The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილია ჭავჭავაძე – ქართული უნივერსიტეტის მესაძირკვლე
 

მნათობი

ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი

წელიწადი 64-ე

10 ოქტომბერი 1988

 საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ორგანო

შინაარსი

პროზა, პოეზია

ნანული ბოცვაძე და იქმნა ერი (რომანი, გაგრძელება)
რევაზ თვარაძე ლექსები

გივი ალხაზიშვილი ლექსები

გოგი მაისურაძე შავტუხა (მოთხრობა)

გიორგი ეკიზაშვილი ლექსები

დავით კვიცარიძე კახიანაური (მოთხრობა)

იზა გოცაძე ლექსები

ალექსანდრე ტაბატაძე ლექსები

ბაღათურ არაბული ლექსები

ილია რურუა ზარდახშაში მთვლემარე ლემი (მოთხრობა)

რობერტ ფროსტი არყის ხეები (ლესი. თარგმნა ლია ჯაყელმა)


კრიტიკა, პუბლიცისტიკა

 

ელიზბარ ჯაველიძე ქართული მოთხრობის ხვალინდელი დღე უფრო ნათელი იქნება

ლალი ავალიანი გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა

 

უნივერსიტეტი -70

 

სოლომონ ლეკიშვილი ილია ჭავჭავაძე–ქართული უნივერსიტეტის მესაძირკვლე

 

მეცნიერება

 

ვახტანგ გოილაძე ეგრისის ისტორიის ერთი ფურცელი

 

მოგონებები, ფაქტები

 

ამროსი ხელაია „მე შევასრულე ჩემი მოვალეობა“ (წინასიტყვაობა აკაკი მინდიაშვილისა)

სერგი დურმიშიძე დაფერფლილი გული

 

წიგნების მიმოხილვა

 

ნომადი ბართაია ხაყანის ახალი თარგმანები

ლეკიშვილი სოლომონ

ილია ჭავჭავაძე – ქართული უნივერსიტეტის მესაძირკვლე

   
   

„მოვიცალე სხვათა ყოველთა კეთილთაგან და არა მოვიცალე საქართველოს მსახურებისაგან“,

ანტონ ბაგრატიონი

     
საყოველთაოდ ცნობილია რაოდენ დიდ ადგილს უთმობდა ილია ჭავჭავაძე თავის მოღვაწეობაში განათლების საკითხებს. მას ყურადლების მიღმა არ დარჩენია არც უმაღლესი სასწავლებლის დაარსების საქმე საქართველოში. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს მისი ინიციატივიდან ფართო საზოგადოების წინაშე დაეყენებინა თბილისში უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის საკითხი, როგორც „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნებული ილიას მოწინავე სტატიების შინაარსიდან ჩანს, იგი ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში იბრძოდა ამ ჩინებული იდეის დაფუძნებისათვის*. სახელდობრ, 1880 წ. იანვარ-თებერვალში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლში „კავკასიის უნივერსიტეტი“ იგი არამარტო ასაბუთებს მისი დაარსების აუცილებლობას, არამედ უთითებს სასწავლებლის მენახვის კონკრეტულ წყაროებს. ი. ჭავჭავაძის აზრით კავკასიის 17 საშუალო ტიპის სასწავლებლებს ყოველწლიურად შეეძლოთ საუნივერსიტეტოდ მოემზადებინა 75-80 მოსწავლე, ხოლო თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკებსა და ამავე ქალაქების თვითმმართველობათა გამგეობებს გააჩნდათ საშუალება მის შესანახად ყოველწლიურად გამოეყოთ 800 ათასი მანეთი.    

* ლ. ჭრელაშვილი, გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერელი პუბლიცისტური წერილების ატრიბუცია, მაცნე, ენის და ლიტერატურის სერია, 1985, № 4.

     
ილიას წამოწყების პასუხად სულ მალე გადადგმულ იქნა ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯი: თბილისის ქალაქის გამგეობამ დაადგინა ამ საქმისათვის ერთდროულად გამოეყო 100 ათასი მანეთი, ხოლო ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა გადაწყვიტა საუნივერსიტეტო ფონდებში შეეტანა 46 ათასი მანეთი*.   * „დროება“, 1880 წ. № 17, 18, 40.
     
მაგრამ მოვლენათა მსვლელობამ სულ მალე ცხადყო ბელისუფლების უარყოფითი პოზიცია ამ წამოწყებისადმი, ვინაიდან იგი რადიკტლურად ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიზნე. ბსა და ამოცანებს ეროვნულ სფეროში. რაც ნათლად გამოხატა ფიციოზმა, გაზეთმა „კავკაზმა“ ამ საკითხისადმი მიძღვნილ 1881 წ. 18 აპრილს გამოქვეყნებულ მოწინავე წერილში, უნივერსიტეტის დაარსების იდეას მან — „უმწეო და უნიადაგი“ უწოდა, ვინაიდან მისი მტკიცებით ასეთ უმაღლეს სასწავლებელში „პროფესორები მეტი აღმოჩნდებიან, ვინემ განათლების შეძენის მსურველი ახალგაზრდებიო“ და სხვ.

80-იან წლებიდან მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის წინაშე მეტი აქტუალობით დაისვა ამოცანა დასახული მიზნის მისაღწევად, უფრ 4 რეალური გზისა და საშუალებების გამოძებნისათვის.

შემდგომ წლებში ამ დიდმნიშვნელოვანი ჩანაფიქრის ხორცშესხმისათვის ილია სათანადოდ იყენებდა ახლად დაარსებულ გაზ. „ივერიას“, აქ იგი დროდადრო აქვეყნებს როგორც საკუთარ, ასევე მის თანამოაზრე, ქართველ მოღვაწეთა სპეციალურ სტატიებს, ბეჭდავს ინფორმაციებს თბილისში უნივერსიტეტის დაფუძნების სასარგებლოდ ჩატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.
სტატიებს შორის, რომლებიც ეხმაურებიან საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების საკითხებს, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ „ივერიის“ სამი პუბლიკაცია - ავტორები ი. ჭავჭავაძე, გ. გველესიანი და დ. მიქელაძე (მეველე).

ილია თავის 1888 წ. „ივერია“ (№192) მოწინავე წერილში, უნივერსიტეტის დაფუძნების აუცილებლობისათვის გამოთქმულ საფუძვლიან მოსაზრებასთან ერთად მოაგონებს საზოგადოებას თბილისის ქალაქის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე 1888 წლისათვის ასი ათასამდე მანეთის არსებობაზე და შენობის ადგილის უფასოდ დათმობაზე, აგრეთვე, ქუთაისის ბანკის მესვეურთაგან სოლიდური თანხის შეწირვის ფაქტებს და სხვ.).

   
     

ორი წლის შემდეგ, ამავე გაზეთში გ. გველესიანის სტატიაში: „უნივერსიტეტის დაარსების გამო ჩვენში“, სხვათა შორის, ნათქვამია: „ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა ვერ ეგუება ჩრდილოეთის ცივ ჰავას და იქიდან დასნეულებულნი ჩამოდიან... ჩვენის მხრივ პირველი შემზადება და ზრუნვა ის უნდა იყოს, რომ საუნივერსიტეტო ფონდი გავიჩინოთო“. და სხვ.*

  * „ივერია“, 1890 წ., 12 ოქტომბერი, № 217.
     
რაც შეეხება დ. მიქელაძის (მეველე) სტატიის შინაარსს, ვკითხულობთ: „უნივერსიტეტის საჭიროებას ყველა გრძნობს, თუმც საგნის შესახებ ლაპარაკი მივიწყებულია... მხნედ და გულმოდგინედ შეუდგეთ საქმეს და ავღძრათ საკითხი უმაღლესი მთავრობის წინაშეო“*, ამთავრებს იგი.   * „ივერია“, 1894 წ., 11 თებერვალი, № 32.
     

საინტერესოა ისიც, რომ „ივერიის“ მიერ დღის წესრიგში დაყენებულ იდეას მალე დამცველები გამოუჩნდნენ გაზეთ „ცნობის ფურცელის“ ავტორთა შორისაც*, ხოლო თვით „ივერია“ საუნივერსიტეტო პროპაგანდის ერთთგული დარჩა გაზეთიდან ილიას წასვლის (1909 წ.) შემდეგ წლებშიც. „ყოველწლივ, ვკითხულობთ 1903 წ. 4 მაისის მოწინავეში, შუათანა სასწავლებლების კურს-დამთავრებულთა რიცხვი 500 კაცს აღემატება, ხოლო ეს რიცხვი სრულიად საკმაოა უნივერსიტეტის ასავსებად“. შემდეგ, მიმართავს რა წინადადებით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საკრებულოს, დასძენს: „ყოყმანობა ამ შემთხვე| ვაში სრულიად უადგილო უნდა იყოს“, რათა არ განმეორებულიყო 1871 წლის მსგავსი შემთხვევა, როდესაც იმპერატორ ალექსანდრე II-ის საქართველოში სტუმრობისას მიმართეს მას თხოვნით თბილისში უნივერსიტეტის დამაარსების ნებართვის თაობაზე.

  * „ცნობის ფურცელი“, 1897 წ., № 130, 241, 1900 წ. № 1227.
     

ყოველივე აღნიშნულმა, ბუნებრივია, მყარი ნიადაგი მოუმზადა სიტყვის საქმედ გადაქცევას. ილია და მისი თანამ სანგრენი უფრო და უფრო რწმუნდებიან ეროვნული უნივერსიტეტის ჩამოყალიბების რეალობაში. ორი ათეული წლის წინ აღმოცენებული იდეის განხორციელების საქმე 900-იან წლებიდან ახალ ფაზაში შედის.

ვინაიდან მომავალი ქართული უნივერსიტეტის საფუძვლის ჩაყრა განუყოფლად არის დაკავშირებული ე. წ. „ქართული გიმნაზიის“ ისტორიასთან, საჭიროდ მიგვაჩნია ცოტა რამ მოვიგონოთ პირველი ქართული ეროვნული სასწავლებლის წარსულიდან, აგრეთვე, გავარკვიოთ ი. ჭავჭავაძის წვლილი ამ მამულიშვილური საქმის განხორციელებაში.

ეს დიდი ეროვნული წამოწყება დაგვირგვინდა 1879 წლის 6 თებერვალს, როდესაც მეცადინეობას შეუდგა დაწყებითი „ქართული სკოლა“, ეროვნული კონტინგენტით და ქართულ ენაზე სწავლებით. თანახმად წინასწარგანზრახულისა, სკოლა არ უნდა ყოფილიყო წოდებრივი, იგი უნდა მომსახურებოდა მოსახლეობის ყველა ფენას.

   
     

გავიხსენოთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც იანოვსკების რუსიფიკატორული პოლიტიკის წყალობით განსაკუთრებით გამწვავდა შეტევა მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების წინააღმდეგ საქართველოში. თავისი აზრი სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ილიას შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ეს საშუალო სასწავლებელი შეიქმნება ჩვენი ხალხისათვის სახსარი უფრო მომეტებული სწავლისა და განათლების შესაძენად. ეს სასწავლებელი გამოგვირზდის ჩვენ საკუთარ ქართულ ინტელიგენციას, ე. ი. იმგვარ პირი, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველი ხალხის განვითარებისა აწ წარმატებებისათვის“*

  * „ივერია“, 1879 წ. № 4.
     

მოწინავე საზოგადოების დიდი ხნის ოცნების ასრულება - ეროვნული სკოლის შექმნა შესაძლებელი გახდა „სათავადა®ნაურო ბანკის“ დაარსების (1875 წ.) შემდგომ, ე. ი. მას შემ– დეგ, როცა ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, რომე ლიც მის სულისჩამდგმელთა მიზანდასახულობით ყოველწლიური მოგების მნიშვნელოვან ნაწილს მოახმარდა ეროვნული კულტურული წინსვლის საქმეს. * ცასა. ფ. 478, საქ. 114.

   
     

ცნობილია, სათავადაზნაურო ბანკს განუზომელი წვლილი აქვს შეტანილი გასული საუკუნის ბოლო მეოთხედისა და XX ს. ათიანი წლების ქართული კულტურის წინსვლა-განვითარების საქმეში, რაც ნათლად გამოიხატა მის მესვეურების ი. ჭავჭავაძის, ივ. მაჩაბლის, ი. გოგებაშვილის და სხვათა დაუცხრომელი ცდით ბანკის მოგების 85%-45% ეროვნული დანიშნულებით გამოყენებაში, იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს წოდებრივი დანიშნულებით კი არ იყენებდა, არამედ ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესს ახმარდა. წინასწარ უნდა აღვნიშნოთ, რომ მარტო ი. ჭავჭავაძის თავმჯდომარეობის პერიოდში — 1875-1905 წწ. ბანკმა 8 892 ათას მანეთის შემოსავალი მიიღო*, რომლის თითქმის ნახევარი მოხმარდა სხვადასხვა ტიპის სასწავლებლების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლების ქართველ სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნას, სტიქიურ უბედურებათა, შიმშილობითა და ხოლერით დაზარალებული მოსახლეობის, ფულადი დახმარების, წერა-კითხვის, დრამატულ და სოივლის მეურნეობის საზოგადოებებისათვის სუბსიდიების გაცემას, ეკლესია-მონასტრების აღდგენის საჭიროებას და სხვ.).

 

*. ა.თელია, თბილისის გუბერნიის საადგილ მამულო ბანკის მოქმედება ი. ჭავჭავაძის გამგებლობის პერიოდში, თბილისის სახ. ფიზკური კულტურის ინსტიტუტის შრომების კრებული, ტ. 5, გვ. 186.

     

და მაინც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ბანკს ყველაზე მეტი თანხა ქართული გიმნაზიის და მისთვის მუდმივი ბინის, მომავალი საუნივერსიტეტო შენობის პირველი კორპუსის მშენებლობისათვის დაბანდებია, კერძოდ, 1879-1905 წლებში ქართული გიმნაზიის შესანახად 1045880 მან., ხოლო მუდმივი შენობის მშენებლობისათვის 145 90 მანეთი იყო დახარჯული, ე. ი. ამ დიდმნიშვნელოვანი საშვილიშვილო საქმისათვის სათავადაზნაურო ბანკს მისი გამგეობის თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძის, ვანო მაჩაბელისა და სხვათა დაუცხრო“ მელი ცდით აღნიშნულ პერიოდში სულ 1191032 მან. გაუღია.*

   * ცასა. ფ. 478, საქ. 114.
     

ბანკის ამ განსაკუთრებული ფუნქციის გამო სამართლიანად წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი: „ბანკს უცქეროდნენ როგორც დიდ ეროვნულ დაწესებულებას, იქ ანგარიშის შესახებ უფრო ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ვიდრე მორალზე, ბანკში სამსახური ითვლებოდა ერის სამსახურად და, რასაკვირველია, ასეთ ეროვნულ დაწესებულებაში ყოველ წვრილმანს მიეცემოდა დიდი სახელი და წონაც. ამიტომ იყო რომ ი. ჭავჭავაძემ და ივ. მაჩაბელმა მას შეალიეს თავისი გონებრივი უნარი და ზნეობრივი ძალა*.

   * ვახტანგ კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1959 წ, გვ. 487.
     

მრავალი ფაქტით დასტურდება, რომ ილია ქართულ გიმნაზიას უყურებდა როგორც მომავალი უნივერსიტეტის კონტინგენტისა და პედაგოგიური კადრების კერას, ამიტომ იგი დიდ ინტერესს იჩენდა არა მარტო სასწავლებლის მატერიალური უზრუნველყოფის, არამედ მას"ში სწავლების დაყენების მიმართ. სახელდობრ, იგი პერიოდულად ესწრებოდა გამოცდებს და გაკვეთილებს, საჭირბოროტო საკითხების განსახილველად სასწავლებლის მესვეურებს იწვევს და საკუთარ ბინაზე, მონაწილეობდა „შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე კომიტეტის“ მუშაობაში, ესწრებოდა „გიმნაზიის გამგე კომიტეტის“ სხდომებს და სხვ. გავეცნოთ 1679 წ „დროებაში“ გამოქვეყნებულ მეტად საინტერესო ცნობას: „შაბათს, მაისის 29-ს, იყო უკანასკნელი ეგზამენი ტფილისის სააზნაურო სკოლაში. სკოლის კომიტეტის წევრთა, გარდა, ამ დღეს ეგზამენს დაესწრენ ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ორბელიანი, ლ. მაღალაშვილი, კ. ბარათაშვილი“.

საპატიო სტუმრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მოსწავლეთა კვების არასახარბიელო მდგომარეობა, რის გამოც ილიას შეუტანია წინადადება: „აი, ბატონებო, შევგროვდეთ ერთი თხუთმეტიოდ კაცი, — და დავაწესოთ, რომ თვითეულმა ჩვენგანმა წელიწადში, ორიოდე კოკა ღვინო და თხუთმეტ-თხუთმეტი კოდი პური შეაწიოს ხოლმე ამ სკოლას. ამ წინადადებაზე ყველა იქ მყოფთ ერთხმად თანხმობა გამოუცხადეს... (,,დროება“, 1882, 2 ივნისი, № 112).

სკოლის საჭირო თანხებით დაფინაწსების ან ვის ილია და მისი თანამებრძოლნი იძულებულნი იყვნენ ყველაფერი ელ ოჯათ, რათა მიეღ ოცი სათავადაზნაურო საკრებულოს სათანადო სანქცია, რისთვისაც, არც თუ იშვიათად, სამდურავიც კი ხვდებოდათ ამისათვის. ამ თვალსაზრისით, ფრიად საგულისხმოა მეორე ცნო ბაც იმავე „დროებიდან“; „წლევანდელმა კრებამ ამ "შკოლისათვის ხმა ამოუღებლივად, ბანკის შემოსავლიდან 18:00 მან, შესწირა... მეორე დღესვე ჩვენი თავადაზნაურობა დიდ საყვედურს აცხადებდა დიმიტრი ყიფიანსა და ილია ჭავჭავაძეზე, რომ „იმათ ტკბილმა ლაპარაკმა „მოგვატყუა“, არ ვიცოდით, თუ ამ საზოგადოების საშუალებით გლეხებისათვის გაიმართებოდა შკოლებიო, თორემ აბა რას მივცემდიო იმ ფულსაო“ (,,დროება“, 1879, N 10, 16 მაისი.

1885 წ. ერთ ობ კრიტიკული წელი აღმოჩნდა სასწავლებლის არსებობის ისტორიაში, საქმე შემდეგში იყო: 1884 წელს ბანკმა მოგების ნაცვლად ზარალი განიცადა, ხოლო ვინაიდან სასწავლებლის შენახვისათვის სხვა სახსარი არ არსებობდა, შეიქმნა საშიშროება მისი დახურვისა.

აღნიშნული კრიტიკული სიტუაცია მოხსენდა მაისში გამარ თუ წლიურ „რწმუნებულთა კრებას“, გამოსავალი იყო ერთი - სასწავლებელი იარსებებდა თუ მას გადასცემდნენ ე. წ. ექსტრაორდინალურ თანხას, რომელიც წარმmადგენდა ხელუხლებელ ფონდს და გამიზნული იყო მსოლოდ „დაზარალებულ თავადაyნაურთა შემწეობისათვის“. დიდი ბრძოლისა და მუდარის შედეგად ილიამ და ვანო მაჩაბელმა დაითანხმეს „რწმუნებულები“ - სასწავლებელს გადასცემოდა მთელი ეს ნანატრი თანხა, 14 ათასი მანეთის ოდენობით, რამაც სასწავლებელი გადაარჩინა გაუქმებას.

   
     

დგინდება, რომ ილიასათვის უცხო არ იყო არც სასწავლებელთა არსებული პანსიონის მოსწავლეებთან სტუმრობა, რათა არც მათთვის დაეკლო სათანადო სითბო და ყურადღება, „1886 წ. გაზაფხულზე, - წერდა დამსახურებული ექიმი ნ. ჯანდიერი, — პანსიონში შემოვიდ წეწ ილია ჭავჭავაძე და ალ. ჭიჭინაძე (დირექტორი). ილია მოგვესალმა, გვითხრა მოკლე სიტყვა და ბოლოს მის სახლში სადილად დაგვპატიჟა..."*.

  *. ს. იაშვილი, მასალები თბილისის ქართული გიმნაზიის ისტორიისათვის, თბილისი, 1956, გვ. 20.
     

როგორც რევაზ გაბაშვილის მოგონებიდან ჩანს, მუდამ მოუცლელი ილია პოულობდა სათანადო დროს გიმნაზიის მოსწავლეებთან სადღესასწაულო დღეებში სტუმრობისათვის: „მახსოვს, წერს იგი 40-იან წლებზე, ილია მოდიოდა ყოველ ახალ წელიწადს სათავადაზნაურო სკოლაში, უკან მოსდევდა ორი მოსამსახურე, ორი ვებერთელა კალათით და თვალდაცეცებულ მოწაფეებს ბლუჯა-ბღუჯად გვირიგებდა კამფეტებს და სხვა ტკბილეულობას. ასე მგონია დღესაც, სიმბოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ილიას ეს გულუხვობა, თუ როგორ ურიგებდა ქართველ ერს თავის გულისა, გონებისა და სულის ნაწარმოებსა“.*

  * მოგონებანი გარდასულ დღეთა, ილია, თბ., 1987 წ., გვ, 236.
     

როგორც ცნობილია, ქართულ გიმნაზიაში, სახელმწიფო გიმნაზიებისგან განსხვავებით. სადაც წლიური გადასახადი 40 მანეთს შეადგენდა, შეგირდები სწავლებისათვის 12 მანეთს იბდიდნენ წელიწადში. მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ განთავისუფლებული იყო ამ მოვა" ლეობისაგან და იმყოფებოდა ბანკის ხარჯზე.

   
     

„ბანკის რწმუნებულთა“ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოითხოვდნენ ამ შელავათების მოსპობას. 1898 წ. 30 მაისს გამართულ წლიურ კრებაზე თავადი ი. ვაჩნაძე კატეგორიულად მოითხოვდა სასწავლებლის ქირის გადიდებას და მუსიკის სწავლებისათვის გადასახადის შემოღებას, აღნიშნულის საპირისპიროდ ი. ჭავჭავაძემ აღნიშნა: „ვინაიდან მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი განიცდის ხელმოკლეობას, ქირა კი არ უნდა გავზარდოთ, არამედ სრულიად უნდა გავაუქმოთ“, თუმც ილიას წინადადება არ იქნა მიღებული, მაგრამ ი. ვაჩნაძის წინადადებაც უარყვეს.*

  * გაზ. „კავკაზი“, 1898 წ., 2 ივნისი.
     

თავისი აზრის სამართლიანობაში დარწმუნებულ ილიას იგივე საკითხი 1მი9 წ. კვლავ წამოუჭრია „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწე კომიტეტის“ კრებაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი წინადადება კვლავ განუხორციელებელი დარჩა.

   
     

ილიას აქტიური მონაწილეობა ე. წ. კერძო ქართული სკოლის ცხოვრებაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას. გავეცნოთ ფრაგმენტს თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის მოხსეწებიდან (1894 წ, 1 მაისის თარიღით) პოლიციის დეპარტამენტისადმი: „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იმ მიმართულების მთავარი ხელმძღვანელი, რომლის მიზანია ეროვნული მოძრაობის გაღვიძება, არის თავადი ი. ჭავჭავაძე, თბილისის სათავად-აზნაურო ბანკის თავმჯდომარე. ამ ბანკის საშუალებით ინახება სათავად-აზნაურო სკოლა...“*

  * ფ. ლომაშვილი, ი. ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობის ახალი დოკუმენტები, „საისტორიო მოამბე“, 1983, № 48, გვ. 270
     

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკის მესვეურებს, აგრეთვე, თავის უშუალო მოვალეობად მიაჩნდათ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა. დავასახელებთ ზოგიერთს, რომლებიც შემდგომში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ ქართულ გიმნაზიასა თუ თბილისის უნივერსიტეტში, ესენი იყვნენ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ივანე ნიჟარაძე, შიო ჩიტაძე, მიხეილ ქორიძე, გიორგი ყაზახაშვილი და სხვ.).

პირველ წელს სკოლა მოთავსებული იყო კუკიაზე, თუმანიშვილის (ამჟამად ბოჭორიძის) ქუჩაზე, თაქთაქიშვილის სახლში, შემდგომ იგი შესი*წულა ნიკოლოჯის (ამჟამად კალინინის) ქუჩაზე, ხოლო მოგვიანებით ბინადრობდა ველიამინოვის (შ. დადიანის) ქუჩაზე, 189ა წელს კი, როგორც პროგიმნაზია, გადავიდა ერმოლოვის (შ. ჩიტაძის) ქუჩაზე. ამავე ბინაზე 1899 წლიდან იგი გარდაიქმნა სრ ულ გიმნაზიად. საკუთარი ბინის უქონლობა, ბუნებრივია, ხელს უშლიდა სწავლების ნორმალურ წარმართვას. ქართველი საზოგადოების წინაშე მწვავედ დაისვა მუდმივი ბინის გამოძებნის, საკითხი.

როგორც ქვემოთ დავინახეთ, ქართული გიმნაზიისათვის შესაფერისი ბინის აშენება ი. ჭავჭავაძეს იმავ დროს მიაჩნდა ეროვნული უმალლესი სასწავლებლის დაარსების აუცილებელ პირობად. ამიტომ მან საადგილმამულო ბანკში თავის მოღვაწეობის ბოლო შვიდი წელი (1898-1905) ძირითადად დაუქვემდებარა ამ ლონისძიების განხორციელებას.

   
     

1898 წელს გიმნაზიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. საკმაოდ შეღავათიან ფასად (90 ათას მანეთად) გამოიძებნა. წაკვეთი ვაკეში, 6 ათასი დესეტინა ოდენობით. მიღებულ იქნა გადაწყვტილება ამ ფართობზე საკუთარი შენობის აგების თაობაზე. მშენებლობის ფულადი მეურნეობის გაძღოლა დაევალა ჯერ კიდევ 1879 წელს ჩამოყალიბებულ „ლარიბ მოწაფეთა მემწე თბილისის გუბერნიის ბავადაზნაურთა საზოგადოებას“, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე პირნათლად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. 1808 წ. შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი ნ. ცხადაძის თავმჯდომარეობით. 1002 წ. ი. ჭავჭავაძე ერთხმად აირჩიეს ამ კომიტეტის წევრად.*

   * „გაზ. „ივერია“, 1902, № 100.
     

ჩვენ საშუალება მოგვეცა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივის ფონდებში მოგვეკვლია ი. ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი რამდენიმე საყურადღებო დოკუმენტისათვის, რომლებიც ნათელყოფენ იმ დიდ ინტენსიურ მუშაობას, რასაც აწარმოებდა ი. ჭავჭავაძე „ქართული გიმნაზიის“ საკუთარი ბინის, შემდგომში საუნივერსიტეტო შენობის მშენებლობის საქმეში. გავbცწოთ ერთ ასეთ ტიპიურ დოკუმენტს. იგი წარმოადგენს ი. ჭავჭავაძის მიერ შედგენილ პროექტს სათაურით: „მოხსენება თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობისა ამავე ბანკის წარმომადგენელთა კრებისადმი 1898 წლის ზოგად სასარგებლო კაპიტალის განაწილების თაობაზე“, „თანახმად ბანკის წესდების % 101 მუხლისა, ვკითხულობთ ამ დოკუმენტში, - 1898 წლის საოპერაციო წელს საერთო მოგების თაწსის 85 პროცენტი, რომელიც შეადგენს 844 10 მან. და 29 კაპ., განეკუთვნება თბილისის გუბერნიის მიწის მეპატრონე და მიწის შემმუშავებელ მცხოვრებთა ზოგად საჭიროების დაკმაყოფილებას.

ამ საერთო თანხიდან, თანახმად ხარჯთაღრიცხვისა, რომელიც წარმოუდგინა ბანკის გამგეობას ამავე საზოგადოების ზედამხედველმა კომიტეტმა, მიმდინარე წელს პირველ ყოვლისა უნდა გამოიყოს თანხა „თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწე კომიტეტის“ საჭიროების დაკმაყოფილებისათვის, 89682 მანეთის ოდენობით.
შემდეგ იგივე ზედამხედვედი კომიტეტი სთხოვს სათანადო დახმარების აღმოჩენას საზოგადოებისადმი (იგულისხმება ზემოთ აღნიშნული „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწე კომიტეტი“, ს. ლ.), „რათა ვერაზე აგებულ იქნეს შენობა, რომელიც განკუთვნილი იქნება ხელმოკლე მოსწავლეთათვის და მათ მოსამზადებლად უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად.

აგება ასეთი შენობისა წარმოადგენს ისეთ გადაუდებელ აუცილებლობას, რომ საჭირო იქნებოდა ზოგადსასარგებლო კაპიტალიდან ამ საქმისათვის გამოგვეყო ყოველი გამონთავისუფლებული თანხები, როგორც უკანასკნელ საოპერაციო წლის მოგების ანარიცხებიდან, აგრეთვე მომავალი წლების იმავე სახის მოსალოდნელ შემოსავლებიდან. გარდა აღნიშნულისა, ბანკის გამგეობას თავის მოვალეობად მიაჩნია წარმომადგენელთა კრების ყურადღება მიაპყროს იმაზეც, რომ დღევანდელ მომენტში აგრეთვე არსებობს სხვა ისეთი საჭიროებანიც, რომელთა იგნორირება ბანკს არ შეუძლია და ზნეობრივად ვალდებულია თუნდაც მცირედი წვლილი შეეწიოს მათ.

   
     

ასეთი საჭიროებებია: დიდებული პოეტის ა. ს. პუშკინის, რომლის დაბადების ასი წლის - თავს ზეიმით აღნიშნავს მთელი განათლებული და მოა®როვნე რუსეთის სახელობის დაწესებულების დაარსების, მართმადიდებლობის და კულტურის ჩვენი უძველესი ძეგლის — მცხეonის თორმეტი მოციქულის სვეტიცხოვლის ტაძრის განახლება, აგრეთვე შიმოშილობა შიდა გუბერნიებში.

   
     

ბანკის გამგეობას საჭიროდ მიაჩნია ზოგადსასარგებლო კაპიტალიდან აუცილებლად გამოყოს: დამშეულთა სასარგებლოდ 500 მან. მცხეთის ტაძრის აღსადგენად 1000 მან. ხოლო დასაარსებლად ა. ს. პუშკინის სახელობის დაწესებულებისა 500 მან. დანარჩენი 81-10 მან. და 49 კაპიკიდან 89 88 მან. გამოეყოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საზოგადოების ხელმოკლე მოსწავლეთა საჭიროებისათვის, დარჩენილი 18728 მაწ. 20 კაპიკი მოხმარდეს ამავე საზოგადოების შენობის (ამჟამინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, ს. ლ.) აგების საქმეს“.*

  * ცსსა., ფ. 394. საქ. 11800.
     

ი. ჭავჭავაძის მიერ შედგენილი ეს მოხსენება წარმოადგენს „თბილისის თავადაზნაურობის წარმომადგენელთა საერთო კრებაზე“ განსახილველად გასატანი საკითხების პროექტს. როგორც გაზეთი „კავკაზი“ გვაუწყებს (1889 წ. 1-2 ივნისი), 30-31 მაისს გამართული წარმომადგენელთა კრების მონაწილეებს გაცხარებული კამათის შემდეგ არსებითი კორექტივი შეუტანიათ წარმოდგენილ პროექტში, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაუზრდიათ სვეტიცხოვლის ტაძრის რესტავრაციის და ა. ს. პუშკინის ხსოვნისათვის პროექტით ნავარაუდევი თანხები. მათ შორის მოუთხოვიათ პირველისათვის განკუთვნილი ოდენობის ათას ხუთას მანეთამდე, ხოლო მეორის ორმაგად გაზრდა.

კრების წარმომადგენელთა წინადადებით, პროექტს დაემატა ორი ახალი ღონისძიება, სახელდობრ, 3000 მანეთი გადაიდო 1900 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობისათვის, ხოლო ათასი მანეთი გამოეყო ქართული დრამატული საზოგადოების საჭიროებისათვის. კრებამ უცვლელად დატოვა ხელმოკლე მოსწავლეთა დასახმარებლად ნავარაუდევი (62682 მან.) და რუსეთის შიდა გუბერნიებში მოსავლიანობით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი თანხა (500 მან).

კრების მიერ ილია ჭავჭავაძის წინადადებაში შეტანილმა ცვლილებებმა, ბუნებრივია, გამოიწვია პროექტის ბოლო პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების, ვაკეში „სათავადა%ნაურო გიმნაზიის“ მშენებლობისათვის ნავარაუდევი თანხის 6500 მანეთით შემცირება. კერძო დ. კრებამ ე. წ. საზედამხედველო კომიტეტის ამ ლონისძიებისათვის გამოსაყენებლად ნება დართო აეთვისებინა დარჩენილი 10228 მანეთი, ნაცვლად 18728 მანეთისა,
აქვე გვინდა გავიხსენოთ ბანკის ფულადი მეურნეობის წარმოების პროცედურა. თანახმად დებულებისა, „წარმომადგენელთა კრება“ იყო ის შემდგომი ორგანო, რომელსაც ბანკის გამგეობა ყოველი წლის აპრილ-მაისში არამარტო განვლილ წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიშს აბარებდა, არამედ წარუდგენდა მას განსახილველად საანგარიშო პერიოდში შემოსული მოგების დანიშნულებისამებრ განაწილების პროექტს.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდა გიმნასიის ხელმძღვანელობისა, ყოველ წლის საანგარიშო პერიოდში ბანკს მატერიალური დახმარებისათვის მიმართავდნენ სხვადასხვა საზოგადოებები და ორგანიზაციები. გავეცნოთ ერთ საარქივო მასალას, რომელიც 1899 წ. შემოსულ ამგვარ წინადადებათა საფუძველზე შედგენილ დოკუმენტს წარმოადგენს. იგი ნათლად გამოხატავს თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ი. ჭავჭავაძე გიმნაზიის შენობის მშენებლობის საკითხს.

   
     

„გამგეობა ბანკის, ვკითხულობთ ილიას სელმოწერილ ამ დოკუმენტში, სავსებით აქვს რა შეგნებული მთელი სიკეთე და კეთილშობილური მიზნები ჩამოთვლილი დაწესებულებებისა (იგულისხმება 9 დასახელების სხვადასხვა სასწავლო და კულტურული ორგანიზაცია, ს, ლ.), გამოსთქვამს სინანულს იმის გამო, რომ ვერ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ნაშთი ზოგადსასარგებლო კაპიტალიდან 18728 მან. ოდენობით, როგორც ეს აღნიშნულია მოხსენებაში ზოგადსასარგებლო კაპიტალის განაწილების თაობაზე, გამიზნულია ღარიბ მოსწავლეთა სკოლის შენობის მშენებლობისათვის. დაკმაყოფილება თბილისის გუბერნიის მიწის მეპატრონე და მიწის შემმუშავებელი მოსახლეობის ამ საჭიროებისა გადაუდებელია და უმნიშვნელოვანესი. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოდგენილი თხოვნები არ იქნას დაკმაყოფილებული. თავმჯდომარე გამგეობისა ი. ჭავჭავაძე“*

  * ცსსა., ფ. 394. საქ. 11800.
     

დადგა დიდი ხნის ნანატრი, გიმნაზიისათვის შენობის საძირკვლის ჩაყრის დღე, 1900 წ. 14 ოქტომბერი, ცერემონიალს დაესწრნენ სამშეწებლო კომიტეტის წევრები - ნ. ცხვედაძე (თავმჯდომარე), ე. თაყაიშვილი, კ. ყავრიშვილი, აგრეთვე, გიმნაზიის პედაგოგები და მოსწავლეთა წარმომადგენლები.

თვით ილიას ამ ზეიმში მონაწილეობა არ მიულია, რაც უთუოდ მისთვის დამახასიათებელ წინდახედულებით უნდა აიხსნას, რადგან არ უნდოდა, რომ თავისი დასწრებით ხაზი გაესვა ამ მოვლენის მნიშვნელობისათვის. ალბათ, ასეთივე მოსაზრების გამო, მის ორგანიზატორებს ამ ფაქტისათვის არავითარი წინასწარი რეკლამა არ გაუკეთებიათ, რის გამოც შემდგომში პრესის ფურცლებზე სამდურავიც კი გამოითქვა: „ჩვენ გადმოგვცეს, წერს გაზ. „ცნობის ფურცელი“, რომ გუშინ, ნაშუადღევის 1-ლ საათზე საძირკველი ჩაჰყარეს ტფილისის სათავადაზნაურო სკოლის შენობისა ვერაზე.

უცნაურად მოქცეულან საქმის გამგენი! ნუთუ ამგვარ დიდმნიშვნელოვან შემთხვევაზე გაზეთის რედაქციას მიწვევა არ უნდოდა?!“
ილიას წინდახედულება თვალსაჩინოდ გამოსჭვივის ე. თაყაიშვილის ერთი მოგონებიდან.

1898 წლის შემოდგომაზე, ილიას დაბადების 80 წლისთავის საიუბილეოდ მას გადაუწყვეტია ქართულ გიმნაზიაში (იმხანად იგი აქ დირექტორად მუშაობდა) ჩაეტარებინა ლიტერატურული საღამო, რომელზეც, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოწვეული იქნა იუბილარი. მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ჩატარებულ შინაარსიან საღამოს ილიაზე ერთობ კარგი შთაბეჭდილება მოუხდენია.
„რომ ჩემთვის წინდაწინ გაგემხილათ სალამის მიზანი და პროგრამა, უთქვამს ილიას ე. თაყაიშვილის ათვის, მე არ დავესწრებოდი, რადგანაც შეიძლება ჩემი დასწრებით რაიმე ხიფათი მოსვლოდა ჩვენს გიმნაზიას, რომელზეც, კარგად ვიცი, მთავრობა კბილებს ილესავსო“ (ე. თაყაიშვილი, „ლიტერატურის მატიანე“, 1950 წ., № 6, ნაკ. ბ. გვ. 84). 

   
     

სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარემ, თავისი ყაირათიანობით ერთობ ცნობილმა ნიკო ცხვედაძემ, კატეგორიულად უარყო შენობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით არსებული ტრადიცია - საძირკველში ოქროს ფულის ჩატანება, მისივე წინადადებით შესრულდა უფრო ბევრის მთქმელი აქტი: სხვადასხვა მინის ბოთლში ჩატანებურ იქნა შემდეგი შინაარსის დოკუმენტები: 1. „შენობის საძირკვლის ჩაყრის დროს თბილისში გამოდიოდა გაზეთი „ივერია“, რომლის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე“. 2, „შენობის საძირკვლის ჩაყრის დროს საქართველოში დაარსებული იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადარება“, რომლის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე“. 3. „შენობის საძირკვლის ჩაყრის დროს თბილისში ჩამოყალიბებული იყო ეთნოგრაფიული საზოგადოება, რომლის დამაარსებელი ექვთიმე თაყაიშვილი იყო“ და სხვ. )

   
     

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. საძირკველში ჩატანებულ აგურთა ერთ ნაწილზე ამოტვიფრული იყო „ქართული გიმნაზია“, ხოლო მეორე ნაწილზე - „ქართული უნივერსიტეტი“.*

  * „საბჭოთა ხელოვნება“, 1968, № 9.
     

ამ დღიდან იწყება ნიკო ცხვედაძის საარაკო მოღვაწეობა, რომელმაც 10 წლის მანძილზე და უფასებელი ამაგი დასდო დიდებულ საერო საქმეს. იგი ათასგვარ ხერხს მიმართავდა, რათა არ გამჟღავნებულიყო საბოლოო მიზანი — შენობის საუნივერსიტეტოდ მზადება. მან ჯერ განაცხადა, შენობა ორ სართულიანი იქნება , მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ კიდევ ორ სართ ულს დააშენებდა.

   
     

იმის გამო, რომ შენობის საუნივერსიტეტ ოდ გამოყენების იდეას სამშენებლო კომიტეტის წევრები, მათ შორის ილია, საიდუმლოდ ინახავდნენ, წ. ცხვედაძე მშენებლობის გეგმას და ხარჯთაღრიცხვას შემცირებულად უჩვენებდა, რის გამოც მას ზოგი „უვიცს“ და ზოგი „წინდაუხედავს“ უწოდებდა. „მე რ ომ ნამდვილი ხარჯთაღრიცხვა წარმედგინა, ამ შენობას თვალით ვერ ნახავდით “, უთქვამს შემდგომში ნ. ცხვედაძეს ცნობილ საზოგადო მოღვაწის — ალექსანდრე ჯაბადარისათვის.*

  * ალ. ჯაბადარი, მოგონებანი, „მნათობი“, 1934, № 4, გვ. 263-264.
     

თანამედროვეთა გადმოცემით, ნ. ცხვედაძეს ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა გულგრილობა და ხელშეშლა ზედაფენების რეაქციულ წარმომადგენელთაგან. ეს გარემოება კარგად არის ასასული ჟურ. „კავკასკი კრაის“ 1905 წ. მეხუთე ნომერში გამოქვეყნებულ ო. შმერლინგის კარიკატურაში - მშენებლობის ფონზე მდგარ ნ. ცხვედაძეს ქვებს უშენენ თავადები, მღვდლები და ვაჭრები. დოინჯშემოყრილი წ. ცხვედაძე კი პასუხობს: „თქვენ მესროლეთ, რამდენიც გინდათ შენობას კი უეჭველად დავამთავრებ“.

   
     

ილია, მისთვის დამახასიათებელ იარიმდევრობითა და პრინციპულობით განაგრძობდა დასახული მიზნის ცხოვრებაში გატარებას - საუნივერსიტეტო ბინის მშენებლობისა და გია ნანსირებისათვის თანხმობის მისაღებად „წინადაც საგანგებო ბჭობა შიც ვთქვი და ახლაც ვამბობ, — განუცხადა მან 1902 წ. სათავადაზნაურო კრებას, - რომ რაც თანხა გვაქვს, არ უნდა დავანაწილოთ, მით ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მხოლოდ ერთი უმთავრესი საჭიროება და ამ უმთავრეს საჭიროებად კი მე მიმაჩნია სააზნაურო გიმნაზიის შენობის დამთავრება“.*

  * „ივერია“, 1902 წ., № 206-208.
     

აღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელების საქმე კვლავ აქტიურად დგას დღის წესრიგში მომდევნო წლებშიც. დავიმოწმებთ კიდევ ერთ ფაქტს. „თუ რამ მოგვეპოვება, განა უნდა დავიშურ თ რამე ამ სკოლისათვის? წერს „ივერია“, - აი, ამ სკოლისაკენ უნდა ყოფილიყო მიპყრობილი უპირველეს ყოვლისა კრების ყურადღება, რადგან ამაზე უკეთესი დაწესებულება ჯერ სხვა არ მოიპოვება. მგონი ბევრი არა წაუხდება რა თავადანაურობას, რომ ამ ორიოდ წლის განმავლობაში სხვა ხარჯები შეემცირებინა, ზოგი სულაც გადაედო დროებით და 10() ()600 მანეთი მაინც მიეცა სკოლის ახალი შენობის დასამთავრებლადო“*.

  * „ივერია“, 1903 წ, 22 მაისი.
     

საგულისხმოა ისიც, რომ ილია პერიოდულად იწვევდა თავის ბინაზე გიმნაზიის მესვეურებს და, სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, სთხოვდა, ეცნობებინათ მისთვის საგიმნაზიო ბინის მშენებლობის მიმდინარეობა. ამ მხრივ ფრიად საყურადღება გიმნაზიის მასწავლებ. ლის, ცნობილი პედაგოგის სეით იაშვილის შემდეგი მოგონება, რომელიც უკავშირდება 1902 წ. ექვთიმე თაყაიშვილსა და სხვებთან ერთად ილიასთან სტუმრობას, მის ბინაში გამარ თ ულ ერთერთ „ხუთშაბათ ობაზე“. „მასპინძელმა, — წერს იგი, — მეტად გულთბილად, საუცხოვო ღიმილითა და გაბრწყინებული თვალებით მიგვიღო და მოგვესალმა. ი. რატიშვიშა (გიმნაზიის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, ს. ლ.) ილიას გააცნო ჩემი თავი - ჩვენი ახალი მასწავლებელია , „აბა, აბა, მოგვმართა შემდეგ ილიამ, - რას მეტყვით ჩვენი გიმნაზიის შესახებ? წელს რამდენმა მოწაფემ გაათავა გიმნაზია? იკითხა აგრეთვე ვაკეში ახალი სახლის მშენებლობის მსვლელობაზე და ბოლოს და სძინა - ყმაწვილებო, იციდეთ, მაგ გიმნაზიას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ამ გიმნაზიაში ახალგაზრდები უნდა აღიზარდონ იმ მიმართულებით, რომელიც შეეფერება ჩვენი ერის მოთხოვნილებას .ამ სასწავლებელმა უნდა აგვღვიზარდ ოს მხნე, შრომის და მამულის მოყვარე ყმაწვილები“*

  *. ს, იაშვილი, მასალები თბილისის ქართულლო გიმნაზიის ისტორიისათვის (1879-1923 წწ.), თბ., 1956, გვ. 41.
     

ბევრის მთქმელია ილიას ერთ-ერთი თანამებრძოლისა და „ივერიის“ აქტიური თანამშრომლის გიგა ყიფშიძის შემდეგი გადმოცემა: „მცირე ამაგი არ დასდო ილიამ ჩვენს სასკოლიო კომიტეტს და სათავადაზნაურო სკოლასაც. მაგ. სკოლას ხომ თვით ქართველობა ინახავდა თავისი ფულით. ე. ი. იმ ფულით, რომელსაც ბანკო იძლეოდა თავის წმინდა მოგებიდან, ილიას აზრით, სწავლა უწოდებრივი და საყოველთაო უნდა ყოფილიყო. შესანიშნავია იმის ფორმულა,  ტრიადის სახით გამოთქმული: ლოცვა, სწავლა და წამლობა უსასყიდლოდ უნდა იყოს.*

 

*. მოგონებანი გარდასულ დღეთა. ილია, თბილისი, 1987, გვ. 99.

     

გიმნაზია წოდებრივი იყო იმდენად, რამდენადაც მასზე ფინანსური მეურვეობა ვალდებულებად ჰქონდა აღებული თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურობის ბანკს. სინამდვილეში მოსწავლეთა კონტინგენტის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ „დაბალი წრის“ წარმომადგენლები შეადგენდნენ. მოვიშველიებთ სტატისტიკას: თუ 1880-81 წლებში გიმნაზიის 81 მოსწავლიდან 68 თავადაზნაური იყო, ხოლო 13 — სხვა წოდებათაგან, 1898 წელს თავადაზნაური 218, გლეხი – 276, მოქალაქე — 48, სასულიერო — 48, მოხელის შვილი — 29; 1915 წელს თავადაზნაური - 224, გლეხი — 344, მოქალაქე - 165, მოხელის შვილი — 53, სასულიერო წოდება — 65*

  *. ნ. შველიძე, საქართველოს სოციალ-ეკონომიური განვითარების ისტორიიდან, თბილისი, 1967, გვ. 199.
     

როგორც დავინახეთ, ი. ჭავჭავაძე ბანკს ამოცანად უსახავდა ამ საშვილიშვილიო საქმისათვის თანხების გამოყოფას შენობის შიმენებლობის მთელ მანძილზე, რაც, აგრეთვე, დასტურდება ბანკის მომდევნო წლების ანგარიშებით.

   
     

საილუსტრაციოდ მოვიტანთ მარტო 1899-1905 წლების განმავლობაში ბანკის მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხების ოდენობას, 1899 წ. 12 ათასი მანეთი, 1860 წ. — 33568 მანეთი, 1901 წ. - 24192 მანეთი, 1902 წ. — 1200 მან. 1903 წ. 30000 მან. 1994 წ. 20 ათასი მან. 1905 წ. 11442 მან, აქედან ჩანს, რომ მარტო შვიდი წლის განმავლობაში ბანკს, მისი | დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ი. ჭავჭავა“ ძის არსებითი მონაწილეობით, თბილისის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის მშენებლობის სათვის სულ გამო უყვია 145202 მანეთი.*

  * ცსსა, ფ. 478, საქ. № 114
     

ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ 1904 წლისთვის შენობის მშენებლობისათვის დახარჯული იყო სულ 271821 მანეთი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბანკი, პარალელურად აღნიშნულისა, „მშენებელ კომიტეტს“ ყოველწლიურად სესხის სახით აძლევდა სათანადო თანხას, ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ სოლიდური იყო დახმარება ბანკის მხრივ მშენებლობის დროულად დამთავრების საქმეში.

   
     

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე პერიოდში თბილისის საადგილმამულო ბანკს ქართული გიმნაზიის პედაგოგიური პერსონალისა და მოსწავლეთა კონტინგენტის შენახვისთვის გადაუცია 507373 მანეთი, ცხადია, ეს ორივე თანხა, მთლიანად 652575 მანეთის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს ფრიად სერიოზულ დახმარება ისეთი ორგანიაციისაგან, რომლის უფლება-მოსილება ხელისუფლების მიერ საკმად იყო მეზღუდული.*

  * ცსსა, ფ. 478, საქ. № 114
     

აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომელიც აშკარად გამოსჭვივის ჩვენს მიერ მიკვლეული საარქივო მასალებიდან, ყოველი საფინანსო საოპერაციო წლისათვის შედგენილი პროექტით ილია ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოეთხოვა გიმნაზიის შენობისათვის, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ „ზედამხედველი კომიტეტი“ მასში უთუოდ შეიტანდა კორექტივს. მაგალითად, 1902 წლისათვის ი. ჭავჭავაძე, ანტონ ფურცელაძესთან ერთად, გიმნაზიის მშენებლობისათვის კატეგორიულად მოითხოვა 50 ათასი მანეთი, რაც შემდგომში 12000 -მდე დაყვანილი*.

  * გაზე. „ივერია“, 1902, # 206-208.
     

ქართული გიმნაზია თავის სანუკვარ ბინაში მეცადინეობას 1906 წ. 26 ნოემბერს შეუდგა. ილიას არ დასცალდა ბოლომდე მიეყვანა მშენებლობის დამთავრების საქმე, ვინაიდან 1906 წ. სექტემბრიდან იგი თავს ანებებს ბანკში მუშაობას. ეს ნაბიჯი განაპირობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბანკის მოგების ანარიცხების განაწილებიდან გამგეობის ჩამოცილებამ და ამ ფუნქციის „თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საკრებულოს“ კოშპენტენციააში გადასვლამ. თანახმად ახალი წესისა, აშ დროიდან მოგება უნდა მოხმარებოდა არა საზოგადოებრივ საჭიროებას, არამედ წოდებრივ ინტერესს, მათ შორის გლეხთა მოძრაობის შედეგად თავადაზნაურობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და გლეხთა წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღის შეძენას, „რათ გინდათ, იარალი რომ აგისხამთ? ვისთვის ამზადებთ თოფებსა, გლეხობისათვის? არ გაბედრო, ახალი თავში ეგ იარაღი მათ, ვინც დაგირიგათ“! - მიუმართავს ილიას გაგულისებული თავადაზნაურების წარმომადგენელთათვის, რომელთაც საამისოდ სპეციალური ე. წ. „შავი რაზმიც“ კი ჩამოაყალიბეს.*

  * მოგონებები გარდასულ დღეთა, ილია, თბილისი, 1987 წ., გვ. 568.
     

არანაკლებ მნიშვნელოვანია ქრისტეფორე მამაცაშვილის მივიწყებული მოგონება, რომელიც მან გამოაქვეყნა ილიას დაკრძალვის დღეებში; „...ბანკის შემოსავალი, ვიდრე იგი თავადაზნა. ურობას გადაეცემოდა, მას განაგებდნენ დამ. ფუძნებლები. ი. ჭავჭავაძე მთელ თავის გავლენას იყენებდა იმისათვის, რომ განათლებისათვის განკუთვნილი სახსრები მცირე გამონაკლისების გარდა არ გაფანტულიყო და მთლი| ანად მოხმარებოდა მხოლოდ ერთ საქმეს - ქართული გიმნაზიის შენობის დამთავრებას“ შემდეგ იგი სვამს საკითხს, რათა ი. ჭავჭავაძის უკვდავსაყოფად შეკრებილი თანხა მოხმარებოდა „მისი მუდმივი საზრუნავის - ქართული გიმნაზიის შენობის მშენებლობის დასრულების საქმეს“*

  *. გაზ. „ტფილიაქი ლისტოკი“, 1907, № 240.
     

თითქოს მოულოდნელია, მაგრამ ფაქტია, არსებობდნენ ისეთი პირები, რომლებიც დიდ შეცდომად უთვლიდნენ ილიას ბანკის მოგების მნიშვნელოვანი თანხით გიმნაზიის შენახვასა და მისთვის ბინის მშენებლობაში „ფულის ჩაყრას“. სახელდობრ, თავის მცირე მოგონებაში ილიაზე ზაქარია გიორგის ძე ერისთავს (,,ტფილისკი ლისტოკი“, 1907 წ.) 30. სექტემბერი), სხვათაშორის, ნათქვამი აქვს. ,,მილიონები, რომელიც ეკუთვოდა ბანკს და რომელსაც ილია განაგებდა, მისი წყალობით გამოყენებული იყო უსარგებლოდ“. ამის საილუსტრაციოდ იგი უთითებს: „უკანასკნელი გროშები მან მოახმარა სათავადაზნაურო გიმნაზიის შენახვას და მისთვის ვერაზე წამოჭიმა უზარმაზარი შენობა“.

ვერ ვიტყვით, რომ ზ. ერისთავი პატივს არ სცემდა ი. ჭავჭავაძეს და მის ღვაწლს სამშობლოს წინაშე. მთავარი ისაა, რომ მას და კიდევ ბევრ სხვას ისე არ ესმოდათ არსი და საბოლოო მიზანი მშენებლობისა, როგორც ეს გააზრებული ჰქონდათ ქართული გიმნაზიის მშენებლობის ორგანიზატორებსა და, პირველ ყოვლისა, თვით ილიას. დასანანი სწორედ ისაა, რომ ამგვარი სამდურავი ი. ჭავჭავაძეს არაერთგზის მოუსმენია პირადადაც, როგორც საბანკო შეკრებებზე, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. დიდი მამულიშვილი მისთვის ჩვეული მოთმინებითა და სიდინჯით იგერიებდა დაუმსახურებელ შემოტევებს.

ისტორიამ სავსებით გაამართლა ილია ჭავჭავაძისა და მის თანამდგომთა ვარაუდი, ქართული გიმნაზია გადაიქცა ეროვნული ინტელიგენციისა და მეცნიერების სამჭედლოდ – უნივერსიტეტად.