The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1900
1900

1900    
     

1900 2 ნოემბრის შემდეგ

     
ფოტოგრაფი ტარას მომცელიძე მხატვრულად აფორმებს და ბეჭდავს პლაკატს „ჯგუფი ქართველ მწერლებისა – 1300“, რომელზეც 29 მწერლის ფოტოა გამოსახული. ილია ჭავჭავაძის პორტრეტი შოთა რუსთაველის დიდი სურათის გვერდით, მარჯვნივ არის განთავსებული. პლაკატზე ასევე წარმოდგენილი არიან (ზემოდან-ქვემოთ და მარცხნიდან-მარჯვნივ) მწერლები: გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ნინო აბაშიძე-ორბელიანისა, აკაკი წერეთელი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძისა, გიორგი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, რაფიელ ერისთავი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე ხახანაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ბაქრაძე, იაკობ გოგებაშვილი, ანტონ ფურცელაძე, ეგნატე ნინოშვილი, დავით ჩუბინაშვილი, სერგეი მესხი, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე მაჩაბელი, მამია გურიელი, ვაჟა-ფშაველა და მოსე ჯანაშვილი.

 

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, იკონოგრაფიული ფონდი, 1526-ი.

ფოტო

დათარიღება:

გამოცემას ვათარიღებთ პლაკატზე აღნიშნული ცენზურის ნებართვის გაცემის დროის საფუძველზე.

პირთა ანოტაციები:

მომცელიძე ტარას

მხატვარი და ფოტოგრაფი.

რუსთაველი შოთა - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, საედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890)

პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე.

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ორბელიანი სულხან-საბა (1658-1725)

მწერალი, მეცნიერი, განმანათლებელი, პოლიტიკური მოღვაწე, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი.

ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა) ნინო სვიმონის ასული (1838-1919)

პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი.

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთერთი ფუძემდებელი.

ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864)

დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის დამაარსებელი, წერდა „გლუხარიჩის“ ფსევდონიმით.

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925)

ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891)

გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915)

პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი.

ჯანაშვილი მოსე გიორგის ძე (1855-1934)

ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1920 წლიდან თსუ-ს პროფესორი.