზომისა.

მცირემოსავლიანი

1) რამაც მცირე მოსავალი იცის.

2) როდესაც მცირე მოსავალი მოდის.

მცირემცოდნე - წერა-კითხვის სუსტად მცოდენე, დაბალი ცოდნის მქონე.

მცირეოდენი - ცოტაოდენი, სულ მცირე.

მცირერიცხოვანი - მცირე რაოდენობისა.

მცირე სირტი - იხილე გაბესი (2).

მცირე სომხეთი - მთიანი ოლქი მდინარეების ევფრატის, ლიკოსისა და ჰალისის ზემო დინებაში, რომელსაც ხეთურ წყაროებში ჰაიასის ქვეყანას უწოდებდნენ.

მცირეწლოვანი - წლოვანებით პატარა, მცირე ასაკისა.

მცირე ჰიმალაი - მთის მასივებისა და ქედების სისტემა ჰიმალაის ცენტრალურ ნაწილში.

მცლელი - ვინც, რაც ცლის, დამცლელი.

მცნება

1) რელიგიური გამონათქვამი ზნეობრივი ხასიათისა.

2) (გადატანით) ვინმესთვის რაიმე სახელმძღვანელო დებულება.

მცნება სასჯულო - XV საუკუნის კანონიკური ძეგლი, ეპისტოლე, რომელიც ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქს მიუცია აფხაზეთის საკათალიკოსოსათვის იოაკიმე ბედიელის აფხაზეთის კათალიკოსად დადგინების გამო.

მცნობარი (მცნობელი) - იგივეა, რაც მცნობი.

მცნობი

1) ვინც იცნობს ვისმე, რასმე.

2) მწყემსი, რომელიც დოლის დროს დედა ცხვარს უპოვის და მოჰგვრის ხოლმე ბატკანს მოსაწოვებლად.

მცოდნე - ვისაც რისამე ცოდნა აქვს.

მცონარი (მცონარა, მცონარე) - ზარმაცი, უქმი, მუქთახორა.

მცოცავი

1) რაც ცოცავს.

2) ვინც ცოცავს.

მცოხნავი (მცოხნელი) - რაც იცოხნის, იცოხნება, რასაც ცოხნა სჩვევია.

მცრა - ტბების დიდი მცრისა და პატარა მცრის გავრცელებული სახელწოდება (სოხუმის მუნიციპალიტეტი).

მცურავი

1) ვინც, რაც ცურავს.

2) ცურვაში დახელოვნებული პირი, ცურვის ოსტატი.

3) წყალში მოტივტივე, მოლივლივე.

4) (საუბ.) გველი, საერთოდ ქვემძრომი, ქვეწარმავალი.

მცხეთა

1) ქალაქი (1956 წლიდან) საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის და მცხეთის მუნიციპალიტეტის (1930 წლიდან) ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური თბილის—სამტრედიის ხაზზე. ზღვის დონიდან - 480 მეტრი, თბილისიდან - 21 კმ (რკინიგზით). მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.).

2) მცირე ცთომილი №2116; აღმოაჩინა რ. ვესტმა 1976 წელს.

მცხეთის აკლდამა - იხილე აკლდამა მცხეთისა.

მცხეთის მუნიციპალიტეტი

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ერთეული მცხეთა-მთიანეღის მხარეში.
- 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში , 1917-29 წლებში
- ტფილისის მაზრაში, 1930-34 წლებში ცალკე რაიონია, 1938 წლამდე თბილისის გარეუბნის რაიონს დაექვემდებარა, შემდეგ კვლავ ცალკე რაიონია.
- მდებარეობს მუხრან-საგურამოს ვაკეზე, რელიეფი ძირითადად დაბალმთიანია. აქვეა საგურამოს ნაკრძალი.
- ჩრდილოეთით ესაზღვრება თიანეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით - კასპის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით - თბილისი, აღმოსავლეთით - გარდაბნის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.
- ფართობი - 805 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 65 ათასი (2006 წ.).
- მოსახლეობის 90,6% ქართველია; 4,3% - აზერბაიჯანელი; 2,1% - ოსი; 1,5% - ასირიელი; 0,6% - სომეხი. ქართველი ეროვნება ჭარბობს 59 სოფელში, აზერბაიჯანელი - 5 სოფელში, ოსი - 2 სოფელში, სხვა - 1 სოფელში.
- სიმჭიდროვე - 90 კაცი კვ.კმ-ზე.
- მუნიციპალიტეტში 49 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 41 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 4 მუზეუმი: მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ-ხუროთმოძღვრული მუზეუმ-ნაკრძალი, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (სოფ. საგურამო), მ. ჭიაურელის სახლ-მუზეუმი (სოფ. დიღომი), ენერგეტიკის განვითარების მემორიალური მუზეუმი (დაბა ზაჰესი).

მცხეთისჯვარი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

მცხეთობა (სვეტიცხოვლობა) - ქრისტეს კვართის სადიდებელი რელიგიური დღესასწაული, იმართება სვეტიცხოველში 1 ოქტომბერს (ძველი სტილით).

მცხეთოსი - ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქი.

მცხობელი - ვინც აცხობს.

მცხოვრები - ამა თუ იმ ადგილის მკვიდრი, ბინადარი, მოსახლე.

მცხრალი - იგივეა, რაც დამცხრალი.

მცხუნვარე - რაც აცხუნებს, მეტისმეტად მხურვალე, მწველი, ცხელი.

მცხუნვარება - მცხუნვარის თვისება.

1.27 მძ

▲ზევით დაბრუნება


მძარცველი - ვინც ძარცვავს, ყაჩაღი, ავაზაკი.

მძარცველობა - მძარცველის თვისება, მძარცველის საქმიანობა, ძარცვა.

მძარცველური - ძარცვის ხასიათისა, მტაცებლური.

მძაფრი - ძლიერი, სასტიკი.

მძაღე

1) სიძველით წამხდარი, მომწარო, მწკლარტე გემოსი.

2) ასეთი ნიგვზისაგან შემზადებული სანელებელი.

მძახალი - ერთ-ერთი მეუღლის მშობელი მეორე მეუღლის მშობლების მიმართ.

მძახველი - ვინც ძახავს.

მძებნელი - ვინც ეძებს.

მძევალი

1) პირი, რომელიც შეპყრობილი ჰყავთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვინც დაინტერესებულია მისი განთავისუფლებით, შეასრულოს რაიმე მოთხოვნა, ვალდებულება.

2) საბუდარში ჩადებული კვერცხი, რომელთანაც დედალმა კვერცხი უნდა დადოს.

მძერწავ - ვინც ძერწავს.

მძვინვარე

1) მეტისმეტად გაავებული, გააფთრებული.

2) (გადატანით) ძალიან აღელვებული, ბობოქარი.

მძივი - მკერდზე ასასხმელი პატარა ბურთულები, ხმარობენ სამკაულად.

მძიმე

1) რაც, ვინც ბევრს იწონის, რის, ვის აწევასაც დიდი ძალა სჭირდება.

2) სქელი, ხშირი, დახშული.

3) ძნელად ასატანი, შემაწუხებელი.

4) დიდი, სასტიკი.

5) დინჯი, ნელი, აუჩქარებელი.

6) რასაც დიდი ძალა, ენერგია სჭირდება, დასაძლევად ძნელი.

7) გაჭირვებით შესასრულებელი, ძნელად შესავსები, დიდი, ბევრი.

8) ძნელი, გაჭირვებული, შემაშფოთებელი.

9) სასვენი ნიშანი, რომლითაც გამოიყოფა გარკვეული სინტაქსური ერთეული.

მძიმე-მძიმედ - ნელა, ნელ-ნელა, დუნედ.

მძიმეწონიანი - ისეთი, რომელსაც ჩვეულებრივზე მძიმე, მეტი ტვირთი მიაქვს.

მძინარა (საუბ.) - ძილის მოყვარული.

მძინარე - ვისაც, რასაც სძინავს.

მძლავრი - ძლიერი, დიდად ღონიერი, ბევრის შემძლებელი.

მძლავრობა - მძლავრის თვისება.

მძლე (ძვ. და წიგნ.)

1) გამარჯვებული.

2) (გადატანით) ძლიერი, შემძლე.

მძლევი - იგივეა, რაც მძლეველი ან მძლე.

მძლევარი (ძვ.) - დამძლევი, მჯობი, იტყოდნენ ზოგიერთ ფრინველზე, რომლის დაძახებას დილით ადრე პირდაბანილი და დანაყრებული უნდა შეხვედროდა ადამიანი.

მძლეველი

1) ვინც აძლევს ვისმე, რასმე, მიმცემი, მომცემი.

2) ვინც სძლევს, დაძლევს ვისმე, რასმე, ვისიმე მჯობი.

მძლეოსანი - სპორტსმენი, რომელიც მძლეოსნობას მისდევს.

მძლეოსნობა - სპორტის სახეობა, რომელშიც შედის სირბილი, ხტომა, შუბის, ბადროს ტყორცნა და მისთანები.

მძლეოსნური - მძლეოსნობასთან დაკავშირებული.

მძოველი (მძოვარი) - რაც ძოვს.

მძორი - მკვდარი ცხოველის ხრწნადი სხეული.

მძრომი (მძრომელი) - იგივეა, რაც ქვემძრომი.

მძუვნობა (ესტრუსი) - სქესობრივად აღგზნება, ატყდომა, ხურაობა.

მძულვარე - სიძულვილის გამომხატველი.

მძუნავი - მძუვნობის მდგომარეობაში მყოფი.

მძუნაობა - იხილე მძუვნობა.

მძღოლი

1) პირი, რომელიც მართავს ავტომობილს და მისთანებს.

2) ვინც უძღვის, მიუძღვის ვისმე, რასმე, მოწინავე, მეთაური.

1.28 მწ

▲ზევით დაბრუნება


მწამლავი - ვინც, რაც წამლავს.

მწარა

1) (Acroptilon repens) - მრავალწლოვანი ბალახოვანი სარეველა მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, იკეთებს წითელ ყვავილს.

2) მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ააფსთის მარცხენა შენაკადი.

3) სოფლების ზემო მწარისა და ქვემო მწარის გავრცელებული სახელწოდება (გუდაუთის მუნიციპალიტეტი).

მწარე

1) სპეციფიკური არასასიამოვნო მწვავე გემოს მქონე.

2) მწუხარების, მძაფრი უსიამოვნების მომგვრელი, გამომხატველი, მომასწავებელი.

მწარე ოლე - მდინარე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ოლის მარცხენა შენაკადი.

მწარმოებელი

1) ვინც აწარმოებს, აკეთებს, ქმნის რასმე.

2) სანაშენო მამალი საქონელი.

მწდე (ძვ.) - ღვინის დამსხმელი, მერიქიფე.

მწევარი - სანადირო ძაღლი, რომელიც გაქცეულ ნადირს ადვილად ეწევა.

მწევარ-მაძებარი - მწევრები და მეძებრები.

მწეველი - ვინც, რაც სწევს, ეწევა რასმე.

მწერალი

1) პირი, რომელიც ლიტერატურულ შრომას ეწევა, წერს მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

2) (ძვ.) კანცელარიის მუშაკი, რომელიც საქმიან ქაღალდებს ადგენს.

მწერი - ფეხებდანაწევრებული უხერხემლო არსება.

მწერლობა

1) მწერლის საქმიანობა, სამწერლო მოღვაწეობა.

2) ლიტერატურულ ნაწარმოებთა ერთობლიობა, ლიტერატურა.

მწვადი - შამფურზე შემწვარი ხორცი.

მწვავე

1) მწველი, ცხარე.

2) მძაფრი, ძლიერი, შემაწუხებელი.

3) ნათლად გამოხატული, მკვეთრი, შეტევითი, არაქრონიკული დაავადება. 4) მძაფრი, დიდი, ძლიერი, შეურიგებელი.

მწვალებელი

1) ვინც ან რაც აწვალებს ვისმე ან რასმე.

2) მწვალებლობის მიმდევარი.

მწვალებლობა - გაბატონებულ რელიგიურ დოგმათა საწინააღმდეგო მოძღვრება.

მწვალებლური - მწვალებლობის შემცველი, მწვალებლის დამახასიათებელი.

მწვანე

1) ნედლი ბალახის, ფოთლის და მისთანების ფერი, ამ ფერისა.

2) ბალახი, მინდორი.

3) თეთრყურძნიანი კახური ვაზის ჯიში, იძლევა საუკეთესო ღვინოს, ამ ყურძნის ღვინო.

მწვანე კონცხი

1) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

2) კონცხი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროზე.

3) კონცხი მწვანე კონცხის ნახევარკუნძულზე.

მწვანე კონცხის რესპუბლიკა - იხილე კაბო-ვერდე.

მწვანე მთა - მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე.

მწვანემშენი - ყოფილი სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში.

მწვანე ტბა

1) ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილის მახლობლად.

2) ტბა გაგრის შემოგარენში, არაბიკის მთის მასივის სამხრეთ კალთაზე.

მწვანიანი - მწვანე ბალახით დაფარული ადგილი, მდელო, მინდორი.

მწვანილეული - სხვადასხვაგვარი მწვანილი.

მწვანილეულობა - იგივეა, რაც მწვანილეული.

მწვანილი - სხვადასხვა ბოსტნეული, რომელსაც აქვს სურნელოვანი ან ცხარე გემოს ფოთლები, იხმარება უმად საჭმელად ან სანელებლად.

მწვანულა - თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა.

მწვეთავი - რაც წვეთს.

მწველი

1) რაც წვავს, მცხუნვარე.

2) (გადატანით) მტანჯველი.

მწველელი

1) იგივეა, რაც მწველავი.

2) იგივეა, რაც მეწველი.

მწველავი - ვინც წველის, წველაში დახელოვნებული პირი.

მწვერვალი

1) მთის ყველაზე მაღალი ნაწილი, მისი ზემოთ აზიდული წვერი.

2) (გადატანით) რისამე განვითარების უმაღლესი საფეხური, უმაღლესი დონე.

მწვეტა გორა - მთა ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, გომბორის ქედზე (სიმაღლე - 1602 მეტრი).

მწვირე

1) იგივეა, რაც ჭუჭყი.

2) (ძვ.) მყრალი ლაფი (საბა), წუმპე.

მწვირიანი - იგივეა, რაც ჭუჭყიანი.

მწვრთნელი

1) ვინც წვრთნის ვისმე.

2) ვინც წვრთნის.

მწიგნობარი

1) წიგნის მოყვარული, წიგნებით გატაცებული ადამიანი ზოგადად.

2) მწიგნობრობაში გაწვრთნილი, საქმისმწარმოებელი მოხელე ფეოდალურ საქართველოში

მწიგნობართუხუცესი (ისტ.) - დიდი მოხელე ძველ საქართველოში, სამეფო კარის სამდივნოს მეთაური.

მწიგნობრობა - იგივეა, რაც მწერლობა.

მწიგნობრული - მწიგნობრობის ხასიათისა, წიგნური, ლიტერატურული.

მწივანა

1) ძალიან წვრილი ხმა.

2) ვისაც, რასაც წივილი სჩვევია.

მწივანი - რაც, ვინც წივის.

მწითურები - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარისთემის საკრებულო), მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1000 მეტრი, დუშეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 40 კაცი.

მწითური - იგივეა, რაც წითური.

მწიკვლი - ჭუჭყი, უსუფთაობა.

მწიკვლიანი - ჭუჭყიანი, უსუფთაო.

მწირველი

1) (ეკლ.) ვინც წირვას ასრულებს.

2) იგივეა, რაც შემწირველი.

მწირი

1) უნაყოფო, მოუსავლიანი.

2) (ძვ.) უცხოეთიდან გადმოხვეწილი, უთვისტომო, უნათესავო.

3) (ძვ.) უხარისხო მონაზონი, მორჩილი.

4) მიხაილ ლერმონტოვის პოემა (დაიწერა 1839 წელს).

მწიფე - ზრდადამთავრებული, საჭმელად ვარგისი.

მწიფობა - მწიფედ ყოფნა, სიმწიფე.

მწიფობელა - პატარა მგალობელი ჩიტი ერთგვარი.

მწიფობისთვე (ძვ.) - იგივეა, რაც ღვინობისთვე.

მწიხლავი - რამაც წიხლი იცის.

მწკლარტე - მომჟავო-მომწარო გემოსი.

მწკრივი - ერთიმეორის მიყოლებით სიგრძივ განლაგებული ადამიანები, ცხოველები, საგნები, რიგი.

მწკრივ-მწკრივად - მწკრივებად.

მწმენდელი - ვინც წმენდს, ასუფთავებს რასმე.

მწნეხელი - ვინც, რაც წნეხს, წნეხაში დაოსტატებული პირი.

მწნილეული - სხვადასხვა სახის მწნილი.

მწნილეულობა - იგივეა, რაც მწნილეული.

მწნილი - საგანგებოდ დამჟავებული ბოსტნეული.

მწოვებელი - ვინც, რაც აწოვებს, მაწოვარი.

მწოვი (მწოველი) - ვინც, რაც წოვს, სწოვს რასმე.

მწოლი - იგივეა, რაც მწოლიარე.

მწოლიარე - ვინც, რაც წევს.

მწონელი

1) ვინც წონის, ამწონი.

2) რისამე აწონაზე მომუშავე პირი.

მწუთხე - მეტისმეტად მლაშე.

მწურავი - ვინც წურავს.

მწუხარე

1) ვინც წუხს, ნაღვლიანი.

2) წუხილის შემცველი, წუხილის გამომხატველი.

მწუხარება - წუხილი, დარდი, ვარამი.

მწუხარელა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი თერჯოლის ძველი სახელწოდება.

მწუხრი (ძვ.)

1) (პოეტ.) საღამოს ბინდი, შეღამება.

2) (ეკლ.) საღამოს ლოცვა.

მწყაზარი (ძვ.) - მეტად ლამაზი, მოხდენილი, მშვენიერი.

მწყალობელი (ძვ.) - ვინც სწყალობს ვისმე, წყალობის მიმცემი, მოწყალე.

მწყემსი

1) ადამიანი, რომელიც საქონელს მწყემსავს.

2) (ძვ.) მოძღვარი, მღვდელი.

მწყემსობა - მწყემსად ყოფნა, მწყემსის საქმიანობა.

მწყემსური - მწყემსის შესაფერი, მწყემსის დამახასიათებელი.

მწყერაობა - მწყერზე ნადირობა.

მწყერი (Coturnix coturnix) - მინდვრის პატარა ფრინველი ხოხბისებრთა ოჯახისა.

მწყერიო - დაბალი, მრგვალი მოღვინისფრო სოკო ერთგვარი.

მწყერიციხე - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის საკრებულო). მდებარეობს მდინარეების ბორიმელისა და თურუნის (ყვირილის აუზი) შესართავთან. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 66 ადამიანი. სოფლის სახელწოდება მოდის ციხესიმაგრიდან, რომელიც წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. შემორჩენილია ნანგრევები.

მწყერფეხა (Digitaria sanguinalis) - ერთწლოვანი სარეველა ბალახი, ღეროს წვერზე აქვს წვრილი თავთავები, ხმარობენ საქონლის საკვებად.

მწყერჩიტა (Anthus campestris) - მცირე ზომის ფრინველი წყალწყალასებრთა ოჯახისა, აქვს მოგრძო ბოლო, ცხოვრობს მინდვრებსა და ველებზე.

მწყვდეული - იგივეა, რაც დამწყვდეული.

მწყობელი - ვინც აწყობს რასმე.

მწყობრი

1) შეხამებული, შეწყობილი, თანამიმდევრული.

2) გარკვეული წესრიგით განლაგებული ჯარის ნაწილი ან ქვეგანაყოფი.

მწყრალი - გამწყრალი, გაჯავრებული, განრისხებული.

მწყრომარე - წყრომით აღსავსე, წყრომის გამომხატველი, მრისხანე.

მწყრომელი - ვინც წყრება, ბრაზიანი, კუშტი.

მწყურვალი (მწყურვალე) - ვისაც, რასაც სწყურია, მოწყურებული.

1.29 მჭ

▲ზევით დაბრუნება


მჭადასოკო (Lactarius deliciosus) - საჭმელი სოკო, ქუდი და ფეხი მონარჯისფრო-წითელი აქვს, იზრდება წიწვოვან ტყეში.

მჭადაქვა - რბილი ქვა ერთგვარი, თირი.

მჭადი - სიმინდის პური.

მჭადიო - იგივეა, რაც მჭადასოკო.

მჭადიჯვარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 17 სოფელს: ახალი კადოეთი, ბაქაქურები, ებნისი, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, ლამოვანი, მილისწყარო, მჭადიჯვარი, ოძისი, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი, ქვითკირისწყარო, ციხევდავი, წიწამურა, ჭაშა, ჭილურტი.). ზღვის დონიდან - 700 მეტრი, დუშეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 1256 კაცი.

მჭადიჯვრის გორანამოსახლარები - მრავალფენიანი 2 ნამოსახლარი ბორცვი დუშეთის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 17 კმ-ზე, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. საძიებო სამუშაოები ჩატარდა 1953, 1955 (ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი), გაითხარა 1969, 1974-1977 წლებში (ხელმძღვანელი ლ. წითლანაძე). გორები დასახლებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი ფეოდალურ ხანამდე. შესწავლილია ქვედა გორა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა სარ-ლასტზე ნაგები ოთხკუთხა შენობის ნაშთები, კეტები (ან საკურთზევლები), იატაკში ჩაჭრილი ორმოები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვისა და ძვლის იარაღი, ცულის ყალიბი.

მჭადიჯვრის თემის საკრებულო - იხილე სოფელი მჭადიჯვარი.

მჭადპურა - ხორბლის და სიმინდის ფქვილის ნარევისაგან გამომცხვარი პური.

მჭამელა - კანისა და ძვლის დამაზიანებელი დაავადება.

მჭამელი

1) ვინც, რაც ჭამს.

2) ვინც კარგი, მადიანი ჭამა იცის, ბევრი ჭამის მოყვარული.

3) (საუბ.) ოჯახის წევრი, რომელიც სხვისი სარჩენია.

მჭახე

1) მჟავე.

2) მკვეთრი.

მჭედელი

1) ხელოსანი, რომელიც ჭედვით, ფერვით ლითონისაგან რასმე აკეთებს.

2) ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1982 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ბიძინა ჩხეიძე. სცენარის ავტორი - როლანდ ჯალაღონია. დამდგმელი ოპერატორი - ალექსანდრე გვასალია. კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: შალვა ხერხეულიძე, ქეთევან ბოჭორიშვილი, ალექსანდრე ტურიაშვილი, ალექსანდრე სავიცკი, ივანე საყვარელიძე.

მჭედლიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1080 მეტრი, დუშეთიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 10 კაცი.

მჭედლიშვილი ვახტანგ - რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის მოღვაწე (1884-1924 წწ).

მჭედლიშვილი იოსებ - მწერალი (1888-1950 წწ).

მჭედლიშვილი ჯემალ - მოჭიდავე (სამბო, ძიუდო, 82 და 86 კგ). მსოფლიოს ორგზის (1987, 89), ევროპის სამგზის (1987, 89, 91), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1987,89) და თასის მფლობელი (1986) სამბოში (დაიბადა 1952 წელს).

მჭედლიძე დიმიტრი - ოპერის მომღერალი (ბანი), საქართველოს სახალზო არტისტი (1904-1983 წწ).

მჭედლიძე ნანა - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1926 წელს).

მჭედლიძე ესტატე - იხილე ბოსლეველი.

მჭედლური - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

მჭევრი (ძვ.) - იგივეა, რაც მჭევრმეტყველი.

მჭევრმეტყველი - ნათლად, კარგად, ლამაზად მოლაპარაკე, ენამჭევრი, ორატორი.

მჭევრმეტყველება - ენამჭევრობა, ორატორობა.

მჭევრმეტყველური

1) მჭევრმეტყველის დამახასიათებელი.

2) (გადატანით) ბევრის მანიშნებელი.

მჭევრობა (ძვ.) - იგივეა, რაც მჭევრმეტყველება.

მჭელეული - იგივეა, რაც ხელეული.

მჭელი - ნამგლის ერთი მოსმით მოჭრილი ყანა.

მჭერი - იგივეა, რაც დამჭერი.

მჭექარე

1) მრგვინავი, მქუხარე.

2) (გადატანით) ძლიერი და მკვეთრი ხმა.

მჭეხარი - იგივეა, რაც მჭექარე.

მჭვრეტი (მჭვრეტელი) - ვინც უჭვრეტს ვისმე, რასმე.

მჭიდრო

1) რაც ერთმანეთთან მიჯრით, მტკიცედ დაკავშირებული ნაწილებისაგან შედგება.

2) (გადატანით) უაღრესად ცხოველი, ძალიან ახლო კავშირი.

მჭიდროობა - იგივეა, რაც სიმჭიდროვე.

მჭიშთა (შავწყალა) - მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

მჭკნარი - იგივეა, რაც დამჭკნარი.

მჭლე - სიმსუქნეს მოკლებული ხორცი, გამხდარი.

მჭმუნვარე - მწუხარე.

მჭმუნვარება - მჭმუნვარედ ყოფნა, მწუხარება.

მჭრელი

1) ვინც ჭრის.

2) ბასრი, მკვეთი.

მჭრელობა - მჭრელის თვისება.

1.30 მხ

▲ზევით დაბრუნება


მხაზველი - ვინც ხაზავს, ხაზვის სპეციალისტი.

მხაზველობა - მხაზველის საქმიანობა.

მხაზველობითი - (მხაზველობითი გეომეტრია) გეომეტრია, რომელიც სიბრტყეზე პროექტირების საშუალებით წყვეტს ამოცანებს სივრცეში.

მხალეული - სხვადასხვა მხალი.

მხალეულობა - იგივეა, რაც მხალეული.

მხალვაშა - იგივეა, რაც თეთრყვავილა ლასქარა.

მხალი - ზოგი ბოსტნეულის ან ბალახი, რომლის ფოთლებს ხარშავენ საჭმელად, ასეთი ბოსტნეულის ან ბალახის ფოთლებისაგან მომზადებული საჭმელი.

მხარ-ბეჭი - მხრები და ბეჭები.

მხარბეჭიანი - ფართო მხარ-ბეჭის მქონე.

მხარგრძელები - დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში. მათი აღზევება დაიწყო გიორგი III-ის კარზე დემნა უფლისწულის ამბოხების (1177) შემდეგ. განსაკუთრებით გაძლიერდნენ მხარგრძელები თამარის და მისი მემკვიდრეების ლაშა გიორგისა და რუსუდანის დროს. სომეხი ისტორიკოსების კირაკოს განძაკეცისა და ვარდანის ცნობით, მხარგრძელთა წინაპრები ეროვნებით ქურთები იყვნენ. XIII საუკუნის ქართული წყაროები კი (თამარის ისტორიკოსები) მათ მიიჩნევდნენ ძველი ირანის მეფის არტაქსერქსე I მხარგრძელის (აქემენიდი) შთამომავლებად.

მხარგრძელი ავაგ - XIII საუკუნის II მეოთხედის ქართველი დიდებული, ივანე ათაბაგის ძე (გარდაიცვალა 1250 წელს).

მხარგრძელი ზაქარია I - საქართველოს დიდებული, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ამირსპასალარ სარგისის ძე (გარდაიცვალა 1212 წელს).

მხარგრძელი ზაქარია III - ქართველი დიდებული, ამირსპასალარი (გარდაიცვალა 1261 წელს).

მხარგრძელი ივანე - საქართველოს დიდებული XII-XIII საუკუნეების ზღვარზე, ათაბაგი (გარდაიცვალა 1227 წელს).

მხარგრძელი სარგის - საქართველოს დიდებული XII საუკუნის II ნახევარში, ქვემო ქართლის ერთ-ერთი მემამულე (გარდაიცვალა 1187 წელს).

მხარგრძელი შანშე - ქართველი დიდებული, მანდატურთუხუცესი (გარდაიცვალა 1261 წელს).

მხარდავედრა - მაღალ ხტომებზე აგებული ქართული ხალხური ცეკვა, ასრულებდნენ მამაკაცები.

მხარდამხარ - გვერდიგვერდ, ერთად.

მხარდაჭერა - მხარის დაჭერა, მიმხრობა, თანაგრძნობა.

მხარე

1) მიმართულება ან ადგილმდებარეობა ვისიმე, რისამე მიმართ, ნაწილი, გვერდი, ზედაპირი.

2) (გადატანით) რაიმე საგნის ან მოვლენის ერთ-ერთი ნაწილი ან ნიშანთვისება.

3) მოწინააღმდეგე.

4) ქვეყანა, მიწა-წყალი.

5) ყოფილ საბჭოთა კავშირში (ამჟამად რუსეთში) მსხვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ავტონომიური ოლქი.

მხარეთმცოდნე - მხარეთმცოდნეობის სპეციალისტი.

მხარეთმცოდნეობა - რომელიმე მხარის შესწავლა მისი ბუნების, ისტორიის, ყოფის და სხვა თვალსაზრისით.

მხარ-თეძოზე - გვერდზე წამოწოლა.

მხარი

1) ადამიანის სხეულის ნაწილი მკლავის თავიდან კისრამდე.

2) (ანატ.) მკლავის ზედა ნაწილი იდაყვიდან ლავიწის ძვლამდე.

3) ცხოველების ბეჭის ქვევითა ძვალი მასზე დამაგრებული კუნთებით.

4) (ძვ.) სიგრძის საზომი ერთეული, უდრის სამ ადლს.

მხარიღლივ - ირიბად ერთი მხრიდან მეორე მხრის იღლიის მიმართულებით.

მხარმარცხნივ - მარცხნივ, ხელმარცხნივ.

მხარმარჯვნივ - მარჯვნივ, ხელმარჯვნივ.

მხარული

1) გაშლილი მკლავის მოსმით ცურვა.

2) ქართული ხალხური ცეკვა, „განდაგანის“ მეორე, სწრაფი ნაწილი.

მხარფეხიანები (Brachiopoda) - უხერხემლო ცხოველთა ტიპი. ბინადრობენ ზღვაში. მჯდომარე ცხოველებია. აქვთ ორსადგულიანი ნიჟარა, რომლის სიგრძე 10 სმ აღწევს

მხარშავი - ვინც ხარშავს რასმე.

მხარჯავი - იგივეა, რაც მხარჯველი.

მხარჯველი - ვინც ხარჯავს.

მხატავი - ვინც ხატავს.

მხატვარი

1) მხატვრობის სპეციალისტი ხელოვანი.

2) (ძვ.) მღებავი.

მხატვარ-დეკორატორი - იგივეა, რაც დეკორატორი.

მხატვრობა

1) ხატვის ხელოვნება.

2) მხატვრად ყოფნა, მხატვრის საქმიანობა.

3) იგივეა, რაც მოხატულობა.

მხატვრული

1) ისეთი ნაწარმოები, რომელშიც სინამდვილე მოცემულია სახეებში.

2) ხელოვნებასთან, ხელოვნების რაიმე დარგში მოღვაწეობასთან დაკავშირებული, სამხატვრო.

3) რაც ხელოვნების მოთხოვნილებებს, ესთეტიკურ გემოვნებას უპასუხებს, ესთეტიკური, ლამაზი.

მხატვრულობა - მხატვრულის თვისება.

მხდალი - მშიშარა, ლაჩარი.

მხდალობა - მხდალის თვისება, სიმხდალე.

მხდელი

1) იგივეა, რაც გამომხდელი.

2) იგივეა, რაც გადამხდელი.

მხედარი

1) ცხენზე მჯდომი ცხენოსანი.

2) (ძვ.) ცხენოსანი მებრძოლი, მოლაშქრე.

3) ჭადრაკის ფიგურა, რომელიც ცხენის თავს წარმოადგენს.

მხედართმთავარი - ჯარის უფროსი, ჯარის წინამძღოლი, სარდალი.

მხედართმთავრობა - მხედართმთავრად ყოფნა.

მხედართუფროსი - იგივეა, რაც მხედართმთავარი.

მხედველი - ვინც ხედავს.

მხედველობა - ერთ-ერთი შეგრძნება, რომლის ორგანოა თვალი, ხედვის, დანახვის უნარი.

მხედველობითი - მხედველობასთან დაკავშირებული.

მხედნელი - ვინც ხედნის.

მხედრიონი - მხედართა ჯგუფი.

მხედრობა - მხედრები, ჯარი.

მხედრული

1) სამხედრო, საომარი.

2) მხედართა, მოლაშქრეთა სიმღერა და ცეკვა.

3) სახელწოდება თანამედროვე ქართული დამწერლობისა, რომელიც განვითარდა ნუსხურიდან მე-11 საუკუნეში.

მხევალი (ძვ.) - ნაყიდი ან ნამზითვი ქალი, ტყვე ქალი, მოახლე, ხელზე მოსამსახურე ქალი.

მხეიძე ლევან - მოქანდაკე (დაიბადა 1931 წელს).

მხეიძე მარინე - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1917 წელს).

მხეიძე ომარ - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

მხერხავი

1) ვინც ხერხავს.

2) მუშა, რომელიც ხერხით ჭრის, ხერხით მომუშავე.

მხეცი

1) გარეული, მტაცებელი ცხოველი, ნადირი.

2) (გადატანით) იტყვიან ველური ინსტინქტების მქონე უსამართლოდ მკაცრ ადამიანზე.

მხეცობა - მხეცის თვისება, (გადატანით) სისასტიკე, ველურობა.

მხეცური - მხეცის დამახასიათებელი.

მხეხავი

1) ვინც ხეხავს რასმე.

2) ვინც ხეხვით ასწორებს რისამე ზედაპირს.

მხვეველი - ვინც ახვევს.

მხვეტელი - ვინც ხვეტს.

მხვეწნელი - ვინც ეხვეწება ვისმე.

მხვეჭელი - ვინც იხვეჭს რასმე.

მხვნელი - ვინც ხნავს.

მხვნელ-მთესველი - ვინც ხნავს და თესავს.

მხვრეტი (მხვრეტელი) - ვინც, რაც ხვრეტს.

მხვრინავი - ვინც ხვრინავს.

მხიარული

1) კარგ, ხალისიან გუნებაზე მყოფი.

2) ასეთი ადამიანის შესაფერი.

მხიარული რომანი - ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები - ოთარ რაზმაძე, ანზორ სალუქვაძე, ლევან ხოტივარი. დამდგმელი ოპერატორი - დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი - გიორგი ცაბაძე. მთავარ როლებში: იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), ხათუნა კოტრიკაძე (ეკა), რამაზ გიორგობიანი (დათო), მეგი წულუკიძე, ელენე ჩოხელი, მედეა ჩახავა, ზურაბ ლაფერაძე, დოდო აბაშიძე, გიგოლა თალაკვაძე, ნოდარ ფირანიშვილი, თენგიზ ჩანტლაძე.

მხიარულება - მხიარულად, კარგ გუნებაზე ყოფნა, დროსტარება, გართობა.

მხიბლავი - იგივეა, რაც მომხიბლავი.

მხითარ გოში - სომეხი მოაზროვნე, მეიგავე (1120-1213 წწ).

მხითარისტები - სომხური საეკლესიო კულტურულ-მწიგნობრული კონგრეგაცია; 1701 წელს დააარსა ბერმა მხითარ სებასტიელმა. 1717 წლიდან მათი ცენტრია ვენიციის მახლობლად მდებარე კუნძული სან-ლაძორე.

მხილებული - ვინც, რაც ამხილეს, სააშკარაოზე გამოტანილი და დაგმობილი.

მხილველი - ვინც იხილა ვინმე, რამე ან იხილავს ვისმე, რასმე, მნახველი.

მხლებელი - ვინც თან ახლავს ვისმე.

მხლოვანი - მხლიანი ნამცხვარი, მხლიანი ქადა.

მხნე - გულგაუტეხელი, ენერგიული, ყოჩაღი, დაუზარებელი, ხალისიანი.

მხნეობა - მხნედ ყოფნა, სიმხნევე.

მხოლოდ - ნაწილაკი: არა უმუტეს იმისა, რაც ვინც არის. სწორედ ის, სწორედ იმ დროს, სწორედ იმ ადგილას.

მხოლოდშობილი (ძვ.) - იგივეა, რაც დედისერთა.

მხოლობითი - (მხოლობითი რიცხვი) (გრამატ.) სიტყვის ფორმა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, რომ საგანი ერთია.

მხოხავი - რაც, ვინც ხოხავს.

მხრებდაშვებული - ვისაც, რასაც მხრები აქვს დაშვებული.

მხრებჩამოყრილი - დასევდიანებული, დანაღვლიანებული.

მხრეულა - მწერების გვარი ნემსიყლაპიების რიგისა.

მხრიანი

1) დიდი მხრების მქონე.

2) (გადატანით) ძლიერი ღონიერი.

მხრივ (მხრით) - რომელიმე მიმართულებით, ადგილიდან.

მხრჩოლავი - რაც ხრჩოლავს.

მხსენებელი - ვინც ახსენებს ვისმე.

მხსნელი - ვინც იხსნა ვინმე, რამე ან იხსნის ვისმე, რასმე.

მხტომელი

1) იგივეა, რაც მხტომი.

2) სპორტსმენი, რომელიც ხტომას მისდევს.

მხტომი - ვინც, რაც ხტის ან ხტება.

მხტუნავი - ვინც, რაც ხტუნავს.

მხუთავი - რაც ხუთავს.

მხურავი - სახურავის მკეთებელი მუშა.

მხურვალე

1) რაც ხურს, ძალიან ცხელი.

2) (გადატანით) გრძნობით აღსავსე, მგზნებარე.

მხუჯიში - უძველესი ქართული ხალხური ცეკვა, სართულიანი ფერხული.

მხშობი - რაც ხშავს, ახშობს რასმე.

მხცე (ძვ.) - ჭაღარა.

მხცოვანი (ძვ.)

1) ჭაღარა.

2) (გადატანით) ხანდაზმული საპატიო, დამსახურებული.

1.31 მჯ

▲ზევით დაბრუნება


მჯდარი - იგივეა, რაც მჯდომი.

მჯდომი

1) ვინც, რაც ზის.

2) „შიგანში დიდი მუწუკი“ (საბა).

მჯდომარე (მჯდომელი) - იგივეა, რაც მჯდომი.

მჯიღი - მუშტი, მუჭი.

მჯობი - ვინც, რაც სჯობია ვისმე, რასმე, უმჯობესი, უკეთესი ვინმეზე, რამეზე.

მჯობნელი - იგივეა, რაც მჯობნი.

მჯობნი - ვინც სჯობნის ვისმე, მომრევი, მძლეველი.

მჯღაბნელი

1) ვინც ჯღაბნის.

2) (გადატანით) მწერლობის, წერის უნარს მოკლებული, უნიჭო მწერალი.

მჯღაბნელობა - უნიჭოდ წერა, დაბალი დონის ლიტერატურის დამცინავი მოხსენიება.

2

▲ზევით დაბრუნება


- ქართული ანბანის მეცამეტე (ძველი ქართული ანბანის მეთოთხმეტე) ასო; გრაფიკული სიმბოლო წინანუნისმიერი (კბილისმიერი) სონორი. ნაზალური (ცხვირისმიერი) თანხმოვნისა. მისი სახელია „ნარი“; ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორმოცდაათს (50).

2.1 ნა

▲ზევით დაბრუნება


ნაა - სოფლები გულრიფშის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში.

ნააბანოები - ვინც აბანოში იბანავა, აბანოში ნამყოფი.

ნააგარაკევი - აგარაკზე ნამყოფი, დასვენებული.

ნაადრევი - ვადაზე ადრე მომხდარი, ადრე დამდგარი, ადრე შემოსული.

ნაავადმყოფარი - ვინც იავადმყოფა, ვისაც ავადმყოფობა ახლად გამოვლილი აქვს.

ნაავდრალი - იხილე ნაავდრი.

ნაავდრი (ნაავდრალი)

1) ამინდი ავდრის შემდეგ.

2) სადაც ავდარი იყო.

ნაავკაცარი - ავი კაცის ნამოქმედარი.

ნააზრევი - აზროვნების ნაყოფი, პროდუქტი.

ნაალი - იგივეა, რაც ლეიბი.

ნაალაფევი - იგივეა, რაც ნადავლი.

ნაამაგარი

1) ვისზედაც (ან რასზედაც) ამაგი გასწიეს.

2) ამაგის, შრომა-გარჯის ნაყოფი; ნაჭირნახულევი.

ნაამბობი - რაც უამბეს, მონაყოლი, მონათხრობი.

ნაამები - ვისაც ეამა, ნასიამოვნები.

ნაამხანაგარი - ვისიმე ამხანაგად ნამყოფი.

ნაანგარიშევი - რაც იანგარიშეს.

ნაანდერძევი - რაც უანდერძეს.

ნაარმევი - არაპატიოსანი გზით შეძენილი.

ნააღდგომევი - აღდგომის მომდევნო დღეები.

ნაახალწლევი - ახალი წლის მომდევნო დღეები.

ნაბადა

1) რკინიგზის ბაქანი ფოთი-ჭალადიდის გადასარბენზე.

2) ნაბადა - მუქი ლურჯი ფერის სოკო (იჭმება).

ნაბადასოკო - ქუდიანი სოკო რძიანი სოკოების გვარისა.

ნაბადი

1) მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წამოსასხამი.

2) მოთელილი მატყლი, სქელი ქსოვილის მსგავსად დამზადებული.

ნაბადმოსხმული - ვისაც ნაბადი აქვს მოსხმული.

ნაბადმოხვეული - ვისაც ნაბადი აქვს მოხვეული.

ნაბადწამოსხმული - ვისაც ნაბადი აქვს წამოსხმული.

ნაბათი (არაბ.)

1) ხალხის შესაგროვებელი ნიშანი, ზარის რეკვა ან დოლის ცემა, რომელსაც მიმართავდნენ ხოლმე რაიმე უბედურების დროს.

2) დიდი დოლი.

ნაბაკევი

1) სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

3) სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: კვირიკე, ნაბაკევი, ნინუაკუთხე, ჩხენიში, ხუნჯულაური). ზღვის დონიდან - 35 მეტრი, სამტრედიიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 564 კაცი.

ნაბალახარი - ადგილი, სადაც ბალახი იყო.

ნაბამი - რაც ება.

ნაბანები - ვინც აბანავეს ან იბანა; ნაბანი.

ნაბანი

1) რაშიც გაბანეს, დაბანეს.

2) ვინც, რაც დაბანეს, ვინც იბანავა.

ნაბარევი - ცხვრის მწვავე ინფექციური დაავადება.

ნაბარი - რაც დაბარეს, დაბარული.

ნაბატონარი - ბატონად ნამყოფი, ყოფილი ბატონი.

ნაბახტევი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ნაბახურევი (ნაბახუსევი) - ნაქეიფარი, ნაღვინევი.

ნაბახუსევი - იხილე ნაბახურევი.

ნაბდიანი - ვისაც ნაბადი აქვს წამოსხმული.

ნაბდისძველი (ნაბდისძველა) - ძველი, გაცვეთილი ნაბადი.

ნაბდღვენი - ფრჩხილებით, ბრჭყალებით გაცლილი ბუმბული.

ნაბეგვი - ვინც, რაც დაბეგვეს, დაბეგვილი.

ნაბეჟი - ვინც, რაც დაბეჟეს, დაბეჟილი.

ნაბერეჟნიე ჩელნი (1982-88 წლებში ეწოდებოდა „ბრეჟნევი“) - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, პორტი მდინარე კამაზე (525 ათასი).

ნაბეღლავი

1) მთა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ოკრიბის ქვაბულში.

2) სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

3) სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი; საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

ნაბეჭდი - დაბეჭდილი, დასტამბული.

ნაბზარი - იგივეა, რაც ბზარი.

ნაბი - პარიზელ მხატვართა (მ. დენი. პ. ბონერი) ჯგუფი 1890-1905 წლებში, მოდერნის სტილის ერთ-ერთი შემქმნელნი; სიახლოვეს ავლენდნენ ლიტერატურულ სიმბოლიზმთან.

ნაბი იუსუფ - თურქი პოეტი (1640-1712 წწ).

ნაბიევი რაჰმონ - ტაჯიკეთის პრეზიდენტი 1991-92 წლებში (1930-1993 წწ).

ნაბიზადე ნაზიმ - თურქი მწერალი (1862-1893 წწ).

ნაბინარი (ნაბინავარი) - სადაც წინათ ბინა იყო.

ნაბისი - სპარტის ტირანი, მმართველი ძვ.წ.აღ 207 წლიდან (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 192 წელს).

ნაბისკო - საკვები პროდუქტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია. დაარსებულია 1875 წელს.

ალ-ნაბიღა-ალ ზუბიანი ზია იბნ მუავია - ისლამამდელი ხანის არაბი პოეტი (535-610 წწ).

ნაბიჭვარი - ქორწინების გარეშე ნაყოლი შვილი; იგივეა, რაც ბუში.

ნაბიჯი

1) ფეხის ერთი გადადგმა, ბიჯი; ფეხის ერთი გადადგმის ოდენა მანძილი.

2) სიარული, სვლა (ქვეითად).

3) (გადატანით) მოქმედება, ქცევა.

ნაბი ჰაზრი (ნამდვილი სახელი და გვარი აბი ალექპერ ოღლი ბაბაევი) - აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (დაიბადა 1924 წელს).

ნაბლა (ბერძნ.) - გადაბრუნებული ბერძნული ასო დელტა, იყენებენ მათემატიკურ ფორმულებში.

ნაბლუსი (ნაბულუსი) - ქალაქი პალესტინის დაქვემდებარებულ (2000 წლიდან) ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე (70 ათასი).

ნაბობი (ურდუ ენაზე)

1) ინდოეთის იმ პროვინციების მმართველთა ტიტული, რომლებიც ჩამოსცილდნენ დიდ მოგოლთა იმპერიას.

2) მე-18 საუკუნეში უწოდებდნენ (ირონიით) ოსტ-ინდოეთის კომპანიის უმაღლეს მოსამსახურეებს, რომლებიც გამდიდრებული დაბრუნდნენ ინგლისში.

3) (დამახინჯებული ნავაბი) - სწრაფად გამდიდრებული ადამიანის მოსახსენიებელი განზოგადებული სახელი.

ნაბოდვარი - უაზროდ და არეულ-დარეულად ნათქვამი.

ნაბოკოვი ვლადიმერ - რუსი და ამერიკელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი (1899-1977 წწ).

ნაბოლარა - ბოლოს გაჩენილი, ყველაზე უმცროსი შვილი.

ნაბონიდი - ბაბილონეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე (ძვ.წ.აღ. 556-539 წწ).

ნაბოპალასარი - ქალდეველთა დინასტიის დამაარსებელი ბაბილონში, ზეობდა ძვ.წ.აღ. 625-605 წლებში.

ნაბორკოვსკი დანიელ - ბაროკოს ეპოქის პოლონელი პოეტი (1573-1640 წწ).

ნაბოსლევი - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე წყალწითელის ხეობაში. ზღვის დონიდან - 370 მეტრი, ტყიბულიდან - 23 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 586 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1545 წელს.

ნაბოსტნები - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

ნაბოძები - რაც უბოძეს, ბოძებული.

ნაბრძანები - რაც უბრძანეს.

ნაბრძოლი - ვინც იბრძოლა, ვინც ბრძოლა გამოიარა; ნაომარი.

ნაბუ - აქადურ მითოლოგიაში - სიბრძნის ღმერთი, მწერალთა და გადამწერთა მფარველი ღვთაება.

ნაბუარი (ნაბუარა) - ნაწეწი, ნაფლეთი, (მატყლისა, ბამბისა, ქსოვილისა).

ნაბული

1) იგივეა, რაც განაბული.

2) ნადირობაში - ძაღლის შედგომა და განაბვა მსხვერპლზე თავდასასხმელად.

3) ქალაქი ტუნისში, ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი.

ნაბულუსი - იხილე ნაბლუსი.

ნაბულსი სულეიმან - იორდანიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1910-1990 წწ).

ნაბუფალასარი - ახალბაბილონური სამეფოს დამაარსებელი (მეფობდა ძვ.წ.აღ. 626-604 წლებში).

ნაბუქი (ნაბუქარი) - ქარისაგან მოგროვებული თოვლი ან სხვა რამ.

ნაბუქოდონოსორ I - ბაბილონის მეფე ძვ.წ.აღ. 1124 - 1103 წლებში.

ნაბუქოდონოსორ II - ბაბილონის მეფე ძვ.წ.აღ. 605-562 წლებში.

ნაბუშარი - იგივეა, რაც ბუში.

ნაბღაჯნი - იგივეა, რაც ნაჯღაბნი.

ნაგა

1) ქალაქი ფილიპინებში, კამარინეს-სურის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

2) ინდოეთის ნაგალენდის შტატში მცხოვრები ხალხის ჯგუფი (აო, სემა, ანგამა და სხვა). საერთო რაოდენობა - 1,1 მილიონი.

ნაგავი - უვარგისი ნარჩენები, ჭუჭყი, მტვერი.

ნაგაზი - სასამსახურო ძაღლების ჯიშთა ჯგუფი.

ნაგაი კაფუ (ნამდვილი სახელი სოკიტი) - იაპონელი მწერალი (1879-1959 წწ).

ნაგალა - პატარა, დაბალი.

ნაგალენდი - შტატი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

ნაგანი - ბელგიელი გამომგონებლის ლ. ნაგანის მიერ XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი ერთგვარი სისტემის რევოლვერი.

ნაგანო - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი, ზამთრის XVIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 1998 წელს (350 ათასი).

ნაგაოკა

1) ქალაქი იაპონიის ნიიგატას პრეფექტურაში (190 ათასი).

2) ხანტარო - იაპონელი ფიზიკოსი (1865-1950 წწ).

ნაგარევი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (გოდოგნის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 100 მეტრი, თერჯოლიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი. სოფლის მიდამოებშია ნაგარევის კარსტული ეხი, 1667 წელს გელათის ეპისკოპოსის გედეონის მიერ აგებული ხიდი მდინარე ჭიშურაზე. სოფლის ერთი ნაწილი ე. წ. საბანელა, წყაროებში მოხსენიებულია XIII საუკუნეში.

ნაგარკოილი - ქალაქი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტამილანდის შტატში (190 ათასი).

ნაგარჯუნა - ძველინდოელი მოაზროვნე (დაახლოებით II საუკუნე).

ნაგარჯუნიკონდა - სამხრეთ ინდოეთში არსებული ძველინდური ქალაქი.

ნაგასაკი - ქალაქი-პორტი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (440 ათასი).

ნაგასარი - ინდონეზიის ინდუიზმში მითიური ხე, რომლის ყვავილებიდან ადამიანები იშვნენ.

ნაგაცუკა ტაკასი - იაპონელი მწერალი (1879-1815 წწ).

ნაგება - მთა მესხეთის ქედზე (2619 მეტრი).

ნაგებერავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნაგდები

1) ვინ, რაც ეგდო სადმე.

2) (გადატანით, უპატივცემლოდ) სადმე ხანგრძლივად ნამყოფი.

3) სამი წლის მოუხნავი მიწა.

ნაგება (ნაღება) - მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარეების ქერშავეთისა (ხანისწყლის შენაკადი) და ბარათხევის (ოცხის შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე - 2619 მეტრი. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ანდეზიტური ტურფბრექჩიებით. აქვს გუმბათის ფორმა, კალთები შემოსილია სუბალპური, წვერი - ალპური მდელოებით, რომელსაც იყენებენ საზაფხულო საძოვრებად.

ნაგები

1) რაც ააგეს, რასაც აგებდნენ.

2) რაც დააგეს, დანაგები.

3) მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ნაგებობა - ყველაფერი ის, რაც აგებულია (შენობა, ხიდი).

ნაგელი ერნესტ - ამერიკელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (1901-1985 წწ).

ნაგელი ოტო - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1894-1967 წწ).

ნაგემები - რაც იგემეს, რის გემოც გაიგეს.

ნაგერალი - მოსავლის აღებისას მიწაში ჩაბნეული თესლიდან აღმოცენებული კულტურული მცენარე.

ნაგვაზავო - სოფლების ზემო ნაგვაზავოს და ქვემო ნაგვაზავოს გავრცელებული სახელწოდება (მარტვილის მუნიციპალიტეტი).

ნაგვაზუ (ნაკათი) - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ნაგვალვი - გვალვით გამომშრალი.

ნაგვალოუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ნაგვემი - იგივეა, რაც გვემული, ნაცემი.

ნაგვერდული - მორის გვერდების ჩანახერხი, დაუმუშავებელი ფიცარი.

ნაგვიანევი

1) გვიან შემოსული, გვიან დამწიფებული.

2) დაგვიანებული, გვიანი.

ნაგვიანი - სადაც ნაგავია, ბინძური, უსუფთაო.

ნაგზაური (ნაგზური) - ადგილი, სადაც წინათ გზა იყო.

ნაგთპუზი (ჰოლან.) - ცილინდრული ან პრიზმული ფორმის ხის პატარა კარადა, რომლის თავზეც მოთავსებულია გემის კომპასი.

ნაგიბინი იური - რუსი მწერალი (1920-1994 წწ).

ნაგინატა - იაპონური ცივი იარაღი, 60 სმ-მდე სიგრძის.

ნაგიჟარი

1) გიჟად ნამყოფი.

2) (გადატანით) ფეთიანი, დამთხვეული.

ნაგიშკინი დიმიტრი - რუსი მწერალი (1909-1961 წწ).

ნაგლეჯ-ნაგლეჯი - ნაგლეჯებისაგან შემდგარი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი.

ნაგლიანთკარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემის საკრებულო), ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან - 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 49 კაცი.

ნაგლინი - გლინვის შედეგად მიღებული ლითონი.

ნაგლფარი - სკანდინავიურ მითოლოგიაში - მიცვალებულთა ფრჩხილებისაგან აგებული ხომალდი, რომლითაც სამყაროს აღსასრულის დღეს გოლიათები ბოროტებას შეებრძოლებიან.

ნაგოია - ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე, აიტის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (2,2 მილიონი).

ნაგომარი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ნაგომევი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ნაგომრებისთავის სერი - ქედი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ნაგპური - ქალაქი ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში, მაჰარაშტრის შტატში (1,3 მილიონი).

ნაგრეხი - რაც გრიხეს, დაგრეხილი.

ნაგროვები - რასაც აგროვებდნენ.

ნაგრძნობი - რაც ვინმემ იგრძნო; განცდილი.

ნაგუბარი

1) ადგილი, სადაც წინათ გუბე იდგა.

2) იგივეა, რაც დაგუბებული.

ნაგუბი - პერიოდული მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისის გამოქვაბულში.

ნაგუთნი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ნაგულისხმევი - რაც იგულისხმება.

ნაგურუ - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ნადაბური

1) სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 3 სოფელს: დიდი გოლისი, ნადაბური, პატარა გოლისი). ზღვის დონიდან - 760 მეტრი. ხარაგაულიდან - 53 კილომეტრი. წყაროებში მოხსენიებულია 1628 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 212 კაცი.

ნადავლი - ომში ნაშოვნი ქონება, იარაღი და სხვა, დავლა.

ნადარბაზევი - სოფლები გორის, ხაშურის და ზნაურის მუნიციპალიტეტებში.

ნადარბაზი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ნადარეიშვილი გია - საჭადრაკო კომპოზიტორი. საერთაშორისო დიდოსტატი (1980), საერთაშორისო არბიტრი (1960). საქართველოს (1947-91) და სსრკ (1989-91) ჭადრაკის ფედერაციების კომპოზიციის კომისიის თავმჯდომარე. ფიდეს საჭადრაკო კომპოზიციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი (1990-91), პროფესიით ექიმი-ნევროლოგი (1921-1991 წწ).

ნადარეიშვილი სამსონ - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1895-1977 წწ).

ნადარი (ნამდვილი გვარი ტურნაშონი) გასპარ ფელიქს - ფრანგი ფოტოხელოვანი, გრაფიკოს-კარიკატურისტი, ჟურნალისტი (1820-1910 წწ).

ნადგომი

1) ადგილი, სადაც ვინმე, რამე იდგა.

2) რაც იდგა.

ნადები

1) რაც იდო, დებული.

2) (მედიცინაში) ჩირქოვანი ნალექი ნუშისებრ ჯირკვლებზე.

ნადელი (რუს.) - რევოლუციამდელი რუსეთის სოფელში; მიწის პატარა ნაკვეთი, რომელსაც აძლევდნენ გლეხის ოჯახს სარგებლობისათვის; ნაწყალობევი მიწა.

ნადეჟდინა ნადეჟდა - რუსი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1908-1979 წწ).

ნადენი - რამაც იდინა.

ნადეჟდინსკი - რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქის ქალაქ სეროვის სახელი 1934 წლამდე და 1937-39 წლებში.

ნადვორნაია - ქალაქი უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში (20 ათასი).

ნადი მუშები, რომლებიც უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ მეზობელს ყანაში; მამითადი.

ნადი იმრე - უნგრეთის სახელმწიფო მოღვაწე, ანტისაბჭოური მოძრაობის ლიდერი, უნგრეთის ეროვნული გმირი, დასჯილი იქნა სიკვდილით (1896-1958 წწ).

ნადი იშტვან - რუმინელი მწერალი, წერდა უნგრულ ენაზე (1904-1990 წწ).

ნადი ლაიოშ - უნგრელი მწერალი (1883-1954 წწ).

ნადი ლასლო - უნგრელი პოეტი (1925-1981 წწ).

ნადი ნედო - იტალიელი სპორტსმენი (ფარიკაობა), ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი XX საუკუნის 10-20-იან წლებში (1893-1940 წწ).

ნადიაკვნარი - დიაკვნად ნამყოფი.

ნადიბაანი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო), ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1500 მეტრი, დუშეთიდან - 63 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 74 კაცი.

ნადიკანიჟა - ქალაქი უნგრეთის ზალის მედიეში,

ნადიკერეში - ქალაქი უნგრეთის პეშტის მედიეში.

ნადიკვარი - ყოფილი სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში.

ნადიმი

1) დიდი წვეულება, ლხინი, ქეიფი.

2) ქალაქი რუსეთის იამალო-ნენთა ავტონომიურ ოლქში (50 ათასი).

3) მდინარე დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთვის კარის ზღვას (სიგრძე - 545 კილომეტრი).

ნადირაანთხევი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის ძველი სახელი.

ნადირაშვილი შოთა - ფსიქოლოგი, აკადემიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

ნადირაძე ალექსანდრე - საფრენი აპარატების მექანიკის დარგის მეცნიერი, აკადემიკოსი (1914-1987 წწ).

ნადირაძე გიორგი - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, რუსთველოლოგი, მთარგმნელი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ნადირაძე დიმიტრი - იხილე მაჩხანელი დ. (1902-1960 წწ).

ნადირაძე კოლაუ - პოეტი (1895-1990 წწ).

ნადირთღვთაებანი - ნადირის მფარველი ღვთაებები; ხალხის რწმენით წარმოდგენილნი არიან ნადირთ მწყემსების, ნადირთ პატრონების და ნადირთა სახით.

ნადირი

1) გარეული მტაცებელი ცხოველი; საერთოდ გარეული ცხოველი.

2) (გადატანით) იტყვიან ველური ინსტინქტების მქონე უსაფუძვლოდ მკაცრ ადამიანზე; მხეცი.

3) (არაბ.) - ასტრონიმიაში - ცის სფეროს წარმოსახვითი წერტილი, რომელიც მოთავსებულია ჰორიზონტის ქვეშ, ზენიტის პირდაპირ.

4) ირანული ვერცხლის მონეტა, რომელსაც ჭრიდნენ ნადირ-შაჰ ავშარის დროს.

ნადირნი - იგივეა, რაც ძუძუმწოვრები; ხშირად მხოლოდ მტაცებლებსაც უწოდებენ.

ნადირობა - ნადირის ან ფრინველის დევნა დასახოცად ან დასაჭერად.

ნადირ-შაჰი მუჰამედ - ავღანეთის მეფე (1883-1932 წწ).

ნადირ-შაჰი ავშარ - ირანის შაჰი 1736-47 წლებში ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან (1688-1747 წწ).

ნადკანიჟა - ქალაქი უნგრეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (55 ათასი).

ნადლერი მარკუს - ამერიკელი ეკონომისტი, ე.წ. „სახალხო კაპიტალიზმის“ ერთ-ერთი მამამთავარი (1895-1965 წწ).

ნადნობი - მადნიდან ან სხვა ლითონიდან დნობით გამოყოფილი ლითონი.

ნადობი

1) იგივეა, რაც დობილი.

2) წაწალი (ქალი).

ნადოკრა

1) (ყოფილი ბიკორტა) - სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (სიმონიანთხევის თემის საკრებულო), ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან - 1070 მეტრი, თიანეთიდან - 29 კილომეტრი. სოფლიდან 2 კილომეტრზე, ე.წ. სიონის გორაზე, დგას XVI საუკუნის მცირე ზომის ეკლესია. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 238 კაცი.

2) იხილე არჩილის მონასტერი.

ნადორი - ქალაქი მაროკოში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (150 ათასი).

ნადსონი სემიონ - რუსი პოეტი (1862-1887 წწ).

ნადური - სიმღერა, რომელსაც ნადში მღეროდნენ.

ნადუქნარი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (შახვეტილას თემის საკრებულო), მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 680 მეტრი, ახმეტიდან - 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 25 ადამიანი.

ნადუღი

1) რაც დუღდა, ადუღებული (და გაცივებული).

2) რაც დუღილის შემდეგ დადგება.

3) ხაჭო, რომელიც მიიღება ყველის შრატის დუღილით და დაშრობით.

ნადფილი (გერმ.) - პატარა ქლიბი, რომელსაც წვრილი ნაჭდევები აქვს, გამოიყენება ზუსტი ინსტრუმენტული სამუშაოებისას.

ნაენდროვალი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ნაერთი - ნივთიერება, რომელშიც ერთი ან სხვადასხვა ელემენტის ატომები გარკვეულ ქიმიურ კავშირში არიან.

ნაესაკაო - სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში.

ნაეშმაკარი - ეშმაკობით გაკეთებული, ეშმაკური ნამოქმედარი.

ნავაბი - XVII საუკუნის ინდოეთში მოგოლთა იმპერიის მეფისნაცვალი.

ნავაბი მირ მოჰსუნ - აზერბაიჯანელი მხატვარი, კალიგრაფი, მუსიკის თეორიტიკოსი, პოეტი (1833-1918 წწ).

ნავაგა - შორეული აღმოსავლეთის საწყალოსნო სივრცეში გავრცელებული სარეწაო თევზის სახეობა (სიგრძე - 47 სანტიმეტრამდე).

ნავათ-მურევი - მდინარე ზნაურის მუნიციპალიტეტში, შუა ფრონის მარჯვენა შენაკადი.

ნავალი

1) ვინც დადიოდა, ვინც იარა.

2) ბევრგან, სხვადასხვა მხარეს, სხვადასხვა ადგილას ნამყოფი.

3) ვისიმე, რისამე ნასიარულევი.

ნავანაგარი - იხილე ჯამნაგარი.

ნავარა

1) შუა საუკუნეების სამეფო პირენეებში.

2) პროვინცია ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში (10,4 ათასი კვ.კმ. 520 ათასი); მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი - პამპლონა.

ნავარაუდევი - რაც ივარაუდეს, გაითვალისწინეს.

ნავარდი

1) ლაღი, თავისუფალი ფრენა (ფრინველისა), სიარული (სირბილი, ხტომა თამაში).

2) (გადატანით) შეუზღუდავი მოქმედება, თარეში.

ნავარინის ბრძოლა - საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროებთან 1827 წლის 8 ოქტომბერს გამართული ბრძოლა, სადაც რუსეთ-ინგლის-საფრანგეთის ფლოტმა თურქეთ-ეგვიპტის საზღვაო ძალები გაანადგურა.

ნავარო ლუნა მანუელ - კუბელი პოეტი (1894-1966 წწ).

ნავარქოსი (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთში, ფლოტის სარდალი.

ნავარძეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ჭიათურიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1424 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

ნავარჯიშები - ვინც ან რაც ავარჯიშეს, ვინც ივარჯიშა.

ნავასარდოვი ანდრო - მოკრივე (მძიმე წონა). სსრკ-ს ჩემპიონი პირად (1944) და გუნდურ (1945) პირველობებში, ხუთგზის მეორე (1937, 38, 39, 46, 47) და სამგზის მესამე (1940, 48, 49) პრიზიორი პირად ასპარეზობაში, საქართველოს სსრ-იდ 16-გზის ჩემპიონი (1935-51). სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ცხოვრობდა თბილისში (1915-1999 წწ).

ნავაშინო - ქალაქი რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში (20 ათასი).

ნავაჭრი

1) რაც ივაჭრეს.

2) ვაჭრობაში აღებული ფული.

ნავახა (ესპან.) - ცივი იარაღი, ესპანური დასაკეცი დანა.

ნავახშმი - ვინც ივახშმა.

ნავახშმევს - ვახშმის შემდეგ.

ნავაჰო (საკუთარი სახელი - დენე) - აშშ-ში მცხოვრები ატაპასკების კგუფის ხალხი.

ნავბოლოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) არგიველი გმირი, ნოსის ვაჟი. 2) არგონავტ იფიტეს მამა.

ნავდარაანთკარი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავნის თემის საკრებულო), მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან - 730 მეტრი, მცხეთიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 351 კაცი.

ნავეზი ფრანსუა ჟოზეფ - ბელგიელი ფერმწერი (1787-1869 წწ).

ნავენახარი - ადგილი, სადაც წინათ ვენახი იყო.

ნავენახევი - სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ნახშირღელის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, თერჯოლიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 450 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაზეა ნავენახევის მღვიმე, მიდამოებში - ქალცედონისა და სპონგოლითის საბადოები.

ნავენახევის მღვიმე - მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

ნავთი - ნავთობის გადამუშავებით მიღებული მოლურჯო ფერის საწვავი სითხე.

ნავთიანი

1) ნავთის შემცველი, ნავთით დასვრილი.

2) სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ნავთისხევი - პერიოდული მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ვაკეზე.

ნავთლუღი (ერეკლეს ციხე)

1) თბილისის ძველი უბანი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ისნის რაიონში; თურქულად ნიშნავს „ნავთობიან ადგილს“.

2) რკინიგზის სადგურ თბილის-საკვანძოს ძველი სახელწოდება.

ნავთობი - თხევადი ორგანული ზეთოვანი საწვავი ნივთიერება; მოიპოვება მიწის წიაღში, მისგან მიიღება ნავთი, ბენზინი.

ნავთობპროდუქტი - ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქტი.

ნავთობსადენი - ნავთობის გადასაქაჩი მილსადენი.

ნავთსადენი - რკინიგზის ბაქანი მცხეთა-ძეგვის გადასარბენზე.

ნავთქურა - ნავთით გასახურებელი პატრუქიანი ხელსაწყო საჭმლის მოსამზადებლად.

ნავი

1) მოგრძო წინ წაწვეტებული და ერთგვარი სიღრმის მქონე მოწყობილობა წყალში გადასაადგილებლად.

2) (ძველად) გემი, ხომალდი.

3) იგივეა, რაც საწნახელი.

4) აღმოსავლურსლავურ მითოლოგიაში - სიკვდილის განმასახიერებელი არსება.

5) (ბერძნ.) - არქიტექტურაში - ბაზილიკის, ეკლესიის ერთ-ერთი გრძივი ნაწილთაგანი, რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგით.

ნავიგაცია (ლათ.)

1) გემთა მიმოსვლა, ნაოსნობა, ზღვაოსნობა.

2) წლის ისეთი დრო, როდესაც ადგილობრივი კლიმატური პირობების მიხედვით შესაძლებელია ნაოსნობა.

3) მეცნიერება, რომელიც სწავლობს გემის გზის გამოანგარიშებასა და ზღვაში გემის ადგილის განსაზღვრის პრაქტიკულ ხერხებს.

ნავიე ლუი მარი ანრი - ფრანგი ინჟინერი და მეცნიერი (1785-1837 წწ).

ნავიხევი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ნავკრარია - ატიკის (ძველი საბერძნეთი) ოლქის შემადგენლობაში არსებული ტერიტორიების სახელი (სულ 48).

ნავკრატისი - ძველბერძნული კოლონია მდინარე ნილოსის დელტაში. დაარსებულ იქნა ძვ.წ.აღ. VII საუკუნეში.

ნავლი - იგივეა, რაც ფერფლი.

ნავლონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გადასახადი, რომელსაც მიცვალებულთა სულები იხდიდნენ ჰადესში მოხვედრამდე, მდინარე სტიქსეზე ბორანით გადასვლისას.

ნავმაქია (ბერძნ.)

1) ძველ საბერძნეთში - საზღვაო ბრძოლა.

2) ძველი რომის თეატრში, საზღვაო ბრძოლის ინსცენირება.

ნავმისაბმელი - ადგილი, სადაც ნავს, გემს და მისთანებს აბამენ.

ნავმისადგომი - ნავების, გემების და მისთანების მისადგომი ნაპირზე.

ნავოზი - იხილე ნაოზა.

ნავოი (1958 წლამდე ქერმინე) - ქალაქი უზბეკეთის ბუხარის ოლქში (110 ათასი).

ნავოლოკი - ქალაქი რუსეთის ივანოვოს ოლქში.

ნავოი ნიზამადდინ მირ ალიშერ - უზბეკი პოეტი, მოაზროვნე, სახელმწიფო მოღვაწე (1441-1501 წწ).

ნავპლიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) არგოსელი მეზღვაური, ქალაქი ნავლიას ეპონიმი, პოსეიდონის ვაჟი. 2) ევბეას მეფე, არგონავტების ლაშქრობის მონაწილე.

ნავრატილი იოსებ - ჩეხი ფერმწერი (1798-1865 წწ).

ნავრატილოვა მარტინა - ამერიკელი სპორტსმენი ქალი (ჩოგბურთი), წარმოშობით ჩეხი. უიმბლდონის ტურნირის 5-გზის გამარჯვებული 1970-80-იან წლებში (დაიბადა 1956 წელს).

ნავროზაშვილი ჯემალ - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (დაიბადა 1940 წელს).

ნავოლოკი - საძოვი საკვები.

ნავროცკი ალექსანდრე - რუსი მწერალი (1839-1914 წწ).

ნავსადგური - მყუდრო ადგილი ზღვის, მდინარის, ტბის პირას, სპეციალურად აღჭურვილი გემების დგომის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და რემონტისათვის.

ნავსაყუდელი - იგივეა, რაც ნავსადგური.

ნავსი - ვისი, რის დანახვა ან ვისთანაც შეხვედრა თუ საქმის დაჭერა თითქოს ცუდის, ავის მომასწავებელი იყოს.

ნავსიანი - იგივეა, რაც ნავსი.

ნავსითოოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) პოსეიდონის და პერიბოეს ვაჟი. 2) ოდისევსისა და კალიფსოს ვაჟი.

ნავსიკაა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფეაკების მეფის ალკინოოსის ქალიშვილი, ოდისევისის ერთ-ერთი სატრფო მოგზაურობისას.

ნავტიკი - ტიკებზე, რუმბებზე გამართული მცირე ტივი.

ნაზავი - ერთმანეთთან შერეული სხვადასხვა ნივთიერება.

ნაზალიზაცია (ფრანგ.) - ნაზალურად, ცხვირისმიერად ქცევა ბგერისა, ნაზალური ელფერის მიცემა ბგერისათვის.

ნაზალური (ფრანგ.) - ცხვირისმიერი ბგერა.

ნაზამთრევი - ზამთარგამოვლილი.

ნაზარბაევი ნურსულთან - ყაზახეთის პრეზიდენტი 1990 წლიდან (დაიბადა 1940 წელს).

ნაზარდი - ვინც, რაც იზრდებოდა, გაზრდილი.

ნაზარეველნი

1) ძველი ქრისტიანული სექტა; შედიოდნენ გაქრისტიანებული ებრაელები.

2) რელიგიური სექტა რუსეთში, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 40-იან წლებში.

ნაზარეთი

1) ქალაქი ისრაელში (50 ათასი).

2) ინგლისური როკ-ჯგუფი. შეიქმნა 1969 წელს.

ნაზარიანი სტეპან - სომეხი პუბლიცისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე (1812-1879 წწ).

ნაზარლები - სერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ნაზარლო - სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ნაზაროვი ალექსანდრე - საავიაციო ძრავების რუსი კონსტრუქტორი (1899-1987 წწ).

ნაზაროვი ალექსანდრე - ელიზვოი - რუსი არქიტექტორი, კლასიციზმის წარმომადგენელი (1747-1822 წწ).

ნაზაროვი ალექსანდრე ორზუბეკ - ყირგიზი სპორტსმენი (მოკრივე), მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1993 წლიდან მსუბუქ წონაში (დაიბადა 1966 წელს).

ნაზაროვო - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში (65 ათასი).

ნაზელი - რაც ზილეს, დაზელილი.

ნაზვა (ნიზვა) - ქალაქი ომანში.

ნაზი

1) სასიამოვნო, სათუთი, არაუხეში.

2) მოსიყვარულე, სათუთი გრძნობების მქონე, სათნო.

ნაზიარები - ვინც ეზიარა.

ნაზიგინა - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ნაზიდი - რაც ზიდეს, რასაც ეზიდებოდნენ.

ნაზივაევსკი (1956 წლამდე ნოვონაზივაევსკი) - ქალაქი რუსეთის ომსკის ოლქში.

ნაზილი - ქალაქი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აიდინის ვილაიეთში (100 ათასი).

ნაზიმოვა ალა (ნამდვილი სახელი და გვარი ადელაიდა ლევენტონი) - რუსი და ამერიკელი მსახიობი ქალი, მუნჯი კინოს ვარსკვლავი (1879-1945 წწ).

ნაზიმ ჰარავი - ირანელი პოეტი (გარდაიცვალა 1671 წელს).

ნაზიმ ჰიქმეთ-რანი - თურქი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1902-1963 წწ).

ნაზირა - ლიტერატურული ხერხი აღმოსავლურ პოეზიაში, რაც ამა თუ იმ ცნობილი ნაწარმოების მიბაძვით შექმნილ ახალ ქმნილებას გულისხმობს.

ნაზირ აქბარაბადი ვალი მუჰამად - ინდოეთის სახალხო პოეტი, წერდა ურდუ ენაზე (დაახლოებით 1740-1830 წწ).

ნაზირი (არაბ.)

1) სამეფო კარის ერთ-ერთი დიდი მოხელე აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში.

2) სამეურნეო-საფინანსო მოხელე XVII-XVIII საუკუნეების თბილისში.

ნაზმატყლიანი - ნაზი მატყლის მქონე (ცხვარი).

ნაზმნარი - ზმნისაგან ნაწარმოები.

ნაზოდელავოს მღვიმე - მღვიმე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ნაზორი ვლადიმირ - ხორვატი მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1876-1949 წწ).

ნაზრანი - ქალაქი რუსეთში, ინგუშეთის უდიდესი ქალაქი (80 ათასი).

ნაზრულ ისლამი - ინდოელი პოეტი (1899-1985 წწ).

ნაზუთისწვერი - მთა ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლეჩხუმის ქედზე (2966 მეტრი).

ნაზურგი - ერთმანეთზე მიწყობილი კვლების ზედა, შემაღლებული ნაწილი.

ნაზუქი - რძეში მოზელილი, კვერცხწასმული და თონეში გამომცხვარი პური.

ნათაგვარი

1) რასაც თაგვმა გადაუარა, პირი შეახო.

2) ტუჩზე გამონაყარი ასეთი რისამე შეჭმის შედეგად.

ნათავადარი - ყოფილი თავადი.

ნათავაზები - რაც უთავაზეს ვინმეს; შეთავაზებული, ნაჩუქარი, ნაბოძები.

ნათავანი ხურშიდბანუ მეჰდიყული ხან-კიზი - აზერბაიჯანელი პოეტი ქალი (1832-1897 წწ).

ნათავარი - ფარაში პირველად მოგებული ყველაზე დიდი მამალი ბატკანი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხატის შესაწირავად ტოვებდნენ.

ნათავთი - მკის დროს ყანაში დაბნეული და ხელით აკრეფილი თავთავი, ასეთი თავთავის ხორბალი.

ნათალი

1) რაც გაითალა, გათლილი.

2) რისამე გათლის შედეგად მიღებული.

ნათალიშვილი გოჯასპ - ქართველ სამხედრო მზვერავთა ჯგუფის უფროსი კრწანისის ომში (1795 წლის 7 სექტემვბერი).

ნათამაშევი

1) ვინც ითამაშა.

2) რაც ითამაშეს.

ნათანია - ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (140 ათასი).

ნათანიახუ ბენჯამინ - ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1996-99 წლებში (დაიბადა 1941 წელს).

ნათანსი დანიელ - ამერიკელი მიკრობიოლოგი, 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ვ.არბერთან და ჰ.სმიტთან ერთად (დაიბადა 1928 წელს).

ნათარგმნი - რაც თარგმნეს, თარგმნილი.

ნათაძე გიორგი - ჰიგიენისტთა სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში (1892-1965 წწ).

ნათაძე რევაზ - ფსიქოლოგი, აკადემიკოსი (1903-1984 წწ).

ნათელთევზა - იგივეა, რაც ზვიგენი.

ნათელი

1) სინათლით მოცული, განათებული.

2) მზიანი.

3) (გადატანით) სასიხარულო, ბედნიერი.

4) ვინმესთვის მეტისმეტად ძვირფასი.

5) სინათლე, შუქი.

6) ღია, მხიარული (ფერი).

7) ცხადი, გასაგები, გარკვეული, აშკარა.

ნათელ-მირონი - ნათლიის ოჯახის წევრი ნათლულის ოჯახის მიმართ და პირიქით.

ნათელმირონობა - ნათლიისა და ნათლულის ოჯახის ურთიერთობა, ამ ურთიერთობაზე დაფუძნებული მოყვრობა.

ნათელყოფა - ახსნა, განმარტება, ცხადყოფა.

ნათესავი - ახლობელი წინაპრების ერთი შთამომავალი მეორისათვის.

ნათესაობა

1) ნათესავად ყოფნა, ნათესაური ურთიერთობა

2) საერთო წარმოშობით გამოწვეული მსგავსება.

ნათესაობითი ბრუნვა - (გრამატიკაში) სახელის ერთ-ერთი ფორმა; ამ ბრუნვის ნიშნებია „ისა“ ან „ისი“.

ნათესაური - ნათესავის დამახასიათებელი.

ნათესი

1) რაც დათესეს.

2) ადგილი, სადაც რამეა დათესილი.

ნათიანი - დუშთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანდუკის ძველი სახელი.

ნათიბი

1) რაც თიბეს, მოთიბეს, მოთიბული.

2) ადგილი, სადაც თიბეს.

ნათითხნი - ცუდად, დაუდევრად აზელილი, გაქნილი.

ნათიფურე - მთა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის სამხრეთ განშტოებაზე (2203 მეტრი).

ნათლია

1) მომნათლავი ნათლულის მიმართ.

2) იგივეა, რაც მეჯვარე.

ნათლიდედა - ნათლულის დედა.

ნათლიმამა

1) ნათლულის მამა.

2) (გადატანით) მფარველი, ხელის შემწყობი.

ნათლისმცემელი

1) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ძველი სახელი.

2) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კილომეტრში.დაარსებულია VI-VII საუკუნეებში.

ნათლისმცემლის ბაზილიკა - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი.

ნათლისღება - მართლმადიდებელთა საეკლესიო დღესასწაული, ქრისტეს მონათვლა (ემთხვევა ახალი წლის მეექვსე დღეს).

ნათლიჯალაბი - ნათლიის ცოლი.

ნათლობა - ნათვლა, მონათვლა, ნათვლასთან, მონათვლასთან დაკავშირებული წვეულება.

ნათლული - მონათლული ადამიანი თავისი ნათლიის მიმართ.

ნათოვი

1) რაზედაც თოვლი იდო.

2) დადებული თოვლი.

ნათოსი - იგივეა, რაც ნარიყი.

ნათოხნი - რაც თოხნეს, გათოხნილი.

ნათრევი

1) რაც, ვინც ათრიეს მიწაზე.

2) (გადატანით, უპატივცემლოდ) ბევრი ნასიარულევი, ნახეტიალევი, დიდხანს სადმე ნამყოფი; ვისიმე საყვარლად ნამყოფი (ქალი).

ნათურა - ჰერმეტულად დახურული მინის სათავსი, რომელიც ელექტროენერგიით ანათებს.

ნათხემი (პატარა ტვინი) - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების თავის ტვინის ნაწილი.

ნათხვაჯები - XVIII-XIX საუკუნეების ადიღეელთა ეთნიკურ ერთობაში შემავალი ერთ-ერთი ჯგუფი.

ნათხოვარი - რაც სხვას გამოართვეს დროებით სახმარებლად.

ნათხოვნი - რაც სთხოვეს ვისმე, რაც ითხოვეს.

ნაი (ნეი)

1) არაბულ-ირანული სალამური.

2) მოლდავეთსა და რუმინეთში გავრცელებული ფლეიტის სახეობა.

ნაიადა - პლანეტა ნეპტუნის თანამგზავრი; აღმოჩენილ იქნა 1989 წელს.

ნაიადები - წყლის ფერიები ძველ საბერძნეთში, თავისი ნაიადა-ფერია ჰყავდა თითოეულ მდინარეს, ნაკადულს, წყაროს და სხვა. მითების მიხედვით ისინი ზევსის, პოსეიდონის, აფროდიტეს და სხვა ღვთაებების შთამომავალნი არიან.

ნაიალაღარი - იალაღზე ნამყოფი ნასუქი (საქონელი, ცხვარი).

ნაიარევი - იარის ნაკვალევი, ნაჭრილობევი.

ნაიარიტი - შტატი მექსიკის დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ტეპიკი.

ნაიბი (არაბ.)

1) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მმართველი დაღესტანში შამილის დროს.

2) საერო თუ სასულიერო ხელისუფალის მოადგილე XVII-XVIII საუკუნების თბილისში.

ნაიდენოვი (ნამდვილი გვარი ალექსეევი) სერგეი - რუსი დრამატურგი (1868-1922 წწ).

ნაივი (ფრანგ.) - იხილე ნაივური.

ნაივური - ხელოვნებაში ზოგჯერ ასე უწოდებენ თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებას.

ნაითჰარდტი (ნიტჰარტი, გოტჰარდტი) - აღორძინების ეპოქის გერმანელი მხატვარი (1470 ან 1475 - 1528 წწ).

ნაილონი (ნეილონი) (ინგლ) - ერთგვარი ხელოვნური ბოჭკო, ამ ბოჭკოს ქსოვილი.

ნაინ-სინგა (ალინგ-განგრი) - ქედი ჩინეთში.

ნაიპოლი ვიდიადჰარ სურაჯპრასად - ინდური წარმოშობის ინგლისელი პროზაიკოსი (დაიბადა 1932 წელს).

ნაირა - ნიგერიის ფულის ერეული, შეიცავს 100 კობოს. ბრუნვაშია 1973 წლის 1 იანვრიდან.

ნაირი - ურმიის და ვანის ტბების გარშემო მცხოვრები ტომები (ურარტუს სახელმწიფოს ნაწილი); მოიხსენიებიან ძვ.წ.აღ. XIII-VI საუკუნეებში.

ნაირი დევან - სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1981-1985 წლებში (1923-2005 წწ).

ნაირ-ნაირი - სხვადასხვა სახისა, სხვადასხვაგვარი.E

ნაირნაირობა - მრავალფეროვნება, ნაირსახეობა.

ნაირობი

1) კენიის დედაქალაქი. დაარსებულია 1899 წელს. 1963 წელს გამოცხადდა დამოუკიდებელი კენიის დედაქალაქად (1,7 მილიონი).

2) კენიის დედაქალაქის სიახლოვეს არსებული ეროვნული პარკი; დაარსდა 1946 წელს.

ნაირსახეობა - იგივეა, რაც სახესხვაობა.

ნაირფერადი - სხვადასხვა ფერისა, ჭრელი.

ნაირფერი - სხვადასხვა ფერისა, ფერად-ფერადი.

ნაისმერი - მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ხობის მარცხენა შენაკადი.

ნაისმიტი (ნეისმეტი) ჯეიმზ - კალათბურთის გამომგონებელი, წარმოშობით კანადელი, ცხოვრობდა აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში (1861-1933 წწ).

ნაიტი ფრენკ ჰაინემან - ამერიკელი ეკონომისტი (1885-1974 წწ).

ნაიტინგეილი ფლორენს - ინგლისელი მოწყალების და, სახელმწიფო მოღვაწე (1820-1910 წწ).

ნაიტოვი (ჰოლან.)

1) რანჰოუტის ორი ძელის, ორი გვარლის ან ძელისა და გვარლის შეერთება წვრილი გვარლის შემოჭერით.

2) გვარლი, რომლითაც სხვადასხვა საგანს ამაგრებენ გემზე.

ნაიფიიდო - მიანმის (ბირმის) დედაქალაქი 2005 წლიდან.

ნაკაგამი კენძი - იაპონელი მწერალი (1946-1992 წწ.)

ნაკადი

1) სწრაფად მიმდინარე წყლის მასა.

2) (გადატანით) გარკვეული მიმართულებით მოძრავი მასა (ადამიანებისა).

3) ერთი წყება, ჯგუფი ადამიანებისა.

ნაკადული

1) ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარე მცირე წყალი.

2) მდინარე გაგრის შემოგარენში, ხაშუფსეს მარჯვენა შენაკადი.

3) რკინიგზის ბაქანი ბოლნის-კაზრეთის გადასარბენზე.

4) ქართული სპეციალიზებული საბავშვო და ახალგაზრდული გამომცემლობა; დაარსდა 1938 წელს თბილისში.

ნაკადური - (ტექნიკაში) რაც სრულდება კონვეირის საშუალებით.

ნაკაე ტოკუსუკე (ლიტერატურული ფსევდონიმები: ტიომინი, სიუსუი, ნანკაი სენგიო) - იაპონელი მოაზროვნე, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე (1847-1901 წწ).

ნაკაზმი - დარკვეული ხორბლეულის ნარჩენი (წვრილი და დამტვრეული სარეველა მცენარეების თესლი, კენჭები), აჭმევენ შინაურ ფრინველებს.

ნაკალევი - სოფელ დიხაგუძუბის ძველი სახელწოდება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

ნაკამურა ქენძებურო - იაპონელი მსახიობი, ერთ-ერთი წამყვანი სამსახიობო დინასტიის წარმომადგენელი (1909-1988 წწ).

ნაკანო სიგეჰარუ - იაპონელი მწერალი, პუბლიცისტი (1902-1990 წწ).

ნაკარვალისღელე - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი.

ნაკარნახევი

1) რაც უკარნახეს.

2) (გადატანით) რაც ჩააგონეს, რამეთი გამოწვეული.

ნაკარღალი - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ნაკასონე იასუჰირო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი 1982-87 წლებში (დაიბადა 1918 ეწელს).

ნაკაფი - რაც გაკაფეს, გაკაფული.

ნაკაფიანი - ადგილი, სადაც ტყე ნაკაფია.

ნაკაშიძე ილია - მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი (1866-1923 წწ).

ნაკაშიძე მერი - მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1914-1986 წწ).

ნაკაშიძე ნინო (ქალიშვილობის გვარი ანთაძე) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე (1872-1963 წწ).

ნაკაშიძე პეტრე - მწერალი, პუბლიცისტი (1838-1895 წწ).

ნაკაცარი - ადამიანი, რომელმაც ახალ საზოგადოებაში ადგილი ვერ იპოვა ახალი ცხოვრებისა.

ნაკაძატო კისიო - იაპონელი მწერალი (დაიბადა 1936 წელს).

ნაკაწრი - კაწვრის კვალი, ნაფხაჭნი.

ნაკბენი

1) კბენის ადგილი, ნაკბილარი.

2) ოდნავ დამჟავებული (ღვინო).

ნაკბილარი

1) კბილის კვალი, ნაკბენი.

2) კბილის ამოღების, ამოძრობის ადგილი.

ნაკეთები - რაც გააკეთეს, გაკეთებული.

ნაკეთობა - გაკეთებული რამ, ნაწარმი.

ნაკელი - საქონლის განავალი (ნეხვი), როგორც სასუქი; პატივი.

ნაკერი

1) გაკერილი ადგილი, შეკერილი რამე.

2) (ტექნიკაში) რისამე ნაწილების ერთმანეთთან შეერთების ადგილი.

ნაკეცი

1) მოკეცვის ადგილი.

2) ნაოჭი.

ნაკეც-ნაკეცი - რამდენიმე ნაკეცის მქონე, რამდენიმე ნაკეცად ერთმანეთზე დალაგებული.

ნაკვალევი - იგივეა, რაც კვალი.

ნაკვები - რაც, ვინც კვებეს, გამოკვებილი.

ნაკვეთი

1) მიწის რაიმე ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ვისიმე სარგებლობაშია.

2) გამოკვეთილი, გამოჭრილი.

3) რაიმე მთლიანი თხზულების ან პერიოდული გამოცემის ნაწილი.

ნაკვეთური - ცალკე გამოყოფილი ნაწილი სპეციალური სათავსისა, სადგომისა.

ნაკვერჩხალი - ცეცხლმოკიდებული შეშის გავარვარებული ნაწილები, გავარვარებული ნახშირი.

ნაკვერცხალი - იგივეა, რაც ნაკვერჩხალი.

ნაკვესი

1) დაკვესებით გაჩენილი ნაპერწკალი.

2) (ნაკვესები) მოსწრებული სიტყვები, თქმები.

ნაკვთი

1) სახის ან სხეულის ესა თუ ის გარეგანი, თვალით შესამჩნევი ნაწილი.

2) (წიგნიერი) ფორმა, გარეგნობა, მოხაზულობა რისამე.

3) (მათემატიკაში) სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ჩაკეტილი ტეხილი ან მრუდი ხაზით.

4) (გრამატიკაში) უღვლილების ერთეული, წარმოდგენილი ფუძის სახით (პირისა და რიცხვის ნიშნის გარეშე).

ნაკვლევი

1) რასაც იკვლევდნენ, კვლევის შედეგად მიღებული.

2) იგივეა, რაც ნაკვალევი.

ნაკვნეტი - რაც კვნიტეს, დაკვნეტილი.

ნაკი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნაკიანი - (ნაკიანი წელიწადი) - ყოველი მეოთხე წელიწადი, როდესაც თებერვალში 29 დღეა.

ნაკიანი - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ნაკიეთი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ნაკითხი - ვისაც ბევრი წიგნი აქვს წაკითხული.

ნაკიმე - იაპონურ მითოლოგიაში - ღმერთების მიერ წარმოგზავნილი დედალი ხოხობი.

ნაკისრი - რაც იკისრეს, რის შესრულებაც დაივალეს.

ნაკიფარი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნაკიფუ - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ნაკლებად

1) უფრო ცოტათი.

2) მცირე რაოდენობით.

ნაკლები

1) შედარებით ცოტა, შედარებით მცირე,

2) უარესი, ცუდი.

ნაკლებობა - ისეთი მდგომარეობა, როდესაც რაიმე აკლიათ.

ნაკლი - ვისიმე, რისამე რაიმე ცუდი თვისება.

ნაკლოვანი - ნაკლის მქონე, ნაკლის შემცველი.

ნაკლული - რაც სავსე არ არის.

ნაკლულოვანი - იგივეა, რაც ნაკლოვანი.

ნაკმაზი - იგივეა, რაც ნაკაზმი.

ნაკოდალი - ნაპობი (შეშისა).

ნაკოდი

1) იგივეა, რაც ნაჭრილობევი.

2) რაიმე მჭრელი იარაღით მონიშნული რამ.

ნაკოლაურისწყალი - მდინარე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ლოპოტის მარჯვენა შენაკადი.

ნაკორნა - იხილე არჩილის მონასტერი.

ნაკორტნი - რაც კორტნეს, დაკორტნილი.

ნაკოტოშარი - (ადგილი ტანზე) სადაც კოტოში ჰქონდათ მოკიდებული კოტოშის კვალი.

ნაკოცნი - ვისაც აკოცეს, სადაც აკოცეს.

ნაკრა - მწვერვალი, მყინვარი, უღელტეხილი და მდინარე (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე.

ნაკრავი

1) რაც ჰკრეს, მორტყმული, მოხვედრებული.

2) რისამე კვრის, დარტყმის, მორტყმის კვალი.

ნაკრაულა - გამოკრული რამ.

ნაკრება - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ნაკრები - სხვადასხვა ნაწილისაგან შედგენილი.

ნაკრტენი - ფრინველის ბუმბული.

ნაკრუხალი - კრუხად ნამყოფი.

ნაკრძალი - ტერიტორიის (აკვატორიის) ნაწილი, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები. ნაკრძალად ჩვეულებრივ ცხადდება ის ადგილი, რომელიც ან ტიპობრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა). ნაკრძალად შეიძლება გამოცხადდეს მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ისტორიულ-მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა აქვს. ნაკრძალი ბუნების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი კომპლექსური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც აკვირდებიან მის ცალკეულ ობიექტებს, კომპლექსებს თუ ბიოგეოცენოზებს. ნაკრძალში შეისწავლიან ნადირ-ფრინველის რაოდენობრივი ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებს, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიურ თავისებურებებს; ამუშვებენ მცენარეთა და ცხოველთა აღრიცხვის მეთოდებს, ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს, ატარებენ ღონისძიებებს ბუნებრივი კომპლექსების შემოსანახავად, იშვიათად განადგურების გზაზე მდგარ მცენარეთა და ცხოველთა მოსამრავლებლად და სხვა. საქართველოში ამჟამად 20 ნაკრძალია. მათი საერთო ფართობი 159,900 ჰექტარს შეადგენს.

ნაკურალეში - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ნაკურთხი

1) რაც აკურთხეს.

2) ვინც აკურთხეს.

ნაკურუ

1) ქალაქი კენიაში, რიფტ-ველის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

2) ტბა კენიაში.

ნაკუწი - პატარა ნაჭერი.

ნაკუწ-ნაკუწი - ნაკუწებად ქცეული, დაკუწული.

ნალა - ინდუისტურ მითოლოგიაში - „მაჰაბჰარატას“ გმირი, ნიშადჰების ქვეყნის მეფე.

ნალაიხა - ქალაქი მონღოლეთის ცენტრალურ აიმაკში.

ნალამალაი - მთები ინდოეთში (აღმოსავლეთი გატები).

ნალანდა - ბუდისტური მონასტერი მაგადჰაში; განთქმული იყო განსწავლული ბერებით.

ნალაპარაკევი - რაც ილაპარაკეს, ნათქვამი.

ნალბანდი (სპარს.) - ნალისა და სანალე ლურსმნის მჭედელი, გამწევი და საფერხე საქონლის ჩლიქზე ნალის დამკვრელი.

ნალბანდიანი დიმიტრი - სომეხი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1906-1993 წწ).

ნალბანდიანი მიქაელ - სომეხი მწერალი, ფილოსოფოსი (1829-1866 წწ).

ნალბანდობა - ნალბანდად ყოფნა, ნალბანდის ხელობა.

ნალბობი - რაც ლბებოდა, დამბალი.

ნალებისხევი - მდინარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის მარცხენა შენაკადი.

ნალებრი - ნალის მოყვანილობისა.

ნალევი

1) რაც ილეოდა, რასაც სვამდნენ.

2) (ნალევი კვერცხი) - პატარა ზომის კვერცხი, რომელსაც დებს ქათამი კვერცხის დების დასასრულს.

ნალენჩი მაჩეი - პოლონელი მეცნიერი (დაიბადა 1922 წელს).

ნალეპკა იან (ფსევდონიმი რეპკინი) - სლოვაკთა პარტიზანული რაზმის ორგანიზატორი და მეთაური (1912-1943 წწ).

ნალესი - იგივეა, რაც გალესილი.

ნალეფსავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნალექი

1) სითხეში შერეული გაუხსნელი ნივთიერება, რომელიც უმცირესი ნაწილაკების სახით გროვდება მდინარის, ტბის ფსკერზე, რაიმე ჭურჭლის ფსკერსა და კედლებზე; ლექი.

2) უძველესი წყალსატევების ფსკერზე წარმოქმნილი (ქანები).

3) (ნალექები) ატმოსფერული ტენი, რომელიც დედამიწაზე წვიმის ან თოვლის სახით მოდის.

ნალექიანობა - ნალექების (მნიშვნელობა 3) შემცველობა.

ნალეწი

1) რაც გალეწეს ან გაილეწა.

2) რაც დალეწეს ან დაილეწა.

ნალი - ჩლიქის მოყვანილობის რკინის სქელი ფირფიტა, აკრავენ მუშა საქონელს ან ცხენს ჩლიქზე.

ნალია - ღომის თაველის გასახმობი ნაგებობა; „ღომის სახლი“ (საბა); იგივეა, რაც სასიმინდე.

ნალივაიკო სევერინ - 1594-96 წლებში უკრაინაში გლეხთა და კაზაკთა აჯანყების ხელმძღვანელი (გარდაიცვალა 1597 წელს).

ნალკოვსკა ზოფია - პოლონელი მწერალი ქალი (1884-1954 წწ).

ნალ-ნუნდარა - ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. III ათასწლეულის II ნახევარი - ძვ.წ.აღ. II ათასწლეულის დასაწყისი) მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომთა არქეოლოგიური კულტურა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ნალო

1) უღლით მოთრეული დიდი მორი, სათარი.

2) ურმის ბოლოში გამობმული ფიჩხის დიდი კონა ან ხე, რომელიც ეთრევა და ანელებს დაღმართზე ურმის სვლას.

ნალოლიავები - ნაფერები, ნაალერსები.

ნალოპარი - ზაფხულში მოჭრილი ხე.

ნალოცი - ვისაც, რასაც შეულოცეს.

ნალტობი - დასველებული, დამპალი.

ნალქორვალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნალჩიკი - რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქი. დაარსებულია 1817 წელს (230 ათასი).

ნალხობი - რაც ლხვებოდა.

ნამაზგათეფე - ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ნაშთები თურქმენეთში.

ნამაზი - მუსლიმანთა ლოცვა, რომელსაც დღეში ხუთჯერ ასრულებენ.

ნამაკვალენდი - ზეგანი აფრიკაში.

ნამალავი (ნამალი) - რასაც მალავდნენ, დამალული, დაფარული.

ნამამლი - განაყოფიერებული (კვერცხი).

ნამანგანი - ქალაქი უზბეკეთში, საოლქო ცენტრი (320 ათასი).

ნამანევი - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ნამარილევი

1) ცხოველი, რომელმაც მარილი ჭამა ან ლოკა.

2) მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ განტოტება ანდარაზანის ქედზე. სიმაღლე - 2340 მეტრი. აგებულია ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. აქვს ბრტყელი მწვერვალი. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით (ჭარბობს წიფელი და წაბლი), ზედა ალპური მდელოებით.

ნამარხი - გადაშენებული მცენარის თუ ცხოველის ნაშთი ან ანაბეჭდი შერჩენილი დედამიწის ფენებში.

ნამარხულევი

1) (რელიგ.) ვინც იმარხულა.

2) (გადატანით) ვინც დიდხანს უჭმელი იყო.

ნამასწავლებლარი - მასწავლებლად ნამყოფი.

ნამატი

1) რამაც იმატა, მომატებული.

2) შინაური პირუტყვის ნაშიერი.

ნამატჟირა (ნამატიირა) ალბერტ - ავსტრალიელი ფერმწერი, წარმოშობით აბორიგენი (1902-1959 წწ).

ნამაქზარი - გაუდინარი მლაშობი ქვაბული ირანის აღმოსავლეთ ნაწილში.

ნამბიკვარა - ბრაზილიის მატუ-გროსოს შტატში მცხოვრები ინდიელთა ტომი.

ნამბო - ვიეტნამის სამხრეთ ნაწილის სახელწოდება.

ნამბული - ნამიანი, ნესტიანი, ნოტიო.

ნამგალა

1) ნამგლის მოყვანილობისა.

2) (Apus apus) მერცხლის მსგავსი შავი ჩიტი, აქვს ნამგლის მოყვანილობის გრძელი ფრთები და მოკლე ფეხები, დაბლა ვერ ჯდება.

ნამგალაძე დიმიტრი - საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1903-1957 წწ).

ნამგალი - მოკლეტარიანი რკალად მოხრილი სამკელი იარაღი.

ნამგზავრი - ვინც იმგზავრა, მგზავრობიდან, შორი გზიდან ახლად მოსული.

ნამდევი - ინდოელი პოეტი, წერდა მარათულ და ჰინდი ენებზე (1270-1350 წწ).

ნამდვილი

1) სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს; რაც მართლაც არის, მართლაც მომხდარა; მართალი, ჭეშმარიტი.

2) სწორედ ისეთი, როგორიც სხვა რამე ან ვინმეა, რისამე ან ვისიმე მსგავსი.

ნამდინარევი (ნარიონალი) - მდინარისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფილი ძველი კალაპოტის მონაკვეთი

ნამდინი - ქალაქი-პორტი ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში (170 ათასი).

ნამდჰარი - სიქჰების სექტა, დაარსებულია XIX საუკუნის 30-იან წლებში ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ნამეისისი - ზამგალების ბელადი XII საუკუნის 70-იან წლებში, რომელიც ლივონიის ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

ნამენი - იხილე ნამიური.

ნამესტნიკი (რუს.) - იგივე მეფისნაცვალი.

ნამეტანი

1) მეტისმეტი.

2) მეტისმეტად, ძალიან.

ნამეტი - ზედმეტი, ნაჭარბი.

ნამეტნავად - განსაკუთრებით, სხვაზე მეტად.

ნამეფარი - მეფედ ნამყოფი.

ნამზადები (ნამზადისი) - რაც მოამზადეს ან მომზადდა (წვეულებისთვის).

ნამზადი - სხვადასხვა წარმოებაში მზა ნაკეთობის დასამზადებელი ნახევარპროდუქტი.

ნამზითვი - მზითევში გამოტანებული, მოყოლილი.

ნამზღვლევი - ჩამონგრეული, ჩამოწოლილი.

ნამზღვლევის (გრემისხევის) სამაროვანი, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში სამაროვანი სოფელ გრემისხევის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით 0,5 კილომეტრზე, ადგილ ნამზღვლევზე. აღმოჩნდა შემთხვევით, მიწის სამუშაოების შესრულების დროს (14 ორმოსამარხი). მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდზე, ხელფეხმოკეცილად. ჩატანებული ჰქონდათ 2-4 თიხის ჭურჭელი, სამკაული. მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს ბრტყელი, ქუსლამოღარული ისრისპირი.

ნამთარი - შუმერულ მითოლოგიაში - მიწისქვეშეთის სამყაროს ქალღმერთის შიკრიკი, რომელსაც მოაქვს სიკვდილი ყველა ცოცხალი არსებისთვის.

ნამთევი - მთაში ნამყოფი, მთიდან ახლახან ჩამოსული.

ნამთვრალევი - სიმთვრალისაგან ახლად გამოფხიზლებული, ნაბახუსევი.

ნამი - საგნების ზედაპირზე გაჩენილი წყლის წვრილი წვეთები ტენიანი ჰაერის გაცივების შედეგად.

ნამიანი

1) რაზედაც ნამი დევს, ნამით დასველებული || ნამით გაჟღენთილი; ნოტიო, ნესტიანი.

2) (გადატანით) რამეთი დასველებული (ცრემლით, ოფლით...).

ნამიბე (1982 წლამდე მოსამედიში) - ქალაქი ანგოლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანისპირა პორტი 100 ათასი).

ნამიბია (ნამიბიის რესპუბლიკა, 1ingl. Republic of Namibia, 1968 წლამდე - სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა).

- სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ანგოლას და ზამბიას, აღმოსავლეთით - ბოტსვანას, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიას. დასავლეთიდან აკრავს ატლანტის ოკეანე.
- დამოუკიდებლობის დღე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან) - 1990 წლის 21 მარტი.
- ეროვნული დევიზი - „Unity, Liberty, Justice“ (ერთობა, თავისულფლება, მართლმსაჯულება).
- ჰიმნი - „Namibia, Land of the Brave” (ნამიბია, სიმამაცის ქვეყანა).
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 825 418 კვკ.კმ.
- დაყოფილია 13 ოლქად (რეგიონად).
- მოსახლეობა - 1,8 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 2,2 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა ქრისტიანები არიან.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- დედაქალაქი - ვინდჰუკი.
- ვალუტა - ნამიბიური დოლარი.
- ქვეყნის კოდი - NAM.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +264.
- ინტერნეტ-დომენი - NA

ნამიკოლავო - სოფლების ნამიკოლავო პირველის და ნამიკოლავო მეორის გავრცელებული სახელწოდება (მარტვილის მუნიციპალიტეტში).

ნამიკოლავო მეორე - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნამიკოლავო პირველი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნამიკრეფია (Agrostis) - წვრილღეროიანი ბალახი მარცვლოვანთა ოჯახისა, მეტწილად გავრცელებულია სათიბებსა და საძოვრებზე, ითვლება ცხოველის კარგ საკვებად.

ნამიური (ნამენი) - ქალაქი ბელგიაში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ნამიქ ქემალი - თურქი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1840-1888 წწ).

ნამკალი

1) რაც მომკეს.

2) ადგილი, სადაც მომკეს რამე.

ნამ კაო (ნამდვილი სახელი ჩან ჰიუ ჩი) - ვიეტნამელი მწერალი (1916-1951 წწ).

ნამკეკი - იგივეა, რაც ნამცეცი.

ნამკვდრევი - მკვდრის ნაქონი (ტანისამოსი, ლოგინი...).

ნამკოდრის ქედი - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის განშტოება.

ნამკუდი - (კუთხურად) იგივეა, რაც ნაკმაზი.

ნამლისევი - სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში.

ნამნიაური - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ნამონასტრევი - სოფლები ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ნამორა (ნამორა გონსალვიში) ფერნანდუ - პორტუგალიელი მწერალი (დაიბადა 1919 წელს).

ნამორაძე ალექსანდრე - ისტორიკოსი, ახალი და უახლესი ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1891-1858 წწ).

ნამორი

1) იგივეა, რაც მორი.

2) თეთრეულის ორმაგი ნაკერი ქსოვილის ნაპირის ჩასამაგრებლად.

ნამოსახლარი

1) ადგილი, სადაც წინათ მოსახლე იყო.

2) არქეოლოგიურ ძეგლთა კრებითი კატეგორია; ადამიანის საცხოვრებელის ნაშთების ზოგადი სახელწოდება.

ნამოურავალი - მოურავად ნამყოფი.

ნამოქმედარი - რაც მოიმოქმედეს, ჩადენილი რამ. || ნაშრომი, ნაღვაწი.

ნამოღვაწარი - რაც იღვაწეს; ვისიმე მოღვაწეობით შექმნილი.

ნამოწაფარი - მოწაფედ ნამყოფი.

ნამოხვანი - სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ოფურჩხეთის თემის საკრებულო), მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 300 მეტრი, წყალტუბოდან - 42 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 272 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში.

ნამპო - სამი მთიანი არქიპელაგის ჯგუფი იაპონიაში.

ნამპულა - ქალაქი მოზამბიკში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (350 ათასი).

ნამრავლი - გამრავლების შედეგად მიღებული რიცხვი.

ნამსახური

1) ვინც უწინ მსახურობდა.

2) ვისაც ვინმესთვის სამსახური გაუწევია.

ნამსახურობა - სამსახურში ყოფნის ხანგრძლივობა.

ნამსენი - მდინარე ნორვეგიაში, ერთვის ნორვეგიის ზღვას.

ნამსხვრევი - დამსხვრეული რისამე ნაწილი, მცირე ნამტვრევი.

ნამტვრევი - დამტვრეული რისამე ნაწილი, ნატეხი.

ნამტირალევი

1) ვისაც ეტყობა, რომ უტირია.

2) რაზედაც ეტყობათ, რომ უტირიათ.

ნამტუ - ქალაქი ბირმაში.

ნამუ - შუმერულ მითოლოგიაში - დედა-ღვთაება, ღმერთების მშობელი.

ნამუსახდილი - ვისაც ნამუსი ახადეს, შეარცხვინეს.

ნამუსგარეცხილი - უნამუსო, უსინდისო.

ნამუსი (სპარს.) - პატიოსნება, სინდისი.

ნამუსიანი - ვისაც ნამუსი აქვს, პატიოსანი.

ნამუშაკარი (ნამუშაკევი) - იგივე ნამუშევარი.

ნამუშევარი

1) რაც მუშაობით, შრომით შეიქმნა; ნაშრომი.

2) დამუშავებული მიწა.

3) მუშაობის, შრომის კვალი.

4) რაიმე მუშაობაში, სამუშაოში აღებული ფული.

5) ვინც იმუშავა.

ნამუწუკარი - ადგილი კანზე, სადაც მუწუკი იყო.

ნამუხლარი - მუხლმაგრის ნავალი, ნასიარულევი.

ნამფხო - ქალაქი ჩრდილოეთ კორეის ფხიონან-ნამდოს პროვინციაში (370 ათასი).

ნამქერი - თოვლი, ქარისგან ჰაერში ატანილი ან სადმე შეგროვებული, მიყრილი.

ნამღვდლარი - მღვდლად ნამყოფი.

ნამყაშური - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ნამყენი - მყნობით გამოყვანილი მცენარე.

ნამყვამი (ნუამყვამი)

1) მთა და მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე (4282 მეტრი).

2) ტბა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ნამყნობი - რაც დაამყნეს.

ნამყო

1) იგივეა, რაც წარსული.

2) (გრამატიკაში) ზმნის დრო, რომელიც მიუთითებს, რომ ზმნით აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა მასზე ლაპარაკის მომენტამდე.

ნამყოფი

1) ვინც წინათ იყო სადმე.

2) ვინც წინათ იყო რამე თანამდებობაზე.

ნამშრალი - საერთო სახელი საცხოვრებელ სახლთან არსებული ყველა დამხმარე ნაგებობისა სოფლად (იმერეთში).

ნამცეცა - ძალიან პატარა, ერთი ბეწვა.

ნამცეცი

1) მცირე ნაწილაკი პურისა, მჭადისა და მისთანებისა.

2) (გადატანით) სულ ცოტაც კი, ერთი ბეწვა.

ნამცეცობა

1) რაიმე დიდი წვეულების მეორე დღეს გაგრძელებული პურის ჭამა, რომელზედაც მასპინძლის ახლობლები იყრიან თავს.

2) (გადატანით) წვრილმანი ხასიათი, წვრილმანობა.

ნამცვრევი

1) რაც მოამცვრიეს, მომცვრეული.

2) იგივეა, რაც ნაცვარი.

ნამცივნი - ვინც სიცივე გამოიარა, შეცივებული.

ნამცო (თენგრი-ნური) - გაუდინარი მლაშე ტბა ტიბეტის ზეგანზე (ჩინეთი).

ნამცხვარი

1) საკონდიტრო ნაწარმი, მომზადებული ცომისაგან, ზოგჯერ პატარა ნაჭრების სახით.

2) საერთოდ, ყველაფერი გამომცხვარი.

ნამძინარევი

1) ვისაც (რასაც) ეძინა და ეს-ეს არის გაიღვიძა (და ძილიდან კარგად ვერ გამორკვეულა).

2) როგორიც ახალ გამოღვიძებულს აქვს; რაზედაც ეტყობათ, რომ ეს-ეს არის გაიღვიძეს.

ნამწვავი - იგივეა, რაც ნამწვი.

ნამწვი - ნარჩენი იმისა, რაც იწვოდა და მთლიანად არ დაიწვა; ნაწილობრივ დამწვარი.

ნამწყემსარი - მწყემსად ნამყოფი.

ნამწყემსარის მოგონებანი - ალ. ყაზბეგის მოთხრობა (დაიწერა 1882-83 წლებში).

ნამხარი - მცენარის მთავარი ღეროს გვერდზე ამონაყარი ზედმეტი ყლორტი, ბარტყი.

ნამხრევი

1) თიბვის დროს ზოლად დაწვენილი ნათიბი.

2) იგივეა, რაც ნამხარი.

ნამხური - მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, გვანდრის მარცხენა შენაკადი.

ნამჯა

1) მომკილი პურის (ქერის, ჭვავის...) ღეროები.

2) იგივეა, რაც ნაწვერალი.

ნანა

1) იგივეა, რაც იავნანა.

2) ძილი, დაძინება (ბავშვის ენაზე).

3) ემილ ზოლას რომანი (დაიწერა 1880 წელს).

4) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, ფრიგიული მდინარის ღმერთის - სანგარიოსის ქალიშვილი, ატისის დედა.

5) ქართველთა ქალ-ღვთაება, ღვთაებათა დედა, მზის ერთ-ერთი უმთავრესი ჰიპოსტასი.

6) შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში - მთვარის ღვთაება.

ნანა დედოფალი - ქართლის მეფის მირიან III-ის მეუღლე (IV საუკუნე).

ნანაელები - რუსეთში, მდინარე ამურის ქვემო დინებასა და პრიმორიეში მცხოვრები ხალხი.

ნანაკი - ინდოელი ფილოსოფოსი და პოეტი (1469-1539 წწ).

ნანალალი დალპატრამ - ინდოელი პოეტი და დრამატურგი, სიქჰიზმის დამაარსებელი (1877-1946 წწ).

ნანარი - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ნანა საჰიბი - ინდოეთის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (დაიბადა დაახლოებით 1824 წელს).

ნანატრი - რაც, ვინც ენატრებოდათ.

ნანახი - რაც ნახეს, ნახული.

ნანაჯოგიანად - (კუთხურად) სრულიად, სავსებით.

ნანგრევი

1) ნაგების ან მყარი რისამე დანგრევის შედეგად დარჩენილი ნაშთი (ხშირად მრავლობითში - ნანგრევები).

2) რაც ჩამოინგრა.

ნანდაური - სასურველი, საყვარელი ადამიანი.

ნანდები - მონათესავე ხალხთა ჯგუფი აფრიკაში, ვიქტორიის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

ნანდინი - ინდუისტურ მითოლოგიაში - ღვთაებრივი თეთრი ხარი.

ნანდუ (ესპან.) - ერთგვარი სირაქლემა, გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. სიმაღლე - 170 სანტიმეტრამდე.

ნანეიშვილი ალექსანდრე - ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე, პუბლიცისტი და ჟურნალისტი (1857-1904 წწ).

ნანეიშვილი ბიძინა - ფსიქიატრი, აკადემიკოსი (1920-1993 წწ).

ნანეიშვილი გაიოზ - ავიაციის გენერალ-მაიორი (დაიბადა 1929 წელს).

ნანეიშვილი ვლადიმერ - ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1903-1978 წწ).

ნანემსარი - ადგილი, სადაც ნემსი გაუკეთეს.

ნანთუნი - ქალაქი ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში (345 ათასი).

ნანი ტრევორ - თეატრის ინგლისელი რეჟისორი, მოღვაწეობს ლონდონის სამეფო თეატრში (დაიბადა 1940 წელს).

ნანიანი

1) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემის საკრებულო), მდინარე ფოტისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან - 1150 მეტრი, დუშეთიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

2) სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ნანიაური - სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

ნანიზმი (ბერძნ.) - არანორმალურად პატარა სიმაღლე (130 სმ-ზე დაბალი) რაც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლით.

ნანინა - იგივეა, რაც იავნანა.

ნანინანატრი - ვინც ძალიან უყვართ, მეტისმეტად სანატრელი, საყვარელი.

ნანინი (იუნინი) - ქალაქი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, გუანსი-ჯუანის ავტონომიური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი (720 ათასი).

ნანიტონი - ქალაქი დიდი ბრიტანეთის უორიქშირის საგრაფოში (ინგლისი).

ნანკა - მაგარი ქსოვილის სახეობა; სახელი ეწოდა ჩინეთის ქალაქ ნანკინის მიხედვით.

ნანკინი (ნანძინი) - ქალაქი ჩინეთში, პორტი მდინარე იანძის ქვემო დინებაში, 1368-1421 წლებში ჩინეთის დედაქალაქი (2,1 მილიონი).

ნანლინი - მთათა სისტემა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში.

ნანო - მილიარდის აღმნიშვნელი წინსართი რთულ სიტყვებში.

ნანობაშვილი მიხეილ - მომღერალი (ტენორი), მოღვაწეობდა პარიზში (1878 - ?).

ნანორელიეფი (ბერძნ.) - გეოგრაფიაში - რელიეფის ფორმები რამდენიმე ათეულ სანტიმეტრამდე სიმაღლისა (სხვანაირად ქონდარა რელიეფი, ჯუჯა რელიეფი).

ნანსეი - იხილე რიუკიუ.

ნანსენი ფრიტიოფ - ნორვეგიელი მოგზაური და ოკეანოგრაფი (1861-1930 წწ).

ნანსენის ზღურბლი - სავარაუდო წყალქვეშა ქედი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში.

ნანსენის ქვაბული - დადაბლება არქტიკული აუზის დასავლეთი ნაწილის ფსკერზე.

ნანსი - ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მერტის და მოზელის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ნანსი ჟან ლუკ - ფრანგი ფილოსოფოსი (დაიბადა 1940 წელს).

ნანსუკი (ფრანგ.) - ბამბის წმინდა ქსოვილი, იყენებენ თეთრეულისათვის.

ნანსუტი ეტიენ მარი ანტუან დე - გრაფი, ფრანგი მხედართმთავარი, ნაპოლეონის ომების მონაწილე (1768-1815 წწ).

ნანტერი - ქალაქი საფრანგეთში, ო-დე-სენის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ნანტი - ქალაქი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ატლანტის ლუარას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (250 ათასი).

ნანუჩა (ნამდვილი სახელი და გვარი მანუჩარ ციციშვილი) - XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

ნანყვამ-ზაგრალი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნანშანი - მთათა სისტემა ჩინეთში.

ნანშაციუნდაო (ტუანშა) - კუნძულების, მეჩეჩების და მარჯნის რიფების ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ნანშე - შუმერულ მითოლოგიაში - ქალაქ ლაგაშის მფარველი ღვთაება.

ნანჩანი - ქალაქი ჩინეთში, ძიანსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1 100 ათასი).

ნანჩუნი - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში (180 ათასი).

ნანძინი - იხილე ნანკინი.

ნანხვრი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნანჯაო - სახელმწიფო VII-XIII საუკუნეების ჩინეთში.

ნაობახი - (ძვ. კუთხ.) ციხე, საპყრობილე.

ნაოგეორგი ტომას (ნამდვილი გვარი კირხმაიერი) - გერმანელი დრამატურგი (1511-1563 წწ).

ნაოზა (ნავოზი) - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან - 620 მეტრი, მცხეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 677 კაცი.

ნაოთხალი

1) (ძვ.) იგივეა, რაც მეოთხედი.

2) მარცვლეულის საწყაო დასავლეთ საქართველოში.

ნაომარი

1) ვინც იომა, ომში ნამყოფი.

2) რაც ომში ჰქონდათ.

3) სადაც ომი იყო.

4) მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე.

5) ტაფობი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

ნაოპერაციევი

1) ვისაც, რასაც ოპერაცია გაუკეთეს.

2) ადგილი, სადაც ოპერაცია გაუკეთეს.

ნაორთქლი

1) რაც დაიორთქლა, დაორთქლილი.

2) რაც აორთქლდა. აორთქლებული.

ნაორისწყალი - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხურის სათავე.

ნაოროჯი დადაბჰაი - ინდოეთის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1825-1917 წწ).

ნაორუხულო - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედულის მარჯვენა შენაკადი.

ნაოსანი - (ძვ.) იგივეა, რაც მეზღვაური.

ნაოსარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ნაოსი (ბერძნ.) - ანტიკური ტაძრის მთავარი სადგომი (სამლოცველო), სადაც მოთავსებული იყო ღვთაების ქანდაკება.

ნაოსნობა - გემების მიმოსვლა, ნავიგაცია.

ნაოსტატარი - ვისიმე ხელით გაკეთებული, შექმნილი.

ნაოფიცრალი - ოფიცრად ნამყოფი.

ნაოფლარი

1) ვისაც, რასაც ოფლი გამოუვიდა, ოფლიანი.

2) დიდი ჯაფით, ოფლის ღვრით შეძენილი, ნაშრომი, ნაჯაფი.

ნაოში - რაც აოშეს.

ნაოჩი - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ნაოცნებარი - რაზედაც ოცნებობდნენ.

ნაოჭასხმული - რასაც ნაოჭები აქვს.

ნაოჭებიანი - რასაც ნაოჭები აქვს.

ნაოჭი

1) ტალღოვანი ნაკეცი.

2) ნაკეცი, ნაღარი ადამიანის სახეზე ან სხეულზე.

3) დედამიწის ქერქის ამგები ქანების გაღუნვით დეფორმირებული უწყვეტი შრეების სტრუქტურული ფორმა.

ნაოხარი - უპატრონოდ მიტოვებული.

ნაოხრები - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ნაპალმი (ინგლ.) - ლაბისებრი საწვავი პროდუქტი, რომელსაც ამზადებენ ბენზინის სპეციალური ქიმიური დამუშავებით, იყენებენ ცეცხლგამჩენ ბომბებსა და ცეცხლსატყორცნებში.

ნაპანკისევი - ახმეტის მუნიციპალიტეტის ზოფელ ზემო ხალაწანის ძველი სახელი.

ნაპარავი - რაც მოიპარეს, ნაქურდალი.

ნაპარსი

1) რაც გაპარსეს.

2) პარსვით მიღებული მატყლი.

ნაპარტახევი - გაპარტახებული, გავერანებული.

ნაპატა - უძველესი ქალაქი სუდანში, რელიგიური ცენტრი.

ნაპატიები - ვისაც დანაშაული აპატიეს.

ნაპატივები - კარგად მოვლილი.

ნაპენტი

1) გაპენტილი.

2) ნაწილი, ნაფლეთი.

ნაპერწკალი

1) ცეცხლმოკიდებული ან გავარვარებული ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი.

2) (გადატანით) რისამე ძალინ მცირე ნიშანი, ნატამალი.

ნაპირა - იგივეა, რაც განაპირა.

ნაპირალი - რასაც პირი შეახეს, პირში ნადები.

ნაპირი

1) ადგილი ხმელეთზე, სადაც წყალი, წყლის სივრცე იწყება, კიდე, პირი.

2) რისამე გარეთა, უკიდურესი ნაწილი.

ნაპირ-ნაპირ - რისამე ნაპირის გაყოლებით.

ნაპკურები - რასაც აპკურეს ან ეპკურა.

ნაპო - მდინარე ეკვადორსა და პერუში, ამაზონის მარცხენა შენაკადი.

ნაპობი

1) რაც დააპეს, დაპობილი.

2) დაპობილი ხის ნაჭერი.

ნაპოვნი - რაც, ვინც იპოვეს.

ნაპოლეონ I (ნაპოლეონ ბონაპარტი) - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, იმპერატორი 1804-1814 და 1815 წლებში (1769-1821 წწ).

ნაპოლეონ II (რაიხშტადტის ჰერცოგი, ჟოზეფ ფრანსუა შარლ ბონაპარტი) - ნაპოლეონ I-ის ძე (1811-1832 წწ).

ნაპოლეონ III (შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი) - საფრანგეთის იმპერატორი 1852-1872 წლებში (1808-1873 წწ).

ნაპოლეონდორი (ფრანგ.) - 20-ფრანკიანი ოქროს ფული საფრანგეთში ნაპოლეონ I-ისა და ნაპოლეონ III-ის დროს.

ნაპოხი - რაც გაპოხეს ან გაიპოხა.

ნაპრავნიკი ედუარდ - რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, წარმოშობით ჩეხი (1839-1916 წწ).

ნაპრალი - გახეთქილი, ჩანგრეული, დიდი და ღრმა ბზარი.

ნაპრალოვანი - ნაპრალის მქონე, სადაც ნაპრალებია.

ნაპურალი - ადგილი, სადაც წინა წელს პური ეთესა.

ნაპურმარილევი - ვინც პურმარილი მიირთვა.

ნაჟეჟი - ვინც, რაც დაჟეჟეს, ნაცემი, ნაბეგვი.

ნაჟონი - რაც ჟონავდა, რამაც გამოჟონა.

ნაჟური - ნაწური, გამონადენი, ნაჟონი.

ნარა

1) იაპონიის პირველი დედაქალაქი 710-784 წლებში, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე (350 ათასი).

3) ვედურ მითოლოგიაში - ბრძენი-რიში, განთქმული თავისი ასკეტიზმით.

4) მდინარე რუსეთში, ოკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 158 კილომეტრი).

5) (ნარი) - ხევი ისტორიულ დვალეთში, კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილში.

ნარადა - ვედურ მითოლოგიაში - შვიდი უმთავრესი ბრძენი-რიშიდან ერთ-ერთი, შუამავალი ღმერთებსა და ადამიანებს შორის.

ნარაზენი - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ნარაიანა - ვედურ მითოლოგიაში - ბრძენი რიში, განთქმული თავისი ასკეტური გმირობებით.

ნარაიანანი კოჩერილ რამანი - ინდოეთი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1997-2002 წლებში (1920-2005 წწ).

ნარაიანგანჯი - ქალაქი ბანგლადეშში (290 ათასი).

ნარაიან პრითვი - ნეპალის მეფე (1723-1775 წწ).

ნარაკა - ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში - მიწისქვეშა სამყარო, ჯოჯოხეთი.

ნარამსუენი - ძველი შუამდინარეთის ერთ-ერთი მეფე, აქადის დინასტიის მეოთხე წარმომადგენელი (ძვ.წ.აღ. 2290-2254 წწ).

ნარანდი

1) იგივეა, რაც გარანდული.

2) ფიცარზე, ძელზე გავლებული სიგრძივი ღარი, რომელშიც ჯდება მეორე ფიცრის, ძელის სათანადო შვერილი.

ნარასინო - ქალაქი იაპონიაში, ტოკიოს აგლომერაციაში (140 ათასი).

ნარასინჰ მეჰთა - ინდოელი პოეტი (1414-1480 წწ).

ნარატივი (ინგლ.-ფრანგ. ნარრატივე) - ისტორიულად და კულტურულად დასაბუთებული ინტერპრეტაცია მსოფლიოს ამა თუ იმ ასპექტისა ამა თუ იმ პოზიციით. ლიტერატურაში ეს არის სწორხაზოვანი გადმოცემა ფაქტებისა და მოვლენებისა ლიტერატურულ ნაწარმოებში, ანუ ისე, როგორც დაწერა ავტორმა.

ნარატიული (ლათ.) - თხრობითი, მოთხრობითი.

ნარაქლემი (ნარაქლემა) - ერთკუზიანი აქლემი.

ნარბადა - იხილე ნარმადა.

ნარბენი - ვინც, რამაც ირბინა.

ნარბილი - ნახნავი კორდი.

ნარბონი - ქალაქი საფრანგეთის ოდის დეპარტამენტში (50 ათასი).

ნარბუტი გიორგი - რუსი და უკრაინელი გრაფიკოსი (1886-1920 წწ).

ნარბუტი ვლადიმერ - რუსი პოეტი (1888-1938 წწ).

ნარგავი - ყველაფერი რაც დარგეს.

ნარგები - რაც ერგოთ.

ნარგიზი - (Narcissus) ბოლქვიანი მცენარე, იკეთებს მოთეთრო, მოყვითალო ან მონარჯისფრო ყვავილებს.

ნარგიზოვანი - ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, ლირიკული ლექსების კრებული. შექმნილი უნდა იყოს XVIII საუკუნის II ნახევარში.

ნარგილე (სპარს.) - აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა, შედგება წყლის ჭურჭლის, ტყავის მილისა და ჩიბუხისაგან.

ნარდევანი

1) მდინარე წალკის მუნიციპალიტეტში, ქციის მარჯვენა შენაკადი.

2) სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში.

ნარდეკი - საზამთროსაგან დამზადებული ტკბილეული; საზამთროს თაფლი.

ნარდი

1) ერთგვარი სამაგიდო თამაში; მისი სათამაშო კომპლექტი შედგება ბრტყელი და მოგრძო გადასახსნელი ყუთისაგან, წყვილი კამათლისა და 30 კოჭისაგან.

2) იხილე ნარდობა.

3) (ბერძნ.) - სურნელოვანი ბალახოვანი მცენარე.

ნარდობა - აღებული სამუშაო, რომლის არსებითი ნიშანი არ არის დაფუძნებული არც ქონებრივ ურთიერთობაზე და საერთოდ, არც გარიგებაზე - სამუშაოს ანაზღაურება წარმოებს არა დახარჯული დროის, არამედ შესრულებული სამუშაოს (პროდუქციის რაოდენობის) მიხედვით.

ნარ-დოსი (ნამდვილი სახელი და გვარი მიქაელ ჰოვანესიანი) - სომხეთის და საქართველოს სახალხო მწერალი (1867-1933 წწ).

ნარევი

1) ერთმანეთში არეული, შერეული სხვადასხვა რისამე ერთობლიობა.

2) მდინარე ბელორუსიასა და პოლონეთში, ბუგის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 484 კილომეტრი).

ნარეკვავი - მდინარე შიდა ქართლში, დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ალევის ქედის სამხრეთ ბოლოზე, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე, ერთვის მდინარე არაგვს მარჯვნიდან. სიგრძე - 47 კილომეტრი, აუზის ფართობი - 277 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, წყალამოვარდნა — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 1,86 კუბ.მ./წმ. იყენებენ სარწყავად.

ნარეჟნი ვასილი - რუსი მწერალი (1780-1825 წწ)

ნარესუანი დიდი - სიამის მეფე 1590-1605 წლებში (1555-1605 წწ).

ნარეცხი

1) წყალი, რომლითაც რამე გარეცხეს.

2) რასაც რეცხავდნენ, გარეცხილი.

ნარვა

1) ქალაქი ესტონეთის დასავლეთ ნაწილში (90 ათასი).

2) (ნაროვა) მდინარე რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე (სიგრძე - 77 კილომეტრი).

ნარვაესი რამონ მარია (1844 წლიდან ჰერცოგი დე ვალენსია) - ესპანეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, ესპანეთის ფაქტიური დიქტატორი 1843-51 წლებში (1800-1868 წწ).

ნარვალი

1) ოღროჩოღრო, ოკრობოკრო ადგილი.

2) (შვედ.) - ზღვის იშვიათი არქტიკული ცხოველი დელფინების ოჯახისა.

ნარვანხოხი - მთა, იხილე ნაროვანი.

ნარვიკი - ქალაქი ნორვეგიის ნურლანის ფიულკეში (50 ათასი).

ნარზანი - ნახშირმჟავა მინერალური სამკურნალო წყალი ჩრდილოეთ კავკასიაში.

ნართავი - ნართისაგან მოქსოვილი.

ნართაული - არაპირდაპირ ნათქვამი, გადაკრული.

ნართების ეპოსი - ყაბარდოელების, ჩერქეზების, ადიღეელების, ოსების ეპოსი (იცნობენ აგრეთვე აფხაზები, ბალყარლები, ყარაჩაელები, ჩეჩნები), ტერმინი „ნართი“ საერთო სახელწოდებაა ეპოსის გმირებისა, რომლებიც თავისებურ დასს ქმნიან).

ნართექსი (ლათ.) - ქრისტიანული ტაძრის შესასვლელი სათავსი, რომელიც მას აკრავს, ჩვეულებრივ, დასავლეთის მხარეზე, განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც მლოცველთა მთავარ სადგომში შესვლის უფლება არა ჰქონდა.

ნართვლევი - რთვლის შემდეგი დრო.

ნართი - საფეიქრო ძაფის ძირითადი სახეობა.

ნართყალა - ქალაქი რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში (30 ათასი).

ნარი

1) ქართული ანბანის მეცამეტე ასოს - ნ-ს სახელწოდება.

2) (Cirsium) - ეკლებიანი ბალახი რთულყვავილოვანთ ოჯახისა, გავრცელებულია მინდვრებში, მდელოებზე, ნათესებში და სხვა; ეკლიანი მცენარე საერთოდ.

ნარიანი - მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე.

ნარიან-მარი - ქალაქი რუსეთში, ნენთა ავტონომიური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (20 ათასი).

ნარიკაბურა - იაპონურ მითოლოგიაში - ვითომ ჯადოსნური ისარი, რომელსაც ბრძოლის დაწყების წინ ისროდნენ.

ნარიმანბეკოვი თოღრულ - აზერბაიჯანელი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1930 წელს).

ნარიმანდი - ფიცარზე სიგრძივ ამოღარული ნაწიბური, რომელშიც მეორე ფიცრის გამოწეული ნაწილი უნდა ჩაჯდეს.

ნარიმანიძე სილოვან - პოეტი (დაიბადა 1925 წელს).

ნარიმანოვი (1984 წლამდე ნიჟნევოლჟსკი) - ქალაქი რუსეთის ასტრახანის ოლქში.

ნარიმანოვი ნარიმან ქერბალაი ნაჯაფ ოღლი - აზერბაიჯანელი და საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი. 1922-25 წლებში ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელმძღვანელი (1870-1925 წწ).

ნარინთაუ - ქედი შიგა ტიან-შანში (ყირგიზეთში)

ნარინი

1) ქალაქი ყირგიზეთში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).

2) მდინარე შუა აზიაში, სირდარიის მარჯვენა მდგენელი (სიგრძე - 807 კილომეტრი).

ნარინიო - დეპარტამენტი კოლუმბიაში.

ნარინიო ანტონიო ამბროსიო - კოლუმბიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, ორატორი და პუბლიცისტი (1765-1823 წწ).

ნარინჯი

1) (Citrus aurantium) ციტრუსოვანი მცენარე, აქვს სურნელოვანი თეთრი ყვავილი და მომწვარო მჟავე ნაყოფი, იყენებენ საძირედ.

2) იგივეა, რაც ნირინჯისფერი.

ნარინჯის ველი - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1937 წელს. დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები - ლეო ქიაჩელი და გიორგი შენგელაია. დამდგმელი ოპერატორი - ანტონ პოლიკევიჩი. კომპოზიტორი - იონა ტუსკია. მთავარ როლებში: ლევან ხოტივარი, ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ გელოვანი აკაკი ხორავა, უშანგი ჩხეიძე, ემანუილ აფხაიძე, ჩიტოლია ჩხეიძე.

ნარინჯისფერი - რაც ფერით ნარინჯს მოგვაგონებს, მოწითალო-მოყვითალო.

ნარინჯოვანი - სოფელ სამქვარის ძველი სახელწოდება (გალის მუნიციპალიტეტი).

ნარიონალის ტბა - იხილე ჩალაუბნის ტბა.

ნარიტა ტომომი - იაპონიის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1912-1979 წწ).

ნარიყალა (მონღ.-სპარს. „ნარინ-ყალა“ - მთავარი ციხე) - თბილისის ციხის ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე მაღალი და კარგად გამაგრებული ნაწილი.

ნარიყალი

1) ადგილი, სადაც წინათ რიყე იყო.

2) იგივეა, რაც ნარიყი.

ნარიყი - რაც მდინარემ გამორიყა, გამორიყული.

ნარიშკინები - რუს დიდაზნაურთა გვარი, ცნობილია XVI საუკუნიდან.

ნარკვევი

1) პატარა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, ცხოვრებისეული ფაქტები.

2) რაიმე საკითხის ზოგადი გადმოცემა.

ნარკისოსი (ნარკისი) - იგივე ნარცისუსი.

ნარკოზი (ბერძნ.) - ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ძილი.

ნარკოლეფსია (ბერძნ.) - დაავადება, რომლის ძირითადი ნიშანია დაუძლეველი ძილის ხანმოკლე შეტევები, ძილად მივარდნა.

ნარკოლოგი - ნარკოლოგიის სპეციალისტი.

ნარკოლოგია - მედიცინის დარგი, რომლის საქმეცაა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნარკოლოგიური - ნარკოლოგიასთან დაკავშირებული.

ნარკომანი - ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანი.

ნარკომანია (ბერძნ.) - ნარკოტიკების ხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება.

ნარკოტიზაცია და ნარკოტიზება - ნარკოზის მდგომარეობაში მოქცევა.

ნარკოტიზატორი - იგივეა, რაც ნარკოტიკი.

ნარკოტიკი (ბერძნ.) - ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და ძილის მომგვრელ საშუალებად.

ნარკოტიკული - ნარკოზის გამომწვევი.

ნარმა - ბამბის ქსოვილი, უხეში მიტკალი.

ნარმადა - მდინარე ინდოეთში, ერთვის არაბეთის ზღვის კამბეის ყურეს (სიგრძე - 1250 კილომეტრი).

ნარმადშანკარი ნარმად ლალშანკარ დავე - ინდოელი მწერალი (1833-1886 წწ).

ნარნარი

1) მეტისმეტად ნაზი, ტურფა.

2) ტკბილი სასიამოვნო ხმა.

ნაროდნაია - ურალის მთების უმაღლესი მწვერვალი (1895 მეტრი)

ნაროდნიკი (რუს.) - ნაროდნიკობის მიმდევარი, ქართული სახელწოდება „ხალხოსანი“.

ნაროდნიკობა - (ისტ.) წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა რუსეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, აიდეალებდა გლეხურ თემს, უარყოფდა მუშათა კლასის ხელმძღვანელ როლს რევოლუციაში.

ნაროდნიკული - (ისტ.) ნაროდნიკობის დამახასიათებელი.

ნაროვანი (ნაროვნის მთა, ნარვანხოხი) - მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის მთიანეთში (3247 მეტრი).

ნაროვლია - ქალაქი ბელორუსიის გომელის ოლქში.

ნაროვნისწყალი - მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ნაროვჩატოვი სერგეი - რუსი პოეტი (1919-1981 წწ).

ნაროკალი - ადგილი ხეზე, სადაც როკი იყო.

ნაროკოვი ნიკოლა (ნამდვილი გვარი მარჩენკო) - რუსი მწერალი (1887-1968 წწ).

ნაროულა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, სათავეს იღებს ფშავ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, წყაროსმთასთან; ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი.

ნარო-ფომინსკი - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (60 ათასი).

ნაროში

1) მსხვილად ნაფქვავი.

2) (გადატანით) დაუფიქრებელი ნათქვამი.

ნაროჩი - ტბა ბელორუსიის ჩრდილოეთ ნაწილში (სიღრმე 25 მეტრამდე).

ნარსესი - ბიზანტიელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით 478-573 წწ).

ნარტა (რუს.) - გრძელი და ვიწრო მარხილი, რომელშიც აბამენ ირმებს ან ძაღლებს, დიდი გამოყენება აქვს უკიდურეს ჩრდილოეთში.

ნარტები - იხილე ნარტა.

ნარულა - მდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

ნარუშევიჩი ადამ სტანისლავ - პოლონელი პოეტი (1733-1796 წწ).

ნარქენი - ადგილი, სადაც ურქინა რამემ, ნარჩოლი.

ნარღვევი - დარღვეული, რღვევით მიღებული.

ნარყალა - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხულას მარჯვენა შენაკადი.

ნარშავი (Carduus) - ეკლიანი სარეველა ბალახი ერთგვარი.

ნარჩაბუ - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, მუნჩიის მარცხენა შენაკადი.

ნარჩევი

1) საგანგებოდ ამორჩეული, ყველაზე კარგი, საუკეთესო.

2) იგივეა, რაც ანარჩევი.

3) რაც ვისმე ურჩიეს.

ნარჩენი

1) რაც დარჩათ ჭამის შემდეგ.

2) რისამე დამუშავების შედეგად დარჩენილი ნაწილები.

ნარჩიტა - ნაცრისფერი ან თეთრი ჩიტი, თავის შავი აქვს, შემოდგომაზე ფერს იცვლის.

ნარჩოლი - ადგილი, სადაც რქა ამოჰკრა პირუტყვმა, ნარქენი.

ნარცეცხლა (Centaurea iberica) - ეკლებიანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, იკეთებს წითელ ყვავილებს, იზრდება გზის პირებზე, ეზოებსა და ზოგჯერ ნათესებში.

ნარცისი - იხილე ნარცისუსი.

ნარცისუსი (ნარცისი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მდინარის ღმერთის - კეფისოსისა და ნაიადა ლირიოპეს ვაჟი, ულამაზესი ყმაწვილი, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული და ღმერთებმა იმით დასაჯეს, რომ საკუთარი თავი შეაყვარეს უიმედოდ.

ნარცხი - იგივეა, რაც ნარეცხი.

ნარწყავი - რასაც რწყავდნენ, მორწყული.

ნარწყევი - რაც არწყია ვინმემ, რამემ.

ნარწყული - ადგილი, სადაც წყალი იყო.

ნარჯხეუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ნასა (აბრევიატურა) - აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (შეიქმნა 1958 წელს).

ნასადილევი

1) ვინც ისადილა.

2) სადილის, სადილობის შემდეგი დრო.

ალ-ნასავი შიჰაბ ალ-დინ მუჰამად იბნ აჰმად იბნ ალი იბნ მუჰამად ალ-მუნში - ჯალალედინის პირადი მდივანი და ისტორიკოსი (გარდაიცვალა 1249 წელს).

ნასაკირალი

1) სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

2) მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ნასალდათარი - სალდათად ნამყოფი, ნაჯარისკაცალი.

ნასამართლევი - ვინც გაასამართლეს, სამართალში ნამყოფი.

ნასამართლობა - სასამართლოს მიერ მსჯავრის დადება.

ნასამხრალი

1) იგივეა, რაც ნასამხრევი.

2) იგივეა, რაც ნასამხრევს.

3) (1955 წლამდე - ნასომხარი) - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კისისხევის თემის საკრებულო). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან - 600 მეტრი, თელავიდან - 1,5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 543 ადამიანი.

ნასამხრალისხევი - მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში.

ნასამხრევი

1) ვინც ისამხრა.

2) სამხრის შემდეგი დრო.

ნასარი ფუად - იორდანიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1914-1976 წწ).

ნასარიძე ვლადიმერ - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1913-1999 წწ).

ნასარიძე ნატო - სპორტსმენი (მშვილდოსნობა), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1990, 96, 2000) პირად და გუნდურ შეჯიბრებებში, მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1995, 99, 2003) და ორგზის მესამე პრიზიორი პირად ასპარეზობაში (1995, 97) (დაიბადა 1972 წელს).

ნასაუზმევი

1) ვინც ისაუზმა.

2) საუზმის შემდეგი დრო.

ნასაქმარი - რაც ისაქმეს, ნამოქმედარი.

ნასაღი - სასჯელის სახეობა XVIII საუკუნის საქართველოში; გულისხმობდა დამნაშავის დასახიჩრებას ან დარბევა-დაწიოკებას.

ნასაყდრალი - ადგილი, სადაც წინათ საყდარი იყო, საყდრის ნანგრევები. მიტოვებული საყდარი.

ნასაყდრალი - IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახლანდელ სოფელ გლდანის მიდამოებში.

ნასახელარი ზმნა - სახელის ფუძისაგან ნაწარმოები ზმნა.

ნასახი

1) იგივეა, რაც ჩანასახი.

2) კვალი, ნიშანი, ნატამალი.

3) ორგანიზმის ნერვული სისტემის თანდაყოლილი ფიზილოგიური და ფუნქციური თავისებურება, რომელიც წანამძღვარია სხვადასხვა თვისებისა და უნარისა.

ნასახლარი - ადგილი, სადაც წინათ სახლი იყო.

ნასერალი - დაბალი განედური ქედი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, იწყება სოფელ გლდანთან და გრძელდება აღმოსავლეთით.

ნასერი

1) რასაც სერავდნენ, დასერილი.

2) გამალ აბდ ელ-ნასერი - ეგვიპტის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1956-70 წლებში (1918-1970 წწ).

ნასესხები

1) სესხად აღებული.

2) შეთვისებული, შეძენილი, გადმოღებული.

3) (საუბ.) აპრილის პირველი სამი დღე (ძვ. სტილით), რომელსაც თითქოს ზამთარი სესხულობს გაზაფხულისაგან, ამ დღეებში, ჩვეულებრივ, ცუდი ამინდი იცის.

ნასეტყვი - სეტყვისაგან გაფუჭებული, დასეტყვილი.

ნასვამი

1) ვინც ღვინო დალია, მთვრალი, დალეული.

2) რაც დალიეს, შესმული.

3) საიდანაც მოსვეს, შესვეს, რის ნაწილიც დალიეს.

ნასვამობა - ნასვამის მდგომარეობა, სიმთვრალე.

ნასვენი - რამდენიმე წლის ნასვენები და დაუთესავი მიწა.

ნასვრეტი - სვრეტი, ფორი.

ნასვრეტებიანი - ნასვრეტების მქონე.

ნასიამოვნები - ვინც ისიამოვნა.

ნასი - ჩინეთის იუნანისა და სიჩუანის პროვინციაში მცხოვრები ხალხი.

ნასიარულევი - იგივეა, რაც ნავალი.

ნასიკი - იხილე ნაშიკი.

ნასიმენტუ ფრანსიშკუ მანუელ დუ (ფსევდონიმი - ფილინტუ ელიზიუ) - პორტუგალიელი პოეტი (1734-1819 წწ).

ნასიმი (ნესიმი) (ნამდვილი სახელი სეიდ იმადედდინ) - აზერბაიჯანელი პოეტი (დაახლოებით 1369-1417 წწ).

ნასიმინდარი - ადგილი, სადაც სიმინდი იყო დათესილი.

ნასირ ალ-დინ ტუსი აბუ ჯაფარ მუჰამად იბნ მუჰამად იბნ ჰასან აბუ ბაქრ - შუა საუკუნეების აღმოსავლეთის მეცნიერ-ენციკლოპედისტი და სახელმწიფო მოღვაწე, წერდა არაბულ და სპარსულ ენებზე (1201-1274 წწ).

ნასირია (ელ-ნასირია) - ქალაქი ერაყში, დიკარის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი (225 ათასი).

ნასიროვა ჰალიმა - ოპერის უზბეკი მომღერალი ქალი (სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1913 წელს).

ნასირ ხოსროვი აბუ მუინ ალ-ყობადიანი ალ-მარვაზი - სპარსული ლიტერატურის წარმომადგენელი, პოეტი და მოაზროვნე (1004-1072 წწ).

ნასისხლი (ნასისხლარი) - რასაც სისხლი აჩნევია, სისხლიანი კვალი.

ნასიცხი

1) წითელი გამონაყარი სხეულზე სიცხის გამო.

2) იგივეა, რაც დასიცხული.

ნასიცხარი - დიდი სიცხისაგან გახურებული.

ნასიძარი - ვისიმე სიძედ ნამყოფი.

ნასიძე სულხან - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1927-1996 წწ).

ნასკვი

1) თოკის, ძაფის და მისთამების ერთმანეთთან გადაბმის ადგილი, კვანძი.

2) (ბოტანიკაში) ბუტკოს ქვედა, გაფართოებული ნაწილი, რომელიც ნაყოფად ვითარდება.

ნასკვიანი - რასაც ნასკვი აქვს.

ნასკოპიები - ალგონკინურენოვანი ინდიელი ტომი, ცხოვრობენ კანადის ლაბრადორის ნახევარკუნძულზე.

ნასმენი - რაც მოისმინეს, რასაც ისმენდნენ, მოსმენილი, გაგონილი.

ნასო - ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი (170 ათასი).

ნასოვდაგრალი - სოვდაგრად ნამყოფი, ყოფილი სოვდაგარი.

ნასომხარი - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალის სახელი 1955 წლამდე.

ნასოფლარი - ადგილი, სადაც წინათ სოფელი იყო.

ნასპერი - სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ნასრა - ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა წარმომადგენელი, გვარამ (გუარამ) მამფალის ძე (გარდაიცვალა 888 წელს).

ნასრ ალ-დინ-შაჰი - ირანის შაჰი ყაჯართა დინასტიისა (1831-1896 წწ).

ნასრევი - იგივეა, რაც ნასროლი.

ნასრეტდინოვა ზაითუნა - ბალეტის ბაშკირი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1923 წელს).

ნასროლი - რაც ისროლეს, რაც ესროლეს.

ნასტაგისი (ნასტაკისი) - მინდორი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას, სადაც უძველესი ქართული სარწყავი არხი არსებობდა.

ნასტიები (ბერძნ.) - ფოთლების, ყვავილის ფურცლების და მცენარის სხვა ორგანოების გარკვეული მიმართულების არმქონე მოძრაობანი გამღიზიანებლის (სინთლის, ტემპერატურის) ზემოქმედების პასუხად.

ნასტიწუპი - მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე.

ნასტურანი (ბერძნ.) - ძლიერი რადიოაქტიური მინერალი, ურანინიტის სახესხვაობა, ერთ-ერთი ძირითადი მადანი ურანის მისაღებად.

ნასუნთქი - რაც ისუნთქეს, ამონასუნთქი.

ნასუფრალი - ჭამის შემდეგ დარჩენილი საჭმლის ნარჩენები.

ნასუქი - პირუტყვი, რომელსაც საგანგებოდ ასუქებდნენ, საერთოდ გასუქებული.

ნასყიდა - XVIII საუკუნის ოსტატი, რომელმაც ლეჩხუმის სოფელ მცხეთაში ააშენა მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია.

ნასყიდი - იგივეა, რაც ნაყიდი.

ნასყიდობა - სათანადოდ გაფორმებული ყიდვა-გაყიდვა, სავაჭრო გარიგება.

ნასწავლები - რაც ასწავლეს ვინმეს.

ნასწავლი

1) ვინც სწავლა მიიღო, განათლებული.

2) ვინც სწავლობდა.

3) რაც ისწავლეს, დასწავლილი.

ნასწავლობა - ნასწავლის მდგომარეობა.

ნასწორები - რასაც ასწორებდნენ, გასწორებული.

ნასხეპი

1) რაც გასხიპეს, ჩამონაჭერი.

2) (კუთხურად) იგივეა, რაც ფეშხო.

ნასხვისარი - ადრე სხვისად ნამყოფი, სხვისეული.

ნასხვისარობა - ნასხვისარის თვისება.

ნასხლავი - სხვლის დროს მოჭრილი.

ნასხლევი - იგივეა, რაც ნასხლავი.

ნასხლეტი

1) რაც სადმე ასხლტა, ასხლეტილი, მოსხლეტილი.

2) ცხვარი, რომელიც ფარას ასხლტა.

ნასხლტომი - იგივეა, რაც ნასხლეტი.

ნასხურები

1) რაც ასხურეს რასმე, ვისმე.

2) რასაც ასხურეს რამე, რასაც დაესხურა რამე.

ნასხური - იგივეა, რაც ნასხურები.

ნატა ჯულიო - იტალიელი ქიმიკოსი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კ.ციგლერთან ერთად (1903-1979 წწ).

ნატალი

1) ქალაქი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რიუ-გრანდი-დი-ნორტის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (515 ათასი).

2) პროვინცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ნატამალი

1) სულ მცირე ნარჩენი რისამე; ნასახი.

2) იგივეა, რაც ნასახლარი.

3) (ძვ.) შთამომავალი, ნათესავი, თვისტომი.

ნატამიცინი - ხელოვნურად მიღებული კონსერვანტი. მიიღება მიკროორგანიზმებისაგან და აქვს ანტიბიოტიკური თვისება. გამოიყენება მხოლოდ გამოყვანილი და დამარილებული ძეხვეულისა და ყველის ზედაპირის დასაცავად.

ნატანები

1) მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას.

2) სოფლების ზემო ნატანების და ქვემო ნატანების გავრცელებული სახელწოდება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

ნატანი ჟაკ პარიმო - ბულგარელი ისტორიკოსი და ეკონომისტი (1902-1974 წწ).

ნატანსონი იაკუბ - პოლონელი ქიმიკოსი (1832-1884 წწ).

ნატანჯი - ვინც, რაც ტანჯეს, ან იტანჯა, ნაწამები, ნაწვალები.

ნატარები - რაც, ვინ ატარეს.

ნატაცები - რასაც იტაცებდნენ, მოტაცებული, დატაცებული.

ნატაძრევი - სადაც წინათ ტაძარი იყო, ტაძრის ნანგრევები.

ნატახტარი

1) სადაც წინათ მეფის სასახლე იყო.

2 ) მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე.

3) (ყოფილი საფურცლე) - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან - 520 მეტრი, მცხეთიდან - 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1191 კაცი. II საუკუნეში აქ ქართლის მეფე ამაზასპმა დაამარცხა ალანთა ლაშქარი. IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელ ნინოს მცხეთის მოსახლეობასთან ერთად საფურცლელი მწყემსებიც შეეგებნენ. 1514 წლეს ავგიორგიმ (კახეთის მეფე გიორგი II) საფურცლეში მოკლა თავისი მამა ალექსანდრე I.

ნატახტაშდუდი - მთა და უღელტეხილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

ნატბევარი

1) სადაც წინათ ტბა იყო.

2) ამომშრალი ტბა.

ნატბეური - XII-XIII საუკუნეების მინის საწარმოს ნაშთი სოფელ ნიჩბისთან.

ნატბეურის მთა - მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ნიჩბისის სერის განშტოებაზე (სიმაღლე - 1560 მეტრი).

ნატერი გილბერტ უორენ - ამერიკელი ეკონომისტი (დაიბადა 1923 წელს).

ნატერფალი - ტერფის ანაბეჭდი.

ნატეხარი - თიხის ჭურჭლის ნატეხი, რომელიც კიდევ გამოდგება რამისთვის.

ნატეხი

1) რაც მოტეხეს ან მოსტყდა რასმე.

2) ადგილი, საიდანაც მოატეხეს ან მოტყდა რამე.

3) გატეხილი, დამტვრეული.

ნატვირთი - რაც იტვირთეს; ნაკისრი.

ნატვრა - დიდი სურვილი რისამე.

ნატვრის ხე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1976 წელს. დამდგმელი რეჟისორი - თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები - რევაზ ინანიშვილი და თენგიზ აბულაძე. დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. კომპოზიტორები - ბიძინა კვერნაძე და იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), სოსო ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეთე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (ბუნბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი, სესილია თაყაიშვილი, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, დავით პაპუაშვილი, ბორის წიფურია, ია ხობუა, მზია მახვილაძე, ლეილა ძიგრაშვილი.

ნატი (ნატა)

1) თალათინი, ზამში.

2) ქვეშ გასაგები ტყავის საფენი.

ნატირალი - იგივეა, რაც ნამტირალევი.

ნატირები - ვინც ტიროდა, ნამტირალევი.

ნატისუსალი - მატყლის, ბამბის და მისთანების ნამწვის სუნი, ტრუსის სუნი.

ნატიფი - ლამაზად გამოკვეთილი, მშვენიერი, მოხდენილი, ფაქიზი.

ნატკენი - რაც ეტკინათ, რაც იტკინეს; დაშავებული.

ნატკეპნი - რაც ტკეპნეს, დატკეპნილი.

ნატკეჩი - ფიცრის, ხისა და მისთანათა თხელი ანახეთქი.

ნატო (აბრევიატურა, North Atlantic Treaty Organization, NATO) - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია; სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც 1949 წლის 4 აპრილში შეიქმნა ვაშინგტონში.

ნატორი - რასაც ტორი მოხვდა, ტორის კვალი.

ნატორპი პაულ - გერმანელი ფილოსოფოსი (1854-1924 წწ).

ნატოტარი - ცხოველის ტოტის (ფეხის) კვალი.

ნატრაძე გიორგი - მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე (1874-1910 წწ).

ნატრი (მწვავე ნატრი) - იგივეა, რაც კაუსტიკური სოდა.

ნატრიუმი (Na)- ქიმიური ელემენტი, რბილი მოვერცხლისფრო ლითონი. ატომური ნომერი 11, ატომური მასა 22,98977.

ნატრიუმის სულფიტი - გოგირდოვანი მარილი, იყენებენ ფოტოგრაფიაში.

ნატროშვილი გიორგი - მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1910-1998 წწ).

ნატროშვილი თამაზ - მწერალი (დაიბადა 1937 წელს).

ნატრული

1) რაც, ვინც ინატრეს; რაც, ვინც ენატრებათ.

2) იგივეა, რაც დანატრებული.

ნატრუსი - რაც იტრუსებოდა, გარუჯული.

ნატუნა - იხილე ბუნგურანი.

ნატურა (ლათ.)

1) რაც არსებობს სინამდვილეში, ბუნებრივი, ნამდვილი გარემო.

2) (წიგნიერი) ადამიანის ხასიათი, ტემპერამენტი.

3) საქონელი, პროდუქტები და მისთანები, როგორც ფულის ნაცვლად გადასახდელი საშუალება.

ნატურალიზაცია (ლათ.) - სახელმწიფოს მიერ უცხოელის მიღება მოქალაქედ, ქვეშევრდომად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება.

ნატურალიზმი - ლიტერატურასა და თეორიაში მიმდინარეობა, რომელიც აიგივებს ბუნებისა და საზოგადოების კანონებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სინამდვილის გარეგნულ მხარეს, მის ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოცემას.

ნატურალისტი

1) ბუნების შემსწავლელი, ბუნებისმეტყველი.

2) ნატურალიზმის მიმდევარი.

ნატურალური

1) სუფთა, შეურეველი, ბუნებრივი სახით არსებული.

2) რასაც, ფულით კი არა, პროდუქტებით, საქონლით იხდიან.

ნატურალური მეურნეობა - მეურნეობა, სადაც პროდუქტებს აწარმოებენ პირადი მოხმარებისათვის და არა გასაყიდად.

ნატურალური რიცხვები - მთელი დადებითი რიცხვები: 1, 2, 3, 4, 5 და ასე შემდეგ.

ნატურმორტი (ფრანგ.) - ნახატი, სურათი, რომელზედაც გამოსახულია უსულო საგნები: ყვავილები, ხილი, ნანადირევი, გაწყობილი სუფრა და ა.შ.

ნატურული

1) ნატურიდან ხატვასთან დაკავშირებული.

2) პავილიონის გარეშე წარმოებული კინოგადაღება.

ნატურფილოსოფია (გერმ.) - ბუნების ფილოსოფია, მოძღვრება, რომელიც ცდილობდა ბუნების შესახებ ცოდნის დასრულებული სისტემა მოეცა ფილოსოფიის განყენებულ პრინციპებზე (და არა ცდისეულ მეცნიერებათა გამოკვლევებზე) დამყარებით. განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია მე-16-18 საუკუნეებში.

ნატუსაღარი (ნატუსაღები) - ტუსაღად ნამყოფი.

ნატუჩარი - რასაც ტუჩები შეახეს.

ნატყევარი - ადგილი, სადაც წინათ ტყე იყო.

ნატყეპი - ვინც ტყიპეს, გატყეპილი.

ნატყვევარი - ტყვედ ნამყოფი.

ნატყვენავი - (წიგნიერი) ომში ნაშოვარი, ნადავლი.

ნატყვიარი - ადგილი, სადაც ტყვია მოხვდა ვისმე, რასმე.

ნატყორცნი - რაც ტყორცნეს, ნასროლი.

ნატყუარი - ყალბი, მოგონილი.

ნაუბარი - ნათქვამი, ნალაპარაკევი.

ნაუელ-უაპი - ტბა არგენტინაში.

ნაუიო-აკმიანე - ქალაქი ლიტვაში.

ნაუმბურგი - ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში (30 ათასი).

ნაუმოვი ვლადიმერ - რუსი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1927 წელს).

ნაურვალი - კარგად მოვლილი ცხენი.

ნაური - უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონზე.

ნაურმალი - ურმის ნავალი, ნაკვალევი.

ნაურუ (ნაურუს რესპუბლიკა, ნაურუს ენაზე Ripublik Naoero, ინგლ. Republic of Nauru, ცნობილია, აგრეთვე, როგორც „სიამოვნების კუნძული“).
- ჯუჯა სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მიკრონეზიაში, ამავე სახელწოდების კუნზულზე.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიისგან) - 1968 წლის 31 იანვარი.
- ეროვნული დევიზი - „God's Will First“ (უპირველესად ღმერთი).
- ჰიმნი - „Nauru Bwiema“.
- მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
- ფართობი - 21,3 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 14 ათასი.
- სიმჭიდროვე - 649 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენები: ინგლისური და ნაურუ.
- ოფიციალური დედაქალაქი არ გააჩნია.
- ვალუტა - ავსტრალიური დოლარი.
- ქვეყნის კოდი - NRU.
- დროის სარტყელი - UTC +12.
- სატელეფონო კოდი - +674.
- ინტერნეტ-დომენი - NR.

ნაურცევი - მთა საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე (სიმაღლე - 1398 მეტრი).

ნაუსი (არაბ.)

1) არაბულენოვანი ავტორების შრომებში - არამუსლიმანური ხალხების სამარხი ნაგებობანი შუა და წინა აზიაში.

2) აღმოსავლეთმცოდნეობისა და არქეოლოგიურ ლიტერატურაში - თიხის ან ქვის აკლდამები, რომლებსაც ზოროასტრის მიმდევრები აგებდნენ.

ნაუტილუსი (ზოოლ.)

1) ერთგვარი თავფეხიანი მოლუსკების სახელწოდება, ეს მოლუსკები გავრცელებულია ინდოეთის ოკეანეში.

2) კაპიტან ნემოს წყალქვეშა ხომალდის სახელწოდება ჟიულ ვერნის რომანში „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“.

ნაუტოფონი (ბერძნ.) - შუქურაზე გამართული ელექტროაკუსტიკური აპარატი გემებისათვის მკვეთრი ხმოვანი სიგნალის მისაცემად ნისლის ან ღრუბლიანი ამინდის დროს.

ნაუღლარი - უღლის ნადგამი ადგილი.

ნაუცბადევი - მეტად სწრაფად გაკეთებული; ნაჩქარევი.

ნაფაა მუჰამად - ტუნისის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).

ნაფაზი (არაბ.) - თამბაქოს ბოლის ფილტვებში ჩაშვება, ჩაყლაპვა და ამოშვება.

ნაფარეული - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ლოპოტის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, თელავიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2577 ადამიანი. ნაფარეულში შემორჩენილია სათავდაცვო ნაგებობა - ციხე-გალავანი. აშენებული XVIII საუკუნეში ლეკთა გამუდმებული თავდასხმების დროს. ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება და დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ორიარუსიანი გალავნის ქვედა იარუსი ყრუა, ზედაზე სათოფურებია. გალავნის კუთხეებში დაყოლბულია კოშკები, რომელთაც შესასვლელი მხოლოდ ეზოს მხრიდან აქვთ. კოშკებში სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეებია დატანებული.

ნაფარცხი - რაც ფარცხეს, დაფარცხული.

ნაფასური - იგივეა, რაც საფასური.

ნაფაღაური - ყოფილი სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

ნაფეთქი - რამაც იფეთქა.

ნაფენი - რაც სადმე (რამეზე) ეფინა, დაფენილი.

ნაფერდალი - ფერდის ქონი, მუცლის ქონი.

ნაფერები - ვისაც, რასაც ეფერებოდნენ.

ნაფერთალი - რისამე მცირე ნაწილი, ნაფლეთი, ნაგლეჯი, ფარტენა.

ნაფერი - დაფერილი, შეფერილი.

ნაფეტვარიძე გიორგი - პოეტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1919-1942 წწ).

ნაფეშქაშარი (ნაფეშქაშები) - რაც ვისმე უფეშქაშეს, ნაჩუქარი, ნაძღვნევი.

ნაფეხური - ფეხის დანადგამი ადგილი, ფეხის ანაბეჭდი.

ნაფთალანი - ქალაქი აზერბაიჯანში, მცირე კავკასიონის მთისწინეთში.

ნაფთალინი (ბერძნ.) - მძაფრი სუნის მქონე თეთრი კრისტალური ნივთიერება. ხმარობენ მედიცინასა და ტექნიკაში, აგრეთვე შალეულის ან ბეწვეულის დასაცავად ჩრჩილისაგან.

ნაფთევი - ცელის ერთი მოსმით მოთიბული ბალახი.

ნაფილნარი - სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

ნაფისი საიდ - ირანელი ფილოლოგი და მწერალი (1896-1966 წწ).

ნაფიფქი - რისამე ზედაპირზე არსებული უმცირესი ნაწილაკების თხელი ფენა.

ნაფიქრი (ნაფიქრალი) - რაც იფიქრეს, რაც მოიფიქრეს ან გაიფიქრეს.

ნაფიცი

1) ვინც დაიფიცა.

2) ნაფიცი მსაჯულები - მოსახლეობის მიერ არჩეული პირები, რომლებსაც გამოაქვთ გადაწყვეტილება ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების შესახებ.

ნაფიჩხოვო - სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

ნაფლატისწყალი - მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ნაფლეთი - ნახევი, ნაგლეჯი, ნაკუწი.

ნაფოტა (Rutilus) - მდინარის პატარა თევზი კობრისებრთა ოჯახისა.

ნაფოტი - ხის ანახეთქი, ხის ანათალი.

ნაფოფინები - ვისაც, რასაც ეფერებოდნენ, ეალერსებოდნენ.

ნაფოშტუ - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ნაფრენი

1) ვინც, რამაც იფრინა.

2) რაზედაც, რის თავზედაც იფრინეს.

3) (გადატანით) ნახტომი.

ნაფრონტალი - ფრონტზე ნამყოფი, ფრონტიდან დაბრუნებული.

ნაფრქვევი - რაც აფრქვიეს, დაფრქვეული.

ნაფტალინი (ბერძნ.) - თეთრი, კრისტალური ნივთიერება მძაფრი სუნისა; იყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში, აგრეთვე შალეულისა და ბეწვეულის დასაცავად ჩრჩილისაგან.

ნაფუზარი - იხილე ნაფუძარი.

ნაფურთხი - რაც გადააფურთხეს, ფურთხი.

ნაფუძარი - განოყიერებული, გაპატივებული მიწა.

ნაფქვავი - იგივეა, რაც დაფქული.

ნაფშვენი - რაც დაიფშვნა, რისამე ფშვნის შედეგად დარჩენილი.

ნაფშვნეტი - რაც დაიფშვნიტა, ფშვნეტით მიღებული.

ნაფშრუკი - რაც აფშრუკეს, აფშრუკული.

ნაფცქვენი - ფცქვნით მოცილებული კანი (ბოსტნეულის, ხილის).

ნაფხაჭნი - დაფხაჭნის კვალი; ნაკაწრი.

ნაფხეკი - რაც ფხიკეს.

ნაფხვენი - რაც დაიფხვნა; ნაფშვენი; ფხვნილი.

ნაფხიზლარი - ფხიზლად ნამყოფი.

ნაფხრეწი - რისამე მოფხრეწილი ნაწილი; ნაგლეჯი.

ნაქადაგები - რაც იქადაგეს.

ნაქალაქარი

1) თემის საკრებულო თიანეთის მუნიციპალიტეტში (სოფლები: ბეწენწურები, დორეულები, ვეძათხევა, ზემო ნაქალაქარი, მაგრანეთი, ქვემო ნაქალაქარი).

2) სოფლების ზემო ნაქალაქარისა და ქვემო ნაქალაქარის გავრცელებული სახელი (თიანეთის მუნიციპალიტეტი).

3) ძველი ქალაქის ნაშთები, არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია.

4) ადგილი, სადაც წინათ ქალაქი იყო.

ნაქალაქევი

1) სოფლები ასპინძის, სენაკის და ცხონვალის მუნიციპალიტეტებში.

2) იგივეა, რაც ნაქალაქარი.

ნაქანდაკები - რაც აქანდაკეს; გამოქანდაკებული.

ნაქარგი - რაც ქარგეს, მოქარგული.

ნაქარგობა

1) ნაქარგის ხასიათი, ხარისხი, თვისება.

2) (კრებითი) მოქარგული ქსოვილები.

ნაქარი

1) ქარისაგან ჩამოყრილი.

2) ქარისაგან მობერილი, მოტანილი.

ნაქაფი - დუღილის დროს სითხის თავზე მოგდებული ქაფი.

ნაქაჩი - იგივეა, რაც წყალმაჭარა.

ნაქაჯი - საქაჯავით ჭაჭიდან გამოწურული ტკბილი.

ნაქები - ვინც, რაც აქეს.

ნაქეზები - ვისაც აქეზებდნენ, წაქეზებული.

ნაქეიფარი - ვინც იქეიფა; ქეიფში ნამყოფი.

ნაქენჯნი - ნაწვალები, ნატანჯი.

ნაქერალა - მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნაქერალას ქედზე (1570 მეტრი).

ნაქერალი (ნაქერალა) - ქედი და უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ნაქერალი

1) სადაც წინათ (წინა წელს) ქერი იყო დათესილი.

2) რაზედაც ჯერ ქერი დაფქვეს (და შემდეგ სხვა რამე).

ნაქერქალი - ხის გამხმარი ქერქი.

ნაქვრივალი - ქვრივად ნამყოფი.

ნაქი - რბილი სასის წაგრძელებული ბოლო ნაწილი.

ნაქირავები - რაც, ვინც იქირავეს.

ნაქლიბი - ქლიბით აცლილი წვრილი ნაწილაკები.

ნაქმნარი - იგივეა, რაც ნაქნარი.

ნაქმრევი

1) ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა და აღარა ჰყავს.

2) ვისიმე ქმრად ნამყოფი მამაკაცი.

ნაქნარი - გაკეთებული, ქმნილი, ნამოქმედარი.

ნაქონი - რაც წინათ ვისმე ჰქონდა.

ნაქონრატჩასიმა (კორატი) - ქალაქი ტაილანდში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (200 ათასი).

ნაქორწილევი (ნაქორწინები) - ვინც იქორწინა.

ნაქროლი - რისამე ქროლის კვალი, ნიშანი.

ნაქსოვი

1) რაც მოქსოვეს; მოქსოვილი.

2) იგივეა, რაც ქსოვილი.

ნაქსოსი

1) კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.

2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულ ნაქსოსის ეპონიმი, ენდიმიონის ვაჟი.

ნაქტონგანი - მდინარე სამხრეთ კორეაში, ერთვის კორეის სრუტეს (სიგრძე - 526 კილომეტრი).

ნაქურდალი - ქურდობით ნაშოვნი, მოპარული.

ნაქურდევი - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ნაქურთენი - ხის ქერქსა და მერქანს შორის არსებული შრე.

ნაქურჩალი

1) ხახვის, ნივრის და მისთანების ბოლქვების გარეთა მშრალი ფურცლები.

2) (კუთხურად) იგივეა, რაც ფუჩეჩი.

ნაქუსლარი - ნატერფალი, ნაფეხური, ნაკვალევი.

ნაქუჩი - მარცვალგაცლილი სიმინდის ტარო.

ნაქუხი (ნაქუხარი) - რამაც იქუხა.

ნაქცევი - რაც იქცევა რადმე; ქცეული.

ნაღადრი - ღრმად ნაკაწრი; ნაფხაჭნი.

ნაღალატევი - ვისაც, რასაც უღალატეს.

ნაღამევი - ღამეგამოვლილი.

ნაღამური

1) იგივეა, რაც ნაღამევი.

2) დრო, როდესაც ღამე უკვე გადასულია; თენდება.

ნაღარა (სპარს.) - ლითონის საცმელი საკრავი, მრგვალძირიანი, ქვაბის მოყვანილობისა, პირზე ტყავგადაკრული.

ნაღარი

1) რაც დაიღარა, დაღარული; დანაოჭებული.

2) ხნულებს შუა დარჩენილი კორდი.

ნაღაში ჰოვნათან - სომეხი აშუღი და მხატვარი (1661-1722 წწ).

ნაღბოუ - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ნაღდი (სპარს.)

1) ისეთი (ფული), რომელიც ნამდვილად აქვთ ხელზე.

2) ნამდვილი, უტყუარი.

ნაღება

1) იხილე ნაგება.

2) მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ერთვის წამერს.

ნაღები

1) ადუღებული რძის ზედაპირზე სქლად მოგდებული ცხიმი.

2) იგივეა, რაც შეღებილი.

3) სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ნაღელვები - ვინც იღელვა.

ნაღერალა - (კუთხურად) მოჭრილი სიმინდის ღერო, მიწაში ჩარჩენილი.

ნაღერღალი - დაფშვნილი, დაფხვნილი.

ნაღერღი - რაც დაღერღეს, დაღერღილი.

ნაღეჭი - რასაც ღეჭავდნენ, რაც ღეჭეს.

ნაღვარევი

1) მშრალი ხევი.

2) ადგილი, სადაც ღვარი მოედინებოდა.

3) (ნაღვარევისწყალი) მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანისწყლის ზემო დინება.

4) (ნაღორევი) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემის საკრებულო). 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 61 კაცი.

3) სოფელი შუახევისა მუნიციპალიტეტში.

ნაღვარი

1) რაც დაღვარეს ან დაიღვარა; დაღვრილი.

2) იგივეა, რაც ნაღვარევი.

ნაღვაწი

1) რაც იღვაწეს, მოღვაწეობით მოპოვებული, შექმნილი.

2) ვინც იღვაწა; ნაშრომი, ნაჯაფი.

ნაღველა (Gentiana) - მცენარეთა გვარი ნაღველასებრთა ოჯახისა; ერთ ან მრავალწლოვანი ბალახი.

ნაღველი

1) მომწვანო-ყვითელი ფერის მწარე სითხე, რომელსაც გამოიმუშავებს ღვიძლი.

2) (გადატანით) დარდი, კაეშანი, სევდა, მწუხარება, ჯავრი.

ნაღველმორეული - დადარდიანებული, სევდიანი.

ნაღვენთი - დაღვენთებული წვეთი ან წვეთები.

ნაღვერდალი - ნაკვერჩხალი (ბევრი ერთად).

ნაღვინარი

1) იგივეა, რაც ნაღვინევი.

2) ისეთი (ჭურჭელი), რაშიც ღვინო ესხა.

ნაღვინევი - ვინც ღვინო დალია; ნასვამი, მთვრალი.

ნაღვლიანი - დარდიანი, სევდიანი.

ნაღი მუჰამად - არაბი ფერმწერი და გრაფიკოსი (1888-1956 წწ).

ნაღიტა - პატარა ტანისა, დაჩაგრული (საქონელი).

ნაღლი (სახიობა) - თავისებური ჟანრის თეატრი, ზმებისა და გამოცანების ამოხსნის, ზღაპრის მთხრობელობის სანახაობა.

ნაღმი - ძლიერი ფეთქებადი ჭურვი.

ნაღმმტყორცნელი - სამხედრო მოსამსახურე, ნაღმსატყორცნის მსროლელი.

ნაღმოსანი - საბრძოლო ხომალდების კლასი, რომლის დანიშნულებაა მტრის განადგურება ტორპედოებით.

ნაღმსატყორცნი - საარტილერიო შეიარაღების ერთ-ერთი სახეობა; გლუვლულიანი იარაღი.

ნაღობარი - ღობის ნარჩენი; ღობიდან გამოძრობილი, გამომტვრეული (წნელი).

ნაღობი - რაც შეღობეს, გადაღობილი, შეღობილი.

ნაღობილევი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ნაღმარი

1) ადგილი, სადაც ღომი ეთესა.

2) (ნაგომარი) - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ნაღორევი (ნაღვარევი) - იხილე ნაღვარევი2.

ნაღრანტი - წყლისაგან ჩაღრმავებული, ჩანათხარი, ჩახრამული (ხევი...).

ნაღრძობი - რაც იღრძეს; სახსარში ამოვარდნილი.

ნაყავიჩო (პაკლეჩო) - მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაკრატელას ქედზე (3015 მეტრი).

ნაყალბევი - ყალბი, შეთითხნილი რამ.

ნაყამირალი - ყამირი, რომელიც მოხნეს.

ნაყანევი - ადგილი, სადაც წინათ ყანა იყო.

ნაყარი

1) ძირს დაყრილი.

2) ახლად ამოყრილი ყლორტები.

3) განშტოებული რქები (ირმისა, შვლისა...).

4) ახლად გამოჩეკილი ფუტკარი.

ნაყარნუყარი - გამოუყენებელი, უვარგისი, გადსაყრელი რამ.

ნაყაჩაღარი

1) ყაჩაღად ნამყოფი.

2) ყაჩაღობით შეძენილი, ნაშოვნი.

ნაყენი

1) ზოგი ხილის, კენკრის ან სხვა მცენარის შაქრიანი წვენი, არაყში შერეული.

2) სპირტში ნადები მცენარეული ან ცხოველური ნივთიერების ხსნარი ან გამონაწური.

ნაყვავილარი

1) ადგილი, სადაც ყვავილები იყო.

2) ყვავილისაგან (მნიშვნელობა 2) დაჩნეული ნაჩვრეტები (ადამიანის სახეზე).

ნაყიდი - რაც იყიდეს; ყიდვით შეძენილი.

ნაყინი - გაყინული ტკბილი საჭმელი, მომზადებული ნაღებისაგან, ხილის წვენისაგან და სხვა.

ნაყმევი - ყმად ნამყოფი.

ნაყოლი

1) ვინც ან რაც ვისმე ჰყავდა.

2) ვინც ეყოლათ, შეეძინათ.

ნაყოფედი - ნაყოფების კრებული, რომელიც წარმოდგენილია ყვავილედის რამდენიმე ყვავილისაგან განვითარებული ნაყოფების შეზრდით და ერთი მთლიანი ნაყოფის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ნაყოფი

1) მცენარის ის ნაწილი, რომელიც ვითარდება ყვავილიდან (მეტწილად ნასკვიდან) განაყოფიერების შემდეგ.

2) ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების ჩანასახი დედის მუცელში.

3) (გადატანით) რაც რამესგან არის მიღებული, რისამე შედეგი.

ნაყოფიანი

1) რასაც ნაყოფი აქვს; მსხმოიარე.

2) იგივეა, რაც ნაყოფიერი.

ნაყოფიერება

1) მოსავლიანობა (მიწისა, ნიადაგისა).

2) შვილიერება.

ნაყოფსაფარი (პერიკარპიუმი) - მცენარის ნაყოფის კედელი, რაც ფარავს თესლს.

ნაყრი - მცირეოდენი საჭმელი ლუკმა.

ნაყრიანობა - ფუტკრის გამრავლება, მატება.

ნაშალი

1) გაშლილი, გადმოშლილი, ჩამოშლილი.

2) ნანგრევი.

3) (კუთხურად) ხურდა ფული.

ნაშალაშინები - რაც გააშალაშინეს; გაშალაშინებული.

ნაშალვისღელე - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი.

ნაშამგუ - სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

ნაშარაბი - იგივეა, რაც მაშარაბი.

ნაშაშრი - იგივეა, რაც დაშაშრული.

ნაშეგირდალი - შეგირდად ნამყოფი; ნამოწაფარი.

ნაშენები - იგივეა, რაც ნაშენი (მნიშვნელობა 1).

ნაშენი

1) რაც ააშენეს, აშენებული, ნაგები.

2) მონაგები, ნამატი.

3) (გადატანით) შთამომავლობა, მოდგმა.

ნაშენობა - (ძველად) ნაგებობა.

ნაშველი - ვისაც უშველეს.

ნაშვილები (ნაშვილევი) - ვინც იშვილეს, შვილად აყვანილი.

ნაშთი

1) რისამე არსებობის კვალი, ადრე არსებულის ნიშანი; გადმონაშთი. ნარჩენი.

2) (მათემატიკაში) რიცხვი, რომელსაც მივიღებთ გასაყოფს რომ განაყოფის მთელი ნაწილისა და გამყოფის ნამრავლი გამოვაკლოთ.

ნაშთქოლი - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნაშიერი

1) შთამომავალი, შთამომავლობა.

2) ზრდადაუმთავრებელი ცხოველი, რომელსაც დედა მფარველობს.

ნაშიკი (ნასიკი) - ქალაქი ინდოეთის მაჰარაშტრის შტატში (650 ათასი).

ნაშიმშილები - ვინც აშიმშილეს, ვინც იშიმშილა.

ნაშკოდრის ქედი - ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება.

ნაშობი - შობილი, დაბადებული, გაჩენილი.

ნაშოვარი

1) იგივეა, რაც ნაშოვნი.

2) სოფლების ზემო ნაშოვრისა და ქვემო ნაშოვრის გავრცელებული სახელწოდება (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი).

ნაშოვნი - რაც იშოვეს.

ნაშრომი

1) შრომით მოპოვებული, შრომით შექმნილი.

2) სამეცნიერო თხზულება, გამოკვლევა.

ნაშუადღევი - შუადღის შემდეგი დრო.

ნაშუაღამევი - შუაღამის შემდეგი დრო.

ნაშური

1) უბრალო ქსოვილი.

2) ფიცარი, რომელსაც ცალი გვერდის გასწვრივ კიდეები ოდნავ მომრგვალებული აქვს.

ნაჩერქეზევი - ადგილი ქალაქი საჩხერის დასავლეთ ნაწილში, სადაც აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. III ათასწლეულის I ნახევარი და შუა წლები) სამაროვანი.

ნაჩეჩი - რაც ჩეჩეს, დაჩეჩილი, განაჩეჩი.

ნაჩეხი

1) რაც გაჩეხეს, რაც დაჩეხეს.

2) ნაპობი, ნახეთქი.

ნაჩვალი - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, საკენის მარცხენა შენაკადი.

ნაჩვევი

1) დაჩვეული, მიჩვეული, შეჩვეული.

2) გამოცდილი, ნაცადი.

ნაჩვენები - რაც აჩვენეს ან რასაც აჩვენებდნენ.

ნაჩვრეტი - ნახვრეტი, ნასვრეტი.

ნაჩიჩქნი - რაც ჩიჩქნეს.

ნაჩლიქარი - ჩლიქის ანაბეჭდი, კვალი.

ნაჩორკნი - უხეშად, უსწორმასწოროდ გათლილი.

ნაჩუმათევი - ჩუმად, ფარულად, საიდუმლოდ გაკეთებული.

ნაჩურუ - ტბა, იხილე ხარკალუ.

ნაჩუქარი - რაც აჩუქეს ვისმე.

ნაჩქარევი - ნაადრევად, კარგად მოუფიქრებლად გაკეთებული; აჩქარებული.

ნაჩხატი - ერთი ან ორი წლის უხნავი მიწა.

ნაჩხეტაური - ყოფილი სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

ნაჩხვლეტი

1) რასაც უჩხვლიტეს; სადაც უჩხვლიტეს ვისმე, რასმე.

2) ჩხვლეტით გამოყვანილი (სახეები ქსოვილზე...).

ნაჩხუბარი - ვინც იჩხუბა; წაჩხუბებული.

ნაცაგდორჟი დაშდორჟიინ - მონღოლი მწერალი (1906-1937 წწ).

ნაცადი

1) რაც სცადეს, გამოსცადეს; გამოცდილი.

2) გამოცდილების მქონე.

ნაცარა - ნაცრისფერი.

ნაცარგორა

1) სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში.

2) ცხინვალისა - ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით.

ნაცარგორისღელე - მდინარე ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი.

ნაცარი

1) წვის შედეგად დარჩენილი მტვრის მსგავსი მასა რუხი ფერისა.

2) მცენარეთა დაავადება, იწვევს ერთგვარი სოკოები.

ნაცარნარევი - რასაც ნაცარი ურევია.

ნაცარტუტა - წყალში მოდუღებული ნაცარი.

ნაცარულა - მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის აუზში.

ნაცარქათამა (Chenopodium) - ერთწლოვანი სარეველა ბალახი; აქვს მონაცრისფრო-მწვანე ფოთლები და ძალიან წვრილი ყვავილები; ფოთლებს მხლად ხმარობენ.

ნაცარქექია

1) ქართული ზღაპრის ცნობილი პერსონაჟი, ზარმაცი და უქნარა, რომელიც მოხერხებით დევებსაც კი სჯობნის.

2) (გადატანით) ზარმაცი, უქნარა ადამიანი.

ნაცარწმენდილი - იგივეა, რაც ნაცარტუტა.

ნაცატუ - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ნაცემი

1) ვისაც, რასაც სცემეს; გალახული.

2) ადგილი (სხეულზე), სადაც სცემს, ურტყეს.

ნაცეცხლარი

1) ადგილი, სადაც ცეცხლი ენთო.

2) რასაც ცეცხლის კვალი ატყვია.

ნაცვალგარდად - ერთმანეთის დახმარებით (რიგრიგობით).

ნაცვალგება - სანაცვლოს, სამაგიეროს გადახდა.

ნაცვალი

1) სამაგიერო, მაგიერი, მონაცვლე.

2) (ძველად) სოფლის მოხელე - მამასახლისის მოადგილე, თანაშემწე.

ნაცვალსახელი - მეტყველების ნაწილი, რომელიც სხვა სახელის ნაცვლად იხმარება.

ნაცვამი - რაც ვისმე უკვე ეცვა; ნახმარი.

ნაცვარი

1) ცვრად ჩამონადენი; ნაწური, ნაჟური.

2) რასაც ცვარი დაედო; დაცვარული.

ნაცვეთი - რაც ცვდებოდა; გაცვეთილი.

ნაცვენი - რაც ცვიოდა; ჩამოცვენილი.

ნაცვლად - თანდებული; იხმარება ნათესაობით ბრუნვასთან; მაგივრად, სამაგიეროდ.

ნაცვლიშვილი გია (გიორგი) - მოჭიდავე (სამბო, 68 კგ). ევროპის ჩემპიონი (1991), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1991) და სსრკ ჩემპიონატის მესამე (1990) პრიზიორი (დაიბადა 1966 წელს).

ნაცვლიშვილი დავით (ფსევდონიმი დონი) - მხატვარი-სატირიკოსი (1899-1971 წწ).

ნაცია (ლათ.) - ერი.

ნაციები - ციებით ნაავადმყოფარი.

ნაციზმი - გერმანული ფაშიზმი.

ნაცილი - იგივეა, რაც ტყუილი.

ნაციმბირალი - ციმბირში გადასახლებაში ნამყოფი.

ნაციონალიზაცია - მსხვილი კერძო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად.

ნაციონალიზმი - სახალხო მოძრაობა, რომლის მიზანია საკუთარი ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვება.

ნაციონალისტი - ნაციონალიზმის მიმდევარი.

ნაციონალური - იგივეა, რაც ეროვნული.

ნაცისტი - გერმანელი ფაშისტი.

ნაციხარი

1) ადგილი, სადაც წინათ ციხე იყო; ციხის ნანგრევები.

2) ციხეში, საპატიმროში ნაჯდომი.

3) ყოფილი სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ნაციხრისსერი - დაბალი სერი თბილისში, მდინარე ვერეს მარცხენა ნაპირას, ყოფს ვაკეს საბურთალოსგან.

ნაცნობი

1) ვინ, რაც გაიცნეს; ვისაც, რასაც იცნობენ.

2) პირი, ვისთანაც ნაცნობობა აქვთ.

ნაცნობობა

1) ურთიერთობა, როდესაც ერთმანეთს იცნობენ.

2) ნაცნობთა ერთობლიობა, ნაცნობები.

ნაცოდვილარი - ცოდვილობით, გაჭირვებით, ძლივს გაკეთებული რამ.

ნაცოლარი - ვისიმე ცოლად ნამყოფი ქალი.

ნაცოხნი - რაც ცოხნეს, დაცოხნილი.

ნაცრემლი

1) ცრემლით დასველებული.

2) ცრემლად დადენილი.

ნაცრიანი - რასაც ნაცარი აქვს შერეული ან მიკრული.

ნაცრისა - რუსული Золушка-ს ქართული შესატყვისი; კონკია.

ნაცრისფერი - რაც ფერით ნაცარს მოგვაგონებს; თეთრი და შავი ფერის ნარევი.

ნაცულარი - ცულის დარტყმის ადგილი; ცულის ნაკვალევი.

ნაცული - სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

ნაცუმე სოსეკი (ნამდვილი სახელი კანოსკე) - იაპონელი მწერალი (1867-1916 წწ).

ნაცხავატევი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ნაცხი - თხევადი გამონაყოფის ფენა, რომელიც წაცხებულია მინაზე მიკროსკოპული გამოკვლევისათვის.

ნაცხოვრები

1) ვინც იცხოვრა სადმე.

2) ცხოვრებაში გამოცდილი, ბევრის მნახველი.

ნაძალადევი

1) საკუთარ თავზე ძალდატანებით გამოწვეული; არაბუნებრივი.

2) ძალით, ძალდატანებით შეთავაზებული.

3) ძველი უბანი თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურისა და რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

4) (ყოფილი „ოქტომბერი“) - თბილისის მეტროპოლიტენის სადგური ძირითად ხაზზე. ამოქმედდა 1966 წელს.

ნაძალადეობა - არაბუნებრიობა, ხელოვნურობა.

ნაძარცვი - ძარცვით მოპოვებული.

ნაძებნი - რაც, ვინც ეძებეს.

ნაძენძი - რაც დაძენძეს ან დაიძენძა.

ნაძერწი - ძერწვით გამოყვანილი, გამოძერწილი.

ნაძვა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (გურნის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე ჭალის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ტყიბულიდან - 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1660 წელს.

ნაძვი (Picea) - წიწვოვანი ხე; აქვს წახნაგოვანი წიწვები და თავდაკიდებული გირჩები. მერქანს ხმარობენ სამშენებლოდ, მუსიკალური საკრავებისათვის და სხვა.

ნაძვიანი - იგივეა, რაც ნაძვნარი.

ნაძვნარი - ნაძვის ტყე.

ნაძიები - რასაც ეძებდნენ, რის პოვნაც ან მიღებაც უნდოდათ.

ნაძირალა

1) იგივეა, რაც ნაძირალი.

2) გადაგვარებული, გახრწნილი, ზნედაცემული ადამიანი.

ნაძირალი - რაიმე ჭურჭლის ძირზე დარჩენილი ლექი.

ნაძიძგნი - რასაც ძიძგნიდნენ, დაძიძგნილი.

ნაძლევი - იგივეა, რაც სანაძლეო.

ნაძმობი

1) იგივეა, რაც ძმადნაფიცი.

2) წაწალი (ვაჟა).

ნაძოვი (ნაძოვნი)

1) რაც მოძოვა (ცხოველმა).

2) სადაც ძოვდნენ, რასაც ძოვდნენ.

ნაძოძი - ნაგლეჯი, ნაფლეთი, ნახევი.

ნაძრახი - გალანძღული, სახელგატეხილი, აუგიანი.

ნაძღვნევი - რაც უძღვნეს.

ნაწამები - ვინც, რაც აწამეს.

ნაწამლი

1) ვისაც უწამლეს.

2) შეწამლული.

ნაწარმი - ქარხნის, ფაბრიკის, საწარმოს მიერ გამოშვებული საქონელი; პროდუქცია.

ნაწარმოები - გონებრივი შრომის, შემოქმედების ნაყოფი.

ნაწევარი - იგივეა, რაც წილადი.

ნაწევი - დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტითი დისლოკაციის ერთ-ერთი სახე.

ნაწერი

1) რაც წერეს, დაწერილი.

2) (ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში) ნაწერები - მწერლის მიერ შექმნილი ნაწარმოებები.

ნაწეწი

1) რაც წეწეს, დაწეწილი.

2) რისამე წეწვის შედეგად დარჩენილი ნაწილი.

ნაწვავ-ნადაგი - წვითა და დაგვით, დიდი შრომით ნაშოვნი, მოპოვებული,

ნაწვალები - ვინც, რაც აწვალეს ან ეწვალა.

ნაწვეთი - რაც წვეთავდა, წვეთებად ჩამონადენი.

ნაწველი - რაც მოწველეს, მოწველით მიღებული.

ნაწვერალი

1) მომკილი ყანის ნაშთი; ნამჯა.

2) მინდორი, რომელზედაც ჯერ კიდევ არის მომკილი პურეულის ან მოთიბული ბალახის ნაშთი.

ნაწვიმარი

1) დრო, ამინდი წვიმის შემდეგ.

2) რასაც წვიმა დასდიოდა, წვიმისაგან დასველებული.

ნაწვიმი

1) წვიმასავით წამოსული, წვიმის სახით მოვლენილი.

2) იგივეა, რაც ნაწვიმარი.

ნაწვნევი

1) რაც იწვნიეს.

2) ვინც რაიმე იწვნია.

ნაწიბური

1) ნაპირი, კიდე, რისამე.

2) ჭრილობის, იარის ნარჩენი ზოლი სხეულზე.

ნაწიდრისწვერი - მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე საბაკუნისხევის (ანდის ყოისუს სისტემა) სათავეში. სიმაღლე - 3102 მეტრი. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, ქარაფოვანი, ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები — დამრეცი. შემოსილია ალპური მდელოებით.

ნაწილადევი - რაც ვისმე უწილადეს.

ნაწილაკი

1) პატარა, სულ მცირე ნაწილი.

2) გრამატიკაში - დამოუკიდებელი მნიშვნელობის არმქონე ბგერა, ბგერათა კომპლექსი ან სიტყვა, რომელიც ერთვის წინადადების წევრს ან მთელ წინადადებას და მნიშვნელობას უცვლის მათ.

ნაწილებიანი - რასაც ნაწილები აქვს; რაშიც ნაწილები ალაგია.

ნაწილი

1) მთელის შემადგენელი ერთეული; ის, რისგანაც მთელი შედგება; ის, რაც მთლიან სისტემაში შედის და რის ცალ-ცალკე გამოყოფაც შეიძლება.

2) რაიმე ნაწარმოების, თხზულების დასრულებული მონაკვეთი.

3) ზოგი დაწესებულების განყოფილება, რომელიც ამა თუ იმ დარგს განაგებს.

4) ცალკეული საჯარისო ერთეული.

5) (მრავლობით რიცხვში) ნაწილები - ადამიანის ძვლები, თმა და სხვა, რომლებსაც ეკლესიაში ინახავდნენ და მორწმუნეებს ურიგებდნენ, როგორც წმინდა რასმე.

ნაწილიანი - ღვთაების რჩეული, მისი ნიშნით აღბეჭდილი პირი.

ნაწილობრივ - არასრულად, არამთლიანად.

ნაწილობრივი - არასრული, არამთლიანი.

ნაწილოფეთი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ოფეთის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ხევისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 250 მეტრი, სამტრედიიდან - 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 41 კაცი.

ნაწინასწარმეტყველები (ნაწინასწარმეტყველევი) - რაც იწინასწარმეტყველეს, ივარაუდეს.

ნაწისქვილარი

1) ადგილი, სადაც წინათ წისქვილი იყო.

2) სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ნაწიწკნი - რაც წიწკნეს, დაწიწკნილი.

ნაწიხლარი - სადაც წიხლი ჩასცხეს.

ნაწლავი - (მრავლობით რიცხვში) ნაწლავები - ადამიანისა და ცხოველი საჭმლის მომნელებელი ორგანოების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მოქნილი მილების სახისა.

ნაწლავღრუიანები - უხერხემლო ცხოველების ტიპი; უმეტესობა ზღვის ბინადარია; ზოგი მტკნარ წყალში ცხოვრობს.

ნაწნავებიანი - ნაწნავების მქონე.

ნაწოვი - ვისაც, რასაც ძუძუ აწოვეს.

ნაწოლი

1) ვინც, რაც იწვა.

2) ადგილი, სადაც იწვნენ.

3) სხეულის იმ ნაწილის კანის კვდომა, რომელზედაც დიდხანს და გაუნძრევლად წევს ავადმყოფი.

ნაწოწიალები - ვინც იწოწიალა, ნათრევი, ნახეტიალები.

ნაწრეტი

1) რაც იწრიტებოდა, ნაჟური.

2) სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.

ნაწრთობი

1) რაც აწრთეს, გამოაწრთეს.

2) (გადატანით) ფიზიკურად და მორალურად გამობრძმედილი, გამოცდილი.

ნაწულუკუ - სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ნაწური - რაც რისგანმე გამოიწურა; ნაჟონი.

ნაწყალობები (ნაწყალობევი) - რაც უწყალობეს, ნაჩუქარი, ნაბოძები.

ნაწყენი

1) ვისაც აწყენინეს, ვისაც ეწყინა რამე.

2) წყენის გამომხატველი.

ნაწყვეტი

1) რაც მოწყვიტეს ან მოწყდა; ნაგლეჯი.

2) პატარა (ჩვეულებრივ ბოლო) ნაწილი რისამე.

3) ცალკე ამოღებული ნაწილი (რაიმე ნაწარმოებისა).

ნაწყლულარი - ადგილი, სადაც წყლული იყო.

ნაწყობი - იგივეა, რაც დაწყობილი.

ნაჭა - შუა ცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდი ჯაჭვი, საკიდელი.

ნაჭამი

1) რაც ჭამეს, შეჭმული.

2) რასაც ჭამდნენ, ნაწილობრივ შეჭმული.

3) ჭამის კვალი.

ნაჭამნუჭამი - უშნოდ, ულაზათოდ ნაჭამი, საჭმლის ნარჩენები.

ნაჭაობარი - ადგილი, სადაც წინათ ჭაობი იყო.

ნაჭარბი - მოჭარბებული, მომეტებული, ზედმეტი.

ნაჭარმაგევი - ერთ-ერთი სამეფო რეზიდენცია შუა საუკუნეების საქართველოში, სოფელ კარალეთის (გორის მუნიციპალიტეტი) ადგილზე.

ნაჭდევი - რაც დააჭდიეს, დაჭდეული.

ნაჭედი

1) ჭედვით გამოყვანილი, გამოჭედილი.

2) რაც მოჭედეს, მოჭედილი.

3) რაც დაჭედეს, დაჭედილი.

ნაჭერი

1) რისამე პატარა ნაწილი, მოცილებული მთელიდან.

2) კერძოდ ქსოვილი, მატერიის ნაწილი.

3) (საუბრისას) საერთოდ ქსოვილი, მატერია.

4) ცალი (საგანი, ნივთი), რომელიც რაიმე კომპლექტის შემადგენლობაში შედის.

5) ნაკვეთი (მიწისა).

6) რაც ვისმე ეჭირა ხელში.

ნაჭვრეთი - დაჭვრეთილი, დაჩხვლეტილი.

ნაჭვრეტი - ნახვრეტი, ჭუჭრუტანა.

ნაჭივჭავები - XI-XVI საუკუნეების ნასოფლარი მდინარე ჭივჭავის მარჯვენა ნაპირას (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

ნაჭირნახულევი

1) დიდი გარჯით მოპოვებული, შეძენილი.

2) ნაშრომი, ნაჯაფი.

ნაჭი (ნაჭა) - იგივეა, რაც წენგო.

ნაჭკადუ - სოფლები გალისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

ნაჭმევი - რასაც (ვისაც) ბევრს აჭმევდნენ; ნასუქი.

ნაჭრევი - მჭრელი იარაღის კვალი, ნიშანი.

ნაჭრელები - ქსოვილზე ფერადი აბრეშუმის ძაფით გამოყვანილი სახეები.

ნაჭრილობევი - სადაც ჭრილობა ჰქონდათ, ჭრილობის კვალი.

ნაჭრობით - ნაჭრების სახით, ნაჭრებად, ნაწილ-ნაწილ.

ნაჭუჭი - რისამე ბუნებრივი მაგარი გარსი, რომელიც ფარავს უფრო რბილ შინაგან ნაწილებს.

ნაჭყაპურტი - (ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში) ნაჭყაპურტები - შიგნეული, ნაწლავები (გარეთ გამოსული).

ნაჭყლეტი - რასაც ჭყლეტდნენ, რაც დაჭყლიტეს; დაჭყლეტილი, ნასრესი.

ნახადი

1) რაც გამოხადეს, გამოხდილი.

2) რისამე გამოხდის შემდეგ დარჩენილი; გამონახადი.

ნახაზი - ხაზვით გამოსახული, ხაზებით შესრულებული.

ნახალოვკა - ნაძალადევის (უბნის) გავრცელებული რუსული სახელწოდება.

ნახანძრალი - სადაც ხანძარი იყო, ხანძრის კვალი.

ნახანჯრალი - ხანჯლით მიყენებული ჭრილობა, ასეთი ჭრილობის კვალი.

ნახარარები - სომეხ დიდგვაროვანთა დინასტია შუა საუკუნეების სომხეთში.

ნახარებავო - ყოფილი სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნახარები - რამაც იხარა; გახარებული.

ნახარში

1) რაც იხარშებოდა, მოხარშული.

2) რისამე ხარშვით მიღებული წვენი.

ნახარჯი - იგივეა, რაც დანახარჯი.

ნახაპეტოვი როდიონ - რუსი კინორეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1944 წელს).

ნახატი

1) რაც დახატეს, ხატვით შესრულებული, დახატული.

2) მხატვრობის ნაწარმოები; სურათი.

ნახახულევი - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, ხონიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1001 კაცი.

ნახედნი - რაც ხედნეს, გახედნილი.

ნახევარდა - და მხოლოდ მამით ან მხოლოდ დედით.

ნახევარი

1) რაიმე მთელის ორი თანაბარი ნაწილიდან ერთ-ერთი.

2) რაიმე დროის მონაკვეთის შუა ნაწილი.

3) (საუბრისას) ცოლი (ქმრისთვის), ქმარი (ცოლისთვის).

ნახევარკაცი - არასრულფასოვანი კაცი, ადამიანი, რომელსაც დიდი (ფიზიკური თუ ზნეობრივი) ნაკლი აქვს.

ნახევარკილოიანი - ნახევარი კილოგრამის წონისა, ტევადობისა.

ნახევარკუნძული - ხმელეთის ნაწილი, რომელიც სამი მხრით ზღვით არის შემოსაზღვრული, ხოლო მეოთხე მხრით შეერთებულია კონტინენტთან.

ნახევარმთვარე - არასრული მთვარე (ნამგლის მოყვანილობისა).

ნახევარსაუკუნოვანი - ნახევარი საუკუნის ხანგრძლოვობისა.

ნახევარსფერო

1) სფეროს ნახევარი.

2) დედამიწის ან ცის სფეროს ერთ-ერთი ნახევარი.

ნახევარტბა - ტბა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნაკრძალის ტერიტორიაზე.

ნახევარფაბრიკატი - ნაწილობრივ დამუშავებული ნაწარმი.

ნახევარფინალი - სპორტული შეჯიბრება, რომელიც წინ უსწრებს ფინალს.

ნახევარძმა - ძმა მხოლოდ დედით ან მხოლოდ მამით.

ნახევარწრე - წრის ან წრეხაზის ნახევარი.

ნახევი - რაც რასმე მოახიეს, ნაგლეჯი.

ნახევრული - არასრული, შეკვეცილი.

ნახეთქი

1) დახეთქის შედეგად მოცლილი ნაწილი რისამე. || გამსკდარი კლდის (ქვის და მისთანების) ნაწილი.

2) გახეთქის შედეგად გაჩენილი ნაპრალი.

ნახეირები

1) ვინც ხეირი ნახა რამეში.

2) გახარებული, გაზრდილი (მცენარე).

ნახელავი

1) ვისიმე ხელით გაკეთებული, შექმნილი.

2) იგივეა, რაც ნახელარი.

ნახელარი - რასაც, ვისაც ხელი ახლეს, ხელნახლები.

ნახელმწიფარი - ხელმწიფედ (მეფედ) ნამყოფი.

ნახერა გუტიერეს ნახერა მანუელ - მექსიკელი მწერალი და ჟურნალისტი (1859-1895 წწ).

ნახერხი - ხერხვის შედეგად მიღებული ხის ნაფხვენი ნაწილაკები.

ნახეტიალები - ვინც ხეტიალობდა, ვინც იხეტიალა.

ნახეხი - რასაც ხეხდნენ, რაც ხეხეს.

ნახვამდის - დამშვიდობების სიტყვა; იგივეა, რაც მშვიდობით.

ნახვევი - რაც ახვიეს (დაახვიეს, შეახვიეს).

ნახველი - ხველის შედეგად ფილტვებიდან და სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი ლორწო.

ნახვეტი - რაც ხვეტეს (დახვეტეს, მოხვეტეს).

ნახვეწი

1) ხვეწით გასუფთავებული.

2) ფარდაგის ქსოვის დროს ნარჩენი ბეწვი; ბამბის და მისთანათა ნარჩენები გადამუშავების დროს.

ნახვრეტი - რაიმე სიბრტყეში, საგანში გაკეთებული წვრილი სიცარიელე; ჭუჭრუტანა, ხვრელი.

ნახიდი - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ნახიდურა - მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი.

ნახიზნარი (ნახიზნევი)

1) ვინც გახიზნული იყო.

2) ხიზნად ნამყოფი.

ნახიმოვი პავლე - რუსი საზღვაო მხედართმთავარი, ადმირალი (1802-1855 წწ).

ნახინგუ - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ნახირი - მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯოგი.

ნახიჩევანი

1) ქალაქი აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი (60 ათასი).

2) უბანი ქალაქ როსტოვში, მდინარე დონის მარჯვენა ნაპირზე.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა - ავტონომიური წარმონაქმნი აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ირანსა და სომხეთს შორის. ფართობი - 5,5, ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 310 ათასი.

ნახლართი - იგივეა, რაც დახლართული.

ნახლეჩი - რაც მოხლიჩეს, ან მოიხლიჩა.

ნახმარი

1) რაც იხმარეს; მოხმარებული, გამოყენებული.

2) არაახალი, ვისიმე ხელში ნამყოფი. || ნაცვამი (ტანსაცმელი).

ნახმევი - იგივეა, რაც ექო.

ნახმლევი - ხმლით მიყენებული ჭრილობა.

ნახნავი - მოხნული, დახნული მიწა.

ნახოდკა - ქალაქი რუსეთის პრიმორიეს მხარეში (160 ათასი).

ნახოკი (ნახოკარი) - რაც დაიხოკეს, ნაკაწრი.

ნახორი - ნალეწი ბზა ან ნაცეცხვი ღომის კვალი.

ნახორბლარი - სადაც წინათ (წინა წელს) ხორბალი იყო დათესილი.

ნახორხალი - საჭმლის (პურის, მჭადის...) ნამტვრევი, ნამტვრევები.

ნახრავი - რასაც ხრავდნენ; გამოხრული, დახრული.

ნახრავნუხრავი - მრავლად, ნაირ-ნაირად ნახრავი.

ნახრაკი

1) რასაც ხრაკავდნენ, რაც იხრაკებოდა.

2) ხრაკვით დამწვარი, გაშავებული ნაწილი რისამე (ცხიმისა, ხორცისა....).

ნახსენები - ვინც, რაც ახსენეს; ხსენებული.

ნახტიგალი გუსტავ - გერმანელი სამხედრო ექიმი, მოგზაური, აფრიკის მკვლევარი (1834 -1885 წწ).

ნახტომი

1) გადახტომით დაძლეული მანძილი; გადახტომით გადაადგილება.

2) (გადატანით) სწრაფი გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში; ერთბაშად მომხდარი ცვლილება.

ნახტომისებური - ნახტომის (მნიშვნელობა 2) მსგავსი, ნახტომის თვისების მქონე.

ნახული - რაც, ვინც ნახეს.

ნახუნავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნახურები - რასაც ახურებდნენ ან ხურდებოდა.

ნახურზოუ - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ნახური

1) მდინარე სენაკის მუნიციპალიტეტში, ტეხურის მარჯვენა შენაკადი.

2) რაც ახურავს ან ეხურა რასმე.

3) რაც დაფარულია რამეთი.

4) ნახური ენები - ჩაჩნური, ინგუშური და წოვათუშური ენები.

ნახურცილავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნახუცარი - ხუცესად ნამყოფი, ყოფილი ხუცესი.

ნახუცრიშვილი გიორგი (გუგა) - მწერალი, დრამატურგი (1902-1992 წწ).

ნახშირა - სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში.

ნახშირბადი (C) - ქიმიური ელემენტი, რომელიც ყველა ორგანული ნივთიერების შემადგენელი ნაწილია. ატომური ნომერი 6, ატომური მასა 12,011.

ნახშირი

1) ხისგან წვით დამზადებული საწვავი მასალა შავი ფერისა, ჩამქრალი ნაკვერჩხალი.

2) იგივეა, რაც ქვანახშირი.

ნახშირიანი - რაშიც ნახშირია, ნახშირით გასვრილი.

ნახშირგორა - ყოფილი სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ნახშირმჟავა

1) ნახშირბადის ორჟანგი.

2) შენაერთი, რომელიც შეიცავს ნახშირის მჟავას.

ნახშირჟანგი - ნახშირბადისა და ჟანგბადის ნაერთი.

ნახშირღელე

1) სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 2 სოფელს: ნავენახევი, ნახშირღელე). ზღვის დონიდან - 150 მეტრი, თერჯოლიდან - 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1726 ადამიანი. სოფლის მიდამოებშია ქალცედონის, კირქვისა და სპონგოლითის საბადოები.

2) მდინარე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყვირილას მარჯვენა შენაკადი.

ნახშირწყალბადი - ორგანული ნაერთი, რომელიც ნახშირბადისა და წყალბადისაგან შედგება.

ნახშირწყლები - სიცოცხლისათვის აუცილებელი ორგანული ნივთიერებანი, რომლებიც ნახშირბადის, ჟანგბადისა და წყალბადისაგან შედგება.

ნახჭევანის სახანო - შეიქმნა XVIII საუკუნის შუა წლებში, ნადირ-შაჰის იმპერიის დაშლის შემდეგ.

ნაჯაკოვი გეორგი სტეფანოვ - ბულგარელი ფიზიკოსი (1896-1981 წწ).

ნაჯარისკაცალი - ჯარისკაცად ნამყოფი, ყოფილი ჯარისკაცი.

ნაჯაფაბადი - ქალაქი ირანის ისპაანის ოსთანში.

ნაჯაფი

1) ვინც ჯაფა გასწია.

2) რაზეც ჯაფა გასწიეს; ჯაფით შექმნილი.

3) ქალაქი ერაყში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

ნაჯახი - მომცრო ცული.

ნაჯახავო - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნაჯახირები (ნაჯახირევი)

1) ჯახირით, დიდი წვალებით, ვაი-ვაგლახით გაკეთებული, შექმნილი.

2) ვინც ჯახირი, წვალება გამოიარა.

ნაჯდი - პროვინცია საუდის არაბეთში.

ნაჯდომი

1) ვინც, რაც იჯდა სადმე.

2) სადაც (რაზედაც) იჯდა ვინმე, რამე.

ნაჯერი - ისეთი სითხე, რომელშიც ზღვრულ შესაძლებლობამდე გახსნილია რაიმე ნივთიერება.

ნაჯვარი - შეჯვარების შედეგად მიღებული.

ნაჯიბგირალი - ჯიბგირად ნამყოფი.

ნაჯიბ მაჰფუზი - ეგვიპტელი არაბი მწერალი (დაიბადა 1911 წელს).

ნაჯინი - ქალაქი-პორტი ჩრდილოეთ კორეის ჰამგიონ-პუქტოს პროვინციაში (70 ათასი).

ნაჯიხური - სოფელი გალის მუნიციპალიტეტში.

ნაჯიჯგნი - რაც ჯიჯგნეს, რასაც ჯიჯგნიდნენ.

ნაჯმი ქავი - თათარი მწერალი (1901-1957 წწ).

ნაჯმი ნაზარ - ბაშკირი პოეტი (დაიბადა 1918 წელს).

ნაჯობნი

1) ვისაც აჯობეს; დამარცხებული.

2) ვინც აჯობა ვისმე; გამარჯვებული.

ნაჯღაბნი

1) ცუდად, უშნოდ (ცუდი ხელით) ნაწერი.

2) (გადატანით) უხეირო, უნიჭო, უშინაარსო ნაწარმოები.

ნაჰა - ქალაქი-პორტი იაპონიაში, ოკინავას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (305 ათასი).

ნაჰაიიანი ზეიდ ბენ სულთან ან-ნახაიიან - არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტი 1971 წლიდან (დაიბადა 1918 წელს).

ნაჰარი - მთა (3582 მეტრი), უღელტეხილი, მდინარე (ყლიჩის მარცხენა შენაკადი) და სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში.

ნაჰას-ფაშა მუსტაფა - ეგვიპტის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე (1879-1965 წწ).

ნაჰიე - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული თურქთა მიერ დაპყრობილ სამხრეთ სლავების მიწებზე.

ნაჰრ-ელ-ასი - იხილე ელ-ასი.

ნაჰრ-ელ-შარია - მდინარე იორდანეს არაბული სახელწოდება.

2.2 ნბ

▲ზევით დაბრუნება


ნბა (აბრევიატურა, NBA) - აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია; შეიქმნა 1946 წლის 6 ივნისს.

2.3 ნგ

▲ზევით დაბრუნება


ნგაზიჯა (გრანდ კომორი) - კომორის კუნძულებში შემავალი კუნძული.

ნგამი - ტბა ბოტსვანაში.

ნგანასანები - რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის ავტონომიურ ოკრუგში მცხოვრები ხალხი.

ნგატა აპირანა - ახალზელანდიელი მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1874-1950 წწ).

ნგაუნდერე - ქალაქი კამერუნის ჩრდილოეთ პროვინციაში.

ნგო - სამეფო დინასტია ვიეტნამში X საუკუნეში.

ნგო კიუიენი (ვიონგი) - ვიეტნამელი ფეოდალი, ნგოს დინასტიის დამაარსებელი (898-945 წწ)

ნგონი (ანგონი, მაზიტუ, მგვანგარა) - მალავის, ზამბიისა და ტანზანიის ზოგიერთ რეგიონში მცხოვრები ხალხი.

ნგორინგ-ცო - იხილე ორინ-ნური.

ნგუენ დინ თი - ვიეტნამელი მწერალი (დაიბადა 1924 წელს).

ნგუენები - მმართველი ფეოდალური გვარი 1558-1802 წლებში ახლანდელი ცენტრალური და სამხრეთი ვიეტნამის ტერიტორიაზე.

ნგუენ თი დინი - ვიეტნამელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე ქალი (დაიბადა 1920 წელს).

ნგუენ კონგ ჰოანი - ვიეტნამელი მწერალი (1903-1977 წწ).

ნგუენ ჩაი - ვიეტნამელი პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, ვიეტნამის ეროვნული გმირი (1380-1442 წწ).

ნგუენ ჰიუე - გლეხთა ომის ერთ-ერთი ბელადი ვიეტნამში (1752-1792 წწ).

ნგულტრუმი - ბჰუტანის ეროვნული ვალუტა.

2.4 ნდ

▲ზევით დაბრუნება


ნდობა - ვისიმე კეთილსინდისიერებაში, რისამე მართებულობაში დარწმუნება და ამაზე დაფუძნებული დამოკიდებულება; საიმედოდ, სარწმუნოდ მიჩნევა.

ნდოლა - ქალაქი ზამბიაში, კოპერბელტის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (380 ათასი).

ნდომა - სურვილი, წადილი.

2.5 ნე

▲ზევით დაბრუნება


ნეაირა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, ახლადამწვანებული ბუნების, გაზაფხულის, ზოგჯერ ახალი მთვარის, საერთოდ სიახლის განსახიერება.

ნეანდერტალელი ადამიანი - თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი; ცხოვრობდა ადრინდელ და შუა პალეოლითში (ხეობა Neandertal-ის მიხედვით, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის მახლობლად).

ნეაპოლი - ქალაქი-პორტი იტალიაში, კამპანიის ოლქისა და ნეაპოლის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი XIII-XIX საუკუნეებში სიცილიის და ნეაპოლის სამეფოების დედაქალაქი (1,2 მილიონი).

ნეაპოლის აპენინები (კამპანიის აპენინები) - მთები იტალიაში.

ნეაპოლის სამეფო

1) სახელმწიფო იტალიაში (შეიქმნა 1282 წელს).

2) საფრანგეთზე დამოკიდებული იტალიური სახელმწიფო; ორივე მათგანი მდებარეობდა სიცილიის სამეფოს კონტინენტურ ნაწილში (1806-1815 წწ).

ნეაპოლის ყურე - მდებარეობს ტირენის ზღვაში (იტალია).

ნეარზი კორჯ სტრონგ - ინგლისელი ოკეანოგრაფი (1831-1915 წწ).

ნეარქე - ალექსანდრე მაკედონელის მხედართმავარი და მწერალი (გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ. 312 წელს).

ნება

1) უფლება ან შესაძლებლობა საკუთარი შეხედულების ან სურვილის მიხედვით მოქცევისა.

2) სურვილი.

ნებაბა ანტონ - კაზაკთა რაზმის უფროსი უკრაინელი ხალხის 1648-54 წლების განმათავასუფლებელი ომის დროს (გარდაიცვალა 1648 წელს).

ნებადართული - რაზედაც ნება დართეს, რაც დასაშვებია (კანონით, წესით....).

ნებადაურთველი - რაზედაც ნება არ დაურთავთ; აკძრალული.

ნება-ნება - ნელნელა, აუჩქარებლად, დინჯად.

ნებართვა - რისამე შესრულების უფლება, მიღებული უფროსისაგან, სათანადო ორგანოებისგან.

ნება-სურვილი - იგივეა, რაც ნება (მნიშვნელობა 2).

ნება-უნებლიეთ - დამოუკიდებლად იმისგან, უნდათ თუ არ უნდათ.

ნება-უნებლივ - იგივეა, რაც ნება-უნებლიეთ.

ნება-უნებურად - იგივეა, რაც ნება-უნებლიეთ.

ნებაყოფლობა - ნებაზე მიშვება; საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით მოქცევის უფლება.

ნებაყოფლობითი - ნებაყოფლობის საფუძველზე შესრულებული, შექმნილი.

ნები - ხელის გული თითებიანად.

ნებიერი

1) ზედმეტი მზრუნველობით გალაღებული; ლაღი, უზრუნველი.

2) (კუთხურად) იგივეა, რაც დეკეული.

ნებით-დაღი - ქალაქი თურქმენეთში (90 ათასი).

ნებისმიერი

1) რაც რაიმე წესით შეზღუდული არ არის; თავისუფალი.

2) არასავალდებულო.

3) ყოველგვარი, ყოველნაირი, როგორიც გინდა.

ნებისყოფა - საკუთარი გადაწყვეტილების, სურვილის, დასახული მიზნის განხორციელების უნარი.

ნებისყოფიანი - მტკიცე ნებისყოფის მქონე.

ნებიტ-დაგი - იხილე ნებით-დაღი.

ნებოძირი

1) მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე.

2) სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის (ძირულის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 700 მეტრი. ხარაგაულიდან - 19 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 537 კაცი.

ნებრასკა - შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი - 200,3 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,6 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ლინკოლნი.

ნებროდი (კორონია) - მთაგრეხილი იტალიის კუნძულ სიცილიაზე.

ნებსით - ნებით, საკუთარი სურვილით.

ნებროფონოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) იასონისა და ჰიფსიპლეს ვაჟი. 2) აქტეონის ერთ-ერთი ძაღლის სახელი.

ნებულა (ლათ.) - ჰიპოთეზური ქიმიური ელემენტი, რომელიც ეგულებოდათ აიროვანი ნისლეულების შემადგენლობაში.

ნებულარული (ლათ.) - ნისლთან ნისლოვანებასთან დაკავშირებული. ნებულარული ჰიპოთეზა - კანტ-ლაპლასის კოსმოგონიური ჰიპოთეზა, რომელიც დედამიწასა და სხვა პლანეტების წარმოქმნას გულისხმობს გაუხშოებული ნისლოვანებისგან.

ნეგატივი (ლათ.) - გამოსახულება შუქმგრძნობიარე ფირფიტაზე ან ფირზე, რომელზედაც თეთრი ნაწილები შავადაა გამოსახული, ხოლო შავი ნაწილები თეთრად.

ნეგატივიზმი (ლათ.) - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის უაზრო წინააღმდეგობა ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისადმი.

ნეგატიური (ლათ.) - უარყოფითი.

ნეგატოსკოპი - აპარატი რენტგენოგრამების გასასინჯად.

ნეგელი კარლ ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1817-1891 წწ).

ნეგლიჟე (ფრანგ.) - საშინაოდ, შილიფად ჩაცმული.

ნეგო (Helichrysum) (უკვდავა) - რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარე; იკეთებს ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილ პატარა ყვითელ ყვავილებს; ხალხურ მედიცინაში ხმარობენ ღვიძლის სამკურნალოდ.

ნეგომბო - ქალაქი-პორტი შრი-ლანკაში.

ნეგოშები (ნეგუშები, პეტროვიჩ-ნეგოშები) - დინასტია ჩერნოგორიაში 1697-1918 წლებში.

ნეგოში პეტრე პეტროვიჩ - ჩერნოგორიელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, ჩერნოგორიის მმართველი (1813-1851 წწ).

ნეგოციანტი (ლათ.) - დიდი ვაჭარი, რომელიც ბითუმად ვაჭრობას აწარმოებს უპირატესად უცხო ქვეყნებში; სოვდაგარი.

ნეგრი ადა - იტალიელი პოეტი ქალი (1870-1945 წწ).

ნეგრი პოლა - კინოსა და თეატრის გერმანელ-ამერიკელი მსახიობი ქალი (1894-1987 წწ).

ნეგრილები - ცენტრალური აფრიკის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები პიგმეები.

ნეგრინი (ნეგრინ ლოპესი) ხუან - ესპანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1937 წლიდან, პროფესიით ფიზიოლოგი (1894-1956 წწ).

ნეგრი-სემბილინი - შტატი მალაიზიაში.

ნეგრიტოსები (ესპან.) - საერთო სახელწოდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა, რომლებიც ნეგროიდულ რასას განეკუთვნებიან.

ნეგროიდები (ესპან.) - შავკანიანთა რასის წარმომადგენლები.

ნეგროსი - კუნძული ფილიპინების არქიპელაგში.

ნეგრუცი კოსტაკე - მოლდაველი და რუმინელი მწერალი (1808-1868 წწ).

ნეგუსი (ეთიოპ.) - ეთიოპიის (აბისინიის) იმპერატორების ტიტული მონარქიის გაუქმებამდე ანუ 1975 წლის მარტამდე.

ნედაართი - მდინარე ხობის მუნიციპალიტეტში, ფიჩორის მარჯვენა შენაკადი.

ნედბაილო ანატოლი - საბჭოთა მფრინავი, ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (დაიბადა 1923 წელს).

ნედიმი აჰმედ - თურქი პოეტი (1681-1730 წწ).

ნედიჩი მილან - იუგოსლავიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1877-1946 წწ).

ნედლათი - სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

ნედლეული - შრომის საგანი, რომელმაც შრომის ზემოქმედებით განიცადა გარკვეული ცვლილება და საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას.

ნედლი - რასაც ერთგვარი ტენი ახლავს, გამოუმშრალი (მცენარე). || ახალი, ახალშემოსული, ქორფა (ზოგიერთი ბოსტნეული, ხილი; ჭყინტი. || დაუმარილებელი (თევზი, ხორცი).

ნედომანსკი ვაცლავ - ჩეხი სპორტსმენი (შაიბიანი ჰოკეი); მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე სპორტის ამ სახეობაში (დაიბადა 1944 წელს).

ნედონსელი მორის გიუსტავ - ფრანგი ფილოსოფოსი (1905-1990 წწ).

ნეედლი

1) ვიტ - იხილე ნეიედლი .

2) ზდენეკ - იხილე ნეიედლი .

ნეელი ლუი ეჟენ ფელიქს - ფრანგი ფიზიკოსი, 1970 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1904-1990 წწ).

ნეელოვა მარინა - კინოსა და თეატრის რუსი მსახიობი ქალი (დაიბადა 1947 წელს).

ნეემია - სპარსეთის მეფის, არტაქსერქსე I-ის წარჩინებული მოხელე (ძვ.წ.აღ. III საუკუნე).

ნეერგორი ნილს - დანიის პრემიერ-მინისტრი 1908-09 და 1920-24 წლებში, ისტორიკოსი და ეკონომისტი (1854-1906 წწ).

ნე ერი - ჩინელი ფიზიკოსი (1912-1935 წწ).

ნეერი ერვინ - გერმანელი ბიოფიზიკოსი; 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბ.ზაკმანთან ერთად (დაიბადა 1944 წელს).

ნევა - მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონში, ერთვის ბალტიის ზღვას (სიგრძე - 74 კილომეტრი).

ნევადა - შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 286,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 1,4 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - კარსონ-სიტი.

ნევანლინა როლფ ჰერმან - ფინელი მათემატიკოსი (1895-1980 წწ).

ნევარები - ნეპალში მცხოვრები ხალხი (900 ათასი).

ნევდუბსტროი - ლენინგრადის ოლქის ქალაქ კიროვსკის სახელი 1953 წლამდე.

ნეველი - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში (25 ათასი).

ნეველსკი (1946 წლამდე ხონტო) - ქალაქი რუსეთის სახალინის ოლქში (25 ათასი).

ნეველსონი ლუიზა - რუსული წარმოშობის ამერიკელი მოქანდაკე ქალი (1899-1986 წწ).

ნევერი - ქალაქი საფრანგეთის ნიევრის დეპარტამენში.

ნევერლი (ნამდვილი გვარი აბრამოვი) იგორ - პოლონელი მწერალი (1903-1990 წწ).

ნევიანსკი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (30 ათასი).

ნე ვინი (უ ნე ვინი, შუ მაუნი) - მიანმის (ბირმის) პრეზიდენტი 1974-81 წლებში (1911-1995 წწ).

ნევინნი ვიაჩესლავ - რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1934-2009 წწ).

ნევინომისკი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის ოლქში.

ნევიუსი გნეუს - რომაელი დრამატურგი და პოეტი (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 270 - 201 წწ).

ნევმები (ლათ.) - ძველი სანოტო ნიშნები; იყენებდნენ შუა საუკუნეების დასაწყისში ევროპულ მუსიკალურ ხელოვნებაში, განსაკუთრებით კათოლიკურ საგალობლებში.

ნევო - ლადოგის ტბის ძველრუსული სახელწოდება.

ნევრალგია (ლათ.) - რაიმე ნერვის ტკივილი, რომელიც ვითარდება ამ ნერვისა და მისი გარსის დასნებოვნების ან ანთების შედეგად.

ნევრასთენია (ბერძნ.) - ნერვული სისტემის მოშლილობა.

ნევრასთენიკი - ნევრასთენიით შეპყრობილი ადამიანი.

ნევრევი ნიკოლაი - რუსი ფერმწერი (1830-1904 წწ).

ნევრილემა (ბერძნ.) - ნერვული ბოჭკოების გარსი.

ნევრინომა (ბერძნ.) - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც გამოდის ნერვული ღეროების გარსებიდან; ყველაზე ხშირია სასმენ ნერვში.

ნევრიტი (ბერძნ.)

1) ნერვის ანთება.

2) ნერვული უჯრედის დანამატი, რომელიც ნერვულ იმპულსს ატარებს უჯრედის სხეულიდან პერიფერიისაკენ.

ნევრო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ნერვულს.

ნევროზი (ბერძნ.) - ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა.

ნევროლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნერვულ სისტემას და მის დაავადებებს.

ნევრომა (ბერძნ.) - სიმსივნე, რომელიც უპირატესად შედგება ნერვული ქსოვილისგან.

ნევრონი (ბერძნ.) - ნერვული უჯრედი მისგან გამომავალი ყველა დანამატითურთ.

ნევროპათი - ნევროპათიით შეპყრობილი ადამიანი.

ნევროპათია (ბერძნ.) - საერთო სახელწოდება ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის მოშლილობისა.

ნევროპათოლოგია (ბერძნ.) - მეცნიერება ნერვული სისტემის დაავადებათა შესახებ.

ნევროფიბრილები (ბერძნ.) - იხილე ნეიროფიბრილები.

ნევშატელი - ქალაქი შვეიცარიაში, ამავე სახელწოდების კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი (35 ათასი).

ნეზვალი ვიტეზსლავ - ჩეხი პოეტი (1900-1958 წწ).

ნეზვი - დედალი ღორი, თხა ან ცხვარი.

ნეთერი ემი - გერმანელი მათემატიკოსი (1882-1935 წწ).

ნეი მიშელ - საფრანგეთის მარშალი. ჰერცოგი, ნაპოლეონის ომებისა და რევოლუციების მონაწილე (1769-1815 წწ).

ნეია - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში.

ნეიბერი ფრიდერიკა - გერმანელი მსახიობი ქალი; 1727 წლიდან სათავეში ედგა საკუთარ თეატრალურ დასს (1687-1760 წწ).

ნეიდლერი მარკუს - ამერიკელი ეკონომისტი (1895-1965 წწ).

ნეიედლი ვიტ - ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი (1912-1945 წწ).

ნეიედლი ზდენეკ - ჩეხი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე (1878-1962 წწ).

ნეივა - ქალაქი კოლუმბიაში, უილის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (235 ათასი).

ნეიველი - ქალაქი ინდოეთის ტამილანდის შტატში.

ნეიზვესტნი ერნსტ - რუსი მოქანდაკე და გრაფიკოსი, 1976 წლიდან მოღვაწეობს ემიგრაციაში (დაიბადა 1925 წელს).

ნეიზილბერი (ბერძნ.) - იხილე ნოიზილბერი.

ნეიზმითი ჯეიმზ - ინგლისელი გამომგონებელი (1808-1890 წწ).

ნეიი-სიურ-სენი - ქალაქი საფრანგეთში.

ნეილონი - იხილე ნაილონი.

ნეილონის აძვის ხე - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1985 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ესაძე. სცენარის ავტორები - რეზო ესაძე, ამირან დოლიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევან პაატაშვილი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: რუსლან მიქაბერიძე, გურამ პეტრიაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, დავით დვალიშვილი, შალვა ხერხეულიძე, ზურაბ ქაფიანიძე, ნაზი კეჭაყმაძე, მანანა გამცემლიძე, ირინა კალინოვსკაია, ედიშერ მაღალაშვილი, გოვენ ჭეიშვილი, იური ვასაძე, გივი ჩუგუაშვილი.

ნეიმანი სტანისლავ კოსტკა - ჩეხი პოეტი (1875-1947 წწ).

ნეიმეგენი - ქალაქი ნიდერლანდის გელდერლანდის პროვინციაში (150 ათასი).

ნეიპირი - იხილე ნეპერი.

ნეირიტი - ნერვული უჯრედის მორჩი; იგივეა, რაც აქსონი.

ნეირო (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - იგივეა, რაც ნევრო.

ნეირობიონიკა - ბიონიკის ერთ-ერთი მიმართულება.

ნეიროგლია (ბერძნ.) - ცენტრალურ ნერვულ სისტემაში - ქსოვილი, რომლითაც შევსებულია სივრცე ნერვულ უჯრედებსა, მათ დანამატებსა და სისხლძრღვებს შორის.

ნეირონი - იგივეა, რაც ნევრონი.

ნეიროსეკრეტები - იგივეა, რაც ნეიროჰორმონები.

ნეიროსეკრეცია (ბერძნ.) - ნერვული უჯრედების თვისება - წარმოქმნან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი - ნეიროსეკრეტები ანუ ნეიროჰორმონები.

ნეიროფიბრილები (ბერძნ.) - ნერვული უჯრედებისა (ნეირონებისა) და მათი დანამატების უწვრილესი (მიკროსკოპული) ბოჭკოები.

ნეიროფიზიოლოგია - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნერვული სისტემის ფუნქციებს.

ნეიროფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკური პროცესების ტვინისმიერ საფუძველს და მათ კავშირს თავის ტვინის ცალკეულ სისტემებთან.

ნეიროქიმია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნერვული ქსოვილის ქიმიურ შემადგენლობასა და მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს.

ნეიროქირურგია - ქირურგიის დარგი - ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობა.

ნეიროჰორმონები (ბერძნ.) - ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი, რომლებსაც გამოიმუშავებენ განსაკუთრებული ნეირონები.

ნეირულა (ლათ.) - ქორდიანი ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახოვანი განვითარების სტადია, გასტრულის მომდევნო.

ნეისე - მდინარე ევროპაში, იხილე ნისა-ლუჟიცკა.

ნეისმეტი ჯეიმზ - იხილე ნაისმიტი .

ნეისტონი (ბერძნ.) - ერთობლიობა ორგანიზმებისა, რომლებიც მიმაგრებული არიან წყლის ზედაპირულ აფსკზე და ისე მოძრაობენ.

ნეისტრია - ფრანკთა სახელმწიფოს მეროვინგების დასავლეთი ნაწილი; VI-VII საუკუნეებში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა.

ნეიტრალიზაცია (ნეიტრალიზება)

1) ნეიტრალურად ქცევა, ნეიტრალურად გამოცხადება რაიმე ტერიტორიისა.

2) ვისიმე ან რისამე ძალის, გავლენის შეკვეცა, მოსპობა.

3) მჟავას და ტუტის ურთიერთმოქმედების ქიმიური რეაქცია, რის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს არ აქვს არც მჟავას, არც ტუტის თვისებები.

ნეიტრალიტეტი (გერმ.) - ნეიტრალური მდგომარეობა; ჩაურევლობა ომში, რომელიც სხვა სახელმწიფოებს შორის წარმოებს.

ნეიტრალური (ლათ.)

1) ვინც არ ემხრობა არც ერთ მხარეს (დავაში, ბრძოლაში და სხვ.).

2) ისეთი ქვეყანა (ტერიტორია), სადაც საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით არ შეიძლება ომის წარმოება, სამხედრო ძალების განლაგება.

3) ისეთი (ნივთიერება, წამალი), რომელიც არც რგებს, არც ვნებს ორგანიზმს.

ნეიტრინო (იტალ.) - ფიზიკაში - ელექტრულად ნეიტრალური ელემენტარული ნაწილაკი, რომლის უძრაობის მასა გაცილებით ნაკლებია ელექტრონის მასაზე (შესაძლოა უდრის ნულს). განეკუთვნება კეპტონების ჯგუფს.

ნეიტრონული ასტრონომია - ასტრონომიის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია დედამიწისგარეშე წყაროებიდან წარმოშობილ ნეიტრონთა ნაკადების ძებნასა და გამოკვლევასთან. შეიქმნა XX საუკუნის 60-იან წლებში.

ნეიტრონი (ინგლ.) - ფიზიკაში - ატომის ბირთვში შემავალი ნაწილაკი, რომელსაც არა აქვს ელექტრული მუხტი.

ნეიტრონოგრაფია (ინგლ.) - ფიზიკაში - კრისტალების და სითხეების მოლეკულათა აგებულების შესწავლის მეთოდი ნეიტრონების განბნევის საშუალებით.

ნეიტროფილები (ლათ.) - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) ერთ-ერთი ფორმა.

ნეიძიანი - ქალაქი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში.

ნეიჰოფი მარტინუს - ნიდერლანდელი მწერალი (1894-1953 წწ).

ნეკარი - მდინარე გერმანიაში, რაინის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 371 კილომეტრი).

ნეკერი - კვირტებიანი ხის ნორჩი ტოტები.

ნეკერი ჟაკ - ფრანგი ფინანსისტი და სახელმწიფო მოღვაწე (1732-1804 წწ).

ნეკერჩხალი (Acer) - ფოთლოვანი ხე, აქვს სამ-ხუთნაკვთიანი ფოთლები, მერქანს ფართოდ იყენებენ სახარატო საქმეში.

ნეკი

1) მეხუთე, ყველაზე პატარა თითი ხელზე, ფეხზე.

2) ვაზის გასხვლისას სამერმისოდ დატოვებული ორ-ან სამკვირტიანი რქა.

ნეკისოდენა - ძალიან პატარა.

ნეკნი - წვრილი რკალისებური ძვალი, რომელიც ხერხემლიდან მოდის გულმკერდის ძვალთან.

ნეკრასოვი ნიკოლა - რუსი პოეტი (1821-1878 წწ).

ნეკრისა - მდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

ნეკრობიოზი (ბერძნ.) - უჯრედის ან ქსოვილის ნელი კვდომის პროცესი.

ნეკროზი (ბერძნ.) - უჯრედთა ჯგუფის, მთელი ორგანოს ან მისი ნაწილის კვდომა ცოცხალ ორგანიზმში.

ნეკროლატრია (ბერძნ.) - გარდაცვლილთა გაღმერთება.

ნეკროლოგი (ბერძნ.) - ვისიმე გარდაცვალების გამო გამოქვეყნებული წერილი, რომელიც შეიცავს ცნობებს მიცვალებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

ნეკრომანტია (ბერძნ.) - ძველად საბერძნეთში, რომში და ზოგ სხვა ქვეყანაში - მკითხაობა გვამებზე (ან მკვდრების სულის გამოძახების გზით).

ნეკროპოლი (ბერძნ.) - ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ანტიკურ სამყაროში - სასაფლაო, სამარხი.

ნეკულჩე იონ - მოლდაველი მემატიანე, სახელმწიფო მოღვაწე (1672-1745 წწ).

ნელა - აუჩქარებლად, დინჯად.

ნელა-ნელა - იგივეა, რაც ნელ-ნელა.

ნელდეკე თეოდორ - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი (1836-1930).

ნელევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) თესალიელი გმირი, პოსეიდონის და ტიროს ვაჟი. 2) ათენის უკანასკნელი მეფის - კოდროსის ვაჟი, მილეტისა და ერეტრას მითიური დამაარსებელი.

ნელეპი გიორგი - ოპერის რუსი მომღერალი (დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1904-1957 წწ).

ნელთბილი - ოდნავ თბილი.

ნელი - აუჩქარებელი, დინჯი.||პატარა, სუსტი, მცირე (ნიავი, წვიმა, ცეცხლი...).

ნელიდოვო - ქალაქი რუსეთის ტვერის ოლქში (30 ათასი).

ნელინელ - იგივეა, რაც ნელ-ნელა.

ნელ-ნელა - ძალიან ნელა.

ნელნელაობა - ნელ-ნელა მოქმედება.

ნელსაცხებელი - საერთო სახელი სხვადასხვა კოსმეტიკური სურნელოვანი ზეთისა.

ნელსონი

1) მდინარე კანადაში. ერთვის ჰუდსონის ყურეს (სიგრძე - 640 კილომეტრი).

2) ქალაქი ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე, ნელსონის სტატისტიკური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი (45 ათასი).

3) (ინგლ.) - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - ერთ-ერთი ილეთი, უკანიდან მოწინააღმდეგის იღლიებს ქვეშ ხელების ამოტარება და მათი კისერზე შემოჭდობა.

ნელსონი ლეონჰარდ - გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი (1882-1927 წწ).

ნელსონი ჰორაციო - ინგლისელი ადმირალი (1758-1805 წწ).

ნელური - ქალაქი-პორტი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ანდჰრა-პრადეშის შტატში (320 ათასი).

ნემანი

1) ქალაქი რუსეთის კალინგრადის ოლქში.

2) (ნიამუნასი, ნემანეცი) მდინარე ბელორისიაში, ლიტვასა და რუსეთში, ერთვის ბალტიის ზღვას (სიგრძე - 937 კილომეტრი).

ნემანიჩები - სერბიის მართველთა დინასტია XII საუკუნის II ნახევრიდან 1371 წლამდე.

ნემატოდები (ბერძნ.) - მრგვალი ჭიები, რომელთა უმეტესობა პარაზიტებია (ასკარიდები, ანკილოსტომები და სხვა). ბინადრობენ ზღვებში, მტკნარ წყალსაცევბსა და ნიადაგში.

ნემატოციდები (ნემატიციდები) - ქიმიური ნივთიერებანი მავნებელი მცენარისმჭამელი ნემატოდების მოსასპობად.

ნემეა - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ე.წ. ნემეური თამაშების დამაარსებელი ქალი, მათი მფარველი და ღმერთქალი.

ნემეის ლომი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ტიფონოსისა და ექიდინეს ნაშობი საშინელი მტაცებელი, რომელმაც მთელი არგოლიდა განადგურების პირას მიიყვანა. მოკლულ იქნა ჰერაკლეს მიერ (ჰერაკლეს პირველი გმირობა).

ნემენჩინე - ქალაქი ლიტვაში.

ნემერტინები - უხერხემლო ცხოველების ტიპი; ზოგჯერ განიხილავენ როგორც უდაბლესი ჭიების ქვეტიპს; ბინადრობენ უპირატესად ზღვის ფსკერზე.

ნემესიდა (ნემეზიდა, ნემესისი)

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საპატივცემო ქალღმერთი. პირველად მორალის და პატიოსნების განსახიერებად ითვლებოდა, მოგვიანებით იქცა შურისძიების ქალღმერთად, გამოისახებოდა ჩაფიქრებულ, ძალღონით აღსავსე ქალად.

2) გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს დამსახურებულ ბედს, ზოგჯერ შურისძიებას.

ნემესიოს ემესელი - ემესის ეპისკოპოსი, მწერალი (IV-V სს).

ნემეტი დიულა - უნგრელი აღმოსავლეთმცოდნე (1890-1985 წწ).

ნემეტი ლასლო - უნგრელი მწერალი (1901-1990 წწ).

ნემეური თამაშობანი - საერთო სახალხო თამაშობა ძველ საბერძნეთში, რომელიც იმართებოდა ნემეის ველზე, ზევსის სამისნოსთან. ეწყობოდა ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელიწადს, დამაარსებლად ითვლება ჰერაკლე, მივიწყებულ იქნა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ.

ნემეცი ბოგუმილ - ჩეხი ბოტანიკოსი (1872-1966).

ნემირი (ნამდვილი გვარი ნიმეროვსკი) ლუის ბერნსტეინ - ინგლისელი ისტორიკოსი (1888-1960 წწ).

ნემიროვი - ქალაქი უკრაინის ვინიცის ოლქში.

ნემიროვიჩ-დანჩენკო ვლადიმერ - რუსი რეჟისორი და თეატრალური მოღვაწე, მწერალი, დრამატურგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1858 - 1943 წწ).

ნემრუთი - ვულკანი თურქეთში (სომხეთის მთიანეთი, 3050 მეტრი).

ნემსა კონცხი - იხილე აგულიასი.

ნემსი

1) ლითონის წვრილი ჩხირი, რომელსაც ერთი ბოლო წვეტიანი აქვს, მეორე კი გახვრეტილი (ძაფის ასაგებად); იხმარება საკერავად.

2) ნემსისმაგვარი ლითონის ჩხირი; გამოიყენება სხვადასხვა მიზნით (გრამოფონისთვის, მედიცინაში...).

ნემსიყლაპია - წვრილ- და გრძელსხეულიანი მწერი; აქვს ორი წყვილი სიფრიფანა ფრთა.

ნემსიწვერა (Geranium) - მრავალწლოვანი ბალახოვანი მინდვრის მცენარე; აქვს მეტწილად დანაკვთული ფოთლები; იკეთებს მოწითალო ან მოლურჯო-იისფერ ყვავილებს.

ნემსკავა - ჩახმახის წვერი, რომელიც ვაზნას ხვდება.

ნემსკავი - იგივეა, რაც ანკესი.

ნემცოვა ბოჟენა (ქალიშვილობაში ბარბორა პანკლოვა) - ჩეხი მწერალი ქალი (1820-1862 წწ).

ნენა - (დასავლეთ საქართველოში, კუთხურად) დედა (შვილი იტყვის თავის დედაზე).

ნენები - ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, კოლის ნახევარკუნძულიდან ენისეის (ქვემო დინების) მარჯვენა სანაპირომდე მცხოვრები ხალხი.

ნენი პიეტრო - იტალიისა და საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1891-1980 წწ).

ნენია

1) სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

2) სამგლოვიარო სიმღერა ძველ რომში, რომელსაც განსაკუთრებული, სპეციალური მოტირალები ასრულებდნენ. ლიტერატურაში ხშირად იხმარება მწუხარე სიმღერის სინონიმად.

ნენიცესკუ კოსტინ - რუმინელი ქიმიკოსი (1902-1970 წწ).

ნენო - არსენას სატრფო (მიხეილ ჭიაურელი ფილმში) ნატო ვაჩნაძის შესრულებით.

ნენსკრა (ჭვიბრულა) - მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 42 კილომეტრი).

ნენცკი მარცელი - პოლონელი ბიოქიმიკოსი და მიკრობიოლოგი (1847-1901 წწ).

ნეო - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს „ახალს“.

ნეოანთროპები (ბერძნ.) - თანამედროვე სახის ადამიანთა (როგორც განათხართა, ისე დღეს მცხოვრებთა) განზოგადებული სახელი.

ნეოგეა (ბერძნ.) - ხმელეთის ზოოგეოგრაფიული დანაყოფი, რომელიც მოიცავს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას.

ნეოგენი (ბერძნ.) - დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის მეორე ნახევარი.

ნეოგველფიზმი - ლიბერალურ-კათოლიკური მოძრაობა იტალიაში XIX საუკუნის პირველ ნახევარში, რისორჯიმენტოს პერიოდში, რომელმაც აიტაცა შუა საუკუნეების გველფების იდეა: „პაპის ხელისუფლება - იტალიის დამცველი“.

ნეოდარვინიზმი - იგივეა, რაც ვაისმანიზმი.

ნეოდიმი (ბერძნ.) - ლანთანოიდების ოჯახის ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო თეთრი ლითონი, რომლის ნაერთებს იყენებენ მინისა და ფაიფურის წარმოებაში. ატომური ნომერი 60, ატომური მასა 144,24.

ნეოთომიზმი - ფილოსოფიური სკოლა კათოლიციზმში - თომიზმის თანამედროვე ეტაპი; 1879 წლიდან ოფიციალურად არის აღიარებული ვატიკანის მიერ.

ნეოკანტიანელობა - იდეალისტური ფილოსოფიის მიმდინარეობა XIX-XX საუკუნეების ზღვარზე; ცდილობდა ფილოსოფიის ძირითადი პრობლემები გაეაზრებინა კანტის მოძღვრების განახლებული ინტერპრეტაციის საფუძველზე.

ნეოკეინზიანელობა - სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების თეორია ეკონომიკაში.

ნეოლითი (ბერძნ.) - ახალი ქვის ხანა; ქვის ხანის უკანასკნელი ეპოქა.

ნეოლოგიზმი (ბერძნ.) - ენაში ახლად გაჩენილი სიტყვა ან გამოთქმა.

ნეონი (ბერძნ.) - ქიმიური ელემენტი, უფერო და უსუნო გაზი; იყენებენ სასიგნალო და სარეკლამო გასანათებელი ხელსაწყოების გასავსებად. ატომური ნომერი 10, ატომური მასა 20,1797.

ნეონტოლოგია (ბერძნ.) - ბიოლოგიურ მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის თანამედროვე ორგანულ სამყაროს (ამჟამად მცხოვრებ ორგანიზმებს).

ნეოპილინა - მონოპლაკოფორების ერთადერთი გვარი; ცნობილია 6 სახეობა; გავრცელებულია წყნარი, ინდოეთის და ატლანტის ოკეანეების სამხრეთ ნაწილებში 1800-6500 მეტრ სიღრმეზე.

ნეოპლატონიზმი - ანტიკური ფილოსოფიის იდეალისტური მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავდა პლატონის ფილოსოფიის წინააღმდეგობრივი ელემენტების სისტემატიზაციას და მათ შეერთებას არისტოტელეს მთელ რიგ იდეებთან.

ნეოპტოლომეოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აქილევსისა და მეფე ლაკომედოსის ქალიშვილის დეიდამიას ვაჟი. სამისნოს წინასწარმეტყველების თანახმად, მის გარეშე ტროას ომი ვერ დასრულდებოდა და სწორედ მას ხვდა წილად მეფე პრიამოსის მოკვლა.

ნეორეალიზმი

1) თამამედროვე იდეალისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი სახესხვაობა.

2) მიმართულება იტალიის კინოსა და ლიტერატურაში XX საუკუნის 40-50-იან წლებში; რეალიზმის ახალი ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიფაშისტური და დემოკრატიული ეროვნული ხელოვნებისათვის ბრძოლაში.

ნეოსქოლასტიკა - ერთობლიობა თანამედროვე კათოლიკური ფილოსოფიის სხვადასხვა მიმართულებისა, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ შუა საუკუნეების სქოლასტიკა, განსაკუთრებით თომა აქვინელის მოძღვრება.

ნეოტენია (ფრანგ.) - ზოგი ორგანიზმის უნარი სქესობრივ სიმწიფეს მიაღწიოს და გამრავლდეს განვითარების ადრეულ საფეხურზე; ახასიათებს წყალხმელეთების, ფეხსახსრიანების, ჭიების ნაწილს, აგრეთვე ბევრ მცენარეს.

ნეოტექტონიკა - ტექტონიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ნეოგენის და ანთროპოპოგენისდროინდელ ტექტონიკურ მოძრაობას; ეს მოძრაობა განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს თანამედროვე რელიეფის წარმოქმნაში.

ნეოფაშიზმი - თანამედროვე მემარჯვენე რადიკალური მოძრაობა, მისი მონაწილეები არიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაშლილი ფაშისტური ორგანიზაციების პოლიტიკური და იდეური მემკვიდრეები.

ნეოფიტი (ბერძნ.)

1) რაიმე რელიგიის ახალი მიმდევარი; ახლადრჯულმიღებული.

2) (გადატანით) რაიმე მოძღვრების, საზოგადოერივი მოძრაობის და მისთანების ახალი მიმდევარი.

ნეოფობია (ბერძნ.) - შიში ყოველგვარი სიახლისა.

ნეოცერატოდუსი (ბერძნ.) - ავსტრალიური თევზი, რომელიც სუნთქავს ლაყუჩებითაც და ფილტვებითაც (ორმაგად მსუნთქავი).

ნეპა - მდინარე რუსეთის შუაციმბირის ზეგანზე, ნიჟნი ტუნგუსკის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 683 კილომეტრი).

ნეპალი (ნეპალის ფედერაციულ-დემოკრატიული რესპუბლიკა, ნეპალურად - Sanghiya Loktantrik Ganatantra Nepal).
- დაარსებულია 1768 წელს.
- 1923 წელს გახდა დამოუკიდებელი დიდი ბრიტანეთისგან.
- ქვეყნის სახელწოდება ძველ ინდურ ენაზე ნიშნავს „მთის ძირსი მდებარეს“.
- ეროვნული დევიზი - “დედა და სამშობლო უფრო ძვირფასია, ვიდრე ციური სამყარო”.
- ჰიმნი - Sayaun Thunga Phool Ka.
- სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთების ცენტრალურ ნაწილში. ესაზღვრება ჩინეთს და ინდოეთს.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი ყრილობა.
- ფართობი - 140 800 ათასი კვ.კმ.
- დაყოფილია 14 ანჩოლად (ზონად), რომლებიც მოიცავენ 75 რაიონს.
- მოსახლეობა - 27 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 184 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- ოფიციალური ენა - ნეპალური.
- სახელმწიფო რელიგია - ინდუიზმი.
- დედაქალაქი - კატმანდუ.
- ვალუტა - ნეპალური რუპია.
- ქვეყნის კოდი - NPL.
- დროის სარტყელი - UTC +5.45.
- სატელეფონო კოდი - +977.
- ინტერნეტ-დომენი - NP.

ნეპერი - ქალაქი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუძულზე, ჰოქს-ბეის სტატისტიკური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი (110 ათასი).

ნეპერი (ნეიპირი) უილიამ ფრანსის - ინგლისელი გენერალი (1785-1860 წწ).

ნეპერი ჯონ - შოტლანდიელი მათემატიკოსი (1550-1617 წწ).

ნეპერი - ლოგარითმული ფარდობითი სიდიდის ერთეული.

ნეპმანი (რუს.) - ლენინის მიერ შემოღებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პირველ პერიოდში - კერძო მეწარმე, ვაჭარი.

ნეპოტიზმი (ლათ. ნეპოს (ნეპოტის) „შვილიშვილი, შთამომავალი“)

1) რომის პაპების მიერ შემოსავლიან ან გავლენიან თანამდებობათა დარიგება თავიანთი ნათესავებისთვის.

2) (გადატ.). თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა; „ნათლიმამობა“, „მამიდაშვილობა“.

ნეპრინცევი მიხეილ - არქიტექტორი; მუშაობდა და ცხოვრობდა თბილისში (1877-1962 წწ).

ნეპტუნი (ლათ.) - მზიდან რიგით მერვე დიდი პლანეტა მზის სისტემისა, მზიდან დაშორება დაახლოებით 4500 მილიონი კილომეტრი. აღმოჩენილ იქნა 1846 წელს ი. გალეს მიერ. მიეკუთნება პლანეტა-გიგანტებს.

ნეპტუნიზმი - გეოლოგიური მოძღვრება ქანების წარმოშობის შესახებ წყლიდან დალექვის გზით.

ნეპტუნიუმი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; ხელოვნურად მიიღეს 1940 წელს. უმნიშვნელო რაოდენობით შედის ურანის მადანში; რადიოაქტიური დაშლის შედეგად გადაიქცევა პლუტონიუმად.

ნეპტუნუსი (ნეპტუნი) - იტალიური ღვთაება, იყო ზღვის, ზღვაოსნობის, მეცხენეობისა და ცხენებით შეჯიბრის მფარველი. ამჟამად ნეპტუნუსს უწოდებენ იმ მეზღვაურს, რომელიც გემით ეკვატორს გადაჭრის. გადატანითი მნიშვნელობით უწოდებენ ზღვის სტიქიასაც. შეესაბამება ბერძნულ პოსეიდონს.

ნეჟად გურჯი (ნამდვილი სახელი მოჰამად ალი-ხან ასლან-ხანის ძე ნეჟად გურჯი)

ირანელი პოეტი და და სახელმწიფო მოღვაწე, ეროვნებით ქართველი (XVIII საუკუნე).

ნეჟდანოვა ანტონია - ოპერის რუსი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1873-1950 წწ).

ნეჟინი - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში (80 ათასი).

ნეჟონი ჟაკ ანდრე - ფრანგი ფილოსოფოსი და ათეისტი (1738-1810 წწ).

ნერბვა - ცხვრის დაგრილება.

ნერბი - დედალი ცხვარი.

ნერგალი (ირაგალი, ირქალა) - სიკვდილისა და სნეულებათა ბაბილონური ღვთაება, ქვესკნელის მეუფე.

ნერგეეთი - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: ალისმერეთი, ზედა დიმი, ნერგეეთი, წაბლარასხევი, წყალთაშუა). მდებარეობს მდინარე ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 220 მეტრი, ბაღდათიდან - 3 კილომეტრი. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 295 კაცი.

ნერედიცა - მაცხოვრის ეკლესია ნიჟნი ნოვგოროდში, რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი; აგებულია XII საუკუნეში.

ნერგები - ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი. დამდგმელი ოპერატორი - აბესალომ მაისურაძე. კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია. მთავარ როლებში: რამაზ ჩხიკვაძე (ლუკა), მიხეილ მესხი (კახა), სესილია თაყაიშვილი, ზეინაბ ბოცვაძე, ზურაბ ქაფიანიძე, მიხეილ ვაშაძე, კახი კავსაძე, ზურაბ ლაფერაძე, ჯემალ ღაღანიძე, ლია კაპანაძე, ვასილ კახნიაშვილი.

ნერგი

1) დასარგავად განკუთვნილი ნორჩი მრავალწლოვანი მცენარე (ან მისი ნაწილი).

2) (კუთხურად) იგივეა, რაც ტირიფი.

ნერევსი - ზღვის უძველესი ღვთაება ძველ საბერძნეთში, მშვიდი ზღვის განსახიერება, კეთილი, ბრძენი და სამართლიანი მოხუცი.

ნერეიდა - პლანეტა ნეპტუნის თანამგზავრი; ერთადერთი თანამგზავრი მზის სისტემაში, რომელსაც ძლიერ წაგრძელებული ორბიტა აქვს. აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა ჯ.პ. კოიპერმა 1949 წელს.

ნერეიდები - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზღვის ღვთაების - ნერევსისა და დორიდას ქალიშვილები, ზღვის ფერიები (მათი რაოდენობა 50-მდეა). ხშირად გამოისახებოდნენ ტრიტონის ან დელფინის ზურგზე მოცეკვავენი, მხატვრულ ლიტერატურაში ზღვის ტალღების სინონიმები არიან.

ნერეტვა - მდინარე ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში, ერთვის ადრიატიკის ზღვას (სიგრძე - 218 კილომეტრი).

ნერეხტა - ქალაქი რუსეთის კოსტრომის ოლქში (30 ათასი).

ნერვა მარკუს კოქცეიუს - რომის იმპერატორი 96 წლიდან, ანტონინების დინასტიის ფუძემდებელი (30 ან 35 - 98 წწ).

ნერვალი ჟერარ დე (ნამდვილი გვარი ლაბრუინი) - ფრანგი პოეტი და მწერალი (1808-1885 წწ).

ნერვაცია (ლათ.) - ძარღვების განაწილება, განლაგება ფოთლებზე, ყვავილებზე, ნაყოფზე.

ნერვებაშლილი - ვისაც ნერვები აქვს აშლილი.

ნერვებიანი - იხილე ნერვული (მნიშვ. 2).

ნერვი (ლათ.)

1) ბოჭკოვანი წარმონაქმნი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში; ასეთი წარმონაქმნები ქმნიან თავისა და ზურგის ტვინისაგან განშტოებულ სისტემას, რომელიც მართავს ორგანიზმის მოქმედებას.

2) (მრავლობით რიცხვში) ნერვები - ამ ორგანოების ერთობლიობა, სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის მოქმედებას და ადამიანის ქცევას.

ნერვი პიერ ლუიჯი - იტალიელი ინჟინერი და არქიტექტორი (1891-1979 წწ).

ნერვიზმი - იდეა ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების რეგულირებაში ნერვულის სიტემის უპირატესი მნიშვნელობის შესახებ. ცნება ფიზიოლოგიაში ი.პავლოვმა შემოიტანა 1883 წელს.

ნერვიური (ფრანგ.)

1) არქიტექტურაში - თაღის გამობურცული წიბო; ნერვიურთა სისტემა ქმნის კარკასს; დამახასიათებელია გოტიკურ ნაგებობათათვის.

2) თვითმფრინავის ფრთის დეტალი; წარმოადგენს წვრილ მოღუნულ კოჭს, რომელიც მოთავსებულია ლონჟერონის პერპენდიკულარულად.

ნერვული

1) ნერვებისაგან შემდგარი; ნერვებთან დაკავშირებული.

2) ნერვების გაღიზიანებით გამოწვეული.

3) ზედმეტად მგრძნობიარე, ადვილად აღგზნებადი, მეტად ფიცხი.

ნერინგა - ქალაქი ლიტვაში.

ნერისი სალომეა (ნამდვილი გვარი ბაჩინსკაიტე-ბუჩენე) - ლიტვის სახალხო პოეტი ქალი (1904-1945 წწ).

ნერიტული (ბერძნ) - ნერიტული ზონა - ზღვის სანაპირო არე, რომელიც ვრცელდება საშუალოდ 200 მეტრ სიღრმემდე.

ნერიუნგრი - ქალაქი რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში (75 ათასი).

ნერკა - წყნარი ოკეანის გამსვლელი და ადგილობრივი თევზი ორაგულის გვარისა.

ნერნი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (შოტლანდია).

ნერნსტი ვალთერ ფრიდრიხ ჰერმან - გერმანელი ფიზიკოსი და ფიზიკური ქიმიის სპეციალისტი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1864-1941 წწ).

ნერო

1) ტბა რუსეთის იაროსლავლის ოლქში (სიღრმე 4 მეტრამდე).

2) ნერო ფრანკო (ნამდვილი გვარი სპარტანერო) - იტალიელი კინომსახიობი (დაიბადა 1941 წელს).

ნეროდა გიორგი - რუსი მოქანდაკე (1895-1983 წწ).

ნერონი (ნერო) ლუციუს კლავდიუს დრუზუს გერმანიკუს ცეზარ - რომის იმპერატორი 54 წლიდან (37-68 წწ).

ნერპა (ფინ.) - სელაპის სახეობა.

ნერპიჩიე

1) ტბა რუსეთის იაკუტიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

2) ტბა რუსეთის კამჩატკის აღმოსავლეთ ნაწილში.

ნერსე I - ქართლის ერისმთავარი VII საუკუნის II ნახევარში.

ნერსე II - ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის II ნახევარში, 781 წლამდე.

ნერსესიანი ბაბკენ - სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1917-1986 წწ).

ნერსესიანი რაჩია - სომეხი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1895-1961 წწ).

ნერსესის სასწავლებელი - სომხური სასულიერო სემინარია, დაარსდა 1824 წელს თბილისში ნერსეს აშტარაკეცის ინიციატივით.

ნერსეს შნორალი - სომეხი პოეტი და საეკლესიო მოღვაწე (1102-1172 წწ).

ნერუ მოტილალ - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი ლიდერი (1861-1931 წწ).

ნერუ რამეშვარი - ინდოეთის საზოგადო მოღვაწე ქალი (1886-1966 წწ).

ნერუ ჯავაჰარლალ - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1889-1964 წწ).

ნერუდა იან - ჩეხი მწერალი (1834-1891 წწ).

ნერუდა პაბლო (ნამდვილი სახელი და გვარი ნეფტალი რიკარდო რეიეს ბასუალტო) - ჩილელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე (1904-1973 წწ).

ნერჩა - მდინარე იმიერბაიკალისპირეთში (სიგრძე - 580 კილომეტრი).

ნერჩი - (კუთხურად) რაიმე ჭურჭლის ძირი (გარედან).

ნერჩინსკი - ქალაქი რუსეთის ჩიტის ოლქში.

ნერწყვი - ოდნავ ბლანტი უფერული სითხე, რომელსაც პირის ღრუში გამოყოფს განსაკუთრებული ჯირკვლები.

ნესგუნი - სოფელი მესტიისმუნიციპალიტეტში.

ნესებირი (მესამბრია) - ქალაქი ბულგარეთის ბურგასის ოკრუგში.

ნესესერი (ფრანგ.)

1) საგზაო ფუტლარი, რომელშიც ათავსებენ თავის მოვლისათვის, ტუალეტისათვის საჭირო ნივთებს.

2) ხელსაქმისათვის, ჭრა-კერვისათვის საჭირო წვრილ-წვრილი ნივთების შესანახი კოლოფი.

ნესვი (Cucumis melo) - ბაღჩეული მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა; ისხამს ჩვეულებრივ ოვალურ მრავალთესლიან ნაყოფს; ხორცი წვნიანი აქვს, ტკბილი და სურნელოვანი.

ნესვიჟი - ქალაქი ბელორუსიის მინსკის ოლქში.

ნესიმი - იხილე ნასიმი.

ნესოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) ჰერაკლეს მიერ მოკლული კენტავრი, იქსიონისა და ნეფელეს ვაჟი. 2) ნაკადის ღვთაება (თრაკიელთა წარმოდგენით), ოკეანოსისა და თეტისის ვაჟი.

ნესტან-დარეჯანი ქართლ-კახეთის დედოფალი XVI საუკუნეში, ლუარსაბ I-ის დედა.

ნესტან-დარეჯანი - „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟი ქალი, ტარიელის სატრფო. ეს არის სპარსული ფრაზის - „ნისთ ანდარ ჯეჰან“ (არ არის ამქვეყნად, არაამქვეყნიური) - გადმოქართულებული ვარიანტი.

ნესტარი

1) (საწერტელი) დედალი ფუტკრის ორგანო, რომლითაც ის თავს იცავს (ჩხვლეტს) და რომლითაც კვერცხებს დებს.

2) გველის ენა, ხალხის რწმენით მჩხვლეტავი და მგესლავი.

3) (ძველად) სადასტაქრო დანა, ლანცეტი.

ნესტერენკო ევგენი - ოპერის რუსი მომღერალი (ბანი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1938 წელს).

ნესტეროვი

1) ქალაქი რუსეთის კალინინგრადის ოლქში.

2) ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ნესტვი

1) ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავი.

2) ყოველგვარი ჩასაბერი საკრავი.

ნესტი - ტენი, სისველე, სინოტივე.

ნესტიანი - ნესტის მქონე, ნესტის შემცველი, ნოტიო.

ნესტლე - საკვების მწარმოებელი შვეიცარიული ფირმა, დაარსებულია 1866 წელს

ნესტო - ცხვირის გარეთა ხვრელი (ორიდან თითოეული).

ნესტორი

1) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პილოსის მეფე, ნელევსისა და ქლორიდას ვაჟი. კალიდონის ნადირობისა და არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე.

2) ძველი რუსეთის მწერალი და მემატიანე (XI-XII საუკუნეები).

3) თუთიყიშისებრი ფრინველი; ბინადრობს ახალ ზელანდიაში.

ნესტორიანელობა - ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმდინარეობა; მის მამათავრად ითვლება ბიზანტიელი ნესტორი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი 428-431 წლებში.

ნესტროი იოჰან ნეპომუკ - ავსტრიელი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე (1801-1862 წწ.)

ნეტავ (ნეტავი) - ნატვრის გამომხატველი სიტყვა.

ნეტამც - იგივეა, რაც ნეტავ.

ნეტარება - მეტისმეტი სიამოვნება, განცხრომა.

ნეტარი

1) მეტისმეტად სასიამოვნო, სანატრელი.

2) სრულიად ბედნიერი; უბედნიერესი.

3) წმინდანის ეპითეტი.

ნეტარხსენებული - იტყვიან გარდაცვლილის ხსენებისას პატივისცემის (ზოგჯერ ირონიის) გამოსახატავად.

ნეტერი ემი - გერმანელი მათემატიკოსი (1882-1935 წწ).

ნეტეშინი - ქალაქი უკრაინის ხმელნიცკის ოლქში (30 ათასი).

ნეტო (იტალ.) - საქონლის წონა უჭურჭლოდ, შეუფუთავად; წმინდა წონა.

ნეტო აგოსტინიო - ანგოლის პრეზიდენტი 1975-79 წლებში (1922-1979 წწ).

ნეტო იგორ - რუსი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, სსრკ ნაკრების კაპიტანი (1930 - 1999 წწ).

ნეტსკეიპი - ამერიკული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს კომპიუტერულ პროგრამებს ინერნეტში სამუშაოდ; დაარსებულია 1994 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს მაუნტაინ-ვიურში (კალიფორნია).

ნეუკენი - ქალაქი (90 ათასი) და პროვინცია არგენტინის დასავლეთ ნაწილში.

ნეუსტუპნი იირჟი - ჩეხი არქეოლოგი (1905-1990 წწ).

ნეფარიძე ვენერა - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, სოხუმის და რუსთავის თეატრებში (დაიბადა 1923 წელს).

ნეფე - იგივეა, რაც მეფე (მნიშვ. 2).

ნეფედოვი ფილიპ - რუსი მწერალი, პუბლიცისტი (1838-1902 წწ).

ნეფელე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ათამანტის პირველი ცოლი, ღრუბელთა ღმერთქალი; ღრუბლის განსახიერება.

ნეფელინი (ბერძნ.) - ღია ნაცრისფერი ან მომწვანო მინერალი; იყენებენ სასუქების წარმოებაში და სხვა.

ნეფელომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო სითხეების, ან კოლოდური ხსნარების ამღვრეულობის (მეტეოროლოგიაში - ნისლის სიმკვრივის) ხარისხის გასაზომად.

ნეფერტიტი - ძველი ეგვიპტის დედოფალი (ძვ.წ. აღ. XV ს დასაწყისი - XIV ს დასაწყისი).

ნეფი ველას - ამერიკელი არქიტექტორი (1895-1982 წწ).

ნეფი ვლადიმირ - ჩეხი მწერალი (1909-1983 წწ).

ნეფი ომერ - თურქი პოეტი (1572-1635 წწ).

ნეფიონი - იგივეა, რაც მეფიონი.

ნეფისკალო - მთები, იხილე მეფისკალო.

ნეფოსკოპი (ბერძნ.) - ხელსაწყო, რომლითაც განსაზღვრავენ ღრუბელთა მოძრაობის სიჩქარეს და მიმართულებას.

ნეფრიდიები - უხერხემლო ცხოველების გამომყოფი ორგანოები, რომლებიც ასრულებენ ოსმორეგულაციისა და ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტების გამოტანის ფუნქციას.

ნეფრო (nefro) (ბერძნ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს თირკმელთან დაკავშირებულს.

ნეფრალგია (ბერძნ.) - მედიცინაში - თირკმლის ტკივილი კენჭოვანი დაავადების დროს.

ნეფრიდიები (ბერძნ.) - უხერხემლო ცხოველების ორგანოები, რომლებითაც გარეთ გამოიყოფა, გამოიდევნება ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტები და ზოგჯერ სასქესო პროდუქტებიც.

ნეფრიტი (ბერძნ.)

1) თირკმელების ანთება.

2) მომწვანო ან თეთრი მინერალი; იყენებენ სხვადასხვა სამკაულის გასაკეთებლად.

ნეფროზი (ბერძნ.) - ნეფროზული სინდრომის მოძველებული სახელწოდება.

ნეფროზ-ნეფრიტი (ბერძნ.) - მოძველებული ტერმინი; აღნიშნავდა ნეფრიტისა და ნეფროზული სინდრომის შეხამებას.

ნეფროზული სინდრომი - თირკმლების დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცილოვან-ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და შეშუპებაც კი.

ნეფროლთიაზი (ბერძნ.) - თირკმლების ქრონიკული დაავადება - მათში კენჭების წარმოქმნა.

ნეფროლოგია (ბერძნ.) - მედიცინის დარგი, რომელიც თირკმლების დაავადებას სწავლობს.

ნეფრომა (ბერძნ.) - თირკმლის პარენქიმის ნათელუჯრედოვანი კიბო.

ნეფრონი (ბერძნ.) - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული.

ნეფროპათია (ბერძნ.) - თირკმლების სხვადასხვა არაანთებითი დაავადების სახელწოდება.

ნეფროპტოზი (ბერძნ.) - თირკმლის დაწევა; პათოლოგიურად მოძრავი თირკმელი.

ნეფროსკლეროზი (ბერძნ.) - თირკმლების დაზიანება ჰიპერტონიული დაავადების ბოლო სტადიაზე; დამახასიათებელია შემაერთებელი ქსოვილების გადიდება; გადაიზრდება ხოლმე ურემიაში.

ნეფტეგორსკი - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (20 ათასი).

ნეფტეიუგანსკი (1967 წლამდე უსტ-ბალიკი) - ქალაქი რუსეთის ხანტ-მანსის ავტონომიურ ოლქში (100 ათასი).

ნეფტეკამსკი - ქალაქი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში (120 ათასი).

ნეფტეკუმსკი - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში (20 ათასი).

ნეფუდი - რამდენიმე ქვიშიანი უდაბნოს საერთო სახელწოდება არაბეთის ნახევარკუნძულზე.

ნექსე მარტინ - იხილე ანდერსენ-ნექსე .

ნექტარი

1) (ბერძნ.) - შაქროვანი წვენი, რომელსაც გამოყოფს ზოგი მცენარე.

2) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთების სასმელი, რომელიც მათ უკვდავებასა და მარადიულ სიყმაწვილეს ანიჭებდა.

3) (გადატანით) სიამოვნების მომგვრელი, მეტისმეტად კარგი რამ.

ნექტონი (ბერძნ.) - წყლის ცხოველები (ვეშაპები, დელფინები, თევზები და თავფეხიანი მოლუსკები) ერთობლივ, რომელთაც შეუძლიათ აქტიურად გადაადგილება ან ცურვა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით.

ნეშათი გურჯი (ნამდვილი სახელი - მოჰამად ბაყერ-ბეგი) - ირანელი პოეტი, წარმოშობით ქართველი (გარდაიცვალა 1819 წელს).

ნეშარისწყალი - მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ყორულდაშის მარჯვენა შენაკადი.

ნეშვილი - ქალაქი აშშ-ს ტენესის შტატში (510 ათასი).

ნეში ტომას - ინგლისელი მწერალი (1567-1601 წწ).

ნეში უოლტერ - ახალი ზელანდიის პოლიტიკური მოღვაწე (1882-1968 წწ).

ნეშო - ფოთლებიანი ხის შტო (მოკაფული) ან ფოთლები (მოკრეფილი, ჩამოცვენილი).

ნეშომპალა - ნიადაგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ლპობისაგან.

ნეშტი - გვამი, ცხედარი.

ნეშხუ - მთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (2987 მეტრი).

ნეჩუი-ლევიცკი ივანე (ნამდვილი გვარი ლევიცკი) - უკრაინელი მწერალი, ლიტერატურული მოღვაწე (1838-1918 წწ).

ნეცესიტა - ბერძნული ანანკეს ლათინური სახელწოდება. ნიშნავდა აუცილებლობას, გარდუვალობას, ბედისწერას.

ნეცკე - იაპონურ ხელოვნებაში XVII-XIX საუკუნეებში გავრცელებული ხის, სპილოს ძვლის ან ლითონისაგან ნაკეთები მინიტურული ფორმები.

ნეძვი

1) ყოფილი სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

2) IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტრის ეკლესია.

ნეძვისწყალი (ნეძვისხევი, ნეძურა) - მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 18 კილომეტრი).

ნეძიხი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჟინვალის სადაბო საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 800 მეტრი, დუშეთიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 48 კაცი.

ნეძონა - სოფელ ხიზარუხის ძველი სახელწოდება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი).

ნეძურა - მდინარე, იხილე ნეძვისწყალი.

ნეჭა

1) სუფთა ჭილობი (საბა).

2) სქელი ქსოვილისგან დაწნული საფენი, ფარდაგი (იციან ქიზიყში).

ნეხაო II - ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ.აღ. 609-595 წლებში.

ნეხვი - საქონლის განავალი, ნაკელი.

ნეჯათი ისა - თურქი პოეტი (1460-1508 წწ).

ნეჯათიგილი ბეჰჩეთ - თურქი პოეტი (1916-1979 წწ).

ნეჯდი - პროვინცია საუდის არაბეთში, XVIII საუკუნეში ვაჰაბიტების მოძრაობის ცენტრი.

ნეჯელი - ტბა რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში (სიღრმე 7 მეტრამდე)

2.6 ნზ

▲ზევით დაბრუნება


ნზულა ალბერტ ტომას (ფსევდონიმი ჯექსონი) - სამხრეთ აფრიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1905-1934 წწ).

2.7 ნი

▲ზევით დაბრუნება


ნიაბაური - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ნიაბი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ნიაგანი - ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში (60 ათასი).

ნიაგარა - მდინარე ჩრდილოეთ ამერიკაში, ერთვის ონტარიოს ტბას (სიგრძე - 56 კილომეტრი).

ნიაგარა-ფოლზი

1) ქალაქი კანადის ონტარიოს პროვინციაში (75 ათასი).

2) ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში, ბუფალოს გარეუბანი (75 ათასი).

ნიაგარის ჩანჩქერი - ჩანჩქერი ჩრდილოეთ ამერიკაში, მდინარე ნიაგარაზე (სიგანე 300 მეტრი, სიმაღლე 51 მეტრი).

ნიადაგ - მუდამ, ყოველთვის, მარად.

ნიადაგთმცოდნეობა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნიადაგებს.

ნიადაგი

1) დედამიწის ქერქის ზედა შრე, რომელშიც მცენარე ფესვს იდგამს.

2) (გადატანით) რისამე საფუძველი, საყრდენი.

ნიადაგსახმარი - ყოველდღიურად სახმარი.

ნიადაგქვეშა - ნიადაგის ქვეშ არსებული.

ნიავი

1) სუსტი, ნელი ქარი, სიო.

2) ქართული ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახი, გამოდიოდა 1908 წლიდან თბილისში; გამოცემულია 8 ნომერი.

ნიავქარი

1) იგივეა, რაც ნიავი.

2) ძლიერი ქარიშხალი.

ნიავქარული - (პოუტურად) სწრაფი, მალი.

ნიაზეპეტროვსკი - ქალაქი რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში.

ნიაზი (ნამდვილი სახელი და გვარი ნიაზ თაღი-ზადე-ჰაჯიბეკოვი) - აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1912-1984 წწ).

ნიაზოვი საფარმურად - თურქმენეთის პრეზიდენტი 1990 წლიდან, 1999 წლიდან - პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე, „თურქმენბაშ-ის“ (თურქმენთა მეთაური) ოფიციალური ტიტულის მქონე (1940-2006 წწ)).

ნიათგამოცლილი - ვისაც ნიათი გამოეცალა, ძალაგამოცლილი.

ნიათი - არაქათი, ქანცი, ძალა, ღონე.

ნიაია (სანსკრ.) - ინდური ფილოსოფიის ერთ-ერთი ორთოდოქსული სისტემა, ე.ი. ისეთი, რომელიც ცნობს ვედების ავტორიტეტს.

ნიალის ბრძოლა - ბრძოლა თამარ მეფის ერთგულ ლაშქარსა და გიორგი რუსის გამეფების მოსურნე დიდებულებს შორის 1191 წელს ნიალის ველზე, ხინგრისწყალთან.

ნიალისყურის ქედი (ჩრდილის ქედი, ჩილდირის ქედი) - ქედი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სამხრეთ მთიანეთში.

ნიამეი - ნიგერის დედაქალაქი 1960 წლიდან, პორტი მდინარე ნიგერზე (400 ათასი).

ნიამლაგირა (ნიამურაგირა) - მოქმედი ვულკანი კონგოში.

ნიამორი (Capra aegagrus) - კლდის თხა; ქურციკი.

ნიამურაგირა - იხილე ნიამლაგირა.

ნიამცი - ჟუდეცი რუმინეთში, აღმოსავლეთ კარპატების მთისწინეთში.

ნიანგი

1) დიდი ზომის ქვეწარმავალი, გავრცელებულია ტროპიკულ ქვეყნებში.

2) ქართული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი, გამოდის 1923 წლიდან.

ნიანდომა - ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქში (25 ათასი).

ნიანია ლიპარიტის ძე - დიდგვაროვანი ფეოდალი XI საუკუნის საქართველოში, ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი.

ნიასა - ტბა აფრიკაში, მალავის, მოზამბიკის და ტანზანიის საზღვარზე (სიღრმე 706 მეტრი).

ნიასალენდი - აფრიკის სახელმწიფო მალავის სახელი 1964 წლამდე.

ნიასელები (ნიასები) - ინდონეზიის კუნძულ სუმატრის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ნიასზე მცხოვრები ხალხი (500 ათასი).

ნიასი - კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის ინდონეზიას.

ნიასიიარვი - ტბა ფინეთში.

ნიაღვარი - მოვარდნილი წყალი; ჩნდება დიდი წვიმების ან უხვი თოვლის დნობის შედეგად.

ნიაჩანგი - ქალაქი-პორტი ვიეტნამის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; ფუკჰანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (215 ათასი).

ნიაცინი - იგივეა, რაც ნიკოტინმჟავა.

ნიახური (Renunculus repens) - ბალახი ბაიასებრთა ოჯახისა, აქვს მხოხავი ღერო და ყვითელი ყვავილი; ფოთლებს მხალად ხმარობენ.

ნიახურის ბრძოლა - რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა ავარიის მფლობელის ომარ-ხანის ლაშქრის წინააღმდეგ 1800 წლის 7 ნოემბერს.

ნიბელუნგები - გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის გმირები, ოქროს საგანძურის მფლობელნი; მათს ამბავს მოგვითხრობს გერმანული ეპიური პოემა „სიმღერა ნიბელუნგებზე“ (XIII საუკუნე).

ნიბლია - პატარა ჭრელი მგალობელი ჩიტი; სხვაგვარად - სკვინჩა.

ნიბური

1) ბართოლდ გეორგ - გერმანელი ისტორიკოსი (1776-1831 წწ).

2) რეინჰოლდ - ამერიკელი თეოლოგი (1892-1971 წწ).

ნიგა (ნამდვილი სახელი და გვარი ნინა გალავანოვა) - ოსი მწერალი ქალი (დაიბადა 1915 წელს).

ნიგავზები - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ნიგაზეული - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.

ნიგალი - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, იგივეა, რაც ლივანა.

ნიგელი ერმონდ (an ermold) - IX საუკუნის ფრანკი პოეტი; წერდა ლათინურ ენაზე.

ნიგერი

1) (ნიგერის რესპუბლიკა, ფრანგ. Republique du Niger).
- სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ალჟირს და ლიბიას, აღმოსავლეთით - ჩადს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ნიგერიას, სამხრეთ-დასავლეთით - ბენინს და ბურკინა ფასოს, დასავლეთით - მალის. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
- დამოუკიდებლობის დღე (საფრანგეთისგან) - 1960 წლის 3 აგვისტო.
- ეროვნული დევიზი - „Fraternite, Travail, Progres” (ძმობა, სამსახური, პროგრესი).
- ჰიმნი - „La Nigerienne”.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი.
- ფართობი - 127 000 კვ.კმ.
- დაყოფილია 7 დეპარტამენტად,რომლებიც თავის მხრივ მოიცავენ 33 ოლქს.
- მოსახლეობა - 11,6 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 9 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმეტესობა მუსლიმანები არიან.
- ოფიციალური ენა - ფრანგული.
- დედაქალაქი - ნიამეი.
- ვალუტა - ფრანკი.
- ქვეყნის კოდი - NER.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +227.
- ინტერნეტ-დომენი - NE.NE

2) (ზემო დინებაში - ჯოლიბა) - მდინარე გვინეაში, მალიში, ნიგერში, ბენინსა და ნიგერიაში, ერთვის ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეს (სიგრძე - 4160 კილომეტრი).

ნიგერი (ნამდვილი სახელი და გვარი ივანე ჯანაევი) - ოსი პოეტი (1896-1947 წწ).

ნიგერია (ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა, ინგლ. Federal Republic of Nigeria).

- სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. დასავლეთით ესაზღვრება ბენინს, ჩრდილოეთით - ნიგერს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩადს, აღმოსავლეთით - კამერუნს. სამხრეთით აკრავს ატლანტის ოკეანის გვინეის ყურე.
- დამოუკიდებლობის დღე (დიდი ბრიტანეთისგან) - 1960 წლის 1 ოქტომბერი.
- ეროვნული დევიზი - „Unity and Faith, Peace and Progress“ (ერთობა და რწმენა, მშვიდობა და პროგრესი).
- ჰიმნი - „Arise O Compatriots, Nigeria's Call Obey“.
- მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ფედერაცია.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- ფართობი - 923 768 კვ.კმ.
- შედგება 36 შტატის და დედაქალაქი ერთი ფედერალური ოლქისგან.
- მოსახლეობა - 148 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 145 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა მუსლიმანები არიან.
- ოფიციალური ენა - ინგლისური.
- დედაქალაქი - აბუჯა.
- ვალუტა - ნაირა.
- ქვეყნის კოდი - NGA.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +234.
- ინტერნეტ-დომენი - NG.

ნიგვზარა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (კორბოულის თემის საკრებულო). მდებარეობს იმერეთის მაღლობზე. ზღვის დონიდან - 940 მეტრი, საჩხერიდან - 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 978 კაცი.

ნიგვზიანი

1) რასაც ნიგოზი აქვს დამატებული, შერეული.

2) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ნიგვზნარა - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში.

ნიგვზისძირა (Geum urbanum) - ერთწლოვანი ბალახი ვარდისებრთა ოჯახისა; აქვს რთული ფოთლები, სწორად მდგომი ღერო და ყვითელი ყვავილი.

ნიგლი პაულ - შვეიცარიელი მინერალოგი, პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი (1888-1953 წწ).

ნიგოზა - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ნიგოზეთი - სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონეს (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 8 სოფელს: გუნდაეთი, ზედა ბერეთისა, მერევი, ნიგოზეთი, უსახელო, ქვედა ბერეთისა, წასრი, წყალშავი). ზღვის დონიდან - 700 მეტრი, ჭიათურიდან - 16 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზეა ნიგოზეთის მღვიმე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 666 კაცი.

ნიგოზი - დარჩეული კაკლის გული.

ნიგოითი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ნიგოითის ბრძოლა - ბრძოლა რუს-ქართველთა და თურქეთის ჯარებს შორის 1854 წელს.

ნიგოითის სერი (გურიის სერი, გურიის ქედი) - ქედი ლანჩხუთის, ოზურგეთის, სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ნიგორზღვა - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (საჯავახოს თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 120 მეტრი, სამტრედიიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 528 კაცი.

ნიგროზინი (ლათ.) - ხელოვნური ორგანული საღებავი მუქი ლურჯი ფერისა.

ნიგროლი (ლათ.) - ავტომობილი, ტრაქტორისა და მისთანების ძრავის საზეთი; იღებენ ნავთობის გადამუშავებით.

ნიგუზალი - (კუთხურად) იგივე მუგუზალი.

ნიგულა - ნაკრძალი ესტონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; შეიქმნა 1957 წელს.

ნიდაო - ცხენის კისრის დასასრული ბეჭების თავთან.

ნიდაროსი - იხილე ტრონჰეიმი.

ნიდაყვი - იგივეა, რაც იდაყვი.

ნიდერლანდი (ნიდერლანდის სამეფო, ჰოლანდ. Koninkrijk der Nederlanden, არაოფიციალური სახელია „ჰოლანდია“).
- სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვის ნაპირებთან. ესაზღვრება გერმანიას და ბელგიას.
- ეტიმოლოგია - ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს“. (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული ჰოლტ ლანდ, „ტყიანი მხარე“ (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ)
- დამოუკიდებლობის დღე - გამოცხადდა 1581 წლის 26 ივლისს, ცნობილ იქნა 1649 წლის 30 იანვარს (ესპანეთის მიერ).
- ეროვნული დევიზი - (ჰოლანდ.) „Ik zal handhaven“, (ფრანგ.) „Je Maintiendrai“.
- ჰიმნი - „Het Wilhelmus“”.
- სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მეფე (დედოფალი).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
- ფართობი - 41 526 კვ.კმ.
- დაყოფილია 12 პროვინციად.
- მოსახლეობა - 16,3 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 394 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკეები და პროტესტანტები არიან.
- მთავრობის რეზიდენცია განლაგებულია ჰააგაში.
- ოფიციალური ენა - ნიდერლანდური (ჰოლანდიური).
- დედაქალაქი - ამსტერდამი.
- ვალუტა - ევრო.
- ქვეყნის კოდი - NLD.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +31.
- ინტერნეტ-დომენი - NL.

ნიდერლე ლიუბორ - ჩეხი არქეოლოგი (1865-1944 წწ).

ნიდჰემი ჯონ ტერბერვილ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1713-1781 წწ).

ნიედრე იანის - ლატვიელი მწერალი (1909-1987 წწ).

ნიევა ფრანსისკო - ესპანელი დრამატურგი (დაიბადა 1927 წელს).

ნიევო იპოლიტო - იტალიელი მწერალი (1831-1861 წწ).

ნიევრი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ნიელო (იტალ.) - ოქროზე ან ვერცხლზე ამოკვეთილი და სევადით (ვერცხლის, სპილენძის, გოგირდისა და ბორაკის შავი შენადნობით) ამოვსებული ნახატი.

ნიემცევიჩი იულიან ურსინ - პოლონელი მწერალი (1757-1841 წწ).

ნიენჩენ-ტანგლა - ქედი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ტიბეტის მთიანეთში (სიგრძე - 600 კილომეტრი).

ნიეპორი ედუარ - ფრანგი მფრინავი და თვითმფრინავების კონსტრუქტორი (1875-1911 წწ).

ნიეპსი ნისეფორ - ფრანგი გამომგონებელი, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მამამთავარი (1765-1833 წწ).

ნიერდი - სკანდინავიურ მითოლოგიიის თანახმად, ზღვის ღმერთი.

ნიერედჰაზა - ქალაქი უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საბოლჩ-სატმარის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი (115 ათასი).

ნიერერე ჯულიუს კამბარაჯე - ტანზანიის პრეზიდენტი 1964-85 წლებში (დაიბადა 1922 წელს).

ნიეფსი ჟოზეფ ნისეფორ - ფრანგი გამომგონებელი ფოტოგრაფიის დარგში (1765-1833 წწ).

ნიეცკი რუდოლფ ჰუგო - ქიმიკოსი, მუშაობდა გერმანიაში, პოლონეთში და შვეიცარიაში, ეროვნებით პოლონელი (1847-1917 წწ).

ნივა

1) მდინარე რუსეთში, კოლის ნახევარკუნძულზე, ერთვის თეთრ ზღვას.

2) საბჭოთა (რუსული) ავტომობილი; აწარმოებს ტოლიატის ქარხანა.

ნივალური (ლათ.) - კლიმატოლოგიაში - დიდ სიცივეებთან დაკავშირებული.

ნიველირი (ფრანგ.) - გეოდეზიური ხელსაწყო, რომლითაც ნიველირებას ახდენენ.

ნიველირება (ნიველება)

1) დედამიწის ზედაპირის წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის დონესთან შედარებით.

2) (გადატანით) განსხვავების მოსპობა, გათანაბრება.

ნივერნე - ისტორიული ოლქი საფრანგეთში, მდინარე ლუვრის აუზში.

ნივთეულობა - სხვადასხვა სახის ნივთები.

ნივთი

1) უსულო საგანი, ჩვეულებრივ ადამიანის ხელით გაკეთებული.

2) (ფილოსოფიაში) ყოველი საგანი, რაც გრძნობის ორგანოებით აღიქმება.

ნივთიერება - ის, რისგანაც შედგება ფიზიკური სხეული, მატერია.

ნივთიერი - მატერიალური, საგნობრივი, ფიზიკური.

ნივნივი - ერთი იმ ორ ძელთაგანი, რომლებიც თითო ბოლოთი ერთმანეთთან კუთხითაა შეერთებული, ხოლო მეორე ბოლოებით შენობას ეყრდნობა და ქმნის სახურავის ჩონჩხს.

ნივოზი (ფრანგ.) - საფრანგეთის რესპუბლიკის კალენდრის მიხედვით - წლის მეოთხე თვე (21-23 დეკემბრიდან 19-21 იანვრამდე); კალენდარი მოქმედებდა 1786-1806 წლებში.

ნივრიანი - ნივრით შეზავებული, შეკაზმული.

ნივხები (ძველ ლიტერატურაში - გილიაკები) - მდინარე ამურის ქვემოეთში (ხაბაროვსკის მხარე) და კუნძულ სახალინზე მცხოვრები ხალხი

ნიზამ ალ-მულქი (ნამდვილი სახელი აბუ ალი ალ-ჰასან იბნ ალი ისჰაკ ალ-ტუსი) - სელჩუკთა სახელმწიფო მოღვაწე, ვეზირი (1017-1092 წწ).

ნიზამი არუზი სამარყანდელი აჰმად იბნ უმარ - სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (გარდაიცვალა დაახლოებით 1160 წელს).

ნიზამი განჯელი ილიას იბნ იუსუფ - სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტი (1141-1203/1209 წწ).

ნიზამი ჯედიდ - სამხედრო რეფორმები ოსმალეთში XVIII-XIX საუკუნეების ზღვარზე.

ნიზვა - იხილე ნაზვა.

ნიზონი პაულ - შვეიცარიელი მწერალი (დაიბადა 1933 წელს).

ნიიგატა - ქალაქი-პორტი იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე, ამავე სახელწოდების პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი (490 ათასი).

ნიირაგონგო - მოქმედი ვულკანი კონგოში (3465 მეტრი).

ნიირედიჰაზა - იხილე ნიერედჰაზა.

ნიირშეგი - დაბლობი უნგრეთში.

ნიიჰამა - ქალაქი-პორტი იაპონიის ეჰიმეს პრეფექტურაში (130 ათასი).

ნიკა

1) ძველ საბერძნეთში - გამარჯვების პერსონიფიკაცია; ქალღმერთ ათენას ეპითეტი.

2) სახალხო აჯანყება კონსტანტინოპოლში 532 წელს; სახელი ეწოდა შეძახილის - „ნიკა!“ (გაიმარჯვება) - მიხედვით.

ნიკაია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერთ-ერთი ნაიადი, მდინარის ღვთაების - სანგარიოსისა და კიბელეს ქალიშვილი.

ნიკაიოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის ერთ-ერთი ზედმეტი სახელი.

ნიკანდრე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კორინთოელი ფეიქარი, რომელსაც ალკინოემ გასამრჯელო არ გადაუხადა, ნიკანდრემ ათენას შესჩივლა და ღმერთქალმა დასაჯა უმადური პატრონი.

ნიკანორი (საერო სახელი ალექსანდრ ბროვკოვიჩი) - რუსი მართლმადიდებელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, სასულიერო მწერალი (1827-1890 წწ).

ნიკაპი - პირისახის მომრგვალებული ბოლო - ქვედა ყბის წინწამოწეული ნაწილი.

ნიკარაგუა

1) (ნიკარაგუის რესპუბლიკა, ესპან. Republica de Nicaragua).
- სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჰონდურასს, სამხრეტით კი - კოსტა-რიკას. დასავლეთიდან აკრავს წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთიდან - კარიბის ზღვა.
- დამოუკიდებლობის დღე - გამოცხადდა 1821 წლის 15 სექტემბერს, ცნობილ იქნა (ესპანეთისგან) 1850 წლის 25 ივლისს.
- ჰიმნი - Salve a ti.
- მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა.
- ფართობი - 129 494 კვ.კმ.
- დაყოფილია 15 დეპარტამენტად და 2 ავტონომიურ რეგიონად.
- მოსახლეობა - 5 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 39 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეთა უმრავლესობა კათოლიკეები არიან.
- ოფიციალური ენა - ესპანური.
- დედაქალაქი - მანაგუა.
- ვალუტა - კორდობა.
- ქვეყნის კოდი - NIT.
- დროის სარტყელი - UTC -6.
- სატელეფონო კოდი - +505.
- ინტერნეტ-დომენი - NI.

2) ტბა ნიკარაგუაში (სიღრმე 70 მეტრამდე).

ნიკე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად: 1) გამარჯვების ღმერთქალი, ტიტან პალანტისა და სტიქსეს ქალიშვილი. 2) ათენას, როგორც გამარჯვების ღმერთქალის ეპითეტი, რომელსაც სპეციალური ტაძარი აუგეს მეგარაში.

ნიკეის იმპერია - სახელმწიფო მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში 1204-1261 წლებში.

ნიკელი

1) ქიმიური ელემენტი, ვერცხლისფერი ძნელდნობადი ლითონი. ატომური ნომერი 28, ატომური მასა 58,69.

2) აშშ-ში ასე უწოდებენ ხუთცენტიან მონეტას.

ნიკელინი (გერმ.)

1) ნიკელის ერთ-ერთი მადანი, ნიკელის წითელი ალმადანი.

2) სპილენძისა და ნიკელის შენადნობი.

ნიკია - ათენის სახელმწიფო მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 469-413 წწ).

ნიკიტა ევგენიანე - ბიზანტიელი მწერალი (XII საუკუნე)

ნიკიტა ქონიატე - ბიზანტიელი ისტორიკოსი, მწერალი (XII ს შუა წლები - 1213 წწ).

ნიკიტინი ათანასე - რუსი მოგზაური, ვაჭარი; იმოგზაურა სპარსეთსა და ინდოეთში (? - 1475 წ).

ნიკიტინი გურიი - რუსი ფერმწერი (1630-1691 წწ).

ნიკიტინი ივანე - რუსი ფერმწერი (1690-1742 წწ).

ნიკიტინი ივან - რუსი პოეტი (1824-1861 წწ).

ნიკიში არტურ - უნგრელი დირიჟორი (1855-1922 წწ).

ნიკიფორე I - ბიზანტიის იმპერატორი (გარდაიცვალა 811 წელს).

ნიკიფორე II (ფოკა) - ბიზანტიის იმპერატორი (დაახლოებით 912-969 წწ).

ნიკიფორე III (ბოტანიატე) - ბიზანტიის იმპერატორი (დაახლოებით 1010-1081 წწ).

ნიკიფორე გრიგორა - ბიზანტიელი ისტორიკოსი, თეოლოგი, ფილოსოფოსი და მეცნიერი (1290 ან 1295 - 1359 ან 1360 წწ).

ნიკიფორე ვრიენიოსი - ბიზანტიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (1062-დაახლოებით 1136 წწ).

ნიკიფორე ირბახი - იხილე ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ.

ნიკიში არტურ - უნგრელი დირიჟორი და პედაგოგი (1855-1922 წწ).

ნიკლასი ჯეკ - გოლფის ამერიკელი მოთამაშე, ყველა დროის უძლიერესი მოთამაშე გოლფის ისტორიაში (დაიბადა 1940 წელს).

ნიკო - ქალაქი იაპონიის ტოტიგის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე.

ნიკობარის კუნძულები - მდებარეობს ბენგალის ყურესა და ანდამანის ზღვას შორის, ეკუთვნის ინდოეთს.

ნიკოგოსიანი ნიკოლოზ - სომეხი მოქანდაკე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1918 წელს).

ნიკოლა არმან - მარტინიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1925 წელს).

ნიკოლაევა ტატიანა - რუსი პიანისტი და კომპოზიტორი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1924-1993 წწ).

ნიკოლაევა-ტერეშკოვა ვალენტინა - იხილე ტერეშკოვა .

ნიკოლაევი

1) ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

2) ქალაქი უკრაინაში, საოლქო ცენტრი (510 ათასი).

ნიკოლაევი ადრიანე - რუსი მფრინავი კოსმონავტი, ავიაციის გენერალ-მაიორი; ორი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1962 და 1970 წლებში (დაიბადა 1929 წელს).

ნიკოლაევსკი

1) ქალაქ კუსტანაის სახელი 1893-1895 წლებში.

2) ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

ნიკოლაი კრისტოფ ფრიდრიხ - გერმანელი მწერალი, კრიტიკოსი, გამომცემელი (1733-1811 წწ).

ნიკოლაი ოტო კარლ ერენფრიდ - გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1810-1849 წწ).

ნიკოლაიშვილი ალექსანდრე - არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1898-1977 წწ).

ნიკოლაიშვილი იასონ - პედაგოგი, მწერალი, ენათმეცნიერი (1865-1941 წწ).

ნიკოლა I პეტროვიჩ-ნეგოში - ჩერნიგორიის მეფე ნეგოშების დინასტიისა (1841-1921 წწ).

ნიკოლაძე გიორგი - მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1888-1931 წწ).

ნიკოლაძე იაკობ - მოქანდაკე, თანამედროვე ქართული ქანდაკების სკოლის ფუძემდებელი (1876-1951 წწ).

ნიკოლაძე ნიკო - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი (1843 - 1928 წწ).

ნიკოლესკუ მირონ - რუმინელი მათემატიკოსი (1903-1975 წწ).

ნიკოლი - ისლანდიური შპატისაგან დამზადებული პრიზმა; იყენებენ სინათლის პოლარიზაციისათვის.

ნიკოლი პიერ - ფრანგი მორალისტი და ღვთისმეტყველი (1625-1695 წწ).

ნიკოლი შარლ ჟიულ ანრი - ფრანგი მიკრობიოლოგი, 1928 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1866-1936 წწ).

ნიკოლინი ჯოვანი ბატისტა - იტალიელი პოეტი და დრამატურგი (1782-1861 წწ).

ნიკოლოვა იორდანკა - ბულგარეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ქალი (1911-1944 წწ).

ნიკოლოზ I გულაბერისძე - საქართველოს კათალიკოს პატრიარქი XII საუკუნის II ნახევარში, მეფე გიორგი III-ის დროს.

ნიკოლოზ I -

1) რომის პაპი 858-867 წლებში.

2) რუსეთის იმპერატორი 1825 წლიდან, იმპერატორ პავლე I-ის მესამის შვილი (1798-1855 წწ).

ნიკოლოზ II

1) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით XIII საუკუნის 30-იან წლებში.

2) რომის პაპი 1058-1061 წლებში.

3) რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917 წლებში), იმპერატორ ალექსანდრე III-ის შვილი (1968-1918 წწ).

ნიკოლოზ III

1) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1247-82 წლებში.

2) რომის პაპი 1277-1280 წლებში.

ნიკოლოზ IV

1) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1488-92 წლებში.

2) რომის პაპი 1288-1292 წლებში.

ნიკოლოზ V

1) აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1542-47 წლებში.

2) (ერისკაცობაში პიეტრო რაინალუჩი) - ანტიპაპი 1328-1330 წლებში.

3) (ერისკაცობაში ტომაზო პარენტუჩელი) - რომის პაპი 1447 -1455 წლებში.

ნიკოლოზ VI ბარათაშვილი - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1561-84 წლებში.

ნიკოლოზ VII (ბაგრატიონი) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1584-89 წლებში.

ნიკოლოზ VIII (ამილახვარი) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1678-88 და 1692-95 წლებში.

ნიკოლოზ IX (ხერხეულიძე) - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1741-44 წლებში.

ნიკოლოზ დამასკელი - ძველბერძენი ისტორიკოსი (ძვ.აღ.აღ. 64 წ - ახ.წ.აღ. I საუკუნე).

ნიკოლოზ თბილელი - ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, მწერალი (1672-1732 წწ).

ნიკოლოზ კავასილა - ბიზანტიელი თეოლოგი, ფილოსოფოსი და მეცნიერ-ენციკლოპედისტი (დაახლოებით 1320 - 1391 წწ).

ნიკოლოზ კატარაწისძე - XIII საუკუნის ქართველი კალიგრაფი.

ნიკოლოზ კუზანელი (ნიკოლოზ კრებსი) - გერმანელი ფილოსოფოსი (1401-1464 წწ).

ნიკოლოზ პიზანო - იხილე პიზანო .

ნიკოლოზ რუსთველი - XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, რუსთავის მიტროპოლიტი.

ნიკოლოზი - დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსი XIII საუკუნის II ნახევარში.

ნიკოლსი მაიკ - ამერიკელი პროდიუსერი, რეჟისორი და მსახიობი (დაიბადა 1931 წელს).

ნიკოლსკი

1) ქალაქი რუსეთის ვოლოგდის ოლქში.

2) რუსეთის ქალაქ უსურიისკის სახელწოდება 1926 წლამდე.

3) ქალაქი რუსეთის პენზის ოლქში (30 ათასი).

ნიკოლსკი მიხაილ - რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ასირიოლოგიის დამფუძნებელი რუსეთში (1848-1917 წწ).

ნიკოლსკოე - ქალაქი რუსეთის სანქტ-პეტერბურგის (ლენინგრადის) ოლქში.

ნიკოლსონი ბენ - ინგლისელი მხატვარი (1894-1982 წწ).

ნიკოლსონი ჯეკ - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი (დაიბადა 1937 წელს).

ნიკომაქე გერასელი - ძველბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი (დაახლოებით ახ.წ.აღ. I საუკუნე).

ნიკომედე I - ბითინიის მეფე (გარდაიცვალა ძვ. წ.აღ. 255 წელს).

ნიკომედე II - ბითინიის მეფე (გარდაიცვალა ძვ. წ.აღ. 128 წელს).

ნიკომედე III (ევერგეტი) - ბითინიის მეფე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 185 - 94 წწ).

ნიკომედე IV (ფილოპატორი) - ბითინიის მეფე (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 74 წელს).

ნიკომედია - ბითინიის დედაქალაქი უძველეს ხანაში, მდებარეობდა მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ნიკონი (ერისკაცობაში ნიკიტა მინოვი) - რუსეთის საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე, რუსული ეკლესიის პატრიარქი 1652 წლიდან (1605-1681 წწ)

ნიკოპოლი

1) (1782 წლამდე ნიკიტინო) ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (160 ათასი).

2) ქალაქი ბულგარეთში, დუნაის პირას.

ნიკორა

1) პატარა თეთრი ნიშანი კამეჩის, ხარის... შუბლზე.

2) მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, რომელსაც შუბლზე ასეთი ნიშანი აქვს (ხშირად იხმარება კამეჩის, ხარის... საკუთარ სახელად).

ნიკორაული - მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის დასავლეთ კალთებზე, გედსამანიის ქედზე. სიმაღლე - 1441 მეტრი.

ნიკორაციხე - მთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, გარეკახეთის ზეგანზე.

ნიკორწმინდა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ნიკოსტრატე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არკადიელი ფერია და წინაწარმეტყველი.

ნიკოტინი (ფრანგ.) - ნარკოტიკული შხამიანი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს თამბაქო.

ნიკოტინმჟავა - ვიტამინი PP. Pმოიპოვება ბრინჯისა და ხორბლის ქატოს შემადგელობაში, საფუარში, ღვიძლში და სხვა; ადამიანის ორგანიზმში მისი შემცირება იწვევს ავიტამინოზის განვითარებას.

ნიკოფსი (ნიკოფსია) - ისტორიული ციხე-ქალაქი შავი ზღვის პირას, ქალაქ ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით.

ნიკრაი - XII-XIII სს ქართველი კალიგრაფი.

ნიკრისი - ნიკრისის ქარები - სახსრებისა და ქსოვილების ქრონიკული დაავადება.

ნიკტევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს მეფე, ანტიოპეს მამა, რომელმაც მკაცრად დასაჯა ეს უკანასკნელი უკანონო შვილების დაბადების გამო.

ნიკტი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღამის განსახიერება, ქაოსის ქალიშვილი და ერებოსის და. ცხოვრობს ჰადესში და ყოველდღიურად გამოდის იქიდან ჰიპნოსის და თანატოსის თანხლებით. გამოისახებოდა ახალგაზრდა ქალის სახით.

ნიკულესკუ მარგარიტა - რუმინელი რეჟისორი ქალი (დაიბადა 1926 წელს).

ნიკულინი იური - ცირკისა და კინოს რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1921-1997 წწ).

ნილგაუ - წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა

ნილგირი - მთის მასივი ინდოეთში.

ნილი (ვან ლი) კორნელის ბერნარდუ - ამერიკელი მიკრობიოლოგი (1897-1985 წწ).

ნილოსი

1) (არაბულად ელ-ბაჰრი ანუ „ზღვა“) მდინარე აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში (რუანდა, ტანზანია, უგანდა, სუდანი, ეგვიპტე). სიგრძით ითვლება მსოფლიოს უდიდეს მდინარედ (სიგრძე - 6671 კილომეტრი). ერთვის ხმელთაშუა ზღვას.

2) მდინარე ნილოსის ღვთაება ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, ოკეანოსის ვაჟი. ითვლება ეგვიპტის პირველ მეფედ, რომელმაც ააშენა სარწყავი სისტემა.

3) ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე XV საუკუნის მიწურულში, ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის კარის მოძღვარი.

ნილოტები - მონათესავე ხალხის ჯგუფი; ცხოვრობენ სუდანში.

ნილსბორიუმი (NS) - ხელოვნურად მიღებული რადიაქტიული ქიმიური ელემენტი; მიღებულ იქნა 1970 წელს სსრკ-სა და აშშ-ში. ატომური ნომერი 105.

ნილსენი ასტა - დანიელი მსახიობი (1881-1972 წწ).

ნილსენი კაი - დანიელი მოქანდაკე და კერამიკოსი (1882-1924 წწ).

ნილსენი კარლ ავგუსტ - დანიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1865-1931 წწ).

ნილსენი ლესლი - კომედიური ჟანრის ამერიკელი კინომსახიობი (1926-2010 წწ).

ნილსენი რუდოლფ - ნორვეგიელი პოეტი (1901-1929 წწ).

ნილსონი კრისტინა - შვედი მომღერალი ქალი (სოპრანო) (1843-1921 წწ).

ნილსონი ლარს ფრედერიკ - შვედი ქიმიკოსი (1840-1899 წწ).

ნილსონი ჯეიმზ ბომონ - ინგლისელი გამომგონებელი (1792-1865 წწ).

ნიმა იუშიჯი (ნამდვილი სახელი ალი ისფენდიარი) - ირანელი პოეტი (1897-1960 წწ).

ნიმბეშლიქი - თურქული ვერცხლის მონეტა, იჭრებოდა საქართველოშიც.

ნიმბი - იხილე შარავანდედი.

ნიმბუსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, გმირებისა და ღმერთების თავების ზემოთ მოთავსებული მრგვალი სინათლე.

ნიმეიერი (ნიმეიერ სუარეს ფილიუ) ოსკარ - ბრაზილიელი არქიტექტორი (დაიბადა 1907 წელს).

ნიმეირი ჯაფარ მუჰამედ - სუდანის პრეზიდენტი 1971-85 წლებში (დაიბადა 1930 წელს).

ნიმელერი მარტინ - გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, 1961-68 წლებში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი (1892-1984 წწ).

ნიმი - ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, გარის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (135 ათასი).

ნიმიცი ჩესტერ უილიამ - ამერიკელი ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს სამხედრო ძალების მხედართმთავარი წყნარი ოკეანის რეგიონში (1885-1966 წწ).

ნიმუში (სპარს.)

1) საჩვენებლი ან სასინჯი, საცდელი ნაწარმი.

2) ისეთი ცალკე აღებული რამ, რომლის მიხედვითაც შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ რამეზე მთლიანად.

3) სახეობა, ფორმა რისამე.

4) იგივეა, რაც მაგალითი.

ნიმფა - არასრული გარდაქმნის, ე.ი. მკაფიოდ გამოხატულ მეტამორფოზებს მოკლებული ფეხსახსრიანების განვითარების სტადია.

ნიმფალიდები (ბერძნ.) - დღის პეპლების ოჯახი.

ნიმფები (ბერძნ.) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეორეხარისხოვანი ქალღმერთები, რომლებიც ბუნების ამა თუ იმ ძალას განასახიერებენ.

ნიმფეონი (ბერძნ.) - ანტიკურ არქიტექტურაში - ნიმფების სახელობაზე აგებული ტაძარი.

ნიმფომანია (ბერძნ.) - ქალის ავადმყოფურად განვითარებული სქესობრივი აგზნებადობა.

ნიმცოვიჩი არონ - მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე XX სუკუნის 20-იან წლებში (1886-1935 წწ).

ნინაზუ - შუმერულ მითოლოგიის თანახმად, მკურნალი-ღვთაება.

ნინბო - ქალაქი-პორტი ჩინეთის ჯეძიანის პროვინციაში (550 ათასი).

ნინგალი - შუმერული მითოლოგიის თანახმად, მთვარის ღვთაების მეუღლე, მზის ღმერთის უგუს დედა.

ნინგირსუ - შუმერული მითოლოგიის თანახმად, მიწათმოქმედების მფარველი ერთ-ერთი ღვთაება; ქალაქ-სახელმწიფოს - ლაგაშის - მფარველი.

ნინგიშზიდა - შუმერული მითოლოგიის თანახმად, მცენარეთა ზრდის გამომხატველი ძალა.

ნინევია - ძველი ასურეთის დედაქალაქი ძვ.წ.აღ. VIII-VII საუკუნეებში.

ნინი ანაის - ესპანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ქალი (1903-1977 წწ).

ნინია - სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში.

ნინიგორა - ქედი, უღელტეხილი და მთა (2822 მეტრი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ნინიგორი - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ნინიკასციხე - მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

ნინიძე ვიქტორ - მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1888-1975 წწ).

ნინიძე ვიქტორ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა სოხუმის და რუსთაველის სახელობის თეატრებში (დაიბადა 1920 წელს).

ნინიძე ია - კინომსახიობი (დაიბადა 1960 წელს).

ნინმაქი - შუმერული მითოლოგიის თანახმად, დედა-ღვთაება, ადამიანთა ერთ-ერთი შემქმნელი.

ნინო (წმინდა ნინო) - ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში (IV საუკუნის 30-იანი წლები).

ნინო

1) ალ. ყაზბეგის მოთხრობა (გამოქვეყნდა 1883 წელს).

2) ქართული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი - ლეო ესაკია. სცენარის ავტორი - ვიქტორ ჭანკვეტაძე. დამდგმელი ოპერატორი - იური რიშკოვი. კომპოზიტორი - რეზო ლაღიძე. მთავარ როლებში: მედეა ჩახავა (ნინო), გრიგოლ კოსტავა (არჩილი), დოდო ჭიჭინაძე (ეთერი), მერი დავითაშვილი (მარო), ნუკრი ალხაზიშვილი, ვასილ ფილიაშვილი, დალი ღოღელიანი, მალხაზ გორგილაძე, გივი თოხაძე, ნოდარ ფირანიშვილი.

ნინონი (ნამდვილი გვარი მატარაძე) ნინო - ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მოღვაწეობდა ბათუმის, ჭიათურის და ბაქოს ქართულ თეატრებში (1900-1968 წწ).

ნინოობა - წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაული საქართველოში, იმართება 14 (27) იანვარს.

ნინო პიზანო - იხილე პიზანო .

ნინოსი - ბაბილონის სამეფოს მითიური დამაარსებელი, ასირიელთა ქალაქის - ნინევიის - ეპონიმი.

ნინოსხევი (ჭართლისხევი) - მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შრომისხევის მარჯვენა შენაკადი.

ნინოშვილი ეგნატე (მამდვილი გვარი ინგოროყვა) - მწერალი, „მესამე დასის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი (1859-1894 წწ).

ნინოშვილი

1) მწვერვალი ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ზესხოს აუზში.

2) სოფეკი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ნინოწმინდა

1) (1991 წლამდე ბოგდანოვკა) - დაბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი (8 ათასი).

2) სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, საკრებულოს ცენტრი (სოფელი წყაროსთავი). ზღვის დონიდან - 800 მეტრი, საგარეჯოდან - 2 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2048 კაცი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (1933 წლამდე გორელოვის რაიონი, 1991 წლამდე ბოგდანოვკის რაიონი) - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე. 1930 წლამდე შედიოდა ახალქალაქის მაზრაში. ფართობი 1379 კვ.კმ. 1 ქალაქის ტიპის დაბა, 31 სოფელი.

ნინსია - იხილე ინჩუანი.

ნინუა ვახტანგ - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1916-1982 წწ).

ნინუაკუთხე - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ნაბაკევის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან - 40 მეტრი, სამტრედიიდან - 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 827 კაცი.

ნინურტა - შუმერული მითოლოგიის თანახმად, ომის ღმერთი.

ნინძა (იაპონ.) - იაპონელი მზვერავი და დივერსანტი.

ნიობე - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს მეფე - ამფიონეს მეუღლე, ტანტალოსის ქალიშვილი, მწუხარების, დარდისა და ტანჯვა-განცდის განსახიერება.

ნიობიუმი (Nb) - ქიმიური ელემენტი, მაგარი, ჭედადი მონაცრისფრო ლითონი. ატომური ნომერი 41, ატომური მასა 92,9064. აღმოჩენილ იქნა 1801 წელს ჩ. ჰათჩეთის მიერ.

ნიოპორი ედუარ - ფრანგი მფრინავი და თვითმფრინავების კონსტრუქტორი (1875-1911 წწ).

ნიორაძე გიორგი - ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი (1886-1951 წწ).

ნიორაძე ირმა - ბალეტის მსახიობი, 1992 წლიდან მოღვაწეობს სანქტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრში (დაიბადა 1969 წელს).

ნიორი (Allium sativum) - ბოსტნეული მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა; მოჰყავთ სპეციფიკური სუნისა და გემოს ბოლქვისათვის; იხმარება საჭმლის შესაკაზმად.

ნიორწყალი - დანაყული და წყალში შერეული ნიორი, იხმარება როგორც საწებელი.

ნიპელი (ინგლ.) - ლითონის მილაკი, რომელსაც ორივე ბოლოზე ხრახნი აქვს; იყენებენ მილების, მილსადენების და მისთანების გადასაბმელად.

ნიპიგონი - ტბა კანადაში.

ნიპკოვი (გერმანული გამოთქმით - ნიპკო) პაულ - გერმანელი ინჟინერი (1860-1961 წწ).

ნიპონი - იაპონიის სახელი იაპონურ ენაზე.

ნიპური - შუმერთა სახელმწიფოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, მდებარეობდა მდინარე ევფრატის ნაპირზე.

ნიჟარა - ზოგი უხერხემლო ცხოველი (მაგალითად, ლოკოკინის) რქოვანი საფარი სხვადასხვა მოყვანილობისა (ოვალური, ხვეული...). ყურის გარეთა ხვეულებიანი საფარი.

ნიჟარაძე ალექსანდრე - პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1932-1991 წწ).

ნიჟარაძე ბესარიონ - საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი ფოლკლორისტი (1852-1919 წწ).

ნიჟარაძე ზურაბ - ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1928 წელს).

ნიჟარაძე ჯიბილო - მოჭიდავე (ძიუდო, +95 კგ). ევროპის ჩემპიონი (1975), ორგზის მეორე (1977, 78) და ორგზის მესამე (1973, 76) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1974, 75) (1946-1993 წწ).

ნიჟინსკი ვაცლავ - პოლონური წარმოშობის რუსი ბალეტმაისტერი და მოცეკვავე (1889-1950 წწ)

ნიჟნევარტოვსკი - ქალაქი რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში (240 ათასი).

ნიჟნეკამსკი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში (225 ათასი).

ნიჟნეუდინსკი - ქალაქი რუსეთის ირკუტსკის ოლქში (45 ათასი).

ნიჟნიე სერგი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში.

ნიჟნიკოვა ტამარა - ოპერის ბელორუსი მომღერალი ქალი (კოლორატურული სოპრანო), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1925 წელს).

ნიჟნი ლომოვი - ქალაქი რუსეთის პენზის ოლქში (30 ათასი).

ნიჟნი ნოვგოროდი (1932-90 წლებში გორკი) - ქალაქი რუსეთში, მდინარეების ოკისა და ვოლგის შესართავთან; ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1,4 მილიონი).

ნიჟნი ტაგილი - ქალაქი რუსეთის სვერდლოვსკის (ეკატერინბურგის) ოლქში (400 ათასი).

ნირალა სურიაკანტ ტრიპათი - ინდოელი მწერალი (1896-1961 წწ).

ნირევსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აგლაიას ვაჟი, ულამაზესი ვაჟკაცი აქაველთა ბანაკში აქილევსის შემდეგ.

ნირემბერგი ხუან ეუსებიო - ესპანელი მღვდელი-იეზუიტი, რელიგიური მწერალი (დაახლოებით 1595-1658 წწ).

ნირენბერგი მარშალ უორენი - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1968 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ.ჰოლის და ჰ.გ. კორანასთან ერთად (დაიბადა 1927 წელს).

ნირვანა (სანსკრ.)

1) ბუდისტების მოძღვრების მიხედვით, უდიდესი ნეტარება, რომელსაც აღწევენ ადამიანურ ზრუნვათა და მისწრაფებათაგან სრული განთავისუფლებით.

2) ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1988 წელს.

ნირენბერგი მარშალ უორენ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი (დაიბადა 1927 წელს).

ნირი

1) წესი, რიგი, გეზი.

2) ზნე, ხასიათი.

3) იხილე ირი2.

ნირმანარატი - ბუდისტური მითოლოგიის თანახმად, ციური ღვთაებები, რომლებიც მარადიულ ნეტარებაში სუფევენ.

ნიროდი თედორე - თეატრის რუსი მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (დაიბადა 1907 წელს).

ნირშეუშლელი (ნირშეუცვლელი) - ვისაც ნირი არ შეეშალა; ვისაც ნირი არ შეუცვლია.

ნირშეშლილი (ნირშეცვლილი, ნირწამხდარი) - ვისაც ნირი შეეშალა, შეეცვალა, წაუხდა.

ნირწამხდარი - იხილე ნირშეშლილი.

ნისა

1) ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოპოლეს სავოევოდოში (50 ათასი).

2) უძველესი ქალაქი თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორიაზე, პართიის მეფეთა რეზიდენცია.

3) ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ადგილი, სადაც ფერიები დიონისეს ზრდიდნენ.

ნისაბა - შუმერული მითოლოგიიის თანახმად, ნაყოფიერების ღმერთი.

ნისა-კლოძკა - მდინარე პოლონეთსა და გერმანიაში, ოდრის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 252 კილომეტრი).

ნისა-ლუჟიცკა (ჩეხეთში - ლუჟიცკა - ნისა, გერმანიაში - ნაისე) - მდინარე პოლონეთში, ოდრის მარცხენა შენაკადი.

ნისანი - მდინარე შვედეთში, ერთვის კატეგატის სრუტეს.

ნისან მოტორი - მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი იაპონური სამრეწველი კორპორაცია; შეიქმნა 1925 წელს, შტაბ-ბინა მდებარეობს ტოკიოში.

ნისიდა კიტარო - იაპონელი ფილოსოფოსი (1870-1945 წწ).

ნისინომია - ქალაქი იაპონიის ჰიოგოს პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე (430 ათასი)..

ნისკარტა - ნისკარტის მსგავსი, ნისკარტის მოყვანილობისა.

ნისკარტი - ფრინველის პირის წინ წამოგრძელებული რქოვანი ნაწილი.

ნისლა - ნისლისფერი, ნაცრისფერი (საქონელი); ხშირად იხმარება ასეთი ხარის, ძროხის... საკუთარ სახელად.

ნისლი - ჰაერში წვრილ-წვრილ წვეთებად დამდგარი ორთქლი, რომელიც თეთრ-მონაცრისფროდ ფარავს ყველაფერს და ჰაერს გამჭვირვალებას უკარგავს; ბურუსი, ჯანღი.

ნისლიანი - რასაც ნისლი ახლავს; ბურუსიანი.

ნისლმოხვეული - რასაც ნისლი ახვევია.

ნისლოვანი - იგივეა, რაც ნისლიანი.

ნისოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეგარას მეფე, პანდიონისის ვაჟი; წარმოდგენილი ჰყავდათ მეწამული თმით, რაზედაც დამოკიდებული იყო მისი სიცოცხლე. ამ თმის შეჭრით მოკლა საკუთარმა ქალიშვილმა სკილამ.

ნისტაგმი (ბერძნ.) - თვალების უნებური სწრაფი მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით. შეინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის, შიგნითა ყურის (ლაბირინთის) ზოგიერთი დაავადების დროს.

ნისტატინი - სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი ანტიბიოტიკების ჯგუფისა.

ნისტერი (დერ ნისტერი, ნამდვილი სახელი და გვარი პინქოს კაგანოვიჩი) - ებრაელი მწერალი, ცხოვრობდა სსრკ-ში, წერდა იდიშზე (1884-1950 წწ).

ნიტარდი (ნიტჰარდი) - IX საუკუნის ფრანკი ისტორიკოსი.

ნიტეროი - ქალაქი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი (385 ათასი).

ნიტვა - ქალაქი რუსეთის პერმის ოლქში (25 ათასი).

ნიტი (ლათ.) სინათლის სიკაშკაშის ერთეული.

ნიტი ფრანჩესკო სავერიო - იტალიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე (1868-1953 წწ).

ნიტირენი - იაპონური ბუდიზმის უდიდესი მოღვაწე და იდეოლოგი (1222-1282 წწ).

ნიტოკრისი

1) ეგვიპტის მითიური დედოფალი.

2) ბაბილონის მითიური დედოფალი.

ნიტრა

1) იხილე ლიტრა.

2) ქალაქი სლოვაკეთის დასავლეთ სლოვაკიის ოლქში (85 ათასი).

ნიტრატები (ბერძნ.) - გვარჯილა; აზოტმჟავას მარილები.

ნიტრილები - ორგანული ნაერთები, რომლებიც შეიცავენ აზოტს და წარმოადგენენ სინილმჟავას წარმოებულებს; ზოგ მათგანს იყენებენ ხელოვნური ფისების წარმოებაში.

ნიტრიტები (ბერძნ.) - აზოტოვან მჟავათა მარილები.

ნიტრიფიკაცია (ლათ.) - ქიმიაში - ამიაკის ჟანგვის პროცესი აზოტმჟავას მიღებამდე; მიმდინარეობს ნიადაგში განსაკუთრებული ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად; უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიწათმოქმედებისათვის.

ნიტრო (ბერძნ.) - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ამ სიტყვების კავშირს აზოტთან.

ნიტრობაქტერია (ბერძნ.) - მიკროორგანიზმი, რომელიც ჟანგავს აზოტოვან და აზოტმჟავას მარილებს.

ნიტრობენზოლი (ბერძნ.) - ორგანული ნაერთი არომატული რიგისა; აქვს მწარე ნუშის სუნი; ძალიან შხამიანია, მიიღება ბენზოლზე აზოტმჟავას და გოგირდმჟავას მოქმედებით; იყენებენ ანილინისა და სხვათა წარმოებაში.

ნიტროგენ(იუმ) (ლათ.) - აზოტის (ქიმიური ელემენტის) ლათინური სახელწოდება; გამოიყენება მისი ნაერთების, მისი მონაწილეობით მიმდინარე პროცესების და სხვა სახელწოდებებში.

ნიტროგლიცერინი - თხევადი ზეთოვანი ნივთიერება, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას ნაერთი გლიცერინთან; იყენებენ როგორც ფეთქებად ნივთიერებას, აგრეთვე (უმცირესი დოზებით) როგორც სამკურნალო პრეპარატს - სისხლძარღვების გასაფართოებლად.

ნიტრომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო აზოტის შემცველობის გასარკვევად მის ჯანგეულებში.

ნიტრონი - ხელოვნური ბოჭკო, მატყლის შემცველი.

ნიტროფოსი (ნიტროფოსტატი) - აზოტ-ფოსფორის რთული მინერალური სასუქი; უშვებენ გრანულების სახით; იყენებენ როგორც ძირითად სასუქს ყველა კულტურისათვის.

ნიტროფოსკა - აზოტ-ფოსფორ-კალიუმის რთული მინერალური სასუქი; უშვებენ გრანულების სახით; იყენებენ როგორც ძირითად სასუქს ყველა კულტურისათვის.

ნიტროცელულოზა - ცელულოზის ნიტრატები.

ნიტში კაზიმიეჟ - პოლონელი ენათმეცნიერი (1874-1958 წწ).

ნიტჰარდტი მათის - იხილე ნაიტჰარდტი .

ნიუ

1) (ფრანგ.) - ხელოვნებაში - შიშველი სხეულის გამოსახვა.

2) ინგლისური ტოპონიმების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს „ახალს“.

ნიუ-ალმადენი - ქალაქი აშშ-ს კალიფორნიის შტატში.

ნიუ-ამსტერდამი - ქალაქი გაიანაში.

ნიუანსი (ფრანგ.) - ოდნავ შესამჩნევი განსხვავება რამეში; ელფერი.

ნიუარკი - ქალაქი-პორტი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში (275 ათასი).

ნიუ-ბედფორდი - ქალაქი-პორტი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში (100 ათასი).

ნიუ-ბრანზუიკი

1) ქალაქი აშშ-ს ნიუ-ჯერზის შტატში.

2) პროვინცია კანადაში; ადმინისტრაციული ცენტრი ფრედერიკტონი.

ნიუ-ბრიტენი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში (75 ათასი).

ნიუგორსვოლი იუჰან - ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 1935-45 წლებში (1879-1952 წწ).

ნიუ-დელი - ინდოეთის დედაქალაქ დელის ნაწილი, სადაც ძირითადი სამთავრობო ორგანიზაცნებია განლაგებული.

ნიუე (ნიუეი, სევიჯ-აილენდი) - მარჯნის კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში, ეკუთვნის ახალ ზელანდიას.

ნიუვენჰეისი ფერდინანდ დომელა - ჰოლანდიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1846-1919 წწ).

ნიუია - მდინარე რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში, ერთვის მდინარე ლენას (სიგრძე - 798 კილომეტრი).

ნიუ-იბერია („ახალი იბერია“, ინგლ. New Iberia, frang. La Nouvelle-Iberie, ესპან. Nueva Iberia) - ქალაქი აშშ-ს ლუიზიანას შტატში (35 ათასი).

ნიუ-იორკი

1) ქალაქი აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჰუძონის შესართავში; ქვეყნის დროებითი დედაქალაქი 1785-90 წლებში (დიდი ნიუ-იორკის აგლომერაცია - 17,6 მილიონი).

2) შტატი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 128,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 18,2 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოლბანი.

ნიუ-იორკ-სტეიტ-ბარჯ-კანალი - არხი აშშ-ში, აერთებს ერის ტბას ატლანტის ოკეანესთან.

ნიუკა (Arum orientale) - ტყის მცენარე ერთგვარი, აქვს ტაროდ შეკრებილი პატარა ყვავილები და ფრთისებრ დაძარღვული გრძელყუნწიანი ფოთოლი.

ნიუკანენი მატი - ფინელი სპორტსმენი (ტრამპლინიდან ხტომა), ზამთრის ოლიმპიადების 4-გზის ჩემპიონი 1984 და 1988 წლებში (დაიბადა 1963 წელს).

ნიუ-კასლი

1) (ნიუკასლ-ეპონ-ტაინი) ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისში), მეტროპოლიური საგრაფო ტაინ-ენდ-ურის ადმინისტრაციული ცენტრი (275 ათასი).

2) ქალაქი ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში (430 ათასი).

ნიუკომენი ტომას - ინგლისელი გამომგონებელი (1663-1729 წწ).

ნიუკომი საიმონ - ამერიკელი ასტრონომი (1835-1909 წწ).

ნიუკჟა - მდინარე რუსეთში, იმიერბაიკალისპირეთში, ოლეკმის მარჯვენა შენაკადი (სიგრძე - 583 კილომეტრი).

ნიუ-ლონდონი - ქალაქი-პორტი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში (30 ათასი).

ნიუმენი - იხილე ნიუმენი,

ნიუმენი პოლ - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი (1925-2008 წწ).

ნიუმენი ჯონ ჰენრი - ინგლისელი თეოლოგი, პედაგოგ-თეორიტიკოსი, პუბლიცისტი და საეკლესიო მოღვაწე (1801-1890 წწ).

ნიუ-მექსიკო - შტატი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში. ფართობი 315 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,6 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - სანტა-ფე.

ნიუ-პლიმუთი - ქალაქი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, ტარანაკის სტატისტიკური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი (40 ათასი).

ნიუპორი ედუარ - ფრანგი მფრინავი და ავიაკონსტრუქტორი (1875-1911 წწ).

ნიუპორტი

1) ქალაქი დიდ ბრიტანეთში, მონმუთშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (135 ათასი).

2) კლიმატური კურორტი აშშ-ს როდ-აილენდის შტატში.

ნიუპორტ-ნიუზი - ქალაქი აშშ-ს ვირჯინიის შტატში (170 ათასი).

ნიურმიში - უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ნიურნბერგი - ქალაქი გერმანიის ბავარიის მხარეში (500 ათასი).

ნიუ-როშელი - ქალაქი აშშ-ს ნიუ-იორკი შტატში.

ნიუსლაინ-ფოლარდი ქრისტიან - გერმანელი გენეტიკოსი, 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ე. ლუისთან და ე.ვიშაუსთან ერთად (დაიბადა 1942 წელს).

ნიუსუიკი - აშშ-ს ყოველკვირეული ჟურნალი; დაარსდა 1933 წელს ნიუ-იორკში.

ნიუტონი ისააკ - ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, კლასიკური მექანიკის მამამთავარი (1643-1727 წწ).

ნიუტონი

1) ძალის ერთეული. უდრის იმ ძალას, რომელიც 1 კგ მასას ანიჭებს 1მ/წ2 აჩქარებას (ინგლისელი ფიზიკოსის ისააკ ნიუტონის გვარის მიხედვით).

2) მთა კუნძულ შპიცბერგენზე.

3) ქალაქი აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში.

ნიუ-უესტმინისტერი - ქალაქი-პორტი კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში.

ნიუფაუნდლენდი

1) კუნძული ატლანტის ოკეანეში, ეკუთვნის კანადას.

2) პროვინცია კანადის დასავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი სენტ-ჯონსი.

3) დიდი გრძელბეწვიანი სამსახურო ძაღლების ჯიში; იყენებენ მძიმე სათევზაო ბადის ნაპირზე გამოსათვრევად, წყალწაღებულთა გადასარჩენად და სხვა.

ნიუჩეპინგი - ქალაქი-პორტი შვედეთში, სედერმანლანდის ლენის ადმინისტრაციული ცენტრი.

ნიუ-ჯერსი - შტატი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 20,3 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 7,9 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - ტრენტონი.

ნიუ-ჯორჯია (ახალი გეორგია) - კუნძული წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის სახელმწიფო სოლომონის კუნძულებს.

ნიუ-ჰეივენი - ქალაქი აშშ-ს კონექტიკუტის შტატში (130 ათასი).

ნიუ-ჰემფშირი

1) შტატი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი - 24,2 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა - 1,1 მილიონი. ადმინისტრაციული ცენტრი - კონკორდი.

2) ამერიკული ქათმის ჯიში.

ნიფლჰელი - სკანდინავიური მითოლოგიიის თანახმად, მიცვალებულთა საუფლოს, ჰელის, აღმნიშვნელი ცნება.

ნიფონტოვა რუფინა - თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1931-1994 წწ).

ნიფური - შუმერის უძველესი რელიგიური და კულტურული ცენტრი; მდებარეობდა თანამედროვე ქალაქ დივანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ნიფხავი - ქვედა საცვალი.

ნიქაბაძე ჯანსუღ - პოეტი (დაიბადა 1929 წელს).

ნიქაბეთი - მთა ბაღდათის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე (სიმაღლე - 1865 მეტრი).

ნიქოზი - სოფლების ზემო ნიქოზის და ქვემო ნიქოზის გავრცელებული სახელწოდება (გორის მუნიციპალიტეტი).

ნიქოზია - კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქი, მდებარეობს კუნძულ კვიპროსის ცენტრალურ ნაწილში. დაარსებულია VII საუკუნეში (170 ათასი).

ნიქრომი - ნიკელისა და ქრომის ცეცხლგამძლე შენადნობი; იყენებენ ელექტროღუმელებისა და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების გასახურებელი ელემენტების დასამზადებლად.

ნიქსები - ძველი გერმანელების მითოლოგიაში - წყლის სულები.

ნიქსონი რიჩარდ მილჰაუს - აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის 37-ე პრეზიდენტი 1969-74 წლებში (1913-1994 წწ).

ნიქტინასტია (ბერძნ.) - ბოტანიკაში - უმაღლესი მცენარეების ფოთლების, (ყვავილის) ფურცლების და სხვა ორგანოების მოძრაობა, რომელიც განპირობებულია დღისა და ღამის მონაცვლეობით და უპირატესად დამოკიდებულია ტემპერატურისა და სინათლის სადღეღამისო ცვლილებებზე.

ნიქშიჩი - ქალაქი იუგოსლავიის ჩერნოგორიის რესპუბლიკაში.

ნიღაბაფარებული - სახეზე ნიღაბის მქონე.

ნიღაბი (სპარს.)

1) სახეზე ასაფარებელი ნაჭერი (ზოგჯერ ადამიანის პირისახის, ცხოველის თავ-პირის და მისთანების გამოსახულების), რომელსაც ჭრილები აქვს თვალებისთვის.

2) (გადატანით) მოჩვენებითი, თვალის ასახვევი, ნამდვილ ზრახვათა დასაფარავი გამომეტყველება (სიტყვა, ქცევა).

3) სახის დასაცავი საბურავი.

4) მიცვალებულის სახის ანაბეჭდი თაბაშირისა.

ნიღბიანი (ნიღბოსანი) - სახეზე ნიღბის მქონე.

ნიყვი (Amanita caesarea) - საჭმელი სოკო; აქვს წითელი ფერის მომრგვალო ქუდი და მოყვითალო გრძელი ფეხი.

ნიშაბური - ქალაქი ირანის ხორასნის ოსთანში.

ნიშა

1) მოდიდო თეთრი ნიშანი ხარის, კამეჩის... შუბლზე.

2) მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, რომელსაც შუბლზე ასეთი ნიშანი აქვს (ხშირად იხმარება ხარის, კამეჩის... საკუთარ სახელად).

ნიშადური

1) თეთრი კრისტალური ნივთიერება; ამონიუმქლორიდი. გამოყენება აქვს ტექნიკასა და მედიცინაში.

2) ქართული ყოველკვირეული სატირული ჟურნალი; გამოდიოდა 1907-08 წლებში, სულ გამოიცა 61 ნომერი.

ნიშანდება - ასოების, ციფრების, წარწერების, პირობითი ნიშნების დასმა წარმოებულ პროდუქციაზე, იარლიყზე.

ნიშანდებული - რასაც ნიშანი დაადეს.

ნიშანდობლივ - ზედმიწევნით, ზუსტად; არსებითად.

ნიშანდობლივი - ზედმიწევნით ზუსტი, არსებითი.

ნიშან-თვისება - იგივეა, რაც ნიშანი.

ნიშანი (სპარს.)

1) საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი, სხვა საგნების ან მოვლენებისაგან განმასხვავებელი თვისება.

2) რისამე მომასწავებელი, მაჩვენებელი (ზოგჯერ მრავლობით რიცხვში).

3) ხელის, თავის... მოძრაობა ან წინასწარ დათქმული რაიმე მოქმედება, რითაც აცნობებენ, მიახვედრებენ რამეს.

4) რაიმე შებმული, დაჭდეული ან სხვა სახით აღნიშნული მსგავს საგანთაგან გამოსარჩევად.

5) დაღი, კვალი, ნაჭრილობევი.

6) ლითონის პატარა ზომის საგანი სხვადასხვა მოყვანილობისა, უპირატესად მკერდზე სატარებელი, რომელზედაც რაიმე გამოსახულებაა.

7) პირობითი გამოსახულება; რისამე სიმბოლო.

8) პირობითი მაჩვენებელი მოსწავლის ცოდნისა სიტყვიერი („ფრიადი“, „კარგი“) ან ციფრობრივი.

9) იგივეა, რაც მიზანი.

10) ბეჭედი ან სხვა რამ სამკაული სასიძოს მიერ საპატარძლოსთვის მირთმეული; ბელგა.

11) ნორჩი მცენარის პირველად გამოტანილი ნაყოფი.

ნიშანოვი რაფიკ - საბჭოთა ეპოქის უზბეკი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, უზბეკეთის კომპარტიის პირველი მდივანი 1988-89 წლებში (დაიბადა 1926 წელს).

ნიშანსვეტი

1) (ძველად) ხმარობდნენ სემაფორის აღსანიშნავად.

2) (წიგნიერი) მნიშვნელოვანი მომენტი, საფეხური, ეტაპი რისამე განვითარებაში.

ნიშანწყალი

1) მცირე რამე, რისამე მანიშნებელი, რისამე კვალი, ნასახი, ნატამალი.

2) იგივეა, რაც ნიშანი.

ნიში

1) გამოღრმავებული ადგილი კედელში რისამე შესადგმელად.

2) სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.

3) ქალაქი სერბეთში (180 ათასი).

ნიშიჯიმა (ნისიძიმა) კაცუპიკო - იაპონელი ფიზიკოსი (დაიბადა 1926 წელს).

ნიშნეული - იგივეა, რაც ნიშანდობლივი.

ნიშნი - ნიშნს მოუგებს - გაახსენებს, მოაგონებს მისთვის უსიამოვნო რასმე (დაცინვის ელფერით), აგრძნობინებს, რომ თვითონ მართალია.

ნიშნიანი - რასაც ნიშანი აქვს.

ნიშნიანიძე გაიოზ (გიზო) - მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (დაიბადა 1928 წელს).

ნიშნიანიძე შოთა - პოეტი (1929-1999 წწ).

ნიშნობა - ვაჟის მიერ ქალის დანიშვნა საცოლედ.

ნიშონი - მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ერისწყლის მარჯვენა შენაკადი.

ნიშხა-ნიშხა - ქართული ხალხური საფერხულო შესრულების კოსმიურ-მითოლოგიური სცენა - მისტერია. განვითარდა წარმართული დღესასწაულების პარალელურად.

ნიშხანიშხაობა - საბავშვო თამაშობა ერთგვარი.

ნიჩაბი

1) ხისგან გამოთლილი იარაღი მარცვლეულის შესახვეტად, აქვს გრძელი ტარი და ბრტყელი ბოლო.

2) წყალში მოსასმელი ფართო და ბრტყელბოლოიანი კეტი, რომლითაც ნავი მიჰყავთ, ხოფი.

ნიჩბიანი - რაც ნიჩბებით მოძრაობს.

ნიჩბისი - სოფლების ახალი ნიჩბისის, ზემო ნიჩბისისა და ქვემო ნიჩბისის გავრცელებული სახელი (მცხეთის მუნიციპალიტეტი).

ნიჩბისის განძი - XII-XIII საუკუნეების სპილენძის მონეტების განძი. აღმოჩენილ იქნა 1961 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბისის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე. განძის შემადგენლობაში ქართული მონეტების გარდა (1426 ცალი), იყო 34 ცალი შირვანული, ილდეღიზიდური და დარუბანდული მონეტები.

ნიჩბისის თემის საკრებულო - იხილე ქვემო ნიჩბისი.

ნიჩბისის სერი - ქედი მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება. მდინარეების ხეკორძულასა და ნიჩბურას წყალგამყოფი. იწყება ნატბეურის მთიდან (სიმაღლე - 1580 მეტრი) და მთავრდება სამხრეთით 632 მეტრიანი მაღლობით.

ნიჩბისისწყალი - იხილე ნიჩბურა.

ნიჩბოსანი - სპორტსმენი, რომელიც ნიჩბოსნობას მისდევს.

ნიჩბოსნობა - წყალჯომარდობის სახეობა, ნიჩბიანი ნავების ტარება.

ნიჩბურა (ნიჩბისისწყალი) - მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე - 15 კილომეტრი, აუზის ფართობი - 30 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. საშუალო წლიური ხარჯი - 0,19 კუბ.მ/წმ.

ნიჩი კარლ ვილჰელმ - გერმანელი ისტორიკოსი (1818-1880 წწ).

ნიცა - ქალაქი-პორტი საფრანგეთში, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (345 ათასი).

ნიცშე ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1844-1900 წწ).

ნიძიანის ქვაბული - ვაკე პოლონეთში.

ნიჭი - ბუნებრივი უნარი შემოქმედებისა კულტურის ამა თუ იმ დარგში, ტალანტი.

ნიჭიერი - ნიჭით დაჯილდოებული.

ნიჭიერება - ნიჭიერის თვისება, ნიჭის ქონა.

ნიხრი - სხვადასხვა საქონლის დაწესებული ფასები, სხვადასხვა გადასახადის ნორმები, ტარიფი.

ნიჰილიზმი (ლათ.) - ყველაფრის ხელაღებით უარყოფა.

ნიჰილისტი - ნიჰილზმის მიმდევარი.

ნიჰილისტური - ნიჰილისტის დამახასიათებელი თვისება.

2.8 ნკ

▲ზევით დაბრუნება


ნკომო ჯოშუა - სამხრეთ როდეზიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (დაიბადა 1917 წელს).

ნკონგსამბა - ქალაქი კამერუნის დასავლეთ ნაწილში (90 ათასი).

ნკოსი იოჰანეს - სამხრეთ აფრიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1905-1930 წწ).

ნკრუმა კვამე - აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, განის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი 1960-66 წლებში (1909-1972 წწ).

2.9 ნო

▲ზევით დაბრუნება


ნო (იაპონ.) - XII-XVI საუკუნეების იაპონურ თეატრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი პერსონაჟები და რომელსაც აუცილებლად ახლავს გუნდი და ორკესტრი; როლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ.

ნოა - რუმინეთსა და უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურა.

ნობათი (არაბ)

1) ძველი, საჩუქარი.

2) ატმის ჯიში.

3) ყოველთვიური ქართული საბავშვო ჟურნალი, გამოდიოდა 1883-85 წლებში, თბილისში.

ნობელი ალფრედ ბერნჰარდ - შვედი გამომგონებელი და მრეწველი, ნობელის პრემიის დამფუძნებელი (1833-1896 წწ).

ნობელის პრემიები - საერთაშორისო პრემიები, რომელსაც სახელი მისი დამაარსებლის ალფრედ ნობელის გვარის მიხედვით ეწოდა; გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, ეკონომიკის, ლიტერატურის სფეროებსა და მშვიდობის დარგში.

ნობელიუმი (No) - ხელოვნურად მიღებული ქიმიური ელემენტი აქტინიდების ჯგუფისა; ატომური ნომერი 102, სტაბილური იზოტიპები არ გააჩნია. აღმოაჩინეს შვედმა მეცნიერებმა 1957 წელს.

ნობეოკა - ქალაქი იაპონიის მიაძაკის პრეფექტურაში, კუნძულ კიუსიუზე (130 ათასი).

ნობი (მინო-ოვარი) - ვაკე იაპონიაში.

ნობილე უმბერტო - იტალიელი დირიჟაბლების კონსტრუქტორი (1885-1978 წწ).

ნობილები

1) ძველ რომში - დიდებულები, რომლებიც ნობილიტეტს ეკუთვნოდნენ.

2) ვენეციის რესპუბლიკაში VIII-XVIII საუკუნეებში - უმაღლესი წოდების პირნი.

ნობილების გვარდია - რომის პაპის საპატიო გვარდია.

ნობილი ლეოპოლდო - იტალიელი ფიზიკოსი (1787-1835 წწ).

ნობილიტეტი (ლათ.) - ძველ რომში - მონათმფლობელური კლასის მმართველი წოდება, რომელიც შედგებოდა პატრიციებისა და მდიდარი პლებეებისგან.

ნობულევი - სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

ნოგაიბაევი იდრის - ყაზახი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1931-1989 წწ).

ნოგამი იაეკო - იაპონელი მწერალი ქალი (1885-1980 წწ).

ნოგატა - ძველი რუსეთის (X-XV საუკუნეები) ფულის ერთეული.

ნოგი მარესუკე - იაპონიის სამხედრო მოღვაწე (1849-1912 წწ).

ნოგინსკი (1930 წლამდე ბოგოროდსკი) - ქალაქი რუსეთის მოსკოვის ოლქში (120 ათასი).

ნოგრადი - მედიე უნგრეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი - შალგოტარიანი.

ნოგუში ჰიდეიო - ამერიკელი მიკრობიოლოგი და პროტისტოლოგი, წარმოშობით იაპონელი (1876-1928 წწ).

ნოგუჩი ისამუ - ამერიკელი მხატვარი, წარმოშობით იაპონელი (1904-1988 წწ).

ნოგყაუ - სოფლები ყაზბეგის, ცხინვალის და ჯავის მუნიციპალიტეტებში.

ნოდაში - სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნოდენი შარლ - ფრანგი ბოტანიკოსი (1815-1899 წწ).

ნოდია გივი - ფეხბურთელი და მწვრთნელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (1965-66), თბილისის „დინამოსა“ (1967-75) და მოსკოვის „ლოკომოტივში“ (1976-78). სსრკ ნაკრებში ითამაშა 22 მატჩი (5 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1972), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 314 მატჩი (93 გოლი). სსრკ ჩემპიონატების ოთხგზის მესამე პრიზიორი (1967, 69, 71, 72). (1947-2005 წწ).

ნოდია დინარა - გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (დაიბადა 1931 წელს).

ნოდიე შარლ - ფრანგი მწერალი-რომანტიკოსი (1780-1844 წწ).

ნოე - ბიბლიის თანახმად, ადამის მეათე შთამომავალი, რომელმაც წარღვნისას კიდობანი ააგო და ორივე სქესის ყოველი ცოცხალი არსება დაღუპვას გადაარჩინა. ითვლება კაცობრიობის გადაშენებისაგან მხსნელად. ბერძნულ მითოლოგიაში მას დევკალიონი შეესაბამება.

ნოემბერი (ლათ.) - კალენდარული თვის მეთერთმეტე (შემოდგომის) თვე ოქტომბერსა და დეკემბერს შორის, გრძელდება 30 დღეს, ძველქართულად - გიორგობისთვე.

ნოეს კიდობანი - კიდობანი, რომელიც ღმერთის რჩევით ააგო ნოემ და წარღვნის დაწყებამდე შიგ მოათავსა ორივე სქესის ყველა თითო ცოცხალი არსება. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ კიდობანი გაჩერდა არარატის მთაზე (ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად - პარნასის მთაზე).

ნოვა ჟუან და - პორტუგალიელი ზღვაოსანი (გარდაიცვალა 1509 წელს).

ნოვა-გოა - იხილე პანაჯი.

ნოვა-იგუასუ - ქალაქი ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს შტატში (560 ათასი).

ნოვაკი გრიგორი - რუსი სპორტსმენი (ძალოსნობა) და ცირკის მსახიობი, პირველი საბჭოთა სპორტსმენთაგან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი (1946 წ) გახდა (1919-1980 წწ).

ნოვაკი ვენცესლავ - ხორვატი მწერალი, მუსიკის კრიტიკოსი (1859-1905 წწ).

ნოვაკი ვიტეზსლავ - ჩეხი კომპოზიტორი (1870-1949 წწ).

ნოვაკი კიმ - ამერიკელი კინომსახიობი ქალი, წარმოშობით ჩეხი (დაიბადა 1933 წელს).

ნოვაკოვიჩი სტოიან - სერბიის პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი (1842-1915 წწ).

ნოვა-ლიჟბოა - ანგოლის ქალაქ უამბოს სახელწოდება 1977 წლამდე.

ნოვალისი (ნამდვილი სახელი და გვარი - გეორგ ფილიპ ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი) - გერმანელი პოეტი და ფილოსოფოსი (1772-1801 წწ).

ნოვარა - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (100 ათასი).

ნოვარსენოლი (ნეოსალვარსანი) - დარიშხნიანი სამკურნალო-ორგანული პრეპარატი.

ნოვა-რუდა - ქალაქი პოლონეთის ვალბჟიხის სავოევოდოში.

ნოვა-სული - ქალაქი პოლონეთის ზიელონა-გურის სავოევოდოში (45 ათასი).

ნოვატორი (ლათ.) - ადამიანი, რომელსაც სიახლე შეაქვს რაიმე დარგში.

ნოვატორობა - ნოვატორის საქმიანობა.

ნოვატორული - ნოვატორის დამახასიათებელი.

ნოვაცია (ლათ.)

1) განახლება, ცვლილება.

2) სამოქალაქო სამართალში - მხარეების შეთანხმება ერთი ვალდებულების მეორეთი შეცვლის შესახებ.

ნოვგოროდი - რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთით, მდინარე ვოლხოვის ორივე ნაპირზე (230 ათასი).

ნოვგოროდ-სევერსკი - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

ნოვე-ზამკი - ქალაქი სლოვაკეთის დასავლეთ სლოვაკეთის ოლქში.

ნოველა (იტალ.)

1) პატარა მოთხრობა.

2) (ლათ.) - გვიანდელი დანართი კანონისა, კანონთა კრებულისა, წესდებისა და მისთანებისა.

ნოველა აგოსტინო - იტალიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1905-1974 წწ).

ნოველი ერმეტე - იტალიელი მსახიობი (1851-1919 წწ).

ნოველისტი - ნოველების ავტორი.

ნოვერი ჟან ჟორჟ - ფრანგი ბალეტმაისტერი (1727-1810 წწ).

ნოვეჩენტო - სახვითი ხელოვნების სტილი, რომელიც ფაშისტური ეპოქიის იტალიისათვის იყო დამახასიათებელი.

ნოვი (ნამდვილი გვარი ნოვაკი) კარელ - ჩეხი მწერალი (1890-1980 წწ).

ნოვი - ქალაქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც 1799 წლის 4(15) აგვისტოს რუსულ-ავსტრიულმა ჯარმა დაამარცხა საფრანგეთის არმია.

ნოვიალი - ანალიზური ტიპის დამხმარე საერთაშორისო ენა, რომელიც შექმნა დანიელმა ენათმეცნიერმა ო. იესპერსენმა 1928 წელს.

ნოვი-ბიტომი - ქალაქი პოლონეთში, 1950 წელს შეუერთდა რუდა-სლიონსკას.

ნოვი-ბუგი - ქალაქი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში.

ნოვი-იიჩინი - ქალაქი ჩეხეთის ჩრდილოეთ მორავიის ოლქში.

ნოვიკოვი ალექსანდრე - მხედართმთავარი, ავიაციის მთავარი მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1900-1976 წწ).

ნოვიკოვი ანატოლი - რუსი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1896-1984 წწ).

ნოვიკოვი იგორ - რუსი სპორტსმენი (თანამედროვე ხუთჭიდი), 1956 და 1964 წლების ოლიმპიადების ორგზის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი 1957-62 წლებში (დაიბადა 1929 წელს).

ნოვი-როზდოლი - ქალაქი უკრაინის ლვოვის ოლქში.

ნოვი-სადი - ქალაქი სერბიაში, ვოევოდინას ავტონომიური მხარის ადმინისტრაციული ცენტრი (180 ათასი).

ნოვი-სონჩი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, ნოვი-სინჩის სავოევოდოში (75 ათასი).

ნოვი-ტარგი - ქალაქი პოლონეთის ნოვი-სინჩის სავოევოდოში.

ნოვოაზოვსკი - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ნოვოანინსკი - ქალაქი რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში.

ნოვოგრად-ვოლინსკი (1785 წლამდე ზვიაგელი) - ქალაქი უკრაინის ჟიტომირის ოლქში (55 ათასი).

ნოვოგროდოვკა - ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქში.

ნოვოგრუდოკი - ქალაქი ბელორუსიის გროდნოს ოლქში (30 ათასი).

ნოვოდვინსკი - ქალაქი რუსეთის არხანგელსკის ოლქშ (50 ათასი).

ნოვოდვორსკაია ვალერია - რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, სსრკ-ში დისიდენტური მოძრაობის მონაწილე (დაიბადა 1950 წელს).

ნოვოვოლინსკი - ქალაქი უკრაინის ვოლინის ოლქში (55 ათასი).

ნოვოვორონეჟი - ქალაქი რუსეთის ვორონეჟის ოლქში (40 ათასი).

ნოვოზიბკოვი - ქალაქი რუსეთის ბრიანსკის ოლქში (45 ათასი).

ნოვოიავოროვსკოე - ქალაქი უკრაინის ლვოვისა ოლქში (25 ათასი).

ნოვოკაინი (ლათ.) - კოკაინის შემცველი ქიმიური პრეპარატი, ტკივილების გამაყუჩებელიდა სამკურნალო საშუალება.

ნოვოკუბანსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (30 ათასი).

ნოვოკუზნეცკი - ქალაქი რუსეთის კემეროვოს ოლქში (565 ათასი).

ნოვოკუიბიშევსკი - ქალაქი რუსეთის სამარის ოლქში (115 ათასი).

ნოვოლუკომლი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში.

ნოვომესკი ლაცო - სლოვაკი პოეტი (1904-1976 წწ).

ნოვომოსკოვსკი

1) (1934 წლამდე ბობრიკი, 1961 წლამდე სტალინოგორსკი) - ქალაქი რუსეთის ტულის ოლქში (140 ათასი).

2) ქალაქი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (80 ათასი).

ნოვოპოლოცკი - ქალაქი ბელორუსიის ვიტებსკის ოლქში (100 ათასი).

ნოვორჟევი - ქალაქი რუსეთის ფსკოვის ოლქში.

ნოვოროსია (ნოვოროსიის მხარე) - ისტორიული ოლქი სამხრეთ უკრაინასა და სამხრეთ რუსეთში (შავიზღვისპირეთი).

ნოვოროსიისკი

1) ქალაქი-პორტი რუსეთის კრასნოდარის მხარეში (205 ათასი).

2) უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის სახელი 1796-1802 წლებში.

ნოვოსელცევი ანატოლი - რუსი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი (დაიბადა 1933 წელს).

ნოვოსიბირსკი (1925 წლამდე ნოვონიკოლაევსკი) - ქალაქი რუსეთის ციმბირულ ნაწილში, ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი (1,4 მილიონი).

ნოვოტკო მარცელი - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893-1942 წწ).

ნოვოტნი ანტონინ - ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1953-68 წლებში (1904-1975 წწ).

ნოვოტნი ოტაკარ - ჩეხი არქიტექტორი (1880-1959 წწ).

ნოვოტროიცკი - ქალაქი რუსეთის ორენბურგის ოლქში (110 ათასი).

ნოვოუზენსკი - ქალაქი რუსეთის სარატოვის ოლქში.

ნოვოუკრაინკა - ქალაქი უკრაინის კიროვოგრადის ოლქში (20 ათასი).

ნოვოშახტინსკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (100 ათასი).

ნოვოჩებოქსარსკი - ქალაქი რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში (125 ათასი).

ნოვოჩერკასკი - ქალაქი რუსეთის როსტოვის ოლქში (185 ათასი).

ნოვრუზი (ნავრუზი, ნავრუზ-ბაირამი) - ახალი წლის დღესასწაული (21 მარტი) მახლობელი აღმოსავლეთის და შუა აზიის ქვეყნებში, ღვინისა და ვარდების ზეიმი გაზაფხულის ბუნიობის დღეებში.

ნოვრუზი (ნამდვილი გვარი ნოვრუზოვი) ჯაბირ მირზაბეკ ოღლი - აზერბაიჯანელი პოეტი (დაიბადა 1933 წელს).

ნოზაძე რამაზ - მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 96კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2007), ევროპის ჩემპიონი (2003), მსოფლიოს თასის ორგზის (2003, 04) და ევროპის თასის (2004) მფლობელი. 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003), (დაიბადა 1983 წელს).

ნოზემა - უმარტივესების გვარი მიქსოსპორიდიების რიგისა.

ნოზემატოზი - ფუტკრის დაავადება.

ნოზოგეოგრაფია (ნოსოგეოგრაფია) - სამედიცინო გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ცალკეულ დაავადებათა და პათოლოგიურ მდგომარეობათა გავრცელებას.

ნოზოლოგია (ნოსოლოგია) - პათოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი - მოძღვრება დაავადებათა შესახებ.

ნოიაბრსკი - ქალაქი რუსეთის იამალო-ნენთა ავტონომიურ ოლქში (100 ათასი).

ნოიბაუერი თეოდორ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1890-1959 წწ).

ნოიბერგი კარლ - გერმანელი ბიოქიმიკოსი (1877-1956 წწ).

ნოიბერი ფრიდერიკე კაროლინე - გერმანელი მსახიობი ქალი (1697-1760 წწ).

ნოიბრანდენბურგი - ქალაქი გერმანიის მეკლენბურგ-პომერანიის მხარეში (90 ათასი).

ნოიზიდლერზეე (უნგრეთის ტერიტიორიაზე - ფერტე) - ტბა ავსტრიასა და უნგრეთში.

ნოიზილბერი (გერმ.) - სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობი; ჰგავს ვერცხლს; იყენებენ ელექტროტექნიკაში (რელეს ბრტყელი ზამბარების გასაკეთებლად), მოვერცხლილი ჭურჭლისა და მხატვრულ ნაკეთობათა, ზუსტი და სამედიცინო ხელსაწყოების დასამზადებლად, აგრეთვე მონეტების მოსაჭრელად.

ნოიკომი რუთ - შვეიცარიელი ქართველოლოგი ქალი (დაიბადა 1920 წელს).

ნოიმაირი მელხიორ - ავსტრიელი პალეონტოლოგი და გეოლოგი (1845-1890 წწ).

ნოიმანი იოჰან ბალთაზარ - გერმანელი არქიტექტორი (1687-1758 წწ).

ნოიმანი კარლ გოტფრიდ - გერმანელი მათემატიკოსი (1832-1925 წწ).

ნოიმანი რობერტ - ავსტრიელი მწერალი (1897-1975 წწ).

ნოიმანი ფრანც ერნსტ - გერმანელი ფიზიკოსი (1798-1895 წწ).

ნოიმანი ჯონ (იანოშ) ფონ - ამერიკელი მათემატიკოსი (1903-1895 წწ).

ნოინი (მონღ.) - მონღოლების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გარკვეული ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი.

ნოიორი (ნოერი) რეძი - იაპონელი ქიმიკოსი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი უ.ნოულსთან და ბ.შარპლსთან ერთად (დაიბადა 1938 წელს).

ნოირუპინი - ქალაქი გერმანიის ბრანდენბურგის მხარეში.

ნოიმიუნსტერი - ქალაქი გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში.

ნოირათი კონსტანტინ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დამნაშავე (1873-1956 წწ).

ნოირათი ოტო - ავსტრიელი ფილოსოფოსი სოციოლოგი და ეკონომისტი (1882-1945 წწ).

ნოისი - ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

ნოისტრელიცი - ქალაქი გერმანიის მეკლენბურგ-პომერანიის მხარეში (25 ათასი).

ნოისტრია - მეროვინგების ფრანკთა სახელმწიფოს დასავლეთი ნაწილი.

ნოიტრა რიხარდ იოზეფ - ამერიკელი არქიტექტორი (1892-1970 წწ).

ნოიჩი ერიკ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1931 წელს).

ნოიჰაუზენი - რუსეთის კალინინგრადის ქალაქ გურიევსკის სახელი 1946 წლამდე.

ნოკარი ედმონ - ფრანგი ეპიზოტოოლოგი (1850-1903 წწ).

ნოკაუტი (ინგლ.) - კრივში - მდგომარეობა, როდესაც მოკრივე მოწინააღმდეგის დარტყმისგან ძირს არის დავარდნილი, 10 წამის განმავლობაში ვერ დგება და ითვლება დამარცხებულად.

ნოკდაუნი (ინგლ.) - კრივში - მდგომარეობა, როდესაც მოკრივე მოწინააღმდეგის დარტყმისგან ძირს არის დავარდნილი, მაგრამ 10 წამის განმავლობაში შეუძლია ადგეს ბრძოლის გასაგრძელებლად.

ნოკი (ჰოლანდ.) - რანჰოუტის ყოველგვარი ჰორიზონტალური ან დახრილი ძელის დაბოლოება.

ნოლანი სიდნეი - ავსტრიელი მხატვარი, „ახალი ფიგურაციის“ მიმდინარეობის წარმომადგენელი (დაიბადა 1917 წელს).

ნოლდე (ნამდვილი გვარი ჰანსენი) ემილ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1867-1956 წწ).

ნოლი დიტერ - გერმანელი მწერალი (დაიბადა 1927 წელს).

ნოლი ჰერმან - გერმანელი ფილოსოფოსი და პედაგოგიკის თეორიტიკოსი (1879-1960 წწ).

ნოლი თეოფან (ფან) სტილიან - ალბანეთის საზოგადო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1882-1965 წწ).

ნოლი (ნული)

1) ციფრობრივი ნიშანი 0, ცალკე აღნიშნავს სიდიდის არარსებობას, ხოლო რაიმე რიცხვს მიწერილი მარჯვნივ - ზრდის მას ათჯერ.

2) პირობითი სიდიდე, რომელთან მიმართებითაც იანგარიშება რისამე ტემპერატურა.

ნოლინსკი (1940-57 წლებში მოლოტოვსკი) - ქალაქი რუსეთის კიროვის ოლქში.

ნოლტე ერნსტ - გერმანელი ისტორიკოსი (დაიბადა 1923 წელს).

ნოლტი ნიკ - კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1940 წელს).

ნომა (ბერძნ.) (წყლის კიბო) - სახის, პირის ღრუს, სასქესო ორგანოების და სხვათა გარეგნული ანთება. უპირატესად უჩნდებათ კვებადაქვეითებულ ბავშვებს ინფექციურ დაავადებათა შედეგად.

ნომა ჰიროსი - იაპონელი მწერალი (1915-1991 წწ).

ნომადები (ბერძნ.) - მომთაბარე ტომების, ხალხების ძველი ბერძნული სახელი.

ნომადიზმი - მომთაბარეობა.

ნომარქოსი - ძველ ეგვიპტეში - ნომის მმართველი.

ნომენკლატორი (ლათ.)

1) რომის პაპის მრჩეველი კეთილმოწყალების საქმეებში, ყველა ჩაგრულის ქომაგი.

2) ძველ რომში - მონა, რომლის მოვალეობაც იყო სცოდნოდა და სათანადო დროს მოეხსენებინა თავისი ბატონისათვის მოქალაქეებისა და სახლში მყოფი მონების სახელები, აგრეთვე, წარმოეთქვა სუფრაზე მორთმეული კერძების სახელები.

ნომენკლატურა (ლათ.) - სია ტერმინთა და სახელწოდებათა, რომლებიც იხმარება მეცნიერების, ხელოვნების, წარმოების... ამა თუ იმ დარგში.

ნომერატორი - იხილე ნუმერატორი.

ნომერი (ლათ.)

1) ერთგვარი საგნების რიგის მაჩვენებელი რიცხვი.

2) ტანსაცმლის, ფეხსაცმლის სიდიდის პირობითი აღნიშვნა.

3) ცალკე სადგომი სასტუმროში, აბანოში.

4) განსაზღვრულ დროს გამოსული გაზეთი, ჟურნალი და მისთანები.

5) რაიმე სანახაობის ცალკე შესასრულებელი ნაწილი.

6) (საუბრისას) ხრიკი, ოინი.

ნომი (ბერძნ.)

1) ძველ ეგვიპტეში - ოლქი.

2) თანამედროვე საბერძნეთში - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

3) ქალაქი აშშ-ს ალასკის შტატში.

ნომია - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფერია, რომელსაც მშვენიერი დაფნისი უყვარდა.

ნომინალი (ლათ.) - ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ფასიან ქაღალდებზე, ქაღალდის ფულის ნიშნებზე, საქონელზე.

ნომინალიზმი (ლათ.) - შუა საუკუნეების სქოლასტიკურ ფილოსოფიაში - მიმართულება, რომლის მიხედვითაც ზოგადი ცნობები (ე.წ. უნივერსალიები) არის ადამიანის გონების მიერ შექმნილი სახელები, ხოლო რეალურად არსებობენ მხოლოდ ცალკეული საგნები.

ნომინალური (ლათ.)

1) რაც გამოხატულია ამა თუ იმ ფულადი ღირებულებით, რაც აღნიშნულია რამეზე.

2) რასაც ან ვისაც მხოლოდ სახელი ჰქვია, მაგრამ არ ასრულებს თავის დანიშნულებას, მოვალეობას.

ნომინატივი (ლათ.) - გრამატიკაში - სახელობითი ბრუნვა.

ნომინატიური - გრამატიკაში - სახელობით ბრუნვასთან დაკავშირებული.

ნომინაცია (ლათ.) - სახელის დარქმევა, დასახელება.

ნომოგენეზი (ბერძნ.) - ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ორგანიზმების ევოლუცია ხდება შინაგან კანონზომიერებათა საფუძველზე.

ნომოგრამა (ბერძნ.) - გეომეტრიულ სიდიდეთა გრაფიკი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა გაანგარიშების დროს.

ნომოგრაფია (ბერძნ.) - მათემატიკის ნაწილი, რომელიც აერთიანებს ნომოგრამების აგების თეორიასა და პრაქტიკულ მეთოდებს.

ნომოკანონი (ბერძნ.) - მართლმადიდებელი ეკლესიის წესების კრებული.

ნონა (ლათ.)

1) ცხრასაფეხურიანი ინტერვალი; მუსიკალური გამის მეცხრე საფეხური.

2) ცხრასტრიქონიანი სტროფი.

ნონაკორდი - 5 ბგერისაგან შემდგარი აკორდი.

ნონები (ლათ.) - ძველ რომაულ კალენდარში - მარტის, მაისის, ივლისის და ოქტომბრის მე-7 დღე, ხოლო დანარჩენი თვეების მე-5 დღე.

ნონეს პანოპოლისელი - ადრინდელი ბიზანტიური ხანის ბერძენი პოეტი (IV-V სს).

ნონეტი (იტალ.)

1) ცხრა შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი.

2) მუსიკალური ნაწარმოები ცხრა ხმის ან საკრავისათვის.

ნონეშვილი იოსებ - პოეტი (1918-1980 წწ).

ნონი - იხილე ნუნძიანი.

ნონიუსი - იგივეა, რაც ვერნერი (მნიშვნელობა 1).

ნონკომბატანტები (ფრანგ.) - საერთაშორისო სამართალში - ყველა ის პიროვნება, ვინც არ შედის ამა თუ იმ მეომარი ქვეყნის ძალების შემადგენლობაში, აგრეთვე ის პირები, რომლებიც თუმცა შედიან მასში (მომსახურე პერსონალის სახით), მაგრამ საომარ მოქმედებაში არ იღებენ მონაწილეობას.

ნონო ლუიჯი - იტალიელი კომპოზიტორი (1924-1990 წწ).

ნონოს პანოპოლელი - ადრინდელი ბიზანტიური ხანის ბერძენი ეპიკოსი პოეტი (IV-V სს).

ნონპარელი (ფრანგ.) - პეტიტზე წვრილი სასტამბო შრიფტი, რომლის ზომა (კეგელი) უდრის ექვს პუნქტს (2,25 მმ).

ნონსენსი (ინგლ.) - უაზრობა, სისულელე.

ნოო - იხილე ნო.

ნოოსფერო - ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების სფერო, სადაც ადამიანის გონივრული მოქმედება წარმოადგენს განვითარების მთავარ, მამოძრავებელი ფაქტორს.

ნორა ეუხენიო - ესპანელი პოეტი (დაიბადა 1923 წელს).

ნორა - ჰენრიკ იბსენის დრამის, „თოჯინების სახლის“, მთავარი პერსონაჟი ქალი.

ნორაკიძე ანატოლი (გიგა) - ფეხბურთელი, თავდამსხმელი, თამაშობდა ოჩამჩირის „დინამოში“ (1948-49), სოხუმის „დინამოში“, თბილისის „სპარტაკში“ (1951, 1953), ოდო-სა (1952-53, 1954-57, 1958-59) და თბილისის „დინამოში“ (1958). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 30 მატჩი (8 გოლი). სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელი (1930-1995 წწ).

ნორ-ბაიაზეთი - სომხეთის ქალაქ კამოს სახელი 1959 წლამდე.

ნორბლინი იან პიტერ - პოლონელი გრაფიკოსი (1745-1830 წწ).

ნორ-გეტიკი (გოშავანქი) - შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი სომხეთის დილიჯანის რაიონში.

ნორგიული - სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ნორდენფელტი ტორსენ ვილჰელმ - შვედი მეწარმე, იარაღის კონსტრუქტორი (1842-1920 წწ).

ნორდენშელდი ნილს ადოლფ ერიკ - შვედი გეოლოგი და გეოგრაფი, არქტიკის მკვლევარი (1832-1901 წწ).

ნორდ-ვესტი (გერმ.)

1) ჩრდილო-დასავლეთი.

2) ჩრდილო-დასავლეთის ქარი.

ნორდზეე-კანალი - იგივე ჩრდილოეთის საზღვაო არხი.

ნორდი (გერმ.)

1) ჩრდილოეთი.

2) ჩრდილოეთის ქარი.

ნორდიზმი - რასიზმის სახესხვაობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მტკიცება ჩრდილოეთის (ნორდული) ან „არიული“ რასის უპირატესობის შესახებ კაცობრიობის სხვა რასებთან შედარებით.

ნორდკაპი - კონცხი ნორვეგიაში.

ნორდკაპის დინება - თბილი დინება სკანდინავიის და კოლის ნახევარკუნძულებთან.

ნორდკინი - კლდოვანი კონცხი ნორვეგიაში.

ნორდ-ოსტი (გერმ.)

1) ჩრდილო-აღმოსავლეთი.

2) ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი.

ნორეენი ადოლფ გოტჰარდ - იხილე ნურენი ..

ნორეიკა ვირგილიუს-კიასტუტის - ოპერის ლიტველი მომღერალი (ლირიკული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (დაიბადა 1935 წელს).

ნორენცი (ნამდვილი გვარი ერიციანი) ვაღარშაკ - სომეხი პოეტი (1903-1973 წწ).

ნორვეგია (ნორვეგიის სამეფო, ნორვეგ. Kongeriket Norge).
- სახელმწიფო ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება შვედეთს, ფინეთს და რუსეთს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აკრავს ბარენცის ზღვა, დასავლეთით - ნორვეგის ზღვა და სამხრეთ-დასავლეთით - ჩრდილოეთის ზღვა.
- სახელი წარმოდგება ძველსკანდინავიური სიტყვებისგან - „გზა ჩრდილოეთისკენ“.
- დამოუკიდებლობის დღე - გამოცხადდა 1905 წლის 7 ივნისს, ცნობილი იქნა 1905 წლის 26 ოქტომბერს (შვედეთისგან).
- დევიზი - „Alt for Norge” (ყველაფერი ნორვეგიისთვის).
- ჰიმნი - „Ja, vi elsker dette landet“ (დიახ, ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა).
- სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - მეფე.
- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი სტორტინგი (ლაგტინგი და ოდელსტინგი).
- ფართობი - 385 199 კვ.კმ.
- დაყოფილია 19 ფიულკედ (საგრაფოდ), რომლებიც შედიან 5 არაოფიციალურ რეგიონში.
- მოსახლეობა - 4,6 მილიონი.
- სიმჭიდროვე - 12 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნეები - ლუთერანები.
- ოფიციალური ენა - ნორვეგიული.
- დედაქალაქი - ოსლო.
- ვალუტა - ნორვეგიული კრონა.
- ქვეყნის კოდი - NOR.
- დროის სარტყელი - UTC +1.
- სატელეფონო კოდი - +47.
- ინტერნეტ-დომენი - NO.

ნორვეგიელები - ნორვეგიის ძირითადი მოსახლეობა.

ნორვეგიის ზღვა - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და ისლანდიას შორის. ფართობი 1340 ათასი კვ.კმ. სიღრმე 3970 მეტრამდე.

ნორვეგიული - ნორვეგიელების დამხასიათებელი, ნორვეგიიდან მომდინარე.

ნორვიდი ციპრიან კამილ - პოლონელი მწერალი (1821-1883 წწ).

ნორთამბერლენდი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ნორთი დადლი - ინგლისელი ვაჭარი და ეკონომისტი (1641-1691 წწ).

ნორთ-ლიტლ-როკი - ქალაქი აშშ-ს არკანზასის შტატში.

ნორთ-მინჩი - სრუტე ატლანტის ოკეანეში, გამოყოფს კუნძულ ლუისს შოტლანდიისაგან.

ნორთროპი ჯონ ჰაუარდ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი უ.მ. სტენლისთან ერთად (1891-1987 წწ).

ნორთუმბრია - ანგლოსაქსონთა სამეფო (VII-X სს) თანამედროვე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ნორთჰემპტონი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისში), ნორთჰემპტონშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (185 ათასი).

ნორთჰემპტონშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ნორი - დეპარტამენტი საფრანგეთში.

ნორია (ესპან.) - განუწყვეტლივ მოქმედი ამწევი მოწყობილობა - დაუსრულებელი ჯაჭვი ან ლენტი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჩამჩები; იყენებენ სითხეებისა და ფხვიერი მასების გადასაზიდად 25 მეტრამდე სიმაღლეზე.

ნორიეგა კარლოს ისმაელ - ამერიკელი ასტრონავტი, ორი კოსმოსური ფრენის მონაწილე 1997 და 2000 წლებში (დაიბადა 1959 წელს).

ნორიეგა მანუელ - პანამის სამხედრო დიქტატორი XX საუკუნის 80-იან წლებში (დაიბადა 1938 წელს).

ნორიკი - რომაული პროვინცია მდინარეების დრავისა და დუნაის ზემო დინებაში.

ნორილსკი - ქალაქი რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, მსოფლიოს ერთ-ერთი უკიდურესი ჩრდილოეთი ქალაქი (150 ათასი).

ნორიო - სოფლები აბაშისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

ნორიოსხევი - მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ლოჭინისხევის მარჯვენა შენაკადი.

ნორისი ფრენკ - ამერიკელი მწერალი (1870-1902 წწ).

ნორისი ჩაკ (ნამადვილი სახელი კარლოს რეი) - ამერიკელი კინომსახიობი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი პროფესიონალ კარატისტთა შორის საშუალო წონაში (დაიბადა 1939 წელს).

ნორიტი (ნორვეგ.) - ქანი გაბროს ჯგუფისა; იყენებენ სამშენებლო მასალად.

ნორიში რონალდ ჯორჯ რეიფორდ - ინგლისელი ფიზიკოსი, 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მ.ეიგენთან და ჯ.პორტერთან ერთად (1897-1978 წწ).

ნორიჯი (ნორუიჩი) - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), ნორფოკის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (125 ათასი).

ნორმა

1) დაწესებული რაოდენობა რისამე, საშუალო სიდიდე.

2) დაკანონებული, სავალდებულო წესი რისამე, რაც აუცილებელად უნდა შესრულდეს.

3) საყოველთაოდ აღიარებული აუცილებელი წესი, მდგომარეობა რისამე.

ნორმადარი - წარმოებაში - ნორმების დამდგენი, დამწესებელი.

ნორმალი (ლათ.)

1) მათემატიკაში - შემხები სწორი ხაზის ან სიბრტყის პერპენდიკულარი, რომელიც გადის შეხების წერტილზე.

2) დადგენილი ნიმუშის დეტალი.

ნორმალიზაცია (ნორმალიზება) - ნორმასთან მიახლოება, ნორმისადმი დაქვემდებარება.

ნორმალური (ლათ.)

1) ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ჩვეულებრივი.

2) ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი.

ნორმანდია - ისტორიული ოლქი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში; მთავარი ქალაქები: რუანი და კანი.

ნორმანები (სკანდინ.) - ჩრდილოეთგერმანული ტომები, რომლებიც VIII-XI საუკუნეში არბევდნენ ევროპის ქვეყნებს.

ნორმატივი (ლათ.) - ეკონომიკური ან ტექნიკური მაჩვენებელი ნორმებისა, რომელთა შესაბამისადაც წარმოებს მუშაობა.

ნორმატიული

1) რასაც ნორმატივის საშუალებით ადგენენ.

2) რაც რისამე ნორმის ოდენობას განსაზღვრავს.

ნორმირება - რისამე ნორმის დადგენა.

ნორნები (ნორვეგ.) - სკანდინავიურ მითოლოგიაში - ბედისწერის სამი ქალღმერთი.

ნორო ვიტარო - იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1870-1934 წწ).

ნოროდომ სიანუკი - იხილე სიანუკ ნოროდომი.

ნოროდომ სურამარიტი - კამბოჯის მეფე (1896-1960 წწ).

ნორსულფაზოლი - ფარმაკოლოგიაში - სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც იყენებენ კოკებით გამოწვეულ დაავადებათა წინააღმდეგ.

ნორტე-დე-სანტანდერი - დეპარტამენტი კოლუმბიაში.

ნორტი დუგლას სესილ - ამერიკელი ეკონომისტი, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ.ფოგელთან ერთად (დაიბადა 1920 წელს).

ნორტონი - ბერინგის ზღვის ყურე ალასკის სანაპიროსთან.

ნორტროპი - ავტომატური საქსოვი დაზგა.

ნორუიჩი - იხილე ნორიჯი.

ნორფოლკი

1) ვულკანური კუნძული წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის მახლობლად.

2) ქალაქი აშშ-ს ვირჯინიის შტატში (260 ათასი).

3) საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ნორჩეპინგი - ქალაქი-პორტი შვედეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ესტერიეტლანდის ლენში (120 ათასი).

ნორჩი

1) ახალი, ახალამოსული, ახალშემოსული, ქორფა.

2) ახლად დაბადებული, ახლად გაჩენილი, ჩვილი.

3) ბავშვობის ასაკისა, ზრდადაუსრულებელი, მოზარდი.

4) მოზარდის, ბავშვის კუთვნილი.

ნორჩი ლენინელი - ქართული ყოველკვირეული რესპუბლიკური პიონერული გაზეთი; გამოდიოდა თბილისში 1924-1990 წლებში.

ნორჩობა - ნორჩის მდგომარეობა, სინორჩე.

ნოსაკა სანძო - იაპონიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1892-1985 წწ).

ნოსაკი ჰანს ერიკ - გერმანელი მწერალი (1901-1977 წწ).

ნოსირი - სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ნოსკე გუსტავ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მოღვაწე (1868-1946 წწ).

ნოსოვკა - ქალაქი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში.

ნოსოვი ნიკოლაი - რუსი საბავშვო მწერალი (1908-1976 წწ).

ნოსტალგია (ბერძნ.) - სევდა, გამოწვეული სამშობლოში დაბრუნების შეუძლებლობის გამო.

ნოსტე - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში.

ნოსტოკი - ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გვარი ჰორმოგონიუმიანების კლასისა; გავრცელებული არიან მტკნარ წყალში.

ნოსტრადამუსი (მიშელ ნოტრდამი) - ფრანგი ასტროლოგი და ექიმი (1505-156 წწ).

ნოსტრადამუსი - (ირონიულად) - წინასწარმეტყველი.

ნოსტრატული ენები - ენათა ჰიპოთეზური დიდი ოჯახი, რომელშიც თავს უყრიან ევროპის, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ოჯახის ენებს; მასში შეჰყავთ ქართველური ენებიც.

ნოტა (ლათ.) - დიპლომატიური მიმართვა ერთი ქვეყნისა მეორისადმი.

ნოტაბენე (ლათ.) - შენიშვნა ტექსტში იმ ადგილას, რომელზედაც სურთ ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება (ხშირად სიტყვის ნაცვლად იწერება ასოები NB ან ერთი ლიტერის NB სახით).

ნოტაბლები (ფრანგ.) - საფრანგეთში XIV-XVIII საუკუნეებში - უმაღლეს სასულიერო პირთა, თავად-აზნაურთა და ქალაქის მცხოვრებთა ზედა ფენების წარმომადგენლები, წოდებრივი ორგანოს - ნოტაბლების კრების - წევრები; ინიშნებოდნენ მეფის მიერ.

ნოტარიატი - ორგანო, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების (ხელშეკრულებათა, მინდობილობათა, ანდერძთა და მისთანათა) დამოწმება, დოკუმენტების ხელმოწერათა ნამდვილობისა და დოკუმენტის პირების ნამდვილობის დადასტურება.

ნოტარიალური - ნოტარიუსის საქმიანობასთან დაკავშირებული.

ნოტარიუსი (ლათ.) - პირი, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს იურიდიული აქტების დამოწმებისა და გაფორმების უფლება.

ნოტაცია (ლათ.)

1) წერილობითი პირობითი ნიშნების სისტემა, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ დარგში.

2) (საუბრისას) დარიგება, ჭკუის სწავლება.

ნოტეცი - მდინარე პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, ოდერის აუზში (სიგრძე - 388 კილომეტრი).

ნოტი (ლათ) - გრაფიკული გამოხატულება მუსიკალური ბგერისა, თვით ბგერა.

ნოტინგემი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში (ინგლისში), ნოტინგემშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი (280 ათასი).

ნოტიო

1) წყლით გაჟღენთილი, ნესტიანი.

2) რასაც სინესტე ახლავს, წვიმიანი, ნამიანი.

ნოტისი (ინგლ.) - წერილობითი შეტყობინება გემის მზადყოფნის შესახებ დატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის.

ნოტიფიკაცია (ლათ.)

1) საერთაშორისო სამართალში - ერთი სახელმწიფოს მიერ მეორისათვის რისამე შეტყობინება ნოტის საშუალებით.

2) შეტყობინება თამასუქის გაპროტესტების შესახებ.

ნოტკორა - იხილე არჩილის მონასტერი.

ნოტო - (კუთხ.) ფარის ან ნახირის ერთი ნაწილი.

ნოტოგეა (ბერძნ.) - ხმელეთის ზოოგეოგრაფიული დანაყოფი, რომელიც მოიცავს ავსტრალიის არეს; დამახასიათებელია ჩანთოსანი ძუძუმწოვრების სიჭარბე და სხვა.

ნოტოზერო - ტბა მურმანსკის ოლქში.

ნოტოთენია - ერთგვარი თევზი; გავრცელებულია ანტარქტიკაში, გამოიყენება საკვებად.

ნოტო-ნოტო - (კუთხურად) ნაწილ-ნაწილად, ჯგუფ-ჯგუფად, გუნდა-გუნდად.

ნოტოტრემი (ბერძნ.) - ერთგვარი ბაყაყი; დედალს ზურგზე აქვს ჯიბისმაგვარი ჩანთა, რომელშიც ვითარდებიან კვერცხები და თავკომბალები. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში.

ნოტოუნგულატები - ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი, ხშირად სამხრეთ ამერიკის ჩლიქოსნებსაც უწოდებენ.

ნოუთბუქი - პორტატიული მიკროკომპიუტერი.

ნოულსი უილიამ - ამერიკელი ქიმიკოსი, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი რ.ნოიორთან და ბ.შარპლსთან ერთად (დაიბადა 1917 წელს).

ნოუმენი (ბერძნ.) - კანტის იდეალისტურ ფილოსოფიაში - ნივთის არსი, რომელიც ცდით არ შეიცნობა, შეგრძნებით არ აღიქმება.

ნოუ-ჰაუ (ინგლ.) - თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობაში - ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ტექნიკურ ცოდნას, რომელიც გამოხატულია პირველ ყოვლისა ტექნიკური დოკუმენტაციის, საწარმოო გამოცდილებისა და პროფესიული ჩვევების ფორმით.

ნოტეცი - მდინარე პოლონეთში, ვირტის მარჯვენა შენაკადი.

ნოტინგემი - ქალაქი დიდ ბრიტანეთში, ნოტინგემშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ნოტინგემშირი - საგრაფო დიდ ბრიტანეთში (ინგლისი).

ნოტო - ნახევარკუნძული იაპონიაში.

ნოტოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სამხრეთის ქარის ღვთაება, რომელსაც საბერძნეთში ნისლი და წვიმები მოჰქონდა, ბორეასის, ზეფიროსისა და ევროსის ძმა.

ნოუშაჰრი - ქალაქი ირანის მაზანდარანის ოსთანში.

ნოქარი (soars.) - (ძველად) დაქირავებული გამყიდველი სავაჭროში, მაღაზიაში.

ნოქსვილი - ქალაქი აშშ-ს ტენესის შტატში.

ნოქსი ალფრედ უილიამ - ინგლისელი გენერალი (1870-1964 წწ).

ნოქსი ჯონ - რეფორმაციის მოღვაწე შოტლანდიაში (1514-1572 წწ).

ნოქსის ნაპირი - უილქსის მიწის სანაპიროს ნაწილი ანტარქტიდასთან.

ნოქტამბულიზმი (ლათ.) - იგივეა, რაც სომნაბულიზმი.

ნოქტილუკა (ზღვის ციცინათელა) - უმარტივესი გვარი შოლტოსნების კლასისა. გვხვდება თბილ, იშვიათად ბორეალური წყლების ზედაპირულ ფენებში.

ნოქტიურნი (ფრანგ.) - მცირე ლირიკული მუსიკალური ნაწარმოები.

ნოღა

1) იგივეა, რაც პაჭუა.

2) მდინარის გაყოლებაზე არსებული ნოყიერი ადგილი.

3) სოფლები მარტვილის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.

ნოღაელები - რუსეთის სტავროპოლის მხარესა და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხი (70 ათასამდე).

ნოღაი - ოქროს ურდოს სარდალი (XIII საუკუნის პირველი ნახევარი - 1300 წ).

ნოღაიდელი ზურაბ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005-2007 წლებში (დაიბადა 1964 წელს).

ნოღელა - მდინარე მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი.

ნოღმა შორა - ყაბარდოელი (ადიღე) განმანათლებელი (1794-1844 წწ).

ნოჩხონი - სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში.

ნოყიერი

1) მსუქანი, ყუათიანი, მაწიერი.

2) კარგი მოსავლის მომცემი.

ნოყიერება - ნოყიერის თვისება, სინოყიერე.

ნოყო - (კუთხურად) პატარა, მდორე მდინარე.

ნოწარულა

1) მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე.

2) მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი.

ნოხი - იგივეა, რაც ხალიჩა.

ნოჯა - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1250 მეტრი, დუშეთიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 6 კაცი.

ნოჯიკეთი

1) მთა დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ქართლის ქედის სამხრეთ ნაწილის თხემზე, მდინარე წირდალისხევისა (არაგვის მაცხენა შენაკადი) და თეთრახევას (ივრის აუზი) სათავეში (სიმაღლე - 1580 მეტრი).

2) სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ლაფანაანთკარის თემის საკრებულო), ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან - 1300 მეტრი, დუშეთიდან - 26 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 23 კაცი.

ნოჯიკეთისხევი - მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, წირდალისხევის მარცხენა შენაკადი.

ნოჯიხევი - სოფელი მარტვილის და ხობის მუნიციპალიტეტებში.

2.10 ნს

▲ზევით დაბრუნება


ნსავამი - ქალაქი განის აღმოსავლეთ ოლქში.

ნსუტა - ქალაქი განის დასავლეთ ოლქში.

2.11 ნუ

▲ზევით დაბრუნება


ნუ - ნაწილაკი, რომელიც აღნიშნავს, რომ ესა თუ ის მოქმედება არ უნდა შესრულდეს.

ნუადიბუ (პორტ-ეტიენი) - ქალაქი-პორტი მავრიტანიაში (60 ათასი).

ნუაიმე მიხაილ იბნ იუსუფ - არაბი მწერალი და კრიტიკოსი (ლიბანი) (1889-1987 წწ).

ნუამყვამი - მთა, იხილე ნამყვამი.

ნუარე ფილიპ - ფრანგი კინომსახიობი (დაიბადა 1931 წელს).

ნუაქშოტი - მავრიტანიის დედაქალაქი და მთავარი პორტი (400 ათასი).

ნუბია - ისტორიული ოლქი ეგვიპტესა და სუდანში.

ნუბიელები - ეგვიპტის სამხრეთ ნაწილსა და სუდანში მცხოვრები ხალხი (სულ დაახლოებით 2,5 მილიონი).

ნუბიის უდაბნო - მდებარეობს სუდანში, მდინარე ნილოსსა და წითელ ზღვას შორის (აფრიკა).

ნუგა (ფრანგ.) - საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც მზადდება შაქრიანი ნიგვზის მასისაგან.

ნუგბარი (სპარს.) - გემრიელი, სანუკვარი საჭმელი.

ნუგეში

1) ისეთი რამ, რაც ადამიანს დაამშვიდებს, რისამე რწმენას ჩაუნერგავს.

2) (გადატანით) ვისზედაც იმედს ამყარებენ, ვისაც შეხარიან.

ნუგეშისმცემელი - ვინც ნუგეშს სცემს ვისმე.

ნუგეშისცემა - სანუგეშო სიტყვებით მიმართვა, დაიმედება, გამხნევება.

ნუგეშსაცემი - ვინც ნუგეშს საჭიროებს.

ნუგზარ არაგვის ერისთავი - არაგვის ერისთავი XVIII საუკუნის I მეოთხედში (გარდაიცვალა 1618 წელს).

ნუგუზალი - იგივეა, რაც მუგუზალი.

ნუგულა (ჩინ.) - ჩინური დასარტყმელი მუსიკალური საკრავი, ლიტავრის მსგავსი.

ნუდიზმი (ლათ.) - შიშველი სხეულის კულტის ქადაგება.

ნუდისტები - ნუდიზმის მიმდევრები.

ნუევა-ესპარტა - შტატი ვენესუელაში; ადმინისტრაციული ცენტრი - ლა-ასუნსიონი.

ნუევიტასი - ქალაქი-პორტი კუბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (45 ათასი).

ნუევა-პალმირა - ქალაქი ურუგვაიში.

ნუევა-როსიტა - ქალაქი მექსიკის კოაუილის შტატში.

ნუევა-სან-სალვადორი (სანტა-ტეკლა) - ქალაქი სალვადორის ლა-ლიბერტადის პროვინციაში.

ნუევო-ლარედო - ქალაქი მექსიკის ტამაულიპასის შტატში (220 ათასი).

ნუევო-ლეონე - შტატი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - მონტერეი.

ნუერი - სუდანსა და ეთიოპიაში მცხოვრები ხალხი.

ალ-ნუვაირი შიჰაბ ალ-დინ აჰმად იბნ აბდ ალ-ვაჰაბ - ეგვიპტელი ენციკლოპედისტი (1279-1332 წწ).

ნუვისტორი - ზემინიატურული ლითონკერამიკული მიმღებ-გამაძლიერებელი ელექტრონული მილაკი.

ნუვო ჟერმენ - ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი (1851-1920 წწ).

ნუვორიში (ფრანგ.) - სავაჭრო სპეკულაციების შედეგად გამდიდრებული ადამიანი.

ნუზი - ძველი ქალაქი ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, ერაყის ქალაქ ქირქუქის მახლობლად.

ნუზლი - (ძველად) საგზალი, სურსათი.

ნუთუ - ნაწილაკი, რომელიც გამოხატავს კითხვას, გაოცებას; განა.

ნუიომა სემ - ნამიბიის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994 წლიდან (დაიბადა 1929 წელს).

ნუკერი (მონღოლ.) - აღმოსავლეთის ზოგიერთ ხალხში - მხედართმთავარი, პირადი დაცვის მებრძოლი; მსახური.

ნუკლეაზები - ფერმენტები, რომლებიც ნუკლეინის მჟავას შლიან მონო- და ოლიგონუკლეიტიდებად.

ნუკლეინმჟავები (ლათ.) - ბიოლოგიური წარმოშობის მაღალმოლეკულური პოლიმერები. მთავარ როლს ასრულებენ ცილის ბიოსინთეზში და ორგანიზმის მემკვიდრეობითი თვისებების გადაცემაში.

ნუკლეოლი (ლათ.) - მცენარეული და ცხოველური უჯრედების ბირთვის მუდმივი შემადგენელი ნაწილი; ბირთვაკი.

ნუკლეოპროტეიდები (ლათ.) - ფართოდ გავრცელებული რთული ცილები - ნუკლეინმჟავების ნაერთები მარტივ ცილებთან; წარმოადგენს უჯრედის ბირთვების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს.

ნუკლეოტიდები - რთული ორგანული ნივთიერებანი - ნულკლეინმჟავების შემადგენელი ნაწილი; დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლაში.

ნუკლეუსი (ლათ.)

1) მეფუტკრეობაში: ფუტკრის პატარა ოჯახი, რომელშიც ახალგაზრდა, გაუნაყოფიერებელი ან სათადარიგო ნაყოფიერი დედაა.

2) არქეოლოგიაში - კაჟის ან სხვა ქანის ნატეხი, რომლისგანაც პირველყოფილი ადამიანები ახლეჩდნენ ხოლმე დანისმაგვარ ფირფიტებს ქვის იარაღის დასამზადებლად.

ნუკლიდები - ატომები, რომლებიც განსხვავდება ბირთვში ნუკლონების რიცხვით ანდა, ნუკლონების თანაბარი რიცხვის პირობებში შეიცავს პროტონების ან ნეიტრონების სხვადასხვა რიცხვს.

ნუკლონები (ლათ.) - საერთო სახელწოდება პროტონებისა და ნეიტრონებისა, ე.ი. ნაწილაკებისა, რომლებიც ქმნის ატომის ბირთვს.

ნუკრი - ირმის, შვლის და ზოგიერთი სხვა გარეული ცხოველის ნაშიერი.

ნუკრიანი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ნუკუსი - იხილე ნუქუსი.

ნულანსი ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი (1864-1939 წწ).

ნული

1) სოფელი ზნაურის მუნიციპალიტეტში.

2) იხილე ნოლი.

ნულიფიკაცია (ლათ.) - ძალის, მნიშვნელობის დაკარგვა, გაუქმება რისამე.

ნულორგანო - საზომი ავტომატური მოწყობილობის ელემენტი, რომლის დანიშნულებაა ამ მოწყობილობის შესასვლელებზე შემოსული სიგნალების შედარება.

ნულ-პუნქტი - ოპტიკურ-მექნიკურ საზომ ხელსაწყოებში, მიკროსკოპის სკალაზე და სხვა - ნულის მდგომარეობა ან ათვლის რაიმე სისტემის საწყისი მდგომარეობა.

ნუმანცია - ძვ.იბერიული გამაგრებული ნამოსახლარი მდინარე დუეროზე, ესპანეთში.

ნუმა პომპილუსი - რომის ლეგენდარული მეფე (ითვლება მეორე მეფედ - ძვ.წ.აღ. 715 - 673/672 წწ), რომელსაც მიაწერენ მრავალი რელიგიური ჩვეულების, მთვარის კალენდრის, სხვადასხვა დღესასწაულებისა და ძირითად ქურუმთა კოლეგიის რომში შემოღებას.

ნუმაძუ - ქალაქი იაპონიის სიძიუკოს პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე.

ნუმეა - საფრანგეთის სამფლობელო ახალი კალედონიის ადმინისტრაციული ცენტრი (65 ათასი).

ნუმედალსლოგენი - იხილე ლოგენი.

ნუმერატორი (ლათ.)

1) აპარატი, რომლითაც მიყოლებით იბეჭდება რიგითი ნომრები ბილეთებზე, კუპონებზე და მისთანებზე.

2) ელექტროზართან არსებული მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს ნომერს იმ ადგილისას, საიდანაც ძარს იძლევიან.

3) პატარა სატელეფონო კომუტატორი.

ნუმერაცია (ლათ.)

1) ნომრების დასხმა მიყოლებით.

2) არითმეტიკის ნაწილი, რომელშიც აღწერილია რიცხვების დასახელებისა და აღნიშვნების წესების ერთობლიობა.

ნუმერი - იხილე ნომერი.

ნუმია - სპილენძის მონეტა; პირველად მოჭრეს ბიზანტიის იმპერიაში V საუკუნეში.

ნუმიდია - ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ აფრიკაში, თანამედროვე ალჟირის აღმოსავლეთ ნაწილში.

ნუმიზმატიკა (ლათ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ძველ მონეტებს, მედლებს, ორდენებს.

ნუმილიტები - გადაშენებული მსხვილი ერთუჯრედიანი ორგანიზმების გვარი ფორამინიფერების ქვეკლასისა.

ნუმიტორი - ლათინური ქალაქის - ალბა-ლონგას - მითიური მეფე, ენეასის შთამომავალი.

ნუმც - უარყოფის გამომხატველი ნაწილაკი,

ნუნა

1) კანი ფრჩხილის ირგვლივ.

2) ღრძილის გარეთა ნაწილი კბილის ირგვლივ.

ნუნატაკი (ინგლ.) - გრენლანდიასა და ანტარქტიკაში - იზოლირებული კლდოვანი მწვერვალი, რომელიც ამოშვერილია მყინვარის ზედაპირზე.

ნუნგი (ნუნი) - ვიეტნამის ჩრდილოეთსა და ჩინეთში მცხოვრები ხალხი.

ნუნდინა - მეცხრე დღის ღმერთქალი ძველ რომში, რომელსაც მოუხმობდნენ ხოლმე ბავშვის დაბადების მეცხრე დღეს, რათა მისი რჩევით ახლადშობილისთვის სახელი დაერქმიათ.

ნუნიეს დე არსე გასპარ - ესპანელი პოეტი-რომანტიკოსი (1834-1903 წწ).

ნუნიეს დე ბალბოა ვასკო - ესპანელი კონკისტადორი; 1513 წელს პირველმა მიაღწია წყნარი ოკეანის ნაპირებს (დაახლოებით 1475-1517 წწ).

ნუნიეს ხიმენესი ანტონიო - კუბელი მეცნიერი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი (დაიბადა 1923 წელს).

ნუნივაკი - კუნძული ბერინგის ზღვაში, აშშ-ს სამფლობელო.

ნუნისი - სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემის საკრებულო). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ხარაგაულიდან - 27 კილომეტრი. უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 კაცი. სოფლის სახელწოდება უკავშირდება ნუნისის წყალს, რომლითაც ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და „ნუნისი“ ეწოდა.

ნუნისისწყალი - მდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი სოფელ ჩრდილთან.

ნუნჩაკი (ნუნჩაკუ) - იაპონური ცივი იარაღი, ორი მრგვალი (დაღარული) მოკლე ჯოხი, რომელიც ჯაჭვით ან თასმითაა შეერთებული.

ნუნუა - (საუბრისას კნინობით-მოფერებით) იგივეა, რაც ღვინო.

ნუნციუსი (ნუნცი) - რომის პაპის წარმომადგენელი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობასთან.

ნუნძიანი (ნონი) - მდინარე ჩინეთში, სუნგარის მარცხენა შენაკადი (სიგრძე - 1089 კილომეტრი).

ნუპე - ნიგერიაში მცხოვრები ხალხი (12,5 მილიონი).

ნუჟრი - ხეზე ავადმყოფური ამონაბურცი, როკი, კორძი.

ნუჟრიანი - რასაც ნუჟრი აქვს.

ნურა

1) (უარყოფითი ნაცვალსახელი) ნურარა, ნურაფერი.

2) ბოდიშის მოხდა ირონიულად, დაცინვით.

3) (ქერეგეთასი, ყარაშოქი, ბაიგოჟა) - მდინარე ყაზახეთში, ერთვის თენგიზის ტბას (სიგრძე - 978 კილომეტრი).

ნურაბადი (1983 წლამდე სოვეტაბადი) - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში.

ნურაგები (იტალ.) - კუნძულ სარდინიაზე - ქვის ძველი ნაგებობები - წაკვეთილი კონუსის ფორმის კოშკები; უპირატესად განეკუთვნება ბრინჯაოს ხანას.

ნურავინ - (უარყოფითი ნაცვალსახელი) ნურც ერთი ადამიანი.

ნურათა - ქალაქი უზბეკეთის სამარყანდის ოლქში (25 ათასი).

ნურათაუ - გისარო-ალაის სისტემის შემადგენელი ქედი უზბეკეთში (სიგრძე - 2165 კილომეტრი).

ნურარა - (უარყოფითი ნაცვალსახელი) ნურც ერთი რამ, ნურაფერი.

ნურასდროს - იგივეა, რაც ნურასოდეს.

ნურასოდეს - არც როდის, არასოდეს.

ნურაფერი - (უარყოფითი ნაცვალსახელი) ნურც ერთი რამ, ნურარა.

ნურდაღი - იხილე ამანუსი.

ნურდაღლარი - იხილე ამანუსი.

ნურდროკი რიკარდ - ნორვეგიელი კომპოზიტორი (1842-1866 წწ).

ნურეევი რუდოლფ - რუსული წარმოშობის მოცეკვავე, XX საუკუნის მეორე ნახევრის დასავლეთის სამყაროს საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (1938-1993 წწ).

ნურეკი - ქალაქი ტაჯიკეთში, დუშანბეს სიახლოვეს (20 ათასი).

ნურენი ადოლფ გოტჰარდ - შვედი ენათმეცნიერი (1854-1925 წწ).

ნურვინ - იგივეა, რაც ნურავინ.

ნურიგელას ტბა - ტბა ბათუმში, საქალაქო პარკის ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირიდან 130-140 მეტრის მოშორებით, მაქსიმალური სიღრმე - 7-8 მეტრი, ზედაპირის ფართობი - 5,5 ჰა.

ნური საიდი - იხილე საიდ ნური.

ნურისტანი - ქალაქი ავღანეთის მაღალმთიან ოლქში.

ნურიე - იხილე პიონერის ტბა.

ნურლათი - ქალაქი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაშუ (25 ათასი).

ნურმი პაავო - ფინელი სპორტსმენი (მძლეოსნობა), სამი ოლიმპიადის მონაწილე (1920, 1924, 1928 წწ), ოლიმპიური თამაშების 10-გზის ჩემპიონი (1897-1973 წწ).

ნურსად - ნურც ერთ ადგილას, ნურც ერთ მხარეს.

ნურულაჰ ათაჩი - თურქი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე (1898-1626 წწ).

ნურც - უარყოფითი ნაწილაკი, ჩვეულებრივ იხმარება ჩამოთვლისას.

ნურხაცი - მანჯურიის (ჯურჯენთა) ხანი 1583 წლიდან (1559-1626 წწ).

ნუსელტის რიცხვი - უგანზომილებო პარამეტრი, რაც ახასიათებს სხეულის ზედაპირსა და აირის (სითხის) ნაკადს შორის კონვექციისა და თბოგამტარობის ინტენსიურობას.

ნუსი (ბერძნ.) - ანტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორია; წარმოადგენს ყველა იმ აზრობრივ, გონივრულ და აზროვნების კანონზომიერებათა განზოგადებას, რომლებიც გამეფებულია კოსმოსში და ადამიანში.

ნუსკუ - აქადური მითოლოგიიის თანახმად, ცეცხლის ღვთაება.

ნუსრეთნამე - ისტორიული თხზულება, რომელიც ეხება თურქთა XVI საუკუნის ლაშქრობებს ამიერკავკასიაში.

ნუსხა (სპარს.)

1) იგივეა, რაც სია,

2) იგივეა, რაც ცხრილი.

ნუსხახუცური - იგივეა, რაც ნუსხური.

ნუსხური

1) ძველი ქართული დამწერლობა, რომელიც გავრცელებული იყო მე-9-11 საუკუნეებში, წარმოადგენს ასომთავრულის (მრგვლოვანის) შემდგომ განვითარებას, მე-11-12 საუკუნეებში მისგან განვითარდა თანამედროვე წერა - ეგრეთ წოდებული მხედრული.

2) ქართულში, შედარებით მცირე ზომის ასოები ნაბეჭდი, რომლითაც ჩვეულებრივ გაბმული ტექსტი იწყობა და კაბადონდება.

ნურხაცი - მანჯურიის (ჯურჯენთა) ხანი (1559-1626 წწ).

ნუტალიოზი - ცხენის, ჯორის, ვირისა და კატის დაავადება; გავრცელებულია ყველა კონტინენტზე.

ნუტაცია (ლათ.) - მზარდ ორგანოთა წვეროების ბრუნვითი მოძრაობა, რაც ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ხვიარა მცენარეებში.

ნუტკა - ინდიელი ტომი; ცხოვრობენ კანადის კუთვნილ კუნძულ ვანკუვერზე.

ნუტრია (ესპან.) - მღრღნელი ცხოველი წავისებრთა ოჯახისა, რომელიც სანახევროდ წყალში ცხოვრობს. აქვს ძვირფასი მუქი ყავისფერი ბეწვი.

ნუქერები - გაფეოდალებული დიდებულების სამსახურში მყოფი რაზმელები მონღოლეთში ფეოდალიზმის ჩამოყალიბების პერიოდში.

ნუქუსი - უზბეკეთის ყარაყალპაყეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (180 ათასი).

ნუღარ - ნაწილაკი - მეტი ნუ, უკვე ნუ.

ნუღარავინ (ნუღარვინ) - (უარყოფითი ნაცვალსახელი) სრულიად ნურავინ, მეტი ნურავინ.

ნუღარასოდეს - მეტი ნურასოდეს, აღარც როდის.

ნუღარაფერი - სრულიად ნურაფერი, მეტი ნურაფერი, უკვე ნურაფერი.

ნუღარვე - იტყვიან წყევლის გასაბათილებლად.

ნუღარსად - უკვე ნურსად, მეტი ნურსად.

ნუღარც - ნაწილაკი, უკვე ნურც, მეტი ნურც.

ნუღლი (ნუყლი) - (ძველად) დაშაქრული ნუშის გული.

ნუში (Amygdakus communis) - საშუალო სიმაღლის ხე ვარდისფერთა ოჯახისა, ისხამს ნაჭუჭიან ოვალურ ნაყოფს, რომელიც ბუდეშია მოთავსებული, ნაყოფი იჭმება.

ნუშიჩი ბრანისლავ - სერბი მწერალი, დრამატურგი (1864-1938 წწ).

ნუშოსთავი - მთა დუშეთის მუნიციპალიტეტეში, ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (სიმაღლე - 2162 მეტრი).

ნუჩ-ფილტრი (გერმ.) - ერთგვარი ფილტრი; დაფუძნებულია სითხის გაჟონვაზე ფოროვან კერამიკულ ფილებში ან ისეთ ბადურაზე მოთავსებულ ქსოვილში, რომლის ქვეშიდანაც გამოიწოვება ჰაერი.

ნუცელუსი (ლათ.) - თესლოვანი მცენარეების თესლკვირტი.

ნუცუბიძე გიორგი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1882-1961 წწ).

ნუცუბიძე ნოდარ - ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი (დაიბადა 1928 წელს).

ნუცუბიძე შალვა - აკადემიკოსი, ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე; „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე მთარგმნელი (1888-1969 წწ).

ნუხა - ერთ-ერთი ძველი ქალაქი აზერბაიჯანში, ქალაქ შაქთან.

ნუხულოსა - მწვერვალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე.

2.12 ნჩ

▲ზევით დაბრუნება


ნჩანგა - ქალაქი და სპილინძის წიაღისეულის საბადო ზამბიაში.

2.13 ნწ

▲ზევით დაბრუნება


ნწუ - ქართული ენის შორისდებული, ნიშნავს, უარყოფას; არა.

2.14 ნჯ

▲ზევით დაბრუნება


ნჯამენა (ფრანგ. Ndjamena, 1973 წლამდე - ფორტ-ლამი) - ჩადის დედაქალაქი, შარი-ბაგირმის პრეფექტურის ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დაარსებულია 1900 წელს ფრანგი კოლონიზატორების მიერ (990 ათასი - 2009 წ).