The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


განა „საჭირო, უდროოა?“

ნიკოლაძე ნიკო

განა „საჭირო, უდროოა?“

გუშინწინ აკაკი ამტკიცებდა, დროებაში“, რომ ის ბრძოლა, რომელიც „თფილისის მოამბეში“ ატყდა უფ. ილია ჭავჭავაძესა და ჩემს შუა უდროოა და მტერს გულს გაუხარებსო. ეს აზრი მე მიმაჩნია ჩვენი მკითხველების სრულ ყურადღების ღირსად და ამის გამო საჭიროა, რომ მკითხველს საშუალება მიეცეს ყველა მხრიდამ გასინჯოს ეს კითხვა, რომ ჭეშმარიტი და ბეჯითი აზრის შედგენა შეეძლოს ამ საქმეზე.

მგონია, რომ ამ მეტის-მეტათ მძიმე კითხვის გასარჩეველათ უფრო სასარგებლო იქნება, რომ ამ ჩემს სტატიაში განზე დავტოვოთ ის საგანი და ის პირები, რომელზედაც და რომელთა შუა ბრძოლა წარმოებს. ეს კითხეა ჩვენ უნდა გავსინჯოთ პრინციპიალურათ, ამიტომ რომ მისი გამოკელევა საჭიროა ჩვენი ახალგაზდობის და საზოგადოების მომავალი მოქმედებისთვის. და ამ გვარ პრინციპიალურს გასინჯვას, ცხადია, ხელს მეუშლის და დააბრკოლებს პირადი და მწუთიო კითხვების დართვა ბანკზე, უფ. ბავჭავაძეზე და ჩემს ნაწერზე.

კითხვა აი როგორ სდგას:

ჩვენ ვშრომობთ, რამოდენიმე — ოცი, თუ ასი, თუ ათასი — კაცი, ჩვენი საზოგადოების სასარგებლოთ. ა3 ჩვენს საზოგადოებას ჰყავს მტერები, მაშასადამე, ამბობს აკაკი, არ ვარგა, რომ მტერებს გარდა, ჩვენ კიდევ ერთმანეთშიაც ბრძოლა და უთანხმოება ვიქონიოთ. ეს ჩვენ თეითონ მ გვასუსტებს და ჩვენ მტერებს ძალას უმატებსო.

ჩემის მხრით. მე მგონია, რომ ამ გვარი მოქმედება საჭიროა ყოველთვის კი არა, მარტო მაშინ, როცა ბრძოლა გარეშე მტერთან მართლა და ნამდვილათ გამართულია, ბრძოლის ველზე, მართლაც, შეუძლებელი და საძაგელი საქმე იქნება რომ რაზმში უთანხმოება მოხდეს, და რაზმმა მტერთან ბოძოლის მაგიერ, ერთმანეთს დაუშინოს თოფ-იარაღი. მაგრამ მშვიდობიანობის დროს, როცა ჩვენ ვემზადებით მტერის წინააღმდეგ. რაზმის დაიარაღებას, შეუძლებელი და უმსგავსო საქმეა, რომ ბაასი და ბრძოლა არ ატყდეს სხვა და სხვა ამხანაგებს შუა — იმ კითხვებზე თუ როგორ ემჯობინებს იარაღის დამზადება ან ხმარება.

დისციპლინა იმას კი არ თხოულობს, რომ ყველა ამხანაგების გონება და აზრი ნიადაგ დახშული და დამალული იყოს; იმას თხოულობ, რომ ბრძოლის დღეს, რაკი ამხანაგობა ერთს აზრს დაადგება, ერთს გზას აირჩევს და ერთს მოთავეს გაჰყეები, ყველამ ამ აზრს დაეხძაროს, ამ გზას დაადგეს და ამ მოთავეს მხარი გაუმაგროს. ყოვლად შეუძლიბელია საზოგადობრივი წარმოება და საზოგადო აზრის გაუკეთესება, თუ ჩვენ დისციპლინად იმას მივიღებთ, რომ გავჩუმდეთ, ხმას ნუ ამოვიღებთ, მტერი გვიცქერს და გაიხარებსო. ჩვენ სხვანაირი გახარების უნდა გვეშინოდეს მტერის მხრით, იმ გახარების, რომელიც წარმოებს ჩვენი აზრის სისუსტისაგან და ჩვენი რაზმის უხეირო წაყვან-წამოყვანისაგან...

ჩვენში ბევრია ისეთი ყმაწვილები, რომელნიც სარგებლობენ ამ ჩვენი მდგომარეობით და ამ საჭიროებით: „სუ, ხმას ნუ ამოიღებთო!“ ეს ყმაწვილები დღესაც იმ აზრებს და სიტყვებს იმეორებენ, რომელნიც სწავლაში და ქვეყანაში ამ ოცი წლის წინეთ, იყვნენ მიღებული. ჩვენი მტრები წინ წავიდენ, წარმატებ ში შევიდენ, დაძლიერდნენ, და ჩვენ კი უმოძრაოთ უნდა ვიჯდეთ, ხმას არ უნდა ვიღებდეთ, გაჩუმებულნი უნდა უცქირდეთ ჩვენს სისუსტეს და უხეირობას? რა გამოვა. ამისგან? ის, რამ ნამდვილი ბრძოლის დღეს ჩვენ უაზრონი და სუსტნი ეიქნებით, შეცდომებში ჩავარდებით, მაშინ, როდესაც მტერი აზრ-ნათლიანი და გონიერი იქნება. ეს უნდა ვქნათ, განა?

არა. ყოველ გონიერ კაცს ჩეენში მოვალეობა აქვს არ დაუფაროს თავის საზოგადოებას აზრი და შეხედულობა საზოგადო საჭიროებაზე და საქმეებზე. ამხანაგობაში ამ გვარი აზრი უნდა გამოითქვას, თავისუფლათ, მოურიდებლათ; ეს არავისთვის საწყენი და სათაკილო არ უნდა იქნეს. და როცა ამ ამხანაგობაში ზოგიერთები იმას დიჯინებენ. რომ ჩეენ შეუცდომელნი ვართო, რომის პაპასავით, რომ ჩვენს აზრს და შეხედულობას ნურვინ დაიწუნებსო, გინდ ვცდებოდეთ, გინდ საქმეს ვახდენდეთ და ქვეყანას ვაბრკოლებდეო, ყველანი დაჩუმდნენ და ყველამ ტაში დაგვიკრასო, — ეს დისციპლინა კი არ არის, ეს დესპოტიზმი და ხვანთქრობაა. ამას ადვილათ დაემორჩილება მონა, და არა გონიერი კაცი.

ჩვენი რიცხვით, ძალით ოინობი ვერაფერს ვერასოდეს ვერ გავიტანთ, და თუნდ გავიტანოთ, ვაი იმისთანა გატანას. ჩვენი წინააღმდეგნი და მტრები რიცხვით და ძალით ათასჯერ უფრო მეტნი და ძლიერნი არიან ჩვენზე. ერთი იარაღი გვაქვს ჩვენ, მარტო ერთი, აზრის სისწორე, სინიდისი სიმართლე, გონიერება, საქმის სიწმინდე. მარტო ამით შეგვილია ჩვენ გავიმარჯვოთ, შემდეგში, მოავალში, როდესმე. მაშ ჩეენ უმანკოთ და გაუსერელათ უნდა შევინახოთ ეს ჩვენი მხოლოდი გრაღი, თორემ იმ დღის, როცა ჩვეI ნი მტერნი, რიცხვით და ძალით ძლიერნი, ჩვენს წინააღმდეგ სიმართლესაც მოიპოვებენ, ჩვენი საქმე ფიზიკურათ და ზნეობითაც და. ღუპული იქნება.

ქვეყანა იმოდენათ ბრმა და ყრუ როდია, რომ ჩვენი შეცდომები ან უხეირობა ვერ დაინახოს თვითონ, ჩვენ რომ ამაებზე მუნჯისავით გავჩუმდეთ. სირაქლემივით ჩვენ რომ თავი ბუჩქებში დავმალოთ, მტერი მაინც დაგვინახავს და მაინც დაგვამარცხებს ათასჯერ და ათიათასჯერ სჯობია, რომ ჩვენ ჩვენი თავი გავიცნოთ, ჩვენი სისუსტე გამოვიკვლიოთ, ჩვენი სიმრუდე თვითონვე გავისწოროთ, და მაშინ უფრო ძლიერნი ვიქნებით მტრის წინააღმდეგ, ვინემ დღესა ვართ...

მოვიყვან მაგალითს, რომელიც გვარიანათ შეეფერება ჩვენს მდგომარეობას. განა როცა ჯარი საომრათ გადის, მტრის სიახლოვე და ბრძოლის საჭიროება ჯარში სამართალს სპობს? რაგინდ ახლოს იყოს მტერი და რაგინდ მოახლოეებული იყოს ბრძოლა, ის მეომარი, რომელიც ცდება ან კანონს დაარღვევს, ან რომელსამე სხვა დანაშაურობას ჩაიდენს, იმას სამართალში მისცემენ, მის მოქმედებას გამოიძევენ და ან გაამართლებენ, ან სასტიკათა დასჯიან. ასე რომ არ იყოს, ჯარი გაირყვნება და უფროსების უსამართლობას და უხეირობას ბოლო აღარ მიეცემოდა...

ჩვენ, მართალია, სალდათები არა ეართ, მაგრამ მით უფრო უნდა ეცდილობდეთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეიქნეს უაზრო იარაღათ სხვის ხელში, როცა ამ სხვას ამოქმედებს არა საზოგადო სიკეთე და ქვეყნის გონიერი სიყვარული, არამედ ავათმყოფურად გასივებული თავმოყვარეობა... დღემდი მე ბევრჯერ გავჩუმებულმარ იმავე აზრის ხელმძღვანელობით, ბევრჯერ დამიფარავს ამხანაგების შეცთომა, ბევრჯერ დამიხურავს თვალი წვრილმან უხეირობაზე, იმ აზრის მიხედვით, რომ უმთაერესს აზრებში და მიზნებში ჩვენ ხომ ერთნი ვართო. მაგრამ გამოდის რომ ხანდისხან არც ამ უმთავრეს მიზნებს რგებია რამე ამ გაჩუმებისგან, გამოდის რომ ჩემს გაჩუმბას თუ წაუხდენია საქძე, თორემ არა გაუკეთებია რა. რათ ვატყუოთ ქვეყანა, რათ აუხვიოთ მტერსა და მოყვარეს თვალი? მტერი ჩვენ მაინც არ გეიჯერის და თვითონ ცდილობს ჩვენი გარემოების შეტყობას, და მოყვარენი კი ჩვენი შეცთომაში შეგვყავს და ბრმათ გამოგვყავს.

კმარა ამდენი თმენა. თითოეულმა ჩვენგანმა მარაჯვეთ და პირ-და-პირ სთქვას თავისი აზრი, თავისი შეხედულობა, დაიცვას თავისი მიმართულობა და დაარღვიოს სხვისი შეცდთომა ან უხეირობა. საზოგადოება და ახალგაზდობა დაინახავს მაშინ სიმართლეს, და იქნება, როცა დაინახავს, თავის საკუთარს გზას გამოსძებნის და თავის საკუთარ ჭკუით გაივლის, ახალი გზით. ყველა მებრძოლეების განზე დატოვებით. დიდი ხანია ნათქვამია, რომ ჭეშმარიტება გამოიჭვრეტს აზრების შეტაკებისაგანო, დაე გამოჩნდეს ეს ჭეშძრიტება; მარტო ამით შეგვიძლიან ჩვენ, ჩვენს მდგომარეობაში, სარგებლობის მოტანა ჩვენი ახალგაზდების, საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.

ამას მოითხოეს ჩვენგან ჩვენი მოვალეობა, თუ ჩვენ ნამდვილათ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, და არა პეტრეს, პავლეს, ან თონიკეს, ესე იგი ჭავჭავაძეს, მესხს, წერეთელს, ნიკოლაძეს და სხვ.

ნ. ნიკოლაძე