The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


საიუბილეო ბროშიურა (მცირე შენიშვნა ბ-ნ მე გახლავარის წიგნაკის გამო)

მახარაძე ფილიპე

საიუბილეო ბროშიურა

(მცირე შენიშვნა ბ-ნ მე გახლავარის წიგნაკის გამო)

(თ. ილ. ჭავჭავაძე, ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი)

წყარო: გაზ. „კვალი“, 1898, № 31, გვ. 519-523

მესამოცე წლების „მოღვაწეებზე“ ლაპარაკმა ჩვენ ჟურნალ გაზეთებში და საზოგადოებაში ლამის გადაგვიტანოს. საითაც გაიხედავთ, ყველგან გესმით, რომ მესამოცე წლების „მოღვაწენი“ და მწერლები ყოველი მხრით უნაკლულო არსებაში იყვენ, რომ მათ არ კლებიათ არავითარი ღირსება, რომელიც კი, ადამიანს ამაღლებს: უდიდესი ნიჭი, მაღალი და საფუძელიანი განათლება, თავდადებული და ყოვლად უანგარო სამსახური მაღალი საკაცობრიო დანიშნულებისადმი, შეუდრეკელობა და უშიშრობა ყოველგვარი დაბრკოლების წინაშე, მაგარი, მტკიცე ხასიათი, შესანიშნავი ძალა გულის წადილის შესრულებაღში და მრავალი სხვა, — ყოველივე ამით უხეათ იყეენ ისინი დაჯილდოვებულნი, გესმით ეს, კითხულობთ ამ მაღალ ფარდოვან სიტყვებს და თანაც გულში ფიქრობთ, რომ ამის მოლაპარაკეს ან დამწერს მარტოთ მარტო ერთი პირი ჰყავს მხედველობაზში, ე. ი. თავადი ილია ჭავჭავაძე. თქვენ სრულიად ამაოთ მოითხოვთ ამის დასამტკიცებელ საბუთს ან ფაქტს. — ამას დამტკიცება არ ეჭირება, ამას ყველა ქართველი ისე უნდა გრძნობდესო, გიპასუხებენ თქვენ. თუ თქვენ თქვენი მაინც არ მოიშალეთ, იმ შემთხვევაში გიჟს დაგიძახებენ, რომელთანაც არ ღირს ლაპარაკი, სხვას რომ თავი დავანებოთ, ბ-ნი გ. მაია მეილი, ერთხელ დიდი თავგამოდებით ცდილობდა ჩვენ ში ასეთი კერპთ-თაყვანის მცემლობის განმტკიცებას*, დღეს კი ამავე როლს ბ-ნი კიტა აბაშიძე ასრულებს**, როცა მესამოცე წლების მწერლებზე დაიწყებენ ისინი მსჯელობას, მაშინ ამათ თვალში არც ისტორიულ ფაქტს აქვს ფასი და არც ლიტერატურულ დოკუმენტს: ყოველივე ეს ერთი პირის გაღმერთების მსხვერპლი უნდა გახდეს. ბ-ნი მაიაშვილი, მაგ., კითხულობს: „ვინ ამოიღო ხმა მაშინ (მესამოცე წლებში) დაჩაგრული გლეხ-კაცობის სასარგებლოთ... ან ცდილობდა აღედგინა ფეხქვეშ დათრგენილი სახელი ადამიანისა? ვინ მიიტანა იერიში თავად-აზნაურობისა და მის უფლება უპირატესობის წინააღმდეგ? წარმოიდგინეთ, რომ იმავე თავად აზნაურებმაო — თამამათ გაიძახის ავტორი, და დარწმუნებული ხართ, რომ როცა ამას ამბობს, მარტო ილია ჭავჭაქაძე ჰქვს მხედველობაში და სხვა არავინ. მაგრამ თავის მოსაზრების დასამტკიცებლათ ავტორი არც ერთ ისტორიულ ფაქტს არ აჩვენებს, არც ერთ ლიტერატურულ დოკუმენტს არ ასახელებს. და განა კი არსებობენ ასეთი ფაქტები? საუბედუროთ, ასეთი კითხვა ოდნავაც არ აფიქრებს ავტორს. თორემ ცოტაოდენათ რომ ამაზე დაფიქრებულიყო ავტორი და რამდენიმეთ მაინც გაეცნო ის ხანა, რომელზედაც ლაპარაკობს, გაეცნო მაშინდელი თავადაზნაურობა en maess, გაეცნო. აგრეთვე ჩვენი დარიბი მწერლობა, იმას როდი იტყოდა, რომ თავადაზნაურობის უფლება უპირატესობის წინააღმდეგ ისევ თავად-აზნაურებმა მიიტანეს იერიშიო. ბ-ნ მაიაშვილის რომ "შეესწავლა ჩვენი მწერლობის ისტორია ამ საუკუნის ორმოც-და ათი წლებიდან დაწყებული მაინც, იმას ეცოდინებოდა, რომ ის, ვინც პირველათ ამოიღო ხმა დაჩაგრული გლეხ-კაცობის სასარგებლოთ ან ცდილობდა აღედგინა ფეხ-ქვეშ გათელილი პიროენება ადამიანისა, ვინც პირველათ განაცხადა ჩვენში პროტესტი იმ შემაძრწუნებელ წეს-წყობილების წინააღმდეგ, რომელსაც ბატონ-ყმობა ერქვა, იყო დანიელ ჭონქაძე, სოფლის უბრალო მღვდლის შვილი, ჩამომავლობით დუშეთელი გლეხი***. ეს გარემოება არავისთვის სამალავი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართული მწერლობის მამინაცვლებმა დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“, რომელმაც აღწერილია შემაძრწუნებელი ამბები ბატონ-ყმობის ცხოერებიდან, მიაფუჩეჩეს და მის ავტორზედაც სრულიად ხმა გაკმინდეს. ჩვენ არა გვგონია, რომ სხვაგან ისე უცოდწელათ, როგორც ჩვენში, შეიძლებოდეს წერა. რასაკვირველია, მარტო უცოდნელობას არ მიეწერება ის გარემოება, რომ ჩვენ მწერლობაში ჭონქაძის სახელი დავიწყებულია; ამ მცირე შენი შენით ჩვენ გვსურს მკითხველის ყურადღება მივაქციოთ ერთ პატარა წიგნაკზე, რომელიც აგერ-ახლა დაიბეჭდა და რომელშიაც გამოსარკვევი საგნის სრულიათ უცოდინარობა და გაუგებრობაა.

 

* ის. „ივერია“, 1889 წ სტ: „ძველი და ახალი თაობა“ №№ 222, 223 და სხ.

** იხ. „მოამბე“, 1897 წ.; სტ. „ჩვენი ახალკაზდობა,“ №

*** დ. ჭონქაძის მოთხრობის „სურამის ციხე“ ერთი მომქმედი პირი ასე ლაპარაკობს: „იმათ (პატონთ) ჰგონიათ, რომ ჩვენ (ე. ი. ყმები) კაცნი არ ვიყენეთ, ჩვენ არ შეგვეძლოს სიყვარული და სიძულვილი, იმათ ჰგონიათ, რომ ჩვენ არ გვქონდეს გული არ გვქონდეს_სჯა“. („სურ..ციხე,“გვ. 36 —7).

მოგეხსენებათ, რომ ამ ერთი წლის წინეთ ჩეენ ჟურნალ-გაზეთებში ერთი დაუსრულებელი სჯა-ბაასი ატყდა იმის გამო, თუ როგორ უნდა ედღესასწაულათ თ-დი ილ. ჭავჭავაძის ორმოცი წლის მოღვაწეობის შესრულება. რა „დიდი ზეიმით და ამბით“ ემზადებოდენ ამ დღესასწაულისათვის „ინტელიგენტები“, ეს ჩვენ არ გვეჯერა. სხვათა შორის წარმოთქმული იყო ის აზრი, რომ კარგი იქნება იუბილიარის შესახებ ვინმე ბროშურას გამოცემდესო, მგრამ ვის უნდა ეკისრა თავის თავზე ასეთი შრომა? რასაკვირველია, იმავე წრეს, რომელმაც ამის შესახებ აღძრა ლაპარაკი და რომელიც თვით ილ. ჭავჭავაძეს ახვევია გარშემო, რა ვუყოთ, რომ ეს წრე ყველაზე ნაკლებათ არის მომზადებული, რომ ვისიმე მოღვაწეობა, არა მარტო ილ. ჭავჭავაძის, პირუთენელათ და ღირსეულათ დააფასოს,“... ასე მოიტანა გარემოებამ. რამდენათაც ჩვენ ვიცით, ეს წრე ორ ნაწილათ იყოფა: ერთს უფრო მცირე ნაწილს, შეადგენენ, ჭავჭავაძისებრ მხცოვანნი „მოღვაწენი;“ თითოეულ მათგანს საქართველოს „ბურჯათ“ მოაქეს თავი და ასეთ სანეტარო ოცნებაში ჰკლავს დროს; ამასთანავე თითოეული იმათგანი თავის მეგობრის ბურჯობაზე იმდენათ წუხს, რამდენათ მე და შენ, მკითხველო, ჩინეთის სახელმწიფოზე. ცხადია, რომ არც ერთი იმათგანი ილ. ჭავჭავაძეზე ბროშიურის შედგენას არ მოჰკიდებდა ხელს. მეორე ნაწილი, ანუ წერილ-ფეხა, მჩხავანა „ინტელიგენცია,“ შედგება ამ მოღვაწეთა ბრმა თაყვანის მცემლებისაგან, რომლებიც იმათ სახელზე ლოცულობენ და იმათ ნათქეამს იმეორებენ. უნდა უყუროთ ამათ მაშინ, როცა ეინმე რომელიმე „ბურჯის“ მოქმედებას ეჭვის თვალით შეხედაეს: რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ილ. ჭაეჭავაძის დაფასება ამ ხანათ ეისმეს ამათგანს უნდა რგებოდა წილათ, და კიდევაც ასე მოხდა.

ამ ორი თვის წინეთ თქვენ წაიკითხავდით გაზეთებში შემდეგ განცხადებას: „იბეჭდება და მალე გამოვა ,თ, ილია ჭავჭავაძე, ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი“ მეგახლავარისა“. სწორე მოგახსენოთ, ეს განცხადება იმნაირი ხასიათისა იყო, რომ ძალა-უნებურათ იწვევდა საზოგადოების ყურადღებას. რასაკვირველია, სხვა-და-სხვა გარემოებათა გამო, ილ. ჭავჭავაძეს ის დიდება და სახელი აღარ აქვს დღეს ჩვენ საზოგადოებაში, როგორც წინეთ, მაგრამ უმეტესობა მას მაინც პატივსა სცემს, და საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ მისი ბიოგრაფიის გაცნობა და მის ნაწარმოებთა კრიტიკული განხილეა ყველა ქართველი მკითხველისთვის საინტერესოა.

როგორც იყო წიგნაკი გამოვიდა და კიდევაც გადავიკითხეთ. როგორც ჩანს, ავტორის მიზანი ყოფილა „ანგარიშის მიცემა იმაში, თუ რით დაიმსახურა ილია ჭავჭავაძემ ერს სიყვარული და თაყვანისცემა (!), რამ გახადა ის პირველ ქართველთა (წინასიტყ.), მაგრამ მისი ბროშიურის გადაკითხვამ დაგვარწმუნა, რომ აეტორს სრულებით ასეთი მიზანი არ ჰქონებია მხედველობაში. ავტორის ნამდვილი მიზანი მხოლოთ ის ყოფილა რომ ქება დიდება შეესხა თ ილ. ჭავჭავაძისათვის. ბ-ნ მეგახლავარის წიგნაკი თავიდან ბოლომდე მეტს არას წარმოადგენს: ილია ჭავჭავაძე „იშვიათი ნიჭიერი და დიდბუნებოვანი ადამიანია“; „ის ცენტრია ყოველი საქმისა, ყოველი ფიქრისა, ყოველი მოქმედებისა;“ „ის ყოველთეის მიუძღოდა წინ თავის ერს;“ ის არის უდიდესი მხატვარი, ის არის „ჩეენში მამა ბე "ტრისტიკისა, რეალური სკოლისა,“ ის არის ჩვენი „გოგოლი, ჩვენი პუშკინი, ჩეენი ტურგენევი, ჩენი ნეკრასოვი, ჩვენი ლერმონტოვი; ის არის „უპირველეს ყოვლისა დიდებული მამულს შვილი, დიდებული მოქალაქე თავის ქვეყნისა“ ის არის „წინამძღვარი ეროენული პროგრესისა“ ის არის „მტკიცე ხასიათის და დიდი ზნეობრივი სისპეტაკის მექონე, უზაკველი“ და რა ვიცი კიდეე რა. ყველაფერი ეს კარგი, სიმართლით და სისწორით არის ნათქვამი; თუ გნებავთ, ყველა ქართეელს“ რწამს ეს, მაგრამ ჩვენ ავტორმა შეგვიყვანა ეჭებში, ბ-ნმა მე გახლავარმა თავის ქებათა ქებაში ორი ისეთი გარემოება მოიხსენია, რომლებიც, აეტორის სურვილის წინაღმდეგ, ერთი მხრით ამდაბლებენ თეით ილ. ჭაეჭავაძეს და მეორე მხრით მის საზოგადოებრივ მნიშვნელობასაც დიდათ ამცი რებენ, რასაკვირველია თუ ბროშურის ავტორს დავუჯერეთ.

პირველი გარემოება: ბ-ნი მე გახლავარ ცდილობს იმის განმარტებას, თუ რა მიმართულებას ემსახურებოდა ილ. ჭავჭავაძე ,ორმოცი წლის მანძილზე“ და გადმოგეცემს, რომ ამ ხნის განმალობაში „არ შეცვლილა მისი მიმართულებაო, ვინაიდგან დარწმუნებულია, რომ სამართლიან გზაზე დგასო“ (გვ. 27). ავტორის თქმით, ის „ჭეშმარიტი გზა,“ რომელსაც „ჩვენი მოღვაწე იმ თავითვე დაადგა და რომელსაც თვით ეროპის მეცნიერებამ ამ ბოლო დროს მიაგნო“, მდგომარეობს იმაში, რომ პროგრესს ჰქმნის ევოლუცია და არა რევოლუციაო“ (გვ. 28). საბრალო ევროპა! მან ტყუილა უბრალოთ გამოიარა იმოდენა რევოლუციები, იმოდენა ვაი-ვაგლახი და ჭაპან-წყვეტა! ის ჭეშმარიტება, რომელსაც მან მხოლოთ ამ ბოლო დროს მიაგნო, ჩვენში ილია ჭავჭავაძეს ურევოლუციოთ და უდავიდარაბოთ სტუდენტობის დროს აღმოუჩენია! აბა მოდი და ამას შემდეგ ნუ იტყვი: „გვაქვს საბუთი სიამაყისა!“

მეორე გარემოება; ბ-ნი მეგახლავარი, მოგეოთხრობს რა ილია ჭაექავაძის გამოსვლის ამბავს სალიტერატურო ასპარეზზე, გაჰკივის: „ილია ჭავჭავაძე პირველ დღიდანვე გამეფდა ქართულს მწერლობაში,. იგი დიქტატორულის ძალ-ღონით ბრძანებლობს ჩვენს ლიტერატურაში იმ თავიდანვე დღემდის ორმოცი წლის მანძილზე (გვ. 23. ხაზგასმული სიტყვები ამ წერილში ყოველგან ჩვენ გვეკუთნის). უნდა გამოეტყდეთ, რომ გამეფება და დიქტატორული ბრძანებლობა მწერლობა ში, ვერაფერ სასარგებლო მოვლენათ უნდა ჩაითეალოს, პირიქით, სასარგებლო და ნაყოფიერ გავლენას მწერალი თუ მოღვაწე მხოლოთ მაშინ ახდენს საზოგადოებაზე, როცა ასეთ ბრძანებლობას,ერთოსა თუ რამდენისამე პირისას,თან -და-თან ასუსტებს და სამუდამოთ სპობს. ერთი კაცის გაბატონება მწერლობაში, მისი დიქტატორული ბრძანებლობcს ქვეშ ქედის მოხრა და დამორჩილება, ნიშნავს საზოგადოებრიელ გაწვითარების შეჩერებას, გაყინეას და საზოგადოებრივი აზროვნების ჩაქრობას. ნუ თუ ამას ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძე „ორმოცი წლის მანძილზე?“ „დიქტატორულ ბრძანებლობას“ შეიძლება სარგებლობის მოტანა შეეძლოს სხეთ ადგილას, ხოლო მწერლობაში იგი ყოველთვის და ყოველგან მავნებელი იქნება. თეით ლიტერატურის პრინციპი, მისი დედა-აზრი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ასეთ ბრძანებლობას. ამიტომ თუ ილია ჭავჭავაძეს თავისი მოღვაწეობა სასარგებლოთ მიაჩნია საზოგადოებისთვის, მან საქვეყნოთ უნდა უარ ჰყოს ის ცილი, რომელსაც მას ბ-ნი მეგახლავარი სწამობს, თორემ ჩვენ ეჭებში შეეალთ: ვინ იცის, შეიძლება, ეს მართლა ასე იყოს და იმ შემთხვევაში თეთრი მეგახლავარი მთელი თავისი ლიტერატურული მოღვაწეობით ილ. ქაეჭავაძის დიქტატორული ბრძანებლობის მონაბერი იქნება!

წიგნის სიპატარავე სრულებით არ უშლის იმ გარემოებას, რომ ბ-ნ მე გახლავარის ბროშურა შეუწყნარებელი შეცდომებით არის გავსებული, დაეასახელოთ რამდენიმე იმათგანი: მეათე გვერდზე აეტორი მოგვითხრობს, რომ 1857 წელს, როცა ილ. ჭავჭავაძემ პირველი ლექსი დაბეჭდა, ქართული ქუწალი, „ცისკარი“, გამოდიოდა გიორგი ერისთვის რედაქტორობითო. მაგრამ ჩვენ ვიცით (და განა ბ-ნ მეგახლავარის გარდა ვინ არ იცის დღეს?) გიორგი ერისთავი* მხოლოთ ორი წლის განმავლობაში იყო „ცისკრის“ რედაქტორათ, ე. ი. 1852–3 წლებში, და შემდეგ სრულიად დაანება თავი რედაქტორობას, რის გამო თვით „ცისკრის“ გამოცემაც შეწყდა. 1867 წლიდან შედგა სრულიად ახალი წრე ქართული ჟურნალის გამოსაცემათ და „ცისკარი“ ისევ განახლდა ივ. კერესელიძის რედაქტორობით, ამ წრეს ასულდგმულებდენ: ლავრ, არდაზიანი, ალექსანდრე სავანელი და მიხეილ თუმანი შვილი, არც ერთ ამათგანს ბ-ნი მეგახლავარ არ ასახელებს თავის სიაში, სადაც მას ჩამოთელილი ჰყავს სრულიად შემთხეეეთ თანამშრომლები მაშინდელი „ცისკრისა“ (გვ. 10 "შენი შენა). იმას, ვინც „ისტორიული კრიტიკის“ ცოდნას ჩემულობს (გვ. 8) და მაღალ სფერებში ფართი-ფურთობს, ასეთი უბრალო რამეების უცოდჩელობა არ მიეტევება, არ მიეტევება მით უფრო, რომ იმ ხანებში ჩვენ ერთი მჭლე ჟუონალის მეტი არა გაგვაჩნდარა,

  * გიორგი ერისთვის შესახებ ეს პირველათ პლატონ იოსელიანმა აღნიშნა.

ლიტერატურული და ისტორიული მეცდომაა აგრეთვე ავტორის შემდეგი მსჯელობა: „ილია ჭავჭავაძე ჩვენში უნდა ჩაითეულოს მამათ ბელეტრისტიკის რეალურის სკოლისა.., ილ. ჭავჭავაძემ პირველმა გაუკეთა ჩვენში სისხლი და მისცა მნიშვნელობა პროზას“ (გვ. 40). რასაკვირველია, თუ მთელი ერის ლიტერატურაში თქვენ მხოლოთ ერთი მწერლის სახელი იცით, მაშინ შეგიძლიათ ყოველივე მას მიაწეროთ, მხოლოთ ამ შემთხვევაში შეიძლება იმის თქმა, რასაც ბ-ნი მეგახლავარ ზევით მოყვანილ სთტყეებში ამბობს ილ. ჭავჭავაძეზე. და მართლა, ვინ მისცა პირველათ ჩეენ ახალ მწერლობაში მნიშვნელობა პროზას, ე. ი. ნამდვილ საერო, ხალხურ კილოს, და ვინ უარჰყო სამუდამოთ ძველი მწიგნობრული, საეკლესიო ენა? ასეთები იყვენ პირველათ გიორგი ერისთავი და მეორეთ ზურაბ ანტონოვი თავინთ კომედიებში, რომლებიც დღემდის საუკეთესო პიესებათ ითვლებიან მთელ ჩვენ ლიტერატურა ში “), ვინ უნდა ჩაითვალოს ჩვენში მამათ ბელეტრისტიკ-ს რეალური მიმართულებით? ისტორიულლმა კრიტიკამ ასეთი ალაგი უნდა დაუთმოს ლაერ. არდაზიას, მეჯღანუაშვილის“ აქტორს. ახლა ვიკითხოთ: ვინ შეძინა ქართულ მწერლობას მოთხრობა ქართულ წიადაგზე აგებული, „ქართველების ცხოვრებიდან ამოღებული?- დანიელ ჭონქაძემ თავის „სურამის ციხე“, თამამათ შეგვიძლია ეთქვათ ჩეენ. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის მოთხრობებს, აქ მხოლოთ იმას ვიტყვით, რომ უმთავრესი იმათგანი, როგორც, მაგ., „გლახის ნაამბობი,“ უცხო ნიადაგიდან არიან გადმოღებულნი, და ამიტომ იმათზმი ნამდეილი ცხოვრება ძლიერ მკრთალათ იხატება.

ამ მოკლე "შენინვნაში შეუძლებელია ბ.ნ მეგახლავარის ყველა "მეცდომების აღნუსხვა ამიტომ ჩვენ აქ არაფერს ვიტყვით ავტორის წმინდა ბავშურ მსჯელობაზე ესტეტიური კრიტიკის შესახებ, რომლის „უტყუარი და ჭეშმარიტი საზომი, თურმე ნუ იტყვით, „საშუალო ყალიბის კაცის გრძნობა და მთაბეჭდილებაა“ (გვ. 34). და არც იმაზე, რომ ვითომც „პოეზიაში ფორმას, გარეგნობას, სულ მდაბალი, უკანასკნელი ადგილი უჭირავსო“ (გე. 30,“ ვერ გაგვიგია აგრეთვე, თუ რისთვის აუვსია ავტორს თავის წიგნაკი სულ უადგილო და გაუგებარი ფრაზებით და ლექსებით უცხო ენაზე, რომლებიც სრულებით არაფერს არ ეკერებიან, ни нь селу, ни к году-“ო, რომ იტყვიან.

დროა ზღაპრებს დავანებოთ თავი, ლათაიები უკუვაგდოთ და მართალი სიტყვა ეუთხრათ საზოგადოებას ჩვენი წარსულის შესახებ. აგერ მეოცე საუკუნე კარზე მოგვადგა, და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რას აკეთებდენ ჩვენი მამები ამ ოცი თუ ორმოცი წლის წინეთ. სად არიან მაშინდელი ამბების მცოდწე პირები? დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი მათგანი კიდევ ცოცხალია და გადმოცემის ნიჭიც აქვთ მაშ, რას უყურებენ? ხომ ხედვენ, რომ მეგახლაეარები ათასგვარ უვიცობას და ჭორს თესენ და ავრცელებენ საზოგადოებაში. საკვირველია ჩვენი საქმე! ჩეენ ისეთ უბედურ ვარსკვლავზე ვართ დაბადებულნი, რომ ჩვენი წარსული ვითარების შესწავლა და გაგება სრულიად არ გეენალისება და გეაინტერესება, ამისთანა გულგრილი ხალხი გაგონილა? არ შეგვიძლია აქ არ მოვიყვანოთ შემდეგი სიტყვევები, წარმოთქმული ერთი ჩვენი პუბლიცისტის მიერ ამ 23 წლის წინეთ, რომლებითაც ის უსაყვედურებდა თანამედროვე საზოგადოებას ამავე გულ გრილობას: „გასაკვირელათ და სასირცხოთ როგორ არ უნდა მიგვაჩნდეს, რომ ჩვენ თითქმის სრულიად არა ვიცოდეთრა ისეთ შესანიშნავ მოელენაზე ჩვენს ცხოერებაში, რომელიც ამ 40-50 წლის წინეთ ყოფილა*. თუ ამ დროინდელი ჩვენი ლიტერატურული მოძრაობა ასე უცნობელი და შეუნიშწაეი რჩება ჩვენთვის, თუ იმის გაგებაც გვიჭირს და არ გვეხალისება — რა მოუქმედნიათ ჩვენს მამებს, მათ ჩვენი წინაპრების, წინა საუკუნოების ჩვენი ცხოვრება, როგორ ძნელი შესატყობი და უინტერესო უნდა იყოს ჩეენთვის... ყველაზე უფრო გვაკვირვებს ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ თვით იმ დროს ცხოერება ზედა, რომელმაც თითქმის ჩვენ თვალწინ გაიარა, არა ეიფითრა, და ისინი კი, ვისაც ეს წარსული ახსოვს, თითქოს რაღაც საიდუმლოების ფარდას აფარებენ მას“ “). ამ სიტყვებსაც იგივე ბედი ეწერა, რაც ხმას მღაღადებელისა უდაბნოსა შინა!

  * ავტორს,“. რასაკვირველია, ამ საუკუნის მეოც დაათე.წლება აქვს მხედველობაში, მარა ეს სულერთია.

ფ. მახარაძე.

ს. ანაგა (სიღნაღის მაზრა) 9 ივლისს.

P. S.

ბ-ნი მეგახლავარ უკანასკნელ გვერდზე უცხადებს მკითხველებს, რომ „ამ პირველ წერილის საზოგადო ხასიათი ჰქონდაო“, ხოლო მეორე წერილს“ ეუძღენი ილ. ჭავჭავაძის თხუზულებათა ლიტერატურულ კრიტიკასო“, ოინებიც სწორეთ ასეთი უნდა! თუ ამ „პირველმა წერილმა“ არ დაგაკმაყოფილოთ, მოიცადეთ, ჩქარა მეორე წერილსაც გამოვცემო! მაგრამ ნურას უკაცრავათ, თუ „მეორე წერილს“ არ დავუწყეთ ჩენ ლოდინი. „მეორე“, რომ „პირველის“ სიტყვა-სიტყვით განმეორება იქნება, უფრო გაზვიადებული, რასაკვირველია, ამაში ჩეენ დარწმუნებული ვართ.

ფ.მ.