The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უებარი საშუალება საქართველოს გამდიდრებისათვის
უებარი საშუალება საქართველოს გამდიდრებისათვის

ნინოშვილი ეგნატე

უებარი საშუალება საქართველოს გამდიდრებისათვის

 

„ჩემო კარგო ქვეყანავ, რისთვის მოგიწყენია?

აწმყო თუ არ გწყალობდა, მომავალი შენია.“

თ. ილ. ჭავჭავაძე.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანას ბევრი გულშემატკიეარი ჰყავს, გარდა ერთი რაღაც გვარის უგუნურებისა, რომლებსაც, დაუჟინიათ: წყლულის ძირი უნდა გაიკურნოს, თორემ გარედ კანის მორჩენა იმ დროს, როცა ძირი შიგ მწიფდება, უარესიც არის, რადგანაც ავადმყოფი ტყუვდება ამ შემთხვევაში ექიმისაგან, ჰგონია განკურნებული ვარო და საშიშარ წყლულს უწამლოდ თავს ანებებსო, ესე იგი კაცობრიობის ცხოვრება ისე გაუმჯობესდება, თუ არსებულს პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიურ ყოფაში ძირითადი ცვლილება მოხდა; ამ გვარ ცვლილების მეტი, ყოველივე საშუალება დროებითია, თვალის ასაბმელიო. ამ ჟინიან ხალხს გარდა, რომელიც ასეთ უკუღმართ აზრებს ავრცელებს, ყველა გულშემატკივარს, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ქეეყნის მოციქულთ თავიანთი რეცეპტი და გეგმა მოაქვთ ცხოვრების საკურთხეველზე კაცობრიობის გასაბედნიერებლად. ყველა ასეთ რეცეპტებს და გეგმებს ზედვე აკრავს რეკლამი: „არავითარი ცვლილება არ არის საჭირო, ჩვენ მიერ გამოგონილს საშვალებას მიმართოს კაცობრიობამ და უეჭველად გაბედნიერდებაო“. მაგალითისთვის დავასახელებ რამდენსამე ასეთ საშუალებას: არიან ისეთნი საზოგადო მოღვაწენი, რომელნიც დარწმუნებულნი არიან, რომ ბატონყმობის ხელახლავ შემოღება დიდათ გააუმჯობესებს აწინდელს ცხოვრებასაო. „სლავიანოფილებს „საკეთილოდ მიაჩნიათ ყოველივე იმისი შემუსვრა, რაც კი ევროპისაგან უსწავლია და შემოუღია რუსეთს და იმ სახელმწიფო წესწყობალების დაბრუნება, რომელიც არსებობდა რუსეთში ხელმწიფე პეტრე პირველამდე. კარგი არ იქნება, ახლა რომ გაცოცხლდეს Иван Грозный თაмისი Опpичина-თი! ბურჟუაზების ეკონომები კიდევ თავის Laissez faire laissez passer გაიძახიან, რომლის დედა აზრი ის არის: აცათ ხელს ნუ უშლით, დაე, ვინც უფრო მძლავრია, იმან შეჭამოს სუსტნი, მძლავრს დარჩეს ბურთი და მოედანიო. ასე გასინჯეთ მთელს ქვეყანაში მეცნიერებით სახელ განთქმული გერბერტ სპენსერიც კი ამას ასწავლის კაცობრიობას: ინდივიდუალური ორგანიზმის და საზოგადოების განვითარება ერთსა და იმავე კანონს ექვემდებარება. როცა ინდივიდიალურ ორგანიზმში სპეციალიზაცია ჰხდება, ესე იგი როცა ორგანიზმის შემდგენელ ნაწილებში შრომა მტკიცედ არის გაყოფილი, მაგალითათ თავს განსაკუთრებული მოქმედება აქვს მიჩენილი (აზროვნობა), ფეხს-სიარული და სხვა ამ რიგად, ეს ინდივიდუალური ორგანიზმის პროგრესს შეადგენსო; მაშასადამე, რაც უფრო მეტია საზოგადოებაში სპეციალიზაცია, შრომის დაყოფა, მით უფრო წარმატებისკენ მიდის საზოგადოება. მაგალითად ინგლისში მუშები ქარხნებში და ფერმებში მუშაობენ, ლორდები პალატაში სხედან და მათ ბედს განაგებენ. ნუ თუ ეს პროგრესიული მოვლენა არ არის? ტორკვემადა კიდე ადამიანებს გოჭივით ხრაკავდა, სულ კადა ცობრიობის გაბედნიერებისათვის.

არც ჩვენი საქართველო მოიძულა ღმერთმა. აქაც იყვენ და არიან ქვეყნისთვის გულშემატკივრები ნეტარხსენებულთა ა. ვ. ორბელიანებს ქვეყნისთვის ზრუნვაში ამოხდათ სული. არ გახსოვთ, როგორი გულშემატკივრობით ნაღვლობდენ: „ბატონყმობა იგივე მამაშვილობა იყოო“. ამ უკანასკნელ დროს კიდე უფრო პრაქტიკული გულშემატკივრები გამოუჩნდენ ჩვენ ქვეყანას, მაგალითად დ. მაჩხანელი ეუბნება ჩვენს ერს: „მე რომ გეგმა შეგიდგინე, იმ ტიპის დეპო•კასები გაამრავლეთ და უიმისოდაც სამოთხე, მაშინ კი ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა ჩვენი ქვეყანაო“. საბრალო ევროპელი პროლეტარები! რატომ არ გამოუჩნდათ იმათ ერთი კაცი, რომ დეპო-კასების გეგმა შეედგინა და უცბად გაემდიდრებია! მართალია, შულცე-დელიჩმა დიდხანს აიმედა გერმანიის ღატაკები – ყველას გაგამდიდრებ დეპო-კასებითო. მაგრამ ტყუილი გამოდგა, ვერავინ გაამდიდრა. ალბად შულცე-დელიჩის დეპო-კასები ვერ იქნებოდა ისე კარგად მოწყობილი, როგორც მაჩხანელისა. რაც უნდა იყოს, ევროპიელი კაცის ჭკუა შორს არის ქართველი კაცის დარბაისელ ჭკუასთან. თუ გნებავთ უფრო დაახლოებით გაეცნოთ ბ. მაჩხანელის დეპო-კასებს, წაიკითხეთ მისი (ბ. მაჩხანელის) სტატია, რომელიც დაიბეჭდა „ივერიაში“ ამ სათაურით „ჩვენი უთავბოლობა“. მართალია დიდი შრომა მოგინდებათ, რადგანაც ეს სტატია ოცდაათ ფელეტონზე მეტია; მაგრამ საქართველოს გაბედნიერებისათვის ასეთი შრომა განა დასანანია?

გაზეთი „ივერია“ კიდევ სამეურნეო სკოლებით უპირებს გაბედნიერებას. მე რო მკითხოთ, ეს საშუალება ყველაზე უკეთესია, რადგანაც დღეს რუსეთის მთავრობასაც ამ გზით უნდა რუსეთის ერის ეკონომიური მდგომარეობა ასწიოს. რა სჯობია, როცა მთავრობა და ჟურნალ-გაზეთობა ხელი-ხელს ჩაკიდებულნი ერთად მიუძღვიან ერს წინ; ერსაც გააბედნიერებ და კეთილსაიმედოდ ცნობილიც იქნები.

ეჰ, მკითხველო, რამდენ ქვეყნისთვის გულ-შემატკივრობას მოგიყვე, რამდენ ამათგან გამოგონილი ქვეყნის გასაბედნიერებელი საშუალება ჩამოგითვალო! აუარებელია რიცხვი მათი. მაგრამ ბ. Plebs-ის მიერ გამოგონილი საშუალება ყველა აქამომდე გამოგონილ საშუალებებზე მარტივი და ადვილია.

ეს საშუალებაა, რომლითაც გაგვიჩნდება „ორი ათასი კარგი ტეხნოლოგი და ამდენივე აგრონომი“ („ივერია“ №185) კი არ დაგავიწყდეთ, ორი ათასი კარგი ტენოლოგი და ამდენივე აგრონომი — სულ 4000. აბა, გაიხარეთ, გამდიდრდით, ეს „ორი ათასი კარგი ტეხნოლოგი და ამდენივე აგრონომი“ თავისი ღირსებით შორს, უკან ტოვებს ბ. ი. გოგებაშვილის აზრს, რომელიც გამოთქვა პატიეცემულმა პედაგოგმა თავის სიტყვაში „სააზნაურო სკოლის სახოგადოების წლიურ კრებაზე, 30 აპრილს 1893 წ.“ პატივცემული პედაგოგი ურჩევს სააზნაურო სკოლის კრებას ისეთი რეალური სასწავლებლის დაარსებას, როგორიც არის პერმის გუბერნიაში კრასნო უფიმსკის რეალური სასწავლებელი და შემდეგ სხვათა შორის ამ მოსაზრებით ასაბუთებს ასეთი სასწავლებლის დაარსების სარგებლობას ჩვენში: „ისინი (აწ დასაარსებელ რეალურ სასწავლებელში კურს დამთავრებულები) უხვ დოვლათს დაატრიალებენ ჩვენს ღარიბ ქვეყანაში.*. დიდი მამულის პატრონები ამ განვითარებულ ზედამხედველებში ჰპოვებენ მოურავებს, რომელნიც ერთი სამად და ოთხად აქცევენ წლიურ შემოსავალსა. მაშასადამე ჩვენ უნდა დავაარსოთ სწორეთ ისეთი სასწავლებელი, როგორიც არის კრასნოუფიმსკში.“ („ივერია“ რია“ №178). ახლა იფიქრეთ, მარტო. ეგ რად ღირს ქვეყნისთვის, რომ „მდიდარ მებატონეებს განვითარებულნი მოურავები ეყოლებათ!“ არ გიხარიათ ტვირთმძიმენო და დამაშერალნო? შემდეგში შეიძლება იმდენზე დაწინაურდეს ჩვენი ერი, რომ შეიგნონ მდიდარი მებატონეების სხვა საჭიროებანიც და დააარსონ, მაგალითად ისეთი შკოლებიც, სადაც დაიზრდებიან მდიდარი მებატონეებისთვის განვითარებული ლაქიებიც. დიაღ, ეს ხომ მშვენიერი აზრია, მაგრამ ბ. Plebs-ის აზრი განსხვავებით მაღლა დგას ჩვენი დიდებული პედაგოგის აზრზე. როცა ბ. Plebs-ის გამოგონილ საშუალებას მიმართვენ, აბა მაშინ „აღორძინდება ჩვენ ქვეყანაში ყოველგვარი მეურნეობა და შეჰქმნიან სიმდიდრეს!“ მაშინ დაიბრუნებს, უეჭველად, ჩვენი ერი „მოსვენებულს, მაძღარს, უპრეტენზიო, ქართულ ოჯახს“, რომლის გადაშენებას ისე გულდაწყეეტილი დასტირის ბ. მეველე („ივერია“ №144). ადვილად მივხედებით, რომ ეს „უპრეტენზიო, მოსვენებული, მაძღარი, ქართული ოჯახი“ იგივე ლუარსაბ თათქარიძის ოჯახია, რომელიც ი. ჭავჭავაძემ დაგვიხატა „კაცია ადამიანში!“ განა თავად ლუარსაბზე და მის კნეინა დარეჯანზე „მა ძღარი, მოსვენებული და უპრეტენზიო“ კიდევ იქნება ეინმე? თავადი ლუარსაბ და მისი კნეინა სულაც არ იტკიებდენ თავს იმის გასაგებად, საიდან არის ეს, რომ ჩვენ ეგეთი „მაძღარი და მოსვენებული ვართო“, ან კიდე ვისი ოფლის მონაგარია ეს აუარებელი საჭმელსასმელი, რომლითაც არა თუ მარტო ვიკვებებით, საკვებავზე მეტსაც ვყრით იმ „პატივცემულ ღიპში“, რომელსაც „კაცია, ადამიანის„ ავტორმა „ძირგატეხილი ქვევრი“ უწოდა. ლუარსაბი არა თუ ნანობდა თავის უსწავლელობას, თავი მოსწონდა კიდეც ამით (უსწავლელობით).

* თუ როგორი „უხვი დოვლათი“ ტრიალებს პერმის გუბერნიაში, წაიკითხეთ ნ ი კ ი ფ ო რ ო ვ ი ს სტატია ) О причинахь экономическаго оскудѣнія Волжско-камскаго края" C. B. aw 1888 x KM. II, რომელ მიაც შედის პერმის გუბერნია და მიხვდებით.

– ესეც ხომ უპრეტენზიობაა. ევროპიელები ზედ ელევიან ზოგიერთა მოვლენის ახსნას. ლუარსაბი კი უპრეტენზიო იყო ყოველსავე ამაებზე. ის ყოველსავე მოვლენას ქართულად, მოსვენებით, ხსნიდა, მაგალითად კუდიანი ვარსკვლავი (კამეტა) ომის მომასწავებელიაო. და სხვა. ჩვენ გვეგონა, რომ ლუარსაბ თათქარიძისებრივი კაცები კიდევ მოიპოებიან დღეს ჩვენ ქვეყანაში. აი, მაგალითად ორანის „ბარძიმა “ სულ ყველაფრით იგივე ლუარსაბ თათქარიძეა, მაშასადამე ჯერ კიდევ არსებობს ჩვენ ქვეყანაში „უპრეტენზიო, მაძღარი, მოსვენებული, ქართული ოჯახი“-ო. დიაღ, ჩვენ ასე გვეგონა, მაგრამ ბ. მეველე კი უგულითადესი მწუხარებით აუწყებს თავის მკითხველებს ასეთი ოჯახობის გადაშენებას და სხვა რა გზაა, ჩვენც უნდა დავუჯეროთ ბ. მეველეს ეგ საგლოვიარო ცნობა. მხოლოდ ერთი იმედიღა დარჩენილა: იქნება როგორმე ბ. Plebsის მოგონილმა საშუალებამ ეგეთი „ქართული ოჯახებიც“ დაგვიბრუნოს. იჭვი არ არის ულოღიკობაში ჩამომართმევენ, რომ ზევით ვამბობდი უეჭველად დაგვიბრუნებს-მეთქი და აქ საქმეს საეგებიოდ ვხდი. მომიტევეთ, აქ მომაგონდა, რომ ტეხნოლოგები და აგრონომები, რაც უნდა იყოს, სკოლაში დაზდილი ხალხია და, შესაძლებელია, ლუარსაბ თათქირიძისებურ „უპრეტენზიო ქართულ ოჯახს“ აღარ დაჯერდენ.

ასე კიდევ, ჰო! როგორც არის, მოეწყვება საქმე, მაგრამ ბ. მეველისაგან წარმოდგენილ პროგრესის ფორმულას: „ვისაც, რაცა ღმერთმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს“.ო („ვეფხის ტყაოსანიდან, არის ამოღებული) („ივერია“ №144) როგორღა შეათანხმებს ბ. Plebs-ი თავის აზრებთან? ეს ფორმულა გვეუბნება: „ფეხი არ წადგა წინ რაც უნდა ცუდ ყოფაში იყო, რაც უნდა იჩაგრებოდე, შენ ასე თქვი: ღმერთს ეგ ურგუნებია ჩემთვის, მეც უნდა დავსჯერდე თქვა და ადგილიდანაც არ დაიძრა შენი ყოფის გასაუმჯობესებლათ“. ბ. Plebs-ი კი არ „სჯერდება“ თავის ყოფას და გაუმჯობესობაზე „უბნობს“. ღმერთო, შენ მოუწყვე ხელი და შეათანხმე ამ ორი თინამოძმე კალმოსნების შეთანხმებული ლოღიკა! ადამიანისთვის კი ყოვლად შეუძლებელია, ამისი შეთანხმება.

ბ-ნი Plebs-ს კი ვერ აშინებს ზემოხსენებული დაბრკოლება. მას მხოლოდ მეორე დამაბრკოლებელი მიზეზისა ეშინია. ეს გახლავს, როგორც ზევით მოგახსენეთ, ერთი ჯურა თავხედი ახალგაზდობა, რომელიც „კვალს“ თანამშრომლობს. მაგრამ ყველაზე უფრო მსუბუქი ჭკუა-გონების პატრონად ბ. Plebs ხსენებულ ახალგაზდებში ლ. ფურცელაძე და მე მივაჩნივართ. სწორედ ეგენი არ გამოდგებიან თანხმა ორი ათას კარგს ტეხნოლოგზე და ამდენსავე აგრონომზეო“. ფიქრობს ბ. Plebs. მართალია , ის (ბ,Plebs) პირის საფერაოდ ამბობს: იმათი (ლ. ფურცელაძის და ჩემი) „ხტუნაობა“ და „ლიკლიკი“ სასიამოვნო სანახავიც არისო. მაგრამ ეგ როგორც მოგახსენეთ, საპირისფეროდ არის ნათქვამი , თორემ როცა დაუკვირდებით ბ. Plebs-ის „მასლაათს მის სიცილში ტირილი შემოგესმებათ.

რომ ჩვენ (ლ. ფურცელაძე და მე), ბ. Plebs-ის აზრით, მსუბუქი ჭკუა-გონების პატრონები ვართ, ამისი დასამტკიცებელი ფაქტები ჩვენსავე სტატიაში უპოვნია ბ. Plebs-ს.

მაგრამ ახლა, მოდი, ჩვენც კვალში ჩავუდგეთ და განვიხილოთ მუხლებად, რამდენად მართალია მისი გაზეთის „ივერიის“ აზრები.

ავიღოთ მაგალითად სტატისტიკური ცნობები მაზე, რომელ სახელმწიფოში რამდენი გირვანქა სტერლინგი მოდის სულზე: „ინგლისში სულზე მოდის („ივერია“, №178) 270 გირვანქა სტერლინგი, ჰოლანდიაში — 240, ამერიკის შეერთებულ შტატებში — 219 საფრანგეთში — 218, დანიაში — 198, შეეციაში — 152, ბელგიაში—145, გერმანიაში, — 14), საბერძნეთში — 107, ავსტრი-ვენგრიაში— 95, ისპანიაში — 93, პორტუგალიაში—86, იტალიაში — 82, რუსეთში —553. ამ სტატისტიკიდან სჩანს — ამბობს „ივერია — ყველაზე შეძლებული და მდიდარი მხარე ყოფილა ინგლისი, ჰოლანდია და შეერთებული შტატები, ყველაზე ღარიბი — რუსეთი “. აბა, მობრძანდით და გაიგეთ აქ რამე! ინგლისში სულზე მოდის 270 გ. სტერლინგი და ყველაზე მდიდარია, რუსეთში 553 გ.სტ. („ივერიის“ სტატისტიკით) და მაინც ყველაზე ღარიბია!! მერე რა?.. შემოგვძახებს „ივერიის“ დედა ბურჯი. კორექტორული შეცდომა იქნებაო, დიახ. შეცდომა გახლავთ, მაგრამ ვინც ამას მიხვდება, იმას სტატისტიკური ცნობები წინდაწინვე ქონებია და „ივერიის“ შეცდომებით სავსე სტატისტიკა არაფერში ესაჭიროება, ხოლო ვისაც ესაჭიროება, ის კი ვერას გაიგებს „ივერიის“ სტატისტიკიდან. ამას გარდა კიდევ „ივერია“ სხვის კორექტურულ შეცდომებზე გაიძახის: „რას მიქვიან კორექტორული შეცდომა! როგორ შეიძლება“ო. საწყალი აღნიაშვილი კინაღამ ჯვარს აცვეს ერთი უბრალო კორექტორული შეცდომისთვის. მაშასადამე „ივერიას“ არ მიეტევება კორექტორული შეცდომა. 2, ახლა დავუკვირდეთ თითონ ბ. Plebsის ლოღიკას.

— მეცა და ბ. მეველემაც ძლიერ კარგათ ეიცითო — ამბობს ბ. Plebs – რომ ქვეყნის ბურჯს მარტო სპეციალისტები კი არ შეადგენენ, არამედ ყოველი განათლებული პირი, რომელიც შეგნებულად იღვწის თავის ერის ცხოვრების გაუმჯობესობისთვისო. დიაღ, ეს კარგად იციან ბბ. მეველემ და Plebs-მა, მაგრამ „ამ ჟამად“ კი მაინც ურჩევენ ჩვენს ახალგაზდობას — ყველა განათლებული კაცი კი არ არის საჭირო, არამედ ისეთნი, რომელთაც შეუძლიათ შემატონ ქვეყანას სიმდიდრეო! ახლა მობძანდით და გაიგეთ აქ რამე! თუ ყველა განათლებული მოღვაწე ქვეყნის ბურჯია, მაშ რაღად ურჩევენ ბბ. მეველე და Plebs ჩვენს ახალგაზდობას რაღაც ერთ გვარის, ცალმხარი მეცნიერების შესწავლას, რომ მაგალითად მხოლოდ ვითომ და შეიძლება ჩვენი ერის გაბედნიერება?! ნუ თუ ამ ბუნდოვან აზრზე ბევრად ადვილი გასაგები არ არის, რომელიც გნებავთ ფილოსოფიური სისტემა, თუნდ მეტაფიზიკურიც იყოს ეს სისტემა? ბიუროკრატიული სახელმწიფო „ჩინოვნიკებს" ზრდის, ამიტომ აღზრდის სასწორი ცალმხრად არის გადახრილი და მისთვის ვამბობთ ინჟინერებად, ტეხნოლოგებად და სხვა ამ გვარი სპეციალისტებად დაიზარდოს. ჩვენი ახალგაზდობაო. მერე ბიუროკრატიულს სახელმწიფოში ინჟინერები, ტეხნოლოგები, ექიმები და სხეა კი არ მიდიან „ჩინოვნიკებად“? ამ ბიუროკრატიული სახელმწიფოს კანონებზე არ არის ყოველივე ჩვენი საქმე, შინ თუ გარედ, დამოკიდე. ბული? განა ეს კანონები არ უდგას ყოველსავე საქმეს, კერძოს თუ საზოგადოს, სათაურში? ცხადია, აქ სხვანაირად ეჭირვება შეხედეა საქმეს. ორი ათასი ტეხნოლოგი და ამდენიეე აგრონომი ვერას გვიშველის, რადგანაც შესაძლებელია სულ ყველა სახელმწიფო სამსახურში შევიდეს, თუ ბიუროკრატიულმა სახელმწიფომ მოითხოვა, მით უმეტეს, რომ ოჯახის გაუმჯობესობის საქმე ისევ იმავე სახელმწიფო კანონზე იქნება დამოკიდებული და თუ ეს დამოკი დებულება ხელს უშლის მომქმედს, მაშინ ის ისევ არჩევს სამსახურს და სახელმწიფო ჯაძაგირს დასა სრულ თუ ბ. ა. მეველესა და Plebs-ს „ამ ჟამად მხოლოდ „უფროსთა“ (თავადაზნაურობა უნდა ეი გულისხმოთ) გამდიდრება აქეთ მხედველობაში (ეს მე პირველ ჩემს სტატიაშიაც მოგახსენეთ, ეგრეა მეთქი), „ჩვენს ერზე“ ლაპარაკით რადღა გვაძულებენ თავს? ნუ თუ არ იციან, რომ მარტო „უფროსნი“ ერს არ შეადგენენ! მართალია, ბ. Plebs ადვილად იშორიებს ამ კითხვას თავიდან ერთი გაცვეთილი ანდაზით: „ღვინო არსად იყო და გუდას ალბობდნენ“ო, ვითომდა ჯერ რა დროს „უმცროსებზე“ ლაპარაკია, „უფროსნი“ არ გამდიდრებულანო, აცათ, ჯერ ეგენი (უფროსნი) დამდიდრდენ და შემდეგ ნახეთ, თუ „უმცროსი“ არ გავიხსენოთო; მაგრამ ვერ დავუჯერებთ ბ. Plebs. მისი სიტყვით ჯერ სიმდიდრე არსად არის, მაგრამ მაინც კი აიღო. ბ. Plebs-მა და უფროსებს და მათ ძაღლებს არგუნა. ნუ თუ წარმოსადგენია ამას შემდეგ, რომ როცა სიმდიდრე რ გაჩნდება და „უფროსნი“ და მათი ძაღლები დაისაკუთრებენ, „უმცროსთ“ გაუყონ?! არა, ბ. Plebs, უმჯობესია ამ თავითვე ისე მოვამზადოთ გუდები, რომ როცა ღვინოს შევიძენთ, „უფროსებსაც“ და „უმცროსებსაც“ ჰქონდეს ნება მისი სმისა, მით უმეტეს, როს „უმცროსებს“ ყოველთვის უფრო დიდი შრომა ხვდება წილად ღვინის შეძენის დროს.

3, ბ. Plebs-ი მაბრალებს, თითქო მე ეფიქრობდე „სიმდიდრე ბოროტებაა“- მეთქი. მაკვირვებს, ბ. Plebs-ი, რომელიც ისე კარგა კითხულობს დაუწერელს, რისთვის ვერ წაუკითხავს ჩემს სტატიაში დაწერილი შემდეგი სტრიქონი: „არც სასურველია მრეწველობის შეფერხება არც ერთი ქეეყნისთვის მეთქი? სიმდიდრე თავისთავად ბოროტება კი არაა, ბედნიერებაა, მხოლოდ სიმდიდრით შეუძლია ადამიანს დააკმაყოფილოს თავის ათასგვარი მოთხოვნილება. მაგრამ უთანასწოროდ განაწილებული სიმდიდრე თუ გნებავთ, ბოროტებაც გახლავს. „ინგლისშიო — ამბობს ელეონორა მარკს-ეველინგი — ხუთ ადამიანში ერთი უეჭველად უჭმელობისაგან დასუსტებით კვდება.“ „აქაური დოკების მუშებშიო – ამბობს იგივე ბ-ნი მარკსი ძლიერ ხშირად შეხვდებით ისეთებს, რომლებმაც მხოლოდ თავისი სახელი იციან და გვარი კი არა, იქ სადაც დგას, როცა სჭირია, თითონ უნდა მიგიძღვეს, თორემ ადრესი არ იცისო“, ნუ თუ ასეთი ადამიანი, რომელმაც არც თავისი გვარი იცის, არც თავის ადრესი, ბევრით მაღლა დგას პირუტყეზე? ეს გახლავს იმ ინგლისში, რომლის შესახებაც „ივერიის" სტატისტიკოსი ამბობდა ყველაზე მდიდარიაო. ჩვენც ვეთანხმებით — ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა ინგლისი, სადაც სულზე მოდის 270 გ. სტ. კავკასიაში, სადაც 50 გ. სეტრლინგი ძლივს მოვა სულზე, ვერსად შეხვდებით ისე გაპირუტყვებულს ხალხს, როგორიც ინგლისის მუშებში ყოფილან. აქ თითქმის ვერ ნახავთ, რომ ქუჩაში საღი ადამიანი სიმშილით კვდებოდეს; ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აქ (კავკასიაში) ჯერჯერობით სიმდიდრე არ გამხდარა რამდენისამე კაცის საკუთრებათ, (თუმცაღა კი უსწორმასწორობა აქაც არსებობს), ცოტად თუ ბევრად თითქმის ყველას მოეპოება დღეს ჩვენში სარჩო-საბადებელი. მაგრამ აგერ-აგერ იჩენს თავს ჩვენშიაც მრეწველობა და კაპიტალისტური წეს-წყობილება. იმას არც ჩვენი ნებართვა ეჭირვება და არც ჩვენი ქება-დიდება. მოდის ჩვენთან დაუკითხავად. ინტელიგენციისა და მწერლობის მოვალეობა ამ შემთხვევაში ის არის, ისე მოუმზადოს ნიადაგი სიმდიდრეს, რომ მუშას თავისი ნაშრომი რჩებოდეს, ქუჩაში ადამიანი შიმშილით არ კვდებოდეს და მდიდრის ძაღლს ამ დროს დღეში თუმანი არა ჰქონდეს. ამიტომ სჭირია მიემართოთ იმავე ევროპას, საიდანაც მრეწველობა მოდის და გავიცნოთ რა ნაირი სოციალურეკონომიურსა და პოლიტიკურ ცვლილებას თვლიან იქ საჭიროდ „უმცროსნის“ ყოფა-მდგომარეობის გაუმჯობესობისთვის.

ასე, ჩემო მკითხველო, ცალმხარი სიმდიდრე ნუ გაგვახარებს, სანამ გუდები ისე არ იქნებიან მომზადებული, რომ ყველა გამრჯელს შეეძლოს იმისაგან ღვინის სმა. იქნება გვითხრან: რაც უნდა იყოს, მაინც უნდა გიხაროდენ, რადგანაც ქართველი კაცი შენი მოძმე გამდიდრდებაო. ვერაფერი ნუგეშია, ჩემო კარგო, თუ კი ჩვენ „უმცროსნი“ სიმშილით დავიხოცებით. ჩვენებური ანდაზაა: „თუ შემჭამს, გინდა შავიტყის მგელს შეეუჭამივარ და გინდა შინაურ ძაღლსაო, მაინც შეჭმა და შეჭმა“ ო.

მაგრამ დროა დავეხსნათ ჩვენს პაწაწინა ბურჟუებს, იმათ თუნდა Plebs -ობა დაითქვან და თუნდა გრაკხობა, ეგ სულ მოსატყუებელი სახელები იქნება, რადგანაც ისინი ყოველთვის და ყოველგან პატრიციების ინტერესებს დაიცავენ .

4. ერთი კითხვა კიდევ უნდა მივცეთ Plebs: თუ სადილებზე ნათქვამი სიტყვების და სადღეგრძელოების ბეჭედვა არ არის ურიგობა და ასეთი სიტყვა — სადღეგრძელოებით „ივერიის“ ფურცლები ივსებოდა, სალიტერატურო საღამოებზე ნალაპარაკევის „კეალში“ დაბეჭვდა რატომ უნდა იყოს ნეტავ უზრდელობა და ურიგობა?