The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1873
1873

 

1873    
     

1873 8 იანვარი

ბრუნდება დუშეთში და თითქმის ასრულებს „გლახის ნაამბობზე“ მუშაობას.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 93-95

     

1873 14 იანვარი

გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ მარტინ ზადეკაშვილის ფსევდონიმით იბეჭდება დავით ერისთავის ფელეტონი „სიზმარი ახალი წლის წინადღით“, რომელშიც ილია ჭავჭავაძე გამოყვანილია საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერ ლეონ მიშელ გამბეტად, ნიკო ჭავჭავაძე კი – იუსტიციის მინისტრ რესპუბლიკის მოწინააღმდეგე პროკურორ გრანპერედ.  

 

წყარო:

«Сон ф кануне нового года», 1873, № 1, გვ. 1-3; საარქივო მასალები XΙX საუკუნის 70–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 98.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

გამბეტტა ლეონ მიშელ (1838-1882)

ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1879-1881 წლებში დეპუტატთა პალატის წევრი, 1881 წლიდან პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

გრანპერი – კაზიმირ პიერ პერიე (1777-1832)

სავარაუდოდ იგულისხმება ფრანგი ბანკირი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1831-1832 წლებში იყო საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე

     

1873 15 იანვრამდე

მეუღლეს სტუმრად ამგზავრებს ბაქოში, ქვისლის – დიმიტრი სტაროსელსკის ოჯახში.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 93.

დათარიღება:

ოლღასთვის იქ გაგზავნილი პირველი წერილი დათარიღებულია 15 იანვრით.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად

     

1873 15 იანვარი

დუშეთიდან ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს, რომელშიც ატყობინებს, რომ „გლახის ნააამბობზე“ მუშაობას აგრძელებს და ურიგო არ გამოდის.  

 

წყარო:

ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.18, თბილისი, 2009, გვ.93-95.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 18 იანვრამდე

იღებს „კრებულის“ რედაქტორ ნიკო ნიკოლაძის წერილს. ადრესანტს გაუგია, თითქოს იგი „გლახის ნაამბობის“ გადაკეთებას აპირებს და შეშფოთებას გამოთქვამს.

 

წყარო:

სიმონ ხუნდაძე, ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9, გვ. 282-283.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
     

1873 18 იანვარი

პასუხობს ნიკო ნიკოლაძის წერილს, უგზავნის „გლახის ნაამბობის“ გაგრძელებას და ამშვიდებს, რომ უკვე დაბეჭდილის გადაკეთებას არ გეგმავს, მხოლოდ უკანასკნელი კორექტურის ნახვას სთხოვს. ბარათიდან ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე აპირებდა „აჩრდილის“ პირველი ნაწილის გაგზავნასაც, მაგრამ გადაიფიქრა.  

 

წყარო:

სიმონ ხუნდაძე, ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9, გვ. 282-283; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 43-44; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 37-38, 380.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1873 20 იანვრის შემდეგ

ჟურნალ „კრებულში“ აქვეყნებს „აჩრდილის“ I, II, III თავებს.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1872, წ. 10-12, გვ. 1.

დათარიღება:

ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მიწერილი ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.
     

1873 23 იანვრამდე

ბარათს უგზავნის კირილე ლორთქიფანიძეს, უგზავნის „გლახის ნაამბობის“ კორექტურას და ჰპირდება, რომ 25 იანვარს გაუგზავნის საკუთარ ლექსებს და ერთს ნიკოლოზ ბარათაშვილისას.

 

წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი № 1050; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 39, 380-381.

დათარიღება:

ბარათზე არის მინაწერი, რომ ადრესატმა ის 23 იანვარს მიიღო.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

     

1873 29 იანვრამდე

ამთავრებს „გლახის ნაამბობზე“ მუშაობას.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 69 24; თსკ ოც ტომად, XVII, 2012, გვ. 39, 381.

დათარიღება:

დრო ჩანს კირილე ლორთქიფანიძისადმი 29 იანვარს მიწერილ ბარათში.
     

1873 29 იანვარი

დუშეთიდან პეტერბურგში წერილს სწერს კირილე ლორთქიფანიძეს. დილისთვის ჰპირდება ლექსების გაგზავნას და ატყობინებს, რომ „გლახის ნაამბობი“ დაასრულა.  

 

წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი № 1044; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 31; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 40, 381-382.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     

1873 29 იანვარი

კირილე ლორთქიფანიძეს „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად უგზავნის ოცდაათზე მეტ გლეხურ სიმღერას.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 69 24; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 29; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 39, 381;

დათარიღება:

დრო ჩანს კირილე ლორთქიფანიძისადმი 29 იანვარს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     

1873 იანვარი

ნიკო ნიკოლაძე ჟურნალ კრებულში ბეჭდავს სტატიას „ახალი ახალგაზრდობა“, რომელშიც მაღალ შეფასებას აძლევს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, № 1, გვ. 292-293.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
     

1873 1 თებერვალი

წერილს სწერს მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ „გლახის ნაამბობზე“ მუშაობა, როგორც იქნა, დაასრულა და, თითქოს, გულიდან ლოდი მოეხსნა. ასევე სწერს, რომ თუ ბანკის საქმეებზე რუსეთში მოუხდება წასვლა, შეიძლება ბაქოში გაუაროს სანახავად.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 95-97.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 1 თებერვალი

იღებს სერგეი მესხის წერილს.

 

წყარო:

თსკ ოც ტომად, ტ. XVII, 2012, გვ. 40.

დათარიღება:

კირილე ლორთქიფანიძისთვის ამ თარიღით გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ იმ დღეს მიიღო მესხის წერილი.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

     

1873 8 თებერვალი

დუშეთიდან ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს და ატყობინებს, რომ გადაწყვიტა დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობისთვის თავის დანებება.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 97-99.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

     

1873 16 თებერვალი

აპირებს დაწეროს სტატია, რომელშიც პარალელის გაავლებს შექსპირის ჰამლეტსა და რუსთაველის ტარიელს შორის.

 

წყარო:

ილია ჭავჭავაძე და ქართული თეატრი, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1939 წ. გვ. 82; ბარბარე გიორგის ასულ თუმანიშვილ-ანდრეევსკის წერილი, საარქივო მასალები XΙX საუკუნის 70–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 100.

პირთა ანოტაციები:

 შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. რუსთაველი შოთა – „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.

     

1873 17-21 თებერვალი

თბილისშია ბანკის საქმეების გასარკვევად და მონაწილეობს ლიტერატორთა შეხვედრაში.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 40; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 100

დათარიღება:

17 თებერვალი მითითებულია კირილე ლორთქიფანიძისადმი 1 თებერვლის წერილში, 21 თებერვალი კი – 23 თებერვალს მეუღლისთვის გაგზავნილში.
     

1873 23 თებერვლამდე

დუშეთიდან თბილისში წერილს უგზავნის თავის დას – ელისაბედს. სწერს ნიკო ჭავჭავაძის მიერ მის მიმართ გამოვლენილი მტრობის შესახებ, მაგრამ არ უნდა, რომ ელისაბედის მეუღლემ – ალექსანდრე საგინაშვილმა მას ამის გამო საყვედური უთხრას. უგზავნის ასევე მეორე ბარათს, რომელიც ელისაბედმა ნიკო მანსვეტაშვილს უნდა გაუგზავნოს.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17527; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 113-114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 49; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 55-56, 388-389.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 189.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 159-160.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

     

1873 23 თებერვალი

წერილს სწერს მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ მისი სამსახურიდან წამოსვლა და ბანკის საქმეებზე რუსეთში გამგზავრება აპრილამდე გადაიდო. უგზავნის ფულს და სწერს, რომ ჯერ ბაქოში გაივლის მის სანახავად და შემდეგ წყლით გაემგზავრება პეტერბურგში.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 100.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

1873 23 თებერვალი

ბაქოდან იღებს მეუღლის დეპეშას, იგებს, რომ ძალიან ნერვიულობს ნიკო ჭავჭავაძის საქციელის გამო (იგულისხმება ილიას სამსახურიდან წასვლასა და ბანკის დაარსებაში ხელის შეშლა) და იმავე დღეს უგზავნის კიდევ ერთ ვრცელ წერილს. ატყობინებს ქალაქის ამბებს. წუხს, რომ ოლღას თბილისის ბინის გაყიდვა არ ხერხდება. სთხოვს მინდობილობის გაგზავნას იმ შემთხვევისთვის, თუ მყიდველი გამოჩნდება.

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 100-101.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე

1873 26 თებერვალი

სერგეი მესხი თბილისიდან ციურიხში მიმავალი ეკატერინე მელიქიშვილისთვის გაგზავნილ ბარათში წერს, რომ წინა წლის ჟურნალ „კრებულის“ ნომრები ჯერ არ არის გამოსული, რადგან ცენზურამ შეაყოვნა, მიმდინარე წლის პირველი ნომერი კი, მისი აზრით, კარგი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ მასში ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ გაგრძელება იბეჭდება.

წყარო:

სერგეი მესხის წერილები, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 470.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928)

მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და.

1873 თებერვალი

კირილე ლორთქიფანიძეს დუშეთიდან თბილისში წერილთან ერთად „კრებულში“ დასაბეჭდად უგზავნის „გლახის ნაამბობს“ და სთხოვს, რომ გულწრფელად მისწეროს თავისი აზრი. გარდა ამისა, გამოსაქვეყნებლად უგზავნის თავის ლექსებს: „ვიხილე სატრფო...“, „ჩემო მკვლელო...“ „ს–ს“, „მაშინ დავსტკბები...“ და ერთს ნიკოლოზ ბარათაშვილისას – „დამქროლა ქარმან...“ სთხოვს, გააგებინოს, იბეჭდება თუ არა მისი „ზოგიერთი რამ“. იგი იმდენად დაინტერესებულია ამ სტატიის გამოქვეყნებით, რომ მზად არის, ცენზორს ბევრი დაუთმოს.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 425, გვ. 1-6; № 217, გვ. 602-611; თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 40.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი

     

1873 თებერვალი

პარიზში გამგზავრებამდე ნიკო ნიკოლაძე სთხოვს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 299.

დათარიღება:

1 მარტს მეუღლისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ ეს ფაქტი ცოტა ხნით ადრე მოხდა.

პირთა ანოტაციები:<

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
     
     

1873 მარტამდე

დუშეთიდან ბაქოში მოკითხვის წერილს უგზავნის ცოლისდას, ეკატერინე გურამიშვილს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 107; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 79-80; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 56-57, 389-390.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 189-190.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

     

1873 1 მარტამდე

გამომცემელი სტეფანე მელიქიშვილი სთხოვს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვას, მაგრამ, რამდენადაც ასეთი შემოთავაზება უკვე ჰქონდა მიღებული ნიკო ნიკოლაძისგან, პასუხის გაცემაზე თავს იკავებს ნიკოლაძის პარიზიდან ჩამოსვლამდე.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 103.

დათარიღება:

ამის შესახებ წერია 1 მარტს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

მელიქიშვილი სტეფანე (გარდ. 1887)

გამომგონებელი და მესტამდე. XIX ს 60 -იან წლებში ნიკო ღოღობერიძესთან და ვახტანგ თულაშვილთან ერთად, დაარსა სტამბა, რომლისთვისაც ქ. ვენიდან გამოიწერეს ახალი ქართული ე. წ. „ვენური შრიფტი“.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
     

1873 1 მარტი

წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. ატყობინებს „გლახის ნაამბობის“ ბეჭდვის მდგომარეობას და თავისი ნაწერების გამოცემასთან დაკავშირებით მიღებულ შეთავაზებებს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 299; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 103.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 2 მარტამდე

დუშეთის საზოგადოებაში ფულს აგროვებს შიმშილობისგან შევიწროებული ქიზიყელების დასახმარებლად და თავადაც დებს 10 მანეთს. თანხას ქიზიყელებისთვის გასაგზავნად აწვდიან „დროების“ რედაქციას.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873, 2 მარტი, № 9, გვ. 2.

დათარიღება:

ინფორმაცია ამის შესახებ დროებაში დაიბეჭდა 2 მარტს.
     

1873 8 მარტი

დუშეთიდან ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს. უყვება დუშეთის ამბებს, თავის მოსაზრებებს სამომავლო გეგმებზე და ატყობინებს, რომ პარიზიდან 15 ნახატი გამოიწერა.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 105-107.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 9 მარტის შემდეგ

სერგეი მესხი წერილთან ერთად უგზავნის სარწყავი არხის გიორგი ანდრონიკაშვილისეულ პროექტს და სთხოვს მისწეროს მისი აზრი. გარდა ამისა რჩევას ეკითხება, ვის მიანდოს ქიზიყელებისთვის შეგროვებული ფულის დარიგება. ადრესანტი ილია ჭავჭავაძეს სთავაზობს თბილისში ჩასვლას და ლიტერატურული საღამოს გამართვაში მონაწილეობას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სერგეი მესხის ფონდი, ავტოგრაფი № 54; ილიას პირადი წერილი სერგეი მესხისადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ, ტ. 17, 1961, გვ. 41.

დათარიღება:

გიორგი ანდრონიკაშვილის პროექტი დაიბეჭდა 9 მარტს.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

ანდრონიკაშვილი გიორგი ზაქარიას ძე (1858-1928)

ინჟინერი, ალაზნის სარწყავი არხის პროექტის ავტორი.

     

1873 14 მარტამდე

დუშეთში მყოფ ილია ჭავჭავაძეს კირილე ლორთქიფანიძე კორექტურის გასაკეთებლად უგზავნს „გლახის ნაამბობის“ ამონაბეჭდს ჟურნალ „კრებულიდან“.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 41, 382-383.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     

1873 14 მარტი

მის მიერ შემუშავებულ ბანკის პროექტს პეტერბურგში გზავნიან დასამტკიცებლად.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 111-112.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 31 მარტს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.
     

1873 14 მარტი

დუშეთიდან თბილისში კირილე ლორთქიფანიძეს სწერს, რა ადგილებია ჩასასწორებელი „გლახის ნაამბობში“ და სთხოვს თერგდალეულების მიერ 1870 წელს თბილისში დაარსებული საჯარო ბიბლიოთეკიდან (ე. წ. ივანოვის ბიბლიოთეკა) გაუგზავნოს რუსული წიგნები: „ფილოსოფია და მეცნიერება. „ნარკვევები თანამედროვე ევროპელი მწერლებიდან“ და „საყოველთაო აღწერა (გეოგრაფია)“.

 

წყარო:

ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9, გვ. 282-283 (სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 41, 382-383.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     

1873 16 მარტი

დუშეთიდან ბაქოში მეუღლეს სწერს წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ „გლახის ნაამბობი“ ჯერ არ დაბეჭდილა.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 107-109; ჟურნ. „კრებული“, 1873, № 1-3.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 23 მარტამდე

დუშეთიდან თბილისში საპასუხო წერილს უგზავნის სერგეი მესხს. უზიარებს თავის აზრს გიორგი ანდრონიკაშვილის პროექტთან დაკავშირებით, ურჩევს, ქიზიყელებისთვის ფულის დარიგება ვინმე ადგილობრივ პირს მიანდოს და ხელი მოაწერინოს ყველას, ვისაც თანხას გადასცემს. თბილისში ჩასვლასთან დაკავშირებით ატყობინებს, რომ სამსახურის გამო ვერ შეძლებს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სერგეი მესხის ფონდი, ავტოგრაფი № 54; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 41-43, 383; ს. მ. „კიდევ ალაზნის არხებზე“, გაზ. „დროება“, 23 მარტი, № 12, გვ. 1-2. დათარიღბა: 23 მარტს სერგეი მესხმა უკვე გამოაქვეყნა სტატია იმ პროექტის შესახებ, რომელზეც ილიასგან ამ წერილით მიიღო რჩევები; იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 190.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

ანდრონიკაშვილი გიორგი ზაქარიას ძე (1858-1928)

ინჟინერი, ალაზნის სარწყავი არხის პროექტის ავტორი.

     

1873 23 მარტი

წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. სწერს, რომ ძალიან უჭირს უმისობა. სთხოვს, თავის სიძეს - დიმიტრი სტაროსელსკის შეახსენოს, რომ მის ნაცნობ ბერძენს დასაქმებას დაჰპირდა. უყვება, რომ ქიზიყის მოშიმშილე მოსახლეობის დასახმარებლად ირაკლი გრუზინსკიმ საქველმოქმედო კონცერტი გამართა და ათასი მანეთი შეაგროვა. დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კონცერტში მონაწილეობა არ ითაკილა მარიამ (კაკო) ჭავჭავაძემ. წერს, რომ „ეხლანდელს ქონდრისკაცობაში და ზნეობით დავარდნილს დროში მაგისთანა საქმე კაი დედაკაცობად ჩაითვლება“.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 109-110.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

ბაგრატიონ-გრუზინსკი ერეკლე ალექსანდრეს ძე (1827-1882)

ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი. საქველმოქმედო საღამო გამართა ქიზიყის ღარიბღატაკთა დასახმარებლად.

ჭავჭავაძე მარიამ (კაკო) დავითის ასული (1849-1921)

ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძის მეუღლე.

     

1873 31 მარტამდე

ახალთაობის წარმომადგენლები: შაქრო მაღალაშვილი, დიმიტრი ყაზბეგი, სერგეი მესხი, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები საგანგებოდ ადიან მასთან დუშეთში იმის სათხოვნელად, რომ თბილისში დაბრუნდეს და სათავეში ჩაუდგეს ქართულ მწერლობას.

 

წყარო:

ნიკო ნიკოლაძე, ჟურნ. „განთიადი“, 1915, № 8, გვ. 21.

დათარიღება:

რამდენადაც 31 მარტს უკვე განცხადება შეიტანა მოსამართლეობიდან გათავისუფლების შესახებ, ეს ფაქტი უფრო ადრე უნდა მომხდარიყო.

პირთა ანოტაციები:

მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843)

საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი.

ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
     

1873 31 მარტი

დუშეთში იღებს მეუღლის წერილს და უგზავნის პასუხს. აცნობებს, რომ ბანკის პროექტი ადგილზე უკვე დამტკიცდა და გაიგზავნა პეტერბურგში და რომ იმავე დღეს აპირებს განცხადების შეტანას დუშეთიდან დათხოვნის შესახებ. ასევე უზიარებს თავის სიხარულს, რომ ბანკის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ შეეძლება სახელმწიფო სამსახურისთვის თავის დანებება.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 304; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 111.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 5-10 აპრილი

ბანკის საქმეებზე იმყოფება თბილისში და თხოვნა შეაქვს საოლქო სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სტუმრად იწვევენ ოლღას მამიდაშვილის – ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში.

 

დათარიღება:

თარიღები მითითებულია მეუღლისთვის 4 მაისს გაგზავნილ წერილში.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892)

სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

     

1873 26 აპრილი

დუშეთიდან ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ მის ადგილზე ალექსანდრე სავანელს ნიშნავენ, რაც ადგილობრივებს არ სიამოვნებთ. სწერს, რომ მოუთმენლად ელის სამსახურიდან დათხოვნის შეტყობინებას. წუხს, რომ ის პიროვნება, რომელსაც ოლღას მიერ მემკვიდრეობით მიღებული მოზდოკის მამულების საბუთები უნდა გაეფორმებინა, ამ საბუთებიანად სადღაც დაიკარგა.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 115-116.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სავანელი ალექსანდრე ივანეს ძე

აზნაური, „სტატსკი სოვეტნიკი“, დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძის შემდეგ. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“.

     

1873 26 აპრილი

იღებს მეუღლის მიერ ბაქოდან გამოგზავნილ დეპეშას, იგებს, რომ ყველანი კარგად არიან და მშვიდდება, რადგან სამი კვირის განმავლობაში არ იცოდა მათი ამბავი.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 115-116.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 26 აპრილის

შემდეგ ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება „გლახის ნაამბობის“ დასაწყისი (Ι–ΙV თავები) და „აჩრდილის“ გაგრძელება (ΙV–VΙΙΙ თავები), ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები და ნიკოლოზ ბარათაშვილის ოთხი წერილი მაიკო ორბელიანისადმი, რომლებსაც წამძღვარებული აქვს ილიასეული წინასიტყვაობა.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, № 1, გვ. 1-95, 114, 268-274.

დათარიღება:

პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

ორბელიანი მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული

გენერალ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის საცოლე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და უახლოესი მეგობარი.

     

1873 2 მაისი

დუშეთიდან ბაქოში აღდგომის მისალოცად დეპეშას უგზავნის მეუღლეს და მისი დის ოჯახს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 11 მაისის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 4 მაისი

ერთდროულად იღებს მეუღლის მიერ ბაქოდან გამოგზავნილ სამ წერილს და უგზავნის პასუხს. სწერს ქალაქში მისი ყოფნის ამბებს. უყვება, რომ რამდენიმე დღეა გამოსათხოვარ სადილებს უმართავენ, მაგრამ უმისოდ მოწყენილია.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 116-118.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 10 მაისი

იღებს თავისი ქვისლის - დიმიტრი სტაროსელსკის მიერ ბაქოდან გამოგზავნილ დეპეშას იმის თაობაზე, რომ მის ნაცნობ ბერძენს სამსახური უშოვნა.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 11 მაისის წერილში.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

     

1873 11 მაისამდე

იღებს თავისი დისშვილის - სიმონ აფხაზის წერილს და ფოტოს. იგებს, რომ კარგად სწავლობს და წასახალისებლად საპასუხო წერილთან ერთად ფულსაც უგზავნის.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 11 მაისის წერილში.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

     

1873 11 მაისამდე

თბილისში ვრცელდება ჭორი, თითქოს ილია ჭავჭავაძე აპირებს კენჭი იყაროს თავადაზნაურობის წინამძღოლად. ამიტომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქალაქში არ ჩადის.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 11 მაისის წერილში.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

     

1873 11 მაისი

წერილს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. უხსნის, რომ მასაც ძალიან უმძიმს განშორება, მაგრამ მოთმინება ჰმართებთ. ატყობინებს, რომ თავადაზნაურთა წინამძღოლებად ერთის გარდა ისევ ძველი პირები აირჩიეს. მადლობას უთვლის თავის ქვისლ - დიმიტრი სტაროსელსკის მისი ნაცნობი ბერძნის დასაქმებისთვის.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

     

1873 14 მაისი

საოლქო სასამართლოს ბრძანებით ათავისუფლებენ დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობისაგან.

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947. გვ. 275
     

1873 17 მაისი

წერილს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. აცნობებს, რომ როგორც კი გათავისუფლების შეტყობინება მიუვა, საქმეებს მის ადგილზე დანიშნულ ალექსანდრე სავანელს გადააბარებს, ორი დღით თბილისში ჩავა, შემდეგ ერთი კვირით კახეთში გაივლის და იქიდან ბაქოში ჩააკითხავს.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 116-118.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სავანელი ალექსანდრე ივანეს ძე

ზნაური, „სტატსკი სოვეტნიკი“, დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძის შემდეგ. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“.

     

1873 23 მაისამდე

დუშეთის მაზრის უფროსის – ივანე ზუბალაშვილის ოჯახი საზღვარგარეთ მიემგზავრება და ილია ჭავჭავაძე მარტო რჩება მათ სახლში.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17523 მუზ. გვ. 184; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 121.

პირთა ანოტაციები:

ზუბალაშვილი ივანე იაგორის ძე

დუშეთის მაზრის უფროსი 1880-იან წლებში.

     

1873 23 მაისი

დუშეთიდან თბილისში წერილს უგზავნის თავის დას – ელისაბედს. სწერს, რომ მისი მოადგილის დუშეთში მისვლისთანავე გაემგზავრება თბილისში.

 

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17523 ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 107-108; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 63; ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 43-44, 384.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 190-191.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1873 24 მაისი

დუშეთის საზოგადოება უმართავს გამოსათხოვარ სადილს. სუფრასთან პლატონ იოსელიანი წარმოთქვამს სადღეგრძელოს, რომელშიც ეხება დუშეთის მაზრაში ილიას ცხრაწლიან ნაყოფიერ მოღვაწეობას და მაღალ შეფასებას აძლევს მის ადამიანურ ღირსებებს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 66.

პირთა ანოტაციები:

იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები.

     

1873 24 მაისი

დუშეთის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე თავის შემცვლელად გაგზავნილ ალექსანდრე სავანელს აბარებს სასამართლო საქმეებს.

 

 

დათარიღება:

24 მაისს გაიმართა გამოსათხოვარი სადილი.

პირთა ანოტაციები:

სავანელი ალექსანდრე ივანეს ძე

აზნაური, „სტატსკი სოვეტნიკი“, დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძის შემდეგ. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“.

     

1873 25 მაისამდე

დუშეთის სამომრიგებლო განყოფილების თანამშრომლებთან და სხვა დუშელ მოხელეებთან ერთად იღებს ფოტოს.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 2-3983.

დათარიღება:

ვათარიღებთ დუშეთიდან გამომგზავრების დროის მიხედვით.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე ზის შუა რიგში, მარჯვნიდან მესამე.

 

     

1873 ივნისის შუა რიცხვებამდე

პეტერბურგში გამგზავრების წინ ჩადის ყვარელში და იწყებს სახლის მშენებლობის თადარიგს.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873, 1 ივნ. № 21, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 114.

დათარიღება:

ივნისის მეორე ნახევარში ყვარლიდან ბაქოს გავლით გაემგზავრა პეტერბურგში.
     

1873 ივნისის შუა რიცხვები

თსს ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, მის მიერ ბანკის დირექტორად არჩეულ დიმიტრი ყაზბეგთან ერთად მიემგზავრება რუსეთში.

 

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873, 1 ივნისი, № 21, გვ. 2.

დათარიღება:

ინფორმაცია დაიბეჭდა დროებაში.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.

     

1873 26 ივნისის შემდეგ

ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება „გლახის ნაამბობის“ VΙ-VΙΙΙ და „აჩრდილის“ XΙ-XIV თავები.

 

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, წ. 2, გვ. 1-56; 208-214.

დათარიღება:

ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.
     

1873 ივნისის ბოლომდე

ჩადის მოსკოვში, ბინავდება დიდი ბრონის შესახვევის 43 ნომერში და იწყებს ბანკის საქმეების მოგვარებას.

 

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, წ. 2, გვ. 1-56; 208-214.

დათარიღება:

ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.
     

1873 7 ივლისის შემდეგ

გამოდის ჟურნალ „კრებულის“ მესამე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება „გლახის ნაამბობის“ დასასრული (IX-XII თავები) და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, № 3, გვ. 1-39, 44.

დათარიღება:

ვათარიღებთ ჟურნალის ამ ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.
     

1873 12 ივლისი

წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში, რომლითაც ატყობინებს, რომ კარგად იმგზავრა და იმავე დღეს მიემგზავრება პეტერბურგში. სწერს, რომ ოლღას დისწულის – სიმონ სტაროსელსკის თაობაზე ელაპარაკა ლიცეუმის დირექტორ პავლე ლეონტიევს და მის მიღებაზე თანხმობა მიიღო. მასთან დაკავშირებითვე შეხვდა კონსტანტინე ზახაროვსაც, მაგრამ ელენე ბაგრატიონ-გრუზინსკი და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი ვერ ნახა, რადგან აგარაკებზე იყვნენ წასულები.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 122-124.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-165.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე

 ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

ლეონტიევი პავლე მიხეილის ძე (1822-1874)

რუსი ფილოლოგი და პედაგოგი, ბერძნული სიტყვიერების პროფესორი, დოქტორი. გაზეთების „Русский вестник“, „Московские ведомости“ და უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ბაგრატიონ-გრუზინსკაია ელენე ფარნაოზის ასული (1799-1867)

ქართლ-კახეთის მეფის – ერეკლე II-ის შვილიშვილი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) მიხეილ კონსტანტინეს ძე (1831-1907)

ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, ცოლად ჰყავდა ელისაბედ დიმიტრის ასული ივინსკაია და ცხოვრობდა მოსკოვში.

     

1873 20 ივლისი

თავისი ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკისგან იღებს დეპეშას სახელობის დღის მილოცვით.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 124-126.

დათარიღება:

დროზე მითითებულია მეუღლისთვის 28 ივლისს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

     

1873 26 ივლისი

პეტერბურგიდან ბრუნდება მოსკოვში.

 

დათარიღება:

დრო მითითებულია მეუღლისთვის 28 ივლისს მიწერილ ბარათში
     

1873 28 ივლისამდე

მოსკოვში ყოფნისას პეტროვსკის პარკში მდებარე შატო დე ფლერში ესწრება ფრანგული ტრუპის წარმოდგენას, მაგრამ უკმაყოფილო რჩება.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 124-126.

დათარიღება:

დროზე მითითებულია მეუღლისთვის 28 ივლისს გაგზავნილ წერილში.
     

1873 28 ივლისი

წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არცერთ ბანკში არ უშვებენ. სწერს, რომ ძალიან მოწყენილია მის გარეშე, მაგრამ ფიქრობს, რომ საზოგადო საქმისთვის პირადი მწუხარება უნდა დაითმინონ. სთხოვს, მის მიერ დატოვებული თანხის ნაწილი გაუგზავნოს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 124-126.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 3 აგვისტოშემდეგ

მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს უგზავნის ვასილ მაჩაბელს. სთხოვს, რომ დიმიტრი ყაზბეგის მიერ მისთვის დატოვებული წიგნები სასწრაფოდ გაუგზავნოს. გარდა ამისა, უშოვოს და გაუგზავნოს საქმიანი მიმოწერის ბლანკები და ფორმები.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 556; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 51; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 57-58, 390.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 191-192

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.

     

1873 აგვისტო

მდე მოსკოვიდნ პეტერბურგში წერილს უგზავნს ალექსანდრე მდივანს. ატყობინებს პეტერბურგის ბანკების ხელმძღვანელთა გვარებს და სთხოვს, ვლადიმერ ბარიატინსკის დახმარებით სარეკომენდაციო წერილები მოუპოვოს, რათა ბანკებმა პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მისცენ.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17552.

დათარიღება:

ვასილ მაჩაბლისთვის 3 აგვისტოს მიწერილი ბარათიდან ჩანს, რომ წერილი რამდენიმე დღის წინ მაინც აქვს გაგზავნილი.

პირთა იდენტიფიკაცია:

ალექსანდრე (ასლან) მდივნის სახელი წერილში ნახსენები არ არის. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 165.

პირთა ანოტაციები:

მდივანი ასლან გიორგის ძე (გარდ. 1920)

სამხედრო პირი, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და ასაშენებლად.

ბარიატინსკი ვლადიმერ ივანეს ძე (1817-1875)

რუსი გენერალი, კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის ძმა.

     

1873 3 აგვისტო

მდე საქმიანი ვიზიტით მიდის მოსკოვის ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელ ვოლკოვთან, მაგრამ ვერ ითანხმებს ბანკის მუშაობის საქმეების გასაცნობად ნებართვის მიცემაზე.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17552; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 44-45, 385.

დათარიღება:

ამის შესახებ ნათქვამია ვასილ მაჩაბლისთვის 3 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ვოლკოვი

მოსკოვის ბანკის მმართველის მოადგილე.

     

1873 3 აგვისტო

წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ საბანკო საქმის შესწავლა ისევ ფერხდება. დაწვრილებით სწერს, რაში რა თანხა დახარჯა და სთხოვს ფულის გაგზავნას. უხსნის, რომ საქმის დაუმთავრებლად მისი რუსეთიდან დაბრუნება თავად ბანკსაც ავნებს და მის სახელსაც.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 127-130.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 3 აგვისტო

მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს უგზავნს ვასილ მაჩაბელს. სწერს, რომ საბანკო საქმეების გასაცნობად არცერთ ბანკში არ უშვებენ და სთხოვს, იქნებ ვინმესგან შუამდგომლობის მიღება შეძლოს.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17552; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 44; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 49-50; ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 44-45, 385.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

     

1873 14 აგვისტო

კისლოვოდსკიდან იღებს თავისი დის – ელისაბედის ბარათს, რომლიდანაც იგებს, რომ უკეთ არის. ადრესანტი საყვედურობს წერილების მიუწერლობისთვის.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 312.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17226.

დათარიღება:

დრო მითითებულია 15 აგვისტოს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1873 15 აგვისტო

მოსკოვში იღებს მეუღლის მიერ ბაქოდან გაგზავნილ წერილს და სწერს პასუხს. უყვება, როგორ ცდილობს რომელიმე ბანკში შეღწევას საქმის პრაქტიკული მხარეების ასათვისებლად, მაგრამ ვერ ახერხებს. მასთან არის ოლღას დისშვილი სიმონ სტაროსელსკი, რომელიც ბაქოდან მოსკოვის ლიცეუმში გადაიყვანეს სასწავლებლად. ცდილობს მისთვის გუვერნანტი ქალის შოვნას. წუხს, რომ არაფერი იცის კახეთში სახლის მშენებლობისა და მოსავლის შესახებ.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 312.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

მეუღლე:, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     

1873 18 აგვისტო

მოსკოვიდან წერილს უგზავნის თავის დას – ელისაბედს და უამბობს, რა დაბრკოლებებს წააწყდა რუსეთში. სთხოვს გირავნობის ბილეთის გამოხსნას და ხელახლა დაგირავებას. საჭიროების შემთხვევაში ურჩევს იასე ჭავჭავაძეს მიმართოს დახმარებისთვის.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 226; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 111-112; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 64-65; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 46-47, 385.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898)

1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი.

     

1873 19 აგვისტოს შემდეგ

ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება „აჩრდილის“ XVII თავი, ლექსი „პარიჟი“ („1871 წელი 23 მაისი“) და ილიას მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები. ჟურნალის ამავე ნომერში „სკანდელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის ვრცელი წერილი „გლახის ნაამბობზე“.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, № 5-6, ტფილისი, გვ. 183-185, 354, 401-436.

დათარიღება:

ვათარიღებთ ჟურნალის ამ ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე

     

1873 21 აგვისტო

მდე წერილს სწერს თავის დას – ნინოს. ატყობინებს, რომ ბანკის საქმეების მოგვარება ჭიანურდება, რადგან ვერცერთ ბანკში ვერ შეაღწია საბანკო საქმის შესასწავლად. სთხოვს, რომ ყვარლის მამულის მოსავლიდან რამე გაყიდოს და ორასიოდე მანეთი გაუგზავნოს.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 521; ჟურნ. „ამირანი“, 1908, № 158; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 10-11; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 49, 386.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 192.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

     

1873 21 აგვისტო

მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს უგზავნს ვასილ მაჩაბელს, უზიარებს სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულ ბანკებთან ურთიერთობის მოგვარების იმედი გაჩნდა და სთხოვს „დროების“ იმ ნომრის გაგზავნას, რომელშიც დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი და ბ. ღოღობერიძე“. აპირებს, ჩაერთოს ნიკოლაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის პოლემიკაში.

  ყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 553; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 44; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 52; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 47, 385-386.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.

     

1873 22 აგვისტო

როგორც იქნა, ახერხებს მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შეღწევას საბანკო საქმის შესასწავლად.

  წყარო:

ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის საარქივო ფონდი, № 17553; წყარო: ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის საარქივო ფონდი, № 17554.

დათარიღება:

დრო დგინდება ვასილ მაჩაბლისთვის 21 და 25 აგვისტოს გაგზავნილი წერილებიდან.

     

1873 24 აგვისტო

მოსკოვში იღებს ვასილ მაჩაბლისა და სანდრო ერისთავის ბარათებს და სარეკომენდაციო წერილებს მოსკოვის ბანკში დასაშვებად.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 554; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 44-45; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 52-53; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 47-48, 386;

დათარიღება:

დრო მითითებულია ვასილ მაჩაბლისთვის 25 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

ერისთავი (ქსნისა) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1839-1899)

თსს ბანკის ერთერთი დირექტორი, უწოდებდნენ „ამერიკანელს“.

     

1873 25 აგვისტო

მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს უგზავნის ვასილ მაჩაბელს. აცნობებს, რომ თავისი ქვისლის – დიმიტრი სტაროსელსკის მეგობარ კონსტანტინე ზახაროვის დახმარებით მოახერხა მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შეღწევა საბანკო საქმის გასაცნობად. წერს, რომ შემდეგ პეტერბურგშიც მოუხდება ჩასვლა, სამიწათმოქმედო კრედიტის საზოგადოებაში კონსულტაციების მისაღებად. ამავე ბარათში კიდევ რამდენიმე თხოვნით მიმართავს ადრესატს, რომლებიც შეეხება თადეოზ გურამიშვილის სასამართლო დავებს.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17554; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 44-45; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 52-53; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 47-48, 386.

პირთა იდენტიფიკაცია:

<იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 164-165.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

ზახაროვი კონსტანტინე ივანეს ძე (1832-1891)

ექიმი, სამოქალაქო მრჩეველი. 1871 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მსახურობდა ექიმად მოსკოვის საკომენდატო სამმართველოში. 1884 წელს გავიდა პენსიაზე.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

     

1873 25 აგვისტო

მოსკოვიდან ბაქოში მეუღლეს სწერს წერილს, რომლითაც აცნობებს, რომ ორ დღეში იწყებს საბანკო საქმის შესწავლას. წუხს, რომ წესდების დამტკიცებამდე მისი რუსეთში დარჩენა აუცილებელია.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 313; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 133-134.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 30 აგვისტო

სტუმრად არის მიწვეული გენერალ-ადიუტანტ ივან ლაზარევთან.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 314; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 133-134.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ლაზარევის მხოლოდ გვარია ნახსენები. დაწვრილებით იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 161.

პირთა ანოტაციები:

ლაზარევი ივანე დავითის ძე

რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, 1868-1877 წლებში ექვემდებარებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდალს.

     

1873 31 აგვისტო

წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში, რომლითაც ატყობინებს, რომ ბანკის წესების შესწავლა უკვე დაიწყო. დილიდან ოთხ საათამდე ყოველდღიურად საკრედიტო საზოგადოებაშია და საქმის ნახევარი უკვე აითვისა. ასევე სწერს მისი დისწულის – სიმონ სტაროსელსკის ამბებს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 314; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 134-138.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     

1873 სექტემბრამდე

ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება მისი შეკრებილი გლეხური სიმღერები და რაფიელ ერისთავის წერილი „ქართული სახალხო პოეზია“, რომლითაც იგი მიესალმა ილია ჭავჭავაძის მიერ წამოწყებულ დიდ ეროვნულ საქმეს – ფოლკლორული წყაროების გამოცემას.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, № 7, გვ. 6-30, 170.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

     

1873 1 სექტემბერი

მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს სწერს ვასილ მაჩაბელს და სთხოვს, გაუგოს, გადაუგზავნა თუ არა დასამტკიცებლად ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო კანცელარიამ სახელმწიფო საბჭოს ილიას მიერ წარდგენილი ბანკის წესდება. ამას გარდა, სთხოვს იმის გარკვევასაც, მისცემს თუ არა პეტერბურგის სამიწათმოქმედო კრედიტის საზოგადოება უფლებას, რომ გაიაროს კონსულტაციები საბანკო საქმესთან დაკავშირებით.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17555; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 53-54; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 50, 387.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

     

1873 7 სექტემბერი

საბანკო საქმიანობის შესასწავლად მიემგზავრება მოსკოვიდან პეტერბურგში, სადაც ბინავდება ქარავნის ქუჩის №18-ის ბინა № 7-ში, მაგრამ ბანკის წესდების დამტკიცება უსაშველოდ ჭიანურდება.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 138-140.

დათარიღება:

დრო მითითებულია მეუღლისთვის 6 სექტემბერს გაგზავნილ წერილში.
     

1873 8 სექტემბრის შემდეგ

ცალკე წიგნად გამოდის რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“.  

 

წყარო:

„გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“, შეკრებილი რ. ერისთავისა და ილ. ჭავჭავაძისაგან, გამოცემული ი. მელიქიშვილის და ე. ხელაძისაგან, თფილისი, 1873.

დათარიღება:

ვათარიღებთ წიგნზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

     

1873 11 სექტემბერი

ალექსანდრე ცაგარელი წარწერით უძღვნის თავის წიგნს „ქართული ენის გრამატიკული ლიტერატურის შესახებ“.

 

წყარო:

О грамматической литературе грузинского яз. Критический очерк. СПб., 1873.

პირთა ანოტაციები:

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი

     

1873 7-12 სექტემბერი

ბინაზე აკითხავს გიორგი შერვაშიძე, რომელსაც მისი გაცნობა უნდა, მაგრამ შინ არ ხვდება. შემდეგ თავად ეწვევა. სტუმრად დადის პროფესორ დავით ჩუბინაშვილთან, ბარბარე ბაგრატიონთან, ივანე ორბელიანთან და ვლადიმერ ამილახვართან.

  ყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 142.

დათარიღება:

ფაქტები დგინდება 6 და 12 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილი წერილებიდან.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში მოურავის გვარი ნახსენები არ არის. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 153-154.

პირთა ანოტაციები:

შერვაშიძე გიორგი მიხეილის ძე (1846-1918)

პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს. მშობლიურ ქალაქ სოხუმში მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ბაგრატიონ-მუხრანელი ბარბარე (ბაბო) ირაკლის ას (1848-1930)

ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილის, ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილი.

ორბელიანი ივანე კონსტანტინეს ძე (1830/3-1892)

გენერალი, გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილის – კონსტანტინე იოსების ძე ორბელიანის ვაჟი, მეტსახელად „ვანკა პაჟარნი“. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა და იქვე აღესრულა.

ამილახვარი ვლადიმერ ივანეს ძე (1846-1902)

ჰუსართა ოფიცერი, ტიტულარული მრჩეველი.

     

1873 22 სექტემბრამდე

პარიზში მყოფი სერგეი მესხი ჟენევიდან იღებს მომავალი მეუღლის – ეკატერინე მელიქიშვილის წერილს, რომელშიც ის „გლახის ნაამბობს“ წარუმატებელ მოთხრობას უწოდებს.  

 

წყარო:

სერგეი მესხის წერილები, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 493.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928)

მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და.

     

1873 22 სექტემბერი

სერგეი მესხი პარიზიდან საპასუხო წერილს უგზავნის ჟენევაში მყოფ მომავალ მეუღლეს – ეკატერინე მელიქიშვილს. სწერს, რომ „გლახის ნაამბობი“ ტყუილად არ მოსწონებია. მართალია, მთელი მოთხრობა ერთობ იდეალურია, არც ის მღვდელი და არც თვითონ გლახა არ ჩამოგავან რეალურად არსებულ მღვდლებსა და გლახებს და ერთობ ფანტაზიურია, მაგრამ რაც უნდა იყოს, მოთხრობაში „მშვენიერი ტენდენციები და კიდევ უფრო უმშვენიერესი ენაა“.  

 

წყარო:

სერგეი მესხის წერილები, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 493.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928)

მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და.

     

1873 1 ოქტომბერი

სადილს უმართავენ ქართველი კანვოელები. ყურადღებით კმაყოფილია, მაგრამ ზედმეტი ქება აწუხებს.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148.

დათარიღება:

ამის შესახებ ნათქვამია მეუღლისთვის 5 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში.
     

1873 ოქტომბრის დასაწყისი

ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება მის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, 1873, № 8, გვ. 186-188
     

1873 4 ოქტომბერი

ერთდროულად იღებს მეუღლის ორ წერილს და მშვიდდება, რომ ყველანი კარგად არიან.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 5 ოქტომბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 5 ოქტომბრამდე

პეტერბურგში იღებს დის - ნინოს წერილს, რომლიდანაც იგებს რამდენიმე არასასიამოვნო სიახლეს: მისი ცხენები მოუპარავთ, ვენახი ნაცარს გაუფუჭებია და პურის მოსავალი ცოტა მოსვლიათ.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 5 ოქტომბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

     

1873 5 ოქტომბერი

პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. სწერს, რომ ძალიან ენატრება, უნდა, რომ გვერდით ჰყავდეს, მაგრამ ხარჯებს ვერ გაწვდება, რომ ისიც პეტერბურგში ჩაიყვანოს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 10 ოქტომბერი

პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ რევაზ ანდრონიკაშვილი და ბანკის ზედამხედველი კომიტეტი დახმარების ნაცვლად ხელს უშლიან წესდების დამტკიცებას. გულდაწყვეტილია, რომ ამ საქმის მოსაგვარებლად პეტერბურგში მასთან ერთად ჩასული დავით ყიფიანი და დიმიტრი ყაზბეგი მალევე წავიდნენ და საქმე მხოლოდ მის იმედად დატოვეს. სწერს, რომ მიიღო დების მიერ გაგზავნილი თანხა. სთხოვს, კარდანახში ჩავიდეს და დაელოდოს. აინტერესებს, საწყენად ხომ არ დაურჩათ ოლღას დას და სიძეს, რაც მათი ვაჟის - სიმონის თაობაზე მისწერა. თვლის, რომ უფლება არ ჰქონდა, მშობლებისათვის სიმართლე დაემალა.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 320; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 314-316; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 149-150, 358.

პირთა იდენტიფიკაცია:

რევაზ ანდრონიკაშვილი წერილში მხოლოდ სახელით არის მოხსენიებული. ოლღას და - ეკატერინე გურამიშვილი-სტაროსელსკაია, სიძე - დიმიტრი სტაროსელსკი და სიმონ სტაროსელსკი. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი.

ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.

სტაროსელსკი სვიმონ (სიმონ, სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული

     

1873 ოქტომბრამდე

პეტერბურგში ეცნობა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელს და მასთან ერთად იწყებს შექსპირის „მეფე ლირის“ ქართულად თარგმნას. ასევე იწყებს ინგლისური ენის სწავლას.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873 წ. № 40, გვ. 1-2.

დათარიღება:

ეს ფაქტი უნდა მომხდარიყო გაზეთ „დროების“ 12 ოქტომბრის კორესპოდენციის დაწერამდე კარგა ხნით ადრე.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     

1873 12 ოქტომბერი

გაზეთ „დროებაში“, თარიღით „პეტერბურგი 21 სექტემბერს“ იბეჭდება ვასილ მაჩაბლის კორესპონდენცია. მასში ნათქვამია, რომ თბილისის ბანკის წესდებას მინისტრი მალე წარადგენს დასამტკიცებლად სახელმწიფო საბჭოში. აქვე არის ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები თოთხმეტმარცვლიანი ურითმო ლექსით დედნიდან თარგმნიან შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირს“ და პირველ ნაწილს მალე გაუგზავნიან გამოსაცემად ჟურნალ „კრებულს“.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873 წ. № 40, გვ. 1-2.

დათარიღება:

ეს ფაქტი უნდა მომხდარიყო გაზეთ „დროების“ 12 ოქტომბრის კორესპოდენციის დაწერამდე კარგა ხნით ადრე.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     

1873 15 ოქტომბერი

პეტერბურგიდან წერილს უგზავნის დას – ელისაბედს. ატყობინებს, რომ მიიღო მის მიერ გაგზავნილი თანხა. ასევე, მადლობას უხდის ბანკის ბილეთების დროული დახსნისთვის.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17534; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 113-114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 66-67; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 50-51, 387.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1873 22 ოქტომბერი

პეტერბურგში ერთბაშად იღებს მეუღლის სამ ბარათს. იგებს, რომ ლექსანდრე საგინაშვილს ვერ მოუხერხებია ოლღას კარდანახში წაყვანა და ის ჯერ კიდევ ბაქოშია.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 151-153, 358-359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

     

1873 23 ოქტომბერი

პეტერბურგიდან საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს და მადლობას უხდის თანადგომისთვის, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება. მისი აზრით სიღარიბე ბრძოლაა, სიმდიდრე კი განცხრომა და უმოქმედობა, რომელიც ადამიანს საფლავშიაც ეყოფა. აცნობებს, რომ ბანკის მოხელეები უქრთამოდ საქმეს არ აკეთებენ და წესდების დამტკიცება ჭიანურდება. ამის გამო აპირებს, თავაზიანი თხოვნიდან „ჩხუბზე“ გადავიდეს.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 321; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 241-242; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 316-319; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 151-153, 358-359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 3 ნოემბერი

იღებს მეუღლის ბარათს და იგებს, რომ კასპიის ზღვაზე მიმოსვლის შეჩერების გამო ერთი თვეა ოლღას მისგან წერილი არ მიუღია და ნერვიულობს.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 153-155, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 7 სექტემბრიდან 6 ნოემბრამდე

წერილს სწერს პეტერბურგიდან პეტრე უმიკაშვილს. ეკითხება აზრს „მეფე ლირის“ თარგმანთან დაკავშირებით და ახარებს, რომ სწორედ იმ დღეს მორჩნენ მეორე მოქმედების თარგმნას.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 56.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 192.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1873 6 ნოემბრამდე

ივანე მაჩაბელთან ერთად ამთავრებს შექსპირის „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების თარგმნას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 56.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 6 ნოემბრამდე პეტრე უმიკაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1873 6 ნოემბრამდე

პეტერბურგში მყოფს ფული უთავდება და სესხულობს ალექსანდრე ერისთავისგან.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 153-155, 359; 155-157.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 6 და 12 ნოემბრის წერილებში.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი (ქსნისა) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1839-1899)

თსს ბანკის ერთერთი დირექტორი, უწოდებდნენ „ამერიკანელს“.

     

1873 6 ნოემბერი

მიდის ფინანსთა სამინისტროში ბანკის წესდების დამტკიცების ამბის გასაგებად, მაგრამ არავითარი სიახლე არ არის.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 153-155, 359
     

1873 6 ნოემბერი

საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს. სწერს, რომ წესდების დამტკიცება ისევ ჭიანურდება, მაგრამ რაკი ხელი მოჰკიდა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. სთხოვს, როცა კარდანახში ჩავა, დაწვრილებით მისწეროს, როგორ მიდის მათი სახლის მშენებლობის სამზადისი.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 322; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 319-321; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 153-155, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

  1873 10 ნოემბერი

იღებს მეუღლის ბარათს, რომლიდანაც იგებს, რომ ჯერ კიდევ ვერ გაემგზავრა კახეთში.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 155-157, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 12 ნოემბერი

საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ ხელმწიფემ ფინანსთა მინისტრს მათი საქმის სახელმწიფო საბჭოში გადაგზავნის ნება მისცა და წარდგინება მზადდება. სწერს, რომ ფული უთავდება და ელის ალექსანდრე ერისთავის დანაპირებ 300 მანეთს, რომელიც თბილისში ჩასვლისთანავე უნდა გაეგზავნა. საყვედურს გამოთქვამს დების მისამართით, რომლებიც თავიანთ ამბავს არ ატყობინებენ.  

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 323; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 321-323; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 155-157, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ერისთავი (ქსნისა) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1839-1899)

თსს ბანკის ერთერთი დირექტორი, უწოდებდნენ „ამერიკანელს“.

     

1873 20 ნოემბრამდე

სტუმრად დადის პეტერბურგში მცხოვრებ ბარბარე ბაგრატიონ-ორბელიანისასთან და ივანე ორბელიანთან.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 160-162, 360.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 20 ნოემბრის წერილში მეუღლისადმი.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 154.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონი-ორბელიანისა ბარბარე ილიას ასული (1831-1884)

ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ვაჟ ილიას ქალიშვილი. 1854 წელს მცირეწლოვან ვაჟთან და დის ოჯახთან ერთად ტყვედ აიყვანა შამილმა და მხოლოდ 10 თვის შემდეგ მოხერხდა მათი გამოსყიდვა.

ორბელიანი ივანე კონსტანტინეს ძე (1830/3-1892)

გენერალი, გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილის – კონსტანტინე იოსების ძე ორბელიანის ვაჟი, მეტსახელად „ვანკა პაჟარნი“. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა და იქვე აღესრულა.

     

1873 20 ნოემბერი

წერილს უგზავნის მეუღლეს პეტერბურგიდან და ატყობინებს, რომ წესდება პირველ იანვრამდე წარედგინება სახელმწოფო საბჭოს. შეწუხებულია ცხენების, განსაკუთრებით კი მისი საყვარელი „მიშკას“, დაკარგვით.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 325; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 243; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 325-327; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 160-162, 360.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 ნოემბერი

იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ ქვეყნდება ლექსები: „ჩიტი“, „გაზაფხული“, „არაგვი“ და „მძინარე ყმაწვილს“, ასევე „აჩრდილის“ V თავი და, „ქიზიყელის“ ფესვდონიმით, ნაწყვეტი პოემიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.  

 

წყარო:

ი. გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, ტფილისი, 1873.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     

1873 3 დეკემბერი

წერილს უგზავნის მეუღლეს პეტერბურგიდან. ატყობინებს, რომ არ იცოდა მისი კარდანახში წასვლის შესახებ და წინა ბარათი ისევ ბაქოში გაუგზავნა. გული სწყდება, რომ არ შეუძლია მასთან ერთად დატკბეს ალაზნის ველის მშვენიერებით. გამოთქვამს იმედს, რომ იანვარში მაინც მოახერხებს ჩაკითხვას.  

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 326; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 327-328; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 162-163, 360. პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 6 დეკემბრის შემდეგ

პეტერბურგიდან პეტრე უმიკაშვილს უგზავნის ნიკო ნიკოლაძისათვის გადასაცემ წერილს. ეს არის გამოხმაურება ნიკოლაძის სტატიაზე „მშვიდობით, მშვიდობით“. ილია ჭავჭავაძე ცდილობს, გადააფიქრებინოს მას სამშობლოს დატოვება და საზოგადოებრივ საქმიანობაზე ხელის აღება.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17546; გაზ. „დროება“, 1873, 16 ნოემბერი, № 45, გვ. 1-2. გაზ. „დროება“, 1873, 28 დეკემბერი, № 404, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 38-39; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 56, 389.

დათარიღება:

ნიკოლაძისადმი წერილი დათარიღებულია 6 დეკემბრით.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
     

1873 15 დეკემბერი

პეტერბურგში მყოფი ილია ჭავჭავაძე დას, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილს ატყობინებს, რომ ოლღა კარდანახშია, რადგან ბაქოში ყოფნა მოსწყინდა. სწერს, რომ საქმეები გამომგზავრების ნებას არ აძლევს, თუმცა იმედი აქვს, რომ იანვარში აუცილებლად დაბრუნდება.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17528; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 115; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 67; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 54-55, 388.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 19 დეკემბრამდე

იღებს რევაზ ანდრონიკაშვილის დეპეშას და იგებს, რომ ბანკის ზედამხედველ კომიტეტს მისთვის თანხა და წერილი გაუგზავნია.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 166-167, 361.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 19 დეკემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

     

1873 19 დეკემბრამდე

გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძის მიწვევით, მის ოჯახში საჯაროდ კითხულობს ივანე მაჩაბლისა და მის მიერ თარგმნილ „მეფე ლირს“. დამსწრენი აღფრთოვანებული არიან. გადაწყვეტს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სცენაზეც დადგას.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 166-167, 361.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 19 დეკემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში მოურავის გვარი ნახსენები არ არის. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 153-154.

პირთა ანოტაციები:

შერვაშიძე გიორგი მიხეილის ძე (1846-1918)

პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს. მშობლიურ ქალაქ სოხუმში მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1873 19 დეკემბერი

წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან. უყვება „მეფე ლირის“ საჯარო კითხვის ამბავს. გული სწყდება, რომ უფულობის გამო ოლღას თან წაყვანა ვერ შეძლო და დიდი ხნით განშორება მოუხდათ.  

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 329; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 244-245; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 331-333; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 166-167, 361.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 26 დეკემბრამდე

მეუღლისაგან იღებს წერილს და იგებს, რომ ოლღას ექვსი კვირის მანძილზე მისი არცერთი ბარათი არ მიუღია.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 168-169, 362.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 26 დეკემბერი

საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან და სწერს, რომ წერილებს სიღნაღში უგზავნიდა. ასევე აცნობებს, რომ წესდების საქმე ისევ ჭიანურდება და, სავარაუდოდ, პირველ იანვარს წარადგენენ სახელმწიფო საბჭოში. იმედს გამოთქვამს, რომ ახალი წლიდან ბოლო მოეღება მათ განშორებას.

  წყარო:

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 330; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 333-334; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 168-169, 362.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1873 28 დეკემბერი

გაზეთ „დროებაში“ „ჩვენ უჩინონის“ ხელმოწერით ბეჭდავს სტატიას „უფ. სკანდელის გადაწყვეტილების საპასუხოდ“.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873, № 404, გვ. 3. ეროვნული ბიბლიოთეკა, ნ. ნიკოლაძის პირადი არქივი, № 40-1505. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. VI, 1997, გვ. 593, 679.

ატრიბუცია:

მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ტექსტი დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე. ამ ტექსტის ხელნაწერი ილია ჭავჭავაძის ხელით არის შესრულებული.

     

1873

პეტერბურგში ვასო მაჩაბელთან სტუმრობისას, ჭადრაკის თამაშის დროს უღებენ ფოტოს.

 

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 0-53992; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 3-1 d.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე ზის მარცხნივ.

 

 

     

1873

პარიზში გამომავალ ქართულ გაზეთ „დროშას“ ნიკო ნიკოლაძე ეპიგრაფად აწერს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს: „თუმცა აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია“.  

 

წყარო:

გაზ. დაცულია ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში, გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 235.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.