The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დაკარგული ედემი


დაკარგული ედემი

ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..
26-ს დეკემბერს, 1859 წელსა.
ძმის სიკვდილზედ
ვაიმე, ძმაო, ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე!..
მე დავრჩი მარტო, უბედური, შენად მახვრალი.
არ გამითენდა შენ შემდეგა ვაების ღამე,
მთელი ქვეყანა შემექმნა მე ნგრეულ, ტიალი!...
შენთან დავმარხე, ჩემო თემურ, ყოველიფერი!...
ქვეყნად ნუგეშად დამშთა მხოლოდ მე ცრემლი მწარე,
სალოცავადა ძმაო, შენი ობოლი მტვერი
და უცხო ქვენად მდგომი შენი წმინდა სამარე!..

[1860 წ., აპრილი-მაისი.]

 

ხელნაწერი:

M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 36.

თარიღი:

26 დეკემბერს, 1859 წელსა. 1925 წლიდან ყველა გამოცემაში ილიასეული ფორმები: უნახამს, დაუკარგამს, შეცვლილია ფორმებით: უნახავს, დაუკარგავს. ჩვენმა სარედექციო კოლეგიამაც გაიზიარა ეს შესწორებანი.

«დაკარგული ედემი» პირველად გამოქვეყნდა გაზეთ «თემში», 1913, № 147, გვ. 2. 1914 წლის გამოცემაში კი აღნიშნულია - ლექსი პირველად იბეჭდებაო (შენიშვნა, გვ. VII).