The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თხოვნა ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორისადმი
თხოვნა ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორისადმი

ჭავჭავაძე ილია

თხოვნა ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორისადმი*

С.-Петербург. Июля 20 дня, 1857 года.

Его Превосходительству, Господину исправляющему должность Ректора И. С. Петербургского Университета, Действительному Статскому Советнику и Кавалеру Эмилию Христиановичу Ленцу

От князя Ильи Григорьевича сына Чавчавадзе

Прошение

Желая Для окончательного своего образования выслушать полный курс наук в С.-Петербургском Университете по Юридическому Факультету, по разряду Камеральных наук, покорнейше прошу, Ваше Превосходительство, о принятии в число своекоШТНЫХ студентов, по выдержании мною установленного для поступления в университет экзамена. При сем имею честь приложить принадлежащие мне документы: 1-й, Метрическое свидетельство и 2-й, копию с протокола о княжеском моем происхождении. Князь Илья Григорьевич Чавчавадзе

Жительство имею в 1-ой Адмиралтейской части, во 2-м квартале на Вознесенском проспекте, в доме купчихи Колчиной за №122. 

(რუსული წერილები თარგმნა სალომე ბედუკაძემ.)

თხოვნა ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორისადმი

20 ივლისი, 1857 წელი. ს.-პეტერბურგი.

მის აღმატებულებას,

ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ნამდვილ სამოქალაქო მრჩეველსა და კავალერს ემილ ქრისტიანის ძე ლენცს

თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის თხოვნა

მსურს რა განათლების სრულყოფისათვის მოვისმინო იურიდიულ მეცნიერებათა სრული კურსი ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, კამერალურ მეცნიერებაში, თქვენო აღმატებულებავ, უმორჩილესად გთხოვთ, დამრთოთ ნება, რათა დადგენილი წესის მიხედვით ჩავაბარო მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში იმ სტუდენტთა სტატუსით, რომლებიც საკუთარი ხარჯებით სწავლობენ. ამასთან ერთად, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ შემდეგი დოკუმენტები: 1) დაბადების მოწმობა; 2) ჩემი თავადური წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ჩემი

მისამართია: პირველი საადმირალო ნაწილი, მეორე კვარტალი, ვოზნესენსკის პროსპექტი, სოვდაგარ კოლჩინის სახლი 122.

 

თხოვნა ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორისადმი

ხელნაწერი: P ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის საქმე №313, გვ. 1.

ნაბეჭდი: მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წიგნი I, ტფილისი, 1935, გვ. 558 (გ. ლეონიძის პუბლიკაცია).

თარიღი: 1857 წლის 20 ივლისი.

ხელმოწერა: Князь Илья Григорьевич Чавчававдзе

გ. ლეონიძის პუბლიკაციაში მოტანილია დოკუმენტი ი. ჭავჭავაძის პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ, სადაც ვკითხულობთ: «Предложением Г. Исправл. долж. Попечителя СПБ Учебн. Окр. От. 28 сент. 1857 за №3998-м Князь Илья Чавчавадзе зачислен в число своекоштных студентов по разр. камеральных наук, о чём сообщаем 15 октября Совета университета за №3504. იქვეა დოკუმენტი ი. ჭავჭავაძის მიერ სწავლის ფულის შეტანის შესახებ, რომლის ბოლოს ვკითხულობთ: «1857 года ноября -го дня. Студент Князь Илья Чавчавадзе» (იხ. „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ დასახელებული პუბლიკაცია, გვ. 558).