The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სტიროდეთ!
სტიროდეთ!

ბაირონი

სტიროდეთ!

(თარგმანი)

(ლორდ ბაირონის ებრაული მელოდია)

ოხ. სტიროდეთ მათ, ვინცა სტირიან
მდინარეებზედ ბაბილონისა,
მათ, ვისც ტაძარნი ნანგრევ არიან,
ვისიც მამული სამშობლოისა
არარა არს რა, გარდა სიზმრისა!
სტიროდეთ მსხვრეულს იუდის ჩანგსა!
სტიროდეთ... სადაც ღმერთი იმ მტირალთ
იმყოფებოდა, იმა ალაგსა
არიან, ვისაც ღმერთი არა ჰყავთ...
რომელ წყაროში დიდ ისრაილი
დაიბანს თვის ფეხთ აღსისხლებულთა?
როს იგალობებს კვლაცა სიონი
ღრმა სიტკბოებით ხმათ აღვსებულთა?
ან მელოდია როს კვლავ იუდის
გამოაცოცხლებს ისევ იმ გულთა,
რომელნიც სძგერდნენ მის ციურ ხმისთვის?
ტომო, ფეხითა სვლით მოწყლულითა,
ტომო, გულითა დაღალულითა,
ვით აფრინდები სამშვიდო ადგილს?..
მელას აქვს ხვრელი და თვის ბუდე – ჩიტს,
კაცსა – სამშობლო, და ისრაილსა –
არარა, გარდა თვის საფლავისა!

23 თებერვალი, 1858 წ.

ს. პეტერბურღი

 

სტიროდეთ!

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (B); M № 17501 (C); ასლი U №217.

ნაბეჭდი: ცისკარი, 1859, №9, სექტ. გვ. 3-4 (D). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, 1892 წ., გვ. 23 (A). ჩანგი, ვ. აბაშიძისა, გამოც. მეორე, თბ., 1892, გვ. 328-329 Κ. ჩანგი, ვ. აბაშიძისა, გამოც. მეოთხე, ბათომი, 1900, გვ. 265-266 (E). ლექსები ილია ჭავჭავაძისა, ტფ., 1904, გვ. 37 (F).

სათაური: ებრაული მელოდია ΚΕ.

სათაურის ქვეშ: ლორდ ბაირონით. ებრაული მელოდია BCD. ბაირონით ΚΕ.

ხელმოწერა: ილიკო ჭავჭავაძე D, სარჩევში: თარგმანი ი. ჭავჭავაძისა ΚΕ.

თარიღი: 1858 წ. A, 1858-სა წელსა, 23-სა თებერვალსა, ს. პეტერბურღი, BC თებერვლის 25-სა დღესა, 1858 წელსა, ს. პეტერბურღი D, – ΚΕF.

16. 6 ვისიც] მათ, ვისც BC. 8 სტიროდეთ... იუდის] სტირდეთ ისრაელთ დამსხვრეულ BC. 9 სადაც] სადაცა DΕ. 10 იმა] აწ იმ B. 12 რომელ] რომელს BCD, ჰყავთ] ჰყავსთ F. 13 ფეხთ] ფერხთ C. 14 კვლავცა] კიდევ BC. 16 როს კვლავ იუდის] დიდ ისრაილის BC. 17 გამოაცოცხლებს ისევ იმ] როს გააცოცხლებს კვლავ იმა BC. 18 სძგერდნენ] ჰსძგერდნენ B. 19 სვლით მოწყლულითა] მოწანწალითა BC, მოწანწალეთა D.

17. 3 სამშობლო] მამული B.