The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1893
1893

 
 

1893    
     

1893  20 ივლისი  

   

 

   

საგურამოში „ილიაობის“ აღსანიშნავ წვეულებაზე უღებენ ფოტოს იმ გლეხებთან ერთად, რომლებიც ულოცავენ სახელობის დღეს.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 201.

ფოტო

     

1893  20 ივლისი   

   

 

   

საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე სუფრასთან უღებენ ფოტოს.

   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი,

ფოტო

დათარიღება:

ფოტო უთარიღოა, მაგრამ მის უკანა მხარეს დაცული მინაწერიდან ცნობილია, რომ გადაღებულია ილიაობაზე და ილია ჭავჭავაძის მარჯვნივ ზის ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრანელი. რამდენადაც ეს პიროვნება 1895 წლის 11 მარტს გარდაიცვალა, ფოტო 1895 წლამდე ილიაობის რომელიმე წლის წვეულებაზე უნდა იყოს გადაღებული. ბუნებრივია, რომ ამ წვეულებაზე მისული ფოტოგრაფი მხოლოდ ერთ ფოტოს არ გადაიღებდა. ჩვენთვის ცნობილია 1890 და 1893 წლის ფოტოები. 1890 წლისაზე ილია ჭავჭავაძეს შავი ფერის სამოსი აცვია, 1893 წლისებზე და ამ ფოტოზე კი - თეთრი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იგი 1893 წლის 20 ივლისს არის გადაღებული.