სარჩობელაზედ პატარა ამბავი
I
მზე გადიხარა: თბილმა შეგუბებულმა ჰაერმა მოძრაობა დაიწყო. იმ
ენაჩავარდნილმა ადგილმა გაიხმაურა. აიშალნენ მეურმეები თვალების ფშვნეტითა;
პირზედ წყალი შეისხეს და შესაბმელად მორეკეს საქონელი, რომელიც
სიცხის გატეხაზედ
მინდვრად გასულიყო და სცოხნიდა გოლვისაგან გამხმარს ბალახსა.
„ჰოო, ხიო, პატრონ-ძაღლო.....“ და სხვა ამისთანა და ამაზედ უარესიც ისმოდა
მეურმეების ხმაურობაში. როცა შეაბეს და წინა-მეურმემ შოლტი გამართა, რომ
ხარებს გაუტყლაშუნოს და დასძრას ურემი, მაშინ უეცრად ხევის ყურედამ ორი
ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ. ორივეს ტანზედ სალდათის მაუდის „კურტკები“
ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი
ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე
ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და
მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური
უკაზიროკო ქუდი.
ჩერქეზულ-ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა,
ან ხუთმეტისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და
ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი
თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც
უფხო გულია
დამალული. მეორე, უმცროსი, — უფროსსა ჰგვანდა კიდეც და არცა ჰგვანდა:
ჰგვანდა ზოგიერთ სახის ასოს მოყვანილობაში, მაგრამ უფრო მარილიანი იყო.
ამისი შავი და ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული და
გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და თავისთავს ძალას ატანსო, შინაგანი
ამღვრეულობა არავის ამცნოსო. პირველი იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი
კაცის კვალზედ წავიდოდა, — შესამჩნევი არა იქნებოდა-რა, ავის კაცის კვალზედ
დადგებოდა, — ქურდ-ბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. მეორეს კი სხვა
ნიშან-წყალი ჰქონდა.
— გამარჯვება თქვენი, — უთხრა მეურმეებს უფროსმა.
— აი, გაგიმარჯოთ, — მისცეს პასუხი.
— თქვენ უთუოდ ქალაქს მიდიხართ.
— გამოცანა გერგება, — დაუძახა დაცინებით ერთმა მეურმემ.
უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც. უმცროსმა უფრო წარბი
შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა.
ეტყობოდა, რომ გულის მოძრაობას მოერია.
— ბეჟან! — დატუქსვის ხმით დაუძახა უმცროსმა თავის ძმას და ისეთის თვალით
შეხედა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. ეტყობოდა, რომ უმცროსს რაღაც სიტყვა
თავისის ძმისა არ მოეწონა და გაწყრა. ბეჟანმა, თუმცა პირველში სიტყვა
გაწყვიტა, მაგრამ მალე მოუტრიალდა გაწყვეტილ ამბავს და ძმას ყური აღარ
ათხოვა.
უმცროსი მთლად აირია. მიტრიალდა, ზურგი მეურმეებს და თავის ძმას შეაქცია,
დაიწყო უაზროდ ყურება და მერე დაჟინებით დააცქერდა ჩამავალს მზესა.
უმცროსი მოუტრიალდა ძმას უფრო გულამღვრეული და გაჯავრებული, ვიდრე წინად.
— ბეჟან, გეყოფა, კარგი!.. — უთხრა უმცროსმა, თითქო წყრომითაც და
ვედრებითაც.
ბეჟანმა მაინც კიდევ ყური არ ათხოვა და მოჰყვა ისევ თავისებურად:
— ორი დღის უჭმელები ვართ. ცუდი საქმე დაგვმართა იმ ოჯახდაქცეულმა. აბა
ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ქვეყანაში?
— ვაი ჩემს გამჩენს! — უპასუხა ერთმა დროულმა მეურმემ. — უცხო ქვეყანაში
რად იქნებით!.. ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!.. ეს ქვეყანა საქრისტიანო
საქართველოა. პურსაც გაჭმევთ, ღვინოსაც დაგალევინებთ და კაი ქეიფსაც
გაგაწევინებთ. ვაი ავ-კაცს, რომ თქვენი ცოდვა აუღია, თორემ თქვენ რა
გიჭირთ? ასე ჩაგიყვანთ ქალაქშია, რომ
ქარიც არ მოგადინოთ.
უმცროსს წარბი გაეხსნა, მოღრუბლულს სახეზედ რაღაც სიამოვნების ფერმა
გადაჰკრა. ერთობ მისის სახის მეტყველებამ განცვიფრებული სიხარული
გამოსთქვა, თითქო ადამიანის გულკეთილობას პირველად შეხვდაო და უკვირსო.
პეტრემ დაისო ორნივე თავის ურემზედ; წასვლა უთხრეს წინამეურმესა. დაიძრა
ქარავანი ურმებისა. ამტვერდა მშრალი გზა.
გლეხის ვახშმობის დრო - სამუშაოდან მობრუნებულ გლეხს მზის ჩასვლამდე უნდა
ევახშმა, დაახლოებით ხუთი საათისთვის. ქალაქის პირი - ქალაქის დასაწყისი.
— თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას ვერ აიტანთ.
ყმაწვილები დაწვნენ, პეტრეც შორი-ახლო მიეგდო და მკვდარსავით დაეძინა.
გათენდა მტრედისფრად. მეურმეები აიშალნენ, მაგრამ ჩვენმა პეტრემ თავისი
სტუმრები თავის ადგილას ვეღარა ნახა. მიიხედ-მოიხედა და თვალი ვეღარსად ვერ
მოჰკრა.
— ვაი შენ ჩემო თავო! — დაიძახა ბებერმა პეტრემ, რაკი გული დააჯერა, რომ
ყმაწვილები გაპარულან, — აკი არ მომატყუეს ეს დროული კაცი! გაპარულან!..
წაიღებდნენ რასმეს!..
იკრა პეტრემ ჯიბეს ხელი და ორივე მოჭრილი ჰქონდა. კეთილმა ბერიკაცმა
გულნაკლულად ჩაიცინა:
— ბევრი წაიღეს? — ჰკითხა ვიღაცამ.
— სამი და ათი შაური, — მიუგო პეტრემ. — აქ შვილო, სავალალო ეგ კი არ არი,
მაგას ვინა სჩივის. ეს სირცხვილი როგორა ვჭამო, როგორ! უსუსურმა ბავშვმა
გამქურდა. ვისაც ვეტყვი, დამცინებს, ჯალაბსაც კი სიცილად არ ვეყოფი,
მეზობლები ჯავრით გამხეთქენ, ბიჭო, მძინარეს ჯიბეები დამაჭრეს!.. არა,
შვილო, რაკი ქართველმა რუსული შლაპკა დაიხურა, იმის საქმე წასულია. ფუ,
ეშმაკს! მერე ვინა? ჯერ ტუჩებზედ დედის რძე არა ჰქონდათ შემშრალი... ეს
დროული კაცი... აი ტაი, ტაი, ტაი! ღმერთმა იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს
სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაც.
გაიქნივა თავი ისეთის ღიმილით, თითქო ხუმრობაში ატარებსო ამ საქმეს, მაგრამ
გულში კი მართლა სცხვენოდა.
II
„ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეშიო, — სთქვა გულში, — მოდი,
ერთი ესეცა ვნახოო“. „ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულანო, ამ დედაკაცებს რაღა ღმერთი
გასწყრომიათო, ეგრე თავი მოუყრიათ! რა მაგათი საქმეაო“.
ბოლოს ამაზედ დადგა, რომ სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქცობა იქნება
ჯამბაზისაო.
„არც ეგ არის ურიგოო, — სთქვა გულში პეტრემ, — ეგ უფრო კარგიც იქნება,
თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო
და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია. კიდეც იმიტომ ამოდენა
მანდილოსანს თავი აქ მოუყრია. დედაკაცის თვალი მსუნაგია თვალთმაქცობაზედ...
ახლა იმ სომეხმა რომ მომატყუა, კაცს არჩობენო, რა გაიტანა? აქაო და
სოფლელია, მალე მოტყუვდებაო. ვთქვათ, რომ მოვტყუვდი, მითამ რაო? თამაშას
ხომ ვნახავ... ღვთის წინაშე კი, იქავ რომ მცოდნოდა თვალთმაქცობას
ითამაშებდნენ, იქნება არც წამოვსულიყავ, აი! ჰაი, ჰაი, კაცის გული მალია,
მალი ცოდვის საქმეზედ. კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი
გამომიწია და!.. ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს“.
ბევრს რაღაცაებს მოსთქვამდა გულში ჩვენი უსაქმო პეტრე, სრულად
დარწმუნებული, რომ აქ თვალთმაქცობა რამ იქნება. თორემ დედაკაცებს აქ ან რა
ხელი აქვთო, ან ვინ მოუშვებდაო.
ბოლოს ვიღაცამ გაიხმაურა: „მოჰყავთ, მოჰყავთო“. მიიხედა პეტრემ, ნახა, რომ
სალდათებს ერთი ვიღაცა რუსულ ფარაჯაში გახვეული კაცი მოჰყავთ.
— ჰა, პეტრევ!.. — არიგებდა პეტრე თავისთავს, — არ გაბრიყვდე, ეშმაკმა არ
გაცდინოს, მართალი არ გეგონოს!.. ეგ სულ მაცდურობაა, დაგცინებენ, იტყვიან,
სოფლელია და მოტყუვდაო.
მაინც კი გაიწია, რომ ახლო ნახოს. იმდენი მიძვრა-მოძვრა ხალხში, რომ
გაინაპირა თავი. სალდათებმა ზედ გვერდზედ ჩამოუარეს და ჩამოუტარეს ფარაჯაში
გახვეული კაცი.
— აი, დალახვრათ ღმერთმა! — სთქვა თავისთავად პეტრემ. — მართლა სალდათებს
არა ჰგვანან, ე! რა-რიგ ჩაუცმევიათ! ი თოფების ჭერაც რომ უსწავლიათ!.. რას
არ მოიგონებენ ე ქალაქის ბიჭები! დახე, სულ რუსის ბიჭებსაც რომ ჰგვანან.
ამ ლაპარაკში რომ იყო, თვალი მოჰკრა ფარაჯაში გახვეულს. ის იყო ოცისა თუ
ოც-და-ერთის წლის ყმაწვილი ბიჭი. წვერ-ულვაში ახლად გამოშვებული ჰქონდა და
ლეკურად დაყენებული. სახეზედ ზაფრანის ფერი ედო. პეტრეს რაღაც ფიქრმა
გაურბინა გულში.
— რა ვქნა! ეს ბიჭი მეცნობა. ღმერთო, მომაგონე: სად უნდა მენახოს? — ჰკითხა
ამაოდ თავისთავსა, ამაოდ იმიტომ, რომ ვერ მოეგონა, სად ენახა.
— ეჰ, ქალაქის ბიჭი იქნება ვინმეო, — სთქვა ბოლოს. — ბაკებში დღეში ათასი
კაცი შემოდის და გადის, იქნება იქ მენახოს და გულში ჩამრჩენოდეს, ვინ იცის?
არა, რა-რიგად გაფითრებულა, მითამ და მართლა არჩობენ. ჯამბაზი თითონ ეს
იქნება სწორედ. არა, შვილოს, ვერ მომატყუებთ!..
— ვუი, ვუი შენს დედას!.. — იძახოდნენ მანდილოსნები. — რა ახალგაზრდა ბიჭი
ყოფილა!..
პეტრეს გაუკვირდა ეს ძახილი.
— დიაღ, მოჰყევ ენაჭარტლობას, — ამბობდა გულში პეტრე. — სწორედ დაგიჯერე,
აი, არა, აქაო და სოფლელი ვარ, არ გამაბრიყვო კი, თუ ღმერთი გწამს...
— ეგა სთქვი, ეგა და! მაგრამ კაცის წერა რაც იქნება, ის არის, — უპასუხა
მეორე დედაკაცმა, — საცოდავი წერას აუტანია. მაგრამ ეგ ხომ მოკვდება და
წავა, ვაი მაგის მშობლების ბრალი, რა ცეცხლში ჩაცვივიან! ღმერთო, დაიხსენ
ყველა ქრისტიანი.
— ბიჭოს! — სთქვა გულში პეტრემ, — პირობა შეუკრავთ, თუ რა ღმერთი
გასწყრომიათ. აქედამ მოვშორდე, თორემ ერთს სირცხვილს მაჭმევენ ეგ
კუდიანები, მე და ჩემმა ღმერთმა.
სთქვა და ადგილი გადინაცვლა.
მივიდა და ჩადგა ახლა სულ სხვა ჯგუფა ხალხში, აქაც დედაკაცები ბლომად
იყვნენ. ერთი გული ეუბნებოდა, მოდი ვკითხავ, რა ამბავია, მეორე კი
ეუბნებოდა, სირცხვილია, დამცინებენო.
— რა ახალგაზრდაა ეგ უბედურის შვილი! — სთქვა ერთმა დედაკაცმა, — ჯერ დღე
სწორედაც არ გასთენებია და ეგრე ადრე და მალე კი უნდა მზე დაუბნელდეს.
— რა თონეში უნდა იწოდეს ახლა ამისი დედის გული, ღმერთო, მაგისთანა დღეს ნუ
შემასწრობ! — დაუმატა მეორემ და ჩაიკრა გულში ხელი.
— აბაიმე, აბაიმე!.. — სთქვა გულში პეტრემ, ეხლა კი ცოტა წყენითა. — ჩემზედ
მოიცალა ამოდენა ხალხმა, თუ რა ამბავია ჩემს თავს. ესე მალე როგორ შეკრა
ყველამ პირობა!.. ახა ღმერთო ჩემო! კარგია, არა ვკითხე. აბა კიჟინას
დამცემდნენ, აი! ჰა, პეტრე, გაფრთხილდი, არ გაგაბრიყვონ, სასაცილოდ არ
გაიხადო თავი. აი უსაქმურ ხალხს რომ იტყვიან, ეს ქალაქელები არიან:
დასწყევლოთ ღმერთმა, ყველამ ჩემზედ არ მოიცალა!
III
ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ
დააყენეს. ცალმხრივ მღვდელი მოუდგა, მეორე მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი.
წითელპერანგა ჯალათი უკან ედგა.
ჩინოვნიკმა ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა.
— ეს თილისმის ლოცვა იქნება, — სთქვა პეტრემ თავისთავად, უთუოდ ჯადოს
იქმონენ, თორემ აი ვნახოთ. მაშ კაი ამბავი იქნება.
მერე მღვდელი რაღასაც ეუბნა ფარაჯაში გახვეულს. პეტრემ თუმცა ყურები
აცქვიტა, ფეხის თითებზედაც შედგა, მაგრამ შორს იყო და ვერა გაიგო-რა.
ფარაჯაში გახვეულს გახადეს ფარაჯა, გადააცვეს თეთრი პერანგი თავიდან
ფეხებამდე, ასე რომ პირის-სახე აღარ უჩანდა. წითელპერანგა ჯალათმა გაასწორა
სარჩობელაზედ ყულფი, მერე კიბე მიადგა სარჩობელის ბოძს. მოუბრუნდა უბედურს,
ხელის კვრით წინ წაიგდო, აიყვანა კიბეზედ, მოსწია ყულფი, რომ თავი
გააყოფინოს. ხალხს ხმა ჩაუწყდა, თითქო სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის
გულის ძგერა შედგაო.
ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი
ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ
თავგადასხმული.
უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდხანს
იქნია საწყალმა ფეხები.
— დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ, — ამბობდა
თავისთავად პეტრე.
ხალხი, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და
ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ.
ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და
გულის ამაზრზენი თამაშა ნახა. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ აღარავინ
რჩება აქ. ჯარიც წამოვიდა, მარტო ორი ყარაული-ღა დარჩა სარჩობელასთან. იმ
წითელპერანგა კაცმაც გადიცვა რაღაც სხვა ტანისამოსი და გამოსწია.
სარჩობელაზედ დარჩა უძრავად დაკიდებული ის უბედურის შვილი. პეტრე გაოცდა.
— ბიჭოს, ეს იყო! — სთქვა თავისთავად, — ვერაფერი თამაშა იყო. იქნება
თვალთმაქცობა იმაში იყო, რომ შეცვალეს, კაცის მაგიერ ტომარა ჩამოჰკიდეს,
ფეხებს რომ იქნევდა?.. მართულებს ვერ გაუკეთებდნენ თუ!.. მართულებით თუნდ
ლეკურსაც ათამაშებენ. მაინც ვერაფერი ამბავია, ტყუილად მოვცდი. აი, აქ კი
მოვტუვდი. აბა ვგდებულიყავ ჩემთვის ბაკში, ერთი ლაზათიანად გამომეძინა, ის
არა სჯობდა? მე ვთქვათ ჰო, ეს ამოდენა ხალხი რაზედ გაბრიყვდა? ბიჭო და,
იქნება მართლა ჩამოარჩეს!.. ნეტავი მეკითხნა. ეჰ, დამცინებდნენ... ჰა, ვინ
იცის? ე ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად!
ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები ერთ
ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ. რაც უნდა იყოს ღვთის-კერძო ადამიანია,
კატა ხომ არ არი. მაგრამ ე დედაკაცობას რომ სულ ერთიანად თავი აქ
მოეყარა!..
ბევრჯელ გაუწია გულმა, მოდი დავეწევი ვისმე და ვკითხავო; ბევრჯელ მივიდა
კიდეც და უნდოდა ეკითხნა თუ არა, შეფერხებულა: — არა, შვილოსა,
დამცინებენო, ისევ ჩემს ჭკუას ავყვე, ისა სჯობიაო.
— აჰა, ჩამომართვი ეს წიგნი, — უთხრა ყმაწვილმა ბიჭმა და მიაჩეჩა ხელში
ქაღალდი, — თუ შენ კითხვა არ იცი, წააკითხე ვისმე და ყური კარგად დაუგდე.
დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობ.
სთქვა ესა თუ არა, მაშინვე გამობრუნდა ყმაწვილი ბიჭი, და თუმცა ნაბიჯით
წამოვიდა, მაგრამ ისე ჩქარა კი, რომ ჩვენი პეტრე სირბილითაც კი ვერ
დაეწეოდა. პეტრემ გაოცებულმა მარტო ესღა მოასწრო ეკითხნა წარმავალისათვის:
— ბიჭო, ვინა ხარ? სახელს მაინც მეტყოდი.
— წიგნი გეტყვის, წიგნი, — დაუძახა ნაბდიანმა და გასწია ისე, რომ უკან აღარ
მოუხედნია.
ეხლა მოაგონდა პეტრეს, რომ წეღან სარჩობელაზედ ერთი ნაბდიანი ბიჭი სულ
გვერდით აეტუზებოდა ხოლმე, საითაც კი წავიდოდა.
— განა არა, — სთქვა თავისთავად, — მაშინვე მივხვდი, რაღაც ამბავია, როგორც
კრუხი წიწილას, ისე გარს დამტრიალებდა. ნაბდიანი იყო, მაგასავით თვალებზე
ქუდი ჩამოეფხატა. სწორედ ისევ ის ბიჭია, თუნდაც დაგენაძლიო.
ვის ენაძლევებოდა, ეგ არ ვიცი, ხოლო ეგ კი იყო, რომ წიგნი აიღო-დაიღო,
გადაატრიალ-გადმოატრიალა, ჩაიდო ჯიბეში და სთქვა ნატვრითა:
— ახ, ნეტავი წიგნი კი ვიცოდე და! დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობო.
იქნება მატყუებს კიდეც, მაგრამ რაო? თავისთავს მოატყუებს, მე რა? თითონ
წავიდა, ხომ ვერ დამცინებს.
IV
უფრო გამალებული წავიდა პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გული არ უთმენდა,
უნდოდა მალე გაეგო რა ეწერა წიგნში. ამის შვილმა წიგნი კარგად იცოდა.
მღვდელთან იყო ნასწავლი. პეტრე მიდიოდა, მაგრამ გული ფეხს უსწრობდა.
— რა-რიგ გაგრძელდა ეს ოხერი გზაო, — ამბობდა გულში, — მივდივარ და ვეღარ
მივსულვარო.
— ერთი ადეგ, ეს წიგნი წამიკითხე, — უთხრა პეტრემ და მიაწოდა წიგნი.
შვილმა თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა და წიგნი ჩამოართვა.
— სად გიპოვნია, მამი? — ჰკითხა შვილმა.
— მიპოვნია კი არა! მოვდიოდი და ხელში მომაჩეჩეს, — უპასუხა პეტრემ. სხვა
რამის დამატება მეტი ეგონა.
— რა დროს ეგ არის ერთი წაიკითხე-მეთქი, რა სწერია. ლამის გული ბუდიდამ
ამომვარდეს, ვეღარ მომითმენია.
შვილმა დაიწყო კითხვა:
— „დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩვეს, ჩემი ძმა იყო...”
— რაო? — გააწყვეტინა კითხვა ზარდაცემულმა პეტრემ და ელდისაგან გაფითრდა. —
ჩამოარჩესო!.. მაშ მართალი იყო ის ამბავი!.. მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა
მერე!.. წაიკითხე, წაიკითხე. ნეტა არ მენახა.
— მამი, რას ამბობ? — ჰკითხა გაოცებულმა შვილმა, — რატომ ეგრე დამთხვევით
და გადარეულად ლაპარაკობ!
— წაიკითხე-მეთქი, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, — უთხრა პეტრემ წყრომით და
გულის აღელვებით. საწყალი ბერიკაცი სულ თრთოდა, თითქო ციება აცახცახებსო.
შვილმა გაიქნივ-გამოიქნივა თავი, — მამა-ჩემს ეს რა დამართვიაო, და დაიწყო
ისევ კითხვა: ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს - ერთი ღამეც არ გაგვათენებინეს.
„შენ მაშინ გულის-ტკივილით
დაგვიურვე.
შენმა გულკეთილობამ კინაღამ მადლის
შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელს გულამდე, კინაღამ შენმა გულკეთილობამ არ
მომინადირა. მთელი ღამე არა მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი. თუმცა ძალიან
დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული
დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გავე, არ
დავუშალე.გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი!.. ეგეც ჩემი მძარცველია, ეგ რომ
კაცი ყოფილიყო, მე არ გამაძარცვინებდა-მეთქი.
„გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის.
ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ
გაგვეძარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა, ვაზღვევინეთ. ამით
ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარნაკრავს, გამწარებულს და
გაბოროტებულს გულსა. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც
იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა...
„არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა, რომ შენ წინ გადაშლილიყო. — აჰა,
გადაგიშალე და ლოდი ამეცალა.
„შენ სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი
ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში
მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი. ისიც გაქრება, ვიცი.
განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე
ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“
შვილი გაოცდა, მამას ცივმა ოფლმა დაასხა.
— მე რა შუაში ვარო! — დაიძახა კვნესით და თრთოლვით შეშინებულმა პეტრემ.
პეტრე მთლად ცახცახებდა.
მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს...
1879 წ.
სარჩობელაზედ
ხელნაწერი: ავტოგრაფი U, №151, გვ. 1-15 (B).
ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1879, №2, გვ. 39-56 (C); თხზულებანი, 1892, ტ. III, გვ.
41-68 (A).
სათაური: სახრჩობელაზედ B, სახჩობელაზედ C.
თარიღი: არა აქვს ABC. ნაწარმოები დავათარიღეთ მისი პირველი პუბლიკაციის მიხედვით. მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ერთგვარი პარალელი შეიმჩნევა დაუმთავრებელ მოთხრობაში
„მარგალიტი ლექში“34, მაგრამ ის ამ მოთხრობის ვარიანტად ვერ ჩაითვლება; ილიას ჯერ
დაუწყია მოთხრობა „დიამბეგობა“, მაგრამ არ დაუსრულებია. მისგან გადამუშავებული
ტექსტისათვის დაურქმევია „მარგალიტი ლექში“. მაგრამ არც ეს მოთხრობა დაუსრულებია.
გაცილებით გვიან კი ამ უკანასკნელის შესავალში წარმოდგენილი სურათი (ქარავანის
მოგზაურობის აღწერა) მცირეოდენი ცვლილებით შეუტანია მოთხრობის „სარჩობელაზედ“ I
თავში. _____________ 34. იხ. აქვე, დაუმთავრებელ მოთხრობებში და მის შენიშვნებში. 223. 6 სწვავდა] ჰსწვავდა BC; 7 ასდიოდა] აზდიოდა C; 17 აქეთ] აქედ ABC; 18
თვალებდახუჭულნი] თვალებდახუჭვილნი A; 19 მოუსვენარ] უსიამოვნო BC. 224. 1 სცოხნიდა] ჰსცოხნიდა BC; 5 დასძრას] დაჰსძრას BC; 12 ჩერქეზულქუდიანი]
ჩერქეზული ქუდიანი C; 25 დადგებოდა] დაადგებოდა BC; ქურდბაცაცობის] ქურდბაცაციობის
AC; შესძლებდა] შეჰსძლებდა C; 27 გამარჯვება] გამარჯობა B; 28 მისცეს] მიჰსცეს BC. 225. 10 გაწყვეტილს] გაწყვეტილ B; 18 პოვოსკიდამ] პოვოზკიდამ B; თითონ] თვითონ B;
25 თუმნადა] თუმნათა BC. 226. 4 იქნებით] იქმნებით B; 11 გამოსთქვა] გამოჰსთქვა BC; 13 მისცა] მიჰსცა BC;
დალოცვილს] დალოცვილ B; 22 ორივე] ორნივე AC; 23 ქარვანი] ქარავანი B; 28 შესწო]
შეჰსწო BC; 30 სჭამეს] ჭამეს BC; 32 გვერდით] გვერდთ AC. 227. 4 ჰნახა] ნახა BC; 12 სთქვა] ჰსთქვა BC; 17 გამოვდეგ] გამოვდექ B; 20 ურმით]
ურმითა BC; 24 არ არი] არ არს A, არ არის C; სჩივის] ჩივის BC; 27 დამაჭრეს]
დამჭრეს C; 30 არა] არ B; 31 სირცხვილადაც] სირცხვილათაც C; 32 სიცილადაც]
სიცილათაც C; 34 სცხვენოდა] ჰსცხვენოდა BC. 228. 6 აქეთ] აქედ AC; 9 ხარ-კამეჩს] ხარ-კამბეჩს BC; ჰხმარობდა] ხმარობდა BC; 10
რუმბზედ] რუმბზე BC; 14 მოსწონდა] მოჰსწონდა BC; 15 ბებრუცანა] ბებრუცუნა B; 19
სთქვეს] ჰსთქვეს BC; 23 სთქვა] ჰსთქვა BC; 24 მოედანზედ] მოედანზე BC; შევიტყობ]
შავიტყობ BC; 26 ჟრიამული] ჟღრიამული AC; 34 ფხიზელს – BC; ხარ-კამეჩის]
ხარ-კამბეჩის BC. 229. 4, 6, 17 სთქვა] ჰსთქვა BC; 1, 6 მახათაზედ] მახატაზედ BC; 2 ჩამოარჩობენო]
ჩამოახრჩობენო+კაცის მკვლელობაში მოუსწრიათო, (მოუსწვრიათო C) BC; 4 სიცოცხლეში]
სიცოცხლეშიო C; 5 ვნახოო] ვნახოვო B; 8 სარჩობელა] სახჩობელა C; 9 ახლო] ახლოს B;
10 ჰნახა] ნახა C; 12 ვთქვათ] ვჰსთქვათ BC; 13 გასწყრომიათო] გაჰსწყრომიათო BC; 15
თვალთმაქცობა] თვალთმაქციობა C; 17 უფრო – A; 18 იქნება] იქმნება B; ჩამორჩობა]
ჩამოხჩობა BC; 22 თვალთმაქცობაზედ] თვალთმაქციობაზედ BC; 23 არჩობენო] ახჩობენო BC;
26 წამოვსულიყავ] წამოვსულვიყავ B, წამოსულვიყავ C; 27 დარჩობის] დახჩობის BC; 31
თვალთმაქცობა] თვალთმაქციობა BC; 31 იქნება] იქმნება B. 230. 1 ნახა] ჰნახა A; 6 ჰნახოს] ნახოს C; 7 ჩამოუარეს და – B; 9, 21, 30 სთქვა]
ჰსთქვა BC; 11, 12 რომ] რო C; 21, 24; იქნება] იქმნება B; 24 არჩობენ] ახჩობენ C;
25 მომატყუებთ] მამატყუებთ C; 31 სუყველანი] სულყველანი B. 231. 5 საცოდავის] დალოცვილის B; 7 დიაღ] დიახ BC; 8 სოფლელი ვარ] სოფლელია BC; 10
სთქვი] თქვი BC; იქნება] იქმნება B; 15, 18, 23, 29 სთქვა] ჰსთქვა B; 24
გასთენებია] გაჰსთენებია BC; 26 ახლა] ეხლა BC; ამისი] მისი B; 31 შეკრა] შეჰკრა B. 232. 5 ცალმხრივ] ცალი მხრივ BC; 7 ბიჭი – BC; სარჩობელას] სახჩობელას BC; 10, 11
მღვდელი] ღვდელი BC; 11 იქნება] იქმნება B; 15 თალისმის] თილისმის C; სთქვა] ჰსთქვა
BC; 18 ეუბნა] ეუბნება B; 23 სარჩობელაზედ] სახრჩობელაზედ BC; 24 სარჩობელის]
სახჩობელის BC; 25 კიბეზედ] კიბეზე BC; მოსწია] მოჰსწია BC; 29 ამოიქშინა]
ამოიქშენა BC; 32 ფორთხალი] ფართხალი B. 233. 4 ჰყაყანებდა] ყაყანებდა BC; ჰლაზღანდარობდა] ლაზღანდარობდა C; 7, 8 ჰნახა]
ნახა C; 9 სარჩობელასთან] სახჩობელასთან C; 10 გამოსწია] გამოჰსწია BC;
სარჩობელაზედ] სახჩობელაზედ BC; 13 სთქვა] ჰსთქვა BC; 14, 30, 32 თვალთმაქცობა]
თვალთმაქციობა BC; 19 სჯობდა] ჰსჯობდა BC; ვთქვათ] ვჰსთქვათ BC; 20 იქნება] იქმნება
B; 21 ჩამოარჩეს] ჩამოახჩეს C; 23 დარჩობა] დახჩობა BC; 30 ჩამორჩობა] ჩამოხჩობა
BC; ჩამორჩობაა] ჩამოხჩობაა C; 33 მაჩვენოს] მაჩვენოსო B. 234. 1 ჰყაბულობდა] ყაბულობდა BC; 5 შვილოსა] შვილოს BC; 6 სჯობიაო] ჰსჯობიაო BC; 7
მიბარბაცებდა] მიბაცბაცებდა C; ჩვენი – B; 9 ჟრიამული] ჟღრიამული A; 11 აქეთ] აქედ
A; 8 – 29 გზაზედ . . . იყო, რომ – BC; 24 მზე] მზემ A; 31 ისევ ის] ერთი BC. 235. 3 სთქვა] ჰსთქვა BC; 4 ისე] ასე AC; 8 ნაბადიანმა] ნაბდიანმა AC; გასწია]
გაჰსწია BC; 9 აღარ] არ B; 10 სარჩობელაზედ] სახჩობელაზედ BC; 11 საითაც] საიდაც C;
13, 19 სთქვა] ჰსთქვა BC; 18 გადაატრიალ-გადმოატრიალა+ნახა ლაქით დაბეჭდილია BC; 31
ჩამოსდიოდა] ჩამოჰსდიოდა BC. 236. 1 ჰნახა] ნახა BC; 8 ადეგ] ადექ B; 15 წიგნი გახსნა] ახსნა ბეჭედი BC;
გადაშალა+წიგნი BC; 19 სწერია] ჰსწერია C; 22 დაარჩეს] დაახჩეს BC; 24 ჩამოარჩესო]
ჩამოახჩესო B; ჩამოახრჩესო C; 25 ჰხარხარებდა] ხარხარებდა BC; 28 ჰლაპარაკობ]
ლაპარაკობ B; 31 ციება – A. 237. 3 გვექნებოდა] გვექმნებოდა B; 4 ცარიელზედ] ცარიელზე BC; 9, 10 ჩვენა] ჩვენ A;
11 შეეძლო+და არ შეეძლო C; 17 ვითმინეთ+ვითმინეთ BC; 21 შესტკივდებოდა]
შეჰსტკივდებოდა BC; 26 ჰხედავდა] ხედავდა BC; 27 გვძარცვავდნენ] გვცარცვავდნენ BC;
30 გაგვძარცვეთ] გაგვცარცვეთ BC; ჩვენ] თქვენ B. 238. 12 დამირჩეს] დამიხჩეს BC; 21 მძარცველია] მცარცველია BC; 22 გამაძარცვინებდა]
გამაცარცვინებდა BC; 24 აქეთ] აქედ ABC; 25 გაგვეძარცვოს] გაგვეცარცვოს BC; 28
ლამობდა] ლამოდა AC; 29 საითღაც] საიდღაც C; 34 შეგვიტყვეს] შეგვიტყეს AC. 239. 2 ერთადერთი] ერთათერთი (ორივე შემთხვევაში – ე. შ.) C; 3 ჩამომირჩეს]
ჩამომიხჩეს BC; 7 აქეთ] აქედ ABC; 10 დასდებდეს] დაჰსდებდეს C; 13, 17
სარჩობელაზედ] სახჩობელაზედ BC; 17 არის] არი C; 23 ნაღვერდალი] ნაკვერჩხალი C; 25
დამირჩე] დამიხჩე BC; 26 სარჩობელამდე] სახჩობელამდე BC; 28 თრთოლით] თრთოლვით B.
ჭავჭავაძე ილია