The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


* * * (მეცა მქონია)
მეცა მქონია

ჰეინე ჰაინრიხ

* * *

(მიბაძვა ჰეინესი)

მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფრენდა ბედი მღიმარი, –
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!
თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი,
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, –
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

19 იანვარი, 1859 წ. ს.

პეტერბურღი
 

  * * *
მეცა მქონია

ხელნაწერი:
ავტოგრაფი U №108 (B); M №17501 (C).

ნაბეჭდი: თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, 1892, გვ. 144 (A). კრებული, 1871, წგ. 4, გვ. 128 (D). ი. გოგებაშვილი, ბუნების კარი, ტფ., 1906, გვ. 287 (Ε). ი. გოგებაშვილი, ბუნების კარი, ტფ., 1907, გვ. 266 (F).

სათაურის ქვეშ: მიბაძვა ღეინისადმი B, მიბაძვა ჰეინისადმი (C), მიბაძვა ღეინესადმი (D), ჰეინესი (Ε), ჰეინედან (F).

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე (EF), *** D...

თარიღი: 1859-სა წელსა, 19-ს იანვარსა, ს. პეტერბურღი (BC), 1863* (A)–(ΕFD). ჰ. ჰაინეს ამ ლექსების შესახებ იხ. ვ. კავთიაშვილის ზემოთ დასახელებული ნაშრომი (ჩვენი გამოცემის გვ. 668).

25. 3 სუფევდა] სცხოვრობდა BCD. 5 კია ეს] კი ეს არს C. 7 სცხოვრობდნენ] სცხოვრებდნენ CD. 8 ღია ჰქონიათ მაშინ] თურმე გაეღოთ მაშინ BD, თურმე ეპოვნათ ძმობით C. 9 კია ეს] კი ეს არს C.

________________

* ჰ. ჰაინეს ამ ლექსის თარიღიც 1892 წლის გამოცემის სარჩევში არასწორადაა ნაჩვენები (1863 წ.) იხ. ჩვენი გამოცემის გვ. 668.