The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ანგელოზი
ანგელოზი

პუშკინი

* * *

(პუშკინით)

ედემის კარზე ნაზი ანღელი
თავით მოხრილით მობრწყინვალებდა;
გარდა დემონი აღმშფოთი, ბნელი,
ბნელ ჯოჯოხეთის უფსკულს დაჰფრენდა.
სული უკუთქმის და სული ეჭვის
შეჰყურებდა იმ უწმინდეს სულსა,
და მღვრიედ ალსა ლმობიერების
პირველად ჰგრძნობდა ის უნებურსა.
„შემინდე, – ჰრქვა მან, – მე შენ გიხილე,
ამაოდ კი არ ჩემთვის იბრწყინვლე;
არა, ყველა მე არ მძულდა ცაში,
ყველა არ მძაგდა მე ქვეყანაში...“

27 ივნისი,
1858 წ.

ტიარლევო

 

ანგელოზი

ხელნაწერი: ავტოგრაფი M №17501.