The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერილი რედაქციის მიმართ 
წერილი რედაქციის მიმართ 

შენგელია ნიკოლოზ

წერილი რედაქციის მიმართ 
ივერია 1894 N23 30-Jan-1894

ნება გვიბოძეთ, თქვენი გაზეთის შემწეობით უგულათადესი--მადლობა გამოვუცხადოთ თქვენს რედაქციას, გაზეთ „გვალისას“, „მწყემსისას“, „ახალ მე-4 მოხილვისას“ და ჟურნალ „მოამბისას“, რომელნიც ჩვენ, ვარშავის ქართველ სტუდენტებს, გვიგზავნიან თითო ცალს თავიანთ გამოცემისას; აგრედვე ტფილისის და ქუთაისის გამომცემელ ამხანაგობათა, რომელთა შემოწირულებებით დაარსებულია ჩვენი წიგნთ-საცავი, და გვიგზავნიან თითო ცალს ყოველ მათ. გან გამოცემულ წიგნებისას; თ. ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც შემოსწირა ჩვენს წიგნთ-საცავს ერთი ცალი თავის თხზულებათა; ბბ-ნთ ი. გოგებაშვილს, ს. ფურცელაძეს და აღნიაშვილს, რომელნიც უყურადღებოთ არ სტოვებენ ხსენებულ წიგნთსაცავსა.