The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


 ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან
ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან

ყიფშიძე ზაქარია

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან

ალ. ყიფშიძე (ფრონელი) სწერს ტფილისიდან მოსკოვს თავის ძმას, სამხედრო სასწავლებლის მოწაფეს ზ. ყიფშიძეს:

23 ოქტომბერი, 1893 წ *

... „ახლა აქაური ამბავი: ამ თვეში ილიამ დაიწყო მოგზაურობა ქართლში. მე ილიას ვადარებ ადმირალ აველანს და ჩვენ წვრილმანობას მის შტაბს. ვიყავით ს. ახალგორში თ. ნ. ერისთავთან (ლექსების მკითხველთან) ილია, მეველე, ალ. ჩოლოყაშვილი, ლ. ჯანდიერი, გიგა** (ყიფშიძე], ან. ღულაძე და სხვანი. დიდის ამბით მიგვიღეს. ეზოში სკოლის შეგირდებმა უმღერეს „ტყეს ესხმება ფოთოლი“ (ნუ დაივიწყებ, რომ ახალგორში სულ სომხები არიან) და „ქართველო ხელი ხმალს იკარ“. ვიდრე სახლში შეველით, მიგვიწვიეს პატარა ტურფა კარის ეკლესიაში, სადაც ადგილობრივმა ღვდელმა (წარმოიდგინე ჩემი ამხანაგი აღმოჩნდა) „რეჩი“ უთხრა და აკურთხა ილია და მისი შტაბი.

მდგომარეობა ნ. ერისთავისა ნამდვილი ფეოდალურია, ეზოს ქვის გალავანი არტყია და შიგ ხუთი ციხეა. ვნახეთ აგრეთვე გზაში ოძისი, შეწირული მეორე ერისთავის მიერ სათ,-ას. სკოლისთვის. აქ უშველებელი დარბაზია. საზოგადოთ ქსნის ხეობა ტურფაა, როგორც ჩვენი სამშობლო, ვნახე აგრეთვე მდგომარეობა მუხრან-ბატონისა, მისი შესანიშნავი მარანი, ორ ეტაჟათ ჩაშვებული დედამიწამი, სადაც დაცულია 400.000 მან-ად ღირებული ღვინო, სადილად ვიგემე ღვინო, დაყენებული 1874 წელსა.

მეორე კვირას წავედით ყიფიანთში ს. ქვიშხეთს. დიდი ამბები იყო აქაც. დიმიტრი ყიფიანის სახლში, საუზმის დროს იმდენი „რეჩები“ ითქვა, რომ სმენით დავიღალე. ილიამ ბევრი ილაპარაკა, მაგრამ დასვენებით, მოკლედ და მკაფიოდ. Он производит неотразимое впечатление. ან ვინ გადურჩება დაუმონებელი, მის გონიერ ლაპარაკს, ახდილს შუბლს და მშვენიერ, წყლიან თვალებს. მაკინე* კინაღამ გადამერია. მართლა ესენი (სარდ.**) ახალგორშიც იყვნენ. ქვიშხეთიდან დიდის ამბით გამოგვაცილეს, ბარბარინოს სადგურამდინ ასი ქალი და კაცი მოგვყვა. ილია დიდათ ნასიამოვნები დარჩა. არ მოელოდა იულიაც*** ქვიშხეთს იყო და მერმე ამან გაგვიწვია ს. წვერს, სადაც ხვალ, კვირა დილას, მივდივართ. მოგვდევენ აგრეთვე პეტრე და მიხეილ გრუზინსკები, ბატონიშვილები. ხედავ იულია, წინააღმდეგი ილიასი, დამწუნებელი „განდეგილისა“ ( „დ. თავდადებულისა“, რა ამბებშია. იქიდან საღოლაშენში ჩამოვივლით“.

2

იგივეს წერილი იმავე ადრესატს, 14 ნოემბერი 1893 წ.

... „მართლა დიდი ამბები იყო აბელის* ახალ სახლებში. იულია, რომელიც ამას წინად „განდეგილს“ კრიტიკას უკეთებდა, სულ „რეჩებს“ და ხოტბას ასხამდა ილიას. ილიამ შესანიშნავი სიტყვა სთქვა შესახებ „სვინიდისისა“. დიდი შთაბეჭდილება იქონია მსმენელებზე. ილია საშინლად აღელვებული იყო და დიდის დალაგებით, მოხერხებით, გრძნობით და გამჭრიახობით ლაპარაკობდა. აგრე მოლაპარაკე თითქმის არ მინახამს ილია. ვერ მივხვდი დღესაც, რა არის ამის მიზეზი. ასე დაასკვნა: ნამუსიანმა კაცმა ყელიც რომ გამომჭრას, არ მეწყინება, რადგან ამას ნამუსი და სვინდისი ეუბნება, გულწრფელათ არის დაჯერებული, რომ მე მავნე კაცი ვარ და ქვეყნისათვის საჭიროა ჩემი მოშორება. ეს იმისი რწმენაა გულწრფელი და გულწრფელი კაცისაგან, შეიძლება სცდებოდეს, მაინც არ მეწყინება. მაგრამ უნამუსო კაცს სიტყვის თქმასაც უმართებულოდ არ ვაპატივებ, ის იმეორებს სხვის ნათქვამს და ამისათვის იგი მავნე და მაშასადამე ღირსია სასჯელისა, ხომ მიხვდი სადა სცემს მათრახებს...“

3

იგინივე იქვე, 29/1 1894 წ.

... „პირველ იანვარს საღოლაშენში ვიყავით. ილიაც წამოვიდა, იქიდან ხვედურეთს გავედით, ქეიფი და „რეჩობა ძალიანი იყო, ილიამ მოახდინა იქაურ საზოგადოებაზე „Неотразимое впечатлентие“.

გიგზავნი „ივერიას“. მართლა როგორია „ივერია“ მეველეს რედაქტორობით. მე გული ამიცრუვა მაგ კაცმა, ისე უხეირო მუშაკი ყოფილა. თითქმის ორი თვე აღარ მიწერია და წარსულ კვირას, როცა ის ავად გახდა, ხუთი წერილი ზედიზედ დავწერე. ჩეხიაზე კიდევ მივარტყი მეველეს და ილიამაც უბრძანა მეველეს, ჩემს წერილებს ხელი არ ახლოს ხოლმე“…

4

ანდრო ნადირაძე* ზ. ყ-ს სოფ. საღოლაშენიდან მოსკოვს 1/2 189 4 წ.

... „ამ დროს მოუვიდათ (ამირეჯიბებს. —ზ. ყ.) ქალაქიდან საშას (ალ. ყიფშიძე. ზ. ყ.) წერილი, რომ ილია მოდის და ჩვენც კარგად ბლომად ხალხი მოვდევთო, რასაკვირველია დიდის ამბით მიიღეს ილია, მეველე, სამა, გიგა, გრ. აბაშიძე, ყიფიანები და სხვა. დარჩნენ ორი დღე და მესამე დღეს ხვედურეთში პოსრედნიკმა (ციციშვილ. — ზ..) გაიწვია. ამ დროს უსახელო წერილები მოსულან ლანძღვა-გინებისა ილიაზე, იმიტომ დაეხეტები ქართლში, რომ მეკენჭეები გინდა იშოვნო შე ასეთ-ისეთოო,* მაკინემ თავის სიმღერებით ძალიან ასიამოვნა ილია, რომელმაც ფეშქაშად გამოუგზავნა თავის ნაწერების ოთხი ტომი და ზედ დააწერა: „რაც სიტყვას აკლდეს ბუნებით თქვენმა ხმამ შეასრულოსო“.

5

სონა ედილაშვილი* მასვე, მოსკოვს, 10/0 1804 წ.

... „მოგვიცდა იანვარში თიღვაში წასვლა, რადგან საახალწლოდ ილია მოვიდა თავის „პევჩებით“, ესე ეძახდნენ თავიანთ თავს, ყველა ილიას პევჩები ვართო, ეგ კი ჩვენი არქიელიაო“...

6

ალ. ყიფშიძე ზ. ყ-ს ტფილისიდან მოსკოვს, 16—18 5 1894 წ.

... „აქაური ამბები ბევრია, მაგრამ როგორ ანუსხამს ადამიანი პატარა ბარათში. ბანკობიანობა გაჩაღებულია, ივერიიდან შეიტყობ ბევრსა, თუმცა ან– გარიში უშნოდ არის შედგენილი. მაჩაბელს დიდი დასი ყავს, მაგრამ მგონი ვერ გაიმარჯვებს. კამათობაში კი ტყავი გააძრეს საცოდავს, არც მიშა დარჩა გაუწეწელი. ორატორები არ ყავთ, ილიას კი შვიდი-რვა კაცი, აბა რას გახდება საცოდავი ვანიჩკა. OH MHe HandMAHaeT ompanieHHaro BonweHKa. ხვალ ზეგ გათავდება კამათობა და არჩევნებიც იქნება...

7

ლადო ედილაშვილი ზ. ყ-ს გორიდან მოსკოვს, 12 აპრილი 1895 წ.

.... ყველიერში საშინელი კრივები იყო, მთელი გორი ფეხზე იდგა. აქ იყვნენ საცქერლად მთელი რედაქციის წევრები: ილია, მეველე, გიგო, საშა და სხ...

8

ალ. ყიფშიძე*. ყ-ს ტფილისიდან ოზურგეთს, 18/11 1859 წ.

... „თუ არ ვცდები, პალიკო ყიფიანს* კარგად იცნობ (აქ დაწვრილებითაა ნაამბობი მის მიერ, ბაქოში ბანკის ფულის გაფლანგვის შესახებ.ზ. — ყ. ) კაცი წყნარი, ჩუმი, კარგი ამხანაგი, განვითარებული და ფულების გაფლანგვა! ქაღალდის თამაშმა ეგ იცისო, ნიშნს გვიგებენ. განა და ილია არა თამაშობს ქაღალდსა, მაგრამ სალი კლდესავით მაგრა სდგას, საზოგადო კუთვნილებას. მოწიწებით უყურებს და არწივივით იფარავს მობარებულს ქონებას“...

9

იგივე მასვე. ტფილ. ოზურგეთს, 7/9 1900 წ.

… „მართლა ამ საგნის შესახებ (დაწვრილებითაა ნაამბობი, რა გარემოებაში ”იბეჭდებოდა მისი წერილები ახალქალაქის მაზრაში მომხდარ მიწის-ძვრის შესახებ და როგორ შეხვდა საზოგადოების სხვადასხვა წრე. — გ. ყ.) ისიც უნდა გითხრა, რომ. თვით ილია ჭავჭავაძეც მეხვეწებოდა სწერეო. აი ნამდვილი გამარჯვება — თვით ილია მოვხარე. ეს რა არის, ერთის თვის წინათ მითხრა.... (დასახელებულია პიროვნება) მომივიდა შენი წერილების შესახებ და არ მინდა დაბეჭდაო. შევეხვეწე. გთხოვთ, რომ დაბეჭდოთ-მეთქი და მაშინ ეღირსა ნათელსა ის საცოდავი წერილი“.

10

იგივენი 3/5 1900 წ.

... „შაბათს საღამოს ილიასთან წაველი აღდგომის მისაგებებლად ძველის ჩვეულებისამებრ, კარგა ხანია ეს ბედნიერი დღე მასთან არ გამიტარებია, მინდოდა უკანასკნელად* დავმტკბარიყავ დიდებული მოხუცის ცქერით. მართლაც დაეტკბი, გულით ვიმხიარულე და ბოლოს გამოთხოვების დროს შვილივით ვეამბორე. ასეთი სიამოვნება ჩემთვის დაუვიწყარი იქნება და მიხვდები, რა ნაირად გულმოსაკლავია და გულდამწყვეტი ის უწმაწური სიტყვები ილიას შესახებ, რომლის ნიმუშებიც შენ მომაწოდე. აქაც გაისმის მაგისთანაები კანტი-კუნტად და ერთნაირად მოქმედობენ ჩემზედ... (აქ გამოსათხოვებელ გამართულ სადილ-საღამოებზეა ლაპარაკი.-ზ, 9). ლევან ჯანდიერის ჩემთვის გამართულ ვახშამზე, ილიამ სთქა. [ილია ყველგან ესწრება), კვირაში ერთხელ შევიკრიბნოთ ხოლმეო, ჩვენს გაჭირვებაზე ვილაპარაკოთ ხოლმეო და ამ საღამოებს საშას სახელი უწოდოთო. ეს ამბავი გინდა დაიჯერე, გინდა არა, ნამდვილი კია...“

11

იგივე მასვე. ახალციხიდან პეტერბურგს, 19/10 1902 წ.

... „წელს (ახალციხის —ზ. ყ. ) საქალებო სკოლისათვის 300 მ. ვთხოვე თავადაზნაურობას. ორატორებმა: ილია ჭავჭავაძემ, მიშო მაჩაბელმა... სთქვეს, რომ 10000 მ. ცოტააო. თუ მხოლოდ ს თხოულობს —ეს ამტკიცებს „Cкромность спросителя“. ილიას სიტყვებია (500 მოგვცეს) განა ეს ცოტაა? ეროვნული გრძნო„ბა იზრდება... ეს დიდი პლიუსია...“

12

იგივე მასვე. პეტერბურგიდან ტფილისს, 4/4 1906 წ.

... „ამბებს ჩემს შესახებ შენგან ველი (ხმები დადიოდა მაშინ, რომ მას და სტაროსელსკის სამხედრო სამართალში აძლევენო, — ზ. ყ.). ილიამ მისაყვედურა რატომ არ მომწერე, მე გავიგებდიო... აქ ჩამოსულმა ილიამ, მიქელაძემ და მიშა გედევანოვმა გადამიკრეს — რატომ არ უნდა ვიყარო კენჭი დეპუტატობაზედავფიქრდი და გადავწყვიტე... „სკრომნობამ“ გაჭირვა საქმე“.

13

იგივე მასვე. პეტ. ტფილისს, 18/4 1906 წ.

...ამ სამი ოთხი დღის წინად ერთი ფელეტონი იყო „სტრანაში“ ჩვენებურ სატრაპების შესახებ წაიკითხე. მ. კოვალევსკის ფელეტონი იყო ილიას შესახებ. თუ ვერ შოულობ „სტრანას“, მომწერე და გამოგიგზავნი ხოლმე“... ილიამ და ვ. მიქელაძემ ფურორი მოახდინეს აქა, ყველაზე* ლიბერალები, ყველაზე მოწინავენი ეგენი აღმოჩდნენ. დანარჩენი შენ იანგარიშე“...

14

იგივე მასვე. პეტერბ. ტფილისს, 65 19 წ.

... „ხვალ დილით აქ ჩამოვა ილია, სადგურზე შევხვდები და ყველაფერს გავიგებ ჩემი საქმისას. დამპირდა; შეგიტყობ ტფილისში რას გიპირებენო (სასამართლოში მიცემის შესახებ. ზ. ყ.) ვფიქრობ წამოსვლას ესე 10 მაისს... თუ გადავაცილე... ბევრი-ბევრი ორი-სამი დღე. ალბათ ილია და კირიონი გამაჩერებენ. ამათთვისინ საჭირო ვიყავი...“

15

მიწერ-მოწერაში აღმოჩნდა აგრეთვე ილია ჭავჭავაძის სადარბაზო ბარათი, რომელზედაც ილიას ხელითაა (უთარიღოდ). „ანტონ, სადილად ჩემთან მოდით, რაღაა, რას უცდით?“

შემდეგ ალ. ყიფშიძის ხელითაა დაწერილი: „ილიამ ჰკითხა ალ. ჩოლ.-ს მილლის ლოღიკა არ გაქვსო? მაქვსო. სხვა ლოღიკა არა გაქვსო? ჩემი მაქვსო, მაგრამ როგორ გაკადროო.

დ. ჭავჭავაძე. ილიამ სთხოვა სიბრძნე-სიცრუის წიგნი. პასუხი: სიბრძნეს რუსეთში ისწავლიდი და სიცრუეს აქ ისწავლი“.

 

რედაქციისაგან: ხსენებული მასალები რედაქციას მოაწოდა აწ გარდაცვლილმა და ზაქარია ყიფშიძემ.