The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ტფილისი, 21 იანვარი

ლასხიშვილი გიორგი

ტფილისი, 21 იანვარი

ჟურნალ „მოამბის“ ამ წლის პირველ ნომერში ბ-ნი ნიკოლაძე შეეხო. ჩვეულებრივად დიდად საინტერესო საგანს ჩვენის ცხოვრებისას. ეს საგანი ჩვენის პოლიტიკურის მწერლობის დღევანდელი ვითარებაა. ბ-ნ ნიკოლაძის აზრით, თუმცა ეხლანდელს ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს სამოცსა და სამოცდა-ათის წლების ჟურნალ-გაზეთებთან შედარებით წარმატება ატყვია, მაგრამ მათი მდგომარეობა მაინც სამწუხარო არისო. ამის უმ თავრესს მიზეზად ავტორი იმ რემოებასა სთვლის, რომ თითოეულ პარტიას არა აქვს საკუთარი ორგანო, რომელშიაც შეეძლოს თავისს იდეალებისა, მიმართულე ზისა და სხვა და სხვა მოვლენათა შესახებ თავისის აზრის გამოთქმა. ყოველ პარტიას თავისი გაზეთი უნდა ჰქონდესო, სადაც მან თავი. სუფლად და ნაცხადურად უნდა გამოსთქვასო რა ჰსურს და რა გზას უჩვენებს ჩვენს ცხოვრებასაო! ჩვენის პოლიტიკურის მწერლობის საქმე რომ კარგად ვერ მიდის ეს უეჭველი ჭეშმარიტებაა. ამას ბევრი სხვა-და-სხვა მიზეზი აქვს და მათ განხილვაში ჩვენ დღეს ვერ შევალთ; ჩვენ გვინდა შევეხოთ მხოლოდ ბ-ნ ნიკოლაძის მიერ დასახლებულს მიზეზს. უმთავრესი საგანი, რომელიც აქ უნდა გამოირკვეს, ის არის -გვყავს ჩვენ ახლა პარტიები თუ არა?!. რასაკვირველია, უნდა ვიგულისხ მოთ, რომ ავტორი ბანკის პარტიების შესახებ არ ამბობს ამას, რადგან ბანკს არა აქვს უმთავრესი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში, იმგვარი მნიშვნელობა, რომ შეეძ ლოს რამდენსამე ბანაკად დაჰჟოს არსებითად ჩვენი საზოგადოება და შეჰქმნას ორგანოები სხვა და-სხვა პოლიტიკურის მიმართულებისა. ხალხს და მის ლიტერატურას ჰყოფს მრავალ პარტიად თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება, ბრძოლა მიმართულებათა, სხვა-და-სხვაობა აზრისა და სხვა-დასხვაობა ამ აზრთა განსახორციელებელ საშუალებათა.

ავიღოთ მაგალითად საფრანგეთი. ეს ქვეყანა ამ ჟამად დაყოფილია მრავალ პარტიად და დასად. თვით საფრანგეთის ისტორიამ შეჰქმნა ეს დანაწილება; საფრანგეთის ცხოვრების მსვლელობაში იყო ბუნებრივი მიზეზი პარტიების შექმნისა; ყოველს პარტიას იდეალად მიუძღვის წინ საფრანგეთის კეთილდღეობა და ბედნიერება, მაგრამ ამ იდეალის განსახორციელებლად ყოველი პარტია თავისს გზას ასახელებს, თავისს პროგრამმას და საშუალებას სთვლის საუკეთესოდ. ლეგიტიმისტები ამტკიცებენ, რომ საფრანგეთი უძლიერესი და უწარჩინებულესი იყო „ძველის რეჟიმის დროს; საზოგადოდ მონარქისტები იმ აზრისანი არიან, რომ მხოლოდ მონარქიას შეუძლია გამოიყკანოს საფრანგეთი ახლანდელ მის აწეწილ-დაწეწილ მდგომარეობისაგან პროგრესის გზაზეო; კონსერვატული რესპუბლიკანელები ყოველს ღონისძიებას ჰხმარობენ, დაიცვან ახლანდელი პოლიტიკური და სოციალური status quo; რადიკალები იბრძვიან გააუმჯობესონ რესპუბლიკური წეს-წყობილება დე ცენტრალიზაციით, შემოსავალთა რაოდენობის კვალობაზედ გარდასახადთა აღრიცხვით და სხვა; სოციალისტები სრულებით უარ-ჰყოფენ ახლანდელ ბურჟუაზულს წესწყობილებას და იბრძვიან დიდ სოციალურ რეფორმებისათვის, რომლებმაც უნდა დაამჟარონ საფრანგეთში ნამდვილი თავისუფლება, ძმობა და ერთობა.

რასაკვირველია, ამგვარს პარტიებს თავ-თავისი ორგანო უნდა ჰქონდეთ; მათ მიმართულებათა და აზრთა შორის ისეთი განსხვავებაა, რომ ერთს კალაპოტში იმათი მოთავსება ყოვლად შეუძლებელია. Pუნდა აღენო-ის ამგვარი პარ ტიები. საქართველოს საუკეთესო მწერლებმა ამ 25-30 წლის წინად აღძრეს ერთი დიდი საგანი: ეროვნული თვით ცნობიერება, ეროვნული თავის დაცვა და განვითარება ერისა ევროპიულ სწავლა მეცნიერების საშუალებით . დღეს დროთა ვითარების გამო ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთს პარტიის ერთის აზრით გამსჭვალულსა. საშუალება და სახსარიც ერთი და იგივე გვაქვს ამ აზრის განსახორციელებლად, მაგრამ თუ ვინმე ახალს რომელსამე საშუალებას დაგვისახელებს დავეთანხმებით, ოღონდ-კი ეს საშუალება არ ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს აზრსა და არ არღვევდეს ჩვენის ერის საჭირო ერთობას. ზემოხსენებული აზრი ჩვენი უპირველესი წადილია და უახლობელესი საფეხური, ეტაპი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ხოლო როდესაც ამ საფეხურს ავაღწევთ, მაშინ თვით ცხოვრება მოითხოვს ჩვენს დანაწილეას სხვა-და-სხვა მიმართულებად. ჩვენს აწინდელს ცხოვრებაში რომ მართლა შინაური პოლიტიკური ბრძოლა არსებობდეს, მაშინ ჩვენდა დაუკითხავად პარტიები შესდგებოდა და ამ პარტიებს თავთავიანთი ორგანოც ექმნებოდათ.

გაზეთი „კვალი“ აგერ ორი წელიწადია გამომდგარა და იძახის-ცალკე-მესამე დასი ვარო; მაგრამ მისის პუბლიცისტების ბაგით ნათქვამიდგან ჯერ ვერავინ გაიგო, თუ რა ასულდგმულებს ამ „მესამე დასს“. ზოგიერთმა „კვალის“ პუბლიცისტებმა ევროპიულ სოციალ-დემოკრატიის პრინციპების შესახებ აღძრეს ლაპარაკი, მაგრამ ის-კი არ გამოურკვევიათ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პრინციპებს ჩვენს ახლანდელს ცხოვრებასთან*). ჩვენ ის-კი არ გვინდა ვსთქვათ, რომ ვითომ ჩვენში ერთის ან ორის ზაგეთის მეტი ვერ იხეირებდეს და საჭირო არ იყოს; არა, ჟურნალ-გაზეთობა რაც უფრო იმრავლებს, ისა სჯობია. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ეს გაზეთები არ იქნება ისეთ პარტიულ ორგანოებად, როგორიც ჰსურს ბ-ნს ნიკოლაძეს. ადვილად შესაძლებელია, რომ ამ გაზეთებს სხვა-და-სხვაფერობა დაეტყოთ; ერთი განსაკუთრებით შეუდგება, მაგალითად, ერის შესწავლას ეკონომიურის მხრით, მეორე-მიზანში უფრო ისტორიას ამოიღებს, მესამე — სწავლა-განათლების საქმეს და სხვა-და-სხვა, მაგრამ ყველას-კი თვალწინ ექმნება ჩვენი უმახლობელესი აზრი, რომელიც გვაერთებს და გვასულდგმულებს.

* ამ აღძრულ საგნების გამო ჩვენ მალე ვრცლად მოველაპარაკებით მკითხველებს.

ავხსნათ ეს იმავე საფრანგეთის მაგალითით. ავიღოთ სოციალისტთა პარტია. სოციალისტები შეადგენენ ერთს დიდს პარტიას, რომელიც ერთის აზრით არის განმსჭვალული. ეს აზრი სოციალისტური წეს-წყობილების დამყარებაა. ამ ერთის აზრის მიუხედავად, ეს სოციალისტთა პარტია დანაწილებულია რამდენსამე ჯგუფად: პოსსიბილისტებად, ალემანისტებად, სოციალ-რადიკალებად და სხვებად; ერთნი მათგანნი უფრო პარლამენტში ბრძოლას აქცევენ ყურადღებას,მეორენი უფრო ერის მომზადებას და სხვანი. თითოეულს ამ ჯგუფს თავისი ორგანო აქვს, მაგრამ ეს ორგანოები-კი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან ისე, როგორიც განსხვავება არსებობს, მაგალითად, „Temps°-სა და „Petite République“-ს შორის, რომელნიც პარტიული ორგანოებია. ასეთი მდგომარეობა ნორმალურ დრო-ჟამის თვისებაა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ საფრანგეთის ყველა არა-სოციალისტთა პარტია შეერთდა და შეჰკრეს პირობა საერთო ბრძოლისა იმ დრომდე, სანამდის არ წაართმევენ სოციალისტებს პოლიტიკურ უფლებებს; მაშინვე—ამას დამტკიცებაც არ სჭირია ჯგუფთა ის მცირე განსხვავებაც მოისპობა და სოციალისტები შეერთდებიან და მხოლოდ ერთი საგანი-ღა ექმნებათ: პოლიტიკურის უფლებების დაცვა. ისევეა ჩვენი საქმეც: თუ გარეგანი გარემოება ცოტაოდნად მაინც გვაძლევს სულის ამოთქმის ნებას, ამ დროს რომ ჯგუფებად ვიყვნეთ დანაწილებულნი და ყოველს ჯგუფს თავისი ორგანოცა ჰქონდეს, ეს-კი არას დააშავებს, არამედ გააკეთებს კიდეც საქმეს. მაგრამ, თუ გარეგანი გარემოება ხელს არ გვიწყობს, მაშინ ერთობა გვჭირია მწერლობაშიაც და არა ხელოვნურად დაყოფა პარტიებათ, რომელთა არსებობა ჩვენის ცხოვრების ბუნებრივს მოთხოვნილებას არ შეადგენს.

ლალი