The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რედაქციისგან

რედაქციისგან

რედაგციისაგან.

ვახარებთ ჩუჱნის «ცისკრის” მკითხველთა და ყოველს ქართველს, ვისაცკი შევარს თავისი სამშობლო ენა, რომ მომავალი წლის იანვრიდგან, გამოიცემა ტფლისში ახალი ქართული ჟურნალი « საქართველოს მოამბე». —დარწმუნებულნი ვართ ჩუბანი «ცისკრის” მკითხველნი მიი. ღებენ გულმხურვალედ მონაწილეობას. ამ საზოგადოდ სასარგებლოს საქმეში. ამასთანავე ვბეჭდავთ ახალის რედაქციის გამოცემულს პროგრამმასა... რედ. კ.

-----------

«მომავალ 1863 წ. იანვრის თვიდან გამოიცემა ტფილისში ახალი ქართული ჟურნალი«საქართველოს მოამბე». - ამ ჟურნალში მთელი წლის განმავლობაში შემოვლენ შემდგომი ნაწილები:

1 წმინდა სალიტერატურო: ლექსები, მოთხრობები, დრამები, კომედიები, ნამდვილები და ნათაგმანები.

9 ისტორიული: საზოგადო ისტორია; განსაკუთ. რებითი ჟურადღება მიიქცევა საქართველოს და ერთობ კავკასიის ისტორია ზედ.

3 საპოლიტიკო და სო ფ იური ეკონომია: აქ ვეცდებით გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას ეს საგნები იმოდენად, რამოდენათაც დრო და საჭიროება მოითხოვს.

4 კრიტიკა და ბიბლიოგრაფია: აქ განირჩევიან უცხო ენებზე დაწერილი თხზულებაები და ქართული წიგნები.

5 სხვადასხვა ანბავი;

დამატება: ამ ნაწილში დაიბეჭდებიან ძველი ქართული თხზულებები, ანუ გამოჩენილნი უცხო ენებიდამ თარგმნილი რომანები.

ამ პროგრამას ამჟამად არაფერს არ ვუმატებთ, რაც შეეხება ჟურნალის ხასიათსა და მიმართულებას, იმაზედ არაფერს ვიტყვით. ჩვენ ვარჩევთ, რომ თვითონ ჟურნალმა გამოიჩინოს თავისი თავი, თვითონ საქმეში გამოსთქვას თავისი ხასიათი და არჩეული გზა. ეს ემჯობინება ყოველ წინასიტყვაობას. ჩვენ გვსურს ვემსახუროთ საზოგადოებას, ვარგოთ და გამოვადგეთ. ამისათვის ვიკისრეთ ჟურნალის გამოცემა, სურვილი ჩვენი გულწრფელია და ჭეშმარიტი, და თუ ღონე შეგვეწევა და ცოტათი მაინც აღვასრულეთ ჩვენი სურვილი, ამისაც კმაყოფილი ვიქნებით. ჩვენის მხრით, რასაც კი შევძლებთ, არას დავზოგავთ, დანარჩენი თვით საზოგადოებაზედ ჰკიდია.

ისტორიული ნაწილის რედაქტორობა იკისრა უფ. ნიკოლოზ ღოღობერიძემ, სხვადასხვა ამბებისა — უფ. დავით ყიფიანმა და საპოლიტიკო და სოფლური ეკონომიისა უფ. ივანე სერებრიაკოვმა.

ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ თვე და თვე გამოვა სივრცით შვიდ თაბახიდამ ათამდე, ანუ 112 გვ.—160 გვერდამდე, თუ შეგვეძლებ ამაზე მეტიც.

ფასი მთელი წლის ნომრებისა შინ გაგზავნით ერთი თუმანი, გაუგზავნელად ცხრა მანეთი.

ხელის მოწერა მიიღება რედაქციაში, რომელიც იმყოფება ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზედთ. ივანე მუხრანსკის სახლებში № 26.ილია ჭავჭავაძე

რედაკტორი საქართველოს მოამბისა“.