The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება

ნაცვლიშვილი, ივანე (ვ. ნ.)

საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება: [გლეხთა მდგომარეობა და ი. ჭავჭავაძე] // მოგზაური. - 1905. - N13. - გვ.209-211.[MFN: 403100]

საგურამოს საზოგადოების მცხოვრებლებმა ექვს მარტს თავი მოიყარეს და მოილაპარაკეს თავისს ჭირ-ვარამზე, თავისს დაბეჩავებულ ცხოვრებაზე. ხალხმა გადაწყვიტა «ბოიკოტი”გამოუცხადოს აქაურ მემამულეებს: ილია ჭავჭავაძეს, გივი სტარასელსკის და ტატო ციციშვილს. მართლაც შეწყვიტეს იმათთან ყოველგვარი დამოკიდულება. ასე გაშინჯეთ თ. ჭავჭავაძეს ყავდა ახალსოფლიდან ერთი დედაბერი მექათმეთ; იმის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, რატომ დედაშენი არ ანებებს თავს მებატონესოან სამსახურსაო daკაცი იძულებული გახდა ძალით გამოეთრია გაჯიუტებული დედაბერი. ამათ მაგალითს მიბაძა ჭოპორტის საზოგადოებამ და ამგვარათ გაფიცვა მოედო მთელ გაღმა-გამოღმა საგურამოს 16 სოფელს20 მარტს თავი მოიყარა ხსენებულმა 16 სოფელმა ერთათ. კრებას 2000 მეტი კაცი და ქალი დაესწრო. მოილაპარაკეს თავიანთ ჭირ-ვარამზე, გათახსირებულ და მიწასთან გასწორებულ ცხოვრებაზე. ბევრი გულის გასაგმირი და სულის აღმაშფოთებელი ამბები თქვა ხალხმა ამ კრებაზე. მოვიქვან აქ ორიოდ ნიმუშთ, თორემ მთლად იმისი დაწერა ადვილი საქმე არაა.

ერთმა ახალ-სოფლელმა გლეხმა თქვა: „გასულ ზაფხულში როცა სანადელო ყანა მოვმკე, ვეახელ ბატონს და მოვახსენე, რომ მოურავი გამოეგზავნა და ძნა გაგვეყო. ველოდე ერთი დღე, მაგრამ არ გამოჩნდა; მეორე დღეს ნაშუადღევს ჩამოვიდა მოურავი, კაცი გულ-ქვა და შეუბრალებელი გავყავით ყანა, დაუდე ჩემს ურემზე და ამასობაში კიდემ დაღამდა „ახლავე წამოილე ურემიო“ მომაძახა მოურავმა თითონ კი ცხენი გაქუსლა. რადგან ღამე ბნელი იყო და გზა ცუდი ილია ქავჭავაძის კალომდე, შემეშინდა ურმის გადაბრუნება და იმ ღამეს მაგიერ მეორე დილას წავიღე ურემი. ვიდრე მოურავი და ილია ჭავჭავაძე გამოიღვიძებდენ მე ურემი კალოზე მივიტანე, მაგრამ მაინც ვერ გადვურჩი მოურავის რისხვას და ლანძღვას. არ მიიღო ძნა, ბატონი აბძანდება და ის მიიღებსო, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აბრძანდა ბატონი ილია ქავჭავაძე, გამობძანდა ბალკონზე, დამჭყივლა და დამჭყივლა. მერე დამიწყო უშვერის სიტყვებით ლანძღვა. „ახლავე ეგ ძნა დააბრუნე და იქვე ჩაიტანე სადაც დაუდე, როცა მოურავს დრო ექნება ჩამოვა, ახლაცთ გადმოითვლის და გაყოფსო“. ბევრი ვემუდარე, ვეხვეწე, ეხლა დავთვალოთ თუ ერთი თავთავი აკლდეს თავი მომჭერი მეთქი; თუ ადამიანს არ იბრალებ ეს უენო საქონელი მაინც შეიბრალე მეთქი, მაგრამ ამაოთ ძნა ისევ იქ ჩავიტანე. დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე, მესამე, მაგრამ არ არის მოურავი, იქ ველოდე მინამ ძნა საქონელმა არ დაიშალა და გიაოხრა.“

„ამ ზამთარსა, დაიწყო სოფელ გურამიანთ კარელმა გლეხმა, დიდი ყინვებისაგან წყალი, რომლითაც მთელი ოთხი თუ ხუთი სოფელი ვსარგებლობდით გაიყინა. გაიყინა ისე, რომ მთლათ უწყლოთ დავრჩით. სოფელს ზევით სამ ვერსზედ ტყეში და მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში, გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინება.

დავიწყეთ ამ წყაროთი სარგებლობა; დაგვისია თავადმა მოურავები, ბიჭები და აგვიკრძალა წყლით სარგებლობა. თანაც გვითხრეს, ვისაც წყილი უნდა იმან სულ თითო საქონელზე ათი შაური უნდა გვძლიოს თვეშიო, და სასმელ წყალს მუქთათ დაუთმობთო. იძულებული ვიყავით დავთანხმებოდით; მთელი ზამთარი ვაძლიეთ ასე უცნაური ხარკი. ჩვენ სოფელში იყო ერთი ძალზე ღატაკი კაცი, ასე რომ ჩვენ−ღარიბებს გვყავდა ზურგზედ აკიდებული თავისი ცოლ შვილით. ერთ დღეს ამ კაცს აემსო ორი კოვა, გადაეკიდნა მხარზე და მიქონდა სახლში. გზად გამოვლილი დაინახა ი. ჭავჭავაძის მოურავმა, გავარდა, სწვდა ყელში, დაუწყო ლანძღვა, რატომ თვეში ათ შაურს არ იხდიო, გლეხმა მიუგო: „თქვენ ათი შაური საქონელზე დაადგინეთ და მე კი კატაც არა მყავსო; ან ათი შაური ვინ მომცა, ეს ორი კვირაა რაც ავღანტალდი ლოგინიდან, ხომ იცი სულ ავათა ვარ, ნათქვამია „წყალი მდევსა და გველაშაპსაც არ დაუჭერია“-ო და თქვენ ხომ ქრისტიანები ხართო. შენთან. ბევრი ლაპარაკი არ ღირსო, ამ სიტყვებით მივარდა მოურავი საცოდავს და ორივ სავსე კოკა ზედ გადააშტერია ნახევრათ შიშველ გლეხს. ამ ამბავს ილია ჭავჭავაძე ბალკონიდან უყურებდა 400 მანეთიან ქურქში გახვეული, გულიანათ იცინოდა და თანაც აქებდა ერთგულ მოურავს: „ყოჩაღ მემარნიშვილო, ყოჩაღ ეგრე სuსხი უნდა მისცე, რომ თავზე არ წაგვასხდენო“. უბედური გლეხი ვიდრე სახლში მივიდოდა დასველებული, გზაში მთლათ გაყინულიყო. მივიდა სახლში მარა იქაც კერა გაციებული დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელ ახლათ ავათ და ერთ კვირაზედ გაათავა მრავალ ტანჯული და წამებული სიცოცხლეო“ დაათავა გლეხმა ეს შემზარავი ამბავი. ეჰ “რა გავაგძელო თავადიშვილი კარგი რა არი ავი რა იყოს.

თუ რომ ცნობილი მგოსანი ასეთ ამბებს ჩადის გლეხებთან, მაშ სხვა საგურამოს მებატონეები რაღას იზამენ? ეს მკითხველისათვის მიმინდვია გამოსაცნობათ. თავიანთი ყოფა. მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ გლეხებმა ამ კრებაზე შემდეგი მოთხოვნილებაში დაადგინეს:

1) მოისპოს გლეხთა დროებითი ვალდებულება და ისნობა და მათი ნადელები უსასყიდლოთ მათ სრული საკუთრებათ გამოცხადდეს.

2) ყველა გლეხს დაუბრუნდეს ის მიწა აგილები, როშელიც მათ ჩამოაცალეს ბატონ-ყმობის გაუქმების დროს. (ტყე, საბალანო, წყალი და სხვა).

3) სახაზინო და საე,კლესიო მიწები გლეხებს საკუთრებათ მიცეთ.

4) მიწის ლილი არ აღემატებოდეს მთელი მოსავლის მეათედს თუ ზედმეტი მიწა დაჭირდა გლეხს. მემამულემ თავისი წილი თითონ უნდა წაიღოს თავისი ხარჯით.

5) დაუბრუნდეს გლეხებს ის ფული, რომელიც გადიხადეს მათ თავის დახსნის დროს. ეს ფული გადახდეს საუფლისწულო და საეკლესიო მამულებს, აგრეთვე იმ თავადებს და აზნაურებს, რომლებმაც ამ გადასახადებით ისარგებლეს. ყველა იმ ფულით უნდა დაარსდეს ცალკე ფონდი სოფლის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლათ (შკოლები, სავათმყოფოები, გზების გაყვანა, წიგნთსაცავი დი სხვა).

6) ამავე ფონდს მიემატოს იმ მაღაზიის ფული თავის სარგებლითი, რომელიც გლეხებს უნდა დაუბრუნდეთ ხაზინიდან.

7) მოისპოს ყოველგვარი ბეგარა მემამულეთა სასარგებლით (მაგ. ძლევნი, ხარ-გუთნით და მუშა ხელით მოხმარება და სხ.).

8) ეკლესიის ყირიულობა დაევალოს თვით ეკლესიას თავის ხარჯზე. გზების კეთება კი ყველას წოდებას.

9.) მოისპოს დრამა და სხვა ყოველგვარი გადასახადი მღვდლის სასარგებლოთ, ეკლესიის ხარჯები იმათ გასწიონ, ვისაც სურთ მღვდელი და ეკლესია.

10) მოისპოს ყოველგვარი ბაჟები არაყზე. სპიჩკაზე. ნავთზე, "შაქარზე, თამბაქოზე და სხვ. ერთი სიტყვით ყველა პირდაპირი და არა პირდაპირი გადასახადები და იმის მაგიერათ სახელმწიფო გადასახადი დაწესდეს შეშოსავალზე. ვისაც წლიურათ 600 მანეთზე ნაკლები შემოსავალი ქონდეს, იგი

სრულიათ განთავისუფლებულ იქნეს გადასახადისაგან.

11) სახელმწიფო ტყეები და სახნავი მიწები გადაეცეს გლეხთა საზოგადოებას თავის საერთო სასარგებლოთ და საწარმოებელათ.

12) წოდებათა გაუქმება და ფართო თვითმართველობის დაარსება. თვით ხალხი უნდა ირჩევდეს თავის მოსამართლეებს.

13) მუდმივი ჯარების გაუქმება.

14) უფასო და სავალდებულო პირველ-დაწყებითი სწავლა.

15) მოგვეცეს თავისუფლება კრებების, სიტყვის, წერის, ბეჭდვის, გაფიცვის და კავშირების. მოგვეცეს ნება ჩვენი არჩეული წარმომადგენელები ვიყოლიოთ არსებულ წეს-წყობიწლების შეცვლის და ახალის დადგენის დროს.

ამის შემდეგ ხელმეორეთ შეფი კეს გლეხებმა ერთმანეთს პურზე და მარილზე. დაუმატეს: ვიბრძოლოთ, გავწყდეთ ცოლით შვილამდე ვიდრე სრულებით არ დაგვაკმაყოფილებენ, და პირის გამტეხს სიკვდილით დასჯაც გადაუწყვიტეს.

რასაკვირველია, ეს კრება არ გამოეპარა მებატონეებს ზოგიერთა პირების შემწეობით, რომელთაც ქვევით მოვიხსენიებთ გივი სტაროსელსკი და ი. ჭავჭავაძე მაშინვე დაფაცურდენ, სთხოვეს მთავრობას ჯარი „ბუნტის“ ჩასაქრობათ. გივი სტაროსელსკი წერს თურმე თავის თხოვნაში გლეხებმა გადამიწვეს საბძელ-კალო და თივა, გადამიჭრეს ვაზი და ხეხილი, დამინგრიეს სახლ კარი და მვი ლებს მიხოცვენო.

1 აპრილს მოვიდა სოფელ საგურამოსი ერთი როტა ჯარი დუშეთის მაზრის სამმართველოს მოხელის ა. გედევანიშვილის თანხლებით. როცა რაზმის უფროსმა ნახა საგურამოს სოფლეშის სრული სიდინჯე და გლეხების თავდაჭერილობა, ნამეტურ გაუკვირდა. აქ არც ერთი არ არის მართალი, რასაც სტაროსელსკი იტყობინებაო და მაშინვე მოთხოვა ბინა სტაროსელსკის ჯარის დასაბინავებლათ და სურსათი. სტაროსელსკიმ ერთზედა და მეორეზედა, უარი უთხრა, მხოლოთ აფისერი მიიპატიჟა თავისთან გედევანიშვილითურთ. ჯარი, – ბრძანა სტაროსელსკიმ, – სოფელს უნდა ჩაუყენო, დაანიავო, ბიკლო, რომ შეშინდენ დ° ქუდი მოიხარონ ჩემ წინაშეო, რაც დაადასტურა ა. გედევანიშვილმა. მაგრამ ამაზე კაპიტანმა უპასუხა: მე ჩემი ინსტრუქციით ემოქმედობ და არა ვისიმე ჟინი უნდა დააკმაყოფილოო. შემდეგ სოფელში დაუცალეს ექვსი გომური, სადაც სოფლელები ცხოვრებდენ (აქვე უნდა მოვიხსენიოთ, რომ არც დიდებული ილია ჭავჭავაძე და არც სტაროსელსკი გლეხებს ნებას არ აძლევენ ზეზე სადგომის აგების) და ჯარი იქ მოათავსეს. კაპიტანი კი მღვდლისას დაბინავდა, არც სანოვაგე მიცა სტაროსელისკიმ ჯარს. შემდეგ სოფლელებმა ერთი ხარი აჩუქეს ჯარს შემდეგი სიტყვებით: „ერთ ხარს გაძლევთ ისე როგორც სტუმრებს, მხოლოთ არ იფიქროთ რომ ეს შიშით მოგვდის, ჩვენზედ არავითარი შიში აღარ მოქმედობს“. შემდეგ თივა და ქერი მოითხოვეს, მთელი სოფლები შემოიარეს ვერსად იშოვეს. ბოლოს გამოირკვა, რომ გლეხები იანვარს აქვთ ნაყიდით იკვებებიან, როგორც თითონ ისე თავიინთ საქონელი, ამავე დროს ბატონების ბეღლები სავსეა ჭირნახული და მინდორ-საბძელი თივა ბზით. იქვე ახლოს იდგა 8 წლის ბიჭი. ერთმა ქართველმა ჯარის კაცმა კითხა ბიჭს, თქვენ ქერი არა გაქვთო? არა მიუგო ბიჭმა. მაშ რი უყავითო? კითხა ჯარის კაცმა. „მამაცემში ცოტა ცვენსა მაიტანა და ბევლი აგე იქ წაიღოო“. მიაშვირი თითი ი. ქაეჭავაძის ბელელს, ბოლოს იძულებული გიხდენ თივა სტარასელსკიდან წამოეღოთ ჯარის კაცებს ძალით. გამოვარდა სტაროსელსკი რევოლვერით ხელში, დაერია სალდათებს, გარეკე წყალზე მისული სალდათები, წერაქვით დაანგრია წყარო, და აღარ უშვებდა ჯარის კაცებს. მე ეგზეკუცია სხვანაირათ მესმისო, სუყველაფერი გლეხებს უნდა მოატანინოთ, აქედან წყალს არ მოგცეშო, წყალიც შორიდან ზურგით აზიდინეთ გლეხებს, ტყავი გააძვრეთ რომ დამმორჩილდნო, შემდეგ დაერია თავისთვის მდგომ გლეხებს რევოლვერით. დაუწყო უშვერის სიტყვებით გინება; ესროლა ზაქარა ტუხასძე მოძღვარიშვილს, ბ. ბიჩნიგოურს. მიხა გზირიშვილს ს. გურამიანო კარის ნაცვალს დაადვა ლულა გულზე და დაუყვირა: ქუდი მომიხადე, ბატონო დამიძახე, რომ მოკვდე ისევ შენი ბატონი ვარო და ხალხიც ისევ გამომირეკე საქმეზეო, ამან უთხრა 6 მარტს აქეთ, რაც ჩვენ ერთობაზე გავიფიცენით,ჩვენ ბატონები აღარ გვყავს და ისე მოჰკვდები, რომ ვეღარ ეღირსო ბატონის დაძახებასო. ამ დროს შოუშველენ სხვა გლეხები და წაართვეს ხელიდან სასიკვდილოთ გამზადებული გზირიშვილი. მერე ილიკო გელაძეს ორჯელ ესროლა ლეორველი, შემდეგ წყლიდან პატარა ლიტრით წყალს ავსებდა 7 წლის პატარა გოგო მართა ბიჩანგაური იმას გამოეკიდა რეოლვერით. საცოდავი ბავშვი გულგახეთქილი წივილ-კივილით გაიქცა სახლისკენ. მერე შიშით ავათ გახდა. ყველა ამას რაც ზევით ჩამოთვლილია თავისი თვალით უყურებდა კაპიტანი როტისა ნიკოლოზ თედურისძე კიდურინი. აშავე როტის ფელდფებელიკოსტაკოვი, თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სამმართველოს საერობო დარაჯი კირიკაშვილი, და ჯარი, რა შეუძლიან დაამოწმონ. ერთი რამ მაკვირებს ბატონ ილია ჭავჭავაძისა და ამას ვერ შევრიგებივარ, რას ნიშნავს ეს მისი სიტყვები:

— მესიას, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკალის ხმა მტვრუვისა!

სამართლის ხნა ქვეყნათა ჰქუხს დასათრგუნად მონობისა.

აღმიტაცემს ხოლმე ეს ხმა და არმიგზნებს იმედს გულში:

ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამოგონე ჩემს მამულში!

თუ კი ეს დიდებული სიტყვები 1860 წელს ი. ჭავჭავაძისგან ნამდვილი გულით იყო ნათქვამი, ახლა, როცა ნატვრა აუსრულდა, ეს ტკბილი და უძლეველი ხმა გაიგონა თავის მამულში, ამ ხმას ხიშტებით და ჯარით რატომ მიეგება?

აი ნამდვილი და მართალი გულის ნატვრა მამულის და მოძმის საკეთილდღეოთ ასეთი უნდა, როგორც ცოდნია ი. ჭავჭავძეს. ილიასთან გულწრფელ მამულიშვილებს მომავალშიაც ბევრს ვნახავთ. ზემოთ აღნიშნულ ამბების შემდეგ რაზმის უფროსმა დაიბარა დუშეთის მაზრის უფროსი რომელიც მოვიდა 3 აპრილს კვირას საგურამოში ბოქაულითურთ, მაზრის უფროსმა შეყარა მთელი საგურამოს გლეხ კაცობა და კითხა: რათ „ბუნტობთო" ხალხმა მიუგო: ბუნტობით ჩვენ არა ებუნტობთ და რაც გვინდა იმას შენ ვერ აგვისრულებო, – აი, ი ბატონებმა გაჩუქეს მამულები, ხვალვე მოვა მომრიგებელი შუამავალი და კომისია და გაბარებთ მამულებსო: მოდით და ახლა ბოდიში მოიხადეთ ტარასელსკისთან და შერიგდოთო. მოიყვანეს სტაროსელსკიც. გლეხებმა უთხრეს: ჩვენს გაჭირებას მაგინთანა ნაჩუქარი მოწყალება არაფერს უშველის, გარდა ამისა ასე ნაჩუქარს ისევ მალე წაგვართმევენ. — ვინ წაგართმევთ?— კითხა მაზრის უფროსმა. ვინა და ჩვენი მტრუბიო, — მიუგეს გლეხებმა. მაშ რა გინდათ? — კითხა უფროსმა. რაც მთელ რუსეთის მუშა ხალხს უნდა, ჩვენც ის გვინდა. — ჩვენს მოთხოვნილებას გაზეთით გაიგებთ თუ აგრე გესიამოვნებათ. — მითხარით თქვენი გაჭირვება ყველაფერს აგისრულებთ, რომ გვეუბნები, თუ კი ასეთი გული გეწვოთ ჩვენზე, — უთხრა ხალხმა მაზრის უფროსს,– გუშინ რომ გაწყვეტას გვიპირებდა გივი ტარასელსკი და აფიცერი თავისი ჯარით უყურებდა არხეინათ,რატომ არ დაიჭირეს და არ დაატუსაღეს, იმანა, ხომ წესიერება დაარღვია და ჯარი წესიერების დასაცველად არის მოსული, ეგ ამბაევი, რომ ჩვენ ჩაგვედინა ციმბირს იქით გაგვაცილებდით, გიჟვის ამ ნაირ ცელქობას კი აფიცერმა ვერ შებედა, ახლა მაინც არ ახელთ თვალებს, რომ თქვენ ყველანი ერთი ყოფილხართ და ჩვენ გლეხები კი თქუენ თვალში არაფერი. დღეს სადილათ გივისთან წახვალ და რასაკვირველია, ხათრს არაფერში გაუტეხამ“. მართლაც სადილად მაზრის უფროსი ამალითურთ სტაროსელსკის კართან მიბრძანდა. დაბრუნებულმა გლეხებმაა კრება მოახდინეს, რომელზედაც ხელმეორედ შეჰფიცეს ერთმანეთს ერთობა უკანასკნელი სისხლის წვეთამდე. აქვე არ შემიძლიან დიდის მწუხარებით არ ავნიშნო საბურამოს ზოგიერთი „ჩვეი დროის გმირების“ სამსახური ხალხის საწინააღმდეგოთ. ა. გედევანიშვილი სამაგალითო პოლიციელია. კარგად ხელმძღვანელობდა გივის ყოველსავე. არა საკადრის ზომებს ხმარობს ერთი ან ორი საფეხური მაღლა აცოცდეს. წინმძღვრიან კარის მღვდელმაც ა. ჯალიაშვილმა კარგათ დაიმსახურა ხალხის ყურადღება, 20 მრტს როდესაც გაღმაგამოღმა საზოგადოება ერთათ უნდა შეყრილიყო წინ გადაუდგა ხალხს და დაუწყო ქადაგება არ შეყრილიყვნენ ერთად. შემდეგ მერე რო ვერაფერს გახდა ხალხს მიაძახა დაცინვით: სეკრეტარი კი ვიცი ვინც გეყოლებათ, მაგრამ „პრედსედატელსაც“ გავიგებთ. მხოლოთ გაუფრთხილდით ორივე ყვავმა არ მოგტაცოთო. ამას არც გურამიანთ კარის მღვდელი მამა ელიევი ჩამორჩა უკან. მწერალი რატიშვილი ხომ ცნობილია როგორც მოსე მწერალი და როგორც სანაქებო მაძებარი, რაც მამასახლისთვინაც უსწავლებია