The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ახალი ამბავი
ახალი ამბავი  

ახალი ამბავი 
ცნობის ფურცელი N1505 25-Jun-1901

გუშინ, 24 ივნისს, ნაძალადევში გაიხსნა ქ-ნ მ. ი დემურიას თაოსნობითა და გამგებლობით, „ქ.-შ. წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების“ მესამე ბიბლიოთეკა-სამკითხველო. დილის 11 საათზე ბიბლიოთეკის სადგომში გარდახდილ იქმნა პარაკლისი, რომელსაც დაესწრნენ: „ქ.-ში წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების“ თავმჯდომარე თავ. ი. გ. ჭავჭავაძე, მთავარ-მართებლის საბჭოს წევრი ბ. სულთან-კრიმ-გირეი, ქართულ ჟურნალ გაზეთების წარმომადგენელნი, წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის ზოგიერთი წევრი და დიდძალი ხალხი, რომელიც ბიბლიოთეკის სადგომში არ ეტევოდა და იდგა ეზოში და ქუჩაში. ბიბლიოთეკა კარგა მოზრდილ ორ ოთახშია მოთავსებულ და რიგიანა არის მოწყობილი.

ვუსურვებთ ამ ახალს სიმპატიურს დაწესებულებას განვითარებასა და სრულს გამარჯვებას.