The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


* * * (ზღვათა მფლობელის)
ზღვათა მფლობელის

შენიე ანდრე

* * *

(ანდრე შენიესი)

ზღვათა მფლობელის ვენეტიკის ზღუდეთა თანა,
ღამის ციმციმში უდარდელი
გონდოლიერი  
ნავსა აბრძოლებს კიდის პირ-პირ ლაჟვარდ წყალთანა,
რინალდოს, ტანკრედს,
ერმინიას მღერს ბედნიერი.

თვისი სიმღერა იმას უყვარს, უფასოდ ჰმღერის,
ზრუნვას და შიშსა განკიცხვისას იგი არა სცნობს,
არცა დიდებას, არცა სახელს იგი არ ელის
და დამღუპველთა ზვირთთა ზედა მღერით გზას იტკბობს.

მეც მისებრ ვმღერი უანგაროდ, შეუშინებლად,
და ხმანი, ჩემგან მოგონილნი, ხვედრს მიტკბილებენ
ცხოვრების ზღვაზე, სად გრიგალნი შეუბრალებლად
მშფოთვარე ზვირთთა ზედა ჩემს ნავს ატრიალებენ...

[1861 წ.]

  * * * (ზღვათა მფლობელის)

ხელნაწერი:
ავტოგრაფი U № 108 (B); ასლი U №217.

ნაბეჭდი: „საქართველოს მოამბე“, 1861, №9 (C). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, თბ., 1892, გვ. 132 (A). ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოც. მე-2, თბ., 1892 (D). ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოც. მე-4, ბათომი, 1900, გვ. 216 (E).

სათაურის ქვეშ: ანდრე შენიედამ (EC),–(B).

ხელმოწერა: მთარგმნ. ი. ჭავჭავაძე (E).

თარიღი: 1861 A,–(BE).

ძირითადი ტექსტის ორივე სქოლიო არ არის EB წყაროებში.

ფრანგი მწერლის ანდრე შენიეს (1762-1794) ამ ლექსის ილიასეული თარგმანი შესრულებულია ვ. ტუმანსკისეული რუსული თარგმანიდან. ამის შესახებ ვრცლად იხ. მ. იამანიძე, ანდრე შენიეს ერთი ლექსის ილია ჭავჭავაძისეული თარგმანის გამო, კრიტიკა, 1984, გვ. 185-190.

56. 2 მფლობელის ვენეტიკის] მფლობელის ვენეციის BC. 5 ჰმღერს] მღერს BC. 6 უფასოდ ჰმღერის] უფულოდ მღერის B, ჰმღერის] მღერის C. 7 სცნობს] ჰსცნობს BC. 8 არცა სახელს] არც სახელსა B. 11 შეუშინებლად] და უდარდელად B. 13 მშფოთვარი] მშფოთარე E.