The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ნაწილი I. ა-მ)


ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ნაწილი I. ა-მ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
წყარო: ISBN 978-9941-10-781-8
საავტორო უფლებები: © გამომცემლობა „მერიდიანი“
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2013
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი GEORGIAN NATIONAL MUSEUM Ethnographic dictionary of the Georgian material culture Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur Этнографический словарь грузинской материальной культуры Le dictionnaire ethnologique de culture materielle გამომცემლობა „მერიდიანი“ Tbilisi 2013 პროექტი შესრულებულია საქართველოს სამეცნიერო და რუსთაველის ფონდების გრანტის საფუძველზე №GNSF/ST 06/1-012 პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ელდარ ნადირაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველი ავტორ-შემდგენელნი: გვანცა არჩვაძე (გ.ა.), ლამარა ბედუკიძე (ლ.ბ.), ციალა ბეზარაშვილი (ც.ბ.), მარინა ბოკუჩავა (მ.ბ.), გურამ გასიტაშვილი (გ.გ.), ნელი გელაშვილი (ნ.გ.), თამარ გელაძე (თ.გ.), ანზორ გოგიაშვილი (ა.გ.), მაყვალა ზანდუკელი (მ.ზ.), ცისანა კაკაბაძე (ც.კ.), გულიკო კვანტიძე (გ.კ.), ლეილა მოლოდინი (ლ.მ.), ელდარ ნადირაძე (ე.ნ.), თებრო ნადირაძე (თ.ნ.), მამუკა ქაფიანიძე (მ.ქ.), მანანა შილაკაძე (მ.შ.), ხათუნა ცინცაძე (ხ.ც.), მანანა ხიზანიშვილი (მ.ხ.), ნანული ჯიქია (ნ.ჯ.) © ელდარ ნადირაძე © გამომცემლობა „მერიდიანი“, 2013 რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველი ISBN 978-9941-10-781-8 უაკ (UDC) 904 (479.22)(038)+39(479.22)(038) n-162 ნაშრომში გამოყენებულია მხატვრებისა და არქიტექტორების: ტ. ამბრიაშვილის, ლ. ბერიშვილის, ნ. ბრაილაშვილის, გ. გაგარინის, გ. გეგელიას, ა. ვარაზაშვილის, ნ. ველიაშვილის, მ. ივანიშვილის, ნ. თო ფურიძის, ნ. თე ნეიშვილის, ვ. კანდელაკის, რ. კიკნაძის, ო. კონიაშვილის, ნ. ლო მიძის, გ. მეტ რეველის, გ. ოშაყმაშვილის, გ. რაზმაძის, ნ. რახმანინოვას, ა. სავინის, გ. საბუცკის, თ. სოსელიას, მ. ტილკეს, გ. ტონიას, ი. ქავთარაძის, ს. ქობულაძის, ი. შარლემანის, ლ. შერვაშიძის, ვ. წილოსანის, ტ. ჭუბაბრიას, ა. ხაბულიანისა და ზ. ჯიბღაშვილის ნამუშევრები. ფოტოები: ა. როინიშვილი, დ. ერმაკოვი, მ. კილაძე, გ. ჯალაბაძე, გ. ბუმბიაშვილი, ე. ნადირაძე. თარგმანი: ნ. ჯაფარაშვილი (ინგ.), კ. ბრეგაძე (გერმ.), დ. იაშვილი (ფრანგ.), მ. ბულეიშვილი (რუს.).



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას

„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.

გიორგი ჩიტაია

2 * * *

▲ზევით დაბრუნება


„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.

დავით ლორთქიფანიძე

3 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.

ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.

როინ მეტრეველი

Preface

Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents th???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.

Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.

Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.

Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.

Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.

Academician Roin Metreveli

Vorwort

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.

Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.

Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.

Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli

Préface

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.

Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.

Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.

Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.

Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.

Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.

Предисловие

Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.

Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.

Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.

Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.

Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.

4 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.

ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.

ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.

კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.

წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.

დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონიწარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.

ელდარ ნადირაძე

The project author and scientifi c director ???????????????
Einleitung

?Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.

Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?

Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.

Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.

Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?

Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.

Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.

Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.

An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.

?Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen

Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze

Introduction

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?

Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).

La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.

Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.

La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.

Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.

18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.

„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.

Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze

Вступление

Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.

Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.

Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.

После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.

Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.

Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.

Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.

Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.

Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.

В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.

Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.

Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.

Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе

5

▲ზევით დაბრუნება


აბა - 1. ფართო და გრძელი წამოსასხამი, აქლემის მატყლისგან ნაქსოვი. 2. საშინაო ხალათის ტიპი. ლიტ.: ი. გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

აბანდო (ქსნ. ხეობა) - ხარის პირის ასაკრავი თოფრა, კალოობისას ხარმა თავთავი რომ არ შეჭამოს. რაჭაში წნელით მოწნულ ასეთ ნივთს „აპირი“ ჰქვია.

ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ. 1974.

აბანო - ადამიანთა ტანთ საბანელი, საგანგებო შენობა, სადაც ჰიდროტექნიკური ხერხებით მოწყობილ ნაგებობაში შემოედინება თბილი და ცივი წყლის ნაკადები. სპეციალისტები გამოყოფენ სამი ტიპის აბანოს: აზიურს (სადაც შედის ქართული აბანოები), რომაულსა და აღმოსავლურს (სპარსული, თურქული). საქართველოში უძველესი აბანოები აღმოჩენილია: არმაზისხევში, ბაგინეთში, ბიჭვინთაში, ციხისძირში, ურბნისში, სამშვილდეში, თელავში, გრემში, გორში და სხვაგან. საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც ადამიანთა გემოვნების შესაფერისად სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური აბანოები, რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და რუსეთის მმართველობის დამკვიდრების თანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თბილისის აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლები. მიუხედავად მრავალგზის დანგრევისა XIX ს. დასასარულს თბილისის ერთ უბანში აქტიურად მოქმედებდა მეფე ერეკლეს, ჩარხის, მეითარის, სიონის, ბებუთას, მელიქაანთ, ციხის, ეინალისა და გრილის აბანოები. ჰიგიენური საჭიროების გარდა გოგირდოვან წყალს გააჩნია სამკურნალო თვისება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. თბილისელი მოქალაქისათვის აბანო იქცა თავისებურ გასართობ ადგილადაც, სადაც ადამიანები ისვენებდნენ, ერთობოდნენ და ნადიმობდნენ კიდევაც, აქვე ხდებოდა სასძლოების გასინჯვა, ტუალეტისა და ტანისამოსის ჩვენება, ტანსაცმლის დარეცხვა და სხვ. თბილისური აბანოს განუყრელ პერსონაჟს წარმოადგენდა მექისე, რომელიც კლიენტს სხეულის განბანვის გარდა უტარებდა მასაჟს, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა აქაური ტანთბანვის პროცესს.

0x01 graphic

0x01 graphic

აბანო

0x01 graphic

ქალების აბანო თბილისში

ლიტ.: . გოცირიძე, აბანოები ძველ თბილისში. მსე . XXVI, 2004, . ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951.
. .

აბანოზი - მაგარი შავი ხე, კალმუხა, საუკეთესო იყო ავეჯის დეტალებისათვის.

ლიტ.: . გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

აბგა - პატარა ნივთების ჩასალაგებელი, მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა ხურჯინის ტიპისა (შალის, აბრეშუმის, ტილოს ან ტყავის). აბგით დაჰქონდათ ხელნაწერი წიგნები და გრაგნილები, საგზალი, ხელსაქმე და სხვ. დასტაქრები აბგაში აწყობდნენ სამკურნალო იარაღებსა და წამლებს. აბგით წამლებს წვრილი ვაჭრებიც დაატარებდნენ სოფლიდან სოფლად.

0x01 graphic

ლიტ.: . ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

აბგაჯიბე - ტყავის ჭურჭელი. შურდულის მსროლელი იყენებდა საშურდულე ქვების სატარებლად.

აბდანი // აბუდანი - ცხენის დასაბორკი, დაგრეხილი თასმების თოკი.

ლიტ.: ქელ., 2009.

აბდარი (აჭარ.) - პირი, რომელიც განაგებს ხომალდზე საკვებისა და წყლის შენახვა-გაცემას.

ლიტ: ქელ., 2009.

აბედი - ერთგვარი სოკო, რომელიც წიფლის ხის ტანსაა მიკრული, იზრდება საკმაოდ დიდი. აბედის სოკოს კარგად გამოხარშავენ, მზეზე გააშრობენ და შემდეგ წვრილ ნაჭრებად დაანაკუწებენ. ცეცხლის დანთებისას აბედის ნაკუწს მჭიდროდ დაადებენ ფოლადის ნაჭერს - კვესს (იხ.) და ჩამოარტყამენ ტალს (იხ.) - მაგარი ქანის შედგენილობის ქვას. რკინის ქვაზე ჩამორტყმისას გაყრილი ნაპერწკლები აბედს შეეყრება და რამოდენიმე ასეთი ჩამორტყმის შემდეგ წაეკიდება უალო ცეცხლი, რომელიც საკმარისია დიდი ცეცხლის ასანთებად. კვეს-აბედით ცეცხლის გაჩაღება ადამიანის ერთი უძველესი გამოგონებათაგანია. ეს პრინციპი მოგვიანებით ეფექტურად იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუქციაში.

. .

აბეჩხარი მიწა - უნაყოფო მიწა, ცუდმოსავლიანი. ეწოდება ასევე გამიზნულად მოუვლელ ვენახს, რომელიც ცოტას ისხამს, მაგრამ ღვინო კარგი დგება.

აბზინდი - სარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა. საქართველოსა და შუა კავკასიის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა.

0x01 graphic

აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ-მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ. გვიანანტიკური ხანიდან რომაული კულტურის გავლენით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ენიანი აბზინდის ახალი სახეობა. აბზინდის სახესხვაობაა აგრაფი, რომელიც იხმარებოდა წამოსასხამის შესაკრავად. აბზინდს ხევსურეთში საყრელს, ქარშიკს უწოდებდნენ, სამეგრელოში კი - ყუნს.

ლიტ.: . გობეჯიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

აბრამიანი - საახალწლო ხონჩა (ქართლ.). ახალი წლის დადგომისას ოჯახში აცხობდნენ ბასილას (იხ.) ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ ბედისკვერს, ასევე, შინაური საქონლისათვის დამახასიათებელ ატრიბუტებს (ცური, ფაფარი, სახვნელი, გუთანი, უღელი და სხვა). ახალ წელს, განთიადისას, ოჯახის უფროსი ხონჩაზე დადებდა ღორის თავს, ბასილას პურის ქანდაკებას, ბედის კვერებს, თაფლიან პურებს და ზედ მიაკრავდა ანთებულ სანთელს. ასეთად დატვირთულ ხონჩას გარეთ გაიტანდა, სამჯერ ლოცვით შემოუვლიდა სახლს, შემდეგ მარანსა და ბოსელს მიულოცავდა და ისევ დარბაზში დაბრუნდებოდა, აბრამიანს კერასთან მისდგამდა, მუგუზლით ცეცხლს შეუჩიჩხინებდა, გაცვივდებოდა ნაპერწკლები და წარმოსთქვამდა ოჯახის სალოცავსა და საქონლის გამრავლების ტექსტს. შემდეგ თაფლიანი პურებით ოჯახის ყველა წევრს დააბედებდა. აბრამიანს ქართლში სამ დღეს ინახავდნენ. აბრამიანი საქონლის გამრავლების, განაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებელ რიტუალს წარმოადგენდა.

0x01 graphic

0x01 graphic

სარიტუალო ხონჩის - აბრამიანის ფიგურები

ლიტ.: . მაკალათია, ახალწელიწადი საქართველოში, 1927. . .

აბრაშალი (თბ.) - ძვირფასი მატყლისაგან მოქსოვილი მარმაშებიანი მოსასხამი.

ლიტ,: ქელ., 2009

აბრეშუმი - ძველ ქართულად „ჭიჭნაური“, აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეული ძაფი. მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე იქსოვებოდა დარაია (თავთა//მერდინი, კახ. ქართლ. იმერ. ქიზ.), ჩხირებითა და ყაისნაღებით კი თავსაფრები, წინდები, ტოლაღები, ხელთათმანები, ჩახსაკრავები, სახიანი სარტყლები, ყაითნები, ჩაფარიშები. წმინდა აბრეშუმთან ერთად მზადდებოდა აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, ბამბა-აბრეშუმი. აბრეშუმის ნაწარმს ხმარობდნენ საოჯახო მოთხოვნილებებისათვის და გასაყიდადაც. ადგილობრივ ბაზრების გარდა აბრეშუმის ნაწარმი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა. ქართული წერილობით წყაროები და ეთნოგრაფიული მასალა აბრეშუმის წარმოების მდიდარ ტრადიციებს წარმოაჩენს. შორეულ აღმოსავლეთიდან მომდინარე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-სატრანზიტო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მდებარე საქართველოში, აბრეშუმის კულტურის შემოსვლა V-VI საუკუნიდან ივარაუდება. ს. მცხეთიჯვარში (ხაშურის რ-ნი) აღმოჩენილია აბრეშუმის სამშობლოს - ჩინეთის იმპერიის ფულის ერთეული, რაც ამ მოსაზრების ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტია.

0x01 graphic

ლიტ.: . აბესაძე, აბრეშუმის ქსოვილის დამზადების ისტორიისათვის საქართველოში, მსე. .V, 1963.
. .

აბშრა (აფხ.) - ერთ ხეში ამოღებული ჭურჭელი, რომელსაც აქვს ხისავე თავსახური და სალტეები სიმაგრისათვის. გამოიყენებეოდა ყველის, ერბოს, ნადუღის და მისთ. შესანახად. გამოიყენებოდა სამეგრელოშიც.

0x01 graphic

აბჯარი - სამხედრო საჭურველი, რომელიც მეომარსა და მის ცხენს მტრის მჭრელი და საძგერებელი იარაღისაგან იცავდა. უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ხისა და ტყავის აბჯარი. ლითონის აბჯარი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. აბჯარი შედგებოდა ჩაფხუტის, ჯაჭვ-კურტაკისა და ლითონის ან ლითონგადაკრული ტყავის სარტყლისაგან. მკლავებზე (მაჯიდან იდაყვამდე) მეომრები 25-30 ცალ ბრინჯაოს რგოლს იცვამდნენ. ფეხების დასაცავად წვივებზე ქეჩას იკრავდნენ, შემდგომში კი ლითონის მთლიან ფირფიტებს ხმარობდნენ. ძველ საბერძნეთში მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითს სელის ქსოვილის რამდენიმე ფენისაგან შეკერილი ქურქი ეცვა. თავზე მსუბუქი ჩაფხუტი ეხურა და ხელთ მცირე ფარი ეპყრა. მძიმედ შეიარაღებული ქვეითის (ჰოპლიტის) აბჯარი შედგებოდა სპილენძის ან რკინის მუზარადის, ჯავშნის, ოვალური ფარისა და საჩერნისაგან (საწვივესაგან). ლითონის სარტყელზე დამაგრებული იყო ლითონგადაკრული ბრტყელი თასმები, რომლებიც კაბასავით ეშვებოდა და მეომარს წელქვევით იცავდა. ასეთი სარტყელი და ჩაფხუტი ჰქონდათ რომაელებსაც, გულმკერდს კი ზედ დამაგრებული ლითონის დაფით იცავდნენ. აბჯრად ხმარობდნენ აგრეთვე ტყავის ტანსაცმელს, რომელზეც ლითონის ფირფიტები ან რგოლები იყო დაკერებული. ამგვარი აბჯრისგან გაჩნდა შემდგომში თორი. აბჯრის ხმარება რომაელებისაგან გალებმაც ისწავლეს. ძველმა გერმანელმა ტომებმა ლითონის აბჯარი VII-VIII სს-ში შემოიღეს. XI ს-ის ევროპაში გავრცელებული იყო ფოლადის ფირფიტებისაგან შეკრული მთლიანი აბჯარი, ხოლო ჯაჭვის აბჯარი - ფოლადის რგოლებით მჭიდროდ ასხმული ბადის შარვალი და პერანგი - ჯვაროსნებმა შეიტანეს აღმოსავლეთიდან (ჯაჭვის აბჯრის ხმარება ჯერ კიდევ ძველმა ასურელებმა იცოდნენ). ამ აბჯრის მუზარადსაც ფოლადის ბადე ჰქონდა, ბადე მხრებს სწვდებოდა და კეფასა და სახეს იცავდა. შემდგომში ჯაჭვის პერანგზე (მხრებზე, კისრის არეში და სხვ.) ზოგჯერ ლითონის ფირფიტებსაც ამაგრებდნენ. XV ს-ის მხედარს ეცვა ჯავშანი, საწვივე, საბარკული და ლითონის ფეხსაცმელი, ხელებზე - ჯაჭვგადაკრული ხელთათმანი. ცხენსაც ჯავშანი იცავდა, შუბლს ლითონის საშუბლე უფარავდა და მკერდზე ფარი ჰქონდა ამოკრული. აბჯარი მეომარს თითქმის ყოველგვარი ცივი იარაღისაგან იცავდა.საასპარეზო და საზეიმო აბჯარი ოქრო-ვერცხლით, პატიოსანი თვლებითა და მდიდრული ქსოვილებით იყო მორთული. მძიმედ შეიარაღებული აბჯროსანი რაინდი ძლიერი ძალა იყო და ხშირად ბრძოლის ბედს წყვეტდა. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფასთან ერთად აბჯარმა თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა.

0x01 graphic

საქართველოში აბჯარს უძველესი დროიდან ხმარობდნენ. თრიალეთში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბრინჯაოს მუზარადისა და ფარაგის ნაშთები (ძვ.წ. III ათასწლეული), ლილოსა და კაჭრეთში - ბრინჯაოს მრგვალი ფარები, სამთავროში - ბრინჯაოს სარტყლები. ვანში აღმოჩენილი ანტიკური ხანის სამარხში დაკრძალულ მეომარს ბრინჯაოს საბარკული და საწვივე ეცვა. ჰეროდოტეს ცნობით (ძვ. წ. V ს.), მოსინიკებს ტყავის მუზარადი ეხურათ და ქსოვილის კვართი (პერანგი) ემოსათ. მოსხებს დაწნული, ხარისტყავგადაკრული, ფათალოს ფურცლისებრი ფარები ჰქონდათ, სხეულს კი სელის კვართით იცავდნენ. ხალიბებსაც სელის კვართი ეცვათ. თავსარქმელად ხესაც იყენებდნენ. ხის მუზარადი ეხურათ მოსინიკებს, ტიბარენებს, კოლხებს. ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთის მეფე აიეტს ღვთაება არესისაგან ნაბოძები ჰქონია ოთხჯიღიანი ოქროს მუზარადი. საქართველოში ნადავლ საჭურველს, მათ შორის მუზარადებს, სალოცავებს სწირავდნენ, მაგ., ქუცანა ამირეჯიბს ჯალალედინის მუზარადი მრავალძალის ეკლესიისათვის შეუწირავს.

ქართველ მეომრებს თავსარქმელად მუზარადი, ჩაფხუტი და ჩაჩქანი ჰქონდათ. ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანქვეშ თუშურ ქუდს იხურავდნენ, მუზარადქვეშ - სვანურს.

ტერმინი „აბჯარი“ შუა საუკუნეების დამდეგიდან საერთოდ საჭურველს აღნიშნავდა, შუა საუკუნეების მიწურულში აბჯრის შინაარსი „იარაღმა“ შეცვალა და აბჯარში მხოლოდ თავდასაცავი საჭურველი იგულისხმებოდა. აბჯარი საქართველოს მთაში, სადაც მას თითქმის უკანასკნელ დრომდე ხმარობდნენ, ფართო გაგებით თავდასაცავი და შესატევი საჭურვლის ერთ „ტანს“ (ერთ კომპლექტს) აღნიშნავდა. მასში შედიოდა მუზარადი ან ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი ან ჯავშანი, სამკლავეები, ფარი, ხმალი, დაშნა, ურსა(დანა), საჩერნე, საბარკული, საცერული, შემდეგ - თოფიც, დამბაჩაც, მასრებიც და საპირისწამლეც. აბჯრიდანაა ნაწარმოები სიტყვები „აბჯრისმტვირთველი“, „მეაბჯრეთუხუცესი“ და „მეაბჯრე“.

ლიტ.: . ჩოლოყაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

აგვართა - გურიასა და სამეგრელოში მწყემსებისა და მონადირეების სახელდახელო ქოხი.

ლიტ.: ალ. ღლონტი. ქკთსკ, 1974.

აგური - მინერალური წარმოშობის სხვადასხვა მინარევისაგან (თიხა, ტრეპელი, კვარცის ქვიშა, კირი) დაყალიბებული, სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მტკიცე და ყინვაგამძლე, უძველესი საშენი მასალა. ტერმინი „აგური“ X საუკუნიდან გვხვდება, მანამდე ალიზის სახელწოდებით იყო ცნობილი. ათონის ივერთა მონასტრის XIIსაუკუნის ერთ-ერთი აღაპიდან ჩანს, რომ საქართველოში მოჭიქული აგურიც მზადდებოდა. ძველი მეთუნეები აგურს ამზადებდნენ გაცრილი აყალო მიწისგან., რომელსაც ერეოდა ქვიშის მესამედი ნაწილი. გაცრილ-დაბეგვილ ფხვიერ მიწას ოსტატები გასუფთავებულ ადგილზე - „კალოზე“ დაყრიან და წყლით დაალბობენ. დაზელილი თიხა დაზგაზე თავსდება და იწყება მისი ყალიბით „მოჭრა“. გავრცელებულია,როგორც ოთხაგურიანი,ისე ორაგურიანი ყალიბი. შლამგამოვლებულ ყალიბის „თვალში“ სააგურე გუნდებს „ჩააგდებენ“, ფიცარ-საფხეკს (სინგირს) გადაუსვამენ და ზედაპირს გაასწორებენ. ყალიბს სუფთა გადავაკებულ სააგურე კალოზე წამოაპირქვავებენ. აგური იჭრება და მზეზე შრება. გამშრალ აგურს ქურაში ჩაალაგებენ და გამოწვავენ. აგურის ქურა სხვადასხვა ზომისაა. ორსართულიანი ქურის დაბლა ნაწილში ცეცხლი ინთება, მაღლა ქურაში კი აგური ისე უნდა დალაგდეს, რომ ცეცხლმა ყველა მიმართულებით „იმუშაოს“. გამოწვის პროცესი ცეცხლის „მძიმედ“ მიცემით, ანუ „დაბოლებით“ იწყება, რომელიც გრძელდება ერთიდან სამ დღემდე. აგურის მთლიანად გამოწვას ერთი კვირა სჭირდება. ძველად, უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში მისი ზომა 46-54 სმ იყო, სისქე - 10-11სმ. შუასაუკუნეებში აგურის ზომა შემცირდა (21-25 სმ), სისქე - 4-7სმ. 40-50 წლებიდან ქართული აგური ხმარებიდან გამოსულა და მისი ადგილი რუსულ აგურს დაუკავებია. შესაბამისად, აგურის ჭრის ტექნიკაც შეცვლილა, თუმც აგურის მიწის მოთხრა-დაზელვისა და გაშრობა-გამოწვის ტრადიცია ძველებურად გაგრძელდა. ქართული აგურის კეთება ძნელი იყო - დროც მეტი სჭირდებოდა და ძალაც. ერთი კალაპოტით ერთი ქართული აგური იჭრებოდა, რუსული კი - ოთხი.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949. . ზანდუკელი, ქართული ხალხური კერამიკა, 1982. . ჯღამაია, რუსთაველის ხანის საქართველოს სამშენებლო კერამიკა, 1968.
..

აგური სამყურა - მოხრილი მოყვანილობის აგური, რომელიც შენობის გარკვეულ ნაწილთა ასაგებად გამოიყენებოდა. ქიზიყელი მეაგურეების გადმოცემით, „სამყურა“ აგურს ქვევრის პირის ირგვლივ შემოსალაგებლად ხმარობდნენ („ქვევრს პირზე, გარშემო ბაგად უკეთებდნენ“). აღნიშულ აგურს წყლის გამოყვანისათვის საჭირო ფუნქციაც ეკისრებოდა.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1947.
..

აგური ფილაქნისა - იატაკის აგური და მისით მოფილაქნება სამშენებლო ხელოვნებაში უძველესი დროიდან იყო მიღებული. საქართველოში არაერთი ეკლესია-მონასტრის თუ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნაგებობის იატაკი აგურით იყო გაკეთებული. იატაკის აგური იდებოდა როგორც მხარზე აყენებული, ასევე სიბრტყივ, გააჩნდა ნაგებობის დანიშნულებას. ჩვეულებრივ იატაკის ბურჯად გამოიყენებდნენ ოთხკუთხა, ქართულ აგურს, რომელიც გამოირჩეოდა სიმყარითა და გამძლეობით.

..

ადაბხანა (თბ). - ფეხსადგილი, მარული, ჩეჩმა.

ადიდა/ჰადიდა - საოქრომჭედლო ხელსაწყო, მავთულის გასაწვრილებელი ბრტყელი ლითონის ნაჭერი, რომელიც დახვრეტილია სხვადასხვა ზომაზე. ნახვრეტები მიყოლებით თანდათან იზრდება. ყველაზე დიდი ზომის ნახვრეტში ატარებენ მსხვილ მავთულს. შემდეგ თანდათანობით უფრო მომცროებში „გაწურავენ“ და იღებენ ნებისმიერი სისქის მავთულს. მავთულის გამოზიდვა ნახვრეტებიდან ხდებოდა ბრტყელპირიანი გაზის მეშვეობით.

ლიტ.: . სოსელია, მესხეთის ოქრომჭედლობის შესწავლისათვის, კრებ. მესხეთ-ჯავახეთი, 1979.
. .

ადლი - სიგრძის საზომი ერთეული. წერილობითი წყაროების მიხედვით ადლი თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში (1513 წ. გელათის შეწირულობის წიგნი) იხსენიება, XVII ს-დან კი აღმოსავლეთ საქართველოს წერილობით ძეგლებშიც არის დადასტურებული. ადლის წარმომავლობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა აზრი არსებობს. იოანე ბაგრატიონი ადლს აზიელებისგან შეთვისებულ საზომად მიიჩნევდა, არაბულ ტერმინად თვლიდნენ ივ. ჯავახიშვილი და დ. ჩუბინაშვილი. რაც შეეხება ადლის სიდიდეს, სულხან-საბა ორბელიანი ადლის ორ წყრთას უტოლებდა. გიულდენშტედტის ცნობით, ადლი 3 ინგლისურ ფუტსა და 4 დიუმს, ანუ 101,6 სმ-ს შეადგენდა. მეტრულ სისტემაში ადლის ზომა საშუალოდ 101,5 სმ-ით არის განსაზღვრული. ადლის საშუალებით ძირითადად იზომებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ვენახები. XVIII ს-დან ვრცელდება ადლის დაყოფა მტკაველებად, გოჯეულებად, ციდებად, ჩარექებად. კახეთში ადლი 4 მტკაველს უდრიდა.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973
..

ავაზანი - წყლის რეზერვუარები ესთეტიკური დანიშნულებისათვის, ჩვეულებრივ მდიდრული სასახლეების წალკოტებში ავაზანთა გაკეთება მიღებული იყო საქართველოში. ავაზნები შეუმკიათ მარმარილოთი და შადრევნებით. იოანე შავთელს საქართველოს მეფის სასახლეზე ნათქვამი აქვს: „მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთხენი, ზედ ავაზანთა შექმნულობანი“. გვიან პერიოდში, ავაზანები ეწოდათ წყაროებთან არსებულ დიდ გეჯებს, როგორც ხისაგან, ასევე ქვით ნაშენებს, ან ქვისავე ქანში ამოკვეთილთ. ასეთი ავაზნების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ჯავახეთში, სოფ. საროში. ავაზნები განკუთვნილია როგორც პირუტყვთათვის წყლის დასალევად, ასევე სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისათვის.

. .

ავანგდასტა - სანაყი თითბრის, მომრგვალებული. ქალაქური როდინი, რომელშიც სანელებელთა გარდა ფერუმარილისათვის საჭირო მასალასაც ნაყავდნენ.

ლიტ.: . გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

ავგარდანი//აბგარდანი//აბუგარდანი - სპილენძის დიდი ზომის ღრმა კოვზი, ჩამჩა, უქუს ლო და მრგვალპირიანი. მასიური, ლულოვანი ტარი მირჩილულია ჭურჭლის ტანზე ორად გაყოფილი ფოთ ლისებური ბოლოთი და თითო-თითო სამჭვალით. არის მოკალული და მოუკალავიც და უფრო მეტად სადა, უორნამენტო. ავგარდანი მზითვის აუცილებელი ატრიბუტი იყო. საინგილოში ქორწილებსა და სულპურებში (აღაპი) წვნიანის ამოსაღებად ხმარობდნენ. შეძლებული ოჯახები იგივე დანიშნულებისთვის ატანდნენ „ტაშტ-წურწუმას“; ანუ „ალთაფას“, ასევე ტაშტს ტოლჩით ან „იბრიხ-ლენგერს“ (აჭარ.).

. .

ავგაროზი - ნივთი, რომელსაც სამკურნალო ძალა ან მფარველის თვისებები მიეწერებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში ავგაროზებად იმ ნივთების გამოყენება ჩანს, სადაც ლოცვები ან ჯადოსნური სიტყვები იყო ჩაწერილი ან ჩამაგრებული.

ტერმინი ავგაროზი უკავშირდება იესო ქრისტეს აპოკრიფული წერილების ადრესატს ედესის მმართველ ავგაროზს. ძველად ნაწყვეტებს ამ წერილებიდან ქაღალდზე დაწერდნენ, ოთხად მოკეცავდნენ და ახალუხის სახელოსთან მიიკერებდნენ. დღემდე, ზოგიერთი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი, ავგაროზს, ლოცვებთან ერთად ყოველთვის თან ატარებს, რათა დაიცვას თავი „ხილული და უხილავი მტრისაგან და ყოველგვარი გრძნეულობათაგან“.

0x01 graphic

ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმში ავგაროზების მეტად საინტერესო კოლექციაა დაცული. ყველა ეს ნივთი წარმოადგენს ნაჭერში ან ტყავში გახვეული შელოცვების, მაგიური ფორმულებისა და ლოცვების ტექსტებს. ხალხის რწმენით, დაცვითი ფუნქციის გარდა მათ განკურნების ძალაც მიენიჭებოდა. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ არც სარწმუნოებრივი და არც ენობრივი სხვაობა არ უშლიდა ხელს კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთის ავგაროზები გამოეყენებინათ. ცნობილია, რომ სვანებს ბალყარეთიდან გადმოჰქონდათ ტყავის ბუდეში ჩასმული შესალოცი ქაღალდი „დუა“ და ავი თვალისაგან დაცვის მიზნით ატარებდნენ კისერზე ჩამოკიდებულს ან იკერებდნენ ტანსაცმელზე. ბორჩალოელი თათრები განკურნების მიზნით ქართულ ლოცვა ჩაკერებულ ავგაროზს ატარებდნენ.

..

ავეჯი - საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ბინის მოსაწყობი ნივთები, დგამი. ძირითადად არსებობს ორი სახის ავეჯი: საყოფაცხოვრებო და სპეციალური. საყოფაცხოვრებო ავეჯს განეკუთვნება: სკამი, სავარძელი, მაგიდა, კარადა, საწოლი, ტახტი და ა.შ. სპეციალურს - სათეატრო, სასკოლო, საბიბლიოთეკო და სხვა დგამი.

ქართული ხალხური ავეჯი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა. მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული ხითხუროობის ხელოვნებაში, გამოირჩევა თავისი კონსტრუქციით, მხატვრული შემკულობით, ახასიათებს ლაკონიურობა, ფუნქციის ზედმიწევნით გათვალისწინება, ეროვნული კოლორიტი. ქართული ხალხური ავეჯი დანიშნულების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ესაა: საწოლი, სასხდომი, სატრაპეზო და სათავსებელი ავეჯი. განსაკუთრებით მრავალფეროვანია საწოლად (საძილედ) განკუთვნილი დგამის ნაირსახეობანი: სკამლოგინი, ტახტი, საწოლი, მერხი (მეხი), აკვანი, ლაჭანი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში საწოლად იყენებდნენ წნულ ავეჯსაც (ჩაფი, ჯინი). საწოლი ავეჯის აღსანიშნავად ქართულ წერილობით ძეგლებში X ს-მდე „სარეცელი“ და „ცხედარი“ გვხვდება, შემდეგ „სარეცელს“ „ტახტი“ ენაცვლება. სასხდომი ავეჯიდან აღსანიშნავია სამამაცო (საკაცო) სკამი, სავარძელი (საკარცხული, საუფროსო სკამი, მარტო სკამი), კერის სკამები - „ჩიკა“, „ჩიტა“ (სამფეხა) და სხვ. სკამი წერილობით წყაროებში სასხდომი ავეჯის სხვა სახელებთან (სელი, დასაჯდომელი) ერთად იხსენიება (ვეფხისტყაოსანი, „ხელმწიფის კარის გარიგება“ და სხვ.). სიტყვა „სკამი“ (სამამაცო სკამი) ძველად „მრავალთ სასხდომელ“ ავეჯს აღნიშნავდა. სავარძელი ნახსენებია ოშკის ბიბლიაში. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავცელებულ სავარძელთაგან თავისი დანიშნულებითა და დახვეწილი ფორმებით სვანური „საკურცხილი“ გამოირჩევა. იგი ოჯახის უფროსის საპატიო სკამი იყო. სატრაპეზო ავეჯია ხონჩა-ტაბლები. პურობისათვის განკუთვნილი ტაბლა, მაგიდის მნიშვნელობით იხმარებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში სხვადასხვა მოყვანილობისა და დანიშნულების სუფრები გვხვდებოდა: ხევსურული ტაბლანი, მთიულური ტაბლა, თუშურ-ფშაურ-მოხევური ხონჩა, რომელიც სამ ან ოთხფეხიანი იყო. თუშეთში ხონჩას დანიშნულების მიხედვით განასხვავებდნენ. „საკეტავიანი ხონჩა“ სასტუმრო იყო, სახორცე ხონჩა კი სვანური „ლაზრულ ტაბაგის“ მსგავსად მხოლოდ ხორცის დასადებად იხმარებოდა. მთიულეთ-გუდამაყარში სამფეხა მრგვალი ტაბლა გვხვდება. ამგვარ სუფრებს განეკუთვნება სვანური „ფიჩქიც“. მრავალფეროვანია სათავსებელი ავეჯი - კიდობანი, სკივრი, ზანდუკი, ხელყუთები (ტაგრუცი, კროჭი, მაქალოზი), აგრეთვე კედლებში ჩაშენებული თარო-ბუჯერები და სხვა. კიდობანი ხის ავეჯის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. „ვეფხისტყაოსანში“ იგი იარაღის სათავსისა და ტახტრევანის მნიშვნელობითაც იხსენიება. ხევსურეთსა და თუშეთში კიდობანს კარადის მსგავს რამდენიმე განყოფილებიან დგამს უწოდებენ. დღეს კიდობანი უმთავრესად მარცვლეულის შესანახად იხმარება (მაგალითად, „სულადის კიდობანი“). ქართული ხალხური ავეჯის ერთ-ერთი თავისებურებაა ორნამენტაცია, ანუ „დაჭრელება“. ორნამენტი („ჭრელი“) ავეჯის მეტად დამახასიათებელი კომპონენტია და თავდაპირველად ძველ ხალხურ რწმენაწარმოდგენებს უკავშირდებოდა, დღეს კი მხოლოდ ნივთის დეკორატიულ გაფორმებას ემსახურება. ხალხური ავეჯის ჩუქურთმის ძირითადი მხატვრული მოტივები იყო: „ბორჯღალა“ (მზე), „ხუთა“ (ვარსკვლავი), „ხატი“(ჯვარი) და სხვ. ხალხური ავეჯის ზოგიერთი სახეობა დაკავშირებული იყო ისეთ ჩვევებთან, როგორიცაა უფროსების პატივისცემა და სტუმარმასპინძლობა. მაგალითად, ოჯახის უფროსის, საპატიო სტუმრისა და დიასახლისის სკამები კერასთან საპატიო ადგილას იდგა. მამაკაცებისათვის განკუთვნილი მერხის ადგილიდან დაძვრა იკრძალებოდა და ოჯახის გაყრისას ოჯახში რჩებოდა. კერის მარჯვენა მხარეზე საკაცო მერხი იდგა, მარცხენაზე კი საქალო. კერის გამიჯვნა საკაცო და საქალო მხარეებად გამოწვეული იყო ოჯახში შრომის დანაწილებით.

ლიტ.: . ბედუკაძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქ. მთიანეთში, 1973.
.

ავეჯი//ავეჯობა (იმერ.) - აქ: სახელოსნო იარაღთა ზოგადი სახელი დასავლეთ საქ-ში. ძველ ქართულში ქვის დასამუშავებელ იარაღთა კომპლექტს, ანუ ავეჯს „ჭურჭელნი ქვის სათლელნი“ ეწოდება.

. .

ავლა - დაგუბებული წყლის გასავლელი გზა.

ლიტ: . გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

ავშარა//ქორაკი - ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. შედგენილია წვრილად დაჭრილი ტყავის სამი თასმისაგან. აქედან ორი ერთნაირი სიგრძისაა, მესამე კი უფრო მოკლე, ჩასამაგრებელი წინა ორ თასმაზე. მოკლე თასმა ცხენის აღვირსა და შუბლზე გადასადები და ყელში ამოსადები იყო. ამ უკანასკნელს გუდამაყარში „სანიკბური“ ეწოდებოდა. ტყავების გამოსაკვანძად გამოყენებული იყო „ბახრიპეწი“(ხევს.).

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

ავშარა - ულაგამო აღვირი, რომელიც შეკერილია ტყავისგან. ავშარა ცხენსა და ვირს ყბებსა და ცხვირზე უკეთდება და მოიხმარება არა მხედრისთვის სამართად, არამედ ცხოველების გადასაყვანად. მაგ., საბალახოდ, გომურიდან გამოსაყვანად და ა.შ.

. .

აზარმაცი//ზარმაცი - დიდი სიმძიმის ასაწევი იარაღი. შედგება ოთხი ნაწილისაგან: საყრდენი ქვა, ჰორიზონტალურად დადებული გრძელი და მსხვილი ხე, რომლის წამახულ წვერზე ვერტიკალურად დგება აზარმაცის ბოძი, ხოლო ამ ბოძის თავზე ჰორიზონტალურად გაიდება „შადაგი“. აზარმაცის დაწევით ბოძი შადაგს აწვება და შადაგი კი ასაწევად გამიზნულ სიმძიმეს. აზარმაცის მოხმარება ბოლო დრომდის ფართოდ იყო გავრცელებული ქართლში დარბაზული სახურავის ასაწევად, როცა მისი გატეხილი თავხეების გამოცვლა სურდათ. აზარმაცი ოწინარის ტექნიკური ნაირსახეობაა.

..

აზარფეშა - ტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი, რომლის საუკეთესო, ვერცხლითა და ოქროთი მოჭედილი ნიმუშები ყველაზე მეტად გავრცელებული იყო თბილისში.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

აზღუდი - ქალის ზედაწელზე უსახელო ჩასაცმელი.

ათექაში - ცეცხლის საჩხრეკი.

ათძალი - ძველებური საკრავი, რომელსაც ჰქონდა ერთი ათეული ძალი, ანუ სიმი. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ორძალიანი, სამძალიანი, ოთხძალიანი საკრავები, რაც იმის მაუწყებელია, რომ თითოეული მათგანის ხმოვანების მრავალფეროვნება სიმთა განსხვავებული რაოდენობის გამო სხვადასხვა იყო.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938.
. .

აი (თბ.) - ქამანჩას დასაკრავი ძუიანი ჯოხი.

აირანი - წყალგარეული მაწონი, უფრო მუსულმანებში იყო გავრცელებული.

აიუმა - აფხაზური მუსიკალური საკრავი, წარმოადგენს თავმომრგვალებული სამკუთხედის მოყვანილობის სიმებიან საკრავს (14 სიმი), რომლის სიმები ცხენის ძუისგანაა დამზადებული. აიუმა წააგავს სვანურ ჩანგს. ამჟამად ეთნოგრაფიულ ყოფაში არ დასტურდება.

. .

აკვანი//არკვან//ონწე (მეგრ.) აკავან// ჰენწ (სვან.)//ავაკან-აკვან (რაჭ. ლეჩხ.) - ჩვილ ბავშვთა საწოლი. აკვნამდე ჩვილი ბავშვი იზრდებოდა ხოჭიჭში (იხ.). რწევის პრინციპის მიხედვით აკვნის სამი სახე გამოიყოფა: უსაგოგავო, მომრგვალებულფეხებიანი და საგოგავიანი. აკვნის ძველი სახეობა ოთხ ფეხზე მდგარი უსაგოგავო საწოლია, ხოლო საგოგავების პრინციპზე შექმნილი აკვნები მომთაბარე ტომებს უნდა გაევრცელებინათ, რომელიც აღმოსავლეთ სამყაროში ცნობილია ბიშეკის სახელწოდებით. მოგვიანო ხანაში ქართული აკვანი ამ უკანასკნელმა შეცვალა. საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო საგოგავიან-კამარიანი აკვანი. აკვნის ნაწილებია კამარა-კარბა, სახელური, დირე-გამირი, საგოგავი. სიგრძის დირეს ამკობდა ჩვილის დამცავი ჯვრები, ბორჯღლები, გასხივოსნებული წრეხაზები და სხვა. აკვნის აუცილებელი ელემენტებია - არტახი (იხ.). აკვანზე გადასახვევი ბრტყელი მაგარი ნაჭერი, საბეჭურები - მხრების გასაკრავი, მატყლისაგან შეკერილი მუხლთბალიში, „მირგვალაი ქუდი“ (გუდამ.)//გორგოლი-გვირგვინი (იმერ.) - მიტკალში გამოხვეული თივა თავქვეშ დასადებად (2-3 თვე), რათა ბავშვს თავი და კისერი გასწორებული ჰქონოდა. ნალი - ლეიბი წმ. თივით დატენილი, ჰიგიენური ნახვრეტით და აკვანში ჩასადები შარდსადენი ხის მილით (ბოქშო, შიბაქი (იხ.). გოგონებისათვის მოგრძო, ბიჭებისათვის კი მრგვალთავიანი, სანთელწასმული და მიტკალგადახვეული. შიბაქთან დაფენილი იყო ანწლისა და ბუერის ფოთლები (ზაფხულში), ზამთარში კი მიტკალი მატყლით. განსაზღვრული ერთი ჩაწვენისათვის. ბავშვის აკვანში პირველად ჩაწვენისას ოჯახის უფროსი ქალი აცხობდა გულიან პურებს - ქადა-ტკბილებს, აწყობდნენ ბავშვის თავთან, შუაში და ფეხებთან და ლოცავდნენ ჩვილს. ასევე იქცეოდნენ სახლის გარეთ აკვნის პირველად გამოტანისას. ნამცხვარს არიგებდნენ და უყრიდნენ ფრინველებსაც. სწამდათ, რომ თუ კვერებს მათ შეაჭმევდნენ, ბავშვი მალე აიდგამდა ფეხს. მთის რაჭაში ახალშობილს პირველად ბებია აიყვანდა, თუ ვაჟი იყო, კერაზე თავს მიადებინებდა და სახლის ანგელოზს ბავშვის იღბლიანობას შესთხოვდა. შემდეგ მას ღვინოს აპკურებდნენ - ვაჟკაცი გამოვაო. ბავშვის დაცვის თვალსაზრისით გავრცელებული იყო აკვანზე ავგაროზის დაკიდება. საქართველოში უკანასკნელ დრომდე შემორჩა დიდი სალოცავისადმი აკვნის შეწირვის ტრადიცია. შესაწირავ აკვნებს უმთავრესად ნაყოფის მომცემ მსხლის ან კაკლის ხისაგან აკეთებდნენ. სცოდნიათ ასევე ვერცხლის მინიატურული აკვნის შეწირვაც. წესად ყოფილა იღბლიანი აკვნის განათხოვრებაც. ხევსურეთში, გვარს გარეთ აკვნის გატანა იკრძალებოდა აგვარეულოს ბედ-იღბლის სხვა გვარზე გადასვლის შიშით.

0x01 graphic

ლიტ.: . ბარდაველიძე-ლომია, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული რიტუალი მთიან ქართლში, სსმმ., . IV, 1953. .
მაკალათია, მთის რაჭა, 1971. . ბედუკიძე, ხის ავეჯი რაჭაში,სსმმ, XLIIB, 1997.

. .

აკიდო - 1. მოკლედ აჭრილი ვაზის მტევნებიანი რქა საზამთროდ შესანახად (ჩხასაც უწოდებენ). 2. შტოებიან ტოტზე დაკიდებული ყურძნის მტევნები.

აკლდამა - მიცვალებულთა განსასვენებელი ქვის ნაგებობა როგორც მიწისქვეშ, ასევე მიწის ზევით. ხალხურ ქვითხუროობის პრაქტიკაში აკლდამური განსასვენებლის მნიშვნელოვანი ძეგლებია შექმნილი. აკლდამური განსასვენებლების შენებას განაპირობებდა სათანადო ტრადიცია, ეკონომიკური შესაძლებლობა და ქვითხუროობის მაღალი დონე. ეთნოგრაფიულ ყოფაში აკლდამური განსასვენებლების საუკეთესო ნიმუშებია დაცული ქვითხუროობით განთქმულ ცენტრებში დასავლეთ საქართველოში - ჭოგნარში, ითხვისში, მანდაეთში, ჯიხაიაში და სხვაგან. უძველესი აკლდამური სამარხების საუკეთესო ნიმუშები აღმოჩენილია მცხეთაში.

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
. .

აკო - ბეღლის ერთ-ერთი დანაყოფის სახელია (თვალი, ხარო, ხვიმირა, საგვერდული). განაყოფები - თვლები გამოიყენებოდა: მარცვლეულის, ფქვილის, გამომცხვარი პურის სათავსოდ. ინახავდნენ ჯამ-ჭურჭელსაც. პირველად მზადდებოდა დირეები. ჩარჩო იკვრებოდა ულურსმნოდ, შვერილის ბუდეებში ჩასმის წესით. ფიცრები დირეთა ღარებში თავსდებოდა და მჭიდროვდებოდა საჭიკავის საშუალებით. ზოგიერთი აკო წარმოადგენდა ცალკე სათავსს და ოთხ ფეხზე იდგა. ჰქონდა ასახდელი სახურავი. აკოს დასამზადებლად საუკეთესო იყო რცხილა, წიფელი და ცაცხვი. მოხევეთა ყოფაში აკოს სახელდახელო საწოლის ფუნქციაც ენიჭებოდა. გამართავდნენ კარების უკან, აწვენდნენ ახლად დაქორწინებულებს. დამახასიათებელი ყოფილა დიდი ოჯახისთვის.

ლიტ.: ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქ. მთიანეთში, 1973.
. .

აკორდეონი//აკორდიონი (გერმ.) - სხვადასხვა კონსტრუქციის პნევმატურენიანი ინსტრუმენტების საერთო სახელწოდებაა, რომელთაც მარცხენა კლავიატურაზე აქვთ მზა აკორდული აკომპანემენტის სისტემა. სახელწოდება ცნობილია 1829 წლიდან. ეს სახელი უწოდა ავსტრიელმა ორგანის ოსტატმა კ. დამიანმა მის მიერ გაუმჯობესებულ გარმონიკას. XIX ს-ის 30-იანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე აკორდეონი გავრცელდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში (ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ინგლისი) და აშშ-ში.რუსეთში აკორდეონი გავრცელდა XIX ს-ის ბოლოდან. მანამდე უკვე პოპულარული იყო გარმონიკები, რომელთაც მარჯვენა მხარეს ფორტეპიანოს ტიპის კლავიატურა ჰქონდა. აკორდეონზე მარჯვენა ხელის კლავიატურის დიაპაზონის სხვადასხვა ზომის მიხედვით - სამი ოქტავა ან მეტია. მარცხენა კლავიატურა ღილაკებიანია (24-დან 140-მდე), რომელიც სხვადასხვა ტონალობაში იძლევა მზა აკორდს. აკორდეონს აქვს „ენების“ კომპლექტი, 2-5 მარჯვენა კლავიატურისათვის და 4-5 მარცხენისათვის. ეს იძლევა ტემბრის გამრავალფეროვნების საშუალებას და ოქტავით ან უნისონურად ბგერების გაორმაგების გზით ჟღერადობის ძალა და ტემბრის შეფერილობა იცვლება. აკორდეონმა ფართო გავრცელება ჰპოვა არა მარტო თვითმოქმედ კოლექტივებში, არამედ პროფესიულ შემოქმედებაშიც. საქართველოში აკორდეონი გავრცელდა გარმონიკის შემდეგ, XX ს-დან. გამოიყენებოდა ლხინში დოლთან ერთად. იგი ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში.

ლიტ.: К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов народов СССР, М., 1963.
. .

ალა//ალატი//ჩიბე//საფქვილე- ხის მოგრძო ყუთი წისქვილში მფქველი ქვების წინ, სადაც ჩაიყრება დაფქული მასა.

ალადი (ჯავახ.) - წნელისა და მანებისაგან მოწნული საწოლი.

ალამი - 1. შუბის ფორმის წითლად შეღებილი ხის ჯოხი, რომელზედაც შებმულია სხვადასხვა ფერის ლენტები. ქართველ მთიელთა ალმებზე ეკიდა წყვილი წინდა, ქუროები, ჩითები და სათამბაქო ქისა. გამოიყენებოდა თუშეთში მიცვალებულის დატირებისას. 2. პატარა ზომის დროშის ნაირსახეობა.

ალაო - დაფუებული წებოსავით ცომი ხორბლისა, რომელსაც გამოიყენებდნენ მოზელილი ცომის ასაფუებლად.

ალაყაფი - ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ალაყაფი უნდა წარმოადგენდეს დიდ ჩარდახს, რომელშიც დგომა შეიძლება. ძველებური ალაყაფი ნიშნავს კომპლექსურ ნაგებობას, რომელსაც გააჩნია დარბაზი, კარები და აივანი. გვიან შუა საუკუნეებში ალაყაფი დიდი ჭიშკარია, რომელსაც აქვს სადგომიცა და აივანიც. სხვანაირად მას საპატიო შესავალი კარის მნიშვნელობაც ჰქონდა. ალაყაფის კარის ქართული შესატყვისი უნდა იყოს „ბჭის კარი“, საიდანაც უნდა მოდიოდეს ჩვენებური „ჭიშკარი“.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, 1946.
. .

ალაჩუხი - 1. ნაუცბათევად აშენებული ხის ქოხი. 2. ხარაგა-კარავსავით ჯოხებისაგან შეკრული, ნაბადგადაფარებული, სახელდახელო თავშესაფარი. მწყემსები დაშლილს თან დაატარებდნენ.

ლიტ.: . გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

ალებასტრი - რბილი, დეკორატიული სანახელაო ქვა, იგივე თაბაშირი. ტერმინი „ალაბასტრი“ გვხვდება X ს. მწერლის ბასილი ზარზმელის თხზულებაში. ფართოდ იყო გავრცელებული ალებასტრისაგან ჭურჭლების გამოთლა, ალებასტრისგანვე თლიდნენ ლარნაკებს (იხ.), რომლებიც განკუთვნილი იყო წმინდათა ნაწილების დასაცავად და სანელსაცხებლედ. ხალხური სიტყვიერება ალებასტრს უწოდებს „თაგვმარილას“. ალებასტრით არის გამოყვანილი საქართველოს სხვადასხვა ეკლესიათა კანკელები, კარნიზები, სხვა დასხვა სამშვენისი. საქართველოში არსებობდა ალებასტრის ძველი საბადოები, რაც მისი გამოყენების სიძველეზე მიანიშნებს.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

ალერდი - ბალახისგან დაგრეხილი თოკი. ზვინს ზემოდან ალერდს გადააკრავდნენ, რათა ქარს არ დაეშალა.

ალერსი - აქ. პერანგის ამხანაგი, საცვალი.

0x01 graphic

ალვახაზი (კახ.) - თაფლისაგან შემზადებული ტკბილეული. თაფლის დაწურვის შემდეგ დარჩენილ „ხარჯს“ გარეცხავდნენ, შემდეგ ადუღებდნენ მანამ, სანამ კარგად არ გასქელდებოდა, ამ მასას დიდხანს ზელდნენ ხელით, ვიდრე მკვრივი ცომის სახეს არ მიიღებდა, შემდეგ დაჭრიდნენ ნაჭრებად და გამხმარს მიირთმევდნენ.

. .

ალთაფა - სპილენძის ტარიანი კოკა, რომელსაც აქვს გრძელი ლულა. უფრო მაჰმადიანებში იყო გავრცელებული, ხმარობდნენ ნამაზის წინ.

ლიტ.: . გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

ალიზი - 1. ქვიშა - ცემენტის ნარევი ხსნარი, რომელსაც იყენებენ ქვის, აგურის ან „ბლოკით“ ნაგებობათა მშენებლობისას. 2. გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი ბლოკი, რომელსაც იყენებდნენ საშენ ასალად. მზადდება თიხის, ქვიშის, თივის ან ნამჯის ნარევისაგან. ხელით ან ყალიბით. ცნობილია მართკუთხა, კვადრატული, ძირბრტყელა და ამოზნექილ ფორმის ალიზი. ალიზის დამზადება ქართული აგურის ჭრის დროს გამოყენებული ყველა წესის თანმიმდევრობით მეორდება. განსხვავება არის საშენი მასალის შეზავებაში. საალიზედ განკუთვნილი დალბობილი მიწის დამუშავება ცხენების საშუალებით ხდება (ბზენარევ ტალახს კაცი ვერ დაზელს). ალიზის მოჭრის წინ კალაპოტს წყალში ასველებენ, „უწყლოდ ალიზი არ ამოვა“. კალოზე დაწყობილ ალიზს სამი დღის შეშრობის შემდეგ „ფეხზე აყენებენ“, გამშრალს აგურის მსგავსად „ხარაგად დააწყობენ“ და კარგად გახმობის შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ. ასეთი ტიპის ალიზი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც გამოიყენება. ანტიკურ ხანაში ალიზი ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა იყო. საქართველოში ალიზი ცნობილია ძვ.წ. VI ათასწლეულიდან. მახლობელი აღმოსავლეთის უძველეს მშენებლობაში ალიზით აშენებული ნაგებობების მთელი რიგი კომპლექსებია გამოვლენილი. ალიზი უაღრესად მიღებული მასალა იყო შუამდინარეთის სამყაროში.

ლიტ.: ივ ჯავახიშვილი, მსმკი. 1946. . ზანდუკელი, ქართული ხალხური კერამიკა, 1982.
.

ალიკაპი - 1. ხის აღვირი. პატარა ლაგამი. 2. მოზრდილი ხბოს პირის ასაკრავი, საძოვარზე გასულ დედას ძუძუ რომ არ გამოსწოვოს.

ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974.

ალისარჩული - ერთგვარი ჯიშის მცენარე, რომელიც გამოიყენებოდა სამღებრო საქმიანობაში. საგანგებოდ თესავდნენ და მის მოყვანას მისდევდნენ იმერეთში, რაჭაში, კახეთში და სხვაგან.

ლიტ.: . მოლოდინი, ღებვის ხალხური წესები (წითლად ღებვა), სსმმ, . 45, 2003-2004.
. .

ალიყული - სათამაშო აკვნის ჟღარუნა, ბავშვს რომ თვალი არ ეცეს აკვანზე ჰკიდებენ, სილაქის მნიშვნელობა მიუღია იმ მდგომარეობის გამოსახატავდ კაცს რომ შემოულაწუნებენ და ყურები წუილს, ჟღრიალს დაუწყებს.

. .

ალმაგი//იალმაგი - საომარი სამოსელი, ჯაჭვის პერანგზე გარედან ჩასაცმელი.

ალმასი - ელვარე და უაღრესად მყარი ძვირფასი ქვა, რომელიც ფართოდ იყო გამოყენებული ქართულ საიუველირო ხელოვნებაში. ალმასით არის შემკული მცხეთის ნეკროპოლში აღმოჩენილი ნივთები. შუასაუკუნეების ხატები და ხელნაწერთა ყდები. ალმასი ჩვენში გამოყენებული იყო ტექნიკური მიზნებისათვისაც. კერძოდ, ალმასით იხვრიტებოდა ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული მძივები. ალმასი არის თეთრი (წყლის ფერი), შავი და მოყვითალო, რომელთაგან შავი ფერის ალმასი უფრო ღირებულია. საქართველოში ალმასის დამზადება არ ხდებოდა, იგი შემოჰქონდათ ინდოეთიდან, შემდეგ კი ევროპიდან. ალმასი ასევე გამოიყენება მინის საჭრელად. ალმასის სინონიმს ძველ ქართულ მწერლობაში წარმოადგენს „ანდამატი“.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
..

ალუდი (თუშ.) - ლუდის თუშური სინონიმი.

ამბარი- ხის ფიცრებისაგან შეკრული ფქვილისა და მარცვლეულის შესანახი დიდი ყუთი. შედგება ორი ან სამი განყოფილებისაგან. ზოგიერთში ას ფუთამდე „სულადი“ ჩაეტეოდა.

..

ამგალი - 1. სამწყსო მეზობლად მდგარი. 2. ქვემო ქართლში დიდი გუთნით ხვნასთან დაკავშირებული კოლექტიური შრომის ფორმა ხვნადღეების განაწილების ნორმირებული, დიფერენცირებული სისტემით. ყოველი წევრის მონაწილეობის ანაზღაურება ხდებოდა ალოებით (1 დღის ხვნა), მისი ამ ამხანაგობაში სახვნელი იარაღით, გამწევი ძალით თუ პირადი შრომით მონაწილეობის შესაბამისად (იხ. მოდგამი). გარდა ამგალისა, აქ დიდი გუთნით ხვნასთან დაკავშირებული კოლექტიური შრომის ამ ფორმის აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი მოდგამი. მოდგამი, განსხვავებით ამგალისაგან, გულისხმობდა იმ შემთხვევას, როდესაც სახნავად ერთიანდებოდნენ „ნათესავები, ერთი წყობის და ერთი გვარის ხალხი“.

ლიტ.: Геладзе Т. Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, 1987.
. .

ამეთისტი//ამეთვისტო- მთის ბროლის იისფერი სახესხვაობა. ცნობილია ღია მეწამული ფერისაც. ამეთვისტონისა და მეათისთონის სახელითაა მოხსენიებული ქართულ ბიბლიაში. საბას განმარტებით, „ამეთვისტომი წითელი და იისფერია, იაგუნდსაც ჰგავს“. ძველი წარმოდგენით ამეთვისტო ადამიანს იცავს სიმთვრალისაგან. საქართველოს ანტიკური ხანის სამარხებში ამ ქვით შემკული სამკაულები საკმაო რაოდენობით გვხვდება. ამეთვისტოთი არის შემკული შუა და გვიანი საუკუნეების საეკლესიო და საიუველირეო ხელოვნების არაერთი ნივთი.

.ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.

ამუდა - „საგვემელია, რკინებიან სხმული. ჯაჭვებიანი“(საბა). ამუდა წარმოადგენს რკინის ტარზე დამაგრებულ ჯაჭვებს, ტარის სიგრძე და ჯაჭვების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. ამუდას მუსლიმანური სამყარო გამოიყენებს თვითგვემის ჩასატარებლად. საჭიროების შემთხვევაში საბრძოლველადაც ხმარობდნენ.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I, 1991.
. .

ამულეტი - საგანი, რომელსაც მორწმუნე ატარებს უმთავრესად ყელზე ჩამოკიდებულს ავი თვალისა და ავი სულისაგან თავდასაცავად. მსგავსად სხვა ძველი კულტურული ხალხებისა, საქართველოშიც ამულეტების ტარების ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს და ფეტიშიზმსა და მაგიას უკავშირდება. უსულო საგნების მიმართ თაყვანისცემა და მათთვის ზებუნებრივი ძალის მინიჭება დამახასიათებელია რელიგიის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ადამიანისათვის. ამ ჩვევების ადრინდელი ფესვები კარგად იძებნება არქეოლოგიურ ძეგლებში. ამულეტებად გამოყენებული ქვის საკიდები ჯერ კიდევ ზედა პალეოლითის ძეგლებშია დამოწმებული.

0x01 graphic

0x01 graphic

ფუნქცია-დანიშნულების მიხედვით ამულეტები არსებობს ავი თვალის საწინააღმდეგო, მოსავლის დამცავი, სამკურნალო, სიუხვისა და კეთილდღეობის მომტანი. სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია ამულეტების შემდეგნაირი კლასიფიკაცია. 1) ამულეტები, რომლებიც მიეკუთვნება ორგანულ ბუნებას (ადამიანისა და ცხოველთა სხეულის ნაწილების გამოსახულებები, მაგ. ხელი, ფეხი, კბილი, ეშვი) 2) არაორგანული ბუნების ობიექტები (ქვების, ნიჟარების, მძივებისგან გაკეთებული ამულეტები). 3) მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველი ნივთები (რკინის ნაკეთობები, ქსოვილები, მაგიური სიტყვები, შელოცვები).

ლიტ:. . ნადირაძე, მსოფლიო რელიგიები, 2001.
.

ამქარი - ერთი და იმავე ხელობის ხელოსნურ-ვაჭრული გაერთიანება. სიტყვა „ჰამქარ“ მომდინარეობს სპარსულიდან და ნიშნავს თანამოსაქმეს. განვითარებულ შუა საუკუნეებში ხელოსანთა ასეთ კორპორაციას ეწოდებოდა „თაბუნი“, XVII-XVIII სს. - „ასნაფი“, ხოლო XIX საუკუნიდან „ამქარმა“ მოიკიდა ფეხი. ხელოსანთა გაერთიანებანი საქართველოში დასტურდება VI ს. ისეთი მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლის მიხედვით როგორიცაა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, უცხოური ასნაფის დამკვიდრებამდე, ხელოსნური გაერთიანების აღმნიშვნელად საქართველოში იხმარებოდა „ოფიკალი“, ხოლო მასზე ადრე „მუშათუხუცესი“, „ხელოსანთა მომგე“ და „ზედამდგომელი“, რომლებთაც სხვადასხვა სახის მოქმედება ევალებოდათ „საქმის მოქმედთა“, ანუ „მუშაკთა“ მიმართ. საკუთარი ამქრული გაერთიანებანი ჰქონდათ: კალატოზებს, დერციკებს, ჭონებს, ხარაზებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებს, მეუნაგრეებს, მეთუნუქეებს, მეპურეებს, ხუროებს, დურგლებს, მეთუნეებს, მჭედლებს, ოქრომჭედლებს, მეაგურეებს, თერძებს, მესპილენძეებს და სხვათა. ამქრის სრულუფლებიანი წევრი იყო მხოლოდ ოსტატი, რომელსაც ჰქონდა თავისი სახელოსნო იარაღები და ნედლეული. იგი იყო მწარმოებელი და ვაჭარ-გამყიდველიც. ამქრის არაწევრს ეკრძალებოდა ქალაქის ფარგლებში მუშაობა. ამქარს სათავეში ედგა უსტაბაში (ოსტატთა თავი), ხოლო მისი მოადგილე იყო აღსაჰყალი. ამქრის უსტაბაშს ირჩევდა და წესდებას ამტკიცებდა ამქრის საერთო კრება. ამქრის წოდებრივი ორგანიზაცია სამსაფეხურიანი იყო: ოსტატი, ქარგალი, შეგირდი. ოსტატი როგორც მუშა და მასწავლებელი თავის ხელოსნურ გამოცდილებას შეასწავლიდა შეგირდს, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ იწყებდა ქარგლობას ანუ ნაწილობრივ დამოუკიდებელ მუშაობას, ხელობის სრული დაუფლების შემდეგ იგი ოსტატისაგან დამტკიცდებოდა. თავისი მასწავლებლისაგან მიიღებდა ერთ ხელ სახელოსნო იარაღებს და ამის შემდეგ სრულუფლებიან ოსტატად ითვლებოდა. თითოეულ ამქრულ ორგანიზაციას გააჩნდა თავისი ფირი და დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ამ ხელობათა მფარველი ღვთაებანი. ამქარს ჰქონდა საკუთარი საერთო ხაზინა, საიდანაც ფული გაიცემოდა ამქრის თითოეული ხელმოკლე და გაჭირვებაში ჩავარდნილი წევრის სასარგებლოდ. ამქრული ორგანიზაციის მკვლევართა აზრით, ქართული მასალების სიჭარბე მნიშვნელოვანი საბუთია იმის დასამტკიცებლად, რომ ამქრული ორგანიზაციები საქართველოში - ქართულ ნიადაგზეა წარმოშობილი და თავის მძლავრ განვითარებას X-XI ს-ში მიაღწია.

0x01 graphic

ლიტ.: . გუგუშვილი, ამქრული ორგანიზაციები, ქსე .1. 1975. . მესხია, საისტორიო ძიებანი, . II, 1983.
. .

ანალოღია (ბერძნ.) - მაღალი, ოთხწახნაგოვანი ხის მაგიდა. დახრილი ზედაპირით, რომელიც ტაძარში აღსავლის კარის პირდაპირაა მოთავსებული. ტაძარში შესვლისას მლოცველები მასზე დაბრძანებულ ხატს თაყვანს სცემენ და ეამბორებიან. მწუხრის ლოცვისას, სახარების წაკითხვის შემდეგ, ხატის გვერდით, ანალოღიაზე სახარებას დაასვენებენ. ზეთისცხებამდე მლოცველები ხატსა და სახარებას ემთხვევიან. ზეთისცხების შემდეგ სახარებას კვლავ ტრაპეზზე გადააბრძანებს მღვდელი. წმ. სახარების ტაძარში გადმოსვენება მოასწავებს მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის გამოცხადებას. წმ. სახარების შუა ეკლესიაში ანალოღიაზე დასვენება კი იმას, რომ მაცხოვარმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე ორმოცი დღე დაყო დედამიწაზე და ხალხს ეცხადებოდა. ანალოღია წინა და უკანა მხრიდან ჯვრებითაა შემკული, ხოლო ზემოდან ლამაზი გადასაფარებელი აფარია (უმეტესად თეთრი ფერის, სიწმინდის ნიშნად). ანალოღიაზე მუდმივად ასვენია ის ხატი, რომელი წმინდანის ან დღესასწაულის სახელობისაცაა ტაძარი. ხოლო დიდი დღესასწაულებისა და წმინდანების ხსენების დღეებში მეორე ხატიც, ვისი ხსენების დღეცაა მოცემულ მომენტში.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005, 2004. ლოცვანი და განამრტებანი, 2000.
. .

ანაფორა - მღვდლისა და ბერ-მონაზვნების ყოველდღიური სამოსი, განიერი და კოჭებამდე დაშვებული, გრძელი და ფართო სახელოებით, რომელიც ხელის მტევნებსაც ფარავს. უპირატესად შავი ფერის. სიმბოლურად შინაგან სიმშვიდეს, აუღელვებლობას, ამა სოფლის ამაო საზრუნავისაგან გათავისუფლებაზე მიანიშნებს.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005, 2004.
. .

ანახელა - ვარცლზე ანაფხეკი და ხელებზე ანაძრობი ცომის ნაკუწები (აღმ. საქ. მთა).

ანდაზი - თარგი, ქვის რთული ორნამენტის შაბლონი,ფიცრის ან თუნუქისგან გამოჭრილი, არის სხვადასხვა სახის.

ანდამატი - იხ. ალმასი

ანეული - ზაფხულის ნახნავი - საშემოდგომო ხორბლის დასათესად. ანეულის ხვნა ძირითადად დამახასიათებელი იყო ქართლ-კახეთის ბარისათვის. აქ მეურნეობის წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო, რომელშიც ერთ-ერთი ძირითადი ადგილი მარცვლეული კულტურების მოყვანას ეჭირა. ცნობილი იყო საგა ზაფხულო ხვნა („ახალთესლი“ - ქართლ-კახეთი, „ქერობა“ - მესხეთი), ზაფხულის ხვნა („ანეული“ - ქართლ-კახეთი, „თერძვა“ - მესხეთი) და საშემოდგომო ხვნა - „ნაოში“. ანეულის ხვნა იწყებოდა მაისის ბოლოდან და მთელი ივნისის განმავლობაში გრძელდებოდა. ანეულად იხვნებოდა ნასვენები მიწა. ანეულად მოხნულ მიწის ნაკვეთს შემოდგომით აოშავდნენ, ე.ი. მეორედ მსუბუქად მოხნავდნენ და მოთესავდნენ. მიწათმოქმედების რთულ სისტემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ანეულს ენიჭებოდა. ურწყავში თითქმის სულ ანეულად ხნავდნენ, რადგან ანეულად მიწა ღრმად იხვნებოდა და დათესილი ყანა ადვილად იტანდა გვალვას. თავის მხრივ, ღრმად ხვნა დიდი გუთნით მუშობას მოითხოვდა.

ლიტ.: . ჩიტაია, ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, მიმომხილველი, .I, I.949. . Геладзе, формы организации труда в земледелии Восточной Грузии. Тб. 1987 Г.
. .

ანტიდორი (ბერძ.) - კვეთისას ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად ტარიგის ამოღების შემდეგ დარჩენილი დიდი სეფისკვერის ნაწილი, რომელიც მზიარებლებს ურიგდებათ წყალგარეულ, დამტკბარ ღვინოსთან (სარღვნელი) ერთად. მისი მიღება მხოლოდ უზმოდ შეიძლება. ანტიდორის მიღება არ შეიძლება მოუნათლავთა, სხვა სარწმუნოების მიმდევართა, ეპიტიმია დადებულ და ზიარებისაგან განყენებულ მორწმუნეთათვის. უძველესი ტრადიციით პირველი ქრისტიანები ყოველი წირვის დროს ეზიარებოდნენ. ისინიც კი, ვინც რაიმე საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა ლიტურგიას, საჭიროდ თვლიდნენ ზიარებოდნენ წმიდა ძღვენს. ამიტომაც დიაკვნებს დაჰქონდათ წმიდა ძღვენი ავადმყოფებისა და პატიმრებისათვის, ხოლო ვინც მოგზაურობდა, თან მიჰქონდა. დროთა განმავლობაში ასეთი სარწმუნოებრივი მოშურნეობა ნელ-ნელა გაქრა. ბევრი მორწმუნე წირვაზეც იშვიათად დადიოდა, ხოლო ტაძარში მყოფთაგან ბევრი არც ეზიარებოდა. სწორედ ამიტომ დაიწყეს დიდი სეფისკვერის იმ ნაწილების დარიგება მორწმუნეთათვის, რომლებიც რჩებოდა უსისხლო მსხვერპლიდან. თავიდან ამ ნაწილებს ეწოდებოდა დალოცვა (ბერძნულად - ევლოგია), იმიტომ, რომ შეწირული იყო და უკვე - ნაკურთხი, დალოცვილი (იმ დროს ევლოგია ერქვა თვითონ საიდუმლო სერობასაც), ხოლო ნაკურთხი პურის დარიგებას ეწოდა ანტიდორეა, რაც ნიშნავს დასაჩუქრებას. პირველი მოწმობა ანტიდორის ნაწილების დარიგებისა მათთვის, ვინც არ ეზიარება, მიეკუთვნება VII საუკუნეს და მოიხსენიება IX საეკლესიო კრების წესებში.

ლიტ.: С. Е. Молотков, Практическая энциклопедия православного христианина С.Тв.2001;
Что такое просфора, антидор, артос-Сретонский монастырь. 1998.
. .

ანტიკმორე (თბ.) - ქსოვილია ერთგვარი.

ანძა - დიდ ნავზე, ხომალდზე აღმართული საგანგებოდ შერჩეული მაგარი ხის ძელი, რომელზედაცაფრებია გაჭიმული და ქარის მეშვეობით ნავი მოძრაობაში მოდის. ძველ ქართულში ანძის შესატყვისი ტერმინებია: „ნაქუსი“, „ცაყე“, „ხალე“, „სახერველი“. ანძა ისმება ნავის ფსკერზე მუხის ხეებისგან გაკეთებულ ბუდეებში და მთელი აქცენტი გადატანილია მის მკვიდრად გამაგრებაზე, რათა მტკიცედ იდგეს ძლიერი ქარის ზემოქმედების დროს.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა ძველ საქ-ში, 1987.
. .

ანძისფეხი (გურ.) - მსხვილი და გამძლე ხე, საყრდენი, რომელზედაც დგას ოდასახლის სახურავი. იმერეთში გოგას უწოდებენ.

ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974.

ანჯამა - რკინის დედალ-მამალი კავ-ბუდიანი საკვრელები, რომლის მეშვეობით კარები ჩამოიკიდება ჩარჩოზე.

აპეური - ტყავის თასმა ან თხის ბეწვისაგან დაგრეხილი თოკი, რომლითაც ხარის ქედზე დადებული უღლის ტაბიკები ყელთან შეიბმება.

აპლადი - თევზსაჭერი ბადის სახეობა ლაზეთში, რომლითაც ზღვის ნაპირთან ბინადარ თევზს იჭერდნენ.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.

აპოხტი - ხმელი ხორცი. საბას განმარტებით - შაშხი პოხილი//მსუქანი ხორცია, ლორი მეტად პოხილი, ყაღი კი მჭლე. ფშავ-ხევსურულ და მთიულეთ-გუდამაყრული მასალით, „საპოხი“ ყველანაირი ცხიმის - ქონის აღმნიშვნელია. აჭარულ-ლაზურში „აპოხტი“ ქათმის შაშხია, სვანურში - „აპეხტ“ ღორის შაშხს ნიშნავს, საქონლის შაშხს კი „კენჭ“ ეწოდება. აპოხტის ნაირსახეობაა თუშური ყაღი. იგი მზადდება ცხვრის, ძროხის, თხის, ნადირის ხორცისგან. სააპოხტე ფერცხლებს, მკერდს, დაჭრიდნენ დიდ ან პატარა გრძელ ნაჭრებად. 3-4 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ და შემდეგ გაკიდებდნენ მზეზე, სანიაოზე. მას შემდეგ, რაც ხორცი გამოშრებოდა, გახმებოდა - „გაყაღდებოდა“, შეინახავდნენ. მეორე ხერხით მარილს მოაყრიდნენ და მშრალად ჩადებდნენ ქვაბში, ხის ჭურჭელში ან გუდაში, 3-4 დღის შემდეგ კი გაკიდებდნენ გასაშრობად. „ვეფხისტყაოსანში“ შაშხის იდენტურ სიტყვად „ხმელობაა“ ნახმარი, რაც იუსტინე აბულაძის განმარტებით არის „დამარილებული ანუ დაშაშხული ხორცი შესანახად გამომხმარი“. ტარიელი ამბობს: „მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა“. ზამთრის საკვების დამზადების მსგავსი წესები ცნობილია კავკასიის სხვა ხალხებშიც.

. .

არაღჩინი - ნაჭრის ქუდი, ჩაჩი.

ლიტ.: . გრიშ., ქალაქური ლექსიკონი, 1997.

არაყი - სპირტიანი სასმელი, რომელიც იხდება ჭაჭის, ჭირნახულისა და სხვადასხვა ტიპის ღვინომასალისაგან. საქართველოში ძალზე გავრცელებულია არყის კუსტარული წესით გამოხდა (იხ. არყის გამოხდა)

არდაგი - საბას განმარტებით „წელს ქუევით მოსაფარია“, რაც თანამედროვე გაგებით წინსაფარს ნიშნავს. ივ. ჯავახიშვილის აზრით ადრეულ ეპოქაში, არდაგი ნიშნავდა ქვედა საცვალს. ეთნოგრაფიულ ყოფაში არდაგი უფრო მეტად წინსაფრის მნიშვნელობით გაიგებოდა.

..

არკებუზი - ცეცხლსასროლი იარაღი, ფითილიანი თოფის სახეობა, რომელსაც საქართველოში სიათას უწოდებენ. არკებუზი შედგება - კონდახის, ლულისა და ჩახმახისაგან. არკებუზის ჩახმახს წარმოადგენდა ლათინური „ს“-ის ფორმის ბერკეტი, რომლის ერთ ბოლოზე დამაგრებული იყო ფითილი, ხოლო მეორე ბოლო „სასხლეტის“ ფუნქციას ასრულებდა. ვინაიდან „ს“-ის ფორმის ბერკეტს გველის ფორმა ჰქონდა, აქედან გამომდინარე მან მიიღო მეორე სახელწოდებაც სერპენტინი (ლათ.სერპეუს.-გველი), ამ პირვანდელ სახეობებს განეკუთვნება ბომბარდერებისა (იხ.) და კულევრინების შემდეგ. მართალია, სერპენტინის კონსტრუქციამ მსროლელს საშუალება მისცა თავადვე ეწარმოებინა გასროლა (მეორე პირის დაუხმარებლად, რომელსაც ფითილი მიჰქონდა საფალიესთან), მაგრამ სწრაფსროლით, მიზანში სროლითა და ტყვიის ხვრეტითი ძალით არკებუზი ჯერ კიდევ შორს იყო სრულყოფილებისაგან. სერპენტინიანი ჩახმახები შეიქმნა XV ს-ის მეორე ნახევარში, რომლებიც თანდათანობით დაიხვეწა და XVს-ის ბოლოს ზამბარიანი ფითილის ჩახმახების სახით მოგვევლინა, ასეთ იარაღსაც ევროპაში არკებუზს, რუსეთში - „пышалъ“.

ლიტ.: ЖУК. А. Б. Энциклопедия стрлкового оружия. Москва. 1998,
. ჩუბინაშვილი - ქართულ-რუსული ლექსიკონი, 1984. . .

არმანი (ქვ. იმერ. ზ. რაჭა)//არამანა (ლეჩხ.) - კედელთან მიდგმული და დამაგრებული ერთ ან ორგანყოფილებიანი, კარებიანი სათავსი ან თარო (შდრ. ბუჯერი ქვ. რაჭა, ზ. იმერეთი). გამოიყენებოდა გამომცხვარი პურისა და ჯამ-ჭურჭლის შესანახად. კეთდებოდა კერის უკანა მხარეს. არმანზე, როგორც წესი, ვარცლი უნდა მდგარიყო. არმანი და ვარცლი ფიგურირებდა წმ. შიოს დღეობის ყველიერის ხუთშა ათის დღესასწაულში: ოჯახის უფროსი აიღებდა ორ კვერცხს, ორ განატეხს (კვერს) და წმ. შიოს შესთხოვდა ოჯახის ბარაქიანობას. ლოცვის შემდეგ კვერცხებსა და კვერებს არმანში ინახავდა. ვარცლზეკი ღვინით სავსე ჭიქას დგამდა. ხალხს სწამდა, რომ წმ. შიო გამოივლიდა და თუ მისი მათრახის კუდი ღვინოში დასველდებოდა, მაშინ ოჯახში დოვლათიანობა დატრიალდებოდა, თუ ჭიქა ცარიელი დახვდებოდა ოჯახს წყევლა არ ასცდებოდა. ეს დღეობა განიხილება იმ დღესასწაულთა რიგში, რომელთა უმრავლესობა ბარაქიანობასა და ნაყოფიერებას უკავშირდება.

ლიტ.: . მაკალათია, მთის რაჭა, 1987. .კიკვიძე, „შუა სახლირაჭა-ლეჩხუმში, ენიმკის მოამბე, . V-VI, 1940.
. .

არნადი//არნაბი (რაჭ.) - კალოს იარაღი, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით: „არნადი-ბზის გასახვეტელია“. ნ. ჩუბინაშვილის ცნობით: „არნადი-არნაბი-ტარიანი ფიცარი ბზისა და ხვავის სახვეტი კალოზე“. არნადი ნაძვის ან ნეკერჩხლის ხისგან მზადდებოდა. ნიჩაბთან შედარებით არნადს უფრო ფართო პირი აქვს, რათა ბზეში არეული მეტი მარცვლეულის აღება შეძლებოდათ. არნადს სოფელში შინა კაცი აკეთებდა. ბედენის გორა-სამარხებში, კერძოდ, ხის აკლდამაში, აღმოჩენილი ფიცრის ნატეხები არქეოლოგ გ. გობეჯიშვილის აზრით, არნადის ნაწილები უნდა იყოს. ეს თუ ასეა, მაშინ არნადი, ჩვენს ტერიტორიაზე ჩვ. წ. აღ-მდე III ათასწლეულის დასასრულისათვის უკვე გამოიყენებული ჩანს, რაც ქართული პურეული კულტურის უძველესობას უსვამს ხაზს.

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხითხუროობა აღმოსავლეთ საქართველოში, 1962. . გობეჯიშვილი, ბედენის კულტურა, 1982.
. .

არონა (მესხ.) - სახვნელი იარაღი. გამოიყენებოდა მოხნული მიწის ხელმეორედ გადახვნისთვის. მასში ორი უღელი ხარი იბმოდა. არონა ისე ღრმად ვერ ხნავდა, როგორც ამ რეგიონში გავრცელებული სახვნელი იარაღი ჯილღა, მაგრამ ჯილღასათვის დამახასიათებელი ფამფალაკის (იხ.) გარეშე სუსტად, მაგრამ მაინც ახერხებდა ჯილღის ფუნქციის შესრულებას. ყურებიანი კბილას შემწეობით იგი აჭრილ ბელტს გვერდზე ყრიდა და ამსხვრევდა, რითაც კბილა ერთგვარად მარტივი ფრთის (დიდი გუთნისათვის დამახასიათებელი ელემენტია) (იხ. დიდი გუთანი) როლში გამოდიოდა.

ლიტ.: . ჩიტაია, მასალები საქართველოს სახვნელი იარაღების ისტორიისათვის, სსმმ, . V. 1930.
. ბერიაშვილი, მიწათმოქმედება მესხეთში, 1973.
. .

არტაშანი - აქ: პურის თავთავის საკრეფი იარაღი, რომელსაც გამოიყენებდნენ აჭარაში „ხასი პურის“ კრეფის დროს. ესაა ორი გრძელი ჯოხი, რომლის ბოლოები თოკით მოძრავად იყო გაბმული. ეს იარაღი გარკვეულ ანალოგს პოულობს შნაკვთან (იხ.).

. .

არტოსი (ბერძნ.) - ნაკურთხი პური, სხვაგვარად მთლიანი სეფისკვერი. ხორბლის თეთრი ფქვილისაგან, მარილისა და ნაკურთხი წყლისგან მოზელილი საფუარიანი ცომით გამომცხვარი, ზემოდან ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულებით. არტოსი აღდგომიდან ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე, როგორც სიმბოლო უფლის აღდგომისა, აღსავლის კარის წინ ანალოღიაზე ან პატარა მაგიდაზეა დაბრძანებული. ის იკურთხება განსაკუთრებული ლოცვით, ნაკურთხი წყლის პკურებითა და კმევით მღვდლის მიერ, აღდგომის პირველ დღეს, წირვაზე ამბიონის ლოცვის შემდეგ. ბრწყინვალე შვიდეულში, ყოველდღე, წირვის დამთავრების შემდეგ, არტოსთან ერთად ეწყობა ჯვრით სვლა ეკლესიის გარშემო. ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, წირვის ბოლოს, ამბიონის ლოცვის შემდეგ, იკითხება არტოსის განტეხის ლოცვა. განიტეხება არტოსი და ჯვრის თაყვანისცემისას მლოცველთ ურიგდება. მორწმუნენი არტოსს პატარ-პატარა ნაჭრებად ახმობენ. ინახავენ სახლში, ხატების კუთხეში სუფთა თავდახურული ჭურჭლით და იხმევენ, როგორც დიდ სიწმინდეს დილით, უზმოზე, სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ასევე სულიერი და ფიზიკური უძლურებისას. მთლიან სეფისკვერს - არტოსს იყენებდნენ ადრეული ქრისტიანებიც. აღდგომიდან მე-40 დღეს უფალი ამაღლდა ზეცად. ქრისტეს მოწაფეები და მიმდევრები ნუგეშს პოვებდნენ საერთო ტრაპეზის დროს ლოცვასა და უფლის ყოველი სიტყვისა და საქმის მოხსენიებაში. ისინი იხსენიებდნენ რა საიდუმლო სერობას, ეზიარებოდნენ უფლის სისხლსა და ხორცს. მაგიდასთან კი საპატიო ადგილას, უფლის იქ უხილავად მყოფობის ნიშნად, დებდნენ პურს. მოციქულთა მიბაძვით პირველმა ქრისტიანმა მოძღვრებმა აღდგომის დღე სასწაულზე დაადგინეს პურის დაბრძანება ტაძარში, როგორც ხილული გამოხატულება იმისა, რომ მხსნელი ჩვენთვის სიცოცხლის ჭეშმარიტ პურად გადაიქცა.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005, 2004.
. .

არღანი - მექანიკური საკრავი, ხელით სატარებელი ორგანის სახეობა. ყუთი, რომელშიც განთავსებულია ჟღერადი მილაკები ერთ ან რამდენიმე რიგად. აქვს საბერველი და ხის ან ლითონის ნემსებიანი ლილვაკი, რომელიც მოძრაობაში მოდის ყუთის გარეთ მდებარე სახელურის ტრიალით. ამ დროს ნემსები ეხება სპეციალურ მექანიზმს, უშვებს ჰაერს ზედა მილებთან, ამავდროულად ამოქმედდება საბერველი და მექანიკურად ხდება აჟღერება.

0x01 graphic

ერთ ცალკე ლილვაკზე თავდაპირველად ერთი ნაწარმოები (პიესა, სიმღერა, საცეკვაო და მისთ.) იყო ჩაწერილი. ამიტომ ყოველ არღანს რამდენიმე ლილვაკი ჰქონდა. მოგვიანებით, ტექნიკური სრულყოფის (ნემსების სპირალურად განლაგება) შედეგად მოხერხდა ერთ ლილვაკზე რამდენიმე მცირე ზომის ნაწარმოების განთავსებაც.

ეს მექანიკური საკრავი - ხელით სატარებელი ორგანი გაჩნდა საფრანგეთში XVII საუკუნის ბოლოს და გერმანიაშიც გავრცელდა. მალე მოხეტიალე მუსიკოსების ინსტრუმენტად იქცა. XIX ს-ის ბოლოს ნემსიანი ლილვაკები შეიცვალა ლითონის დეტალებით. ამ სრულყოფის შედეგად შესაძლებელი გახდა პოპულარული სიმღერების, ცეკვების, ოპერებიდან ნაწყვეტების ჩაწერაც კი. რუსეთში ეს მექანიკური საკრავი შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა „Шарманка“-ს სახელწოდებით. სახელწოდება წარმოდგება ფრანგული ხალხური სიმღერის დასაწყისის სიტყვებიდან („მშვენიერი კატერინა“), რომელიც პირველად გაისმა ამ საკრავიდან. არღანი მალე გახდა პოპულარული და მასზე შესრულებული ნაწარმოებები (რუსული და ევროპული სიმღერები, ოპერებიდან ნაწყვეტები) ქალაქური ფოლკლორის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. დაიწყეს მასზე ახალი, ქალაქური სიმღერების (აღმოსავლურ მოტივებზე) ჩაწერა და აჟღერება. შეიქმნა ე.წ. თბილისური რეპერტუარი. არღნები შემოდიოდა ძირითადად რუსეთიდან, განსაკუთრებით ცნობილი იყო ოდესის არღნები. მასზე კეთდებოდა წარწერები („შენც დაუკარ“, „შენც დაუკარ გოგოჯან“ და მსგავსი). თბილისშიც გაჩნდნენ არღნის ოსტატები. არღნის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ იყო ერთგვაროვანი. მისი ერთი ნაწილი საკმაოდ ნეგატიურად აფასებდა და მასში ქართველების მუსიკალური გემოვნების შერყვნის საფრთხეს ხედავდა. ეს განწყობილება აისახა XIX ს-ის II ნახევრის ქართულ პრესაში.

. .

არყის გამოხდა - „არაყი არაბულად ოფლს ჰქვიან, ვინადგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების“, მისი ბერძნული შესატყვისი „რახი, ერთჯერ გამოხდილს ეწოდების“ (საბა), ე.ი. ქართული „იყი“, არაბული „არაყი“ და ბერძნული „რახი“, სამივე გამოხდის შედეგად მიღებული პროდუქტებია და „სასმელ არაყს“ ნიშნავს.

საქართველოში, მეღვინეობის უძველეს ქვეყანაში, არყის წარმოება უშუალოდ მევენახეობა-მეღვინეობასთანაა დაკავშირებული. საქართველოს ბარში არაყს მეტწილად ხილისა და მეღვინეობის ნარჩენებისგან ხდიდნენ, მთაში კი - მარცვლეული კულტურებისგან.

0x01 graphic

არყის გამოხდის ხალხურ წესებს საქართველოში დიდი ტრადიცია გააჩნია. იგი ძირითადად ოჯახის საჭიროებას ხმარდებოდა. ყოფაში შემორჩა ის ხერხები, რომლითაც ქართველი გლეხი ოდითგანვე ხდიდა არაყს. არყის გამოსახდელად ხმარობენ დიდი ზომის სპილენძის ქვაბს, სპილენძისავე ზარფუშს, ხუფს, გეჯასა და მილს, აგრეთვე სპილენძისასა და რკინის სამფეხას.

არყის გამოსახდელ ქვაბს დგამენ წყალთან ახლოს, მდინარის ნაპირას, ღია ცის ქვეშ ან საგანგებოდ მოწყობილ ფარდულში. ქვაბში ყრიან მასალას, უმატებენ ცოტა წყალს, რათა ჭაჭა დუღილის დროს ქვაბის ფსკერს არ მიეწვას. ქვაბს ახურავენ ზარფუშს და შეერთების ადგილას გოზავენ ნაცრის ნაზავით ან წყლის ნაზავით. ზარფუშის მილთან შეერთებულია სპილენძისავე მილი, რომელიც გადის ხის, ქვის ან სპილენძის გეჯაში. გეჯაში ჩადის გამდინარე ცივი წყალი, რომელიც აგრილებს მილს, ქვაბი დგას სამფეხაზე ან დიდი ზომის ქვებზე და შენთებული აქვს ცეცხლი. გამოხდის დროს ქვაბიდან ორთქლი გადადის მილში, გეჯაში მოთავსებული ცივი წყლის საშუალებით ორთქლი კონდენსირდება და წვეთ-წვეთად წარმოქმნილი არაყი ჩადის ჭურჭელში. შესაბამის დროს არყის ჩანაცვლება ღვინის მაგიერ ამ უკანასკნელის ეკონომიკურ ხარჯვას უწყობდა ხელს.

ლიტ. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, . 1, გვ. 60, ტომი II, გვ. 6. . .

არშინი - ზომის ერთეული. დაახლოებით 71 სმ-ს უდრის. აქედან არშინის სახელწოდება მიიღო ხელსაწყომაც, რომელზედაც არშინის დანაყოფები იყო გამოსახული.

0x01 graphic

არხი - წყლის გასაყვანი საირიგაციო მაგისტრალი, იყენებდნენ როგორც სარწყავი, ასევე სასმელი წყლის მისაღებად. ისტორიულად სარწყავი არხების დიდი სისტემა იყო განთავსებული ტირიფონისა და ალაზნის ველზე. სასმელი წყლის არხების შესახებ სანიმუშო მასალებს იძლევა სხალტბის წყალსადენის შესწავლა. საბას განმარტებით, ქვებისგან აგებულ არხებს რუსხმულები ეწოდებოდა. წყალსადენიანი წყაროს გამომყვანებს ძველ საქართველოში ქუქანკები რქმევიათ.

ლიტ.: . ანთაძე, წყლის მფლობელობა და სარწყავი არხი ძველ საქართველოში, 1965.
. .

ასალი - ცხენის ზურგსა და გავაზე გადასაფარებელი ხალიჩურად ნაქსოვი ანდა აპლიკაციებით გაწყობილი ქსოვილი. ყოფაში გაიგივებული იყო ყაჯართანაც, რომელსაც მხოლოდ უნაგირზე გადასაფარებლად ხმარობდნენ. ლიტერატურაში ასალის მნიშვნელობით გვხვდება აგრეთვე „ორთუქი“ (ცხენის გავაზე გადასაფარებელი) და „შატროვანი“. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული იყო ოქრომკედით ნაქარგი და ოქროს ან ვერცხლის კილიტებით, ბურთულებით, ზოგჯერ კი ძვირფასი თვლებით შემკული ასალი. ფეოდალურ ხანაში ასეთი მდიდრული ნახელავი ასალები ქართული ოქრომკედის ნაქარგობის სხვა ნიმუშებთან ერთად თურქეთსა და ირანში გაჰქონდათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემონახულია ნაქსოვი ასალები, რომელთაც საპატარძლოები უქსოვდნენ საქმროს ნათესავ მამაკაცებს.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩაჩაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

ასამთავა - გობის გასაკეთებელი ხელსაწყოს ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ ღერძს. ერთი ნაწილით, რომელზედაც რკინის სამთავაა, მიმაგრებულია ფეხზე. მეორე ნაწილით კი, რომელიც უფრო სქელია, გამაგრებულია საგობე ხეში.

..

ასტამი - გორდა - თაბახზე დარჩენილი ცომის ასაფხეკი, პიბრტყელი, ჩიბუხისებრი საგანი. ხმარობენ ასევე კერიასა და ბუხარში საცეცხლო საქმიანობისათვის. ზოგიერთი ბრტყელპირა ასტამით თონიდან პურს იღებდნენ.

ასაჰყალო//ასაჰყალი - 1. დაბღების გამოსაყენებელი ჭურჭელი. მასში დაბღები ხსნიდნენ კირს, რასაც ფეხსაცმლის საპირის ტყავს უსვამდნენ. 2. უსტაბაშის თანაშემწე.

ტარი (სამეგრ.) - ჯამისმაგვარი ჭურჭელი ცაცხვის ან თხმელის ხისგან ნაკეთები, ხვეწდნენ ჩარხზე. ოჯახში 20-მდე ატარი იყო. ატარს იყენებდნენ ღომისა და პურის საწყაოდაც. გამოიყენებოდა XVI-XVII საუკუნეებში ოდიშში, ატარი 0.4 ლიტრს იტევდა.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.

ატრია//ანტრია (ხევი, გუდამ.)//მოტლეშილაი//მოსმულაი (თუშ)- ოთხკუთხედად დაჭრილი მოხარშული ცომი. ხორცთან მოხარშულ ატრიას „ალტამეებ“-ს უწოდებდნენ (ხევს). ძველისძველი კერძია. მოიზილება უხაშო ცომი, ხის „სათხელებელათი“ ხონჩაზე გააბრტყელებდნენ. ატრიას ხარშავენ წყალში ხანაც რძეში (ხევი, გუდამ). მზას ესხმევა ხახვსა და კვერცხში გაქნილი ერბოიანი კალტი. ერბოს მაგიერ ნიორწყალიც იციან. როგორც იოლად დასამზადებელი კერძი, განსაკუთრებით ხელმისაწვდომია მეცხვარეების ნაუცბათევი სადილისათვის.

. .

აუზი - წყლის რეზერვუარი (იხ. ავაზანი).

აფთარი - მაღალი საცერულის სახეობა. ერთგვარი საბრძოლო იარაღი. გავრცელებული იყო ხევსურეთსა და აღ. საქართველოს მთიანეთში. საცერულის ეს სახეობა რკინისაგან მზადდება. ესაა რგოლი, რომელსაც ქვემოთ მხრებიანი აშია აქვს, ხოლო ზემოთ მაღალი წაწვერილი და ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებული კბილები. აფთარის კბილების რიცხვი და სიმაღლე ცვალებადია, მისთვის დამახასიათებელია უსწორმასწორო ალესილი კბილები, ამის გამო საცერულის ამ სახეს ლესულაც ეწოდება. ხევსურეთში ლესულას სახედრის ნალისაგანაც ამზადებდნენ. ზომაზე გამოჭრილ ნალს კბილებს გაუკეთებდნენ, შემდეგ ალესავდნენ და საცერულიც მზად იყო. ვინაიდან მაღალი აფთარი ძალზე თხელია, მას ცერზე სწორად დგომა არ შეუძლია, ამიტომ მას ორივე მხრიდან რგოლებს უმატებდნენ.

ლიტ.: . ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები . II, 2000.
. .

აფთი - „მახვილია ბრტყელი და ტარგრძელი“(საბა). ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში აფთი აღარ გვხვდება. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით აფთი ზოგან შედარებულია ალებარდს, ზოგან კი ცულთან.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I. 1991. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, . III-IV, 1962.
. .

აფრა - მაგარი ტილოს ნაჭერი, რომელიც დამაგრებულია ანძაზე და ქარის ზემოქმედებით ხომალდი მოჰყავს მოძრაობაში. აფრა არის სხვადასხვა სახის, მაგ., ოთხკუთხა, პირდაპირი, ირიბი. უძრაობის დროს აფრა აკეცილ მდგომარეობაშია, ხოლო ქარის ამოვარდნის შემთხვევაში მეზღვაურები გაშლიან აფრებს და სასურველი მიმართულებით მიცურავენ.

..

აფხარცა - აფხაზების ორსიმიანი ხემიანი საკრავი. აქვს ვიწრო, ნავისებური კორპუსი. თავი, ყელი და მუცელი მთლიანი ხისგანაა გამოთლილი. საერთო სიგრძეა 70-80 სმ. კორპუსი ამოღრუებულია, თავფიცარი - ბრტყელი. ამოჭრილია სახმო ნახვრეტები (კვადრატული, ნახევარწრიული), თავი მრგვალი ან ოვალურია. სიმები ძუისაა. კორპუსზე ქვედა მხრიდან დაკრულია ფისი, რომელზედაც დაკვრის წინ ხემის ძუას გაუსვამენ ტემბრის ხარისხის ასამაღლებლად. საკრავის წყობა კვარტულია. შემსრულებელი უკრავს მჯდომარე, საკრავი უდევს მუხლებს შორის.

0x01 graphic

აფხარცა მზადდება ფოთლოვანი ჯიშებისაგან. მასალას არჩევდნენ არა აკუსტიკური თავისებურებების გათვალისწინებით, არამედ დასამუშავებლად რბილი ჯიშების მიხედვით. თავფიცრად გამოიყენება ალვის, ფიჭვის, სოჭის ან ცაცხვის მასალა, 2-3 მმ სისქის. მასზე ამოჭრიან სახმო ნახვრეტებს. ჩამოჰკიდებენ ცეცხლის თავზე ან მზეზე გამოაშრობენ. სიმები ძუისაა. ხემის რკალად გამოიყენება ადვილად ღუნვადი ხის ჯიშები (თხილი, წყავი, შინდი). როგორც წესი, საკრავს ამზადებდა თვით შემსრულებელი. აფხარცის ფუნქცია ეპიკური (ისტორიულ-საგმირო) სიმღერების თანხლებაა. ინფორმატორთა ცნობით, ბრძოლაში ყველა რაზმს თავისი მეაფხარცეები ჰყავდათ, რომელთაც საკრავი ცხენის უნაგირზე ჰქონდათ დაკრული. ბრძოლებს შორის დასვენების დროს თხზავდნენ გმირთა სახოტბო და მხდალთა გასაკიცხ სიმღერებს.

აფხარცას მიეწერებოდა ტკივილის შემამსუბუქებელი თვისება. დაჭრილისათვის ტყვიის ამოღების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად უკრავდნენ აფხარცაზე. ცნობილია ამ ჟანრის ე.წ. „დაჭრილის სიმღერები“, რომლებიც ტრადიციულად აფხარცის თანხლებით სრულდებოდა. წესად იყო ასევე ავადმყოფთან ღამის თევა, მისი გართობის მიზნით აფხარცის დაკვრა, აფხარცის თანხლებით სრულდებოდა საწესო, სიმღერები, დამხრჩვალის სულის დაჭერის სარიტუალო სიმღერა „აფსტაგა“. ეს რიტუალი ასეთია: დამხრჩვალს როცა მიაბარებდნენ მიწას, ნათესავები შეიკრიბებოდნენ მისი „სულის დასაჭერად“, რათა სული წაიყვანონ და სხეულთან მიაბარონ. ამისათვის ამზადებდნენ გუდას, მოაბამდნენ აბრეშუმის ან ვერცხლის ზონარს, გუდას მიუშვერდნენ მდინარეს სავარაუდო ადგილას, სადაც დაიღუპა კაცი. გუდის ჰაერით გაბერვა ნიშანი იყო იმისა, რომ სული გუდაში შევიდა. გუდას თავს მოუკრავდნენ და გაემართებოდნენ სასაფლაოსაკენ მხიარული სიმღერით. საფლავზე „გუდიდან გამოუშვებდნენ სულს“ აფხარცის დაკვრით. ასეთივე წესი სრულდებოდა კლდიდან გადაჩეხილის, ხიდან ჩამოვარდნილის და საერთოდ, არაბუნებრივი სიკვდილით სახლის გარეთ დაღუპულის „სულის დასაჭერად“ (ამ რიტუალში ზოგჯერ ჩასაბერი საკრავი აჭარპანიც მონაწილეობს). აფხარცაზე უკრავდნენ მიცვალებულთან, დასაფლავების წინა ღამეს. აფხაზთა ტრადიციით, მამას შვილის დატირების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ აფხარცაზე დამკვრელი ამაში აქსოვდა მთელ ნაღველს, რაც, აფხაზთა რწმენით, აკეთილშობილებს მიცვალებულის სულს და მამის მწუხარებას ამსუბუქებს. აფხარცა ტრადიციულად ნართული თქმულებებისა და საგმირო სიმღერების თანმხლები საკრავია.

ლიტ.: К. Вертков, Г. Благодатов, И. Хашба, Абхазские народные музикальные инструменты,Сухуми, 1967; М. Хашба, Жанры абхазской народной музыки, Сухуми, 1983.
. .

აქანდაზი - 1. რკინის მომცრო ნიჩაბი, ნაცრისა ნაკვერჩხლის გამოსაღები. 2. ნაგვის ასაღები.

აქატი - ნახევრად ძვირფასი ქვა, ქალცედონის სახესხვაობაა, გამოირჩევა ბუნებრივ-ზოლებრივი შეფერილობით. ჯერ კიდევ უძველესი სამყაროს ხელოვნებაში გვხვდება აქატით დამზადებული ნივთები. ფართოდ იყენებდნენ სამშენებლო საქმეში, მაგ., იატაკის მოსაპირკეთებლად. აქატისაგან ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთებს (მაგიდა, ქანდაკება, სკამი, დანა-ჩანგლის ტარები). აქატით შემკულია თრიალეთში მიკვლეული ბრინჯაოს ხანის კულონი, ანტიკური ხანის არაერთი ნივთი. მცხეთის სამთავროში გვხვდება აქატის ბეჭდები, ინტალოები და სხვა. საქართველოში ცნობილი იყო აქატის საბადოები, საიდანაც ხდებოდა ამ მინერალის ამოღება და დამუშავება (ახალციხე, თეძამი, ზუბი, ოფიტარა და სხვა.).

ლიტ.: .ზუბხაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

აქიქი - იუველირი//ბრილიანჩიკი, რომლიც ჩვეულებრივ ოქრომჭედელს წარმოადგენდა, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობის განკარგულებით თბილისში ისინი ცალკე იქნენ გამოყოფილნი და ვიწრო სპეციალობის ხელოსნებად იქცნენ.

..

აღვირედი//რახტი - „ოქროთი დაფენილი და მორთული ლაგამი“ (ნ. ჩუბ.), „აღვირედი ოქროს და ილეკროს ლაგამი“ (საბა). იხმარებოდა საზეიმო ან სარიტუალო ცერემონიების შესრულებისას.

. .

აღვირი - შეკაზმული ცხოველების სამართავი მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ტყავის ფართო თასმებისაგან და პირუტყვს ჩამოეცმევა თავზე. ცხენის აღვირს აუცილებლად უკეთდება რკინის მრგვალი ლაგამი (იხ.), რომელიც რგოლებითაა დამაგრებული აღვირზე, ლაგამი ცხენს ამოედება ყბებში და მხედარი მისი მეშვეობით აძლევს მიმართულებას. აღვირს პრაქტიკული დანიშნულების გარდა სამშვენისის ფუნქციაც ჰქონდა დაკისრებული და მას არცთუ იშვიათად, სხვადასხვა სახეებით ამკობდნენ.

აღი (ხევს.) - ბრინჯაოს ყალიბი, რომლის მეშვეობით ჩამოისხმებოდა და ფორმაში მოექცეოდა სხვადასხვა საოქრომჭედლო ნახელავი. ზოგჯერ აღის მეშვეობით ორნამენტი მზადდებოდა ცივი კვერვის მეთოდითაც.

. .

აღკაზმულობა ცხენისა // საკმაზი // აკაზმულობა // დალახტული // საკმანძი (ქიზ.) // შეკაზმულობა (კახ.ფშ.)//(გურ.) //მართულობა (ხევს.) - „ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა“ (ვეფხ.ტ.)… ქართველთა ყოფაში ცხენი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. მეცხენეობა თითქმის ყველა კუთხეში იყო განვითარებული. ცხენის ჯოგი ჰყავდათ ქვემო და შიდა ქართლში, თრიალეთში, ჯავახეთში, გარე კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში (ვახუშტი). მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ცხენის აღკაზმულობა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მომენტი მხედრისა და ცხენის ურთიერთობაში, სრულყოფილად წარმოედგინათ. აკაზმულობის ყველა შემადგენელი ნაწილის ფუნქცია ისეა შემუშავებული, რომ ერთი ნაწილის არასწორმა გამოყენებამ ცხენისა და მხედრის შეუთავსებლობა არ გამოიწვიოს. ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხენის ზომები და ზურგის ფორმა. ცხენის აკაზმულობა შემდეგი ნაწილებისგან შედგება: უნაგირი, კეხი, უზანგები, აღვირი, საძუე, სამკერდე, თექალთო, საოფლე, გარსაკრავი ღვედები, ბარგის ამოსაკრავი თასმები, გვერდის საყბეურები, ფრთები, მოსართავები, ბალიშის მომჭერი, სამუცლე, სამუხლე, საბუზე, საყელო, ავშარა, მათრახი. კარგად აღკაზმული ცხენი, პრაქტიკული საჭიროების გარდა, მხედრის ავტორიტეტულობის მიმანიშნებელიც იყო.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში,
1973.
. .

აღლუზი (თბ.) - ხალასი, ბაჯაღლო ოქრო, ამაზე მაღალი სინჯის ოქრო აღარ არსებობს.

აყალო - 1. თიხის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც მუშავდება და მისგან შენდება კერამიკული ნაწარმი. საჭურჭლე ნედლ მასალას იმერეთში „მიწას“ უწოდებენ, დაზელილ მიწასაც „მიწა“ ჰქვია, თიხა კი ეწოდება მხოლოდ გამომწვარ ჭურჭელს-კერამიკას. ზედმეტად „ცხიმიანი“ და ზედმეტად „მჭლე“ მიწა ჭურჭლის დასამზადებლად არ ვარგა, ამიტომ ხელოვნურად ხდება ცხიმიანი მიწის „გამჭლევება“ და პირიქით. საუკეთესო საჭურჭლე მიწად საშუალო პლასტიკურობის მიწა ითვლება. ხარისხის მიხედვით არჩევენ დიდ, საშუალო და მცირე პლასტიკურობის მიწებს. აყალო იზილება როგორც ფეხით, ასევე მანქანითაც. ჭურჭლის დასამზადებლად იმერეთში ორშრიანი „აყალოსა“ და „თირის“ ნარევს იყენებენ.

0x01 graphic

აყალო „წებოიანი“, „ცხიმიანი“, „მსუქანი“, „კეჟური“, „ფიცხი“, „ძარღვიანი“ და ხელში კარგად დამყოლი მიწაა. წითელ-ჭრელი დაჰკრავს, დაზელის დროს კარგად იწელება. აყალო იმის გამო, რომ ნიადაგში ღრმად დევს და წებოვანია, ძნელად სათხრელი მიწაა. თხრის დაწყებამდე საჭიროა მიწის ზედაპირის გადაცლა 10-50 სმ-ის სიღრმეზე. მიწის ახალი საბადოს აღმოჩენას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ყოფილა შემთხვევა, როცა ხელოსანს ამ მიზნით რამდენიმე ორმოს მოთხრა დასჭირვებია.

2. ჭურის მიწა დასავლეთ საქართველოში, ჭურის დასაგოზ-დასაგლესი თიხა. აყალო სამგვარია; ყვითელი, მოწითალო და რუხი. ყველაზე ხარისხიანია ყვითელი აყალო, რომელიც სხვადასხვა ადგილებშია მისაკვლევი და საპოვნი. როცა ასეთ მიწას შეიგულებენ, მოთხრიან ბარ-თოხით, მიიტანენ სახლში და მცირედ დაალბობენ. შემდეგ დაყრიან ფიცრებზე (ბრტყელ ქვაზე, თუნუქზე) და დაზეპავენ კეტით, ისე რომ დაუმუშავებელი არც ერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს. დაზეპვისას მიწა უფრო და უფრო ყვითელ ფერს ღებულობს და მოქნილი ხდება. როცა ეს პროცესი დასრულდება, აყალოს ნაჭერ-ნაჭერ დაადებენ ბადიმებს და გლესენ კვეჟოს მეშვეობით იმ პროცესამდე, სანამ ჭურისთავზე ოვალური ფორმის სახურავი არ წარმოიქმნება. შემდეგ ზედ წყალს მოაშხეფებენ და ხელით გადაგლესენ, ისე რომ ღვინო ჭურში სრულიად ჰაერშეუვალი რჩება. ღია მარნებში აყალოს ყოველ წელს ცვლიან და ზედ აყრიან „ხვარხვალ“ მიწას ან ქვიშას, წყალი რომ კარგად გაატაროს და ამავე დროს, ჭურისთავი დაცული იყოს მზისა და სიცხის ზემოქმედებისაგან. ჭურის მოხდის დროს ჯერ მიწას მოაშორებენ, გადაცოცხავენ, შემდეგ ხის ბარით შემოუყვებიან, წრიულად შემოჭრიან, თუ დიდი ჭურია, აყალოს ორ ნაწილად გაჭრიან, გადაიღებენ და შემდეგ მოხდიან ბადიმებსაც.

0x01 graphic

..
. .

აყარი - მთიულურ სახლში, კერის ასწვრივ ჭერში დამაგრებული ხის კონსტრუქცია, რომელიც საკიდის მოვალეობას ასრულებს. ესაა დაახლოებით 4.5X1.5 მ ზომის ხისგან შეკრული ჩარჩო, რომელშიც ჩასმულია ხისავე ქიჭოები, ანუ კაპები, რომელზედაც საჭიროების დროს ჩამოიკიდება სველი ტანისამოსი ან გასახმობ-გასაშრობი სურსათ-სანოვაგე (შაშხი, ჩირი, და სხვა.). აყარის ძელებზე დადებული იყო სქელი ფიცრები, რომ ჭერი დაცული ყოფილიყო კერაში ავარდნილი ნაპერწკლებისგან.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩიქოვანი, მთიულური სახლის კერა, ძმ. №2, 1990.
. .

აშალი - აშლის დაშლა (ხევს.) თხელი სარიტუალო პურები, რომელსაც აცხობდნენ ხევსურეთში ბავშვის ავადმყოფობისაგან განკურნების მიზნით. ხევსურები ბავშვის ავადობას აბრალებდნენ სალოცავის დობილებს და მათ საამებლად კლავდნენ თიკანს და აცხობდნენ აშალს. აშალი არის ორმოცამდე თხელი პური, რომლებთაც საწინაოდ ყველიანი ან ხორციანი ქადა უძღვის. აშალს მიიტანდნენ ხატში, დასტურები ამ ძღვენს დააწყობდნენ ხის ტაბაკზე, გაიტანდნენ გარეთ და ხუცესი წარმოთქვამდა ბავშვთა განსაკურნებელ ლოცვას. ამასობაში ერთი დასტური ხმამაღლა დაიძახებს: „აშალი, აშალი“, რაზედაც ბავშვები ერთ ჯგუფად შეიკვროდნენ და დასტურისგან გადასროლილ პურებს იჭერდნენ.

ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.
. .

აშურა (აჭარ). - საგანგებოდ შემზადებული წვნიანი საჭმელი, რომელიც კეთდებოდა მთვარის ფაზის გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა შერეული მარცვლეულისაგან, სუპივითაა და შიგ ხურდა ფულსაც ყრიან. ხალხის რწმენით, ვისაც საჭმელში ეს ფული შეხვდება მას სიმდიდრე არ მოაკლდება.

ლიტ.: . ზოიძე, რელიგიური წეს-ჩვეულებები აჭარაში, საკანდიდატო დისერტაცია, 2005.
. .

აჩაჩა, აჩაჩი - აქ: სახვნელი იარაღი, მსუბუქ სახვნელთა შორის შედარებით რთული კონსტრუქციისა, ჩუთზე (იხ.) ცოტა მოზრდილი და მძიმე, რომელსაც ჩუთისგან გასხვავებით ჰქონდა საკვეთელიც. აჩაჩა გავრცელებული იყო ფშავსა და ქართლ-კახეთში. შედგებოდა: მხრის, ხელნის, ქუსლის, კბილას, ხმალას, სახნისისა და საკვეთლისაგან. აჩაჩის მასალად იყენებდნენ: თელას, იფანს, წიფელს, მუხას. აჩაჩა ძირითად სახვნელ იარაღს წარმოადგენდა ფშავში. აჩაჩის ეს სახეობა უმთავრესად გამოიყენებოდა თხელფენიან სახნავ ადგილებში და ასევე მთის ფერდობ ადგილებზე. ფშავური აჩაჩით ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება „ხელნაცვლობის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ამ გაერთიანებაში მონაწილეობდა ორი ოჯახი თითო უღელი ხარით. აჩაჩისათვის საჭირო რკინის ნაწილებიც თითო ნაჭერი შეჰქონდათ და ერთმანეთს დღეების თანაბარი რაოდენობით ეხმარებოდნენ. აჩაჩა ბარის მიწათმოქმედებაში მხოლოდ მეორე რიგის სამუშაოებისათვის (მიწის ხელმეორედ გადახვნა-აოშვა) გამოიყენებოდა. აქაც შრომითი გაერთიანება („ნაცვალგარდა“ - ქართლი, „ხელნაცვლობა“ - კახეთი) სანაცვლო ურთიერთდახმარებას წარმოადგენდა. თითო წევრი ამ პატარა გაერთიანებაში შედიოდა თითო ხარით და აჩაჩისათვის საჭირო თითო რკინის ნაწილით. აჩაჩის ტიპის სახვნელი იარაღი გავრცელებული იყო მთელ კავკასიაში. ტიპოლოგიურად იგი ენათესავება ძველი აღმოსავლეთისა (შუმერულ, ბაბილონურ, ასურულ) და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სახვნელებს.

ლიტ.: . ჩიტაია, თიანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოკლე ანგარიში, ენიმკის მოამბე, . XI, 1941.
. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
. .

აჩაჩა ფშაური - სახვნელი იარაღის ტიპი. გავრცელებულია ივრის, ფშავის, არაგვისა და თეთრი არაგვის ხეობებში. სახვნელი იარაღის ნაწილებია: მხარი, ერქვანი, ქუსლი, ხმალა, სახნისი, საკვეთელი. იგი სხვა სახვნელებთან შედარებით (კავი, ორხელა) მძიმე და დიდი ზომისაა. მასში ორი უღელი ხარი იყო შებმული.

ფშაური აჩაჩა მესხური არონას, ქსნური გუთნისა და რაჭული სახვნელის მსგავსად ფერდობის დასამუშავებლად გამოიყენება.

0x01 graphic

მისი „მხრის“ მეშვეობით ხდება ერქვანისა და ხმალას აწევ-დაწევა, რითაც ხდება ხვნის სიღრმის რეგულირება. ერქვანით, გუთნისდედა, კვალის მიმართულებასა და ხვნის სიღრმის რეგულირებას ახდენს. ერქვანზე დაკიდებული იყო ქარჩი და საფხეკი (გუთნის კბილის გასაწმენდად). ფშაური სახვნელი იხმარება მძიმე მიწების დასამუშავებლად. იგი ოთხმხრიან სახვნელთა ტიპს განეკუთვნება.

ფშაურ სახვნელში შებმული იყო ყევარი ხარი (ორი წყვილი). მუშაობის პრინციპი: სახვნელის მხარი ისე იყო მოხრილი, რომ დაბოლოება საძირის უღელზე ყოფილიყო მიბმული, ხოლო გახრილობის კუთხეში მოთავსებულ ნაჩვრეტზე გამობმული შოლტკავებით წინა ხარის უღელი უკავშირდებოდა სახვნელს.

ფშაურ სახვნელში დასტურდება ხარის შესაბმელი უღლების ზომების ურთიერთმიმართების დაცვა, რაც ფრთიან გუთანზე არის მიღებული. კერძოდ, საძირეში ხარს მეტი ძალა ადგება, ვიდრე სიმძიმის წევის ძალიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ წინა ხარს. ამის გამო საძირის უღელი გრძელი კეთდებოდა, წინა უღელი კი მოკლე. ეს დაშორება აიხსნება, ერთი მხრივ, იმით, რომ მეხრის მოძრაობა ხართან მუშაობის დროს ადვილდება, მეორე მხრივ, გრძელი უღლით სახვნელი მიწის ზედაპირიდან მოცურდება. გამწევი ძალისა და წევის ძალის ამგვარი განაწილება ხალხის დაკვირვების საფუძველზეა შემუშავებული, რომელიც სხვა ხალხთა სამეურნეო პრაქტიკაში არ დასტურდება.

ლიტ.: . ჩიტაია, თიანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოკლე ანგარიში. ენიმკის მოამბე, XI, 1941. . ჩიტაია, ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948, მიმომხილველი, I, 1949. . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
..

აცისკანა - პატარა მაშა, იარაღი კოსმეტიკური საქმიანობისათვის (იხ. ტანტრიაბეჩი).

აჭარპან - აფხაზური ჩასაბერი საკრავი, სალამურის ტიპისა. განეკუთვნება ერთღერიანი გასწვრივი ფლეიტის ტიპს. სახელწოდება მომდინარეობს იმ მცენარის სახელიდან, რისგანაც მზადდება - აჭარპანი (დიყი). ზოგჯერ მზადდება ანწლის, გოგრის ღეროს ან სხვა რბილგულიანი მცენარისაგან.

აჭარპანს ამზადებენ მწყემსები. აგვისტო-სექტემბერში მცენარის ღეროს ჭრიან. ამ დროს მოჭრილი მცენარე გამომშრალია და უკეთესად იჟღერებს. დამუშავება ხდება დანით. სახმო ნახვრეტებს შორის მან- ძილებს თითებით მონიშნავენ. ზემოდან აქვს სამი ნახვრეტი, ხოლო ქვემოთ ერთი. ამოაღრუებენ გახურებული შანთით და დადებენ გამოსაშრობად. დაკვრის წინ საკრავს ალბობენ: წყლის ჭავლს შეისრუტავენ და ცოტა ხანს ასე დააყოვნებენ.

შემსრულებლები არიან მწყემსები. ამ საკრავის ერთი საინტერესო თავისებურებაა ის, რომ დაკვრის დროს შემსრულებელი დაკვრას ხმასაც აყოლებს და მიიღება ორხმიანობა. აჭარპანზე უკრავდნენ დამხრ- ჩვალის ან კლდიდან გადაჩეხილის „სულის დაჭერის“ რიტუალის შესრულების დროს. მდინარის ნაპირზე მიმავალთაგან ერთი აჭარპანზე უკრავდა. ხალხის რწმენით, საკრავი გაჩუმდებოდა იქ, სადაც გვამი უნდა ყოფილიყო. ამგვარი წესი ცნობილია ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ხალხებში. ამ საკრავზე სრულდებოდა საცეკვაოებიც და სხვა ჰანგებიც. მაგრამ აჭარპანი მაინც მწყემსურ ყოფას უკავშირდება..

ლიტ.: И. Хашба, Абхазские народные музикальные инструменты, Сухуми, 1967.
. .

ახალუხი - მამაკაცისა და ქალის შიდა სამოსელი. მასალად გამოიყენებოდა ბამბის, აბრეშუმისა და შალის ქსოვილები (ყარამანდულა, სატინი, დიმიკიტონი, ქიშმირი, ხამი, ნაშური ე.წ. შავი ფართლეული და სხვ. ახალუხი ფორმით ჩოხისებურია, საყელო დამდგარი აქვს და გულდახურულია. აქვს სწორი სახელოები, გვერდებში შედგმული კალთებით. ჩოხაზე მოკლეა, გულისპირზე აქვს ჯიბე, ზოგჯერ დასარჩულებულია. სეზონის მიხედვით ბამბაფენილი და დალიანდაგებული.

0x01 graphic

XIX ს. II ნახევარსა და XX ს. დასაწყისში საქართველოში მასობრივად გავრცელდა სამი ფორმის ახალუხი: 1. ქართული, ანუ მოკლე ახალუხი, რომელსაც ჰქონდა ნაოჭი და ქართველ გლეხობაში იყო გავრცელებული. 2. ჩერქეზული, ანუ გრძელი და უნაოჭო, რომელსაც თავადები და წარჩინებულები იცვამდნენ. 3. ქალაქური, ანუ დოშლუღიანი, რომელის მომხმარებლები ქალაქის ვაჭარ-ხელოსნები და წვრილი მოხელეები იყვნენ.

ახალუხის უმოკლეს ვარიანტად უნდა ჩაითვალოს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტში - „ჩაქურა“ (იხ.) შესული წელამდე სიგრძის „ზუპუნა“.

0x01 graphic

ძველად მამაკაცის ჩასაცმელ საგარეო ფორმად, კავკასიაში, ჩოხა-ახალუხის ერთობა ითვლებოდა. წარჩინებულთა წრეში კი მათ ყოველდღიურად ხმარობდნენ.

თუ მამაკაცებში ახალუხს ჩოხის ქვეშ ატარებდნენ ქალები მას კაბის შიგნით იცვამდნენ.

ქსნის ერისთავის ანას მზითვის წიგნში (1692-1703 წწ.) ორი ახალუხია ნახსენები. ერთი დარაია ბაბთისა, მისის ოქროს ჯაჭვის თვლებით. ანუკა ბატონიშვილის მზითვის წიგნში (1712წ.) დასახელებულია ცხრა ახალუხი.

0x01 graphic

საქალო ახალუხების ორი ფორმა გვხვდება: ა) გრძელი და წინ ჩახსნილი; ბ) მოკლე და გულდახშული. გრძელი საქალო ახალუხი მამაკაცის ახალუხის მსგავსია: წელზე მომდგარი, კალთაგანიერი, მაღალი საყელოთი, წინ ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. სახელოები სწორი, ზოგჯერ ყოშით დაბოლოებული. მეორე ფორმის ახალუხი მოხევე ქალის კომპლექტშია დამოწმებული. ეს არის მოკლე, გულდახშული და უკან ზურგში შესაკვრელი - უსაყელო და გრძელი სახელოებით.

ამ ტიპის საბავშვო ახალუხებს ხევში „კონდოლები“ ერქვათ. ორივე ფორმის საქალო ახალუხები გაფორმების მხრივაც იქცევენ ყურადღებას. მთავარ საშუალებებად გამოყენებული იყო ბუზმენტი და ვერცხმკედით მოქსოვილი ყაითანი. ყაითნით ირთვებოდა ახალუხის ნაპირებთან ერთად ნაკერებიც. კალთებზე იცოდნენ აპლიკაციის წესით სხვადასხვა ცხოველის (ჯიხვი, ცხვარი, ირემი) გამოსახვა. ახალუხი ფართოდ გავრცელებული ტანსაცმლის ტიპია და იგი დიდი ხნის განმავლობაში როგორც კაცის, ასვე ქალის შეუცვლელ სამოსს წარმოადგენდა.

ლიტ.: . ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის მამაკაცის კოსტიუმი XIX -სა. სსმმ . XIX 1957.
. .

ახორი - იხ. ბოსელი

ახუმა - აფხაზური მუსიკალური საკრავი, რომელსაც 28 სიმი ჰქონია და წარმოადგენს შუაზე გატიხრულ ოთხკუთხა ჩარჩოს, რომლის სიმები აქეთ-იქით მოქლონებითაა დაჭერილი. შესაძლოა იგი მუხლებზე დადებული თითების ამორტყმით იკვრებოდა, ეთნოგრაფიულ ყოფაში არ დასტურდება.

. .

აჯაფსანდალი - მოხარშული საჭმელი, მზადდება კარტოფილის, პომიდვრისა და ბადრიჯნისაგან, შეაზავებენ ხახვით, ერბოთი და მწვანილეულობით.

ლიტ: . გრიშ. ქალაქური ლექსიკონი, 1997.

აჯილაკი (სამცხ.)//აჯლა (ჯავ.) - 1. საქორწილო მაღალი ტახტი, დამშვენებული ხალიჩებით. გამართული მესხურ-ჯავახური დარბაზის ერთ-ერთ კუთხეში. აჯილაკზე ჯდომისას ნეფეს ნათლია (მეჯვარე) ეჯდა გვერდით, დედოფალს - მდადე. მისი მოწყობის წესს ასრულებდნენ როგორც კათოლიკე და მართლმადიდებელი ქართველები, ისე ებრაელებიც. 2. დაბალი, ფიჩვამოკრული კედლის სკამი მესხეთში.

ლიტ.: . იველაშვილი, აჯილაკი სამცხე-ჯავახეთში, ძმ. 55, 1980.
. .

აჯილღა (ქვ. ქართლ.) - სახვნელი იარაღი, ჯილღის ტიპისა. შედგება: მხრის, კბილას, ხმალას, ფრთის, კვალის, მანჭის, სახნისისა და საკვეთლისაგან. აჯილღის სახნის საკვეთელი პატარა ზომისა იყო და მსუბუქი. მუშაობდა ერთი უღელი ხარით. იგი შექმნილი იყო სამი სხვადასხვა სახვნელის ზოგიერთი ელემენტის შერწყმით. კერძოდ, აჯილღაში მოცემულია დიდი გუთნისათვის დამახასიათებელი ფრთა, კვალის მანჭი, საკვეთელი და სახნისი, არონას დამახასიათებელი გრძელი მხარი და ჯილღასთვის დამახასიათებელი კონსტუქციული სიმსუბუქე, რის წყალობითაც აჯილღა გათავისუფლდა ჯილღისათვის დამახასიათებელი ფამფალაკის აუცილებლობისაგან. ალგეთის ხეობაში მის გამოყენებას ჩამოსახლებულ მთიულებს მიაწერენ, თითქოს მათ მთიულურ კავს ფრთა მიუმატეს და ჯილღისაგან განსხვავებით აჯილღა დაარქვეს.

ლიტ.: . ჩიტაია, ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულაღის რაიონში, სსმმ, . IV, 1928. .ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
. .

6

▲ზევით დაბრუნება


ბაბაგანი - დაბალზე გადახურული ნაგებობა იმერეთსა და გურიაში.

ბაბთი - სამზითვო ტანსაცმელზე ოქრომკედით ნაკერი მორთულობა.

ბაბილო - მაღლარი ვაზი, უმეტესად ხეზე გაშვებულ ვაზს ეწოდება, ზოგჯერ საგანგებოდ აგებულ ხეების კონსტრუქციაზეა ასული. ასეთს ხეივანსაც უწოდებენ.

ბაბუჯები (ახალც.) - ქოშისებრი ფეხსაცმლის ტიპი. ქალების სახლში სახმარი. საპირედ გამოყენებული იყო წითელი მეში, ნაწიბურებზე ორნამენტებად „ნახში“ (ჩუქურთმა) ჰქონდა გამოყვანილი. „ნახში“ ნიშნავს ფეხსაცმლის ფერადი ძაფებით შემკობას. ახალციხელი ხარაზები ბაბუჯებს საგანგებოდ პატარძლებისათვის ამზადებდნენ.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

ბაგა - 1. მოწნული ან ხისგან გაკეთებული, ღარივით ადგილი ბოსელში საქონლისთვის საკვების ჩასაყრელად. ბაგაზევეა გამობმული კანჯოები, რომლითაც საქონელი დაიბმება. 2. წისქვილის ქვის გარშემო ხის ან რკინის რკალი, რათა ფქვისას ფქვილი არ გაიფანტოს.

. .

ბადაგი - ყურძნის დადუღებული წვენი//ტკბილი. საბადაგედ იყენებენ შუა წურვისას წამოსულ მოსქო წვენს, რომელსაც მეტი სიტკბო აქვს, გაწურავენ საცერში და სპილენძის ქვაბით ნელ ცეცხლზე შემოდგამენ, თან ციცხვით გამუდმებით ურევენ, ნადუღარი წვენი თავზე მოიდებს ქაფს და ჭუჭყს, რასაც ქაფქირით მოხდიან. ზოგჯერ წვენს დუღილით განახევრებამდე მიიყვანენ და მერე გადმოიღებენ ცეცხლიდან. გაცივებულ ბადაგს სათანადო ჭურჭლებში ასხამენ და ინახავენ. მოიხმარენ სადღესასწაულოდ, სამკურნალოდ, სასტუმროდ.

. .

ბადახში - წითელი ფერის ძვირფასი ქვა, რომელსაც მოიპოვებდნენ ტაჯიკეთისა და ავღანეთის მომიჯნავე რეგიონში, პროვინციად ბადახშანის ტერიტორიაზე. ბადახშს საქართველოში ლალთან აიგივებდნენ. როგორც იშვიათი სილამაზის ქვა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქართულ საიუველირო ნაწარმში არცთუ იშვიათად გვხვდება ბადახშით შემკული ნივთები. ჩვენთან მეტწილად სპარსეთის გზით შემოდიოდა.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. ..

ბადე - 1. ზოგადი სახელი თოკისგან მოქსოვილი თევზისსაჭერი ხელსაწყოსი. საბას განმარტებით „ბადე არს თევზთა შესაპყრობელი: სათხეველი, ხულიხი, ღრიპონი, ჩიჩქინური, მასე, ზეღმა, ხელბადე“. ბადე ზოგი დასაგებია, ზოგი სასროლი. ბადე ჩვეულებისამებრ თვალედი (ცხრილისებრი) ქსოვილია, რომელიც მიღებულია ძაფის ჯვარედინად გადანასკვით თანაბარ მანძილზე, ხმარობენ თევზისა და ფრინველის დასაჭერად, გადასაღობად (მავთულის, თოკის ბადე და სხვ.), შირმად, თმის სამაგრად, სპორტში და სხვ. ბადური ქსოვა ერთ-ერთი უძველესია ქსოვის ტექნიკასა და კულტურის ისტორიაში. იგი ქვის ხანიდანაა ცნობილი. განათხარი მასალის მიხედვით საქართველოში თევზის საჭერი ბადეების გამოყენება ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი.

საქართველოში სათევზაო ბადეს უმთავრესად სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ.ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობის მიხედვით, ანტიკურ სამყაროში სათევზაო ბადის დასამზადებელ ერთ-ერთ საუკეთესო ნედლეულად კოლხური (ქსენოფონტეს სიტყვით, „წმინდა ფასიანური“) სელი იყო მიჩნეული. ამ უძველეს ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს ის, რომ დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი და სხვ.) ახლო წარსულამდე სათევზაო ბადეებს სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. სელთან ერთად ბადის დასამზადებლად საქართველოში ძველთაგანვე იყენებდნენ კანაფს, უფრო გვიან აბრეშუმსა და ბამბას, ბოლო ხანებში კი საყოველთაოდ გავრცელდა სინთეზური ბოჭკო.

ბადის საქსოვად ხმარობდნენ სხვადასხვა ზომის კოჭებს, ანუ ფირფიტებს და ხისა და ლითონის ჩხირებს, რომლებსაც ორკაპა და „ენიანი“ ბოლოები ჰქონდა. ბადის საქსოვი ჩხირი სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი - „მაქო“ (ზემო ქართლი), „ჩხაში“ (გურია, იმერეთი), „ფათქა“ (ქვემო იმერეთი) და სხვ. ბადეს ქსოვდნენ უმთავრესად მეთევზე-მებადურები (ზოგან ქალებიც ეხმარებოდნენ). მეთევზეობის ზოგიერთ რაიონში (განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე) მებადურის პროფესია მემკვიდრეობით გადადიოდა.

დანიშნულებისა და ფორმის მიხედვით, თევზსაჭერი ბადე სამი სახისაა: წყალგამწური (ტრალი, სასროლი, ფსკერული, ქისაბადე), გამხლართავი (ჩასადგმელი, მცურავი), თევზსაჭერი მახე (ჩასადგმელი, ვენტერი, ხოლიხი).

ხალხურ მეთევზეობაში სათევზაო მრავალ სახესხვაობათაგან ყველაზე გავრცელებულია სასროლი, ანუ სათხეველი, მოსასმელი ანუ გამოსასმელი, საჩხრეკავი, ანუ ხესკელი, ჩასაშვები, ანუ სახოპავი და სხვ. სასროლი ბადე კონუსისებრი მოყვანილობისაა და კიდეზე ტყვიები აქვს დაყოლებული წყალში ჩასაძირად. შუაში კი გრძელ თოკს უბამენ დასაჭერად. მოსასმელი ბადე სწორკუთხაა, გრძელი და განიერი, ერთ მხარეს ტყვიებს უბამენ, მეორე მხარეს კი ტივტივებს. მოსასმელ ბადეს წყლის ზედაპირზე სიგრძეზე შლიან და თევზს ბადის მოსმით იჭერენ. სახოპავი ბადე კვადრატულია, სარებზე ჭიმავენ და წყალში დგამენ. საჩხრეკავი ბადე მრგვალია, გიდელისებრი, ორკაპ ან მშვილდივით მოხრილ ჯოხზეა დამაგრებული. იყენებენ ქარაფოვან სანაპიროზე სათევზაოდ. ერთი და იმავე სახის ბადეები თავის მხრივ გაირჩევა ზომით და ზოგიერთი თავისებურებით.

სათევზაო ბადეს ყოფაში რიტუალური მიზნითაც იყენებდნენ. მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ. ზოგან მშობიარესა და ახალშობილს „ავი თვალისაგან“ „დაცვის მიზნით აფარებდნენ. ზემო იმერეთიდან ჩამოტანილი ერთ-ერთი ასეთი ბადე, „მშობიარე ქალის ბადე“, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. იგი სასროლ ბადეს ჰგავს, საგულდაგულოდ შემკულია ოქროსფერი ფირფიტებით და ტილოსაგან გამოჭრილი ვარსკვლავებისა და ყვავილების აპლიკაციებით. ასეთი ბადის წარმოშობა დაკავშირებულია თევზის კულტის გადმონაშთების ამსახველ ხალხურ რწმენა-წარმოდგენებთან. 2. მშობიარე ქალის ბადე დასავლეთ საქართველოში. გავრცელებული რწმენის თანახმად, მშობიარობის შემდეგ მელოგინე ქალსა და ახალშობილს ავი სულები ეტანებიან, რათა ზიანი მიაყენონ. ამიტომ ქალს ბალიშის ქვეშ ამოუდებდნენ ხანჯალს, ხოლო ზემოდან გადააფარებდნენ წითელ სათევზაო ბადეს, რომელიც ტყვიების სიმძიმით მჭიდროდ გადაეფინებოდა საწოლს, რათა სულებს ვერ შესძლებოდათ საბანში შეძრომა. ზოგჯერ ასეთი ბადე 40 დღის განმავლობაში ეფარა მელოგინეს. თუ შესაძლებელი იყო ბადე მზადდებოდა წითელი თოკისგან, რაც მის სარიტუალო მხარეს წამოწევს წინ. ბადე ამავე მიზნით შემკული იყო ფერადი აბრეშუმის ფოჩებითა და ოქროსფერი ფირფიტებით.

ლიტ.: . მირიანაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008. . ნებიერიძე, პედიატრიის ხალხური წესები საქართველოში, 2006.
. .

ბადია - დიდი ზომის, ხის, თიხის, ან სპილენძის საწვნე ჭურჭელი. აქვს ჯამის ფორმა. გამოკვერილია სპილენძის ერთი ან ორი ფირფიტისაგან (ზომაზეა დამოკიდებული). აქვს სხვადასხვა სიმაღლის ღრმა ქუსლი, ბადიის კედლები სწორია, პირისკენ ოდნავ გადაშლილი, პირმოხვეული ან შიპიანი. …ბადია ძირითადად უორნამენტო ჭურჭელია. მხოლოდ მკრთალად ამოღარული წრეხაზები შემოუყვება. გვხვდება ქართულ წარწერიანი. მაგ. „ქ. მერაბისა“. ბადია მზადდება თიხისგანაც. საინგილოში დადასტურებულია, ჯამის ფორმის, ვერცხლის, ღვინის სასმელი ბადიები, რომლებსაც მზითევშიც ატანდნენ, რაც ამ ჭურჭლის პრაქტიკულ საჭიროებაზე მიუთითებს.

. .

ბადიმი - ჭურის ხის სარქველი, პირსაფარი, რომელზედაც დაიგლისება დაზელილი აყალო (იხ.) და ზედ დაეყრება „ხვერეფი“ (წმინდა) მიწა. ბადიმისათვის საუკეთესო ხედ ითვლება ნაძვი და ცაცხვი, ასევე, წიფელა და თელა. ბადიმი სამნაირია: მთლიანი (შედარებით პატარა ჭურებისათვის), ორნაწილიანი და შედგენილი რამდენიმე ნაწილისაგან. ყველა ტიპის ბადიმს შუაში ნახვრეტი აქვს მაჭრის დუღილისას ჰაერის გამოსასვლელად. კარგი ხის ბადიმი რამდენიმე წელს გაძლებს. შემოდგომით ბადიმებს მოხდიან, დაფხეკენ, დარეცხავენ, ცეცხლის ალზე მორუჯავენ და სუფთა ნაჭრით გაასუფთავებენ. ბადიმის განსაკუთრებულ სისუფთავეს განაპირობებს ჭურში ღვინის მომატების საშიშროება, რომლის დროსაც ღვინო ბადიმს შესაძლოა მოადგეს და თუ იგი სათანადოდ არაა დამუშავებული ამ თვალსაზრისით, ღვინოს „ხელს“ მისცემსს და გააფუჭებს.

. .

ბავრუკი - მარილის მსგავსი თეთრი ფხვნილი, რომელსაც ოქრომჭედლები იყენებენ.

ლიტ.: ქელ. 2009.

ბაზაზი - ძირითადად ფართლეულით და საქსოვ-საკერავი ძაფებით მოვაჭრე.

ბაზაზხანა - ფართლეულობის სავაჭრო ფუნდუკი, ქარვასლა.

ბაზანა//ბარდანი (თბ.) - 1. შულოებად ამოხვეული აბრეშუმი, რომელიც 10-15 ფუთ აბრეშუმს შეიცავდა. 2. თხის ბეწვით ან მატყლის უხეში ძაფით ნაქსოვი დიდი ტომარა.

ლიტ.: ქელ. 2009.

ბაზარი - სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო სახლი//ქულბაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის სხვადასხვა სახის საქონლისა და სურსათ-სანოვაგის, გაცვლაგამოცვლისა და ყიდვა-გაყიდვის უმთავრეს ცენტრს. საქართველოს დაბა-ქალაქებში უძველესი დროიდან არსებობდა ბაზრებიდა შესაბამისად მათთანაა დაკავშირებული ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა. სტრაბონი იცნობს იბერიის ბაზრებს და ზოგადად მაღალი შეხედულებისაა მათზე.საქართველოს ქალაქების ცენტრალური ბაზრების გარდა, საეკლესიო დღეობებსა და დღესასწაულებზე, სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა ბაზრობები, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათის იყო.

0x01 graphic

. .

ბაზმა - ერთგვარი სარიტუალო ცეცხლი. ბატონებით დაავადებულ ბავშვს, როცა გადალოცვის დრო მოუვა, ხონჩაზე დადებენ ტკბილეულს, ფერად ნაჭრებს და მათთან ერთად თიხის ჯამზე ანთებულ ცეცხლს, რომელიც უკიდია ნიგვზის ლებნებს და იწვის ლიცლიცა სუსტი, მოცისფრო ალით. იმერეთში არსებობს წყნარი ამინდის გამომხატველი გამოთქმა: „ისეთი ამინდია, ბაზმა არ დაქვრებაო“. ეს ხაზს უსვამს ბაზმის ალის სინაზეს და ზოგადად კარგად შეესატყვისება „ბატონების“ ჭირვეულ ბუნებას.

. .

ბაზმაკი - ქრისტიანულ ეკლესიაში ყოველგვარი სანათის საერთო სახელწოდება, რომლის საწვავად ზეთი იხმარება. იგი მუდმივად ანთია ხატების წინ.

ბაზო - 1.საკარე ფიცრები. 2. ფერდობის დატერასება უკედლოდ.

ბაზუნა (თუშ.) - ხის პატარა ჭიქისებური ჭურჭელი, რომელშიც ერბო ან ერბო-კალტი თავსდებოდა, იგი ძირითადად მწყემსის ჭურჭელი იყო მომთაბარული ცხოვრებისთვის გამოსადეგი.

ბათმანი - საწყაო მასის ერთეული, რომელიც ირანიდანაა შემოსული საქართველოში. გამოიყენებოდა მარცვლეულის ასაწყველად. ირანული ბათმანი უდრიდა 3კგ, ხოლო ოსმალური 7,3 კგ. ეთნოგრაფიულ ყოფაში მარცვლეულის საწყაოდ ხმარობდნენ ხის ჭურჭლებს, რომლებშიც გარკვეული რაოდნეობის ბათმანი ჩაეტეოდა. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში თავად ჭურჭელმაც ბათმანის სახელწოდება მიიღო.

0x01 graphic

. .

ბათქაში - კირისა და სილის ნარევი, რომლითაც კედელს ლესავენ.

ბაირაღი - აქ: ეკლესიის წმიდა დროშა, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, განსაკუთრებით პატივდებული წმინდანთა გამოსახულებით. ჩვეულებრივ ინახება მარჯვენა და მარცხენა კლიროსების ახლოს, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოაქვთ. ბაირაღი სიმბოლურად მართლმადიდებლობის ამქვეყნად გამარჯვებას მოასწავებს. ასეთი დროშის მატარებელს ბაირახტარი ჰქვია.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2005. .2004;
მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, .2002.
. .

ბაკანი//პინა - ღრმა გობი ნაღების მოსაყენებლად, ხევსურეთში მას საზისცვრესაც უწოდებენ, რომელზედაც რძეს ასხამდნენ. ბაკანი პირგანიერი იყო და ერბოს ბურთულების ზედაპირზე დაგროვებას უწყობდა ხელს. ბაკანი და პინაკი სხვა დანიშნულების ჭურჭლებსაც ერქვა და მარცვლეულის საწყაოდ გამოიყენებოდა.

. .

ბაკი - საქონლის საზაფხულო სადგომი.

ბაკრუკი - საბას განმარტებით მარილს ჰგავს, ოქრომჭედლები ხმარობენ ოქროს დასადნობად, ელვარე წყალი არის, რომელიც ხაშურის მსგავსად გამოჰყრის. რკინა-მჭედლობაში მას თანუქარსაც უწოდებენ.

ბალავარი//ბალავერი//საძირკველი - ქვის საცხოვრებელი სახლის მიწაში ამოშენებული საფუძველი. ბალავარისათვის მიწაში გრუნტ ქანზე დასვლამდე ამოიჭრება 40 სმ-დან 1 მეტრამდე სიგანის თხრილი, რომელიც ამოივსება მასიური ქვებითა და კირის ან ცემენტის ხსნარით (ზოგიერთგან ვხვდებით მშრალი წყობის ბალავრებსაც), რომლებზედაც შემდეგ აიგება კედლები. ბალავარის სიმკვიდრეზეა დამოკიდებული აშენებული სახლის სიმტკიცე.

. .

ბალარჯი - ცომის საფუარი.

ბალდუმი (იმერ. ლეჩხ. გურ.) -კურტნის საძუე, ამაგრებს კურტანს, იგი ძუის ქვეშაა ამოდებული, აკეთებდნენ ტყავისაგან ან ქსოვილისაგან.

ბალთა - ტანსაცმლის (ჩვეულებრივ, სარტყელ-ქამრის), ცხენის აკაზმულობის (ავშარა, აღვირი და სხვ.) ლითონის საკვრელი, ფირფიტა, რომლის ზედაპირი თითქმის ყოველთვის შემკულია სხვადასხვა გამოსახულებით, გრეხილით, ფერადი თვლებით. უკანა მხარეს აქვს ქსოვილზე ან ტყავზე დასამაგრებელი ყუნწი. ამავე მიზნით, ბალთას ზოგჯერ უკეთდებოდა ნახვრეტები. საქართველოში ბალთა გვხვდება ბრინჯაოს ხანიდან. ცნობილია არმაზისხევში აღმოჩენილი ოქროს თვალედი (ბადისებრი) ბალთები. ზოგჯერ უენო აბზინდსაც ბალთას უწოდებენ.

0x01 graphic

ლიტ.: . გაგოშიძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

ბალიში - 1. თავის დასადები, მოქნილი ტყავის ან ნაჭრებით შეკერილი. მატყლით, ბამბით, თივით გატენილი, ოთხკუთხი ფორმის. იცოდნენ ტყავის ყურ-ბალიშიც. ქართულ არისტოკრატიულ ოჯახებში გამოიყენებდნენ აბრეშუმისა და ხავერდას მოქარგულ ბალიშებს. ბალიშ-მუთაქებს პრაქტიკული დანიშნულების გარდა სამშვენისის დანიშნულებაც ჰქონდა. 2. ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ბალიში კეხზე მაგრდებოდა ერთი თასმით. ამზადებდნენ თხის ან ხბოს ტყავისას. ხევში მას ჯერ სილაგში ამუშავებდნენ, შემდეგ ძროხის გამდნარ ქონში ამოავლებდნენ და ყუთუღში მოქნიდნენ. სვანეთში ორი, ხოლო ხევსა და კახეთში 6 ნაჭრისაგან კერავდნენ. საბალიშე ტყავს ჭრიდნენ „ანდაზით“ (თარგი), რაც ორი სახისა იხმარებოდა: სარტყლისა და საპირის. სარტყელი//ყუები ეწოდებოდა ბალიშის ოთხ კუთხეს, საპირე კი ბალიშის ზედა და ქვედა ნაწილი იყო (ქიზ.). სჭრიდნენ სპეციალური დანის - „შუფრის“ საშუალებით. შემდეგ საპირე-სარტყელი ხვიანდაგით გადაიბმებოდა ერთმანეთთან, მოკერება „ჯალდას“ საშუალებით ხდებოდა, რასაც ახლდა ხის სამკუთხა პატარა ზომის „ხაფსვალი“. ბალიშის ორივე ნაწიბურს ჯალდაში ჩადებდნენ, ერთმანეთთან მიახლოებით ადგილას შუაში ჩაატანდნენ დაკეცილ მეშს (ქობა), ხაფსვალით დაამაგრებდნენ და შეკერავდნენ. შიგთავსად სხვადასხვა მასალას იყენებდნენ. სვანეთში- თხის, ჯიხვის ბეწვს, ან ქათმის ბუმბულს, ქიზიყში - აქლემის ბეწვს, მოხევეები - ზღვის სპეციალურ ბალახსაც. ბალიშს გარშემო ამოკერვის დროს, გარკვეულ ნაწილს ამოუკერავს უტოვებდნენ, რომ ჰაერს თავისუფლად ემოძრავა და ხმარებაში არ გამსკდარიყო.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

ბალულა (მესხ.) - ბავშვის საწოლი, ჰამაკივით მოქსოვილი. ბალულა ხეებს შორის იყო ჩამობმული ორკეცი თოკით. ხმარობდნენ აკვნის ნაცვლად. სახლიდან მოშორებულ სახელდახელო თუ სასწრაფო სამუშაოს შესრულებისას.

. .

ბანდარი - საქალო და სამამაკაცო გრძელი სკამი სვანეთში. საქალო ბანდარი უმთავრესად მთლიან ხეში გამოთლილი მარტივი კონსტრუქციის - ნავისებური მოყვანილობის სკამია. სკამის წაწვეტილ თავთან მრგვალად ამოკვეთილია ფილის ჩასადგმელი. ოჯახის უფროსი ბანდარის ფილის ჩასადგმელთან იჯდა. აქვე თავსდებოდა ბედნიერ დღეს ლემზირების და სხვათა საზელი ვარცლი („ჯარ“). ბანდარი სტუმარ ქალთა საპატიო სასხდომიც იყო. იგი ერთგვარ მსგავსებას ამჟღავნებს თუშურ სადიაცო მერხთან, რომელზედაც ამოკვეთილი - „ამობანკული“ იყო კროჭი (მცირე ყუთი) ან რაიმე ჭურჭლის ჩასადგმელი. ხალხის რწმენით, „ლამარია ლიფანესათვის“ (24 დეკემბერი) განკუთვნილი ტაბაგი და ფიჩქი, რომელზედაც ლემზირებს და ლობიან პურებს აწყობდნენ, მრგვალი უნდა ყოფილიყო. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთი ფიჩქი იყო და მიცვალებულთა სულებისათვის იყენებდნენ, მაშინ ლამარია ლიფანესათვის განკუთვნილ სუფრას ქალების „ბანდარის“ მომრგვალებულ ნაწილზე შლიდნენ. სუფრასთან დიასახლისი ლოცულობდა და ლამარიას ოჯახის კეთილდღეობას ევედრებოდა. ლოცვის შემდეგ ლამარიასათვის განკუთვნილ სანოვაგეს ქალები შეექცეოდნენ.

0x01 graphic

ლიტ.: . ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, ახალი წლის ციკლი, 1939. . ბედუკიძე, სვანური ავეჯი, სსმმ. . XXXVI-B, 1982.
. .

ბანდი - წვრილი თოკი ან თასმა, რომელიც სახლართად და გამოსაკრავად იყო განკუთვნილი

ბანდული//ხუნჩა - მთაში სასიარულო ქალამანი, რომელსაც ძირი თასმებით აქვს გამოწნული- გამობანდული, რათა ადამიანმა ფეხი მყარად მოიკიდოს თოვლზე.

ბანდული//ჯღანფეხი (ხევი) - ძირგამოწნული ქალამანი. ბანდული ძროხის ან ხარის ტყავისაგან მზადდებოდა. ახლად გატყავებულ საქონლის ტყავს გაასუფთავებდნენ, გააშრობდნენ, შოლტებად დაჭრიდნენ, დააყრიდნენ ნაცარს, შეახვევდნენ 2-3 დღით, გამშრალს მიწაზე დაფენდნენ და წვერწამახვილებული ხისკეტით ბეწვს გააცლიდნენ, შემდეგ გაწელავდნენ, გამოჭრიდნენ თარგზე,ხანჯლის წვერით ან სახვრეტათი თვლებს გაუკეთებდნენ და გაბანდვას იწყებდნენ ცხვირიდან. გაბანდვა მდგომარეობდა იმაში, რომ თვლებს თასმებით აბამდნენ - თითო-თითოს, ორ-ორს ან სამ-სამს ერთად. ამის მიხედვით ბანდული იყო ერთთვლიანი, ორთვლიანი, სამთვლიანი.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
..

ბარა ქურისა - თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურის კარები, საიდანაც ხდება ქურაში გამოსაწვავად გამზადებული ჭურჭლის შეწყობა. ქურის ბარადან ჭურჭლის შეწყობის დროს ახდილია ქურის „ცა“, ანუ ქურის ბანი - სინათლისთვის, რათა მეჭურჭლე კარგად ხედავდეს როგორ გადაანაწილოს ჭურჭელი ქურაში. ჭურჭლის შეწყობის დამთავრებისთანავე ქურის ცა გადაიხურება კრამიტის ნატეხებით და გადაილესება თიხა-ტალახით. ქურის ბარა კი ამოშენდება გამშრალი აგურითა და გაილესება ლამი მიწით. ბარაზე დარჩე ბა სამი „სათვალე“ ანუ სათვალთვალლო - ერთი ბარას თავში და ორი ბარას ძირში. სათვალის დანიშნულებაა, მეჭურჭლემ გამუდმებით ადევნოს თვალყური ქურაში ცეცხლის მოძრაობას და მის მოქმედებას ჭურჭელზე.

ლიტ.: . ბედუკაძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში. 1953.
. .

ბარამბა - 1. ორკაპა ხის ჯოხი, რომელიც იხმარება თევზაობისას სასროლი ბადის ჩაშლილი თვლების გასასწორებლად. 2. კარის საკეტი, სარაზავი (ლეჩხ). 3. ორკაპა ხის ჯოხი, ლობიოს ამოსაზელად.

ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974.

ბარბითი - სიმებიანი საკრავი. აქვს ყელი და ფართო მუცელი, გამოსცემს დაბალ ხმას. სავარაუდოდ უნდა მომდინარეობდეს ამავე ტიპის ბერძნული საკრავ - „ბარბიტონ“-იდან.

ბარდანი//ბარდანა - დიდი ტომარა სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტების (მატყლი, ბამბა, ბზე, ნალობიერი) გადასატანად.

ბართოხა - ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო იარაღი, აღნაგობითა და მუშაობის პრინციპით აერთიანებს წერაქვის, თოხისა და ბარის მუშაობის ელემენტებს (დარტყმა, გამოწევა, ღრმა ბელტის მოჭრა და გადმოგდება). იგი მარტივი სახვნელის წინასახედ ითვლება, რომელიც სამუშაო ტარის დაგრძელებისა და ბარის დასაგებ მუხლთან კუთხის შემცირების შედეგად, ხელით სამუშაო იარაღიდან სახვნელისაკენ გარდამავალი ტიპის იარაღს წარმოადგენს. ბართოხა მოყვანილობით რკინის ბარს წააგავს, მაგრამ მოხრილი ტარი აქვს. ბართოხას გავრცელების არეალი მთის ზოლის ის ნაწილია, სადაც მაგარი სტრუქტურის ნიადაგები იყო.

. .

ბარი - 1. საქონლის გამხმარი შიგნეული. ძროხის, ცხვრის, თხის ან ნადირის ფაშვსა და ფილტვს გარეცხილ-გასუფთავებულს 2-3 დღით დაამარილებდნენ, ნაწლავს შემოახვევდნენ და გასაშრობად კერის თავზე, მზეზე ან ჩრდილში სანიაოზე დაჰკიდებდნენ. ხმარობდნენ ხინკლის გულად.

2. ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო იარაღი. შედგება რკინის ნაწილის, ანუ ბარის, ტარისა და სატერფულისაგან. ზოგჯერ უამისოდაც აქვს სამკუთხა სამუშაო პირი და ვერტიკალურ (შვეულად) მიმართული ტარსაგები.

ბარი გამოიყენებოდა ძირითადად ვაკე ადგილების დასამუშავებლად. უმთავრესად მებაღეობა-მევენახეობაში, აგრეთვე სხვა სამუშაოებზე (მშენებლობა, არხების გაყვანა და სხვ.). ტერმინი „ბარი“, მკვლევართა აზრით, მომდინარეობს შუმერული სიტყვათაგან mar // maru (ბარი და თოხი), აქადურთან marru. აღნიშნული ტერმინები შეესატყვისება ქართველური ენების ბარი//ბარგი//ბერგი სახელებს. ვარაუდობენ, რომ „ბარი“-ს პარალელური ტერმინია „სათხარი“ (შდრ. სულხან-საბა ორბელიანის განმარტება: ბარი-სათხრელი იარაღი).

ბარის ტიპის იარაღები საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მომდინარეობს. რკინის ბარებს წინ უსწრებდა ხისა და რქის ბარები (და თოხები). ეს უკანასკნელი დასტურდება ნეოლითის ხანიდან, რასაც არქეოლოგები უკავშირებენ ფეტვის კულტურის გაჩენასა და დამუშავებას.

ლიტ.: . ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
..
.

ბარი-ხისა//ძელბარი(ძვ.)//ბარჯუკი (რაჭა)//ბარულა (ძვ. იმერ.) - ძირითადად გამოიყენებოდა თიხით დაგლესილი ჭურების მოსახდელად. ერთ ხეში გამოთლილი სწორპირიანი ეს იარაღი გამოიყენება ასევე გაყინული მიწის საბარავადაც. დაგლესილ ჭურს, მოხდის წინ, გადაწმენდენ თოხით და გამოაჩენენ თიხას, რომელიც წინასწარ კარგადაა დაზელილი და დაგლესილი ჭურის ბადიმებზე. ხის ბარს ჩაასველებენ სუფთა წყალში და ჭურის თავის გარშემო შემოჭრიან თიხას. შემდეგ გადადებენ გვერდზე და მოხდიან ჭურს. ლითონის ბარის ხის ბარით შეცვლას ის გამართლება აქვს, რომ მოხდის დროს არასწორად წასულ რკინას შეუძლია დააზიანოს ჭურის ფარფლი (თავი), რაც გამორიცხულია ხის ბარით ჭურის მოხდის შემთხვევაში.

. .

ბარტყულა - კუნკულა, ბერ-მონაზონთა თავსაბურავი, რომელსაც ატარებდნენ დიდი სქემის შემოსვის შემდეგ.

ლიტ.: სმეელ, 2007.

ბარქაში - 1. ღრმა თეფში, დიალექტიკურ მასალებში განმარტებულია როგორც პატარა გობი, ხონი, თაბახი, დიდი თიხის ჯამი, იმერეთის ზოგ რეგიონში საცეხველის სინონიმადაცაა გამოყენებული. ზოგადად ბარქაში წარმოადგენს მრგვალ ან ოდნავ ოვალური ფორმის ხისა და კერამიკის საოჯახო ჭურჭელს, თეფშზე დიდსა და გობზე პატარას. ხმარობენ სუფრაზე მშრალი საჭმლის ან ხილის მისატანად. მას ძველად საეკლესიო დანიშნულებაც ჰქონია. მეფეთა და დიდებულთა სუფრაზე მისატანი ბარქაშები ძვირფასი ლითონებისგანაც იყო დამზადებული. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ბარქაში XVI ს. დასტურდება. 2. პატარა ხის გობი.

0x01 graphic

ლიტ.: . ჭუმბურიძე, ბარქაში, კრებულში ოჩხარი, 2002.

ბარძიმი - მაღალფეხიანი სასმისი, ქრისტიანული ეკლესიის „სიწმიდის ჭურჭელთაგანი“, იხმარება ზიარების რიტუალის შესრულებისას.

0x01 graphic

ბარჯგი//ბოძკინტი - აქ: რაიმეს შესაყუდებელი კაპებიანი ხე. მაგ., ხილით დამძიმებული ტოტებისთვის.

ბარჯუკი (რაჭ.) - ქვევრის მოსახდელი ხის ბარი, იგივე ძელბარი.

ლიტ.: ალ. ღლონტი. ქკთსკ, 1974.

ბასილა - საახალწლო რიტუალური პური. აცხობდნენ ახალი წლის წინა ღამეს, წარმოადგენდა ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც ნაყოფიერების მინიჭების მიზნით ფალოსის ნიშანი ჰქონდა გაკეთებული. ბასილას კვერსინახავდნენ წყალკურთხევამდე. ამ დღესასწაულზე ბასილას აიღებდნენ, თოხის ტარზე გადაატარებდნენ და სხვას გაუნაწილებდნენ სიტყვებით - „უხვი მოსავალი მოგვცესო“. მეცნიერებაში გამოთქმული აზრით, ბასილა, ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი სარიტუალო პურია, იგი საახალწლო ხონჩის// აბრამიანის (იხ.) განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა.

0x01 graphic

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
..

ბასმა - 1. თმის საღებავი შავი ფერისა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოდიოდა. 2. დაჩითვა, შეღებვის წესი, როცა ქალის ლეჩაქზე ბასმით გამოჰყავდათ ყვავილისა და ორნამენტის სახეები. ბასტურმა - ჭურჭელში ჩადებული სამწვადე ხორცი, რომელსაც მოყრილი აქვს შავი პილპილი, მარილი, ხახვი და ძმარი. შემწვარი ბასტურმის მწვადი არის რბილი და სურნელოვანი. ბატიბუტი - ერთგვარი სიმინდის ჯიშია. ტაფაზე მოხალავენ. გაცხელებისთანავე სკდება და თეთრად იპენტება. საჭმელია გასართობად.

ბაქანი - აქ: მესხეთის ტერიტორიაზე ტერასული ნაკვეთების აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება.

ბაქმაზი - დადუღებული და შესქელებული ღვინო, რომელსაც წამლად ხმარობენ.

ბაღი (სვ.) - ბეღლის ფუნქციის მქონე ნაგებობა, რომელსაც უსახელურო კიბე ჰქონდა მიდგმული. იხმარებოდა ხორბლის, ქერისა და ფქვილის შესანახად. დაახლოებით ეტეოდა 100-120 კვიდოლი მარცვალი. (კვიდოლი - 3 ფუთი). „ბაღში“ ჭირნახულს ყრიდნენ - „ლაშდარიდან“ - საგანგებო სარკმლიდან, ზოგიერთ თემში „ბაღ გუიზის//ტაბლაშ“ (ბ.ქვ.სვ.) წმინდა პურის მარცვლის ან ფქვილის შესანახს ეწოდებოდა, რომელიც საკულტო დანიშნულების კვერებისთვის იყო გამიზნული. მისგან გამომცხვარი ლემზირების დანახვა, სუფრაზე მიტანამდე, უფროსი ქალის გარდა ყველას ეკრძალებოდა. კიდობანს უწმინდური ქალი ახლოს ვერ გაუვლიდა. ტაბლაშის ფქვილისგანდ სადღესასწაულო ლემზირებს აცხობდნენ. ლოცვაც კიდობანთან სრულდებოდა.

ლიტ.: . ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1930.
. .

ბაღდადი - 1. ოთხკუთხა აბრეშუმის ქსოვილის ნაჭერი, რომელიც სტიქაროსანს უჭირავს მაზიარებლის ნიკაპთან, რათა ქრისტეს წმიდა სისხლი და წმიდა ხორცი შემთხვევით ძირს არ დავარდეს, ხოლო ზიარების შემდეგ მაზიარებელს ბაგეს მოსწმენდს.

2. ქალის საგარეო თავსაბურავი. მასალად გამოიყენებოდა ღია ფერის საუკეთესო ხარისხის აბრეშუმის როგორც სადა, ისე ყვავილებით მოჩითული ქსოვილებიც. ბაღდადის ძირითადი ფორმა ოთხკუთხედი იყო, თუმცა „ცალფა“ სამკუთხა ფორმის ბაღდადებიც ყოფილა ხმარებაში. ბაღდადი თავზე ისე უნდა დაეფინათ, რომ ჩიხტაზე დამაგრებული თავსაკრავი არ დაფარულიყო, მერე ყურებით ნიკაპქვეშ გაინასკვავდნენ და ჩიხტაში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით დაამაგრებდნენ. მოხუცი და ქვრივი ქალები შავი და სადა ფერის ბაღდადებს ხმარობდნენ, ახალგაზრდა და შუახნის ქალები კი ჭრელსა და ღია ფერისას, რომლებიც ლეჩაქს ზემოდან ებურათ. 3. მამაკაცის აბრეშუმის დიდი ხელსახოცი. 4. თხლად შეფიცრული კედელი, რომელიც გაჯით ილესება. 5.საუკეთესოდ გათლილი ქვა.

0x01 graphic

ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი. . ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, .
I, 1947.
. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIX. და XX. 1967.
. .
. .

ბაყალი - ხილითა და მწვანილეულობით მოვაჭრე.

ბაშლუღი -(იხ. ყაბალახი).

ბაშტე (თუშ.) - საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სადაც საქონლის გომური იყო გამართული.

ბაჩაჩა(იმერ.)//ბოკონი//კვენტ(რაჭ)//კველა(სამეგრ.)//ჰასკამი//სასკამი (სვ.)// კერის სკამი (აღმ. საქ. მთ.) - ტრაპეზის დროს ხის სუფრასთან დასაჯდომი პატარა სკამი. იყო როგორც უზურგო, ისე სწორზურგა, რკალური მოყვანილობის ზურგსაბჯენით. ემყარებოდა სამ ან ოთხ დაბალ ფეხს. ყველანაირი ტიპის საცხოვრებელი სახლის საჯდომი სკამი.

. .

ბაჩაყურაი - მიცვალებულისადმი მიძღვნილი მრავალტოტა, უგულო ნამცხვარი თუშეთში.

ბაცანკალი// სასთუმალი//სართუმალი// ლათხურმა(სვ.)//ორთუმელი (სამეგრ.) - თავსადები ფიცარი, საწოლად განკუთვნილი სკამ-ლოგინების, ლოგინებისა თუ ტახტის აუცილებელი ატრიბუტი. თავსადები ფიცარი ორ სადგარზე დახრილად მიმაგრებულ დირეებში იყო ჩასმული, რომ თავსადებად მოსახერხებელი ყოფილიყო. ეთნოგრაფიული მასალა ბაცანკალს მხოლოდ შიშველ თავსადებად კი არ წარმოაჩენს, არამედ ცხადყოფს, რომ მასზე იდებოდა სასთუმლად გადახვეული ფარდაგი, ნაბადი, ბალიში. ბაცანკალად იგი ამ შემადგენელ ნაწილებთან ერთად აღიქმებოდა. ამის საუკეთესო მაგალითს დღეს სვანური „ლათხურმაშ“-ი წარმოადგენს. ამ ტერმინით დღესაც ფიცრის თავსადებთან ერთად მასზე დადებული ნაბადი,ფარდაგი და სხვა იხსენიება.

0x01 graphic

. .

ბაცუკაი - ხატობა-წლისთავისათვის ნაფუარი ერთგვარი პური. აცხობენ სულთკრეფას, ყველიერის ბოლო კვირას სულებთან დაკავშირებულ დღეობაზე, ბაცუკაის აცხობენ ადამიანის მსგავსად. მხარზე გადაკიდებული აქვს ძაფზე ასხმული ბატიბუტი. თავზე ჩარჭობილი აქვს ჯოხი, რომელზეც ჩამოცმულია კვერცხი ან ვაშლი. წელსა და მკერდზე კიდია კამფეტები ან სხვა რაიმე ხილი. თვალების ადგილას სიმინდის მარცვლები აქვს ჩასმული. სულთკრეფის დამთავრებისას ყველა ოჯახიდან მოაგროვებენ „ბაცუკადებს“, ჩააყენებენ სანიშნედ ერთმანეთის გვერდით და პატარა ბიჭები მშვილდ-ისარს ესროდნენ, ვინ რომელსაც მოარტყამს - მისი იქნება.

..

ბაწარი - 1. მატყლისაგან ან ბამბისაგან დამზადებული საქსოვი ძაფი. ბაწრის სისქეს ხელოსანი განსაზღვრავდა. სქელ ბაწარს რამოდენიმე წვერი ნართისაგან ართავდნენ საძახ ტარზე. წვრილ თოკსაც ბაწარს ეძახდნენ. 2. შინ დართული მატყლის ძაფი, მკედი (და არა თოკი), ძაფი საწინდედ (ფშ.). 3.თასმა ჯღანისა (ხევს.).

ლიტ.: . ღლონტი, ქკთსკ. 1974.
. .

ბაჭაჭყი - ტყავის დასამუშავებელი სპეციალური ხელსაწყო. მეუნაგირეები იყენებდნენ ტყავის დასაჭიმად და გასასწორებლად.

ბაჭკო (ფშ. ხევს.) - საწვიმარ-მოსასხამი. თხის ბალნისაგან მოქსოვილი ტომარა, რომელსაც მწყემსები კაპიუშონის მსგავსად წამოიხურავდნენ თავზე.

ბაჭული - ხაჭოიანი პური რაჭაში. ასეთ პურს შერთულსაც უწოდებენ და ლობიოსაგანაც ამზადებდნენ.

ბახრიპეწი (ხევს.) - რქის ხელსაწყო, ცხენის აღკაზმულობის თასმების გამოსაკვანძი.

ბებუთი - ირიბი დანა, ორპირად ლესული. მზადდებოდა გაშუალებითი დაფოლაფების წესით, რაც გულისხმობს რკინის ორ ნაჭერს შუა ფოლადის დაყოლებას, დატენვას. ბებუთი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიყენებოდა. ქართული ბებუთი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს აღმოსავლურ ყამასთან.

0x01 graphic

ლიტ.: . რეხვიაშვილი, ქართ. ხალხ. მეტალურგია, 1964.
. .

ბეგთარი - „მორკინული საცმელია, საომარი“(საბა). ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დამოწმებული ბეგთარი შედგება ოთხი ფოლადის ნაჭრისაგან-საგულე(წაგრძელებული მართკუთხა ფორმის), რომელსაც მარჯვნივ და მარცხნივ აქვს საფერდეები და საზურგე. ფოლადის ფირფიტები ერთმანეთთან დამაგრებულია წყვილ-წყვილი ტყავის თასმებით, საგულეზე ოთხივე კუთხეში ჩამაგრებულია თასმები, რომელნიც საფერდეებზე იკვრება ენიანი ბალთების საშუალებით, ხოლო საფერდეზე დამაგრებული თასმები საზურგეზე იკვრება ასევე ენიანი ბალთებით. ბეგთარის ჩაცმისას ტყავის ღვედებს (ქაფი) ბეჭებზეც გადაიკრავდნენ საგულედან საზურგეზე. ჩვენს დრომდე მოღწეული ასეთი ბეგთარები ძირითადად აღმოსავლური წარმომავლობისაა, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა ქართველ წარჩინებულთა საომარ აღკაზმულობაში. ბეგთარი ხშირად ჯაჭვის პერანგების (იხ.) ზემოდან კეთდებოდა, რაც პოეზიაშიც დასტურდება - „ჯაჭვი-ბეგთარი დევ-ქაჯთა მას დღესა დაიხევისა“ (შაჰნ. I.1513-3). ქართული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ბექთარი ლითონის პატარა ფირფიტებით დაფარული, მორკინული, ტყავის ან მჭიდრო ქსოვილის ჯავშანია, ასეთი ტიპის ბეგთარი აქტიურად გამოიყენებოდა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ქართულ შეიარაღებაშიც, ეთნოგრაფიულ ყოფაში აღარ გვხვდება.

. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი - ჯაჭვი, სსმმ. .XIXВ.
. .

ბედისკვერი - მომცრო კვერი, რომელსაც ახალ წელს აცხობდნენ იმდენს, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. კაცებს დაუკრავდნენ შოთებს, დედაკაცებს მრგვალ პურებს, ბავშვებს კი - კვერებს. პურში გარედან ჩაარჭობდნენ ერთ კვნიტ შაქარს, ჩამიჩსა და ნიგვზის კბილს. ბედისკვერი ახალი წლის დღეს, ბედისკვერობა დღეს ცხვებოდა. ერთ მოზელაზე გამოაცხობდნენ, ოჯახის წევრებისა და საქონლის სახელზე და თითოეულს ჯოხით დანიშნავდნენ. ვისი ბედისკვერიც ცხობის დროს „გასუქდებოდა“, „სამზეოში“ კარგად იქნებოდა, ვისიც „გახმებოდა“, ავადმყოფობას ნიშნავდა. ბედისკვერები თანასწორი სიდიდისა იყო, გარდა ერთისა, როემლსაც „ხარის გოგას“ უწოდებენ. იგი 5-ჯერ დიდია დანარჩენებზე და მასზე გუთნის ნიშანია გამოყვანილი. „ხარის კვერა“ დიდი იმიტომ იყო, რომ „წინათ ბედ-იღბალი ხარებზე იყო დამოკიდებული“. ახალ წელს, დილას დიასახლისი მთელ ხიზანს ჩამოურიგებდა თავთავის ბედისკვერს. საახალწლო რიტუალის ჩატარების შემდეგ შეეძლოთ ბედისკვერის გატეხა და ლხინის დაწყება. ძროხების კვერს გომურში გაიტანდნენ, ხორბალს გადააყრიდნენ მუჭით და პატარ-პატარა ნატეხებს შეაჭმევდნენ. ცხვრისას თვითონ შეჭამდნენ და დაილოცებოდნენ.

ლიტ.: ალ. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, 1960, . მაკალათია, ფშავი, 1934.
..

ბეკეში - ჯუბის მსგავსი თბილი ტანსაცმელი.

ბელ-ბაღი (ჯავახ.) - ქალის წელსახვევი. მასალად იყენებდნენ 3 სმ სიგანისა და 12 მ სიგრძის ჭრელ შალს. ძირითადად ხმარობდნენ ხანშიშესული ქალები და დედაბრები. ბელ-ბაღი მესხური ჩასაცმელის ძველი ელემენტია.

ლიტ.: . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური
ტანსაცმლის
ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან, მსმკი, 1966.
.

ბელეში - საყავრე ხის ნაჭერი. შერჩეულ საყავრე მორს შუაზე გააპობდნენ, შემდეგ დაანაოთხლებდნენ, ნაოთხალს კიდევ ოთხად დაჭრიან და ბელეშს მიიღებენ. ბელეშის სიგრძე 1,5 არშინი იყო, მისგან ყავარს ხდიდნენ, ფურცლავდნენ.

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
. .

ბელი - აქ: ყავრის სახდელი იარაღი აჭარაში.

ბერა (ფშ.) - 1. მოზღუდულში დატოვებული ვიწრო გასავალი ცხვრის დასათვლელად და მოსაწველად. 2. მრავალთაგან ზეამართული და გადაჯვარედინებული იარაღი (ხმალი, შუბი), რომლის ქვეშაც გაატარებდნენ ხოლმე დამარცხებულ, ტყვედ ჩაგდებულ მტერს. ბერაში გატარება - გადატანითი მნიშ. ვისიმე დამარცხება ან დაშინება და შერცხვენაა; 3. ბავშვთა ზოგიერთ თამაშობაში - მონიშნული, ამორჩეული ადგილი (ქვა, ხე, შენობის კედელი), რომელსაც ბურთს მოარტყამდნენ, სადაც თამაშობის დროს თვალს ხუჭავენ და ა.შ. 4. ბარულ მესაქონლეობასთან დაკავშირებული ეკვივალენტური ურთიერთდახმარება - ახლო მეზობელთა გაერთიანება ერთჯერადი გადამუშავებისათვის აუცილებელი რძის მოგროვების მიზნით. შიდა კახეთში წველის სეზონის დადგომისთანავე სოფელში შეიქმნებოდა რამდენიმე ბერა. თითოეულში ერთიანდებოდა 5-10 ოჯახის საქონელი. ეს ოჯახები საერთო გომურს, ბაკებსა და კარავს აშენებდნენ. ეს სამეურნეო კომპლექსი იმართებოდა სოფლის ახლოს სასოფლო საძოვრებსა და საანეულოდ განკუთვნილ მიწებზე. ბერას მეურნეობასა და წველა-დღვების საქმეს მამაკაცები უძღვებოდნენ. საქონლის მოვლა-პატრონობა მონაწილეების მიერ რიგრიგობით ხორციელდებოდა. ასევე რიგრიგობით იღებდნენ ერთ ჯერზე მთელი დღის ნაწველს ბერაში შემავალი ოჯახები. რიგით მწყემსობა და წველა თანაბარუფლებიანობის პრინციპს ემყარებოდა. ბერას წარმოშობა საქართველოს ბარში დიდი ოჯახის რღვევასთან არის დაკავშირებული, როდესაც ცალკეულ კომლთა განკარგულებაში არსებული პირუტყვი არ აღმოჩნდა საკმარისი რძის მეურნეობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის.

ლიტ.: 1.Шамиладзе В.М., Хозяйственно-культурные и социально-экономические проблемы скотоводства Грузии, Тб., 1979.
. ცაგარეიშვილი, მესაქონლეობის ისტორიისათვის საქართველოში, 1987.
. .

ბერილი//ბივრიტი - ბაცი, ცისფერი ქვა, რომელიც მომწვანო ფერსაც გადაიკრავს. წმინდა

ნინოსგან დამსხვრეული კერპი შემკული იყო ბივრიტითაც. მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებში ნაპოვნია რამდენიმე ნივთი, რომელნიც შემკული იყო ამ მინერალით.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქ-ში, 1965.
. .

ბერკლი (რაჭა) - ტილოს პატარა ჩვარი, ბერკლის ხმარობდნენ ფინთიხის (ტყვიის) შემოსახვევად, რომ იგი მაგრად ყოფილიყო ჩამჯდარი თოფის ლულაში.

ლიტ.: ალ. რობაქიძე, შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქ-ოს სახალხო მეურნეობაში, .I, 1941.
..

ბერღარი//ბელღარა - წისქვილის დიდი ღარი, საიდანაც წყალი ეცემა ბორბალზე. ბელღარით წყალი გადაყავდათ ხევის ერთი ნაპირიდან მეორეზე.

ბეღელი - სამეურნეო პროდუქტების შესანახი შენობა. ბეღელი წარმოადგენს წმინდად გათლილი ფიცრისგან აგებულ ერთსართულიან ოთხკუთხა ოთახს, რომელიც შედგმულია ქვის დაბალ ბოკონებზე. ბეღელი მთლიანი ნაგებობაა, იმდენად მჭიდროდ აშენებული, რომ მასში მღრღნელებმა ვერ შეაღწიონ. ბეღელს აქვს პატარა კარი და იკეტება ე.წ. დათვა საკეტით. ბეღელი შიგნით დაყოფილიც არის და მთლიანიც. დაყოფილი ბეღლის ცალკეულ თვალში (ხარო, ხვიმირა, საგვერდული) ინახებოდა სხვადასხვა პროდუქტი და მარცვლეული. ბეღელი მეტ-ნაკლებად გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში და ძირითადად დამახასიათებელი იყო დიდი მასშტაბის მეურნეობისთვის. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ბეღელი ითავსებდა პატარა ოთახსაც, რომელიც თაფლობის თვეში ახლად დაქორწინებულთა საცხოვრისად გამოიყენებოდა.

0x01 graphic

0x01 graphic

ლიტ.: . რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976.
. .

ბეღელ-ოთახი//ბეღლის ოთახი//ხულა - სამეურნეო პროდუქტების შესანახი სამეურნეო ნაგებობა - სათავსი. დიდი ბეღელი ახალდაქორწინებულთა საცხოვრებლის დანიშნულებითაც გამოიყენებოდა. ბეღლის, როგორც მარცვლეულისა და ფქვილის სათავსის გამოყენების ფაქტი დამოწმებულია ქართველი ხალხის ყოფაში. გენეტურად ბეღელი უკავშირდება იმ რიგის ნაგებობებს, როგორიცაა: დიდი კიდობანი, ამბარი, ხარო და სხვა. მსგავსი სათავსები გვხვდება საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მასალის დამუშავების მიხედვით, ბეღელი გვხვდება: ძელური, ფიცრული და სიპისაგან აგებული (აღმ. საქ. მთა). ბეღელი არის დაუყოფელი და დაყოფილი. დანაყოფებია: თვალი, ხარო, ხვიმრა, საგვერდული, აკო, ორმო. დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქვემო იმერეთის ზეგანზე ოდითგანვე ყოფილა ოროთახიანი ბეღელი, რომლის ოთახებს შორის მკვეთრი ფუნქციური დიფერენციაცია არსებობს. ერთი ოთახი კვადრატულია. ტიხრით თვლებადაა დაყოფილი, რომელშიც მარცვლეულს ინახავენ, ხოლო მეორე სასტუმრო ოთახს წარმოადგენს. მას ბეღელ-ოთახი, ბეღლის ოთახი ან ხულა ჰქვია. ბეღელ-ოთახი მოგრძო სწროკუთხა ფორმისაა. ფასადის მხარეს გაჭრილი კარით. აქ დგას პატარა სუფრა, სკამები. კედლის გასწვრივ გაკეთებულია გრძელი ტახტი. ტერმინი „ბეღელი“ ქართულ ენაში მეტად ძველია. ლინგვისტური მონაცემებით იგი ქართულ-ზანური ენობრივი ერთიანობის ხანას მიეკუთვნება.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, I, 1964.
. .

ბეყე - წყლის ჭურჭელი სამჭედლოში გახურებული რკინის საწრთობად. მისი სინონიმებია როდი და გეჯა.

ბეჭედი - 1. ქალისა და მამაკაცის თითზე წამოსაცმელი სამკაული. ამზადებდნენ ძვლის, ქვის, მინისა და სხვადასხვა ლითონისგან. უკეთებდნენ სხვადასხვა სახის ძვირფას ქვებს. ესთეტიკური მოთხოვნილების გათვალისწინებით ბეჭდები მზადდებოდა სხვადასხვა ფორმა-მოყვანილობის. 2. ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური ხანის საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული საბეჭდავი ბეჭდები. მათ შუაში ამოკვეთილი ჰქონდათ წარწერა ან გამოსახულება, რომელიც მფლობელის ხელმოწერას ცვლიდა ან ადასტურებდა. ბეჭდის თვალს, რომლის ძვირფას ქვაზე ამოკვეთილი იყო წარწერა, ეწოდებოდა კამეა. საქართველოს სინამდვილეში ლითონის ბეჭდები ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი. ანტიკურსა და ფეოდალურ ხანაში ბეჭედი მეფე-მთავართა ერთ-ერთ ინსიგნიასაც წარმოადგენდა, რომელზედაც ამოკვეთილ-ამოკაწრული იყო ჰერალდიკური ნიშნები და ინიციალები. ასეთ ბეჭდებს დოკუმენტების დასამტკიცებლადაც იყენებდნენ. 3. საკანცელარიო მიზნებისთვის, რომელიც ადასტურებს დოკუმენტში ჩამოყალიბებულ აზრს.

0x01 graphic

ლიტ.: . სოსელია, . სურგულაძე, ბეჭედი და საბეჭდავები, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

ბეჭი - აქ: ვერტიკალური საქსოვი დაზგის ელემენტი, ხის ან რკინის ზომით მტკაველი სიგრძესიგანისა, ჩარხით გამოყვანილი თავით. გამოყენებული იყო ქსელში - ქირცაში ცხემლით გატარებული საზედაო ძაფის მიჯრა-მიმტკიცებისათვის, ანუ ჩასაბეჭად.

ლიტ.: მსშხი II, ნაწ. .II , 1982.
. .

ბიდალი (აჭარ.) - ნაძვის ხისაგან გაკეთებული დიდი კასრი, ყველის შესანახად.

ბიზი - სადგისი

ბილაგი - ტყავის მოსაქნელი ხელსაწყო. შედგებოდა ფიცრის სამი ნაჭრისაგან. ბილაგს თბილისის მედაბღეები იყენებდნენ.

ბისონი - 1. ბიზანტიის მეფეთა შესამოსელი, ძვირფასი ქვებით შემკული, გრძელი და ვიწრო სამოსი. მოძრაობის გასაადვილებლად წინა კალთა მუხლამდე ჰქონდა შეჭრილი, ხოლო ყელთან სამკუთხედად ღრმად იყო ამოჭრილი, ყელთან დაჰყვებოდა მარგალიტის მძივები, ალაგალაგ მოოჭვილი იყო ძვირფასი ქვებით, ჰქონდა ნაქარგი ზოლები, ბისონზე ბიზანტიის მეფეები ირტყამდნენ მარგალიტებით შემკულ სარტყელს.

ბიზანტიის კულტურულ სფეროსთან ურთიერთობამ ქართველ მეფეთა ამ რიგის ჩაცმულობაშიაც იჩინა თავი. ქართველ მეფეთა ბისონი მცირედით განსხვავდებოდა ბერძნულისაგან, მაგ., ქართველების ბისონი უფრო ფართო და უფრო მოკლე იყო, ყელზე ზოგჯერ მრგვლად და ზოგჯერ სამკუთხედად იყო ჩაჭრილი. ბისონში გამოწყობილი ქართველი მეფეებიდან აღსანიშნავია: ბაგრატ IV-ის (ატენი), ბაგრატ III-ის (ბედია). გიორგი III-ის (ვარძია, ყინწვისი), თამარ მეფის (ბეთანია და ბერეთუბანი), დავით ნარინის (გელათი), დემეტრე II (უდაბნო) ფრესკები. ბისონი იკერებოდა როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ქსოვილისაგან. სავარაუდოდ, ბისონის შესაკერად გამოიყენებოდა სტავრა, ატლასი, ზარქაში, სხვადასხვა სახის ოქროქსოვილები და ფერადი ძოწეულები. 2. ძვირფასი, რბილი და თხელი მეწამული ან მოყვითალო ფერის ქსოვილი 3. ეპისკოპოსის შესამოსელი. სიმბოლურად აღნიშნავს იმ სამოსელს, ანუ ძოწეულს, ქლამიდს, რომლითაც იესო ქრისტე შემოსეს განსჯისას, ჯვარცმამდე.

0x01 graphic

ლიტ: . . ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, 1991. მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002 . ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
..

ბიქილა - ხის საბეჭდავი რაჭაში, რომლის ზედაპირი დაჭრელებულია სხვადასხვა ორნამენტით და რომლითაც სარიტუალო პურებს უკეთებენ ნაჭდევებს. Uბიქილა - საბეჭდავების კარგად დაცული ნიმუშები აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ სარიტუალო საგანს მოხმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს.

0x01 graphic

..

ბიჩაღჩი - დანების მკეთებელი, მედანე.

ლიტ.: . გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

ბობოლა - ხახვის თავების აცმა, რომელსაც დიდმარხვაში ჭერში ბაწრით ჰკიდებდნენ მთელი მარხვის განმავლობაში. ზოგჯერ ხახვების მაგიერ, დაჩვრეტილი, მწარე კვახი იყო გამოყენებული. ნაჩვრეტებში (ან ხახვის თავებში) ფრინველის ფრთები იყო გაყრილი მარხვის კვირების შესაბამისად და ყოველი კვირის გასვლის შემდეგ თითოეულ ფრთას აძრობდნენ, რაც ხსნილის მოახლოებას აუწყებდათ.

..

ბობღანდი (სამც. ჯავახ.) - ვერცხლის ყელსაბამი, რომელშიც წვრილი ვერცხლისავე ფულები იყო ჩართული.

ბობღანი - დასარტყმელი საკრავი. საბას განმარტებით, ბობღანი „არს დაფი და დაფთაფი, ტყავისგან შემზადებული საკრავი“. ბობღანი ყოფილა სპილენძისაც, შესაძლებელია იგი თანამედროვე საორკესტრო ინსტრუმენტის დასარტყმელი დოლის ნაირსახეობას წარმოადგენდეს.

. .

ბოზა - ერთგვარი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც უფრო მთიულები ამზადებენ.

ბოზბაში - ცხვრის ხორცისგან მომზადებული წვნიანი და დუმაგარეული კერძი.

ბოკონი - 1. (იმერ. გურ.) სახლის საძირკვლის ბურჯი, ბოძი, რომელზედაც ეყრდნობა სახურავი. 2. პატარა სკამი ბავშვებისათვის (ლეჩხ.). 3. ხისაგან დამზადებულიუ რძის საწველი ჭურჭელი, ვედროსებური. 4. ქვის ოთხკუთხად გამოჭრილი ბლოკები, რომელზედაც ეწყობა სახლის საყრდენი ბოძები, წვიმისაგან ძირი რომ არ მოულპეს.

. .

ბოლოთრია - აღმოსავლეთ საქართველოში ბორბლიანი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, გავრცელებული იყო მთისა და ბარის გარდამავალ ზოლში და აქედან გამომდინარე ბრუნვითი მოძრაობა შეხამებულია თრევა-სრიალთან. ბოლოთრიას გააჩნია ტანი, ღერძ-ბორბლები, ხელნები და უღელი. ბოლოთრია ძირითადად გამოიყენებოდა ძნისა და თივის საზიდად.

ლიტ.: . გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
. .

ბომბარდერი - ცეცხლსასროლი იარაღი. ცეცხლსასროლი იარაღის პირვანდელი ნიმუშები (XIV) კონსტრუქციულად არასრულყოფილია, იგი წარმოადგენს ცალკეული ლითონის ფირფიტებისაგან დამოქლონებულ ან მთლიანი ფურცლოვანი მასალისაგან გამოჭედილ, რკინის ან ბრინჯაოს მილებს. მილის ერთი ბოლო დახურული იყო ან ლითონის ღეროთი ბოლოვდებოდა. ასეთი ლულები მაგრდებოდა ხეზე, რომელიც უხეშად დამუშავებულ კონდახს წარმოადგენდა. გასროლის პროცესიც პრიმიტიული იყო: ლულაში იყრებოდა დენთი, შემდეგ იდებოდა ტყვია (ლითონის ან ქვის) და ლულის ზედაპირზე მოთავსებული მცირე დიამეტრის ხვრელთან მიტანილი ცეცხლით (გაღვივებული ფითილი) ხორციელდებოდა გასროლა. ცეცხლის მიტანა ხდებოდა არა მსროლელის, არამედ მისი დამხმარის საშუალებით. ადრეული ხელის ცეცხლსასროლი იარაღი პრინციპულად არ განსხვავდებოდა საარტელერიო იარაღისაგან და ფაქტობრივად მცირე ზომის ზარბაზანს წარმოადგენდა. ასეთი კონსტრუქციის იარაღს ევროპაში - ბომბარდერი და პეტრონელა, რუსეთში - „ручница“, ხოლო საქართველოში ზოგადად „ხელმეხი“ ეწოდებოდა.

XV ს-ის დასაწყისში ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაში მცირეოდენი წინსვლა შეინიშნება, ლულები შედარებით დაგრძელდა, კონდახი მოიხარა, საფალიე ნახვრეტმა კი ლულის გვერდით ნაწილში გადმოინაცვლა, სადაც გაუკეთდა პატარა დაფა დენთისათვის. იარაღი აღიჭურვა სამიზნე (კორა) საშუალებებით, ასეთ იარაღს ევროპაში კულევრინები ეწოდებოდა.

ლიტ.: Жук А. Б. Энциклопедия стрелкового оружия Москва 1998 . ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, . III-IV, 1964.
. .

ბონდი - ბაგირზე დაკიდებული საცალფეხო ხიდი.

ბონდერი - კასრების მკეთებელი ხელოსანი. საქართველოში მეკასრეობა ფართოდ გავრცელებული ხელობის დარგი იყო. კასრი გამოიყენებოდა სხვადასხვა სამეურნეო დანიშ ულებისათვის, განსაკუთრებით - მეღვინეობაში.

. .

ბორა - ოქრომჭედლობაში ბორა გამოიყენებოდა ვერცხლის ნაჭრების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. პოტაშს და თანუქარს ერთმანეთში აურევდნენ, ზედ მარილს დაურთავდნენ და ცეცხლზე აადუღებდნენ. დუღილის შემდეგ ჯამის ძირში დალექილი მასა არის ბორა. დასაკავშირებელ ნაჭრებს გაახურებდნენ, ერთმანეთზე დაადებდნენ და ზედ ბორას დააფრქვევდნენ, შემდეგ კვლავ გაახურებდნენ და ნაჭრები ერთმანეთს მიედუღებოდა.

. .

ბორანი - მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გასასვლელი მორებისაგან შეკრული ტივი, მგზავრობის უსაფრთხოებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში მოაჯირი ჰქონდა მოვლებული. ბორანი მოძრაობს ბაგირის გასწვრივ, რომელიც მდინარის ორივე ნაპირსაა დამაგრებული. ბორნით გადააქვთ ტვირთი, გადაჰყავთ ადამიანები და ცხოველები. თბილისში არსებობდა რამდენიმე ბორანი, რომელიც ქალაქის ერთ ნაპირს მეორესთან აკავშირებდა.

0x01 graphic

..

ბორანო (აჭ.) - ერბო-კარაქში შემწვარი მოხდილი ყველი.

ბორაყი (ხევს.) - დროშა, გასანათლავი ბაირაღი, რომელსაც აქვს ხელკეტი, საკადრები, ქსოვილის ნაჭრები, ბუშტი, შუბის წვერი და ზანზალაკი. (იხ. დროშა ხატისა).

. .

ბორდა - უნაგირზე გადასაფარებელი ქსოვილი ან ტყავი, რომელიც შემკული იყო ფერადი ძაფებით.

ბორკილი - აქ.: ცხენის ფეხის შესაკრავი. მზადდებოდა როგორც ლითონის, ასევე ტყავისაგან. ცხენის ბორკილი წარმოადგენდა სამპირი ტყავის წვრილ თასმებს. ფიცხი, ძნელად დასაკავებელი ცხენის დასაბორკად იხმარებოდა ორი ან სამფეხჩადგმული ტყავის ბორკილი.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

ბორწკალი (ხევს.) - ორკეცად მოხრილი მაშისებრი რკინა. ოქრომჭედლობაში იხმარება გამდნარი ვერცხლის ჭურჭლის გადმოსაღებად და ყალიბში ჩასასხმელად.

ბორჯომული//სურამული ცული - ნიღრებიანი ცული. ასეთ ცულს ოჯახში (საოჯახო საქმეში) არ ხმარობდნენ, ტყეში მიჰქონდათ ხის საჭრელად, მორისთვის „ნაცხვირის“ გასაკეთებლად. ძირითადად ხმაროდნენ წიწვოვანი ხეების მოსაჭრელად. ბორჯომული ცული ქართული ცულის სახესხვაობაა და მას ყოფაში პარალელები გააჩნია „მეტიურა“// „ჩენგი“(სამეგრ.)// „მესხურ“ - ვიწრო და გრძელ ცულებთან.

ლიტ.: . რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1954.
. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
. .

ბორჯღალა - ქართული ავეჯის დამახასიათებელი ელემენტი. ბორჯღალაში გამოხატულია ბრუნვის იდეა, იგი სათავეს იღებს ბოლოშეხრილი ჯვრებისა და სვასტიკის ჯგუფის გამოსახულებებიდან და განასახიერებს მარადიულ ტრიალს, კავკასიის არქეოლოგიურ მასალებში ბორჯღალით შემკული ნივთები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ერთი ასეთი საუკეთესო ბორჯღალა გამოსახულია ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც თარიღდება ძვ.წ.ა. XIII ს.-ით. ბორჯღალების უძველესი ნიმუშები ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში გვხვდება: დედაბოძზე, კერაზე, საოჯახო დგამ-ავეჯზე, ბუხარზე, სარიტუალო პურის საბეჭდავებზე და სხვა. შენიშნულია, რომ ბორჯღალა საერთო დეკორატიულ ორნამენტში გამოირჩევა დიდი მოცულობითა და მინიშნებით, რომ იგი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბორჯღალას ფრთების რიცხვი დაკანონებული არაა. თანაბარზომიერი ფრთები გამოდიან ცენტრიდან ერთი მიმართულებით და წარმოსახავენ ტრიალს, ზოგჯერ ბორჯღალა ჩახატულია წრეში, რაც მას ასტრალურ სიმბოლიკასთან აკავშირებს, კერძოდ, წრე ძველ ხელოვნებაში გაიგებოდა მზისა და ცის მნიშვნელობით (მაგ., ქართულ სინამდვილეში ამის საუკეთესო გამოხატულებაა სიტყვა „ცარგვალი“). ბორჯღალაც ასეთ შემთხვევაში გაიგება ცისა და განსაკუთრებით მზის მნიშვნელობით და ამდენად, იგი ნათებისა და სიმხურვალის ასტრალურ ნიშანსაც წარმოადგენს, რომელიც გამუდმებით ტრიალებს თავისი ცენტრის გარშემო. ბორჯღალა არის უნივერსალური სიმბოლო, რომელიც კავკასიის გარდა გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხთა კულტურაში.

0x01 graphic

ლიტ.: . სურგულაძე, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, 1993.
. .

ბოსელი - საცხოვრებელი სახლისაგან დამოუკიდებელი საქონლის საზამთრო ნაგებობა. კედელში სარკმელს ატანდნენ სინათლისათვის. ბოსელის იატაკი იყო გათლილი მორები ან სიპი ქვა. („ზღვე“, „ბოგა“ დას. საქ).

0x01 graphic

ბოსელში კედლის გასწვრივ არის ფიცრის ან ლასტის ბაგა, სადაც საქონლის საკვები იყრება. ცალკეა მეწველი და მუშა საქონლის ადგილი. ბოსელში ლასტით გამოყოფილია სახბორე, საცხვრე ადგილები. ზოგჯერ ბოსელს ადგამდნენ საბძელს. ბოსელის სახელწოდება ღვთაება ბოსელს და დღესასწაულ ბოსლობას უკავშირდება. ქართლში ბოსელს გომად ან გომურად მოიხსენიებენ.

. .

ბოყვი - 1. მთავარი ფიცრები ოდასახლის კედლების შუა ნაწილებსა და კუთხეებში, რომლის კიდეები ამოღარულია კედლის ფიცრების ჩასალაგებლად. ბოყვები იჭერს მასში ჩაწყობილ ფიცრებს და როცა კედლები აღიმართება, მაშინ ბოყვის თავებს ჩამოეცმება სარტყლები და ოთხივ კუთხივ სახლის კედლები ერთიანად გაიჭედება. აქედანაა ტერმინი „ბოყვებიანი სახლი.“ 2. ხის ქერქის ჭურჭლის ზოგადი სახელი დას. საქართველოში (იხ. ხოკერი).

..

ბოყვიჩა (ლეჩხ.) - 1. მაჩვის ტყავის ჩანთა კაჟიანი თოფის ჩასადებად, შალითა. 2. ნემსების, სათითის, ძაფ-მაკრატლის და მისთ. შესანახი.

ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974.

ბოყუნი (მეგრ.) - ხის ჭურჭელი, მაღალი და ძირჩადგმული. აქვს ხისავე ხუფი. იხმარებოდა ყველის შესანახად. (საშუალო ბოყუნის სიმაღლე 70 -80 სმ., პირის დიამეტრი 40 სმ.)

0x01 graphic

..

ბოღლიწო - ღვინოში დამბალი პური, ძირითადად ბერების საჭმელი.

ბოძალი - ორწვერა ისარი.

0x01 graphic

ბოხჩა - 1. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი. კერავდნენ ან სადა ქსოვილისაგან, ან სხვადასხვა ფერის ნაკუწებისაგან. მასალად იყენებდნენ აბრეშუმს, ფარჩას, შალს, ყალამქარს, ქირმანშალს და იშვიათად ტყავს. ბოხჩის ზედაპირს ქარგავდნენ ოქრომკედით ან მულინეს ძაფებით. ამკობდნენ აგრეთვე მძივებითა და კილიტებით. ბოხჩა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში თანამედროვე ჩანთის, ხელჩანთისა და საფულის (თეთრეულის, ტანსაცმლის და სხვა მცირე ზომის ნივთების, ფულის სატარებლად) ფუნქციას ასრულებდა. ზომის მიხედვით დასტურდება დიდი, საშუალო და მცირე მოცულობის ბოხჩები. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინი „ბოხჩა” არ მოიხსენიება, მას მხოლოდ გვიანფეოდალური ხანის მზითვის წიგნებში ვხვდებით. სავარაუდოა, რომ ბოხჩა როგორც აბანოსათვის სახმარი ნივთი, XIX საუკუნის თბილისურ ყოფაში დამკვიდრდა და მისი ამგვარი დაწინაურება თბილისური აბანოების პოპულარობას უნდა უკავშირდებოდეს. ბოხჩას რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდა. მას იყენებდნენ სარტყელად უსტაბაშის მიერ შეგირდის ხელოსნად დალოცვისას. ბოხჩას მაჰმადიანი მლოცველები მუხლსაფენადაც ხმარობდნენ.

0x01 graphic

0x01 graphic

2. ტყავის ჭურჭელი. იკერებოდა ოთხკუთხა ტყავის ნაჭრებისაგან. ამკობდნენ ტყავისავე მორკალური და დაკბილული ორნამენტებით. ბოხჩა იხმარებოდა სხვადასხვა სატუალეტო ნივთის შესანახად ან გადასატანად. იგი ქალის თანამედროვე ხელჩანთის ფუნქციის მქონე საგანი იყო წარსულში.

ლიტ.: „საქართველოს სიძველენი“, . I, III, 1910; . გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986;
. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
..
. .

ბროლი - წყლისფერი მინერალი, ბროლს, როგორც წესი, აწახნაგებდნენ, რაც განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს და მის სხივთა ელვარებას კარგად გადმოსცემს. ბროლის დამუშავებით გამოირჩეოდნენ ჩინელები და ინდოელები. ევროპაში ანტიკური ხანიდან გამოიყენებენ ბროლის ჭურჭელს, ხშირად გვხვდება მეფეთა და დიდებულთა გვირგვინ-ტიარების მორთულობაში. ძველ ქართულში ბროლის შესატყვისი ტერმინებია: „ჭიქა“, „ქარწიბა“, „დამანა“, „გველსალოკა“. საქართველოს არქეოლოგიაში ბროლით შემკული დიდი რაოდენობის ნივთებია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი საბადოების ბაზაზეა დამზადებული.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

ბუდარი - კურტანზე გადასაფარებელი ტყავი.

ბუდნები - ცხენის აკაზმულობის ნაწილი.

ბუდრუგანა - წნელის ან ფიცრის მცირე ნაგებობაა. უმთავრესად კახეთში (ქიზ.) სოფლის მოშორებით, კალოებთან აგებდნენ. იყენებდნენ საცხოვრებლად კალოობის დროს რამდენიმე კვირით მინდვრად გასული ოჯახის წევრები, ასევე ანეულის ხვნაზე - გუთნისდედა და მეხრეები, გვიან კი - საზამთროდ ჩამოსული მწყემსები.

ლიტ.: . ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

ბუზიკა - პატარა გარმონი (დამახინჯებული რუსული „музыка“), რომელსაც ლხინში ქალები უკრავდნენ.

ბუკი// ღოროტოტო (ქართლ.) // საყვირი (რაჭ.) // სანკერ (სვან.) ოყე (სამეგრ.)- თავის დროზე იგი როგორც სასიგნალო საკრავი თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. ბუკი-სანკერ შემორჩენილი იყო უკანასკნელ ხანებამდე სვანეთში. ეს არის სპილენძის საყვირი, დაახლოებით 1,5- 2 მ. სიგრძისა, კონუსის ფორმის გაგანიერებული ბოლოთი. თავზე ჩასმულია (ჩადუღებულია) ჩასაბერი მუნდშტუკი. ბუკის მეგრული სახეობა ოყე ხისა იყო. ბუკი სამხედრო-სასიგნალო საკრავია. მშვიდობიანობის დროს ბუკით მოუხმობდნენ ხალხს (სოფელს, თემს) შესაკრებად. ბუკი არ წარმოადგენს სამუსიკო საკრავს. იგი გამოსცემს მხოლოდ ერთ ბგერას, მაგრამ სხვადასხვა რიტმული ფიგურაციით. აქვს მხოლოდ სასიგნალო და არა ესთეტიკური ფუნქცია. ქართული წერილობითი წყაროების მონაცემების მიხედვით, „ბუკი“ მოიხსენიება XI ს-დან. იყო სასიგნალო სახმაურებელი საკრავი, მაუწყებელი ლაშქრობის, ზეიმის, დარბაზობის, ნადირობის. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, სამეგრელოში სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა. უკრავდნენ აგრეთვე ნათლისღების დღესასწაულეზე წყალკურთხევის ლიტანიობის დროსაც.

0x01 graphic

ლიტ.: . ახობაძე, ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების კრებული, 1957.
..

ბულული - გათიბული და გამხმარი ბალახის პატარა ზვინი, რომელსაც თივის გროვებისას აქა-იქ დააბულულებდნენ, რათა მერე დიდი ზვინი დადგან. მთაში (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, აჭარა, სვანეთი) და მთათა ფერდობებზე ასეთ ბულულებს დგამენ და ზამთარში თოვლზე დაცურებით ჩამოაქვთ ქვემოთ.

. .

ბუნაგი (ხევს.) - აქ: სამკურნალო წამლების შესანახი ცილინდრული ფორმის სპეციალური ჭურჭელი. ხარის რქისგან გაკეთებული. აქვს ჩადგმული ხის ძირი, საცობი და პატარა ხვრელი ფხვნილისგადმოსაყრელად.

ლიტ.: . მინდაძე, ქართული ხალხური მედიცინა, 1981.
. .

ბუნი - 1. „შუბის ტარი“(საბა). ბუნი წარმოადგენს ხის ტარს, რომელიც სხვადასხვა ზომის არსებობდა. დღევანდელი ქართული ტერმინოლოგიური დატვირთვით შუბი ეწოდება ყველანაირ სატყორცნ-საძგერებელ იარაღს, ხოლო ფეოდალურ საქართველოში ასეთი ტიპის იარაღები ერთიანდებოდა „ლახუარის“ ქვეშ. „ლახვარნიცა განიყოფებიან: „ოროლი, გმური, სათხედი, გეონი, შუბი, ხიშტი, ზუფანი, ლიბანდაკი, ამათი განმასხვავებელი ნიშანი შუბის პირის ფორმის გარდა, მათ ბუნის ზომებშია მაგ. ოროლი, შუბი და გმური, - ბუნგრძელია, სათხედი - ბუნ-ზომიერი, გეონის ბუნი „მცირედ კაცისა უმაღლესი“, ხიშტი - ტარ-კოტა, ზუფანი - ბუნ-წყრთეული და ა.შ. 2. დროშის ტარის დაბოლოება. ზოგ შემთხვევაში ფოლადისაგან დამზადებული, სიუჟეტი და წარწერებიც, უმთავრესად გამარჯვებისა და ძლევის აღსანიშნავი.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I. 1991.
. .

ბუნიკი - ბუნიკი წარმოადგენს მრგვალი ან ცილინდრის ფორმის ლითონს, რომელიც ქარქაშის (ხმლის, ხანჯლის, დანის და სხვ.) ბოლოზეა წამოცმული. ბუნიკი შეიძლება იყოს რკინის, თითბრის, ვერცხლის, განსაკუთრებულ შემთხვევაში ოქროსი. ქართული და კავკასიური ხანჯლის ბუნიკები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბოლოსკენ ვიწროა და გირჩის ფორმის ბურთულით ბოლოვდება.

0x01 graphic

. .

ბუჟღუნდი//ჭიაფერა - ერთგვარი საღებავი, რომელიც მზადდებოდა ხის ჭიისაგან. ასეთი

ჭია ჩვეულებრივ ბუდობს მრავალწლიან მცენარეებზე, განსაკუთრებით მუხაზე. ამ მწერებს აგროვებენ, ახმობენ, შემდეგ ფქვავენ და იყენებენ საღებავად. ჭიაფერში შეღებილი ქსოვილები ძოწეულის სახელით იყო ცნობილი.

. .

ბური//ბურის კეტი// მართხაფი - გრძელტარიანი და ბრტყელპირიანი რკინის იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა კლდის მასივის ამოსახვრეტად მისი აფეთქების მიზნით. ბურის კეტები არიან სხვადასხვა ზომისაა. კლდის გახვრეტას იწყებენ მოკლე ბურებით და ხვრელის ზრდასთან ერთად გადადიან გრძელი ბურების მოხმარებაზე. ბურს ამუშავებს ორი ხელოსანი, ერთი ატრიალებს ხელში, ხოლო მეორე უროს არტყამს ზემოდან. ბურის კეტით გახვრეტილში ჩაიყრება „ლაღმი“ და ააფეთქებენ ქვის მასივს.

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
. .

ბურღი - რკინის გრეხილპირიანი ხელსაწყო, რომლითაც ხითხურო-ხელოსნები ფიცრებს ბურღავენ. იხმარებოდა დიდი და პატარა ბურღები. ზოგჯერ დიდ ბურღებს თავში სახელურები აქვს, რათა ძალა მიატანოს მბურღავმა.

..

ბურჭული - ერთგვარი წალდის სახეობა. მზადდება კარგი ხარისხის ფოლადისაგან. საუკეთესოა სავენახე სარების სათლელად.

ლიტ: ქელ., 2009.

ბუღლამა - ბუღში მოხარშული უწვნო კერძი, ხახვსა და ერბოს მოხრაკავენ, ზედ დააყრიან დაჭრილ ცხვრის ხორცს და მოხარშავენ უწყლოდ.

ბუჭულა (იმერ.) - წისქვილის პატარა ქვა, რომელსაც მცირედებეტიანი წყლის პირობებში გამოიყენებენ, ძირითადად, ინდივიდუალური სარგებლობისთვის.

. .

ბუხარი - საცხოვრებელი ნაგებობის გასათბობი საშუალება. გათბობის გარდა ბუხარი იქცა სახლის სამკაულად და ამიტომ მისი გაფორმება უფრო და უფრო დაიხვეწა. ქართულ სინამდვილეში ბუხრის მშენებლობის ხერხები და ფორმები შემოტანილია გარედან, მაგრამ საქართველოში არსებულმა ქვითხუროობის მდიდარმა ტრადიციებმა განაპირობა მისი გაფორმების ეროვნული სტილი.

0x01 graphic

ბუხრის მშენებლობა საქართველოში პროფესიული ხასიათის იყო. სპეციალობა „მებუხრე“ სწორედ ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა. ბუხრის მშენებლობას გააჩნია საგანგებო წესები, რაც გამოიხატება როგორც შენების თავისებურებაში, ასევე საბუხრე მასალის სწორად შერჩევაში; ეს განსაკუთრებით ეხება ბუხრის იმ ნაწილების ქვას, სადაც ცეცხლი ინთება და საამისოდ შერჩეული უნდა იყოს ისეთი ჯიში, რომელიც ცეცხლგამძლეა. საბუხრე ქვა უნდა იყოს სუფთა - უტალო, უარტაშანო. მხოლოდ რკინის იარაღით მოჭრილი და არა აფეთქების გზით მოპოვებული, რადგან ასეთი ხერხი „ლახავს“, აზიანებს ქვის სტრუქტურას და მალე გამოვა მწყობრიდან. ბუხარს აქვს: ყვერბი// ტაფა - სადაც ცეცხლი ინთება, ფეხები, ზურგი, წინპირი, სასანთლე// თარო, ყელი, ქუდი//კალამი. ბუხრის ავკარგიანობისათვის უმთავრესია წინპირისა და ზურგის დაყენების ოსტატობა: წინპირის საკვამლე მხარე გულამოღებულია, ბუხრის ზურგი კი ოდნავ უკანაა გადაწეული, რაც ხელს უწყობს კვამლის დაუბრკოლებლივ მოძრაობას ქვემოდან ზევით. ბუხრის წინპირი, სასანთლე და ყელი კეთდება საუკეთესო თეთრი ქვით, რომელიც უნდა იყოს „რბილი“ თვისებისა, რაც აუცილებელი პირობაა მხატვრული სიუჟეტისა და ჩუქურთმების გამოხატვისათვის. ფეხებიანი ბუხრების გარდა საქართველოში გავრცელებული იყო კომპლექსური ბუხარი - რამდენიმე ოთახის გასათბობად და დაკიდებული ბუხარი - რომლის წინპირი ჩვეულებრივ ფეხებიან ბუხართან შედარებით გამოწეულია და იქმნება დიდი მოცულობა მძლავრი ცეცხლის დასანთებად. ასეთი ბუხრები ძირითადად სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. საქართველოში, ბუხრების მშენებლობაში, სრულყოფილად გამოვლინდა ქვითხუროობის უძველესი ტრადიციები და ის მაგიურ აპოთროპეული დანიშნულების სიუჟეტები, რომლებიც ადრეულ ქართულ საცხოვრისში გამოხატული იყო კერასა და დედაბოძზე. ქართული ბუხრის შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს კოსმოგონიურ გამოსახულებებს, ცხოველურ მოტივებსა და მცენარეულ ორნამენტს - განსაკუთრებით სიცოცხლის ხესა და მარადიულობის სიმბოლოებს - ნაირგვარ ბორჯღალებს, რომლებიც არცთუ იშვიათად ამკობენ ბუხრის „მუხლებსა“ და წინპირებს. რაც შეეხება ზოომორფულ მოტივს, საქართველოში არსებულ ბუხრებზე დასტურდება ლომის, არჩვის, ირმისა, ფრინველის გამოსახულებანი. ყველაფერი ეს ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენების დანაშრევს წარმოადგენს.

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
. .

ბუხუა//ხვედა - კოჟრიანი ხისგან გამოთლილი, სანავე ხის ლურსმნების დასაჭედებელი ხის ურო.

ბუჯერი - კედელში ჩადგმული ერთ ან ორგანყოფილებიანი ხის სათავსი. ძირითადად იხმარებოდა ჯამ-ჭურჭლის დასაწყობად. ბუჯერი იმერეთში სახლის მარჯვენა - წაღმა მხარეს კედელში იყო ჩადგმული. თუ დაინგრეოდა, მის ფიცარი ძველი ბუჯერის აღდგენას ხმარდებოდა.

იმერეთში, ბუჯერის ანგელოზის პატივსაცემად სრულდებოდა საოჯახო დღესასწაული „მარეშლობა“. ხალხის რწმენით, მარეშალი შინაური ფრინველების დამცველი ღვთაებაა. ფრინველების გამრავლების მიზნით, მარეშალისათვის, დაურწყების კვირაში, ქათამი უნდა დაეკლათ ბუჯერთან. დაკვლის ცერემონიალს ოჯახის დიასახლისი ასრულებდა. მასვე ევალებოდა ბუჯერზე სანთლის ანთება, იგი თავდახრილი შესთხოვდა მარეშალს ფრინველების გამრავლებას. ლოცვის დროს ხელში უნდა სჭეროდა ქათმის მარჯვენა ფეხი, ქათმის სისხლის, ბუმბულისა და ძვლების დაწვა აუცილებელი იყო. უცხო პირის დასწრება იკრძალებოდა. ქათმის მარჯვენა ნაწილებს, მლოცველი ბუჯერზე აწყობდა და მეორე დღისთვის ინახავდა. დარანჩენი იმ დღესვე უნდა შეეჭამათ. წილის სხვისთვის მიცემა იკრძალებოდა. თავის წილი ლუკმის ქორ-მიმინოსათვის გადაგდებაც სცოდნიათ. სწამდათ, რომ ამის შემდეგ ქორი წიწილებს არ გაეკარებოდა. მარეშალისადმი მიძღვნილი დღესასწაული ბუჯერთან ლოცვით მთავრდებოდა.

ლიტ.: .კიკვიძე, შუა სახლი რაჭა-ლეჩხუმში, ენიმკის მოამბე, . V-VI, 1940. . მაკალათია, მთის რაჭა, 1987
. .

ბჭე - სახლის, სასახლის, ტაძრის შესასვლელი, მისი სინონიმია - კარები და აქედანაა ტერმინი კარიბჭე.

ბჭისკარი - იხ. ჭიშკარი

7

▲ზევით დაბრუნება


გაბა (თბ.) - ხელოსნების ერთგვარი საგარეო ტანსაცმელი, ფარჩეული.

გაბრა - ცხენის საწმენდი ჯაგრისი. აკეთებდნენ ცხენის ძუისაგან.

გავალაკი - ერთგვარი საჩრდილობელი, რომელიც მეფე-მთავართა და დიდებულთა ტახტრევანს ან დროებით სამყოფს ებურა, ამზადებდნენ ძვირფასი ქსოვილისაგან, წარმოადგენდა როგორც ოთხკუთხა, ასევე მრგვლად მოწყობილ სახურავს. შემკული იყო სხვადასხვა სამშვენისით.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2000.

გაია - ხისგან გაკეთებული ბავშვის ჩასაყენებელი შესაწევ-გასაწევი მოწყობილობა. საჭიროების დროს შიგ ბავშვს ჩააყენებდნენ. ბავშვი თვითონ ერთობოდა, გაიას ზამთარში შინ ხმარობდნენ, ზაფხულში კი ეზოში გასატან გაიას აკეთებდნენ.

. .

გალა - ნივრისა და ხახვის ასხმა, რომლებიც ფოჩებითაა ერთმანეთს გადაწნული.

გალიბანდი - ყარაჩოხელთა ქუდი, ცხვრის დახუჭუჭებული ტყავისგან გაკეთებული.

გალია - მავთულის ბადე ფრინველთა დასამწყვდევი. დიდი მხეცებისათვის რკინის გალიებს აგებენ.

გალიფე - შარვლის ტიპი, რომელიც იცმევა ჩექმებთან ერთად. ძირითადად მხედართათვის. აქვს ვიწრო ტოტები და ფართო უბე. ხშირად საჯდომ ნაწილზე ტყავი აქვს ამოკერებული. სახელწოდება მომდინარეობს ფრანგი გენერლის გალიფეს მიხედვით, რომელიც ატარებდა ასეთი ტიპის შარვალს.

ლიტ: ქელ., 2009.

განძი (ხევს) - აქ: ზოგადი სახელი სარიტუალო საგნებისა და ვერცხლის ჭურჭლეულობისა, რომელიც ხატისადმია შეწირული. ხატის განძი უდიდეს სიწმინდედ ითვლება. მას ინახავენ მხოლოდ ერთეულთათვის ცნობილ ადგილას. ხატის განძი გამოაქვთ დღესასწაულის დღეს და ასრულებენ სხვადასხვა რიტუალს.

. .

განჯინა - კედელში უძრავად ჩადგმული დიდკარიანი თახჩა. ძველი საცხოვრებელი ნაგებობის აუცილებელი ელემენტი. გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით. ზოგჯერ პურის კარადასაც ენაცვლებოდა. XX საუკუნის დასაწყისიდან დიდკარიანი თახჩები განჯინის - კედლის კარადის სახელწოდებითაა ცნობილი.

გარა (ფშ. ხევს.) - მრგვალი ხე, სიგრძით ადლნახევარი, რომელზედაც ქსოვის დროს ნართს ახვევენ. ერთი გარა მოძრავია, მეორე უძრავი.

გარმონი//გარმონიკა - კლავიშიან-პნევმატური ინსტრუმენტი. შედგება კორპუსის, საბერველისა და კლავიშიანი მექანიზმისაგან. საბერველი მზადდება გოფრირებული მუყაოსაგან, რომელსაც ორივე მხრიდან გადაკრული აქვს თხელი, მყარი ქსოვილი. ყველაზე რთული ელემენტია სახმო ნაწილი. იგი შედგება ლითონის თხელი ფირფიტისაგან, რომელზეც დამაგრებულია ლითონის „ენები“. ერთი ჟღერს საბერველის გაწევისას, მეორე - შეკუმშვისას. ბგერის სიმაღლე დამოკიდებულია „ენის“ ზომებზე (სიგრძე, სიგანე, სისქე). რაც უფრო მოკლე, ვიწრო და თხელია „ენა“, მით მაღალია მის მიერ გამოცემული ბგერა: „ენიანი“ ფირფიტები მიმაგრებულია ხის რეზონატორზე. მის კედლებში ნახვრეტებია ჰაერის გასატარებლად, რომელსაც სარქველი აქვს დაფარებული.

შემსრულებლიდან მარჯვნივ კორპუსის გრიფზე მიმაგრებულია ე.წ. მელოდიური სარქველი, მარცხენაზე - ბანის.

0x01 graphic

გარმონის უამრავ სახეობაში ძირითადად ორი ტიპი გამოიყოფა: 1) გაწელვა-შეკუმშვისას ყოველი ღილაკი სხვადასხვა სიმაღლის ბგერებს გამოსცემს; 2) გაწელვა-შეკუმშვისას ბგერის სიმაღლე არ იცვლება. გარმონის პროტოტიპი კონსტრურებულ იქნა 1822 წელს გერმანელი ოსტატის კ.ფ. ბუშმანის მიერ ბერლინში. ვენელმა ოსტატმა კ. დემიანმა დაუმატა მზა აკორდთა რიგი აკომპანემენტისათვის, რომელთაგან თითოეული გამოიცემოდა მარცხენა ხელის თითით ერთ კლავიშზე დაჭერით (1829წ). საკრავი მალე გავრცელდა ევროპის ქვეყნებში.

გარმონი//გარმონიკა რუსეთში შემოვიდა XIX ს-ის 30-40-იანი წლებიდან და სწრაფად იწყო გავრცელება იმპერიაში შემავალ სხვა ხალხებშიც. რუსმა ოსტატებმა დაიწყეს მისი საშემსრულებლო საშუალებების გაფართოება რუსული ხალხური სიმღერის კილოებრივი და წყობის თავისებურებების გათვალისწინებით. შეიქმნა სხვადასხვა სისტემის გარმონიკები, რომელთაც სახელები ერქმეოდათ იმ ქალაქების მიხედვით, სადაც მზადდებოდა - ტულის, ლივნის, სარატოვის, ვიატკის, სმოლენსკის და სხვა. XIX ს-ში გარმონი ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიასა და დაღესტანში. იგი შემოიტანეს რუსმა ჯარისკაცებმა. ეს საკრავი კავკასიაში მალე აიტაცეს და ეროვნული მუსიკის შესაბამისად შეუცვალეს წყობა. ზოგან იმდენად დამკვიდრდა (მაგალითად, დაღესტნის ხალხებში), რომ ეროვნული საკრავის მნიშვნელობა შეიძინა. შეიქმნა ეროვნული ფოლკლორისათვის დამახასიათებელ ბგერათრიგებთან მეტ-ნაკლებად შესაბამისი ე.წ. „აზიური გარმონი“. „აზიური გარმონი“ ვიატკის ერთრიგიანი გარმონიკის მსგავსი აღნაგობისაა. მარჯვენა კლავიატურისაგან განსხვავებით, „აზიურ“ გარმონზე გაწევა-შეკუმშვის დროს ბგერის სიმაღლე იგივე რჩება. ბანის კლავიატურა შედგება 12 ღილაკისაგან, რომლებიც წყვილებადაა განლაგებული ორ რიგად. თითო წყვილში ერთი ღილაკი გამოსცემს ძირითად ბგერას, მეორე - მის შესაბამის სამხმოვანებას. ორივე რიგში განსხვავებული ჰარმონიული ფუნქციის მქონე აკორდებია.

საქართველოში გარმონი გავრცელდა XIX ს-ის ბოლო ოცწლეულში „ბუზიკას“ (დამახინჯებული რუსული „музыка“) სახელწოდებით. მალე შეიქმნა „აზიური“ გარმონის მსგავსად ქართული გარმონი „ბუზიკა“ // „წიკო-წიკო“ სრულიად თავისებური ხმოვანებით. XX ს-ის II ნახევრიდან გარმონის ადგილი დაიჭირა აკორდეონმა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, განსაკუთრებით თუშეთში, იგი შეუცვლელი დარჩა. აქ ჩამოყალიბდა გარმონის სიმღერებისა და სოლო დასაკრავების შესრულების თავისებური სტილი. შეიქმნა გარმონის დასაკრავები - პროგრამული ხალხური მუსიკის ნიმუშები („ანიკოს ტირილი“, „წოვა ქალის ტირილი“ და სხვა). გარმონზე სრულდება საცეკვაოები, მისი თანხლებით სიმღერები, მაგრამ ესენი ტრადიციული ჟანრებისაგან განსხვავებულია. გარმონი გამოყენებულია ანსამბლშიც, განსაკუთრებით დამკვიდრდა ყოფაში გარმონისა და რიტმული საკრავის დოლის დუეტი ე.წ. დოლ-გარმონი, განსაკუთრებით ცეკვების თანხლებისათვის.

ლიტ.: Г. Благодатов, Русская гармоника, М., 1960; К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов
народов СССР, М., 1963; А Модр, Музыкальные инструменты, М. 1959
. .

გეიშა - ქალისა და მამაკაცის ზედა სამოსელი. მასალად გამოყენებული იყო მსუბუქი და ნაზი ქსოვილები. ზოგჯერ უდებდნენ სარჩულს. ქალის გეიშა მოკლეა, წელთან მომდგარი და ქვემოთ თანდათან გაშლილი. სახელოები გამოყვანილი და ბოლოებისაკენ გაგანიერებული. საყელო ოდნავ დაფენილი. გულისპირები ერთმანეთთანაა მისული და ერთი ღილით იკვრება. თუ ქალის ზედა ტანსაცმელი ტალმა (ტოლომა) საზამთრო ჩასაცმელად იყო მიჩნეული, გეიშას გაზაფხულ-შემოდგომობით იცვამდნენ. გეიშა ქიზიყში მამაკაცის წელამდე დასულ ტყავის სამოსელსაც ერქვა, რომელსაც ზამთრობით გლეხობის ის ნაწილი იყენებდა, ვისაც გრძელი ტყავის შეკერვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

. .

გელა (ზ. იმერ.) - ლურსმნის ამოსაღები თავკაპიანი რკინა, სადაც ლურსმნის თავი ამოედება. დურგლის სამუშაო იარაღი, არის სხვადასხვა ტიპის - მძლავრი და სუსტი ლურსმნების ამოსაღებად.

გელაზი - მთლიანი ბორბალი, გამოთლილი ბაზალტის ქვისგან. გელაზი ზეთსახდელის, საზეთე წისქვილის მოძრავი სამუშაო ნაწილია. გელაზი შუაში ოთხკუთხედაა ჩაჭრილი. ნახვრეტში გაყრილ ჰორიზონტალურ ღერძის ერთ ბოლოზე უღელს ამაგრებდნენ და გამწევ ძალას აბამდნენ.

0x01 graphic

გელაზის გარე პირის დიამეტრი შიდაზე მეტი იყო, რის გამოც სამუშაო პირის ძგიდე ირიბად იყო აჭრილი და ქვის ფილებით მოპირკეთებული წრიული კალოს დახრილობას შეესაბამებოდა. უღელში შებმული გამწევი ძალა ურმის თვალივით ცერზე შეყენებულ ბორბლის კალოს ირგვლივ აგორებდა. გელაზის ქვით ხდებოდა სელის მარცვლის დაქუცმაცება-დაფქვა, დაგელაზება და შემდეგ ზეთის გამოხდა.

გელაზები უმეტესად დიდი ზომისაა. მათი დიამეტრი მეტრნახევრიდან დაწყებული ორ მეტრს აჭარბებდა (ს. ალასტანში გელაზის დ-2მ. 30სმ., ს. ტურცხში 2მ. 12სმ., ს. წყალთბა - 2მ. 25სმ., (სამცხ.-ჯავ.).

გელაზის ზედაპირი შემკული იყო სხვადასხვა რელიეფური მოტივებით. აღსანიშნავია საქართველოს სახ. მუზეუმის ქვის ფონდში დაცული ს. გუნიაყალადან ჩამოტანილი გელაზი. იგი ყურადღებას იქცევს მხედრული წარწერის ფრაგმენტით, რომელშიც გარკვევით ამოიკითხება „გელაზი ჩვენ ავგაროზიშვილებმა“ - რაც უნდა მიუთითებდეს ამ ნივთის ან ავგაროზიშვილთა კუთვნილებაზე ან მის გამომკვეთ ხელოსნებზე. ამავე გელაზზე გამოსახულია გუთნეული და მის უკან მიმყოლი კაცი.

გელაზები ძირითადად გავრცელებული იყო საზეთე სელის ინტენსიურად გავრცელების არეალში (სამცხეჯავახეთი, თრიალეთი). აღმოჩენილ გელაზთა შორის ყველაზე ადრეულია მესხეთში მიკვლეული გელაზის ნაშთები.

ლიტ.: . ჩიტაია, გელაზი, ძმ. №20, 1970. .მოლოდინი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები) 1963.
. .

გემა - ძვირფასი ქვა, ზედ ამოკვეთილი გამოსახულებით ან წარწერით. გემას, რომელზედაც გამოსახულება სიღრმეშია ამოკვეთილი ინტალიო ეწოდება. გემას, რომლის გამოსახულება რელიეფურია - კამეა. ძველად ხმარობდნენ კუთვნილების დამადასტურებელ ბეჭდად (უმთავრესად ინტალიოს), ავგაროზად ან მორთულობად. მოგვიანებით ის უმთავრესად სამკაულია როგორც ბეჭედი, საყურე, გულსაბნევი. გვიანანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ რომაული წარმოშობის ძვირფასი ქვები - ინტალიოები და კამეები. გემებზე უმთავრესად ბერძნულ-რომაული ღვთაებებია გამოსახული, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ქართველ დიდებულთა პორტრეტებსაც ვხვდებით და ამასთან, არასაყოფაცხოვრებო სიუჟეტების გამოსახვაც.

ლიტ.: . ბარნაველი, საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, 1965. .გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
. .

გემი - დიდი ზომის საზღვაო ტრანსპორტი, რომელსაც გააჩნია შიდაწვის ძრავა.

გემნა (ხევს.) - ტყავის მოსაქნელი ხელსაწყო. ხმარობდნენ საგუდე, საკერავი და წვრილფეხა საქონლის ტყავის მოსაქნელად. იხმარება აგრეთვე ტყავის ქონისგან მოსაშორებლად.

გეონი - ხელშუბი.

გეონი - „ხელ-შუბა, მოწლო და სამძგიდე, ბუნი მცირედ კაცისა უმაღლესი.“ (საბა). სატყორცნსაძგერებელი იარაღი. გეონი წარმოადგენს 160-170 სმ. სიგრძის ხის ტარს (ბუნი) რომელზედაც დამაგრებულია სამწახნაგა პირი. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში ეს ტერმინი აღარ იხმარება.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I. 1991.
..

გერმა - ბატისა და ქათმის ნაზი ბუმბული, რომელიც ბალიშში იდება.

ეჯა - ერთ ხეში ამოღებული ან თავბოლო გამოყენებული მორი, რომელიც იხმარება წყლისათვის ან ცხოველთა საჭმლის ჩასაყრელად. მთიანეთში გეჯას ფუტკრის სკასაც (იხ.) უწოდებენ, რომელიც ასევე წარმოადგენს გულამოღებულ მოკლე ხის ნაჭერს.

0x01 graphic

..

გვადრუცი//გუადრუცი - იხ. ტაგრუცი.

გვადუა (მეგრ.) - გაცეხვილი ღომის მონარჩენი ჩალა და ღერო, ბზე.

გვარდი//გვარდა//კაბიწი (ზემო აჭარ. გურ). - ნაძვის თხელი ყავრისგან დამზადებული მრგვალი ან ოვალური კასრი, რომელშიც რძის პროდუქტებს (ყველს, კარაქს) ინახავდნენ. იყო სასაპანლე, ოთხკუთხა ყუთი, რომელსაც ცხენს გადაჰკიდებდნენ და ასე დაჰქონდათ. ცაცხვისა და ნაძვის ხისგან დამზადებული გვარდა კარაქს შეფერილობასა და გემოს აძლევდა. ვინც ნაძვის ხისგან ასეთ ჭურჭელს ამზადებდა, მეგვარდეს ეძახდნენ.

..

გვარლი - ბალახისაგან დამზადებული თოკი. ზოგან მას ულოსა და წირეხს უწოდებენ. გვიმი ჭისა - ქვის, თიხის ან ხის მრგვალი მილი, რომელიც იდგმებოდა ჭის თავზე წყლის სისუფთავის დაცვის მიზნით. ეთნოგრაფიულ ყოფაში (დას. საქ.) გვხვდება ქვის კარგად დამუშავებული გვიმები, როგორც მთლიანი - ერთ ქვაში გამოკვეთილი, ასევე ორნაწილიანი, რომელსაც თავში რკინის სალტე აქვს შემოჭერილი. ქვის გვიმს აქვს თავი და გამოწეული „ტაფა“ წყლის ჭურჭლის დასადებად. გვიმის პრაქტიკული და ესთეტიკური დანიშნულება კარგადაა შეხამებული ისეთ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო ობიექტთან, როგორიცაა ჭა და მისი ჰიგიენური უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა.

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
. .

გვირგვინი - 1. ზოგადი სახელია თავის შემკულობისა, არის სხვადასხვა ფორმისა და მასალისაგან დამზადებული. გამოიყენებოდა უხსოვარი დროიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში.

2. გვირგვინი//იალქანი//თაჯი-აქ: რიტუალური თავდასადგამი, ქალ ვაჟთა საქორწინო თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ფერადი ძაფები (მათ შორის უპირატესობა ეძლეოდა ოქროსფერსა და ვერცხლისფერს) და ხის ნაწილები.

შედგება ხის რგოლისა და თანაბარი მანძილით დაცილებული რამდენიმე გრძელი ტოტისაგან, რომლებიც შედგენილი არიან ფერადი ძაფებით შევსებული ხის პატარა ბურთულებისაგან. ტოტების ბოლოში მძივებით გაწყობილი ფოჩები კიდია. გვირგვინზე შუბლის სწორად ამავე წესით შესრულებული ჯვარია გამოსახული.

0x01 graphic

როგორც წესი, ჯვარი ეკლესიაში უნდა დაეწერათ და მღვდელი იყო გვირგვინის თავზე დამდგმელი. იქ, სადაც ეკლესია არ იყო, ამ ფუნქციას ხატის მსახურები ასრულებდნენ. თუ მექორწილე წყვილს საკუთარი გვირგვინი არ ჰქონდა, მაშინ დაქირავება უწევდათ. პატარძალს გვირგვინი ქორწილის დამთავრებამდე არ უნდა მოეხადა, გვირგვინების მოხდის ცერემონიალი კი ბევრი ძველქართული წესის თანხლებით სრულდებოდა. ასე, მაგალითად, ფშავში, ქორწილის მესამე დღეს „საწაღმართოს“ გადაიხდიდნენ, დაკლავდნენ საკლავს და სუფრასაც ხელახლა გაშლიდნენ. შუადღისას ნეფიონი ადღეგრძელებდა ნეფე-დედოფალს და მეჯვარე ხანჯლის წვერით ჯერ ნეფეს მოხდიდა თავიდან გვირგვინს და მერე დედოფალს. გვირგვინმოხდილ ნეფეს გაქცევით უნდა ეშველა თავისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მაყრებისათვის ერთი ხელადა არაყი უნდა მიერთმია. გვირგვინის ახდის შემდეგ ქალის მაყრები მოითხოვდნენ სამაყროსა და სამდადოს. თუშეთში, ქორწილის დასასრულს, პატარძალს იმ ოთახში შეიყვანდნენ, სადაც მხოლოდ ქალის მაყრები იყვნენ თავმოყრილი. გვირგვინის ახდის წესის დამთავრების შემდეგ მაყრები მოითხოვდნენ საფურე ხბოს, დედალ თოხლს, ან ძროხას და შემოთავაზებულს ყურს პატარძლის სახელზე აუხევდნენ, ე.ი. პატარძლის საკუთრებად ცნობდნენ.

გვირგვინის წარმოშობა დაკავშირებული ჩანს დიადემასთან, რომელიც ეტრუსკულ სამყაროშია საძებნელი. პატარძლის გვირგვინს ძველ საქართველოში „იალქანი“ ერქვა.

ლიტ.: . ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
. . .

გვირგვინი//გვერგვინი - აქ: საახალწლო სარიტუალო საგანი. ლეჩხუმური საახალწლო გვერგვი ლერწისგან მოწნულ რგოლს წამოადგენს. ასტრალურ კულტთან გვერგვის კავშირს განსაკუთრებული სიცხადით ამ საგნის გარეგანი გამოსახულება ამჟღავნებს: გვერგვი - წრე, მის ცენტრში მოთავსებული ჯვრით, რომლის წვრილად წათლილი ბოლოები წრის ნაპირისკენ სხივების მსგავსად ეფინება, მნათობი მზის ფორმასა და სხივოსნობას ასახავს. ამ ვითარებას ცხადყოფს აგრეთვე სვანური გირგედის (სალოცავი ხატი) თავისებური გარეგნული გამოსახულება. გირგედ-ი მრგვალი ფორმის ლითონის საგანია ირგვლივ შემოყოლებული ცხრა ცალი მომცრო რგოლით და ამ რგოლებშუა სამყურა მცენარის სახის სამკაულებით.

ქართველების მზის ემბლემა მოწმდება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ე.წ. „კალპიანი ჩიჩილაკის“ სახით. კალპი მზის ისეთივე ემბლემაა, როგორც რაჭველ-ლეჩხუმელების საახალწლო გვერგვი. ამ უკანასკნელის მსგავსად, კალპიც ლერწისგან მოწნული და მცენარეულით შემკული რგოლია. ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩიჩილაკი (იხ.) ბედნიერება-კეთილდღეობისა და დოვლათის სიმბოლური გამოსახულებაა. როგორც ცნობილია, მსოფლიო ხე მრავალ ძველ კულტურულ ხალხში მზესთან იყო ასოცირებული. კალპიანი ჩიჩილაკიც ამგვარ კონცეფციას ასახავს, რამდენადაც აქ მზის სიმბოლო - კალპი მსოფლიო ხის სიმბოლურ გამოსახულებასთან - ჩიჩილაკთან არის შერწყმული და ორივე ერთად (კალპი და ჩიჩილაკი) ზამთრის მზის მობრუნებას მოასწავებს.

ქართველ ხალხში მსოფლიო ხის კონცეფციის ფართოდ გარვცელებაზე მიუთითებს აგრეთვე ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ე.წ. „ბატონების ხე“ და მეგრელების „კელაპტარი“.

შესაძლებელია, მზის ემბლემის საკითხში სვანური გირგედის, რაჭულ-ლეჩხუმური გვერგვ-ისა და გურული კალპი-ს გვერდით ქართული გვირგვინის ამოყენება. გურია-სამეგრელოს და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ხალხური საქორწინო გვირგვინი ლერწისგან მოწნულ რგოლს წარმოადგენდა გვერგვის მსგავსად. განსაკუთრებით საინტერესოა ქართლურ-კახური ნეფე-დედოფლის გვირგვინი, აგრეთვე რგოლის ფორმის, რომელსაც აქვს ოთხი მომცრო ტოტი და რგოლის წინა ნაწილზე გასხივოსნებული ჯვარი. გვირგვინი რძისფერი შუშის მძივებითაა შემკული და მთლიანად ოქროს ან ვერცხლისფერი სირმით არის გადაკრული. თავისი ფორმით, ტოტებით, სამკაულითა და ფერით ქართლურ-კახური ხალხური საქორწინო გვირგვინი მზის გარეგნულ გამოსახულებას, ფერსა და სხივოსნობას ასახავს.

ნეფე-დედოფლის თავზე ამგვარი გვირგვინის დადგმა ოდესღაც მაგიური ზემოქმედების მიზნით ხდებოდა. ახალად დაქორწინებულებს მზის მსგავს საგანს ადგამდნენ იმისათვის, რომ მზის ცხოველმყოფელი ძალა და ნაყოფიერების თვისება ნეფე-დედოფალზე გადასულიყო.

. .

გვირგვინი სამეფო - ერთ-ერთი სამეფო რეგალია, მეფობის უმთავრესი ნიშანი. ძველად სამეფო გვირგვინის ნაცვლად დიადემას ხმარობდნენ. ეს იყო ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით შემკული, სხვადასხვა ფერისა და დეკორის აბრეშუმის თავსაკრავი, ანუ ხილაბანდი. მას შუბლზე იკეთებდნენ და უკან იკრავდნენ.

0x01 graphic

სამეფო თავსაბურავი V საუკუნეში ჩნდება საბერძნეთში. მას სტეფანოზი, ანუ კორონა ერქვა და ქართულად იალქანი შეესატყვისება. სტეფანოზი ვერცხლის ან ოქროს ბრტყელი რგოლი ან რკალია, თვლებითა და მარგალიტებით შემკული. დროთა განმავლობაში მის გვერდებზე გაჩნდა ასევე ძვირფასთვლებიანი ტოტები, რკალის შუა ნაწილში კი ჯვარი. ასეთ თავსაბურავს სტემა ეწოდება. ბიზანტიის მეფეების სტემა ძირითადად ლურჯი, თეთრი, წითელი და მწვანე ფერის იყო. მართალია, იმპერატორები სტემასთან ერთად ძველ სტეფანოზსაც ხმარობდნენ, მაგრამ სტეფანოზი უკვე უბრალო თავსაბურავი იყო და არა გვირგვინი. სტემა დამკვიდრდა, როგორც დამოუკიდებელი მეფობის სიმბოლო, ხოლო სტეფანოზი და სხვა „კორონები“ იმპერატორთა ხელქვეითების კუთვნილება გახდა.

აღსანიშნავია ასევე მეფეთა კიდევ ერთი თავსაბურავი - ტიარა, რომელიც მათ დღესასწაულზე და დედაქალაქში ძლევამოსილად შესვლის დროს ეხურათ.

ქართული წყაროები ქართველ მეფეების თავსაბურავს მიტრასა და გვირგვინს უწოდებს. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ დიადემას, იგი ჩვენში საერთოდ არ არის ცნობილი, როგორც მეფეთა თავსაბურავი.

ქართველ მეფეთა სამეფო ნიშნები გარკვეულ პერიოდში ბიზანტიიდან შემოდიოდა, მაგალითად, V-VI საუკუნეებში. ლაზიკის მეფეები ფორმალურად ექვემდებარებოდნენ ბიზანტიას და ტახტზე ასვლისას სამეფო ნიშნებს ბიზანტიის კეისრისგან ღებულობდნენ. ეს იყო „ოქროს გვირგვინი, ძვირფასი ქვებით შემკული“.

აღსანიშნავია, რომ ბიზანტიური სამოხელეო სამოსელი და თავსაბურავი საქართველოში IX-XI საუკუნეებშიც შემოდიოდა. როცა ბიზანტიის მეფე საქართველოს მთავარს ან მეფეს ამა თუ იმ პატივს მიანიჭებდა, მათ საპატიო სამოსელსა და სამკაულსაც უგზავნიდა.

ლიტ. . ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
..

გვირგვინი ფოჩებიანი - ქართლ-კახეთში საქორწინო ცერემონიების შესრულების დროს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. ქართული გვირგვინი დისკოსებური ფორმისაა. მასზე ჩამოკიდებულია ოთხი, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული ფოჩი, რომელიც შედგება ოქროსფერ-ვერცხლისფერი სირმებისაგან გაკეთებული ბურთულებისგან. გვირგვინის ტოტები დაბოლოებულია სამ-სამი მოკლე ფოჩით. მამაკაცის გვირგვინზე, ქალისგან განსხვავებით, ცენტრში ჯვარია მოთავსებული, რომელიც ასევე სირმითაა მოქარგული. მას ნეფე ნაბდის ქუდზე იხურავდა, პატარძალი კი - ჩიხტიკოპზე.

0x01 graphic

ვ. ბარდაველიძე, ქართული ჩიჩილაკისა და გვერგვის (იხ) შესწავლისას, აღნიშნულ გვირგვინს გარეგნული ფორმის გამო მზის ემბლემად თვლის. ჯვრისწერის დროს კი, მისი ნეფე-დედოფლის თავზე დახურვა უნდა მომდინარეობდეს შეხებითი მაგიიდან, იმ სურვილით, რომ ასტრალური ღვთაების თვისება - შვილიერება და ნაყოფიერება, თვით ნეფე-დედოფალზე გადასულიყო. ზოგი აღნიშნულ გვირგვინს ვაზის კულტს უკავშირებს. მევენახეობის ძირითად რეგიონებში ქართული ფოჩებიანი გვირგვინი, თავდაპირველად ვაზის რქებისგან იყო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი, თუშეთი, ხევსურეთი), სადაც არ არის გავრცელებული ვაზის კულტურა, ფოჩებიანი გვირგვინი საერთოდ არ გვხვდება.

საინტერესოა ქართული ფოჩებიანი გვირგვინის ერთი დეტალი - ჯვარი, რომელიც, როგორც აღინიშნა, მხოლოდ მამაკაცის გვირგვინზე ფიქსირდება. სამეც. ლიტ-ში დადგენილია, რომ ჯვარი თავისი წარმოშობით წინ უსწრებდა ქრისტიანულ რელიგიას. ფიქრობენ, რომ „მამაკაცის გვირგვინში ჯვარი ხარის კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული. საქორწილო რიტუალში წესად იყო დასაკლავად მომზადებულ ხარის გარშემო ნეფის ცეკვა-თამაში და მის მიერ ხარზე დანის ჯვარედინად დასმა. ასევე აღნიშნული შეხედულების დამადასტურებელია ისიც, რომ ნეფისთვის ქორწილზე უნდა მიეტანათ ხარის ბეჭი“.

ამდენად, თავდაპირველად ქართული გვირგვინი ვაზისა და ხარის კულტებთან იყო დაკავშირებული, მოგვიანებით კი მან უკვე მზისა და მთვარის ფუნქციები შეიძინა, რომლის გამოხატულებაცაა ოქროსფერვერცხლისფერი სირმებით გასხივოსნებული გვირგვინის ტოტები.

ლიტ: . მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
. .

გვირგვინი//დიადემა//თაჯი - აქ: 1. ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული. გვირგვინი სხვადასხვა ტიპისა იყო: დიადემა, ქუდი, შარავანდი, ფოთლებიანი თუ დაკბილული სალტე და სხვა. საქართველოში გავრცელებული გვირგვინები ნაირგვარია: ჭედური რელიეფით, გრეხილურით, გავარსით, ძვირფასი თვლებითა და ტიხრული მინანქრით შემკული. საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ოქროს გვირგვინი ძვ. წ. V ს-ით თარიღდება. იგი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ სამკაულთა ტიპებს განეკუთვნება. დიადემა//გვირგვინი წარჩინებულობის ნიშნად, ინსიგნიად ითვლებოდა.

2. საფლავის ქვებზე ხშირად გვხვდება რელიეფურად ამოყვანილი გვირგვინები. რომელთა სიმბოლური დანიშნულება აქ განიმარტება, როგორც ჯილდო კეთილმორწმუნე ქრისტიანისა, რომელმაც დაიმსახურა იგი თავისი უმწიკვლო ცხოვრებით: „მორწმუნე იყავ შენ სიკვდილამდე და მოგეცემა სიცოცხლის გვირგვინი“ (გამოცხ 2:10).

გვირგვინი ზოგადი სახელია თავის შესამკობლისა, არის სხვადასხვა ფორმისა და მასალისაგან დამზადებული. გამოიყენებოდა უხსოვარი დროიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში.

ლიტ.: .გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981, . ნადირაძე, ხალხური ქვითხ. იმერეთში, 2001.
.. ..

გვრიჭილა (რაჭა) - საბრძოლო-სანადირო იარაღი. გვრიჭილა ჯოხის ბოლოზე ძუებით ან თასმებით მიმაგრებული ქვების ერთობლიობას წარმოადგენს. საბრძოლო დანიშნულების გარდა, რომლის ტრიალიც დიდ ხელოვნებას მოითხოვდა, გამოიყენებოდა სანადიროდაც, რაჭის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით პურის მკის დროს, მას მწყერზე სანადიროდ იყენებდნენ ბავშვები.

ლიტ.: . გიორგობიანი, ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, 1977. . .

გიდელი - წნული ჭურჭელის სახეობა. წვნა კაცობრიობის კულტურის უძველესი მონაპოვარია, იგი წინ უსწრებდა ქსოვას, რომელიც მისგან განვითარდა. წვნასთანაა დაკავშირებული აგრეთვე კაცობრიობის კულტურის ისეთი მონაპოვარიც, როგორიცაა მეთუნეობა. მეთუნეობა ყველგან ალბათ იმის შედეგად გაჩნდა, რომ დაწნულ ან ხის ჭურჭელს თიხით ლესავდნენ, რათა ცეცხლგამძლე გაეხადათ. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში წვნის აღმნიშვნელი ტერმინია თხზვა. ეს ტერმინი დღეისათვის მხოლოდ აჭარულ დიალექტშია შემონახული.

0x01 graphic

წნული ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ, უპირატესად ტირიფს და მის სახესხვაობებს - ძეწნას, მდგნალს, წნორს, მანეულს, აგრეთვე - თხილს, შვინდს, უზანს, სიმინდის ფუჩეჩსა და პურის ნამჯას. საქართველოში გავრცელებული წნული ჭურჭლებიდან ფორმითა და ფუნქციით საყურადღებოა მოგრძო, ძირწაწვეტებული უყურო გოდორი - გიდელი. იგი მაღლარი ვენახისა და ხილის საკრეფი ჭურჭელია.

გიდელს ამზადებენ წნელისა და ტკეჩისგან. გავრცელებულია გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ლეჩხუმში, ქვემო იმერეთსა და სხვაგან. გიდელის მთავარი საყრდენი წაბლის, მუხის ან ქორაფის ღეროა, რომელსაც ცეცხლზე ათბობენ და ოთხივე მხრიდან ტკეჩებს აცლიან. ღეროს შუაში დარჩენილ ხის გულს ჭრიან და მის ქვედა ნაწილს გიდელის ფსკერად ტოვებენ. გურიაში მას კუშტული ჰქვია, ლეჩხუმში - მუჯურო, აჭარაში - კუნჭულო, სამეგრელოში - კურსული. გიდელის საწნავ ტკეჩს ასე ამზადებენ: საშუალო სისქის დანით ჩაჭრიან, მუხლზე მოხრიან და მარჯვენა ხელის შუა თითის დახმარებით თანდათან ზოლებად შლიან. გიდელის წვნა იწყება ფსკერიდან. გიდელის საყრდენს წვრილი ტკეჩი ჯვარედინად გადაეწვნება. წვნა ხორციელდება მარჯვნიდან მარცხნივ. შუა ნაწილში გიდელი ოდნავ ფართოვდება, რისთვისაც მსხვილ ტკეჩს უმატებენ. გიდლის თავსაც მსხვილ ტკეჩს შემოაწნავენ. თავზე უკეთებენ თოკის სახელურს, რომელზეც ხის კავი - ღვანღვალი - არის მიმაგრებული ტოტზე გიდლის ჩამოსაკიდებლად.

ლიტ.: . ხაზარაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

გინგილა - დიაკვნის ოლარი. დიაკვნის შესამოსლის ნაწილი, გრძელი, ვიწრო ქსოვილი, რომელსაც დიაკონი მარცხენა მხარზე დამაგრებულს ატარებს, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს ლოცვისას. გინგილა სამღვდელო ხარისხის მადლს, ანგელოზთა ფრთებს, ქრისტეს მსახურების ტკბილ ტვირთს ნიშნავს. დამსახურებულ დიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. გინგილა შედის ასევე იპოდიაკვნის შესამოსელში, რომელსაც ის მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს.

ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002. საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005 - 2004.
. .

გირგირი (ლაზ.) - დიდი ზომის სათევზაო ბადე.

გირგოლი - ხევსურული ფარის დეტალი, წარმოადგენს რკინის ბრტყელ ფირფიტას, რომელიც წრიულად შეჭედილია ფარის ზედაპირზე გირგოლების მიხედვით განასხვავებენ ფარის სახესხვაობებს - ერთგირგოლიანი, ორგირგოლიანი და სამგირგოლიანი ფარები (იხ. ფარი).

. .

გირკალი//გრკალი//რკალი (ქართლ. ფშ. ხევ.) - რკალივით მოხრილი ჯოხი, რომლის ბოლოები ერთმანეთთან წნელით არის დაკავშირებული, იხმარება საქონლის დასაბმელად.

გიტარა (ესპ. ბერძ.) - სიმებიანი ჩამოსაკრავი სამუსიკო ინსტრუმენტი. შედგება წელში გამოყვანილი კორპუსისა და ბრტყელი დეკებისაგან. ზედა დეკას შუაში სარეზონანსო ღრუ აქვს, ყელზე - ლითონის საქცევები. თავზე სიმების დამჭერი მოქლონებია. გიტარას თავდაპირველად ჰქონდა ნაწლავებისაგან დამზადებული სიმები, შემდეგ ლითონისა და სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული.

გიტარის წარმოშობის საკითხი დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ XIII ს-ში გიტარას ოთხი ორმაგი სიმი ჰქონდა. XVIII ს-ში იტალიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოგვიანებით ამერიკაში გავრცელდა ესპანური გიტარები, რომელთაც 5 ორმაგი სიმი ჰქონდა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გიტარამ XVIII ს-ის შუა ხანებიდან. ამ დროისათვის იყო გიტარები 6 ცალფა სიმიანი კვარტულ-ტერციული წყობით, თუმცა გაუმჯობესების ცდები გრძელდებოდა. საყოველთაოდ მიღებული გახდა ექვსსიმიანი გიტარა.

საშემსრულებლო საშუალებები მდიდარი და მრავალფეროვანია. ბგერა არის ძლიერი, კარგად ეხამება ადამიანის ხმას და სხვა სიმებიან საკრავებს. ბევრ ქვეყანაში იგი ეროვნულ, ხალხურ საკრავად იქცა.

არსებობს ვერსია, რომ გიტარა საქართველოში შემოიტანეს იტალიელმა მუსიკოსებმა.

ევროპული მუსიკის საქართველოში ფართოდ გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი თბილისში საოპერო თეატრის გახსნამ. არიები და სხვა მუსიკალური ნაწყვეტები, ცალკეული მოტივები მალე აიტაცა ხალხმა. ეს მელოდიები საქართველოში გასამხმიანდა, ქართული ელფერი შეიძინა. XIX ს-ის 80-იანი წლებიდან გიტარა ფართოდ იწყებს გავრცელებას როგორც რუსული ქალაქური რომანსის სააკომპანემენტო საკრავი. ქალაქური რომანსის ლირიკულ ხასიათს, კუპლეტურ ფორმას, მარტივ ჰარმონიულ სტრუქტურას კარგად მიესადაგა გიტარის აკომპანემენტი. ქართველ არისტოკრატთა სალონებში დიდი მოწონება ჰქონდა დღესასწაულებსა თუ სალხინო სუფრაზე. ქალაქურ და საოჯახო მუსიკალურ ყოფაში, მოგვიანებით სოფლებში, განსაკუთრებით ქუთაისში და საერთოდ, დასავლეთთ საქართველოს ბარის რეგიონებში შვიდსიმიანი გიტარა გახდა პოპულარული. გიტარამ დიდი ადგილი დაიჭირა ქართულ მუსიკალურ კულტურაში.

ამ მხრივ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი ვარინკა წერეთლის (ბარბარე სპირიდონის ასული მაჭავარიანი-წერეთლისა - 1874-1948) სიმღერა „სულიკო“, რომელმაც უდიდესი აღიარება და სიყვარული მოიპოვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. „სულიკო“ აკაკი წერეთლის ლექსზე შეიქმნა XIX ს-ის 90-იან წლებში როგორც სოლო სიმღერა გიტარაზე, 1899 წ. ჩაწერეს ფირზე, ხოლო 900-იან წლებში კი ნოტებზე გადაიტანა კოტე ფოცხვერაშვილმა. სიმღერა მალე გავრცელდა და გახალხურდა.

ლიტ.: . თუშიშვილი, გიტარის სამყაროში, 1989; Б. Л. Вольман, Гитара в Росии, Л. 1961.
. .

გიშერი - ერთგვარი ძვირფასი შავი ქვა, რომლისგანაც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სამკაულებს. გიშერი ქვანახშირის სახესხვაობაა. ამ მინერალს უწოდებენ „გაგატსაც. ახასიათებს სირბილე, ადვილად ემორჩილება დამუშავებას. იხმარება სხვადასხვა დანიშნულების ნივთების დასამზადებლად. გიშრის წარმოებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეთნოგრაფიულ ყოფას იგი ბოლო დრომდე შემორჩა, რასაც განაპირობებდა იმერეთში ძიროვანის და ოკრიბის მდიდარი საბადოების არსებობა. გიშრის დამუშავება ორ საფეხურად იყოფა: 1. გიშრის ნედლეულის მოპოვება 2. გიშრისგან სხვადასხვა ნივთების „გამოქნა“. მომპოვებელს და მომჭრელს „მეძებარი“//მომჭრელი ეწოდება. გამთლელს და დამმუშავებელს - გიშრის მთლელი//„ხელოვანი“. გიშერი ჰაერზე სწრაფად კარგავს სინოტივეს, ტანში „იბწკალება“ - იშლება. ამიტომ გიშრის მჭრელი მას აყალო მიწით შემოზელავდა და ისე ამოქონდა საბადოდან. გაგოზილ „რიყე“ გიშერს ისევ მიწაში მარხავდნენ. რადგან მეორედ დამარხული გიშერი შეჩვეოდა ჰაერის ზემოქმედებას. ასეთი მდგომარეობა ამცირებს გიშრის სიფიცხეს და აადვილებს მის დამუშავებას. გიშრის დამუშავების ტექნოლოგია რამდენიმე საფეხურს მოიცავს: გიშრის ნატეხების სახსრებად დახსნა, ზომაზე დაყენება, გაფცქვნა - ცილის შემოცლა, დაკუთხვა - გიშრის კაკლებისათვის ფორმის მიცემა, გახვრეტა, ქვაზე ხეხვით გაპრიალება, ნამზადის მჩვარში გახვევა და ბნელ ადგილზე შენახვა. გიშრის ნივთებიდან აღსანიშნავია სამკაულები, სკვნილები (კრიალოსნები). გიშრის ყელსაბამით ნიშნავდნენ ქალებს. როგორც ნივთიერი, ისე წერილობითი წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ გიშრის წარმოება სამკაულისა და ამულეტის სახით საქართველოს მიწა-წყალზე თავს იჩენს ჩვ. ერამდე მე-16 საუკუნეში.

0x01 graphic

გიშრის სკვნილები ფეოდალური ხანის საქართველოში წარმოადგენდა მზითვის აუცილებელ საგანს. მონასტრებსა და ეკლესიებში იყენებდნენ ლოცვა-ვედრების სხვადასხვა კანონიკური წესის წარმოსათქმელთა დასათვლელად.

ქართული გიშერი გაჰქონდათ საზღვარგარეთაც. გიშრის წარმოებამ XIXს. I ნახევარში ფართო ხასიათი მიიღო. 1841წ. ქუთაისში გიშრის ნაწარმის ექსპორტი წელიწადში 2000 მანეთ წმინდა მოგებას იძლეოდა.

ლიტ. . რეხვიაშვილი., ქართული გიშერი, ჟურნ. „ძეგლის მეგობარი, №24.
. .

გმური - საძგერებელი იარაღი. სულხანსაბას გმური განმარტებული აქვს ცალკე და ლახვარის ქვეშაც. პირველ შემთხვევაში აღნიშნულია რომ „გმური ხელშუბა“-აო, მეორე შემთხვევაში აღწერილია - „გმური არს ლახუარი პირ-ბრტყელი და ბუნგრძელი, რომლითა მაცხოვარსა უგმირეს“. საბას არავითარი წყარო დამოწმებული არა აქვს და არც ის ჩანს თუ საითგან უნდა იყოს ეს ტერმინი ამოღებული. ქართულ საისტორიო თხზულებებში გმური არც ერთხელ არ არის ნახმარი, რაც ცხადყოფს რომ საბას ცნობა ან გარკვეულ წერილობით წყაროზე, ან და პირად ზეპირ ცოდნაზე უნდა ჰქონდეს დამყარებული.

0x01 graphic

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, . III-IV 1962.
. .

გნდე - „მახვილთა და მანგალთა ყუათა ნაპირსა ნიღრი, რომელიმე გნდესა უწოდენ“, (საბა); ყუა დანისა, ხმლისა და სხვ. ქართული ხმლები სწორი, ბოლოში ოდნავ გახრილია, გნდე დაუყვება მოხრის ადგილამდე საიდანაც იწყება შაშარი(იხ).

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I, 1991.
. .

გობაკი - აქ: ყარაჩოღელთა ვერცხლის ქამრის ბალთაზე პირამიდულად ამოყვანილი გობაკი, იმდენად დიდი რომ ზოგიერთში ნახევარი ჩარექა ღვინო ჩავიდოდა. გობაკიანი ვერცხლის ქამარი ყარაჩოღელის ერთგვარ სიამაყეს წარმოადგენდა. შეიძლებოდა ყველაფერი გაეყიდა, მაგრამ ქამარს არ გაყიდდა. თუ გარდაცვლილი ყარაჩოღელის ოჯახს გასვენების ფული არ ჰქონდა, ქამარს გაყიდნენ და აღებული თანხით დაასაფლავებდნენ. ამიტომაცაა ნათქვამი „თავის სამარხი ზედ არტყია ვერცხლის ქამარი“.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

. .

გობელინი - მხატვრული ხელნაქსოვი ხალიჩა, რომელიც გამოიყენება კედლების მოსაფენად, დეკორატიული თვალსაზრისით. გობელინის საქსოვად გამოიყენებოდა მატყლი, აბრეშუმი ან აბრეშუმნარევი მატყლი. ხშირად ურევდნენ ოქროს, ვერცხლს ან სხვა ლითონის ძაფებსაც. გობელენი იქსოვებოდა ხელით, სხვადასხვა ნაწილზე ფერისა და სურათების დეტალების შესაბამისად. გობელინებზე გამოისახება ისტორიული, ალეგორიული და ყოფა-ცხოვრების სცენები. ხელით ნაქსოვი გობელინები იყოფა 2 ჯგუფად: გოტლისტური - ვერტიკალურ დაზგაზე და ბასილისური - ჰორიზონტალურ დაზგაზე. დღეს გობელინები მისი შესრულების სირთულის გამო აღარ იწარმოება და ამიტომ ხელნაქსოვი გობელინები ანტიკვარული ვაჭრობის საგანია.

. .

გობი//გვები(სვ.)//ხონი(ხევი,თუშ.)//გორდა(ზ. აჭარ) - დიდი ზომის ამოთლილი, ან ფიცრებით შეკრული ხის ჭურჭელი, უმთავრესად იხმარება ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად, ლობიოს, მხლის დასატუკად//დასაკეპად. გობს ამზადებდნენ „უწვნო“, „სუფთა“ ხეებისგან (ცაცხვი, თელა). იყო დიდი ზომის „ლაშგვერდი გობი“ (სვანეთი), მცირე ზომის გობი - „ხელგობა“, კარაქის ამოსაღები (ზემო აჭარა) და ა.შ. გობი, როგორც საზომი ერთეული, ჩანს XVI-XVII საუკუნეებიდან ოდიშში. მასში 18 კგ. მარცვლეული ეტეოდა.

0x01 graphic

..

გოგა (იმერ.) -1. სახლის სახურავის მთავარი ხე, რომელზედაც მიკრულია სახურავი კოჭები. გადალარტყვის შემდეგ გოგაზე იციან მამლის დაკვლა სახლის გადახურვის აღსანიშნავად. 2. ფშავსა და ხევსურეთში საახალწლოდ გამომცხვარი დიდი სამეკვლეო პური.

გოგრიჭი (რაჭ.) - ქვის სასროლი იარაღი. წარმოადგენს მახრიღლივ გადასაკიდებელ ღვედს, რომელსაც მიბმული აქვს ძუა-ჭაპანი და ზედ ასხმულია გახვრეტილი მრგვალი ქვები, რომლებთაც გოგრიჭები ეწოდება. სასროლად მსროლელი ხმარობდა არა მარტო ბუნებაში შემთხვევით ნაპოვნ გახვრეტილ ქვებს, არამედ ხელოვნურად დამზადებულსაც, ე.ი. გაჩარხულ ქვებს. გოგრიჭები იჩარხებოდა ადვილად დასამუშავებელი ქვის ჯიშებისგან. ამზადებდნენ გამომწვარი თიხისგანაც. გამოწვამდე შუაში ჯოხს უყრიდნენ, რის გამოც ნახვრეტი რჩებოდა, გოგრიჭები მზადდებოდა სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, კვერცხისებური, წვეთურა და სხვა. სცოდნიათ აგრეთვე თიხის გოგრიჭებში კაჟის ქვების ჩაყოლებაც (გამოწვამდე), რომელსაც „ბუძგა გოგრიჭი“ ერქვა. ყველაზე უფრო კარგი მიზანში სასროლად წვეთურა ფორმის გოგრიჭი ყოფილა. უკანასკნელ ხანებში ქვის სროლის ეს მეთოდი ბავშვთა თამაშის ელემენტი გამხდარა და მას გოგრიჭობანას უწოდებდნენ. როგორც ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, გოგრიჭს ძველად სერიოზული საბრძოლო გამოყენება ქონია, ეს იარაღი გაწაფული მეშურდულის ხელში, დიდი სიზუსტით და ზედიზედ მიყოლებით, ქვის მტერზე დაშენის საშუალებას იძლეოდა, ახლო მანძილზე ცხენზე ამხედრებული მხედრისთვის გოგრიჭი უკვე მოსაქნევ-ჩასარტყმელი საშუალება ხდებოდა. ძუა-ჭაპანის ბრუნვის რადიუსი მსროლელს საშუალებას აძლევდა, შეექმნა დიდი სიხშირის მაბრუნებელი ძალა, რაც გასროლილ გოგრიჭებს მაღალ საწყის აჩქარებას აძლევდა.

ლიტ.: . გიორგობიანი, ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო1997.
. .
..

გოგროხი - ღვინის საწყაო, ხელჩაფის ტიპისა.

გოგუთი - „თავ მრგვალი ჯოხი“ (დ. ჩუბინ.) ი. ჯავახიშვილს გოგუთი ნახსენები აქვს საბრძოლო დასარტყმელ იარაღთა შორის და განსამარტავად კვერთხი და გურზი(იხ) აქვს მითითებული. წარმოადგენს ხის ტარზე დამაგრებულ ლითონის ან ხისავე სფეროს.

ლიტ.: ივ. ჯა ვახიშვილი, მქემკი, . III-IV 1962.
. .

გოდორი - წნული ჭურჭლის სახეობაა, ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. გამოიყენებოდა როგორც მარცვლეულის შესანახად, ასევე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად. აღმოსავლეთ საქართველოში მთიელები ჭირნახულს გოდრებში ინახავდნენ. აქ გოდორი ნაკელისა და ნაცრის ნაზავით იყო ამოლესილი. სქელი ძირი ჰქონდა, ზოგჯერ ფეხებზე იდგა, რომ არ დანესტიანებულიყო. ასეთი გოდრების სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევდა და 40-80 ფუთ მარცვლეულს იტევდა. შეძლებულ ოჯახს 7-8 გოდორი მაინც ედგა.

0x01 graphic

დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის შესანახად თიხით შელესილი გოდრები იყო გავრცელებული. ზოგადად შესაძლებელია ითქვას, რომ ფიცრის ფსკერიანი შელესილი გოდორი, როგორც მარცვლეულის შესანახი სათავსო, ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. ასევე ითქმის სხვადასხვა სიდიდის შეულესავი გოდრების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი.

გოდრის სახეებია გუჯინა (ხევ), გოგროხა (ქართლ.), დიდი გოდორი, გოდრულა(ქსანი, ქართლ.), ყურძნის შესანახი გოდორა (აჭარ. გურ.), თევზის საჭერი გოდორი, გორიცა (გურ.), პატარა გოდორი, ზურგზე მოსაკიდი გოდრულა (კახ), და სხვ.

.

გოდორი შელესილი - საქონლის პატივისა და ნაცრის ნაზავისაგან შიგნიდან შელესილი, რომელიც გამოიყენებოდა სულადის (ხორბლეულის-ქრთილეული-პური, ქერი) შესანახად.

გოდროხა//გოგროხა//საკრეფელი - წნელის პატარა მრგვალი გოდორი, პირღია, ყური გვერდზე აქვს. რთველში მოიხმარენ დაკრეფილი ყურძნის მოსაკავებლად და მერე გადააქვთ დიდ გოდრებში.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

გოდორი//პიტაფიცარა (მეგრ.) - საცხოვრებელი სახლი სამეგრელოში, ჯარგვალის გაუმჯობესებული ტიპი. ასეთი საცხოვრისის კედლები აშენებულია მოკლე, გათლილი ფიცრებით. ესაა ერთი მოზრდილი ოთახი, რომელსაც აქვს მიწური იატაკი და გადახურულია ისლით (ან ყავრით). პიტაფიცარას არ უკეთდება ბუხარი და ფანჯარა. ჯარგვალიდან გოდორში საცხოვრებლად გადასვლა გლეხისთვის დიდ წარმატებად ითვლებოდა.

ლიტ.: . მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
..

გოზაური - დიდი ზომის საღვინე თიხის ჭურჭელი. ტერმინი გოზაური XVIII საუკუნეში გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. გოზაურის დამზადების კერად აღიარებულია კახეთი. დასაშვებია, ტერმინი „გოზაური“ უკავშირდებოდეს ჭურჭლის გოზვა-შელესვას საღებავით, ჭიქურით. გოზაური ძირითადად მრგვალპირიანია, გვხვდება ტუჩიან-პირიანიც. ხასიათდება მაღალი განიერი ყელით, ოვალური მუცლით; უმეტესად ძირსწორია, არის ქუსლიანიც, ბრტყელი, განიერი ყურით. გოზაური უმეტესად მოჭიქულია, ხატავენ მწვანე თოგალით და ავლებენ ფირუზისფერ და ნაცრისფერ ჭიქურში. გოზაურზე გამოსახავენ სხვადასხვა ფიგურებს, მცენარეულ და გეომეტრიულ ორნამენტებს. გოზაურის სხვადასხვა ვარიანტი დაცულია არა მარტო საქართველოს მუზეუმებში, არამედ ბაზელის, სანკტ-პეტერბურგის, ბაქოს, ერევნისა და დაღესტნის მუზეუმებში. გოზაურმა, როგორც ორიგინალურმა და საინტერესო ჭურჭელმა, ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში მიიპყრო როგორც ქართველ, ასევე უცხო მეცნიერთა ყურადღება.

0x01 graphic

..

გოთურმა - ხმლის, ხანჯლის, თოფისა და მისთანათა ჩამოსაკიდი.

გომიჯი (ლეჩხ. რაჭ. აჭარ.) - მოგრძო, თხელი პური, ერთ მხარეს სქელი, თხელი პირით, სამეგრელოში ფეტვის მჭადს უწოდებენ.

გომური-საქონლის საზამთრო სადგომი (იხ. ბოსელი).

გონიო - ქვითხუროობაში ქვის კუთხეების სისწორეში გამომყვანი რკინის ან ხის იარაღი. გონიო სამგვარი მოყვანილობისაა, ბედგონიო - ბლაგვკუთხიანი, გონიო - მართკუთხიანი (სწორკუთხიანი) და გონიო - მახვილკუთხიანი.

0x01 graphic

..

გონჯა - ერთგვარი ტიპის თოჯინა, რომელიც ავდარის გამოწვევის სარიტუალო მსვლელობისას კარდაკარ დაჰქონდათ და ღმერთს სასურველ ამინდს შესთხოვდნენ. აქედანაა ტერმინი გონჯაობა.

..

გორა - ღვინის საწყაო ფეოდალურ საქართველოში. ჩვეულებრივ გორა აიწყვებოდა კოკით და ერთ კოკაში რამდენიმე გორა თავსდებოდა.

გორდა - ქართული ხმლის სახეობა, რომელზედაც გორდას დამღად ცნობილი ნიშანი იყო გამოსახული. დამღა წარმოადგენს - ორ ნახევარმთვარისებურ, ერთმანეთთან ზურგშექცეულ, დაკბილულ რკალს, შუაში ლათინური წარწერით: „GENUA“. ეს დამღა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი, თავდაპირველად ეკუთვნოდათ (XIII-XIV) გენიუს ქალაქ-სახელმწიფოს ხელოსნებს, ხოლო მოგვიანებით (XVI-XVII) მას ავსტრიელი ოსტატებიც იყენებდნენ, ისინი მიზანმიმართულად აღმოსავლეთისათვის მუშაობდნენ. საქართველოში გორდა ხმლები XIII-XIV სს-შივე იყო ცნობილი, ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ გენუელ ვაჭრებს შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილი ჰქონდათ სავაჭრო ფაქტორიები და სხვადასხვა ნედლეულთან ერთად, ხმლის პირებითაც ვაჭრობდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ გენუელებმა საქართველოდან წაიღეს მაღალი ღირსების გორდა ხმალი და ამ დამღამ შემდგომ საერთო ევროპული აღიარება მოიპოვა, ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს ლეგენდა, რომ საქართველოში სოფ. გორდაში ცხოვრობდა ხელოსანი, რომელმაც გამოჭედა საუკეთესო ხმალი, რომელიც შემდეგ გორდა ხმლის სახელით ახდა ცნობილი (ჩვენთან დღესაც არსებობს სოფ. გორდი, სახელი გორდა და გვარი გორდაძე).

0x01 graphic

სხვა ლეგენდით ორი ხმლის ოსტატი წაკამათებულან ერთმანეთთან, თუ ვისი ხმალი იყო საუკეთესო, პირველმა - ხმლის მაღალი ღირსების დასამტკიცებლად ცხვარი ერთი მოქნევით შუაზე გაკვეთა, მაგრამ მეორემ არ აღიარა იგი. გაცეცხლებულმა პირველმა მჭედელმა დაიღრიალა გურ-და (რაც ერთ-ერთ კავკასიურ დიალექტზე ნიშნავს „შეხედე“) და შუაზე გაკვეთა თავის ხმლიანად „ურწმუნო“ ოსტატი. ამ ფაქტის შემდეგ მოკლულის ნათესავებმა ადათის მიხედვით სისხლის აღება გადაწყვიტეს, მაგრამ უხუცესთა კრებამ სხვა განაჩენი გამოიტანა, მათ ვერ გაიმეტეს საუკეთესო ოსტატი სასიკვდილოდ და დაავალეს, რომ ყველა მოსისხლესათვის ასეთივე ხმალი დაემზადებინა. მჭედელმა შეასრულა თავის დავალება და თავის ადრინდელ დამღაზე, რომელზედაც გამოსახული იყო ზედა და ქვედა ყბა (სქემატურად ზურგშექცეული დაკბილული რკალები, ნიშნად იმისა რომ ხმალი ისე კვეთდა რკინას, როგორც კბილები ძვალს), გარშემო დაუმატა წერტილები, სიმბოლურად სისხლის წვეთები, იმის აღსანიშნავად, რომ ხმლები სისხლის საფასურს წარმოადგენდა.

საქართველოში არ მოგვეპოვება შუა საუკუნეების გორდა ხმლის პირები. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში კი დღესაც მოიძებნება ქართული და ევროპული გორდა ხმლები. მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ფოლადის ხარისხითა და მორთულობის დეკორით შეიძლება. გორდა ხმლის პირებს საქართველოში ხშირად ვადაჯვრიან, ტარებს უგებდნენ, მაგრამ ვხვდებით შაშკა(იხ) ხმლის, ანუ „ჭოლაური“, „ლეკური“ ხმლის ტარზეც. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გვიანფეოდალურ საქართველოში ქართველი ოსტატები თავიანთ გამოჭედილ ფოლადის პირზე (რომლის რეცეპტიც საიდუმლოდ ინახებოდა და თაობიდან-თაობას გადაეცემოდა), ხშირად სვამდნენ იმ დროისთვის კავკასიაში პოპულარულ გორდას დამღებს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელ კავკასიაში ხმარობდნენ ამ დამღას, ქართული გორდა ხმლები მაინც გამორჩეული და თვითმყოფადია თავისი მორთულობითა და ფოლადის ხარისხით.

ლიტ.: Э. Аствацатурян, ОРУЖИЕ НАРОДОВ КАВКАЗА, москва-нальчик 1995.
. .

გორდი - ერთ ხეში ამოღებული ჭურჭელი. ცომეულის საზელად. გამოიყენებდნენ ქართლში.

გორსუმი (ლეჩხ.) - სოლისებური ლითონის იარაღი, რომლის ბოლო ოვალურადაა მოყვანილი, ამ იარაღს იყენებენ ვერცხლის ნაკეთობაზე „კაკლების“ (მრგვალი წრეების) ამოსაყვანად.

. .

გოჯი - უძველესი ქართული სიგრძის საზომი. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით ის წყრთის 1/16 ან ადლის 1/32 ნაწილია. მეტრულ სისტემაში შეადგენდა 3,165 სმ. შინაარსობრივად გოჯი წარმოადგენს მანძილს ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. გოჯებით იზომებოდა სახვნელი იარაღების ნაწილები, მიწის ხნულის სიღრმე, გოჯის შესატყვისად მოგვიანებით დასტურდება ვერშოკი. რაჭა-ლეჩხუმში გოჯი უდრიდა ორი თითის სიგანეს ან ცერის პირველ სახსრის სიგრძეს, 5,5 გოჯი შეადგენს ერთ მტკაველს.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. . ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.
..

გრე - დერციკების (იხ.) საზომი ერთეული, უდრიდა ნახევარ ვერშოკს.

გრეხილი - ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ხერხია. მსგავსად ფერადი თვლებით შემკობისა, ლითონის ლითონითვე შემკობაც, ინკრუსტაციის სახესხვაობას წარმოადგენს, ამასთან, გარკვეული გემოვნების გამომხატველიცაა. ის ახასიათებს მაღალი ოქრომჭედლური კულტურის ხალხებს. ლითონის ორნამენტის დამზადების ესწესი, როგორც არქეოლოგიური მასალა მოწმობს, წინათ უფრო მაღალ დონეზე მდგარა. ქართულმა ოქრომჭედლობამ დღევანდლამდე მოიტანა ნივთის შემკობის ეს ხერხი.

..

გრდემლი - რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად. არსებობს ორი ტიპისა - „ურქო“ და „რქიანი“, რომლებიც მრავალი ქვესახით არის წარმოდგენილი პირველი ტიპი უფრო ადრინდელად ითვლება და უახლოვდება უმარტივეს გრდემლს, რომელსაც ჭედური რკინის დამუშავებაში მადნის დასაფშვნელად იყენებდნენ და უკანასკნელ დრომდე შემოინახა. ურქო გრდემლი წაკვეთილი პირამიდის ფორმისაა. ვიწრო თავით ჩამაგრებულია ხის კუნძში („ქალამანი“). მას „ქართული გრდემლიც“ ეწოდება. რქიანი გრდემლი რამდენიმე სახისაა („ორრქიანი. „ცალრქიანი“, „დუმიანი“ და სხვ.). ე.წ. სამთავა გრდემლი თავმოხრილია, წინ ქიმით გამოიყენება წვეტიანი საგნების დამზადების დროს.

0x01 graphic

ლიტ.: . რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
. .

გრივი - მასის საზომი ერთეული ძველ საქართველოში, გავრცელებული იყო მახლობელი აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, ძირითადად გამოიყენებოდა მარცვლეული კულტურების ასაწყველად. პირველად ეს ტერმინი გვხვდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, შემდეგ ნიკორწმინდის სიგელში, „ვაჰანის ქვაბთა განგებაში“, ზოგადი მონაცემებით გრივი ფუნქციონირებდა V-XIV საუკუნეებში. გვიანი პერიოდის ეთნოგრაფიულ ყოფაში არაა დადასტურებული.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.

გუდა - ტყავის ჭურჭელი, ადრე მონადირეთა და მომთაბარე მესაქონლე ხალხების ერთ-ერთი ძირითადი ჭურჭელი იყო. ქართულ წყაროებში გუდა-ვაშკარანი ერთი მნიშვნელობითაა ნახმარი, „გაუჭრელად გაძრობილი ტყავი ხვასტაგთა შთასადებლად რისამე“ (საბა).

0x01 graphic

საქართველოში გამოყენებული ტყავის ძირითადი ჭურჭელი იყო გუდა, რომელსაც ფუნქციის მიხედვით ჰქონდა სახელი შერქმეული. ბეწვს შიგნით ან გარეთ უტოვებდნენ, იმის მიხედვით, მკვრივ თუ თხიერ პროდუქტს მოათავსებდნენ გუდაში. პირველ შემთხვევაში ბეწვი შიგნიდან ჰქონდა გუდას, სითხის ჩასასხმელს ბეწვს გარეთ დაუნარჩუნებდნენ, საჭმელი პროდუქტებისათვის გამოყენებული იყო შემდეგი სახის გუდა: საჭამია გუდა, კალტის გუდა, ყველის გუდა, ერბოს გუდა. ყველის ხარისხის ჩამოყალიბებას დიდად უწყობდა ხელს ტყავ-გუდის ვარგისიანობა. გუდა კარგი გამოყვანილი უნდა იყოს, „ლეში“ არ უნდა შერჩეს, რომ ყველს სუნი არ დაუტოვოს, ან არ გაამწაროს. გუდა იხმარებოდა ყაურმის შესანახადაც.

გუდის თავისებურ ნაირსახეობას წარმოადგენდა საქონლის საშარდე ბუშტი, რომელსაც დაამუშავებდნენ და იყენებდნენ არყისა და ერბოს შესანახად. გუდა საზომადაც იხმარებოდა: გუდა ყველი, გუდა ერბო და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სიპის ღუმელის მშენებლობისას გუდით მიაქვთ წებოვანი ლურჯი თიხა-მიწა. ფშაველი ქალი მაის-ივნისში ცხვარშიაც მიდიოდა, თუ პატარა ბავშვი ჰყავდა, გუდაში ჩასვამდა და თან გაიყოლებდა.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. . მაკალათია, თუშეთი, 1933.
..

გუდანური (ფშ. ხევს.) - ტყავის საბანი. ყოფაში გავრცელებული, ზოგჯერ ქსოვილგადაკრულიც. ძველად საბნის ნაცვლად ხმარობდნენ. ასეთი ტიპის ტყავის საბნები ქართველ მეცხვარეებს ახლო წარსულამდე შემორჩათ.

გუდასტვირი//შტვირი (რაჭ.) //თულუმი (მესხ.)//ჭიბონი (აჭარ.) - წარმოადგენს გუდისა და ქარახსით (რქით) დაბოლოებული ორი პარალელური ლერწმისაგან (ან დიდგულასაგან) შემდგარ საკრავს. რაჭული სტვირი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან - გუდისა და რქისაგან. გუდა ცხვრისაა, ერთგან ატანებული აქვს ხის პატარა მილი („ხრეკო“), რომლითაც ბერავს (ჰაერით ავსებს) ინსტრუმენტს და დაკვრის დაწყებამდე საცობით („პეპელა“) ფარავს.

0x01 graphic

გუდაში ჩასმულია რქა (სტვირის ბუდე), რომელშიც ჩამაგრებულია ე.წ. დედნები // ლერწმები - თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ლერწმის ან ხის მილი (მთქმელი // დამწყები და მოძახილი // მებანე). მებანეს უკეთდება სამი თვალი, დამწყებს - ექვსი. რქა (ყანწი) შემკულია ძეწკვებითა და ფერადი შუშის მძივით. გუდას ინახავენ შალითაში (ჩანთა // პერანგი). დაკვრის დროს შემსრულებელს საკრავი მარჯვენა იღლიის ქვეშ აქვს ამოდებული, ბგერას გამოსცემს გუდაზე მკლავის მოჭერით. საკრავი უჭირავს ორივე ხელით და თითების თვლებზე ცვლით გამოჰყავს მელოდია. გუდისათვის გამოყენებულია ცხვრის, თხის ან იშვიათად ხბოს ტყავი, რქად - ხარის ან ჯიხვის რქა. გუდასტვირის როგორც ჩასაბერი საკრავის პრინციპულ თავისებურებას წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეალური ორხმიანობის არსებობა, მეორე მხრივ, მექანიკური ჩამბერავის (გუდის) არსებობა. გუდასტვირი სათანხლებო საკრავია, გამოიყენება სოლოდაც. იგი მოხეტიაალე მუსიკოსებთან იყო ასოცირებული, რომლებიც სტვირზე ამღერებდნენ ეპიკურ, ლირიკულ თუ სახუმარო ლექსებს. მესტვირეები მონაწილეობდნენ სახალხო სანახაობა „ბერიკაობაში“.

საქართველოში ზოგან ორ ლულაზე გუდის გარეშეც უკრავდნენ. ორმაგი სალამური (ლერწმის ან ასკილის) ქართლში აქა-იქ დღესაც შეიძლება შეგვხვდეს. ამგვარი საკრავი გუდასტვირის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.

ლიტ.: ალ. მსხილაძე, ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან, 1969.
. .

გუერდი - უძველესი ქართული საწყაო. პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში, როგორც ღვინის საზომი („ღვინო შესაწირად მეოთხედი გუერდისა“). XV ს-დან მოყოლებული, ისტორიული საბუთების მიხედვით, გუერდი მოხსენიებულია როგორც ღვინის, ასევე მარცვლეულის საწყაოდ. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ძველ ქართულში ტერმინი გუერდი ნახევარს ნიშნავდა. ამ საწყაოს სიდიდედ მან კაბიწის ნახევარი მიიჩნია, რაც დაახლოებით 9 კგ მარცვლისა და ამავე რაოდენობის ლიტრი ღვინის დამტევი უნდა ყოფილიყო. გუერდმა ამგვარი სიდიდე მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნა.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
..

გუთანი - საქართველოში გავრცელებული რთული სახვნელი იარაღი, რომლის ფუნქციას შეადგენს ხვნის პროცესში ღრმა და განიერი კვალის გაკეთება, ბელტის აჭრა, გადაბრუნება და დაფშვნა. გუთნის გამოყენების შედეგად ნიადაგის სტრუქტურა თხელდება, მცენარეულის ფესვები იშლება. გადაბრუნებულ ბელტზე კარგად მოქმედებს მზე და წვიმა. გუთანს ახასიათებს ასიმეტრიული აღნაგობა, იგი ცალმხრივი იარაღია, ცალფრთიანი, მართკუთხა სახნისით და არატოლფერდა თვლებით, მასში ებმის 8 და მეტი უღელი ხარ-კამეჩი. ძირითადად გამოიყენებოდა გრძელი მინდვრების (ტირიფონი, მუხნარი, ქარელი, კოდა, გარდაბანი, წითელქალაქი, მცხეთა, თრიალეთი) სახნავად. გუთნით ღრმად მოხნულ ნათესს სინესტეს უნარჩუნებს და შეძლებისდაგვარად აცილებს გვალვის საშიშროებას. გუთანთან დაკავშირებულია კოოპერატიული შრომის ფორმები (იხ. მოდგამი). გუთნის ტიპის სახვნელები გავრცელებულია ამიერკავკასიაში და წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ენის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა „გუთანი“ კავკასიური წარმოშობისაა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მისი ფონეტიკური სახეცვლილებანი საქართველოს ირგვლივ ტრიალებს და სავსებით დასაშვებია, რომ იგი საქართველოში იყოს წარმოშობილი.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩიტაია, გუთანი, შრომები, .I, 1997.
. .

გუიზი (სვ.) - საკრალური ხორბლის ფქვილი. ლეწვის დროს გადაარჩევდნენ საუკეთესო პურის თავთავების კონას და აგრეთვე იმ მსხვილ თავთავებს, რომელიც ნაწვერალში ჩარჩებოდა ხოლმე. დაფქვავდნენ და ცალკე კიდობანში შეინახავდნენ სხვადასხვა დღეობებზე ლემზირების გამოსაცხობად. ამ ფქვილისა და მისგან გამომცხვარი ლემზირების ნახვა და, მით უფრო, მათი შეჭმა, არავის შეეძლო ოჯახის წევრების გარდა. ხოლო ოჯახის წევრებიდანაც არ აჩვენებდნენ იმ პირებს, რომლებიც ახალი წლის წინა ღამეს ოჯახში არ ყოფილან და წეს-ჩვეულების შესრულებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამგვარად, გუიზ-ი ასეთი სარიტუალო პურის საერთო სახელწოდება იყო და მას ემატებოდა ხოლმე იმ დღეობის ან ღვთაების სახელი, რომლისადმიც იყო განკუთვნილი. მაგ., ბარბლაში გუიზ-ი , ლამარია გუიზ-ი, ლამარია ტაბლაშ და სხვა.

. .

გულავშარა - ცხენის აკაზმულობის ნაწილი, აღვირის მეორე წყვილის ტოტებით მიამაგრებდნენ სამკერდულზე, იმ მიზნით, რომ ცხენს თავის მაღლა აგდება არ დაეწყო.

გულისპირი - აქ: ქალის ქართული კაბის ჩახსნილ ნაწილში ჩასაფენი. დასამზადებლად იყენებდნენ კაბისაგან განსხვავებულ, მაგრამ ფერითა და ხარისხით შეთანხმებულ მასალას. ხშირად იყო მოხმარებული ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილები. ფერებიდან არჩევდნენ თეთრს, შვინდისფერს, ლურჯს და შავს. XIX საუკუნის ბოლოსათვის გამოყენებული ჩანს აგრეთვე ფაბრიკული, ყვავილებით მოჩითული ქსოვილებიც. კისერთან ზონრით დაკავშირებული, ყელთან მომდგარი და წელს მიტანებული გულისპირი გაფორმებული იყო ოქრომკედის ძაფით შესრულებული მცენარეული და სახეებიანი ნაქარგით. ზოგჯერ ნაქარგს მარტო ფერადი ძაფებითა და მძივებით ასრულებდნენ.

მოქარგულ სარტყელსა და სახელოებთან ერთად, გულისპირი, საქართველოში ფართოდ ცნობილი ქალის ჩასაცმელი კომპლექტის „ქართული კაბის“ აუცილებელ ელემენტად ითვლებოდა.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, . I. 1974.
. .

გულსაფარა - თუში ქალის უბეზე ასაფარებელი გულისპირი. მასალად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილი - ქიშმირი, სატინა, რომელსაც წელსა და ყელზერ სამაგრად ზორტები ეკერა. ბავშვის ასაფარებელ ამგვარი ტიპის საგულეს „გულამბარი“ ერქვა, ყელთან მინაოჭებული გულსაფარას ნაწილი უბის შიგნით იყო ჩაფენილი, ბოლო კი ზემოდან გადმოიფინებოდა. გულსაფარას დანიშნულება იყო ფარაგას მონაცვლეობა, ზოგჯერ კი მის დამცავ საშუალებას წარმოადგენდა სამუშაოთა შესრულებისას. იგი რამდენადმე ფარავდა ფეხმძიმე ქალის ორსულობას.

0x01 graphic

ლიტ-რა: . ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. . ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ.
თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
. .

გუმბათის ხატი - ხევსურული ფარის დეტალი, ოთხკუთხი ფორმის რკინის ფირფიტა, რომელიც დაკრულია ფარის ზედაპირზე (იხ.ფარი).

. .

გუმური (მეგრ). - თიხის საცობი (ერთი მუჭის ზომის), რომელიც სათვალთვალოს, ანუ დუთქაშს (გამოსაწვავ ქურას შენების დროს კედელში დაატანდნენ რამდენიმე სათვალთვალოს), უკეთდებოდა ჭურჭლის გამოწვის პროცესში. გუმური ისე უნდა მორგებოდა სათვალთვალოს, რომ ქურას „სასუნთქი დარჩენოდა“. გუმური ეწოდებოდა აგრეთვე, მომრგვალებულ თიხის ნაჭერს, რომელიც იდება ქურაში ჩადგმულ ქვევრსა და ქურის კედელს შორის, რათა კედელმა ქვევრი არ დააზიანოს. გუმური მხოლოდ ერთჯერად გამოიყენებოდა, რადგან ჭურჭელთან ერთად გამომწვარი გუმური იმდენათ ვიწროვდებოდა, რომ მეორედ გამოყენებისათვის უვარგისი ხდებოდა.

ლიტ.: . თოდუა, სამეთუნეო ნაგებობანი სამეგრელოში. მსე, XX. 1979.
. .

გურზი - დასარტყმელი იარაღი. ხის ან ლითონის ტარზე დამაგრებული ლითონისავე თავით, გურზის თავი შესაძლოა იყოს მრგვალი, ეკლებრივი ან ფრთიანი, არსებობს აგრეთვე ძროხისთავიანი გურზებიც, რომელსაც სულხან-საბა უბრალოდ „ძროხისთავიანს“ უწოდებს. გურზი ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე მეომრის შეიარაღების ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ფრთიანი გურზები, რომელნიც უკანასკნელ დრომდე შემორჩა ეთნოგრაფიულ ყოფაში.

0x01 graphic

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I, 1991.
. .

გურჩი (თუშ. ფშ. ხევს.) - ქვასანაყი.

გურჯინაი (ხევს.) - წნელისგან მრგვალად მოწნული, უპირო გოდორი, რომელიც გამოტენილია თივა-ჩალაბულათი. დღესასწაულის დროს გურჯინაის აიტანენ მაღალ ადგილას, წაუკიდებენ ცეცხლს და დააგორებენ დაბლა. ეს თამაშობა იმართება ბავშვების პატივსაცემად და გასართობად.

. .

გუხუ (მგრ.) - ჭურზე აყალო მიწის დასაგოზი, ერთ ხეში გამოთლილი თავიანი კეტი, ფორმით განსხვავებულია იმერული კვეჟოსაგან, ფუნქციით კი ერთნაირი დანიშნულებისაა.

8

▲ზევით დაბრუნება


დაბასტაგი - ლეიბისა და ქვეშაგების ზოგადი სახელი ძველ საქართველოში. აკეთებდნენ ტყავისა და ნაჭრისაგან. უმთავრესად გატენილი იყო წმინდა თივით.

. .

დაბაღი//მეპატრაკე - მეტყავე, ტყავის დამამუშავებელი ხელოსანი. საქართველოს ეკონომიკურმა მდგომარეობამ და გეოგრაფიულმა გარემომ შექმნა მესაქონლეობის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტყავის დაგროვებას, აქედან გამომდინარე, მედაბღეობის მდიდარი ტრადიციის შექმნასა და წარმოჩინებას. მედაბღეობა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. თბილისი კი ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ძველთაგანვე გახდა მედაბღეობის წამყვანი ცენტრი. მედაბღეების ამქარი სხვა ამქართა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თბილისელი დაბღების მიერ დამზადებული ტყავი სრულიად აკმაყოფილებდა მეწაღეების, მეჩექმეების ქართული, აზიური, ევროპული ფეხსაცმლის მკერავთა, მეუნაგირეთა და სირაჯების მოთხოვნილებას.

ლიტ.: . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986. . ნანობაშვილი, ტყავის
დამუშავების
ხალხური წესები, 1973.
. .

დაბახანა - ადგილი, სადაც წარმოებდა ტყავის დამუშავება. საქართველოს დაბა-ქალაქებში თითქმის ყველგან იყო გამართული ტყავის დამუშავების ასეთი ცენტრები, მაგრამ საყოველთაო სახელი ჰქონდა მოხვეჭილი თბილისურ დაბახანებს, რომლებიც განლაგებული იყო გოგირდის ბუნებრივი თბილი წყლების სიახლოვეს, დღევანდელი აბანოების უბანში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დაბახანა წარმოადგენდა ნახევრადღია ფარდულის ტიპის ხის შენობას, რომელშიც დადგმული იყო ხის ან ქვის დიდი აუზები, სადაც ხდებოდა ტყავის დალბობა, დამუშავება და გამოყვანა.

..

დაგები - სახელდახელო ნაგებობა, რომელსაც რძის ნაწარმის შესანახად რამდენიმე ოჯახი ერთად აგებდა მთაში.

დავითფერული - ქართული ვადაჯვრიანი ხმალი. არსებობს ამ ტერმინის წარმომავლობის სხვადასხვა ვარიანტები. ერთ-ერთი ვერსიით „დავითფერულის“ ხმალს, დიდ ქართველ მეფეს დავით აღმაშენებელს უკავშირებენ. Mმეორე ვერსიით კი XVI საუკუნის იტალიელ მეიარაღე ოსტატებს, ძმებს ანდრეა (1530-1583) და ჯანდონატო (1560-იანი წლები) ფერარებს. ცნობილია, რომ ევროპული ხმლის პირები ძალზედ აქტიურად შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ანდრეა ფერარას დამღიანი (როგორც ორიგინალი, ასევე მინაბაძი) ქართული ხმლები, რომელიც ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ქართულ ეთნორეალობაში ცნობილი იყო „დავითფერულის“ სახელწოდებით.

ქართული „დავითფერული“ ხმალი შედგება - ტარის, პირისა და ქარქაშისაგან. ოდნავ მოხრილი პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ერთღარიანია, ღარი მიუყვება ვადადან 15-20 სმ დაშორებით. პირის ერთ მხარეს გამოსახულია ლათინური ასოებით წარწერა „ფერარა“ და მორბენალი მგელი, ხოლო მეორე მხარეს ასევე ლათინურად „ანდრეა“ და ასევე მგელი. ტარი დამზადებულია ხისაგან და მასზე გადაკრულია ყვითელი ხავერდი, რომლის ზემოდანაც გადაჭიმულია სამი ვერცხლის სალტე და ვერცხლისავე „ვაშლი“. ტარზე დაგებულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ვადაჯვარი. ქარქაში დამზადებულია ხისაგან და ტარის შესაბამისად მასზეც გადაკრულია ყვითელი ხავერდი. ქარქაშზე მოცემულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ორი სალტე და ბუნიკი. გარდა აღწერილი იარაღისა არსებობს აგრეთვე, ორ და სამღარიანი დავითფერულები, წვერისკენ შედარებით გახრილები, ასევე მორთულობის სხვანაირი დეკორით და ა.შ.

ლიტ.: . ჩოლოყაშვილი, „დავით აღმაშენებლისდროინდელი საჭურვლისათვის, ჟურ. ჯვარი ვაზისა ¹2, 1989; Трубников Б.Г., ПОЛНАЯ ЭНЦИКЛОРЕДИЯ: ОРУЖИЕ, ВООРУЖЕНИЕ ВСХ ВРЕМЕН И НАРОДОВ.
.. ლიტ.: ქელ. 2009.

დაზგა - ზოგადი სახელია სანახელაო და საოსტატო ხელობისათვის მისადაგებული სამუშაო მაგიდისა, რომელსაც აქვს უჯრები მასალისა და სახელოსნო იარაღის შესანახად. დაზგის განვითარებულ სახეობას წარმოადგენს მექანიკური დაზგები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სპეციფიკურობით და წარმოადგენენ ერთგვარი ტიპის პრიმიტიულ მანქანას, რომლის მეშვეობითაც ხდება ნივთის დამზადება (მაგ., სახარატო, საქსოვი, საოქრომჭედლო და სხვ.).

0x01 graphic

. .

დათვა-ბოყვა (აჭარ. გურ.) - ხალხური საკეტის ტიპი. იხმარება კარების, ნალიის, ბეღლისა და სხვათა დასაკეტად. აკეთებდნენ ხისგან, შედგება ოთხი ნაწილისგან: კბილები, გასაღები, ურდული და ფიცარი, რომელზედაც დამაგრებულია მთელი ეს მოწყობილობა. დათვა-ბოყვა კარების ამყოლზეა მიჭედილი. გასაღების ამოღებით, რომელიც გაყრილია კბილების ზევითა ნაწილისა და ურდულის შუა, ბოქლომი იკეტება, რადგან კბილები დაბლა ეშვება და თავის ბუდეებში ჩადის. გაღებისას კი ისევ გასაღების საშუალებით კბილები მაღლა აიწევა. საკეტის ასეთ ტიპს ანალოგები ეძებნება მახლობელი აღმოსავლეთის უძველეს კულტურაში.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩიტაია, აჭარული დათვა-ბოყვა, შრომები, II, 2000.
. .

დათხური (თუშ.) - ერთგვარი საჭმელია. თუშები უმარილო ხაჭოს ორიოდე დღე თბილ ადგილას შეინახავენ, რათა ჩახურდეს. შემდეგ ჩახურებულ ხაჭოს მარილს მოაყრიან, ტაფაზე ერბოს დაადნობენ, შიგ ჩაყრიან და მოადუღებენ. ერბო და ხაჭო კარგად რომ გაუჯდება ერთმანეთს, მარილს მოაყრიან, გადმოიღებენ და პურთან ერთად მიირთმევენ.

. .

დაირა - დასარტყამი საკრავი. გავრცელებული იყო საქართველოს ბარში, თუშეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. სხვადასხვა რეგიონში საკრავებს შორის განსხვავება არ არის.

0x01 graphic

საკრავი წარმოადგენს რკალს, რომელსაც ცალ მხარეს გადაკრული აქვს თხელი მემბრანა (ცხვრის ტყავი). რკალზე შიგნიდან დამაგრებულია საჩხარუნებლები - ეჟვნები, ლითონის რგოლები, პატარა ფირფიტები. რკალი ინკუსტრირებულია სადაფით, თეთრი ან შავი ძვლით. დაკვრის დროს საკრავი შემსრულებელს უჭირავს ორივე ხელით. მემბრანას ეხებიან ცერების გარდა ყველა თითით მემბრანის ცენტრსა და ნაპირებში. ზოგჯერ მაჯასაც იშველიებენ, საკრავს დააქნევენ და აჟღარუნებენ.

დაირა ქალების საკრავად ითვლება, რადგან მასზე შემსრულებლები ქალები იყვნენ. ზოგჯერ მოდაირე ერთდროულად უკრავს და ცეკვავს. შემსრულებლებს დაირა უჭირავს ორივე ხელით. დახელოვნებული შემსრულებელი ახერხებს ხელის დარტყმას, აჟღარუნებას, მაჯის რკალზე მირტყმასა და ჰაერში შეთამაშებასაც. დაირა არის როგორც სოლო საკრავი, ასევე გამოიყენებენ ანსამბლში ლარჭემთან (სამეგრ.) და ფანდურთან (კახ.) ერთად. მაგრამ აღმოსავლური ანსამბლისათვის კი (დასტა) აუცილებელი თანმხლებია. ქართულ წერილობით წყაროებში ამ საკრავს დაფი ეწოდება. დაირის ფუნქცია არის ცეკვის თანხლება, მისი რიტმის ხაზგასმა.

. .

დალაი //დალი (ხევი) - (აქ.) მაწოვარა. თუ ბავშვს დედის რძე არ ყოფნიდა, მაშინ ძროხის რძეს უმატებდნენ, რასაც მაწოვარას საშუალებით ახერხებდნენ. დალაი წარმოადგენს ძროხის გამხმარ ძუძუს, რომელიც წამოცმულია გახვრეტილი ყანწის ბოლოზე.

ლიტ.: . მაჭავარიანი, ბავშვის მოვლა-აღზრდის წესები მთიულეთში, სმმ XIX-A 1951.
..

დამბაჩა - ცეცხლსასროლი იარაღი. დამბაჩა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიაში ადგილს იმკვიდრებს XVI ს-დან, მაშინ როცა ხმარებაში შემოვიდა ე.წ. კაჟიანი ჩახმახები, რამაც საშუალება მისცა იარაღის კონსტრუქტორებს თოფის ზომების ისე შემცირება, რომ გასროლა ერთი ხელით ყოფილიყო შესაძლებელი.

0x01 graphic

კაჟიანი დამბაჩების პერიოდში (XVI-XIX), სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებთან ერთად (ერთჩახმახიანი და ოთხლულიანი) იქმნებოდა აგრეთვე კომბინირებული დამბაჩები დანებთან და ხმლებთან ერთად.

0x01 graphic

ქართული კაჟიანი დამბაჩების ადგილობრივი წარმოება, ისევე როგორც კავკასიაში, დაიწყო XVIII ს-დან. კავკასიაში ცეცხლსასროლი იარაღის დამამზადებელ ცენტრებს ძირითადად წარმოადგენდა საქართველო, დაღესტანი და ჩერქეზეთი. ხოლო კონკრეტულად საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით თბილისური, ახალციხური და აჭარული დამბაჩა - „მაჭახელა“ სარგებლობდა. ამ დამბაჩების განმასხვავებელი ნიშნები დეტალების ფორმებში მოიძებნება, ხოლო ტიპოლოგიურად ისინი ერთ კავკასიურ ტიპსმიეკუთვნებიან.

ლიტ.: . ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების
მიხედვით
), სამაგისტრო ნაშრომი, 2000 .А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г. Э. Аствацатурян, оружие народ ов кавказа, Москва 1995.
. .

დამკვრელთა ამქარი - მუსიკოსთა ამქარი ისეთივე ორგანიზაცია იყო, როგორც ხელოსანთა. ამქარს ჰყავდა თავისი უსტაბაში. ის აწარმოებდა შეგირდის ოსტატად კურთხევას, ამქრობის//საღვთოს მოწყობას. სწავლის კურსის დასრულების შემდეგ შეგირდი ოსტატად უნდა დალოცვილიყო. ოსტატად კურთხევის ცერემონიალზე, ჩვეულებრივ, წინ ბაირაღი მიჰქონდათ, რომელსაც დასტით ან ზურნით მთელი ამქარი მიყვებოდა. თბილისში, ორთაჭალის ბაღებში, იმართებოდა წვეულება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. პირველ დღეს საღამომდე იქეიფებდნენ, საღამოს კი მთელი ამქარი ზურნით სიონის ქუჩამდე მივიდოდა და დაიშლებოდა.

ლიტ.: . გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზულებათ სრული კრებ. . III. 1963. . შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
..

დამძმარი - შესაწვავად შენახული ხორცი, რომელსაც მოაყრიან მარილს და ქილა//ქოთანში ჩადებენ (რბილი, სახინკლე, სამწვადე). ინახება თავისივე წვენში. განსაკუთრებით გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ხორცი მოჭიქულ ქოთანში უნდა შენახულიყო. წვენი რომ არ შეიშროს, ქოთანს ზედ ცხვრის ტყავი ან ფაშვი აფარია, სარქველად კი სიპი ადევს, უფრო ჰერმეტულად რომ იყოს დახურული.

. .

დანა - საშუალო ან მცირე ზომის მჭრელი იარაღია. როგორც წესი, მხოლოდ ცალი მხარე აქვს ბასრი, მაგრამ ზოგჯერ ყუაც აქვს წვერთან ალესილი. დანა შეიძლება იყოს სწორი ან მოხრილი, წელსაკიდი ან ჯიბის დასაკეცი. ძირითადად ყოველდღიურ ყოფაში იხმარება.

ძველად დანას ადამიანი ისე ხშირად იყენებდა, რომ იგი სხვადასხვა ხალხის ტრადიციული სამოსის ნაწილად იქცა. ყველა ერს თავისი გემოვნების, ცოდნისა და საჭიროების შესაფერისი დანა შეუქმნია. ასეთ დანებს ეთნოდანებს უწოდებენ.

ქართველი მუდამ ომის მოლოდინში იყო, ამიტომ წელზე განუყრელად საბრძოლო ხანჯალი (სატევარი) ერტყა, მაგრამ ყოველდღიურ საქმეებში მას ვერ გამოიყენებდა და დანას ხმარობდა. საამისოდ ხანჯლის ქარქაშს საგანგებო ბუდე ჰქონდა, სადაც ვიწრო დანა - „ხანჯლის შვილა“ ინახებოდა. ბოლო დრომდე შემორჩა ვაზის სასხლავი დანა - „სასხლევი“ ან „სავაზე“, დასაკეცი ჯიბის დანა, ჯაყვა - „ციღვი“, აჭარული დანა და სხვ. დღემდე თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ კუთხეში კეთდება სწორი, წელსაკიდი ქართული დანა. საბას განმარტებით, დანა „არს უდიდესი ყოველთა ხორცისა მოსათლელი, დანაკი - უმცრო მისსა და ზომიერი“, ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით დანა XII ს-მდე საომარი იარაღი ყოფილა, „ეხლა დანას არავინ არ იხმარს საომრად“. ქართული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, დამოწმებულია დანების შემდეგი ნაირსახეობა: ბაბასყამა, საყუნელი, ციღვი, წანდელი, ჭიტადანა, დანაკი, ხანჯლიშვილა, გადიხვადი, რაჭული, ურსა, ბებუთი, მეგრული სასროლი დანა - ბოლოფუნჯა, აჭარული, შალთი, სათული, სათირი, გიორგაძის დანა და სხვა.

0x01 graphic

0x01 graphic

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, . III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, , I, 1991. . ბაქრაძე, დანა,
დასურათებული ლექსიკონი, 2008.
. .

დანა საორხელო - შედგება ორი ნაწილისაგან: ხის სახელურებისა და მოხრილი რკინის ტანისაგან. გამოიყენებოდა ხის კანის გასახდელად, სოლების სათლელად.

0x01 graphic

. .

დანა სასხლავი - ვენახის სასხლავი ნამგალივით ფართოპირიანი და ტანში გახრილი, უძველესი სავენახე იარაღი. უამრავი ნიმუშია აღმოჩენილი სასხლავი დანებისა არქეოლოგიურ ძეგლებზე, რაც დასტურია ვაზის კულტურის მაღალგანვითარებულობისა.

. .

დანდაზი//ფარდები//შაბაქა - სახლის აივნის ბოძებს შორის მოთავსებული ხერხით დაჭრელებული ხის ფიცარი. აივნის მორთულობა.

დარაბა - ხის ფიცრებისაგან შეკრული საფარი, რომელიც ეფარება ფანჯრებსა და კარებს ავდრიანობისას.

დარაია (დას.საქ.)//თავთა//მერდინი (კახ.) - აბრეშუმის თხელი ქსოვილი. იქსოვებოდა ორ ან ოთხ დგიმიან ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე - საფეიქროზე. ქსოვილის ქსელისთვის გამოყენებული იყო გასანთლული ან გახამებული შულოები, საზედაოსთვის ნაცარწმენდში ან საპონში გამოხარშული ძაფი. ძირითადად იყო სადა თეთრი ფერის. იქსოვებოდა ასევე სახიანი - კუბოკრული//ფუთური//ჭადრაკული (დას. საქ.), უჯრედებიანი (კახ.), ზოლებიანი. დარაიას მოქსოვა ძაფის სათვალავზე იყო დამოკიდებული, რაც დაქსელვის დროს გამოიანგარიშებოდა.

მოქსოვილი დარაია საგანგებოდ გამოიხარშებოდა. დარაია//თავთას ხმარობდნენ მამაკაცის პერანგის, ახალუხის, ყაბალახისათვის; დასავლეთ საქართველოში ქალის თავსაფრებად და საკაბედ. დარაიას ფართოდ იყენებდნენ ყოფაში - საბნის პირებისათვის. მას მზითევშიც ატანდნენ.

ლიტ.: . აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
. .

დარანი//მაღარაი (სამცხ. ჯავახ.) - მიწისქვეშა დასახლება, ერთგვარი თავდასაცავი კომპლექსიმიწის ქვეშ. დარანში იყო ადამიანის საცხოვრებელი, სამეურნეო დანიშნულების სათავსები, საქონლის საბძელ-ბოსლები, რომლებიც გვირაბებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. დარნები დაყოფილი იყო უბნებად, გაყვანილი ჰქონდათ წყალი და ომიანობისას ასეთი დასახლება იქცეოდა ადამიანთა თავშესაფრად, რომელიც შეუმჩნეველი იყო მტრისათვის. დარანების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება სოფლებში: ჭობარეთში, ხიზაბავრაში, დამალაში, იდუმალასა და ჩამძვრალაში, რომელთაგან სამი უკანასკნელის ტოპონიმი უშუალოდ გამოხატავს ასეთი დასახლების ხასიათს. დარნები აგებული იყო ლოდოვნებით და იკეტებოდნენ ქვის დიდი კარებებით. ამ ტიპის დასახლებანი სამცხე-ჯავახეთში XVI ს. თურქმანთა ინტენსიური შემოსევების დროს უნდა გავრცელებულიყო.

ლიტ.: . ჩიქოვანი, იდუმალა, 1975.
. .

დარბაზი - იხ. სახლი ერდოგვირგვინიანი.

დარბაზი//დარბასი - აქ: ხატის კარის კომპლექსის ერთერთი მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა საქართველოს მთიანეთში. ესაა „ხელოსნების“, „ხევისბერების“, „დეკანოზების“ სამყოფი შენობა, აგებული ქვისაგან, გადახურული სიპებით. გარდა ჩამოთვლილი პირებისა, დარბაზში შესვლა სხვებს აკრძალული ჰქონდათ. ზოგჯერ დარბაზში ინახებოდა ხატის ჭურჭელი. დარბასში გამოიტანენ საკულტო დროშას და დაილოცებიან.

0x01 graphic

ლიტ.: ალ. ოჩიაური., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.
. .

დარიჯა - საოქრომჭედლო იარაღი. შედგება ლითონის თანატოლი ორი ჩარჩოსგან, რომლებთაც გვერდებზე და ძირში აქვთ პირსაკიდები, ხოლო თავში ყელი და რიჯა. გამოიყენებოდა ქამრის, ხმლის, ხანჯლის, დამბაჩისა და ვერცხლის სხვადასხვა დეტალის დასამრგვალებლად.

დარიჯი//ბაქანი//საქვე//დუქანი//ოროკო - ტერასების აღსანიშნავი ტერმინები მესხეთში. ეთნოგრაფიული მასალებით შესაძლებელი ხდება ამ ტერმინების შინაარსობრივი და ფუნქციონალური კონკრეტიზაცია. მაგ., დარიჯები ძირითადად განლაგებულია მდინარეთა დინების გაყოლებით, ზომიერი დახრილობის ფერდობზე, ნაყოფიერ ნიადაგებზე და მათი ფართობი ბევრად აღემატება საქვეს ფართობს. საქვე უფრო მაღალი ექსპოზიციის ადგილებშია მოწყობილი, მისი ნიადაგი ნაკლებნოყიერია, სჭირდება ქვებისგან გაწმენდა და განოყიერება, საქვე მრავალიარუსიანი ნაგებობაა. დუქანი და ოროკო კი ერთი ან ორტერასიანი ფართობია.

ტერასები შენდებოდა მიწის გამოთხრით - ფერდობის გამოკაფვით, სადაც შემდეგ იგებოდა ქვის კედლები, რომლის სიმაღლეს განსაზღვრავდა ფერდობთა დახრილობა. აშენების შემდეგ ხდებოდა ფართობის გასუფთავება, გაწმენდა, მოსწორება-განოყიერება. ტერასული ნაკვეთების ექსპლუატაციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მორწყვას. თუ მას ბუნებრივად მომდინარე წყალი არ უდგებოდა მაშინ აქტიურად იყენებდნენ წყარო-ნაკადულებს, რომლებიც ერთი ტერასიდან გადიოდა დანარჩენებზე. ტერასებზე ძირითადად გაშენებული იყო ვაზი და ხეხილი.

ლიტ.: . ბერიაშვილი, ნიადაგის ათვისებისა და დაცვის ტრადიციები საქართველოში, 1989.
..

დასტა - 1. აღმოსავლური ჩასაბერი საკრავების ანსამბლი. შემადგენლობა: ორი ზურნა ან ორი დუდუკი და ერთი დოლი. პირველი მეზურნე - უსტა (ოსტატი) ასრულებს მელოდიას, მეორე მეზურნე - დამქაში მიჰყვება მას გაბმული ბანით. მედოლე მომღერალიცაა. დასტის რეპერტუარი მრავალფეროვანია. ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო, ლირიკულ-სატრფიალო, სალაღობო, საცეკვაო მუსიკას.

0x01 graphic

დასტა საქართველოში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოვიდა XVII ს-დან. იგი ყარაჩოხელებისა და ქართველი არისტოკრატიის დროსტარების თანმხლები იყო. დასტის რეპერტუარი თბილისში განვითარდა და გამდიდრდა. დასტამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა XX ს-ის 30-იან წლებში, როდესაც მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მედუდუკეთა ტრადიციულ დუეტს მესამე დუდუკი დაუმატა. ამიერიდან დუდუკზე დაიწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ამგვარად „გაქართულდა“ დუდუკი.

თბილისში (და ყველგან სადაც დასტის ტრადიცია გავრცელდა) ქორწილის დაწყება, „მეფის“ მოსვლა აუცილებლად ზურნის დაკვრით უნდა აღნიშნულიყო. ღამით, ქორწილის დროს, ზურნას აღარ უკრავდნენ, მაგრამ დილით ზურნაზე „დილის საარი“ აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ზურნაზე საგანგებო ჰანგი „საქორწილო“ სრულდებოდა პატარძლის ოჯახში მზითევის გადატანის დროს.

0x01 graphic

დასტის აუცილებელი მონაწილეობა დასტურდება თბილისისა და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში (ცხინვალში, ლიახვის ხეობაში) ქორწილის მეორე დღეს „მეფისა“ და მისი მაყრიონის მსვლელობაში წინაპართა საფლავზე საგანგებო ჰანგის („სამგზავრო“) დაკვრით. „მეფეს“ იქ უნდა ეცეკვა, ზოგჯერ ჭიდაობაც იმართებოდა. ამ დროს საცეკვაო და საჭიდაო უნდა შესრულებულიყო. უკან დაბრუნებისასა ისევ საცეკვაო იკვრებოდა.

დასტა გამოიყენება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში. თბილისში იცოდნენ პანაშვიდზე „დამკვრელების“ - დასტის (უმეტესწილად მეზურნეების) მიწვევა. ამისათვის არსებობს საგანგებო რეპერტუარი („მკვდარზე რასაც იმღერებდნენ, იმას ქეიფში არ მღეროდნენ, იმას თავისი სიმღერა აქვს“). ცხედრის მიწად მიბარების შემდეგ სრულდება საგანგებო სამგლოვიარო ჰანგი - მასრაფი. თბილისურ ქორწილში მესაკრავეთა მონაწილეობა მოწმდება ჟ. შარდენის ცნობითაც. 2. ერთად აღებული ხუთი საპირე ტყავის სახელწოდება.

.

დასტაგი//დაგი//ლადგი (სვ.) ბიქილა (რაჭ.) - 1. პურის საბეჭდავი ხის ნივთი. განსაკუთრებით კარგადაა შესწავლილი სვანეთის მასალების მიხედვით, სადაც ლადგის ხმარობდნენ სარიტუალო სეფისკვერის დასაბეჭდავად. პირველად ასეთი ნივთი შეუსწავლია და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის 1909 წელს გადმოუცია თავად თ. დადეშქელიანს. დასტაგს სვანეთში სხვანაირად საჭვრეთსა და ბეჭდარსაც უწოდებდნენ. ზოგადად ასეთი საბეჭდავები უძველესიდანაა ცნობილი მსოფლიოს ბევრ ხალხში. საქართველოში საწესო პურების დაჭვრეთა//დაბეჭდვა წესად იყო მიღებული და მას მაგიურ - აპოთროპეული დანიშნულება გააჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტიანობის განმტკიცების შემდგომ, საბეჭდავის ჩამოყალიბებაზე, გარკვეული როლი ითამაშა ქრისტიანული ლიტურგიის პრაქტიკამ და ამ ნივთის ხანგრძლივი გამოყენება გამოიწვია ტრადიციულ ყოფაში საეკლესიო სწავლების გახალხურებამ. 2. წისქვილის ღარში ჩასადები მოგრძო და ოთხკუთხა ფიცარი წყლის გადასაგდებად, მაშინ როცა წისქვილის გაჩერება სურთ.

ლიტ.: . გუჯეჯიანი, ერთი ეთნოგრაფიული ნივთის შესახებ, ეთნოლოგიური ძიებანი, III,2007.
.

დასტაკილი - დამუშავებული ჩვილი თიხა, ჭურჭლის კედლის ანაფხეკი, რომელსაც მეჭურჭლეები ჭურჭლის დამზადების დროს აგროვებენ. ანაფხეკს ძირითადად ჭურჭლის ყურისათვის ხმარობენ, რადგანაც მაგრად დაზელილი საჭურჭლე თიხა ყურისათვის არ გამოდგება.

ლიტ.: .ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949.
. .

დატეხილი კაბა (აჭარ.) - ქალის შიდა სამოსელი, რომელიც ზუბუნ-ფარაგას პარალელურად მოიხმარებოდა. მასალად იყენებდნენ ნაზ ქსოვილებს - ყანაოზსა და ყუმაშს. ფერებიდან არჩევდნენ წითელს, მწვანეს, ყვითელსა და ალისფერს. მთლიანი კაბისაგან განსხვავებით, დატეხილი კაბა ორი ნაწილისაგან (წელზედა და წელქვეშა) შედგებოდა. სატანი სამნაჭრიანია, რომელსაც სარჩული სჭირდება. ქვედატანს ბოლოზე შემოჰყვება ოქროსფერი არშია, რომელიც კალთის სიფართეს ორჯერ აღემატება. არშია გვიანაა შემოსული ქვ. აჭარიდან და მას ზოგჯერ ბარულსაც უწოდებენ. კაბა გრძელია და ნაოჭიანი, წელის არეში დატანებული აქვს ფარული ჯიბეები. ჩახსნილი გულისპირი ღილებით იკვრება. წესად იყო მიღებული გულისპირის, საყელოსა და სამაჯეების სხვადასხვა ფერის ძაფით შემკობა. საპატარძლო კაბაზე ოქრომკედიც ბევრი იხარჯებოდა და ქსოვილიც. ამასთანავე, კაბის სახელოს ფორმა განსხვავდებოდა ჩვეულებრივი კაბის სახელოსაგან. იგი ნაოჭებიანი და ქალის ხელის მტევნის ზურგს ფარავდა.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათ. 2005.
..

დაფარნა - „სიწმიდის საფარებელი“ (საბა). საგანგებოდ გამოჭრილი და შეკერილი გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ორი -პატარა. დიდი კვადრატის ან მართკუთხედის ფორმისაა, პატარები-ჯვრის ფორმის. პატარა დაფარნებით ცალ-ცალკე ბურავენ ბარძიმსა და ფეშხუმს, ხოლო დიდით - ორივეს ერთად.

0x01 graphic

საღმრთო ლიტურგიის დამკვიდრებისთანავე ხმარებაში პირველად პატარა დაფარნები შემოვიდა, რომლებსაც XIX საუკუნემდე ოთხკუთხა ფორმა ჰქონდა, რომ უფლის წმიდა სისხლი და წმიდა ხორცი დაცული ყოფილიყო. მესამე, დიდი დაფარნა (იგივე პერექელი) V საუკუნიდანაა ხმარებაში და მისი დამკვიდრება ღვთისმსახურებაში წმ. საბა განწმედელს უკავშირდება.

0x01 graphic

პირველად ტერმინი „დაფარნა“ მოხსენიებული აქვს წმ. იოანე მმარხველს (VI ს). იგი მას ქრისტეს „საფლავის საბეჭდავს“ უწოდებს. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი აღწერს რა ლიტურგიას, დაფარნის შესახებ ამბობს, რომ ისინი ისე ფარავენ ფეშხუმსა და ბარძიმში მოთავსებულ წმიდა ნაწილებს, როგორც ჰაერი დედამიწას.

ქართველები დიდ დაფარნას „ცაი“-ს უწოდებდნენ. სვიმეონ თესალონიკელი მას იმ ლოდის სიმბოლოდ მიიჩნევს, რომელიც ქრისტეს საფლავს მიაფარეს.

XVII საუკუნემდე დაფარნისა და გარდამოხსნის (იხ.) ფუნქცია გაყოფილი არ იყო და გარეგნულადაც ისინი არ განირჩეოდა ერთმანეთისაგან როგორც ზომით, ისე მათზე ამოქარგული იკონოგრაფიული სიუჟეტითაც და ერთმანეთის ფუნქციას ასრულებდნენ. ორივეზე კლასიკური ფორმის „დატირების“ კომპოზიცია დომინირებდა. XVI საუკუნიდან დაფარნა და გარდამოხსნა ნელ-ნელა ემიჯნება ერთმანეთს. გარდამოხსნაზე დარჩა დატირების კომპოზიცია, ხოლო დიდ დაფარნებზე ჯერ ჯვრები დაჩნდა, ხოლო შემდეგ მისი სახე დაიხვეწა და შემოვიდა შემდეგი სიუჟეტები: „ნუ მტირ მე დედაო“, „კუბოთდება“, „დიდისა ზრახვისა ანგელოზი“.

ლიტურგიის პირველ ნაწილში, კვეთის დროს, როცა ხდება პურისა და ღვინის საზიარებლად შემზადება, დაფარნები იმ სახვევების სიმბოლური სახეა, რომლებშიც ღვთისმშობელმა ახალშობილი მაცხოვარი შეახვია და ბაგაზე მიაწვინა, დიდი დაფარნა კი ის ქსოვილია, რომელშიც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის სხეული წაგრაგნეს.

წირვის მეორე ნაწილში, კათაკმეველთა ლიტურგიისას, დაფარნათა ხმარება შეჩერებულია.

წირვის მესამე ნაწილში (მართალთა ლიტურგია), დიდი გამოსვლის დროს, ფეშხუმის დაფარნა ნიშნავს სუდარას, რომელშიც მაცხოვარი შეახვიეს, ბარძიმის დაფარნა-არდაგს, რითაც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნილი სხეული შეგრაგნეს. დიდი დაფარნა კი ის ლოდია, რითაც მაცხოვრის საფლავი დაბეჭდეს. „მრწამსის“ გალობისას ბარძიმ-ფეშხუმის თავზე მღვდლის დიდი დაფარნის რხევა სულიწმიდის ძალისა და მადლის ფრქვევას და მაცხოვრის აღდგომას მოასწავებს.

თითოეული დაფარნის ხმარებისას ლიტურგიაზე მღვდლის მიერ განსხვავებული ლოცვები წარმო ითქმება.

საქართველოში არსებობდა უძველესი ტრადიცია დაფარნების შეწირვისა ეკლესია-მონასტრებისათვის. როგორც ამ მდიდრულად შემკული დაფარნების წარწერები გვამცნობენ: ისინი „ცოდვილი სულის საოხად“, ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისათვის“ ან „ძეთა და ასულთა აღსაზრდელად“ გაუკეთებიათ. ქართული დაფარნები ქარგულობის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენენ.

. .

დაღი//დამღა - ერთგვარი ნიშანი, რომელიც ამოიტვიფრებოდა ან ამოიწვებოდა რაიმე ნივთზე ან ცხოველზე მისი პატრონის საკუთრების ნიშნად. ცხენის დადაღვა ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოში, როგორც ცხენის ქურდობის საწინააღმდეგო საშუალება. მაღალი წოდების წარმომადგენლებს, თითოეულ თავადს ან აზნაურს თავისი საკუთარი დაღი ჰქონდა შემუშავებული. ცხენს დაღავდნენ როცა ორი წლისა გახდებოდა. სამეგრელოში დადაღვამდე ცხენს ამოჭრიდნენ სარსესა და სახოპს. სარსე - ესაა წერტილოვანი ძვალი ცხვირში, რომელიც ცხენს ძოვას უშლის, სახოპი კი არის სასის ქვემოთ ზედმეტი ღრძილი. შემდეგ ცხენს ააჭრიან კუდის თავზე ე.წ. „ძვარეს“, რომელიც ქავილს იწვევს და ცხენს არ ასვენებს. შემდეგ ცხენს დადაღავენ მარცხენა მხრიდან, იქიდან საიდანაც ჯდებიან. მდაღველი, რომელიც გამოცდილი სპეციალისტი უნდა იყოს ამ საქმისა, აიღებს დაღის ნიშნიან გახურებულ შანთს და ამოუწვავს ტყავს ცხოველს, შემდეგ დადაღულზე ძროხის ქონს წაუსვამენ. იმის გამო, რომ ქურდები ხშირად ახერხებდნენ დაღების გადაკეთებას, მეპატრონეები ცდილობდნენ ძნელად გადასაკეთებელი დაღები შეერჩიათ, ზოგჯერ ამავე მიზნით ერთ ცხენს ორ-სამ დაღსაც უკეთებდნენ.

0x01 graphic

0x01 graphic

ლიტ.: . მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
. .

დაშნა - 1. „მოკლე ხმალი, მოკლე საკიდარი“(საბა). დაშნა წარმოადგენს მოკლე, ცალლესურ ხმალს, რომელიც ხანჯალზე დიდია, ხოლო ხმალზე პატარა. დაშნა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ხევსურეთში. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ხევსურები ხმალ-ხანჯალთან ერთად ხმარობდნენ აგრეთვე „ხმალ-დაშნას“, რომელსაც სახელოში ან ზურგზე ტანსაცმლის ქვემოდან შეფარულად ატარებდნენ. ე.ი. „ხმალ-დაშნა“ მალული იარაღია, იგი გამოიყენებოდა, მაგ., შუღლის დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც ხევსურს სხვა იარაღი არ ჰქონდა, მაგალითად სტუმრობის დროს, როდესაც წესის მიხედვით იარაღს მასპინძელი ჩამოართმევდა, ის დაშნის, უბისფარისა და საცერულების ამარა რჩებოდა.

0x01 graphic

ლიტ.: В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I, 1991.
. .

დაჯდა ხელადა - თიხის საღვინე ჭურჭელი. გამოიყენება წყლის მოსატანადაც. იტევს 3-4 ლიტრს. მისი დამზადება მხოლოდ კახეთში სოფ. ბოდბისხევშია დადასტურებული მეჭურჭლე მეკოკიშვილის მიერ. ჭურჭელს სახელწოდება შეერქვა ფორმა-აღნაგობის მიხედვით. ხასიათდება არაჩვეულებრივი სიფართოვის ძირით, განიერი მუცლით, პატარა ტუჩით. იგი მკვიდრად დგება მყარ ზედაპირზე და დაჯდა ხელადაც ამიტომ ჰქვია.

0x01 graphic

..

დგიმი//ზინგი (სამეგრ.)//ლელჯშარ (სვ.) - ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის („საქსელე“, „სამექსლეო“, „საფეიქრო“, „ოშუალე“, „ლაჯშარ“) ელემენტი. ქსლის გამყოფი და საზედაოს გასავლები. დგიმი მოქსოვილი იყო კედის (კანაფი), ბამბის ან აბრეშუმის დაფაფული ძაფისგან. იქსოვებოდა ორ პარალელურ ჯოხზე ჯვარედინად გადახლართული ძაფით. დგიმი თოკებით იყო ჩამოკიდებული საფეიქროს ჩიტებზე//გინგილებზე//გამერზე (სამეგრ.). ქვევიდან მიბმული ჰქონდა თოკის საფეხურები და მასზე ფეხის დაჭერით მოდიოდა მოძრაობაში.

ლიტ.: მსშხი. . II, ნაწ. II, 1982.

..

დედაბოძი - დედაბოძი მთლიანი ხისაგან გამოთლილიდიდი, თავფართო სვეტი, ქართული დარბაზული სახლისსაყრდენი, რომელსაც ეყრდნობოდა გვირგვინიანი გადახურვა.დედაბოძზე იყო გადებული სახლის განივი კოჭი, თავხე. ბოძსადა თავხეს შორის სიმძიმის გასანაწილებლად დებდნენ ე. წ.„ბუღაურას“, ანუ „დათვას“, ხის გრძელ ბალიშს, რომელიც დედაბოძთან ერთად მთლიან ელემენტს ქმნიდა. დედაბოძზე გამოსახავდნენ ორნამენტებს, ფრინველებს, ცხოველებს, ადამინის ხელს, სხვადასხვა ტიპის ჯვარს, რადიკალურად განსხივებულ მზეს, ბორჯღალს, კონცენტრულ წრეებს, ვარსკვლავებს და სხვ.

0x01 graphic

ხალხის წარმოდგენით, დარბაზული სახლის კერა,დედაბოძი და გვირგვინი ერთ კომპლექსს შეადგენდა დაოჯახის წმიდათაწმიდად იყო მიჩნეული. ყველა რიტუალი სახლში დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა.

0x01 graphic

დედაბოძის წარმოშობაზე არსებული ხალხური თქმულებები მიუთითებენ, რომ მისდამი თაყვანისცემა უკავშირდება ჩვენში ოდესღაც გავრცელებულ ხის კულტს (ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ღვთაება კერაში ამოსული, გველშემოხვეული ხის სახით გამოეცხადებოდა თავის საყმოს) და სიცოცხლის ხის მოტივს. ძველ ქვეყნებში და კერძოდ, კავკასიაში სიცოცხლის ხე წარმოდგენილი ჰქონდათ ცის საყრდენად, მნათობთა სადგურად და ღვთაებათა მშობლად. სწორედ ასეთი ხის ყველაზე სრულყოფილი სიმბოლო ჩვენში დედაბოძი იყო. ხალხური წარმოდგენით, იგი ისე ებჯინებოდა გვირგვინს, როგორც სიცოცხლის ხე ცას. არქეოლოგიური მონაცემებით, საცხოვრებლის წმინდა სვეტების თაყვანისცემა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრე, სამიწათმოქმედო ხანაში ყოფილა გავრცელებული.

0x01 graphic

ლიტ.: .სურგულაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

დედანი (ქართლ.)//ლერწამი (რაჭა) - გუდა-სტვირის ნაწილი. მარჯვენა დედანს სამი თვალი აქვს, მარცხენას - ექვსი. გარდა ამისა, მარჯვენა დედანის კუთხეში ამოჭრილია საბანე თვალი. დედნებს დიდგულა ხისაგან ამზადებენ. ხმარობენ ჭერმის ან ასკილის ხეს. უმჯობესია ჭერამი, რადგან უფრო წმინდა ხმას გამოსცემს. დედნებში ხშირად ცოცხის წვრილ ღერებს აწყობენ. ისინი დედნის ბოლოს ბუსუსებით თავდება და ხელს უწყობს ხმის ვიბრირებას. ენები მოთავსებულია დედნების ქვემოთ. მასზე ამოჭრილია მგრძნობიარე ენა, მესტვირე იღლიით აწვება ჰაერით სავსე გუდას. ჰაერი ეცემა მგრძნობიარე ენას, საიდანაც ხმა მიდის ლერწმებში. ენები გარედან არ ჩანს. დაკვრის დროს ლერწმებში „სული რომ არ გაიპაროს, ბოლოებს სანთლით გალესავენ. მარჯვენა დედანს „მობანე“ ეწოდება. მარცხენას - „დამწყები“, „მთქმელი“. დაკვრის წინ დედნებს შეამოწმებენ და საჭიროების მიხედვით ააწყობენ-დედნებს „ასწევდასწევენ“. ისინი ჩამჯდარია ხის ბუდეში, რომლის ბოლოზე წამოცმულია ყანწი-ქარახსა (იხ.).

ლიტ.: . ჯიქია, გუდასტვირი, მმ, . XXXII-B 1976.
..

დედასპური - პურის სახეობა, რომელიც ძირითადად შიდა და ქვემო ქართლში იყო გავრცელებული. გარეგნულად ნახევარმთვარეს წააგავს, ყუა სქელი და პირთხელია. ადრე დედასპურს მახობელას ურევდნენ, რაც პურს სურნელებას მატებდა და ოდნავ ფერსაც უცვლიდა. პურის ეს სახეობა ყურადღებას იქცევს თავისი სახელითაც. არსებობს მოსაზრება, რომ დედასპური მას ეწოდა დედოსაგან, ანუ საფუვრისაგან. ხალხური გადმოცემით კი, იგი დედის ხელით გამომცხვარია და რადგან დედა პურს გვაჭმევს, სახელწოდებაც მისგან მიიღო. მოცემულ შემთხვევაში ქალური საწყისის, დედის ბუნების გააზრებასთან გვაქვს საქმე. ისე, როგორც დედაბოძი, დედასამშობლო, დედამიწა, დედაენა, დედასპურიც დედის ბუნების მნიშვნელობას გამოკვეთს.

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007, . ცაიშვილი, ზოგიერთი მოსაზრება დედასპურის შესახებ, ლიტ. ეტიუდები, 1984.
. ..

დედა ხე - სატივე მორებს შორის შუა ხე, რომელზედაც ორთაყვირს ჭოლოკინია დასმული.

დედოფალა - ბავშვის სათამაშო, გართობისა და თამაშისათვის განკუთვნილი. დიდ როლს ასრულებდა ბავშვის ფიზიკური წვრთნისა და სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში. დედოფალაში აირეკლებოდა ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისა და ასევე მთელი ხალხის სარწმუნეობრივი წარმოდგენები. ნივთიერი კულტურისა და ჩაცმა-დახურვის ელემენტები. დედოფალებით ძირითადად ერთობოდნენ გოგონები, რომლის მეშვეობითაც თანდათანობით შედიოდნენ ქალური ცხოვრების სფეროში. დედოფალა ხელს უწყობდა ქალის მომავალი, გარდაუვალი მოვალეობის პირველად აღქმასა და ათვისებას სათანადო ჩვევების შემუშავებას. ადამიანთა მიმსგავსებით გაკეთებული დედოფალები უხსოვარი დროიდან არსებულა. საქართველოში დედოფალები გამოუყენებიათ მაგიური წეს-ჩვეულებების შესრულების დროსაც, რომელსაც შესთხოვდნენ გამრავლებას, შვილიანობას, წვიმის მოყვანას, ასეთი დედოფლების სახელი იყო: „ლაზარე“, „გონჯა“, „საწვიმარი გუგა“ აფხაზეთში - „ძივოუ“. დედოფალებს იყენებდნენ ავადმყოფობის მოცილების მიზნით, მაგ: ქართლში, წითელა ბატონების, ან ყივანახველას დროს გააკეთებდნენ დედოფალას, მორთავდნენ, პატარა ჯიბეში შაქარს ჩაუდებდნენ და გადააგდებდნენ შორს ავადმყოფობის მოცილებისა და გასტუმრების მიზნით.

0x01 graphic

ლიტ.: . ღოღობერიძე, დედოფლების კატალოგი, 1968.
. .

დემური - დაბღის იარაღი, ტყავის საფხეკი, ოდნავ მოხრილი, ნამგალივით. აქვს რკინის პირი და ხის ტარი. აქეთ-იქით წაავლებდნენ ორივე ხელს და ისე ფხეკდნენ ტყავს.

ლიტ: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1973.

დენთი - ფეთქებადი ნივთიერება. გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღისათვის. კაჟიანი თოფების ეპოქაში (XVI-XVIII), სანამ ტყვიის განვითარება სრულყოფილ დონეს მიაღწევდა (XIX ს-ის I ნახ. უნიტარული ვაზნა) და დაიწყებოდა მისი ქარხნული წარმოება, საქართველოშიც დენთს ადგილობრივად ამზადებდნენ. დენთის დამზადებისათვის საჭირო იყო - ყინვარი (გვარჯილა), ჩექა (გოგირდი) და ნახშირი. ხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ყინვარსა და ნახშირს ადგილზე ამზადებდნენ, ხოლო გოგირდი შემოჰქონდათ. საჭირო ნედლეულის მომარაგებისა და მათი შეზავების შემდეგ, იწყებოდა თოფისწამლის გატეხვა დენგში (ხის ან ქვის დენგი), რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. თოფისწამლის გატეხვის დროს ხშირად იყენებდნენ ჭაშნიკს, თუ თოფისწამალი არ აკმაყოფილებდა ძირითად მოთხოვნას (ძლიერი და უცაბედი აფეთქება უმნიშვნელო ფერფლით), მას უმატებდნენ გვარჯილას, რითაც წამლის სიფიცხეს ზრდიდნენ. მეტისმეტად ფიცხი წამლის შემთხვევაში კი უმატებდნენ გოგირდს, რაც დაბლა სწევდა სიფიცხეს. თოფისწამალს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აჭაშნიკებდნენ, მაგ., სვანეთში ჭაშნიკს ხელისგულზე იდებდნენ, დიდოეთში - მარცხენა ხელის ცერის ფრჩხილზე, ხოლო რაჭაში ამისთვის თეთრ ქაღალდს იყენებდნენ.

ქართული ეთნოგრაფიული მასალით დადგენილია, რომ საქართველოს მთიანეთში თოფისწამალი თითქმის ყველგან (ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში, დიდოეთში და სხვ) მზადდებოდა. ხოლო რაც შეეხება დიდ ქალაქებს, განსაკუთრებით თბილისს, XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში არსებობდა თოფისწამლის დასამზადებელი სარეწაო, რომელიც ისაია თაყუაშვილს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას აღნიშნული ქარხანა მთლიანად განადგურდა. ერეკლე მეორემ 1796 წელს თაყუაშვილს ახალი მიწები (სოლოლაკის მიდამოებში) უბოძა დენთის წარმოებისათვის, მაგრამ ეს ინიციატივა რუსეთის ანექსიამ გააუვნებელყო.

ლიტ.: ალ. რობაქიძე, „თოფისწამლის დამზადება პირაქეთ ხევსურეთში, ანალები . I, 1947.
..

დერგი - დიდი ზომის თიხის ქილა, გამოიყენება ყველის, მარცვლეულისა და მზა პროდუქტის შესანახად. გავრცელებულია მთელ საქართველოში. მას „სახორბლე“ და „საფქვილე“ დერგებსაც უწოდებენ. ანალოგიური ფორმისა და დანიშნულების ქილები აღმ. საქართველოში ცნობილია „ქოცო ქილის“, „მწნილის ქილის“, „ძირის ქილის“ (კახეთი), „საქალაქო ქილის“, „საარაგვო ქილის“ (ქსნის ხეობა), და „ყველის ქილის“ სახელწოდებით. დერგების მრავალფეროვანი ნიმუშები უხვად ფიქსირდება საქართველის არქეოლოგიურ ძეგლებზე რაც ამ ჭურჭლის ინტენსიურ გამოყენებაზე მიუთითებს.

0x01 graphic

...

დერციკი - ტანსაცმლის მკერავი. საქართველოში ოდითგანვე დიდი ყურადღება ექცეოდა ტანსაცმლის დამზადებასა და მის გაფორმებას. XIX ს. ნახევარსა და XXს. დასაწყისში მცხოვრებ მამაკაცთა უმეტესობა ისევ ტრადიციულ ჩოხა-ახალუხით იმოსებოდა, ამიტომ ამ ტანსაცმლის დამამზადებელ დერციკთა რაოდენობა საგრძნობლად დიდი იყო, განსაკუთრებით ქალაქებში. ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოში პირველობდა თბილისი, გორი, თელავი, სიღნაღი, ახალციხე; დასავლეთ საქართველოდან ქუთაისი, ზუგდიდი, სოხუმი და სხვ. ბუნებრივია, ქალაქებს შორის გამორჩეული ადგილი თბილისს ეჭირა. 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის მიერ დაქცეული თბილისი აღდგა, აშენდა და XIX ს. 20-იანი წლებისათვის იგი კვლავ იქცა ამიერკავკასიის მნიშვნელოვან სავაჭრო-კულტურულ და სახელოსნო ცენტრად. ხელოსანთა უბანი ძველ თბილისში გოგირდის აბანოების სიახლოვეს მდებარეობდა. აქ - „პატარა სირაჩხანის“ აღმართზე საქმიანობდნენ სხვადასხვა ხელობის ოსტატები.

თბილისური ხელოსნების მნიშვნელოვან დარგს ფეიქრობა შეადგენდა. აქაურ სახელოსნოებში იქსოვებოდა როგორც ბამბის (ლაინი, ჩითი, ტილო), ისე აბრეშუმეულობა-დარაია (თავთა, ჩესუნჩა, მერდინი), ყანაოზი და სხვ. XII ს. თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ცნობით, თბილისელი ხელოსნები აქტიურად ეწეოდნენ აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების იმპორტს. XVII ს. რუსი მოგზაურების დაკვირვებით, თბილისური ქსოვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორიგინალური ფერადოვნებითა და შემკულობით.

ქართველი დერციკები ამზადებდნენ ქართულ ტანსაცმელს, ისეთ სახეობებს, როგორიცაა: ჩოხა-ახალუხი, ხონჯრიან განიერი შარვლები, ქულაჯა, ყაბალახი, ჩიხტა, თავსაფარი, ქუდები, წვივსაკრავი და სხვა.

დერციკი-ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებული და მოიცავდნენ უფრო წვრილ გაერთიანებებს, მაგ: მექუდეთა ამქარში სამი ტიპის მკერავები მუშაობდნენ. ზოგი ფაფახს კერავდა, ზოგი ნაბდის ქუდებსა და ნაწილიც შალისა და ტილოსას..

ამქარში გაერთიანებული დერციკები დაკვეთაზედაც მუშაობდნენ და ბაზრისათვისაც, ხელოსნური ნაწარმი კარგად საღდებოდა დიდ დღეობებზე.

ისე როგორც ყველა ამქარს, დერციკებისასაც თავისი მფარველი წმინდანი ჰყავდა, რომელთა გამოსახულება ღერბსა და ემბლემასთან („ფირი“) ერთად მათ დროშას ამშვენებდა. ეს იყო ღვთისმშობელი, მაკრატელი და ნახევარადლიანი.

ქალაქელი დერციკები ხშირად იყენებდნენ ქალების შრომას. მათთან მიჰქონდათ გამოჭრილი ტანსაცმლის ელემენტები, რომელთა შეკერვა და სათანადო გაფორმება გარკვეული საფასურით შინმოხელე ქალებს უნდა შეესრულებინათ. ტანსაცმლის გაფორმებისათვის საჭირო ბაბთა-არშია-ზონრების შემოქმედნიც ქალები იყვნენ. განსაკუთრებული მოთხოვნილება იყო სირმებსა და ბუზმენტებზე. იქსოვებოდა ორგვარი ჩაფარიშები: უბრალო და სახიანი, რომელთაც განსხვავებული გამოყენება ჰქონდათ. უბრალო-ჩოხის შიდა ნაკერების დასამაგრებლად იხმარებოდა, სახიანი კი - ქალის საგარეო შარვლის - „შეიდიშის“ ტოტების მოსავლებად. სახლებში მოსაქმე ქალთა უდიდესი ნაწილი ქალაქებში იყო თავმოყრილი, ჩვეულებისამებრ წვრილ მოვაჭრეებს ჰქონდათ ზონრების, ყაითნის, ფოჩების, ბაფთების, თასმების, შესაკრავების, ზორტების, სირმების, ბუზმენტების, ზეზების, მოქარგული არშიების და ამგვარი საგნების საგრეხი და საქსოვი პატარა სახელოსნოები.

ქალები ეწეოდნენ ლეჩაქების დაბასმვასა და დაქარგვას, შუბლსაკრავებსა და სარტყელ-გულისპირებზე ნაქარგის ამოყვანას, რაც ერთგვარი გაჯიბრების ხასიათს ატარებდა. ოჯახური წარმოების ასეთი ფორმა ტრადიციული იყო საქართველოსათვის.

ტანსაცმლის შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულია ისეთი პროცესები, როგორიცაა თარგების დამზადების ტექნიკა, ჩაცმა-დახურვის წესები, ტანსაცმლის ტარების მანერა და სხვა. ქალაქელი დერციკების ნაწარმი აკმაყოფილებდა ადგილობრივ მოთხოვნილებებს..

მთიელ ქალს, საოჯახო ყოველდღიური საქმიანობის გარდა, სატანსაცმლე მასალისა და ხალიჩ-ფარდაგების ქსოვაც ევალებოდა. ფარდაგ-ხალიჩის ქსოვა საძნელო საქმე იყო და ყველას არ ეხერხებოდა, მაგრამ ქსოვილების ქსოვას თითქმის ყველა ზრდასრული ქალი ფლობდა. ამასთანავე, ჩხირებითა და ყაისნაღით იქსოვებოდა წინდა-პაიჭები, ხელთათმანები, თავშლები, ითელებოდა ნაბადი და სხვ. აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად შემოდგომაზე ქალებს ოჯახში არსებული მატყლიდან გამოეყოფოდათ წილი. მატყლთან დაკავშირებული საქმიანობა კი ხევსურეთში ასე ყოფილა განაწილებული: ოქტომბერში მატყლის გარეცხვაგაშრობა; ნოემბერ-დეკემბერში - გაჩეჩვა; იანვარში - დართვა; თებერვალში - დაძახვა ჯარაზე; მარტაპრილში შალის - „ტოლის“ ქსოვა. ასე რომ, გაზაფხულზე, მინდვრის სამუშაოთა დაწყებამდე, ქალს ამ სახის სამუშაო დასრულებული უნდა ჰქონოდა.

ჩამოთვლილ სამუშაოს მთიელი ქალები თავად ასრულებდნენ, მხოლოდ ზოგიერთი პროცესის შესასრულებლად მიმართავდნენ კოლექტიური დახმარების მარტივ ფორმებს - მუშა ქალების შეკრებას, უმეტესად მატყლის ჩეჩვის დროს. ასეთ თავყრილობას ხევსურეთში „მჩეჩლები“ ეწოდებოდა. სხვაგან მუშა ქალების დაძახება დართვის დროსაც სცოდნიათ.

გოგონებს 6 წლის ასაკიდან აჩვევდნენ მუშაობას, ჯერ მატყლის ჩეჩვა-დართვის წესს შეასწავლიდნენ, მერე ქსოვას. 8-10 წლის გოგოს უნდა სცოდნოდა წინდა-პაიჭების ქსოვა, 14-15 წლისა კი დამოუკიდებელი მოსაქმე ხდებოდა მთის პირობებში არსებული საქალო ხელობის თითქმის ყველა წესს დაუფლებული, რაც ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენდა.

ძველი წესებით ტანსაცმლის დაჭრა-შეკერვა გულისხმობს წინასწარ მომზადებული თარგის გარეშე დუქარდით (მაკრატელი) ტანისამოსის გამოჭრასა და ხელით მის შეკერვას. მასალის დაჭრისა და ზომის აღების დროს თუშ-ფშავ-ხევსურნი გამოიყენებდნენ ბუნებრივ საზომ ერთეულებს: „მხარი“, „წყრთა“, „მტკაველი“, „ხელი“, „ტაში“, „ციდა“, „ღვინჭი“, „ორ თითის სიბრტყო“, „გოჯი“. ხელით კერვის ტექნიკაც სათანადო დონეზე ყოფილა აყვანილი: „დადანდვლა“ // „ნემსის კუდით კერვა“ // „დანემსვა“, „კუდიქცეულა“, „ისკუნტალი“ // „ხელუკუღმართა“, „მხვევრაი“, „დუმბარა“ და სხვ. სამოსელი ჯერ უნდა დაებლანდათ - („დადანდვლა“), შემდგომ კი მაგრად შეეკერათ - „გვირისტი“.

შესაკერ მასალას ჯერ გადაზომავდნენ მტკავლით, მაკრატლის წვერით წააჭრიდნენ მცირედ ან ძაფით ნიშანს დაადებდნენ. დაჭრის დროს აუცილებლად დაილოცებოდნენ: „ბედნიერებაში გაცვითეო, ეს ერთი და ორი ათასი სხვაო: ტყის ფოთოლმთაც გექნება მრავალიო, მამა ყიდვაში, დედა კერვაში, შენ ხევაშიო, ან მშვიდობაშიო, და-ძმების სიცოცხლეშიო, ქმარ-შვილთან გახარებაშიო...“

თუ ქალი კარგად ფლობდა ჭრა-კერვის წესებს, იგი მოწაფეებსაც იზიდავდა. საქართველოში ასეთ ქალს „ოსტატი“ ეწოდებოდა და მას განსაკუთრებით ბევრი მოსწავლე დაბებსა და სოფლებში ჰყავდა.

ოსტატთა შორის მრავლად იყვნენ მღვდლებისა და მასწავლებელთა ცოლები, რომლებიც ჭრა-კერვასთან ერთად მოწაფეებს წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ. ზოგიერთ ოსტატს რამდენიმე მოწაფეც ყავდა. სწავლების ვადა ერთნაირი არ იყო, ზოგჯერ რამდენიმე წელს გრძელდებოდა. დახარჯული შრომის საფასურიც ცვალებადი ყოფილა - ხან ფულით, ხშირად ნატურით და ზოგჯერ შრომით გადახდის გზითაც.

ტანსაცმლის ელემენტების დამზადებასთან ერთად ოსტატი დიდ დროს ანდომებდა გაფორმებასაც. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა „ქართული კაბის“ შესამკობელი ელემენტების-სარტყელგულისპირებისა და თავსაბურავ შუბლსაკრავების ქარგულობას.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ცოდნა-გამოცდილების შედეგად, ადგილობრივი ნედლეულის ბაზის ტრადიციული ხერხების გამოყენებითა და დამუშავებით, სავსებით იკმაყოფილებდა ტანსაცმელზე არსებულ მოთხოვნილებას და საუკუნეთა განმავლობაში გამოიმუშავა ჩაცმულობის თავისებური ორიგინალური ფორმა, მისთვის დამახასიათებელი ფერადოვნებითა და შემკულობის განუმეორებელი სტილით, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ისტორიის მამას ჰეროდოტეს, რომლის მიხედვითაც ქართველ მთიელთა ტანსაცმელი გამოირჩევა საუკეთესო გამძლეობით, კარგი მოყვანილობითა და უაღრესად ლამაზი შემკულობით. ამ მოსაზრების საუკეთესო დადასტურებას წარმოადგენს უმაღლეს ესთეტიკურ დონეზე დამზადებული ხევსურული ტანსაცმელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ხალხთა კოსტიუმებს შორის.

. .

. .

დვრიტა - (აქ.) ყველის დედო, ყველის ამოსაყვანი ნაერთი, რომელსაც ამზადებდნენ ღორის მაჭიკისა და ძმრისაგან.

დიადემა - ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით შემკული აბრეშუმის დიდებულთა თავსაკრავი, რომელსაც შუბლზე იკეთებდნენ და უკან იკრავდნენ, დიადემა გვირგვინის ნაირსახეობას წარმოადგენდა.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1962.
. .

დიადიმა - ბიზანტიელი კეისრების სამოსელის ელემენტი, რომელიც ძალზე გავრცელებული იყო ქართველ მეფეთა ჩაცმულობაშიც. ესაა ლოროსის (იხ.) განვითარებული სახე. წარმოადგენდა გრძელ ქსოვილს, რომელიც ლოროსის მსგავსად წელსა და მხრებზე ამოტარებით წინ იყო დაშვებული. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით დიადიმა დროთა განმავლობაში ისე დამძიმდა ძვირფასი ქვებით, რომ მისი შემოხვეული ტარება შეუძლებელი გახდა და ამიტომ დაყვეს ნაწილებად. ქართველ მეფეთა მორთულობაში გვხვდება დაშვებული და მეორე, რომელიც გულზე გადაჯვარედინებულადაა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის მეფეთა ჩაცმულობა დიდ გავლენას ახდენს მისი კულტურული ძლიერების ქვეშ მოქცეულ სამყაროზე, ქართველ მეფეთა ბისონებიცა და დიადიმებიც თავისებური ორიგინალობით გამოირჩევა. მეფეებისა და დედოფლების გარდა ქრისტიანულ სამყაროში დიადიმებით გამოხატავდენ მიქაელსა და გაბრიელ მთავარანგელოზებს.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
. .

დიდი გუთანი - მიწის სახვნელი იარაღი. იგი რამდენიმე სახელით არის ცნობილი: ქართული გუთანი, დიდი გუთანი, დიდი ქართული გუთანი, ხის გუთანი, შავი გუთანი, პაპას გუთანი. ყველა ეს სახეობა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ან მათ კონტრუქციაში მდგომარეობს, ან მასალაში, რომლითაც გუთნებია დამზადებული. მუშაობის პრინციპი კი ყველა მათგანისათვის ერთია.

0x01 graphic

დიდი ქართული გუთნის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: „რვილი“ (მოხრილი გრძელი ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია სახნისი, საკვეთელი, ფრთა და სხვა ნაწილები გუთნისა, ზომით დაახლოებით 320- 340 სმ.), „მანჭები“ (სახელურები), „ფრთა“ (ბელტების გადასაბრუნებელი ფიცარი), „ხმალა“ (აერთებს რვილსა და გუთნის სხვა ნაწილებს ერთმანეთთან, რითაც გუთანს სიმტკიცეს სძენს), „ქუსლი“ (ხის ნაწილი, რომელზედაც სახნისი იყო წამოცმული), რკინის „სახნის-საკვეთელი“, „ფამფალაკი“ (ღერძი, რომლის ბოლოებში გაყრილია სხვადასხვა ზომის გოგორები - „კვალის გოგორა“ და „ველის გოგორა“).

0x01 graphic

გუთნის ხის ნაწილები მაგარი ჯიშის ხისგან მზადდებოდა (მუხა, იფანი, თელა და სხვა).

დიდი ქართული გუთნისათვის ისევე, როგორც საერთოდ ქართული სახვნელებისათვის, დამახასიათებელი იყო მრუდე რვილი. გუთნის ტიპის ევროპული სახვნელი იარაღები, რომლებიც გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში, ხასიათდებოდა პირდაპირი მხრით. რვალის სიმრუდე, რომელიც ქართულ სახვნელებს ახასიათებს, ერთხელ კიდევ ადასტურებს ქართული გუთნის თვითმყოფად ხასიათს. ფრთა და სხვადასხვა ზომის გოგორებიანი ფამფალაკი არის ის ნაწილები დიდი გუთნისა, რომლებიც მარტივ სახვნელ იარაღებს არ გააჩნიათ. დიდი ქართული გუთნის არსებობა დასტურდება XI-XII საუკუნეებში. იგი ღრმად ხნავდა (35 სმ. სიღრმეზე), ბელტს (50-60 სმ. ზომისას) ჭრიდა, აბრუნებდა და შლიდა. სწორედ ეს იყო მისი უპირატესობა სხვა სახის სახვნელ იარაღებთან შედარებით. XIX ს-ის II ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჩნდება ქართული გუთნის გაუმჯობესებული სახეობანი. ასეთებია ე.წ. მუხრანული გუთანი და კაკაბური გუთანი. დიდი ქართული გუთანი დაკავშირებული იყო მიწათმოქმედების საანეულო სისტემასთან (იხ. ანეული). იგი საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთის ბარში, ნაწილობრივ ქართლის მთის წინა ზოლში. მესხეთში დიდი გუთანი მხოლოდ ყამირის მოსახნავად გამოიყენებოდა. იშვიათად გამოიყენებოდა ზემო იმერეთის ვაკე ადგილებში მემამულურ მეურნეობებში.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხის გუთნები ნიადაგის თავისებურების მიხედვით ზომით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგალითად, გარეკახეთსა და ივრის ხეობაში უფრო დიდი ზომის გუთნები იყო ხმარებაში, ვიდრე ქართლში, შიდა კახეთსა და ქიზიყში. ქართლის მთის წინა ზოლში ქართლის ბართან შედარებით უფრო პატარა ზომის გუთნები იყო.

გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირად ღირებულ სახვნელ იარაღს წარმოადგენდა. შედარებით იაფი ჯდებოდა გუთნის ხის ნაწილი, რომელსაც ხშირად გლეხები თვითონ თლიდნენ. თითქმის ყველა სოფელში იყვნენ ამ საქმის მცოდნე გლეხები. შედარებით დიდ სოფლებში იყვნენ ისეთი ხელოსნებიც, რომელთათვისაც ეს ხელობა ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. ისინი, ჩვეულებრივ, რამოდენიმე სოფელს ემსახურებოდნენ.

შედარებით ძვირი ჯდებოდა გუთნის რკინის ნაწილები, სახნისისათვის საშუალოდ ერთი ფუთი რკინა იყო საჭირო, საკვეთლისათვის კი - ნახევარი.

გუთნის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა ჯამბარა (იხ.) - ტყავისაგან დაწნული ღვედი, რომლის საშუალებითაც გუთანი მიბმული იყო ფაფმფალაკზე. XIX ს-ის II ნახევარში ქართლ-კახეთის ზოგიერთ ნაწილში იგი რკინის ჯაჭვმა შეცვალა.

გუთანში გამწევი ძალის შესაბმელად გამოიყენებოდა უღელი ტაბიკებითა და აპეურებით (იხ.).

ჯამბარა-ღვედის საშუალებით უღლები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. თითო ღვედი 3-4 უღელს აკავშირებდა. ღვედის დასაწვნელად საჭირო იყო 2 კამეჩის, ან 3 ხარის ტყავი. ღვედების ოსტატებად ხევსურები ითვლებოდნენ. ქართლში ადგილობრივადაც ამზადებდნენ ღვედებს. გადმოცემით, ღვედი 25-30 წელი ძლებდა.

ღვედები ძირითადად ქართლისათვის იყო დამახასიათებელი. კახეთში ზოგჯერ ღვედების ნაცვლად იყენებდნენ საყევარ-უღლებსა (საყევარი-ძელი, რომელიც 2 უღელს აერთებდა) და ჯაჭვებს.

როგორც ჩანს, გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ალბათ ამიტომ საბუთებში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის მოხსენიების დროს გლეხის ოჯახში სახვნელი იარაღების ნაწილებზეა ხოლმე უმეტესად ლაპარაკი და არა გამართულ სახვნელ იარაღზე - გუთანზე. გლეხთა შორის მხოლოდ შეძლებულებს გააჩნდათ საკუთარი, ყოველმხრივ გამართული გუთანი. ქართლ-კახეთის სოფლებში გამართული გუთანი საშუალოდ კომლების 10-12%25 ჰქონდა.

დიდ გუთანში აბამდნენ 6-12 უღელ გამწევ ძალას. გამართული გუთანი და მუშა საქონელი შეადგენდა გუთნეულს. დიდი გუთნის მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3-6 მეხრე.

ისეთი ოჯახები, რომლებსაც ჰქონდათ გამართული გუთანი და ჰყავდათ გამწვი ძალისა და მუშახელის საჭირო რაოდენობა, ძლიერ მცირე იყო. ამდენად, საგლეხო კომლთა უმნიშვნელო ნაწილს შეეძლო მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით. ეს უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები იყო, რომლებიც XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისისათვის სპორადულად იყო შემორჩენილი. ამიტომ პატარა ოჯახები, როგორც წესი, ხვნის დროს მიმართავდნენ შრომით გაერთიანებას დიდი გუთნის გარშემო (იხ. მოდგამი).

ხვნასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს.

ქართლ-კახეთის ბარში ანეულის წინ იმართებოდა „სასოფლო საღმრთო“//„გუთნის საღმრთო“. ქართლის ზოგიერთ სოფელში ამას ამაღლებას უკავშირებდნენ.

ხვნის დაწყების პირველ დღეს გარკვეული წესები სრულდებოდა, რომელთა დიდი ნაწილი მაგიური ხასიათისა იყო. პირველად რომ „გაიტანდნენ გუთანს“ მინდორში, ხვნის დაწყებამდე გუთნისდედას წინა ხარისათვის კვერცხი უნდა დაეკრა თავში სიტყვებით: „ასე გასკდეს იმისი თვალი, ვინც შენ ავი თავლით შემოგხედოს“-ო. ეს წესი ყველგან დასტურდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. მესხეთში ამ დღეს სახნისზე სანთელს დაანთებდნენ, საკმეველს დააკმევდნენ. მერე მეხრე აიღებდა კვერხცს, სამჯერ შემოუვლიდა გარს შებმულ გუთანს, მესამედ შემოვლისას ესროდა კვერცხს წინა ხარს სიტყვებით: „რომელმაც ავი თვალით შემოგხედოს, ასე გამოუვარდეს თვალი“-ო.

დიდ ხუთშაბათს გუთნისდედას ღამით უმძრახს ტყემლის ტოტი უნდა მოეჭრა და ტაბიკად ჩაერჭო უღელში, რომ „საქონელს თვალი არ სცემოდა“. ამავე მიზნით ხვნის პირველ დღეს ხარს კუდზე წითელ ძაფსა და ტყემლის ყლორტს აბამდნენ. პირველად გუთანს რომ შეაბამდნენ, იმ დღეს მეზობელს არაფერს მისცემდნენ, არც ათხოვებდნენ. ქართლის ზოგიერთ სოფელში ხვნის პირველ დღეს წინა უღლის შუაში პატარა ბაირაღი კეთდებოდა, აუცილებლად წითელი. ზოგჯერ ამ დღეს წინა ხარებს ზარებს აბამდნენ, ხარს თავზე, რქაზე „ფუნჯებისაგან“ (ბალახია ერთგვარი) დაწნულ გვირგვინს ჩამოაცვამდნენ. ყველა გუთნეული ცდილობდა, სხვაზე უკეთესად გამოსულიყო. ამ შეჯიბრს „განგაშს“ ეძახდნენ.

ხვნა რომ დამთავრდებოდა, იმ დღეს წინა უღელს ბაირაღს გაუკეთებდნენ და სოფელში ისე ბრუნდებოდნენ.

ლიტ.: Г. С. Читая, Земледельческие системы и пахотные орудия Грузий. Вопросы этнографии Кавказа, 1952г .ჩიტაია,
ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, მიმომხილველი, 1949. . I. . ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
. .

დიდი მანდილი//ორმანდილი//ორკეცი მანდილი// გაყრილი მანდილი - თუში გათხოვილი ქალის თავსაბურავი, თავსახურ კუჭურაზე გადმოსაფენი. მასალად გამოიყენებოდა წმინდა შალი, შავი და ლურჯი ფერის სატინა ან ლასტიკი. მანდილის სამკუთხა ფორმის მისაღებად დიდი განის მასალას ორად გადაკეცილი ნაწილიდან ერთ-ერთ ოთხკუთხედ დიაგონალზე ჩამოეჭრებოდა ნაჭერი, რომელიც სწორი ნაპირით აეკერებოდა ხელუხლებელ ქსოვილს. ამდენად, დიდ მანდილს მხოლოდ ერთ მხარეს, პატარა ყურისკენ ექნებოდა ნაკერი. ძველად დიდი მანდილების მორთვა იცოდნენ. განსაკუთრებული მონდომებით საპატარძლო მანდილებს ამკობდნენ. ზურგში გრძლად ჩაშვებულ ბოლოს ჯერ ფუნჯს დააკერებდნენ, ზემოთ ბუზმენტს, შემდეგ ჩაფარიშს, მერე ისევ ვერცხლიფერ ან ოქროსფერ ბუზმენტით გაილამაზებდნენ. გათხოვილი ქალი მანდილს მუდამ ატარებდა. ძველად უნამუსო ცოლს ქმარი თავიდან მანდილ-კუჭურას მოხდიდა, ზედ დააფურთხებდა და გადააგდებდა, რადგან სწამდათ, რომ ქალის თავსაბურავი წარმოადგენდა არა მარტო თავის დასაცავ საშუალებას, არამედ ადამიანის ღირსების ნიშანს. ამიტომ თავდაუბურაობა შეურაცხადად იყო მიჩნეული.

0x01 graphic

ლიტ.: . ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. . ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
. .

დიკირი - ორსანთელა. ორსანთლიანი ფიგურული შანდალი, შუაში ლენტით შეკრული ორი კელაპტრით, რომლითაც მღვდელმთავარი ღმრთისმსახურებისას ხალხს აკურთხებს. სიმბოლურად მოასწავებს ქრისტეს ორბუნებოვნებას - ღმრთაებრივსა და კაცობრივს.

ლიტ.: С.Е. Молотков. Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ. 2001
. .

დიპლიპიტო - დასარტყმელი საკრავი. კონუსის ფორმის თიხის ან ხის ორი (ზოგჯერ სამი, იშვიათად ოთხი) ტყავგადაკრული ქოთანი ერთმანეთზე თასმებით გადაბმული. ქოთნების სიმაღლე თანაბარია. ქოთნები შეღებილია წითელ ან ყვითელ ფერებად და მოხატულია საღებავებით, გამოყვანილია მცენარეული ორნამენტი. დიპლიპიტოზე უკრავენ სპეციალური ჯოხებით - ჩილიკებით // „თხის ფეხუნებით“, რომლებსაც თავები მომრგვალებული აქვთ. დიპლიპიტო ცეკვების თანმხლებია. შედის აღმოსავლურ საკრავთა ანსამბლის (საზანდარი) შემადგენლობაში. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ხის დიპლიპიტოც.

0x01 graphic

ლიტ.: . არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა,
1940.
К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов
народов СССР, М., 1963.
. .

დიში - კლდეზე მოკიდებული მარილივით ფხვნილი, რომელსაც ააფხეკენ და საღებავში შეურევენ. ხევსურეთში მას ლები ეწოდებოდა, სვანეთში კი - ჯერაბი. ღებვისას ხმარობდნენ როგორც ფერმჭერ საშუალებას.

. .

დიშლი - ქვის სათლელი რკინის იარაღი, აქვს მძიმე ტანი, კბილებით ასწორებს, თლის ქვის ზედაპირს და ზედ ხაზებს ტოვებს. ზოგიერთი დიშლი სწორპირიანია და გამოიყენებდნენ როგორც სამშენებლო ქვის, ასევე საოჯახო ჭურჭლის სათლელად. დიშლი და ტარაღი ორივენი ქვის სათლელად გამოიყენებოდა, ოღონდ ტარაღი უფრო სუფთად თლის.

0x01 graphic

. .

დო - შედღვებილი მაწვნის შემდეგ, კარაქის მასას გამოყოფილი მომჟაო სითხე, რომელსაც იყენებდნენ საჭმელად. დუღილით შესქელებულ და მწვანილებით შეკაზმულ ამ რიგის საჭმელს დომხალი ჰქვია.

დობილო - მაღლარი ვაზი, ბაბილოს სინონიმი (იხ. ბაბილო).

დოთქუნთა//კარაბა (ქართლ.) - სადღვებელის „აკვანი“, დოთქუნთაზე დგამენ სადღვებელს და რყევით იღებდნენ კარაქს.

0x01 graphic

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები,
ქსნის ხეობა, 1975.
. .

დოლაბი - იხ. წისქვილის ქვა

დოლბანდი - 1. ქალის გარედან ჩასაცმელი. მასალად გამოყენებულია სქელი და მუქი ქსოვილები, დოლბანდის სიგრძე ქალის მუხლებს სცილდებოდა. ჰქონდა სწორი კალეთები და წინ მთლიანად ჩახსნილს ხშირად გვერდებსაც შეუხსნიდნენ, რომელთა ნაპირებს აბრეშუმის ზონრებით დააკავშირებდნენ. განიერი და მოკლე სახელო ხან სწორი იყო და ზოგჯერ ირიბად აჭრილი. დოლბანდს მხრებზე ღრმად ეფინებოდა დიდი საყელო, რომლის შესაკრავად ღილ-კილოები იხმარებოდა. 2. თხელი ქსოვილის მრგვალად დახვეულ თავსაფარ-ჩალმა. ატარებდნენ მაჰმადიანი მამაკაცები.

ლიტ.: . გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIX. და XX. დასაწყისი, 1967.
. .

დოლი - დასარტყამი ინსტრუმენტი. აქვს ცილინდრული კორპუსი, რომლის ორივე მხარეზე ტყავია გადაკრული და დამაგრებულია თასმებით. ტრაფარეტული ზომები არ გვხვდება. კორპუსის სიმაღლე ისე შეეფარდება ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. უკრავენ ხელებით ან პატარა ჯოხებით, რომლებსაც ზოგჯერ გაგანიერებული ბოლო აქვთ. დაკვრის დროს დოლი შემსრულებელს უჭირავს მარცხენა იღლიის ქვეშ. ჯოხებით დაკვრის შემთხვევაში ერთ ჯოხს საკრავის ერთ მხარეს ურტყამენ, მეორე ჯოხს - მეორე მხარეს. დაკვრის ასეთი წესი უფრო ხშირად გურიასა და აჭარაშია გავრცელებული. დოლის ძირითადი დანიშნულებაა ცეკვის თანხლება, მისი მეტრისა და რიტმის ხაზგასმა. მასთან ერთად ზოგჯერ ერთიანდება რომელიმე ერთი საკრავი - სალამური, ჭიბონი, ჩონგური. დოლის ტიპის საკრავი ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით შუა საუკუნეებში იყო დაფდაფი.

0x01 graphic

ლიტ.: გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948. ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის
ისტორიის
ძირითადი საკითხები, 1938.
. .

დოლის პური - ხორბლის სხვა ჯიშებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა დოლის პური. გამოირჩეოდა უხვმოსავლიანობით, სხვა ჯიშებზე უკეთ უძლებდა არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებს, ამინდის ცვალებადობას, ტემპერატურის მერყეობას. ახასიათებდა მარცვლის ჩაცვენისადმი მდგრადობა. თავთავი სხვა ჯიშებზე მსხვილი და მძიმე ჰქონდა. დღიურ მიწაზე მოსავალი შეადგენდა 8-10 კოდს (კოდი 10 ლიტრა - 50კგ) მატულობდა ზელაში. ცომი ძარღვიანი, გამწევი, „ღვედიანი“ იყო. ცხვებოდა გემრიელი სურნელოვანი პური, რომელსაც სირბილეს მატებდა მის ნათესებში მინარევი ჭვავი, ამიტომ თესლშეყოლილ ჭვავს დოლის პურის ყანიდან აღარ აცლიდნენ. დოლის პურის ბზეც საუკეთესოდ ითვლებოდა საქონლის საკვებად. ადგილობრივნი მას „მთავარ პურს“ უწოდებდნენ. მოიხსენიებდნენ „დედალი პურის“ სახელითაც.

რიტუალური დანიშნულებისთვის - „სანათუროდ“ (ზედაშედ) ინახავდნენ. მის მარცვალს კორკოტისა და წანდილისათვის იყენებდნენ. თიანეთის რაიონში, ისე როგორც სხვა კუთხეებში, ნათესის გვალვისგან დასაცავად გავრცელებული იყო წყლის მოხვნის ჩვეულება. ამ რიტუალს ქალები ასრულებდნენ. თეთრწყაროში ამ წესის შესრულების დროს ქალები სკაბრეზული სიტყვების წარმოთქმით ერთმანეთს ასხამდნენ წყალს სარცხვინელ ადგილებში, ლეჩხუმში ქალი ქვედა საცვალს იხდიდა და ყანაში მოაფრიალებდა სარეველას მიმართ გინებით. კახეთში საკმარისი იყო კაბის კალთის შეხება, რომ სუფთა ყანა ამოსულიყო, სარეველა გამქრალიყო. ხალხის რწმენით ეს რიტუალი ზრდიდა მოსავლის ბარაქიანობას.

ლიტ.: . ჩიტაია, ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულახის რაიონში, სმმ . IV, 1928.
..

დოლური - ტყავის გამოსაყვანი ხის დიდი კასრი. თითო მსხვილფეხა საქონლის ტყავის დასამუშავებლად დოლურში ჩაყრიდნენ 1კგ ქიმიურ ნივთიერებას - ქლორპიკრინს, ერთ კგ სიმჟავეს, ოთხ კგ შაქარს და გაავსებდნენ წყლით. ამ ნაზავში ჯერ ხელით ატრიალებდნენ ტყავს, შემდეგ წყლის ძალით ან ელექტროდენით. დოლურს შიდა მხარეს დამაგრებული ჰქონდა მოკლე ჩხირები, რასაც ტყავები ეხებოდა და სუფთავდებოდა. დოლურში ტყავის დამუშავების ხარისხით განსაზღვრის მიზნით ტყავს პატარა ნაჭერს მოაჭრიდნენ და ჩააგდებდნენ ადუღებულ წყალში, თუ ტყავი დაიჭმუჭნებოდა იმას ნიშნავდა, რომ იგი არ მომკვდარა და ხელმეორედ დამუშავებას მოითხოვდა. სხვადასხვა დროს ტყავის დამუშავების მიზნით გამოუყენებიათ ხის, თიხის, ცემენტის თაღარ-აუზები, ბოლოს კი ხის დოლურები. დოლურის შემოღებით გაადვილდა ადამიანის შრომა. ხისა და თიხის თაღარებსა (იხ.) და ცემენტის აუზებში ტყავები ხელით მუშავდებოდა. დოლურების გამოყენებით ტყავის დამუშავების საქმეში გაუმჯობესება მოხდა, რითაც მანუფაქტურული წარმოება ფაბრიკულით შეიცვალა.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

დორა//დორიკა - ღვინის საწყაო, თიხის ჭურჭელი, ასევე ჭურიდან ამოღებული ღვინის

მოსაკავებელი. დორა ლეჩხუმსა და რაჭაში ღვინის უმთავრესი საზომი იყო. გამოირჩევა დახვეწილობით, გადმოსასხმელად მეტად მოხერხებული ყელ-პირით, მხარგაშლილია, მუცელი მსხლისებური და ძირი სწორი აქვს. ორი მომცრო ბრტყელი ყური მიძერწილია შუა მუცელზე. დორის ნახევარს „დორაკსა“ და „მენახევრესაც“ უწოდებენ. ჭურ-ქვევრის ტევადობას „დორას“ მიხედვით საზღვრავენ: სამდორიანზე პატარა ჭურჭელი ყვიბარია, 3-9 დორას შემცველს ქვევრს უწოდებენ, 10 დორიანზე დიდს კი - ჭურს. ტერმინი „დორა“ 1519 წლის საბუთშია მოხსენიებული. XVIIს-ის „იმერეთის კათალიკოსის სიაში“, აღნიშნულია, „მართებს საჩხეურს სამოცდა შუდი დორა“.

0x01 graphic

ლიტ.: . ფრუიძე, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, 1974.
. .

დოსტაქანი - ღვინის სასმისი ღრმა თასი.

დოქი თიხისა// ხელადა - თიხის საწყლე და საღვინე ჭურჭელი, ამზადებდნენ კარგად შეზავებული სუფთა მიწისაგან, აქვს ბრტყელი, მრგვალი ძირი - „ფსკერი“, ზომიერად გამობერილი მუცელ-“გვამი“; წვრილი მაღალი ყელი და ლამაზად გამოყვანილი, მაღლა აშვერილი „ნიკარტი“, მრგვალი ყური მიძერწილია შუა ყელიდან მხარზე ან შუა გვამზე. დოქის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება: „საღვინე“, „საწყლე“. „თუნგულა“, „ხარა დოქი“(დიდი ზომისაა), „ლიტრა“ „ყურმილიანი“ იგივე „საწოვრიანი“ დოქი და სხვა. საღვინე დოქები „ნიკარტიანი“ უნდა იყოს, წყლისათვის განკუთვნილი დოქები კი მრგვალტუჩა. დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით.

0x01 graphic

ლიტ.: . კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. 24.
. .

დოღონაკი//ჯაფა - ტყავის მოსაქნელი რკინის ხელსაწყო. ბლაგვპირიანი. დასამაგრებლად ჰქონდა ფეხები, რომლითაც მიწაში ჩასობილ ხის ბოძზე ამაგრებდნენ. მაჯაგანში მოქნილ ტყავს დოღონაკში უფრო უკეთესად ამუშავებდნენ.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები, 1973.
. .

დოშაკი - საწოლი ლეიბი, ქვეშსაგები.

დოხანი (ხევს.) - ნაწილობრივ მოხარშული და ერთმანეთში არეული სიმინდი, ლობიო და წმინდა ხორბალი. ზოგჯერ სვილსაც ურევდნენ, რომელსაც იყენებდნენ საკვებად.

. .

დროშა//დროშაკი - მატერიალური კულტურის უძველესი მონაპოვარი, რომელიც ცოცხლობს და მოქმედებს დღევანდელ დღემდე. დროშა არის სახელმწიფოს სიმბოლიკის ნიშანი, ძალაუფლების გამომხატველი, ბრძოლისას ჯარის ნაწილების განმასხვავებელი, რელიგიური საკულტო საგანი და სხვადასხვა სპეციფიკური დანიშნულების მქონე სიმბოლო. დროშის სინონიმს ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში წარმოადგენს ბავრაყი, რაც საბა ორბელიანის განმარტებით, სამღვდელო დროშას აღნიშნავს, განსხვავებით სხვათაგან, სვანების დროშა ლემ-ად იწოდებოდა (იხ. ლემი). დროშის ძირითადი ნაწილებია - ტარი, ბუნი, კალთები და ზოგჯერ ბუდეც, სადაც მას ინახავდნენ.

0x01 graphic

ქართველები შორეულ ხანაში ცხოვრობდნენ წინა აზიის ხალხთა არეალში, ნაზიარებნი იყვნენ მათ კულტურულ მემკვიდრეობას და საფიქრებელია, რომ მათაც შუმერების, ასურელების, ბაბილონელებისა და სხვათა მსგავსად უნდა ჰქონოდათ თავიანთი დროშები როგორც გამარჯვების აღმნიშვნელი, ასევე რელიგიურ კულტთან დაკავშირებული. არქეოლოგიური მასალები ადასტურებენ, რომ წინაქრისტიან ქართველთა დროშებზე გამოსახული იყო ნაყოფიერების ღვთაებები, ციური სიმბოლოები და ზოომორფული არსებანი.

პირდაპირ ცნობას ქართული დროშის შესახებ გვაწვდის VI ს. ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი: როდესაც ბიზანტიის კეისარმა წათე მეფედ დაამტკიცა, ამით გახარებული ლაზები აღმართული დროშებით მიაცილებდნენ მას. წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების წიგნის ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით წარმოადგენს სადღესასწაულოდ გამოსული დროშებაღმართული ხალხის ჯარობას. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, როცა ქართველი დიდებული ვისიმე მფარველობას ცნობდა, თავის სამფლობელოს ცენტრალურ ადგილას, თავის დროშასთან ერთად, მფარველის დროშასაც აღმართავდა.

აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, გაერთიანებული საქართველოს ხანაში სახელმწიფო სამეფო დროშის გარდა არსებობდა მეფის პირადი დროშებიც. სახელმწიფო დროშა იწოდებოდა სეფე დროშად. ლაშაგიორგის მემატიანის ცნობით, საქართველოს მეფის სასახლეზე დროშა იყო აღმართული. სამეფო დროშების გარდა იყო დროშა ამირსპასალარის, კარის მოხელეების, საქართველოს ცალკეული კუთხეების მმართველების, საქართველოს მეფის ჯარის, ყმადნაფიცი სახელმწიფოების და საეკლესიო დროშები. „ძეგლი ერისთავთა“-ს ცნობით (XV ს.), ერისთავებს დროშა მეფეთაგან ებოძებოდათ ხოლმე. გარდა ჩამოთვლილისა, საგანგებო დროშები იყო განკუთვნილი საზეიმო შემთხვევებისთვის (მეფის კურთხევა, გამოსვლა, აღლუმი, ასპარეზობა), როგორც ამირანდარეჯნიანშია ნათქვამი: „სცემდეს ბუკსა და დაბდაფსა, წამოაყენეს დროშანი მრავალნი და ზმა იყო დიადი“. სტეფანოზ ორბელიანის მოწმობით, საქართველოს ამირსპასალარის განკარგულებაში იყო 12 სადროშო და თითოეულის ქვეშ 1000 კაცი იდგა.

ისტორიული დროშები, დროშის დღევანდელ გაგებასთან რამდენამდე განსხვავებული აგებულებისანი იყვნენ და ძირითადად წარმოდგენილი არიან შემდეგი სახით: 1. დროშა, რომლის ალამი ქსოვილის იყო. 2. დროშა, რომელიც შედგებოდა ბუნზე დამაგრებული ლითონის დისკოსგან. 3. ცხოველის სახის დროშები. 4. ლაბარუმები - მრავაკუთხედი ფირფიტა, რომელიც დამაგრებული იყო ბუნზე და ზოგჯერ შიგ ხატი იყო ჩადგმული. 5. დროშა-ჯვრები - საეკლესიო დროშა, რომელიც წარმოადგენდა ბუნზე დამაგრებულ ჯვარს. ქრისტიანული პერიოდის დროშებზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით, იესო მაცხოვარი, წმ. გიორგი, მთავარანგელოზები, ადგილობრივი წმინდანები. სამეფო დროშის თავები ძირითადად წარმოადგენდა ჯვარს, იყო ასევე შუბის წვერის ფორმის და ხუთკუთხედი ფიგურის ფორმის დროშები. ზოგიერთი დროშა შემკული იყო ფუნჯებით. შუა საუკუნეებში ქართულ სამხედრო დროშებზე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა წმინდა გიორგის გამოხატვა. საქართველოს გაფურჩქვნის ხანიდან შემორჩენილია გიორგი III-ის დის (XIს.) რუსუდანის შეკვეთით გაკეთებული ლითონის დროშაკის თავი, რომელიც ოქროქანდაკების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. XII-XIV საუკუნეების წყაროებში იხსენიება გორგასლიან-დავითიანი ბაგრატიანური სამეფო ე.წ. სეფე-დროშები. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით სოსლანის რაზმს სინდეთზე ლაშქრობის წინ უძღოდა „დროშაი იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს მოსპეტაკდებოდა“. ეს დროშა იყო თეთრი - ჩალისფერი. სომხური წყაროების მიხედვით ქართველ მეფეებს ჰქონდათ თეთრალმიანი წითელი დროშა, ხოლო ამირსპასალარებს წითელალმიანი თეთრი დროშა. ივ. ჯავახიშვილი ამ წყაროებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ საქართველოს მეფის დროშას ბუნი თეთრი ჰქონდა, ხოლო ალამი წითელი. ინტერესს იწვევს მემატიანის აღწერილი მეფის კურთხევის ცერემონიალი, სადაც აღნიშნულია „დასცეს საყუირსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთუის და დადგეს სუიანი ტახტი ვახტანგეთი... აღმართეს სკიპტრა დაფერილი, ძელი ჯუარისა და მასთანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა“. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, მის ყოველ ადმინისტრაციულ ნაწილს, გააჩნდა თავისი დროშა. ამ პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის 1711 წლით დათარიღებული დროშა, რომელიც რუსეთში ლტოლვილ მეფეს თან წაუღია. შემდგომში ეს დროშა მეფის შთამომავლის ასულისგან - გრაფინია ტოლსტოისგან მემკვიდრეობით რგებია თავად გოლიცინს, რომელსაც შეუწირავს მოსკოვის საგარეო საქმეთა არქივისთვის. დროშა საქართველოში დაბრუნდა 1922 წელს და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ესაა სწორკუთხა ფორმის (2მ.14სმX1მ.70სმ) სამი გრძივი ნაჭრისგან შეკერილი თხელი აბრეშუმის დროშა, რომელზედაც გამოსახულია გრძელკისერა ფრინველები, მზე, მთვარე, მცენარეული ორნამენტები, ჯვრები, მედალიონები, ანგელოზები, წმ. ნინო, დავით წინასწარმეტყველი, ლომები, კვერთხი, შურდული, ხმალი, სკიპტრა და ასომთავრულით შესრულებული სხვადასხვა ხასიათის წარწერები. მოგვიანო პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია: სოლომონ I, გიორგი XII, პაპუა მოურავის (ხელოვნ.მუზ.), იულონ ბატონიშვილის (ხელოვნ.მუზ.), გერის ეკლესიის, გურიის ერისთავის (ხელოვნ.მუზ.), ნაკურალეშის, მჭადიჯვრის (ხელოვნ.მუზ.), მუხრანბატონის (დაკარგულია), მაღალაანთ ეკლესიის დროშა და სხვა. ქართული ჯვრიანი დროშების არსებობას ადასტურებს როგორც ქართული, ისევე უცხოური წყაროები, რაც ფაქტობრივად საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი დროშის შექმნისათვის. პაპუნა ორბელიანის ცნობით: „ბრძანა მეფემ დროშათა გაკეთება. გააკეთეს ვითარ ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვრითა მოცული“.

ლიტ.: . ბარნაველი, ქართული დროშები, 1953. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, . II, 1913. . თაყაიშვილი,
არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში, 1905.
. .

დროშა ამქრისა - საქართველოს ქალაქებში ხელოსნობის თითქმის ყველა დარგის ამქარს გააჩნდა საკუთარი დროშა, რომელიც გამოჰქონდათ სადღესასწაულო დღეებში და ხმარობდნენ ასევე თავიანთ სახელოსნო-სარიტუალო წეს-ჩვეულებების შესასრულებლად. დროშებზე ძირითადად გამოსახული იყო მფარველი წმინდანები და რეალური თუ ლეგენდარული პირნი, რომელთა სახელებიც, რაღაც ნიშნით, დაკავშირებული იყო ამა თუ იმ დარგის აღმოჩენებთან. მაგ., მჭედლის დროშას ამკობდნენ ლითონის პირველი გამჭედელნი ბიბლიური იავანი და თობელი, ხარაზებისას ელია, ხუროებისას ნოე და მისი კიდობანი, სარაჯებისას ყურძენი და ა.შ. წმინდა გიორგი იყო უნივერსალური პერსონაჟი, რომელიც ხელოსანთა უმეტეს დროშებზე იყო გამოსახული, როგორც მრავალი ხელობის გამჩენი. ეს ვითარება ქართველთა უძველესი სარწმუნოების ფესვებს ააშკარავებს და ამ სფეროშიც კი გვევლინება იმ დიდი პოპულარულობის უშუალო დასტურად, რომელიც წმინდა გიორგის ეჭირა ქართველთა რელიგიურ პრაქტიკაში. ამ მომენტის ანალოგი ქართველთა უძველესი სარწმუნოების გადმონაშთებშია დადასტურებული. მაგ., ასეთია სვანეთში - სოლანი, მეგრელებში - სოლომი, ხევსურებში - პირქუში, აფხაზებში - შშა.

0x01 graphic

ლიტ.: . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
. .

დროშა ხატისა - ქართველ მთიელთა საკრალური ნივთი. მთიელთა დღესასწაულის უმთავრესი ატრიბუტი. ხატ-ჯვარიონის დიდი სიწმინდე. ხატის დროშების აღნაგობა და შემკულობა მცირედი განსხვავებულობით ხასიათდება, იდეურად კი ერთი იდეის მატარებელნი არიან. ხატის დროშას გააჩნია მოჭრელებული და ზოგჯერ ვერცხლის დეტალებით შემკული ხის ტარი, რომელიც ბოლოვდება წვერზე წამოგებული ჯვრით ან უიმისოდ. დროშაზე შებმულია პატარა ზარ-ზანზალაკები, ხალხისაგან შეწირული ფერადი ნაჭრები. ზოგიერთ თემში დროშა დაშლილი ინახება და „დროშათ აბმას“ ხევისბერი დღესასწაულის წინ ახდენს. „დროშათ აბმა“ არის რიტუალური პროცესი,რომელსაც ხევისბერი უბრად ასრულებს. ზოგ დროშას დღესასწაულის დროს გარეთ გამოაბრძანებდნენ, ზოგს კი - არა. დროშის ამბმელ-გამომტანი კურატის სისხლით უნდა განიწმინდოს, რომ ღირსი იყოს მისთვის ხელის შეხებისა. სხვა ადამიანებს ეკრძალებათ ხატის დროშისათვის ხელის შეხება. გამზადებულ დროშას ხელოსანი „დარბასის“ კარში გამოიტანს, შემოივლის ზარების წკარუნით და იწყებს ხუცობას.

0x01 graphic

ლიტ. . ნადირაძე, ქართული ლუდი, 2011. . .

დუდუკი - ხის ჩასაბერი აღმოსავლური საკრავი. წარმოადგენს ცილინდრულ ღეროს, დამზადებულს თუთის ან ჭერმის ხისაგან. საერთო სიგრძეა 28-31 სმ. თავში ჩასმულია ლერწამი. ამათგან ერთი გაკეთებულია ქვემოდან. ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლელქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი, ე.წ. ყამიშები.

0x01 graphic

დუდუკს აქვს ხავერდოვანი, რბილი ტემბრი, მდიდარია დინამიკური ნიუანსებით (ძლიერიდან ძალიან სუსტამდე). დუდუკი ძირითადად საანსამბლო საკრავია. როგორც წესი, დუეტში ერთი მედუდუკე - უსტა (ოსტატი) ასრულებს მელოდიას, მეორე - დამქაში უბანებს. დუდუკები აშუღების სიმღერების თანმხლებიც იყო.

დუდუკი პოპულარული საკრავია სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. არიან პროფესიონალი შემსრულებლები. შედის ხალხურ საკრავთა ორკესტრების შემადგენლობაში.

საქართველოში დუდუკი გავრცელდა XVIII ს დან, თბილისში. მალე მოიპოვა პოიპულარობა. მოგვიანებით გავრცელდა თბილისის მიმდებარე სოფლებსა და რეგიონებში. აქ შეიქმნა თბილისური საშემსრულებლო სტილი, საკრავმაც მოდიფიცირება განიცადა, რის საფუძველზეც დამკვიდრდა ე.წ. „ქართული დუდუკის“ ცნება.

ლიტ.: . არაყიშვილი, ქართული მუსიკა, ქუთაისი, 1925. . გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზულებათა სრული კრებული, . III, 1963.
. .

დუვაღი (აჭარ.) - ქალის საქორწილო თავსაბურავი. კონუსისებური, მუყაოს ზემოდან დასაფენი ძვირფასი ქსოვილი. წითელი ფერის ქსოვილს, რომელსაც ხოჯა შეკერავდა პატარძალს გადააფარებდნენ თავზე. სტუმრების გასტუმრებამდე არ მოიხსნიდა. სასიძოს სახლში პატარძლის ქალის ძმა ან ნათესავი ვაჟი მოხსნიდა დუვაღს და ქალიშვილების ჯგუფისაკენ გაიქნევდა, ვისაც მოხვდებოდა, ის გახდებოდა ვაჟის საცოლე.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
.

დუმბული - საბას განმარტებით, დუმბული არის მცირე ნაღარა, ეთნოგრაფიულ ყოფაში მსგავსი საკრავი დამოწმებული არაა.

დურა-ტყავი - ცხვრის ტყავის ქურქი, აგრეთვე ცხვრის ტყავისაგან შეკერილი საბანი. ხევსურს „უგდია სახლში რამდენიმე ლაჭანი, წნული ჯინა ჩალით ან თივით დაგებული და ზედსახურად თითოში არის დურა-ტყავი“.

დურგალი - ხითხუროს შემცვლელი გვიანდელი ტერმინია. დურგალი აშენებდა ხის სახლს და ყველაფერი - კარი, ფანჯარა, იატაკი, კარი, მას უნდა დაემზადებინა და გაემართა.

. .

დურკი - ცაცხვის ხისაგან დამზადებული გულამოღებული ჭურჭელი. მომცრო კასრს წააგავს. კარგად ინახავს რძეს.

0x01 graphic

..

დუქანი - სავაჭრო სახელოსნო ნაგებობა, რომლის სინონიმი უძველეს ქართულ ძეგლებში არის „საფარდული“ და „სამოსასყიდლო“, ამათთან ერთად, XI-XII სს. წერილობით ძეგლებში გვხვდება დუქნის შესატყვისი უცხოური ტერმინი „ქულბაქი“. დასავლეთ საქართველოში დუქნის მნიშვნელობით ტერმინი „ხულაც“ ყოფილა გავრცელებული. დუქნის შიგნით უშუალოდ მიმდინარეობდა სახელოსნო საქმიანობა, ხოლო მის წინპირზე გამოფენილი იყო სახელოსნო ნაწარმი და მათი რეალიზაციაც აქვე ხდებოდა. არქიტექტურული თვალსაზრისით დუქნები სხვადასხვანაირი ფორმისა იყო: მაგ.: ორსართულიანი დუქანი, დუქანი-საცხოვრებლით, დუქანი დარაბებიანი და სხვა. დუქნები ზოგი ქვითკირისაგან იყო ნაგები, ზოგი კი ხისაგან. პირველი დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთის, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოსათვის. ქალაქის დუქნები ერთი ქუჩის პირზე ჩარიგებულ შენობებს წარმოადგენდა და არქიტექტურული თვალსაზრისით საკმაოდ მოწესრიგებული იყო.

0x01 graphic

მოგვიანებით დუქანი ეწოდა სასადილოსაც.

0x01 graphic

0x01 graphic

მექუდეების
დუქანი

0x01 graphic

მეუნაგირეების
დუქანი

ლიტ.: . მესხია, საისტორიო ძიებანი, II, 1983.
. .

დუშაყი - დაგრეხილი წნელი.

დუშლუღი - უსახელო, სანიადაგოდ სახმარი დალიანდაგებული დაბამბული ქართლში.

დღიური - (ქართ. კახ.) მიწა, რომელსაც 8-10 წყვილი ხარ-კამეჩი დიდი გუთნით ერთ დღეში მოხნავს. (იხ. მოდგამი, დიდი გუთანი).

. .

9

▲ზევით დაბრუნება


ებანი - 1) ქნარის ტიპის სიმებიანი საკრავის სახელწოდება, რომელიც XIX ს-მდე იყო ყოფაში საქართველოში. მისი ზუსტი აღნაგობა ცნობილი არაა. 2) თანმხლები საკრავის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი.

ლიტ.: გრ. ჩხიკვაძე, სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა.- მსე, VII, 1955:51-64;
. .

ეგვტერი - ეკლესიის მოშორებით მდგარი პატარა სამლოცველო, საჟამნო. ზოგჯერ სახელობითი, სადაც მისი ამგები იყო დაკრძალული.

ევლოგია - მორწმუნეთა მიერ მოსახსენიებლებთან ერთად შეწირული სეფისკვერი, რომელიც წირვის დამთავრებისას, ჯვრის მთხვევის შემდეგ, კვლავ მორწმუნეებს ურიგდებათ. მისი მიღება დილით მხოლოდ უზმოდ შეიძლება. მლოცველთ ნაწილი ევლოგიისა შინ მიაქვთ, რათა მომდევნო დღეებში დილის ლოცვების შემდეგ იხმიონ ნაკურთ წყალთან ერთად. ევლოგიის წინ საჭიროა სათანადო ლოცვის წარმოთქმა: „უფალო ღმერთო ჩემო ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ“.

ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002 , ლოცვანი, 2000.
..

ეთილი - აქ: ტყავის გასასწორებელი ხელსაწყო. წარმოადგენდა მრგვლად გათლილ ხეს, რომელსაც გამოშვერილ ნაწილზე სპილენძის, მარმარილოს, ან ლითონის ნაჭერი ჰქონდა დამაგრებული. ეთილს აქეთიქით წაავლებდნენ ორივე ხელს და უსვამდნენ ბეწვის მხრიდან ტყავს მის გასწორებამდე. ეთილი ტყავს სინესტეს აცლიდა და გამძლეობას მატებდა.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

ეკლესია - ქრისტიანთა სამლოცველო სახლი.

ელარჯი - ერთგვარი საჭმელი, განსაკუთრებით გავრცელებულია სამეგრელოში. ადუღებულ წყალში გახსნიან სიმინდის ფქვილს და შიგ ჩაჭრიან ბლომად ჭყინტ სულგუნს, შემდეგ იწყებენ ჩოგნით ზელას და კარგად რომ მოიხარშება, ღომივით გასქელდება. ელარჯი საპატიო სტუმრის მისართმევ კერძად ითვლებოდა სამეგრელოში.

ლიტ.: . მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
. .

ელეგი//ელეღი//კანთარი(რაჭ.)საბეჭური(ლეჩხ.)დუშლუღი// (კახ.) - უსახელო, მამაკაცის ჩასაცმელი. მასალად გამოიყენებოდა აბრეშუმი, შალი, მაუდი, ხშირად წინა და უკანა ზურგი სხვადასხვა ქსოვილისაა. დასარჩულებული იყო ფერადი ბამბის ქსოვილით. მისი ნაწილებია: წინა ორი კალთა და ზურგი. წინ მთლიანად ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. „ჟილეტის“ ტიპის ეს უსახელოებო ჩასაცმელი იყო საყელოიანი და უსაყელოც, გულისპირზე ჯიბით მორთული იყო სირმით და ზოგჯერ აპლიკაციითაც. უსახელებო ელეგს მეორენაირად „საზაფხულო ზუბუნსაც“ უწოდებდნენ.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ლიტ.: . ჩაჩაშვილი. ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX . სსმმ XIX-A და XIX-B, 1957. . .

ემბაზი - საბანელი, განსაწმედელი, ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის დიდი თასის მსგავსი (შეიძლება ოთხკუთხა ფორმისაც იყოს) ჭურჭელი. სამი პატარა შანდლით სანთლებისათვის, რომლებსაც ნათლობის საიდუმლოს ჩატარებისას ანთებენ. „ემბაზის შვილი“ ნიშნავს მონათლულს. ნათლობის საიდუმლოს გარკვეულ მომენტში ემბაზში ჩასხმულ ნაკურთხ წყალში მღვდელი სამგზის შთაფლვითა და ლოცვით ნათლავს ერისკაცს. ბავშვის მონათვლა შესაძლებელია დაბადებიდან მე-9 ან მე-40 დღეს, (ხოლო ჯანმრთელობისთვის რისკის შემთხვევაში დაბადებისთანავე), რომელსაც მონათვლის შემდეგ შეუძლია წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მონაწილეობა. მონათვლისას ადამიანს უფლისგან დაედგინება მფარველი ანგელოზი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე და გარდაცვალების შემდეგაც უხილავად იცავს მის სულს უწმინდურ ძალთაგან.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005.
. .

ენდრო - საღებავი მცენარე. ხალხურ სამღებრო საქმიანობაში იხმარებოდა საღებავად. ენდროს ძირებში გამოირჩეოდა გარეთა კანი, ცილი და მოყვითალო შუაგული. მასთან შერეული სხვადასხვა დასადედებელ-ფერმჭერის საშუალებით (ნაცარი, შაბი, გამხმარი შვინდის ნახარში, მურყნის ქერქის ნახარში და სხვა) ღებულობდნენ წითელი ფერის ფართო სპექტრს. ენდროთი იღებებოდა ბამბის, შალის, მატყლის მრავალფეროვანი საფეიქრო ნაწარმი. იგი იძლეოდა უხუნებ, მდგრად ფერებს.

ენდრო საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ინტენსიური წარმოების გამო საექსპორტო საგანსაც წარმოადგენდა. საქართველოდან იგი აქლემებით გაჰქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებში. ქართული ენდრო წარმატებით უწევდა კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე აზიურ და კაპრის ენდროს. ამის გამო ენდრო XIXს. 60-იან წლებიდან რუსეთის მიერ „კოლონიალურ“ მცენარეების გაშენების პროექტში იყო შესული, რისთვისაც მისი მოშენების საგანგებო აგროტექნიკური ღონისძიებები იქნა შემუშავებული. მისი პლანტაციები გაშენებული იყო საქართველოს სხვადასხვა ადგილას (თელავი, სიღნაღი, აწყური, ქუთაისი). XIXს. 70-იან წლებიდან ხელოვნური საღებავის -ანილინის მიღების შემდეგ საფუძველი გამოეცალა ენდროს მოხმარებას და გაშენებას. ამჟამად ველური სახითაა გავრცელებული ქართლ-კახეთსა და იმერეთში.

..

ენქერი - ეპისკოპოსთა, არქიმანდრიტთა და სხვა დამსახურებულ სამღვდელო პირთა სატარებელი, მარჯვენა მხარეს ლენტით დასაკიდი ოთხკუთხოვანი რომბისებური ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით. სიმბოლურად ნიშნავს ღმრთის სიტყვის სულიერ მახვილს, რომელიც იარაღის მსგავსად მარჯვნივ დაიკიდება. ენქერი მღვდელს მიეცემა ჯილდოდ. სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს, ის აგრეთვე მოასწავებს პილატეს, რომელმაც ხელები დაიბანა, შეიმშრალა მასზე და თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი).

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელისაეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა“, გაზ. „საეკლესიო სიწმინდენი“, №1, 2000.
. .

ენძა (რაჭ.) - წვრილი ბაწარი, რომელსაც კალატოზები ხმარობდნენ კედლის სწორად გასაყვანად, იგივე ლარი.

ლიტ.: ალ. ღლ. ქკთსკ, 1974.

ეჟვანი - საჟღარუნო პატარა ზარაკი, რომელიც შეებმებოდა დროშებსა და ალმებს, სარიტუალო თუ სატრანსპორტო ეტლებს, საქონელს. ხმარობდნენ სხვადასხვა ტიპის ეჟვნებს, რომელთაგან გამოირჩევა მრგვალი უენო ეჟვანი, მას შიგნით რკინის ბურთულა აქვს მოთავსებული და პატარა შენძრევაზედაც კი ხმას გამოსცემს. სარიტუალო თუ საბრძოლო დროშებზე ეჟვნების შებმა და მათი ხმაური გამოკვეთდა არსებული მდგომარეობის საკრალურ ბუნებას. ეჟვანს პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებდნენ ეტლებზე, აბამდნენ საძოვარზე გაშვებულ საქონელს, დაკარგვის შემთხვევაში, მათ ხმაურზე უფრო იოლად რომ მოეძებნათ. ბრინჯაოს ხანის მასალებში მოიპოვება დიდი რაოდენობით ეჟვნები, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ ნივთს ფართო რელიგიური და პრაქტიკული დანიშნულება ჰქონია.

..

ერბო - გადამდნარი კარაქი. კარაქის ერბოდ გადადნობა ხევსურეთში - „კარაქთ დაძირების“, ფშავში - „ერბოს გადადნობის“, ხევში - „კარაქის გადნობის“, თუშეთში - „კარაქის გამოდნობის“, მთიულეთგუდამაყარში - „კარაქის გარჩევის“ სახელით არის ცნობილი. ერბოს მომზადებისას გადღვებილ კარაქს ქვაბში ნელ ცეცხლზე გადაადნობდნენ, გაწურავდნენ და იმავე ქვაბში ჩააბრუნებდნენ. დროდადრო წყალს ან რძეს (რძე „კარაქის ძირისად“ იყო კარგი) ჩაუმატებდნენ და კვლავ ცეცხლზე შემოდგამდნენ. როცა ადუღდებოდა ქერის, სვილის ან სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ (4კგ. კარაქზე ერთ მუჭ ფქვილს). ქერის ფქვილი ერბოს კარგად „წურავდა“, სვილისას - ძლიერი, მსუყე ერბო გამოჰყავდა. დაახლოებით ერთი საათის დუღილის შემდეგ კასრებში გადაასხამდნენ. მეორე ხერხით, სითხეს აადუღებდნენ ქაფის დაკარგვამდე. გადმოდგმულსა და შენელებულს მარილს მოაყრიდნენ, წყალს აპკურებდნენ და თან ურევდნენ. ერთ-ორ საათს ქვაბში თავდახურულს ამყოფებდნენ. როცა ერბო „დაიწკრინტებოდა“ (მთიულეთი) და კარაქის ლექი ქვაბის ფსკერზე დაილექებოდა, საერბოე კასრში გადაწურავდნენ. როგორც წესი „ერბო ზეთს მაიდგამს“ და იმას „წურულ ერბო ჰქვიან“ (ხევსურეთი). მოზრდილი ადამიანისთვის წლიურად ფუთნახევარ ერბოს ანგარიშობდნენ. ერბო გამოიყენებოდა ყველა სახის ხინკლის (გარდა ხორციანისა) ამოსაწებად, კერძებში - ჩასახრაკ-ჩასაშუშად, ქადისკვერების ამოსავლებად, ხავიწის დასამზადებლად, სტუმრებთან ჯამით სუფრაზე ჩასადგმელად და სხვა. ერბო ფულის მაგივრობას სწევდა და ძირითადად მასზე იცვლებოდა ხევსურთათვის საჭირო საქონელი. საქართველოს მთიანეთში ერბოს გამოიყენებდნენ სარიტუალო მიზნებისთვისაც. პირველ შედღვებილ ერბოს ცალკე შეინახავდნენ და იმით დამზადებულ ქადას არყის ზედაშესთან ერთად ხატში მიიტანდნენ ძროხების „შესახვეწად“, ხევისბერი „ჯვარად გასჭრიდა“ ერბოს და დაამწყალობებდა: „წყალობა მოგცეს ამ ხატმაო, რისაც კარზე მახვედ, წყალობა გამოგაყოლოს კაცისაო, საქონლისაცაო. შენ იყოს მწყალობელი და შენი ოჯახისაო“ (ხევს.). ამ ერბოთი დამზადებულ ქადას, აგრეთვე, გაიხმარდნენ დღეობებზე სტუმრის პატივსაცემად.

ლიტ.: . კაიშაური, მთიულეთის დარგობრივი ლექსიკონი, 1967.
.ჩიტაია, ხევსურული სახლისსენე, ანალები, I, 1947.
..

ერდო - ერდოგვირგვინიანი სახლის ბანში ამავალი ღია ადგილი, საიდანაც შემოდის სინათლე და ადის კვმალი.

ერეჯიბი - კაჟიანი თოფის სახელწოდება. ტერმინი მომდინარეობს ოსტატის სახელიდან. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ერეჯიბი, ანუ ირაჯიბი იყო ადიღეელი ოსტატი, რომელიც XVIII ს-ში მოღვაწეობდა და ამზადებდა საუკეთესო თოფებს. ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება, რომ ერეჯიბი (XVIII-XIX) ამზადებდა შაშხანის ტიპის ხრახნულლულიან იარაღს მასიური ლულებითა და კონდახებით, რომელთაც ირმის რქით აპირკეთებდა, ასეთი თოფები მის სახელს ატარებდა და ძალიან ძვირადაც ფასობდა. ერეჯიბი საქართველოშიც იყო გავრცელებული. ამ თოფის სახელწოდება გვხვდება ხალხურ პოეზიაშიც.

ლიტ.: Э. Аствацатурян - ОРУЖИЕ НАРОДОВ КАВКАЗА, 1995.

ერქვანი - ძველად ამ სახელწოდებით ცნობილი იყო სახვნელი იარაღი ჯილღა (იხ.). თანამედროვე ქართულ ენაში „ერქვანი“//„ვერქვანი“ აღნიშნავს სახვნელი იარაღის სახელურს.

. .

ეტრატი - ეტრატი - ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა. საქართველოში X-XI საუკუნემდე სამწიგნობრო ხელოვნებაში გამოყენებულ საწერ მასალას ტყავისაგან ამზადებდნენ. XI საუკუნიდან თანდათანობით ხმარებაში შემოდის ქაღალდი. ეტრატზე შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერები - პალიმფსესტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება (პალიმფსესტი - ეტრატის ფურცელი, რომელიც ძველი ტექსტის გადაფხეკის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად). ცხოველის (ცხვრი, თხა, ხბო) ტყავისაგან დამზადებულ საწერი მასალას მცირე აზიის ქალაქ პერგამონის მიხედვით პერგამენონი ეწოდა. მისი ქართული შესატყვისია „ეტრატი“. იგი ქართულ წერილობით ძეგლებში X საუკუნიდან დასტურდება. პარალელურად გვხვდება „წიგნი ტყავისაჲ“ (X ს., XI ს.). სულხან-საბა ორბელიანს ეტრატი განმარტებული აქვს, როგორც „ტყავის ქაღალდი, წიგნის ტყავები“. ქართულ ხელნაწერებზე დარული ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ეტარატის დასამზადებლად ბატკნის, თიკნის და ზოგჯერ ირმის ტყავსაც იყენებდნენ. საწერი ეტრატისაგან განსხვავებით, ყდის შესამოსად, ძროხის ან სხვა რომელიმე ცხოველის შედარებით სქელ და უხეშ ტყავს ხმარობდნენ. ტყავს რეცხავდნენ, ამუშავებდნენ ნაცრით, ნაცრისა და კირის ნარევი ან კირიანი წყლით, შემდეგ აცლიდნენ ბეწვის და ხორცის ფენას, ამისთვის გამოიყენებოდა სპეციალური ხელსაწყოები - ვარაჩო და დემური. კვლავ რეცხავდნენ და მიღებულ სუფთა დერმას, ჭიმავდნენ ხის ჩარჩოზე. გაჭიმულ დერმას აშრობდნენ და თან ამუშავებდნენ მრგვალპირიანი დანითა და პემზით ერთგვაროვანი გლუვი ზედაპირის მიღებამდე. ეტრატისაგან დამზადებულ ხელნაწერს ორგვარი ფორმა შეიძლება ჰქონოდა. ერთი მათგანი რვეულებად შეკრული და ყდაში ჩასმული ხელნაწერი წიგნი - ფურცლებად დაჭრილ და დაკეცილ რვეულებს შეიცავდა, ხოლო მეორე - გრაგნილი, ერთი მეორეზე გადაკერებული ან მიწებებული ფურცლების დახვევით ანუ გრაგნვით მიიღებოდა. გრაგნილის შემადგენელ ფურცლებს „კეფი“ ერქვა.

. გოგაშვილი, ეტრატი - საწერი მასალა და მისი დამზადების წესი, მრავალთავი, XX, თბ., 2003.
ლიტ.: . მესხია, საისტორიო ძიებანი .I, 1982.
. .

ეშმა - ქალცედონის, არაგამჭვირვალე, მკვრივი სახესხვაობა, რომელიც დამუშავების შემდეგ იძენს ფერთა მრავალფეროვან გამას, ამ ქვისგან ამზადებენ ლარნაკებს, ფიალებს, ადრეულ ხანაში ეშმას იცნობდნენ იასპის სახელწოდებით. საქართველოში ეს მინერალი ნეოლითის ხანიდანაა დადასტურებული, ხოლო მისი დამუშავება და ესთეტიკური მნიშვნელობით გამოყენება უამრავი სახის ძეგლზეა დადასტურებული.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

ეჩო - ხის მოხელის სათლელი იარაღი. ყოფაში გავრცელებულია სინონიმები: ეჩო (ქართლ. კახ.), ხელეჩო// ღორეჩო (იმერ.), ღორაჩო (ქიზ.), ეჩუა (გურ.), ქესარი (აჭარ.), ეჩვაი//ხელეჩვაი (ფშ.), ქოთქოთო და ა.შ. შედგება ლითონის პირისა და ხელტარისაგან, არის პატარა ეჩო - ხელეჩო და დიდი - თოხეჩო, ფეხეჩო, მძიმე ეჩოები. ეჩო თავისკენ მიითლის ნაფოტს და მთლელისკენ ისვრის. რაც თავისებურად არის ასახული ხალხურ სიტყვიერებაში: „...განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს“.

0x01 graphic

. .

ეჰრამი//ჩარჩაბი (მესხ-ჯავახ.) - ჩადრის სახეობა. თხელი შალის თეთრი ქსოვილის. 1 ან 1,5მ სიგანისა და 3მ სიგრძისა. ამ ქსოვილს ამზადებდნენ სომეხი ან ებრაელი ხელოსნები ქ. ახალციხეში. ეჰრამს ატარებდნენ შეძლებული ფენის წარმომადგენელი ქალები. ოსმალთა ბატონობის დროს გათხოვილი ქალის ჩაცმულობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, ქალის ტანზე სრულად მორგებული. ორი ფართო მანი ერთმანეთზე გადაკერებული. წინა მხარეს წელს ზემოთ გახსნილი. სახლის გარეთ ჩასაცმელ ამ ელემენტს ზოგჯერ წინ ბოლომდე ჩახსნიდნენ კიდეც.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005, . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. მსმკი, 1966.
. .

10

▲ზევით დაბრუნება


აგაკეტი//(ამკეტი) - დიდი ქვების ასაწევ-გადასაბრუნებელი მრგვალი რკინის მასიური იარაღი. სამი-ოთხი არშინის სიგრძის და წონით ხუთ ფუთამდე. ერთი თავი წვერიანი აქვს, მეორე გაბრტყელებული. მისი საშუალებით დიდი ქვის ლოდები დაიძვრება კლდიდან. მისი სიგრძის წყალობით შესაძლოა ორმა-სამმა კაცმა 2-3 ტონიანი ქვა გადააბრუნოს.

..

ვაზი - 1. აქ: ქვის ძეგლებზე გამოსახული ვაზი, ქართველთა წარმართული რელიგიისა და ქრისტიანობის ერთი უდიდესი სიმბოლო. ქართველებისათვის, როგორც უძველესი სამიწათმოქმედო ერისათვის, ვაზი ოდითგანვე შეადგენდა თაყვანისცემის სიმბოლოს. ვაზისა და მტევნის გამოხატვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საყოფაცხოვრებო ხასიათის საგნებზე, მემორიალური კულტურის ძეგლებსა და საეკლესიო არქიტექტურაში.

ვაზისა და მტევნის გამოსახულება გვხვდება როგორც ამოკაწვრის წესით, ასევე მაღალი რელიეფით გამოყვანილი. ზოგჯერ საფლავის ლოდზე გამოსახული მიცვალებული ვაზის ლერწებშია გახვეული. ქრისტიანობამ კიდევ უფრო გააღრმავა ამ მცენარის სიმბოლური ხასიათი, რასაც განაპირობებდა ვაზის სახარებისეული განმარტება: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამაჩემი მევენახეა“, „მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ“, „ამით იდიდება მამაჩემი თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს“ (იოანე: 15;1,2,5,7,8), არა მხოლოდ ქრისტე, არამედ მოკვდავი ადამიანებიც ხშირად გაიგივებული იყვნენ ვაზთან „დანერგულიცა ვართ, ვითარცა ვენახნი საყურძნესსა ქრისტესა, რამეთუ იგი თავად არის ვენახი ჭეშმარიტი“. ქრისტიანებისათვის ვაზის გამოსახულებას უნდა ვუცქერდეთ, როგორც ზიარების სიმბოლურ გამოხატულებას. საფლავის ქვებზე ვაზისა და მტევნის გამოსახულება ნიშნავს ზიარებას ქრისტესთან, იგია მუდმივობის გარანტია და ასახავს მიცვალებულთა კავშირს ცათა სასუფეველთან.

2. მცენარე, რომლის ნაყოფისგან - მტევნისგან აყენებენ ღვინოს. საქართველო მიჩნეულია ვაზის უძველეს სამშობლოდ, რაც დადასტურებულია არქეოლოგიური მასალებით. საქართველოში დაფიქსირებულია 500 მეტი ვაზის ჯიში.

. .

ვალა (აჭარ.) - ქალის თავსაბურავი. დუვაღის ზემოდან დასახურავი ოთხკუთხედი ფორმის წითელი თავსაფარი. მასალად გამოიყენებოდა ფაბრიკული ქსოვილები, მოხმარების დროს ირიბად აიკეცებოდა.

ლიტ.: . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან.
მსმკი, 1966.
.

ვარაყი - მოვარაყება - სხვადასხვა დანიშნულების ნივთის შესამკობად ოქროს ან ვერცხლის თხელი ფენის გადაკვრა. ფეოდალურ ეპოქაში ავარაყებდნენ საომარ იარაღებს: ხმალს, ხანჯალს, ფარს, დამბაჩას, თოფს, უნაგირს და სხვა. ვარაყით არის აგრეთვე შემკული ძველი ქართული ხელნაწერი წიგნები. ვარაყით ამკობდნენ ფაიფურის ჭურჭელსაც.

. .

ვარაჩო - გამოიყენებოდა ტყავის დამუშავებისას, წარმოადგენს უბრალო ხეს, რომლის ერთ ბოლოს დებდნენ მიწაზე, მეორეს მიაყრდნობდნენ კედელს.ზედ ტყავს გადაჰკიდებდნენ და დემურით ფხეკდნენ ბალანას და ლეშკს.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

ვარდული//ქულბაქი - ლაზური სახლის შუა ჭერში მიკრული სამშვენისი, პლასტიკური რელიეფით შესრულებული, მრგვალი ფორმის ფართო დისკო, რომლის ორნამენტული დეკორი დატვირთულია მცენარეული ორნამენტით, განსაკუთრებით მსხმოიარე ვაზის მოტივით. ვარდულში განსახირიებული ოსტატის ხეზე კვეთილობის შემოქმედებითი შესაძლებლობა, ხოლო მისი სიმბოლური შინარსი დატვირთულია ბარაქიანობის, ნაყოფიერების, ზოგადად ქვეყნიერებისა და კერძოდ, ოჯახის სითბოსა და სინათლის მინიჭების სიმბოლიკით. ვარდული ყველაზე მეტად დამახასიათებელი იყო ლაზური სახლისათვის (იხ. ლაზური სახლი).

0x01 graphic

ლიტ.: . ჩიქოვანი, ქართული ხახლური საცხოვრებელი.
. .

ვარია (ხევს.) - ნაღების დასამზადებელი ხის ან თიხის ჭურჭელი, რომელიც ფართო მასშტაბის სამეურნეო საქმიანობისთვისაა დამახასიათებელი. ვარია ცილინდრული ფორმის მთლიანი ხისგან გამოთლილი გულამოღებული და ორმხრივ დახურულია, რომელსაც ზემოდან შუა ადგილას ოთხკუთხად ან მრგვალად ამოჭრილი პირი აქვს. ვარიის ტანს აქვს ნაჩვრეტი - ლულა, საიდანაც გადმოედინება დო. ვარია დღვების დროს ჭერში თოკითაა ჩამოკიდებული და მდღვებავი მას ერთი მხრიდან მეორისკენ თანაბარზომიერი ბიძგებით ამოძრავებს. ვარიის ფსკერის ზომა თანაბარი არაა. მისი ერთი მხარე პატარაა, მეორე კი დიდი, რადგან წინააღმდეგობა მეტი ექნეს სადღვებ რძეს და მალე შეიდღვიბოს. ვარია ზოგადად განიერი უნდა იყოს, რომ რძემ დიდი გაქანება მიიღოს და არ შეიხუთოს. ყოფაში გამოყენებული ყოფილა სპილენძის ვარიაც, რომელიც უფრო მეტად იცავდა თანაბარ ტემპერატურას, მაგრამ ნაღებს სპეციფიკურ გემოს აძლევდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება თიხის სადღვებელი ვარიებიც, რომლებიც ეყრდნობოდა აკვნისებურ საგოგავებს და მდღვებელს მისი მეშვეობით მოჰყავდა მდგომარეობაში. ეს სადღვებელი მიეკუთვნება ვერტიკალურ სადღვებთა ტიპებს და იგი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში (იხ. დოთქუნა//კარაბა, ჩხუტ-ბრუნელი).

ლიტ.: . ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
. .

ვარიოზი - ქვის სამტვრევი მასიური რკინისთავიანი იარაღი. იხ. ურო.

ვარსკვლავი - აქ: საღმრთისმსახურო ნივთი, ერთ-ერთი წმინდა ნივთთაგანი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან შუაში ხრახნით შეერთებული ბოლოებმოხრილი ლითონის ორ ფირფიტას. ეს ფირფიტები ისეა შეერთებული, რომ შესაძლებელია როგორც მათი დაკეცვა, ისე გაშლაც. ჯვრის სახით ვარსკვლავი ფეშხუმზე წმინდა ტარიგის ზემოდან იდგმება, რათა მას (ტარიგს) დაფარნა არ შეეხოს.

0x01 graphic

ვარსკვლავი იმ ვარსკვლავის სიმბოლოა, რომელმაც აღმოსავლელი მოგვები ბეთლემში ქრისტეს დაბადების ადგილთან მიიყვანა თაყვანსაცემად. ვარსკვლავი დაკეცილ მდგომარეობაში ნიშნავს უფალ იესო ქრისტეს განუყოფელ ორბუნებოვნებას, რომელიც ცალ-ცალკეა და ამავე დროს, განუყოფელიცაა. გაშლილ მდგომარეობაში კი გამოხატავს ბეთლემის ვარსკვლავს (შობა) და ჯვარს, უფლის წამების იარაღს, რომელზე ვნებითაც მან კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა. ისევე, როგორც ვარსკვლავი აერთიანებს უფლის ორბუნებოვნებასა და ჯვარს, ასევეა გაერთიანებული პროსკომიდიაშიც (კვეთა), ერთდროულად უფლის დაბადება და სიკვდილი. ღმრთისმსახურებაში ვარსკვალავის შემოტანას ძველი ავტორები ერთსულოვნად მიაწერენ წმ. იოანე ოქროპირს (V ს.)

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005, 2004, მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002. Настольная книга
священнослужителя, т. 4, М. 1983.
. .

ვარცლი - პურის ცომის მოსაზელი ნავისებური ხის ჭურჭელი. ძირითადად ორი სახისაა. ერთი დიდი ზომის, ფეხებიანი, სადაც ერთდროულად 30-40 კგ ცომი მოიზილებოდა დიდ ოჯახში, ასევე ქორწილისა და ქელეხის დროს. ვარცლი ღრმა ჭურჭელია, განკუთვნილია საფუარიანი ცომისთვის და მისი კონსტრუქცია მისადაგებულია ფუების, ამოსვლის პროცესთან. ვარცლის მეორე ტიპს ხელვარცლი ეწოდება და ყოველდღიურად მოიხმარებოდა. ასეთი ვარცლის სიღრმე და სიგანე იმ ზომის უნდა ყოფილიყო, რომ შიგ საცერი თავისუფლად ჩატეულიყო. ხელვარცლს მცირერიცხოვან ოჯახში ხმარობდნენ. ზოგიერთ ვარცლს იმხელა ფრთები ჰქონდა, რომ პურის გუნდის მომზადება მასზევე ხდებოდა. ვარცლი გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა სახელწოდებით. მაგ., მესხეთში - გობი, სვანეთში - ჯარ, რაჭაში - ორე. ვარცლის გავრცელების არეალები ძირითადად ემთხვევა იმ რეგიონებს, სადაც მემინდვრეობაში ძირითადად პურეული კულტურები იყო გავრცელებული.

პურის ცხობა ოჯახში საპატიო მოვალეობად ითვლებოდა და მას ტრადიციულად ოჯახის უფროსი ქალი უძღვებოდა. დიასახლისად დალოცვაც ვარცლთან ერთად ხდებოდა.

ლიტ.: . ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
. .

ვაშკარანი - ზოგადი სახელია შთასადებელთა ჭურჭელთა ნაქსოვთა, ანუ ტყავისათა (საბა). ესენი არიან: ბალანტი, გუალაგი, გუდა, ველავარაკი, თალია, თალისი, მაფრაშა, მანდიკი, მახალი, მახალიკი, პარკი, საცალო, ტომარა, ქისა, პავარაკი, საქუფთე, ურნატა, ტუნკია, ჩახვი, ჩალთა ანუ შალითა, შულდაკი, ხალთაგუდა, ხურჯინი, აბგა, ჯალდანი, კუზდანი გინა ამიანური.

ლიტ: . ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი, 1961.

ვენახი - აქ: ზოგადი სახელი მრავლად დანერგული ვაზისა.

ვეძა - მინერალური წყალი. აქედანაა ტოპონიმი ვეძისი.

0x01 graphic

11

▲ზევით დაბრუნება


ზალნაკი//წაკანი - „სველი პურმარილი“ (ფშ.) ერთგვარი საჭმელია ფშავში. ადუღებულ წყალში ჩაყრიდნენ დაფხვნილ ხაჭო-ყველს, ჩააჭრიდნენ ხახვს და დადგამდნენ. წამოდუღების შემდეგ პურს ჩაალბობდნენ და ჭამდნენ.

ლიტ.: მსშხი, . I, 1976.

ზამბურაკი - ჩახმახიანი და განიერტუჩიანი დიდი თოფი, უფრო სათოფურებიდან სასროლი, ამისათვის ციხის თოფად იწოდებოდა. ხელში მძიმე დასაჭერია, მსროლელები ერთმანეთზე დაყრდნობითაც ისროდნენ.

ზანგალები (მესხ-ჯავახ.) - პაიჭები კაცის. მზადდებოდა მატყლის ძაფისაგან, იქსოვებოდა წინდის ჩხირებზე. ძირითადად შავს ან წაბლისფერს ამზადებდნენ, რომელთაც ბოლოში ამოსადები ჰქონდა გაკეთებული. იყო უსახო და სახიანი პაიჭებიც. მესხეთის დიდებულები ატარებდნენ კარგი ხარისხის ჩექმებს. გლეხობას კი ღაზლისაგან შინნაქსოვი პაიჭები ეცვათ. პაიჭებთან ერთად ხმარობდნენ ასევე შინნაქსოვ წინდებს. ფეხსაცმელებად წუღები ან კოხუნჯები ჰქონდათ.

ლიტ.: . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან.
მსმკი, 1966.

ზანდუკი - სახურავიანი ხის ყუთი. თუნუქის გარსაკრავი სალტეებით შეკრული. გამოიყენებოდა ქალის ტანსაცმლისა და სამკაულების შესანახად. იყო სამზითვო და ქალის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ოჯახის გაყრის დროს წილში არ შედიოდა. ქვრივის გათხოვების შემთხვევაში ზანდუკი ოჯახში რჩებოდათ. თუ ქვრივი მოახერხებდა განაწყენებული მაზლებთან შერიგებას, სამზითვო ზანდუკი მას უბრუნდებოდა. ზანდუკი წყაროებში XVIIIს-დან იხსენიება.

0x01 graphic

ლიტ.: . ითონიშვილი, მოხევეების საოჯახო ყოფა, 1970.
. ართილაყვა XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
. .

ზანზალაკი - მომცრო ზარი.

ზაოტი//ზაოდი - აქ: კახეთის სამეურნეო ცხოვრებაში დამკვიდრებული არყის სახდელი საწარმო, რომელიც ჩვეულებრივ იმართება შემოდგომით ღვინის დადუღების შემდგომ, ამოღებული ჭაჭიდან. ზაოტი წარმოადგენს ჩვეულებრივ კუსტარულ საწარმოს (იხ. არყის გამოხდა), სადაც გლეხებს მორიგეობით მიაქვთ ჭაჭა და ხდიან არაყს ზაოტის მესაკუთრის თანდასწრებით. ზაოტობას ახასიათებს საზეიმო ხასიათის შეხვედრები, რომლებიც ჩვეულებრივ სრულდება საშემოდგომო ლხინით.

..

ზარადი - „ზუჩის ჯაჭვი“ (საბა). ზარადი წარმოადგენს ჯაჭვის ბადეს, რომელიც გარშემოკრულია საომარ თავსაბურავებზე, მუზარადსა და ჩაჩქანზე (იხ. ჩაჩქანი). ზარადის თითოეული რგოლი (ჭიკუ) უმეტეს შემთხვევაში უფარეშოა, ანუ რგოლის თავები უბრალოდ მიახლოებულია ერთმანეთთან.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, .I. 1991.
. .

ზარადინი - ოქრომჭედლის იარაღი, მრავალპირიანი მაშის მსგავსი.

ზარაკი - პატარა, ხელით დასაწკარუნებელი ზარი. ადმინისტრაციულ სისტემაში ხელქვეითის// კლერკის გამოსაძახებელად.

ზარაფხანა - მონეტების, ორდენების, მედლებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დამამზადებელი სახელმწიფო საწარმო, რომელიც ფართოდ იყენებს მოვერცხლვისა და საიუველირო მინანქრით ლითონის ნაკეთობათ დაფარვის ხერხებს. ზარაფხანა შეიქმნა ეროვნული სახელმწიფოს წარმოშობასთან ერთად, როცა მონეტების მოჭრა სახელმწიფო მონოპოლიად იქცა. საქართველოს ტერიტორიაზე მონეტას ჭრიდნენ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან. ქართული სახელმწიფოს ზარაფხანები იყო თბილისში, დროგამოშვებით: დმანისში, ანისში, არტანუჯში, ზაგემში, უფლისციხეში, ქუთაისში, ცხუმში, ზუგდიდში და სხვა.

. .

ზარბაბი - ძვირფასად ნაქსოვი აბრეშუმი, ოქრომკედით ნაკერი.

ზარბაზანი - ქვემეხი (ქართ.) წარმოადგენს სპილენძისაგან ან ბრინჯაოსაგან დამზადებულ ლითონის მილს, რომლის ერთი ბოლო ამოლუქულია, ზემოდან კი საფალიე ნახვრეტი აქვს. ხშირ შემთხვევაში ზარბაზნების შუა წელზე სახელურებია დამაგრებული, ხოლო ზედაპირი სხვადასხვა რელიეფური ორნამენტითაა მორთული.

0x01 graphic

XV-XVIII საუკუნეების ქართველმა მეფეებმა კარგად იცოდნენ არტილერიის მნიშვნელობა, მაგრამ XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე მაინც ვერ მოხერხდა ქართული ზარბაზნების წარმოების შექმნა. ამ საქმის განვითარებისათვის, დიდი გასამჯელოს დაპირებით, მეფე ერეკლემ მადნის ბერძენი ოსტატების ოსმალეთიდან გადმოყვანა მოახერხა, რომლებმაც 1774 წელს ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მოპოვება-გამოდნობის საქმე განავითარეს.

ერეკლე II-ის ინიციატივით, თბილისში ჯერ კიდევ 1749 წელს, ააგეს საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც ციხის თოფებს, ზამბულაკებს, თოფ-იარაღსა და ზარბაზნებს ასხამდნენ.

შემდგომში, მეფე ერეკლემ ისარგებლა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარის შემოყვანით და მას საარტილერიო საქმის ქართველი სპეციალისტების მომზადება სთხოვა. ტოტლებენის ბრძანების საფუძველზე, 1769 წლის ნოემბრიდან 1770 წლის თებერვლამდე პოდპოლკოვნიკი ს. ჩოლოყაშვილი, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ ანტონ თარხან-მოურავთან ერთად ტფილისში იმყოფებოდა. ისინი ერეკლე მეფის ხალხს ზარბაზნებისა და მორტირების გაკეთებასა და გამოყენებას ასწავლიდნენ.

ქარხანა მდებარეობდა ძველი თბილისის გარეუბანში - კოჯრის ძველი გზის დასაწყისის, დღევანდელი კ. ლესელიძის, შ. დადიანის, ლ. ასათიანის ქუჩის მიდამოებში.

აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-საც ჰქონდა მცდელობა საარტელერიო საქმე ქარხნული წესით ეწარმოებინა, მისი დავალებით „საარტილერიო წიგნი“ რუსულიდან ვინმე მიხეილ ელიევიჩის 1725 წელს ქართულად გადაუთარგმნია. ვახტანგ VI-ის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. შემდგომში ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობდნენ მეფე ერეკლე და გიორგი თარხან-მოურავი.

1776 წელს განახლებული საარტილერიო ქარხნისა და არტილერიის უფროსი გიორგი თარხნ-მოურავი იყო, რომელმაც მეფე ერეკლეს ზარბაზნები დაუმზადა. იგი ამ თანამდებობაზე 1780 წლამდე მოღვაწეობდა. ერეკლე მეფეს არ აკმაყოფილებდა ზარბაზნის ადგილობრივი წარმოება და თბილისის საარტილერიო ქარხნის უახლოესი ტექნიკის მიხედვით გარდაქმნა განიზრახა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ზარბაზნების წარმოება ევროპასა და რუსეთის არმიებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. გლუვლულიანი ზარბაზანი ფოლადის დაღარულლულიანით შეიცვალა.

საქართველო სამხედრო კადრების ნაკლებლობას განიცდიდა XVIII საუკუნის 60-იან წლებში, ერეკლე მეორემ საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს პაატა ანდრონიკაშვილი მიავლინა. პაატამ რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იანი წლების პირველ ნახევარში სამშობლოში დაბრუნებულს საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა დაევალა. იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამხედრო წარმოების გარდაქმნას. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ ყაიდაზე გადასვლისა. 1780 წელს პ. ანდრონიკაშვილმა არტილერიის უფროსობა მიიღო.

1790-1794 წლებში ერეკლე II-მ იარაღის ქარხანა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასწია, რადგანაც იცოდა, რომ ირანიდან მოახლოებულ საფრთხეს თავისი მცირე ლაშქრის სამხედრო აღჭურვილობით ვერ გაუმკლავდებოდა. დამატებით შეისყიდა 19 ევროპული ყაიდის ქვემეხი, მოიწვია არტილერიის ინგლისელი სპეციალისტი, მისი დახმარებით გააუმჯობესა ქვემეხების დამზადების საქმე. თბილისში მანამდე არსებული ქვემეხების ჩამომსხმელი ქარხანა, 90-იან წლებში ქვემეხების დამზადების ინგლისურ წესზე გადავიდა. ამ დროს პაატა ანდრონიკაშვილი ცოცხალი აღარ იყო. მის საქმეს აგრძელებდნენ გაბრიელ არეშიშვილი და გიორგი გურამიშვილი. რუსეთში გაზრდილმა ამ სპეციალისტებმა 1790-1794 წლებში არტილერიის წარმოებისა და გამოყენების ინგლისური წესებიც შეისწავლეს. ქართული არტილერიის სრულყოფაში მონაწილეობდა, აგრეთვე ავსტრიელი ოსიპ ვეტინგი.

საარტილერიო საქმის განვითარებისათვის დენთის (იხ.) დამზადება საჭირო აუცილებლობას წარმოადგენდა. XVIII საუკუნის II ნახევარში თოფისწამალს გარკვეულწილად მოქალაქე ხელოსნები ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ კიდეც, რაც მეფემ აკრძალა და წარმოების უფლება მხოლოდ ერთ პირს - თაყუაშვილს უბოძა. მეფის ნებართვით მან 1770 წელს თოფის წამლის ქარხანა ააშენა. ამრიგად, გვარჯილისა და დენთის დამზადება-ვაჭრობას ერეკლე II თავად აკონტროლებდა.

თოფისწამლის სარეწაო, ისევე როგორც ზარბაზნების ქარხანა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ იმსხვერპლა. შემდგომში კი ქართული იარაღწარმოება რუსეთის იმპერიალისტურ გეგმებში აღარ შედიოდა და ქართული ქვემეხების ისტორიაც დასრულდა.

XVIII საუკუნის II ნახევრის ზარბაზნების საბრძოლო მახასიათებლები შემდეგნაირად წარმოგვიდგება: 1757 - 1796 წლებში საარტილერიო ქვემეხების კალიბრი მერყეობს 76 მმ-დან 245 მმ-მდე. (პაატა ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში 120 მმ-დან 152 მმ-დე), სროლის მანძილი კი 20-22 გრადუსიანი კუთხით გასროლისას 1066 მ-დან 2980 მ-მდე განისაზღვრებოდა. შესაბამისად, პაატა ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით დამზადებული ზარბაზნები მიახლოებით იგივე ტექნიკური მახასიათებლებისა უნდა ყოფილიყო.

ლიტ.: . ქაფიანიძე, ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიისათვის, ეთნოლოგიური ძიებანი .III, 2007
..

ზარდახშა - ძვირფასეულობის შესანახი პატარა ყუთი. მისი შიგთავსის შესაბამისად ზარდახშები იმკობოდნენ ძვირფასი მასალით. თბილისურ ყოფაში განსაკუთრებით გავრცელებული ჩანს ირანული ტიპის ზარდახშები, რომლებიც დაფერილია ოქროს წყლითა და ინკრუსტაციითაა შემკული.

0x01 graphic

. .

ზარი - ლითონის სარეკი. ძირითადად ცილინდრული ფორმისა, რომელსაც აქვს ენა. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთა ქრისტიანობამ, როგორც ცნობილია, მკვდრეთით აღდგომის იდეა ქრისტინაული მორალის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იგია რწმენის ძირითადი საყრდენი, რომელსაც მოელის მორწმუნე თავის დროზე. ამ აუცილებელი აქტის მაუწყებელი გახდება ზარი, მან უნდა მისცეს ნიშანი სიკვდილისგან დახსნისა და მარადიული არსებობისა. ზარი წარმოადგენს ყველა საეკლესიო დღეების, დღესასწაულებისა და სალიტურგიო წესთმსახურების შესრულების აუცილებელ ატრიბუტს. შუა საუკუნეებში ზარისთვის გაჩნდა საგანგებო შენობა - სამრეკლო.

0x01 graphic

ზარიჩინი - ოქრომკედნარევი ფართლეული.

ზარფუში - არყის გამოსახდელი ქვაბის სპილენძის ხუფი//სახურავი//ლაფრანი. კვერავდნენ სპილენძის რამდენიმე ფურცლის//ფირფიტისაგან. ზარფუშს აქვს წინ გაშვერილი მილი, რომელიც თავში განიერია, ბოლოში კი ვიწრო, რათა იოლად შევიდეს წყლიანი ტაშტის მილში. სპილენძის მრგვალღერა სახელური//ყური მირჩილულია ზარფუშის ტანზე და დამაგრებულია სპილენძის მანჭვლებით. არყის გამოხდისას ზარფუში მჭიდროდ ეხურება ჭაჭაჩაყრილ ქვაბს. ადუღების შემდეგ მასში დაგროვილი ორთქლი ზარფუშის ყელიდან გადადის წყლიანი ტაშტის მილში და გადაიქცევა სითხედ. ზარფუშები არსებობდნენ, როგორც სპილენძის, ასევე თიხის, მაგრამ უფრო კარგი და მისაღები იყო სპილენძის ზარფუში.

ლიტ.: . კაკაბაძე, სპილენძის ქართული ჭურჭელი, ეთნოლოგიური ძიებანი, I, 2000.
. .

ზარქაში - ოქროს ან ვერცხლის სხეპლა.

ზედადგარი//ზესადგამი - რკინის ფეხებიანი სადგარი, რომელზედაც დაედება ქვაბი საარყე, საფელამუშე, საწყლე და ა.შ. შეიძლება იდგეს როგორც ბუხარში, ისე მის გარეთ.

ზედაშე - 1. შესაწირავი ღვინო. ყურძნის მოსავლის საუკეთესო ნაწილიდან პირველი ნაწური, რომელიც დაყენებული და შეთქმული იყო სალოცავის სახელზე, რათა სალოცავს კარგი თვალი დაეჭირა შემომწირველზე, ემფარველა და მისი მოსავალი ბარაქიანი და დოვლათიანი ყოფილიყო. საზედაშე ტკბილის ჭურში ჩასხმის დროს სანთელს აანთებდნენ, დაილოცებოდნენ, ღმერთს წყალობას შესთხოვდნენ და მიართმევდნენ ხატს მაშინ, როცა დღეობა მოვიდოდა. საზედაშე ღვინოს მოიწევდნენ როგორც კერძო ვენახებიდან, ასევე ხატის ზვრებიდანაც. სახატო, ანუ სალოცავის მიწებს გლეხები ამუშავებდნენ მორიგეობით. ნაწილს ამ მოსავლისას სალოცავის სახელზე ჩაასხამდნენ, ნაწილს კი თვითონ გამოიყენებდნენ. გავრცელებული იყო ასევე სალოცავის ვენახების კოლექტიური დამუშავება, რომლის დროსაც მოსავალი მთლიანად ეწირებოდა მას და შეწირულ ღვინოსაც ერთობლივად მოიხმარდნენ. არცთუ იშვიათად სალოცავთან არსებობდა მარანი, სადაც ღვინო ჩაისხმებოდა და დღესასწაულზე მოიხმარებოდა. შეწირული ღვინის გასესხება, გაყიდვა ან სხვა დღეებში მოხმარება შეუძლებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხატი გაწყრებოდა და ამის მოქმედთ ზიანს მიაყენებდა.

საზედაშე ღვინის დაყენების ტრადიცია უეჭველია, რომ წარმართული ეპოქიდან იღებს სათავეს და უეჭველად ღვინის კულტს უკავშირდება. ქრისტიანობამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს ჩვეულება და პრაქტიკულად იგი გამოიხატა სააღაპე ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გლეხი ვალდებული იყო ეკლესია-მონასტრისათვის სააღაპე შესაწირავთან ერთად მიეტანა ღვინოც. საზედაშე ქვევრების მოვლა-პატრონობასა და სარიტუალო საქმიანობაში მხოლოდ მამაკაცი მონაწილეობდა. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მხოლოდ მამაკაცის საქმე იყო, მამაკაცია გამძღოლი ამ მეურნეობისა და იგი უდგას სათავეში მევენახეობის კულტურას.

2. ზოგადი სახელწოდება სალოცავის მიწებზე მოწეული ჭირნახულისა, რომლის ყველაზე საუკეთესო ნაწილს სწირავდნენ ხატს, საზედაშე პურეულს ინახავდნენ დღესასწაულის დადგომამდე, შემდეგ დაფქვავდნენ, გამოაცხობდნენ სარიტუალო პურებს და დაიყენებდნენ დღესასწაულს.

ლიტ.: . თოფურია, ღვინის ზედაშეები, მსე . XII-XIII, 1963.
. .

ზედგანი (ხევს.) - ქადების გამოსაცხობი რკინის რგოლი, რომელიც ჭერში დამაგრებული რკინის საკიდით, ჩამოკიდებულია ცეცხლზე და ზედ დადებულია სიპი ქვა. ცეცხლის დანთებისას ქვა ხურდება, მასზე დააკრავენ ქადას. ქადა რომ მომაგრდება, დიასახლისი შემდეგ გადმოიღებს, ჩაფლავს ცხელ ღადარში, სადაც გამოშუშდება და კარგად გამოცხვება.

. .

ზევიჩი//ძევიჩი - ხარაზის იარაღი. ტყავის საჭრელი დანა. უტარო, ერთი მხარე განიერი აქვს, მეორე - ვიწრო, ტარზე ხელის მოსაკიდებელად ტყავი ან გაცვილული ძაფი აქვს შემოხვეული.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

ზეზურგი - ზურგის შუა ხაზი. საქონლის ტყავის ზურგის გაყოლებაზე სიგრძივ აჭრილი. ყველაზე უკეთესია საქალამნედ.

ზეთსახდელი//საზეთე - სელის ზეთის სახდელი საწარმო. ზეთის ხდის ეტაპების შესაბამისად ზეთსახდელში წარმოდგენილი იყო: 1. ღუმელი, 2. საზეთე წისქვილი, ანუ გელაზი, 3. წნეხი. აქვე იყო ზეთის ხდის პროცესთან დაკავშირებული ხელსაწყოები - საცრები, მარცვლისა და წყლის საწყაოები, წყლის ჭურჭელი, თოხები, ნიჩბები. ზეთსახდელები ძირითადად ლოკალიზებული იყო საზეთე სელის გავრცელების ზონაში (სამცხე-ჯავახეთი, თრიალეთი).ზეთსახდელის კედელთან მიშენებულ ქვის ღუმელზე ხდებოდა სელის მარცვლის მოხალვა. მოხალული მარცვალი ზეთსახდელის წისქვილშივე იფქვებოდა. საზეთე წისქვილი ზეთსახდელის ცენტრში იყო გამართული. საზეთე წისქვილს შეადგენდა სამუშაო ნაწილი დოლაბი - გელაზის (იხ.) ქვა და ქვის კალო. წისქვილში გადამუშავებულ დაზელილ-დაგელაზებულ მასას დსაწნეხად წნეხში გადაიტანდნენ.

0x01 graphic

XIX ს. ზეთსახდელები კერძო საწარმოებს განეკუთვნებოდა. აქ გამოყენებული იყო დაქირავებული შრომა. ზეთს ხდიდნენ და ყიდდნენ კიდევაც. XVII-XVIII ს. გვიანფეოდალურ საქართველოში ზეთსახდელების მფლობელებად გვევლინებიან სამეფო კარი, ცალკეული ფეოდალები და ეკლესია-მონასტრები.

ისტორიული წყაროების მონაცემებითა და გელაზის ქვის ნაშთების მიხედვით ზეთსახდელები ფართოდ იყო გავრცელებული. იგი შედიოდა სამონასტრო მეურნეობის კომპლექსში (ათონის ივერთა მონასტერი, შიო მღვიმის მონასტერი, ქვენიფნევის ეკლესია, კიმოთეს უბანი, უბისის ეკლესია, კაბენის მონასტერი, დუშეთის ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია და სხვა).

ჯავახეთის ახალქალაქის ციხის გარეთ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ზეთსახდელის კომპლექსის ნაშთები X საუკუნითაა დათარიღებული.

ადრეული ხანის ანალოგიური ზეთსახდელის არსებობა ივარაუდება პალესტინაში, ბირ-ელ-ყუთის უდაბნოში. 430-იან წლებში პეტრე იბერის მიერ დაარსებულ წმ. თედორეს სახელობის ქართული მონასტრის სამეურნეო კომპლექსში.

ლიტ.: . მოლოდინი ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები), 1963.
. ჩიტაია, გელაზი, ძმ. 27, 1970.
. .

ზეი - მამაკაცის ჩოხის მოსართავი ზონარი, რომლის დასამზადებლად გამოიყენებოდა დაბალი ხარისხის ფერადი აბრეშუმის ძაფები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აბრეშუმის ძაფების ფერების შერჩევას. ზეიში ჭარბობდა ოთხი ძირითადი ფერი: ლურჯი, ყვითელი, წითელი და მწვანე. ამ ფერის ძაფებს ერთად შეგრეხავდნენ და ჩაფარიშთან ერთად ჩოხის ნაპირების მოსართავად ხმარობდნენ.

ლიტ.: . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
. .

ზეიდალი - ჯაჭვის პერანგის ნაირსახეობა. ზეიდალურ ჯაჭვს „თვითო ჯაჭვის თვალი მრთელი და უფარეშო აქვს და თვითო რიგი ფარეშოვანი“(საბა), ე.ი. ჯაჭვის რგოლების (ჭიკუ) ერთი მწკრივი უფარეშოა, მხოლოდ თავებმიახლოებული, ხოლო მეორე მწკრივი ფარეშოვანი, ანუ დამოქლონებული, მოქლონები მოქცეულია პერანგის შიგნითა მხარეს, ჭიკუ „ლბილი და გარდაგრეხით ძნიად გასატეხელი“-ა. ზეიდალური ჯაჭვი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, სვანეთსა და ხევსურეთში. (იხ. ჯაჭვის პერანგი).

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული . I, 1991.
. .

ზერანი (იმერ.) - პურის ცომისაგან გამომცხვარი ადამიანის პატარა ფიგურა. როცა ადამიანს უჟმური//მოყოლილი მონახდომი შეეყრებოდა, მოიყვანდნენ ქალებს, გამოაცხობდნენ ხაჭაპურებს და იმდენ ზერანს, რამდენი ადგილიდანაც შესაძლოა აჰყოლოდა მას უჟმური. თეფშზე დაყრიდნენ მარცვლეულს, ქინძის თესლს, ნაცარს, აურევდნენ ერთმანეთში, ხელით აზელდნენ, სამჯერ შემოავლებდნენ ავადმყოფს ზურგზე და მკერდზე. შემდეგ დააყრიდნენ ხელებზე, ფეხებზე და თან ავ სულს მოუწოდებდნენ, რომ დაეტოვებინა ავადმყოფი. შემდეგ ამას ყველაფერს აიღებდნენ ზერანითურთ და ავადმყოფის მითითებულ ადგილებთან მუჭით დაყრიდნენ, თან ეშმაკეულს მიმართავდნენ, ჭამეთ, სვით და წადითო.

ლიტ.: . ნებიერიძე, პედიატრის ხალხ. წესები საქართველოში, 2006.
. .

ზეღა - სვანური სახლის „ქორ“-ის (იხ.) სხვენი, სადაც განლაგებულია ოჯახის საცხოვრებელი „დარბაზ“, იქვე ინახავდნენ თივასა და სანოვაგეს.

ლიტ.: . ბრაილაშვილი, საქართველოს ეთნოგრაფია, 1990
..

ზეწარი - აქ: ნახვრეტებიანი გრძელი ფიცარი, რომელიც ურმის ჭალებს ჩამოეცმებოდა და ქმნის ერთიან სივრცეს ტვირთის მოხერხებულად ტრანსპორტირებისათვის.

ზილფი - ქალის თმის კავები.

ზინდანი - ქვაბის მჭედელთა გრდემლი, სპილენძეულობის გამოსაკვერად. ზინდანს იყენებენ ქვაბის საკეთებლად, თუნგის ყელის გასასწორებლად, თუნგის ძირის გამოსაკვერად, ქვაბის გვერდის დასაყენებლად, ტაშტის საკვერავად, ფორმაზე მოსაყვანად, ტაფის გასაკეთებლად და ა.შ. მას მოძრავ გრდემლსაც უწოდებენ.

ლიტ.: . რეხვიაშვილი ქართული ხალხური მეტალურგია, 1963.
. .

ზირანდაზი - პატარა ხალიჩა, ფეხქვეშ გასაგებელი პატარა ორხოვა.

ზისცვარი (ხევს.) - რძე. ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, განსაკუთრებით დაწინაურებული იყო რძის პროდუქტების დამზადება. ხევსურეთის მეურნეობის სპეციფიკურობას, განსხვავებით თუშების, ფშაველებისა და მოხევეებისაგან, ძირითადად მსხვილფეხა მესაქონლეობა შეადგენდა. ამიტომ წარმატებით განვითარდა აქ რძის პროდუქტების დამზადების კულტურა, განსაკუთრებით ერბოსი, რომელიც საუკეთესოდ ითვლებოდა. ხევსურული ძროხა კარგადაა შეგუებული აქაურ კლიმატურ, გეოგრაფიულ პირობებს და მიუხედავად მცირეტანიანობისა, მისი რძე მაღალი ცხიმიანობით ხასიათდება. რძის პროდუქტების საუკეთესო დამცველი იყო ხევსურული სახლის სენე, სადაც ჰაერის ცირკულაცია კარგად ხდებოდა და რძე და მისი პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდებოდა. როგორც მარანი ღვინის დასამზადებელი და შესანახი ნაგებობაა, ხოლო ბეღელი მარცვლეულის საკუჭნაოა, ასევე ხევსურული სახლის სენე რძის პროდუქტების დასამზადებელი და შესანახი ადგილია.

. .

ზისწვენი//სისწვენი - ადუღებული და გაწურული სალუდე ტკბილი, რომელიც მიიღება წყლისა და ფორის შერეული ნაზავის დუღილისგან.

ზოდი - გადამდნარი ლითონის მასა, რომლისაგანაც აკეთებენ სხვადასხვა ნამზადს, ეს ტერმინი გადასულია სოფლის ტოპონიმშიც. მაგ., სოფელი „ზოდი“ (იმერ.)

. .

ზოდი-კვერი - აქ: სპილენძის შენადნობი. ყალიბში - კალაპოტში გაცივებულ თხევად სპილენძს „ზოდი“ ეწოდება. ერთ ყალიბში ერთ ჯერზე ამოღებული სპილენძის სითხე უნდა ჩაისხას, ზოდი „ფურჩიანი“ გამოდის და გაბრტყელებისას „ფურცლად“, ორად იხსნება. ზოდს ყალიბის ფორმა ეძლევა ოსტატის სურვილისამებრ. ზოდის გადმოღება ყალიბიდან გაცივებისთანავე შეიძლება, მაგრამ ოსტატი მას ზედვე ტოვებს მომდევნო ქურის გამოდნობამდე, რადგან ზოდი ყალიბს ცხლად ინახავდა. ცივ ყალიბზე თხიერი სპილენძის დასხმა არ შეიძლება, აფეთქდება. თუ ზოდი ძნელად შორდება ყალიბს, მას გრდემლზე გადმოაპირქვავებენ და ზემოდან ჩაქუჩს დაუკაკუნებდნენ და ასე აცილებდნენ. ზოდს გარედან მოშავომონაცრისფერო ფერი აქვს, ცეცხლისაგან არის გაშავებული, შიგნიდან კი მოწითალოა. კალაპოტი არის თიხის, რკინის. სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, ოთხკუთხა, ოვალური, გრძელი.

გეოგრაფიული ტერმინი ზოდის (სოფ. ზემო იმერეთში, ჭიათურის რ-ნი) შესახებ საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული არქეოლოგ ჯურხა ნადირაძეს. მისი აზრით, „ზოდი მელითონეობასთან დაკავშირებული ტერმინზე აღმოცენებული ტოპონიმია; რაც ქვეყნის მეტალურგიის უძველესი ტრადიციის მანიშნებელია“.

ლიტ.: . ნადირაძე, ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, 1975.
..

ზოომორფული ძეგლი - საფლავის ქვის ძეგლი, რომელიც წარმოადგენს ცხვრისა (ბატკანი, ვერძი, ყოჩი - ნატურალური ზომის) და ცხენის სკულპტურას, რომლის კვეთისა და მიცვალებულის საფლავზე დადგმის დიდი ტრადიცია არსებობდა ზემო და ქვემო ქართლში. ასეთი ძეგლების რამდენიმე ათეული ნიმუშის დაფიქსირება ამჟამადაცაა შესაძლებელი დასახელებულ რეგიონებში. ზოომორფული ძეგლების გავრცელების არეალია ირანი, თურქმენეთი, სირია, თურქეთი და ამიერკავკასიის ქვეყნები - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. საქართველოში დაფიქსირებულ ზოომორფულ ძეგლებში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიისათვის დამახასიათებელი სიმბოლოები - ფრინველი, ვაზი, ნაყოფი, ჯვარი, ქართული წარწერა-ეპიტაფიები, ასევე სახელოსნო და სამეურნეო ნივთები - განსაკუთრებით სახვნელი იარაღის ის ტიპები, რომლებიც გავრცელებული იყო ადგილობრივ. ეთნოგრაფიულ ყოფაში უშუალოდაა დამოწმებული და აღწერილი ქართველი ხელოსნებისაგან ზოომორფული ქანდაკების კვეთის პროცესები. ადვილი შესაძლებელია, რომ ზოომორფული ქანდაკების კვეთის ტრადიცია საქართველოში აღმოსავლეთის მუსულმანური ქვეყნებიდან იყოს შემოსული, მაგრამ ადგილობრივ განვითარებულმა ქვითხუროობის ტრადიციებმა შეძლო ამ ძეგლებში ქართულ-ქრისტიანული სტილის დამკვიდრება და ეჭვმიუტანელი ფაქტია, რომ ისინი დამზადებული არიან ქართველი ქვითხუროებისაგან თავიანთი საჭიროებისთვის.

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, საქართველოს ზოომორფული ძეგლები, 1996.
. .

ზოსტერი - ტყავის სარტყელი, ხშირ შემთხვევაში მოოჭვილი იყო თვალმარგალიტით და სახიანი ბალთები ჰქონდა.

. .

ზუბუნი//ლაგზუბუნი (სამცხ.-ჯავახ. აჭარ.) - კაცის ზედა სამოსელი. მასალად გამოიყენება შავი ან მოშავო ფერის ფარჩა. მთის სოფლებში ორმაგი ქსოვილისაა და შედგება საპირესა და სარჩულისაგან, რომელთა შორის მატყლი ან ბამბაა ჩაფენილი. ახალუხისებური თარგის, ქალის ზუბუნისაგან განსხვავებით მხოლოდ მკერდამდე ჩახსნილი და ღილებით შესაკრავი. საყელო, გულისპირი და სამაჯეები მოქარგული. ატარებდნენ როგორ ქრისტიანები, ისე მაჰმადიანები. ლაგზუბუნი მოკლეა და წინ იკვრება აბრეშუმის ღილ-კილოებით ან ლითონის ღილებით. ხშირად საგულე ღიაა და მოჩანს პერანგის მოქარგული ნაწილი. წელზე ირტყამდნენ ფერად სარტყლებს.

0x01 graphic

ლიტ.: . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან.
მსმკი, 1966.
..

ზუბუნ-ფარაგა // გრძელი ზუბუნი (აჭარ. სამცხ.ჯავახ.) - ქალის ზედა სამოსელი. იკერება

შინნამზადი (სელი, კანაფი, აბრეშუმი) და ფაბრიკული ქსოვილებისაგან (ხავერდი, მანთინი, ყანაოზი, ყუმაში, ფარჩა), ხშირად ორმაგი ქსოვილის საპირესა და სარჩულისაგან და საჭიროებისას მათ შორის ბამბასაც უფენდნენ.

ზუბუნ-ფარაგა ფორმით ახალუხის მსგავსია: აქვს წინა ორი სატანი თავის ფარაგებით, ზურგი, სახელოები, საყელო. მთლიანი, წელში გაუკერავი და ბოლომდე გახსნილი. ფარაგებს შორის ღიობია დატოვებული, საიდანაც მოჩანს პერანგის მოქარგული საყელო. ასევე ქარგავდნენ გულისპირსა და სამაჯეებს. წელზე შემოიკრავდნენ ყვითელ ან წითელ სარტყელს. ზუბუნ-ფარაგა. სეზონის მიხედვით ატარებდნენ- გრძელსახელოებიანს და დაბამბულს ზამთარში, უსახელოსა და დაუბამბავს ზაფხულში. ზუბუნი, როგორც საქალო ჩაცმულობის ფორმა საქართველოს გარდა დასტურდება: ანატოლიაში, აზერბაიჯანში, უდმურტებში, ჩუვაშეთში, სომხეთში, ბულგარეთში, სერბეთსა და ხორვატებში.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005, . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. მსმკი, 1966.
..

ზუმბა//ზუმპა - ლითონის წვრილი ჯოხი ან კომბინირებული (ხე, ლითონი), რომლითაც წმენდნენ თოფის ლულას შიგნიდან, ზედ დახვეული ნაჭრით. იხმარებოდა თოფის გასატენადაც. თოფის განვითარების პარალელურად წარმოიქმნა ზუმბის საჭიროება და ხმარებაში შემოდის XVI საუკუნიდან.

ზუპუნა - მოკლე ახალუხი, მამაკაცის სამოსელის კომპლექტის („ჩაქურა“) ერთ-ერთი ელემენტი. კერავდნენ აბრეშუმის, ჩითის, ბამბის და მაუდის ქსოვილებისაგან. ზოგჯერ გულისპირი და ზურგი განსხვავებული ქსოვილისა იყო. ასარჩულებდნენ ნარმით.

ზუპუნა ტანზე მჭიდროდ იყო მორგებული. გულისპირზე ეკერა ორი ზედნადები პატარა ჯიბე. ჰქონდა მაღალი, დამდგარი საყელო და ვიწრო და სწორად მიკერებული სახელოები. წინ მთლიანად ჩახსნილი ღილკილოებით ან დუგმებით იკვრებოდა. კალთა-სახელოთა და საყელოს ნაპირები ყაითანშემოვლებული და ზოგჯერ სირმითაც გალამაზებული. სიცივეში დაბამბულ-დალიანდაგებული ზუპუნებიც სცმიათ.

ლიტ.: . ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX საუკუნისა სსმმ, .XIXA 1957; . ბარათაშვილი, მასალები XIX . ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის, I. 1966
. .

ზურგი - საზომი. გამოიყენებოდა თივის, სელის, ფეტვის, კანაფისა და ღვინის საზომად. იგი ისეთი სიმძიმის ტვირთი იყო, რომლის მოკიდებაც შეეძლო ერთ ადამიანს, ამდენად, მისი სიდიდე დამოკიდებული იყო ადამიანის ფიზიკურ მონაცემებზე. ზურგის შესახებ ცნობები მოიპოვება XV-XVIII სს-ის ისტორიულ საბუთებში. XIX ს-ში დაფიქსირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაშიც.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.

..

ზურმუხტი - მუქი ლურჯი ფერის მინერალი. რადგან ბერძნულად მას „სამარგდო“ ჰქვია, ძველ ქართულშიც მის ერთ-ერთ სინონიმად სამარაგდონია დამკვიდრებული. ზურმუხტის საბადოები საქართველოში არაა და იგი იმპორტული წარმოების საგანი იყო, რაც განსაკუთრებით ზრდიდა მის ფასს. ანტიკური მცხეთის მასალებში ბევრია ზურმუხტით შემკული სამკაულები. თამარ მეფის ტახტზე აყვანის ცერემონიალისას, მეფე გიორგიმ, „დაადგა გვირგვინი ოქროსა თავსა მისსა ოქროსა მის ოფაზისა აღმკული იაკინთითა, ზმირითა და სამარაგდითა მიერ“. ზურმუხტი თავისი ულამაზესი ფერის გამო არაერთხელ ქცეულა პოეტური მჭერმეტყველების საგნად. იგი ნაცნობი და საყვარელი ფერი იყო ქართველთათვის.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965 ..

ზურნა - ჩასაბერი საკრავია კონუსური ფორმისა, ამზადებდნენ ჭერმის ხისაგან. სიგრძით 32-38სმია. ზედა მხარეს 7 თვალი აქვს, ქვედა მხარეს ზედა პირველი თვალის ოდნავ ქვემოთ - ერთი. ზედა მხარეზე, სადაც გაგანიერება იწყება, პატარა წვრილი ნახვრეტია. საკრავი ინკრუსტირებულია მინანქრითა და ლითონის ან ვერცხლის რგოლებით. ზედა ბოლოში ჩასმულია ხის მილაკი, რომლის ბოლო აღწევს მესამე ნახვრეტამდე. ჩაბერვის ადგილას კეთდება თითბრის ღერი. მასზე მაგრდება მრგვალი ან ოვალური ფირფიტა (ძვლის, სადაფის ან ლითონოს), რომელსაც აყრდნობს შემსრულებელი ბაგეებს. ზურნის ლერწამი დუდუკისნაირია, მაგრამ უფრო მოკლე (20მმ სიგრძის).

0x01 graphic

ზურნის ბგერათა რიგი დიატონურია, დიაპაზონი - ერთნახევარი ოქტავა. ზურნის ბგერა არის მკაფიო, გამჭოლი, ჭყვიტინა. ზურნაზე დაკვრა ფიზიკურ დაძაბვას, სუნთქვის რეგულირების ფლობას მოითხოვს. შემსრულებელმა დიდხანს უნდა გააგრძელოს ბგერა. ესაა მეზურნის საშემსრულებლო მანერის თავისებურება.

ზურნა, როგორც წესი, საანსამბლო საკრავია, დუდუკის მსგავსად, დუეტში, ერთი მეზურნე (პირველი) - უსტა (ოსტატი) ასრულებს მელოდიას, მეორე - დამქაში - უბანებს გაბმული ბგერით ძირითადი ტონის (ან რომელიმე სხვა საყრდენ) ბგერაზე. დუეტი ზოგჯერ რიტმული ინსტრუმენტებით (დოლი, დაირა) არის შევსებული.

ზურნა პოპულარული საკრავია სომხეთსა და განსაკუთრებით აზერბაიჯანში. იგი ადრე გამოიყენებოდა სამხედრო, სალაშქრო საკრავად. შეუცვლელია სახალხო თამაშობებზე, შეჯიბრებებზე, დოღში, მამლებისა და ყოჩების ჩხუბში და, რაც მთავარია, ქორწილში, სომხებში - დასაფლავებაზეც.

ზურნა XVII-XVIII ს-დან გავრცელდა თბილისში. მოგვიანებით გავრცელდა თბილისის მიმდებარე სოფლებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არაქართული მოსახლეობა იყო.

.
.

ზუფანი - სატყორცნ-საძგერებელი იარაღი. საბას განმარტებით ზუფანი სასროლი მოკლე შუბია,წყრთეული შუბი, ხოლო ლახვრის ქვეშ განმარტებული აქვს - „ზუფანი არს ლახვარი მსგავსი გეონისა, ბუნწყრთეული შორით სასროლი, რომელ არს ლიბანდაკი“. შაჰნამეში ზაალზის ტყორცნის ძალის გამოსაცდელად ნათქვამია: „ოთხი ფარი დაარჩივეს, იქ დაუდგეს ზაალს წინა, მან ზუფინი შემოტყორცა, ყუელას შიგან გაირბინა, მიწაშიგა დაიკარგა, ეძებს, არსად არ აჩინა“. ამ სტრიქონებიდან ცხადად ჩანს, რომ ზუფანი შუბივით საძგერებელი იარაღი კი არ ყოფილა არამედ სატყორცნი, რომელსაც დიდი განმკვეთელობის ძალა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ზუფანი ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში არ გვხვდება, გარდა შაჰნამესა და სულხან-საბას ლექსიკონისა. ამ ტერმინის სპარსული ფორმა ჟუფინია, რაც შუბს ნიშნავს, ხოლო ქართული ზუფანი სატყორცნიც არის და საძგერებელიც. ზუფანი ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში არ ფიქსირდება, ამიტომ სავარაუდოა, რომ „ზუფანი“ იარაღის უცხო სახელი იყო და საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და საჭურველის ისტორიისათვისაც მოგვიანებით და, ამასთანავე, ხანმოკლე დროით გამოჩენილიყო.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, . III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I, 1991.
. .

ზუჩი - საომარი თავსაბურავი, იგივე მუზარადი. (იხ.მუზარადი)

ზღავი//ზღვე - სიპის ბრტყელი, დიდი ქვებით მოკირწყლული გომურის//ბოსლის იატაკი. ერთმანეთზე კარგად მიჯრილი და მკვიდრად მორგებული. ამავე მიზნით გამოიყენება სქელი ფიცრები და მასაც „ზღვე“ ეწოდება.

0x01 graphic

. .

ზღუდე - დასაცავად შემოვლებული გალავანი, მტკიცე კედელი, რომელიც იცავდა რაიმე მნიშვნელოვან ობიექტს.

ზღურბლი - შესასვლელი კარის ქვედა ნაწილი. ზღურბლზე მდგარი ადამიანი არც შიგაა და არც გარეთ, იგი თავისებური საკრალური ადგილია. ხალხის რწმენით, სახლში მოსულ ადამიანთან მისალმება და ხელის ჩამორთმევა უნდა მოხდეს ზღურბლის გადმოლახვის შემდგომ. მასზე გადაბიჯება მიპატიჟების გარეშე არ შეიძლება.

ლიტ.: ქელ. 2009.

12

▲ზევით დაბრუნება


თაბახი - ტაბაკი, თეფში, ლანგარი, გობის მსგავსი ხის ჭურჭელი. ხვეწდნენ წიფლის, ლეკისა და თელის ხისგან.

0x01 graphic

ლიტ.: . გასიტაშვილი, თაბახი, ქსე, . IV, 1976.
. .

თაბუნი - ხელოსანთა ჯგუფი, ამხანაგობა, იგივე ამქარი.

თაგვისარა - ერთგვარი ეკლიანი მცენარე, რომელსაც მჭიდროდ შეჰკონიან და იყენებენ ქვევრის სახეხად. დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსათვის.

თავანი (გურ. აჭარ. იმერ. კახ.) - არე სახლის ჭერსა და სახურავს შორის. სხვენი, ქორედი. ზამთარში ინახავენ სხვადასხვა სანოვაგეს, გამოიყენებდნენ დასაწოლადაც.

. .

თავლა - საკარმიდამოში სამეურნეო ტიპის ნაგებობა, რომელიც ძირითადად ასოცირდება ცხენის, ვირის, ჯორის სამწყვდევთან. როგორც ცალკე ნაგებობა თავად-აზნაურთა და შეძლებულ გლეხთა ფენას გააჩნდა. ასევე გამოიყენებოდა თივისა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღების შესანახად. გომთან და ბოსელთან შედარებით, თავლა უფრო სუფთად დაცული სადგომს წარმოადგენდა.

თავლაშვარი (თბ) - ხარაზის ხელსაწყო, გასალესი ქვა.

თავრიელი - საქონლის (ძროხის, ხარის) თავის ტყავი, რომელსაც საქალამნედ გამოიყენებდნენ.

თავსაბურავი ქალისა - საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახულია ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თავსაბურავი. ამათგან ყურადღებას იქცევს კომპლექსი „თავხურა“, რომელიც ქართველი ქალის ეროვნული ჩაცმულობის - ქართული კაბის აუცილებელი ელემენტია და თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ამ კომპლექსში შედიოდა ჩიხტიკოპი, თავსაკრავი, ლეჩაქი. ბაღდადი, შუბლის ქინძისთავები და სხვ.

0x01 graphic

ქალის ამ საერთო ქართულ თავსაბურავთან ერთად იყო ადგილობრივი თავსაბურავები: ხილაბანდი, ფშაური ჩიქილა, ხელსახოცი, თავჩითა, ხევსურული სათაურა და მანდილი ასევე თუშური კუჭურა, შუბლსაკრავი, კოპენა, ჩიქილა, აჭარული თეფელუღი და სხვ. ხილაბანდი - ბამბის თეთრი ქსოვილის სამკუთხა თავსაფარია, თავზე წასაკრავი. მასთან ერთად (შეწყვილებულად) იხმარებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილის ოთხკუთხა მოსახვევი, რომელსაც მოსამყუროებულად, ანუ უბეურად მოკეცილს იხვევდნენ ხილაბანდის ზემოდან.

ლეჩაქი - თხელი გამჭვირვალე ქსოვილისაგან (ტიული, მარმაში) დამზადებული სამკუთხა თავსაფარია. კიდეებზე მაქმანი აქვს შემოკერებული. მოქარგული ან დაბასმული (ბასმით ანუ თეთრი წებოთი მოხატული). ეს სახელწოდება გავრცელებულია კავკასიისა და შუა აზიის ხალხებში. ლეჩაქს ძველ ქართულად ჰქვია „ჩიქილა“, „კუბასტი“, „მაკინაკი“, „მაკნანი“.

ჩიხტიკოპი - ეს თავსაბურავი ორი ნაწილისაგან შედგება: ჩიხტისა და კოპისაგან. ჩიხტი არის თავზე დასადები მუყაოს ან ხის ბრტყელი რკალი თხემისკენ დაქანებული, რომელზეც გადაკრულია შუბლსაკრავი, ანუ თავსაკრავი. თავსაკრავი ფარჩის ან ხავერდის სხვადასხვა ფერის ქსოვილის ვიწრო ოთხკუთხა ზოლია, მოქარგული ან შემკული შუბლის ქინძისთავით, ზოგჯერ მძივებით. კოპი არის ბოლოებწაწვეტებული, ბამბით გამოტენილი ფერადი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ნახევარრკალი. მას დებენ ჩიხტის შიგნით, რათა ზედ ქინძისთავებით ლეჩაქი დაამაგრონ.

ბაღდადი - სახიანი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ოთხკუთხა მანდილია, რომელსაც ჩიხტიკოპისა და ლეჩაქის ზევით იხვევენ.

მანდილი - შავი სატინის ან ქიშმირის გრძელტოტებიანი სამყურა მოსახვევია. მას თუშები იმაგრებენ კუჭურას ზევით. კუჭურა მიტკლისგან იკერება. ის ჩიხტისმაგვარია, მაგრამ მიკერებული აქვს თავზე მისამაგრებელი სალტეები. კუჭურა გატენილია ბამბით ან მატყლით და შემოვლებული აქვს ქინძისთავის დასაბნევი გრეხილი. თუშები მანდილის ზევიდან იხვევენ გრძელ, ოთხკუთხა, ორფა შავი ქსოვილის ზოლს. არის ხევსურული მანდილიც. იგი სათაურასთან ერთად იხმარება.

სათაურა - ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილია. ესაა გასათხოვარი ქალის თავსადები - ნახევარრკალის მოყვანილობის, მაღალი წინდაცერებული და მდიდრულად ნაქარგი. გათხოვილი ხევსური ქალი მას უმატებდა ხევსურულ მანდილს. ეს მანდილი შინნაქსოვი შალისგან - ტოლისაგანაა დამზადებული. ოთხკუთხაა, ცალ მხარეს აქვს ფოჩი, მისი ბოლოები მოქარგულია.

თავჩითა - ფშაველი ქალის სამკუთხა თავსაკრავია. მის ზემოდან იხვევენ ქიშმირის ოთხკუთხა და ირგვლივ ფოჩებშემოვლებულ სახიან ხელსახოცს.

ჩიქილა - (ლეჩაქი) ფშაური თავსაბურავის შემადგენელი ნაწილია. იგი აბრეშუმის გრძელი სამყურა თავშალია. შეკერილია ორი ნაჭრისაგან. ზემოდან დაუყვება ფერადი აბრეშუმის ზოლები - სრელები. ირგვლივ შემოკარებული აქვს ფესვი - ფოჩი. ჩიქილის ზემოდან იხვევენ ოთხკუთხა, შუაზე გაკეცილ და რამდენჯერმე გადახვეულ მოსახვევს. დასავლეთ საქართველოში ტრადიციული თავსაბურავისაგან გამოირჩევა რაჭველი ქალის თავსაბურავი. ის მხოლოდ მთის რაჭის სამ სოფელშია (ღები, ჭიორა, გლოლა) გავრცელებული.ამ თავსაბურავის ნაწილია ჩიქილა - თეთრი მიტკლის სამყურა თავსაფარი, რომელსაც ორი ტოტი მიკერებული აქვს. ჩიქილის შუა ნაწილის ქვედა მხარეს შემოკერებულია აბრეშუმის ძაფის ფოჩებგამობმული ჩიმჩიყი - ბადე. ჩიქილას ზემოდან ეხვევა რამდენჯერმე გადახვეული ოთხკუთხა, ფოჩებშემოვლებული ქსოვილი - თავსაუკო-ნი, ხოლო მეჩხერ თმას აერთებს კოპენების გასაკეთებელი გრძელი ხელსახოცი.

0x01 graphic

თავსაბურავი
რაჭული

..

თავსაბური - ზოგადი სახელი ქალთა და კაცთა თავდასახურთა. ძველად თავსაბური თავდასაცავი საშუალებაც იყო. იგი მიანიშნებდა ადამიანის მდგომარეობასა და წარმომავლობაზეც. თავსაბური ადამიანის ღირსების მანიშნებელიც იყო და უიმისოდ სიარული სირცხვილადაც ითვლებოდა.

0x01 graphic

თავსაბურავი
ფეოდალური

. .

თავსაია - თავდაუბურავი ქალი, ე.ი. მანდილმოუხვეველი, უბაღდადო, მხოლოდ ჩიხტიკოპისა და ლეჩაქის ამარა. ამ წესის გამოყენება მხოლოდ ახალ პატარძლებს შეეძლოთ.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.
..

თავსაკრავი - ჩიხტას წინა მხარეზე გადასაკრავი დაქარგული ნაჭერი. მასალად გამოყენებულია ხავერდი ან სხვა ძვირფასი ქსოვილი (შავი, თეთრი, შვინდისფერი, ლურჯი და სხვა). პატარძლები თეთრ თავსაკრავებს ხმარობდნენ, მოხუცები და ქვრივები - სადასა და შავს, ხოლო შუახნის ქალები კი ნაქარგით დამშვენებულ თავსაკრავებს. ჩიხტაზე ბოლომდე არმისული სიგრძის ვიწრო ნაჭერს ნაპირები გადაკეცილი უნდა ჰქონოდა. ჩიხტაზე მას უბრალო ქინძისთავებით ამაგრებდნენ. გაფორმების მხრივ არჩევდნენ ორგვარ თავსაკრავებს: 1. ნაკერი, ანუ მოქარგული და 2. სადა, ანუ „საია“. თავსაკრავის მოსაქარგად გამოიყენებდნენ როგორც ოქრომკედს, ასევე ფერად ძაფებსაც. მოწონებით სარგებლობდა ოქრომკედით ნაკერები. ქარგულში ჩართული იყო სხვადასხვა ზომისა და ხარისხის მძივები თუ ოქროსფერი ლითონის პატარა ფირფიტები - „კილიტები“, რომელთა დასამაგრებლად მოიხმარდნენ ოქროვან ძაფს. მოქარგვის სახეები იყო ტოტიანი, ვარდიანი, ბროწეული, ჯაჭვი და სხვა.

0x01 graphic

გაფორმების მხრივ ასხვავებდნენ: ოქრომკედით ნაკერს, მძივის თავსაკრავს, კილიტიანსა და მარგალიტიანს. ეს უკანასკნელი დიდი მოწონებით სარგებლობდა. სადა ხავერდის თავსაკრავებზე მარგალიტის ან ფირუზის თვლიანი ქინძისთავები ეკეთათ. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში გავრცელდა ალმასის თვლებით შემკული ბაღჩის ტიპის ოქროს ქინძისთავები - „ჯიღა“. ლეჩაქთან ერთად, მოქარგულ თავსაკრავებსაც, პროფესიონალი ოსტატები ამზადებდნენ.

. .

თავსაფარი - ქალის ყოველდღიურად მოსახმარი სამკუთხა ნაჭერი. სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული. იცოდნენ თავსაფრის მოხვევის რამდენიმე ხერხი. სამგლოვიაროდ იხმარებოდა შავი თავსაფარი, რომელიც ზოგჯერ მთლიანად ფარავდა სახეს.

..

თავშალიიაზმა- გათხოვილი ქალის თავსაბურავი, ძირითადად შეძლებულები ატარებდნენ. მესხეთ-ჯავახეთში ქმრიანი ქალები მუქწითელსა და მწვანეს აძლევდნენ უპირატესობას, მოხუცებიც კი თალხი ფერის სქელ თავშლებს ხმარობდნენ. ხმარებაში იყო ნაზი მატყლის ნაქსოვი თავშლებიც, რომელთაც ზამთარში იყენებდნენ. საზაფხულოდ ფერადი მარმაშის თავსაფრები მოსწონდათ. განსაკუთრებით მაჰმადიანგოგონებს.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005, . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მსმკი, 1966.
.

თავხე - მთავარი კოჭი სახლის გადახურვისას, რომელზედაც მიემაგრება დანარჩენი სახურავი კოჭები (იხ.გოგა).

თაზანა - თაზისა და ჩონგურის დასაკვრელი ხის წკირი.

თათი -აქ: კაცისა და ქალის ნაქსოვი ფეხსამოსი აღმ. საქ. მთიანეთში. მასალად გამოიყენებდნენ შალის ძაფს. თათების ძირითადი ნაწილის მოსაქსოვად იყენებდნენ სისვისა და კრაველის ძაფს, მატყლის სიმცირის დროს კვირტსაც (იხ.), დასველებულ თათს კალაპოტზე გადაჭიმავდნენ და ძირად ტყავს გამოაკერებდნენ. ნაზი ნაქარგობით, ლამაზი ორნამენტაციითა და გამძლეობითაც გამორჩეული თუშური ჩითებისაგან განსხვავებით, ხევსურული თათები ორგვარი ფორმისა ყოფილა - მაღალი და დაბალყელიანი. ქსოვას იწყებდნენ წვერიდან უმეტესად ხვეული ქსოვით („დაშატვა“), რომლითაც გამოჰყავდათ სხვადასხვა სახე. ორმაგი ნაქსოვი ორნამენტის გამოყვანის საშუალებაც იყო და სითბოს კარგად დამჭერიც. ამგვარი წესით იქსოვებოდა თათების გამოსაჩენი ადგილები: ზურგი და ყელი. თათების დანარჩენი ნაწილები ძირი და კოჭი (ქუსლი) ცალპირი ქსოვით სრულდებოდა. წვერი და ქუსლი, შიბის დაკერვის წესით, აბრეშუმის ფერადი ძაფით დაიქარგებოდა. ნაქარგს მძივ-ღილებითაც დაამშვენებდნენ, სირმასაც იხმარდნენ. საკაცო თათები უფრო შიბიანია, საქალო კი ნაცვალ-ნაშატებიანი. კვირტისგან მოქსოვილ ჭრელ თათებს ქალამანში იცვამენ. თათების ყელზე ჭრელი ზონარი - „შილიფანია“ შემოკერებული და ხშირად გრეხილი ბაწარიცაა გამობმული შესაკვრელად.

0x01 graphic

ლიტ.: . ბოჭორიძე, თუშეთი, 1993.
. .

თათი ამოკერებულ-გამოკერებული - ხევსური კაცისა და ქალის ნაქსოვი ფეხსამოსი. მასალად გამოიყენებდნენ შალის ძაფს. თათების ძირითადი ნაწილის მოსაქსოვად იყენებდნენ სისვისა და კრაველის ძაფს, მატყლის სიმცირის დროს კვირტსაც (იხ.) დასველებულ თათს კალაპოტზე გადაჭიმავდნენ და ძირად ტყავს გამოაკერებდნენ. ნაზი ნაქარგობით, ლამაზი ორნამენტაციითა და გამძლეობითაც გამორჩეული თუშური ჩითებისაგან განსხვავებით, ხევსურული თათები ორგვარი ფორმისა ყოფილა - მაღალი და დაბალყელიანი. ქსოვას იწყებდნენ წვერიდან, უმეტესად ხვეული ქსოვით („დაშატვა“), რომლითაც გამოჰყავდათ სხვადასხვა სახე. ორმაგი ნაქსოვი ორნამენტის გამოყვანის საშუალებაც იყო და სითბოს კარგად დამჭერიც. ამგვარი წესით იქსოვებოდა თათების გამოსაჩენი ადგილები: ზურგი და ყელი. თათების დანარჩენი ნაწილები ძირი და კოჭი (ქუსლი) ცალპირი ქსოვით სრულდებოდა. წვერი და ქუსლი, შიბის დაკერვის წესით, აბრეშუმის ფერადი ძაფით დაიქარგებოდა. ნაქარგს მძივ-ღილებითაც დაამშვენებდნენ, სირმასაც იხმარდნენ. საკაცო თათები უფრო შიბიანია, საქალო კი ნაცვალ-ნაშატებიანი. კვირტისგან მოქსოვილ ჭრელ თათებს ქალამანში იცვამენ. თათების ყელზე ჭრელი ზონარი - „შილიფანია“ შემოკერებული და ხშირად გრეხილი ბაწარიცაა გამობმული შესაკვრელად.

ლიტ.: . ბოჭორიძე, თუშეთი,1993.
. .

თათმანი - აქ. უთითებო ხელთათმანი, რომელსაც იყენებდნენ მუშაობისას.(იხ. ხელთათმანი)

თალაბულუხის სარტყელი - კაცისა და ქალის წელსარტყამი აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. მასალად გამოიყენებოდა ფაბრიკული აბრეშუმის ქსოვილები. სარტყელი სამკუთხა ფორმისაა. საქართველოში აჭარის გარდა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში გვხვდება, რომელსაც ქალები და მამაკაცები დაქორწინების შემდეგ ატარებდნენ. მსგავსი სარტყელები გავრცელებული იყო ანატოლიაში.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათ. 2005.

თალათინი - 1. ძვირფასი ტყავი, რბილი და მოქნილი, „ნატა“. 2. ტყავის თასმა სამართებლისა და მისთ. პირის ასაწყობად.

ლიტ.: ქეგლ, . IV, 1955.
..

თალხი - იგივეა რაც ქარსი (იხ.). საბას განმარტებით, „თალხი ქვა რაიმე არს ჭიქასავით“, რომელსაც იყენებდნენ სარკმელთა და სანათურთა მინის ნაცვლად“.

თამადა//ტოლუმბაში - ქართული სუფრის თავი და წარმმართველი. ფორმით, შინაარსითა და დანიშნულებით ამ ინსტიტუტის გამოკვეთილ პერსონაჟს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. თამადას ევალება სადღეგრძელოების თქმა და პურობის წესის თანმიმდევრული დაცვა. მასზეა დამოკიდებული ოჯახის, გვარისა და საერთოდ, ესთეტიკურ ღირებულებათა წარმოჩენა, გარდაცვლილთა მოგონება, დამსწრეთა დაფასება და პატივისცემა. თამადა თავად უნდა იყოს ინტელექტუალური, ავტორიტეტული, ღვინის სმისას გამძლე.

0x01 graphic

ტერმინები „თამადა“ და „ტოლუმბაში“ არაქართულია და მხოლოდ XIX საუკუნეში შემოსულა ჩვენში. სამაგიეროდ არსებობს ამ ინსტიტუტის მოთავის ძველი ქართული სახელწოდებანი: „პურის უფალი“, „წინამძღოლი“, „მზრალი“, „მემზირი“, „მხნის თავი“, „დუდ მახვენჯი“, „ტაბგვა თხვიმი“. ამ სახელწოდებათა ქვეშ მოაზრებული ადამიანები უძველესიდანვე ახორციელებდნენ ყველა სარიტუალო, საოჯახო თუ საზოგადოებრივი სუფრის გაძღოლას და პურ-მარილს აზიარებდნენ მრევლს. სადღეგრძელოების სისტემას ასევე საფუძველს უდებდნენ წინაქრისტიანული კულტის მსახურნი (ხევისბერი, დეკანოზი, ხელოსანი, ქორა მახვში), რომლებიც წარმოთქვამდნენ სადიდებელ ტექსტებს, რაც დროთა განმავლობაში სადღეგრძელოთა ფორმებს აყალიბებდა. ამიტომაა, რომ დღესაც სადღეგრძელოთა დიდი ნაწილი სემანტიკური ნიშნითაა დატვირთული. სადღეგრძელო სიტყვასთან ერთად, სასმლის მიღების სიმბოლურ აზრსაც შეიცავს. სადღეგრძელო ჟანრობრივად მაგიური სიტყვების სპეციფიკური, განვითარებული ფორმაა, რომელიც რელიგიური რიტუალიდან იღებს სათავეს და რომელსაც უძველესი ტრადიცია გააჩნია. ქართული სუფრა თავისი თამადით არაერთი მკვლევარისა და მოგზაურის ყურადღების საგანი გამხდარა. ამ მხრივ, სანიმუშოდ შეიძლება დასახელდეს XVII ს. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც თბილისში დაესწრო ქართლის მეფისწულის ქორწილს და თავისი თვალით იხილა ქართული სუფრის სისტემური ხასიათი და საკვირველი წესრიგი. შარდენის თქმით, „სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვიდრე ყველა ის ასორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო“. ბუნებრივია დავასკვნათ, რომ წესრიგიანობით გამორჩეული ასეთი თავშეყრა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაივლიდა „ხელმძღვანელის“, „წინამძღოლის“, „პურის უფლისა“, თუ „მზრალის“ გარეშე. თამადის კულტი დღემდე შემორჩა ქართულ სუფრას და ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების სუფრა არ ჩაივლის მის გარეშე.

ლიტ.: . ბანძელაძე, სადღეგრძელო, 1991. . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა, 2007 .
. .

თანგირა - 1. უყურო მოზრდილი სპილენძის ქვაბი, არასანიადაგოდ სახმარი, „ზედადგარზე დაიდგმის“. 2. წყალგაყვანილობაში ერთგვარი წყლის გამანაწილებელი თიხის ჭურჭელი, რომელსაც აქვს ორი ან სამი მილი. ნაკადის სხვადასხვა მხარეს წასაყვანად

. .

თარაზო - სიზუსტის იარაღი მშენებლობაში. თარაზოს შიგნით ჩასმული აქვს ორი პატარა სინჯარა ჩვეულებრივი წყლით სავსე, რომელთაგან ერთი აზუსტებს ჰორიზონტალურ სისწორეს, ხოლო მეორე პარალელურს.

..

თარგი - აქ: ხის ჩუქურთმების გამოსაყვანი შაბლონი. ხის მოხელეს ჰქონდა ქაღალდის ან ხის თარგი აივნის ფარდების დასაჭრელებლად, კოვზის, როდინის, ქაფქირისა და ა.შ. დასამზადებლად.

. .

თარი - აღმოსავლური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. საკრავის კორპუსი რვიანის ფორმისაა. მზადდება თუთის ხისაგან, პატარა ზომის თარები მთლიანი ხისაგან, დიდი ზომისა - ორი ცალკეული ნაწილისაგან. ზედა მხარეს გადაკრულია მემბრანა (ბუშტი ან თევზის ტყავი). ყელზე აქვს 11-დან 26-მდე საქცევი, ნაწლავის სიმების მასალისა. თავი ვიწრო კოლოფია, რომელშიც სიმების დამჭერი ხის მოქლონებია ჩასმული.

0x01 graphic

ხშირად კორპუსი, ყელი და თავი სადაფითა და ძვლით არის ინკრუსტირებული. სიმები ლითონისა და თითბრისაა, რაოდენობა - 5-დან 14-მდე.

თანამედროვე თარი 5-6-სიმიანია. იყოფა ორ ჯგუფად: ძირითად და დამატებითად. დაკვრის დროს საკრავი შემსრულებელს უდევს მუხლებზე, მიბჯენილი გულთან და ბგერის ვიბრირების მიზნით დროდადრო არხევს. ბგერა აქვს ძლიერი, დიდი საშემსრულებლო შესაძლებლობანი: რთული მელოდიები, ჩქარი, მაღალი მელოდია, დაბალ რეგისტრში ტემბრი რბილი და ხავერდოვანია.

თარი არის სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი. განსაკუთრებით ხალხურ პროფესიულ ანსამბლში - საზანდარში. საზანდარის ძირითადი რეპერტუარი იყო ციკლური ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები - მუღამები, რომელშიც თარს და სოლისტ-მომღერალს გადამწყვეტი როლი აქვს. თუ ანსამბლში ხემიანი საკრავი ქემანჩაც შედის, უკრავენ უნისონში, წამყვანი არის მეთარე. საზანდრები ასრულებენ აგრეთვე ტესნიფებს (სიმღერები ინსტრუმენტული თანხლებით, სატრფიალო შინაარსის პოეტურ ტექსტებზე), საცეკვაოებს.

აზერბაიჯანში თარი სიმფონიურ ორკესტრშიც მონაწილეობს (უ. ჰაჯიბეკოვის ოპერაში „ქორ-ოღლი“), დაიწერა კონცერტი თარისა და ორკესტრისათვის (გ. ხანმამედოვი). თარი ფართოდ გავრცელებული საკრავია ირანში, აზერბაიჯანში., სომხეთში, დაღესტანში, ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი).

საქართველოში თარი შემოდის XVIII ს-დან, აღმოსავლურ ინსტრუმენტულ ანსამბლ საზანდართან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ (თათრები) მოსახლეობაში.

ლიტ.: . არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925.
. .

თარო - ჭურჭლის დასაწყობი სათავსი. თარო კედელთან მიდგმულია და დამაგრებული ან ჩამოკიდებული. სხვადასხვა ნივთთა დასაწყობ-შესანახად. ხევსურეთში თარო - „ისკორტა“ კერის თავზე იყო ჩამოკიდებული და მასზე მამაკაცის კუთვნილ ნივთებს აწყობდნენ. თუშეთში თარო სადიაცო მეხზე იყო დაშენებული, ისე, რომ მისი სასხდომად გამოყენებაც შეიძლებოდა. ზოგიერთ სადიაცო მეხს თავსა და ბოლოში კროჭი - საწვრილმანო მცირე ყუთი უკეთდებოდა. ქართლში „მარიაშალობას“ თაროს ანგელოზისათვის ფრინველის დაკვლა სცოდნიათ. წესად იყო თონეში გამომცხვარი პირველი პურის თაროზე დადება ანგელოზისათვის, რომელიც მლოცველს მეორე დღეს უნდა შეეჭამა.

. .

თარფი - 1. მოწნული ლანგარი, თაბახი, რომელსაც დღესსწაულის დროს ხილით გავსებულს დადგამენ მაგიდაზე. 2. მოწნული ლასტი თევზთა საჭერად.

თარჯი - ნიშანი, რომელსაც ხის მჭრელები დაადებენ ტყეში შეგულებულ ხეს, როგორც თავის საკუთარს (იხ. ნიშანი).

..

თას-განძი - საკულტო, სახატო ჭურჭლის ერთობლივი სახელწოდება. იგი ებარა ხევისბერს// მეგანძურს, ადამიანს, რომელსაც თემი ირჩევდა. იგი საიდუმლოდ ინახავდა განძის სამყოფელს და გამოჰქონდა მხოლოდ დღესასწაულის დროს სათანადო რიტუალების შესასრულებლად.

ლიტ: ქელ. 2009.

თასი -

0x01 graphic

0x01 graphic

ფიალა. არის დაბალქუსლიანიც და უქუსლოც. იგი აუცილებელი სარიტუალო ჭურჭელია საქართველოს მთიანეთის ხატ-სალოცავებისა. ამ წმინდა სასმისით ხატის ყმები წმინდა სასმელს ეზიარებიან. იგი ითვლება სალოცავის სიმბოლოდ. ასეთი თასის ყველაზე ძვირფასი სარიტუალო ჭურჭელია სახუცო კოჭობი (იხ.). წესად იყო მიღებული ხატებისათვის თასების შეწირვის ჩვეულება.

0x01 graphic

ლიტ.: ქელ. 2009.

თასმა - ტყავის თხლად აჭრილი ნაწილი. გამოიყენება ქალამნების შესაკერად და საერთოდ, ყველა საჭირო სათასმე საქმეში.

თაფლ-ხავიწი - ერთგვარი საჭმელი. ესაა ორი წილი წყალი, ერთი წილი თაფლი და ერთი წილი ფქვილი. წარმოიქმნება თხელი მასა, რომელსაც გამოაცხობენ და მიირთმევენ.

. .

თაღარი - 1. ტყავის დასალბობი ჭურჭელი. მუცელზე გადაჭრილ ქვევრს ჰგავს. თაღარი მზადდებოდა: ხის, თიხის, ქვისა და ცემენტისაგან. ამათგან უფრო გავრცელებული იყო თიხის თაღარი. მასში დაბღები აწყობდნენ ტყავს დაასამუშავებლად ან შიგ აყენებდნენ სხვადასხვა საღებავს. თაღრებს ჭონებიც ხმარობდნენ. იხ. დოლური) 2. მარცვლეულის საწყაო, დიდი ზომის პირფართე თიხის ჭურჭელი. საქართველოში დამკვიდრდა ირანიდან, სიტყვა „თაღარი“ პირველად გვხვდება XIII ს-ის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნ „წიგნი სააქიმოი“-ში. როგორც საზომისაწყაო ირანში, თაღარის წონა განსაზღვრული იყო 100 თავრიზული მანით (მანი=812გ.), რაც შეესაბამება 83,2 კგ-ს. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, თაღარი 30 ლიტრას უდრიდა. XIX ს-ში თბილისის მაზრაში თაღარი შეადგენდა 3 კოდს, ე.ი. 30 ლიტრას. კოდის ზრდის გათვალისწინებით, თაღარის ტევადობა XVIII-XIX სს-ში საშუალოდ 90-100 კგ.-ით განისაზღვრებოდა. 3. საწნახლიდან გადმოსული ტკბილის მოსაკავებელი თიხის ან ქვის ჭურჭელი (იხ. ისარნა).

0x01 graphic

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა. . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის
ისტორიიდან
. 1973.
.. ..

თახახა//თახთახა - თხელი ლავაში. თონეში გამომცხვარს გაახმობდნენ, და მერე წვენში „ჩააბუჟბუჟებდნენ“. ჩვილ ბავშვებსა და ავადმყოფებს აჭმევდნენ. მსუბუქი და ადვილი მოსანელებელია.

ლიტ.: სტ. მენთეთაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

თახჩა - კედელში დატანებული ნიში, რომელიც XVII საუკუნიდან მკვიდრდება ქართულში. ანა ქსნის ერისთავის მზითვის წიგნში ნახსენებია ფარდები თახჩისათვის, ანუ „თახჩაფუხები“. თახჩა-ნიშები საცხოვრებელი სახლის კედლებში იყო დატანებული, რელიგიური დანიშნულების თახჩაში ინახებოდა ხატები. XIX ს. დიდკარიან თახჩას განჯინასაც უწოდებდნენ. მეცნიერნი და მწიგნობარნი ნიშ-თახჩებში ინახავდნენ თავიანთ სამუშაო ნივთებს, ამ მხრივ საილუსტარციო მასალას წარმოადგენს XII საუკუნის ჯრუჭის ოთხთავში დაფიქსირებული მარკოზს მახარებლის კარადა, რომლიც სამწერლო ნივთების შესანახ თახჩა-ნიშს წარმოადგენს.

ლიტ.: . ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
. .

თეგი - რკინის საჭრელი იარაღი, სატეხის მსგავსია.

თეე - საპატიო პირთა საწოლი ძველ საქართველოში.

თერცხანე - ნავსაშენი და ნავსადგომი ლაზეთში, რომელიც გაშენებულია ზღვის წყნარ ნაპირზე.

თეფში - საერთო სახელია სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სამზარეულო ჭურჭლისა. ეთნოგრაფიულ ყოფაში ყურადღებას იქცევსLლითონის თეფში,რომელიც იკვერებოდა როგორც სპილენძის, ასევე თითბერისაგან. სპილენძის თეფშებია: ღრმა, ფრიალა, ქუსლიანი, უქუსლო, გადაშლილპირიანი, პირმოხვეული, ფარფლიანი, უფარფლო, სახურავიანი ან უსახურავო. თეფშები ძირითადად სპილენძის ერთი ფირფიტისაგან იჭედებოდა. ყოველთვის ორმხრივ იყო მოკალული, იხმარებოდა წვნიანისათვის, მშრალი კერძეულისათვის, ხილისათვის და ა.შ.

. .

თეფში - (აქ) ლიტურგიაზე კეთილშობილი მეტალისგან დამზადებულ ორ მომცრო თეფშს იყენებენ. ერთი მათგანი, რომელზეც ჯვარია გამოსახული და გარსშემოუყვება წარწერა: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვადიდებთ“, გამოიყენება ჯვრის გამოსახულებიანი დიდი (ხუთიდან ერთ-ერთი) სეფისკვერიდან ტარიგის ამოსაკვეთად, ხოლო მეორეს, რომელზეც ღვთისმშობელია გამოსახული ყრმითურთ და აქვს წარწერა: „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ“, იყენებენ დანარჩენი სეფისკვერებიდან ნაწილების ამოსაკვეთად. ეს თეფშები სიმბოლურად ეკლესიის მსახურებას გამოხატავენ.

0x01 graphic

ლიტ.: С.Е. Молотков - Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ.2001
. .

თექა - მოთელილი მატყლისაგან დამზადებული საფენი, ქეჩა. გამოიყენებოდა შესამოსად, კარვებისათვის, საწოლად და საფენად. საქართველოში თექის საუკეთესო ოსტატები თუშები იყვნენ.

..

თექალთო//თოქალთო - ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. მზადდებოდა ტყავისა და ნაბდისაგან. შედგება ორი ნაწილისაგან-ზედა და ქვედა პირი. ზომას ვარაუდით იღებდნენ-კეხის სიგანეზე უფრო დიდს. ხშირ შემთხვევაში თექალთოს ბოლოში ორი წვრილი თასმა უმაგრდებოდა ტვირთის შესაკრავად. ნაბდის თექალთო ხან ცალკე, ხან კი ტყავისას ქვეშ ეფინებოდა, ზოგ თექალთოს ერთი მხარე ტყავისა, მეორე კი ნაბდისა ჰქონდა. მას საოფლის შემდეგ ცხენის ზურგზე აფენდნენ და ზედ ადგამდნენ უნაგირს.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

თეჯანი (ქართლ.) -ცხვრის ტყავის პარკი გამოყენებული რძის ან მაწვნის ჩასასხმელად.

თვალი (ქართლ. კახ.) - აქ: ხის ფერსო-სოლებით ასხმული ბორბალი. ურმის თვალი შედგება: ხუნდის, მორგვის, ფერსოსა და სოლებისაგან.

ლიტ.: . გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.

თივთიკი - თხის ბეწვისგან დამზადებული რბილი და ნაზი ქსოვილი.

თითისტარი - ძაფის დასაგრეხი ხელსაწყო. თითისტარი წარმოადგენს მუცლიანი და წვრილთავებიანი ჯოხისა და ქვის ან თიხის კვირისტავის (იხ.) ერთობლიობას. საჩეჩელზე დამუშავებული მატყლის ფთილას გამოუწყობენ წვერს, მოახვევენ თითისტარს, მერე დააბზრიალებენ და ფთილიდან გამოიძახება დახვეული ძაფი. ესაა უძველესი საფეიქრო მოწყობილობა, რომელიც ადამიანმა გამოიგონა ცივილიზაციის გარიჟრაჟზე.

0x01 graphic

. .

თიკვი - ფერადი ქსოვილის არასიმეტრიული ნაკუწებითა და ზონრებით შემკობილი შესამოსელი ან საფენი. ზოგჯერ ეს ნაკუწები ერთმანეთზეა გადაკერებული, ზოგჯერ კი რაიმე ნეიტრალურ ფონზეა დაკერებული. თიკვის კეთების ხერხების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინები: „ზიკი“ და „ნაფთულა,“ თიკვის ტექნიკის საშუალებით მთიულები ამზადებდნენ მამაკაცის საშუბლეს (ოფლისაგან დასაცავად), ტრადიციული სამოსის ნაწილებს, საბნებს, საფენ-საღამურებს, კედლის საფარებს, თიკვებს იყენებდნენ ჩითების კერვისას, ტანსაცმლის ნაკერის დასაფარავად და სხვა.

0x01 graphic

ლიტ.: . აზიკური, თიკვი და ნაფთული ქართულ ხალხურ ქსოვილსა და შესამოსელზე, მსე . XXVI, 2004.

. .

თიკრუნა (ხევს.) - დამუშავებული ტყავის ჭურჭელი, აქვს ორი ყური ხელის ჩასავლებად. ხევსურები ხმარობენ წისქვილში საფქვავის წასაღებად.

თილისმა - ნივთი, რომელსაც ზებუნებრივი ძალა მიენიჭებოდა. თილისმა ცრუ რწმენის მიხედვით ჯადოსნური და გრძნეული ნივთია, იგი ამულეტის მნიშვნელობითაც იხმარება, თუმც მისგან განსხვავებით იგი არა მარტო იცავს ადამიანს ავი თვალისა და ავადმყოფობისაგან, ამასთანავე, შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვათა არსებობაზე და თავის სურვილს დაუმორჩილოს ყოველივე. ამდენად, თავისი დანიშნულებით, თილისმა ამულეტებზე უფრო აქტიურ ხასიათს ატარებს. თილისმა, რადგანაც იგი ჯადოსნურია, უცხოს არ დაანახვებენ და საგულდაგულოდ მალავენ, ამულეტს კი, პირიქით, ყველას დასანახად ატარებენ. ქართულ ზღაპრებსა და მითოლოგიურ გადმოცემებში ჯადოსნური თვისებების მატარებელი ნებისმიერი ნივთი შეიძლება თილისმად ჩაითვალოს. მაგ., ქვა, ბეჭედი, ქუდი, ხალიჩა და ა.შ. მათი მფლობელები ასწაულ საგმირო საქმეებს სჩადიან. ამირანს აქვს ალმასის ჯადოსნური დანა, რომელიც გველეშაპს გაუფატრავს მუცელს და ზევით ამოვა, კოპალა დიდი ძალის მქონე ლახტით ებრძვის და ამარცხებს დევებს, ეთერი სამი ჯადოსნური ვაშლის ჭამით ჩაესახება მამამისს კანჭში და სხვა.

..

თირი - მსუბუქი და ადვილად სათლელი სამშენებლო ქვა, შიგადაშიგ ცარიელი რგოლები - „თვლები“ დაუყვება.

თიხა//კეცი// - განსაკუთრებული ჯიშის საგანგებოდ აზელილი მიწა - ჭურჭლეულისა და სამშენებლო მასალის დასამზადებლად. სიტყვა „კეცით“ ჩვენ დროში „თიხის“ სახელწოდებით ცნობილ მიწის ჯიშს აღნიშნავდნენ, „თიხას“ კი ჩვეულებრივ ტალახსა და აზელილ ჭურჭლის მიწას უწოდებდნენ. XVII-XVIII საუკუნეების ძეგლებში „თიხა“ თანამედროვე გაგებით იხსენიება, მის პარალელურად სიტყვა „კეციც“ გვხვდება. თიხის პირვანდელი მნიშვნელობა მეჭურჭლეობამ დღევანდლამდე უცვლელად შემოინარჩუნა, ხოლო „კეცმა“ თავისი კვალი საცხობ „კეცის“ სახელწოდებაში შეინახა.

ლიტ.: . ზანდუკელი, ქართული ხალხური კერამიკა, 1982.
. .

თლაზევიჩი - ხარაზის იარაღი. თავმომრგვალებული დანა, ხისტარიანი, იხმარება საძირე ტყავის ლეშკის გასაცვლელად

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

თლაშო (თბ.) - არყის სასმელი ნორმირებული ჭიქა.

თმასატანა - ფერადი ძაფებისაგან დაწნული თოკი, რომელსაც ახალგაზრდა თუში ქალები თმაში ჩაიწნავდნენ.

თოგალი („მაია“) - სპილენძის ჟანგი, იხმარება თიხის ჭურჭლის ჭიქურქვეშა მოხატულობისათვის, ამავე დროს, იგი მწვანე ჭიქურის კაზმის აუცილებელი შემადგენელი მასალაა. თოგალს მაიასაც უწოდებენ. თოგალი სპილენძის დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენია. თიხის სპეციალისტი თოგალს გააშრობს და „თონის ცალზე“ (იხ.), ანდა ტყვიის საწვავ ქურაში დაწვავს. თოგალი შავია, ცეცხლს რომ შეუკეთებენ გაწითლდება, ცეცხლიდან გადმოღებული ნაცრისფერი ხდება. დამწვარი თოგალი, ანუ „მაია“ ჭიქურის შემადგენელი წამლებიდან წისქვილში ყველაზე ბოლოს უნდა დაიფქვას, შემდეგ წისქვილი კარგად უნდა გაირეცხოს, რადგან მისი ფერი სხვას არ შეერიოს. თაღარში ჩაყრილ დაფქულ თოგალს, ზომაზე დაასხამენ წყალს ისე, რომ დოსავით იყოს, ოდნავ სქელი. გახსნილგამზადებული თოგალით ჭურჭელზე მოხატვა ხდება საგანგებო ყალმით, კახელი ხელოსნები ვირის ფაფრის გარდა კამეჩის ბალნით ან ცხენის ძუის ფუნჯით სარგებლობენ. შროშელი მეჭურჭლეები ჭურჭელს, ჯოხზე დახვეული ბამბის საშუალებით ხატავენ. მოხატვის დროს მეჭურჭლე უნდა ფრთხილობდეს, რათა ზედმეტი რაოდენობით წასმული თოგალის სითხე ჭურჭელზე არ ჩამოიღვენთოს. სიტყვა „თოგალი“ ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს ბიბლიაში მოხსენიებულ თუბალს, რომელიც იყო სპილენძისა და რკინის მჭედელი, ქართველური მოდგმის ერთ-ერთი უძველესი ტომი თუბალები - განთქმული იყვნენ მელითონეობით.

ლიტ.: . ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, მმ, XIX-A XXI-B, 1957.
. .

თომი - „საბანდულე მოლი, წურილი თივა“ (საბა) თომს ჩააფენდნენ ბანდულებში. თომი ისე ათბობს ფეხს ზამთარში, როგორც არც ერთი სხვა ბალახი. ამიტომაც ყოველი ოჯახი დაინტერესებული იყო შემოდგომაზე ერთი მარხილი თომი მოემარაგებინა. თომი სვანეთის გარდა ცნობილია რაჭაშიც.

. .

თონის ცალი - სამნაჭრიანი თონის ერთი ნაწილი, რომელსაც აღარ იყენებდნენ თონისათვის და მათზე ხდებოდა ჭიქურის შემადგენელი ერთი ელემენტის - ტყვიის ნაცრისა ანუ „ტყვიის მტვერის“ დაწვა. თონის ცალი მეჭურჭლეების მიერ ადრე გადაიდგმებოდა ნაპირებზე, მოზელილი საჭურჭლე თიხის გუნდით კიდეები შემოუშენდებოდა, რათა მორევის დროს მასზე დაყრილი ტყვია არ გადაფანტულიყო.

თონის ცალს ქვემოდან ცეცხლი შეენთებოდა. მასზევე ხდებოდა „ტყვიის მტვერის“ გაცივება.

ლიტ.: . ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, . .XIX-A XXI-B, 1957.
. .

თორაკია - ოქროთი შემკული გერბის ფარი, რომელიც აღიქმება როგორც ტანსაცმლის ნაწილი და რომელსაც ატარებდნენ დედოფლები, მაღალი წრის ქალები და გვხვდება აგრეთვე წმინდათა ჩაცმულობაშიაც. ესაა მახვილპირიანი ფარის ტიპის ნიშანი, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში გამოსახულია ჯვარი და მდიდრულადაა შემკული. ქართულ ხელოვნებაში თორაკიათი წარმოგვიდგებიან ზედაზნისა და ატენის ქტიტორები, ასევე წმინდანები, განსაკუთრებით ეკატერინე და ელენე. თორაკიანი გამოსახულებები გვხვდება კრიხის, ბოჭორმის, მაცხვარიშის, ვარძიის, ანანურისა და სხვათა მხატვრობაში.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
. .

თორი//თავსაჭირი//თავსაკრი - ქალის თავსაბურავიდან ლეჩაქის დასამაგრებელი საშუალება. მასალად იყენებდნენ მუყაოს, რომელზედაც კაშკაშა ფერის ძვირფასი ქსოვილი: ფარჩა, ხავერდი და ატლასი იყო გადაკრული. სხვა სახის თავსაჭირი ქსოვილის გაორმაგებული და გასამმაგებული ნაჭრისაგან მზადდებოდა. ხმარებაში იყო ბადისებურად ნაქსოვიც, უკან გადაშვებული ორი ტოტით, რომელსაც ხის ხელსაწყოთი (კინთი) ქსოვდნენ. ამათგან განსაკუთრებული ყურადღება თორს ეძლეოდა, რომლის მხარე და გვერდები საგანგებოდ იმკობოდა, პატარა მძივებით გამოსახავდნენ მზეს. ზოგიერთზე ათი წითელი ან ყვითელი მზეც იყო გამოსახული. მზეთა შორის არსებული სივრცე კი სამ-სამი კილიტის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის სამკაულია. თავსაკრავი XVII ს. საქართველოშიც ცნობილია. განსაკუთრებულად გავრცელებული იყო კახეთში, ქართლში და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეშიც. იქ, სადაც ქალის „ქართულ კაბას“ ატარებდნენ. აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში დამოწმებული თორი ზოგადქართული ტრადიციების ადგილობრივ მოდიფიკაციას წარმოადგენს.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005,
.

თორნე//თონე - თიხისაგან დამზადებულ პურის საცხობი. პურის გამოცხობისას თორნეში ხმელი ფიჩხისა და შეშისაგან ცეცხლს ჩაანთებენ, როცა კედლები გავარვარდება, ზედმეტ ნამწვებს ამოიღებენ ნაკვერჩხლებს შუაგულში შეა კალთავებენ და ზემოდან კრამიტის ნაჭრებს დააფარებენ, შემდეგ გამზადებულ პურის გუნდებს გააბრტყელებენ და ზემოდან ქვემოთ მწკრივად შემოაცხობენ კედელზე. გავსებულ თორნეს თავს დაახურავენ და ასე 15-20 წუთის შემდეგ პური უკ ვე გამომცხვარია. ერთ საშუალო თორნეში 15-20 პური გამოცხვება.

0x01 graphic

. .

თორნი - საომარი, გულმკერდის საცავი იარაღი. „თორნი არს მთელი რკინა, პოლოტიკი

ტანსაცმელი“(საბა). თორნი წარმოადგენს რკინა-ფოლადის მთლიანს ან ორნაწილიან გულმკერდისა და ზურგის დამფარველ ჯავშანს. გვიანფეოდალური ხანის ქართველი წარჩინებულები ხშირად გამოიყენებდნენ საომარ აღკაზმულობაში თორნს. ჯავშნის ამ სახეობის გენეტიკური ფესვები ანტიკურ სამყაროშია საძიებელი.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, .II. 1993.
..

თოფი//თუფანგ (თურქ.)//ხელმეხი (ქართ.) - ცეცხლ სასროლი იარაღის ტიპი, შედგება კონდახის, ჩახმახის, ლულის, ზუმბის და საპირისწამლისაგან. ევროპული ისტორიული დოკუმენტები ცეცხლსასროლი იარაღის წარმოშობას XIV ს-ის პირველი ათწლეულით ათარიღებენ. მიუხედავად ამისა, XIII ს-ში არსებობდა არაბული ცეცხლსასროლი იარაღი „მოდფა“ (იხ.). ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით კი ცეცხლსასროლი იარაღი პირველად მოხსენიებულია XVს. უკანასკნელი მეოთხედის მოვლენებთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თემურ ლენგის ლაშქარი პირველი შემოსევის დროს იყენებდა ე.წ. „რადანდაზებს“.

0x01 graphic

ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) განვითარების ისტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად 1. თოფი ფითილიანი 2. თოფი გორგოლაჭიანი 3. თოფი კაჟიანი 4. თოფი ფისტონიანი 5. სახაზინო დასატენი ნემსიანი შაშხანა, რომელმაც სათავე დაუდო თანამედროვე იარაღის ჩამოყალიბებას.

საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, ფითილიანი (პატრუქიანი) თოფები თითქმის არ იწარმოებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა (ძირითადად წარჩნებულნი) იყენებდა ოსმალეთიდან შემოტანილ ცეცხლსასროლ იარაღს. ხოლო XVII-XVIII ს-დან ვითარება იცვლება, საქართველოში და ზოგადად კავკასიაში იწყება ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება და XVIII ს-ში უკვე ყალიბდება კაჟიანი თოფების კავკასიური ტიპი, რომლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია თურქულმა ცეცხლსასროლმა იარაღმა. ამ პერიოდის საქართველოში უკვე ვხვდებით სხვადასხვა დასახელების კაჟიან და ფისტონიან (XIX) თოფებს, ისეთს როგორიცაა: სიათა, მაჟარი, ოსტამული, მაჭახელა, თოფხანე, ნალფარა, ერეჯიბი, ბაზალა, ჯაზაირი, ხარა, ჩარმა, ხორასანი, ქოფაჩი, ფილთა, არშავიანი, ბურა, ძეგლიგი, თურგანი, ხირიმი, მოგვიანებით ყარაბინი, უნგრული და ინგლისური თოფები.

ლიტ.: Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, Москва 1995г. . ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი 2000.
. .

თოფი გორგოლაჭიანი - ცეცხლსასროლი იარაღი. XV ს-ის ბოლოსათვის ფითილიანი თოფების გაუმჯობესების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. საჭირო იყო სიახლე, რომელიც ბიძგს მისცემდა იარაღის შემდგომ განვითარებას და ასეთი სიახლე მალე გამოჩნდა საათისმექანიზმიანი ჩახმახების სახით, რომელიც ნაპერწკლის მიღების ახალ წყაროს იძლეოდა. ეს მოწყობილობა ზოგიერთი ცნობის მიხედვით, 1504 წელს ნიუნბერგში გამოიგონეს, სხვა წყაროებით კი ფლანდრიაში. ასეთი კონსტრუქციის ნახაზები ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერებშიც მოიპოვება.

ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა ასეთი თოფის ნიუნბერგულმა ტიპმა. ყოველი გასროლის წინ (ლულაში დენთისა და ტყვიის ჩატენვის შემდეგ) საჭირო იყო გასაღებით გორგოლაჭის (დაქოქვა) შეყენება, საფალიე დაფაზე დაიყრებოდა დენთი და დაეფარებოდა ჩახმახის ყბა მასში დამაგრებული კაჟით. სასხლეტირკალის გამოკვრისას გორგოლაჭი სწრაფად დატრიალდებოდა და მასზე დაბჯენილი კაჟიდან მიიღებოდა ნაპერწკალი, რომელიც მიხვდებოდა ლულის ხვრელში და იწვევდა დენთის აფეთქებას.

ასეთი კონსტრუქციის გამოგონებამ იარაღის ხმარება უფრო მოხერხებული გახადა. დატენილ იარაღს აღარ სჭირდებოდა მბჟუტავი ფითილი, ასე რომ, გასროლის პროცესზე ამინდი გავლენას ვეღარ ახდენდა, ამასთანავე, შესაძლებელი იყო იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში ტარებაც.

გორგოლაჭიან სჩახმახებს თავისი ნაკლოვანებებიც გააჩნდა, ეს, პირველ რიგში, მისი სიძვირე იყო, კონსტრუქციის სირთულის გამო დაბინძურების დიდი ალბათობაც ჰქონდა, გარდა ამისა, გასაღების დაკარგვის შემთხვევაში თოფს ფუნქცია ეკარგებოდა.

მიუხედავად ამისა, გორგოლაჭიანი ჩახმახების უპირატესობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ნაკლოვანებაზე, სწორედ ამიტომ, ასეთი ჩახმახიანი თოფები დროთა განმავლობაში სულ უფრო ვრცელდებოდა. საქართველოში და კავკასიაში გორგოლაჭიანი თოფები არ მზადდებოდა, რადგან ჩვენში ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. კაჟიანი ჩახმახები, რომელთა გამოგონება თითქმის გორგოლაჭიანი მექანიზმის თანადროულად მოხდა.

ლიტ.: ლიტ.: . ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების
მიხედვით
), 2000 .А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998 г.
. .

თოფი კაჟიანი - ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა, რომელიც წარმოიშვა XVI ს-ის დასაწყისში თითქმის გორგოლაჭიანი მექანიზმის პარალელურად. კაჟიანი ჩახმახები, უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე გორგოლაჭიანი, მასში ნაპერწკლის მიღება ხდებოდა კაჟის კვესზე (ფოლადის ფირფიტა) დაცემის შედეგად. კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქციული სქემა იმდენად მარტივი იყო, რომ იგი ყველანაირი ცვლილების გარეშე მიიღეს მთელ მსოფლიოში. ისინი საუკუნეთა მანძილზე დარჩა სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში.

0x01 graphic

კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქცია მეიარაღეებს საშუალებას აძლევდა სწრაფსროლა გაეუმჯობესებინათ, ამ პერიოდიდან ჩნდება ორლულიანი და ორჩახმახიანი, ერთლულიანი და ორჩახმახიანი, ოთხლულიანი და ერთჩახმახიანი ცეცხლსასროლი იარაღები.

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყება კაჟიანი თოფების მოგვიანო პერიოდს ემთხვევა (XVII-XVIII). თავდაპირველად ქართული, უფრო ზუსტად კავკასიური ტიპის თოფის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია თურქულმა იარაღმა. ადგილობრივი წარმოების პირვანდელი ნიმუშები ძალზედ წააგავდა თურქულ თოფებს, ხოლო შემდგომ, XVIII ს-ის ბოლოდან, დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კავკასიური ტიპი კაჟიანი ცეცხლსასროლი იარაღისა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც რუსეთში, აგრეთვე მახლობელ აღმოსავლეთშიც.

ლიტ.: . ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების
მიხედვით
), . ქაფიანიძე, სამაგისტრო ნაშრომი, 2000. А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г.
. .

თოფრა - პატარა ტომარა, რომელშიაც ჩაყრიან შვრიას და აჭმევენ ცხენს.

თოქმაჩი - თითბერზე მომუშავე ხელოსანი, რომლებიც ამზადებდნენ ქვასანაყებს, შანდლებს, საეკლესიო ნივთებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნებს.

თოხეჩო (ქართლ. კახ. მესხ. ჯავახ.) - ხის სათლელი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი, დიდი საორხელო ხელჭურჭელი, ყოფაში გავრცელებულია შემდეგი სახელწოდებებით: „მძიმე ეჩო“ (ქართლ-კახეთი), „თოხ-ეჩო“ (აჭარ., მესხ.-ჯავახ.), „დიდი ეჩო“(ქსნის ხეობა), „ფეხეჩო“ (ქართლ-კახ., მესხ.-ჯავახ.). „თოხეჩო“ შედგება ეჩოსა და ტარისაგან. ეჩოს პირი ლითონისაა, ალესილია და ტარისაკენ მოხრილი. თოხეჩოს იყენებდნენ ურმის ხელნების, კევრის ფიცრების და ა.შ. გასათლელად.

0x01 graphic

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
. .

თოხი - უმნიშვნელოვანესი სამიწათმოქმედო იარაღი, იჭედებოდა რკინისაგან. აქვს ყუა, ტანი, პირი და ხის ტარი. ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული იყო თოხების უამრავი ნაირსახეობა, დამზადებულნი ნიადაგისა და სამეურნეო კულტურების დამუშავების გათვალისწინებით.

სადაურობის მიხედვით თოხი იყო იმერული, მოხევური, თრიალეთური, კახური, მეგრული, ინგილოური, ხევსურული. აგებულების მიხედვით: სწორმხრიანი, ოთხკუთხა, ფოთლისებური, მხრებდაშვებული, ნისკარტიანი, ნაფოტა, მოქანდული, მხრებგაშლილი, შალთა, ხელეჩოსებური, ყუამილიანი, უყუო, ყუიანი. ფუნქციების მიხედვით: საბელტე, საჩორკნი, კეკო, საფხვიერებელი, სამარგლავი და სხვა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში დიდი რაოდენობითაა დადასტურებული ნაირგვარი ტიპის თოხები.

ზოგადად, მსოფლიო არქეოლოგიის პრაქტიკაში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი უძველეს სამარხებში იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ საქართველოს სამარხულ ინვენტარში ასეთი ნაშთების დაფიქსირება ხშირად ხდება, მაგ.: ერგეტის ერთ კოლექტიურ სამარხში (ძვ.წ. VII ს.) აღმოჩენილ იქნა 28 სახნისი, 27 ნამგალი და 142 თოხი, რაც კიდევ ერთი საბუთია საქართველოს, როგორც მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ეპიცენტრის მიჩნევისათვის.

თოხი ქართული ოჯახის უმთავრესი სამეურნეო იარაღი იყო. მისი დამზადება ხდებოდა ადგილობრივი მჭედლების მიერ. თოხის მჭედლები ხშირად თოხს თავიანთ ნიშანს, დამღას ან სულაც სახელს აწერდნენ რითაც ღიად აცხადებდნენ პრეტენზიას ხელობის ავკარგიანობაზე. ასეთ თოხს ჰქონდა როგორც ავტონომიური, ასევე საბაზრო ღირებულებაც. თოხი დღესაც რჩება ქართველი მეურნის ყოველდღიურ, სანიადაგო, სამეურნეო იარაღად.

ლიტ.: . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმ. საქართველოში, 1986. . ჯაფარიძე, მიწათმოქმედების იარაღები დასავლურ ქართულ კულტურაში, თსუ შრომები, 1953.
.
.
..

თოხი ბოსტნის - ბოსტანში სახმარი თოხი, გათვალისწინებულია ერთმანეთთან ახლოს დარგული ნარგავ- ჩითილების გასამარგლავად. ამიტომ მისი პირი პატარაა და მოხრილი, რათა მუშაობისას ეფექტურიც იყოს და არც ნარგავ-ჩითილები დააზიანოს.

0x01 graphic

.

თოხი ქისტური - მიწის დასამუშავებელი იარაღი. Qქისტები უწოდებენ „ცელს“. გავრცელებულია ფშავსა და თერგის ხეობაში. იყენებდნენ მარცვლეული კულტურებისა (სიმინდი, ლობიო) და კარტოფილის მოსავლელად. იარაღი მსუბუქია და გამოიყენებოდა აგრეთვე დიდი ღუმელებიდან ღადარის გამოსახვეტად.

ლიტ.: . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
. .

თოხ-წერაქვი - ხელით სამუშაო უნივერსალური იარაღი თუშეთში. მისი საშუალებით წარმოებდაmმოხვნის დროს დარჩენილი ხარვეზების ჩათოხნა, ბელტების დაფშვნა, დაჩერკნა. თოხით სამუშაო ქალების მიერ სრულდებოდა. ამზადებდნენ ადგილობრივი მჭედლები. ცნობილი იყო ამ მხრივ სოფლები: დიკლო, ბოჭორნა, ომალო.

ლიტ.: . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
..

თოხმახი (თბ.) - ხორბლის დასანაყი ხის ჩაქუჩი. თოხმახის განსაკუთრებული სახეობა გამოიყენებოდა ქვაფენილების დასაგებად.

თრიმლის პური - (ქიზიყ) თხელი, გამხმარი პური. თრიმლის საჭრელად წამსვლელებს მიაქვთ საგზლად. არ ფუჭდება და ადვილი მოსანელებელია.

თრიმლი და მოთრიმვლა - მრგვალფოთლიანი მცენარე, შემოდგომით ფოთლები უწითლდება. იხმარებოდა ტყავის წარმოებაში ნამზადის დასარბილებ ლად. მოთრიმვლა ტყავის დამუშავების ერთი ეტაპია. მთრიმლავ ნივთიერებათა აღმოჩენამდე დაბღები ტყავს ამუშავებდნენ თბილისის გოგირდოვან წყაროებში. რის გამოც თბილისი ითვლებოდა ამიერკავკასიის ქალაქთა შორის მედაბღეთა ცენტრად. თრიმლის გამოყენებამ უფრო ეფექტური გახადა ტყავის დამუშავება, ტყავის თრიმვლა ხდებოდა დაბახანაში. თბილისის ერთ-ერთი დაბახანა 1957 წლამდე მუშაობდა ძველი წესებით. დაბახანაში სამი განყოფილება იყო: პირველში ტყავის პირველადი დამუშავება ხდებოდა; მეორეში ტყავს ბეწვის გაცლა, მესამე განყოფილებაში კი ტყავების დათრიმვლა წარმოებდა. საქონლის ერთ ტყავს კირნარევ წყალთან ერთად დაფქულ თრმილს აყრიდნენ. სამუშაოს გაადვილებისათვის თაღრის (იხ.) კედელზე ორივე მხარეს ამაგრებდნენ ორ გრძელ ხეს, მათზე დაყრდნობით ფეხებით ზელდნენ შიგ ჩაწყობილ ტყავებს. შემდეგ ერთი ღამე ტოვებდნენ თაღარში, დილით ერთ საათს კიდევ დაამუშავებდნენ, დემურით გაასუფთავებდნენ და გასაწურად კეტებზე გადაკიდებდნენ. შემდეგი მოქმედება იყო ტყავზე წყლის პკურება და გაშრობა. ერთი დღე-ღამე ხეებზე გაფენდნენ გასაშრობად. დილისათვის თუ გაშრებოდა, ჯაგრისით გაწმენდნენ. ბრტყელპირა ჩაქუჩით ტყავის ნაპირებს გაასწორებდნენ. დროთა განმავლობაში ტყავის გასწორების მეთოდის გაუმჯობესების მიზნით ეთილი (იხ.) გამოუყენებიათ. ის ტყავს უფრო კარგად ასწორებდა და ლესავდა კიდეც, გარდა ამისა, ტყავი დიდდებოდა, ეთილი ტყავს სინესტეს აცლიდა და გამძლეობას მატებდა.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

თრუხო (ქიზიყ.) - ცელის პირის სალესი ქვა, ხორხოშელა, მოლურჯო, ხმარობენ მშრალად, დაუსველებლად.

თულო - თივისაგან დაგრეხილი მსხვილი თოკი.

თულუხი//თასუხა - წყლის საზიდავი ტყავის ჭურჭელი. ამზადებდნენ კამეჩისა და ხარის ტყავისგან, (15 წელს ძლებდა). მოცულობით რუმბის მეოთხედი იყო. ჩადიოდა რვა ფუთი წყალი. ზემოთ ფართო ნახვრეტი ჰქონდა, ქვემოთ უფრო წვრილი. ფართო ნახვრეტის საშუალებით თულუხჩი (იხ.) მდინარიდან წყალს ასხამდა თულუხში, ხოლო წვრილი ნახვრეტიდან ჩამოუსხამდა მომხმარებელს. იშვიათად თულუხებში ღვინოს, ზეთსა და ნავთს ასხამდნენ.

. .

თულუხჩი - თულუხით წყლის მზიდავი, მეთულუხეს ზოგან მეწყლესაც ეძახდნენ. დიდი ხნის მანძილზე თბილისი მარაგდებოდა მტკვრის წყლით, დამტარებლები კი თულუხჩები იყვნენ. თულუხჩი ან თავად ატარებდა წყლით დატვირთულ თულუხს მხრებზე მოკიდებულს ან ცხენს ვირსა და ჯორს აჰკიდებდნენ. წყლის აღების პროცესი რთული იყო. ამიტომ სამხედრო უწყებამ ჩუღურეთში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით დადგა წყალსაქაჩი. ეკლესიასა და წყალსაქაჩს შორის მდინარეზე ვიწრო ჩასასვლელი ბილიკი იყო გაკეთებული წყლის მზიდავთათვის. მათ მოსახლეობისათვის ქუჩა-ქუჩა დაჰქონდათ წყალი. უნაგირის კეხზე თულუხს წყვილად გადაბმულს გადაჰკიდებდნენ და ტყავის თასმით ამაგრებდნენ. წონასწორობისათვის თულუხჩი ხან ერთი და ხან მეორე თულუხიდან ასხამდა წყალს. თბილისში წყლის ფასი იცოდნენ, რადგან ქალაქში ჭა იშვიათად იყო. წყლის მოტანაში მომხმარებელი თულუხჩს „შაურს“ უხდიდა, მაგრამ არა ყოველ მოტანაზე: თულუხჩი თავის საანგარიშო ჯოხზე ყოველ მისვლაზე ნაჭდევს აკეთებდა და ყოველ 20 მისვლაზე მიიღებდა ერთ მანეთს. 1887 წელს, თბილისში გაიხსნა ქალაქის წყალსადენი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, XX საუკუნის დასაწყისამდე, მეთულუხჩეობას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.

..

თუმაჟი - ცხენის გავაზე გადასაფარებელი ყაჯარი.

. .

თუნგი - აქ: სპილენძის თუნგი, წყლის საზიდი, მოსაკავებელი და ასადუღებელი ცალყურა ჭურჭელი. თუნგების უმრავლესობა მოუკალავია, უორნამენტო ან შემკულია უმნიშვნელოდ. თუნგი არის ნისკარტიანი, მრგვალტუჩა, ბრტყელძირა, მრგვალძირიანი, თავსახურიანი ან უთავსახურო. თუნგები იკერებოდა სპილენძის ფირფიტებისაგან. საქართველოში თუნგის რამდენიმე სახეობა მოწმდება. მაგ., „გიგიმ“ (ჯავახეთში), „გუგუმი“ (აჭარაში). ჯავახეთში რამდენიმე ზომის გიგიმს ხმარობენ. დიდი ზომის გიგიმში ადუღებენ ჩაის და სუფრაზე მისატანად პატარა გიგიმში გადაასხამენ, „რადგან სუფრაზე სახმარ ჭურჭელს ცეცხლზე არ იხმარდნენ“.

0x01 graphic

ლიტ.: . მახარაძე, აჭარული და აღმოსავლური კერძების სამზარეულო სუფრა, ბათუმი, 1988.
. .

თუნგულა - პატარა თუნგი. იმერეთში თიხის პატარა დოქსაც თუნგულას უწოდებენ.

0x01 graphic

თუში//თურში - მძიმე ტვირთის საზიდი ტრანსოპორტი, ზოგჯერ საგანგებოდ ამზადებენ ქვისა და ხის საწნახლების, ქვევრების ე.წ. საგანძურების (იხ.) საზიდად. თუში შერეული ტიპის საზიდს მიეკუთვნება და ახლოს დგას აჩაჩა ურემთან. თუშს აქვს ძლიერი ზესადგარი ღერძები ტვირთის დაწოლას რომ გაუძლოს, მისი ბორბლები პატარაა და მასიური, ზოგჯერ კი ბორბლების მაგიერ მსხვილი მორები აქვს. თუში დამოწმებულია ზემო იმერეთის სოფლებში (გორისა, მერჯევი). ასეთი ტიპის საზიდავი „თურშის“ სახელწოდებით მთიულეთში ქვის საზიდად გამოიყენებოდა.

ლიტ.: . გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.

. .

თუშური სახვნელი//თუშური აჩაჩა - მიწის დასამუშავებელი იარაღი, შედგება 4 ნაწილისაგან: ქუსლი, ერქვანი, მხარი, სახნისი. ქუსლი სოლისებური მოყვანილობის ხის ძელია. მასალად შერჩეულია მაგარი ხე (წიფელა, რცხილა, ნეკერჩხალი). მას აქვს ნაჩვრეტი, რომელშიც იდგმება სახვნელი მხარის ბოლო და ერქვანი. მხარი მზადდება ნაძვისაგან. ერქვანი 7სმ-ის სიმაღლის სწორი ჯოხია. სახვნელის მეოთხე ნაწილი რკინის სახნისია, განეკუთვნება უფრთო სახნისთა ჯგუფს. სიგრძე 26-30 სმ., სიგანე 14 სმ. სახნისს ამზადებდნენ ადგილობრივი მჭედლები ან იძენდნენ ბარში. სასახნისე რკინა ძნელი მოსაპოვებელი იყო და ადგილობრივი მეურნენი განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, გაცვეთისთანავე მჭედელთან მიჰქონდათ,რომელიც სხვა რკინის ნაჭერს დააკერებდა, ანუ „დარკინავდა“. სახვნელის თუშური სახეობა განეკუთვნება სამმხრიან სახვნელი იარაღების ტიპს, რომელიც გავრცელებულია მთელი კავკასიონის ცენტრალურ რაიონებში. ამ ტიპს განეკუთვნება ორი სახეობა - მთლიანი და შედგენილი მხარით. ეს უკანასკნელი ცნობილია მოხეური, აფხაზური, მეგრული, გურული, სვანური, ხევსურული და ოსური სახვნელების სახით.

ლიტ.: . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
..

თუშფალანგი - სითხის საწურ-საფილტრავი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება როგორც ლითონის, ასევე თიხის თუშფალანგები.აგებულების მიხედვით გვხვდება ქუსლიანი, უქუსლო, პირგადაშლილი და თავმომრგვალებული. თუშფალანგი განეკუთვნება სამზარეულო ჭურჭელთა რიგს.

0x01 graphic

..

თხეველი (ძვ.) - სასროლი ბადით თევზის ჭერას ეწოდება, ხოლო მესათხევლე - მებადურია, მეთევზე.

თხიერი - ზოგადი სახელწოდება საქონლის ტყავისგან დამზადებული მოკუპრული და მოუკუპრავი ჭურჭლისა (რუმბი, კოლოტი, ტიკი, ტიკჭორა, გუდა და ა.შ.).

თხილამურები - თოვლზე ან ჭაობიან ადგილზე გადასაადგილებელი მოწყობილობა არის ორი სახისა - სასიარულო (საბიჯებელი) და სასრიალო. სასიარულო თავის მხრივ ორგვარია - თოვლისა და ჭაობისა.

0x01 graphic

სასრიალო თხილამურებს განეკუთვნება სპორტული (სარბოლო, სასლალომო, სახტომი), ტურისტული, სანადირო და სპეციალური დანიშნულების თხილამურები.

სასიარულო თხილამურები გავრცელებული იყო საქართველოს მთისწინეთსა და მაღალმთიანეთში. ქართული ხალხური თხილამურები სხვადასხვა მოყვანილობისა იყო (გირკალისებრი, მრგვალი, ელიფსური, ოვალურჭვინტიანი) და დამზადების ტექნიკითაც განსხვავდებოდა. გირკალისებრი თხილამურები გავრცელებული იყო ხევსურეთში, მრგვალი - უმთავრესად სვანეთში, სამეგრელოში, ლაზეთში, აფხაზეთსა და მთიულეთში. ელიფსური - ქართლში, აჭარაში, რაჭაში, ნაწილობრივ სვანეთში, სამეგრელოსა და იმერეთში, ხოლო ოვალურჭვინტიანი - აჭარაში, გურიასა და ლაზეთში. საქართველოს მთიანეთში ცნობილია ადგილობრივი წარმოშობის თხილამურები. ამ მარტივ სასრიალო თხილამურებს სვანეთში „ლაჩირხალალი“ ჰქვია, თუშეთში - ქოკები, მთიულეთში - კაგდები და სხვ. ქართული ხალხური თხილამურების დიდი კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების ფონდებში. ამ ტიპის თხილამურების გამოყენება საქართველოსა და კავკასიაში ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობაშიცაა დამოწმებული. საქართველოსა და კავკასიის გარდა სასიარულო (საბიჯებელი) თხილამურები ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული შუა აზიის მთიანეთში, ციმბირში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ ზოლში. რუსეთის ჩრდილოეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობა უხსოვარი დროიდან იყენებდა სასრიალო თხილამურებსაც, როგორც გადაადგილების ერთ-ერთ აუცილებელ საშუალებას.

ლიტ.: . ნავერიანი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

თხლე//მთხლე - ღვინის დანალექი ჭურში. მარხვის დროს პურის ფქვილში ურევდნენ, წამოადუღებდნენ და ჭამდნენ. აქედანაა „თხლის შეჭამადი“.

13

▲ზევით დაბრუნება


იაგუნდი - მინერალთა გარკვეული ჯგუფის ზოგადი სახელწოდებაა. ზოგჯერ იაგუნდის ქვეშ საერთოდ, ძვირფასი ქვები იგულისხმებოდა.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.

იაილა - საგაზაფხულო საძოვრების სახელი მთიან აჭარაში, სადაც მწყემსებს მოწყობილი აქვთ გათლილი ფიცრის ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლები. ორსართულიანებში პირველ სართულზე გომურია გამართული, მეორეში კი საცხოვრისი მერძევეობასთან დაკავშირებული სამეურნეო მოწყობილობით. ეს სახლები კარგად დაცული და გამართულია როგორც სამეურნეო სისტემით, ასევე ჰიგიენური თვალსაზრისით.

0x01 graphic

..

იალაგი (მესხ-ჯავახ., აჭარ.) - ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელი. მასალად იყენებდნენ ფარჩას, ხავერდს. თარგით ფუსთანის მსგავსია, მხოლოდ სახელოების გარეშე. იკვრება ფერადი ღილებით, ელეგის საყელოსა და საგულეს ნაწიბურები წელამდე ე.წ. გილაბდონით იკვრება, რაც სილამაზესთან ერთად სიმაგრესაც მატებს. გილაბდონზე სადაფის ან ვერცხლის ღილებსაც აკერებდნენ. ელეგი ზუბუნზე ადრე ჩანს გავრცელებული. შემდგომში მიედგა სახელოები, უკან, წელის არეში, ნაოჭები გაუკეთდა, გულისპირი შემკულია აბრეშუმის საგულეთი.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005, . ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. მსმკი, 1966
.

იალმაგი//ალამაგი - ჯაჭვის პერანგის ზემოდან ჩასაცმელი, „სამოსელი არს საომარი, ჯაჭვთა გარეგან საცმელი“ (საბა). ვინაიდან ჯაჭვის პერანგი უხეშია და მას აქვს ბევრი ნაწიბური, რომელსაც შესაძლოა ქსოვილი დაეზიანებინა, ამიტომ სავარაუდოა, რომ იალმაგი, ანუ ალმაგი ყოფილიყო ტყავის ჩასაცმელი, ან ბეწვეული, წარჩინებულთათვის ძვირფასბეწვიანი, ტყავკაბა, ხოლო დაბალი ფენებისათვის უბრალო ტყაპუჭი.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I. 1991.
. .

იალქანი - იხ. აფრა.

იარაღი - თავდასხმის მოსაგერიებლად და ბრძოლის საწარმოებლად განკუთვნილი საომარი იარაღების ზოგადი სახელწოდება. როგორც ტერმინი იგი უკვე XV-ს-დან ჩნდება და თანაარსებობს აბჯართან ერთად. მომდევნო ხანებში უკვე დამკვიდრებული სიტყვაა. საბას განმარტებით „იარაღი... არს ჭურჭელნი ხელოვანთა სახმარნი რკინათა თუ ძელთაგან, მეომართა აღსაკაზმავი, გინა ცხენთა“. საგულისხმოა, რომ თუ აბჯარში იგულისხმებოდა მხოლოდ საბრძოლო იარაღნი, თავად იარაღში - გარდა ამისა, შედიოდა აგრეთვე სახელოსნო ნივთნიც.

ქართველი მთიელები იარაღს, თავის პრაქტიკული საჭიროების გამო, ძალზე აფასებდნენ და ამავე დროს, მრავალ ზებუნებრივ ძალას მიაწერდნენ. ამიტომაც მან აქტიურად შეაღწია ხალხის ყოფიერებაში და სულიერ ცხოვრებაში. ხშირი იყო ტაძრებში იარაღის შეწირვის შემთხვევები. ტაძარში იარაღის შეწირვის ერთ-ერთ მიზანს, მისი საიმედო ადგილზე შენახვა წარმოადგენდა, რათა ხალხს დიდხანს დამახსოვრებოდა- ვის ეკუთვნოდა ეს იარაღი, როდის და რატომ შესწირეს იგი ხატს. საკულტო სალოცავში იარაღის შეწირვა ატარებდა სარწმუნოებრივ შინაარსს. მომავალი დედა, როცა მშობიარობისთვის ემზადებოდა, ბალიშის ქვეშ ხანჯალს იდებდა, რათა არ მიეშვა ავი სულები ახალშობილთან (ყველა მთიელის წესია). ზოგან მშობიარეს ხანჯალი ხელში ეჭირ (ფშავი), ხოლო მეუღლე, ან რომელიმე ახლო ნათესავი იარაღით ხელში ახლომახლო იმყოფებოდა, რათა სროლით გადაედევნა უწმინდური და შეემსუბუქებინა ქალისათვის მშობიარობის სიმძიმე. მეორე მხრივ, ახალშობილისთვის გაეცნო მამაცობის პირველი გაკვეთილი. ამავე მიზნებით, ბავშვის აკვანს აბამდნენ ხმალს ან დაშნას, ანდა თავქვეშ უდებდნენ დანას. ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში წყალში დებდნენ ხმალს, ხოლო შემდეგ ბანდნენ ბავშვს ამ წყლით.

იარაღს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა „ჯვრისწერის“ დროს. ტაძრისა და სასახლისაკენ მიმავალ გზებზე ახალდაქორწინებულებს აუცილებლად შეიარაღებული ახლობლები და ნათესავები, მაყრები აცილებდნენ, რომლებიც განასახიერებდნენ ყოველნაირი უბედურებისაგან დამცველ ძალას, ანუ მაგიური ძალის მფლობელს. მომავალში იგი გადაიქცა ქორწილის ჩვეულებრივ დამატებად. ამასვე განეკუთვნება ფართოდ ცნობილი ტრადიცია-ახალდაქორწინებულთა გავლა გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ. ფშავში ახალდაქორწინებულები სახლში შესვლამდე ცივი იარაღით გარს უვლიდნენ სახლს და ურტყამდნენ კედლებს. თუშეთში პატარძალს კარებთან უნდა გადაებიჯებინა ხანჯალზე ან ქუდზე. მოახლოებული სტუმრები კი თოფის სროლით ამცნობდნენ სოფელს ამის შესახებ. სვანური ქორწილის დროს ხდებოდა ქალიშვილის სახლში მალულად „ტყვიის შეგდება“ ანდა თოფის გასროლა მის კარებთან შემდეგი წამოძახილით: „დღეის ამას იქით ეს ქალიშვილი ჩვენია“.

საბრძოლო იარაღს დაკრძალვის დროსაც იგივე მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგ., ხევსურეთში გარდაცვლილს მარჯვენა ხელში აჭერინებდნენ ხმალს, მარცხენაში-ანთებულ სანთელს და წარმოთქვამდნენ: „მშვიდობიანად იმგზავრე იმქვეყანაში, გზა შენთვის ხსნილია, შენი სულისთვის გზა ნათელია, ნუ დარჩები სიბნელეში, არ შეშინდა, ხმლით მოიგერიე მტერი, იყავ გულმაგარი“, ხოლო დატირების დროს ჭირისუფლები გარდაცვლილის ხანჯალს ან ხმალს დებდნენ და მასზე დაიტირებდნენ. დასაფლავების შემდეგ, რამდენიმე ხნით იკრძალებოდა შრომა და თოფის სროლა. ამ წესის დარღვევა ლაჩრობად ითვლებოდა და ხშირად შუღლში გადადიოდა. ასეთი წესი იყო მთელს ხევსურეთში, არხოტის გარდა, რადგან არხოტი მდებარეობდა სასაზღვრო ზოლში, თოფის სროლის აკრძალვა კი სახიფათო ხდებოდა, სროლა მხოლოდ დაკრძალვის დღეს არ შეიძლებოდა.

საბრძოლო იარაღს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაჟკაცის კაი ყმად გამოცხადების დროსაც. როდესაც ყმაწვილს უსრულდებოდა 15 წელი, ხევსურები მას საზეიმოდ გადასცემდნენ ოჯახის საბრძოლო იარაღს. მას წინ უძღოდა ფეხონზე ყმაწვილის ღირსებებზე საუბარი და საერთო ნება-სურვილი - „დროა, ამ ვაჟკაცმა აისხას იარაღი“. წლების განმავლობაში საბრძოლო იარაღი, ხანჯალი და ხმალი, წარმოადგენდა ქართული ეროვნული ტანსაცმლის (ჩოხის) აუცილებელ ელემენტს. ხევსურულ ტანსაცმელში კი ყოველთვის გათვალისწინებული იყო ადგილი საბრძოლო სათითენისათვისაც (საცერული), ქართულ ჩოხას ჰქონდა ხმლისა და ხანჯლის ჩამოსაკიდი ადგილები, უფრო გვიან გაჩნდა სავაზნე ჯიბეები.

მთიელებში ის მხარე, რომელსაც საუკეთესო ხარისხის საბრძოლო იარაღი ჰქონდა და გამოჩენილი იყო თავისი გამარჯვებებით, სარგებლობდა შესაბამისი ავტორიტეტით. ის ოჯახი, რომელსაც ასევე გააჩნდა საუკეთესო საბრძოლო იარაღი, დიდი პატივით სარგებლობდა. თანაბარი ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დროს, საუკეთესო იარაღის ქონა ხშირად გადაწყვეტდა ორთაბრძოლის ბედს.

საბრძოლო იარაღის დიდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის გარემოებაც, რომ გაცვლითი ოპერაციების დროს იარაღი ფულის ეკვივალენტურ ფასეულობად ითვლებოდა. მთიელთა წესის მიხედვით, ოჯახის გაყრის დროს გარდაცვლილი მამის ქონება ძმებს შორის თანაბრად იყოფოდა, მაგრამ ეს წესი არ ეხებოდა საბრძოლო იარაღს, „მამის ერთი მთავარი იარაღი“ გადაეცემოდა მხოლოდ უფროს ვაჟს.

ლიტ.: . ყეინაშვილი, ქართული საბრძოლო სისიტემები ტრადიცია და ისტორია 2002. .მაკალათია, ხევსურეთი, 1984.
..
. .

იატაგანი - ცივი იარაღის ტიპი. ცალლესული. XVI საუკუნიდან ცნობილია, როგორც იანიჩარების იარაღი, მაგრამ გარდა თურქეთისა იატაგანს ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთის და სამხრეთ ამიერკავკასიის ჯარებშიც ხმარობდნენ. მის ზოგიერთ სახეობას ორმაგათ გაღუნული, ტალღოვანი პირი აქვს. ეს იარაღი უვადაჯვროა. ტარი გაკეთებულია ძვლისაგან ან ლითონისაგან, რომელიც ბოლოში ფართოვდება და ორკაპა სახეს ღებულობს. პირი ქარქაშში ორკაპა ნაწილამდე ჩადის. იატაგანის ქარქაში ძირითადად ტყავგადაკრული ხისაგან კეთდებოდა.

0x01 graphic

..

იაფინჯი - (იხ. ნაბადი).

იაღლოჯი (იმერ). - სახლის ბალავრის სისწორის მოსაყვანი გადაჯვარადინებული თოკების კომბინაცია, მისი შესატყვისია დიაგონალი და ხაჩირი.

..

იერიში - უნაგირზე გადასაფარებელი მოქარგული ქსოვილი. ქალი-ოსტატი შეგირდის გაწვრთნაში არ იღებდა გასამრჯელოს, სამაგიეროდ გათხოვების დროს ნეფე მას გადაუხდიდა 10-20 მან. და მოითხოვდა ცხენის მორთვას პატარძლისაგან. პატარძალი, გარდა იერიშისა, ქარგავდა ყაჯარსაც (იხ.) და სამკერდულს (იხ.). ყველა ამ ნაქარგს-მიართმევდნენ ნეფეს პატარძლის ხელსაქმის ცოდნის დასამტკიცებლად.

იზმირი//იზბირი - რკინის პირთხელი, ხისტარიანი იარაღი, იხმარება სატეხით ამოჭრილის გასასუფთავებლად.

ილარი - ყურის საჩხრეკი ჯოხი, რომელიც მზადდებოდა სხვადასხვა მასალისაგან: ძვალი, რკინა, ხე.

ილახი - ორკაპა ხე (სიგრძე დაახ. 2,50 მ.), რომლის საშუალებითაც დიდი გუთანი მინდორში გაჰქონდათ. ილახის ერთ თავს ფამაფალაკზე გამოაბამდნენ, ორკაპით კი იგი მიწაზე მოეთრეოდა. ამ ორკაპზე გუთანს დააკრავდნენ და ასე გაჰქონდათ სოფლიდანმინდორში. თუ მინდორი ძალზე შორს იყო, მაშინ გუთნის გატანა ურმით იცოდნენ.

ლიტ.: . ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
. .

ილეკრო (ძვ) - ძვირფას ლითონთა ზოგადი სახელი.

ილიკი - ხარაზის ხელსაწყო. ძაფის დასაგრეხი თითისტარი. ატრიალებდნენ თავდაყირა.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

ილიტონი - ოდიკის შესახვევი აბრეშუმის ან სელის ოთხკუთხა ქსოვილი, „შესახვეველი“. სიმბოლოა, როგორც ახალშობილ მაცხოვრის სახვევებისა, ასევე გულისხმობს იმ სინდონს, ანუ არმენაკს, რომლითაც შეგრაგნეს ჯვრიდან გარდმოხსნილი და საფლავად დადებული სხეული ქრისტესი. სვიმეონ სოღუნელის თქმით: „ილიტონი წმინდა ტრაპეზზე არის ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ნიშნად“. მოციქულებმა ქრისტეს აღდგომის შემდეგ მის სამოსთან და სახვევებთან ერთად იხილეს სუდარაც, რომელიც განსაკუთრებულად იყო დახვეული. ზუსტად ასევე, იხვევა ილიტონიც და მასზე მაცხოვრის ნაცვლად დასვენებულია სახარება.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005- 2004. Архиепископ Вениамин, Новая Скрижал, М. 1999.
. .

იმერული კავი - იგივე დაბალი კავი, სახვნელი იარაღის სახეობა ქუსლში ჩამჯდარი მხარით. იხმარებოდა ფერდობ ადგილთა სახნავად.

ლიტ: ქელ, 2009.

ინგლისი - ჭურჭლის ერთგვარი შესამკობელი მასალა. ინგლისი მოვარდისფრო ოქროსფერი მიწაა. იგი „თირზე“ ღრმად არის მიწაში და „პწკრიალებს“. ერთი ფუთი ინგლისი საკმარისია ერთი საპალნე ჭურჭლის „მოსაინგლისებლად“. შროშაში ინგლისს საკარმიდამო ნაკვეთებში თხრიან. კარგად აშრობენ, ახმობენ მზეზე, ნაყავენ ხის როდინებში და ცრიან წმინდა საცერში - „სამტკიცში“. შემდეგ ყრიან თიხის ჭურჭელში ალბობენ და ზელენ ხელით თხლად - „ლაღედ“. წყალს უმატებენ მანამ, სანამ თხელი ფაფის სისქეს არ მიიღებენ.

0x01 graphic

ლიტ.: . კაკაბაძე, შროშული კერამიკა, 1982.
. .

ინდიტია - ნათელი, სადღესასწაულო ფერის ფარჩის, გადასაფარებელი ტრაპეზსა და სამკვეთლოზე. სიმბოლურად საღმრთო მეუფებისა და დიდების ბრწყინვალებას მოასწავებს.

ლიტ.: С.Е. Молотков. Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ. 2001
. .

ინდური (იმერ. რაჭ. ლეჩხ. ქართლ.) - საწნახლის წინ გამოშვერილი ღარიანი პირი, საიდანაც დაწურული ყურძნის ტკბილი (სითხე) გადმოდის.

ინკრუსტაცია - ნაკეთობის დეკორირება სხვადასხვა მასალის ნატეხების ჩასმით. ინკრუსტაცია ფართოდ გამოიყენება ოქრომჭედლობაში. საქართველოში უკვე ადრეანტიკურ ხანაში გვაქვს ინკრუსტირებული ნივთები. ძალიან პოპულარული იყო ტიხრული ინკრუსტაცია ანუ ოქროს ნივთებზე, ოქროსავე ტიხრებით შექმნილ ბუდეებში ფერადი ქვების ნატეხების ან პასტის ნაჭრების ჩასმა.

ლიტ.: . გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
. .

ირანჭკა (ზ.იმერ). - ჩიტის მახე.

ისარი - მშვილდით (იხ.) სასროლი. ისრის შემადგენელი ნაწილებია: ზრო, თბე (ფრთა), კილო და ისრისპირი. სულხან-საბა ასახელებს ცხრა სახის ისარს: საყალნო - ფრთე დაბალი და პირ-წვრილი, რომელსა ყიფჩაღნი და თურქნი იქონებენ; სარჩა - ზომიერი ისარი, ფრთე-მობრტყე და პირმობრტყე; ქეიბური - მისგან უგრძესი პირ-დიდი და ფრთე-მაღალი; ქიბორჯი - ისარი სარჩის მსგავსი პირ-განპებული, მომცრო; ბოძალი - ისარი ქეიბურის მსგავსი პირ-დიდი განპებული; ყოდალი - ისარი სარჩის ტოლი სამფრთოსანი, უპირო, წვერ-მრგვალი; ღრჯა - ყოდალისა უგრძესი, წვერ-მწვეტი ჯვარედად ჩხირ-დასხმული; სეფქა - ფრთე-მაღალი, გრძელი, გრკალ-შემობმული; გეზი - უფრთო, უპირო ისარი; წინწკიტელა - ყრმათა ისარცუდასა ჰქვია. სამალი - არს ღარი რკინისა სატყორცებელი და ისარი მტკაველზედ მეტი, მის ღარით სასროლი. და ბოლოს აღნიშნავს „სხვანიც რამ ისარნი არიან რომელსამე ბორბალად უწოდებენ და სხვასა სხვასა...“ ქართულ ისტრიულ წყაროებში დასახელებულია ისრის სხვა სახეობებიც, მაგალითად - „უტევანი“ (სწრაფ და შორს გასატყორცნი ისარი), ასევე „წამლიანი ისარი“, „მოწამლული ისარი“, „პირალმასი ისარი“, „ჩალხისა ისარი“ და ა.შ. საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე უძველესი ისრის პირები ზედა პალეოლითის ხანას მიეკუთვნება და ძვლისგანაა დამზადებული, ნეოლით-ენეოლითში ჩნდება კაჟისა და ობსიდიანის, ხოლო მოგვიანებით სპილენძის, ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები. ამ პერიოდის ისრის ზროები არ არსებობს მათი ორგანული წარმოშობის გამო.

ისრის ზროს სიგრძე დამოკიდებული იყო მშვილდის ზომაზე, საშუალოდ იგი 50-75 სმ-მდე მერყეობდა. ისრის პირებს მრავალნაირი ფორმა ჰქონდა - პირგანპებული, რომბისებური, პირმობრტყო, ფოთლისებური და სხვ. ასეთი მრავალსახეობა მიუთითებს, რომ ისინი სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა, ზოგი - ძვირფასბეწვიან ცხოველზე სანადიროდ (რომ ტყავი არ დაზიანებულიყო), ზოგი სათევზაოდ, ზოგი აბჯრის გასახვრეტად, ზოგიც სასწავლოდ და ა.შ. მაგ. ბრტყელპირიანი ისარი რომელსაც სულხანსაბა სარჩას უწოდებს, გამოიყენებოდა თევზაობის დროს, გასროლისას ისრის ბოლო (კილო) მშვილდზე ან საბამზე თოკით იყო გამობმული. ისარი ქეიბური კი იხმარებოდა დიდ ცხოველზე სანადიროდ, რათა მსხვერპლი სისხლისაგან უცებ დაცლილიყო და ა.შ. მრავალფეროვანია ასევე ისრის ზროზე ფრთების განლაგებაც. არსებობდა ორ, სამ და ოთხფრთიანი ისრები მაგ., ყოდალი - სამფრთიანია. განასხვავებდნენ აგრეთვე დაბალ და მაღალფრთიან ისრებსაც მაგ. სეფქა - ფრთა-მაღალია, საყალნო - ფრთა-დაბალი და ა.შ.

ისრის დამზადება ცალკე ტექნოლოგიურ პროცესებს მოითხოვდა, რის გამოც „მეისრეობა“ ცალკე ხელობად ჩამოყალიბდა და მას ჯოლბორდი ერქვა

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული,1991; ალ. გვახარია, „კვლავ უტევანის
შესახებ, ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 1991. ელაშვილი . მშვილდოსნობა, 1959
. .

ისარნა//სატკბილე - ყურძნის დაწურვისას ტკბილის მოსაკავებელი ჭურჭელი, საიდანაც შემდეგ ტკბილი გადააქვთ ქვევრებში. თიხის ისარნა არის უყუროცა და ყურიანიც. საკმაოდ სქელკედლიანი ჭურჭელია ხამი კერამიკისგან გაკეთებული. გვხვდება როგორც ბრტყელძირა ასევე კონუსურიც,აქვს ოდნავ დაქანებული კედლები (თუ ისარნა უყუროა), ან ოდნავ გამობერილი მუცელი „გვამი“ (თუ ისარნა ორყურაა). ისარნას პირი ფართო, გადმოკეცილი ფარფლით მთავრდება.ისარნა//თაღარი ჩვეულებრივ საწნახელის წინ დგას, საიდანაც ტკბილი ჩამოედინება, იქედან კი ანაწილებენ ჭურებსა და ქვევრებში. აღსანიშნავია, რომ ისარნა სხვა დანიშნულებითაც იხმარება: მაგ., ვენახის შესაწამლი შაბიამნის ხსნარის მოსაკავებლად და დასამზადებლად. ზოგი მეჭურჭლე დიდი ზომის ისარნას მიწის დასალბობადაც იყენებენ. მოჭიქული ჭურჭლის ხელოსნები კი ისარნებში სხვდასხვა ფერის ჭიქურს ამზადებენ. კახეთში იგი გამოყენებული ყოფილა სხვადასხვა საღებავის ჩასაყენებლად, ხოლო დაბაღები ტყავს აწყობენ დასამუშავებლად, იყენებდნენ აგრეთვე საწყაოდაც. ზემო იმერეთში სოფ. თავასაში დამოწმებულია შუა საუკუნეების ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე ისარნა.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I კახური, 1949.
..

ისრიმი - აქ. მკვახე ყურძნისაგან დამზადებული საწებელი, საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ისრიმის სინონიმებია: „ბჟოქი“, „მკვახე“, „ჟოლოქა“, „შემოუსვლელი“ და სხვა. დასავლეთ საქართველოში მიღებული იყო ისრიმის წვენში ჩაწყობილი შემწვარი წიწილის კერძი. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ისრიმის გამოყენებას საკვებად გამოწვეული იყო ზედმეტად მსხმოიარე ვენახის განტვირთვით.

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
. .

იჩლუღი (აჭარ.) - ქალის გარეთა სამოსელი. მასალად გამოიყენებოდა ზოლიანი ან სადა ფარჩა. მისი მოხმარება სეზონური იყო. იგი მოკლე და წელს მწვდომი სამოსელია, წინ ჩახსნილი, მთლიანი ზურგით. აქვს საყელო და მხრებთან მიდგმული სახელოები, რომელთა ბოლოები შეხსნილია და ყოშით (იხ.) დასრულებული. ზედატანის ჩახსნილი ნაპირების შესაკვრელად გამოყენებულია ლითონის ღილები. დასარჩულებულია ბამბის უბრალო ქსოვილით. შემკულია სირმის გრეხილებით. მასალის ხარისხი და გაფორმების მაღალი დონეც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი შეძლებული ფენის ჩასაცმელი იყო. იჩლუღს სამცხის ზოგიერთი კუთხის გარდა ანალოგი საქართველოში არ ეძებნება. მსგავსებას ავლენს ანატოლიურ „იჩლიკთან“, მაგრამ განსხვავებაც აშკარაა. ეს, პირველ რიგში, სახელოთა ფორმას შეეხება აჭარული იჩლუღის სახელო სამაჯეთი კი არ ბოლოვდება, არამედ „ელორით“ (ყოშით) და შესაბნევებიც გააჩნია.

ლიტ.: . სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005
..

იჯაგაი (თუშ.) - ლუდის ხარშვის დროს სისწვენის მოსაკავებელი მაღალი, ცილინდრისებური ჭურჭელი. როცა სისწვენი მოიხარშება და გაიწურება, ლუდის ქვაბი უნდა გასფუთავდეს ლუდის ხელახალი დუღებისათვის, ამიტომ პირველანადუღარი მასა იჯაგაიში დადგება, ქვაბი გაირეცხება და შემდეგ მთელი სისწვენი იჯაგაიდან გადაისხმება ქვაბში.

. .

14

▲ზევით დაბრუნება


კაბა - (აქ) მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის სახეობა ძველად. არის სხვადასხვა სახისა: მკერდდახშული, ღილებიანი, გულზე საყელოგადაფენილი, ვიწრო და გრძელსახელოებიანი, ენიანი და ყურთმაჯებიანი, ყოშებიანი, მკერდღია, გულისპირიანი. ფეოდალური ხანის ქართულ მხატვრობაში კაბების უამრავი ტიპია დადასტურებული. კაბა ამჟამად ქალისა და სასულიერო პირის სამოსს ეწოდება.

0x01 graphic

ლიტ: ქელ. 2009.

კაბა-კარდი - კაცის სამგლოვიარო ტანსაცმელი. გლოვის დროს საქართველოში კაცთათვის მიღებული იყო ქამარ-ხანჯლის გარეშე შავი ჩოხების ტარება. სპეციალურ ტანსაცმელს, რომელსაც ამ დანიშნულებით იყენებდნენ, ზ. იმერეთში „კაბა-კარდი“ ერქვა, აღ. საქართველოში კი „კაბა“, რომელიც იყო ახალუხის ტიპისა ყოველგვარი გაწყობის გარეშე.

. .

კაბა ყოშებიანი - მამაკაცისა და ქალის ჩასაცმელი, ნაოჭასხმული კაბა ღია სახელოებით, რომლებიც ფარავენ ხელის მტევნებს.

ლიტ.: . გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.

კაბდო - 1. მიწის საზომი ერთეული, მიწის საზომი საშუალებებიდან კაბდო ყველაზე ძველ და ამავე დროს, მერყევ ერთეულად არის მიჩნეული. კახეთის სხვადასხვა კუთხეში კაბდოს ქვეშ სხვადასხვა ზომის ერთეული ივარაუდებოდა. XIX ს-ის მონაცემებით სიღნაღის მაზრაში ეს საზომი 12 მტკაველს, მტკაველი კი 24,86 სმ-ს შეადგენდა. აქედან კაბდოს ზომა საშუალოდ 3 მეტრს აღწევდა. ქიზიყში საფარცხი კაბდოს საშუალო ზომა 3 მ იყო, თუმც აქვე დასტურდება მცირე ზომის 1,5 მ-ის კაბდო, რომელიც სახედარით ფარცხვისათვის იყო განკუთვნილი. 2. ბზის სახვეტი იარაღი. 3. ფიცარი, რომელსაც ფარცხი აქვს გამობმული ბელტების საფშვნელად და ხნულის გასასწორებლად.

ლიტ.: ალ. ღლონტი. ქკთსკ, 1974. . ჯაფარიძე, ნარკვევები... 1973.
..

კაბიჩა - ხის ერთგვარი საწოლი.

კაბიწი//კაბიწეული - მარცვლეულის საწყაო ხის ჭურჭელი. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, კაბიწი ერთ კოდს უთანაბრდებოდა. ქართულ მეტროლოგიაში კაბიწი შეცვალა კოდმა. საწყაოს ეს ერთეული საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. აჭარაში ძირითადად რძის პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა. კაბიწეული ჭურჭლისთვის საუკეთესო იყო ცაცხვისა და ნაძვის ხის ყავარი. საკაბიწე ყავარს ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, რის შედეგადაც მასალა „დამყოლი“ ხდებოდა, რაც ფორმის მიცემისთვის აუცილებელი იყო და ამავე დროს, კარგავდა სიმწარეს და აცლიდა ფისს. ოსტატი ცხელ მასალას თავის ნებაზე მოღუნავდა და ყავრის თავებს მაშებით შეკრავდა. ჭურჭლის თავებს სადგისით დახვრეტდა და ნაძვის ფესვისგან დამზადებული თასმით გაკერავდა, ჩაუდგამდა ძირს და ნაძვისავე ფისით გამოგლესავდა. კარგი ნახელავი ჭურჭელი სითხეს არ გაატარებდა და გამზადებული იყო სახმარად. ასეთი წესით მზადდებოდა კაბიწეული ჭურჭლის ტიპები, როგორიცაა: საწველელა, გვარდა, კოთხო, სანაღბე, სამატყლე, საწვრიმალო და სხვა. ემპირიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი ტიპის ხის ჭურჭელი საუკეთესოდ ინახავს პროდუქტს, არა მარტო ადგილზე, არამედ ტრანსპორტირების დროსაც. აჭარლები იმდენად დახელოვნებული იყვნენ კაბიწეული ჭურჭლის კეთებაში, რომ მათ შეკვეთები მოსდიოდათ მეგრელი მეჯოგეებისგან. მათი ნახელავი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა არა მარტო აჭარასა და გურიაში, არამედ ახალქალაქისა და ახალციხის ბაზრობებზე.

0x01 graphic

ლიტ.: ალ. დავითაძე, კაბიწეული, „ძეგლის მეგობარი“, ¹59, 1982.
.

კაბურა - კაბის ზემოდან ჩასაცმელი ქალის სამოსი ხევსურეთში. წინ გახსნილია, ბეჭებსა და წელში გამოყვანილი.

ლიტ: ქელ, 2009.

კავი - პრიმიტიული სახვნელი იარაღი, ძირითადად გავრცელებული იყო მთიან რეგიონებში. შედგება მხარის, კბილას, ერქვნისა და სახნისისაგან. კავის ვარიანტებია ჩუთკავი და კავწერა, რომელიც გამოიყენებოდა ნიადაგის გასაწერად, რათა შემდგომ გუთანს უფრო გაიოლებოდა ხვნა.

კავი იმერული - მარტივი სახვნელი იარაღი. შედგება: მხრის, ერქვანის, ქუსლ-კბილასა და სახნისისაგან. ბარში გავრცელებული კავი ზომით ბევრად ჩამოუვარდებოდა იმერეთის მთის სოფლებში გამოყენებულ კავს. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმერეთის მთისა და ზეგანის მშრალი ნიადაგები შედარებით მძიმე დასამუშავებელი იყო, ვიდრე ბარის ნესტიანი მიწები. ამდენად, იმერეთის მთისა და ზეგანის სოფლებში უფრო მძიმე სახვნელებს იყენებდნენ, ვიდრე ბარში. კავით მუშაობას ორი კაცი სჭირდებოდა: „მეხრე“, რომელიც „კავს ეკიდა“ და „წინძღოლი“, რომელიც ხარებს უძღვებოდა. იმერული კავის სახესხვაობას წარმოადგენს გურიასა და ლეჩხუმში გავრცელებული, ასევე „კავის“ სახელწოდებით ცნობილი, სახვნელი იარაღი. ეს იარაღები ერთიანდება სახვნელის კოლხურ ტიპში. იგი ხასიათდება 900-ით მოხრილი მხრით, რომელიც ჩადგმულია ქუსლში და არ გააჩნია საკვეთელი. კოლხური სახვნელების ერთ-ერთ ფორმად მიჩნეულია მოხეური სახვნელის ტიპი, რომელსაც, თავის მხრივ, ანალოგები მოეძებნება შუმერისა და ბაბილონის ძვ. წ. აღ. IV ათასწლეულის სამიწათმოქმედო კულტურაში.

ლიტ.: . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1990.
ლიტ.: . გელაძე, შრომის ორგანიზაციის ფორმები საქართველოში, კრ. მასალები იმერეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1978.
. .

კავშირი - აქ: ოქრომჭედლობაში მისარჩილავი საშუალება. შედგება: 2 წილი მისხალი ვერცხლი, ერთი წილი თითბერი. მოადუღებდნენ ერთად, შემდეგ ვალცში გაატარებდნენ და გააკეთებდნენ მავთულად. ვერცხლის ნაკეთობათა ფუცლების დასაკავშირებლად გადაბმის ადგილებში, მის პატარა ნაჭერს დაადებდნენ, დააყრიდნენ ბორას, გაატარებდნენ ცეცხლში და ფურცლები ერთმანეთზე მიდუღდება.

. .

კავწერა//საწერა (ხევს.) - მარტივი სახვნელი (მიწის გასაწერი იარაღი). ამ იარაღის საშუალებით ხდებოდა ყამირებისა და ბორტვების (დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა) გაწერა. კავწერით მიწის დაწერადაკვალვის შემდეგ იმავე კვალზე მეორე სახვნელ იარაღს - ხევსურულ „სახვნიელს“ გადაატარებდნენ. „დაწერილი“ ბორტვი ადვილი სახნავი იყო. როგორც კავწერას, ისე სახვნიელის მოძრაობა დაბლობიდან მაღლა გარდიგარდმო სვლით წარიმართებოდა. ორი სხვადასხვა სახვნელით მუშაობა ხვნის ეფექტურობას განაპირობებდა.

კავწერის გამოყენება მისადაგებული იყო მთის ზოლის მეურნეობასთან და მის ბუნებრივ პირობებთან (ხრიოკი ნიადაგი, მთაგორიანი რელიეფი). როგორც ვარაუდობენ, ეს დამხმარე ფუნქცია შედარებით გვიან უნდა შემუშავებულიყო, მისი თავდაპივრელი დანიშნულება კი ხვნა უნდა ყოფილიყო.

ხევსურული კავწერას ტიპის მარტივი სახვნელი საქართველოს სხვა კუთხეშიც ყოფილა გავრცელებული, კერძოდ, თუშეთში (იხ. საკვეთელი), სვანეთში (იხ. ლაღრავ), სამეგრელოში (იხ. ჯაში ოხონალი, ოღარაი). ანალოგიური სახვნელების არსებობა დასტურდება ვეროპის ქვეყნებშიც - ვლახეთში, დასავლეთ გერმანიაში და შვედეთში. იქაც ამ იარაღის ფუნქცია მიწის გაწერა იყო. ხევსურული კავწერა სხვა მისი ანალოგიური სახვნელებისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი აგებულებით ყველაზე მარტივი იყო და დიდი ზომის წერაქვს წააგავდა. იგი ხელით სამუშაო იარაღიდან სახვნელისაკენ გარდამავალი იარაღის ერთ-ერთ ფორმად არის მიჩნეული.

ლიტ.: Г. С. Читаия, Земледельческие системы и пахотные орудия Грузий. Вопросы этнографии Кавказа, 1954. . ჯალაბაძე, მამინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
. .

კათხა - 1. თუშეთში არყის ხის ქერქისგან დამზადებული ჭურჭლის სახელია, რომელშიც მეცხვარეები ხაჭოსა და მარილს ინახავდნენ. 2. ქალის თავსაბურავის ნაწილი, ჩიხტის სახესხვაობა. მასალად გამოიყენება მუყაო და ქსოვილი როგორც უბრალო, ისე კარგი ხარისხისა. მას ატარებდნენ მხოლოდ გათხოვილი ქალები. 3. ფეხიან ხის სასმისი. ცნობილია, რომ ქართველ ტომებში დიდი ყურადღება ექცეოდა რიტუალურ სმასა და სარიტუალო სასმისებს, რის გარეშეც არც ერთი საზოგადოებრივი ნადიმი თუ სარიტუალო ქმედება არ სრულდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რომლის ყოფის ორგანული ნაწილია ლუდის კულტურა, სასმისთა ისეთი ნაირგვარი ტიპები წარმოიშვა როგორიცაა: კათხა, კოში, ტარკოშა, კონჩხა, თასი, მოდიმოღმართა, სამთვალა, ბარძიმი, სირჩა და სხვა. კათხა ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. ეთნოგრაფიულ ყოფაში მისი ნაირგვარი ვარიაციები დასტურდება. ზოგ კათხაში 5-6 ლიტრი სასმელი ჩადიოდა, ზოგი კი მხოლოდ ერთ ღვინის ჭიქას ეტეოდა.

0x01 graphic

. .

კაკაბი - აქ: გუთნის ნაწილი, რომელიც მანჭუას ქუსლში ამაგრებს.

კაკანათი - ჩიტების დასაჭერი ხაფანგი.

კაკვი - (აქ.) ვაზის გადაწვენის დროს მიწაში გადაწვენილ ლერწს ჯერ ასეთი პატარა ჯოხით ამაგრებენ და მერე მიწას მიაყრიან.

კალათი - სამეურნეო საქმიანობაში სანიადაგო, მოწნული ჭურჭელი. პირგაშლილი, ყურიანი, სხვადასხვა ფორმის, ძირითადად ოთხკუთხა ძირით. გამოიყენებდნენ აგრეთვე ზურგის კალათასაც რომელსაც სამხრეები ჰქონდა მობმული. გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. კალათი გამოიყენებოდა სხვადასხვა სანოვაგისა და წვრილმანი ნივთების ცასალაგებლად.

0x01 graphic

. .

კალანჩხა (ქართლ-კახ. იმერ. ლეჩხ.) - პატარა კალათა, ყანაში საჭმლის ან ხილის წასაღებად.

კალაპოტი - იგივე ყალიბი, რის საშუალებითაც სხვადასხვა ფეხის ზომაგანისაზღვრებოდა. ძველად კალაპოტის მაგივრობას ასრულებდა დაფხვნილი მიწა, გაცრილი ნაცარი. ხარაზი ნაცარზე მუშტარს ფეხს ადგმევინებდა, ნაცარზე აღბეჭდილი ფეხის ანაბეჭდს თოკით ზომავდნენ. ამ წესის შემდეგ ქაღალდის თარგები შემოუღიათ, ბოლოს კი ხის კალაპოტები. სახარაზო სახელოსნოში ბევრი კალაპოტი იყო სხვადასხვა ზომის ფეხის სიდიდის გამოსახატავად, ფეხის ზომისთვის ზოგან გეომეტრიული ნიშნები იყო გამოყენებული, ზოგან კი ტერმინები.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

კალატოზი - ქვიტკირის მაშენებელი. ქვითხუროს იდენტური პროფესიაა. უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში კალატოზების და კალატოზთუხუცესების დეფინიციით გამორკვეულია ამ დარგის შინაგანი სტრუქტურა და ხელობის აქტიური ხასიათი - (იხ. ქვითხუროობა). გვიან პერიოდში კალატოზმა მიიღო სახლის მაშენებლის მნიშვნელობა, რომლის მოვალეობაში შედიოდა კირის, მიწის ან ცემენტის ხსნარით ქვის სახლის აშენება.

. .

კალაფატნი (ძვ.) - ნავის მოქმედნი, ნავის მკეთებელნი (საბა).

კალდიმი - ხმლის ერთ-ერთი სახეობა. ხმალი კალდიმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და ჩეჩნეთში. საბას განმარტებით „ესე ხრმალნიცა მრავალგვარნი არიან სხვადავხვა თემთა ქმნილთაებრ და რომელიცა ხრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, - ამას ქართველი ყვარობენ.“ ქართველების საყვარელი ხმლის „კალდიმის“ დამღას წარმოადგენს ჯვარის ფორმა, რომელიც სფეროზეა გამოსახული, ხმლის მეორე მხარეს უმეტეს შემთხვევაში მგელის დამღაც გვხვდება. კალდიმი სწორი, ან ოდნავ გახრილი, ცალლესული და ცალღარიანი ხმალია, ღარი პირს ვადადან 20-30 სმ სიგრძემდე დაუყვება, პირის სიგრძე 80-83 სმ.-ია. კალდიმის პირებზე დაგებულია როგორც ვადაჯვრიანი, ასევე ე.წ. „შაშკას“ (იხ.) უვადაჯვრო ტარები.

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . II, 1993. Аствацатурян , оружие народов кавказа, санкт-петербург, 2004.
. ქაფიანიძე, ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის. სემმ . I, 46, 2010. . .

კალო - პურეულის სალეწი ადგილი, რომელიც გამართული იყო სწორ ადგილას, წრიული ფორმით, იყო როგორც ღია, ასევე დახურული კალოები. (საქ. მთა, ხევს.), კალოსათვის იყენებდნენ მიწური სახლის ბანსაც. ხორბლეულს ლეწავდნენ კევრით (იხ.), ქვის დაკბილული მორგვებით (ჭარჭარა) ან შინაური საქონლის გადატარებით. კევრში აბამდნენ ხარებს, კამეჩებს, ცხენს. კალოს ზედაპირი იფარებოდა პურეულით, რომელზედაც წრიულად დაჰყავდათ კევრი. ლეწვის დროს ძნებს (იხ.) ხშირად აბრუნებდნენ ნიჩბით, რათა მარცვალი გაყროდა გალეწილ მასას. დაგროვილ ხვავს ანიავებდნენ არნადით (იხ.), გალეწილ ხორბალს ჯერ ცხავში ატარებდნენ და მერე ცხრილში, სარეველებისაგან რომ გაეთავისუფლებინათ. მარცვალი გადაჰქონდათ შესანახად სახლში და აბინავებდნენ ბეღლებსა და ხაროებში (იხ). ხევსურები დახურულ კალოში ზამთარშიაც ეწეოდნენ პურეულის გალეწვას.კალო მიჩნეული იყო წმინდა ადგილად და გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში.

0x01 graphic

ლიტ.: . ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
. .

კალო ხატისა (ხევს.) - კალო, სადაც სახატე მამულებში მოწეული მოსავალი გაილეწებოდა. ეს იყო კარგად მოსწორებული და დატკეპნილი ადგილი, თუ საჭიროება მოითხოვდა, გვერდები ქვებით ჰქონდა გამაგრებული, კალოსთავზე ძნები ეწყობოდა და მას საძნოვარი ეწოდებოდა. 20-25 ძნიდან ერთი კალო გაილეწებოდა, ხოლო დღეში 3 კალო. საკულტოდ გალეწილ ქერს ხევსურეთში „ქერ-ოქროს“ უწოდებდნენ. კალოს ძირითადად დასტურები ლეწავდნენ და კალოობის დამთავრების შემდეგ ლუდით კალოზევე ხატიონისა და ხატის სადიდებლებს წარმოსთქვამდნენ.

. .

კალპი - წნული რგოლი, რომელიც მაგრდება ჩიჩილაკის წვერზე (იხ. ჩიჩილაკი).

ალტი - შრატის წამოდუღებით მიღებული ხაჭო, რომელსაც ამარილებდნენ და ინახავდნენ კოდში ან ქილაში. გავრცელებული იყო ფშავში.

ლიტ.: ქელ, 2009.

კამარა - აქ: სამხედრო დანიშნულების კოლხური ნავი დაახლ. 15 მეტრის სიგრძისა, სადაც ეტეოდა ოცდაათამდე ადამიანი და სამეკობრეოდ მოხერხებული იყო. რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა ეს ნავები აღწერა კოლხეთში ანიკეტის აჯანყებასთან დაკავშირებით. კამარას საჭიროების შემთხვევაში ფიცრების შემოკვრით თაღისებური ფორმა ეძლეოდა, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს მის სახელი (კამარა//თაღი), კამარა საუკეთესი სამანევრო თვისებებით გამოირჩეოდა.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ზღვაოსნობა საქართველოში, 1987.
. .

კანაფი - მცენარე, რომლისგანაც ამზადებენ საკვებ ზეთს და ასევე გამოიყენებდნენ როგორც საბოჭკოე კულტურას. (წნავდნენ თოკებს, ქსოვდნენ ტილოს და ა.შ.), საქართველოში ბევრგან იყო გავრცელებული, განსაკუთრებით სვანეთში. ქართველები მოხალული კანაფის მარცვალს როდინებში// ქვიჯაში ნაყავდნენ, საცერში ატარებდნენ და მიღებულ მასას ხელით ზელდნენ ან ტომარაში ჭყლეტდნენ. საგულისხმოა, რომ კანაფის თესლს საკულტო მნიშვნელობაც ჰქონდა. კანაფისგულიანი ქადები სარიტუალო დღეებში ტრადიციულ საკვებად ითვლებოდა, ასეთ პურებს განეკუთვნებოდა სვანეთში „გიმბშარ ლუკვნე“ და „ღიმიმბაშ ქუთ“. კანაფი ფართოდ მოიხმარებოდა ხალხურ მედიცინაშიც.

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007. . რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976.
. .

კანდელი - სანათი, ლამპარი, საკიდარი ბაზმა (საბა). ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი. ეკლესიაში კედელზე, ხატთან ჩამოკიდებული სანათი, ლამპარი, ჩვეულებრივ მინისა. ჩასმული ლითონის ბუდეში, რომელიც დაფანჯრულია და ჯვრით ბოლოვდება. კანდელში ასხია ზეთი და ლითონის უღელში ჩამაგრებული ბამბის ძაფის პატრუქი ანთია. ღმრთის მსახურებისას ანთებენ ტაძრის ყველა კანდელს, კანკელის ხატებთან აუცილებელია თითო კანდელი. ტრაპეზის უკან დგას შვიდსანთელა, ანუ შვიდტოტა (იხ. შვიდსანთელა), რომელიც შვიდი კანდელის ერთობლიობას წარმოადგენს.

0x01 graphic

ძველ აღაპებში მიუთითებდნენ, თუ რომელი ხატის წინ უნდა დანთებულიყო კანდელი სააღაპე პირისთვის და რამდენი ზეთი უნდა დახარჯულიყო საამისოდ. არსებობს დაუშრეტელი კანდელიც, რომელიც განსაკუთრებით დიდი სიწმინდეების წინაშე მუდმივად ანთია. კანდელი სიმბოლოა თვალშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ამიტომ ის კრძალვითა და ლოცვით უნდა აინთოს სანთლიდან. ცნობილია ათონის ივერთა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მდებარე სასწაულთმოქმედი კანდელის შესახებ, რომელიც მონასტრის საძმოს მოახლოებული უბედურების შესახებ აუწყებდა ხოლმე - რაიმე ხილული ზემოქმედების გარეშე თვითონ იწყებდა მოძრაობას ან ტრიალს.

ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002; საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005.
. .

კანჯო - 1. კაუჭი, ზოგჯერ ჯოხზე წამოცმული, რისი მეშვეობითაც ითრევენ სხვადასხვა ნივთს (მაგ., ზღვაში) ან ზედსამაგრად ხმარობენ. 2. საზღვაო ტიპის ნავი.

კაპარი - ხორბლისაგან გამოხდილი მჟავე სასმელი. ხევში მას ქალების სასმელად თვლიდნენ. ქალის ოჯახში, ნიშნობის დამთავრებისა და მძახალთა წასვლის შემდეგ, ნათესავებსა და მეზობელ ქალებს იწვევდნენ. ამ პურობაში მამაკაცები არ მონაწილეობდნენ. კაცები სადედამთილოს მიერ მოტანილ არაყს შეექცეოდნენ. ქალები კი მასპინძლების მიერ დაყენებულ კაპარს სვამდნენ.

ლიტ.: . მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
. .

კაპარჭი - „ისართ ქარქაში“ (საბა), ისრების ჩასაწყობი ბუდე, რომელიც მშვილდისრის პატრონს მხარიღლივ ჰქონდა თასმით გადაკიდებული.

0x01 graphic

კაპური (ქვ. რაჭ.) - ქალამნის ტიპი. კაპური ქალამნის საქალამნე ტყავს ორად გაკეცავდნენ და თავბოლოს წვრილი თასმით ამოუკერავდნენ. გარშემო თვლებს გაუკეთებდნენ, შიგ საბამს უყრიდნენ და ჭიმავდნენ.

. .

კარადა-ვარცლი (მთ.-გუდამაყ.)//ლაშად (ზ. სვ.)//კორთა (ქვ. სვ.) - კომბინირებული სათავსი, იდგა საცხოვრებელში - „შინაში“, კეთების პროცესი იწყებოდა დირეების გამოთლით. ჩარჩო იკვრებოდა შვერილის ბუდეში ჩასმის წესით. მაგრდებოდა ხის სამსჭვალებით („ფარეში“, „წკირი“). კარადა - ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ზედა -კარიანი გამოიყენებოდა ჭურჭლისა და საჭმლის შესანახად, ქვედა - ვარცლის დასადებად.

. .

კარადა//კართანულა (თუშ.) - ავეჯის სახეობა. თავდაპირველად კარადა კიდობნის ნაწილს შეადგენდა და მასთან შეთავსებით იყო. კიდობანთან გაერთიანებულ კარადას ორი კარი ჰქონდა, ორივე ერთ ვერტიკალზე იყო აბმული. კიდობანთან შეთავსებული კარადა, რომელიც ჯამ-ჭურჭლისშესანახს წარმოადგენდა, დროთა ვითარებაში გამოეყო მას და ყოფაში დამკვიდრდა კართანულას სახელწოდებით.

0x01 graphic

. .

კარადა კედლისა//წალო (ზ. იმერ. ქართლ. შიდ.კახ.) - კედელში ჩამაგრებული ხის დიდი კარადა. ინახავდნენ ლოგინებს. იხმარებოდა სხვა დანიშნულებითაც, ზოგჯერ ჭურჭლის კარადასაც ენაცვლებოდა.

0x01 graphic

. .

კარავი - უძველესი საცხოვრისი, რომელიც გავრცელებული იყო და ბოლო დრომდე შემორჩა მეჯოგე-მომთაბარე ხალხებში. კარვის ტიპი, მაღალი ხარისხი და ესთეტიკური სახე განპირობებული იყო მისი მომხმარებლის სოციალური სტატუსით. კარვის მშენებლობაში გამოყენებული იყო ხის მასალა (ჯოხი, ძელი, ლატანი), ლერწამი, თოკი, ტყავი, ქეჩა, შინნაქსოვი შალი, აბრეშუმი, მაუდი, ტილო და სხვ. შუა აზიის მომთაბარე ხალხებმა შექმნეს არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ადმინისტრაციული ინსტიტუტების შესაფერისი კარვები. კარავი წარმოადგენს უაღრესად მობილურ ნაგებობას, რომლის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე დაუბრკოლებლად ხორციელდება. კარავი კარგად შეესაბამებოდა მომთაბარული ცხოვრების სოციალურ სტრუქტურას.

0x01 graphic

..

კარაკული - იგივეა რაც კრაველი

კარანიჩი//კარანჩი - ხარაზის იარაღი. უტარო დანა საძირის ნაპირების შემოსაჭრელი. ტარის ნაცვლად ხელმოსაკიდზე ტყავი ან გაცვილული ძაფი იყო შემოხვეული. ცალი მხარე განიერი ჰქონია, ცალი - ვიწრო.

. .

კარანჩხა (გურ). - ორკაპიანი, გრძელი ჯოხი, რომელსაც კაპებს შუა მოთავსებული აქვს კალათი, იხმარება ხილის მოსაკრეფად.

. .

კარაპა - ნავის ტიპი ძველ საქართველოში, რომელიც გარეგნულად კატარღის მსგავსია, მაგრამ მასზე მცირე ზომისაა.

კარაპეტი//კარპეტი - ხარაზის ხის სამკუთხა იარაღი. მასზე ფეხსაცმლის საპირეს დადებდნენ, ფარძვალით დაიჭერდნენ და გაკერავდნენ.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

კარასეული - მასისი საზომი ერთეული. ხის სასმისად ჩანს ჰაგიოგრფიული ლიტერატურის ძეგლებში. ბერებს ღვინო ტრაპეზობის დროს კარასეულით განესაზღვრებოდათ, დადგენილი არაა თუ რამდენს იტევდა ერთი კარასეული. მისი სინონიმებია: „კარასოვული“ და „კარასოული“.

. .

კარაქი - ცხიმი, რომელიც მიიღება რძის ან მაწვნის შედღვებით. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი ცნობილია სარძევე მეურნეობისათვის საჭირო კარგი პირობებით. კავკასიის მთის ბალახი ხშირი და ნოყიერია. ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებმა რძის გადამუშავების საქმეში, ყველისა და კარაქის დამზადებაში, მაღალ ოსტატობას მიაღწიეს. ქართველ ტომთა შორის კარაქს საყოველთაო გავრცელება არ ჰქონია. გურულები, მეგრელები, იმერლები, აფხაზები და სხვა იშვიათად ამზადებდნენ. სამაგიეროდ კარაქის დამზადების მაღალი ხელოვნება ძველთაგანვე ცნობილი იყო ხევსურებსა და აჭარლებში. ამ საქმეს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა სამცხეში, ქსნის ხეობაში, ქიზიყში. საგულისხმოა, რომ კარაქის მიღება-გამოყენება მსოფლიოს ბევრმა ხალხმა არ იცოდა (მაგ., ბერძნებმა, რომაელებმა, გერმანელებმა). ძველ ქართულ წყაროებში კარაქი რძის მნიშვნელობით აღინიშნება. მაგ., „დაუტევეს სხუანი ძუძუნი სავსენი კარაქითა“. კარაქის დასამზადებლად რძეს ხის ან სპილენძის საწველეში მოწველიდნენ და ბაკნებში ან პინებში ჩაწურავდნენ. შემჩნეულია, რომ ხის ბაკანი ნაღებს კარგად აყენებდა, მაგრამ „ეგ წუნი“ ჰქონდა, რომ მალე ამჟავებდა რძეს. სპილენძ-თითბრის ჭურჭელი კი კარგად ინახავდა, არ ამჟავებდა, მაგრამ ნაღებს ნელა იღებდა. თუ რძე დამჟავდებოდა ბაკანში, ნაღები მოიხდებოდა, მაგრამ ყველი არ გაკეთდებოდა. რძე რომ არ გაციებულიყო, ბაკანს გოდორს დაახურავდნენ და ზედ ტილოსაც მიაფარებდნენ. საზეურში//სარძეულში ნაღების გადასატანად ჯერ ბაკნის „ნაპირთ თითს გაუსვამდნენ“ და მერე „წახდიდნენ“. საზეური ხისაც იყო და სპილენძისაც. იტევდა სამ-ოთხ ვედრო ნაღებს. საზეურს გვერდზე, ძირთან, საგანგებო შუშუტი აქვს დატანებული. „წანაღბულ“ რძეს „საკუსე ქობში“ ჩაასხამდნენ, ნაღებს ვარია//ყუიკაში (იხ.) ან ჩხუტშიც დღვებდნენ. დღვების პროცესში დროდადრო წყალს ასხამენ: როცა რძე ცივია - ადუღებულს, შემდეგ კი ცივ წყალს. სიცხეში თბილ რძეს ხშირ-ხშირად უნდა ცივი წყლის ჩამატება, რძის გასაგრილებლად, რომ არ გაწყალდეს. ოთხი ვედრო ნაღები ორ კგ. კარაქს იძლევა.

ლიტ.: . ჩიტაია, ხევსურული სახლის სენე, ანალები, I, 1947.
. .

კარახანა (ხევს.) - ზოგადი სახელია ლუდის სავსე სასმელი ჭურჭლისა, რომელიც პატივისცემის ნიშნად მიერთმევა ადამიანს.

. .

არდალა - სანიადაგოდ სახმარი სპილენძის მოკალული ქვაბი, მისთვის დამახასიათებელი ვიწრო ძირით. არსებობდა რამდენიმე ტიპისა, როგორც პატარა, ასევე საშუალო მოცულობისა. კარდალა განეკუთვნება „ყურიან“ ქვაბთა რიგს. მას ძირითადად ჰკიდებდნენ ბუხარში ჩამოშვებულ ნაჭაზე (იხ.). იმერეთში კარდალას ძროკუნჭელასაც უწოდებენ.

0x01 graphic

..

კარმიდამო - ზოგადი სახელი ადამიანის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისა იმ

ტერიტორიის ჩათვლით, რომელზედაც ისინი არიან განლაგებული. კარმიდამოს პარალელური ცნებებია: ეზო-კარი, ეზო-სახლი, ეზო-გარემო, სახლ-კარი, სახლ-კარ-მიდამო, ეზო კუთხე. კარმიდამოში შედის სუფთა და შავი ეზო. სუფთა ანუ თეთრი ეზო გამოირჩევა წმინდა მოლით, მოვლილი ხეხილით, ქვის სკამითა და მაგიდით, ჭით, ლამაზი ღობით და ზოგადად დიდი ესთეტიკური სილამაზით, შავი ეზო, ანუ საჩეხი უფრო ხშირად სახლის უკანაა მოწყობილი და მასში განთავსებულია ბოსელი, საქათმე, საღორე, ფარეხი, თავლა. აქვე ჩეხავდნენ და აწყობდნენ შეშას, აქვე იყო სანაკელე და ფეხსალაგი//ჩეჩმა. შავ ეზოში ამწყვდევდნენ საქონელს.

ლიტ.: . კახიანი, იმერული კარმიდამო, 1969.
. .

კარულა - შარდის სადიაგნოსტიკო ჭურჭელი, გამჭვირვალე მინისგან დამზადებული. კვერცხივით ძირი და ფართო პირი აქვს.

კასრი (ქართლ.) - დამორილი, ცილინდრის ფორმის ძირჩადმგული, სალტით შემორტყმული ხის ჭურჭელი. იხმარება სანოვაგისა და სითხის სათავსად.

. .

კატარღა - საბრძოლო ხომალდი 20-26 მ სიგრძისა, 50 ნიჩბიანი, ჰქონდა აფრა.

კბილის საყარი - რკინის ხერხის კბილების გადასაყრელი // ასაწყობი, შედგება ტარისა და ორი კბილისაგან, იხმარებოდა ხერხის (სისო, საცალხელო და საორხელო) კბილების გადასაყრელად. ხერხის კბილები მუშაობის დროს ბლაგვდება, მხერხავი კბილის საყარში თანმიმდევრობით დებს კბილებს და ქლიბის მეშვეობით აფხავებს (ალესავ) მათ. კბილებს შორის ალესვის შედეგად „ჩაფრასტი“ ჩნდება. თუ „ჩაფრასტი“ გაქრა ხერხი ვეღარ იმუშავებს.

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხითხუროობა საქართველოში, 1963.
. .

კედები - თავებში ჯაჭვგაბმული ორი გრძელი კეტი, რომელიც შემოეჭირება ხაკის ტომრებში გასაწურად ჩასხმულ სალუდე ნახარშს, თანაბარი მოჭერით სქელ მასას დაწნეხავს და გამოადენს წვენს. ჯოხები რომ არ გაიშალოს და დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, მოჭერილ კედებს თავზე წამოაცვამენ „მალახას“ იმავე წნელის რგოლს.

. .

კევრი (ქართლ. კახეთ. სამცხ.-ჯავახ. რაჭ.), ფსკვერი (ზ. რაჭ), კიავირ (სვ.), კელი (ქ.იმერ.) - ხორბლეულის სალეწი. კევრს, როგორც თავთავის სალეწ სამეურნეო იარაღს, დიდი ხნის ისტორია აქვს. მზადდებოდა უპირატესად ფიჭვის ხისაგან, რომელიც ადვილი სათლელია და კოხებსაც კარგად იჭერს. შეგულებულ-შერჩეულს მოჭრიდნენ, გაქერქავდნენ, დამორავდნენ და ხის სოლებით გააპობდნენ. საკევრე ფიცრებს დიდი, საორხელო ხელეჩოთი გათლიდნენ, „სამუშაო პირზე“ სატეხით „საკოხე ბუდეებს“ ცერად ამოიღებდნენ, რომელშიც მაგარ კოხს (ქვებს) ჩასვამდნენ. კოხები ბუდეში ისე იყო ჩაწყობილი, რომ მათი საჭრელი პირი (ფხა) გარეთ რჩებოდა, რათა თავთავი კარგად გალეწილიყო. კევრის ფიცრებს ერთმანეთზე მიაწყობდნენ და რიკით შეაერთებდნენ, ზურგზე კი ორ უღელს დააკრავდნენ. სათავო უღელზე ღვედს გამოაბამდნენ, რომლის საშუალებითაც გამწევ ძალას (ცხენს, ხარს) ჩაუბამდნენ. კევრები ძირითადად, ხე-ტყით მდიდარ ხეობებში მზადდებოდა და სამიწათმოქმედო რაიონებში იყიდებოდა. გამზადებული კევრი კალოზე გაჰქონდათ. კალო ეწყობოდა შემაღლებულ ადგილზე (სახლის ბანზე, ეზოში, ყანასთან ახლოს). მიწას დატკეპნიდნენ, გაფოცხავდნენ, მორწყავდნენ და ბზეს მოაყრიდნენ, ლეწვისთვის არჩევდნენ მზიან დღეს, რადგან ამ დროს თავთავი უკეთესად ილეწება. ყურადღება ექცეოდა აგრეთვე ქარის მიმართულებასაც.

0x01 graphic

კალოში პირველად წინა წელს დამზადებული თავთავისაგან შეკრულ ჯვარს ჩაშლიდნენ (იხ.ვარსკვლავი) - „ახალ მოსავალს მიაგებოსო“, მერე ბჯას (ძნის ზვინს) თავთავით შიგნით ჩაშლიდნენ, სქლად ჩააფენდნენ და ზედ კევრებს შეაყენებდნენ. კალოზე სამი-ოთხი კევრი მუშაობდა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ძნა იყო ჩაშლილი.

კალოსა და ნალეწ ხვავს ავი თვალი რომ არ სცემოდა, ლეწვის მონაწილე აიღებდა რკინის ნაჭერს და ქვას ურტყამდა. როდესაც მორჩებოდნენ კალოობას, იცოდნენ მცირე ლხინის გადახდა ანუ „კალოს ქორწილი“ (მესხეთ-ჯავახეთი), „კალოკრეფიანობა“ (ქართლი), „კალოს დალოცვა“ (იმერეთი), „ლიკლაური“ (სვანეთი). კალო ძველთაგანვე წმინდა ადგილად მიაჩნდათ, კალოზე დატოვებულ ნივთს ხელს არავინ ახლებდა.

ხოვლეგორაზე (კასპის რაიონი) არქეოლოგებმა გათხრების დროს მიაკვლიეს კარგად გათლილ-გამოყვანილ და კოხებით გაწყობილ ოთხ კევრს, რომლებიც ძვ. წ. XII-XI საუკუნეებით თარიღდება, საყურადღებოა, რომ კევრის ნაშთებთან ერთად არქეოლოგებმა ადამიანის ჩონჩხიც ნახეს, ე.ი. კევრზე მიცვალებული ყოფილა დასვენებული. როგორც ჩანს, მიცვალებულის კევრზე დასაფლავების ჩვეულება უძველესია და ჩვენი ხალხის დიდ სამიწათმოქმედო კულტურაზე მიუთითებს.

საინტერესოა, რომ ასეთი ძველი, ეფექტური სალეწი იარაღი, როგორიცაა კევრი, ბევრ სხვა ქვეყნებში გვიანობამდე არ იცოდნენ.

. .
. .

კეკვი (იმერ.) - 1. ნიშანი, რომელსაც დასარღვევი სახლის ფიცრებს უკეთებენ ერთმანეთისაგან გასარჩევად, ახალ ადგილას მისადაგებულად რომ მოარგონ ერთმანეთს. 2. მოხრილთავიანი ჯოხი რაიმეს დასანაყად.

კეკოლა (ლეჩხ.) - ხის მოხრილი ჯოხი. თიხის ჭურჭელზე ყურის მისამაგრებლად საჭირო იარაღი. გავრცელებულია ლეჩხუმის რ-ში. მოხრილ ჯოხს თავზე თიხის გუნდას მიაკრავენ, ახლად ამოყვანილი ჭურჭლის სველ ყელში ჩადებენ და იმ ადგილას მიაბჯენენ, სადაც ყურის მიბმაა ნავარაუდევი, რაც ხელს უწყობს ჭურჭელზე ყურის სიმყარეს.

ლიტ.: . გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, მუზეუმის მოამბე XIV-B 1947.
..

კემუხტი - ცხენის, ხარის ან მისთ. გავის ტყავი, მწვანედ ან შავად შეღებილი. იყენებდნენ ქოშების საპირედ, მისი უფრო ხორკლებიანი ნაწილით კი ქარქაშებს მოსავდნენ.

ლიტ; ქელ, 2009.

კენჭაობა (ქართ. კახ. იმერ.) - ბავშვთა თამაშობა კენჭებით. ნ. კეცხოველის მიერ ქართლში ჩაწერილი მასალით თამაში ხუთი კენჭით მიმდინარეობს და არის 76 სახეობის, რომლებსაც ყველას თავ- თავისი სახელი მოეპოვება, ესენია: 1. თითოლა, 2. ოროლა, 3. სამოლა, 4. თოფა, 5. კაფა, 6. კაფების ერთიორა, 7. თოფობილის ერთოირა, 8. ჩუმჩუმა, 9. წკატუნა, 10. წიწმატა, 11. ფოცხოლა, 12. ბოლოკა, 13. კოჭობა, 14. უკან კაფია, 15. გულა, 16. გულა უკან კაფია, 17. ყელა, 18. ყელა უკან კაფია, 19. ნიკაპა, 20. იკაპა უკან კაფია, 21. ტუჩა, 22. ტუჩა უკან კაფია, 23. ენა, 24. ენა უკან კაფია, 25. კბილება, 26. კბილება უკან კაფია, 27. დინგა, 28, დინგა უკან კაფია, 29. ცხვირა, 30. ცხვირა უკან კაფია, 31. ლოყა (მარცხენა), 32. ლოყა მარცხენა უკან კაფია, 33. ლოყა (მარჯვენა), 34. ლოყა (მარჯვენა) უკან კაფია, 35. თვალა მარცხენა, 36. თვალა (მარცხენა) უკან კაფია, 37. თვალა მარჯვენა, 38. თვალა (მარჯვენა) უკან კაფია, 39. შუბლა, 40. შუბლა უკან კაფია, 41. ყურა მარცხენა, 42. ყურა (მარცხენა) უკან კაფია, 43. ყურა მაჯვენა, 44. ყურა (მარჯვენა) უკან კაფია, 45. თავა, 46. თავა უკან კაფია, 47. ოჩხორა, 48. ოჩხორის თოფა, 49. ერთხელ ნაცვლია პირველნაირად, 50. ერთხელ ნაცვლია მეორენაირად, 51. ორხელ ნაცვლია პირველნაირად, 52. ორხელ ნაცვლია მეორენაირად, 53. სამხელ ნაცვლია პირველნაირად, 54. სამხელ ნაცვლია მეორენაირად, 55. ცხენის ზურგა, 56. საბძელა, 57. ბატების ჩარეკვა, 58. ბატების გამოყვანა, 59. დაბლა ბოძა, 60. შუა ბოძა, 61. მაღლა ბოძა, 62. მაკრატელა, 63. საცერა, 64. მოზელა, 65. გამოცხობა, 66. ამოყრა, 67. ბაჯბაჯა, 68. ხეხია, 69. ზედადგარა, 70. ჩიტისკენკია, 71. ლურსმანა, 72. ნემსა, 73. თითოლა გამოთავებისა, 74. ოროლა გამოთავებისა, 75. სამალა გამოთავებისა, 76. თოფა გამოთავებისა.

კენჭაობის თითოეული ეტაპი მოითხოვს სიფხიზლეს, ხელების ვირტუოზულ მოძრაობას, დაკვირვებას, სისწრაფეს. კენჭებს მაღლა ისვრიან, თითებზე აჯენენ, ხელითვე გაკეთებილ ღრმულში ყრიან, თითებშუა აძვრენენ და ა.შ. საკმარისია, ერთმა კენჭმა მიზანს ვერ მიაღწიოს, რომ შეცდომის დამშვები თამაშს წყვეტს და ახლა მისი მოწინააღმდეგე აგრძელებს.

ზოგიერთი ბავშვი ისე იყო დაოსტატებული კენჭაობაში, რომ მთელ 76 ხერხს თავიდან ბოლომდე შეუცდომლად ჩაატარებდა. კენჭაობა თვალისა და ხელის სისწრაფის ერთგვარ დემონსტრირებას წარმოადგენდა და საუკეთესოდ უვითარებდა ბავშვს ამ თვისებებს.

. .

კერა - რკინის სადგარი საცხოვრებელი ნაგებობის ცენტრში, სადაც ცეცხლი ენთო. შემდგომში ამ ადგილმაც მიიღო კერის სახელწოდება. მისი მდებარეობა განსაზღვრავს საცხოვრებლის შინაგან გეგმას და საზოგადოდ, საცხოვრებელი ნაგებობის მთელ სისტემას. ამავე დროს, კერასთანაა დაკავშირებული ისეთი საოჯახო რკინის ნივთები, როგორიცაა: ქვაბის საკიდი ჯაჭვი, სამკვრე, საქორწინო კანდელი, ხათრითი, შამფური, საკეცე, ასტამი. კერა ყურადღებას იქცევს თავისი კონსტრუქციითა და ფუნქციით. რკინის კერა ოჯახის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოს წარმოადგენდა და მასთან დაკავშირებული იყო დიდი ოჯახის სოციალური სისტემისა და მაგიურ აპოთროპული დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი წეს- ჩვეულება. კერა ძირითადად დარბაზული ტიპის შუაცეცხლიანი სახლებისთვის იყო დამახასიათებელი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერ. გურ.) ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა ქვის კერა. ტიპური რკინის კერა გრეხილი ტანისაა ნაწილობრივ ან მთლიანად შედგება ფეხებისა და მათ შორის ჩადგმული ბრტყელი 5-6 სმ სიგანის ლარტყისგან, რომელსაც გამირი ეწოდება. გამირებს შორის მოქცეული სივრცე გაწყობილია გრეხილი რკინის რიკულებით. კერა კონსტრუქციის მხრივ მეტად მოხერხებული ნივთია, კარგად მორგებული თავის ფუნქციას. სახლის ინტერიერში მას ესთეტიკური დატვირთვაც გააჩნია, რასაც აძლიერებს ზოგიერთ ნიმუშზე გამოყვანილი გამოსახულებები.

0x01 graphic

კერა გვარის, ოჯახის გამაერთიანებელი ცენტრი, მარადიული ცეცხლის სიმბოლო იყო. ამიტომაცაა, რომ ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიალი კერასთან იმართებოდა. ჯვრისწერაც ხშირად კერასთან ხდებოდა, როდესაც ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ დალოცავდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ. ნეფე-დედოფლის კერიასთან გარშემოტარებას ადგილი ჰქონდა როგორც პატარძლის, ასევე ნეფის ოჯახში. პატარძალი ახალ ოჯახში მისვლისას კერიაზე ფეხს უსვამდა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა კერის კულტისადმი მსხვერპლშეწირვას. ამავე ჩვეულებაზე მიგვანიშნებს ხალხური ლექსი:

„ახალი პატარძალი ვარ,
ფეხი დავუსვი კერასა“-ო

აღნიშნული რიტუალის დროს სვანეთში ასრულებდნენ საქორწინო სიმღერებს: „სადამ“-სა და „ორი ოხა“-ს. იმავე მომენტთან იყო დაკავშირებული იმერეთში საკმაოდ ცნობილი სიმღერა „ღმერთო ბედნიერი ქენი“, ხოლო სიმღერები: „ჯვრის წინასა“, „ჯორული“, „დიდება“ - ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენდა. ახალი კერიის დადგმის დროს კერაზე ქონს უსვამდნენ, დიდ ცეცხლს ანთებდნენ, ხორციან და ყველიან დიდ პურებს აცხობდნენ, რომ დაბედებოდათ ხვავი და ბარაქა. სვანეთში გავრცელებული იყო აგრეთვე კერიის მარხულობა, რაც გამოიხატებოდა კერაზე ცხობის გარკვეული დროით აღკვეთით. მარხულობის პერიოდში კერას საჭმელი არ უნდა „დაენახა“. სვანეთში დადასტურებულია ჩვეულება, როცა ხორცეულის კვირაში, ჭამის დროს, კერაზე ნაბადს გადააფარებდნენ, ხოლო ჭამის დამთავრების შემდეგ გადახდიდნენ. იყო შემთხვევები, კერა გარეთ გაჰქონდათ, რომ არ „დაენახა“ სახსნილო საჭმელი. ჭამის შემდეგ ნარჩენებს გადამალავდნენ. მის მიმართ ისე იქცეოდნენ, თითქოს კერია ცოცხალი არსება ყოფილიყო.

. .
. .

კერა თიხისა - ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი საცხოვრებელში. მისი გამოყენება ადამიანმა ისწავლა განვითარების ადრინდელ საფეხურზე. საქართველოში უძველესი კერა (გარკვეულად განლაგებული ქვები, ორმო, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობა) გვხვდება ადრინდელ მუსტიეს ხანაში (წოფი), გვიანდელ მუსტიეს ხანაში (ჯრუჭულის მღვიმე) და ზედა პალეოლითის მთელ რიგ ძეგლებში (დევისხვრელი და სხვ.), შულავერში, იმირში და ხრამის დიდ გორაზე (ძვ. წ. VI-V ათასწლ.). ხრამის დიდ გორაზე კერებში ნაპოვნია თიხის ანთროპომორფული ქანდაკებანი (ერთ მათგანში 17). გამომწვარი თიხის კერები გვხვდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული, III ათასწლეულის დამდეგის) ძეგლებში (ოზნი, ქვაცხელები, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვ.). წრიული ფორმის თიხის გამომწვარ კერას შიგა მხარეს აქვს რამდენიმე შვერილი სადგამის ფუნქციით.

კერებს იყენებდნენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, ამავე დროს, ის ოჯახის წმინდა, საკულტო ადგილი იყო. იქ სრულდებოდა სხვადასხვა რელიგიური რიტუალი, ცდილობდნენ, მასში ცეცხლი არ გამქრალიყო.

კერები გვხვდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის დამლევი - I ათასწლეულის დამდეგი) ნამოსახლარებში (ხოვლეგორა, დიღომი). ფეოდალური ხანის თიხის კერებია ურბნისში (IV-VIII სს), დმანისში (XI-XIII სს.) და სხვ. ქვით ნაგები კერები - არახლოზე (XII-XIII სს.), ქოჩულოში (XII-XIII სს.) და სხვ. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში კერას ზოგჯერ თონე ცვლიდა. საქართველოში თონისმაგვარი უძველესი კერები აღმოჩენილია სამადლოსა და ციხეგორაზე (ძვ. წ. IV-III სს.).

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კერის სხვადასხვა ფორმა - მრგვალი, სწორკუთხედი, ორმოსებრი, მიწის ზედაპირზე გამართული და ა.შ. მრგვალ საცხოვრებელში კერები ჩვეულებრივ შუა ადგილზე იყო (ნენცები, ევენკები, და ჩრდილოეთის სხვა ხალხები), სწორკუთხედებში - კედლის ახლოს, ზოგჯერ შესასვლელის პირდაპირ (გარდამავალ ტიპადაა მიჩნეული კედლისპირა კერა, რომლისაგან შემდგომში ბუხარი განვითარდა).

ლიტ.: . ვაჩეიშვილი, . ჩართოლანი, დასურათებული ლექსიკონი. 2008.

კერამიკა - თიხისა და მისგან შექმნილ საგანთა ზოგადი სახელია. ძველი საბერძნეთის მკვიდრნი მეკეცე ოსტატს „კერამენს“ -უწოდებდნენ. ბერძნული „კერამიკა“ ქართული მეკეცეობის, ანუ მეთუნეობის შემცველი ტერმინია.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1947.
..

კერკი - კურკოვანი ხილის გამხმარი ნაყოფი, რომელსაც ინახავენ საზამთროდ.

კეცი თიხისა - „კელამიტა“, „ჩაჩამუტა“. ცომეულის გამოსაცხობი. მზადდება საქართველოს ყველა კუთხეში როგორც მეთუნე ხელოსნების მიერ, ისე შინაური წესითაც - უმორგვოდ. კეცს აკეთებდნენ ქალებიც და კაცებიც. კეცს მიწაც ცოტა უნდა და ადვილი გასაკეთებელიც არის. დაზელილ თიხას ფიცარზე მრგვალად გაათხელებენ, სველი ხელით ნაპირებს ამოუქნიან, ამოუხვევენ და გამოწვავენ. პურის ან მჭადის გამოცხობისათვის კეცებს დააპირქვავებენ ძლიერად ანთებული ცეცხლის მუგუზლებზე და გაახურებენ გაწითლებამდე, შემდეგ გადმოიღებენ საკეცით, სიწითლე რომ გადაუვლის, ზედ დააცხობენ ცომს და მიუფიცხებენ ნაკვერჩხლებს. სხვა წესით - ცომჩაკრულ კეცს ზემოდან მეორე გახურებულ კეცს დააფარებენ და ასე გამოაცხობენ. ამ წესით კეცებში წვავენ წიწილებს და სხვადასხვა სახის საკვებს (მაგ. კვახის მარცვალი, წაბლი, თხილი, კაკალი). ტერმინი „კეცი“ ძველად თიხის მნიშვნელობითაც იხმარობოდა.

ლიტ.: . გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, სსმმ, . XIV B, 1947.
. .

კეცი ქვისა - მჭადისა და პურის გამოსაცხობი. ქვის კეცების დამზადებას ძირითადად მისდევენ იმერეთში (სოფ. ბესიაური), გურიასა (სოფ. ვანი) და სამეგრელოში (სათანჯაოს მთის კარიერი). კეცისათვის საჭირო მადანი წარმოადგენს რბილ ქანს, რომელიც ფერით მოლურჯო//მორუხო//მოლიბეროა და ადვილად ითლება რკინის სათლელით. მადნიდან მას ამოტეხავენ წერექოთი, მოაცლიან უხეშ დანამატებს, გათლიან ჩხოტით, მოსაყვანით და საბოლოოდ გაასუფთავებენ საფხეკით. საკეცე ქვის ჯიში ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ დიდხანს შეინარჩუნოს მხურვალება და სრულყოფილად აცხობდეს. ქვის კეცები იყო სხვადასხვა ზომის. მათ წარმოებას შინამრეწველობის ხასიათი ჰქონდა, გაჰქონდათ ბაზარზე გასაყიდად და იკმაყოფილებდნენ საოჯახო მოთხოვნილებასაც.

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
. .

კეცეული - ზოგადი სახელია კეცში გამომცხვარი პურებისა.

კეხი - ლიტონი ხისაგან გამოთლილი ვირის სასაპალნე (იხ. უნაგირი), ამზადებდნენ ფიცრებისგანაც, ტახტას ზოგჯერ ლითონის მრგვალ სახელურსაც უკეთებდნენ. საბა კეხს განმარტავს როგორც „შეუმზადებელ უნაგირს“. საქართველოში იგი ყველგან მზადდებოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ თუში ხელოსნები. ზაფხულში თუშები შერჩეულ ხის ჯიშებს გააკოპიტებდნენ, ზამთარში დაამზადებდნენ, ხოლო გაზაფხულზე გაყიდდნენ. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა - ფრთები და თავები. ფრთები თელის ხისაა კარგი, თავები კი თხმელისა. საკეხე ხეს სიმაგრე რომ შემატებოდა, წყალში ხარშავდნენ. თავისებური ორიგინალობით გამოირჩეოდა კერამიკული ნაწარმის გადასატანი კეხი.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
..

კვანჩხა - ორიგინალური ტიპის სასმისი. კვანჩხას ამზადებდნენ როგორც ხისგან, ასევე ლითონისაგან. ესაა ორი, ცილინდრული ფორმის ერთმანეთზე მიტყუპებული პაწაწინა ქვევრები, რომელნიც შიდა ნახვრეტით უერთდებიან ერთმანეთს, კვანჩხას აქვს ტარი ან თითის გასაყრელი რგოლი. ზოგიერთი კვანჩხა წარმოადგენს სარიტუალო ნივთს და განკუთვნილი იყო წმინდა სასმელის საზიარებლად. არსებობს ღვინის, არყისა და ლუდის კვანჩხები. კვანჩხას როგორც ზიარი ტიპის ჭურჭელს, ანალოგი ეძებნება მარანთან, და შვილებიან ლიტრასთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვერცხლის კვანჩხები - შემკულნი სხვადასხვა სიუჟეტებით. კვანჩხა განეკუთვნება კავკასიურ სასმისთა უძველეს ტიპს.

0x01 graphic

კვართი - გრძელი პერანგი. კვართი იყო როგორც სამღვდელო, ასევე სამეუფე. წარმოადგენდა ვიწრო სახელოებიან ტანსაცმელს. კვართისთვის იყენებდნენ სხვადასხვა სახის ქსოვილს. ქართული საეკლესიო ტრადიციით, ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელად მცხეთაა დასახელებული. კვართი საქართველოში ჩამოუტანიათ ქრისტეს ჯვარცმის მოწმე ქართველ ებრაელებს.

0x01 graphic

კვატუში (რაჭ.) - ნავისებური, დაბალქუსლიანი, სახელურიანი ხის ჭურჭელი, გამოიყენებოდა ღვინის სასმისად. უმეტესად კვატუში დაჭრელებულია, ამოღარული ზოლებითა და ტეხილი ხაზებით. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლშიც.

0x01 graphic

. .

კვაწარახი - მწიფე ტყემლის წვენი, რომელსაც დუღილით შეასქელებენ და ხმარობენ, როგორც საჭმელად, ასევე შეჭამანდის შესაკმაზავად.

კვაწია (იმერ.) - თიხის პატარა ქოთანი ლობიოს სადუღებლად.

0x01 graphic

კვაჭახურის ქვა (იმერ.) - იგივე ყურის, კუთხის ქვა, გამოყვანილი სწორად, ამ ქვის სისწორის მიხედვით, იგებოდა მთელი კედელი, ლეჩხუმში „მუხუროს“ უწოდებენ.

კვეკვერი//ჭვეჭვერი (მგრ.) - ახლად ამოყვანილი უმარილო ყველი. აღმ. საქართველოს

მთიანეთში ასეთ ყველს „კუშკანას“ უწოდებენ.

კვეჟო (იმერ.) - ჭურისთავის საფარებელი აყალო მიწის საგლესი ხის პატარა ურო (იხ. საგოზელა).

0x01 graphic

კვერკვეში (ზ.რაჭ.) - ხის პატარა ურო, ოთხკუთხედთავიანი, რომელსაც სცემენ ლეკურაზე (იხ. ლეკურა) და ხდიან ყავარს.

ლიტ.: მსშხი, . II. 1981.

კვერი - პატარა ჩაქუჩი, ზოგჯერ ერთსახოვანი და ზოგჯერ განსხვავებული თავების მქონე. გამოიყენებოდა ხელოსნობაში. ჰქონდა სხვადასხვა ფუნქცია. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში კვერი ნიშნავს „საგვემელ იარაღს“, რომლითაც წარმოებს „კვერვა“ ან „სანგვა“. ქვითხუროობაში გამოიყენებოდა პირდაკბილული კვერიც, რომელსაც ახასიათებს ყურუმი//მასიური ტანი, კუთხოვანი მოყვანილობა, გამართული მხრები, აქვს ხის მრგვალი ტარი. მისი ფუნქციაა ქვის გათეგვა, ქვის მოლესილი ზედაპირის დაკბილვა. მისი პირები დაკბილულია (20-25 კბილი). კვერის ნაირსახეობაა ჩეკი//უჩარდა, რომელიც თავისი წამახული კბილებით ასრულებს ქვაზე საჩეკავ სამუშაოს.

0x01 graphic

. .

კვერი სულგუნის - სარიტუალო კვერი, რომელსაც წნავდნენ სულგუნის ძაფებისაგან. შემკული იყო სხვადასხვა სახის მოტივით. ძირითადად გავრცელებული იყო სამეგრელოს მეჯოგე-მესაქონლეებს შორის. მასში გამოხატულია განაყოფიერებისა და გამრავლების იდეა.

კვერი სადგინის (თუშ.) - მრგვალი ფორმის პური, რომელსაც შუაგულში ჩარჭობილი ჰქონდა მიტკლის ნაკუწშებშებმული პატარა ჯოხი, ამ კვერებს თუშეთში ურიგებდნენ იმ მხედრებს, რომლებიც მიცვალებულთა სულების სახელზე გამართულ დოღში იღებდნენ მონაწილეობას.

. .

კვერი-ჩაქუჩი - მცირე ზომის კვერი, ჩაქუჩის იდენტურია. მესპილენძე ხელოსნის აუცილებელი ხელსაწყო. კვერი ორნაირია: მაღალთავიანი და დაბალთავიანი. იციან რისთვის რომელი კვერი იხმარება. რკინის ჩაქუჩთან ერთად ხელოსნები ხის ჩაქუჩითაც სარგებლობენ. ხის ჩაქუჩი ქვაბისა და თუნგის ზედაპირის გასასწორებლად, გადაკერებული ადგილების შესალამაზებლად იხმარება. ყოველი ხელოსანი 4-5 ცალი კვერით და ამდენივე რაოდენობის ჩაქუჩით სარგებლობდა.

..

კვერნა//ყვერნა - ურმის ხელნას საბრუნავ ნაწილში ჩაყრილი ორი მრგვალი ჯოხი, რომლებიც ღერძს წაცურებისაგან იცავს.

ლიტ.: . გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.

კვესი - რკინა-ფოლადის ნაჭერი, რომელიც ტალზე ჩამორტყმისას გაყრის ნაპერწკლებს და აანთებს აბედს (იხ.)

0x01 graphic

კვიდოლა - მარცვლეულის საწყაო ლეჩხუმსა და სვანეთში. ლეჩხუმში ის 2,5 ფუთს იტევდა, რაც დამრგვალებულად 40 კგ-ს შეადგენდა, სვანეთში კი - 2 ფუთს (32,7 კგ). სვანეთში კვიდოლას, რომელსაც ქუფსაც უწოდებენ, მარცვლეულის გადასაზიდადაც ხმარობდნენ. ქუფი დღესაც არის დადასტურებული სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში. მოწნულ კვიდოლას მარხილზე დადებენ, შიგნიდან სელისგან დამზადებულ ქსოვილს გამოაკრავენ მარცვალი რომ დააკაოს. ქუფი გამოყენებული იყო პურის რეცხვის დროსაც. მარხილზე შედგმულ ქუფში პურის მარცვალს ჩაყრიდნენ, წყალს მიუდგამდნენ და გარეცხავდნენ.

ლიტ.: . ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969. . ჯალაბაძე, მემინდვრეობა სვანეთში, სვანეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1970.
. .

კვირისტავი - თითისტარის მამოძრავებელი ქვის ან თიხის მრგვალი და შუაში გახვრეტილი საგანი, რომელიც წამოცმულია თითისტარზე. კაცობრიობის ერთი უძველესი გამოგონებათაგანი. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში უამრავი კვირისტავებია აღმოჩენილი, რაც ჩვენში მატყლის დამუშავების ხანგრძლივ კულტურაზე მიუთითებს.

0x01 graphic

..

კვირტულა - ფარდაგი, რომელიც ჩეჩვის შემდეგ დარჩენილი დაბალხარისხოვანი ძაფით იქსოვებოდა.

. .

კვიჟი - პატარა, დაუვარგებელი ნაყოფი (მაგ., კვიჟი ბია//კომში, იმერ. კვიჟი ტარო).

კიდობანი - სამეურნეო დანიშნულების დგამი, რომელშიც ინახებოდამარცვლეული, ფქვილი ან გამომცხვარი პური. შესაბამისად არსებობდა ერთბუდიანი, ანუ ერთთვლიანი კიდობანიცა და კომბინირებული - ორ ან სამთვლიანი.

0x01 graphic

კიდობანს მჭიდროდ აგებდნენ თელის, ცაცხვის, ვერხვის, ნაძვის ან ფიჭვის მასალით. იყო კვადრატული ან წაგრძელებული ფორმის. კიდობნის ოთხივე სვეტს მუხის ხისაგან თლიდნენ და ორ მხარეს ღარავდნენ ფიცრების ჩასაწყობად.

ჩვეულებრივად ოჯახს რამდენიმე კიდობანი ჰქონდა: გამომცხვარი პურის, ხორბლის ფქვილის, ფეტვის, ქონისა და ა.შ. შეძლებულ ოჯახს ათამდე კიდობანიც კი ჰქონია. კიდობანი სხვადასხვა სიდიდისა იყო, ზოგი კი იმოდენა, ზედ კიბით ადიოდნენ. ასეთი კიდობანი ხშირად ბეღლის ფუნქციასაც ასრულებდა. კიდობნის ტევადობაც განსხვავებული იყო. ზოგი ოც ფუთ პროდუქტს იტევდა, ზოგი 120 ფუთს.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში ჰქონდათ საკულტო დანიშნულების კიდობნები, სადაც სარიტუალო კვერებსა და მსგავსი დანიშნულების მარცვლეულს ან ფქვილს ინახავდნენ.

კიდობნებს ამკობდნენ ორნამენტებით, განსაკუთრებით მათ წინა მხარეს, მაგალითად, გეომეტრიული გამოსახულებებით, ბორჯღალებით, ჯვრებითა და ა.შ.

კიდობანი სამზითვო ავეჯიც იყო და რძლის პირად საკუთრებას შეადგენდა. შემკული იყო ძირითადად გასხივოსნებული წრეხაზებით - ბორჯღლებით.

საინგილოში კიდობანი, რომელიც დედაბოძის მარჯვენა კუთხეში იდგა, უფროს მამაკაცს ეკუთვნოდა. კიდობანი საახალწლო რიტუალის დროს წმინდა საგნად იქცეოდა. ოჯახის უფროსი მასზე ანთებულ სანთლებს მიაკრავდა და ილოცებდა.

სვანეთში ერთ-ერთი დღეობის დროს („ქორა ლიმზირ“) ქალები აცხობდნენ კერისათვის შესაწირ პურს - „კიხვს“, რომელსაც „გვემში“ - ბეღელში მდგარ კიდობანში ინახავდნენ - ბარაქა იცისო, მეორე დღეს კაცების დაუნახავად გვემში შედიოდნენ, იღებდნენ კიდობნიდან შესაწირ პურს და მიწაზე დამსხდარნი შეექცეოდნენ. ეს იყო მოსავლიანობისა და ბარაქიანობის გამომწვევი ერთ-ერთი რიტუალი. ამ მიზნით იყო, რომ კიდობნები უმეტესწილად იხატებოდა სხვადასხვა სახის ჭრელებით და მაგიურ აპოთროპული დანიშნულების მოტივებით. ბარაქიანობის მონიჭების იდეამ შექმნა განსაკუთრებული მოკრძალებული დამოკიდებულება სანოვაგის ამ ტიპის სათავსის მიმართ. მთელ საქართველოში (განსაკუთრებით მთიან ნაწილში) მეტ-ნაკლები სიხშირით გავრცელებულია მოჭრელებული კიდობნების საუკეთესო ნიმუშები, სადაც უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი მხატვრული ხითხუროობის ეს დარგი.

ტერმინის „კიდობანი“ სკივრის, ზანდუკისა და ლარნაკის ძველი ქართული შესატყვისია, რომელიც წერილობით ძეგლებში IX-X საუკუნიდან ჩანს.

ლიტ.: . ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973. . ართილაყვა XVI-XVIIIსს. მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965. . შოშიტაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
. .

კილანტარი (მეგრ.) - კელაპტარის თავისებური ტიპი, რომელსაც გამოიყენებდნენ მიცვალებულის წლისათვის ცერემონიალის ჩატარებისას. კილანტარი წარმოადგენს სწორად და მრგვალად გათლილ გრძელ ჯოხს, რომელსაც ზოლებად შემოხვეული აქვს შავი და თეთრი ფერის გასანთლული მიტკალი. გარშემო იქით-აქეთ პატარა სანთლები ჰქონდა დამაგრებული. წვერზე ედგა ფრინველის ქანდაკება. წლისთავზე კილანტარს ეზოში გაიტანდნენ და მიზანში ესროდნენ თოფს ფრინველს. ვინც მოახვდრებდა გამარჯვებულად ის ითვლებოდა და ჯილდოს მიიღებდა.

0x01 graphic

ლიტ. . მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006 .
. .

კინთი - ბამბის საპენტი ჯოხი.

კირი - საშენი მასალა, რომელიც ადრეულ პერიოდში ცემენტის მოვალეობას ასრულებდა. ქვიშითა და კირხსნარითაა აშენებული საქართველოს საერო და საფორტიფიკაციო ნაგებობანი. ცემენტის გამოყენებამდე კირი წარმოადგენდა ძირითად საშენ ხსნარს, რომელსაც გამოიყენებდნენ სამშენებლო საქმიანობისას. კირი მზადდება საკირეში, კირქვის მასა გამოიწვება საგანგებოდა მოწყობილ ღუმელში. წყლის დასხმის შემდეგ იწყება მისი დაშლის პროცესი. დაშლილი კირი და ქვიშა შემდეგ შეიზილება ერთად და მიიღება სამშენებლო ხსნარი.

..

კირითხურო (ძვ.) - ქვითკირის ნაგებობის მაშენებელი.

კირკაჟი - მოხარშული და ამოუზელავი ლობიო, მარილითა და ნედლი ხახვით შეკაზმული.

კირკიმალი (რაჭ.) - თავგახეთქილი გრძელი ჯოხი, რომელსაც ბავშვები ღობეში გაყოფენ ყურძნის მოსაპარად.

კიშტე//საკალტე - მოწნული, გრძელი, ოთხკუთხა ლასტი, რომელზედაც გაწურულ, მოზელილ და დამარილებულ ხაჭოს კვერებს აწყობენ. კიშტე კერის თავზე ეკიდა. ფშავში მას საკალტე გოდორსაც უწოდებენ.

იტ.: . ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
. .

კიჩო - ხომალდის უკანა დაბოლოება.

კიჩოს ანძა - სამნავიან ხომალდზე უკანა ანძა.

კლიტე - კარების ჩასაკეტი მოწყობილობა, იყო როგორც რკინის ასევე ხისაც. ქართულ საცხოვრისსა და სამეურნეო ნაგებობებზე დაფიქსირებულია კლიტეთა სხვადასხვა ტიპები, რომელთაგან ზოგიერთი თავისი არქაულობით გამოირჩევა ( იხ. დათვა-ბოყვა).

..

კობული - 1. ბელტების დასაშლელი იარაღი 2. მრგვალთავიანი კეტი, რომლითაც ყურძენს ტენიან საწნახელში.

ლიტ. ქელ. 2009

კოდალა (იმერ.) - ქართული ცულის ერთ-ერთი სახეობა. მისი ნაწილებია: ლითონის მოგრძო პირი (წინა და უკანა ნიღრებით) და ხელტარი. იხმარება ხის მოსაჭრელად, დასაჩეხად და მორზე „ნაცხვირის ამოსაღებად“.

. .

კოდალი - საბავშვო, წვერწაუმახავი ისარი გურიასა და იმერეთში.

ლიტ. ქელ. 2009

კოდი - მთლიან ხეში გამოთლილი დიდი ზომის მარცვლეულისა და ფქვილის შესანახი ჭურჭელი. კოდისთვის საუკეთესო იყო ცაცხვის ხე, რომლის ნამორს ამოხოწავდნენ სატეხებითა და სახვეწებით, გამოუყენებდნენ ფიცრის ძირს, გამოაშრობდნენ კარგად და დადგამდნენ სახლში ან სამეურნეო სათავსში. ტერმინი კოდი ქართულ-ზანური ფუძე ენის ერთობის ხანას განეკუთვნება, რაც ამ სამეურნეო ჭურჭლის უძველესობაზე მიუთითებს. კოდი სხვადასხვა სიდიდს იყო და ზოგიერთი მათგანი 0,5 ტონა მარცვლეულს იტევდა. პატარა კოდს საწყაო ფუნქციაც ჰქონდა და ხევსურეთში მისი ტევადობა 48 კგ. შეადგენდა. აღმ. საქართველოს მთიანეთში კოდს იყენებდნენ ლუდის დასადუღებლადაც.

0x01 graphic

ლიტ.: . ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
. .

კოდი ლუდისა - ლუდის საფუებელი ხის დიდი კოდი, რომელიც დგას საკოდეში. იქ მიიტანენ ჩხუტებით სვიამიცემულ და გაფილტრულ სისწვენს, გაავსებენ კოდს (ან კოდებს), გადააფარებენ სუფთა ფარდაგს და შეუქმნიან სათანადო პირობებს, სადაც 6-7 დღის განმავლობაში დაიდუღებს ლუდი. კოდთან ხდება ლუდის სარიტუალო დალოცვა, ჯვარ-ხატიონის დღეგრძელობა, ხევისბერი კოდიდან ლუდს პირველად ამოიღებს სახუცო კოჭობით, კოდზედაც და თასზედაც სანთლებს მიაკრავს და იტყვის ჯვარ-ხატიონის სადიდებელ ლოცვას.

. .

კოვზი - საქართველოში ნაირნაირი სახისა და დანიშნულების კოვზები იყო გავრცელებული როგორც ხის ასევე ლითონის. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსახლეობა ძირითადად ხის კოვზებს მოიხმარდა, რომლისთვისაც სათანადო ჯიშის ხეები ადრიდანვე შეურჩევიათ და ფუნქციის მიხედვით გამოუყენებიათ. კოვზების ჯგუფში ერთიანდება მარტივად გათლილი ჯოხებიც, რომლებსაც კერძის დამზადებისას იყენებდნენ, ასეთ ჯოხებს მთიანეთში სარეველს უწოდებენ და რძის მოსარევად ხმარობენ. დასავლეთ საქართველოში მას სუთი//კირზა//სარსარა, სარხე (სვან.) ჰქვია. ამავე ჯგუფში შედის ტოტებიანი ჯოხები - სამკაპა//ფუცხი. ეს უკანასკნელი საბას განმარტებით „არის კაკოედი რკინა ხორცთა ამოსაღებელი“. ტოტებიანი ჯოხები გამოიყენებოდა ფაფის, ფელამუშის, ლობიოს დასამზადებლად. ამ უკანასკნელი შეჭამანდისთვის, მისი პოპულარობის შესაფერისად, ასეთი ჯოხები უფრო მრავალფეროვანი იყო: მაგ: ლაფეხა// ლაფერთხა (რაჭა,ლეჩხ. სვან.), ბურეჭყი (გურ), სამკაპალა//კიბორჩხალა (იმერ.) და სხვა.

0x01 graphic

საქართველოს მთიანეთში ძალზე გავრცელებული იყო ბრტყელპირიანი კოვზები და მათ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელები აქვთ. მაგ., ჩეკი, ჩოგანი, ხოწი, საკეპელა, კიზი, ლაფერა და განსაკუთრებით ორიგინალური ხევსურული ორნაწილიანი კოვზი - ე.წ. საფაფე//სარეველა. ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალგან დასტურდება დახვრეტილ კოვზთა წყება ე.წ. ქაფქირები და სახინკლენი. მათი ნახვრეტების ფუნქცია დასამზადებელი საჭმლის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგ., საქართველოს მთიანეთში ხინკლის ქაფქირს ერთი დიდი ნახვრეტი აქვს, ხაჭოსას 3-4, ხოლო ხორცის საქაფ-ამოსაღებს რამდენიმე. ქაფქირის მოყვანილობისაა ხის კოვზი ქიტი, რომელიც ღრმაა, დაუხვრეტავი და წვნიანი კერძის საჭმელად გამოიყენება. ზოგადად მთელ საქართველოში გამოიყენებოდა ტარიანი და მოგრძოპირიანი სხვადასხვა სიდიდისა და მოყვანილობის კოვზები ნაირნაირი სახელებით. მაგ. ახვაფი (ხევს), ქიტი, ქიტურა, ქიტკოვზი (თუშ.), კონჩხა//კოჩხო (ფშავ. ხევ.) და სხვა. კოვზები იყო მრგვალი და ოვალური. იცოდნენ ხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რქისაგან კოვზების გამოთლა.

0x01 graphic

საკოვზე რქას ხერხავდნენ, ცეცხლზე შეარბილებდნენ, დანით გათლიდნენ, ჭოპოანით გაფხეკდნენ. ხმარობდნენ ძირითადად მწყემსები.

ლიტ.: . ხარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, ძმ, 1988, 1.
. .
. .

კოთხო - ხის სასმისი. ამზადებენ ხის ქერქისაგანაც, დასავლეთ საქართველოში კოთხო მარცვლეულის საწყაოს წარმოადგენდა და ჩვეულებრივ 1/4 ფუთს იტევდა.

კოიტი (იმერ.) - ქუდის ტყავის სარჩული.

კოკა - 1. საშუალო ზომის თიხის ჭურჭელი. 2. საწყაო. ქართლსა და კახეთში გავრცელებული კოკა დასავლეთ საქართველოს ყოფაში ხმარებული საწყაო ჭურჭლის - ჩაფის ანალოგიურია. კოკის როგორც საწყაო ერთეულის მოცულობა მერყეობდა რაიონების შესაბამისად.

კოკა ხისა - ხისაგან დამზადებული საწყლე ჭურჭელი. ძირითადად ამზადებდნენ კატრისა და ნაძვის ხისაგან. ხის კოკა სამ პატარა ფეხზეა შედგარი და გააჩნია გვამი // ტანი და სახელურები. ამზადებდნენ ისე, როგორც კუტალს (იხ.). ხის კოკა და კუტალი განსაკუთრებით გავრცელებული იყო მოსახლეობის ისეთ ფენებში, რომლებთაც ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ სპილენძის საწყლე ჭურჭლის დასამზადებლად. ხის კოკებს საქართველოს მრავალ რეგიონში ამზადებდნენ (ქართლი, კახეთი, მესხეთ ჯავახეთი და ა.შ.) სოფ. მამულაანში (ქვ. ქართლი) ამ ხელობით გამოირჩეოდნენ თაყნიაშვილები, რომლებიც მეტსახელად „მეკოკიანთ“ ეძახდნენ.

. .

კოკალი//კოკორე - აბრეშუმის თესლიდან გამოჩეკილი ჭიის//“მურის“ კეცის ფორმის დასასმელი. აკეთებდნენ ნაცარმოყრილ მიწაზე თბილი წყლით მოზელილი ნაკელისა და ბზის ნარევით. დასავლეთ საქართველოში (გურია, იმერეთი, სამეგრელო) ჭია კოკალზე ერთ კანს იცვლიდა. კოკლებს მაგიდაზე ან ხის გრძელ სკამებზე ერთმანეთზე შედგამდნენ - ააკოკოლებდნენ ან ერთმანეთის გვერდით ათავსებდნენ. ჭიას რომ არ შესცივნოდა, შალით ფუთავდნენ და კერასთან ახლოს დგამდნენ. კოკლებზე სამ-ოთხ დღეში გამოდიოდა პირველი ასაკის ჭია.

ლიტ.: . აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
. .

კოკოზა - სათევზაო გოდორი, წოწოლა მოყვანილობისაა, პირი შიგნით აქვს ჩაბრუნებული. დაწნულ კოკოზას ჩქერებში დგამდნენ, გვერდებზე დიდ ქვებს შემოუწყობდნენ. თევზი კოკოზას ჩაბრუნებულ „ყელში“, ანუ „პირში“ თავისუფლად შედის, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოდის.

ლიტ.: . ჩიქოვანი, მესხეთი, 1979.
. .

კოკონცხა (იმერ.) - წვრილძირიანი კონუსური ფორმის გოდორი, რომელიც გამოიყენება ჭაჭიანი ჭურიდან ღვინის ამოსაწურად. იწვნება გათლილი თხილის ტკეჩებისგან. ღვინის გადაღებისას როცა ფსკერისკენ ჩასული ჭაჭის მასა ორშიმოს აღარ უშვებს სიღრმეში, მაშინ ჭაჭაში ჩადებენ კოკონცხას, მაგრად დააწვებიან და მასში შესულ წვენს პატარა ორშიმოთი ამოიღებენ.

0x01 graphic

. .

კოკოშა - 1. სახვნელის ნაწილი, მოხრილი ხე, რომელიც მასრის თავშია გაყრილი და ხელს უწყობს ხნულის გაღრმავებას. 2. ვერცხლის გრძელტარიანი სასმისი ხევსურეთში. 3. მცირე ხაპი ღვინისა და წყლის ამოსაღებად სათლიდან (იმერ.) 4. ორყურიანი თიხის ჭურჭელი, რომელშიაც აკვნიდან გამონადენი ბავშვის შარდი ჩაედინება.

ლიტ. ქელ. 2009.

კოლოტი - ტყავის ჭურჭელი, რომლითაც ღვინოს გადაიტანდნენ. საკოლოტედ შეარჩევენ ასაკოვან ხარს. დაკლავენ ზაფხულის დამლევს, სანამ საზამთრო ბალნით შეიმოსებოდეს. გაატყავებენ დიდი სიფრთხილით, რომ არსად გაიჭრას, შემდეგ ტყავს ნედლი ჯოხებით გასხიპავენ, დაჭიმავენ, ბოლში გამოიყვანენ, ორი სამი თვის შემდეგ, გამხმარ ტყავს დაალბობენ, ბალანს გააცლიან, დაზელენ და ბალანგაცლილი პირით შიგნით მოქცეულს გვირისტით შეკერავენ. ხმარების შემდეგ გამოაშრობენ და მშრალ ადგილას ჩამოჰკიდებენ. საშუალო კოლოტი ჩვეულებრივ 10-15 ფუთ ღვინოს იტევდა.

ლიტ.: . ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში, 1974.
..

კომბალი - აქ. მწყემსის ჯოხი, რომელსაც თავში აქვს პატარა კაუჭი ცხვრის დასაჭერად.

ონკილა// ქვეშამდგე (იმერ.)// ქესადგუმე (მეგრ.), //ბოჯგი (აჭარ.) - ურმის თავის დასაყენებელი. როცა ხარებს გამოუშვებენ, ხელნაზე დამაგრებულ კონკილას უღელთან შეუდგამენ და ურემი ჰორიზონტალურობას შეინარჩუნებს.

. .

კონტუღცი (ქართლ.) - მოკლე, ორტაბიკიანი უღელი, რომელსაც აქვს „საქედური“, მას უმეტესადჯიუტ მოზვერს ადგამდნენ, რათა მოზვერი „გამოქნილიყო“, მოთვინიერებულიყო.

. .

კონჩოლი - სამარხვო საჭმელი ერთგვარი. ზეთში ჩაყრიან ხახვს, ჩაფშვნიან პურს, დაასხამენ ძმარს და მიირთმევენ.

კონჩხა (ხევს.) // კოჩხო (ფშ. თუშ.) - მრგვალი, ღრმა, ყურიანი უფეხო ხის სასმისი. გამოიყენებოდა წყლისა და რძის სასმელად. საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში მისი ანალოგიური სასმისებია: ქვიშინა (ლეჩხ.), კვანჩხი (რაჭ,), ჩაყვა (სამეგრ.) საუკეთესო კონჩხა მზადდებოდა პანტისა და ველური მსხლის ხისაგან. მონადირეების კონჩხა ტარში გახვრეტილი იყო, ქამარზე იკიდებდნენ და ხმარობენ წყლისა და არყის დასალევად. ერწო-თიანეთში კონჩხას ყურიან ხის ჭიქასაც უწოდებენ. ზოგჯერ ორი კონჩხა მილით ერთმანეთსაა შეტყუპებული და ერთი რომ იცლება მეორედან გადაედინება.

ლიტ.: . ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
. .

კოპაჭური - თავკომბალა ჯოხი, თიხის ჭურჭლის შენებისას შიგნიდან უხვედრებენ რბილი ნაკეთობა რომ არ დაინგრეს.

კოპე//ხრიკა (გურ.) - ჭურიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელი. კეთდება მწარე გოგრისგან ანუ ხაპისგან (იხ. ორშიმო). ორშიმოსგან განსხვავებით კოპეს ტარი შუა ადგილზე გამჭოლად ეგება და გასაჟონი ადგილები სანთლით ამოივსება. რაჭასა და იმერეთში კოპეს ხრიკა ეწოდება.

ლიტ: . გეგეშიძე, მეღვინეობის ხის იარაღ-ჭურჭელი დას. საქართველოდან, სსმმ, . XIX, 1956.
. .

კოპი (დას. საქ.) - ჩიხტაში ჩასადები „ქართული თავხურვის“ ელემენტი. მასალად გამოიყენებოდა რბილი და ღია ფერის ქსოვილები, უპირატესად სატინა და ატლასი. ნახევრად რკალისებური ფორმის მისაღებად ვიწრო და ირიბ ნაჭერს ბამბით გამოტენიდნენ ისე, რომ მისი შუა ნაწილი, ბოლოებთან შედარებით მომსხო ყოფილიყო. კოპსა და ჩიხტას გვერდებზე ქინძისთავებით ლეჩაქ-ბაღდადებს ამაგრებდნენ. ჩიხტასთან ერთად კოპიც საოჯახო პირობებში მზადდებოდა, ლეჩაქ-ბაღდადებად კი ოსტატის ნახელავს ამჯობინებდნენ. 2. ქალამნის ნაწილი, წვრილი თასმა, რომელიც ღვედისგან არის გაკეთებული და ქალიმბაღის ამოსასხმელად გამოიყენებოდა.

. .
..

კოპიტი (შ. ქართ.) - ქართული ცულის ერთ-ერთი სახეობა.

კოპური (იმერ.) - ირგვლივ ნაოჭასხმული ქალამანია.

კორაკინა//კოროვანი (კახ.) - მოწნული გოდორი, მასში ჩასვამენ ახლად დაბადებულ ბატკანს. კორაკინა იმ სიმაღლეა, რომ ვერც ბატკანი ამოხტება იქიდან და ვერც სხვა ჩაუხტება. ცოტა რომ მოჩიტდება, საბატკნეში გადაიყვანენ.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943,კორვა// კორუა // კარვა (რაჭ. სვ.) - ხის საწყაო ფქვილისა და მარცვლეულისათვის.

კორთაი (ხევი) - სათავსი. სახლის-სამყოფოს კუთხეებში ამოჭრილი ბრტყელი ქვებით მოპირკეთებული. იხმარებოდა სხვადასხვა ნივთების დასადებად.

ლიტ.: . ითონიშვილი, ხევი ძველად და ახლა, 1967.
. .

კორთეი (საინგ.) - ჯამ-ჭურჭლის დასაწყობი ხის თარო, მიდგმული კედელთან და დამაგრებული.

ლიტ.: . ჯანაშვილი, საინგილო, 1911-1913.
. .

კორკოტი - ხორბლისაგან დამზადებული ფაფის საკვები. მზადდებოდა კანგაცლილი დაღერღილი მარცვლისაგან. ეს კერძი, ისე როგორც წანდილი (იხ.), საწესო-სარიტუალო საკვებია. ამზადებენ შობას, სულთმოფენობას, კვირაცხოვლობას, მიცვალებულის „თავზე“, „ორმოცზე“, „წლისთავზე“. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიცვალებულის სახელობაზე და ახალი წლის დღესასწაულზე მომზადებული კორკოტი ბუნების აღორძინებისა და მთელი წლით სიკეთის დაბევების პრაქტიკული იდეით იყო გამსჭვალული.

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში, 2007. . ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმ. ისტორიიდან, 1941.
. .

კორნე - სწორი ფიცარი, რომელსაც ჰქონდა მოწნული გვერდები. აკვანში ჩაწვენამდე ერთი კვირიდან ათ დღემდე ჩვილს ამგვარ საწოლში აწვენდნენ (იხ. ხოჭიჭი).

კორჩიოტა - იმერეთსა და შიდა ქართლში წისქვილის პატარა ქვების სახელია. ბუჭულაზე უფრო მცირე (იხ. ბუჭულა).

კოტორი//კოთორი - ხის გადანჭერი, პატარა მორი ყავრის დამზადებისთვის ვარგისი.

კოტორი - აქ: ყველისა და ხაჭოს ხაჭაპური თუშეთში, რომელსაც გარედან ერბო აქვს წასმული.

კოტოში - რქის ჭიქა, სისხლის მოსაზიდი ჭურჭელი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, კოტოში მიზიდვით სისხლის გამომღებელი ჭურჭელია. ძველად კოტოშად მოკლედ გადაჭრილ, ვიწრო და ბოლოგახვრეტილ საქონლის რქას ხმარობდნენ. ამჟამად კი ჩვეულებრივ მინის ქილას იყენებენ. რქის კოტოში, სვანურად „კობ“ ყანწის მსგავსი ჭურჭელი, ოღონდ ბოლო აქვს მოკვეთილი. რქას ნუნს წააგდებინებდნენ, ცხელ წყალში ან ნაღვერდალში დაალბობდნენ, გათლიდნენ, შემდეგ გაფხეკდნენ, შიგნიდან გამოასუფთავებდნენ ხვეწით და სასურველ ფორმაზე გადაჭრიდნენ. საქონელს ავადმყოფობის დროს, დაჟეჟილ არეს ბასრი დანით მსუბუქად დაუსერავდნენ. რქის კოტოშის გახვრეტილი ბოლოდან ჰაერს ამოწოვდნენ და ნახვრეტს გამდნარი სანთლით დაგმანავდნენ. კოტოშის შიგნით ვაკუუმი იქმნებოდა, რის შედეგადაც იგი მჭიდროდ მოეკიდებოდა ხორცს და სისხლს შეიწოვდა, დასერილი არიდან ცუდი-არამი სისხლი გამოვიდოდა. რქის კოტოში საქართველოში თითქმის ყველგან იყო გავრცელებული. მას იყენებდნენ როგორც საქონლის, ასევე ადამიანის დაჟეჟილი სხეულის სამკურნალოდ.

ლიტ.: . მინდაძე, ქართული ხალხური სამედიცინო ტრადიციები კახეთში, 2005.
..

კოში - სალუდე ქვაბიდან წვენის (სისწვენის) გადასაღები ხის ტარიანი ჯამისებური ჭურჭელი. საპატიო სტუმარს კოშით მიართმევდნენ ლუდს, რაც დიდ დაფასებად ითვლებოდა.

0x01 graphic

. .

კოშკი - კოშკი გალავანშია ჩაშენებული ან ცალკე დგას. იგი ვიწრო და მაღალია. საქართველოში ორიდან რვა სართულამდე კოშკებს აგებდნენ. კოშკი არის გეგმით კვადრატული, ცილინდრული, ზურგიანი (გეგმაში მისი ერთი მხარე ნახევარწრიულია), სწორუთხა, მრავალკუთხა, წრიული. სიტყვა კოშკი ქართულ წყაროებში XI ს-დან გვხვდება, მანამდე ასეთ ნაგებობას უწოდებდნენ გოდოლს, სვანეთში „მურყვამს“.კოშკი დროის მიხედვით აღჭურვილი იყო სალოდეებით, სათოფეებით, საზარბაზნეებით.

0x01 graphic

ფეოდალურ ხანაში მთავარი სიმაგრე ციხე-ქალაქი იყო, მაგრამ ციხეების გარეშე ის თავის მოვალეობას ვერ შეასრულებდა. ციხე სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხოლო ციხე-დარბაზი - კერძო პირს, ფეოდალს. ამ სიმაგრეებს სჭირდებოდა მაკავშირებელი, რომლის როლსაც ცალკე მდგარი კოშკი ასრულებდა. ამით ქვეყანაში იქმნებოდა თავდაცვის ერთიანი ჯაჭვი. თუ სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი იყო, ჯაჭვი მოქმედებდა და მტერი შეუმჩნევლად ვერ დაესხმებოდა. ციხეები და მათი მაკავშირებელი კოშკები ისე იყო განლაგებული, რომ ერთმანეთს უცქეროდა. ასეთი განლაგებისას საზღვრებზე მტრის გამოჩენისას იქვე მდგარი ციხის კოშკზე აინთებოდა კოცონი. მომდევნო კოშკის გუშაგი ცეცხლის დანახვისთანავე თვითონაც აანთებდა კოცონს და ასე, კოშკიდან კოშკს, სიმაგრიდან სიმაგრეს გადაეცემოდა სიგნალი, რომელიც სწრაფად აღწევდა ცენტრამდე. ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის შემდეგ ცეცხლს თოფი და ზარბაზანი ცვლიდა. კოშკური კულტურა განსაკუთრებით განვითარდა სვანეთში (იხ. მურყვამი).

ლიტ: . ზაქარაია, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

კოჩაბანდი (ქვ.რაჭ.) - ხის საწოლი. კოჩაბანდი ხის სვეტებიანი საერთო საწოლია. გასდევდა კედლის 3/4 ნაწილს. სვეტები ეყრდნობოდა „ძირა კოჭებს“, რომელზედაც დაგებული იყო კოჩაბანდის იატაკი, ხოლო „თავ-კოჭებზე“ ჭერი. საწოლის წინა სვეტები თაღებიანი იყო. თაღებისა და სვეტების ზედა ნაწილს ჩუქურთმები ამკობდა. კოჩაბანდი შეძლებული, გაუყოფელი, დიდი ოჯახების საწოლი იყო. ღარიბ ოჯახებში კოჩაბანდის შემცვლელს სკამ-ლოგინი წარმოადგენდა, რომელიც აგრეთვე მთელი კედლის გაყოლებაზე კეთდებოდა. დიდი ოჯახის პირობებში ასეთი საწოლი იყო ორი - კაცებისა და ქალებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწოლი არ იყო დაყოფილი, მასზე ყველას ჰქონდა მონიშნული თავისი ადგილი.~

ლიტ.: . კიკვიძე, „შუა-სახლირაჭა-ლეჩხუმში, ენიმკის მოამბე, . V-VI, 1940. . ბედუკიძე, ხის ავეჯი რაჭაში, სსმმ, XLII-B, 1997.
. .

კოჭი - გრძივი ძელები, რომლებიც დატანებულნია სახლის კედელში და რომლებზედაც დაიგება იატაკი და ლამფა.

კოჭი//კოჭაობა-კოჭით თამაში. ცხვრის კოჭს აქვს ოთხი მხარი: ალჩუ, თოხანი, თაფი, ჭიკი. გადაგდებისას რომელ მხარესაც დაჯდება, იმის მიხედვით განისაზღვრება მოგებული.

..

კოჭობი - საჭმლის გასაკეთებელი სადუღარი ჭურჭელი. ქოთანზე მომცრო. აქვს ფართო პირი და ყურები ხელში მოსამარჯვებლად. კოჭობით ყანაში გასული მუშებისათვის კერძიც მიჰქონდათ.

. .

კოჭობი სახუცო - ლუდის სასმისი, ვერცხლის სარიტუალო თასი, რომელსაც შებმული აქვს ხალხისგან შეწირული სხვადასხვა სამკაული: მონეტები, ყაწიმები, შიბები-ძეწკვები და სხვა. სახუცო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და სასმელი ჭურჭლებიდან მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. თუ ადამიანი ცოდვილია, თავის თავს ვერ მისცემს ნებას სახუცო კოჭობიდან ლუდი დალიოს. არის წესი, როცა განსაკუთრებული კრძალვის ნიშნად კოჭობს მიწაზე დადებენ და მუხლებზე დამდგარნი ლუდს დახტუნებით დალევენ. ამ ჭურჭლის საკრალურ დანიშნულებას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მას წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ, რასაც ხალხი მუხლმოდრეკით შეხვდება. ეს თასი თავისი სიმბოლური არსით ზეციური წარმოშობისაა და ციდანაა ჩამოსული, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარხატი. „ეს ცით მოსული ხატი“ (ანუ ჯვრის ნიშანი), რომელიც ეკვრის სახუცო კოჭობის კიდეს, მტრედის სახით ეცხადება საყმოს. თასს განსაკუთრებული ძალა ენიჭება ხევისბერის ხელში, ხოლო მასზე მიკრული სამკაულები დიდიპატივისცემის ნიშანია. სახუცო კოჭობიდან თემის წევრები მოსვამენ ლუდს, რითაც სიმბოლურადაა გამოხატული თემის ერთიანობის იდეა.

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიებანი, III, 2007.
. .

კოხი - მაგარი შედგენილობის ჯიშის ქვა, რომლისგანაც სხვადასხვა ნივთს ამზადებენ. კოხი სინოტივეს არ ინარჩუნებს, ხავსი არ ეკიდება, არის თეთრიცა და ლურჯიც, მოწითალოცა და მოყვითალოც. წითელი და თეთრი კოხებით მოჭედილი იყო კევრები.

. .

კოხუჯი (ხევი) //კვანძური (კახ.)//ჯღანი (ჯუთა, ხევს.) - უხეში ქალამნის ტიპი. ასეთი ქალამნის ამოსხმის დროს საკერავი თასმა ხელში იგრიხებოდა, რათა ხმარების დროს კოპს (იხ.) მეტი სიმაგრე ჰქონოდა. ერთ თვალში გაყრილი კოპი უკანვე ბრუნდებოდა და კოპები გრეხვით ერთმანეთზე იდებოდა. ერთი კოპი ნაჩვრეტში გადიოდა და ასე მეორდებოდა ქალამნის ამოსხმის დასრულებამდე. კახელები კოხუჯს უწოდებდნენ უშნოდ ამოსხმულ, გაცვეთილ და გამხმარ ქალამანს.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

კრაზანა - ერთგვარი მცენარე, რომელსაც ჭურის სარეცხად ხმარობენ შემოდგომის პირას, როცა ეს მცენარე ზრდა-განვითარებით მთლიანად დასრულებულია მოჭრიან, შეკრავენ მაგარ კონებად და რთვლამდე შეინახავენ. ჭურების რეცხვის წინ წყალში დაალბობენ „კაცის მაჯის სიმსხოზე“ თავბოლოშექცევით დაალაგებენ. შუაგულში მანეულის „ღვლეჭს“ მოუჭერენ, შემდეგ წრიულად მომშვილდავენ, კანაფს დაამაგრებენ და მისი გაფშეკილი მაგარი ბოლოებით ხეხავენ ქვევრის ზეადაპირს.

. .

კრამიტი - სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების გადასახური. მეკრამიტეთა საქმიანობა კრამიტის თიხის გახმობა-დალბობით იწყება. დაზელილ თიხა გაბრტყელდება და მოსუფთავებულ სოხანეს თხლად დაეკვრება. გაბრტყელებული თიხის შუაგულში მარცხენა ფეხს დააბჯენენ და მარჯვენა ფეხის ქუსლის ცემით ირგვლივ შემოვლას დაიწყებენ. ქუსლისავე დახმარებით თიხას ნაწილებად დაჭრიან და შლამმოყრილ დაზგაზე გუნდებს დააწყობენ. ამის შემდეგ ხდება ხელით დარჩევა, რათა საკრამიტე მასა განთავისუფლდეს მინარევებისაგან. აქედან იწყება კრამიტის მოჭრა ყალიბის საშუალებით. ყალიბი ხისაგან გაკეთებული მოგრძო ჩარჩოა, რომელსაც ერთი მხარე ფართო, ხოლო ბოლო ვიწრო აქვს. ყალიბში გაყვანილსა და ზედაპირგადასწორებულ თიხას ე.წ. ქობუნაზე (იხ. ქობუნა) გადაიტანენ. საქართველოში ადრე სწორი ქართული კრამიტი იჭრებოდა, შემდგომ პერიოდში ქართული კრამიტი შეცვალა ღარიანმა კრამიტმა. ღარიან კრამიტს ამობურცული ზურგი აქვს, რომლის ერთი ნაპირი ბრტყელია, მასზე კარგად რომ მოთავსდეს მეორე ცალი. ღარიანი კრამიტი შუაზე გაჭრილი მილის ფორმისაა. ორ ერთმანეთთან მიჯრით მოწყობილ ამოყირავებულ კრამიტს ზემოდან დამხობილი აქვს მესამე კრამიტი. სახლის გადახურვა ძველად სწორი და ღარიანი კრამიტის მონაცვლეობა-შერწყმით ხდებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მარტო ღარისებური კრამიტი იჭრებოდა. საქართველოში არსებობს „ქსნური კრამიტიც“, რომელსაც იტალიურ კრამიტსაც უწოდებენ. საკრამიტე ქარხანა სოფ. ქსანში იტალიელს აუშენებია და სახელიც ქედან მომდინარეობს. სოფ. ქსანში დამზადებული კრამიტი მთელ საქართველოში ვრცელდებოდა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად კრამიტი და აგურიც საკულტო დანიშნულების ნაგებობებისათვის იყო განკუთვნილი. არქეოლოგების აზრით, კრამიტი სამეფო, გაბატონებული წრისათვის განკუთვნილი ნაგებობების გადასახურავად იხმარებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში შემოგვრჩა მოკალული, ანუ მოჭიქული კრამიტიც. რომლითაც იხურებოდა საკულტო ნაგებობები. ამგვარი კრამიტის გავრცელების ფაქტი დასტურდება ბაგინეთის, ვანისა და ურეკის არქეოლოგიურ ძეგლებზე. მოჭიქული კრამიტით გადახურული ყოფილა ალავერდის ტაძარი და ლურჯი მონასტერი ქ.თბილისში. ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის კერემიკის ფონდში დაცულია სოფელ შროშიდან ჩამოტანილი ლურჯად მოჭიქული კრამიტი.

0x01 graphic

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა. . ზანდუკელი, ქართული კერამიკა, 1982. .ბოხოჩაძე, რუსთაველის ეპოქის სამშენებლო კერემიკა ძველ საქართველოში, 1968.
. .

კრიალოსანი - 1. სალოცავად ასხმული მარცვალნი, „ესე არს მძივნი, ანუ ხეთა ნათალნი ძაფსა ზედა“ (საბა). გამოიყენება ლოცვის კანონის შესასრულებლად. წარმოდგება ბერძნული „კირიე ელეისონ“-იდან, რაც ნიშნავს „უფალო, შეგვიწყალენ“. მძივთა რაოდენობის ჩაყრით, წარმოთქმული ლოცვების რაოდენობა განისაზღვრება. 2. ქალთა სამკაული, რომელიც მზადდებოდა ძვირფასი ქვებისა და მინისაგან. 3. მოხუცთა გასართობი, თითებით სამარცვლავი.

ლიტ.: .. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული I, 1991. მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002.
. .

კროცი//კროლი (იმერ.)- ნაჭუჭგაცლილი, საღი კაკალი.

კროჭი//კროჭა (თუშ. ფშ.) - ქალის სამკაულებისა და ხელსაქმის იარაღების ყუთი. ჰქონდა გასაწევ-გამოსაწევი სახურავი. უკეთდებოდა ასახდელი სახურავიც. შემკული იყო უხვი ორნამენტებით.

0x01 graphic

. .

კუბასტი - დიდი თავსაფარი.

კუბდარი - დაკეპილი ხორცითა და სანელებლებით შეზავებული პური, სვანური სამზარეულოს კულტურული მონაპოვარი. უაღრესად დიდი ადგილი ეჭირა საკულტო დღესასწაულებში, როგორც საწესოსარიტუალო პურს.

0x01 graphic

.ნ.

კუბო - საბას მიხედვით, „კუბო არის ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი, აქლემთა ასაკიდებელი, გინა ხელით სატარებელი“. ვეფხისტყაოსანში ნათქვამია: „იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები“. ძველი ქართული ენის ლექსიკონში იგი განმარტებულია „სასძლო, საქორწინო სახლად“. ქრისტიანულ მწერლობაში ღვთისმშობლის საფლავი „ყოვლად დიდებით მოსილი საქორწინო პალატია“. კუბოს განმარტება, როგორც საქორწინო პალატისა უნდა იყოს ძველი ცნება ამ ტერმინისა. სავარაუდოდ, შემდეგში დაუკავშირდა სიკვდილს და მიცვალებულის ყუთის ჩასასვენებელ ტერმინად იქცა.

. .

კუდბაწარა - ქვის სატყორცნი იარაღი. წარმოადგენს ბაწარშებმულ ფილთაქვას, რომლის

გასროლის დროს ქვას თან ბაწარი მიჰყვება. შურდულთან შედარებით ამ კუდბაწარას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია - გასროლილი ფილთა ისე შორს ვერ გაიტყორცნებოდა, რადგან ქვას თან ბაწარიც მიჰყვებოდა, და მეორეც, შეიძლებოდა, ბაწარი რამეს გამოსდებოდა და ქვის მოძრაობა შეეფერხებინა. კუდბაწარა მეშურდულეს უკანასკნელ იარაღს წარმოადგენდა, როდესაც ბრძოლა ტრიალ მინდორზე მიმდინარეობდა და ქვის საშურდულე მარაგი ამოიწურებოდა, მეშურდულე კუდბაწარას გამოიყენებდა.

. .

კუთო - ბრინჯითა და კარტოფილით შემზადებული წვნიანი კერძი.

კულა - 1. ხისგან გაკეთებული ღვინის ორიგინალური სასმისი, რომლისთვისაც საუკეთესო მასალა იყო ძელქვის, ბზის, ურთხელის, კაკლის ხე. კულას აქვს მასიური ოვალური ტანი და გრძელი ყელი. ყელთან პატარა რქა აქვს სმისას თითის გამოსადებად. კულიდან ღვინო რაკრაკით გადმოედინება. კულებს არცთუ იშვიათად ამკობდნენ ვერცხლის დეტალებით და ძვირფასი ქვებით. კულას ამზადებდნენ მწარე კვახისაგანაც, რომელიც ორშიმოს მსგავსად მუშავდება (იხ. ორშიმო). ასეთ კულას ყელში უდგამენ ხის ტიხარს ღვინო რომ ძუნწად მიაწოდოს და ღვინის სმის პროცესი გაახანგრძლიოს. ხშირად კვახის კულას ამკობდნენ წარწერებითა და ორნამენტებით, არცთუ იშვიათად უკეთებდნენ ინკრუსტაციას სხვადასხვა ქვებით (მაგ., გიშერი). 2. ქვებით აგებული ოთხკუთხი სვეტი, რომელიც მოხევეთა სახლში დედაბოძის მოვალეობას ასრულებდა.

0x01 graphic

. .

კულაბა - ბზის ჯოხი, ამ ხელსაწყოთი ხელოსნები კალაპოტში ჩადებული წუღის ძირს ლესავდნენ.

კულონი - ერთგვარი ოვალური ფორმის სამკაული. ზოგჯერ აქვს საკიდრები. კულონს ძირითადად აკეთებენ ოქროსა და ვერცხლისაგან. ხშირად აჟურულად დამუშავებული კეთილშობილი ლითონისაგან, ხმარობენ ძეწკვზე დაკიდებულს.

0x01 graphic

კულონი საქართველოში მიღებული სამკაული იყო ისტორიულადაც. არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული კულონები შემკულია საქართველოსთვის ტრადიციული ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით. ესენია: ალმასი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, ამეთვისტო და სხვა. ზოგჯერ კულონს ავგაროზის დანიშნულებაც ჰქონდა. მაგ., II-IV სს-ით დათარიღებულ წილკნის არქეოლოგიურ გათხრების შედეგად ნაპოვნ ოქროს კულონს, რომელიც შემკულია ამეთვისტოს ინტალიოთი და მარგალიტით, ინტალიოს ზურგზე, შელოცვების ტექსტით მაგიური შინაარსის წარწერაა ამოკვეთილი. ამგვარი ავგაროზ-აბრაზაქსები ძალიან პოპულარული იყო ანტიკური ხანის დასასრულს და მათი ანალოგები მრავლადაა აღმოჩენილი საქართველოში.

ლიტ.: . გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981; .სელივანკინი, .სერენკო, . ციპლაკოვი, საიუველირო საქონელი და საათები, 1958.
. .

კუნჭულა - გიდელისებურად მოწნული ჭურჭელი, ხეზე ასული ყურძნის საკრეფად ხმარობენ.

კუპატი//შიგნითა//შიგნითადი(თუშ)//ძეხვი(ქართ.კახ.)//მძეხვი(ფშ.)//ჭიჭნაგური (ინგ.) - კარგად მოხარშული, წვრილად დაკეპილი და სუნელებით შეზავებული ხორცი, რომელსაც ჩატენიან, ცხოველისავე კარგად გასუფთავებულ-გარეცხილ ნაწლავში. ნაწლავში ჩატენილ ძეხვს მოუკრავენ თავბოლოს, რითაც დაცულია გაფუჭებისგან. სამეგრელოში კუპატს ძირითადად ამზადებენ შიგნეულობისგან.

. .

კუპრიელი - მოკუპრული ტყავის ჭურჭლის ზოგადი სახელია. გატყავებულ და დამუშავებულ ტყავს ხელოსანი კარგად გარეცხავს, გაპარსავს, მზეზე გამოაშრობს, ჭიპთან და უკანა ნახვრეტთან ხარატულებს დაუყენებს, წინა ფეხებზე მასრებს მოარგებს, ხოლო უკანებს თასმით შეუკრავს და ბალანგაცლილ ზედაპირს ცხელ კუპრს თანაბრად წაუსვამს. ტყავი რომ გაშრება, გადმოაბრუნებს, მოკუპრულს შიგნით მოაქცევს და კუპრიელი მზადაა ღვინისგადასატანად. ხმარების შემდეგ კუპრიელი უნდა გაიბეროს და ასე უნდა იქნეს შენახული.

. .

კურტაკი - „არს სამოსელი მეომრისა საჩინო ჯაჭვთა გარედან საცმელი“(საბა).

კუს ერბო - ერთგვარი საჭმელი მთიულეთში „დათლილ ყველს მაუკიდებდნენ ერბოზე“, ზოგჯერ ნიორსაც ჩააჭრიდნენ.

კუტალი - ძირჩადგმული, ცილინდრისებური სამ დაბალ ფეხზე შემდგარი ხის (ნაძვის // კატრის) ჭურჭელი, რომელსაც აქვს მილი, ყელი, ტანი // გვამი და სახელური. კუტალი ითლებოდა ორი მტკაველი სიგრძის ხისაგან, მის ტანს ხოწით ამოთლიდნენ, ხოლო ყელს შამფურით ჩასწვავდნენ. ნედლ კუტალს ფიჭვის ხმელ ძირს ჩაუდგამდნენ. კუტალის დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მესხეთ-ჯავახეთის სოფლებში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გოდერძისა და წინუბნის კუტალები. წყლით ავსებულ კუტალს სახელურით ზურგზე მოიკიდებდნენ, აქედანაა წარმოშობილი იმერულ დიალექტში შესული სიტყვა „მოკუტალება“.

0x01 graphic

..

კუწუბი - გარშემო შემოვლებული არშია, ხერხის კბილებივით ოკრობოკრო.

კუჭურა - გათხოვილი თუში ქალის მანდილის ქვეშ სატარებელი თავსადგამი (ადრე მის მაგივრობას თმების განსაკუთრებული ვარცხნილობა სწევდა). მასალად გამოიყენებდნენ უბრალო ბამბის ქსოვილებს, უპირატესად თეთრ „ამერიკას“ და მატყლს. ნაწილები: თავისკვერი//გორილაი, ბოძები, ზოლტები და ყაპყატოი. აქედან ზედა წრე, შუა და უკანა ზოლტები მატყლით იყო გატენილი. დანარჩენები ორკეცი მატერიისაგან სოლისებურად იკერებოდა. მათი სიგრძეც განსხვავებულია. თუში ქალი მამაკაცის თანდასწრებით კუჭურას არ გამოაჩენდა. ჩიხტის ფუნქციის მატარებელი ეს უჩინარი თავსახური გათხოვილ ქალს ნიადაგ უნდა ეტარებინა და სიკვდილის შემდგომ, საფლავშიც თან უნდა გაეყოლებინათ.

ლიტ.: . ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. . ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
. .

15

▲ზევით დაბრუნება


ლაბარი (ხევი) - სახლის გადახურვისას გამოყენებული სვილის ნამჯა, რომელზედაც აყრიან მიწას და შემდეგ ტკეპნიან.

ლიტ.: ქელ. 2009.

ლაგამი - აღვირზე რგოლებით დამაგრებული ორნაწილიანი მეტალი, რომელიც ცხენს ამოედება პირში და მისი მეშვეობით მხედარი ცხენს აჩერებს ან აძლევს მიმართულებას. ზოგჯერ ლაგამს უკეთებდნენ ხორკლებს, რათა მართვის პროცესი უფრო ეფექტური ყოფილიყო. ლაგამ-აღვირი ხშირად შემკული იყო ძვირფასი თვლებითა და ვერცხლის სევადით.... „ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა“ (ვეფხისტყ.). საბა ლაგამს საკბილავს უწოდებს. ქართველ არქეოლოგთა ვარაუდით, ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ჩნდება ლითონის ლაგმები; ბრინჯაოსაგან დამზადებული ეს ლაგმები დაკბილულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასეთი ლაგამასხმული ცხენი ძნელად დასამორჩილებელ-გასახედნავი უნდა ყოფილიყო.

0x01 graphic

ლიტ.: . ხაზარაძე, ცხენის აღკაზმულობა. კრბ. ოჩხარი, 2007.

ლაგერი - მდინარეზე ნავის სამართი გრძელი და მსხვილი კეტი.

ლაგვანი - პირფართო სარწყული დოქი.

ლავაში - თხელი პური. ამგვარი ფორმის პური ფართოდ იყო გავრცელებული მთელს წინა აზიაში. კავკასიაში ცნობილია ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და აისორული ლავაშები. ქართული ლავაში შედარებით სქელი, სომხური კი ძალზე თხელი და გრძელია. შესაბამისად ქართული ლავაში მზადდება საფუვრიანი ცომისგან, სომხური კი უსაფუვროსაგან. ამ ტიპის აზერბაიჯანული „ფათირი“ და ებრაული „მაცა“ რიტუალური საკვებია. შესაძლებელია ითქვას, რომ ამ სახის პურეულს ადრევე გამოეყო ქართული ლავაში და თვითმყოფადი სახე შეიძინა. ქართული ლავაში თონეში ლაფათით (ტარიანი დაფა, რომელსაც ზედ ბალიში აქვს გადაკრული) ჩაიკვრება და მისი ვარიაციული სახელწოდებებია ფაფხაჭა, უდიერი, მუცელგანიერი, მადაური, იყალთოური, გარეჯული და სხვ. ისე როგორც შოთმა (იხ.), ლავაშმაც დროთა განმავლობაში სარიტუალო დანიშნულება შეიძინა. მას აცხობდნენ მიცვალებულის სახელზე. იცოდნენ ლავაშის მკვდრის გულზე გადატეხვა და შემდეგ ღვინოში ჩამბალი ნატეხების შეჭმა, რაც აიხსნება ქრისტესთან ზიარების სიმბოლურ გარდასახვად.

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007
. .

ლაზგა//ლარდა (სვან) - სამყოფი. ძველი საცხოვრებელი ნაგებობები სვანეთში. ძირითადად ორნაირი სახის იყო. პირველი წარმოადგენდა რთულ კომპლექსს, ხოლო მეორე მარტივს, ერთშენობიანს. რთულ კომპლექსურ ნაგებობათა ანსამბლში შედიოდა: სახლი - „ქორ“, კოშკი-“მურყვამ,“ საგაზაფხულო სამყოფი „ლუფხვილდ“//„კეშგ“//„გუბანდ“, ბოსელი, დერეფანი. ამ ნაგებობათა გარშემო შემოყოლებული იყო ქვითკირის ზღუდე - გალავანი „ძღვილდ“. მარტივი, ერთშენობიანი საცხოვრებელი მოიცავდა ერთ სახლსა და კალოს. რთული კომპლექსური ნაგებობის სამსართულიანი სახლი - „ქორ“ გამოყენებული იყო ადამიანის საცხოვრებლად, საქონლის სადგომად და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებისთვის. ტიპურ სვანურ სახლს მიდგმული აქვს დაბალი კოშკი, რომლის პირველ სართულზე, ხის კიდობნებში ინახავდნენ ადამიანთა საკვებ პროდუქტს, მეორე სართულზე ინახავდნენ თივას - საქონლისთვის. ზოგჯერ ორ სვანურ სახლს შორის გასასვლელში მოწყობილი იყო სამჭედლო. სვანური სახლის მრავალნაგებობიანი კომპლექსის არსებობა გათვალისწინებული იყო დიდი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ რამდენიმე თაობის წარმომადგენელნი თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდნენ და საერთო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით ეწეოდნენ სხვადასხვა სახის სამეურნეო საქმიანობას. საცხოვრებელი სახლის კომპლექსში ყველას თავისი ადგილი ჰქონდა დასაძინებლად მიჩენილი და მათი იზოლაცია შეძლებისდაგვარად იყო დაცული, ოჯახის წევრთა საერთო შესაკრებელს კი წარმოადგენდა ვრცელი დარბაზი - „მაჩვიბი“ (იხ.), სადაც დაბრძანებული იყო ოჯახის უფროსი „ქორა მახვში“ და განაგებდა სხვადასხვა საქმის გეგმაზომიერ წარმართვას.

ლიტ.: . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

ლათასმურა - ტყავის დასაჭრელებელი ხელსაწყო. იგი ადრე რქისა ყოფილა, მოგვიანებით - ხისა. ლათასმურას კბილებში მოთავსებულ ტყავს დანის პირით დაჭრიდნენ საჭირო ზომისას.

. .

ლათბა (თუშ.ხევს.) - ლუდის გამოხდისას სისწვენის მოსაკავებელი, გეჯისებური დიდი ზომის ჭურჭელი როგორც ხის, ასევე სპილენძისა. ლათბას შეკერავდნენ სპილენძის ფირფიტებისაგან, ისევე როგორც ლუდის ქვაბს. (იხ. ქვაბი ლუდისა). ხის ლათბას აკეთებდნენ ნავისებურად, ცაცხვის ან მურყანის ხისგან.

. .

ლაინი - არაბ. „ლაინ“ ან „ლეინ“ ნიშნავს რბილს, ნაზს. შინაური წესით ოთხ დგიმით დამზადებული ბამბის ქსოვილი - ნარმა შეღებილი მუქლურჯად ლილაში. წმინდად დართულით იკერებოდა ახალუხი, ასევე საცვლები და პერანგები. იგი მოიხმარებოდა საბნისა და ლეიბების პირებადაც. (ქიზიყი, იმერეთი, თუშეთი, ფშავი). XVIII ს. ლაინის კაბა და ახალუხი კარგ ჩასაცმელად ითვლებოდა.

ლიტ.: მსხში . II 1981.
. .

ლაკვა//ღრუდო - კლდეში ამოჭრილი დიდი ქვევრისებური წყლის რეზერვუარი. საუკეთესო ნიმუშები დადასტურებულია დავითგარეჯის უდაბნოში-ლავრაში, ნათლისმცემელში, დოდოს რქაში. აქაური ბერები პიტალო კლდის მასივზე ჭრიდნენ ღარებს, რომელთა მეშვეობითაც წყალი ჩაედინება ლაკვებში. ლაკვები დაცული იყო კარგად მორგებული სახურავებით. ისინი, რომლებიც დასალევად გამოიყენებოდა, ცალკე სენაკში იყო ამოჭრილი. სათავსს ჰქონდა კარები, რომელიც იკეტებოდა. თითოეული ლაკვის ტევადობა ხუთიდან ათ ტონამდე წყალს მოიცავდა. ერთი ძლიერი წვიმის შედეგად ივსებოდა პირთამდე. უდაბნოს პირობებში ეს იყო უაღრესად რაციონალური ხერხი წყლის შეგროვებისა. გარეჯული ლაკვები აღმოსავლური მეუდაბნოებისათვის დამახასიათებელ კლასიკურ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ.

ლიტ.: . ნადირაძე, . ნადირაძე, უდაბნო საღვთოდ შემოკრებულთა, 2001
. .

ლაკუმი (ლაზ.) - ჭოროხულ ნავზე ნიჩბების დასამაგრებელი.

ლალი - გამჭვირვალე წითელი ფერის ქვა, ისტორიულ წარსულში ლალი წარმოადგენდა იმპორტულ ქვას, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, მისი სახელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა, ხოლო ევროპულ ქვეყნებში რუბინი ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირფასი ქვა ძნელი საშოვნელი იყო, ქართული ოქრომჭედლობის არაერთი ნიმუშია შემკული ლალის თვლებით, მაგ., ბორში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ერთ ყელსაბამს 29 ცალი ლალის ქვა ამკობს. ლალის გამოყენება საქართველოში გაიზარდა შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით საეკლესიო ნივთებში. ქართულ მწერლობაში ლალი იქცა ბრწყინვალე წითელი ფერისა და სილამაზის სიმბოლოდ. ღვინოც კი, ასე სანუკვარი პროდუქტი, ქართველს ლალისათვის შეუდარებია.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

ლამპარი - ზეთიან-პატრუქიანი სანათი, სხვადასხვა სიდიდისა სხვასხვა სოციალური გარემოსთვის შეთანწყობილი.

ლამპარის კვერი - ბედის კვერზე (იხ.) მოზრდილი კვერი. აცხობდნენ ახალი წლის შესახვედრად. ერთი კვირა გაუტეხავს ინახავდნენ. წყალკურთხევის წინა დღეს - ლამპარის კვერს საცერში ჩადებდნენ და აჰკიდებდნენ ბიჭს, რომელიც გარეთ დანთებულ ცეცხლს სამჯერ შემოუვლიდა ყვირილით: „საფუარი მფუანი, სახლი ბარაქიანი“. ამის შემდეგ ტყისკენ გაიხედავდა და იტყოდა - „ასეთი ყანა მოგვივიდესო“. შემდეგ სახლში კოჭლობით შევიდოდა, დაიჩოქებდა და დაიძახებდა: „მომეშველენით, კეთილმა წელმა წელი მომწყვიტაო“, მოვიდოდნენ, საცერს მოხსნიდნენ, ლამპარის კვერს დაჭრიდნენ და შეჭამდნენ“.

ლიტ.: . თოფურია, ღვინის ზედაშეები, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XII-XIII, 1969, . ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.
. .

ლამტვარალი - სვანური სახლის მაჩვიბის გასანათებელი საშუალება რომელსაც კიდებდნენ კერის თავზე, „შგილზე“. შედის სვანური კერის კომპლექსში. გამოიყოფა მარტივი და რთული კონსტრუქციის ლამტვარალი. მარტივი კონსტრუქციის შედგება სამი ღერძისგან, რომლებიც აერთიანებს რკინის ორ მრგვალ დაბრტყელებულ რგოლს. ზედა რგოლი გუმბათისებური ფორმისაა. ქვედაზე კი რამდენიმე წვრილი რგოლი ისეა დარჩილული, რომ კვარი კარგად დაიდოს, ხოლო ნახშირი და ნაცარი კი ძირს ცვიოდეს. შუა ღერძზე ჯაჭვია მიბმული, რითაც ლამტვარალს შგილზე ჰკიდებდნენ.

რთული კონსტრუქციის ლამტვარალს რვა გარეთა ღერძი აქვს. ღერძები დაგრეხილია. სამი რგოლი ზევითაა და სამი ქვევით. შუა ღერძი ყველაზე გრძელია და გარეთა ღერძებამდე რკინის მრგვალი ჯოხებია გადებული. ღერძების გადაკვეთის ადგილები ზოომორფული ფიგურებითაა შემკული.

0x01 graphic

დასაკიდი ლამტვარალის გარდა სვანეთში დასადგმელი ლამტვარალიც გვხვდება, რომელსაც ძირითადად დროებით საცხოვრისში იყენებდნენ.

დასაკიდ ლამტვარალს სოფლის მჭედელი ამზადებდა: რკინას დაკვერავდნენ 70სმ-ის სიგრძის ოთხკუთხედებად („ლევთხუვე“) - 4 ან 5 ცალი სვეტებისთვის და ერთი რგოლისთვის („გირგველდ“). თანაბრად დაკვერილ რკინის ზოდს გაახურებდნენ, ერთ ბოლოს მუხრუჭით დაამაგრებდნენ, მეორეს მარწუხით დაატრიალებდნენ და დაგრეხდნენ. სვეტები უთუოდ დაგრეხილი უნდა ყოფილიყო. რაც უფრო მდიდრულად იყო შემკული ლამტვარალი, მით მეტად ფასდებოდა. უბრალო ლამტვარალის ფასი ერთი თხა იყო, მდიდრულად შემკულის კი - ერთი ძროხა. ლამტვარალზე დასანათებ კვარს ოქტომბერ-ნოემბერში ამზადებდნენ. შემოდგომაზე დამზადებულ კვარს ცეცხლი, რომ კარგად მოჰკიდებოდა ახმობდნენ და მომავალ წელს იყენებდნენ. კვარი მზადდებოდა ფიჭვის ძირების და მორებისგან, მაგრამ ეს უკანასკნელი დაბალი ხარისხის იყო და მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როცა ოჯახს ფიჭვის ძირების საკმაო მარაგი არ ჰქონდა. ფიჭვის ძირის ამოთხრა მეტად შრომატევადი საქმე იყო და ამიტომ შრომის ორგანიზაციის კოლექტიურ ფორმას მიმართავდნენ. ზოგ დიდ ოჯახში კვარის 2-3 წლის მარაგი ჰქონდათ.

ფიჭვის მორის კვარი ნაკლებ სინათლეს გამოსცემდა, ფესვის კვართან შედარებით. ამიტომ ხშირად შერეულ კვარს ანთებდნენ მაჩუბი რომ ზომიერად განათებულიყო. საუკეთესო კვარს „ცუბ“-ს უწოდებდნენ.

დასანთებად კვარის დაპობა კაცის საქმე იყო, მისი სახლში შემოტანა კი ქალების და ბავშვების. ოჯახი კვარს ფრიად მომჭირნედ ხარჯავდა, ვინაიდან მისი დამზადებისათვის ხანგრძლივი შრომა იყო საჭირო. ლამტვარალის შესამკობად გამოყენებული იყო შინაური და გარეული ცხოველების სტილიზებული გამოსახულებები, რაც ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. ეს ქმედებები მაგიური მნიშვნელობის იყო და ხალხის რწმენით ნაყოფიერება-გამრავლებასა და ოჯახის დოვლათიანობასთან იყო დაკავშირებული.

ლიტ.: . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

ლამფა - 1. ჭერზე აკრული, ღარამოღებული, გაშალაშინებული ფიცარი. 2. ნავთის სასხმელი შუშიანი სანათი, რომელსაც აქვს ფითილი და მისი ასაწევ-დასაწევი ბურთულა.

ლაოდი (ლაზ.) - ნავში შესული წყლის ამოსახაპი ჭურჭელი.

ლაჟვარდი - ძვირფასი ცისფერი ქვა, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საიუველირო ხელოვნებაში. მისგან ამზადებდნენ ბეჭდებს, თვლებს, ყუთებს ამულეტებისთვის. გვიან შუა საუკუნეებში ლაჟვარდით ამკობდენ ავეჯს, ბუხრებს, ლარნაკებს. „ლაჟვარდი“ სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ლურჯ ცას, ხოლო მისი ქართული შესატყვისია „ცაფერი“ „ცისფერი ქვა“. ლაჟვარდით შემკული ნივთები ნაპოვნია მცხეთაში - არმაზისხევის ნეკროპოლისში. საშუალო შუა საუკუნეებში ლაჟვარდს საღებავადაც იყენებდნენ, მაგალითად, კედლის მხატვრობაში.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

ლარბიალ ბანდარ (სვან.) - ვარცლის დასადგმელი სკამი. ამ სკამის თავში უფროსი რძალი - მერბიელი (პურის მცხობელი) ჯდებოდა. მას ებარა ოჯახის პურეულის მარაგი და მასვე ეკისრებოდა პურის ცხობა. სვანურ ქორწილში კერის გარშემო სამჯერ შემოტარების დროს პატარძალს მარჯვენა ხელში მისცემდნენ პურის ფქვილით სავსე კარვას (ხის ყუთი), რომელშიც იდო სამკაულები: ჩაფრასტები, ბეჭედი და სხვა. პატარძალს მარცხენა ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა. შემოტარების შემდეგ დედამთილი ან უფროსი რძალი რძით ხელებს დააბანინებდა. ამ ცერემონიალის შემდეგ დასვამდნენ „ლარბიალ ბანდრი თხუიმზე“ - სკამის თავში, კალთაში კი პატარა ბიჭს ჩაუსვამდნენ - „ბიჭი დაგებადებაო“.

ლიტ.: . ხარაძე, დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში, 1939. . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან 1961.
. .

ლართხი - (ქართლ, კახ. ფშ.) წვრილი და გრძელი ლატანი, ურმის უბის საფარი.

. .

ლარი -1. მთის კალთის სიგრძეზე განლაგებული სახნავი ფართობი. შემაგრება და ჯებირი ლარს არ უკეთდება: იარუსულად განლაგებული ნაკვეთები ერთმანეთისგან ბალახითა და ბუჩქნარით დაფარული დაკორდებული ზოლითაა გამიჯნული. ლარების წარმოშობა განაპირობებს სათესი ადგილების მოპოვების საჭიროებას მცირემიწიან პირობებში. 2. საკრავი ინსტრუმენტის (ფანდური, ჩონგური, გიტარა) სიმი, რისთვისაც ადრე ცხოველის ნაწლავებსაც იყენებდნენ. 3. მარტყლის საპენტი მესხეთსა და რაჭაში. მსხვილად დაგრეხილი ლარი მაგრდება ოდნავ მოღუნულ ხის ჩარჩოზე და ხელის გამოკვრით პენტავენ მატყლს. 4. კალატოზთა წვრილი და მაგარი თოკი, რომელსაც გაასწორებენ თარაზოთი და მისი მიხედვით იჭერენ მშენებარე კედლის სისწორეს.

. .

ლარნაკი - წმინდანთა ნაწილების დასაცავი ურნა, ვაზა, ყუთი. ილარიონ ქართველის გარდაცვალების შემდგომ „შემსგავსებულნი გალობითი დაკრძალეს ხორცნი იგი მოღვაწისანი, ხოლო საღმრთონი იგი ნაწილნი წმიდისა ილარიონისნი, საღმრთოდ შებურნეს და პატიოსნად დაკრძალეს ლარნაკსა შინა ქვისასა და დადგეს ეგუტერს შინა საყოფელსა მისსა“. თავად ილარიონმა დავით გარეჯელის წმინდა ნაწილებისათვის „შეჰქმნა ლარნაკი მშვენიერი, რომელსა შინა აწ მდებარენი არიან პატიოსანნი ნაწილნი წმიდისა მამისა დავითისნი“, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ბასილი ამბობს: „მოვიწიე ზედა წმიდისა სამარხვოსა მისს და ვიხილე საფლავი მისი ადგილსა ფარულსა, რომელსა ყოველნი უძლურნი მოიღებდეს დღითი-დღე კურნებასა, ამისთვისცა ბრძანებითა უფალთაითა ხელ ვყავ შევმზადე ლარნაკი ქვისაი და აღვაღე საფლავსა მისსა და დავსხენ წმინდა ნაწილები ლარნაკსა შინა ახალსა და აღვმართეთ მას ზედა ჯვარი“. სამივე შემთხვევა ადასტურებს, რომ ლარნაკი არის მიცვალებულის წმინდა ნაწილების დასაცავი ყუთი, ურნა, ვაზა, რომელიც კეთდებოდა ქვისაგან, ხისაგან, ძვირფასი მეტალისგან, იდგმებოდა საფლავზე, ეკვდერში ეკლესიაში და არმოადგენდა მორწმუნეთა სათაყვანებელ ობიექტს. მოგვიანებით, ლუსკუმისა და ლარნაკის მიბაძვითაა წარმოშობილი საფლავის ლოდის, როგორც ლუსკუმის (იხ.) განსახიერების და მასზე აღმართული მატურის - როგორც ლარნაკის იდენტიფიკაციის წესი, რამაც მოგვცა კომბინირებული საფალვის ძეგლი.

ლიტ.: . ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001.

. .

ლარ-ჩილფი - ხის მოხელე მორს ლარით დაჩილფავდა (აღნიშნავდა), რომლის მიხედვითაც უნდა გაეპო, გაეხერხა თუ გაეთალა სხვადასხვა საჭიროების ფიცრები. ლარი // რალი (რაჭ) // ჩილფი (ქართ.კახ. იმერ.) // ჩირფი (აჭარა) // ნახშირ-ბაწარი (თუშ.) წარმოადგენს რამდენიმე წვერად შეგრეხილ ძაფს, რომელსაც ამოავლებდნენ შავ „წერნაქში“. გადაჭიმავდნენ დასამუშავებელ ფიცარზე და ლარს დაბერტყავდნენ, რასაც „ლარის“ დაკვრას // „ხის დაჩილფვას“ ეძახდნენ. „ლარის დაკვრით“ აღინიშნებოდა გასახერხი ან გასათლელი ადგილი და შემდეგ იმის მიხედვით გაითლებოდა ხე.

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.

. .

ლარჭემი//სოინარი - ლერწმის მრავალღერიანი სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლარჭემი, წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“), გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“).

0x01 graphic

საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისაგან.

ყოველ მილს თავისი სახელწოდება აქვს: „კრიმანჭული“, „მოძახილი“, „გადატანილი“, „წყება“, „საშუალო“, „ბანი“ (გურია); „მეჭიფაშე“, „მაჭყაფალი“, „მაღალი“, „მაბანე“, „მეშხუაშე“ (სამეგრელო). ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და გამოხატავს არა ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას. ღეროები ლერწმისა, ზევით ღია, სადაც შემსრულებელი ჩაბერავს, ხოლო ქვედა ბოლო წაკვეთილი, რაოდენობაა 5-6, სიგრძე - სხვადასხვა. ღეროები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი ღეროები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ასეთი განლაგება დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაცული და მსოფლიოს სხვა ხალხებში ცნობილმრავალღერიან საკრავთა შორის ანალოგი არ ეძებნება. ლარჭემის ლერწამს ჭრიან ივლისის ბოლოს, უფრო ადრე მოჭრილი ნესტიანია და საკრავს კარგი ხმა არ ექნება. ლერწმის ერთი ღერო საკმარისია საკრავის ყველა მილის დასამზადებლად. ყოველი მილისათვის მცენარის ერთი მუხლი გამოიყენება. მილის სისქეში განსხვავება არ ასრულებს არსებით როლს, რადგან ბგერის სიმაღლე ღეროში არსებული ჰაერის სვეტის სიმაღლეზეა დამოკიდებული, რისი ცოდნაც ემპირიული გზით არის მიგნებული ხალხური შემსრულებლის მიერ. ამიტომ ბგერის სიმაღლის რეგულირება ხდება ღეროს სიგრძით. ღეროების სიგრძე რეგულირდება სმენით. ლარჭემზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდებოდა. უკრავდნენ საცეკვაოებსაც ქორწილსა თუ სხვა დღეობებში. სამეგრელოში არსებობდა მელარჭემეთა შეჯიბრების წესი - „ნირზი“, რომლის დროსაც ორი მელარჭემე ექვსღერიან ლარჭემს შუაზე ყოფდა და ერთმანეთს გამძლეობასა და ოსტატურად შესრულებაში ეპაექრებოდა. ცნობილია აგრეთვე, რომ სოფ. ჩქვალერში (წალენჯიხის რაიონი, დიდ ხუთშაბათს, ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ ლარჭემის, დაირის და სპილენძის ბუკის (ოყელია) დაკვრით. ეს საკრავი სახალხო დღესასწაულებზე, სოფლის ლხინებსა და ქორწილებშიც ჟღერდა. გურიაში სოინარი სასიგნალოდაც გამოიყენებოდა. კვერნაზე სანადიროდ წამსვლელი სხვადასხვა სოფლის მონადირეები სოინარის დაკვრით აძლევდნენ ნიშანს ერთმანეთს. ხშირად ფრინველების გალობასაც ბაძავდნენ. ყოფილან სოინარის ისეთი ოსტატები, რომლებსაც დაკვრაზე ბულბულიც გამოეპასუხებოდა ხოლმე. ეს საკრავი ამჟამად ყოფიდან თითქმის გამქრალია.

ლიტ.: . არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940. В.К. Стешенко-Куфтина, Древнейшие инструментальные основы грузинской народной музыки. Флейта Пана, Тб., 1936.

. .

ლასკარი (სვან.) - სადღეობო დაჯგუფება, რომელიც შედგებოდა მეზობლად მოსახლე ერთი ან რამდენიმე გვარის ოჯახებისგან.

ლასტი - 1. შვინდის ან თხილის ტოტების წნული (2 ან 3 მეტრის სიგრძის და 1 მ სიგანის) მეაბრეშუმეობაში გამოყენებული იყო კოკალიდან მესამე ასაკის აბრეშუმის ჭიის გადასარიგებლად. ლასტზე დააწყობდნენ თუთის ფოთლებს და ზედ აბრეშუმის ჭიას დასვამდნენ. ლასტებს აწყობდნენ მარანში, საბძელში-ბოძებზე გადებულ ლატნებზე, სხვენზე - პირდაპირ ფიცრებზე ან ოთახში ჭერიდან ბაწრებით ჩამოაბამდნენ. 2. საწნახელში იცოდნენ ლასტების ჩაფენა, რათა ტკბილს ჭაჭა არ გაჰყოლოდა. (იხ.ტოპკირი)

ლიტ.: . აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.

. .

ლასტი//კიშტეი (თუშ.) - კალტის გასახმობი. ოთხკუთხედი კალათი. თუშეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი კიშტე გვხვდება ძველ ქართულ წყაროებში, როგორც პროდუქტის შესანახი - „ერთსა ჰქონდის კიშტეი სავსეი პურითა“, „მიჩუენა მე უფალმან ორი კიშტეი ლეღვ“.

ლიტ.: ილ. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, 1973.

. .

ლასტიკი - სატინის მსგავსი შავი ფერის ფართლეული. იყენებდნენ საახალუხედ.

ლაფანი (ქართლ.) - ვენახის შესაკონავი, შესაყელი სახვევი. ამზადებენ ცაცხვის ქერქისაგან. ლაფანს დაალბობენ, შემდეგ წვრილ-წვრილ ძაფებად დაჩქლეთენ. კახეთში ასეთ სახვევს ხარალს, იმერეთში აკაციის ქერქისას - ქვთელოს, ხოლო რაჭაში თელის კანისას - ჭონი ჰქვია.

..

ლაფარა (იმერ.) // ჩოტი (რაჭ.) - პატარა საფხეკი, გამოიყენება მუშაობისას მიწით დამძიმებული ბარისა და თოხის გასაწმენდად. აკეთებდნენ როგორც ხის, ასევე ლითონისაგან. ლაფარას ხმარობდნენ ჭურისთავის მოხდის შემდეგ, ფარფლებზე დარჩენილი აყალო მიწის მოსაფხეკად და ბადიმების გასაწმენდად.

0x01 graphic

. .

ლაფაჩა - დაბეწვილი ძვირფასი ტანსაცმელი. საქართველოში X ს-ში ჩნდება და მალე გამოდის ხმარებიდან. „ნიკორწმინდის სიგელში“ აღნიშნულია; „ყანაში მივეც ლაფაჩაი სტავრაისი და მელიის ტყავი შიგან ამოკერებული“. ამ შემთხვევაში ლაფაჩის ზედაპირი სტავრის ქსოვილისა ყოფილა და სარჩული მელიის ტყავისა ჰქონია.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV, 1962.

. .

ლაფერთხა//ჯიშხა (სვან) //სამკაპალა //კილაფერა (აჭარა) //ბორჩხა (იმერ.). - სამი ან ოთხტოტა ჯოხი, გამოიყენებოდა როგორც სარევად, ასევე მასის (მაგ. ლობიოს) გასაქნელად.

0x01 graphic

ლაღმი//ლაღუმი - ქვის მასივის ასაფეთქებელი ნივთიერება, შავი წამალი, ძირითადად შინნამზადი, რომელსაც სხვადასხვა მინარევებისაგან ამზადებდნენ. იყენებდნენ ქვითხურობაში. ბურის კეტით (იხ) გახვრეტის შემდეგ, ნახვრეტში ჩაყრიდნენ ლაღუმს, დაატანებდნენ წამალში შეზელილ, გამხმარი მცენარის უჯანგარის ღეროს, რომელიც ასრულებდა ფითილის მოვალეობას, დატკეპნიდნენ, წაუკიდებდნენ ცეცხლს და ააფეთქებდნენ.

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხ. ქვითხუროობა იმერეთში, 2001.

..

ლაღრავი (სვ.) - მარტივი სახვნელი იარაღი (მიწის საწერი). შედგებოდა: მხრის, საკვეთელისა და სახელურისაგან. მხარი მრგვლად ან ოთხკუთხედად გათლილი ხე იყო, დაახლოებით 250 სმ. სიგრძისა. თავში უკეთდებოდა რიკი, უღელზე მისაბმელი თოკის გამოსადებად, ხოლო ბოლოსკენ გაწყობილი იყო საკვეთლითა და სახელური ჯოხით. ლაღრავში ერთ უღელ ხარს აბამდნენ. საკვეთელის გამოყენებას მიმართავდნენ გაბალახებული ან ყამირი მიწების დამუშავებისას. ჯერ მიწის ნაკვეთს ლაღრავით დაკაწრავ-დახაზავდნენ და შემდეგ სვანური სახვნელით (ღანწუიში) მოხნავდნენ. ლაღრავი დამოუკიდებელი სახვნელის სახით არ გამოიყენებოდა, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი თავდაპირველად ამ დანიშნულებას ასრულებდა. სვანური ლაღრავის ანალოგიურია ხევსურული კავწერა, საწერა (იხ.), თუშური საკვეთელი (იხ.), მეგრული ჯაში ოხონალი, ოღარაი (იხ.), ამ ტიპის იარაღები ცნობილია დაღესტანში, გერმანიაში, შვედეთში. მათი გამოყენება ხდებოდა ხრიოკი და მწირი ნიადაგის პირობებში.

ლიტ.: . ჯალაბაძე, მემინდვრეობა სვანეთში, კრბ. სვანეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1970
. .

ლაჩქიმი - მარხილისებური საზიდი ტრანსპორტი, რომლის თავ-ბოლო წნელებითაა გამაგრებული. ძირითადად გამოიყენებოდა მთიდან თივის ჩამოსატანად.

..

ლაჭანი (ფშ. ხევს.) - ხის საკაცო საწოლი. ძირითადად ძირგამოწნული. ამგვარ საწოლში თივას ყრიდნენ და ზედ საგებელს - ლოგინს (ნაბდებს, ტყავებს) შლიდნენ. წნულის ძირი ხელს უწყობდა ჰაერის მოძრაობას და მასში ჩაგებული ქვეშაგებლის მშრალად შენახვას უზრუნველყოფდა. მიწის იატაკის სინესტის გამო საწოლი ფეხებზე იდგა.

ლიტ.: . ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში 1973.

ლაჭუნდირი - მოჩუქურთმებული ტიხარი სვანურ სახლში, რომელიც ერთმანეთისაგან ყოფდა ადამიანთა საცხოვრებელსა და საქონლის სადგომს. მოჩუქურთმებული იყო მაგიურ-აპოთროპეული დანიშნულების სიუჟეტებით, რომელიც ეძღვნებოდა ბარაქიანობის, მოსავლიანობისა და გამრავლების იდეას. სვანური ლაჭუნდირები ხალხური ხითხუროობის უნიკუმებს წარმოადგენს (იხ. ლეჭუნდირი).

ლიტ.:ქელ 2009.

..

ლახვარი - 1. ხის, ლითონის ან ძვლისტარიანი და ორპირიანი სამკუთხა დანა, რომლითაც მღვდელი აღასრულებს პროსკომედიაზე წმიდა ქმედებებს სეფისკვერების კვეთის დროს. სიმბოლურად იმ ლახვარს წარმოადგენს, რომლითაც ერთმა რომაელმა მხედართგანმა „ჯვარცმულ მაცხოვარს გვერდსა მისსა უგმირა“. „ლახვრით განწმენდა“ იმასვე გულისხმობს, რასაც წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „დასაკლავად წაიყვანეს, როგორც კრავი“ (ესაია III, 7).

0x01 graphic

2. საძგერებელი იარაღი. ლახვარი ქართულია რაც სიტყვა „ხვრეტადან“ მომდინარეობს. ლახვარი სხვადასხვა ზომისა იყო, ბოლოს თანდათან დაპატარავდა. ლახვრის ასეთი ცვლილება შესაძლოა დავუკავშიროთ მისი საბრძოლო ფუნქციის დაკარგვას. ლახვრის ქვეშ საბა აერთიანებს საძგერებელი საჭურვლის ყველანაირ, მისთვის ცნობილ სახეობას: ჰოროლს, გმურს, გეონს, სათხედს, ხელშუბას, შუბს, ხიშტს, ზუფანს და ლიბანდაკს.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი . III-IV, 1962. .. . .

ლახტი - უტარო მათრახი. გრძელი და მაგრად დაწნული. გამოიყენებოდა ბრძოლის დროს. ასეთი ტიპის უნდა ყოფილიყო წყაროებში მოხსენიებული ტაჯგანაგი.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.

ლახუტი - საზედაშე პატარა ქვევრი სამეგრელოსა და ლეჩხუმში.

ლაჯშარ (სვ.) - დგიმ-სავარცხლიანი ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის ერთ-ერთი სახეობა. შალისა და კანაფის ქსოვილების საქსოვი. იქსოვებოდა სახიანი ქსოვილებიც. მისი ანალოგიური საქსოვები იყო „ქსელი“, „საფეიქრო“ (რაჭა), „საქსელი“ (იმერეთი), „საოშუალო“ (სამეგრელო), სამექსელო (აჭარა). ასეთივე საქსოვები დადასტურებულია ჩრდ. კავკასიაში ბაქსანის ხეობაში, ჩერქეზეთში. ამ ტიპის საქსოვი დაზგების გამოყენება უძველესი დროიდან ივარაუდება. საქართველოში მათი არსებობა კოლხური სელის საქსოვად დამუშავების ტრადიციებიდან უნდა მომდინარეობდეს.

ლიტ.: . ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
. .

ლაჰიჭვარი (სვ.) - ტყავის მოსაქნელი ხელსაწყო. სვანეთში ცხვრის ტყავის მოსაქნელად შემდეგ ხერხს მიმართავდნენ: ფიცრის ორი ნაჭრიდან ერთს მიწაზე დადებდნენ, მეორე მასზე ვერტიკალურად იყო დამაგრებული. და ზედა მხარე დახორკლილი ჰქონდა. დარბილებისას ტყავს ხორკილიან პირზე გადადებდნენ და ორივე ხელით ჭიმავდნენ ხან ერთ და ხან მეორე მხარეს.

ლიტ: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები, 1973.

..

ლეიბი -საწოლ-საგებელის ნაწილი, კერავდნენ ტყავისაგან, ნაჭრისგან და ტენიდნენ მატყლითა და ბუმბულით.

ლეკვერთხი - მაღალყელიან პაიჭზე შემოსაჭერი თასმისენიანი საკვრელები, იდენტურია მუხლაკრავისა და წვივსაკრავისა.

ლეკურა - ბლაგვი, დანისებური იარაღი. როცა ყავარს ხდიან, ლეკურას, ნაღარევში ჩაურჭობენ, უროს დაარტყამენ და ავარდება ყავარი.

ლეკური - ხმლის ტიპი. (იხ. შაშკა)

ლელწამი - რკინის (ან ხის) გრძელი და სწორი იარაღი, სისწორის საზომი.

ლემზირი (სვან.) - რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პური.

ლემზირ გიმ (სვან.) - სარიტუალო პური, ე.წ. მიწის კვერი. აცხობდნენ ქალები ახალ წელს წმინდა მარიამის (ლამარია) სახელზე. მამაკაცებისა და გარეშე პირთათვის აკრძალული იყო არა მარტო მისი ჭამა, არამედ დანახვაც კი. აღნიშნული ლემზირი ყველიანი იყო. ამავე დღეს, ცხვებოდა მარილიანი დანიგვზიანი კვერები ე.წ. „ზენახ ლემზირები“.

. .

ლემზირ დულ (სვან.) - სარიტუალო პური, ცხვებოდა აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს. ამ დღეს ოჯახში მხოლოდ ქალების ლოცვა სრულდებოდა. შესაწირ კვერებს „დულებს“ უწოდებდნენ. „რამდენი დული-ც ცხვებოდა ოჯახში, იმდენი შეჯგუფული ღეროები (ე.წ. „კვამბ“) ემატება ყანასო“ - ამბობდნენ სვანები. გამომცხვარ დულ-ებს კერიას უკანა ფეხთან სწირავდნენ ლამარიას სახელზე.

. .

ლემზირ კალვ (სვან.) - კალოს კვერი. აცხობდნენ უშგულში წმ. მარიამის ეკლესიის გვერდით მდებარე საკულტო ნაგებობაში. აქ იმართებოდა ე.წ. მიწისკენ ვედრება („ჩუბავ ლიმზირ“). იკრიბებოდნენ მთელი სოფლის ქალები. წინასწარ შეგროვილი პურის ფქვილისა და ყველისგან აცხობდნენ ლემზირებს პეციალურად გამართულ ქვის კერაში, რომელსაც „ქოროლსაც“ უწოდებდნენ. ასეთი კერა იდგმებოდა რამდენიმე (სამი, ოთხი). ქალები აცხობდნენ იმდენ ლემზირს, რამდენი სულიც იყო თითოეულ ოჯახში. მხოლოდ ერთ ლემზირს („მაჩა ლემზირ“) გამოაცხობდნენ ზედმეტად. პურის მცხობელი ქალი („მერბიელი“) კვერს „მეზირის“ (ადგილის დედა) სახელზე შეავედრებდა და მიწაში საგანგებოდ გაკეთებულ ხვრელში ჩადებდა. შემდეგ ქვას მიადებდა და დახურავდა სხვებს, რომ არ დაენახათ.

. .

ლემზირ კიხვ- (სვან.) - ქალების მიერ კერასთან შესაწირი პური, რომელიც ცხვებოდა ქორა ლიმზირის (სახლის ლოცვა) (იხ) დროს.

. .

ლემზირ მენნიაშ- (სვან.) - სარიტუალო პური, ე.წ. ხარების მკვებავი კვერი, ცხვებოდა ბარბალობას. ეწირებოდა წმინდა ბარბარეს ხარების გამრავლებისათვის. ამავე დღეს ცხვებოდა მწველავის კვერიც - „ლემზირ მეშგალიაშ“ - ყველანაირი მეწველი ცხოველის გამრავლებისათვის. რიტუალის მთავარი მონაწილე იყო ოჯახის უფროსი მამაკაცი, რომელიც ლოცვა-ვედრების წარმოთქმის შემდგომ თავადვე მიირთმევდა შენაწირ ლემზირებს.

. .

ლემზირ ქორა (სვან.) - სახლის მფარველის სახელზე შესაწირი კვერი. ამ რიტუალის შესრულების დროს ქალების მიერ ორი სახის შესაწირი პური ცხვებოდა. ერთი - სახლში მყოფთათვის („ქორა მერდესათვის“), სახლის კედელში ჩასადებად, ხოლო მეორე - კერა ლემზირ - კერიის კვერი, კერიის ფეხებთან შესაწირად. ქორა მერდესათვის განკუთვნილი ლემზირი პატარა იყო და მას კოკორალ-ს უწოდებდნენ. პურის მცხობელი ქალი (მერბიელი) პატარა კვერს წაიღებდა სახლის კუთხეში დატანებულ ხვრელთან,რომელიც ქვით იყო დახურული და აქ ევედრებოდა ქორა მეზირ-ს (იხ) ოჯახის ბედსა და ბარაქას და ძროხების წველადობის გადიდებას, შედებდა შიგ ლემზირს და ისევ დახურავდა ქვით, იმ რწმენით, რომ ქორა მუზები ანუ სახლის მჭამელი აუცილებლად შეჭამდა მას. მეორე ლემზირ-ს კერიასთან შეავედრებდადაჩოქილი მერბიელ-ი. კერიას წინა მარჯვენა ფეხის გარშემო სამჯერ შემოავლებდა და თან ევედრებოდა, რაც შეიძლება ხმადაბლა, ოჯახის ბარაქისა და ძროხების წველადობის გადიდებაზე. ამ ლემზირს მხოლოდ ქალები შეექცეოდნენ.

. .

ლემზირ ღვინძილ- (სვან.) - ყველის გულიანი პური, რომელსაც ქალები აცხობდნენ და

სწირავდნენ მიწას.

. .

ლემი (სვან.) - სვანეთის ერთობლივი ხევის დროშა. გადმოცემით, წინ უძღოდა სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს. წარმოადგენს ყვითელი აბრეშუმისაგან შეკერილ ზოომორფულ (მგელი// ლომი) გამოსახულებას. მისი მფლობელი იყო ხევის უფროსი, რომელსაც ეწოდებოდა მელემე. დროშას გამოაბრძანებდნენ ხოლმე დღესასწაულ „ჰულიშ“//„ულიშობისას“, რომლის დროსაც იმართებოდა დოღი. მხედარი ამ დროშით ხელში წინ მიუძღვებოდა დოღს, ცხენის ჭენებისას დროშა იშლებოდა და ლომის (მგელი) თავს წარმოაჩენდა. აღსანიშნავია, რომ მგელი სვანებისთვის ტოტემურ ცხოველს წარმოადგენდა, მას მიეწერებოდა ყოველმხრივი ზებუნებრივი ძალა. სვანების წარმოდგენით მგლები მფარველობენ და ეხმარებიან ადამიანებს და მათი მოკვლა ტაბუირებული იყო. დროშა ლემი წმინდა დროშად ითვლებოდა. იგი უშუალოდ უკავშირდება ტოტემური რწმენებისა და პრაქტიკის უძველეს სამყაროს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინახება XIX საუკუნეში შეკერილი დროშა ლემი, რომლის ვერცხლის ბუნი XI საუკუნისა უნდა იყოს.

ლიტ.: ჩართოლანი, ქართული ხალხური მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

ლერგიმ - გრძელი, ზურგიანი სკამი სვანეთში. დასაჯდომი ავეჯის ერთ-ერთი ნიმუში. ავეჯის ასეთი სახე გავრცელებული იყო მთიულეთსა და ხევში. სვანური ლერგიმი წარმოადგენს 2-დან 4 მეტრამდე სიგრძის ზურგიან სკამს, რომელზედაც დიდი ოჯახის წევრები სხდებოდნენ, ასეთი სკამები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი შემკულობით, სადაც წმინდა ესთეტიკური დანიშნულების ჭრილის გარდა, დიდი ადგილი აქვს დათმობილი რელიგიური შინაარსის მოტივებს - განსაკუთრებით კარგადაა დამუშავებული მნათობთა სემანტიკა, რაც სვანთა კოსმოგონიური რწმენის არსებობაზე მიუთითებს. ამ ტიპის სვანური ავეჯის ფორმები დასტურდება შუაფეოდალური ხანის ქართულ ხელნაწერთა მორთულობაში.

ლიტ.: . ართელაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
. .

ლესა (ლაზ.) - გოდრისებრი თევზსაჭერი მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ლაზეთში იყო გავრცელებული.

ლესერ- (სვან.) - ხორბლის წმინდა ფქვილისგან („გვიზ“) გამომცხვარი ყველიანი პური. ამ პურის გამოცხობა მისი სიდიდის გამო ქალებს არ შეეძლოთ. კაცი მოზელდა და დააგუნდავებდა ცომს, შემდეგ გახურებულ ფიქალის ქვაზე დადებდა და ზემოდან ღველფს გადააყრიდა. ლესერ-ი ცხვებოდა ახალ წელს სალასკაროდ.

. .

ლესკარი - დიდი ზომის ჯვრიანი პური, რომელიც განკუთვნილია სალასკარო-სათემო

დღესასწაულისათვის.

ლიტ.: ქელ. 2003.

ლეშგნი (სვან.) - რიტუალური პური, რომელსაც აცხობდნენ ფქვილის შესანახი კიდობნის პირველად ახდის დროს. „ლეშგნი“ დიდი ზომის პურია, რომლის ჭამის დროსაც ოჯახის წევრებს ფეხქვეშ დანა და ნახშირის ნაჭერი უნდა სდებოდათ.

. .

ლეჩაქი - ქართველი ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია (ჩიხტიკოპთან და ბაღდადთან ერთად). ამზადებენ სხვადასხვა ფერისა და ხარისხის თხელი ქსოვილისაგან (ტული, ბლონდი, ატლასი, მარმაში და სხვ.). ლეჩაქს ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავლებდნენ. ადგილობრივი სალეჩაქე არშიებიდან გამოირჩეოდა „თელავური“ და „კახური“ არშიები. XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი - სადა, ნაკერი (აბრეშუმით ან სირმით ნაქარგი), დაბასმული (ბასმით - თეთრი წებოთი მოხატული). სადა ლეჩაქს მოხუცი და მგლოვარე ქალები იხურავდნენ, დაბასმულს - ახალგაზრდები. სახელწოდება „ლეჩაქი“ კავკასიისა და შუა აზიის ხალხებში იყო გავრცელებული. ძველ ქართლში მის ნაცვლად გვხვდება: „კუბასტი“, „მაქნანი“, „მაკინაკი“, „ჩიქილა“. ქართულ წერილიბით ძეგლებში ლეჩაქი XVII ს-დან მოიხსენიება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი თავსაბურავები XII ს-ის საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული (იხ. ქალის თავსაბურავი, ჩიქილა).

ლიტ:. . ყარაულაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

ლეჭუნდირი (სვან) - ხის ტიხარი „მაჩვიბ“-ში. იგი ყოფს საქონლის სადგომს საცხოვრებელი ბინისგან. სვანური მაჩვიბი „ლეჭუნდირი“-ს წყალობით გაყოფილია ისეთ სადგომად, სადაც ერთსა და იმავე დროს ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არიან საქონელი და ადამიანები და ამავე დროს, მჭიდროდ და ორგანულად არიან დაკავშირებულნი.

0x01 graphic

სვანური „გვალი“ (გომური) ლეჭუნდირითურთ პრაქტიკული ორიენტაციის შენობაა, რომელსაც ტიხარი და ბაგა ისე აქვს მოწყობილი, რომ საკვებს საქონელი ფეხით ვერ გათელავს და ამდენად, ოჯახს საკვების მარაგი ეკონომიურად ეხარჯება. ამ თვალსაზრისით გვალ-ი დაწინაურებული მეურნეობის მანიშნებლად მოჩანს.

ლეჭუნდირი გვალით სვანური მაჩვიბის განუყრელი ნაწილია, რომელიც მაჩვიბის კედლებს ზურგად და კედლებად იყენებს. ამავე დროს, მისი კამარებიანი ნაწილი ერთი მთლიანი, მჭიდროდ შეკრული ტიხარია,რომელსაც კარი არ გააჩნია, ამიტომ საქონელს ადამიანის სამყოფში მოხვედრა არ შეუძლია, ადამიანს კი შესაძლებლობა აქვს გვალ-ში შესვლის გარეშე მისი ბინიდან პირუტყვს მუდმივად თვალყური ადევნოს, საბლით კამარასთან დააბას, ბაგაში საკვები ჩაუყაროს და სხვა. რაც შეეხება საქონელს, იგი ადამიანის ბინის ატმოსფეროთი სუნთქავს, სითბოსა და სინათლეს ღებულობს, ადამიანის ბინაში იკვებება, გუალ-ს ორნამენტული კამარებიანი ხის კედლით მაჩუბისაგან დამოუკიდებელი საკუთარი სახურავი და კარი გააჩნია.

ლიტ.: . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან. 1959.
..

ლიბანდაკი - საძგერებელი იარაღი. სულხან-საბას ლიბანდაკი განმარტებული აქვს ლახვრის ქვეშ „ბუნ-წყრთეული შორით სასროლი, რომელ არს ლიბანდაკი“. ამ საძგერებელი საჭურველის ნამდვილი სახელი ალებარდია, რომელიც ზემო გერმანული helmbarte-საგან არის წარმომდგარი. ის მართლაც შუბისმაგვარი საძგერებელი იარაღია, მაგრამ პირსამძგიდობის გარდა, მას წვეტიანი თავის ქვევით, ცულ-თოხის მაგვარი საჭრელ-საჩხვლეტიც ჰქონდა. (ივ. ჯავახიშვილი). ის ჰალებარდი, რომელიც ჯავახიშვილმა განმარტა მართლაც ცულ-თოხიანია და ბუნგრძელიც, ხოლო საბას განმარტებული ლიბანდაკი მცირე ზომისაა და სასროლი, ხოლო სასროლად ცულ-თოხიანი შუბი არცთუ საიმედოა მიზანში მოსარტყამად (მისი სროლა მხოლოდ ნაჯახივით შეიძლება ბზრიალით), რაც იმას ადასტურებს, რომ ჯავახიშვილისეული „ალებარდი“ და საბასეული „ლიბანდაკი“ სხვადასხვა იარაღია, მით უმეტეს, რომ ლიბანდაკის ქვეშ საბა კიდევ ერთ ტერმინს „ისარს“ ასახელებს, რაც ალებარდისთვის მიუღებელია.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, . III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, , I, 1991.
. .

ლილა - ინდიგო, მცენარეული წარმოშობის საღებავი, იღებდნენ ინდიგოს შემცველი მცენარის ფოთლებიდან. საქართველოში შემოჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (ინდოეთი, ირანი, თურქეთი). ლილის-ინდიგოს საღებავის გავრცელება საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან ივარაუდება. ლილა-ინდიგოს იყენებდნენ ლურჯად ღებვისათვის. საოჯახო ღებვაში ლილა განსაკუთრებით ფართოდ მოიხმარებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი, მთიულეთი, ხევსურეთი), გამორჩეულად ინტენსიური მომხმარებელი იყო ხევსურეთი. ხევსურული ჩაცმულობის - მამაკაცისა და ქალის ტალავარის ბევრი ელემენტი იღებებოდა ლურჯად. ღებვის ტექნიკაც სათანადოდ იყო შემუშავებული. აყენებდნენ ლილის ხსნარს და შესაღებ მასალას შიგ ყრიდნენ, ფერჭერისათვის იშველიებდნენ ნაცრის ნაყენს და საქონლის შარდს. მტკიცე, მდგრადი ფერის მიღების უზრუნველსაყოფად პრაქტიკულ ღონისძიებებთან ერთად შემუშავებული იყო მაგიურ-რელიგიური ქმედებები.

ლიტ.: მსშხი II, ნაწ.II, 1982
. .

ლილახანა (სპარს.) - სამღებრო სახელოსნო. ლილიხანა ცალკე ნაგებობაში იყო გამართული: მასში, ერთ მხარეს მიშენებული იყო ქურა, ქურაში ჩატანებული იყო ქვევრები, ქვევრებს შორის აგებული ცეცხლის სანთებში დანთებული ცეცხლის კვამლი ქვევრებს უვლიდა და საღებავს ათბობდა. სამღებრო ინვენტარს შეადგენდა წყლის მოსაკავებელი - ქვევრი თაღარი, საღებავისთვის თიხის ჯამები, სატყეპელა და სხვ. სახელოსნოს სიდიდე დამოკიდებული იყო ქვევრების რაოდენობაზე. ღებვა ხდებოდა ოდნავ შემთბარი საღებავის ხსნარით, ზაფხულში საერთოდ გათბობას არ საჭიროებდა. მტკიცე, მდგრადი ფერის მიღებისათვის საღებავს უმატებდნენ ფერმჭერად ხმარებულ ნახშირს და კირის ნარევს. შესაღები მასალის საღებავში დაყოვნების ხანგრძლივობის მიხედვით მიიღებოდა სხვადასხვა შეფერილობა - ტონი. მუქი ფერის მიღების შემთხვევაში გასაბაცებლად თაფლს უმატებდნენ. შესაძლებელი იყო ფერიდან ფერზე გადაყვანაც: ყვითლისა მწვანეზე, მაგარი წითლისა უფრო ბაცად. და ა,შ, ლილიხანაში ძირითადად ბამბეული და შალის ფეიქრული ნაწარმი იღებებოდა. ლილიხანები გვიანფეოდალურ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. XVIIIს. ქართლ-კახეთში 60 ლილახანა მოქმედებდა.

ლიტ.: . ბერძენიშვილი, სამღებროთა შესახებ, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, 1967. მსშხი, .II, 1982.
. .

ლიპი - სწორი და ბრტყელთავიანი ხელკვერი, რომლითაც რკინეულს ზედაპირს უსწორებენ.

ლიტის ჭურჭელი - ღამისთევის ლოცვაზე, დიდი დღესასწაულების წინ პურის, ხორბლის, ღვინისა და ზეთის საკურთხევლად სპეციალურად განკუთვნილი ჭურჭელი, მინის ან კეთილშობილი ლითონისგან დამზადებული. შედგება ლანგრის, სამი პატარა თასის ან ჭიქის და სამი სასანთლისაგან. საკურთხევლად გამზადებულ პურს, ხორბალს, ღვინოს და ზეთს დებენ ლიტის მაგიდაზე შუა ეკლესიაში, ანთებენ სანთლებს, დიაკვანი სამჯერ შემოუკმევს გარშემო საცეცხლურით, მღვდელი ამბობს ლოცვას.

ცისკრის ლოცვის დასასრულს, ლიტიის დროს, ნაკურთხ ზეთს მღვდელი შუბლზე სცხებს მლოცველებს ჯვრის სახით, ხოლო ნაკურთხ ხორბალს და ღვინოში ჩამბალ პურს ურიგებენ. ეს ქმედება მოგვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას და ქრისტიანთა უძველეს ტრადიციას -ეკლესიაში პურის, ზეთის, ღვინის მიტანას, რომლითაც ლოცვის დასასრულს მლოცველები ტრაპეზობდნენ.

. .

ლიტრა//ნიტრა -1. წყლის ან ღვინის დასალევად განკუთვნილი თიხის ჭურჭელი გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ყელის სივიწროვის გამო წყალი რაკრაკით გადმოედინება, რის გამო „რაკრაკა“ ლიტრასაც უწოდებენ. ტერმინი ნიტრა გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე რაჭაშიც, სადაც ნიტრა ჭინჭილაზე მოზრდილი დოქია. 2. მასისა და სითხის საზომი ერთეული. ერთი ლიტრი უდრის 1000 გრამს.. ლიტრა საწონს გარდა საწყაოდაც გამოიყენებოდა. ლიტრით აიწყვოდა მარცვლეული და სითხე. XIX საუკუნის მონაცემებით საწყაო ლიტრა თბილისის მაზრაში 3,2კგ-ს უდრიდა, ხოლო თელავის მაზრაში - 4,5-5კგ-ს.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
. .

ლიფლიფა - ღამის სანათი. გამოიყენებოდა როგორც შენობების, ასევე ქუჩების გასანათებლად. ესაა მრგვლად გაკერილი და გასანთლული ნაჭერი, რომლის თავი ჩამაგრებულია სპილენძის თავსახურში, ხოლო ძირი წარმოადგენს სანთლის დასამაგრებელს. ლიფლიფა ჩვეულებრივ გარმონივითაა დაკეცილი, ანთებისას კი გაშლიან და ჩამოჰკიდებენ საკიდზე. ქუჩის ლიფლიფები იკიდებოდა ბოძებზე და მათ შეღამებულზე აანთებდნენ.

..

ლიფლიფანა - დაირაზე ასხმული ჯინჯილები, რომლებიც დაკვრისას ხმას გამოსცემენ.

ლოდი - აქ: საფლავის ქვის ლოდი, ყველაზე უფრო გავრცელებული მემორიალური კულტურის ძეგლი, რომელიც გამოიყენებოდა უძველესი ხანიდან და მოიცავს უამრავ

ნაირსახეობას - დაწყებული დაუმუშავებელი ქვიდან, დამთავრებული რთული სიუჟეტებითა და ბრწყინვალე ორნამენტებით შემკული ქვებით. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება ლოდების ნაირსახეობანი: მაგ., ზანდუკისებური, აკვანისებური, მშვილდისებური, ჰორელიეფიანი ლოდები, ასევე - ფიქალქვა, კუბო ქვა, ტაგრუცი და სხვა. ჩვეულებრივზე ფართო ლოდები ორი მიცვალებულისათვის იყო განკუთვნილი (ძირითადად ცოლ-ქმრისათვის), რომელთა ზედაპირზე მათი ფიგურები გამოიხატებოდა ანდა გამყოფი ხაზი იყო გავლებული, რაც უფრო საცნაურს ხდის, რომ იგი ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. გვხვდება მაღალი ჰორელიეფით ამოკვეთილი ლოდები. ასევე ლოდები, რომლებთაც ბაზილიკებისა და ეკვდერების ფორმა აქვთ მიცემული, ცრუ თაღებისა და სარკმელების შემკულობითურთ. ლოდების ფორმებში ძირითადად გამოიკვეთება სამარხი კუბოსა და ეკლესიის დეტალები, ასევე ეკლექტიკური ნაზავი სხვადასხვა არქიტექტურული ფორმებისა. ლოდების შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს სამეურნეო, სახელოსნო და საბრძოლო იარაღებს, ციურ სხეულებს, მცენარეულ და გეომეტრიულ ორნამენტებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოებს, როგორიცაა - ცხვარი, მტრედი, ვაზი, ყურძენი, ნაყოფი, თევზი. საფლავის ლოდებში არეკლილია წარმართული რელიგიური რწმენა-წარმოდგენების დანაშრევებიც.

0x01 graphic

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001.
. .

ლოროსი - ბიზანტიელი კეისრების სამოსელი. ეს იყო ოქრონემსული, თვლებით გაწყობილი, გრძელი ქსოვილი, რომელიც წელზე შემოიხვეოდა, მერე გადაიტარებდნენ მხრებზე და მისი ერთ წვერს მარცხენა მკლავზე გადაიგდებდნენ. ბიზანტიის იმპერიის ბოლო პერიოდში ლოროსის განვითარებულ სახეობას ეწოდა დიადემა.

. .

ლოხმა//ლომა - წყალში გათქვეფილი თიხა., „თხელი ლაფი“. ჭურჭლის ჭრის დროს ოსტატები ხელებს ლოხმაში ისველებენ, რათა ჭურჭლის ამოყვანის დროს ხელი ჭურჭელზე თავისუფლად ცურავდეს. ულოხმოდ ჭურჭელზე მუშაობა შეუძლებელია. „ლოხმა“ მოთავსებულია მოზრდილი თიხის ჯამში.

ლიტ.: . გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, 1947.

. .

ლუდი - ნაკლებალკოჰოლური სასმელი, რომლის დამზადების ტრადიციები უძველესიდან არსებობდა საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიან ნაწილში - ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხევში, თუშეთში, ფშავში და შიდა ქართლის მთისწინეთში. ლუდის სამშობლოდ მიჩნეულია შუამდინარეთი, რომლის დამზადების კულტურა მესამე ათასწლეულისათვის უკვე ძალზე განვითარებული ჩანს. საქართველო, როგორც წინა აზიის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ქვეყანა, ადრე უნდა გასცნობოდა ლუდის დამზადების წესებს. ამ მოსაზრების დამადასტურებელი ფაქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ურარტუს არქეოლოგიური გათხრებისას მიკვლეული თიხის ჭურჭელი, რომელშიც ლუდისათვის საჭირო, ფეტვისა და ქერის დაალაოებული მასა იყო მოთავსებული. საქართველო, როგორც ხორბლეული კულტურების წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ეპიცენტრი, ადრიდანვე იყო შემზადებული ლუდისათვის საჭირო ნედლეულის წარმოებისათვის.

0x01 graphic

ლუდის კულტურა უაღრესად გამოიკვეთა საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სალოცავი ჯვარხატების სარიტუალო დღესასწაულებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩატარებული ნებისმიერი სარიტუალო ქმედება სრულდებოდა ლუდის თანხლებით და იგი მიღებული იყო როგორც წმინდა სასმელი. საქართველოს მთაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ბოლო დრომდე შემორჩა ლუდის დამზადების ტრადიცია. ეს განსაკუთრებით ითქმის თუშეთის შესახებ, სადაც ზაფხულის დღესასწაულებზე ასულ მოსახლეობას ვალადა აქვს მორიგეობით გასწიოს შულტობა ე.ი. დაამზადოს ლუდი და მასპინძლობა გაუწიოს სტუმრებს. ასეთმა წესმა განაპირობა ის, რომ დღესასწაულმა შემოინახა ლუდი, ხოლო ლუდმა განამტკიცა დღესასწაულის სარიტუალო პრაქტიკა.

ლუდს საქართველოს მთაში ადუღებენ კერძო მოხმარებისთვის, მაგრამ მისი მასშტაბური ხასიათიი სრულყოფილად წარმოჩნდა ჯვარ-ხატებთან არსებულ სალუდეებში, სადაც ლუდის წარმოებას ფართო ხასიათი ჰქონდა. ჯვარის სალუდე წარმოადგენდა ქვის ნაგებობას, სადაც მოთავსებული იყო დაახლოებით 500-600 ლიტრის ტევადობის სალუდე ქვაბები (იხ. ქვაბი ლუდის), რომლებიც შეკერილნი იყვნენ სპილენძის ფირფიტებისგან და უძრავად იყო ჩაშენებულნი საცეცხლეს კედელში. მთიელებს სახატო მიწებზე მოჰყავდათ ქერი, აკეთებდნენ მისგან ფორს (იხ.), ხარშავდნენ, ფილტრავდნენ, კაზმავდნენ სვიით (იხ.) და აფუებდნენ საკოდეში (იხ.). ლუდის დადუღების ინვენტარში შედის სალუდე ქვაბი, ლუდის დასაყენებელი კოდი, ლუდის სისწვენის მოსაკავებელი - ლათბა//ისარნა (იხ. ლათბა), ქვაბიდან სისწვენის ამოსაღები კოში//ტარკოშა (იხ. კოში). ლუდის საწყაო ტუჩიანი და სახელურიანი ხის ჭურჭელი ჩხუტი (იხ.), ლუდის გასაფილტრი - თხის ბეწვისგან დამზადებული ხაკის ტომარა და ამ პროცესთან დაკავშირებული იარაღები კედები, პირსაკრავები, მალახა, ასევე კოჭობი და სასმისების სახეობანი.

0x01 graphic

ლიტ.: . ლეკიაშვილი, ქართველ მთიელთა მეურნეობის ისტორიიდან (საკანდიდატო დისერტაცია), 1953. . ნადირაძე ქართული ლუდი, 2011.
..

ლულა - ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილი. ლულა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა. თავდაპირველად ის შიდა სივრცით გლუვი (გლუვლულიანი) იყო, შემდგომ (XVI ს.) დაწახნაგებული, მოგვიანებით კი - ხრახნიანი (შაშხანა).

თოფისა და დამბაჩის წარმოებაში ყველაზე რთული ლულის დამზადება იყო, რაც მეიარაღე-ხელოსნის დიდ ცოდნასა და დახელოვნებას საჭიროებდა.

სალულე რკინას სათანადო სიგრძით გრდემლზე გააბრტყელებდნენ და მოხაპრავდნენ (ე.ი. მილისებურ ფორმას მისცემდნენ). შემდგომ ლულას მთელ სიგრძეზე ნახევარი სანტიმეტრის სისქის გახურებული ფოლადის მავთულს შემოახვევდნენ. ამგვარად დამზადებულ ლულას სიბნელეში შეადუღებდნენ, რადგან ცხელი ლულა სიბნელეში კარგად ჩანს და ამასთან ის ნაწილიც რომელიც უნდა შედუღდეს. მომდევნო პროცესი ლულის მოხვეწა ანუ ლულის ხვრელის წმინდად გაბურღვა - გაფართოებადამისთვის ხრახნისგაკეთება იყო. ლულის გაბურღვა ხდებოდა დაზგაზე, რომელსაც „თოფის ჩარხი“ ეწოდებოდა. თოფის ლულებს ხრახნილს სათანადო ყალიბის საშუალებით უკეთებდნენ. რიკები კბილების მიხედვით ოთხნაირი იყო. პატარაკბილებიანი, რომელიც ლულას ოდნავ გაღარავდა, მომდევნო მსხვილკბილებიანი ღარს გააფართოვებდა და ა.შ. ლულას უმეტეს შემთხვევაში რვაწახნაგიან ფორმას აძლევდნენ. ამის შემდეგ წყალნარევი შაბის ხსნარში „ხარშავდნენ“, რისთვისაც გამოყენებული იყო გრძელი, ცილინდრისებური ფორმის ჭურჭელი (ყუბერი, აჭარ.). ეს პროცესი ბუხრის ან ქურის ცეცხლზე სრულდებოდა და რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. გამოხარშვის შემდეგ რკინისა და ფოლადის გარდიგარდმო შემოხვეული მავთულები ლულას ბზინვარებას აძლევდა. ასეთ ლულიან თოფს აჭარაში „კაჭკაჭლი თოფი“ ერქვა და საკმაოდ ძვირად ფასობდა.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემებით, დაახლოებით ასეთივე წესით ამზადებდნენ თოფის ლულას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. განსხვავებული წესი ყოფილა სამეგრელოში, სადაც თოფის ლულა რკინის გრეხვის წესით უმზადებიათ.

ლიტ.: . რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964. . კახიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურა და ყოფა . II, 1974.
. .

ლულაქაბაბი - საკუთრივ ნიშნავს შამფურის მწვადს. მერე და მერე აკეპილ დამუშავებულ ხორცს, რომელსაც წამოაცვამენ შამფურზე, შეწვავენ და ლავაშში გახვეულს ხახვითა და კოწახურით მიირთმევენ.

ლურჯი სუფრა - ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში. ამზადებდნენ ბამბის ან სელის ქსოვილისაგან. ნახატის რეზერვაცია აღმოსავლეთიდან შემოსული ცივი, კუბური წესით სრულდებოდა, რომლის მიხედვითაც ცხიმნარევ, სანთლიან ქსოვილზე საჩითავი (იხ.) ყალიბებით ფიგურებს გამოსახავდნენ. ამ წესით სუფრებს სხვადასხვა წესით ღებავდნენ რუსეთსა და ევროპაში, საქართველოში კი მხოლოდ „ლურჯ სუფრებს“ „ჩითავდნენ“.

0x01 graphic

სელის ქსოვილისაგან დამზადებული სუფრები ბაცი ლურჯი ფერისაა, მისი თეთრი ნახატები ოდნავ ბუნდოვანი, სტილით არქაული, რაც მის ძველ წარმოშობაზე მიუთითებს. შედარებით ახალია ბამბის ქსოვილისაგან ნამზადი სუფრები, რომლებიც მკვეთრი ლურჯი ფერისაა, ნახატები კი - კაშკაშა თეთრი.

სასუფრე ქსოვილის მხატვრული გაფორმება ოსტატის გემოვნებით სრულდებოდა, თუმცა იგი არასოდეს არღვევდა „დაჩითვის“ სპეციალურ სქემას. ასე მაგალითად, აღმოსავლური „მანი“ სუფრის ძირითადი მოტივია, არშიებზე „როზეტები“ და „ვარსკვლავებია“ მოყოლებული ერთმანეთის მონაცვლეობით. ხშირ შემთხვევაში ქსოვილის ცენტრში „მედალიონს“ გამოსახავდნენ, მის გარშემო კი ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ფიგურებს. ვხვდებით დანა-ჩანგლის მოტივებსაც. საყურადღებოა სუფრაზე „დაჩითული“ ნადირობის სცენები, უპირატესობა ენიჭებოდა რქებდატოტვილი ირემის „დაჩითვას“ დროშით, რომელზეც მზე, ხან ჯვარი, ხანაც ადამიანი იყო გამოსახული. გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, მოტივებს რიტუალური დატვირთვაც გააჩნდათ, რაც ხალხის მსოფლმხედველობიდან მომდინარეობდა. „ლურჯი სუფრა“ საზოგადოების ყველა ფენისათვის იყო ხელმისაწვდომი.

ლიტ.: . ბრაილაშვილი, ლურჯი სუფრა, 1971.
..

ლუსკუმა - მიცვალებულის ჩასასვენებელი ქვის ყუთი. ადრექრისტიანულ ხანაში ლუსკუმას კიდობანის, ყუთის, მიცვალებულთა სამარხის მნიშვნელობა აქვს. საბასა და ჩუბინაშვილთან კი მაღლა ნაგებ საფლავადაა განმარტებული, რაც გულისხმობს საფლავის ქვას, რომელიც თავისი ფორმით წააგავსმიწისქვეშა ქვის განსასვენებელ ლუსკუმას. არსებობს ლუსკუმის სხვა ვარიანტი ე.წ. სარკოფაგი (იხ.). ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში არცთუ იშვიათად ლუსკუმა და ლარნაკი (იხ.) ერთმანეთთანაა

გაიგივებული. მაგრამ მათ შორის ფუნქციური განსხვავება მაინც შეინიშნება და გაცილებით მეტი მაგალითია იმის დამადასტურებელი, რომ ლუსკუმა მოიაზრებოდა, როგორც ქვის ყუთი, რომელშიც მიცვალებული იმარხებოდა (ზოგჯერ რამდენიმე). ლუსკუმას ეხურებოდა თავი, იმარხებოდა როგორც მიწაში, ასევე იდგმებოდა ეკლესიის საძვალეებსა და სახელობით ეკვდერებში. ლუსკუმაში განისვენებდნენ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები. გვიანფეოდალურ ხანაში განსაკუთრებით გახშირდა ლუსკუმის ფორმის მსგავსი საფლავის ლოდების დადგმა სასაფლაოებზე. გ. ჩიტაიას მიაჩნდა, რომ ლუსკუმა და სარკოფაგი მიცვალებულთა სამარხავი ერთი და იმავე ტიპის განსასვენებელია.

ლიტ.: . ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. . ჩიტაია, ქვის კუბო ქვემო ალმედან, ენიმკის მოამბე, VIII, 1940.

. .

ლღენ- (სვან.) - სპილენძის დიდი ზომის ქვაბი, სამსხვერპლო საკლავის მოსახარში. ლღენ-ის საუკეთესო ნიმუში დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. იგი სპილენძის 52 ფურცლისაგან შეკერილი უზარმაზარი ქვაბია. ფირფიტები// ფურცლები ერთმანეთზე მირჩილულია და გადაკერებულ// დამაგრებულია სპილენძის დიდი ზომის „მანჭვლებით“, იგივე „კოპებით“, ანუ „ფოლაქებით“, რომლებიც სიმეტრიულად არის განლაგებული ქვაბის ზედაპირზე. მისი ზომებია: სიმაღლე - 128 სმ; გარშემოწერილობა - 3 მეტრი; პირის დიამეტრი - 90 სმ; იწონის - 100 კგ-მდე.

ლღენი თემის საკუთრებას წარმოადგენდა, მას ეკლესიის მინაშენში („ლადბაშ“) ინახავდნენ. სათემო დღესასწაულის „ბაცხ“-ის დროს ლღენში ხარშავდნენ მიცვალებულის სულის მოსახსენებლად განკუთვნილ საკლავს. ეტეოდა ერთი დიდი ხარი ან რამდენიმე ძროხა.

ლიტ.: . ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I, ახალწლის ციკლი, 1939. . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

16

▲ზევით დაბრუნება


მაგიდა - საოჯახო ავეჯის სახეობა. ტერმინი ჩნდება XVIII საუკუნეში. ადრეულ ეპოქაში მისი შესატყვისი ტერმინია ტაბლა. ფეოდალური ხანის საქართველოში დასტურდება სამი სახის მაგიდის არსებობა: მაღალფეხიანი, დაბალფეხიანი და საფენი სუფრები. იყო აგრეთვე ე.წ. პიუპიტრებიანი მაგიდები, ანუ საწიგნეები, რომლებზედაც იდებოდა საეკლესიო თხზულებანი და მკითხველები მრევლისათვის კთხულობდნენ სახარებას ან დავითნს. ასეთი მაგიდების მრავალფეროვანი ტიპები დამოწმებულია ძველ ქართულ ხელნაწერთა მორთულობაში. ჩვეულებრივი სასაუზმო მაგიდების პროტოტიპები დასტურდება უბისისა და გელათის მხატვრობაში, უცხოელ მოგზაურთა აღწერილობაში, საოჯახო ინვენტარში.

ლიტ.: . ართილაყვა, XVI-XVII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
. .

მაგიდა ქვისა - დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი ატრიბუტი. სუფთა ეზოებში მაგიდების გამართვის ტრადიცია უძველესიდან დამკვიდრებულა. ასეთ მაგიდებს დგამდნენ დიდი ხის ქვეშ, ქვისავე სკამებით და მის პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად ესთეტიკურ მხარესაც ყურადღებას აქცევდნენ, რადგან მათზე სასტუმროდ გაშლილი სუფრა სტუმრის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო. განსაკუთრებულად დიდი მაგიდა პატრონის თავის გამოჩენის ობიექტადაც იქცეოდა, ამიტომ არცთუ იშვიათად ქვის მაგიდებს ამკობდნენ სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულებებით.

0x01 graphic

ლიტ.: . ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
. .

მაზმანი - თოკების მგრეხავ-გამკეთებელი.

მაზრაკი - სატყორცნ-საძგერებელი იარაღი. საბას განმარტებით მაზრაკი შუბია. მაზრაკი არაბული მიზრაკისაგან უნდა იყოს წარმომდგარი, რომელიც შუბსა და ხელშუბასაც ნიშნავს (ივ. ჯავახიშვილი). ეთნოგრაფიულ ყოფაში მაზრაკი არ ფიქსირდება, როგორც ჩანს, ეს ტერმინი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, . I, 1991.
. .

მათარა - პატარა სამგზავრო წყლის ჭურჭელი, რომელსაც ჩვეულებრივ იკიდებენ ქამარზე. ჩუბინაშვილის განმარტებით, მათარა ნატისაგან შეკერილი სამგზავრო სასმისია, ხოლო თუშები მათარას წყლის სასმელ კოჩხოს უწოდებენ და მას მეცხვარეები ხმარობდნენ. მათარა ერქვა აგრეთვე ქამარზე დასაკიდ ტყავის ჭურჭელს, რომელსაც ამზადებდნენ მსხვილფეხა პირუტყვის უკანა ფეხზე გახდილი ტყავისგან. მათარა ძველად ტყავის კეთდებოდა, ახლა ხის, ლითონის ან მინისაა, რომელიც მოთავსებულია ტყავის ან ქსოვილის ბუდეში. იხმარებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

. .

მათრახი - „ცხენის საწკეპი“ (საბა). ამზადებდნენ სარაჯები და მწყემსები. საქართველოში მათრახის დამამზადებებლი რამდენიმე გამორჩეული ცენტრი არსებობდა (დუშეთი, ზუგდიდი, სენაკი, აჩიგვარა). მათრახი მზადდებოდა ტყავის, ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ და საქონლის ასოსგან. შედგება ტარისა და ტყავის დაუწნავი ან წნული ენისაგან. სამათრახე შოლტები, ანუ „ხვიანდაგი“ (ქართლ.) საქონლის წელის ტყავისგან მზადდებოდა. სამათრახე ტყავს ყუთუღში (იხ.) ამუშავებდნენ, შემდეგში სპეციალური ჩხირებითა და მჭრელი დანით „ხვიანდაგებად“ დაჭრიდნენ, დააკრავდნენ ხეზე, გააშრობდნენ და დაწნავდნენ. სვანები მათრახის შიგნითა გულისათვის ცხენის ძუას ხმარობდნენ. განსაკუთრებული წესით აკეთებდნენ ცხვრის ნაწლავების - „ძალის“ მათრახებს. პირველ რიგში ცხვრის ნაწლავებს კარგად გარეცხავდნენ, ჯერ ხეზე გამოაბამდნენ, თავში კანაფს მოუჭერდნენ და ნელ-ნელა დაბლა ჩამოსწევდნენ, ნაწლავი რომ დახვეწილიყო, შემდეგ მას ერთი მტკაველის სიგრძის ჯოხზე გადაახვევდნენ, რითაც ელასტიკურობას იძენდა და მერე რამდენიმე შეერთებულ წვერს დაწნავდნენ. ერთი რიგი მათრახებისა მორთული იყო ფოჩებითა და ფუნჯებით. ფუნჯიანი//ფოჩიანი მათრახის დაწვნის დროს დამატებით წვრილი თასმები ჩაეწვნებოდა. საქართველოში გავრცელებული იყო, აგრეთვე, ხარის ასოსგან დამზადებული მათრახები. საქონლის დაკვლისა და გატყავების შემდეგ ასოს დანით მოაჭრიდნენ, გარსს გააცლიდნენ, სიმძიმით დაჭიმავდნენ. ასოს შუაზე გაყოფდნენ და დაგრეხდნენ. საქართველოში დასტურდება საბრძოლო მათრახი, რომელიც ჩვეულებრივი მათრახისგან განსხვავებით მსხვილი და ენაბრტყელი იყო. ასეთ მათრახებში მტრისათვის ზიანის მისაყენებლად მავთულები ყოფილა ჩაწნული. მათრახის ტარი ხის, ძვლისა და ლითონის უკეთებიათ. სატარედ ხმარობდნენ შინდის, რცხილისა და ჯაგის ხეს. ტარზე ორი წვერი თასმა ჰქონდა დამაგრებული თითების ან მაჯის გასაყოფად. ტარზე ხელის უკეთ წასავლებად ზოგჯერ ტყავს ან გასანთლულ მუშამბას შემოახვევდნენ. მათრახის ტარს საგანგებო შემთკვეთისთვის ამკობდნენ ინკუსტრაციით, სევადითა და ზარნიშით. ძველ საქართველოში არსებობდა დასასჯელი მათრახი, რომელსაც „ტაჯგანაგი“ ეწოდებოდა. აფხაზეთში, აჩიგვარა იყო მათრახების ცნობილი ცენტრი.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

. .

მაკრატელი - მატერიისა და ლითონის საჭრელი სათითეებიანი ხელსაწყო. ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიდიდე-მოყვანილობით. ხმარობენ თერძები, ოქრომჭედლები, მეთუნუქეები და ა. შ.

0x01 graphic

მაკუკი - აფრიანი ნავის ტიპი ფეოდალურ საქართველოში, რომელიც მოძრაობდა როგორც აფრით ასევე ხოფებითაც. დაახლ. 17-20 მეტრი სიგრძის.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.

მალათი - ნაჭერზე დასაქარგავი, ზოლ-ზოლად დაჭრილი ოქროსა და ვერცხლის თხელი, ნაზი სხეპლები.

მალაქიტი - ერთგვარი მწვანე ქვა, რომელიც სპილენძის მადანთან ერთად მოიპოვება. გამოიყენება სამკაულთა შესამკობლად. ძირითადად მოიპოვებოდა ინდოეთსა და ციმბირში. მალაქიტის ფირფიტები გამოუყენებიათ ოქროს სამაჯურის შესამკობად ანტიკური ხანის მცხეთაში.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

მალახა (ხევს.თუშ.) - წნელის რგოლი, რომელიც ლუდის ფორის გაწურვისას წამოეცმება კედებს და ხელს უწყობს მათი დაჭიმული მდგომარეობის შენარჩუნებას.

. .

მანა - 1. ხის ლურსმანი, რომლითაც ნავის ფიცრებს ამაგრებდნენ. გარდა ამისა, ნავის დეტალების დასაჭედად იხმარებოდა სხვადასხვა ზომის ლურსმნები: ჯიბუკი, ყაირი, ნიხაჩო, კოსტალა, კოტა. 2. წნული ჭურჭლის მთავარი ნაწილი, საყრდენი, რაზედაც იწნება.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1986.
. .

მანგალი - 1.ტყავის ზედაპირზე ხორცის მოსაცილებელი რკინის თხელპირიანი იარაღი. 2. ნამგლის (იხ.) ძველქართული სახელი. აქედანაა წარმოშობილი ტოპონიმი „მანგლისი“.

მანდილი - ქალის კომპლექსური თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი, გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი და თუშეთი). გრძელი, ყელსახვევის მსგავსი ხევსურული მანდილი შინნაქსოვი შავი ან ლურჯი შალისაგან (ტოლი) მზადდებოდა და სათაურასთან ერთად იხმარებოდა. ხევსურული მანდილი 2 სახისა იყო: „ცალქერქა“ და „ორქერქა“. „ცალქერქას“ ერთი ბოლო ფესვით მთავრდებოდა, მეორე კი „შიბით“ ან „ნაჭრელით“, ჰქონდა ნაქარგი. მანდილის შუაში „სამხატი“ (3 ჯვარი) იყო ამოქარგული, თავზე მოხვევისას „სამხატი“ შუბლზე უნდა მოქცეულიყო. თუშური სამკუთხა მანდილი შავი ქიშმირის ან სატინისაგან მზადდებოდა. ერთი ყური შედარებით პატარა ჰქონდა. ხევსურეთსა და თუშეთში მანდილი გათხოვილი ქალის სავალდებულო თავსაბურავად მიაჩნდათ. გაუთხოვარი ქალისათვის მისი ტარება არ იყო სავალდებულო. თუში ქალი მანდილს ხმარობდა ცალკე ან კუჭურასთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მანდილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა: მოჩხუბართა შეტაკების დროს მათ შორის მანდილის ჩაგდება შეწყვეტდა შუღლს.

0x01 graphic

. .

მანეული//მარნეული//მარნა - წვრილი ტირიფი ვენახის სარზე ასაკრავად. ხმარობენ ვაზის შეყელვისას. დასავლეთ საქართველოში ტირიფის წნორის წკნელს კაპიჭს უწოდებენ.

. .

მანიათი (ლაზ.) - ერთგვარი ტიპის თევზსაჭერი ბადე, რომელიც მილით იქსოვებოდა.

მანიაკი - ოქრომკედით, ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით შემკული ტანსაცმლის ფართო საყელო, რომელიც ფარავდა მხრებსა და გულისპირს. მათი ყველაზე ადრეული ნიმუშები ცნობილია ეგვიპტესა და ასურეთში. ბიზანტიელებმა მანიაკები სპარსელებისაგან გადმოიღეს თანამდებობის პირთა განმასხვვებელ ნიშნად. უმაღლესი თანამდებობის პირები ძვირფასი ქვებით შემკულ მანიაკებს ატარებდნენ, დაბალი მოხელეები კი - აბრეშუმის ქსოვილისას. ქართულ ტანსაცმელზე მანიაკები XI ს. გვხვდება. ქართულ ფრესკებსა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე მანიაკები შესაძლებელია ორ ჯგუფად დაიყოს. I. სამეფო, დიდებულებთან დაკავშირებული მანიაკები, მაგ., ბორენა დედოფლისა - ატენის ფრესკაზე, ბაგრატ III-სა ბედიის ფრესკაზე, თამარისა - ვარძიის და სხვა. მსგავსი მანიაკები აქვთ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს. II ჯგუფში ერთიანდება მანიაკები, რომლებიც გვხვდება სამხედრო და საერო პირთა სამოსზე.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
. .

მანიკა - აქ: ღვინის ასაწყავი ერთგვარი თიხის დოქი, რომელიც გამოიყენებოდა ასაწყავად. დაახლოებით ორი კვარტი ტევადობისა.

მანტია - მღვდელმთავართა და მონაზონთა უსახელო ზედა შესამოსელი, რომელსაც მოსასხამის სახე აქვს და კისრიდან ფეხებამდე მთელს სხეულს ფარავს. მონაზონთამანტიას შავი ფერისაა და ანგელოზთა ფრთების სახეს წარმოადგენს, ამიტომ როგორც თვით მას, ასევე მონაზვნობას საერთოდ, ანგელოზთა ხატი ეწოდებათ. მანტია, ასევე ღმრთის მფარველ ძალასა და მონაზვნურ სიმდაბლესაც მოასწავებს. სამღვდელმთავრო მანტია როგორც ფერით (ცისფერი, მწვანე, ლილისფერი, იისფერი), ასევე მასზე დამაგრებული სამხრეებითა და ლენტებით განსხვავებულია.

ლიტ.: С. Е. Молотков, Практическая энциклопедия правословного христианина. С. Пб. 2001г.
. .

მანჩა - ხორბლისა და ფქვილის შესანახი სახურავიანი მცირე ზომის კიდობანი. ასეთი ყუთი დაახლოებით იტევდა 40 კგ ფქვილს. აკეთებდნენ ცაცხვისაგან, რადგან ეს ხე კარგად ინახავს ფქვილს. აქვს სახურავი და საკეტი. მანჩაში მარცვალს ზემოდან ყრიან, ხოლო წინა კარიდან იღებენ. მანჩა მოიაზრება ისეთ სათავსად, როგორიცაა ამბარი, ლაზამბარი და ხალამბარი. ყველა ესენი კი მცირე ბეღელის ფუნქციის მატარებელნი არიან. მანჩა იდგა საცხოვრებლის მარჯვენა მხარეს თაროს (ბუჯერი) გვერდით. მანჩის ადგილიდან დაძვრა ხალხის რწმენით იკრძალებოდა. დიდი თუ მცირე ზომის საფქვილე - მანჩა კიდობნებში - ნალის ჩაგდება იცოდნენ, რაც ხალხის რწმენით დოვლათიანობას უზრუნველყოფდა.

ლიტ.: . ბედუკიძე, ხის ავეჯი იმერეთში, მიეშ, 1979.
. .

მანჭვალი//სამსჭუალი - რკინისა და ხის ლურსმნის ზოგადი სახელი ძველ ქართულში.

მანჯანიკი//ჯარა - აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი. მანჯანიკი წარმოადგენს ორკაპა ჯოხს, მის საყრდენში ჩამაგრებული კოჭიდან ძაფი ჩარხის ტარის დატრიალებით ბორბალზე ეხვეოდა. მანჯანიკის მეორე სახეობაში ორკაპა ჯოხი და კოჭის საყრდენი ფიცარი მიწაში ცალ-ცალკე იყო ჩასმული. მესამე სახეობა შედგებოდა ბოძზე დადგმული ჩიხრიხის-ჩარხისა და ორკაპა ჯოხისგან, მასში გაყრილი კოჭითა და მასრით. ჩარხის დატრიალებით მასრიდან ძაფი გადადიოდა კოჭზე და ეხვეოდა მასზე. მანჯანიკის დაწინაურებული სახეობაა მანჯალიხი. მანჯანიკის ამ ტიპებიდან პირველი სამი კახეთსა და ქიზიყში იყო გავრცელებული, მანჯალიხი კი - საინგილოში.

ლიტ.: . აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
..

მაჟდაგი (თუშ.) - ბატკნის ტყავი, შავად ან წითლად შეღებილი და დახუჭუჭებული.

მარანი - ღვინის სახლი, სათავსი, სადაც ხდება ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და შენახვა. ქართველი გლეხის საკარმიდამო კომპლექსში მარანს გააჩნია როგორც პრაქტიკული, ასევე საკრალური დანიშნულება. 864 წელს გადაწერილ სინურ ხელნაწერში მარანი განმარტებულია, როგორც ღვინის შენახვისათვის განკუთვნილი ნაგებობა და ეს ფუნქცია არ მოსცილებია მას დღემდე. საქართველოს ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა მარნების თავისებურებანი. აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ცხელი ჰავის გამო მარნები დახურულ, ქვიტკირის ნაგებობებს წარმოადგენენ. ზოგჯერ ასეთი მარნები საცხოვრებელ კომპლექსს ებჯინებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი დამოუკიდებელ ნაგებობას წარმოადგენდა, დიდად გავრცელებული იყო საცხოვრებლის სარდაფში მარნების მოწყობა.

0x01 graphic

ძველად მარნები ციხე-სახლებისათვის შეუფარებიათ, მტრისაგან რომ ყოფილიყო დაცული. მეღვინეობით განთქმულ ზემო ხოდაშენში, ხაშმში, რუისპირში და სხვაგანაც დადასტურებულ იქნა სათოფურიანი მარნები, რაც მეტყველებს მარნის, როგორც თავდაცვითი ნაგებობის გამოყენებაზე. ასეთი მარნები გაყოფილი იყო ორ ნაწილად, ერთში ყურძნის საჭყლეტ-საწური საშუალებანი იყო, ხოლო მეორეში ღვინის დასადუღებელ-დასაყენებელი ქვევრები. მარნებში ხშირად ფიქსირდება დედაბოძი - ერდოგვირგვინიანი და ბანიანი საცხოვრებელი სახლის მთავარი ელემენტი, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულების გარდა ღრმა სიმბოლური დატვირთვაც გააჩნდა. ქართლური და კახური ქვითკირის მარნებში ხშირად ვხვდებით წითელი აგურით გამოყვანილ აღმოსავლური სტილის თაღებიან ნიშებს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის სასმის-საწყაოები და ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო ნივთები.

0x01 graphic

ქართული მარნების ხუროთმოძღვრებაში აშკარად შეიმჩნევა საცხოვრებელი სახლის ელემენტები, რაც თავისთავად ხაზს უსვამს მარნის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. თავისთავად მარნისათვის „ღვინის სახლის“ შერქმევა შესანიშნავი განმარტებაა იმისა, რომ ადამიანის გარდა ღვინოსაც ჰქონია სახლი.

0x01 graphic

ამიერკავკასიაში უძველესი მარნები აღმოჩენილია ძველი ურარტუს ტერიტორიაზე და ზოგიერთ მათგანში არქეოლოგებმა ასამდე ქვევრი დაითვალეს. ელინისტური ხანის მარნები აღმოჩენილია კოლხეთის უმდიდრეს ქალაქ ვანში, ასევე იბერიის დედაქალაქ მცხეთაში, რომლის ერთ მარანში 5.500 ლიტრის ტევადობის ქვევრებს მიაკვლიეს. ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩენილმა ჩამხმარი სითხის ანალიზმა აჩვენა, რომ აქ ოდესღაც საფერავის ტიპის ღვინო მდგარა. უკანასკნელ ხანს იშვიათი კონსტრუქციის მარნები აღმოჩნდა მეღვინეობით განთქმულ ნეკრესის ერთ-ერთ ნასახლარზე. საინტერესოა, რომ კლდის ქალაქ ვარძიაში 25-ზე მეტი მარანი იქნა აღმოჩენილი 200-მდე ქვევრით.

დასავლეთ საქართველოში ტიპიური მარნის ჭურებიანი ნაწილი, სადაც ღვინო ინახება, ღია ცის ქვეშაა განთავსებული, ხოლო თავად სამეურნეო ნაგებობა წარმოადგენს ღია ტიპის გადახურულ ნაგებობას, სადაც მეღვინეობასთან დაკავშირებული ინვენტარია განთავსებული. აქვეა საწნახელი და სატკბილე ისარნა. მარნის ასეთი განლაგება დაკავშირებულია როგორც ნახევრად ტკბილი ღვინოების დაყენების პრაქტიკასთან, ასევე განპირობებულია დასავლეთის ტენიანი ბუნების გათვალისწინებით, რაც კარგად იცავს ჭურში ჩასხმულ ღვინოს და უნარჩუნებს საუკეთესო თვისებებს.

მარანი თავისი დიდი პრაქტიკული დანიშნულების გამო, უძველესიდანვე იქცა საკრალურ ობიექტად და ხშირად მასში სრულდებოდა სარიტუალო ქმედებანიც. ახალ წელს საახალწლო ხონჩით მიულოცავდნენ მარანს და ღმერთს შესთხოვდნენ დოვლათსა და ბარაქას, მარანში შეიყვანდნენ ახლად დაქორწინებულ ნეფე-დედოფალს და მიულოცავდნენ გაბედნიერებას, მარანში შეიპატიჟებდნენ საპატიო სტუმარს და დაალოცვინებდნენ ოჯახს. მარანში იდგა პრეისტორიული ადამიანის რელიგიური წარმოდგენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური ხატის სიცოცხლის ხის იმიტირებული გამოხატულება - დედაბოძი, რომელსაც ქრისტიანობის დროსაც არ მოჰკლებია თაყვანისცემა და მარანში მისი გამოჩენით, ღვინის სახლის მნიშვნელობა კიდევ უფრო იქნა გაძლიერებული.

ლიტ.: . სუმბაძე, ქართული მარანი. . ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში (რაჭა), 1974. . თოფურია, ქართული მარანი, მსე, . VII, 1955.
. .

მარანი - აქ: ღვინის შესასმელი თიხის ჭურჭელი. სხვადასხვა ვარიაციით გავრცელებულია მეჭურჭლეობით განთქმულ საქართველოს ყველა კუთხეში. მარანი წარმოადგენს ორსართულიან სასმისს, რომლის პირველ ნაწილს დაფანჯრული ქუსლ - სადგარი აქვს, ხოლო მეორე სართულად თავზე მოვლებულია საზიარო მილაკი მასზე დამაგრებული ჩარექიანებით. ერთ ჩარექში ჩასხმით მარნის მილაკი და ყველა სასმისი თანაბრად შეივსება, ხოლო მსმელი ღვინოს მიირთმევს ჯგუფურ ჭურჭლებს შორის ჩასმული ზოომორფული ცხოველის პირიდან. ყველა ჭურჭელს ერთი საერთო ხვრელთა სისტემა გააჩნია და სმის დროს მარანი ერთინად იცლება. მარანი ქართული სუფრის დამამშვენებელ სასმისად ითვლებოდა. მისი საკრალური და რიტუალური დანიშნულება კარგადაა გამოკვეთილი შემკულობაში. მარნის სიმბოლიკაში ჩადებულია კოლექტიური სერობის საკრალური ხასიათი. იგი განასახიერებს მარნის, როგორც ღვინის სახლის მიკრომოდელს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ეს სარიტუალო ჭურჭელი გარკვეულ გენეტიკურ ნათესაობას იჩენს წინა აზიის სამეურნეო კულტურულ წრესთან. მარნის მრავალჭურჭლიანობაში გიორგი ჩიტაია ხედავდა წარმართული ხანის სალოცავების ერთჯერადად დალოცვის იდეას.

0x01 graphic

ლიტ. . ჩიტაია, შრომები, . მე-2, 2000.
.. ..

მარაო - სახის საგრილობელი, გასაშლელ- დასაკეცი სანიავებელი საშუალება. გავრცელებული იყო როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებში. მარაოს კლასიკური ნიმუშები, რომლებიც მზადდებოდა ლერწმისა და აბრეშუმის მასალით, შექმნილია ჩინეთსა და იაპონიაში. მარაო დროთა განმავლობაში ქალის კოსტიუმის ერთგვარ ელემენტად იქცა. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში უცხოურ მარაოებთან ერთად დასტურდება ადგილობრივი მასალით დამზადებული მარაოები. დამუშავების ტექნიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჭილის მარაოები.

0x01 graphic

..

მარგალიტი - ზღვის ძვირფასი ქვა, რომელიც უძველესიდან გამოიყენებოდა საქართველოში. მარგალიტი ძირითადად თეთრი ფერის ქვაა, მაგრამ გვხვდება მტრედისფერიც, მოყვითალოც, მოლურჯოც და მოწითალოც კი. განსაკუთრებით ძვირფასია სფეროსებრი მოყვანილობის მარგალიტი, ზოგიერთი მარგალიტი სიდიდით მტრედის კვერცხის ზომებს უახლოვდება. მარგალიტს ძირითადად მოიპოვებდნენ ძველი აღმ. ზღვების სანაპიროზე. განსაკუთრებით მდიდარი იყო სპარსეთის უბე. საქართველოში არჩევდნენ მარგალიტის სახესხვაობებს: წვრილ მარგალიტს „ჭიოტა“ ჰქვია, საშუალო ზომისას - „ხოშორი“, დიდი ზომისას „ობოლი“, ხოლო ბევრ მარგალიტს ერთად „აკუმი“. მარგალიტით შემკული ნივთები აღმოჩენილია ქრისტიანობამდელ სამარხებში. მცხეთაში აღმოჩენილ იქნა მარგალიტით შემკული ბეჭდებისა და ყელსაბამების დიდი რაოდენობა. ისტორიული საბუთების მიხედვით VI ს-ში, როცა ხაზარებმა თბილისი გაძარცვეს, მტერს ხელში ჩავარდნია დიდი რაოდენობით მარგალიტით შემკობილი სამკაული და საეკლესიო ჭურჭელი.

ლიტ.: . ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
. .

მარგილიანი ხელსაფქვავი - ხელსაფქვავის ერთ-ერთი განვითარებული სახეობა. წარმოადგენს ორი თანაბარი დიამეტრის ზედა და ქვედა ქვას. ჩვეულებრივი წისქვილის მიხედვით ქვედა ქვა უძრავია, ხოლო ზედას სახელურის საშუალებით ადამიანი ამოძრავებს. ხელსაფქვავს წინ გაკეთებული აქვს პატარა ყუთი (ალა, ჩიბე, საფქვილე), სადაც ფქვილი იყრება (იხ. ხელსაფქვავი).

..

მართხაფი - ქვაზე ხვრელთა ამოსაჭრელი პირბასრი და პირგაბრტყელებული გრძელტანიანი და დაკუთხულტანიანი რკინის იარაღი (იხ. ბურის კეტი)

მარნი-გოგორა - ნაძვის ხისაგან გამოთლილი, მთლიანი ან სამ ფიცრიანი // ნაჭრიანი გოგორა, საძნე და ჩოჩიალა ურმებისათვის. მარნი-გოგორა შედგება გვერდის ფიცრების - „ბარტყებისა“ და შუა„დედანი“ ხისაგან. მ-გ-ს დიამეტრი 1მ 20 სმ-ია, მას იყენებდნენ მესხეთ-ჯავახეთში, იმერეთში, აჭარასა და სხვ. მ-გ-ა სოლებიანი ბორბლის წინამორბედია და საქართველოში ბრინჯაოს ხანიდან გამოიყენებოდა ხალხურ ტრანსპორტში.

ლიტ.: . გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1958.
. .

მარტო შკამი (ხევი) - საუფროსო სავარძელი, რომელიც კეთდებოდა ოვალური მოყვანილობის ზურგ-საბჯენით. დასაჯდომი ფიცარი ნახევარსფერული ჰქონდა, იდგა სამ ფეხზე, დიდ ოჯახებში ზოგჯერ რამდენიმე „მარტო შკამი“ ჰქონდათ. ერთი თუ ოჯახის უფროსს ეკუთვნოდა, დანარჩენებს სხვა უფროსები იკავებდნენ. მარტო შკამი ხევში, როგორც სხვაგან, წარმოადგენდა უფროსი მამაკაცის უფლებრივ ატრიბუტს. გამონაკლის შემთხვევაში მას სტუმარსაც უთმობდნენ ხოლმე. სავარძელი მიჩნეული იყო ისეთ ნივთად, რომელთანაც დაკავშირებული ყოფილა როგორც ოჯახის უფროსის, ისე საზოგადოებაში სოციალურად აღზევებული პიროვნების პრიორიტეტი.

ლიტ.: .ითონიშვილი, ხევი ძველად და და ახლა, 1941.
. .

მარცახი - თევზსაჭერი მოწყობილობა, საბას განმარტებით, „ბარჯი სამკბილი ჩანგალსავით“.

მარწუხი - 1. ტუჩიანი, რკინის საჭერი, მესპილენძე-ხელოსნის სამუშაო იარაღი. გრდემლთან და უროსთან ერთად მესპილენძის ძირითად ხელსაწყოს წარმოადგენს. მის გამოგონებას ხალხი 363 ხელობის უფროსს და მჭედლობის მფარველ წმ. სოლომის//სოლომონს მიაწერს. მარწუხით შეპყრობილი ლითონი გრდემლზე უროთი და კვერით იჭედებოდა. ხელოსანი 3-4 სახის მარწუხს ხმარობს: დიდსა და პატარას, სახელურიანსა და უსახელუროს. ზოდის ასაღებად, ზოდის გადმოსაღებად, კალაპოტის ასაღებად და სხვა. 2. ქვის დასამუშავებელი იარაღი. ხის ტარიანი და ლითონისპირიანი. იგი ქვას ასუფთავებს ზედმეტი„ხოკებისგან“. მარწუხი ტარით უჭირავს ერთ ხელოსანს და უმარჯვებს ზედმეტ ხოკებს, მეორე კი თავზე ადგას, ყუას სცემს უროს და აყრევინებს „ხოკებს“. 3. საეკლესიო-სარიტუალო ნივთი. მარწუხით აზიარებენ მორწმუნეებს, მისი საშუალებით ბარძიმიდან სიმბოლურად იღებენ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. ასეთ მარწუხს (კოვზს) ამზადებენ პატიოსანი ლითონების: ოქროს ან ვერცხლისაგან, სახელურის დაბოლოება ჯვრის გამოსახულებისაა. სიმბოლურად ნიშნავს ლერწამს, რომლითაც ჯვარცმულ მაცხოვარს, როცა წყალი ითხოვა, მიაწოდეს ნაღველნარევ ძმარში დასველებული ღრუბელი, აგრეთვე ნიშნავს მარწუხს, რომლითაც სერაფიმმა, „აღიღო“ რა უფლის სამკვეთლოდან ნაკვერცხალი, შეახო ისაია წინასწარმეტყველის პირს და განწმიდა იგი ცოდვათაგან. ეს საღვთისმსახური ნივთი დაადგინა წმიდა იოანე ოქროპირმა თავისი პატრიარქობის ჟამს, IV საუკუნეში. მანამდე ზიარებას მღვდელი ხელით აძლევდა მორწმუნეს.

..
..

მარხილი - ხალხური ტრანსპორტის ტიპი. მარხილი ყოფაში სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება: მარხილი (ქართ. კახ. იმერ.), ლეკ მარხილი (ზ. აჭარ.), გოგრა (აჭარა), თუში (მთიულეთი, ფშავი, თუშეთი), ლაჩქამი (მთიულეთი, ქსნის ხეობა), მანჯაკი და ა.შ.

0x01 graphic

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მარხილი „არს ურმის მსგავსი და უგოგორო, თოვლზე სათრევი“. იგი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. ესენია ა) კავები, ანუ ფეხები (ტოტები - თუშეთი, ღო - მთიულეთი), ბ) მარხილის ტანი (ანუ ნერჩი - ფშავი, კვატუში - ლეჩხუმი) და გ) ხელნა. მარხილის დამოუკიდებელი ნაწილია უღელი.

მარხილს აქვს ორი კავი, ანუ ფეხი, ოთხი კოჭი (ჭალა - რაჭა), ნემსაფიცარი (თავჯოხი - მთიულეთი), წინა და უკანა კოფო და ორი ხელნა. მარხილის ტანი, სადაც შეშა, ფიჩხი, თივა და სხვ. თავსდება, მარხილის ფეხებს ეყრდნობა. მარხილის ფეხები წინა ნაწილში ერთმანეთთან „ნემსი ფიცრითაა“ შეერთებული. „ნემსიფიცრის“ წვერები მარხილის ფეხების გარეთ გადის, მათზე ჩამოცმულია ხელნები, რომლებიც უშუალოდ მარხილის უღელს უკავშირდება. მარხილის „ფეხებისათვის“ არჩევდნენ მოკაკულ თავმოღვედილ (თუშეთი), ე.ი. ბუნებრივად მოხრილ ხეს, რცხილას ან არყს, კავები (ფეხები) ძირში სქელი (მსუქანი) უნდა ყოფილიყო, სრიალის დროს გვიან რომ გაცვეთილიყო. ფეხებს სატეხით დახვრეტდნენ, ამოიღებდნენ (ვერტიკალურად) ოთხ „საკოჭე ადგილს“, ნაჯახით გამოჰყავდათ ნემსაფიცარი, მრგვალი თავჯოხი. დამზადებული ნაწილებით შემდეგ მარხილს აწყობდნენ. მარხილზე ტვირთის დასამაგრებლად იხმარებოდა ღვლეჭი (ალაჭა - რაჭა) ანდა ორკაპა შინდის ხე. მარხილის დამზადებას ორი დღე უნდოდა და XX საუკუნის დამდეგისათვის ორი კოდი ქერი ღირდა. იგი გამოიყენებოდა ძნის, თივის, შეშის, ფიჩხისა და სხვათა საზიდად. ამის მიხედვით იყო „შეშის“, „თივის“, „ძნის“ და ა.შ. მარხილები, რომლებიც ურთიერთისაგან სიდიდის (ტევადობის) მიხედვით განსხვავდებოდა. ქართულ წერილობით წყაროებში ხშირად მოიხსენიება მარხილი. მაგ., XIII საუკუნის ძეგლი გვამცნობს: „მუნ შეჰკაზმა ქვაი დიდი და მძიმე ფრიად და დადვა მარტო მან მარხილსა ზედა“. „მოხსნეს მარხილნი უღელსა მას ხართასა“ და ა.შ. თუ ბარის ან გარდამავალი ზოლის სოფლებისათვის მარხილი სეზონური სატრანსპორტო სახეობაა და მას მოსახლეობა ურემთან ერთად იყენებდა, მთის ზოლის მოსახლეობისათვის იგი უნივერსალური საზიდი საშუალება იყო, აქ მარხილს ზამთარ-ზაფხულ ხმარობდნენ.

ლიტ.: .გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
..

მარჯანი - სანახელაო წითელ-სტაფილოსფერი ქვა, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თეთრი, შავი და ყვითელი ფერისაც, წითელი მარჯანი კეთილშობილი მარჯნის სახელითაა ცნობილი. მარჯნისაგან ამზადებდნენ მძივებს, სამაჯურებს, ქინძისთავებს, გულსაკიდის თვლებს და ა.შ. მარჯანს ძირითადად მოიპოვებდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზში. ძველ ქართულ წყაროებში მარჯანს ზოგჯერ ძოწი//ძოწეული ეწოდება. მარჯნის მძივები და ამ ქვით შემკული სხვადასხვა ნივთი უკვე ბრინჯაოს ხანიდან გვხვდება საქართველოში. მისი მოხმარება მომდევნო პერიოდშიც ძალზე მიღებული ყოფილა.

. .

მასათი - ყასბების დანის სალესავი მრგვალი რკინა, რომელიც მუშაობისას წელზე კიდიათ.

მასე - ერთგვარი ტიპის თევზსაჭერი ბადე.

მასრა//ქილა (იმერ.) - მოგრძო მილისებური ფორმის ხის ნივთი, რომელიც იდება ჩოხის გულისპირზე დაკერებულ სამასრეებში. ძველად მასრაში ინახებოდა ერთი გასროლა თოფის წამალი. მოგვიანებით მასრა ჩოხის სამკაულად იქცა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამასრეებიდან გამოსაჩენი მასრის თავების გაფორმებას, რომლის დასამზადებლად იყენებდნენ რქას, სპილოს ძვალს, ვერცხლს. რქისაგან დამზადებულებს „შავ მასრებს“ უწოდებდნენ, ხოლო სპილოს ძვლისას თეთრს. აკეთებდნენ აგრეთვე „ვერცხლის მასრებს“. XIX ს. მეორე ნახევარსა და XX ს. დასაწყისში მასობრივად ჩანს ათვისებული რქისთავიანი მასრები. ამისათვის გამოუყენებიათ ირმის ან კამეჩის რქები, რომლებსაც საგანგებოდ რთავდნენ ურთხელის ხის ნაწილებით.

ლიტ.: მსშხი, III. ნაწილი I, 1983.
. .

მასხალი - დამზადებული ნივთების გასაწმენდი. ოქრომჭედლების იარაღი.

მატური - საფლავის ძეგლის ტიპი, რომელშიც იგულისხმება მრავალფეროვანი „ფეხზემდგომი“ ძეგლები. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მატური არის „სასაფლაოზე მცირე გალავანი ერთის ნათესავის მიცვალებულისთვის“, ე.ი. საგვარეულო სასაფლაო. ასეთი განმარტება იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ მატური ადრეულ ხანაში გაიგებოდა, როგორც საგვარეულო სასაფლაოს აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, ხოლო მოგვიანებით იგი იქცა „ფეხზემდგომი საფლავის ძეგლების“ კრებსით სახელად. ქვითხუროობის თვალსაზრისით მატურებში გამოვლენილია ძალზე მაღალი დონე, რთული ტექნიკური სიძნელეებით დაძლეულია ქვის დამუშავების ყველა ნიუანსი. განსაკუთრებით დამახასიათებელია გეომეტრიული სწორი ხაზები, ოთხკუთხოვანი ან მრგვალი კოლონადები, თაღური და როტონდისებური გადახურვები. ზოგადად მათ იერში დომინირებს ეკლესიების, ეკვდერებისა და სამრეკლოს არქიტექტურული მოდელები. ზოგი მატური შესრულებულია ყრუ მოდელირებით, ზოგიერთები კი წარმოადგენს „ბანიან“ და „ფარღია სამრეკლოიან“ ეგზემპლარს, რომლებიც მორთულია ცრუ ნიშებით, ღიობებით, თახჩებითა და მომთავრებულნია ქვისა და რკინის ჯვრებით. ხშირად მატურებზე ვხვდებით საკმაოდ ვრცელ წარწერაეპიტაფიებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ სიმბოლოებს როგორიცაა: მტრედი, თევზი, ნაყოფი, ვაზი და მტევანი, ანგელოზები, ასევე სამეურნეო და სახელოსნო იარაღებს, ბოთლს, ყანწს, შეკაზმულ ცხენს, ირემს, საკურთხს და სხვა. მატურთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია ნიშები საკურთხის დასადებად და სანთლის დასანთებად, გარდაცვალებულთა სურათები და სხვა.

0x01 graphic

მატური არის უმნიშვნელოვანესი მემორიალური ძეგლი, რომლშიც გამოხატულია როგორც ქვითხუროობის მაღალი დონე, ასევე ქრისტიანული სიმბოლიკის კვლევისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მასალები.

ლიტ: . ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. . ბედუკაძე, ქვის დამუშავება მთიულეთში, მსე, . V, 1951.
..

მაფრაშა - ხალიჩური ნაწარმის ერთგვარი ტიპის სათავსი, რომელიც ძირითადად მართკუთხედად იყო მოქსოვილი და გამოიყენებოდა თეთრეულის საოჯახო ბარგისა და მისთანათა შესანახად. როგორც საჭირო და ფუფუნების ნივთთა შესანახ საგანს შეეფერება, იმისდაგვარად შემკული იყო სხვადასხვა სახის მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით. მაფრაშა ხალიჩური ნაწარმის ერთ გამოკვეთილ დარგს ქმნის და ამ მხრივაცაა საინტერესო.

0x01 graphic

..

მაქალოზი - ხის ოვალური ფორმის სახურავიანი ყუთი, რომელსაც გამოიყენებდნენ საწვრილმანო - საოჯახო ნივთების შესანახად.

0x01 graphic

..

მაქაცი// ჩინჩხი (ხევს.) - საწური, შტოებისაგან შეკრული კონა. შუაში როგორც ჩიტის საბუდარი ისეა ამოღარული.

მაქო - აქ. აბრეშუმის ძაფის დასახვევი ხელსაწყო, რკინის. თავ-ბოლოში წყვილი კბილებით.

..

მაღლარი ვაზი - ზოგადი სახელია მაღლა ასული ვენახისა, ადრე ასეთი მაღლარი ვენახები გასული იყო ხეზე და არც კი ისხვლებოდა. დროთა განმავლობაში მაღლარების გაშენება საგანგებო ხისა და რკინისკონსტრუქციებზე ძალზე გავრცელებულ ჩვეულებად იქცა. საქართველოში მაღლარი ხეივნები ყველგანაა გავრცელებული, ამისათვის საგანგებოდაა გამოყენებული ღია ჭურისთავი - მარნები, გზისპირები, ეზოები, მაღლარი ვენახი შესაწამვლად და გასაფურჩქვნად ძნელია, სამაგიეროდ არ სჭირდება შესარვა, მოსავალიც უხვი იცის. მაღლარი ვენახის კლასიკური ტიპია ტალავერი (იხ.) ხოლო მისი უძველესი შესატყვისია „ბაბილო“ და „დობილო“.

. .

მაყაში - ერთგვარი ტიპის მაკრატელი, რომლითაც ხდება სანთლის ჩაქრობა და მომწვარი პატრუქის ნაწილის მოჭრა, ანუ „ცხვირის მოხოცვა“. მაყაში მზადდებოდა სხვადასხვა სახის ლითონისაგან. მაყაში ხშირადაა მოხსენიებული ზირანდასთან, ლანგართან და ნატთან ერთად, რომელთაც სანთლის ანთება-ჩაქრობისათვის გამოიყენებდნენ. მათი შეტანა მზითვის წიგნში ამ კომპლექტის მნიშვნელობას გამოკვეთს.

0x01 graphic

ლიტ. . გაბოძე, სასანთლე-შანდალი, ეთნოლოგიური ძიებანი, . IV. 2009 ..

მაშარაბი//მაშარაფი - ნადუღარი ბროწეულის წვენი, რომელსაც ხმარობენ საწებელად

ხორცთან და განსაკუთრებით მოხარშულ თევზთან.

მაშრაფა - ქილის ფორმის სპილენძისყურიანი მოკალული ჭურჭელი. მაჩუბი - სვანური სახლის („ქორ“) პირველი სართული.

მაჩუბ“-ი ოჯახის საზამთრო საცხოვრებელს წარმოადგენს, ხოლო მეორე სართული („დარბაზ“) - საზაფხულოს, სადაც ზამთრობით საქონლის საკვების მარაგი ინახება.

0x01 graphic

მაჩუბ-ში შესასვლელად გამოიყენებოდა სახლის კედელზე გარედან მიშენებული გრძელი დერეფანი („ჰაგამ“). იგი უმეტესად ქვითკირისაა, მაგრამ გვხვდება მორებისაგან აშენებულიც. მაჩუბ-ი განკუთვნილია როგორც ადამიანის საცხოვრებლად, ისე საქონლის სამყოფად. მაჩუბ-ის ის კუთხე, სადაც სახლის კარი არის დატანებული, გამოყოფილია ხის მორებით ან სქელი ფიცრებისაგან აგებული ე.წ. ბაგ-ით. ბაგის ფართობი შეადგენს დაახლ. 3X3 მ. მასში დგას კიბე, რომლის ზემოთ, ჭერში დატანებულია ხვრელი („ლები“), რომელსაც აქვს სახურავი. კიბის საშუალებით მაჩუბიდან ადიან მეორე სართულზე. ლებიდან ადის კერიაში კვამლიც, მაჩუბს აქვს აგრეთვე დარბაზიდან თივის ჩამოსაყრელი („ლანუნალ“). ბაგს ორი კარი აქვს. ერთი შედის ადამიანის საცხოვრებელში, ე.ი. მაჩუბის ცენტრალურ ნაწილში, სადაც კერიაა გამართული; მეორე კი გადის საქონლის სამყოფში.

0x01 graphic

საქონლის სამყოფი მაჩუბის სამი კედლის გაყოლებაზეა მოთავსებული: ხარების სამყოფელი - „ლახან“, ძროხების სამყოფია - „ლაფურ“. მათ ორივეს ერთად „გვალ“ ეწოდება. სადგომის ხის ტიხრებში საქონლის თავის გამოსაყოფი კამარებია გამოჭრილი და მათ წინ საქონლის საკვების ჩასაყრელი ბაგაა მოთავსებული. გვალის თავზე ხშირად ოჯახს ფარეხი აქვს გაკეთებული, სადაც თხა-ცხვარს ამწყვდევს. აღნიშნული კედლების სიგრძეზე მოთავსებულია ოჯახის წევრთა საწოლები. საწოლების წინ სვეტებია აღმართული, მათზე დამაგრებულ კავებზე (წამ) ჩამოკიდებულია იარაღი, ტანსაცმელი და სხვ. მაჩუბ-ის მეოთხე კედელზე გაკეთებულია კარადა („ლაშად“). იგი ორი ნაწილისაგან შედგება: ქვევით - ერთიანია. აქ პურის მოსაზელი ვარცლის („ჯარ“) შესადგმელია ამოჭრილი. ზემოთ კი ორი კარი აქვს და გამოიყენება ჯამ-ჭურჭლის შესანახად. კედლის კუთხეში არის მარანი, რომელშიც დგას რამდენიმე ქვევრი („კეც“) არყისათვის. მაჩუბ-ს აქვს ორი პატარა და ერთი დიდი ფანჯარა („ლახვრა“), რომლებსაც ხის დარაბებით ხურავდნენ. ერთი პატარა ფანჯარა აღმოსავლეთის კედელშია. მას სალოცავ ფანჯარას („ლიმზერ ლახვრა“) უწოდებენ, მასზე ჯვრები იყო გამოსახული მაჩუბის შუაგულში გამართულია კერია. კერიის ირგვლივ მკვეთრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფი ადგილი, ქალს, რომელიც განაგებდა საოჯახო მეურნეობას, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ადგილი ეკავა კერასთან. ეს იყო კერის უკანა მხარე, სადაც წარმოებდა პურის ცხობა, რძის ნაწარმისა და საჭმლის დამზადება. ამ მხარეს იყო მოთავსებული ის ხელსაწყო-იარაღები და ჭურჭლეულობა, რომელიც ქალს ესაჭიროებოდა საოჯახო მეურნეობაში. კერასთან იყო ქალების სალოცავი ადგილი. კერის აღნიშნულ მხარეს დედაკაცების სამყოფი („ლაზურალ“) იყო. სამამაკაცო ადგილის თავში იდგა ოჯახის უფროსის („ქორა მახვშ“) საჯდომი სკამი („საკურცხილ“). მის გვერდით ზურგიანი ფართო, გრძელი საჯდომი სკამი („ლერგიმ“), რომელზედაც ოჯახის სხვა კაცები სხდებოდნენ უფროს-უმცროსობის მიხედვით. საქალებო მხარეს - ოჯახის უფროსი ქალის („მერბიელ“) კუთვნილი სკამი („ლარბიალ ბანდრი თხუმ“) და დაბალი, გრძელი სკამი („ბანდარ“) იდგა, რომელზედაც ქალები იმავე წესის დაცვით სხდებოდნენ. კერიის ორი მხარე („კაცხაშ“) მამაკაცებს ეკუთვნოდა. აქ მოთავსებული იყო მსხვილფეხა საქონელი, რომელთა მოვლაც მამაკაცის მოვალეობა იყო. ამ მხარესვე იყო გაკეთებული სალოცავი ფანჯარა, სადაც მხოლოდ მამაკაცები ლოცულობდნენ. აქვე ჰქონდათ თავიანთი საბრძოლო იარაღი, რომ უეცრად თავდამსხმელ მტერს შეჰგებებოდნენ და დაეცვათ ქალები და ბავშვები, გადაერჩინათ კერა, როგორც ოჯახის ცენტრი და კეთილდღეობის სიმბოლო.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

მაწაწური - რეცხვის შემდეგ ჭურში ჩარჩენილი წყლის ამოსამშრალებელი, გრძელ ჯოხზე შებმული სუფთა ნაჭერი (იხ. ოსირო).

მაწიკა (ლეჩხ.) - ღვინის ასაწყავი ერთგვარი თიხის დოქი დაახლ. ორკვარტიანი.

მაჭკატი(თუშ.)//ლუხუმი//ლოკუმი (აჭარ. ლაზ.) - ერთგვარი კერძი წყლისა და რძის ფქვილმოკიდებული ნაზავი, რომელსაც დაასხამდნენ გახურებულ კეცზე, ან „ზედგანის“ სიპზე, რის შემდეგ ის გაიშლება და ყველივით ნასვრეტები გაუჩნდება. გამომცხვარს ასტამით გადააბრუნებენ, დაუმატებენ ერბოს და მიირთმევენ.

მახარა - წყლის საზიდი მოწყობილობა. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ლაზეთის მთიანეთში დავაკებული ადგილები დაფერდებულთან შედარებით გაცილებით მცირეა, მაგრამ ფერდობებზე კიბე-კიბედ ხელოვნური სავარგულები - ლარები და ოროკებია გამართული. ბაქან-ბაქან მოწყობილ სავარგულებზე - ტერასებზე - ხეხილი და ვაზია გაშენებული. აჭარაში - ხევხუვიანი რელიეფის გამო გლეხკაცი იძულებული იყო, შორიდან გამოეყვანა სარწყავი წყალი, რომელიც ალაგ-ალაგ ხევებზე გადებულ ხის ღარებში - ბელღარებში მოჩხრიალებდა და თავის ძირითად საქმესთან - მორწყვასთან - ერთად კოხტა ბუჭულა (პატარა) წისქვილებსაც ატრიალებდა.

ხსენებული რეგიონების მთიანეთში სოფლები ძირითადად მდინარეებისა და ნაკადულების პირასაა გაშენებული. ამიტომ იქ სასმელი წყალი არ ჭირს, მაგრამ ზოგჯერ ოჯახის ახალი განაყარი თავისი ამოსახლოს ადგილმდებარეობის გამო სასმელ წყალს შორდებოდა. წყლის მაღლა ამოტანა კი ჭირდა, თუ ნაკადული ან წყარო დაბლა ხრამში იყო. ქართველმა კაცმა ეს საკითხი მახარას საშუალებით გადაწყვიტა. მახარა წყლის ქვემოდან ზემოთ ამოსატანი მექანიკური მოწყობილობაა.

მახარას ასე მართავდნენ: კარ-მიდამოს სიახლოვეს, ან თუნდაც ეზოში, ხის ჯოჯგინაზე ხელით სატრიალებელ მორგვ-ბორბალს ამაგრებდნენ, თითქმის ისეთს, როგორიც ჭის გვიმზეა დადგმული. შემდეგ ქვემოთ ნაკადულთან ან წყაროსთან მიწაში მსხვილ მარგილს მყარად არჭობდნენ (მარგილი მუხისა უნდა ყოფილიყო, ვინაიდან იგი ტენიან ადგილას იდგა), მარგილსა და ჯოჯგინას ერთ ფეხს მაგარ ბაგირს აბამდნენ და ჭიმავდნენ. შემდეგ თითქმის ბაგირის სიგრძის თოკს მორგვ-ბორბალზე ახვევდნენ. ბაგირზე რკინის კავიან გორგოლაჭს ჰკიდებდნენ და მორგვზე დახვეული თოკის თავისუფალ წვერს გორგოლაჭის კავზე ნასკვავდნენ. წყაროს წყალს ხის ღარს მიუმარჯვებდნენ და მახარაც მზად იყო. თუ წყალი დასჭირდებოდათ, ხის ვედროს - სათლს გორგოლაჭის კაუჭზე ჰკიდებდნენ და მორგვ-ბორბალს უკუღმა დაატრიალებდნენ; ამ ხერხით სათლი ღარის პირს მიადგებოდა. როცა წყლით აივსებოდა, მორგვ-ბორბალს წაღმა დაატრიალებდნენ და წყალიც მაღლა ამოდიოდა. წყლით მომარაგების საქმე ტექნიკური თვალსაზრისით თითქმის თანამედროვე საბაგირო გზის დონეზე იყო მოგვარებული. მახარა ფრიად ორიგინალური და მოხერხებული ტექნიკური საშუალებაა, რის გამოც მას აქა-იქ ახლაც იყენებენ.

ლიტ.: . ჩიქოვანი, დასურათებული ლექსიკონი, 2009.

მახათი - ხისტარიანი და რკინისტანიანი დიდი ნემსი, რომელიც იხმარება ტყავის სახვრეტად.

მახალი//მანდიკი - უნაგირის წინა კეხზე გადასაკიდებელი ჭურჭელი, „უფრორე აბრეშუმისაგან ნაქსოვი“ (ჩუბ.).

მახოხი - ქინძითა და ნივრით შეზავებული ქატოს მჟავე შეჭამანდი. გავრცელებული იყო ქართლში.

ლიტ. ქელ., 2009

მახჩი - ნალის ლურსმნის გამკეთებელი მჭედელი-ხელოსანი. ისევე როგორც ნალჯის (იხ.), მახჩის პროფესია ჩამოაყალიბა ნალბანდობის ხელობის ფართო წარმოებამ. მახჩიდღეში დაამუშავებდა დაახლ. 16 კგ რკინას, საიდანაც გამოვიდოდა 500-550 ცალი ლურსმანი.

ლიტ.: . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
. .

მაჯაგანი - ტყავის მოსაქნელი. მაჯაგანით მოიქნებოდა წვრილფეხა საქონლის ტყავი. იგი 4 ნაწილისაგან შედგებოდა: მაჯაგანის ხე და პირი (ლითონის), ღვედი, სატერფე და კაპი. მაჯაგანის ხეს გათლილი და მოკაული თავი აქვს, მასში ჩასმულია ლითონი. ხე ბოლოში ჩაჭედილია, რითაც ღვედის საშუალებით იმაგრებს ფეხის ჩასადგმელ რგოლს, რასაც ადრე ტყავისას, მოგვიანებით კი ლითონისას ამზადებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში რგოლი შეიძლება ყოფილიყო წნელისაც. დასამუშავებელ ტყავს ჯერ კისრით დაჰკიდებდნენ ხეზე და ამუშავებდნენ, შემდეგ ბარკლით, დუმითა და ფერდით. მომუშავეს მარცხენა ხელით ტყავი ეჭირა, მარჯვენათი - მაჯაგანის ხე, მარჯვენა ფეხი მაჯაგანის სატერფე კაპში ჰქონდა შედგმული, როცა მას მარჯვენა ხელით მაღლა ასწევდა, ფეხსაც ააყოლებდა, შემდეგ დაბლა დასწევდა, მაჯაგანის პირს ტყავის ნაწილს ჩამოჰკრავდა და ასე აწარმოებდა ტყავის მოქნას. ტყავმა უნდა იტრიალოს, სანამ არ დამუშავდება. უნდა გახდეს ბუმბულივით, „თვალად თეთრი“ და ხელის შეხებით რბილი. ამის მისაღწევად მაჯაგანს ასჯერ მაინც აუსვამ-ჩამოუსვამდნენ ტყავს (ხევი). ადრე მაჯაგანში გამოსაყვან ტყავს მუხლებზე დაიფენდნენ, ოდნავ მოხრილ რკინის დანას უსვამდნენ და ამ გზითაც მოჰქნიდნენ მას. დაბახანაში თრიმლით დამუშავების დროს იყენებდნენ იმავე იარაღს, რასაც მედაბღეები „დემურს“ უწოდებდნენ. ქვ. სვანეთში რკინის დანის ნაცვლად სცოდნიათ არჩვის ან ღორის ყბის ძვლის, ან დაბკილული ხის ხმარება. მაჯაგანში გამოყვანილი ტყავით ტანსაცმელს, თავსაბურავებს, პაჭიჭებს და მისთანათ იკერავდნენ.

0x01 graphic

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

. .

მაჯიგარო - ღვინის თხლისაგან დამზადებული სამარხვო საჭმელი მგდანი - კირწყლით სავსე ჭურჭელი, სადაც ტყავებს ყრიდნენ დასალბობად, რომ მერე კარგად გაესუფთავებინათ.

მებაირაღე//ბაირახტარი - აქ: ხელოსნები დღესასწაულის დროს გამოიტანდნენ ბაირაღს და ძლიერ მამაკაცს ჩააბარებდნენ, კარგად რომ ეტარებინა, ბაირახტარს წელზე შემოხვეული ჰქონდა მოქსოვილი ქამარი, რომელშიც ბაირაღის ტარი მაგრდებოდა.

მებოძირი - გზათაგასაყარი. ძველი ბერძენი ავტორების ცნობით, კოლხებს წესად ჰქონიათ ასეთ გზაჯვარედინებზე ქვისა და ხის სანიშნობლების მოწყობა, რომელიც მგზავრს გზის მიმართულებას აცნობდა. მათივე ცნობით, ასეთ სანიშნობლებს „კვირბები“ რქმევიათ და ადგილობრივი დამწერლობით მათზე საცნობარო წარწერა ყოფილა ამოკვეთილი. ზემო იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, არის სოფელი ნებოძირი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მისი დასახელება მიანიშნებს იმ ძველი გზისმაჩვენებლის შესახებ, რომელიც აქ უნდა არსებულიყო.

მედალიონი - სხვადასხვა ფორმის ყელის სამკაულია. ატარებენ ჩამოკიდებულს. მედალიონები შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური ან გულის ფორმის. ამზადებენ ძირითადად ოქროსას ან ვერცხლისას. მედალიონი შეიძლება იყოს თვლებით შემკული ან უთვლებო, ტიხრული მინანქრისა, ფილიგრანული, გლუვი და სხვ.

ლიტ.: В.И. Марченков, Ювелирное дело, 1984. .სელივანკინი, . სერენკო, . ციპლაკოვი, საიუველირო საქონელი და საათები, 1958.
. .

მეზირ- - ოჯახის მფარველი, კარგი ბედისა და ბარაქის მიმნიჭებელი. სვანების წარმოდგენით, ყოველ სახლს თავისი მფარველი ძალა ჰყავდა და იგი ცოცხალი არსების - ხბოს, თაგვის, უხსენებლის, ქათმის და სხვა სახით სახლში იმყოფებოდა. მეზირ-ის რწმენასა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს სვანები „ქორა ლემზირ“-ს (სახლის ლოცვა) ან „ქორა სახ“-ს (სახლის წესი) უწოდებდნენ.

. .

მეთუნეობა - ნივთიერ კულტურაში უაღრესად ფართო ადგილი უჭირავს მეთუნეობასა და სამეთუნეო ნაწარმს. იგი დაკავშირებულია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის თითქმის ყველა სფეროსთან.

0x01 graphic

საქართველოში კერამიკის ისტორია უხსოვარ დროში იღებს სათავეს, კერამიკის წარმოების დაწყება კაცობრიობის ახალი ეტაპის მაუწყებელია. გარკვეული ხანიდან თიხის ჭურჭელი საოჯახო ყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად იქცა. ამან განაპირობა კერამიკული ფორმების შესაბამისობა მის ფუნქციასთან. ამიტომაა არქეოლოგიურ მონაპოვართა ფორმები ასეთი ლამაზი და მრავაფეროვანი. ენეოლითის ხანიდან მოყოლებული სამამულო კერამიკამ განვითარების რთული გზა განვლო. ტექნიკის განვითარებას თან ახლდა ფორმების, ფერებისა და მხატვრულად გაფორმების ხანგრძლივი ცონდა და გამოცდილების დაგროვება. უკვე ძვ. წ.ა. დასასრულისთვის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან, მემინდვრეობა, მესაქონლეობასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგები, რომელთა განვითარების უწყვეტობა დღევანდლამდის მოიტანა ქართულმა ხალხურმა კერამიკულმა წარმოებამ.

0x01 graphic

მეთუნეობის ტექნიკა თანდათან ვითარდებოდა. თავდაპირველად ქალის მიერ ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი ღია ცეცხლზე იწვებოდა, შემდეგ გაჩნდა სამეთუნეო იარაღი - მორგვი, რაზედაც ჭურჭელი კეთდება. ჩარხის გაჩენამ საკმაოდ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა, კერამიკული წარმოება ქალიდან მამაკაცის ხელში გადავიდა. ჩარხმა მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად აქცია.

0x01 graphic

კერმიკული ცენტრების აღმოცენება მარტო არსებული შესაფერისი თიხის საბადოებით კი არ განისაზღვრება, არამედ შემოსავლის ახალი წყაროს ძიებითაც. კერამიკული წარმოების ცნობილი კერების შემოწმებით დასტურდება, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას ვარგისი მიწის უმნიშვნელო ფართობი ჰქონდა, რის გამოც მიწათმოქმედება საჭირო შემოსავლის მხოლოდ ნაწილს იძლეოდა. ამ გარემოებამ კი კერამიკული წარმოება საქართველოს ზოგიერთ სოფელში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარსებო წყაროდ გადააქცია.

ძლიერ ტრადიციებზეა დამყარებული XIX-XX საუკუნეების ქართული ხალხური კერამიკული წარმოება, რაზეც მეტყველებს თიხის ჭურჭელის დამზადების კერები: ქიზიყში - ბოდბისხევი, ანაგა, ვაქირი; გარე კახეთში - ნინოწმინდა, კაკაბეთი; შიდა კახეთში - თელავი, რუისპირი, იყალთო, ველისციხე; ქართლში - თბილისი, მცხეთა, არაგვისპირი, ცხავატი, გორი, მეჯვრისხევი, ვანათი, ქემერტი, დმანისი, წაღვლი; იმერეთში - შროშა, საწაბლე, მაქათუბანი, გეზრული, ბოსლევი, ჯოყოეთი, დიდწიფელა, ჩხირაული, რიონი, ვარციხე; გურიაში - აკეთი, აცანა, ნაგომარი; ლეჩხუმში - საირმე; რაჭაში - ონი, შეუბანი, ლაჩთა; სამეგრელოში - ნამიკოლოვო, გურძემი; აფხაზეთი - გუდაუთა; აჭარა - ხეცუბანი. ცხოვრების პირობების გარდაქმნასთან დაკავშირებით აღნიშნულ წარმოების სახელგანთქმულ ცენტრებში დღეს მეთუნეობა უკიდურესად დაეცა და მხოლოდ რამდენიმე ცენტრიღა ფუნქციონირებს.

ქართული მეთუნეობის ძირითადი სახეებია: 1. წყლის ჭურჭელი; 2. რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ჭურჭელი; 3. მევენახეობასთან დაკავშირებული ჭურჭელი; 4. სამზარეულო ჭურჭელი; 5. ჭურჭელი პურეულისთვის; 6. საამშენებლო კერამიკა; 7. სპეციალური დანიშნულების საგნები.

თიხის ჭურჭლის დამზადებისა და მისი შემკულობის მიხედვით მასალის კლასიფიკაცია შემდგენაირად ჯგუფდება: 1. წითელი ჭურჭელი; 2. მოწერნაქებული ჭურჭელი; 3. მოჭიქული ჭურჭელი; 4. ზეთის საღებავით მოხატული ჭურჭელი.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, კერამიკული წარმოება საქართველოში, 1995.
. .

მეთუნუქე - შავ და ფერად თუნუქზე მომუშავე ხელოსანი. ეს ხელობის ახალი დარგია და უშუალოდ დაკავშირებულია ფურცლოვანი თუნუქის მასიურ გავრცელებასთან. ამ დარგმა თავისი პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე სწრაფად იწყო აღმავლობა. შავი ფერის თუნუქისაგან კეთდებოდა სახლის სახურავები, ღუმელები და სხვ. ფერადისაგან კი სანათები, ჩაიდნები, ჭრაქები, შანდლები, ვენახის შესაწამლი მანქანები. მეთუნუქეები ქალაქის ბაზრებში მუშაობდნენ და იქვე ყიდდნენ თავიანთ ნაწარმს.

0x01 graphic

ლიტ.: . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და
ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986
. .

მელანი - უძველესი საწერი საშუალება. ერთგვარი სითხე, რომელიც მზადდებოდა სხვადასხვა ტიპის ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისაგან. ადამიანები ფლობდნენ მელნის დამზადების სხვადასხვა ხერხს. მელანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელნაწერთა დაცვა-შენარჩუნებისათვის, ამიტომ ცდილობდნენ დაემზადებინათ ისეთი მელანი, რომელიც კარგად გაუძლებდა დროსაც და ბუნებრივ პირობებსაც. ქართული ხელნაწერები ძირითადად შესრულებულია შავი და წითელი მელნით, რომლის მიღების რეცეპტები იმდენად ყოფილა დახვეწილი და გამძლე, რომ უმეტესობა ამ ნაწერებისა დღესაც კარგად იკითხება. ისიცაა, რომ უხარისხო მელნის გამო ზოგიერთი ხელნაწერი აღარ იკითხება და ბევრი ძვირფასი ცნობა სამუდამოდაა დაკარგული. საგულისხმოა, რომ მცხეთაში აღმოჩენილ იქნა ელინისტური ხანის სამელნე და საწერკალმები, რაც იბერიის სამწერლობო საქმიანობის უეჭველ დადასტურებას წარმოადგენს.

..

მელული//მერული (რაჭ.) - წიფლის ხისგან დამზადებული დაკბილული ნიჩაბი. ძირითადად იხმარება საწნახელში ყურძნის წურვისას ჭაჭის მასის მისაწევ-მოსაწევად.

მელულს იყენებდნენ ახლად გალეწილი ბზის გასანიავებლადაც.

0x01 graphic

მემარნე - მარნის გამგე, ღვინის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი. დიდი საღვინე მეურნეობის პირობებში მემარნე აუცილებელ თანამდებობას წარმოადგენდა. მემარნეს ზრუნვის საგანს შეადგენდა ჭურების რეცხვაზე კონტროლი, მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება, გადაღება, დახარისხება და სხვა. ღვინო ინახებოდა მარანში მემარნის მეთვალყურეობით და როცა მას მოითხოვდნენ სახარჯავად, მაშინ მემარნე ღვინოს ჩააბარებდა მეღვინეს, რომელიც ამოწმებდა ღვინის ღირსებას და ამ დროს გამოირკვეოდა, თუ როგორ შეასრულა თავისი მოვალეობა მემარნემ, თუ ღვინოს რაიმე ზადი აღმოაჩნდებოდა, მაშინვე მემარნესდაედებოდა ბრალი. დასტურლამალში ნათქვამია: „როცა მეღვინეს ღვინოს მიაბარებდეს მემარნე, მიმღებმა ნახოს თუ ან წყალნარევი ან ქვევრის-გემოვანი ან უხელობითა წამხდარი იყოს, ის ღვინო გამოართუან და ერთი იმთონი მემარნეს სხვა წაართვან თავისი“ ე.ი. ორმაგად უნდა ეზღვევინებინათ მოვალეობის ცუდად შესრულებისათვის.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მსმკი, 1964.
. .

მენახშირე - პირი, რომელიც ნახშირს გამოწვავდა და დაჰქონდა გასაყიდად როგორც სამჭედლო საქმიანობისათვის, ასევე გასათბობად. (იხ. ნახშირი).

0x01 graphic

მენელსაცხებლე (ძვ.) - ნელსურნელოვანი, კოსმეტიკური ნივთიერებების დამამზადებელნი ძველ საქართველოში. ერთ-ერთი უძველესი ხელჯობა იყო როგორც ქრისტიანთა, ასევე მუსულმანთა შორის. ძველად ამ დარგს „ხელოვნება ნელსაცხებლისა“ ეწოდებოდა.

. .

მეპრატაკე - ძველად „ტყავის მოქმედს“, ანუ ტყავის გამომყვანს ეწოდებოდა.

მერდინი (მოხ. მთიულ.) - 1. შინნაქსოვი აბრეშუმის თხელი თავსაბური, ჩიქილა, მანდილი. 2. გურიაში წმინდა საცერს, სამტკიცს უწოდებენ.

მერხი//მეხი - სამამაკაცო საჯდომი გრძელი სკამი საქართველოს მთიანეთში. გვხვდება მკლავიანი, უზურგო, ზურგიან გვერდებიანი. ჰქონდა ძლიერი მუხის დირეები, რომლებიც ფეხის ბუდეებში მაგრდებოდა. მათი ოთხივე ფეხის მრგვალ თავებზე მზის სიმბოლო - ბორჯღალა იყო ამოკვეთილი. სოციალური თვალსაზრისით, მერხი მამაკაცების დასაჯდომს წარმოადგენდა. იდგა კერის მარჯვენა - საკაცო მხარეს საუფროსო სავარძლის შემდეგ. კერის მარცხენა მხარე საქალოდ იყო წოდებული. ქალებს საკაცო სკამზე დაჯდომა ეკრძალებოდა. ისინი ისხდნენ დაბალ სამფეხა „კერის სკამებზე“, ბალიშებზე - „ქუნთებზე“ (ხევი) ან დაბალფეხიან გრძელ უზურგო სკამებზე. კერასთან საკაცო და საქალო ადგილების გამოყოფა მკაცრად იყო დაცული ჭამის დროსაც კი. მამაკაცები შემოუსხდებოდნენ მათ წინ დადგმულ ტაბლებს, დედაკაცები თავიანთ დაბალ მაგიდასთან შეექცეოდნენ საჭმელს. ზურგიან-გვერდებიან სკამებიდან ყურად ღებას იქცევს სვანური „ლერგიმ“-საკაცო სკამი, რომელიც ამ ტიპის სასხდომების განვითარებული სახეობაა. მასზე ამოკვეთილ ორნამენტებს შორის კომპოზიციური ადგილი ბორჯღალას უჭირავს. როგორც აპოთროპეულ ნიშანს, მას ვხვდებით ავეჯის ყველა სახეობაზე. დიდი იყო ლერგიმის როლი რიტუალებშიც. ბოლო დრომდე „მესარობის“ (ხორციელის შაბათი) დღესასწაულზე სრულდებოდა შესაწირავი ზვარაკის (ღორის) დაკვლა მაჩუბში - საცხოვრებელში მდგარ მერხზე. სისხლი მერხქვეშ შედგმულ ბაკანში (ჯამში) გროვდებოდა. სისხლის დანახვა უცხოთათვის იკრძალებოდა. მსგავს მინიშნებასთან გვაქვს ადგილი ხევსურეთშიც, მართალია, აქ საკლავს სკამზე არ კლავდნენ, მაგრამ მერხისთვის სისხლის პკურება სავალდებულო იყო.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ლიტ.: . ბარდაველიძე, ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნების ისტორიიდან, მიმომხილველი I, 1949. . სურგულაძე
ქართული
ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, 1986. . ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973.
. .

ესპილენძეობა - მესპილენძეობას საქართველოში ღრმა და თვითმყოფადი ტრადიციები გააჩნია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველი ტომები ლითონის დამუშავებით უძველესი დროიდანვე იყვნენ ცნობილი. მოსინიკური სპილენძი, ხალიბური რკინა და სვანური ოქრო ცნობილი ყოფილა მათი მოპოვებისა და დამუშავების ადგილებიდან გაცილებით შორს. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომები მოიპოვებდნენ და ადნობდნენ ლითონებს, კარგად იცნობდნენ სპილენძის მადანს. გადასადნობად გამოიყენებოდა სულფიდური მადანი. მოგვიანებით, გასაუმჯობესებლად იყენებდნენ სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის (თუთია, დარიშხანი და სხვა) მინარევებს. სპილენძის მოპოვება-დამუშავებას ხელს უწყობდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდიდარი საბადოები, რომელთა შორის აღსანიშნავია ჭოროხის ხეობა დასავლეთ საქართველოში და ალავერდის საბადო - აღმოსავლეთ საქართველოში. სპილენძი და ბრინჯაო გამოიყენებოდა საბრძოლო, სანადირო და სამეურნეო იარაღების დასამზადებლად, იხმარებოდა აგრეთვე სამკაულებისა და საკულტო ნივთების გასაკეთებლად. სპილენძისგან ამზადებდნენ საოჯახო ჭურჭელსაც.

დღეისათვის ქართულ ხალხურ მეტალურგიაში სულფიდური მადნიდან სპილენძს არავინ ადნობს. ხდება სპილენძის ჯართის გამოდნობა, რაც გულისხმობს სპილენძის ძველი, ხმარებიდან გამოსული ჭურჭლის ხელმეორედ გამოდნობას.

. .

მესტვირე - გუდა-სტვირზე დამკვრელი, რომელიც სოფლიდან სოფელში დადიოდა. იგი დაუპატიჟებელი, მაგრამ ყველა სახალხო შეკრების სასურველი სტუმარი იყო. მონაწილეობდა სადღესასწაულო და საოჯახო წეს-ჩვეულებათა შესრულებაში. მხნეობას მატებდა მშრომელ კაცს და სიხალისე შეჰქონდა მის ერთფეროვან ცხოვრებაში. იგი „ბეჩავს კაცს ატარიელებდა“ (ვაჟა). ქორწილის დროს მაყარივით აუცილებელი წევრი იყო ლხინისა. მექორწილეები „იმის სტვირის დაკვრაზე როკვას დაიწყებდნენ, მესტვირე მრავალს ქებას შეასხამდა მექორწილეებს, სხვადასხვა სიმღერის ხმებში, რომელიც ამისათვის მიიღებდა საჩუქარს ყველასაგან“. მესტვირე ნათლობის შემდეგ გამართულ ქეიფშიც სუფრის დამამშვენებელი ყოფილა. ხატობებზე იკრიბებოდნენ საუკეთესო მომღერალ-მესტვირეები. მათი საშუალებით ხალხში გადადიოდა ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები. ბერიკაობისას მესტვირე ბერიკულს უკრავდა. მოხუცები იხსენებდნენ ცნობილ მესტვირეებსა და მოჭიდავეებს, ისმებოდა მათი სადღეგდრძელო. მესტვირე სამგლოვიარო ჰანგზეც უკრავდა, ჭირისუფალი კი მესტვირის ხმაზე ტიროდა. მესტვირე ხალხური პოეზიის მიხედვით შაირსიტყვათა მომღერალია. მესტვირე სტვირზე დამღერებით გადმოსცემდა ადამიანთა სოციალური ყოფის ამბებს. მათ გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი საახალწლო მილოცვათა ტექსტების შექმნაში.

ლიტ.: . ცანავა, ქართული მესტვირული პოეზია, 1953. . გრიშაშვილი, ძვ. ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1927.
. .

მესტი - რბილლანჩიანი, კოჭთან მომდგარი დაბალყელიანი ფეხსაცმელი. ზოგჯერ მესტზე იცვამდნენ წუღას (იხ.) და უწოდებდნენ წუღა-მესტს.

მესტბაბუჩი (ახალც.) - მესტებისა და ქოშების მკერავი-ხარაზი.

. .

მეტიურა - ქართული ცულის ორიგინალური სახეობა, შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან: ყუა და ტანი. მეტიურას ტანი სწორია, შუბლი ოდნავვ გამოწეული, „ნიღრი“ დაქანებული, ყუის ბუდეში ხის ტარი ზის. გამოიყენებოდა ძირითადად ხის მოსაჭრელად და სატივე ხეების დასამუშავებლად („ნაცხვირის“ ამოსაღებად). მეტიურა თავისი ფორმით, ტანის მოყვანილობითა და ფუნქციით განათხარ ბრინჯაოს ცულებს ე.წ. „კოლხურ ცულებს“ უახლოვდება. მეტიურა და მისი მსგავსი ცულები - „ჩენგი“ და „კოდორა“ უმთავრესად წიწოვანი ტყით მდიდარ რეგიონებშია გავრცელებული.

ლიტ.: . გასიტაშვილი, ხითხუროობა აღმოსავლეთ საქართველოში, 1982.
. .

მეში (მოხ.) //კალთა (ფშ. ხევს.) - უზანგის ზემოთ მოთავსებული ოთხკუთხედი ტყავი, რომელიც იცავდა მხედრის ფეხს ცხენის ოფლისა და ბალნისაგან.

ლიტ.: . ლეონიძე, მესაქონლეობის ლექსიკონი, 1925.

მეჩეთი - მუსულმანთა სალოცავი სახლი, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს მაღალი კოშკი-მინარეთი საიდანაც სამღვდელო პირი-მოლა მორწმუნეებს მოუწოდებს ლოცვისათვის.

მზითევი - ქალის პირადი საკუთრება, რომელსაც ატანდნენ გათხოვებისას. ძირითადად შეადგენდა სამზარეულოდ სახმარ, საწოლ, შესამკობელ საგნებს. თბილისში სცოდნიათ მზითევის საჯაროდ გადატანა, რისთვისაც საგანგებოდ ქირაობდნენ მზითვის წამღებთ. არისტოკრატიულ ოჯახებში ჩვეულებრივად იწერებოდა მზითვის წიგნები, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის ნივთი, რომელთა გატანებაც ჰქონდათ განზრახული პატარძლისთვის ქმრის ოჯახში. შემორჩენილია რამდენიმე „მზითვის წიგნი“ (მაგ., ანუკა ბატონიშვილის), სადაც დაწვრილებითაა წარმოდგენილი სამზითვო საქონელი.

0x01 graphic

..

მიდიმოღმართა (ხევს.) - ხის, ნავისებური, სახელურიანი სასმისი, რომლის სახელურს ზოგჯერ ზოომორფული დაბოლოება ჰქონდა, ამ სასმისს უფრო სარიტუალო დანიშნულებით იყენებდნენ.

. .

მიზრაფი - თავმსხვილი დასარტყმელი ჯოხი ბრძოლის დროს.

მილი თიხისა - 1. წყალსადენისათვის, რომელსაც ამზადებდნენ თიხისგან და ძველ საქართველოში წყლის გაყვანის ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო. თიხის წყალსადენი მილები კარგად იცავდა წყალს გაჭუჭყიანებისა და მინარევებისაგან. ზამთარში ყინვაგამძლეა, ხოლო ზაფხულში გრილი. იშვიათია კუთხე საქართველოში, სადაც წყლით სარგებლობისათვის კერამიკული მილები არ ყოფილიყო გამოყენებული. გარეგნული ფორმით იგივეა, რაც დღეს გავრცელებული კერამიკული მილები. წყლის მილის კეთება მორგვზე ან ჩარხზე წარმოებს. დაზგაზე თიხის გუნდას დააკრავენ, გაასწორებენ და „ნაგულს“ ამოუღებენ. გულამოღებულ გუნდაში ხელის მოძრაობით მილს სიმაღლეზე აიყვანენ და თანდათან აწვრილებენ. პირიდან მცირეოდენი მანძილის დაშორებით სიმაგრისათვის მილს ირგვლივ რგოლი უკეთდება. ოდნავ შემშრალ მილს ძირს გამოაჭრიან, რომ მასში მეორე მილის პირი კარგად მოთავსდეს. გახმობის შემდეგ ქურაში გამოწვავენ. ხალხური გადმოცემით, გორის რ-ნის სოფ. ერედვის თავზე კარგი საძოვრები ყოფილა, სოფ. დიცელებს

იქ ცხვარ-ძროხა უზაფხულებიათ, რძის ჩამოტანას სიძნელეები ახლდა და თიხის მილებით დიცში რძე უწოდებიათ. მსგავსი ლეგენდა ზემო სვანეთშიც არის გავრცელებული. ორივე შემთხვევაში თიხის მილის ფართო პრაქტიკულ საჭიროებაზეა მითითება.

2. მილი საკვამლე - თიხისა, იმავე წესით მზადდებოდა, როგორც წყლის მილი, მისგან განსხვავებით მუხლის ადგილას ერთ მხარეს, ქუდის მსგავსი დახრილი სახურავი უკეთდებოდა წვიმა-თოვლისა და ქარისაგან დასაცავად.

. .

მინანქარი - ერთგვარი ქანია, რომელსაც მოიძიებენ, გაწმენდენ, დაფქვავენ, შეაზავებენ კომშის წვენთან, აადუღებენ, შემდეგ შეაცივებენ, გარეცხავენ და კვლავ აადუღებენ ბორასთან ერთად. იყენებენ საიუველირო საქმეში.

. .

მისხალი - მასის საზომი ერთეული. გავრცელებული იყო ებრაულსა და არაბულ მეტროლოგიაში. მისხალით აიწონებოდა ძვირფასი ლითონები: ოქრო და ვერცხლი.

..

მიტრა - მომრგვალებული ფორმის მაღალი თავსაბურავი, რომელიც ხატებითა და ძვირფასი ქვებით მდიდრულადაა შემკული. მას ღვთისმსახურების დროს მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები და დეკანოზები (მიტრით დამსახურებულ დეკანოზებს აჯილდოვებენ) ატარებენ. კათალიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტებისა და მთავარეპისკოპოსების მიტრები ჯვრებით გვირგვინდება. მიტრა სიმბოლურად იმ გვირგვინს მოასწავებს, რომლითაც მართალნი ცათა სასუფეველში შეიმკობიან.

0x01 graphic

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2005.
. .

მიწა თირი - საჭურჭლე მიწის შემადგენელი ნაწილი. იგი მოთეთრო ფერის „უღალო“, „უძალო“, „ტინტლი“, წმინდა მიწაა. ხელით ადვილად ისრისება. თირი წებოვანიც არის და მშრალიც. რომელსაც წებოვნება აკლია, შლაში ეწოდება. საჭურჭლედ წებოვანი თირის ჯობს, ცოტა რაოდენობით აყალოს შერევა სჭირდება. თირი მიწისაგან განსხვავდება ხელოსნები ცალკე გამოყოფდნენ საჭურე და საკრამიტე მიწას.

. .

მკის ჯვარი - თავთავისაგან დაწნული ჯვარი, რომელსაც მკის დამთავრების შემდეგ მესვეური (მეთაური მუშა) დაწნავდა, სამკალის პატრონის სახლში მიიტანდა და გადასცემდა დიასახლისს სიტყვებით - „ეს ძველი და სხვა ახალიო, ღმერთმა კიდევ ბევრს დაგვასწროსო“. „ამინ!“ - იტყოდა დიასახლისი და გამოუტანდა მამალს. მკის ჯვარს დიასახლისი ბოძზე ან კედელზე დაკიდებდა ანდა ბეღელში ჩააგდებდა,მომავალ წელს კი ახალი მოსავლის ლეწვისას პირველ კალოში შეურევდნენ.

კახეთში გავრცელებული ჩვეულების მიხედვით, „თესლის გატანის დღეს მას ფშვნიდნენ, „ღვინით აზიარებდნენ“, თესლში შეურევდნენ და იტყოდნენ - „ასე კაკალივით მარცვალი მოვიდესო“.

ნაცვალგარდას (შრომითი ურთიერთდახმარება) მონაწილეები მკის დამთავრების შემდეგ აწყობდნენ საერთო სუფრას. თითოეული მონაწილე მიდიოდა მამლით, რომელსაც ის ოჯახის დიასახლისისაგან იღებდა, როცა მას მკის ჯვარს გადასცემდა. ამ მამალს ჯვარის მამალი ერქვა, ხოლო მამლის ხორცით მოწყობილ სუფრას „ჯვარიმამლობა“.

ლიტ.: .ჯალაბაძე მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1990

მკუპრავი - ტყავის ჭურჭლის მომკუპრავი. ტყავის ჭურჭლის ფართო გამოყენების გამო საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მკუპრავობა გავრცელებული ხელობა იყო. კუპრი საქართველოს ბევრ რაიონში მოიპოვებოდა. კუპრის დამუშავება შემდეგნაირად ხდებოდა: კუპრს ადუღებდნენ სპილენძის ქვაბში მეხუთედის დარჩენამდე. მისი ხარისხი დამოკიდებული იყო დუღების ხანგრძლივობაზე, რაც მეტად ადუღებდნენ, კუპრი უკეთესი გამოდიოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ღვინის ჭურჭლის დაშაბვა და მოკუპვრა, რათა დიდხანს გაეძლო და ღვინოს სუნი არ მისცემოდა. გამზადებულ კუპრს ტყავზე ჩამჩით ასხამდნენ და ხელით ზელდნენ, ტიკის მოკუპვრის დასრულების შემდეგ ორი დღით ნიავზე ამყოფებდნენ გასაშრობად. გამშრალს ცხვრის ან ძროხის გაუმდნარ ქონს წაუსვამდნენ და დღე-ღამის განმავლობაში მასში წყალს ასხამდნენ, რათა სუნი გასვლოდა. სითხის ჩასხმა ტიკში კისრიდან ხდებოდა, ჩამოსხმა კი ფეხიდან. ფართოდ იყო გავრცელებული ჭურების მოკუპრვაც.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
. .

მოდგამი // ამბაზი // მონდავი // მეკომე // ალოვნობა // გადაბმა // მონამგლეობა - ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. აღმოსავლეთ საქ-ს ბარში მიწა იხვნებოდა მრავალხარშებმული მძიმე სახვნელი იარაღით - დიდი ქართული გუთნით. სახვნელი იარაღის ეს ტიპი გათვალისწინებული იყო ვაკის ნიადაგის რელიეფისათვის და კარგად პასუხობდა მის სპეციფიკურ პირობებს. საქართველოს ამ რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ანეულს (იხ.) ანეულად მიწა ღრმად იხვნებოდა, რაც ნიადაგის სინესტეს ინახავს. ეს კი, თავის მხრივ, დიდი გუთნით მუშაობას მოითხოვდა. ამ იარაღით მუშაობასთან დაკავშირებული იყო შრომითი კოოპერაცია ხვნა-დღეების განაწილების ნორმირებული, დიფერენცირებული სისტემით - ყოველი წევრის მონაწილეობის ანაზღურება ხდებოდა ალოებით (ერთი დღის ხვნა), მისი ამ ამხანაგობაში იარაღით, გამწევი ძალით თუ პირადი შრომით მონაწილოების შესაბამისად.

გამართული დიდი გუთანი (იხ.) საკმაოდ ძვირად ღირებული სახვნელი იარაღი იყო. მასში აბამდნენ 6-12 უღელ გამწევ ძალას. ეს დამოკიდებული იყო გუთნის სიდიდეზე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სხვადასხვა ნაწილში გავრცელებული დიდი გუთნები ნიადაგის თავისებურების მიხედვით ზომით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. დიდი გუთნით მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3-6 მეხრე. გლეხთა ოჯახების მხოლოდ ნაწილს შეეძლო მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით. ეს უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები იყო, რომლებიც XIX ს-ის ბოლოს - XX ს. დასაწყისისთვის სპორადულად იყო შემორჩენილი. პატარა ოჯახები კი, როგორც წესი, ხვნის დროს შრომით გაერთიანებას მიმართავდნენ. რამდენიმე ოჯახი აერთებდა ინვენტარს, მუშახელს და გარკვეული ხნის განმავლობაში რიგრიგობით ხნავდა თავის მიწას. ყველა სოფელში კომპლექტებოდა ხვნასთან დაკავშირებული კოოპერაციის გარკვეული რაოდენობა.

0x01 graphic

დიდი გუთნის ხვნასთან დაკავშირებული შრომითი გაერთიანება ცნობილი იყო მოდგამის, ამბაზის, მონდავის, მეკომეს, ალოვნობის, გადაბმის, მონამგლეების, ამგლის სახელწოდებით. მათ შორის ყველაზე პოპულარული იყო მოდგამი, რომელიც საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთსა და მესხეთში.

მოდგამის წევრებს შეარჩევდა გუთნის პატრონი, რომელიც, როგორც წესი, გუთნისდედა და, ამდენად, მოდგამის ხელმძღვანელი იყო. XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში მოდგამის წევრების შერჩევისას ნათესაობის პრინციპს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ანეულის მოდგამისათვის მზადება ხვნის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებოდა. ამ მოსამზადებელ პერიოდს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოდგამის მუშაობა დიდად იყო დამოკიდებული მუშახელის სწორად შერჩევაზე, მეხრეების ფუნქციების განაწილებაზე, ასევე გუთნის აწყობასა და ხარკამეჩის სწორად განლაგებაზე გუთნეულში. გასათვალისწინებელი იყო სახნავი მიწების ადგილმდებარეობა და სხვა. წინასწარ უნდა განსაზღვრულიყო ყოველი წევრის მონაწილეობა შრომით თუ ინვენტარით, ხვნის რიგი და ა.შ. ყოველივე ამის ორგანიზატორი და მთელი შემდგომი მუშაობის ხელმძღვანელი გუთნისდედა იყო.

ხვნის დროს გუთნისდედას „გუთანი ეჭირა“. 8 უღელი ხარ-კამეჩის პირობებში უმთავრესად 4 მეხრე იყო - 2 დღისა და 2 ღამისა. დღის მეხრეებს ევალებოდათ ხვნის დროს ხარების გაძღოლა. ღამის მეხრეების მოვალეობას შეადგენდა, გარდა ხვნის დროს საქონლის გაძღოლისა, ხარ-კამეჩის გარეკვა საბალახოდ და მისი მოვლა-პატრონობა დილით გუთანში შებმამდე. ღამის მეხრეებად, ჩვეულებრივ, გამოცდილ გლეხებს აყენებდნენ. შედარებით ადვილი იყო დღის მეხრეების საქმიანობა. დღის მეხრეებად შედარებით ახალგაზრდები იყვნენ. ამათგან ერთ-ერთის (წინა მეხრე) მოვალეობას ხშირად 12-14 წლის მოზარდი ასრულებდა ხოლმე.

როგორც მოდგამის წევრების, ისე მუშა საქონლის შრომის, დასვენებისა და კვების რეჟიმი მტკიცედ იყო დადგენილი.

მხვნელთა მძიმე შრომას სიმღერა ახალისებდა და აადვილებდა. სიმღერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი გლეხი. გუთნისდედები ცდილობდნენ მოდგამში ჰყოლოდათ კარგი მომღერალი, რომელსაც ზოგჯერ სიმღერისთვის ზედმეტად უხნავდნენ ერთ დღეს. ხვნასთან დაკავშირებული სიმღერები შრომის პოეზიის სახეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და თემტურად მრავალფეროვანია. ეს სიმღერები ქართლ-კახეთში „ოროველებად“ არის ცნობილი.

მოდგამის დაპურება იმ ოჯახს ევალებოდა, რომლის მიწაც იხვნებოდა. ხვნის დროს მინდორში მიჰქონდათ სადილი და სამხარი. თუ სახნავ-სათესი მინდორი სოფელთან ახლოს იყო, ჯერი ოჯახის წევრს, მეტწილად ქალს მიჰქონდა. მოდგამში ქალის მონაწილეობა ამით იფარგლებოდა. როცა სახნავი შორს იყო, მაშინ საჭმელი გუთნისდედას მიჰქონდა დილით იმ ოჯახიდან, ვისი მიწაც იხვნებოდა. ქიზიყსა და გარე კახეთში ამისთვის გუთნისდედას ცხენი ჰყავდა, რაშიც ხვნადღე ერგებოდა. ზოგიერთ სოფელში, რომელსაც სახნავსათესი მინდორი განსაკუთრებით შორს ჰქონდა და ამიტომ მოდგამის ყველა წევრი მთელი კვირის განმავლობაში მინდორში იყო, გუთნისდედა შაბათს, სამუშაოს შემდეგ წამოვიდოდა, კვირას დაუვლიდა იმ ოჯახებს, რომლებისთვისაც მომავალ კვირას უნდა ეხნათ და იმათგან წაიღებდა სურსათ-სანოვაგეს იმის მიხედვით, თუ ვისთან რამდენი დღე უნდა ემუშავათ.

გუთნისდედა ვალდებული იყო ხვნა დაპირებულ ვადაში დაემთავრებინა. თუ რაიმე მიზეზის გამო მოდგამის მუშაობა რომელიმე დღეს ჩაიშლებოდა და მოდგამის რომელიმე წევრს ვერ დაუმთავრებდნენ დაწყებულ სამუშაოს, გუთნისდედა ვალდებული იყო ეს სამუშაო სხვა დღეს დაესრულებინა. თუ მეხრეებს ერთმანეთთან რაიმე სადავო აღმოუჩნებოდათ, ესეც გუთნისდედას უნდა მოეგვარებინა. უკიდურეს შემთხვევაში მას შეეძლო მოდგამის ურჩი წევრი ამ გაერთიანებიდან გაეძევებინა, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ უკვე გაწეული შრომა უნდა აენაზღაურებინა. გუთნისდედას თვალყური უნდა ედევნებინა, რომ მეხრეებს სხვისი საქონელი არ დაეჩაგრათ. ეს ყველაფერი მოითხოვდა მისგან გარკვეულ ორგანიზატორულ ნიჭს და ცოდნა-გამოცდილებას. გუთნისდედას სოფელში პატივს სცემდნენ. მისი განსაკუთრებული მდგომარეობა ისტორიულად მომდინარეობდა. გუთნისდედის გარკვეული შეღავათები ოფიციალურ დოკუმენტებშია ასახული. ერეკლე II განჩინებაში მორიგი ჯარის შესახებ აღნიშნულია, რომ როდესაც ხვნის დრო იყო, გუთნისდედას შეეძლო თავის მაგივრად თავისი „ბადალი“ გაეგზავნა.

გარეკახეთის სოფლებში გუთნისდედები წელიწადში ერთხელ ხვნის წინ გამართულ საღმრთოზე ირჩევდნენ უფროსს (უსტაბაში). ეს იყო ერთ-ერთი გუთნისდედათაგანი, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო გამოცდილი იყო და სოფელში ავტორიტეტით სარგებლობდა. მას გუთნისდედებთან ერთად უნდა დაედგინა ხვნის ჩატარების ვადები. მის მოვალეობად ითვლებოდა ხვნის წინ საღმრთოს ორგანიზაცია, ხვნის მთელი პერიოდის განმავლობაში მოდგამის მუშაობისათვის თვალყურის მიდევნება. თუ მეხრეები უკმაყოფილონი იყვნენ, მასთან შეეძლოთ ეჩივლათ. მასვე უნდა მოეგვარებინა ყოველგვარი უსიამოვნება, თუკი ამას ადგილი ექნებოდა. ერთადერთი საზღაური ყოველივე ამის გამო იყო ის პატივისცემა, რომლითაც უსტაბაში სარგებლობდა სოფელში. ზოგიერთ სოფელში მისი ფუნქციები შეზღუდული იყო და მხოლოდ საღმრთოს ორგანიზაციით იფარგლებოდა.

მოდგამის წევრებზე განაწილებული ალოების გარდა, ეს გაერთიანება მიწას უხნავდა სოფლის მენახირეს (სამენახირეო ალო), მეველესა და მჭედელს (მჭედლის ალო). ხვნის ხანგრძლივობას ზოგან ზრდიდა ისიც, რომ იქ ხნავდნენ სოფლის თანამდებობის პირთათვის. ბევრგან წესად იყო მიღებული ხვნა მიწათმფლობელთათვის ტყით, წყლით, საძოვრებით და სხვა სავარგულებით სარგებლობისათვის. ზოგან ქვრივ-ობოლთათვისაც იცოდნენ ხვნა. ზოგიერთ სოფელში ყველა მოდგამი თითო ალოს ყიდიდა და ამ ფულით საღმრთოს იხდიდა.

ცალკეულ რეგიონებში მუშახელისა და საქონლის რაოდენობა, ალოების განაწილების ნორმები არ იყო ერთნაირი, მაგრამ ყოველი კონკრეტული ადგილისთვის მტკიცედ იყო დადგენილი. შიდა ქართლში გუთნისდედას შრომაში 2 ალო ერგებოდა, ღამის მეხრეებსაც - ორ-ორი, დღის მეხრეებს - თითო. ერთ უღელ ხარსა და კამეჩში მათ პატრონებს თითო ალო, გუთნის პატრონს 2 ალო. აქედან ერთი ალო ივარაუდებოდა სახნისასთვის, ნახევარი - საკვეთელისათვის, ნახევარი გუთნის ხის ნაწილისათვის. გუთანი, სახნის-საკვეთით, როგორც წესი, გუთნისდედას ეკუთვნოდა. გუთანს 2 ღვედი (ტყავისგან დაწნული ღვედი, რომლის საშუალებითაც უღლები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული) სჭირდებოდა. თითო ღვედში მის პატრონს ნახევარი ალო ერგებოდა. ასევე ჯამბარა-აპეურების პატრონსაც ნახევარ ალოს უხნავდნენ. უმრავლეს შემთხვევაში ღვედები და ჯამბარა - აპეურებიც გუთნისდედისა იყო.

მოდგამის მუშაობასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს. ქართლ-კახეთის ბარში ანეულის ხვნის წინ იმართებოდა „სასოფლო საღმრთო“. კახეთის იმ სოფლებში, სადაც სათემო მიწათმფლობელობა იყო შემორჩენილი, სასოფლო საღმრთო განსაკუთრებული ორგანიზებულობით ხასიათდებოდა. ყოველ მოდგამს, ასევე ოჯახს, რომელიც დამოუკიდებლად ხნავდა, უნდა გაეყიდა თითო ალო (ფულს წინასწარ იღებდნენ). ამ თანხით ყიდულობდნენ საკლავს, ღვინოს და ხვნის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სასოფლო საღმრთოს მართავდნენ. სოფელი ეკლესიასთან შეიყრებოდა და პარაკლისის გადახდის შემდეგ საღმრთო სუფრა გაიშლებოდა. გუთნისდედები დალოცავდნენ მეხრეებს, უსურვებდნენ ერთგულად ემუშავათ და კარგად დაემთავრებინათ ხვნა-თესვა. მხვნელ-მთესველთა გარდა, აქ მოწვეულები იყვნენ: სამღვდელოება, მეცხვარეები, რომლებიც ცხვრით შეეწეოდნენ, მენახირეები, მეველეები. მოხუცებსა და ავადმყოფებს ულუფას სახლში უგზავნიდნენ. გარე კახეთის ზოგიერთ სოფელში საღმრთოს ორგანიზაციას გუთნისდედა ახდენდა.

მოდგამთან დაკავშირებული წესები, მტკიცედ გამომუშავებული ჩვევები მიუთითებენ იმაზე, თუ რამდენად ჰქონდა შესისხლხორცებული ეს ინსტიტუტი ქართველ გლეხობას. შრომის ორგანიზაციის ისეთ ფორმაში, როგორიცაა მოდგამი, ნათლადაა გამოკვეთილი ქართველი ხალხის სამიწათმოქმედო კულტურის მაღალი დონე, ყველა იმ მიღწევით, რაც საერთოდ გაიარა სახვნელმა იარაღმა და შრომის ორგანიზაციის ფორმებმა თავისი განვითარების უშორეს გზაზე.

ლიტ.: Т. Геладзе, Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, 1987.
. .

მოვი - აბრეშუმის თხელი ნაზი ქსოვილი, რომლისაგანაც იკერებოდა საცვლები, მზითვის წიგნებში ხშირადაა ნახსენები მოვის პერანგი და საწმერთული.

მოთალი - განსაკუთრებულად მომზადებული ყველი, რომელსაც ინახავენ ცხვრის გუდაში.

. .

მოლა (ლაზ.) - ერთგვარი მძიმე ქანი, რომელსაც ლაზები ბადის საწაფად იყენებენ. ამ ქანს ღუმელში გამოწვავენ, გახვრეტენ და მიაბამენ ბადეს.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
. .

მოლოზმა (ლაზ.) - ბადის სახეობა ლაზეთში, რომლის ნაპირებში (ღონა) უყრიან ნეკის სიმსხო ბაწარს და ზედ ასხამენ მოლას. ღონაში შესული თევზი გამოსასვლელს ვეღარ პოულობ სდა იოლი დასაჭერი ხდება.

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
. .

მონარეობა - (კახეთი, შიდა ქართლი, თუშეთი, ფშავი, ერწო-თიანეთი, მთიულეთი, ხევი) - მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის დიდმასშტაბიანი ფორმა -მეცხვარეების გაერთიანება. იგი დაკავშირებული იყო მესაქონლეობის ერთ-ერთ ფორმასთან - მთა-ბარობასთან. ეს უკანასკნელი გულისხმობდა ძირითადი დასახლებისაგან ტერიტორიულად მოწყვეტილი ცხვრის ფარებისა და მომვლელი პერსონალის მუდმივ მოძრაობას ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის საზაფხულო საძოვრებიდან აღმოსავლეთ საქართველოს საზაფხულო-საშემოდგომო და საზამთრო საძოვრებისაკენ, და პირიქით. მესაქონლეობის ასეთი მობილური ხასიათის მიუხედავად მთა-ბარობა სტრუქტურულად მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ და ორგანიზაციურ კავშირში იყო მიწათმოქმედებითა და მეურნეობის სხვა დარგებით დასაქმებულ ძირითად მოსახლეობასთან. საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წლიურ ციკლს ოჯახის ერთეული წევრები - მამაკაცები უძღვებოდნენ, რომლებიც ამ მიზნით მონარეობის შრომის ორგანიზაციის ფორმაში იყვნენ გაერთიანებულნი.

მონარეობა იყო სეზონური გაერთიანება. მასში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ცხვრის პატრონები ერთიანდებოდნენ, რაც განაპირობებდა მათ თანაბარუფლებიანობას. მონარეობაში გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. ფარას, რომელშიც 3000 ცხვარი შედიოდა, უნდა გაძღოლოდა 15-20 მწყემსი, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავდა მონარეების წევრთა რაოდენობას. 1000 სულზე ნაკლები ფარის გადარეკვა ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელი იყო, ხოლო ფარაში 3000 სულზე მეტი ცხვარი ფარის გაძღოლას აძნელებდა. მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოებაც, რომ ასეთ მრავალრიცხოვან ფარას ემატებოდა დაახლოებით 50-60 ცხენი, 20-30 სახედარი, 80-100 თხა.

XIX ს-ის ბოლოს-XX ს-ის დასაწყისში მონარეობა ძირითადად ტერიტორიულ-მეზობლურ გაერთიანებას წარმოადგენდა. მონარეების ორგანიზაცია აპრილიდან, ცხვრის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ იწყებოდა. გაერთიანებულ მონარეებს შორის ისეთ პირს, რომელსაც გააჩნდა მეცხვარეობის ორგანიზაციის დიდი გამოცდილება, იცოდა ცხვრის გადასარეკი მარშრუტები, ერკვეოდა საძოვრების ავკარგიანობაში და ა.შ. ბინის თავად - სარქლად ირჩევდნენ. მას ევალებოდა ცხვრის გადარეკვის ორგანიზაცია და შემდეგ საძოვარზე ყოფნის პერიოდში მუშაობის ხელმძღვანელობა.

საძოვრებზე მონარეებს შორის შრომა განაწილებული იყო. გამოყოფილი იყო მესაწველავე (მეწველი საქონლის მწყემსი), ასევე, მებატკნე, მეთოხლე, მებერწე, მებინავე. ამ უკანასკნელს შეშისა და წყლის მიტანა და ბინის დასუფთავება ევალებოდა. ყველის დამზადება სარქლის მოვალეობას შეადგენდა. მას მეკოდე ეხმარებოდა. სარქალი გამოჰყოფდა ბარგობად გასაგზავნ მწყემსებსაც, რომელთაც კვირაში ერთხელ ყველი ცხენებით ბარში უნდა გადაეზიდათ და უკან დაბრუნებისას მარილი და სხვა სურსათი ამოეტანათ. მონარევენი შემოსავალს მეწველი ცხვრის რაოდენოდის მიხედვით იყოფდნენ. ასევე, ხარჯებსაც (მარილი, ხალი, მგზავრობის დროს გზების და ხიდების შეკეთება და სხვა) ცხვრის რაოდენობის მიხედვით ინაწილებდნენ.

სექტემბრის ბოლოდან მეცხვარეები საზამთრო საძოვრებისკენ იღებდნენ გეზს. ზამთრის საძოვრებზე გადასვლისთანავე მონარეობა იშლებოდა. მონარეობის საზამთრო გაერთიანებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ იმ მეცხვარეებთან, რომლებიც ცხვარს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. როგორც საზაფხულო საძოვრებზე ცხვრის გადარეკვას, ასევე იქიდან დაბრუნებას საგანგებოდ აღნიშნავდნენ.

მონარეობა დამყარებული იყო თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, რასაც მისი წევრების საქონლის დაახლოებით თანაბარი რაოდენობა განსაზღვრავდა. გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ტრადიციული ფორმის პარალელურად XIX ს-ის II ნახევარში სოფლად კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებასთან ერთადჩნდება და მნიშვნელოვან ადგილს იჭერს დიდფარიან მეცხვარეთა მეურნეობები, რომლებიც ძირითადად დაქირავებული მწყემსების მხრიდან, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ დაეცვა წვრილი მეპატრონეები დიდფარიან მეცხვარეთაგან. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ყველა თემი ცდილობდა საძოვრის გადასახადი ცხვრის რაოდენობის მიხედვით გაენაწილებინა, რითაც აიძულებდა დიდფარიან მეცხვარეებს შეემცირებინათ თავისი ფარები.

ლიტ.: . აზიკური. შრომის ორგანიზაციის ფორმები თუშეთის მეცხვარეობაში. მსე, XX,თბ;1981; . ბოჭორიძე. თუშეთი, თბ;1993
Харадзе Р. Л. Грузинская семейная обшина Т. Б. 1960
. .

მონდავი//მანდავი - 1. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში გავრცელებულ მარტივ სახვნელებთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ფორმა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მიწათმოქმედების პატარა მასშტაბები განსაზღვრავდა ხვნასთან დაკავშირებულ შრომის ორგანიზაციის მარტივ ხასიათს. ხვნის დროს შრომითი გაერთიანების სიმარტივეს ხელს უწყობდა აგრეთვე იქ გავრცელებული მარტივი აგებულების სახვნელი იარაღი და მისთვის საჭირო გამწევი ძალისა და მუშახელის მცირე რაოდენობა. ამ მიზეზების გამო ხშირ შემთხვევაში ოჯახი დამოუკიდებლად ხნავდა მიწას, მით უმეტეს, რომ XX ს-ის დასაწყისშიც იქ გადმონაშთის სახით შემორჩენილი იყო საოჯახო თემი (დიდი ოჯახი).

მაღალმთიან ზოლში (ხევსურეთი, თუშეთი, ხევი) იქ გავრცელებული მარტივი სახვნელებით (კავწერა, კავის ტიპის სახვნელები, რომლებშიც ერთი უღელი გამწევი ძალა იბმოდა; მუშახელს შეადგენდა 2 წევრი - მხვნელი და მეხრე) ხვნისას დგებოდა შრომითი გაერთიანება ორ ოჯახს შორის. ეს იყო არაეკვივალენტური ურთიერთდახმარება - აუცილებელი იყო გამწევი ძალით თანაბარი მონაწილეობა. ხვნა-დღეების განაწილება არ იყო რეგლამენტირებული. თითოეულ ოჯახს უხნავდნენ იმდენს, რამდენიც მას სჭირდებოდა.

შედარებით დაბალ ზოლში გავრცელებული უფრო განვითარებული სახვნელებით (ფშაური აჩაჩა, მთიულეთ-გუდამაყარში მოქმედი ორხელა. გამწევი ძალა - 2 უღელი ხარი, მუშახელი - 2 ადამიანი) ხვნისას მონდავი იყო ეკვივალენტურ ურთიერთობაზე დამყარებული შრომითი გაერთიანება - მანდავის წევრები ერთმანეთთან დღეების თანაბარ რაოდენობას მუშაობდნენ, მათი ამ გაერთიანებაში თანაბარი მონაწილეობის (იარაღით, გამწევი ძალით, პირადი შრომით) საფუძველზე.

პირველად ის მიწა უნდა მოეხნათ, რომელიც „საწინაო“ იყო. სამუშაო დღის განმავლობაში საქონელს ერთხელ უშვებდნენ უღლიდან. ეს დრო ემთხვეოდა სამხარს. საქონლის საკვები, ჯერი და თესლი იმ ოჯახიდან მიჰქონდათ, ვისი მიწაც იხვნებოდა. მინდორში ჭამა ორჯერ იყო მიღებული სადილი და სამხარი. ვახშმობდნენ იმის სახლში, ვისი მიწაც იხვნებოდა იმ დღეს. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ქალი მემინდვრეობასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოში იღებდა მონაწილეობას. ხვნის დროს შრომა განაწილებული იყო ქალებსა და კაცებს შორის. ჯერის, თესლისა და საქონლისათვის ჩალის წაღება ქალების მოვალეობას შეადგენდა. მონდავში მეხრეებად როგორც ქალი, ისე კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუშეთში ქალი მხვნელის მოვალეობასაც ასრულებდა. ქალის მონაწილეობა ხვნაში განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო თუშეთისათვის, სადაც სამიწათმოქმედო საქმიანობა ქალის კომპეტენციაში შედიოდა და სადაც საერთოდ ქალის შრომის სფერო გაცილებით დიდი იყო, ვიდრე საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში. ხვნა-თესვასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს. უქმე დღეებსა და კვირაობით მუშაობა აკრძალული იყო. შაბათს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ. კვირა-უქმის „შენახვას“ გლეხები მკაცრად იცავდნენ არა მარტო ხვნის, არამედ სხვა სამუშაოების დროსაც წესის გამტეხს ხალხი რისხავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უქმე დღის გატეხისათვის ოჯახი მოუკვეთიათ. სამუშაო დღეს რომ სოფელში ვინმე გარდაცვლილიყო, ხვნას შეაჩერებდნენ.

ტერმინი მონდავი//მანდავი, გარდა აღმოსავლეთ საქართველოს მთისა, ცნობილი იყო აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ბარის იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურად ხდებოდა მთიელთა ჩამოსახლება.

XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში მონდავი//მანდავი არ იყო შეპირობებული ნათესაური კავშირით. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს სიტყვა (მონდავი//მანდავი) აღნიშნავს როგორც შრომით გაერთიანებას, ასევე ძმათა ცოლებს, მეტყველებს შრომით გაერთიანებაში ადრე არსებულ ნათესაურ პრინციპზე.

2. ძმათა ცოლები (თუშ. ქსნ. ხ.), 3. ხატის მსახური, დასტური (ფშ.).

ლიტ.: Геладзе Т. Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, 1987.
. .

მონი (ლაზ.) - ნიჟარებისგან გაკეთებული მძივი, რომელსაც ლაზი მეზღვაურები განსაკუთრებულ მაგიურ ძალას ანიჭებდნენ.

მორგვი//ბორბალი - აქ: თიხის ჭურჭლის დასამზადებელი ხელსაწყო. საქართველოში ჭურჭლის დასამზადებლად დღეისათვის ორგვარი კონსტრუქციის მორგვი გამოიყენება, პირველი, უფრო ძველი და პრიმიტიული - „ხელის მორგვი“ და მეორე, უფრო განვითარებული „ჩარხი“, ანუ „ფეხის ჩარხი“. ხელის მორგვი შედგება მრგვალი დისკოსაგან (მორგვის თავი ანუ მორგვი), „სამფეხისა“ (მორგვის ფეხისა) და „ჭიჭლაკის“, ანუ „მორგვის ძუძუსაგან“. ჭიჭლაკზე მორგვის თავია ჩამოცმული და ხელის ან ფეხის შეხებით ორივე მიმართულებით მოძრაობს. მორგვის ძირი და თავი კოპიტის ან ნიგვზის ხისაგან მზადდება, ჭიჭლაკი კი ბზისაგან. სამეთუნეო საქმეში მორგვის გამოყენებამ სრული გადატრიალება მოახდინა. ეს იყო ტექნიკური პროგრესი, რომლის დროსაც ხელოსანს შესაძლებლობა ეძლეოდა ორივე ხელი ჭურჭლის ამოყვანა-შენებისათვის გამოეყენებინა. მორგვის გამოყენებამ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა და შესაძლებლობა მისცა მას დაემზადებინა თხელკედლიანი, ერთგვაროვანი და სიმეტრიული თიხის ჭურჭელი, გაიზარდა აგრეთვე გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. ცნობილი არქეოლოგის, გ. ჩაილდის შეხედულებით, მორგვის გამოყენებით მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად იქცა.

0x01 graphic

ლიტ. . ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949.
. .

მოსართავი - ტყავისაგან დამზადებული, „უნაგირის მოსაჭირებელი“ (საბა). მოსართავებისათვის ტყავს ყუთუღში დაამუშავებდნენ და შემდეგ შუფრით (დანა) ზოლებად დაჭრიდნენ. სამეგრელოში მოსართავებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მკეთებელი ხელოსნები არსებობდნენ, მეუნაგირეებიც ამზადებდნენ. ერთი ხარის ტყავი ყოფნიდა ხუთი უნაგირის მოსართავს. ტყავს 4 ნაჭრად ჭრიდნენ, წყალში რეცხავდნენ, შემდეგ (დარაბა//სახელოსნო) სპეციალურ ხელსაწყოში - ბაჭაჭყაში დაჭიმავდნენ, ძროხის ქონით დაამუშავებდნენ და ზელდნენ. ამის შემდეგ თბილ წყალში გარეცხავდნენ, გააშრობდნენ და ისევ ბაჭაჭყაში გაასწორებდნენ. ასე დამზადებულ ტყავის საუკეთესო ნაწილს მოსართავებად, ხოლო სხვა ნაწილებს ლაგმისა და ბუდნებისათვის ხმარობდნენ. მოსართავი რამდენიმე სხვდასხვა დანიშნულების თასმაა. საჭირო იყო სამი მოსაჭერი - წინა, შუა და უკანა. წინა მოსართავი ცხენის აღმართზე ასვლის დროს უნაგირს იცავდა უკან დაცურებისაგან. შუა-ბალიშს კეხზე ამაგრებდა, ხოლო უკანა - დაღმართზე ჩასვლისას წინ წაცურებისგან იცავდა. მოსართავები უნაგირზე ორი მხრიდან მაგრდებოდა- ცხენის მარცხნივ ბალთებით იკვრებოდა, ხშირ შემთხვევაში ვერცხლის ნაწილები ჰქონდა.

ლიტ.: . ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. . აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
.

მოსასხამი - აქ: ხევსური ქალის ერთგვარი ტიპის სამოსი. მძივებითა და ჟღარუნებით შემკული, ცრუსახელოებიანი მოსასხამი. ხევსურული ტალავარის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, გამოიყენებდნენ სადღესასწაულოდ.

0x01 graphic

0x01 graphic

მტევანი - აქ: საფლავის ქვებზე გამოსახული მტევნები, როგორც ნაყოფისა და ნაყოფიერების სიმბოლო. ქრისტიანული სიმბოლიკით მტევანში განსახიერებულია მაცხოვრისა და წამებულ წმინდანთა სისხლი, ასევე მორწმუნის ნაყოფიერი მოღვაწეობა.

0x01 graphic

. .

მტკაველი - უძველესი სიგრძის საზომი. დამოწმებულია დაბადების ქართულ თარგმანში. სულხანსაბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით მტკაველი არის „ცერი და ნეკი გაჭიმული“. ლეჩხუმში მტკაველით მიწის ხნულის სიღრმესაც ზომავდნენ. რაჭაში სახვნელი კავი ზომით 10 მტკაველი მაინც უნდა ყოფილიყო. ადლის სისტემაში მტკაველი მის მეოთხედ ნაწილს შეადგენდა. XVIII ს-დან მტკაველის ნაცვლად უფრო ხშირად იხმარებოდა ჩარექი, რომელიც ასევე ადლის მეოთხედი ნაწილი იყო.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. . ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.
..

მუზარადი - თავდასაცავი საჭურველის სახეობა. გამოიყენებოდა ბრძოლის დროს თავდაცვის მიზნით. არქეოლოგიური მასალის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს მუზარადები, ხოლო გვიან საუკუნეებში მას რკინისა და ფოლადისაგან დამზადებული მუზარადები ცვლის. შუა საუკუნეების საუკეთესო ქართული მუზარადები საქართველოდან ევროპაში გაიტანეს მუზეუმის უცხოელმა თანამშრომლებმა. გვიანფეოდალური ხანის ქართული საბრძოლო თავსაბურავები ძირითადად ოთხი სახისაა-ჩაჩქანი (ჯამის ფორმის), კვერცხისებური მუზარადი, ფაფანაკის ფორმის და ჩაბალახი. ქართული მუზარადები დამზადებულია ფოლადისაგან, კვერცხისებური თავსაბურავი ბოლოსკენ წაწვეტებულია და მთლიანობაში ძაბრისებულ ფორმას ღებულობს, წვერი უმეტეს შემთხვევაში ოთხწახნაგა შუბისპირით ბოლოვდება. ზედაპირზე უმეტესად გამოსახულია სხვადასხვა ორნამენტები და ვარდულები. მუზარადს წინა მხარეს აქვს საცხვირე (ცხვრის დასაცავი), რომელიც საჭირო მდგომარეობაში ხრახნის საშუალებითაა მიმაგრებული. მუზარადზე უკანა მხარეს, ყურებისა და კისრის დასაცავად, გარშემო დამაგრებულია ჯაჭვის მჭიდროდ ნაქსოვი ბადე (ზარადი). მუზარადს შიგნიდან გამოკრული ჰქონდა ნაბადი, ვინაიდან შიშვლად რკინის დაფარების შემთხვევაში, შესაძლოა მოწინააღმდეგის დარტყმა მებრძოლისათვის სავალალო შედეგით დამთავრებულიყო. მეომრები სვამდნენ გამარჯვების სადღეგრძელოს დამარცხებულთა მუზარადით. ხშირად მტრის მუზარადი ეკლესიისათვის შეუწირათ. მუზარადი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მას საბოძვრად, საჩუქრადაც გამოიყენებდნენ (იხ. აბჯარი). გარდა ამისა, საქართველოში წარჩინებული ვაჟკაცი იარაღის ხარისხითაც ფასდებოდა, „მანუჩარმა... ოქროიანი მუზარადი თავს დაირქვა“ ან „ლიპარიტის... ოქროთ მოჭედილსა ფარსა მისგან და მუზარადისა მიერ სხივნი სცვიოდენ ვითარცა მზისა მიერ“ და სხვ.

0x01 graphic

ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში, ხალხურ პოეზიასა და წერილობით წყაროებში უფრო ნაკლებად გვხვდება ტერმინი „მუზარადი“. ქართველები მას უმეტესად „ჩაჩქანს“, ასევე „ჩაფხუტსა“ და „ჩაბალახს“ უწოდებენ. მაგ.: „ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი“ ან „საჩქაროდ გადაიხურა ჩაჩქანი ზარადიანი“ და სხვ.

0x01 graphic

ლიტ.: . ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი (ჩაჩქანი), სსმმ XIX-A XX-B, 1957.
. .

მუთაქა - საბან-საწოლის ელემენტი, ნაჭრის ან მოქნილი ტყავისაგან შეკერილი, რომლის შიგთავსი იყო ბუმბული, თივა, ბამბა, იკერებოდა თავისა და ბალიშქვეშ ამოსადებად.

0x01 graphic

მუჟირა//მუჯირა (სვ.რაჭ.) - მუჟირა წარმოადგენს შვინდის ხის კეტს რომლის სიგრძე 150 სმ-მდეა (დ-3სმ-მდე). ერთ ბოლოში დამაგრებულია რკინის „წვეტი“ (საკუთრივ მუჟირა), ხოლო მეორე ბოლოში ხელის მოსაკიდებელი ქანჩა აქვს გაკეთებული (ან ბუნებრივად შეზრდილი), უფრო ზუსტად ეს ბოლო ორკაპა სახეს ატარებს. მუჟირა მონადირეებისათვის მეტად საჭირო იარაღია: უპირველეს ყოვლისა, იგი სანდო საბჯენია კლდოვან ადგილებში სიარულის დროს, შეუდარებელი იარაღია ყინულიან ქარაფზე საფეხურების ამოსაკვეთად, ძალიან კარგად ასრულებს მაგარი საყრდენის ფუნქციას თოფისთვის სროლის დროს, ასევე დაჭრილ ნადირთან ხელჩართულ შეხვედრისას სასიკვდილო იარაღს წარმოადგენს გამოცდილი მონადირის ხელში. სვანეთში ბავშვების სხვადასხვა სახის სათამაშოთა შორის მუჟირას მიზანში სროლაც არის დამოწმებული, რაც იმის დასტურია, რომ მუჟირა ოდესღაც სასროლ იარაღადაც ყოფილა გამოყენებული.

0x01 graphic

ლიტ.: ალ. რობაქიძე, შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში, 1941.
. .

მუჟუჟი - ძმრითა და ნივრით შეზავებული ღორის მოხარშული ფეხები.

მუჟღუნდი//ჭიაფერა - ერთგვარი საღებავი, რომელიც მზადდებოდა ხის ჭიისაგან. ასეთი ჭია ჩვეულებრივ ბუდობს მრავალწლიან მცენარეებზე. განსაკუთრებით მუხაზე. ამ მწერებს აგროვებენ, ახმობენ, შემდეგ ფქვავენ და აყენებენ საღებავს. ჭიაფერში შეღებილი ქსოვილები ძოწეულის სახელით იყო ცნობილი.

. .

მურყვამ- (სვან.) - კოშკი. ქვის მრავალსართულიანი თავდასაცავი და სამეურნეო ნაგებობა. ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, რომ კოშკების მშენებლობა შრომატევადი იყო და 2-3 წელიწადს მაინც გრძელდებოდა. კოშკის ასაგებად საჭირო ყოფილა 9 საკირის გამოწვა. საშენ მასალად გამოიყენებოდა რიყისა და კლდის ქვა. რიგ შემთხვევაში ფიქალი, დუღაბად კირი და ქვიშა. სართულებისათვის ცალკე ამზადებდნენ საგანგებო ხსნარს, რომელიც ჩვეულებრივი დუღაბისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მას უმატებდნენ რძეში შეზავებულ ჭვავის ფქვილს, რაც კედელს აქცევდა მტკიცედ და თეთრ-მოყვითალო ფერსაც აძლევდა.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

სვანური კოშკები მოცულობით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი საერთო სიმაღლე 25-35 მეტრია. კოშკები არის ოთხკუთხოვანი, კვადრატის ფორმისა (4X4; 5X5მ) და სიმეტრიულად მაღლა აზიდული. კოშკი უმეტესად 5-6 სართულს მოიცავს. გვხვდება 4-5-სართულიანიც. ამ უკანასკნელი რიგის კოშკებს პირველ სართულში აქვთ დილეგი („ლამტყვირ“), რომელსაც შესასვლელად პატარა კარი აქვს. მომდევნო თითოეულ სართულს, ერთიმეორეზე დადგმული ოთხკუთხა ოთახები აქვთ, თითოეულში ასასვლელად ჭდეებიანი კიბეა გამოყენებული. ბოლო სართული დამშვენებულია ქონგურებით, კუთხიდან კუთხემდე სამ-სამი და იშვიათად ორი პატარა სარკმლით. კოშკის რიგ სართულებზე დატოვებულია საისრე-სათოფური ხვრელები, რომლებიც გარედან ვიწროა და მაღალი, შიგნით კი ფართო. კოშკების სახურავი ორქანობიანია და ფიქალი ქვით ან ყავრით არის გადახურული.

კოშკებს, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი - საბრძოლო და საყარაულო (სადარაჯო) მნიშვნელობა ჰქონდა. სვანებს თავის დროზე კარგად შეეძლოთ კოშკიდან ისრის ტყორცნა და თოფით სროლა, კოშკის ზედა სართულიდან კი ქვის დაშენა. 1876 წელს, როდესაც რუსის ჯარს წინააღმდეგობა გაუწია სოფ. ხალდეს მცხოვრებლებმა, კოშკებს ზარბაზნები დაუშინეს. ბ. ნიჟარაძის (რომელიც ამ ამბების მოწმე იყო) გადმოცემით, ზარბაზნებმა ვერაფერი დააკლო მათ. ხოლო როდესაც ლაღუმი ჩაუდეს ოთხივე კედელში და ააფეთქეს, რამდენიმე მათგანი დაუნგრევლად, ძირიანად წამოიქცა მიწაზე.

კოშკის დამცველებს შეეძლოთ თვეობით გაეძლოთ მტრის ალყისთვის, რასაც ხელს უწყობდა კოშკებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბების და საცხოვრებელი სახლებიდან კოშკში შესასვლელი კარების არსებობა. კოშკების მე-2 და მე-3 სართულზე ჩაკირული ქვევრები და კიდობნები გამოიყენებოდა წყლისა და სურსათ-სანოვაგის შესანახად.

კოშკს ოჯახი საყოფაცხოვრებო თვალსაზრისითაც იყენებდა. იქ ზაფხულში ინახავდნენ პროდუქტებს და იძინებდნენ კიდეც.

სვანეთში დღემდე დაცული 200-ზე მეტი კოშკისა და ნაკოშკარის უმეტესი ნაწილი XI-XII საუკუნეებშია აშენებული, ხოლო მათი მშენებლობის საწყისი ეტაპი კი VI-VII საუკუნეების ბიზანტიურ წერილობითი წყაროებით დასტურდება.

ფეოდალური ხანის ვრცელ პერიოდში სვანეთში ქვითკირით საცხოვრებელი სახლებისა და გამაგრებული ციხეების მშენებლობა მაღალ დონეზე მდგარა. კოშკის ადრინდელ საწყის ფორმად მიჩნეული ციხე-სახლი (კოშკიანი საცხოვრებელი სახლი) ბოლო დრომდე შემოინახა უშგულის ეთნოგრაფიულმა ყოფამ.

ლიტ.: . ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
. .

მუსანდარა - ლოგინის დასაწყობი, რომელიც მოწყობილია გრძელი და ფართო ტახტის ბოლოში.

მუშა - ჯოხი, რომელიც იხმარებოდა ულოთი (ძნის შესაკრავი დაგრეხილი სველი ნამჯა) ძნის შესაკრავად. მზადდებოდა მაგარი ჯიშის ხისგან. სიგრძე უდრიდა დაახლოებით 50 სმ-ს, სიმსხო-2-2.5 სმს. მისი ერთი ბოლო კონუსური წვერით თავდებოდა. წვერთან ახლო მცირე ჭდე ჰქონდა გამოყურთმაჯების დროს ნასკვის გასამართავად. მუშის საშუალებით ძნის შეკონვა რამდენადმე ჩქარდებოდა და ხელიც არ ზიანდებოდა.

ლიტ.: .ჯალაბაძე. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან. თბ; 1960
. .

მუში (ხევს.) - ცაცხვის ხის ქერქისგან დაწნული საბელი. გაზაფხულზე, როცა ხეს წყალი ჩაუდგება, ააძრობენ ქერქს, შედარებით ნაზ კანს წყალში ჩაალბობენ და 20 დღის განმავლობაში ამყოფებენ. შემდეგ დარბილებულ ქერქს ძაფებად დაშლიან, მერე საბრუნავზე დაახვევენ და დაამზადებენ თოკებსა და საბლებს. ხევსურები სალაყბოზე, საერთო მუსაიფისას ამზადებდნენ მუშს. მათი დაწნული მუშის საბელი კარგი გამძლეობით გამოირჩეოდა

ლიტ.: . ჩაჩაშვილი, ხალხური მეურნეობის ისტორიიდან ხევსურეთში, მსე VII, 1955.
. .

მუშტა - თერძების იარაღი, ტყავის გასასწორებელი, უტარო, თავიანი მეტალის ნივთი (ძირითადად თითბრისა და ხისა), რომელიც ხელოსანს მუშტში უჭირავს და მისი მრგვალი და ფართო თავით ტყავის დაჭმუჭნულ ნაწილებს ნელი დარტყმით ასწორებს.

0x01 graphic

მუჭეული//მჭელეული - ნამჯა, რასაც მკელი ერთი ნამგლის გამოსმაზე მუჭაში დაიჭერს და მომკის, იგივეა, რაც ხელეური (იხ.)

მუჭუ (სვან.) - კოვზი რქისა, საწვნე კოვზის მსგავსი. მზადდებოდა ხარის რქისაგან. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში კოვზს ყოჩის რქისგანაც ამზადებდნენ. ამ კოვზებს ძირითადად მეცხვარეები ხმარობდნენ. 3-5 წლის ყოჩის რქას გაათბობდნენ ცეცხლზე და დანით გათლიდნენ. ერთი რქიდან ხშირ შემთხვევაში ერთი კოვზი გამოჰყავდათ. თუ რქა დიდი იყო, მაშინ შუაზე გახერხავდნენ და ორ კოვზს გათლიდნენ. რქის კოვზებს იყენებდნენ მაწონში სახმარად, ერბოს ან კარაქის ამოსაღებად, არაჟნისა და ნაღების მოსახდელად. დმანისის ნაქალაქარზე აღმოჩენილია XII საუკუნის რქის კოვზები, რომლებიც მთლიანი რქისაგან არის გამოთლილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხის ფონდში რქის კოვზების მრავალფეროვანი კოლექციაა დაცული.

ლიტ.: . სონღულაშვილი, ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიიდან, 1964. . კერესელიძე, ძვლის ნივთების კატალოგი, 1974.
. .

მუხლსაფარი - თუში ქალის წინსაფარი. მასალად გამოიყენებოდა ხავერდის ფერადი ნაჭერი, ასევე ქიშმირი, სკლატი (მაუდი) ან ფერადი ფარჩა (კუბოკრული „ტვინო“ ან „ჭრეკუ“ აბრეშუმი). ქალის წელიდან ბოლომდე დაშვებული მუხლსაფარა შედგებოდა კალთისაგან - (ბოლო), რომელიც ნაკეცებით ან ნაოჭით იყო მიწყობილი და ჩამაგრებული „სათაურაში“. სათაურაზე გამობმული ნაჭრის ზონრებით - „ყურები“ შეიკვროდა. ხშირად დასარჩულებული (უფრო აბრეშუმისა) იყო. მუხლსაფარას ბოლოზე მოსართავად აკერებდნენ „ჩოთქს“ ან ოქრომკედის გრეხილის ზორნაკს ან ყაითანს. საგანგებოდ მორთული და კარგი მასალისაგან დამზადებული მუხლსაფარა თუში ქალის ჩაცმულობის გალამაზებას ისახავდა მიზნად.

ლიტ.: . ბოჭორიშვილი, თუშეთი, 1993. . ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრებ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
..

მუხურო (ლეჩხ.) - კუთხის ქვა. ორ მხარეს სწორად გათლილი, დაგონიავებული. ქვის სისწორეში ოდნავი ცდომილება კედელს „ბრუნდად წაიყვანს“, ამიტომ ქვის გამართვა, მისი დამუხუროება ქვითხუროობაში რთული პროცესია და ვინც მას არ ფლობს ქვითხუროდ არ ჩაითვლება.

ლიტ.: .ნადირაძე, ხალხ. ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
..

მუჯურო//კვიტიტი//ქვევრის სკამი - ქვევრის კეთებისას მისი ქვედა ნაწილის - ქუსლის

ჩასადები ხის სკამი. ჭურის კეთებისას, როცა მას ერთ მტკაველ სიმაღლეზე აიყვანენ, მორგვიდან გადმოირებენ და ჩადებენ მუჯუროში, გარკვეულ სიმაღლემდე მუჯუროში მიმდინარეობს ქვევრის შენება, შემდეგ კი მიწაზე სრულდება.

..

მშვილდი - საბრძოლო და სანადირო იარაღი, ისრის სასროლი. საქართველოში უხსოვარი დროიდან იცნობდნენ მშვილდ-ისარს, ხოლო ადრებრინჯაოს ხანაში, ხმარებაში ყოფილა როგორც დიდი (ადამიანის სიმაღლე), ასევე პატარა ზომის მარტივი და შედგენილი მშვილდები. ამ პერიოდიდან მოყოლებული XV-XVI სს-მდე, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ფართო ხასიათს მიიღებდა, მშვილდ-ისარი წარმოადგენდა შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან გაჩენილ არბალეტთან ერთად. თუმცა თოფის გამოგონების შემდეგაც მშვილდი დიდხანს ინახავდა საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას. ეს იარაღი მეომრებს საშუალებას აძლევდა ბრძოლა ეწარმოებინათ 150-200 მეტრამდე რადიუსში, თუმცა რეალურად ეფექტური დისტანცია 50-100 მეტრი იყო. შუა საუკუნეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. თურქული, მონღოლური, ინგლისური და სხვა სახეობების მშვილდები. ყველაზე შორსმსროლელს თურქული შედგენილი მშვილდები წარმოადგენდა, რომელთა სარეკორდო მაჩვენებლებიც 500-800 მეტრზე ადიოდა, მაგრამ ეს ამ იარაღის „სპორტული“ მაჩვენებელია და არა საბრძოლო. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული თურქული და მონღოლური მშვილდები, თუმცა ადგილობრივადაც მზადდებოდა.

0x01 graphic

ქართული მშვილდები, მათი დამზადების მასალის მიხედვით ორი ძირითადი სახისაა: მარტივი (ხის) და შედგენილი (ხე, რქა, ძვალი, ლითონი). მშვილდი კეთდებოდა ადამიანის გაშლილი მკლავების სიგრძე, მარტივი მშვილდი შედგება ხის ტოტის და მის ორივე ბოლოზე მიმაგრებული დაწნული თოკისაგან, რომელსაც ხევსურეთში „საბამი“ ეწოდებოდა. საბამი ჩვეულებრივ რქოსანი საქონლის ტყავისაგან ან ნაწლავებისაგან მზადდებოდა, გამოიყენებდნენ მცენარეულ ბოჭკოსაც, უკანასკნელ ხანს ამ მიზნით დაწნულ კანაფსაც ხმარობდნენ.

მშვილდი უფრო ხშირად შოთხვის, თხილის, იფნისა და დგნალისაგან მზადდებოდა. სამშვილდეს ერთი კვირა გამოაშრობდნენ, შემდეგ გამოსაყვანად დებდნენ ნაკელში ან ცხენის მჩორეში ერთი-ორი კვირით. ზოგი მას ალუდის (ლუდის) სახარშ ქვაბში ხარშავდა, ზოგიც არყის ბუყში (ბუყი - არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაძირალი). გამოხარშვის შემდეგ გააცლიდნენ ქერქს და შუაში „სახელურას“ დაუტოვებდნენ. შემდეგ გოზანებს (გოზა - სახელურასა და კილონს შორის ადგილი) გვერდებს ჩაუთლიდნენ ელასტიკურობისთვის და ბოლოში გაუკეთებდნენ სამკუთხა ფორმის ჭდეებს, რომელსაც „კილონი“ ეწოდებოდა. კილონი საბამის დაჭიმვას ემსახურება. საბამი მშვილდის ერთ ბოლოში მკვიდრადაა დამაგრებული, ხოლო თავში მარყუჟი აქვს გამონასკვული, რომლის საშუალებითაც ხდება მშვილდის „ჩამოყრა“ ან დაჭიმვა.

მარტივი მშვილდის კატეგორიაში ერთიანდება ერთი მერქნისაგან დამზადებული მშვილდები, რომელთაც გაიარეს ან არ გაუვლიათ მუშა მდგომარეობაში მოყვანამდე სხვადასხვა დამუშავება (ნაკელში, მჩორეში, ლუდში, ბუყში და სხვ), მათ რიცხვში შედის აგრეთვე ისეთი მშვილდები, რომელთა გოზანების გასაძლიერებლად დახვეული აქვს ტყავი, ნაწლავი, ლითონის მავთულები ან სხვა სარტყელები (ასეთ მშვილდებს ზოგიერთი მკვლევარი რთული მშვილდების კატეგორიაში განიხილავს). მარტივ მშვილდებს, საბას განმარტებით, „ბზაკალი“ ეწოდება.

შედგენილი მშვილდის კატეგორიაში ერთიანდება ისეთი მშვილდები, რომლებიც შედგება სხვადასხვა მასალისაგან (ჩანართებისაგან - ძვალი, რქა, რკინა, ხე და სხვ). ამ მხრივ საინტერესოა ვახუშტის ცნობა გუდამაყრელთა შესახებ: „მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან“. საბას განმარტებით, რქისაგან დამზადებულ მშვილდს აჯის მშვილდი ეწოდებოდა. ამავე კატეგორიას განეკუთვნება ორი ან სამგოზა მშვილდებიც.

საყურადღებოა აგრეთვე საქართველოში ჯიღა მშვილდების არსებობაც, საბას განმარტებით - „ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ-ისართა. რა ნადირნი გავლიან, შესძრავს, დასხლტება, მოჰკლავს“, ე.ი. ჯიღა მშვილდი, მახე მშვილდია.

მშვილდს მხარზე ან მხარიღლივ გადაკიდებულს ატარებდნენ, არსებობდა აგრეთვე მშვილდის „შთასადებელი“ რომელსაც - „ხილიფა“ ეწოდება, ხოლო საისრეს ისრის ქარქაში - „კაპარჭი“.

მშვილდის მოზიდვის თავისებურებათა თვალსაზრისით, სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ექვსი სხვადასხვა წესი: მარტივი, მეორეული, მესამეული, ხმელთაშუაზღვისპირული, მონღოლური და ვუტეს წესი, ხოლო საქართველოს ეთნოგრაფიული მასალის, კერძოდ თუშური მონაცემების მიხედვით დადგენილია მშვილდის მოზიდვის შემდეგი ვარიანტები: 1. წიკუთ მოწევა; 2. უბრალოდ მოწევა; 3. მჯიღით მოწევა; 4. ჯიგვური და 5. მუჯუგნით მოწევა. ამათგან ქართული წიკუთ მოწევა, ჯიგვური და მუჯუგნით მოწევა საერთოდ უცნობია ზოგადი მშვილდის მოზიდვის კლასიფიკაციისათვის.

ლიტ.: . ელაშვილი, მშვილდოსნობა, 1959. . მარგიშვილი, შუა საუკ-ის სამხედრო ხელოვნება და საქ-ლოს სამხედროპოლიტიკური ისტორია IX-XV სს. ნაწილი I. 2008.
..

მშვილდ-ისარი (ხევს.) - აქ: საბავშვო მშვილდი, რომელსაც აკეთებენ შოთხის ან არყის ხისგან. ისარი ეკლისაა. მშვილდს მუშის (ცაცხვის ხის ლაფანი) ან კანაფისგან დაწნულ საბამს გაუკეთებენ. საბამი მშვილდს ერთ მხარეს მუდმივად აქვს გამობმული. მეორე მხარეს კი თავისუფალია და როცა დაჭიმვა სურთ, მაშინ დაამაგრებენ მეორე თავზედაც. ასეთ მშვილდს ხევსურები გამოიყენებენ ბავშვთა სავარჯიშოდ. ცომისგან გამომცხვარ ვაცის ფიგურას დადგამენ შორს და ავარჯიშებენ ბავშვებს. ვინც პირველ ისარს მოარტყამს, პურის ვაციც მას დარჩება.

. .

მცხაჯი - ბადის საქსოვი იარაღი, რითაც კამბალას საჭერი ბადე იქსოვება.

მძივი - სამკაულის ტიპი. ერთ ძაფზე აცმული და ყელზე ჩამოსაკიდებელი. ამზადებდნენ ვერცხლის, ოქროს, ჭიქის, ბროლის, თიხის, პასტის, ქვის მასალისაგან. ძვირფასი ლითონისაგან მძივების დამზადებისას ოქრომჭედლები იყენებდნენ თითქმის ყველა ხერხს: ჭედვა, რჩილვა, გრანულაცია, ფილიგრანი და სხვა. მძივებს ამზადებდნენ ისეთი ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან, როგორიცაა: ამეთვისტო, სერდოლიკი, აქატი, ონიქსი, ოპალი, აკეთებდნენ მარჯნის, მარგალიტის და მინის მძივებსაც. საქართველოში ძალზე პოპულარული იყო გიშრის მძივების დამზადება, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში - ოკრიბაში, ამ ხელობას სულ ცოტა ძვ. წ. VII ს-დან მისდევენ. ქართული გიშერი და გიშრის ნაწარმი უცხო ქვეყნებში გაჰქონდათ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. მძივი ძალზე გავრცელებული სამკაულია. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი მძივები ძვ. წ. XIX-XVIII საუკუნეებით თარიღდება. გიშრისა და სერდოლიკის მძივებს ავი თვალისგან დაცვის თვისება მიეწერებოდათ.

0x01 graphic

ლიტ.: . გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
. .

მწვადი - შემწვარი ხორცის სახეობა. „ლუკმა-ლუკმა“ დაჭრილ ხორცის „ჩირებს“ აასხამენ შამფურზე და მარილმოყრილს ნაკვერჩხალზე ატრიალებენ. კარგ მწვადს უნდა ჰქონდეს ჭენჭი (საბა), მწვეთი (გუდ. მთ.), მცვარი (ერწო), (აქედან: „ცვრიანი მწვადი“ - შეწვის დროს მწვადიდან განადენი ქონის წვეთები). სუფრაზე შამფურით მიიტანენ და ხელით ჩაცლიან ჯამებში. იციან აგრეთვე, ნაცარ-ნაღვერდალში შეწვა. ხორცის შეწვის ეს მარტივი ხერხი ადამიანთა მოდგმისთვის საერთოა და ალბათ, ამიტომაც მწვადს თითქმის ყველა ერი თავის ეროვნულ კერძად მიიჩნევს. ნანადირევის მწვადების შეწვა ადგილზე, სიპზე სცოდნიათ, ან „დეკას“ ფოთოლს დაანაცრებენ, დეკის ტარისგან შამფურს გააკეთებენ და შეწვავენ. კახელები წალმის ნაკვერჩხალზეც წვავენ.

. .

მჭედლობა - ხელოსნობის დარგი. ქართველი არქეოლოგებისაგან დადასტურებულია, რომ 3500 წლის წინ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანი იცნობდა რკინას, თუმცა მან ჯერ კიდევ არ უწყოდა ამ მადნისაგან მაგარი შენადნობის გაკეთება. ძვ.წ. Vს. საქართველოში უკვე რკინა-ფოლადის დამუშავება მაღალ დონეზეა. მსოფლიო მელითონეობის ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველური მოდგმის ტომებმა: ხალიბებმა, მოსხებმა, ტიბარენებმა, თუბალებმა, მაკრონებმა და მოსინიკებმა. მელითონეობის დიდი ცენტრები არსებობდნენ მტკვრის ხეობაში, სვანეთში, ჭოროხის ხეობაში, შავიზღვისპირეთში, რომელსაც ბერძნები პონტოს უწოდებდნენ. ინგლისელი მეცნიერი, მეტალების ისტორიის ერთი დიდი სპეციალისტი, ფორბსი თვლიდა, რომ „საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენას - ფოლადის აღმოჩენას დასაბამი მიეცა პონტოში“. ამავე დარგის მეორე დიდი მეცნიერი ეიჩისონი მივიდა დასკვნამდე, რომ „ადამიანის მიერ რკინის დამზადების ხელოვნება პირველად ჩაისახა და განვითარდა ხალიბების მიერ“. თავად ბერძნები საუკეთესო რკინას ახლაც „ხალიბოს“ ეძახიან. ამავე ტომებმა მიაგნეს, გადაამუშავეს და გააუმჯობესეს კალის, თითბირის, სპილენძის, ვერცხლის, ტყვიისა და ოქროს მეტალები. სპილენძისა და ბრინჯაოს სახელწოდება ევროპულ ცნებაში შევიდა მოსინიკების (ფუძე მეს) მიხედვით, რომელნიც ევროპელი მეცნიერების, კარპენტიესა და პშევორსკის აზრით, „სპილენძ-ბრინჯაოსა და თითბირის პირველხარისხოვანი მწარმოებლები იყვნენ მთელს მსოფლიოში“. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ მსოფლიოს უდიდეს წიგნში - ბიბლიაში, ქართველთა ეთნარქი თუბალი დასახელებულია, როგორც რკინისა და რვალის მჭედელი. ქართული არქეოლოგიური აღმოჩენები ყველა ამ შეხედულებას დოკუმენტური სიზუსტით ადასტურებს.

ისტორიული განვითარების პროცესში მჭედლობა მოიცავდა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ ხელობას - რკინა-მჭედლობას, მესპილენძეობას, ოქრომჭედლობას, ნალბანდობას. მჭედლობის როგორც დარგის ჩამოყალიბება-განვითარებისათვის აუცილებელია სათანადო ნედლეულის ბაზა. საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება ამ დარგის სხვადასხვა ინტენსივობით არსებობა თითქმის ყველა რეგიონში.

ფეოდალურ ხანაში ლითონის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამჭედლო საქმე ვითარდებოდა და ფუნქციონირებდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაბამისად. ხელოსნობის ეს დარგი შრომატევადია, მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ტექნიკური პროცედურების თანმიმდევრობაში სიზუსტეს, ნედლეულით უზრუნველყოფას. დარგის განვითარება პერიოდულად ფერხდებოდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო. XVII-ს-ში ერეკლე მეორემ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები დარგის ასაღორძინებლად. (ახტალის და ალავერდის მადნების დამუშავება და სხვ), რაც 1795 წელს აღა-მაჰმადხანის შემოსევის შემდეგ კვლავ შეწყდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ იყო ცდები მელითონეობის აღდგენისა, მაგრამ ამას ფართო მასშტაბები არ შეუძენია. მიუხედავად ამისა, მჭედლობა როგორც ხელოსნობის დარგი, განაგრძობდა არსებობას როგორც ქალაქად, ასევე სოფლად.

საქართველოში რკინა-მჭედლობის დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიულ დონეზე მიუთითებს სპეციალიზაცია-დიფერენციაციის არსებობა. აქ გამოიყოფა: საძიებო საქმის მწარმოებელი - მაძიებელი, მადნეულის ხარისხის შემმოწმებელი (ამომცნობი), საბადოდან გამოტანილი მარაგის „გამოწველის“ (მინარევებისაგან გათავისუფლება) მწარმოებელი, მზიდავი, მკმაზავი (ვინც ამზადებს მასალას ბრძმედში ჩასაყრელად), მბერავი (საბერველთან მომუშავე), მეუროე (ვინც ამტვრევს მადანს), მენახშირე (ნახშირის დამამზადებელი), მჭედელი (მთავარი ფიგურა, ნაწარმის დამზადებას), გამსაღებელი.

მჭედლის სამუშაოს მთელი ციკლი მოიცავს რამდენიმე საფეხურს და ცალკეულ პროცესს: მადნის გამოხურება, გახურებული მადნის დაწურვა, ნაწური რკინის გადადუღება, ხალასი რკინის დაკერვა, საჭედური რკინის „დაგვარება“ (სასურველი ნივთის ზომისა და ფორმის შესაბამისი რკინის ჩამოჭრა ზოდიდან), გამოჭედილი საგნის წრთობა. მჭედლობა საქართველოში შინამრეწველობის ხასიათს ატარებდა. მჭედლობას, როგორც ხელოსნობის დარგს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თავისი ორგანიზაციული ფორმა ჰქონდა. აქ არსებობდა მჭედელთა ამქარი თავისი სტრუქტურითა (ოსტატი, შეგირდი, ქარგალი) და ატრიბუტებით (დროშა, ფირი), დღესასწაულებით, წეს-ჩვეულებებით (ოსტატად დალოცვა, ქარგლის ხელდასმა).

ხელოსნობის აღნიშნული დარგის სიძველეზე მეტყველებს რკინასთან, მჭედელთან და სამჭედლოსთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები (რკინის ნივთი - როგორც ავი თვალისაგან დამცავი და ბოროტი ძალების საწინააღმდეგო საშუალება, გრდემლი, კვერი, მარწუხი - საკულტო საგნები. დიდ ხუთშაბათს გრდემლზე კვერის დაკვრა და სხვ).

მჭედლობის უძველესი კულტურა, რომელიც სათავეს იღებს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან დღემდე არ შეწყვეტილა და თუმცა შესუსტებულად, აქა-იქ კიდევ განაგრძობს არსებობას. რკინის საგნების ცხელი ჭედვით მკეთებელი ხელოსანი. მჭედელი საქართველოში რამდენიმე სახელით არის ცნობილი: მჭედელი (იმერეთში), „რკინაში ჭკადუ“ (სამეგრელოში), „ბერეჯმშკიდ“ (სვანეთში), „დემურჩი“ (ახალციხეში). მჭედლები ჭედდნენ და აწრთობდნენ როგორც საბრძოლო, ისე სამეურნეო იარაღებს.

სამეურნეო იარაღებია: სახნისი, დანა, ნაჯახი, წალდი, თოხი, ნამგალი, გაზი, ორხელი, ნაჭა, სამფეხი, ხაფანგები, ე.წ. „აბდანი“ ანუ „აბუდანი“ ცხენისათვის, გარეული ცხოველისათვის. მჭედლის პირველი ნახელავი ნაჯახისა და თოხის ყუა იყო, ბოლო კი „ნაჭა“ და ცხენის ბორკილი. ნაჭის გამოჭედვა ერთგვარ გამოსაცდელ ნაშრომს წარმოადგენდა მჭედლის ცხოვრებაში. მჭედლის დალოცვა ოსტატის მიერ საქართველოში ხდებოდა გრდემლთან, სადაც შესთხოვდნენ 363 ხელობის უფროსსსოლომონს, რომ ახალ ოსტატს ხელი მომართვოდა მომავალ საქმიანობაში. მჭედლები მუშაობდნენ ქალაქებში, დაბებში, სოფლებში. ისინი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. მათ, როგორც მაგიური ძალის მქონე რკინის დამმორჩილებლებს, ხალხი პატივს მიაგებდა. თვით მჭედლები წმინდად იცავდნენ სამჭედლოსათან დაკავშირებულ რიტუალებს, შაბათ დღეს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ, გრდემლზე სანთელს დაანთებდნენ და კვერის რამდენიმე დარტყმით ლოცვას ასრულებდნენ. სამჭედლოში გრდემლი წმინდა ადგილად ითვლებოდა. სოფლად თუ რაიმე ცუდი ამბავი მოხდებოდა, დამნაშავეს გრდემლთან დასწყევლიდნენ. ხალხის რწმენით, ამგვარი წყევლა აუცილებლად ასრულდებოდა.

ლიტ.: . რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. .რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.
..
. .

მხალი - ზოგადი სახელია საჭმელად ვარგისი ისეთი ბალახ-ბაღჩეულობისა, როგორიცაა ისპანახი, ჭარხალი, ჭინჭარი, სატაცური, ღვალო, მჟაუნა, ჯიჯილაყა, დანდური, არჯაკელი, კალნაბი, კეჟერა და ა.შ. ხევში მას ხიმხალს, თუშეთში საწებელს, ხოლო იმერეთში ფხალს უწოდებენ. მცენარეული კულტურის ეს სახეობა ზოგი უმად იჭმევა, ზოგი მოთუშულ-მოხარშული, მათგან ამზადებენ შეჭამანდს, ურთავენ პურში (მხლოვანები), ახმობენ საზამთროდ გალებად დაწნულს, იყენებენ სამკურნალოდ. მხალეული განსაკუთრებით მარხვის პერიოდში მოიხმარებოდა. ბალახეულით კვება გავრცელებული იყო ბერ-მონაზვნობაში და მისი მიმდევრები „მძოვრებად“ მოიხსენებოდნენ. მხალი და მხალეული ომიანობისა და მოუსავლიანობის დროს ძირითადი საკვების შემცვლელს წარმოადგენდა.

ლიტ.: . გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქ-ში. 2007.
. .

მხარი - სიგრძის საზომი ერთეული, პირველად მოიხსენიება „დაბადების“ ქართულ თარგმანში. მხარი საკმაოდ გავრცელებული საზომი იყო საქართველოს ყველა კუთხეში, რაზეც მეტყველებს X-XIX სს-ის წერილობითი წყაროები. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, მხარი 4 წყრთას შეადგენდა, რაც საშუალოდ 2 მეტრს უდრის. XIX ს-ის ბოლოს მხარი, როგორც მიწის საზომი, საჟენმა შეცვალა, რაჭა-ლეჩხუმში მხარი უდრიდა ორი გაშლილი ხელის სიგრძეს-8-10 მტკაველს. კახეთში ვენახის გასაზომად დღესაც გამოიყენება ე.წ. მხრის გაშლა, რაც საშუალო კაცის ორივე გაშლილი ხელის სიგრძეს უდრის, ზომაში დაახლოებით 170 სმ-ია. სამეგრელოში მხარის შესატყვის ტერმინად დამოწმებულია „ორგია“.

ლიტ.: . ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. . ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969. . ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
..

მხერვალი - ნაოსნობასთან დაკავშირებული ძველი ქართული ტერმინია და აღნიშნავს ხომალდის მესაჭეს, „ნავის მავლინებელს“ (საბა).

ლიტ.: . კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.

მხრალი//ხრილი - ნორჩი ხის ქერქი, თოკად იწვნება.