The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ი. ჭავჭავაძის დის. ელისაბედ საგინაშვილის მოგონებანი

IV. ი. ჭავჭავაძის დის. ელისაბედ საგინაშვილის მოგონებანი

თ. გრიგოლ პა[ა]ტას ძე ჭავჭავაძე, მეუღლე მისი შთამომავლობით ბებუროვის ასული, სომხისა, მონათლული ჩვენს სარწმუნოებისა, წლოვანებით ცამეტი წლისა, როდესაც თ. გრიგოლ დანიშნულა, თავის მშობლებისათვის გამოუცხადებია: რადგან ქართველის ოჯანში რძლად შევდივარ, უეჭველად იმათ სარწმუნოებაზედ უნდა გადავიდეო!

ეს მშობლებს და ძმებს სასიამოვნოდ არ მიუღიათ. ბევრი დაუშლიათ თავისი სურვილი აღესრულებია, მიუღია ჩვენი სარწმუნოება. თუმცა სომხები იყო ვნენ, მშვენიერის ქართულის ენით ლაპარაკობდნენ; სამხთო წერილშიაც განვითარებულნი იყვნენ, როგორც სომხურში, ისე ქართულში. თვით დედაჩემმა კარგად თურმე იცოდა და თავის შვილებს პატარებს. — კოტეს, ილიას, ნინას ასწავლიდა ქართულს წერა-კითხვას სამღთო წერილითგან.

შვილები გრიგოლისა და მარიამ ჭავჭავაძეებისა:

1. კონსტანტინე მოკლული იმ წელიწადში ლეკებისაგან, დავით ჭავჭავაძის სახლობა რომ წაიყვანეს ტყვედ წინანდლიდამ, თელავის მაზრაშია.

| [1854 წ. 3 ივლისს.

2. ნინო-თ. ნიკოლოზ აფხაზის მეუღლე, დედა პოლკ-ნი კონსტანტინეაფხაზისა, [ნიკ.] არტილერიაში მსახურობს. ნინა გარდაიცვალა.

3. ილია ჩემი დის ნინასაგან გამიგონია, ილია ბავშვობიდანვე თავისს ტოლებში სრულებით თურმე ირჩეოდა მშვიდი, წყნარი, და-ძმობაში მოსიყვარულე. როდესაც ჩვენ, ბავშვები, ვთამაშობდითო, იშვიათად მიიღებდა ჩვენთან მონაწილეობასა თამაშობაშიო.

4. ელისაბედ გრიგოლის ასული, გენერალ-ლეიტენანტის ქვრივი–სა-- გინოვი. მოგონების ავტორი].

5. თეიმურაზ მოსკოვში გარდაიცვალა 21 წლისა, კადეტის კორპუსში.

ნეტარხსენებული დედა რომ გარდაიცვალა, დავრჩით ობოლნი, მცირეწლოვანნი მამისჩემის და კნეინა მაკრინე ივანე არაგვის ერისთავისა დარჩა ქვრივად; შვილი არა ჰყვანდა, მამისჩემის თხოვნით გადმოსახლდა თავის სამშობლოში თავის ძმა გრიგოლთან, მიიღო დედობრივი მზრუნველობა ობლებზედ. ფრიად კეთილი, ღვთის მოყვარე, ქართულ მწიგნობრობაში, საღთო წერილში განვითარებულს, ყოვლად პატივცემულ ადამიანთან აღვიზარდენით.

უფროსი ძმა, ნინა და ილია სწავლობდნენ: კონსტანტინე  უმაღლეს სასწავლებელში, ნინა — ზავედენიაში, ილია — გემნაზიაში.

მამა რომ გარდაგვეცვალა, ილია 17 წლისა იყო, დავრჩით ორი მცირე, წლოვანები, მამისჩვენის შემდეგ თეიმურაზ, ელისაბედ. მამის ჩემის სიკვდილის. შემდეგ ყოველივე ოჯახის მზრუნველობა, გამგებლობა გადავიდა მამიდა მაკრინეზედ.

ილიამ] [სწავლა შეასრულა გემნაზიაში, გაიგზავნა უნივერსიტეტში, პატარა ძმა— კორპუსში. |მამიდამ] იმ დღიდამ 87 წლამდის, ჩვენს ზრუნვაში გააjტარა თავის სიცოცხლის დღენი. დასაფლავებულია სოფელს იყალთოში*, თავისსგან აღშენებულს პატარა ეკლესიაში, თავის მეუღლე ივანე არაგვის ერისთავთან. ერთს წელიწადს ზამთარში, ვცხოვრობდით ქალაქში. ილია გემნაზიაშისწავლობდა, იმ ზამთარს ჩვენთან ცხოვრობდა, თავისთვის საკუთარი ოთახი ჰქონდა. მეორე დღეს შევედით, ვნახეთ, კრაოტი ჩასტეხია, ისევ ისე წევს. ჩვენ დავეკითხეთ, რატომ არ შეგვატყობინე, ან მოსამსახურეს არ შეატყობინე გაესწორებინა? იქამდინ თავაზიანად [მოგვექცა). რათ შემეწუნებინეთ, დაო, როდესაც ასე მწოლარესაც ტკბილად მეძინაო?

ჩემს სახლში ბალკონზედ. სადილს შემდეგ მუთაქაზედ წამოწვებოდა, წიგნს კითხულობდა ისე, სათვალეებით ჩაეძინებოდა ხოლმე.

სამოცდა რვა წელიწადი ვიცხოვრეთ, არ მახსოვს, მაღალი სიტყვით გასჯავრებოდეს მოსამსახურეს. ჩვენ და-ძმობაშიაც ერთმანეთში დიდი სიყვარულით, ჯავრებოდეთ გვექცეოდა, ძმის, ჩემის სამ მემდე უბედური

ამ დიდბუნებjოვანის ძმის, ჩემის სამშობლოს თავმოსაწონებელი დედაბოძის დამკარგავი,— კიდევ ვცხოვრობ იმის შემდე უბედური ელისაბედ საგინაშვილი.

 [P. s.) კოტეჯან! რაც მეტი რამ იყოს, შენ გა[ა]სწორე. ბოლოს ნაწერში“.

2.

ჩემ მიერ დაწერილს და გადმოცემულ მოგონებას კიდევ დაუმატებ:

ტყუილია, ვითომ განსვენებული ჩემი ძმა დაბადებულიყვეს იანვარში. მე კარგად მახსოვს, ჩვენს ოჯახში იყო სახარება, რომელშიაც მამაჩემისაგან საკუთარის ხელით იყო აღნიშნული ყველა მისი შვილის დაბადების დღე. კარგად მანსოვს, ჩემი ძმის ი. კ. შესახებ ეწერა, რომ დაიბადა 27 ოქტომბერსაო.

თუ სხვადასხვა დოკუმენტებში დედა ჩემს ხან მაგდანათ და ხან კი მარიამათ იხსენებენ, ეგ იმით აიხსნება, რომ დედაჩემი ტომით სომეხი იყო, მაშინ მაგდანს ეძახოდნენ, მერმე რომ გათნოვდა, მართლმადიდებლობა მიიღო და მარიამი დაარქვეს. დედაჩემი, რამდენადაც მახსოვს, ჩვენ, ბავშვები ყველანი დაგვაშორეს, როდესაც იგი ავად იყო. მამაჩემიც შინ გარდაიცვალა. კიბეზე ასვლის დროს წაიქცა, ფეხი იტკინა და მერმე იარა „კუდ გადაექცა: ვიქნებოდი ასე 13 წლისა, როდესაც მამა მოგვიკვდა:

შესახებ სოლომონისა და მისი ქალისა თავ. კოხტა აბხაზს სრული ჭეშმარიტება უამბნია. მამიდა მაკრინე გარდაიცვალა ყვარელში, ასაფლავია იყალთოში.

ჩემი უფროსი ძმის . კონსტანტინეს ოჯახი, ქვრივი და შვილი სვიმონი გარდაიცვალნენ რუსეთში. თვით ძმა კონსტანტინე ლეკებმა მოჰკლეს.

ამ სახლში (ნიკოლოზის ქუჩა) გადმოვედით 1884 წ. (ილია და კნეინა ოლღა პირდაპირ საგურამოდან გადმოსახლდნენ.

ეს დოკუმენტი დაწერილია ნახევარ თაბან ფურცელზე (რვეული № 3) თვით ელისაბედის საკუთარი ხელით. მოგონებას უგზავნის, თავის დისწულს, უფროსი დის–ნინო აფხაზის შვილს კოტე აფხაზს, რომელსაც 1912 წელს სარედაქციო კომისიის დავალებით შეუკვეთა მოგონების დაწერა.