The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერა-კითხვის საზოგადოება

წერეთელი გიორგი

„დროება“ (1880, 7 ნოემბ. № 235, გვ. 3.)


წერა-კითხვის საზოგადოება

4 ნოემბერს, საზოგადოების მმართველობის სხდომამ მიიღო შემდეგი გადაწყეტილება.

1) ბათუმის სკოლის მასწავლებლათ დაინიშნა ბ. ალექსანდრე ნანეიშვილი, მედიკური აკადემიის სტუდენტი. ამაზე ეცნობა ბ. ნანეიშვილს ტელეგრამით.

2) თავ. რაფიელი ერისთვისაგან დასაბეჭდათ წარმოდგენილი ქრისტომატია, „სკა“ გადაეცა განსახილველათ კამისიას, რომლის წევრათ დანიშნულ იქმნენ: გ. ე. წერეთელი , ბ. პ. უთურგაული, თ. დ. ჟორდანია და პ. პ. უმიკაშვილი. კომისიამ თავისი ჰაზრი უნდა წარმოუდგინოს მმართველობას 1 დეკემბრამდის.

3) სოფლის სკოლუ უნდა გაეგზავნოს შვიდ ას ოთხმოცდა შვიდი მანეთის წიგნები და სწავლის ნივთები სად რა გაეგზავნოს ამის ამორჩევი მმართებლობამ მიანდო ბ. ბ. გოგებაშვილს და მეუნარგიას.

4) ახლად გახსნილი თბილისის სა ხალხო სკოლაში ათი ღარიბი ყმაწ ვილები მიღებულ იქმნას მუქთათ.

5) დაადგინეს: მიეწეროს ბორის სემინარიის დირექტორს უ. სემიონოვს, რომ საზოგადოების სტიპენ დიანტებს, ამ ჟამად, მმართებლობა ვერ მიუმატებს მათგან ნათხოვნს ორმოც-და-ათს მანეთს - წელიწადში. (თითოეულს), რადგანაც ბიუჯეტი მომატების ნებას არ აძლევს მმართველობას. (ახლა თითო სტიპენ დიტზე იხარჯება 138 მან. წელიწადში. სულ არის 6 სტიპენდიანტი) და 6) მიენდო თ. ი. გ. მაჩაბელს და ი. მ. მეუნარგიას დაბეჭდონ 2,400 ეკზემპლიარი „წითელი ფანარი“, თ. გიორგი ანდრონიკაშვილის მიერ გადმოთარგმნილი.

ახალი ადრესი საზოგადოებისა არის: Тифлись Въ Правление общества Грамотности, на Саперной улицѣ, №14.“