The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილია ჭავჭავაძის გამდლის სალომე ლოლაძის მოგონებანი

V. ილია ჭავჭავაძის გამდლის სალომე ლოლაძის მოგონებანი

მე ქართლელი გახლავართ. ილიას მამის ოჯახში მომიყვანა დავით ერისთავმა, ილიას ნათლიამ. ვიქნებოდი 8–9 წლისა, ილიაც ჩემი ხნისა იქნებოდა. ანგელოზივით ბავშვი იყო. ცელქობა და თამაშობა აგრე რიგად არ უყვარდა. ძრიელ მეცადინეობდა და კითხვა უყვარდა. მეტის მეტი ჯანმრთელი იყო, ძრიელ სრულიც, ასე რომ ეშინოდათ კიდეც მშობლებს ამისი გადაჭარბებულ სიმსუქმისა.

პატარაობიდანვე ლექსებს გამოსთქვამდა ხოლმე. მახსოვს, ძალიან კარგი ლექსები გამოსთქვა კოშკზე, მარანზე. მაგრამ დავბერდი და თვით ლექსები დამავიწყდა, თორემ წინათ კარგად ვიცოდი. ხშირად მოიხმობდა ხოლმე ბავშვი ილია ბიჭ-მოსამსახურეებს და ლექსებს ათქმევინებდა.

ერთხელ ერთმა რაღაც ბინძური ლექსი უთხრა, ილიას არ ეჭაშნიკა და მოლექსე გააგდო: „შენ კარგი ლექსები არა გცოდნიაო“.

მე ის მეტი ხათრიანი ბავშვი იყო. ამას არ აუმაღლებდა თავის დღეში მოსამსახურეს. ხშირად გაგზავნიდა ხოლმე მისი მამიდა მუშების დასათვალიერებლად და სამუშაოდ დასაძახებლად. ილია მალე დაბრუნდებოდა, მარტო და კი არავის მოიყვანდა. მამიდა გაუჯავრდებოდა ხოლმე. ილია კი უპასუხებდა: | „ოჰ, მამიდაო, ისე ტკბილადა სძინავთ ჩრდილოში, რომ ვერ გავაღვიძე, შეშე- ცოდნენო“. პატარაობისას ილიას ჭამა აგრე რიგად არ უყვარდა და ძმებთანაც კარგად თავსდებოდა, ხოლოდ გარდა უფროსის ძმისა კოტესი. ამასთან როგორღაც ვერ თავსდებოდა.

ილიას დედა სახით ლამაზი დედაკაცი იყო, ხოლოდ მეტის მეტად სრული. ქართული კარგად იცოდა. ილიას დედის გარდაცვალების შემდეგ, თავ. გრი. გოლმა, ილიას მამამ, დაიბარა თავისი და მაკრინე, არაგვის ერისთავის მეუღლე და მას აქეთ ეს ქალი იყო ოჯახის გამგე. ილიამ მაჩუქა დუქნის ალაგი და დიდათ მწყალობდა (ინ. აგრეთვე მ. გედევანიშვილის თხზ. XI).