The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ!

ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ!

და ჩემს საყვარელს დას, სასურველს ნინას,
წიგნსა მოგწერ, თუ ყურს მისცემ სმენას,

შენის ლოცვისთვის ვსტანჯავ მე ენას,

შენთვის ღმერთსა ვსთხოვ შვებას და ლხენას.
 

ღმერთმან ისმინოს ჩემი ზრახვანი,
რომე გიქარვოს შენნი ტანჯვანი,
მაშინ მაღირსოს შენი ნახვანი,
აი, რა არის ჩემი ნატვრანი.

 

იყავ მშვიდობით, სავსე ბედით, ყოვლის სიკეთით,
სტკბებოდე ლხინით, სიამოვნით, ყოვლისა ბედით,
მაშინ აღტაცებულ ვისიამოვნებ შენთანა ხლებით,
უფალს მადლობას შევწირამ დიდისა ქებით.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფები - № 62-S, გვ. 190 (B), № 105, გვ. 4 (A).

ხელმოწერა:

თ. ილია ჭავჭავაძე B.

B ავტოგრაფი ჩაწერილია ტყავგადაკრულ მუყაოს ყდაში ჩასმულ დიდტანიან კრებულში, რომელიც შეიცავს სხვადასხვა პროზაულ ტექსტებს (გადამწერი - კონი ბებუროვი).

         
  ამ წიგნთან გიძღვნი ჩალაუბანის ქებას,
თუ წარკითხვისთვის დართობ შენს ნებას;
მრავალსა ჰპოვებ მუნ შეცოდებას,
და რათღა ვიფიქრებ მის მოწონებას.
  კრებული  ილია ჭავჭავაძის მამის საკუთრება ყოფილა (კრებულის თავფუცელზე წერია: “ეს წიგნი გრიგოლ ჭავჭავაძის არის”).

კრებულს ერთვის გრიგოლ ჭავჭავაძის მინაწერები, მათ შორის ასეთი მინაწერი: “წელსა ჩყა თებერვლის 11 დღესა ასულმან ჩემა ნინოუცამ იქორწინა თავად ნიკოლოზ აბახაზზედ. თავადი გრიგოლ ჭავჭავაძე”; უშუალოდ ამ მინაწერს კი მოსდევს ავტოგრაფი ილიას ზემოდასახელებული ლექსისა.

   
და შენსა შვილსა, ჩემს დისწულსა გიგოსა,
მაგ ვარდის კონას, დრამის წონას, გვრიტოსა,
ათასჯერა ჩაუტყლოშნი მის თვალებსა ცქვიტოსა,
 შემწეობას მისთვის მასსა ვთხოვ, ვისთვის მან თეთრი იმოსა.
  ყრმა ილიამ ეს ლექსი მიუძღვნა თავის უფროს დას - ნინოს*. ლექსში პოეტი მოიხსენიებს თავის საყვარელ დისშვილს გიგოს, რომელსაც შემდეგში უძღვნა ლექსი “გ. აბხ[აზს]” (იხ. გვ. 121). * ამ ლექსთან ერთად - როგორც ეს თვით ლექსშივეა აღნიშნული, - ილიას თავსი დისათვის, რომელიც გათხოვების შემდეგ კარდანახში ცხოვრობდა - მეუღლის მამულში, - გაუგზავნია (ან - ვარაუდობდა გაეგზავნა) “ჩალაუბნის ქება” (“ამ წიგნთან გიძღვნი ჩალაუბნის ქებას, თუ წარკითხვისთვის დართობ შენს ნებას...”). ჩანს, ილია გულისხმობდა თავის უსათაურო ლექსს “დავსწერ სოფლისა ქებასა...” (იხ. წინამდებარე ტომი, გვ. 280).
   
  ბევრსა მოგწერდი, მარამა ენა არა მაქვს ტკბილია,
ჩემი ნალექსი სიტყვები გულისთვის მტათ ლბილია,
მისთვის ვასრულებ ამ წიგნსა, თვალსაც მომედვა ძილია,
 დავშთები აქა შენი ძმაჲ, მე ჭავჭავაძე ილია.

[1852 წ.]

 


 

 

 
და B ავტოგრაფული პირველი ვარიანტია ამ ლექსისა. ბოლო ტექსტი (A) უფრო დახვეწილია ენობრივად.
   
 

283. 1 დას] და B; 2 მოგწერ]მიუწერ B. 3 ვსტანჯავ] ვსტანჯამ B. 4 ვსთხოვ] ვთხოვ B.

9 ყოვლის სიკეთით] ყოვლისა ფერით B. 10 სტკბებოდე] ტკბებოდე B; ბედით] შვებით B. 11 აღტაცებულ ვისიამოვნებ] აღტაცებული ვისიამუნებ B. 12 უფალს] ღმერთსაც B. 13 გიძღვნი ჩალაუბნის] გიძღვნით ჩალაუბნის B. 14 დართობ შენს] დართობთ თქვენს B. 15 ჰპოვებ] პოებთ B.16. რათღა] რადღა B. 20 შემწეობით მისთვის მასსა ვთხოვ] მისთვის შემწეობას ვსთხოვ მასა B.

284. 3 თვალსაც მომედვა ძილია] ხელიც მაქვს დაღალულია B. 4 აქა შენი ძმაჲ] შენივე ძმაჲ B. B-ში ტაქსტის ბოლოს ილიას მიუწერია: “გათავდა ეს ლექსი”. ლექსის დათარიღებასთან დაკავშირებით,

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 - 1951 წლების გამოცემების სარედექციო შენიშვნებში მითითებულია, რომ ლექსი მიმართულია პოეტის დისადმი, როცა ეს უკანასკნელი უკვე გათხოვილი იყო ნ. აბხაზზე და პატარა ვაჟიშვილიც ჰყავდა, ნინო ჭავჭავაძე კი 1851 წლის 11 თებერვალს გათხოვდა. მითითებულია ისიც, რომ B ავტოგრაფში ეს ლექსი “მოთავსებულია 1851 წლის ქრონიკული ცნობების შემდეგ” და, ამრიგად, ლექსი, ჩანს, დეწერილი უნდა იყოს 1851 წლის მომდევნო ხანებში.

   
  დასახელებულ გამოცემაში დადგენილია, აგრეთვე, ლექსის Terminus post quen non – 1856.
   
  კერძოდ, პ. ინგოროყვა იმოწმებს იმ ფაქტს, რომ A ავტოგრაფში, რომელშიც აღნიშნული ლექსიც არის ჩაწერილი, ილიას ყრმობის დროინდელ სხვა ლექსებთან ერთად მოთავსებულია ილიას მიერ თარგმნილი ლექსი - “ჩიტი”, რომლის შესწორებული პირი ჟურნალ “ცისკარში” დასაბეჭდად პეოტს 1856 წლის ნოემბერში გადაუცია* .   * ჟურნ. “ცისკარში” ლექსი დაიბეჭდა 1857 წელს (№ 1, გვ. 7).
   
 

  მოხსენებული ცნობების შეპირისპირებით პ. ინგოროყვა მიდის დასკვნამდე, რომ “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ” დაწერილია “1851 - 1856 წლებს შორის” (დაწვრილებით იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 488-489)

მაგრამ, ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა, რათა ლექსის დაწერის სავარაუდო ქრონოლოგიური საზღვრები უფრო ვიწროდ შემოვფარგლოთ.

აღსანიშნავია, რომ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 - 1951 წლების გამოცემებში არ არის გათვალისწინებული ილიას პირველი ლექსები - “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” და “დავსწერ სოფლისა ქებასა”, რომლებიც დაახლოებით 1840-იანი წლების დამლევით თარიღდება და რომელთაც უთუოდ აქვთ მნიშვნელობა პოეტის ყრმობის დროინდელი ლექსების ქრონოლოგიურ საზღვრებზე მსჯელობისას.

დასახელებული ლექსების გამოვლენამდე ცნობილი იყო ილიას მხოლოდ 8 ყრმობის დროინდელი ლექსი (მათ შორის, ერთი თარგმანი - “პატარა ჩიტი”), რომლებიც A ავტოგრაფში ილიას მიერ ასეთი თანმიმდევრობითაა ჩაწერილი: 1. სიტკბიება თვის მამეულში. 2. ჭაბუკობაზედ. 3. *** (“დაღონებული, არ ვიცი რაზედ...”). 4. მოთქმა საწყლისა. 5 პატარა ჩიტი. 6 ალბომში კნეინის ნატალია ანდრონიკოვისა 7. კნეიჟნა თიკოს ჭავჭ[ავძის] ალბომში 8. ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ.

აქედან პირველი 5 ლექსი, როგორც პ. ინგოროყვა შენიშნავს, “ჩაწერილია ბავშვური, სრულებით დაუმუშავებელი ხელით და მართლწერითი შეცდომებით”, ხოლო “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ” (და, ასევე, ზემოდასახელებული მე-5 და მე-6 ლექსი) – “უფრო გვიანდელი დროის ხელით” (თუმცა არა უგვიანეს 1856 წლისა).

მაგრამ, როგორ ზემოთ უკვე ითქვა, არსებობს ამ ლექსის უფრო ადრეული ვარიანტიც (B), რომელიც ილიას მამის კუთვნილ დავთარშია მოთავსებული და რომელიც “ჩაწერილია იმავე ბავშვური, დაუმუშავებელი ხელით, როგორც პირველი ხუთი ლექსი” ზემომითითებული A ავტოგრაფიდან (ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 489).

ამავე დროს, რაც მთავარია, ეს ადრეული ჩანაწერი, ხელწერის ხასიათის მიხედვით, ბევრად უფრო მიემსგავსება ილიას პირველი ლექსების ავტოგრაფებს (“რწყილთაგან ტანჯვაი...” და “დავსწერ სოფლისას ქებასა”), რომელიც 1840-იანი წლების დამლევით თარიღდება, ვიდრე ხელწერას თვით A ავტოგრაფში მოთავსებული ბოლო სამი ლექსისას, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩაწერილია არა უგივანეს 1856 წლის ნოემბრისა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, “ჩემი გონებითგან განუშორებელო დაო ნინა” შეიძლება პირობითად დავათარიღოთ 1852 წლით. სიტკბოება თვის მამეულში (გვ. 285)