The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჰაჯი-აბრეკი
ჩიტი

ლერმონტოვი იური

ჰაჯი-აბრეკი

(ლერმონტოვისა)

ჯემათი არის დიდი სოფელი,
იგი მდიდარი არვის აძლევს ხარჯს,
მისი ხმალია მისი კედელი,
მისი მეჩითი ბრძოლის ველზე სდგას.
მის თავისუფალთ შვილთა გულები
ომის ცეცხლში აქვთ გამოწთულები. –
იმათ საქმესა მთელს კავკასია,
შორეულ თემში, უცხო ხალხშია
როგორც ქუხილსა გაურბენია,
და რუსის გულსა იმათი ტყვია
არცა ერთხელა არ ასცდენია.

გოლვიანი დღე ცაზე მოსცურავს,
კლდით ჰბოლავს ორთქლი გახურებული,
არწივი შავად ღრუბლებში მოსჩანს,
უძრავად ფრთებზე შეყენებული.
ხეობას სძინავს... გარნა სოფელი
შეშინებული თითქო იცლება...
და იქ, სადაც ქრის ნიავი ნელი
და კლდიდამ ცივი წყარო იღვრება, –
იქ სიმრგვლივ ხალხი სდგას მთის ძირასა...
რაზედ მოუბნობს, ანუ სჯის რასა
ჯემათის ვაჟკაცთ ამაყი კრება?
ხომ არ ჰსურთ იმათ მთების აკლება,
ან მთით დაშვება ველზე ხელახლად
მტრის ცხენის ჯოგთა მოსატაცებლად?
ხომ არ ელიან რუსისა ჯარსა –
იმ სამსხვერპლოდა სატკბო სტუმარსა?
არა, – მათ ნაიბთ თვალებში ჰკრთება
მხოლოდა ჯავრი და შებრალება.
მათ შორის უცხოს სამოსელითა
ქვაზე ჰზის ლეკი თავ-მოწყენითა,
ლეკი უძლური, დაბერებული,
თმით – ვით თოვლითა აღთეთრებული.
წყაროსებრ სრბოდნენ მისნი სიტყვანი
და მის გარემო მის მნათნი თვალნი
შეწუხებულად მიმოვიდოდნენ.
ბებერ ლეკისა მწუხარ მოთხრობას
ყველანი ყურსა იქ მიუპყრობდნენ,
და იგი ლეკი მოსთქვამდა ამას:
„სამი ვაჟ-შვილი და სამი ქალი
ღმერთმან მოჰმადლა ჩემ სიბერესა,
მაგრამ აღშფოთდა ავი გრიგალი
და ჩამომცვივდნენ შტოები ხესა.
აწ ვდგევარ მარტო, სულ მარტოხელი,
ვითა ხე მინდვრებ შორის შიშველი.
ვაი, მოვხუცდი!... იმ მთის თოვლზედაც
უფრორე თეთრობს ჩემ თმის ჭაღარი,
მაგრამ კი ზოგჯერ თვით თოვლის ქვეშაც
სცემს და ჰრბის ხოლმე წყალი მდუღარი.
ჯემათის გმირნო! მოგროვდით! აქეთ!...
თქვენი სახელი ჩემ წინაც აქეთ!
ვინ იცნობს თავადს ბეი-ბულათსა?
ვინ დამიბრუნებს მე ჩემსა ქალსა?
ტყვეობას დაჭკნენ მის ორივ დები,
უსწორო ომში მოკვდნენ მის ძმები,
ორი – სხვა ქვეყნად, და უმცროსი ძმა
ჩემ წინ განგმირა წყეულმა შტიკმა.
რა კვდებოდა ის, გაიღიმებდა!
იგი უთუოდ მაშინა სჭვრეტდა,
ვით სამოთხისა ნაზი ქალწული
მის თავზედ ფერადს გვირგვინს არხევდა,
აღსრულების წინ ცით ჩამოსული.
იმ უკანასკნელ ჩემის ქალითა
უდაბნოს წაველ მე საცხოვრებლად;
მას ვინახავდი სამღთოსავითა
ჩემის სიბერის სანუგეშებლად.
რაც კი რამ მქონდა ამ ქვეყანაში,
ყველა შეერთდა მარტო იმ ქალში!
უდაბნოს წამყვნენ მე თანა მარტო
ერთგული თოფი და ის ნორჩი რტო...
ქვაბში დავსახლდი მათთან ბედკრული
მშობლიურ ქოხსა მოშორებული,
და ჩემ სისაწყლის უბედურებას
იქ შევეჩვიე დიაღ სწრაფადა;
შეჩვეულ ვიყავ თავისუფლებას
მას აქეთ, რაც მე ვახილებ თვალთა.
მაგრამ ბედისა საათმა დაჰკრა
და ჩემი გვრიტი გაფრინდა, გაქრა!...
ერთხელ სდგა ღამე ყრუ უდაბნოსი,
მე ჩამეძინა – და გვერდით მეჯდა
ჩემი ყმაწვილი, ის ანგელოზი,
და მწვანე ფოთლით მინიავებდა.
გამომეღვიძა, მესმა ჩურჩული,
მესმა ძახილი რაღაც უძლური,
ცხენის ფეხის ხმა ქარს ამოსდევდა...
გავიქეცი და ვნახე მხედარი
თავდაღმა ცხენსა მიაქროლებდა, –
მას გულზედ ეკრა ჩემი ნარნარი!
ვიხმე საშველად მიწა და ცანი,
თან გავაყოლე ჩემნი წყევლანი,
ზუზუნით ტყვია შევტყორცნე მკვდარმა!
ოჰ, იმ ტყვიამაც ვერარა მმატა:
ერთგულმა თოფმა, გაწვრთნილმა მკლავმა
მაშინ პირველად იქ მიღალატა!...
და აქ ჩამარხულ სისხლის შურითა,
ფიქრით, რომ ამა ჩემსა სირცხვილსა
ჩემის სიბერით, სიუძლურითა
ვერ გადავასხამ ჩემის მტრის სისხლსა,
მას აქეთ, ვამბობ, ამ მტანჯველ ფიქრით
მე დავეთრევი აი ამ მთებზედ,
როგორცა გველი ცხენისა ჩლიქით
გადასრესილი ეთრევა ველზედ.
იმ წყეულ დღიდამ ბედმა წარმტაცა
გულის მშვიდობაც, მოსვენებაცა...
ჯემათის გმირნო! მოგროვდით.. აქეთ!...
თქვენი სახელი ჩემ-წინაც აქეთ!
ვინ იცნობს თავადს ბეი-ბულათსა?
თქვენში ვინ მომგვრის მე ჩემსა ქალსა?“

– „მეო!“ თქვა გმირმა შავთვალიანმა,
ხელი დაიდო რა პრტყელ ხანჯალზედ;
და განცვიფრებით გარშამო ხალხმა
მსწრაფლ გაიწია და გადგა განზედ.

– „მე ვიცნობ თავადს, წასვლას ვბედავ მე!...
შენ მომიცადე აქ ორი ღამე:
თვის ცხენზე ჰაჯის, ჰაჯის უშიშარს,
ამაოდ ფეხი ჯერ არ შეუდგამს.
და თუ ვადაზედ ვერ დავბრუნდები,
შენ დაივიწყებ ჩემსა აღთქმასა,
და შენ შენს გზასა რა შეუდგები –
სულს შემავედრებ ძლიერს მაჰმადსა“.

იშვა ცისკარი დილისა ცაზედ,
მის ლაჟვარდოსან ღრმა კამარაზედ
ჯანღებიდამა მთები აღმოჩნდნენ;
დაგვირგვინებულ ყინვით ბრწყინავდა
ცისა და ქვეყნის შუა გადმოწვნენ
მათნი ურყევნი, დიადნი თავნი,
ხევშიც ღრუბლები მსწრაფლ აიშალა
და როგორც აფრა ვარდისა ფერი –
გაგანიერდა, ფრთა გაიშალა,
და ეგრედ მჩატე და მშვენიერი –
აცურდა მაღლა და ჩაიმალა.
ჯერ ფშვენდა დილა... ხევის გადაღმა
ბედაურ ცხენით მოდის თავდაღმა
მძიმე ნაბიჯით მხედარი მთისა.
ჯერ უძლურია სიცხოვლე მზისა,
ჯერ კიდევ იმის ზარმაც სხივებსა
არ შეუშვრიათ ქედისა ცვარი.
კლდიდამ ორივე გზისა პირებსა
ხეთა შტოები წამოყრილ არი
და მათ ფოთოლთა დილისა ცვარი
ჰცვიოდა გზაზედ – და ცხენს და კაცსა
ზედ შეაყრიდა ვერცხლისა ნამსა.
სადავე ჰქონდა რა ცხენს მიყრილი,
მხედარი მათრახს ათამაშება,
ზოგჯერ ფაფარზედ წინ გადახრილი,
მამათ სიმღერას დაიძახებდა.
და მის სიმღერას მთისა გადაღმა
ხეობა დიდი ბანსა აძლევდა,
და ნაღვლიანი შორიდამა ხმა
მწუხარედ იმ ხმას იმეორებდა.

მოსახვევია და გზა გაჭრილი
ჭრიჭინა ურმის განიერ თვლითა,
იქ, სადაც ლამაზ კლდის თავნი თლილი
ერთად იკვრება გვირგვინივითა.
მუნით – ვით თვისთა ფეხთ ქვეშ გაშლილსა –
გამოარჩევდა სოფელსა მშვიდსა,
მტვერსა ცხვართაგან აყენებულს.
და გაღვიძების პირველ გუგუნსა.
და დაქანებულ თავდაღმართზედა
ბეი-ბულათის სახლს გაარჩევდა...
და არწივსავით იმის ბანზედა
უძრავ თვალებსა დააშტერებდა.

კარებში, ჩრდილში, დაღონებული
მოჩანდა ლეკის ყმაწვილი ქალი.
მის თვალთა წინ გზა გაგძელებული
მიიკლაკნოდა, მაგრამ მის თვალი
შორს გაჰყურებდა ნაღვლიანადა.

ვის ელი ეგრე დარდიანადა,
აღმოსავლეთის ცისკარო ნაზო,
ვის ელი, მითხარ, ქალო ლამაზო,
მაგ მინაზებულ საოცარ ზრუნვით,
ემაგ დუმილით და ემაგ ურვით?
მეგობარს ხომ არ ელი შორიდამ?
ან საყვარელს ძმას წყეულ ომიდამ?
დღისა სიცხითა მისუსტებული,
ნაზი თავი გაქვს გამზადებული
დასაცემადა მაღალ მკერდზედა,
ხელი გისხლტება შენ მუხლებზედა...
და სურვილისა ტკბილმა ძალამა
მხარი დაგიხსნა ტყვეობიდამა;
მაგ მარგალიტის აღვსილნი ნამით
ნათელნი თვალნი დაგმძიმებია,
და სამხრეთისა სისხლისა ალით
ლამაზნი ღაწვნი აგწითლებია;
ტუჩნი გრძნეულნი, გასაოცარნი,
სიყვარულისას კოცნას ჰლამიან,
და მის ლოდნაში თითქმის დამდნარნი
იმ გრძნეულ კოცნას ეტანებიან.
აღტაცებული დიდ სურვილითა
რაღაცას ეძებ შენ მოსახვევად
და ხელი შენი უძლურ თრთოლითა
სახურავს ებრძვის გადასახდელად:
„ჰოი, სადა ხარ, ძვირფასო ჩემო!...“
და აჰა ცხენის ფეხის თქრიალი,
და აგერ მტვერიც გზის გარეშემო...
„თავადიაო“, – ჩურჩულებს ქალი.

ადვილად გვაძლევს იმედი ნუგეშს,
თვალიც ადვილად ბევრჯერ გვატყუებს.
აგერ მხედარი სახლს მოახლოვდა...
და ვაი! ქალი მხედარს ვერ ჰსცნობდა,
იგი პირველად ხედავს იმასა!
ეგ ყარიბია, შორით მოსული,
სტუმრის მოყვარულს დაეძებს სახლსა, –
ჰბოლავს მის ცხენი აღქაფებული...
ჩამოსახტომად კიდეც მზად არი...
და რად არ ხტება? რას დგას მხედარი?
თითქო სახლმაო ის შეაშინა...
ის იყურება, – ამოიქშინა...
და ერთი მოკლე, მწუხარე კვნესა
მოშორდა იმის შეკრულ ტუჩებსა,
როგორც მეხისა დაცემის დროსა
შორდება ხოლმე ფოთოლი შტოსა.

– „რას იცდი, მგზავრო, ემაგ კარებზედ?
რაღადა ჰზიხარ მაგ დაღლილ ცხენზედ?
მოულოდნელი მგზავრი სტუმარი, –
თვით იცი, – არის ღვთის საჩუქარი.
ჩამოხედ... ბოზაც, თაფლიც ბევრი მაქვს!
შენ ხარ საწყალი, მე ვარ მდიდარი;
პატივ ეც ბეი-ბულათისა სახლს,
სტუმრისთვის მუდამ ის ღია არი,
და შენს ლოცვაში, როს გაიმგზავრებ,
ჩვენს მოხსენებას ნუ დაიზარებ“.

ჰაჯი-აბრეკი

– ალერსით დამხვდი უცხო სტუმარსა,
ლეილავ, გიხსნას დიდმა ალლახმან!
სამაგიეროდ საყვარელ ქალსა
მამის სალამი მოგიტანა მან.

ლეილა

– ვიშ, მამაჩემი!... ნუთუ თვის ქალსა
ის არ ივიწყებს ამოდენ ხანსა?!
ნუთუ კიდევა ის მე მიგონებს?
მითხარი, იგი ეხლა სად სცხოვრებს?

ჰაჯი-აბრეკი

– სადაც სცხოვრობდა, – ხან სხვისა
ქოხში, ხან ხის ძირასა, ხან უდაბნოში.

ლეილა

ბედნიერია, მხიარულია,
მითხარ მე, ეხლა იგი თუ არა?...
თუ უჩემოთა დაჩაგრულია?
ოხ, მიპასუხე, მითხარი ჩქარა...

ჰაჯი-აბრეკი

– ის ცოცხალია, – თუმცა ხანდისხან
ვერცა წვიმისგან და ვერც ყინვისგან
ვერ დაუფარავს მას თვისი თავი.
შენ როგორღა ხარ?

ლეილა

– ისე მფრინავი
ჩიტიც არ არის სრულ ბედნიერი,
როგორაც მე ვარ.

ჰაჯი-აბრეკი (ჩუმად)

– მით უფრო ავი.

ლეილა

– რაო, რა სთქვი შენ?

ჰაჯი-აბრეკი

– მე? არაფერი.

ჰაჯი ჰზის, სუფრა მას წინ უშლია,
და არც ბოზასთვის, არც ბრინჯისთვისა
ჯერეთა ხელი მას არ უხლია.
საკვირველია მართლადაც ისა:
რა რისხვით, ჯავრით, უწყალოდ იძვრის
ნაოჭი მისის შეკრულის შუბლის.
მიზეზი – დროა, თუ წუხილია,
რომ ეგრედ იგი, გადახნულია?

ჰსურს რა სტუმრისა ურვის გადაყრა,
ლეილა ხელში დაირას იპყრობს;
აჰა, მშვენიერ თითებით დაჰკრა
და აჰა, ლეკურს იმღერს, ჰთამაშობს.
თვალნი ვარსკვლავებრ სხივთა ისვრიან,
კოკრად ძუძუნი მკერდზედა ჰთრთიან,
ცხოველ ყმაწვილურ აღტაცებითა
უმანკო სული გარემოცული
და გაუგებარ ლხენით, შვებითა
გახარებულა, განათლებულა;
იგი ტრიალებს სტუმრისა წინა,
ვითა პეპელა მზის სხივთა შინა.
მყის მოჟღრიალეს დაირას თვისსა
თეთრის ხელებით თავს იცილებდა,
თავზედ ივლებდა, – და ეგრეთ ისა
დიდ ხანს თვის ზემო აჟრიალებდა,
და ანთებულსა შავ თვალსა მკვირცხლსა
მშვიდად გარშემო მიმოავლენდა.
უსიტყვოდ იმის ლამაზ ტუჩებსა
ტურფა ღიმილით სურთ ეთქვა ესა:
„რად მოღრუბლულხარ? რაზედ შესწუხდი?
შენს თვალში რაღაც მწუხარებაა!...
ჩემო სტუმარო! გამხიარულდი, –
ბედი და ურვა – სულ ოცნებაა!...“

ჰაჯი-აბრეკი

– ლეილავ! გეყო, კარგი, დადუმდი!
ერთს წუთს მოიკალ მხიარულება!
ნუთუ არასდროს სიკვდილი ფიქრად
არა გწვევია შენს აღმაშფოთრად?
ერთი პასუხი ამის მითხარი,
მხიარულება ერთს წუთს დასტოვე.

ლეილა

– არა, რად მინდა ცივი სამარი?
მე ქვეყნად ჩემი სამოთხე ვპოვე.

ჰაჯი-აბრეკი

– ერთს კიდევ გკითხავ: არ გიდარდნია
მასზედ, სად ყმაწვილს გინავარდნია, –
შენს განშორებულ ტკბილ სამშობლოსთვის
და დაღისტნისა გადახსნილ ცისთვის?

ლეილა

– ნეტა რისთვისა? ამ ნისლებშიაც
მე არ მაკლია მხიარულება...
დამიჯერე, რომ ამ ცივ მთებშიაც
მოიპოვება ბედნიერება.
უფლისა ჩვენის უხვი ქვეყანა
მშვენიერია, მენდე, ყველგანა.
გულს კი არა აქვს არსად მამული!
ის ვერ იქნება დამალებული
და ძალადობის არც ეშინიან,
მის სურვილს ვერფრით ვერ დაუშლიან.
იგი ჩიტსავით სწრაფად დაფრთხება,
გამოვარდება და გაფრინდება
ისე, რომ მის კვალს ვერც ესწრობიან...
მენდე – იქ არის ბედნიერება,
სადაც ვუყვარვართ და გვენდობიან.

ჰაჯი-აბრეკი

– სიყვარულიო!... მაგრამ შენ იცი
ამ ქვეყნად კიდევ მეორე რა არს
დიდ ნეტარება და დიდი ფიცი –
მისთვის, ვინც მისცა ტანჯვითა საფლავს
ყოველი ფერი, რაც კი მას სწამდა,
რასაც ეტრფოდა და რაც უყვარდა?
ის ნეტარება და იგი ფიცი
სიყვარულზედა არს უფრო მტკიცი.
არც არას ეტრფის, არც ელის ისა,
და ითხოვს მარტო ცრემლსა და სისხლსა.
მასში კაცისთვის ნუგეში არის,
როს მოუკვდება სხვა ნეტარება;
მასშია ცოდვის, ცოდვის მწუხარის,
სრული სიცოცხლე და სიტკბოება;
მასშია ჩემის სულისა ღმერთი,
მთელი სამოთხე და ჯოჯოხეთი.
ის მუდამ სცხოვრობს ჩვენს არსებაში,
ხან გვაძლევს ტანჯვას და ხან ლხენასა.
არა, ვფიცავ, ერთს სისხლს-ზღვევის წამში
მე არ ავიღებ მთელს ქვეყანასა!

ლეილა

– რაზედ გაყვითლდი? რამ გაგაფითრა?

ჰაჯი-აბრეკი

– მომისმინე მე და ყველა გითხრა.
დიდი ხანია, რაც მყვანდა მე ძმა
და ის, – მის წერა იყო უთუოდ, –
ტყვიით განხვრიტა ბეი-ბულათმა,
და ძმა მომიკვდა მე უსახელოდ,
განა თუ ომში? ვით მხეცი ტყისა!
არც კი უნახავს სახე თვის მტრისა.
როცა კვდებოდა, მაფიცა ძმობა,
მერედ თვის სისხლი და თვისი მტრობა
მე მიანდერძა... მე მისი მკვლელი
მალე ვიპოვე, ხანჯალი მჭრელი
მზად მქონდა გულში დასაცემადა
და მის სიცოცხლის დასანთხევადა,
მაგრამ ვიფიქრე; „ზღვევა ეს არის?...
სიკვდილი რაა? ნუთუ ერთ წამის
მის ტანჯვად მიღირს ამოდენა ხნის
ჩემი წუხილი, ტანჯვა, ვაება?
არა! უთუოდ ამ ქვეყნად ისა
რასმესა ეტრფის, რამ ეყვარება!
ვპოვებ ტრფობისა საგანსა მისსა
და იმას დანთქამს ჩემი კვეთება“.
აჰა აღსრულდა. ეხლა დრო არი!
გუშინვე დაჰკრა შენმა საათმა...
უყურე, ჩადის მზეცა მღვიძარი!...
დროა! მომესმა საფლავით ძმის ხმა...
როს პირველად მე დღეს დავინახე
ეგ შენი მშვიდი და ნაზი სახე,
მწუხარებითა ბნელით და მწირით
სული აღმენთო ჯოჯოხეთსავით.
მაგრამ გაფრინდა აწ გრძნობა ისა,
ის შებრალება გამიქრა სრულებ,
და ჩემ აღთქმასა და ჩემსა ფიცსა,
ვალლახ! თამამად მე აღვასრულებ!“

ვით ზამთრის თოვლი მთებშია მქრალი,
მის წინ მუხლებზედ დაეცა ქალი;
გოდებას, კვნესას, ვედრებას და ცრემლს
იმ უწყალოს წინ საბრალო აფრქვევს.

– „ოჰ, საშიშარ ხარ მაგ ცივ თვალითა,
ეგრე უწყალოდ ნუ იყურები!...
იქით მიბრუნდი!... შავ ნავთსავითა
მე ზედ გადმესხა შენი სიტყვები...
ოჰ, ღმერთო ჩემო! ნუთუ დასცინი
ჩემს ყმაწვილურსა და მშიშარს გულსა?
მითხარი, თორემ შემერყა ტვინი...
უცოდველისა ცრემლთ ნაკადულსა
ნუთუ არა აქვს ფასი შენს თვალში?
ოჰ, შემიბრალე!... მრქვი, ვით სტირიან
შენს სამშობლოში, შენს ქვეყანაში!
მითხარ, იქ ცრემლსა რარიგად ჰღვრიან,
რომ მათებრ მაინც დაგილბო გული
და შებრალებით აგინთო სული?
ადრეა, ადრე ჩემთვის სიკვდილი!...
შემარჩინე მე სიცოცხლე ტკბილი,
ნუ მართმევ სურვილს, ნუ მართმევ გრძნობას,
გვედრებ, ნუ მართმევ ყმაწვილ-ქალობას1
რა არის, იცი, შენ, სიხარული?
გყვარებია შენ ვინმე, თუ არა?
ყოფილხარ როსმე შეყვარებული
ისე, როგორც მე? უთუოდ არა!“

ჰაჯი კი იდგა შუბლ-შეჭმუხვნული,
სიკვდილისავით გაჩუმებული.

– „შენს თვალში არა სჩანს შებრალება,
ცრემლიც, უწყალოვ, არ იბადება!...
ვიშ!... ვიშ!... უღმერთოვ! რისთვისა მკარგავ!...
ჯერ ყმაწვილი ვარ და რისთვისა მკლავ!...
ოჰ, მომითმინე!... ერთ საათსაცა...
ერთს წუთსა კიდევ... ერთს... ერთს წამსაცა!...“

მაგრამ წყეული ხმალი გამოჰკრდა
და თავი სხეულს სწრაფად განშორდა:
და გასისხლებულ უწყალო ხელით
დასწვდა, მიწიდგან აიღო ისა,
და მის მღელვარე, შავ ნაწნავებით
წმენდა დაუწყო თვის ხმლისა პირსა.
მერე აიღო ნაბადი შავი
და, რა შეხვია უსულო თავი,
გამოვარდა და მოახტა ცხენსა
და გაემართა გზას საშურველსა.
მორჩილი ცხენიც მისი ერთგული –
უეცრად რითღაც შეშინებული –
მის ქვეშ მიქუჩდა, მიქროდა, ჰხტოდა,
მიხვიხვინებდა, შიშობდა, ფრთხოდა;
წასართმევად რა იწევდა თავსა,
მოუთმენლობით ჰღრღნიდა ლაგამსა, –
აქაფებული, გაფიცხებული
მიქროდა მთებში, როგორც შურდული.

მგზავრო! გვიან არს, ცისკარიც ჰქრება,
ახლოა ღამე ბურუსიანი;
კავკასის წვერით გველივით სხლტება
ღრუბლები ბნელი და ჟინჟღლიანი.
იგინი ჯგუფად შეგროვდებიან
და ბნელ ხნარცებში შავად ჩადიან,
და რა ბუჩქებსა შეეხებიან –
მარგალიტებსა ფოთლებზედ ჰყრიან.
წყარო ჰრბის მღვრიე ნაცრისა ფრადა,
ბალახიდამ სცემს იგი ქაფადა,
ნისლიან ხევში მობრწყინავს ისა,
როგორც თვალები მოჭრილ თავისა.
ჩქარა, მხედარო! ჰა! ჩქარა წადი!
მხრებზედ მოიგდე შავი ნაბადი,
თასმის სადავე აიკრიბე ხელს,
თასმის მათრახი მოუქნივე ცხენს...
თუმც ჯერ არ მოგდევს არც ავი სული,
არც მხეცი ტყისა, არც ტყვია მტრული,
მაგრამ, თუ ლოცვა შენ შეგეძლება,
ილოცე, – მეტი ან არ იქნება.

– „ჰა! გასწი, ცხენო! მშიშრადა თვალსა
რაზედ უშტერებ შენ-წინა გზასა?
აგე, ის ქვაა წყლით გალესილი,
ის გველი ბრწყინავს წელდაგრეხილი.
ჰე, ამხანაგო! ბრძოლის ველზედა
ბევრჯერ მიწმინდავს შენს ფაფარზედა
ჩემ მკლავთა სისხლი... უბედურ წამში
არაერთხელა შენ მე დამიხსენ;
მაცადე, მივალთ ჩვენს ქვეყანაში
და იქ, ერთგულო, შეგასვენებ შენ.
ემაგ შენს ლაგამს იქ უფრო ბევრსა
შევასხამ რუსის ოქროს და ვერცხლსა,
და იქმნები შენ მშობელ მთებზედა
მინებებული შენს ნებაზედა.
როდის და როდის გამომეცვალა,
მრქვი, ამხანაგო ჩემო ძვირფასო?
რატომ აღქაფდი მენ ეგრე მალე?
მრქვი, რამ შეგცვალა და რამ დამავსო?
რადა ჰქშენ ეგრე მძიმედ ჩემ ქვეშა!
აგერ გამოჩნდა მთვარეც ნისლ-ქვეშა!
ნისლით გამოვა და მძინარ ხეებს
ვერცხლად შეასხამს გარს თავის სხივებს.
მაშინ გავარჩევთ მთებში ველს მწოლელს,
სადაცა ბნელში სძინავს ჩვენს სოფელს,
და ჯემათის მწყემსთ ცეცხლისა ბრწყინვას –
ღამის სიოზე შორითა მთრთოლარს –
ტყეში და მთებზედ ჩვენ დავინახავთ,
და გავიგონებთ, რა ახლო მივალთ,
ჯოგის ყრუ ხრამუნს და ყრუ ხვიხვინსა;
ცხენები შენს გარს მოგროვდებიან,
მაგრამ რომ ფეხზე წარმოვსდეგ მყისა,
ფრუტუნით უკუვ შორს გახტებიან:
შორით გვიგრძნობენ იგი ცხენები,
რომ მე და შენ ვართ წერის შვილები!“

ველებსა ღამე ჯერ კიდევ ჰფარავს,
სოფელს ჯემათსა მშვიდადა სთვლემავს.
იქ მოხუცია მარტო მღვიძარი –
მარტო ვით ძეგლი მუნჯ საფლავისა.
უძრავად ქვაზედ ის იყო მჯდარი
გამტვრიანებულ გრძელ გზისა პირსა;
ღრმა მწუხარებით აღვსებულ თვალსა
ის არ აშორებს შორ გაწვდილს გზასა.
„ვინ არს ის მგზავრი? ის სიფრთხილითა
ძირსა ჩამოდის დაგრეხილ მთითა;
გრძელფაფრიანსა მის ამხანაგსა
წინ წაუწვდია დაღლილი თავი;
ნაბდის ქვეშ რაღაც უჭირავს მგზავრსა,
მას უფრთხილდება, როგორც თვის თავსა“
და ჰფიქრობს იგი მამა ბედშავი:
„უთუოდ ძღვენი არის ჩემთანა
ჩემ ლამაზ ტურფა ლეილასგანა“.

აჰა, მხედარი კიდეც მივიდა,
მან შეაყენა მთის ძირში ცხენი;
მთრთოლარე ხელით ნაბადსა შლიდა
და, რა გაშალა, მის სისხლის ძღვენი
ბალახებზედა მძიმედ დაგორდა...
ოჰ! ღმერთო! მაშინ მამა რას ჰგრძნობდა,
ოდეს ხედავდა – ვაი საწყალსა! –
თავის საყვარელ ლეილას თავსა?
და ის უგუნურ აღტაცებაში
მაგრად ტუჩებზე მიიკრავს მკვდარს თავს,
თითქო გარდასცემს მას იმა წამში
თვის უკანასკნელ ბოლონდელ ტანჯვას...
ერთსა კვნესაში, ერთსა კოცნაში –
მთელი სიცოცხლე, გრძნობა და ძალა
იმ უბედურმა სრულად შთაცალა.
ეყო, რაც კაცთა და ვაებითა
დასჩაგრეს, სჯიჯგნეს იმ საწყლის გული!...
გაწყდა მის გული ან უეცრადა,
ვით ძაფი დიდ ხნის გახრწნილებული.
მის უძრავ სახეს, მის უძრავ პირსა
გადედო ფერი სიკვდილის დღისა.
ისე სწრაფად მან სული განდევნა,
რომ მის ბოლონდელ წამისა აზრმა
ვეღარ მოასწრო სულთან გაფრენა
და შეირჩინა ზედ სახემ მკვდარმა.

უყურებს დინჯად ჰაჯი მკვდარს ლეკსა,
მას მის ამბავი არ გაუკვირდა;
დახედა ხმალსა, შეხედა ცხენსა,
ადგა და სწრაფად მთებში წავიდა.

გავიდა წელი. ყრუ ვიწროებში
ორი გახრწნილი კაცისა ლეში
გამვლელთა მგზავრთა გზაზე ენახათ
და მთის წვერზედა ღრმად დაემარხათ.
იმათ შუბლზედა ნათლად, ვით ელვა,
ზედ აღებეჭდა მტრობასა წყევლა.
ორივე სისხლში მოსვრილნი იყვნენ,
მაგრად ჩაკრულნი მიწაზედ იწვნენ –
გაშეშებულნი, გაყინულები,
მეგობრად სჩანდნენ, – იყვნენ კი მტრები!
იქმნება ეს არს მხოლოდ ოცნება...
მაგრამ ესე კი ეჩვენათ მგზავრებს,
რომ ზოგჯერ მათი სახე იცვლება
და ემუქრიან ტუჩნი ურთიერთს.
მდიდარი იყო საცმელი მათი,
მათს თოფ-იარაღს ბევრი არ სჯობდა,
ერთში კი იცნეს ბეი-ბულათი
და მეორეს კი ვერავინ სცნობდა.

16 მარტი, 1859 წ. ს.

პეტერბურღი

  ჰაჯი-აბრეკი

ხელნაწერი:
ავტოგრაფი U №108 (C);

ნაბეჭდი: ცისკარი, 1860, №11, გვ. 311-335 (B); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა. 1892, ტ. I, ტფ., გვ. 49-70 (A).

სათაურის ქვეშ: ლერმონტოვით (C). ლერმონტოვისა (A).

თარიღი: 1859-სა წელსა, 16 მარტსა. ს. პეტერბურღი (BC); 1859 (A).

ეს არის მ. ლერმონტოვის პირველი ნაწარმოები, რომელიც დაიბეჭდა ავტორის ხელმოწერით. («Библиотека для чтения» №8, 1835). პოეტის ახლო მეგობარი ა. შან-გირეი იგონებს, რომ ნიკოლოზ იურევი, რომელიც სწავლობდა ლერმონტოვთან ერთად იუნკრების სკოლაში, დიდხანს არწმუნებდა მას, დაებეჭდა თავისი ლექსები. იურევმა პოეტისაგან მალულად «Библиотека для чтения»-ს რედაქტორ სენკოვსკის გადასცა პოემა „ჰაჯი-აბრეკი“, როგორც სხვა წყაროებიდანაც ხდება ცნობილი, პოემა დაიწერა 1833 წელს.

მ. ლერმონტოვმა პოემაში გამოიყენა სახელები, რომელიც მას კავკასიაში განაგონი ჰქონდა ჯერ კიდევ ბავშვობიდან. „სახელოვანი ბეი-ბულათი, კავკასიის რისხვა“ – ასე დაარქვა პუშკინმა ცნობილ ჩეჩენ მხედარს ბეი-ბულათ თაიმაზოვს თავის თხზულება „მოგზაურობა არზრუნში“. ბეი-ბულათმა მოკლა კუმიხი თავადის სალათ-გირეის მამა და მისი მოსისხლე მტერი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მოკლულ იქნა თავისი მტრის მიერ. ეს მოხდა 1831 წელს. მ. ლერმონტოვს ნათესავების მონაყოლიდან, რომლებიც ჩამოდიოდნენ კავკასიაში, შეეძლო მოესმინა ეს ამბავი. საფიქრებელია, რომ მან აულ ჯემაათის სახელიც ასევე გაიგო.

პოემის ი. ჭავჭავაძისეული თარგმანის სამი ავტოგრაფი არსებობს და თითოეული მათგანი საკმაოდ მნიშვნელოვან სტილისტურ სხვაობას შეიცავს. პირველი ვარიანტი, რომელიც დასრულებულია 1859 წლის 16 მარტს, ილიას უთარგმნია პეტერბურგში სტუდენტობის დროს (ილიას ფონდი №108 S: 4993, გვ. 67-95).

შემდგომში „ჰაჯი-აბრეკი“ დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ 1860 წ. №9-ში გვ. 311-335. აქ მთარგმნელს პირველ ხელნაწერ ვარიანტთან შედარებით შეუტანია ზოგიერთი სტილისტური ხასიათის ცვლილება. 1892 წელს ეს პოემა დაიბეჭდა „ქართველთა ამხანაგობის“ მიერ გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველ ტომში. ამ ნაბეჭდ წყაროშიც პირველ ორ ვარიანტთან შედარებით შეტანილია ახალი ცვლილებები.

ჩვენს გამოცემაში თარგმანი იბეჭდება 1892 წლის გამოცემის მიხედვით.

26. 6 სდგას] დგას BC. 8 გამოწთულები] მოკალულები B. 8 აქვთ] აქვსთ B. 15 ჰბოლავს] ბოლავს B. 16 შავად] შავათ BC. 16 მოსჩანს] მოჩანს B. 17 უძრავად] უძრავათ C.

27. 3 ჰსურთ] სურთ B. 4 ხელახლად] ხელახლათ B. 5 მოსატაცებლად] მოსატაცებლათ B. 7 იმ სამსხვერპლოდა სატკბო] მათთვის სანატრელ დიდ ხნის C. 7 სამსხვერპლოდა] სამსხვერპლოთა B. 8 ნაიბთ] უზდენთ C. 8 ჰკრთება] სჩნდება BC. 9 მხოლოდა] ხოლოთა BC. 11 ჰზის] ზის B. 16 მიმოვიდოდნენ] შხირათ დარბოდნენ BC. 16 შეწუხებულად] შეწუხებულათ B. 21 მოჰმადლა] აჩუქა BC. 24 ვდგევარ მარტო] მარტო ვსდგევარ C. 24 ვდგევარ] ვსდგევარ B. 25 ვითა] ვით C. 25 მინდვრებ შორის – C. 26 ვაი] აი C. 29 სცემს და ჰრბის] ხანდისხან რბის C. 29 ჰრბის] რბის B. 33 მე ჩემსა] საყვარელ C.

28. 2 ქვეყნად] ქვეყნათ B. 5 იგი უთუოდ ∼ C. 5 უთუოდ] უთუოთ B. 9 იმ უკანასკნელ ჩემის ქალითა] ერთი ქალიღა უბედურს დამრჩა C. 9 ჩემის] იმ ჩემ B. 10 საცხოვრებლად] საცხოვრებლათ B. 11 სამღთოსავითა] სამღრთოსავითა B. 12 ჩემის სიბერის სანუგეშებლად] ჩემ სიბერისა სანუგეშებლათ BC. 15-16 უდაბნოს წამყვნენ... რტო] თოფიც თან წამყვა ჩემი ერთგული C. 16 რტო] შტო B. 19 ჩემ სისაწყლის] იქ ყოველ ფეხს C. 20. შევეჩვიე] შევეჩვივე B. 20 მე] იქ C. 20 დიაღ] ძრიელ C. 23 მაგრამ] მარამ B. 24 გაჰქრა] გაქრა B. 27 ანგელოზი] ანგელოსი B. 29 მესმა] მესმის C.

29. 3 შევსტყორცე] შევსტყორცნე B. 6 პირველად] პირველათ B. 1-6 ვიხმე... იქ მიღალატა] გამოუყენე მას წყევლა უკან ტყვიაც მდუღარე მივიტანე თან. ოხ! ეს მეორე უკან მდევარი – რათარ წამოსწვა ტყვია მდუღარი!... C. 5 ერთგულმა] ჩემ ერთგულ B. 6 პირველად] პირველათ B. 9 ჩემის სიბერით] ჩემ სიბერითა BC. 10 ჩემის მტრის] ჩემ მტრისა B. 11 ვამბობ] ვანბობ B. 14 გადასრესილი ეთრევა] გაჭყლეტილი და არამკვდარი C. 15 წყეულ] მტანჯველ C. 18 სახელი] სახელიც C. 20 თქვენში... ქალსა] და ვინ მომგვრის მე საყვარელ ქალსა C. 20 მომგვრის] მამგვრის B. 24 მსწრაფლ] მყის C. 27 თვის ... უშიშარს] უბრალოთ ჰაჯის უშიშარს C. 28 ამაოდ... არ შეუდგამს] თვის ცხენზედ ფეხი ჯერ არ შეუდგავს C. 28 ამაოდ] უბრალოდ B. 32 ძლიერს] ძრიელ B. 34 ლაჟვარდოსან] სილაჟვარდით C. ლაჟვარდიან B.

30. 1 აღმოჩნდნენ+დაგვირგვინებულ ყინვით ბრწყინავნი B. 4 მთანი] მათნი B. 8 ეგრედ] ესრეთ BC. 10 ფშვენდა] დილა C. 12 მხედარი მთისა] ვიღაც ჩერქეზი B. 13. მზისა] მზესი C. 18 ჰცვიოდა] ცვივოდა B. 28 მწუხარედ] მწუხარეთ B. 32 ერთად] ერთათ B. 30. ჭრიჭინა] მჭრიჭინე B. 33 მუნით] იქიდამ BC. 33 ვით] როგორც DC. 33-ე გაშლილსა] ისა C. 33 თვისსა... გაშლილსა] როგორც თვის ფეხქვეშისა B.

31. 3 დაქანებულ] გადმოგრეხილ B. 10 თვალთა წინ] თვალ-წინა BC. 11 მიიკლაკნოდა] იგრიხებოდა BC. 9 გაგრძელებული] გაგძელებული B. 12 დარდიანადა] დარდიანათა B. 14 ქალო] ტურფავ C. 13 ცისკარო ნაზო] ცისა ლამპარო B. 13 ქალო ლამაზო] ნაზო ცისკარო B. 15 მინაზებულ საოცარ ზრუნვით] მშვენიერ ნაზ მზრუნველობით C. 16 ემაგ დუმილით და ემაგ ურვით] მაგ ტანჯვითა და ემაგ გრძნობით C. 18 ომიდამ] ბრძოლიდამ B. 21 დასაცემადა] დასაცემათა B. 24 დაგიხსნა] დაგისხნა B. 25 მაგ] და BC. 26 ნათელნი] ბრწყინავნი C. 30 ჰლამიან] ითხოვენ BC. 32 გრძნეულ] დამატკბობელ C. 32 ეტანებიან] იხმობენ C.

32. 3 ებრძვის] ელტვის B. 3 გადასახდელად] გადასახდელათ B. 4 ჰოი] ჵი B. 8 ადვილად] ადვილათ B. 12 პირველად] პირველათ B. 12 ხედავს] ხედავდა B. 12 იმასა] იმას B. 12 იგი] და C. 12 იმას] მასსა C. 16 მზად] მზათ B. 17, რად] რათ B. 22 როგორც] აგრეთ C. 25 რაღადა] რაღათა B. 25 ჰზიხარ] ზიხარ B. 24 იცდი] სდგეხარ C.

33. 2 უცხო] უცნობს C, 3 დიდმა] ძლიერ BC. 4. სამაგიეროდ] მის სამაგივროთ BC. 4 საყვარელ] ლამაზსა C. 7 – 8 ვიშ ... ხანსა] როგორ? ვახსოვართ განა მამაჩემს? ნუთუ საბრალო ვეღარ მივიწყებს C. 7 ვიშ] ვით B. 15 იგი – C. უჩემოთა] მწუხარებით C.

34. 4 როგორაც] როგორც B. 11 ჰზის] ზის B. 14 მართლადაც] მართლათაც B. 14-15 რა ... შუბლის] მის სასტიკ შუბლზედ რა რიგ იძვრება შეკეცილება დაჭმჭვნილება B. 19 ჰსურს] სურს B. 21 დაჰკრა] ჩაჰკრა B. 22 ჰთამაშობს] თამაშობს B. 24 ჰთრთიან] თრთიან B. 25 ცხოველ ყმაწვილურ აღტაცებითა] და გასაოცარ ყმაწვილურითა C.

35. 1 ხან მკლავთ გადიწვდის სულ გადიხრება, ხან მარდათ უვლის და ხან შედგება – A. 2 იგი] და C. 2 ტრიალებს] ტრიალებდა C. 2 სტუმრისა] მის C. 5 თეთრის ხელებით] თეთრ-ხელებით C. 5 იცილებდა] იღიცილებდა C. 5 თეთრის] თეთრი B. 7 დიდ ხანს თვის ზემო] თავზედა დიდხანს C. 8 და+თვის C. 9 მშვიდად] მშვიდათ B. 10 უსიტყვოდ] უსიტყვოთ B. 19 – 20 ნუთუ ... აღმაშფოთრად] მითხარ მე: ნუ თუ შენს სიცოცხლეში სიკვდილზედ ფიქრი არა გწვევია და მისგან სულ არ შეგშინებია? C. 19 ნუთუ] რქვი B. 19 მარქვ! ნუთუ არასდროს სიკუდილი ფიქრათ B. 22 ერთს] ერთ B. 24 რად] რათ B. 25 ქვეყნად] ქვეყნათ B. 27 ერთს კიდევ ∼ C.

36. 1 სამშობლოსთვის] სამშობლოზედ B. 2 ცისთვის] ცაზედ ცაზე B. 4 ნეტა რისთვისა] მითამ რათაო C. 5 მე ... მხიარულება] უფრო მაქვს შვება, მხიარულება B. 14 სწრაფად] სწრაფათ B.14 დაფრთხება] დაფთხება B. 9 გულს ... მამული] გულისთვის კია არ არის მამული C. 18 ვუყვარვართ] უყვარვართ B. 21 ქვეყნად] ქვეყნათ B. 30 კაცისთვის] კაცთათვის C.

37. 1 მოუკვდება] კაცს დაუნთქეს C. 7 გვაძლევს] მოგვცემს B. 15 უთუოდ] უთუოთ B. 17 მომიკვდა] მამიკვდა B. 17 უსახელოდ] უსახელოთ B. 20-21 როცა ... მტრობა] როს საწყალს ედგა თვალწინ სიკვდილი, მაშინ თვის მტრობა და თვისი სისხლი C. 22 მე] და BC. 24 მზად] მზათ 24 დასაცემადა] დასაცემათ B. 25 დასანთხევადა] დასანთხევათა B. 26 მაგრამ] მარამ B. 27 ერთ] ერთს B. 28 ტანჯვად] ტანჯვათ B. 27 სიკვდილი რაა] რა არს სიკვდილი BC. 30 უთუოდ] უთუოთ B. 30 ქვეყნად] ქვეყნათ B.

38. 2 მისსა] მისა B. 3 დანთქამს] დანსთქამს B. 4 აჰა] ბოლოს BC. 5 შენმა] შენსა BC. 14 ჩემ] ჩემს B. 15 თამამად] თამამათ B. 19 აფრქვევს] აბრქვევს B. 21 უწყალოდ] უწყალოთ B. 24 დასცინი] დამცინი B. 24-25 უცოდველისა ... თვალში] შენ წინა ვსდგევარ სულ უბრალული! ნუ თუ უცოდვლის ცრემლთ ნაკადული არა რათ გიჩანს შენ შენსა თვალში B. 29 ოჰ, შემიბრალე] შემიბრალე მე C. 31 მითხარ] მარქვი BC. 31 იქ ცრემლსა] ცრემლსა იქა B. 31 რარიგად] რა რიგათ B. 31 ჰღვრიან] ღვრიან B. 33 აგინთო] აღგინთო B. 34 ადრე ... სიკვდილი] რისთვის მიგზავნი ყმაწვილს სიკვდილსა C.

39. 6 როსმე] შენ დროს B. 10 არა სჩანს] სჩანს არც BC. 12 მკარგავ] მკარგამ BC. 13 მკლავ] მკლამ B. 17 სწრაფად] სწრაფათ B. 27 უეცრად] უეცრათ B. 28 მიჰქროდა, ჰხტოდა] იგრიხებოდა B. 29 ფრთხოდა] ფთხოდა B. 30 წასართმევდა ... თავსა] და გაიშლიდა შხირსა ფაფარსა BC. 32 აქაფებული] აღქაფებული B.

40. 1 ჰქრება] ქრება B. 4 ღრუბლები ბნელი] ღრუბელნი ბნელნი B. 4 ჟინჟღლიანი] ჟინჟლიანი B. 5 ჯგუფად] ჯგუფათ B. 6 ბნელ] ბნელს B. 7 შავად] შავათ B. 7 ბუჩქებსა] ფუჩქებსა B. 8 ჰრბის] სრბის B. 8 ფრადა] ფრათა B. 10 ქაფადა] ქაფათა B. 19 მაგრამ] მარამ B. 21 მშიშრადა] მშიშრათა B. 23 გალესილი] გაქლესილი B. 26 ბევრჯერ] ბევრჯელ B. მიწმინდავს] მიწმინდამ B.

41. 2 ამხანაგო] ამხანაკო B. 5 ჰქშენ] ქშენ B. 5 მძიმედ] მძიმეთ B. 3 რატომ ... მალე] უწინ სიცქვიტით შავარდნის მზგავსო C. 2 მრქვი] აწ C. 5 რადა ... ქვეშა] რომელ დღის აქეთ გამომეცვალე C. 5 მძიმედ] მძიმეთ B. 8 ვერცხლად] ვერცხლათ B. 9 ველს] ველ B. 9 მთებში ველს მწოლელს] ველს მთებში მწოლელს C. 12 სიოზე] სიოში B. 13 დავინახავთ] დავინახამთ B. 14 ჯოგის] ჯოგისა B. 17 მაგრამ] მარამ B. 22 მშვიდადა] მშვიდათა B. 24 მუნჯ] ყრუ B. 25 უძრავად] უძრავათ B. 26 გრძელ] გძელ B. 29 სიფრთხილითა] სიფთხილითა B. 28 შორს გაწვდილს] შორეულს BC. 31 ამხანაგსა] ამხანაკსა B.

42. 1 ჰფიქრობს] ფიქრობს B. 2 უთუოდ] უთუოთ B. 8 მძიმედ] მძიმეთ B. 8 ჰრძნობდა] გრძნობდა B. 10 ოდეს] როს ის BC. B მაგრად] მაგრათ B. 13 მიიკრავს მკვდარს] მიიკრამს მკვდარ BC. 17 ძალა] ძალი B. 16 ერთსა] და ერთ BC. 17 სრულიად] სრულად B. 21 უეცრად] უეცრათა B. 23 სიკვდილის დღისა] ბნელ სიკვდილისა BC. 25 სწრაფად] სწრაფათ B. 29 უყურებს... გაუკვირდა] იმარხავდა რა ბნელ სიჩუმესა ჰაჯი იმ ლეკზედ სულ არ გაკვირდა BC.

43. 1 გავიდა] წარვიდა BC. 5 იმათ შუბლზედა] და იმათ შუბლზედ B. ნათლად] ნათლათ B. 7 ორივე] ორივ BC. სისხლში] სისხლითა BC. მოსვრილნი] გადასხმულ BC. 8 მაგრად] მაგრათ B. 9 მეგობრად] მეგობრათ B. 11 მხოლოდ] ხოლოთ B. 12 ესე კი ეჩვენათ] ეჩვენათ იმ საწყალ B. 12 იმ საწყალს – A. 13. ზოგჯერ] ხანდისხან BC. 15 მდიდარი... მათი] ბაშლაყი მათ ქუდთ ეფარებოდა BC. 14 ემუქრიან] ემუქროდნენ BC. 18 და მეორეს კი] მეორეს კია B.