The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ლოცვა

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე გამინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: "შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"

1858-სა წელსა, 17 ივლისს,
სოფ. ტიარლევო

 

ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 2 (B): U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 2 (C).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, გვ. 32 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, ტფილისი, 1882, გვ. 28 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 137 (А); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 120 (F); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 578; ჩანგი, შედგენილი ვ.აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 140 (G); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ.

«ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 55; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ.გ. საზ-ის გამოცემა, №80, ტფილისი, 1907, გვ. 17 (H), იგივე გამოცემა, №81, გვ. 16 (J).

თარიღი:

1863 АD; 1858-სა წელსა, 17 ივლისს, ს. ტიარლევო BC.

ხელნაწერი: ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) FC.

57. 1 ჩვენო] ჩემო BC. 2 ვდგევარ] ვსდგევარ CD. 3-5 არცა სიმდიდრის... არამედ მწყურს მე] არა სიმდიდრის, არა ვერცხლის სავედრებლად, არც დიდებისა, არც ბედსა გთხოვ მე ამა ქვეყნად, არამედ კი მსურს C; არა სიმდიდრის, არა ვერცხლის სავედრებელათ, არც გთხოვ ამ ქვეყნის ჩემ მხელ ტანჯვათ შემსუბუქებათ; არამეთ კი მსურს B. 5 არამედ მწყურს მე] არამეთ კი მსურს D. 7 თუნდა] უნდა HJ; რომ მტერთათვისაც... მკრან...] რომ ჩემ მტერთათვის, რომელთაც გულს მახვილი მკრან BC. 8 ღმერთო] რათა B.

ლექსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით.