The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა
ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა

ფანცხავა რომანოზ (ხომლელი)

ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა

წყარო:  გაზეთი „კვალი“, 1893, № 16

წერილი პირველი

კაცის გონება ვერ წარმოიდგენს იმაზედ საშინელს, უარესს ყოფას, რომელშიაც ჩავარდნილია დღეს ქართული ლიტერატურის საქმე. ქართველთ ჭკუა-გონებას ღრმად სძინავს, მოწყვეტილსა და მოქანცულს ადამიანსავით და აღარ ძალუძს თვალი გაახილოს, გარეშემო მიიხედ-მოიხედოს და ქვეყნის ავსა და კარგს დაუფიქრდეს. არის იგი სულგანაბული, პატივ-აყრილი და ყოველ გვარ მნიშვნელობას სრულიად მოკლებული. უყურებ კაცი ამ ყოფას, ჰხედავ, რომ ამ „ჟამთა სიავის“ დროს ლიტერატურას ბოლო ეღება და იგი დღითი-დღე თავისთავს შაესა და ტიალის სამარეს უთხრის. წინანდელი მხნეობა, გარჯა-მოღვაწეობის ნიჭი, საიმედო და ანუგეშო ხმები ჩვენი პატივცემულ და აზრიან მწერლებისა მიმწყდარა, წარსულნი დღენი მხოლოდ მოსაგონებელ და სასიზმრო საგნად გამხდარა და აზრიან მწერლების ადგილი კი ჭია-ღუებსა და სა მარცხვინო, ცოცხით შოსაგეელ მჯღაბნელთა ბრბოს დაუჭერია და... მწარე, შავი ფიქრი ტვინს გიშრობს, სულს გიკლავს, პოეტის თქმისა არ იყოს:

„გევსების გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა“.

მოუბრუნდები საგანს მეორეს მხრით და რას "ჰხედავ! თითქოს საზოგადოებაც შეეჩეია იმ დამღუპველს, სიცოცხლის გამანადგურებელს აზრს, რომ ლიტერატურას საზოგადო ცხოვრების მსვლელობაში ადგილი აღარა აქვს, რომ იგი ხორც-მეტია, ტყუილად აკვიატებული ბარგია ცხოვრებისა და ეს საზოგადოება სრულიად არ იჩენს არავითარს ხალისსა და სურვილს იმის კელაე გამოფხიზლებისა და აღორძინებისათვის... მაგრამ, შესაძლებელია, ესცდებოდე; შესაძლებელია, ქართველს საზოგადოებას დიდს ცოდეასა და ბრალს ვახეეედე თავზედ ტყუილ უბრალოდ, საქმის ჯეროვან განუკითხავად. შესაძლებელია, საზოგადოებას სწორედ რომ ახალ ნიადაგზედ დამდგარი, სწორედ რომ სხვა გვარი აზრისა, იდეისა და გრძნობების გამოხატვით სწყუროდეს ლიტერა. ტურის გამოფხიზლება; სხვა ფიქრთა და ზრახვათა ახსნასა და გამორკვევას ითხოვდეს ლიტერატურისაგან, მაგრამ თვით ლიტერატურა დამუნჯებულა, ცხოვრებაზე ხელი აუღია, გაქვავებულა ერთს წერტილზედ და ლეშივით უსარგებლო გამხდარა...

ვაი, რომ ლიტერატურაც გრძნობს თავის უბედურს ყოფას, კარგად ჰხედავს თაღის უშინაარსობას, არარაობას და სრულიად განადგურებას.... და რა უნდა გააწყოს ლიტერატურამაც, თუ იმის სარბიელზედ მოღვაწეს, სხვა-და-სხვა მავნე გარემოებათა წყალობით, ცხოვრებაც, ჩვენი საკუთარი ცხოვრებაც ხელ-ფეხს უბორკავს და პატიოსანს, საიმედო აზრსა და მოქმედებაზედ ხელს აღებინებს. ქართველთა ცხოვრება, თვით ჩვენი საზოგადოება, არ ეხმარება, არ შველის ლიტერატორთა აღზრდისა და განვითარების საქმეს, არ ახალისებს ჭკუა-გონებისა და ზნეობის განათლების მეძიებელთ, გულში არ უნერგავს ჭეშმაარიტებისა და პატიოსნების აზრს, სიყვარულს. ეს უნდა იყოს, ჩემის აზრით, მიზეზიც იმისი, რომ ჩვენს ახალს ლიტერატურას რაიმე გარკვეული გზა მოქმედებისა ჯერ აქამდისაც ვერ გამოუნახავს, სახელმძღვანელო დედა აზრი ვერ შეუმუშავებია, რომ თვალსაჩინო კვალი დააჩინოს ქართველთა აწინდელს ყოფა-ცხოვრებას. ეს უაზრობა, ეს ქართველ „ლიტერატორთა“ სრული მოუმზადებლობა კიდეე, თავის მხრით, რასაკვირველია, ბოლოს უღებს ჟურნალგაზეთების საქმის წარმოებასაც. არც ერთს ქართულს ჟურნალსა და გაზეთს დიდი ხნის სიცოცხლე არა ჰქონია, რადგანაც არც ერთს ჟურნალსა და გაზეთს ერთი რაიმე გამორკვეული ხელსამძღვანელო დედააზრი, საზო-გადობრივი პროგრამა არ ჰქონია წინწამძღვანებული. ქართულს ლიტერატურას მე-60 და მე-70 წლების დასაწყისში დაეტყო სიცოცხლე და აზრიანობა, შემდეგ კი ჟურნალსა და გაზეთს მხოლოდ დროებით, ხან-მოკლე ნიჭიერის მწერლის გაელენით თუ შეეტყობოდა სიცოცხლე, მაგრამ არ გაივლიდა საკმაო ხანი, უნიჭო და უბადრუკ მჯღაბნელთა ხრიკების წყალობით, ნიჭიერსა და პატიოსან ახალგაზდა მოღვაწეს წერაზედ ხელს აღებინებდენ და იმავ ჟურნალსა, ანუ გაზეთში ერთსად იმავე საყურადღებო საგანზედ ორს ერთი მეორის წინააღმდეგს უაზრობას და გრძნობა-გონების გათახსირებას წააწყდებოდით...

და აი, სწორედ ჟურნალისა, ანუ გაზეთის სიკვდილის ქამიც ამ დღიდან უნდა დაწყებულიყო, დახელოვნებულსა და დაოსტატებულს რედაქტორს შეეძლო ეხმარა სხვა-და-სხვა ღონისძიება და ხერხი გაზეთის ანუ ჟურნალის განგრძობისათვის შემდეგაც, მაგრამ ამისთანა ჟურნალი ანუ გაზეთი მაინც ნამდვილ სიკვდილის გზაზედ დამდგარს ორგანოდ უნდა ჩათვლილიყო და ასეც ითვლებოდა კიდეც ჭკუიან და დახედულ კაცთაგან...

სხვა მავნე გარემოებასთან ერთად თვით ჩვენმა საზოგადოებამ რომ კიდეც უღალატოს და ზურგი შეაქციოს ლიტერატურას, მაინც თუ არსებობს იგი და მწერლობის სახელს ატარებს, საკვებს, საზრდოს უნდა ეძებდეს მეცნიერებასა, საზოგადო ლიტერატურასა და პოლიტიკურს ცხოვრებაში, და წმინდა, სპეტაკი აღზრდის საქმეს დაადგეს და ემსახუროს. თუ არა ვცდები, სხვა აზრი არ უნდა ჰქონდეს ლიტერატურის არსებობას ერის იმ გვარ ყოფა-ცხოვრებაში, როგორც მე ამ წამს დაგიხატავთ. მაგრამ აეხსნათ მაინც კიდევ ჩვენი აზრი.

ჩვენა ვსთქვით, რომ ლიტერატურა, კიდეც რომ საზოგადოებამ მას ზურგი შეაქციოს, უნდა საზრდოს იღებდეს მეცნიერებისა, საზოგადო ლიტერატურისა და რეალურ ცხოვრებიდან, რომ გულ-აცრუებულ საზოგადოებას გული მოუნახოს, გული გაუხსნას, ასე ვსთქვათ, „სულში ჩაუძვრეს“ ჭკუა-გონების მარგებელი საზრდო მიაწოდოს. გადაბირებულმა საზოგადოებამ თუ მაშინაც ზურგ შექცევით იარა, გულგახეთქილ მოღვაწეს ნუგეშად ის ღა მაინც დარჩება, რომ ლიტერატურა თავის საგანსა და ვალდებულებას პირნათლად ემსახურებოდა... მართლაც და ჭეშმარიტს ლიტერატურას და არა ყალბს გამოცრუებულ ტაკი-მასხარაობას, ქუჩის სამარცხვინო ფურცლებს — მტკიცე დამოკიდებულება და კავშირი აქვს ზემოხსენებულ დიდ მნიშვნელოვან ხელსამძღვანელო ძალებთან. თუ ამ ძალებს ლიტერატურა ერთს წამს დას ცილდა, მაშინ იგი ცხოვრებიდან წამოყენებულს სხვადა-სხვა მოელინებასა და საგნებს ვერ განჰკვეთს და განზომავს გონებისა და ზნეობის გამჭრიახი თვალით, უღალატებს თავის დანიშნულებას და ლიტერატურა თვითონ თავის თავად, ბუნებითად, სხვა მიზეზების გარეშეც, ჰკარგავს არსებობის აზრს და სიკვდილის გზაზე დამდგარი სამარის კარს მიადგება. მართალი რომ ვსთქვათ, თვითოეულს ვაჟ-კაცს, მოწიფულს ადამიანს, რამდენადმე შემუშავებული უნდა ჰქონდეს სათეორიო და ცხოვრებაში გამოსაყენებელი აზრები, თუ უნდა ყოველ დღიურ ცხოერების დუღილსა და განსაცდელს ალღო აუღოს და თავისი არსებობა დაიცვას. მით უმეტეს, ასეთი ხელსამძღვანელო დედა აზრების "შეხორცება ბუნებად, არსებად უნდა ჰქონდეს გადაქცეული ლიტერატორს. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ამ პირობის შესრულებით შესაძლებელია ნამდვილი გულ-წრფელი სამსახური გაუწიოს მწერალმა ლიტერატურას, საზოგადოების ინტერესის დაცეას, წყვდიადით მოცულ ერის ცნობაში მოყვანას და საერთო, საკაცობრიო იდეალების წარმატებასაც. მართალია, ცხოვრების მრისხანე და საშინელს ქარი"შხალს შეუძლია ერთი ადგილიდან მეორე და მესამე ადგილზედ წარამარა ატრიალოს ლიტერატურის მესვეურნი და ესენიც ცხოვრების სხვა-და-სხვაობას შეძლების გვარად გამოხატვენ,მაგრამ ამ გამოხატვას ყოველთვის ერთი შეთვისებული აზრის, შეხედულებისა და მიმართულების ბეჭედი უნდა აჯდეს. სხვაფრივ გონიერის დახელოვნებული ლიტერატორის ცხოერება წარმოუდგენილიც არის. მაგრამ საზოგადო ცხოვრების დუღილზედაც რომ არა ესთქვათ რა, ეს დედა აზრი და მიმართულება ლიტერატურის ცნობიერ მესვეურთა უნდა ეტყობოდეს მაინც და იმათს „წმიდა-წმიდათას“ უნდა წარმოადგენდეს. ამ ხელსამძღვანელო და ერთხელ ნათლად შეთვისებული და ღრმად განცდილი შეხედულობით უნდა უკვირდებოდენ ლიტერატურის ასპარეზზედ მოღვაწენი ცხოვრების ყოველგვარ მოვლინებას და იმ აზრების დახმარებითა და ხელ-მძღვანელობით გონიერად და სინიდისიერად უნდა ეკიდებოდენ საზოგადოების ინტერესების სამართლიანად დაცვასაც...

ლიტერატურა, რომელიც მოკლებულია ამ სიცოცხლის ნიშან წყალს, ლიტერატურა, რომელსაც არა ჰყავს ამ გვარად მომზადებული მოღვაწე,უძლურია მიმკედარებული, გარემოებისა და შეთვისებულ პირობათა დაბრმავებული ტყეეა და, როგორც დაბრმავებულ ტყვეს, არ ძალუძს გულწრფელად გაბედვით იქადაგოს ადამიანის ღირსებისა და კაცთა საზოგადოების ინტერესების დაცვა. რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრების უბრალო, სრულიად უმნიშვნელო მოვლინებაც კი თავის ქეიფ„ ზედ დაატრიალებს ასეთს ლიტერატურას და სულერთიანად აუბნევს გზა-კვალს. სწორედ ისე, როგორც უგზო-უკვლოდ ზღვაზედ გატყორცნილი ნავი, სუბუქი ქარის შრიალის დროსაც კი, ხან ერთს ნაპირს მიადგება, ხან მეორეს; ან წყლის ზედა - პირ - ზედ საზარლად დაიწყებს ტოკვას, ან ზვირთთა ცემით დავაგლახებული სადმე უფსკრულში დაიკარგება. უაზრო მოქმედება, საზოგადოდ რომ ვსთქვათ, წარმოუდგენელიც არის; მაგრამ საქმე ცოდნასა და ხელ-სამუდგენელიც არის; მაგრამ საქმე ცოდნასა და ხელ-სამძღვანელო დედა აზრების სიმტკიცით შეთვისებასა და დამთავრებაზედ არის დამოკიდებული. ლიტერატურასაც საფუძვლად სწორედ ეს დედა-აზრები უნდა დაედვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა რომ არა იყოს რა, კრიტიკა ხელის მოსაბღაუჭებელსაც ვერას იშოვის და მთელი ლიტერატური სარსებობაც გაქრება, ვითარცა კვამლი...

.წერილი მეორე

წერილი მესამე

წერილი მეოთხე