The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჯერეთ ყრმა ვიყავ

* * * (ჯერეთ ყრმა ვიყავ )

ჯერეთ ყრმა ვიყავ და ვიცოდი, რა არის სიტკბო,
ისე ვიცოდი, როგორც დედის ხვევნისა სიტკბო.
დაუდევნელად, ყმაწვილურად ჩემ სწორთა შორის
ვილხენდი, ვიდრე . . .

[1859 – 1860 წწ.]

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი კრებ., № 17501, გვ. 60.

ავტოგრაფული კრებულის გვ. 60 ა-ზე ჩაწერილი ფრაგმენტების პირველი ტაეპის ვარიანტი: “ჯერედ ყმა ვიყავ, როცა ვიცან მე ჩემი ბედი”, გვ. 60-ზე კი ჩვენს ტომში დაბეჭდილი ბოლონაკლული სტროფია.

ტექსტში გასწორდა კალმისმიერი ლაფსუსი: 2 სიტბო-სიტკბო.

ილია ჭავჭავაძის თხზულებთა 1914 და 1925-1951 წლების გამოცემებში ეს ფრაგმენტი არ არის დაბეჭდილი ან მოხსენიებული. იგი მოხსენიებული არ არის არც წიგნში - “ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები”, რომელშიც ილიას ზემოაღნიშნული ავტოგრაფული კრებულის დეტალური აღწერილობაა წარმოდგენილი (იხ. ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები, აღწერილობა, შეადგინა და დასაბეჭდად მოამზადა შ. გოზალიშვილმა, თბ., 1951, ვგ. 26-38).

ფრაგმენტი მოთავსებულია ავტოგრაფული კრებულის იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს ილიას ნაწარმოებებს (ორიგინალურს და თარგმნილს), დაწერილს ძირითადად 1859-1960 წლებში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფრაგმენტს, პირობითად, 1859-1860 წლით ვათარიღებთ.