The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მივიწყებული ლიტერატურა

ლაისტი არტურ

ჟურნ. „ივერია“, 1883, № 1, გვ. 131-143.

 

ევროპიელის აზრი ჩვენს ლიტერატურაზედ.

ერთს ნემეცურს ჟურნალში, რომელიც, ვგონებთ ლეიპციგში გამოდის, დაბეჭდილია ერთის ნემეცის, არტურ ლაისტის, წერილი შესახებ ჩვენის ლიტერატურისა. ჟურნალსა ჰქვიან «Magazin für Literatur des Jn=und auslandes». (ჟურნალი ჩვენი ქვეყნისდა უცხო ლიტერატურისა»). ავტორი ჩვენის მხრივ დიდის მადლობის ღირსია ამ თანაგრძნობით სავსე წერილისათვის, თუმცა ზოგიერთი მძიმე შეცდომა მოიპოვება მის შრომაში. ეს აუცილებელი ნაკლულევანებაა უცხო-ქვეყნელისათვის, რომელიც მხოლოდ შორიდამ გვიცნობს. მაგ. ავტორი ნიკოლ. ბარათაშვილს თანამედროვე პოეტს უწოდებს, სხვა პოეტებზე დაბლა აყნებს და მის ლექსებს თ. რაფიელ ერისთავს აწერს. თ. დავით ერისთავი –,,ნიჭით სავსე შვილი ნიჭიერი, მამისა“ ჩვენი თეატრის ბურჯი ჰგონია და მისი ,,სამშობლო“ საუკეთესო ორიგინალური დრამა და სხვ.

მაინც და მაინც ეს წერილი ისე ღირს-საცნობია ჩვენის მკითხველებისათვის. რომ უმეტ-ნაკლებოდა ვსთარგმნით.

მივიწყებული ლიტერატურა

(«ჟურნალი ლიტერატურისა 20 იანვ. 1883 წ.)

,,შორს, აღმოსავლეთისკენ, შავსა და კასპიის ზღვას შუა, — კავკასიის ქედის სამხრეთით, მშვენიერს ველებზედ, ცხოვრებს მცირე ერი, რომლის ისტორიულ წარსულს მხოლოდ ცოტანი იცნობენ და რომლის აწინდელს განათლების წადილს თითქმის ეურს არავინ უგდებს. ეს არის ქრისტიანი ერი, რომელიც თავის თავს ქართველს უწოდებს. ისტორიული მნიშვნელობა ამ ერთ მილიონზე ნაკლების ერისა არ ჩამოუარდება სხვა მცირე აზიაში მცხოვრებ ერთა მნიშვნელობას. მართლაც, საქართველომ, ბაგრატიდების ბრწყინვალე მეფობის დროს, როდესაც იგი კავკასიის მთებიდამ მოკიდებული არაქსამდე გაშლილი იყო, დიდი სამსახური გაუწია მეტადრე ახლო-მახლო ქვენებს, იმით რომ მოსლემით წინ გაღეღობა და მათი ძლიერება შეასუსტა. რამდენისამე საუკუნის განმავლობაში ქართველები იცავენ სან სპარსელების, სან არაბებისა, ხან ოსმალებისაგან იმ ბუნებრივს ხიდს, რომელსაც შეადგენს კავკასიის იქითა მხარე ევროპასა და აზიას შუა. ამ ძნელსა და ბოლომოუღებელს ომებს ქართველები უფრო თავ-განწირულებით იტანდენ, ვიდრე გვართა-ომების დამსწრე ევროპიელნი და სწორედ შუა საუკუნის რაინდულ სურათს წარმოადგენს ეს შესანიშნავ კი და მურადღების ღირსი განუწყვეტელი ბრძოლა. ნამდვილი რაინდებიც იყვნენ მაშინდელნი ქართველნი და თუმცა საზოგადო- დაწყოპილობაზედ ბიზანტიურს წესს არა მცირედი გარეგანი გავლენა ჰქონდა, მაინც მათი ცხოვრება გასაოცრად წააგავდა ევროპიელ რაინდების ცხოვრებას.

,,ქართველებმა ქრისტიანობა მეოთხე საუკუნის ნახევარში მიიღეს, როდესაც მეფე მირიანმა რომიდან გამოქცეული წმინდა ნინო თავის ქვეყანაში მიიღო და ნება მისცა ქრისტიანობის გავრცელებისა. ამ ამბავთან ერთად იწყობა ახაალი ეპოქა ქართველების ისტორიისა: საბერძნეთ-ბიზანტიის განათლების პირველი სხივი მიადგა ამ ქვეყანასაც და სასულიერო წოდებამ მოიწადინა გონებით მუშაობა. ქართული მწერლობა შემოღებული იყო ბევრით ადრე, მეფე ფარნაოზის დროს, ასე რომ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დაბადება და რამდენიმე ბერძნული თხზულება ქართულად გადმოითარგმნა. დაარსდა აგრეთვე სასწავლებლები, რომელთაც სასიკეთო გავლენა იქონიეს, რადგან ქართველებმა მალე აიღეს ხელი ბარბაროსობისაგან და შექმნეს მაშინდელ დროისათვის, არა-მცირედი საერთო კულტურა. მეფეებმა და დიდმა-კაცება ააშენეს, მრავალი ეკლესია, მონასტრები, ციხეები, სასწავლებლები და ამ შენობების დიდებული - არსიტეკტურა ესლაც აგონებს მოგზაურს, რომ ოდესმე აქაც სიცოცხლე სდუღდა

,,თუმცა ბიზანტიას საუკუნოების განმავლობაში დიდი ზედ-მოქმედება ჰქონდა მათზედ, მაინც ქართველებმა დაიცვეს თავიანთი მამულის-შვილობა და რაინდული გრძნობა, რომელსაც სხვაგან აღმოსავლეთის — რომის იმპერიაში ზნეობის შესუსტებამ და სძლია. ამ რაინდულ გრძნობის დაცვას თვალ-ნათლივ ამტკიცებენ აუარებელი ომები მოსამღვრე ხალხებთან სარწმუნოებისა და თავისუფლებისათვის. თვით ძალადობას ქვეშაც არ უღალატეს ქართველებმა თავიანთ სარწმუნოებას, არ დაემორჩილნენ მუდამ თავზედ მდგომს ძლიერს ისლამს და დაიცვეს თავიანთი ეროვნება. რასაკვირველია, ისეც არ იქნებოდა, რომ არაბებისა და სპარსელების ბევრი ჩვეულება არ შესულიყო — მათს ქვეყანაში, მაგრამ მათ ვერ დასცეს ერთხელ წვითა და დაგვით შეშინებული კულტურა და საზოგადოდ მხოლოდ მცირედი გავლენა იქონიეს მათს ცხოვრებაზედ..

,,თამარ-მეფის დროს, მეთორმეტე საუკუნის დასასრულს, საქართველოში ფრთა შეისხა გონების მოძრაობამ და თვით მეფის სასახლე ხელს უწყობდა მას. გამარჯვებულ ომებთან და ნადიმებთან ერთად აღორძინდა მოლექსეობაც, ისე როგორც ხალიფეების სასახლეებში. საუკეთესო გონების ნაწარმოებნი ამ დროს ეკუთვნიან და ქართველი მწერლები სამართლიანად უწოდებენ მას კლასიკურს ეპოქას თავიანთ ლიტერატურისას.

მოჩენილი პოეტი იმ შორეულის ეპოქისა არის რუსთაველი, დამწერი შესანიშნავის ეპოსურის თხზულების ,,ვეფხვის-ტყაოსნისა“, რომელშიაც მრავალი მშვენიერებაა. ზოგნა ამ თხზულებას «ნესტან-დარეჯანიანს» უწოდებენ. იმ დროს არიან დაწერილნი ,,ბარამიანი“, ,,როსტომიანი“ და ,,თამარ მეფე და | მეუღლე მისი დაკით“ ჩახრუხაძისა; აგრეთვე რომანები ,,კისრაძიანი“ სარგის თმოგველის~, ,,დილარგიანი“ მოსე ხონელისა. ქართველი მწერლები (მბობენ–ბევრი სხვა ძვირ-კასი ლექსად-თხზულება უნდა ყოფილიყო იმ დროში, მაგრამ დაკარგული არისო. დასახელებულ მწერლებს გარდა მაშინდელ საქართველოს ჰყავდა აგრეთვე მრავალი მოღვაწე მეცნიერებაში (), | რომელნიც ბერძნულ კლასიკურ თხზულებებს: სთარგმნიდეს. | ეველზედ შესანიშნავნი არიან: ეფრემ, იყალთოელი (უმცროსი), იოანე ტაიჭი (Taidtschi) (?) პეტრიწი და შავთელი, რომლის დაკარგული აბდულ მესიჯს ისტორია ძვირ-ფახი თსსულება უნდა ყო-იცილიყო, როგორც ზოგიერთი მწერალინი 5მტკიცებენ.

,,თამარ-მეფის სიკვდილის შემდეგ საქართველოს დაეცნენ სელჯუკები და მოპოებული კულტურული ცხოვრება დიდიხსნობით მოუსვენარ ომებს უნდა შეეჩერებინათ. რამდენიმე საუკუნე ომობდენ ქართველები თავიანთ გარეშე მტრებთან; ბედი ხან მათ სწყალობდა, ხან იმათ, მაგრამ განათლება ამ ომების დროს ან ერთს ადგილს იდგა ან კუს ნაბიჯით მიიწევდა წინ. ამ ომებს მიემატა მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნოებში ტახტის-მეძიებელთა შორის ბრძოლა, რომელიც ქვეჟანას მოსვენებას არ აძლევდა. |

,,როდესაც 1800 წ. საქართველოს რუსეთი დაეპატრონა, უწინდელის კულტურისა მხოლოდ ცოტაოდენი კვალი-ღა დარჩენილიყო და ერთხელ აყვავებული ქალაქები და ციხე-სიმაგრეები ეხლა ნანგრევებს წარმოადგენენ. არამც თუ სოფლის ხალხი, დიდის ქალაქების მცხოვრებნი და გერე კიდევ დიდის მამულის პატრონი თავად-აზნაურობაც კი სიღარიბეში იყო ჩაგარდნილი და კულტურული თითქმის აღარავის არ ეტყობოდა-რა. მხოლოდ ამ საუკუნის ნახევრიდამ მიანებეს ქართველებმა თავი უქმს ცხოვრებას და ახალის კულტურის შექმნასა ცდილობენ. განათლების მომხრეთ მრავალი თანა-მგრძნობელი იშოვნეს და უნდათ ქართველ ხალხს ახალი გზა გაუკვალონ. ამ. ცდას შემწეობას აძლევს მოგონება უწინდელის დიდებისა, რომელიც ხალხის გულიდამ ჯერ კიდევ არ მიღებულა.

,,შეძლებულმა ნაწილმა საზოგადოებისამ მხოლოდ გარეგანი სახე მიიღო განათლებისა, მაგრამ უფრო მოფიქრებულთათვის ეს გარეგანი დაფარვა არა კმაროდა და ამიტომ ცდილობენ იგინი ხალხის წინ-სვლა ნაციონალურს ნიადაგზედ დაამყარონ. იქ შესდგა ერთი საზოგადოება სალხში განათლების გასავრცელებლად და მისგან დაწესებულმა სკოლებმა და გამოცემულმა პედაგოგიურმა წიგნებმა შესანიშნავი ნაყოფი გამოიღეს. ესენივე ცდილობენ უმაღლესის სწავლის გავრცელებას და მეცნიერების შეძენას, სთარგმნიან საუკეთესო. თხზულებებს ჟურნალ-გაზეთებს აარსებენ.

,,1803 წ. თ. ილია ჭავჭავაძემ დაიწყო თვიურის ჟურნალის — «საქართველოს მოამბის» – გამოცემა, მაგრამ ერთის წლის მეტი ამ ჟურნალს არ გაუძლია. დიდი დღე არა ჰქონდათ აგრეთვე მესამოცე წლებში დაარსებულ სხხვა ჟურნალებსაც. მხოლოდ შემდეგ ში გამოცემულმა დღიურმა გაზეთმა „დროებამ“ მრავალი მკითხველი იშოვნა და ეხლაც სხვა ჟურნალ-გაზეთებზედ უფრო გავრცელებულია. ეს რამდენიმე წელიწადია, რაც გამოდის, აგრეთვე თვიური ჟურნალი „ივერია“ და პერიოდული გამოცემა ,,იმედი“. ერთი წელიწადია, რაც ქუთაისში გამოდის კვირის გაზეთი, ქართველების საყვარელ პოეტის ა. წერეთელის რედაქტორობით(?). ლაპარაკობენ კიდევ ორს ახალ გამოცმაზედ. ერთს მათგანში მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას.

,,საკმაოდ მდიდარია ქართველების პოეზია, მეტადრე ლირიკა, რომელ აც თუმცა აღმოსავლეთური კილო ეტყობა, მაინც გრძნობიეის მელოდიით გამოსთქვამს საქართველოს სალსის აწინდელ მდგომარეობას. რასაკვირველია, უმთავრეს საგანს ამ ლექსებისას შეადგენს ჩივილი დაკარგულს დიდება ხედ და იმედი უკეთესის მომავლისა. ბევრს ჯმ ლექსთაგანს ეტყობა ძლიერება და მშვენიერი; ენით არის დაწერილი. პირველი ადგილი პოეტებში უბირავ ადრევე დასახელებულს თ. ილია ჭავჭავაძეს. შესანიშნავნი მისნი თხზულებანი არიან: ,,დიმიტრი თავ-დადებული“ და ,,აჩრდილი“. მის რომანებს ,,კაცია ადამიანს.“ და ,,გლახის ნაამბობს“ ყველა რომ შენზე მეტად კითხულობენ სალსში. უმ ორს რომანს უმშვენე; იომორიული კილო, რომელიც ძველის კოლხიდის მცხოვრებლების ურთს თვისებათაგანს შეადგენს. ჭავჰაკაძესთან ერთად შესანიშნავნი არიან ორბელიანი და ა. წერეთელი. მათ ლექსებს არამც თუ განusლებული საზოგადოება, დაბალი სალსიც კი სიამოვნებითა მღერის და კითხულობს.

,,თ. რაფ. ერისთავი — ნიკ. ბარათაშვილი საუკეთესო თანამედროე(?) ლირიკები არიან. პირველის კალამს ეკუთვნის ბევრი მშვენიერი, მამულის სიყვარულით აღტაცებული ლექსი.

,,რომანებს უფრო ცუდი ბედი აქვთ ქართულს ლიტერატურაში. მათ აკლიათ შემუშავებული სახე და ცხოვრების ცხადი წარმოდგენა.

,,ამის სამაგიეროდ ძალიან გაცოცხლებულია დრამატიული ლიტერატურა, რომელიც შექმნა მამულის წინაშე დამსახურებულმა მწერალმა თ. გიორგი ერისთავმა. იმის მეცადინეობით 1850 წ. რამდენმამე პირმა თავი მოიყარეს და გამართეს თბილისში წარმოდგენა ორის მისის კომედიისა. რადგან ამ პირველს ნაბიჯს საზოგადოება აღტაცებით მიეგება, ერისთავმა შეაგროვა გამოსადეგნი პირნი, შეადგინა დრამატიული დასი, რომელსაც დრო-გამოშვებით წარმოდგენები უნდა გაემართა. პირველ ქართულის სცენის გამართვის გარდა ერისთავი ცდილობდა რეპერტუარისთვისაც და მისი ნამდვილ-ნაციონალური(?) კომედიები დღესაც საუკეთესო ქართულ დრამატიულ თხზულებებად ითვლებიან. ამის შემდეგ ბევრი გამოვიდა დრამატიულ ასპარეზზედ, მაგრამ მათ თხზულებებს დიდი მნიშვნელობა არა აქვთ-რა, გარდა ა. წერეთლისა და თ. დავით ერისთვის თხზულებებისა. "

,,ა. წერეთლის კომედიები მეტად მოსწონს ხალხსა. ამას გარდა ამ მწერალმა თავის ლექციებით და ჟურნალისტიკაში მოღვაწეობით დიდი სამსახური გაუწია თავის ქვეყანას. თ. დავით ერისთავმა, ნიჭით სავსე შვილმა თ. გიორგი ერისთვისამ, დასწერა მშვენიერი ტრაგედია ,,სამშობლო“, რომელიც თბი– ლის სცენაზედ იყო წარმოდგენილი და საუკეთესო ორიგინალური(?!) თხზულებაა. ამის ღვაწლი ჟურნალისტიკაში ა. წრეთლის ღვაწლზედ ნაკლები არ არის(?!)

,,სამეცნიერო ლიტერატურასაც მოძრაობა ეტყობა, მეტადრა ისტორიის შემუშავებას ბევრნი შეუდგნენ ამ ბოლოს დროს. როგორც ფილოლოგი, უნდა დავასახელოთ ყიფიანი, რომელიც სხვა სწავლულებთან(?) ერთად ჰკრებს და ადგენს სხვა-დასხვა მეცნიერებისათვის საჭირო ტერმინებს.

,ამას გარდა ქართველებმა დაიწყეს გამოცემა თავიანთ კლასიკურ თხზულებებისა.“