The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1861

1861

     

1861 აპრილამდე

პეტერბურგში იღებს სალონურ ფოტოს უნივერსიტეტის იმდროინდელ სტუდენტებთან – კოხტა აფხაზთან, მიხეილ ჩიკვაიძესთან, ლუარსაბ მაღალაშვილთან, ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილთან, გიორგი ყაზბეგთან და ბელოისთან ერთად.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 2-14828.

დათარიღება:

აპრილის პირველ ნახევარში უკვე თბილისშია.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე არის მარცხნიდან მესამე.

პირთა იდენტიფიკაცია:

გიორგი ყაზბეგის ბიოგრაფიაში ნახსენები არ არის პეტერბურგში სასწავლებლად ყოფნა 1861 წელს. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ფოტოზეგამოსახული იყოს მისი ძმა.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი კოხტა (ალექსანდრე) ნიკოლოზის ძე (1838 წ...)

ილია ჭავჭავაძის სიყრმისმეგობარი და ნათესავი. მასთან ერთად სწავლობდა გიმნაზიასა დაუნივერსიტეტში.

ჩიკვაიძე მიხეილი ფილიპეს ძე

ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბეში“, მასთან ერთად მუშაობდადუშეთის მაზრაში, 1900-იანი წლების დასწყისში იყო ილია ჭავჭავაძის დის –ელისაბედის მოურავი.

მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843)

საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894 წლებშიაღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი.

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე (1840-1908)

პუბლიცისტი, მთარმნელი, თეატრალურიმოღვაწე. 1903 წლიდან იყო , , კვალის” რედაქტორ-გამომცემელი.

ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე (1839-1921)

რუსეთის არმიის გენერალი. მონაწილეობდარუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომში. წერდა სამხედრო გეოგრაფიაზე, ისტორიასა და ეთნოგრაფიაზე, იყო ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარე1908-1918 წლებში, დიმიტრი ყაზბეგის ძმა.

ბელოი

სახელი უცნობია. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში ილიაჭავჭავაძესთან ერთად.