The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თეატრის დეპეშა/(საიქიოდგან)
კისრული

ხუნდაძე სილევან

ფელეტონი

კისრული

ჩვენს ქვეყანას ზოგიერთი პოეტები უწოდებენ— და სამართლიანადაც გმირთა ქვეყანას. თუმცა, ჩვენი თანამედროვე მელექსე ამბობს:

«კვლავ შეფერხდა ისტორია... და სხ.,

მაგრამ პოეტის უიმედობა ტყუილი ყოფილა და, ძალითა ღვთისათა, გმირთა ქვეყანას გმირები არ ელევა, სიტყისამებრ წინასწარმეტყველისა, რომელიც იტყვის: „რამეთუ არა მოაკლდეს თავადი იუდას და წინამძღვარნი წელთაგან მისთა“!.. ამიერიდგან თორმეტი რიცხვი მარტისა მთელს საქართველოში სადღესასწაულო დღედ დაიდება, – და შეიძლება ეს დღე თავისი მაღალ მნიშვნელობით კიდეც აღემატოს ქართლოსის მოსვლასაც, ფარნაოზ მეფის მიერ ქართული ანბანის შემოღებასაც და სხვ. რაჭველი მესტვირები ამ დღის გმირთა საოცარს მამაცობას გაჰლექსენ და ჩვენს შემდეგ შთამომავალთ ლექსად მოუთხრობენ; დიდებულნი პოეტნი: სკანდაროვი, გივიშვილი, რიჟან-ოღლი, ზ. ჭიჭინაძე, ანტონ ფურცელაძე და სხვ. უძღვნიან მათ თითო ფუთიანს პოემებს, ვაჟა, თუ კაჟა-ფშაველა დასწერს:

„ოთხშაბათ დილა გათენდა,
ლეშით მაძღარი ყორნები
მთის კინჭუხებში სხდებიან, —
ჩაჩქან ასხმული ბატები
საომრად ემზადებიან“!..

ენა მოქნილი „გადიები“ ძილ გამკრთალს და გაჟინიანებულს ბატონის შვილებს ზღაპრად მოუთხრობენ თორმეტი მარტის გმირთა მამაცობას და, ვინ იცის, რომელსამე უდაბნოში განდეგილმა საქართველოს პიმენმა კიდეც შეიტანა თავის მატიანში: და მოუვლინა უფალმან წელსა მას სახმილისასა ბაშიბუზუყთა მწერალთაგან დაჩაგრულს ქვეყანას მხსნელი ახალი-ბებუთოვის ქუჩით და რქვა მას: „აღიღე კვერთხი იგი ხელთა შენთა და წარვედ“... და სხ.
შემდეგ წლებში „ივერიის“ მკითხველი საკალენდარო ცნობებში 12 მარტს ყოველთვის ამოიკითხავს: „ღირსთა მამათა ჩვენთა: ორთა ილიათა, გრიგოლისა, იაკოფისა, მოლა ბაშირისა და სხვათა დამსთრგუნავთა ყოვლად წყეულისა მის დავით სოსლანისათა და სხ. და სხ.

* * *

ერთის სიტყვით, თორმეტს მარტს ახალი ბებუთოვის ქუჩა და მთლად სოლოლაკი არა ჩვეულებრივს სანახაობას წარმოადგენდა. ორასი დასტა ზურნის ჭყივილი, თართა კვნესა, დაფდაფთა და საყვირთა ცემა, კამეჩთა ყროყინი, მოზვერთა ზმუილი, ვირთა ყვირილი, ღორთა ჭყვიტინი, ალამთა ფრიალი, ხმალთა ბრიალი, ისართ სრიალი, მაჟართ და ჯაიზართა გვრგვინვა, ლუარსაბთა ხვრინვა, დარეჯანთა კილვა და ათას ნაირი, კალმით აუწერელი ხმაურობა და ყიჟინა ჰაერს ჰხევდა და მიწას ანძრევდა. არამც თუ ფშავ-ხევსურთ, მოხევე-მთიულთ, კახელთ, ქართლელთ, იმერთ, ოდიშელთ, სვანთა, გურულთა და სხ., აქ შეყრილიყვნენ სპარსნი, თურქნი, ეგვიპტელნი, მაშრიყნი და მაღრიბელნი. დერეფანს წარმომდგარიყო ჩვენი დიდებული პოეტი ილია, წერ წეტსა ტანზედ ემოსა. ჯაჭვი საკურტაკეა, თავს ეხურა მუზარადი და ფერხთა ეცვა თეთრი წაღები, ქვინტ შემოგდებული, მუზარადზედ ჰქონდა გადაბურული ყაბაჩა დაუდებელი ფასისა, მარჯვენა და მარცხენა მხარს განუმტკიცებდენ ლომგულნი ალექსანდრიძე და ხონელი, — და სხვა მუშაითთა დასი. ზღვათა აუარებელი ხალხი მათ თაყვანის საცემლელად მოგლეჯილიყო. დღეს. ქალი, კაცი, მოხუცი და ყმაწვილი ტამსა სცემდენ და ვაშა, ვაშას შეჰკიოდენ...

* * *

სწორედ მოგახსენოთ ღირსნიც იყვნენ საოცარნი გმირნი ამ არა ჩვეულებრივი დიდებისა. თორმეტი მარტი ერთსა და იმავე დროს არის გამარჯვებისაცა და დამარცხების დღეცა გაზ. „ივერიის“ რედაქტორისათვის. ესე იგი ჩვენ თვალში და ყველა სხვისაშიაც, ვისაც კი შეუძლიან პირუთნევლად შეჰხედოს და შესაფერი სახელი დასდოს საზოგადო მოვლენას, თ. ილ. ჭ....ძის ლილახანა მთლად წამხდარად უნდა ჩაითვალოს; თითონ კი მოლანდებული გამარჯვებით ძალიან კმაყოფილნი არიან და სიხარულის ასკი-კუკუს უვლიან იმ დღიდამ პატივცემულმა პოეტმა უარ-ჰყო თვისი ღრმა და გრძელი მოძღვრება, რომლითაც თითქმის თავი შეგვაწყინა, ლიტერატურულ ზრდილობიანობაზედ, საზოგადო პრინციპების მტკიცე მიმდევრობაზედ, აჰყვა გულის თქმას, ხელთ აიღო შვილდ-ისარი და დაბლა ჩამობრძანდა ჯანყითა და ბურუსით (ბოდიშს ვიხდით ბ. ხონელთან, რომლისთვისაც ეს ჯანყი და ბურუსი იმ წითელ მაუდად გარდაქცეულა, რომელიც ისე აფეთიანებს ისპანიის ცირკში მოზვრებს!) გარემოცული პარნასიდამ საომრად, და რა გამოვიდა? ის, რასაც რუსულად იტყვიან ხოლმე, რომ Гopa poдила мишь. ვნახეთ მისი მკლავის ძალა, გამოტყორცნილი ისრის პირი, რაზმათა წყობა, – გულში გაგვეცინა და ვსთქვით: „He так страшенъ онъ, какъ его малюютъ! მონადირეს მაშინ უჭირს, მინამ ნადირი სოროში იმალება, თორემ რაკი მინდვრად გამოიგდებს, მაშინ იმის კამათლები დუშაშია მოსული.

* * *

რა მოხდა შემაწრწუნებელი! რისთვის იწუხებს თავს „ივერიის“ რედაქტორი და მთელის თვის განმომავლობაში აწუხებს თავის მკითხველებს, რომელთაც მისს დახლში თუმანი შეუტანიათ? თუ თქვენი თავდაპირველი განძრახვა ყოველ დღიური გაზეთის დაარსებისა იყო ერთად ერთი პიროვნების უშვერი ლანძღვა-თათხვა, მაშინ თქვენ, საზოგადო მოღვაწედ ცნობილს კაცს, არ უნდა გეკადრათ და საზოგადოებისათვის მიგემართათ ნივთიერი შემწეობისათვის. ლანძღეთ და ათრიეთ, კნიაზო, ვინც გნებავთ,—თუ იმედი გაქვთ, რომ ამ ნაირი თქვენი ვარჯიშობა მშვიდობიანად ჩაგივლით, — თქვენის საკუთარის ხარჯით, და არა საზოგადოებისა, რომელსაც სრული უფლება აქვს მოგთხოვსთ თავისი საფასის მაგიერ რამე სასარგებლო გრძნობისა და გონებისთვის. სრული უფლება მაქვს გკითხოთ, ბატონო; რომელი უფრო უპატიოსნებაა თქვენი გაზეთიდამ რუსულად გადაღება რომელიმე ფაქტისა, თუ საზოგადოების ხარჯით დაქირავება სხვა-და-სხვა ლაშფანდურა დიაცებისა ერთის კაცის სათათხავად? დავით სოსლანმა მოგპარათ თქვენ რა? სარჩო საბადებელი? — არა. —გულის საყვარელი?—არა. ფილოსოფიური, მათემატიკური, მედიცინური გამოკვლევა, თუ პოეტური თხზულება? — არა და არა! მაშ რა? — ის, რომ ფშავლებში ხევისბრობა და წაწლობა ჩვეულებათ არისო და ზედაც დაატანა: „თუმცა მეც ვიცი მათი ჩვეულება, მაგრამ რადგანაც „ივერიაში“ დაბეჭდილი სტატიების ავტორმა, როგორც ბუნებით ფშაველმა უფრო კარგად იცისო, ამიტომ მისგან მოგროვილი მასალითა ვსარგებლობო. მარტო ეს არის მისგან ჩადენილი საქმე, რომლის შესახებაც თქვენს მკითხველებს არწმუნებთ: „თუმცა დავით სოსლანი ამდენ ლაპარაკად არა ღირს, მაგრამ მისგან ჩადენილი საქმე იმ გვარია, რომ უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება“. გატეხილს მოგახსენებთ და კადნიერებისთვის ნუ შემრისხავთ: თქვენის ერთის თვის, ყოვლად უსაფუძვლო კამათით დავით სოსლანის საძაგლობა კი ვერ დაამტკიცეთ და მკითხველ საზოგადოებას კი თვალები აუხილეთ და ზოგიერთი ბურუსით მოცული საგანი ცხადად დაანახვეთ. მაგალითებრ, თქვენ ნათლად დაუმტკიცეთ საზოგადოებას, რომ თქვენ მტრობას და სიმძულვარეს დავით სოსლანისადმი საზღვარი არა აქვს: თქვენ ერთხელ კიდევ დაამტკიცეთ, რომ წყალწაღებული ხავს ეჭიდება; თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ კაცს რომ ღმერთი გაუწყრება, პირველად ჭკუას წაართმევს და სხ. მაშ თუ თქვენ კატონის მოქალაქობას სჩემოთ და პურიტანულს მტკიცე ზნეობას, რატომ არ აშკარავებთ საქვეყნოდ იმ ვაჟ-ბატონების ბილწ მოქმედებას, ვისაც თანამოძმის და მთელი საზოგადოების უმეცრებით უსარგებლია და თავისი ჯიბე გაუსუქებია? მისაც ქონება და სახელი შეუძენია ქურდობით, ავაზაკობით, ცბიერებით და ათას ნაირი ავ-კაცობით? ვისაც გაუქელავს და შეუგინებია უმანკო ქალის წრფელი გრძნობა, განუსაზღვრავი ნდობა და ის ღარიბი ბოლოს უგრძნობელი ოქროთ სავსე ტომარაზედ გაუცვლია?.. განა თქვენსავით მოღვაწევობს ის, ვისაც მართლა თავი დაუვიწყნია საზოგადოების კეთილდღეობისთვის? როდესაც ნაპოლეონ პირველი იმპერატორის ტახტზედ ავიდა, ერთმა კარის კაცთაგანმა შესხმა მოახსენა და დიდი ფრთები შეასხა მის მაღალ ნიჭს, რადგანაც კაცობრიობის ისტორიაში სამაგალითო იყო რომ არტილერიის პოდპორუჩიკი საფრანგეთის იმპერატორად გახდა. ნაპოლეონმა მწარედ გაიღიმა და უპასუხა: მე ჩემს ბედს მაინც ვემდური, რომ გვიან დავიბადეო, ამიტომ რომ როდესაც ალექსანდრე მაკედონელი ინდოეთში მივიდა და თავის თავი იუპიტერის შვილად გამოაცხადა, ყველამ დაუჯერა და თაყვანი სცაო. მეც რომ ეხლა იმისავით მოვიქცე, უბრალო, სოფლელი დედაკაციც კი სიცილით მოკვდებაო. თქვენთვის, პატივცემულო. ილია, საჭიროა ყოველთვის ხელის გულზედა გქონდეთ ეს დაწერილი...

* * *

ბ. ხონელი! ჰმ, ხონელი! სასაცილობაზედ გადიმეტია ამ ვაჟბატონის თავხედი გამბედაობა და ვითომ პოლემიკური ვარჯიშობა. ჩვენ დაწვრილებით ვიცით, როგორც იწერება „ივერიის“ თანამშრომლების სტატიები და ამიტომ არას ვიტყვით ამ ლიტერატურულ ყვინჩილაზედ, რადგანაც არა უწყის, რასა ჰშვრება. ან კი რა ითქმის იმისთანა „ლიტერატორზედ“ (აფსუს!), ვისაც ირონია ვერ გაუგია და ბ. მირიანაშვილსა სწამებს „კოზლიკის ხმაზედ სიმღერების გავრცელებასა ქადაგობსო?.. ერთის სიტყვით, რუსეთის გამოჩენილი პოეტისა არ იყოს,

,, Стыдить лжеца.....
И спорить съ «иверіицами все тоже,
Что черпать воду рѣшетомъ.
Отъ сихъ троихъ избавь насъ Боже!"
მთიული.
 

მთიული.