The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მუნდირი
მუნდირი

 

ქორქია როდიონ

მუნდირი

(ეპიზოდი ოლიას სტუდენტობიდან)

I

— ახ , კოხტა, რომ იცოდე ...რომ იცოდე, რა ქალია! — და ილიამ თმაზე ხელი გადაისვა.

თმა ჰქონდა გრძელი, სქელი და ქალურად შუაზე გაყოფილი.

— ასეა, ჩემო ილია! ამურის ისარს ვინ გაუძლებს? ამურის ისარმა ზევესიც კი გაგმირა. პატარა ბიჭუნაა ამური, მაგრამ, შეხე, რაებს სჩადოს? მთელი ღამე არ დაგაძინა. ჰა ჰა ჰა.. – და კოხტამ გადაიხარხარა.

— შენ იცი, კოხტა, მე კი სმენა-დახშული და გონება-დაფანტული ვარ, უთხრა ილიამ მეგობარს. — დღეს სადარბაზოდ უნდა წავიდეთ... იმასთან, მუნდირი კი არა გვაქს.

კოხტამ წერზე ხელი ჩამოისვა, ულვაშები გაისწორა და შუბლშეკრულმა ჰკითხა:

— პიჯაკში არ შეიძლება?

ილიამ გაკვირვებით შეხედა მეგობარს:

— აბა რას ამბობ? განა არ იცი, რა ოჯახია! მამამისი გენერალია, დიდი გვარის კაცია — ჩაიკოვსკი.

— გეარი ჩვენი იყითხოს და... — სთქმა კოხტამ.

— არა ეს იმიტომა ვთქვი, რომ უმუნდიროდ ასეთ ოჯახში ვერ მიხვალ სადარბაზოდ.

— მართალი ხარ: ერთი მუნდირი და ორი სტუდენტი, მერე რა სტუდენტები, თავადები... ერთი შეყვარებული შეორე მისი მესაიდუმლე.

— გეტყობა ხუმრობის გუნებაზე ხარ, მე კი თითქოს ვინმემ კლდის პირას დამაყენა და ხელის კვრას მიპირებსო, — და ილიას ნათელი ლამაზი შუბლი უფრო მოიღურბლა,

სიჩუმე ჩამოწეა.

მეგობრის მწუხარებამ კოხტას გულიც გაკაწრა. კოხტა ადგა, გაიარ-გამოიარა. დადიოდა კუთხიდან კუთხემდე და თავში უტრიალებდა:

„ერთი მუნდირი, ორი სტუდენტი. ერთი მუნდირი, ორი სტუდენტი“.

უცებ ილიას ზურგს უკან შეჩერდა „სოვრემენიკ“-ის ნომრებს შორის თვალი მოჰკრა რეეულს, რვეული გადაშლილი იდო. ზაფხულის მზე ჭარბად დაფრქვევოდა თეთრ გვერდებს. თვალს მოხედა ლექსის სათაური „ს.ჩ..სას“.

— „აი, რატომ არ უძინია წუხელის ილიას“, — გაიფიქრა კოხტამ და ცალი თვალი ქურდულად განუწონა ილიას. ილია იჯდა ღრმა ფიქრებში წასული, მარჯვენა ხელის ცერი პიჯაკის კილოვანში ჩაერჭო.

კოხტამ ცალი თვალით ლექს ჩახედა და წაიკითხა..

„სატრფოვ, ხშირად ლაღი ფიქრი

განამტკიცებს მსუბუქ ფრთითა,

ვითომ მე შენ მოგხვევივარ ,

სავსეს ეშხის სიამითა“.

კოხტას ხუმრობის გუნება დაეკარგა. თითქოს მასაც გამოება მსუბუქი ფრთები და გაიტაცა შორს, შორს საყვარელ საქართველოში. იქ კოსტასაც ჰყავს სატრფო, „სავსე ეშხის სიამითა“.

კოხტა კვლავ დაეხარბა სტრიქონებს:

„დასტკბი გიჟო! — მეუბნები,

აჰა, ჩემი წრფელი გული!

ბაგე ბაგეს ჩავაკონოთ

და ჩავართათ სულთან სული!“.

გულმა ცემას უხშირა, თითქოს გაიწია გული და გაგანიერდა მკერდი, თითქოს იმ ზაფხულის შზე სულ კოხტას გულში ჩაიღვარა.

კოხტამ განაგრძო:

„თუმც ეს, ტურფავ, სიზმარია,

მითაც სტკბება გული კრული...

თუ არ სიზმრით, მაშ რით დასტკბეს

უიმედო სიყვარული!“

ვერ მოითმინა კოხტამ, მოეხვია ილიას და ალელეებით სთქვა:

— რა კარგია, როცა ასე გიყვარს!

ილია შეკრთა. სქელი კისერი შეაბრუნა. მწუხარე იყო ილიას თვალები.

— რა მშვენიერი ლექსი დაგიწერია, ილია! — უთხრა კოხტაშ. — ამას მთელი საქართველო იმღერებს.

— მერე მე რა!.. — ჩაიქნია ხელი ილიამ. — შენ ეს მითხარი, დღეს რა ექნათ? შე სიტყვა მოვეცი, მოვალთ მეთქი. მარტო არ შეიძლება წასვლა.

— რასაკვირველია, ერთად უნდა წავიდეთ, — სთქვა კოხტამ,

— ერთად... — ისევ ჩაიქნია ხელი ილიამ. — მუნდირი კი ერთი გვაქვს. წაუსვლელობა, არ ივარგებს... ეჰ, კოხტა, რომ იცოდე. რა ქალია... -რა ქალია...

— განა არ ეყო ვიცი... —დაეთანხმა კოხტა. სხვა არ იყოს რა, განა გონჯი ქალი ასეთ ლექს გამოიწვევდა?

— ეგა სთქვი და გაათავე!

ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ისე ჩარგო ილიამ კოლოვანში ცერი, დრო მიდროდი, მზე მაღლა ადიოდა. კუთხეში ერთი მუნდირი ეკიდა და ხსნა არსაიდან მოდიოდა.

— ესჰ, მეორე მუნდირი რომ მოგცა! — ინატრა კოხტამ. — ახლავე ჩავიცვამდით. თაიგულებს ვიყიდდით, ჩავსხდებოდით ეტლში და...

— ეტლში... ეტლში... — ჩაილაპარაკა ილიამ, - ეტლი ხომ... ეტლიც არის და ეტლიც... არის ღია ეტლი და არის თავდახურული ეტლი.

— არის ღია ეტლი და არის თავდახურული ეტლი, — გაიმეორა კოხტამ და თვითონაც გაუკვირდა რატომ გავიმეორეო. იფიქრა ილიას არ ეწყინოსო და ხმამაღლა უთხრა:

— მერე?

— მერე და... გაჭირვება მოჩვენე და გაქცევას გოჩვენებო, ნათქვამია.

— ვერაფერი გავიგე. — გაუკვირდა კოხტას.

— ჩვენ ვქირაობთ თავდახურულ ეტლს. ვსხდებით შიგ: მივდივართ სოფია ილინიშნასას, ეაჩერებთ ეტლს და ორივე ვდარბაზობთ ერთი მუნდირით, — ამბობს ილია.

— ზღაპარს ხომ არ ამბობ ათას ერთი ღამიდან? — გაუკვირდა კოხტას.

— დამიჯერე. დამიჯერე! აბა, ჩქარა! დარბაზობას თავისი დრო აქვს. არ დაგვაგვიანდეს.

დაბალი და სქელი ილია მორგვივით დაგორავდა ოთახში. გაკვირვებული კოხტა აჰყვა მეგობარს, თუმცა უკვირდა და არ იცოდა რა მოისაზრა ილიამ.

საჩქაროდ ჩაიცვეს. ჰალსტუხები საგანგებო გაიკეთეს. თმები და ულვაშები დიდის ამბით დაიკოხტავეს. ილიამ მუნდირს ხელი დასტაცა. სირბილით გავიდნენ ქუჩაში.

— აი, თაედახურული ეტლიც! - დაიყვირა ილიამ. — ყვავილებს გზაში ვიყიდით.

— არაფერი მესმის! — სთქვა კოხტა.

მშვენიერი მზე კაშკაშებდა, სიცოცხლით სავსე იყო პეტერბურგის ქუჩები. ილია აღტაცებული იყო და შეუძლებელი იყო უიმედობა.

2

მიჰქრის თავდახურული ეტლი. მიჰქრის და მიაქროლებს ორ მეგობარს. ილია გულს ბაგაბუგი გააქვს. კონტას კი უკვირს: რას აპირებს ილია ერთი მუნდირით ორი როგორ შევა სადარბაზოდ?

— ილია, მითხარი, შენსა მზესა, ხომ არ გაგიჟდი? — ეკითხება კოსტა. — თუ არ შევიშალე, მგონი, ჩვენ ორნი ვართ.

- ორნი ვართ! – იცინის ილია და მარჯვენა ულვაში უთამაშებს. — მუნდირი კი ერთი გვაქვს, — უხსნის კოხტა.

— ერთი გვაქვს! — ეთანხმება ილია...

— სადარბაზოდ, ორნი მივდივართ.

— ორნი მივდივართ.

— და ურნივე მუნდირში უნდა ვიყოთ.

— ვიქნებით კიდეც. — იცინის ილია და ისევ უთამაშებს მარჯვენა ულვაში.

შენიშნული ჰქონდა კოხტას: როცა ილიას მარჯვენა ულვაში უთამაშებს, რაღაც ეშმაკურს ამზადებს. მაგრამ ერთ მუნდირში ორი კაცი რომ ვერ ჩაეტევა, ეს ცხადია. მაშ, რას ამზადებს ილია?

და გაეცინა კოხტას:

— მისტიფიკაციაა, ჩემმა მზემ!

— ოვიდუიუსის მეტამარფოზები ხომ გახსოუს? — იცინის ილია.

— არაფერი მესმის! —უკვირს კოხტას. . |

ეტლი გაჩერდა.

მოვედით! — გადმოსძახა კოფოდან მეეტლემ.

ილიამ საჩქაროდ დაიწყო პიჯაკის გახდა.

— გაგიჟდი? — გაუკვირდა კოხტას. — რა უბედურებაა ეს სიყვარული? ასეთი დინჯი და ჭკვიანი კაციც კი აამჩატა. ვაი, შენს კოხტას, რას მოვესწარი!..

ილია კი შარვალში პერანგის კალთებს იჩრიდი, ჰალსტუხს ისწორებდა და მუნდირს ტანზე ირგებდა. ეტლის თავი დაბალი იყო, ილიაც დაბალი იყო, მაგრამ მაინც ვერ იმართებოდა წელში.

— ვერ გავიმართე ეს ოხერი! — საყვედურით ამბობდა ილია. —კოხტა-ჯან, ჩამომიწიე კალთები. კიდევ კიდევ. ნხომ კოხტადაა?

როცა მოირგო ასე სთქეა:

— აი რა ექნათ კოხტა-ჯან! ჯერ მე შევალ შენ აქ დამიცადე. შემდეგ შენ შეხვალ მე აქ დაგიცდი.

კოხტა მიუხვდა და აუტყდა ხარხარი:

ჰა.., ჰა... ჰა... ჰა...

კოხტას სიცილი ილიასაც გადაედო.

დინჯად ედგა თავდახურული ეტლი და ორი სტუდენტი. — ერთი — მუნდირიანი, მეორე — უმუნდირm — გულიანად ხარხარებდა,

— Барин! A, Барин! — მოისმა მეეტლეს ხმა, Приехали штоли? — მუნდირში გამოწყობილი ილია დარბაისლურად ჩამოვიდა გაკვირველბულმა მეეტლემ თვალები დააჭყიტა. კარგად ახსოვდა, რომ მუნდირიანი კაცი ეტლში არ მჯდარა. მეეტლე ჩამოვიდა, ეტლში შეიჭვრიტა. ეტლში იჯდა პიჯაკიანი კაცი და ხარხარებდა.

— გიჟი თუა... — გაიფიქრა მეეტლემ — ეს მუნდირიანი საიდან გაჩნდა? ან იქ რომ მეორე სტუდენტი იქნაა, სად დაიკარგა? ეჰ, განა გაუგებ მაგათ რამეს?

გაკვირვებული მეეტლე ისევ კოფოზე ავიდა. დიდხანს ფიქრობდა, ჯერ მოენახა ახსნა.

3

— აბა, კოხტა, ახლა შენი ჯერია! — და ილია შეძერა ეტლში.

კოხტამ სიცილით გაიხადა პიჯაკი, სიცილითვე ჩაიცვა მუნდირი. ილიას თეალები უბრწყინავდა და სულ იმეორებდა:

— ახ, კოხტა, რომ იცოდე, რა ქალია! რა ქალია!

— სიცილო რომ ამივარდეს შენს დულცინეასთან, რა ვქნა მაშინ? — ჰკითხა კოხტამ ილიას,

— რა შეგატყოს?

— რომ მუნდირი ახლა შენ გამშვენებდა. ხომ მოგვეჭრა თავი ორივეს.

ილია დაფიქრდა.

— აი, რა. თეთრი ყვავილი ჩავიდე კილოვანში, მე წითელი ყვავილი მქონდა, — დაარიგა ილიამ, აბა, გაიქე! სხვახეათაშორის ჰკითხე, ილია ხომ არ მოსულა-თქო, მეც ვკითხე: თავადი აფხაზი ხომ არ მოსულა მეთქი, ეუთხარი, რომ შენც აპირებდი სადარბაზოდ მოსვლას. აბა, იჩქარე.

კოხტა გადახტა ეტლიდან. აირბინა კიბეზე. ახლა ილიას აუარდა სიცილი.

მეეტლე ისევ ჩამოვიდა, შეიჭვრიტა ეტლში.

— რა დოზანაა? — იფიქრა შეეტლემ. — ეს კაცი ეს არის მუნდირში იყო ახლა პიჯაკშია. ეგებ ეს სხვა კაცია? თუ სხვა კაცია ვინ მომცემს ფულს?

და მორიდებით იკითხა:

— ბარინი თქვენ ხომ... თქვენა ხართ?

– რაო? რა გინდა?

— თქვენა ხომ... — ვერ გაიმეორა კითხვა მეეტლემ.

— რა გინდა, მეგობარო? — გულთბილად ჰკითხა ილიამ.

მეეტლეს გული მოეცა

— ის და თქვენ ხომ ერთად მოდიოდით? ის მუნდირიანი?

ილია მიუხედა და გადაიხარხარა:

— ერთად, მეგობარო, ერთად! ის მუნდირი ჯადოსნური მუნდირია. მეეტლემ შორი ეკლესიის გუმბათს შეხედა, პირჯვარი გადაიწერა. ისევ მოეწყო კოფო ზე. ჩაილაპარაკა:

— განა მაგათ რამეს გაუგებ? ღმერთო, შენ დამიფარე? არ გადამრიო დღეს.

4

კოხტა სიცილით შევიდა ეტლზე, გაიხადა მუნდირი და თქვა:

— ასეთი დარბაზობა პირველია დარბაზობის ისტორიაში. გარწმუნებ, ილია. კარგად მოვიფიქრეთ.

— აბა, შენ მოიფიქრე სწორედ! — შენიშნა ილიამ.

— იცო რა მოთხრა? — დაიწყო კონტამ. — ეს არის თქვენი მეგობარი კნიაზ ჩავჩავაძე იყოვო. არ მინახავს შეთქი, ვუპასუხე და მოწყენილი სახე მოელე, რა კარგია გამოველით ამ გამოუვალი მდგომარეობიდან? ერთი მონდირით ერთსა და იმავე დროს ერთს და იმავე პირს რომ ორმა კაცმა დარბაზობა გაუმართოს. ვინ დაიჯერებს?

— ბიჭობაც ის არის დაუჯერებელში დააჯერო, — უპასუხა ილიამ.

მეგობრებმა ერთმანეთს თვალებში ჩახედეს და კელად გადაიხარხარეს,

მეეტლემ ისევ შეიჭვრიტა. სულ დაებნა დავთრები საწყალს, მუნდირიანი კაცი აღარსად იყო. ერთი იყო პიჯაკიანი, მეორე პერანგის ამარა. მუხლებზე ედოთ მუნდირი და ხარხარებდნენ.

— მეეტლემ ისე გადაიწერა პირჯვარი, აძვრა კოფოზე. გადაუღირა ცხენებს საწკეპი და გააქანა. ხანდახან უკან მოიხედავდა და უჩულობდა:

— ღმერთო, მიხსენ მე ცოდვილი! რა გიჟებს გადავეყარე...