The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გახსოვს, ტურფავ
* * * (გახსოვს, ტურფავ)
გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტს"არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!"
ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენმ გიჟმა რა იცოდა,
რომ იმ ვარდზე ადრე შენი
სიყვარული დასჭკნებოდა!..
გახსოვს, ტურფავ, იმავ ბაღში
აყრდნობდი ჩემს მხარზე თავსა,
შენ ჩემს სუნთქვას ვგუშაგობდი
და მე შენსა წრფელ სუნთქვასა. დაგყურებდი, ვეღარ გავძელ,
ლოყით კოცნა მე მოგპარე;
შენ შეჰკრთი და ლამაზ თითით
ღიმილით დამემუქარე.
ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენმ გიჟმა რა ოცოდა,
რომ ის კოცნა ბოლოს გესლად
შენის გმობით შემეცვლოდა.

5 ნოემბერს, 1860 წელსა,
პეტერბურღი.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 133 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 4, გვ. 518 (C); სასიმღერო ლექსები, გამოცემული ი.დ. ე-სგან, ტფილისი, 1869. გვ. 3 (D); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 134 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 95 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემე მე-4, ბათომი, 1900, გვ. 295; პატარა ჩანგი, გამოცემა ი. იმედაშვილისა, ტფილისი 1902, გვ. 32 (F); პატარა ჩანგი, გამოცემე მე-2 ი. იმედაშვილისა, ტფილისი, 1903, გვ. 32 (G).

სათაური:

ალბომში CD. თარიღ ი : 1860 A; 5 ნოემბერს, 1860 წელსა, პეტერბურღი B; 5 ნოემბერს, 1860 წელსა C.

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძე C; ილია ჭავჭავაძე EG; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში)D.

112. 1 ჩვენს] ჩვენ B. 2 ვრბოდით] ვსრბოდით B. 5 მოსწყვიტე] მოწყვიტე B; ქორფა] ტურფა E. 6 გადმომიგდე] გარდმომიგდე E. 7 B-ში «გიჟო»-ს ნაცვლად ჯერ ეწერა «გმირო», გადახაზულია. 11 ვარდზე] ვარდზედ BDE. 14 აყრდნობდი ჩემს მხარეზე] იხრიდა ჩემს მკერდზედ BCDE.

113. 7 გესლად] გველად D. 8 შენის გმობით] შენ გმობითა B. შავ-გმობითა DE; შემეცვლოდა] შეგვეცვლოდა D.

არსებობს გადმოცემა, რომ ეს ლექსი ილიამ მიუძღვნა თავისი შორეული ნათესავის სოლომონ ჭავჭავძის ასულს - ელისაბედ ჭავჭავაძეს (შემდეგ - კოტე მარჯანიშვილის დედა). ამის შესახებ იხ. 1914 წლის მიხ. გედევანიშვილისეული გამოცემა,

ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, გვ. XVIII –XX (იხ. აგრეთვე. კ. აბხაზის მოგონება ილიაზე, - ლიტერატურული მემკვიდრეობა, წიგნი I, 1935, გვ. 566).

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.