The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დიამბეგის შვილს ნანა

* * * (დიამბეგის შვილს ნანა)

დიამბეგის შვილს ნანა, პატარა დიამბიკოს,
გაიზდება დედ-მამის სალხენად, სადიდებლად; ვით მამა ქრთამს იღებდა, შვილმაც რომ ისე იღოს...


[1861 წ.]

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, № 17501, გვ 113.

ავტოგრაფში ტექსტის სამივე სტრიქონი გადახაზულია, - ჩანს, ილიას მიერვე. შემდეგ ილის განმეორებით დაუწერია ლექსის პირველი ტაეპი, მაგრამ ამაზე შეჩერებულა და ტექსტზე მუშაობა აღარ გაუგრძელებია.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში “დიამბეგის შვილს ნანა”  არ არის დაბეჭდილი და არც მოხსენიებული.

ფრაგმენტი დაიბეჭდა 1925 - 1951 წლის გამოცემებში, - თარიღით: “[1860 წ.]”. ამ გამოცემათა სარედაქციო შენიშვნებში ნათქვამია, რომ ეს ფრაგმენტი, “ცხადია...  ეკუთვნის 1860 წელს”, - ისევე, როგორც “ერთხელ ვიყავ ბედნიერი”... (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, გვ. 436; იხ. აგრეთვე, ჩვენი კომენტარი ფრაგმენტისა “ერთხელ ვიყავ ბედნიერი...” გვ. 533).

ჩვენი აზრით, “დიამგების შვილს ნანა...” დაწერილი უნდა იყოს არა 1860, არამედ 1861 წელს, რადგანაც ტექსტი ჩაწერილია ზემომითითებული ავტოგრაფული კრებულის ბოლო ნაწილში, ფრაგმენტის - “სამი სიკვდილი”- შემდეგ, 1861 წელს დაწერილ ლექსებს შორის (იხ. კომენტარი ფრაგმენტისა - “სამი სიკვდილი...” 533). ზემოაღნიშნულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ფრაგმენტს ვათარიღებთ 1861 წლით.

ტექსტში გასწორდა ერთი კალმისმიერი ლაფსუსი: დიამბიკოსს-დიამბიკოს.