The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სიხარული

სიხარული
(მიბაძვა)

 

სიხარული ჰგას გზის პირას გაზდილს,
გავლით მოწყვეტილს სუნნელსა ყვავილს,
რომელიც ხელში დიდხანს არ გრჩება,
მცირეს ხანს გატკბობს და მერე ჰჭკნება.

1859-სა წელსა, 3-სა მარტსა,
ს. პეტერბურღი.

  სიხახელნაწერი:

M ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 21 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 20 (C).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, №9, გვ. 28 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 41 (A).

სათაურის ქვეშ:

(მიბაძვა) - BCD.

თარიღი:

1858 ( სარჩევში - 1 8 5 9 ) A; 1858 წ. C; 1859-სა შელსა, 3-სა მარტსა, ს. პეტერბურღი B.

ხელმოწერა : *** D.

C-ში თარიღი ფანქრითაა მიწერილი (ვის ეკუთვნის ეს მინაწერი - გაურკვეველია). 2 გავლით] გზაზედ BC; სუნნელსა] სურნელსა BC. 3 ხელში დიდხანს ∼ ABC. 4 და მერე ჰჭკნება] მერე დაჭკნება BC. ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში «სიხარული» ილიას ორიგინალურ ლექსებთან ერთადაა დაბეჭდილი (დათარიღებულია 1859 წლით, - სარჩევში, გვ. II), 1925-1951 წლების გამოცემებში კი გადატანილია თარგმანებში. ჩვენ, როგორც მიბაძვა , იგი ისევ ორიგინალურ ლექსებს შორის მოვათავსეთ.

ი. ჭავჭავაძის თხზულებთა 1925-1951 წლების გამოცემებში შეცდომით მითითებულია, თითქოს ლექსს ფანქრით მიწერილი აქვს 1859 წელი (იხ. ი. ჭავჭავაძე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 430). ამ გამოცემებში ლექსს თარიღად უზის: «7 მარტი, 1859 წ.», ხოლო სარედაქციო შენიშვნებში მითითებულია ილიას ავტოგრაფი (ჩვენი ლიტერით B), რომელშიც «სიხარული» თითქოს 1859 წლის 7 მარტით არის დათარიღებული (ფაქტობრივად, როგორც აღნიშნული გვაქვს, ავტოგრაფში ლექსს მიწერილი აქვს «...3-სა მარტსა...»).

როგორც ჩანს, ილიას «სიხარულის» შექმნას ბიძგი მისცა ჰაინეს «ლამენტაციების» ეპიგრაფმა, - კერძოდ, ამ ეპიგრაფის პირველმა სტროფმა (იხ. ი. კენჭოშვილი, ჰაინე და ილია ჭავჭავაძე, «ლიტერატურული გაზეთი», 1962, №182; დ. ლაშქარაძე, გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, თბ., 1981, გვ. 105-106).