The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტერმინთა ლექსიკონი


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტერმინთა ლექსიკონი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტერმინთა ლექსიკონი / [ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში] - [თბ.] : ევროპის საბჭო, 2006 : შპს "პეტიტი" - 32გვ. ; 14სმ. - : [ფ.ა.][MFN: 31204] The Glossary of the European Convention of Human Rights This book was published by the Council of Europe DirectorateGeneral II of Human Rights, in cooperation with the Council of Europe Information Office in Georgia გაფორმება და კომპიუტერული უზრუნველყოფა - შპს „პეტიტი“ ლექსიკონი ქვეყნდება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა II გენერალური დირექტორატის მიერ, საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროსთან თანამშრომლობით ზოგი ლათინური ტერმინი არ ითარგმნება და შეიძლება ასევე იქნეს გამოყენებული ქართულ ტექსტში. ასეთ შემთხვევებში, ზოგან ქართული განმარტება მოცემულია ფრჩხილებში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ერეკლე II-ს შესახვევი №7, Tbilisi, 0105 tel.: 988977/989560 faqsi: 989657 el-fosta: information.office@coe.ge ვებ-გვერდი: www.coe.ge © ევროპის საბჭო, 2006 წელი დაიბეჭდა შპს „პეტიტში“ თბილისი, 2006 წელი



1 A

▲ზევით დაბრუნება


abduction - ადამიანის გატაცება ძალის გამოყენებით

absence of a public hearing - საქვეყნო განხილვის/მოსმენის გარეშე

absence of right to compensation - კომპენსაციის უფლების არარსებობა

absentia [in] - ვინმეს დაუსწრებლად

absolutely necessary - აბსოლუტურად აუცილებელი

absolute rights - აბსოლუტური უფლებები

abuse of the right of petition - ჩივილის უფლების ბოროტად გამოყენება

access to a court- სასამართლოს ხელმისაწვდომობა

access to information - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

access to relevant files - საქმის სათანადო მასალების ხელმისაწვდომობა

accessibility - ხელმისაწვდომობა

acquittal at first instance - პირის გამართლება პირველი ინსტანციის სასამართლოში

action for damages - სარჩელი განცდილი ზიანის გამო

actio popularis - (საჩივარი საზოგადო ინტერესების დაცვის გამო)

adequate facilities - საკმარისი საშუალებები

adequate time - საკმარისი დრო

adjourn the case - საქმის განხილვის გადადება

administrative detention - ადმინისტრაციული დაკავება

administrative practice - ადმინისტრაციული პრაქტიკა

administrative proceedings - ადმინისტრაციული სამართალწარმოება/პროცესი

admissibility criteria - მისაღებობის კრიტერიუმები

admissiblility decision - გადაწყვეტილება საქმის მისაღებობის შესახებ

admit (evidence) - დაშვება (მტკიცებულების)

adoption of a judgment - განჩინების გამოტანა

adversarial trial/adversarial hearing - შეჯიბრებითი პროცესი/საქმის მოსმენა (მხარეთა) შეჯიბრებითობის საფუძველზე

after conviction - მსჯავრდების შემდგომ

age of criminal responsibility - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი

aim - მიზანი

alienate - გასხვისება (ქონების, უფლების...)

allegation - პრეტენზია

allowance - შემწეობა

alternative civil service - ალტერნატიული არასამხედრო სამსახური

appeal on a point of law - საკასაციო საჩივარი; ამგვარი საჩივრის შეტანა

appellant - აპელანტი; მომჩივანი

applicability - გამოყენებადობა

applicable provisions - გამოყენებადი დებულებები

applicant - მომჩივანი

application - საჩივარი

application for release from detention - შუამდგომლობა პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ

apprehension - დაკავება; შეპყრობა

arbitrariness - თვითნებობა

arbitrary action - თვითნებური ქმედება

arbitrary arrest/detention - თვითნებური დაკავება/დაპატიმრება

arbitrary deprivation of liberty - თავისუფლების თვითნებური აღკვეთა

arguable claim - დასაბუთებადი სასარჩელო მოთხოვნა

arrest - დაკავება

arrest warrant - დაკავების ბრძანება

assault - თავდასხმა

asylum seeker - თავშესაფრის მაძიებელი

award compensation/damages - ზიანისათვის კომპენსაციის მიკუთვნება

2 B

▲ზევით დაბრუნება


bailiff - სასამართლო აღმასრულებელი

bankruptcy - გაკოტრება

biased - მიკერძოებული

bill of indictment - საბრალდებო დასკვნა

binding judgment - ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება

bringing before competent authority- უფლებამოსილი ორგანოს წინაშე წარდგენა

bringing before competent legal authority - უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარდგენა

brought promptly before judge or other officer authorised by law to exercise judicial power - მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილი სხვა მოხელის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენა

3 C

▲ზევით დაბრუნება


capital punishment - სიკვდილით დასჯა

case law - პრეცედენტული/სამოსამართლო სამართალი; პრეცედენტი

cassation appeal - საკასაციო საჩივარი

causal link - მიზეზობრივი კავშირი

change religion or belief - რელიგიის ან რწმენის შეცვლა

charged with criminal offence - ბრალდებული

charges - ბრალდება

child born out of wedlock - ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი

chilling effect - მსუსხავი ეფექტი

circumstances of the case - საქმის გარემოებები

civil proceedings - სამოქალაქო სამართალწარმოება/პროცესი

civil rights and obligations - სამოქალაქო ხასიათის უფლებები და მოვალეობები

civilian substitute service - სამოქალაქო ხასიათის ალტერნატიული სამსახური

civil service - საჯარო სამსახური

claim - სასარჩელო მოთხოვნა/საჩივარი

coercion (administrative) - იძულება (ადმინისტრაციული ხასიათის)

collective complaint - კოლექტიური საჩივარი

collective exercise of freedom of expression - აზრის გამოხატვის თავისუფლებით კოლექტიური სარგებლობა

collective punishment - კოლექტიური დასჯა

common ground - ის, რაც უდავოა, ყველასათვის მისაღები

comparable situation - მსგავსი მდგომარეობა (შედარებადი)

compatibility with the Convention - კონვენციასთან შესაბამისობა (იხ. აგრეთვე, incompatible)

compensation - კომპენსაცია

competent court - უფლებამოსილი სასამართლო

competent legal authority - უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანო

complaint - საჩივარი

compulsory - სავალდებულო

compulsory labour - სავალდებულო სამუშაო

concurring opinion - თანმხვედრი აზრი

conditional release - პირობითი გათავისუფლება

conditions of detention - პატიმრობის პირობები

confidentiality - კონფიდენციალურობა

conscientious objection - რელიგიური მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა

conscientious objector - პირი, რომელიც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე რელიგიური მრწამსის გამო

constitutional proceedings - კონსტიტუციური სამართალწარმოება

constitutionality - კონსტიტუციურობა/კონსტიტუციასთან შესაბამისობა

continued detention - უწყვეტი/გახანგრძლივებული პატიმრობა

continuing situation - განგრძობადი სიტუაცია

control of use of property - საკუთრებით სარგებლობის კონტროლი

conviction - მსჯავრდება

costs and expenses - სასამართლო ხარჯები

Court holds… - სასამართლო ადგენს, რომ...

court of appeal - სააპელაციო სასამართლო

criminal charge - სისხლისსამართლებრივი ბრალდება

criminal offence - დანაშაული (სისხლის სამართლის)

criminal proceedings - სისხლის სამართლის პროცესი

custody of children - ბავშვებზე მზრუნველობა; შვილების საცხოვრებლად თავისთან დატოვება განქორწინების შედეგად

custody record - დაკავების/პატიმრობის დავთარი

custody suite - სარჩელი შვილების საცხოვრებლად თავისთან დატოვების მიზნით

4 D

▲ზევით დაბრუნება


date of lodging of a complaint - საჩივრის შეტანის თარიღი

death penalty - სიკვდილით დასჯა

default interest - საურავი; ზოგჯერ, პირგასამტეხლოც

defamation - ცილისწამება

defence from unlawful violence - უკანონო ძალადობისაგან თავდაცვა

defence through legal assistance - (ინტერესების) დაცვა დამცველის მეშვეობით

defend in person - (ინტერესების) დაცვა დამოუკიდებლად

degrading punishment - დამამცირებელი სასჯელი

degrading treatment - დამამცირებელი მოპყრობა

delays in payment of compensation for expropriation - საექსპროპრიაციო კომპენსაციის გადახდის გაჭიანურება

delays in the proceedings - პროცესის გაჭიანურება

deliver a judgment - განაჩენის/განჩინების/გადაწყვეტილების გამოტანა (სტრასბურგის სასამართლოს შემთხვევაში: განჩინების გამოტანა)

democratic society - დემოკრატიული საზოგადოება

demonstration - დემონსტრაცია

denial of access to lawyer - დამცველის (ადვოკატის) ხელმისაწვდომობაზე უარი

deprivation of liberty - თავისუფლების აღკვეთა

deprivation of possession - მფლობელობის (ხანდახან კუთვნილების) ჩამორთმევა

deprivation of property - საკუთრების ჩამორთმევა

derogable rights and freedoms - უფლებები და თავისუფლებები, რომელთა უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან უკან დახევა დასაშვებია

derogation - უკან დახევა (ნაკისრი) ვალდებულებების შესრულებისაგან

derogation in time of war or other public emergency - ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს (ნაკისრი) ვალდებულებების შესრულებისაგან უკან დახევა

destruction of possessions and home - კუთვნილი ნივთებისა და საცხოვრისის განადგურება (ხანდახან დაზიანება)

detention on remand - წინასწარი პატიმრობა

determination - განსაზღვრა

determination of a criminal charge - სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევა

diplomatic assurances - დიპლომატიური გარანტიები

directly imputable to the local authorities - ის, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას უშუალოდ შეერაცხება (შერაცხადობა, შეერაცხება, შეურაცხაობა)

disability pension - ინვალიდობის პენსია

(enforced) disappearance - გაუჩინარება (ძალადობრივი)

disclosure of identity - პირადობის გამჟღავნება, გამხელა

discrimination - დისკრიმინაცია

dismissal - გადაყენება/გათავისუფლება

dismissal from civil service - საჯარო სამსახურიდან გადაყენება/გათავისუფლება

dismissal of appeal on points of law - საკასაციო საჩივარზე უარი/უარის თქმა

dispute - დავა

dissemination - გავრცელება

dissenting opinion - განსხვავებული აზრი

dissolution (of an association, political party etc.) - დაშლა, ლიკვიდაცია (ასოციაციის, პოლიტიკური პარტიისა და სხვ.)

documentary evidence - საბუთები როგორც მტკიცებულება, დოკუმენტური მტკიცებულება

domestic legislation - ქვეყნის/ეროვნული კანონმდებლობა

double jeopardy - (სისხლის სამართლის წესით) პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე დანაშაულისათვის

duties and responsibilities - მოვალეობა და პასუხისმგებლობა

duty solicitor - მორიგე სახაზინო ადვოკატი

5 E

▲ზევით დაბრუნება


educational supervision - აღმზრდელობითი ზედამხედველობა

effect lawful arrest - კანონიერი დაკავების განხორციელება

effective access to a court - სასამართლოს ეფექტიანი ხელმისაწვდომობა

effective domestic remedy - შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალება; შიდასამართლებრივი ქმედითი მისაგებელი

effective remedy - ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი

effectiveness of investigation into (murder) - (მკვლელობის) გამოძიების ეფექტიანობა

enforceable judicial decision - სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება/კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება

enforcement proceedings - სააღსრულებო წარმოება

elections by secret ballot - არჩევნები ფარული კენჭისყრით

equality before the law - კანონის წინაშე თანასწორობა

equality of arms - მხარეთა თანასწორობა; მხარეთა თანასწორობის პრინციპი

equitable basis - სამართლიან (თანასწორ) საწყისებზე

established by law - კანონის საფუძველზე შექმნილი

examination of circumstances - საქმის გარემოებების შესწავლა, განხილვა

examination of witnesses - მოწმეთა დაკითხვა

examine the second set of proceedings - სამართალწარმოების/პროცედურის მეორე წყების განხილვა

excessive length of proceedings - გაჭიანურებული სამართალწარმოება/პროცესი; სამართალწარმოების გაჭიანურებული ვადა

exclusion of press - პრესის არდაშვება

exclusion of public - საზოგადოების არდაშვება

execution - აღსრულება

exercise the jurisdiction - იურისდიქციის განხორციელება

exemption from exhaustion of domestic remedies - გათავისუფლება შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვის ვალდებულებისგან

exhaust domestic remedies, exhaustion of domestic remedies - შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვა

expel - გაძევება; გარიცხვა

expiry of time-limit - ვადის ამოწურვა, გასვლა

expropriation - კონფისკაცია

expulsion - გაძევება; გარიცხვა

extend the detention on remand - წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება

extent strictly required by situation - რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობა

extensive - ფართო, განვრცობითი

extradition - ექსტრადიცია

extraterritorial jurisdiction - ექსტრატერიტორიული იურისდიქცია

6 F

▲ზევით დაბრუნება


fair hearing - საქმის სამართლიანი მოსმენა

fair trial - საქმის სამართლიანი განხილვა (მოიცავს წინასწარ ან/და სასამართლო გამოძიებას ან/და აღსრულების სტადიას)

fairness of proceedings - სამართლიანი პროცესი

family life - ოჯახური ცხოვრება

feeling of fear, anguish and inferiority - შიშის, სულიერი ტკივილისა და დათრგუნვილობის განცდა

final domestic decision - შიდა საბოლოო გადაწყვეტილება

forced evacuation - იძულებითი ევაკუაცია

forced labour - იძულებითი სამუშაო

forensic expert - სასამართლო სამედიცინო ექსპერტი

form / join trade unions - პროფესიული კავშირების შექმნა/მათში გაერთიანება

foreseeability - განჭვრეტადობა

found a family - ოჯახის შექმნა

free assistance of an interpreter - თარჯიმნის უფასო დახმარება

free elections - თავისუფალი არჩევნები

free legal assistance - უფასო იურიდიული მომსახურება, დახმარება

freedom of association - გაერთიანების თავისუფლება

freedom of conscience - სინდისის თავისუფლება

freedom of correspondence - მიმოწერის თავისუფლება

freedom of expression - აზრის გამოხატვის თავისუფლება

freedom of movement - მიმოსვლის თავისუფლება

freedom of opinion - შეხედულების თავისუფლება

freedom of peaceful assembly - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

freedom of religion - რელიგიის თავისუფლება

freedom of the press - პრესის თავისუფლება

freedom of thought - აზრის თავისუფლება

freedom to choose a place of residence - საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება

freedom to impart ideas - იდეების (მოსაზრების) გავრცელების თავისუფლება

freedom to impart information - ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება

freedom to manifest religion - რელიგიის გამჟღავნების თავისუფლება

freedom to receive ideas - იდეების (მოსაზრების) მიღების თავისუფლება

freedom to receive information - ინფორმაციის მიღების თავისუფლება

friendly settlement - მორიგება

fundamental freedoms - ძირითადი თავისუფლებანი

fundamental values of a democratic society - დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებელი ღირებულებანი

7 G

▲ზევით დაბრუნება


general interest - საერთო ინტერესი

general principles of international law - საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპები

general principles of law recognised by civilised nations - ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპები

grant applicants' claim - მომჩივანთა (სასარჩელო) მოთხოვნის დაკმაყოფილება

grant legal aid - იურიდიული დახმარების თხოვნის დაკმაყოფილება

gross violations - მძიმე, უხეში დარღვევები

group of individuals - ცალკეულ პირთა ჯგუფი

guarantees to appear for trial - სასამართლოში გამოცხადების უზრუნველყოფის ზომები

8 H

▲ზევით დაბრუნება


harassment - მიძალება, შევიწროვება, დაშინება

not to have sufficient means - საკმარისი საშუალების არქონა

heavier penalty - უფრო მკაცრი სასჯელი

hinder the exercise of the right of petition - სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვის უფლების განხორციელების დაბრკოლება.

home - საცხოვრისი

humiliating punishment - დამამცირებელი სასჯელი

9 I

▲ზევით დაბრუნება


ill-treatment of detainees/in custody - პატიმრისადმი ცუდი მოპყრობა

illegal detention - უკანონო პატიმრობა

impartial tribunal - მიუკერძოებელი სასამართლო

impartiality of a judge - მოსამართლის მიუკერძოებლობა

imposition of a fine - დაჯარიმება, ჯარიმის დაკისრება

imprisonment - ციხეში მოთავსება; თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელის ზომა

impunity - დაუსჯელობა

imputability - შერაცხადობა

in accordance with law - კანონის შესაბამისად

in force - მოქმედი, ძალაში მყოფი

in the capacity of - უფლებამოსილებით

inability to secure compliance with the judgment - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის უუნარობა

inadmissibility - მიუღებლობა

inapplicability - გამოუყენებადობა

incitement to hatred and hostility - წაქეზება მტრობისა და სიძულვილისაკენ

incompatibility with the provisions of the Convention - შეუთავსებადობა კონვენციის დებულებებთან

incompatible ratione temporis, ratione materiae etc. with the provisions of the Convention - არ თავსდება ratione temporis, ratione materiae კონვენციის მოქმედების ფარგლებში

indemnification - საზღაური; ანაზღაურება

independent tribunal - დამოუკიდებელი სასამართლო

individual - ინდივიდუალური

individual application/petition - ინდივიდუალური საჩივარი/პეტიცია

ineffectiveness of remedies - მისაგებლის (გასაჩივრების საშუალების) არაქმედითობა, არაეფექტიანობა

information in detail - დაწვრილებითი ინფორმაცია

information in language understood - გასაგებ ენაზე ეცნობოს

information on charge - ინფორმაცია ბრალდების შესახებ

information on nature and cause of accusation - ინფორმაცია ბრალდების არსისა და საფუძვლის შესახებ

information on reasons for arrest - ინფორმაცია დაკავების მიზეზების შესახებ

inhuman punishment - არაადამიანური სასჯელი

inhuman treatment - არაადამიანური მოპყრობა

inter-State case - სახელმწიფოთშორისი საქმე

interests of justice - მართლმსაჯულების ინტერესები

interests of members - წევრთა ინტერესები

interests of society as a whole - მთელი საზოგადოების ინტერესები

interference - ჩარევა

interim measure - დროებითი ღონისძიება

interrogation - დაკითხვა

intimidation - დაშინება

10 J

▲ზევით დაბრუნება


join trade unions - პროფესიულ კავშირებში გაერთიანება

joint opinion - ერთიანი აზრი

judge or other officer exercising judicial power - მოსამართლე ან სასამართლო ხელისუფლების განმხორციელებელი სხვა მოხელე

judgments are essentially declaratory in nature - განჩინებები ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა

judicial officer - სასამართლო მოხელე

judicial review - სასამართლო კონტროლი, სასამართლო გადასინჯვა

jurisprudence - სამართალმცოდნეობა (ზოგჯერ იხმარება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით)

just satisfaction - სამართლიანი დაკმაყოფილება

justified by the public interest in a democratic society - გამართლებული დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი (საჯარო) ინტერესებით

justify the interference - ჩარევის (საჯარო ხელისუფლების მხრიდან) გამართლება

juvenile delinquency - არასრულწლოვანთა დანაშაული

11 L

▲ზევით დაბრუნება


lack of a public hearing - განხილვა ღია სასამართლო მოსმენის გარეშე

lack of effective access to a tribunal - სასამართლოს ეფექტიანი ხელმისაწვდომობის არ არსებობა

lack of effective remedy/investigation/oral hearing - ქმედითი (ეფექტიანი) მისაგებლის/გამოძიების/ზეპირი მოსმენის არ არსებობა

lack of promptness of information - დაუყოვნებლივ ინფორმაციის არმიწოდება

language which an accused understands - ბრალდებულისათვის გასაგები ენა

lawful arrest or detention - კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება

lawful order of a court - კანონიერი სასამართლო ბრძანება

lawful restrictions - კანონიერი შეზღუდვები

lawfulness of proceedings - სამართალწარმოების კანონიერება

lawyer - ადვოკატი

legal aid or assistance - იურიდიული დახმარება

legal obligation - სამართლებრივი მოვალეობა

legal secretary - იურისტი რეფერენტი

legality of detention - პატიმრობის კანონიერება

legitimate aim - მართლზომიერი მიზანი

legitimate purpose - მართლზომიერი განზრახვა, მიზანი

length of civil/criminal proceedings - სამოქალაქო/სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობა

length of detention on remand - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა

length of pre - trial detention - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა

level of jurisdiction - ინსტანცია

liability - პასუხისმგებლობა

liable under the Convention - პასუხისმგებელი კონვენციის თანახმად

liberty of movement - მიმოსვლის თავისუფლება

liberty of person - პირის თავისუფლება

licensing of broadcasting, television and cinema enterprises - რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება

life - სიცოცხლე

life of the community - საზოგადოების არსებობა

life of the nation - ერის არსებობა

life sentence - სამუდამო პატიმრობის განაჩენი

limitation on use of restrictions on rights - უფლებების შეზღუდვის ფარგლები

limitations to protect democratic society - შეზღუდვები დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებში

limitations to protect the rights of others - სხვათა უფლებების დაცვის ფარგლები

limited jurisdiction - შეზღუდული იურისდიქცია

living instrument - ცოცხალი სამართლებრივი აქტი

local needs and conditions - ადგილობრივი საჭიროება და პირობები

lodge an application - საჩივრის შეტანა

loss of property - საკუთრების დაკარგვა

12 M

▲ზევით დაბრუნება


make financial award - ფინანსური ანაზღაურების მიკუთვნება

maintaining the authority and impartiality of the judiciary - სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა

manifestly ill-founded - აშკარად დაუსაბუთებელი

manifest religion or belief - რელიგიის ან რწმენის გამჟღავნება

margin of appreciation - თავისუფალი შეფასების არე; შეფასების თავისუფლება

material damage - მატერიალური ზიანი

measures similar to expropriation - ექსპროპრიაციის ანალოგიური ღონისძიებები

media - მას - მედია

members of a minority group - უმცირესობის წევრები

members of administration - ადმინისტრაციის წევრები

members of armed forces - შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პირები

members of police - პოლიციის მსახურნი

memorial - მემორანდუმი

mental anguish/suffering - სულიერი ტკივილი/ტანჯვა

merits of individual application/inter-state application - ინდივიდუალური საჩივრის/სახელმწიფოთშორისი საქმის არსებითი მხარე

merits of the complaint - საჩივრის, სასარჩელო მოთხოვნის არსებითი მხარე

military service - სამხედრო სამსახური

minimum degree of protection to which citizens are entitled under the rule of law in a democratic society - დაცვის მინიმალური ზღვარი, რომლითაც მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ სამართლის უზენაესობის პრინციპის თანახმად დემოკრატიულ საზოგადოებაში

minimum level of severity - სისასტიკის მინიმალური ზღვარი

minority - უმცირესობა

minors - არასრულწლოვნები

moderate physical punishment - დასაშვები ფიზიკური სასჯელი

monitoring of prisoners' correspondence/telecommunications/telephones - პატიმართა მიმოწერის/ტელეკომუნიკაციების/სატელეფონო საუბრების კონტროლი

moral damage - მორალური ზიანი

morals - მორალი

13 N

▲ზევით დაბრუნება


narrow interpretation - ვიწრო განმარტება

national authority - ხელისუფლების ეროვნული ორგანო

national court - შიდა/ეროვნული სასამართლო

national law - ეროვნული კანონმდებლობა

national minority - ეროვნული უმცირესობა

national origin - ეროვნული წარმოშობა

national security - ეროვნული უშიშროება

nationalisation - ნაციონალიზაცია

nature of punishment - სასჯელის ხასიათი

nature of interference - ჩარევის ხასიათი

ne bis in idem/non bis in idem principle necessary in a democratic society - აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

negative obligation - ნეგატიური ვალდებულება

negotiations - მოლაპარაკება

non-derogable rights and freedoms - უფლებანი და თავისუფლებანი, რომელთა უზრუნველყოფისაგან უკან დახევა დაუშვებელია

non-enforcement - აღუსრულებლობა

non-exhaustion - ამოუწურაობა

non-exhaustion of domestic remedies - გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობა

non-governmental organisation - არასამთავრობო ორგანიზაცია

non-official summary - არაოფიციალური მოკლე შინაარსი

non-pecuniary damage - მორალური ზიანი

normal civic obligations - ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ვალდებულებები

notification - შეტყობინება

notification of a derogation - შეტყობინება უკან დახევის შესახებ

null and void - ბათილი და არარა

nulla poena sine lege - არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

nullum crimen sine lege - არავითარი დანაშაული კანონის გარეშე

14 O

▲ზევით დაბრუნება


objective and reasonable justification - ობიექტური და გონივრული გამართლება

obligation of performing military service - სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულება

obligation prescribed by law - კანონით დადგენილი მოვალეობა

observance - დაცვა

obtain attendance of witnesses - მოწმეების გამოძახება

of his own choosing - მის მიერ არჩეული

officer authorised by law to exercise judicial power - სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილი მოხელე

Ombudsman - სახალხო დამცველი/ომბუდსმენი

oral hearing - საქმის მოსმენა

oral submission - ზეპირი არგუმენტები

order release - გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა

ordinary courts - საერთო სასამართლოები

other status - სხვა სტატუსი

outstanding interest - მნიშვნელოვანი ინტერესი

15 P

▲ზევით დაბრუნება


parental authority - მშობლის უფლებამოსილება

parents' religious and philosophical convictions - მშობლების რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსი

particular circumstances of the case - საქმის განსაკუთრებული გარემოებები

particular level of severity - სისასტიკის კონკრეტული ზღვარი

peaceful assembly - მშვიდობიანი შეკრება

peaceful enjoyment of possessions - საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა

pecuniary damage - მატერიალური ზიანი

penalty - ჯარიმა/სასჯელი

periodic review of the continuing lawfulness of detention - გახანგრძლივებული პატიმრობის კანონიერების პერიოდული გადასინჯვა

permit for a demonstration - დემონსტრაციის ნებართვა

persons of unsound mind - სულით ავადმყოფები

physical integrity - ფიზიკური ხელშეუხებლობა

physical liberty and security - ფიზიკური თავისუფლება და უსაფრთხოება

physical punishment - ფიზიკური სასჯელი; ფიზიკურად დასჯა

physical suffering - ფიზიკური ტანჯვა

plea of inadmissibility - შუამდგომლობა მიუღებლობის მოთხოვნით

plot of land - მიწის ნაკვეთი

pluralism in education - განათლების პლურალიზმი

police surgeon - პოლიციის ქირურგი

political activity - პოლიტიკური საქმიანობა

political asylum - პოლიტიკური თავშესაფარი

political or other opinion - პოლიტიკური თუ სხვა შეხედულება

political party - პოლიტიკური პარტია

political rights - პოლიტიკური უფლებები

positive obligations - პოზიტიური ვალდებულებანი

possessions - კუთვნილება

power of attorney - რწმუნება

power to overturn decision of the court - სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილება

practical and effective protection - პრაქტიკული და ქმედითი დაცვა

pre-trial detention - წინასწარი პატიმრობა

preliminary objection - პირველადი პრეტენზია (მიუღებლობის მოთხოვნით)

preliminary investigation - წინასწარი გამოძიება

preparation of defence - დაცვის მომზადება

prescribed by law - კანონით გათვალისწინებული

present-day conditions - ახლანდელი პირობები

presidential pardon - პრეზიდენტის მიერ (საპრეზიდენტო) შეწყალება

press - პრესა

pressing social need - მწვავე სოციალური საჭიროება

presumed paternity - სავარაუდო მამობა

presumption of innocence - უდანაშაულობის პრეზუმფცია

prevent disorder - უწესრიგობის აღკვეთა

prevent escape - გაქცევის აღკვეთა

prevent unauthorised entry into country - ქვეყანაში უნე

ბართვოდ შესვლისათვის ხელის შეშლა

prevention of crime - დანაშაულის თავიდან აცილება

prevention of disorder - უწესრიგობის თავიდან აცილება

prevention of spreading of infectious diseases - გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილება

preventive detention - პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება

prima facie

prisoner - პატიმარი

private life - პირადი ცხოვრება

procedural defect - პროცესუალური ხარვეზი

procedural guarantees of review - საქმის გადასინჯვის პროცესუალური გარანტიები

procedure prescribed by law - კანონით დადგენილი პროცედურა

prohibition of - აკრძალვა

prohibition of abuse of rights - უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა

prompt and detailed information - დაუყოვნებელი და დაწვრილებითი ინფორმაცია

prompt judicial control - სწრაფი სასამართლო კონტროლი

prompt trial - სწრაფი სასამართლო პროცესი

promptly - დაუყოვნებლივ, სწრაფად

promptly informed - ეცნობოს დაუყოვნებლივ

proof beyond reasonable doubt - მტკიცებულება საფუძვლიან ეჭვს მიღმა

property - საკუთრება

proportionality - თანაზომიერება

proportionate to the legitimate aim pursued - დასახული მართლზომიერი მიზნის თანაზომიერი

protection of health - ჯანმრთელობის დაცვა

protection of juveniles - არასრულწლოვანთა დაცვა

protection of morals - მორალის დაცვა

protection of private life of the parties - მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა

protection of property - საკუთრების დაცვა

protection of public order - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

protection of the rights and freedoms of others - სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა

protection of the reputation of others - სხვათა ღირსების, რეპუტაციის დაცვა

protection of the rights - უფლებათა დაცვა

proved guilty according to law - კანონის შესაბამისად დამნაშავედ ცნობილი

provided by law - კანონით გათვალისწინებული

provisional measure - დროებითი ღონისძიება

psychiatric evidence - ფსიქიატრიული მტკიცებულება

public - საჯარო, საზოგადოებრივი, საქვეყნო

public authority - საჯარო ხელისუფლება

public emergency - საგანგებო მდგომარეობა

public hearing - ღია სასამართლო მოსმენა (publicity - საქვეყნოობა)

public interest - საჯარო, საზოგადოებრივი ინტერესი ან საჭიროება

public judgment - საზოგადოების განსჯა

public opinion - საზოგადოებრივი აზრი

public order - საზოგადოებრივი წესრიგი

public safety - საზოგადოებრივი უსაფრთხოება

public service - საჯარო სამსახური

publicity - საქვეყნოობა

pursue - მიზნად ისახავს

pursue a legitimate aim - მართლზომიერ მიზანს ისახავს

16 Q

▲ზევით დაბრუნება


qualified rights - უფლებები, რომელთა შეზღუდვაც დასაშვებია

quell riot or insurrection - აჯანყების ან ამბოხების ჩახშობა

17 R

▲ზევით დაბრუნება


racial discrimination - რასობრივი დისკრიმინაცია

reasonable and objective justification - გონივრული და ობიექტური გამართლება

reasonable intervals - გონივრული ხანგამოშვება

reasonable relationship of proportionality - გონივრული თანაზომიერი კავშირი

reasonable suspicion - საფუძვლიანი ეჭვი

reasonable time - გონივრული ვადა/დრო

reasonableness of the length of pre-trial detention - წინასწარი პატიმრობის გონივრული ვადა/ხანგრძლივობა

reasonably necessary to prevent fleeing - მიმალვის აღკვეთისათვის საფუძვლიანად მიჩნეული აუცილებლობა

reasonably necessary to prevent offence - საფუძვლიანად მიჩნეული სამართალდარღვევის აღსაკვეთად

reasoning - მსჯელობა, მოტივაცია

receive and impart information and ideas - ინფორმაციისა და იდეების მიღება და გავრცელება

rectify the shortcomings - ნაკლოვანებების შევსება

redress - აღდგენა, გამოსწორება

referral to the Grand Chamber - დიდი პალატისათვის საქმის გადაცემა

refugee - ლტოლვილი

refusal - უარი

regardless of frontiers - საზღვრების მიუხედავად

registrar - სასამართლო გამწესრიგებელი

registry - სამდივნო

reimbursement - ანაზღაურება

rejection of appeal - საჩივარზე (სააპელაციო ან სხვა) უარის თქმა

release pending trial - გათავისუფლება საქმის განხილვის განმავლობაში

relevant domestic law - შესაბამისი შიდა სამართალი

relevant domestic practice - შესაბამისი ეროვნული პრაქტიკა

religion - რელიგია

religious community - რელიგიური გაერთიანება, თემობა

religious instructions - რელიგიური განმარტებანი

religious practice - რელიგიური წესების დაცვა

relinquishment of jurisdiction in favour of the Grand Chamber - დიდი პალატისათვის იურისდიქციის გადაბარება

remand - აღკვეთის ღონისძიება (ძირითადად, წინასწარი პატიმრობის მნიშვნელობით)

remand in custody - წინასწარი პატიმრობა

rendition - რენდიცია (კონკრეტული სახელმწიფოს მიერ პირის გატაცება, სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით)

reopen the proceedings - საქმის თავიდან განხილვა

reputation - რეპუტაცია

required by the interests of justice - რასაც/თუ ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები

residence - საცხოვრებელი ადგილი

respect for correspondence - მიმოწერის დაცულობა

respect for family life - ოჯახური ცხოვრების დაცულობა

respect for home - საცხოვრისის დაცულობა

respect for parents' philosophical convictions - მშობლების ფილოსოფიური მრწამსის პატივისცემა

respect for parents' religious convictions - მშობლების რელიგიური მრწამსის პატივისცემა

respect for private life - პირადი ცხოვრების დაცულობა

respondent state's jurisdiction and responsibility - მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქცია და პასუხისმგებლობა

restitutio ad integrum - [პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა]

restitution of property - საკუთრების დაბრუნება/რესტიტუცია

restriction on freedom of movement - მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა

restrictive interpretation - შეზღუდული განმარტება

retrial - ხელმეორედ გასამართლება

retroactive application of criminal/civil law - სისხლის/სამოქალაქო სამართლის უკუქმედითი გამოყენება

retroactivity - უკუქმედება, უკუძალა

reunion of family - ოჯახის წევრთა გაერთიანება (ოჯახის წევრთა განუყოფლობის პრინციპი)

review by a court - სასამართლოს მიერ (საქმის) გადასინჯვა

review of lawfulness of detention - პატიმრობის კანონიერების შემოწმება

revision of an earlier judgment - წინარე გადაწყვეტილების გადასინჯვა

right of access to - ხელმისაწვდომობის უფლება

rights of defence - დაცვის უფლება

right to individual application - ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის უფლება

right to liberty and security - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

right of petition to - საჩივრის, პეტიციის წარდგენის უფლება

right to damages - კომპენსაციის უფლება

rule of law - სამართლის უზენაესობა

ruling on an equitable basis - სამართლიან საწყისებზე გადაწყვეტილების მიღება

18 S

▲ზევით დაბრუნება


scheme for free legal aid - უფასო იურიდიული დახმარების სქემა

scope of court review - სასამართლოს მიერ საქმის გადასინჯვის ფარგლები

secrecy of correspondence - მიმოწერის საიდუმლოება

secret ballot - ფარული კენჭისყრა

secret surveillance - საიდუმლო მეთვალყურეობა

secure fulfilment of obligation prescribed by law - კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა

secure the payment of contributions or penalties - გადასახადებისა და ჯარიმების გადახდის უზრუნველყოფა

security of person - პირადი უსაფრთხოება

seizure of - ამოღება (მაგალითად, ჩხრეკის შედეგად)

self-defence - თავდაცვა, აუცილებელი მოგერიება

separate set of proceedings - სხვა, ცალკე პროცესი/სასამართლო განხილვა

service exacted in case of emergency - საგანგებო მდგომარეობის დროს დაკისრებული სამსახური

service of a military character - სამხედრო ხასიათის სამსახური

servitude - ყმობა

sick leave - შვებულება ავადმყოფობის გამო

six-month period/rule - ექვსთვიანი ვადა/ექვსთვიანი ვადის წესი

slavery - მონობა

social origin - სოციალური წარმოშობა

social security - სოციალური დაზღვევა

special circumstances - განსაკუთრებული გარემოებები

speediness of review - გადასინჯვის სისწრაფე

stand for election - კანდიდატობა არჩევნებში

statute-barred - კანონით აკრძალული

strictly necessary - მკაცრად აუცილებელი

strictly proportionate - მკაცრად თანაზომიერი

striking out of application - საჩივრის ამორიცხვა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან

substitute service - ალტერნატიული სამსახური

supplementary opinion - დამატებითი აზრი

surrender - დანებება, ტყვედ ჩაბარება

summon the witness - მოწმის გამოძახება

19 T

▲ზევით დაბრუნება


take proceedings - სასამართლოსადმი მიმართვა

taken alone - ცალკე აღებული

taking of property - საკუთრების ჩამორთმევა

tax penalty - საგადასახადო ჯარიმა

taxation - გადასახადის დაკისრება; საგადასახადო (ზედ.)

territorial integrity - ტერიტორიული მთლიანობა

testify at trial - სასამართლოში ჩვენების მიცემა

third party - მესამე მხარე

threat to the applicant's life - მომჩივნის სიცოცხლისათვის მუქარა

threat to the life of the nation - ერის არსებობისათვის

time of emergency - საგანგებო მდგომარეობა

time when the act or omission was committed - მოქმედებისა თუ უმოქმედობის ჩადენის დრო

torture - წამება

torture in police custody - წამება საპოლიციო პატიმრობისას

transfer of the property - საკუთრების გადაცემა

treatment - მოპყრობა

trial within a reasonable time - საქმის განხილვა გონივრულ ვადაში

tribunal established by law - კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო

20 U

▲ზევით დაბრუნება


unanimously - ერთხმად

unfairness of proceedings - უსამართლო პროცესი/სასამართლო განხილვა

unidentified perpetrator - დაუდგენელი დამნაშავე

uniform law - ერთიანი კანონი

universal suffrage - საყოველთაო არჩევნები

unlawful detention - უკანონო პატიმრობა

unlawfulness - უკანონობა, მართლსაწინააღმდეგო

unreasonably long (procedure) - არაგონივრულად ხანგრძლივი (პროცესი, სასამართლო განხილვა)

use of force/violence - ძალის/ძალადობის გამოყენება

use of property - საკუთრებით სარგებლობა

21 V

▲ზევით დაბრუნება


values of a democratic society - დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებანი

victim - მსხვერპლი/დაზარალებული

violation - დარღვევა

vulnerability - უმწეობა, უსუსურობა

22 W

▲ზევით დაბრუნება


waiver of the court fees - სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლება

war or other public emergency threatening the life of the nation - ომი ან ერის არსებობისათვის საშიში სხვა საგანგებო მდგომარეობა

withdrawal of parental rights - მშობლის უფლებების ჩამორთმევა

without prejudice to the provisions of Article… - ... მუხლის დებულებების უვნებლად

witness - მოწმე

wording - ფორმულირება; აზრის ჩამოყალიბება

work required of detainee - პატიმრის სავალდებულო სამუშაო

work required to be done during conditional release - პირობით თავისუფლებაში ყოფნის დროს შესასრულებელი სავალდებულო სამუშაო

worship - აღმსარებლობა