The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1890
1890

1890

     

1890 18 ივნისი

     

ერნესტო როსის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე იტალიელ მსახიობთან, ივანე თარხნიშვილთან და სხვა სტუმრებთან ერთად უღებენ ფოტოს.

ყარო:

„ერნესტო როსსის პატივსაცემლად გამართული სადილი“, გაზ. „ივერია“,1890, 20 ივნ., № 129, გვ. 2-3.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე ზის სუფრასთან ცენტრალურ ადგილას. მის მარცხნივ, შავი ცილინდრით ზის ერნესტო როსი.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე (1846-1908)

ფიზიოლოგი, პეტერბურგის სამედიცინოქირურგიული აკადემიის პროფესორი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს ,,საპატიო ლეგიონის” ორდენით.

 

     

1890 20 ივლისი

     

ილიაობის აღსანიშნავ წვეულებას მართავს საგურამოში. მიწვეულ სტუმრებთან, მღვდელ გიორგი ასათიანთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვებთან ერთად უღებენ ფოტოს.

წყარო:


საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/1.

ფოტო

დათარიღება:

ამ ფოტოს ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891 წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.

ილია ჭავჭავაძე დგას შუაში. უკან უდგას მღვდელი გიორგი ასათიანი, მარცხნივ კი - ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

პირთა ანოტაციები:

ასათიანი გიორგი (დაახლ. 1840-1931)

წინამძღვრიანთკარის დეკანოზი, ავტორი მოგონებისა „ოლივერ უორდროპის სტუმრობა სოფ. საგურამოში ილია ჭაჭავაძესათან“.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1890 20 ივლისი

     

საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე აუზთან მდგომს უღებენ ფოტოს მიწვეულ სტუმრებთან ერთად.

წყარო:

ალექსანდრე როინაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/2; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 74-i.

ფოტო/დოკუმენტი:

დათარიღება:

ამ ფოტოს ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891 წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.

ფოტო / დოკუმენტი:

ილია ჭავჭავაძე დგას აუზის მარცხენა მხარეს, აცვია თეთრები და ახურავს რუხი ფერის მზის ქუდი. მის წინ, აუზის კიდეზე ჩამომჯდარია თეთრებში ჩაცმული კაცი (სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭყონია), რომელიც ამავე წლის მეორე ფოტოზეც არის აღბეჭდილი.