The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შემდგენლებისაგან (ილია: მოგონებები გარდასულ დღეთა)

გვერდწითელი გურამ

ცაიშვილი სარგის

 

შემდგენლებისაგან (ილია: მოგონებები გარდასულ დღეთა)

ზღვასავით ვრცელი და უნაპიროა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი. იშვია თია სულიერი მოღვაწეობის სფერო, რომელშიაც მას შნიშვნელოვანი წვლილი არ შეეტანოს. ამ თვალსაზრისითაც იგი ტიპიური განმანათლებლორი მიდრეკილების მოღვაწეა. ფაქტიურად მის გარშემო იყრის თავს მე-19 საუკუნის მანძილზე ჩატარებული გრანდიოზული მუშაობა, რომელიც აშკარად გამოხატული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნიშნით წარიმართა. და მაინც, პირველ რიგში, განუზომელია მისი დამსახურება ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. ილიას მხატვრული ნააზრევი ეროვნული საუნჯის ოქროს ფონდს განეკუთვნება და სამარადჟამოდაა აღბეჭდილი ქართველი ხალხის ცნობიერებაში.

ახლოვდება დიადი თარიღი.სრულდება 150 წელი ილია ჭავჭავაძის დაე ბადებიდან. მადლიერი შთამომავლობა კიდევ ერთხელ სასოებით გადაად ლებს თვალს დიდი წინამორბედის უკვდავ შემოქმედებას, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება შემწე მერმისისათვის ბრძოლაში.

* * *

ჩვენს დროში, განსაკუთრებით კი ახალი საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან, ბევრი რამ გაკეთდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესასწავლად. ასეთ ვითარებაში კი, ცოტა არ იყოს, უცნაური ჩანს შემდეგი. მისმა თანამედროვეობამ ასე თუ ისე საკმარისი სისრულით შემოგვინახა ილიას პიროვნული სახე. მოგონებათაგან მეტი წილი დაიბეჭდა კიდეც ცალკეულ კრებულებსა თუ სხვადასხვა ავტორების თხზულებათა გამოცემებში. მაგრამ ცალკე, ერთ წიგნად შეკრებილი მოგონებები, რაც უფრო გამთლიანებულ წარმოდგენას შეუქმნიდა მკითხველს; ჯერ კიდევ არ გამოქვეყნე | ერთგვარად ამ ხარვეზის ამოვსებას ისახავს მიზნად წინამდებარე კრებული, რომელიც, როგორც ითქვა, პირველად გამოდის. მაში მოთავსებულია მოგონებები როგორც გამოჩენილ, ისე შედარებით უჩინარ პირთა, რომელთაც რაიმე კუთხით ახლო ურთიერთობა ჰქონიათ დიდებულ თანამედროვესთან. ეს მოგონებები ამოღებულია როგორც ქართველ მწერალთა თხზულებების გამოცემებიდან, ისე პერიოდული პრესისა და სხვადასხვა ტიპის კრებულებიდან, რომელთაგან მეტი წილი დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. მთლიანად კი ილია ჭავჭავაძეზე არსებულ მოგონებათა კორპუსი (მათ შორის ხელნაწერი მასალებიც) ჩვენი ვარაუდით, რამდენიმე ტომს შეადგენს და სათანადო გადამუშავების შემდგომ სასურველია გამოქვეყნდეს მწერლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის კვალდაკვალ.

აქ კი, როგორც ითქვა, მოგონებები წარმოდგენილია შერჩევით. ვფიქრობთ, იგი ამ სახითაც საკმარისად სრულ წარმოდგენას გვაწვდის ილია ჭავჭავაძეზე, შეიცავს საგულისხმო ცნობებს მის პიროვნულ თვისე| ბებსა და მოღვაწეობის დაბრკოლებებით აღსავსე გზაზე.

აქვე უნდა ითქვას ერთ დამახასიათებელ თვისებაზე, რომელიც თითქმის ბოლომდე გასდევს კრებულში წარმოდგენილ მოგონებებს. მათში იგრძნობა რაღაც განსაკუთრებული მოწიწება ილიას ტიტანური პიროვნების წინაშე, მაგრამ ამასთან ეს დამოკიდებულება სრულიად გამორიცხავს ბრმა თაყვანებასა და კერპად აღიარების რაიმე რეციდივს. ამიტომაც, ერის მამად აღიარებული პიროვნების ღირსებათა წარმოჩენასთან ერთად, მოგონებათა ავტორები ასეთივე სიყვარულითა და კდემით საუბრობენ ილიას ადამიანურ ნაკლოვანებებზე, ამ ქვეყნიურ „წვრილმან“ ცთუნებათაკენ მიდრეკისა და ზოგჯერ მიამიტურ საქციელზე, რაც თბილსა და ადამიანურ შტრიხებს მატებს მის მთლიან პორტრეტს. ასეთ დროს ზოგჯერ გადაჭარბებასაც აქვს ადგილი, მაგრამ დაე შთამომავლობამაც იცოდეს, თუ როგორი პოლარული სიდიდეებით იქმნებოდა თანამედროვეთა წარმოდგენაში სახე უკვდავი პიროვნებისა, მწერლისა და საზოგადო მოღვაწისა, რომლის სახელთანაა უწინარეს შესისხლხორცებული ქართველი ხალხის სულიერი -ღორძინების ახალი მონაკვეთი. მართლაც, ტიციან ტაბიძის სიტყვით: „გადაუმეტებლად შეიძლება ითქვას, რომ მეცხრამეტე საუკუნე საქართველოში ილიამ კიდეც მოიგონა, კიდეც შექმნა და თავისი სისხლით დაკირა... ამ ღო დი ეპოპეის მთავარი მბრძანებელი ილია ჭავჭავაძე იყო“.

* * *

გარდა ჩვენს ხელთ არსებული მასალის შერჩევისა, მკითხველი შეამჩნევს იმასაც, რომ მოგონებათა ზოგი ადგილი აქა-იქ კუპიურებით არის წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მსგავსი შემოკლებანი მეტწილ შემთხვევაში ეხება აშკარა განმეორებებს, რომლებიც ახალს არაფერს შესძენდა, ხოლო გაზრდიდა წიგნის ნავარაუდევ მოცულობას.

ახლა თვით წიგნის აღნაგობის შესახებ. მოგონებებს აქ წინ უძღვით რამდენიმე სიტყვა და წერილი, აგრეთვე ბიოგრაფიული ნარკვევი, რომელთა ეპოქალური მნიშვნელობა კარგად არის ცნობილი.

აქვე საჭიროა აღინიშნოს შემდეგი, როგორც მოსალოდნელია, მოგონებებში დაშვებულია რიგი უზუსტობა. მათი სწორება აქ შორს წაგვიყვანდა და საერთოდ დაარღვევდა ამ ტიპის გამოცემათა სტილს. ასევე წიგნის პოპულარული ხასიათის გამო შენიშვნებში მითითებულია მხოლოდ გამოყენებული წყაროები. პუნქტუაციის გარდა ხელუხლებლად დავტოვეთ აგრეთვე რიგი თავისებურებანი, რაც თავისებურ ელფერს ანიჭებს სხვადასხვა ეპოქაში შესრულებულ სხვადასხვა ავტორთა მოგონებების კრებულს.