The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გერმანულ კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ლაშქარაძე დავით 

გერმანულ კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“

თბილისი — 1981

წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ შემოქმედებითად იყენებდა ილია ორ ჭავჭავაძე გერმანული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლების (ლესინგი, ჰელდერლინი, გოეთე, შილერი, ჰაინე) პროგრესულ შეხედულებებს და გაანალიზებულია გერმანული კლასიკური პოეზიის ნიმუშთა ილიასეული თარგმანები. ილიას ჰაინეს მიბაძვით სამი ლექსი შეუთხზავს. მათგან „მეცა მქონია კარგი მამული“ მიბაძვაა მესამე ლექსისა ციკლიდან „უცხოეთში“:

]Ich hatte einst ein schönes Vaterland. Der Eichenbaum Wuchs dort so hoch, die Veilchen nickten sanft. Es war ein Traum. Das küßte mich auf deutsch und sprach auf deutsch (Man glaubt es kaum, Wie gut es klaug) das Wort: ,,Ich liebe dich“ Es war ein Traum.

„ილიას ჰაინეს მიბაძვით სამი ლექსი შეუთხზავს. მათგან „მეცა მქონია კარგი მამული“ მიბაძვაა მესამე ლექსისა ციკლიდან „უცხოეთში“:

Ich hatte einst ein schönes Vaterland.
Der Eichenbaum
wuchs dort so hoch, die Veilchen nickten sanft -
es war ein Traum.

Das küßte mich auf deutsch und sprach auf deutsch
(man glaubt es kaum,
wie gut es klang) das Wort: "Ich liebe dich" -
es war ein Traum.


ერთხელ მეც მქონდა მშვენიერი მამული. მაღალი მუხა იზრდებოდა იქ და ნაზად მიკრავდნენ თავს იები. ეს იყო სიზმარი. იგი (სამშობლო) გერმანულად მკოცნიდა და გერმანულად მეუბნებოდა (ძნელი წარმოსადგენია რა კარგად ჟღერდა) სიტყვებს „მე შენ მიყვარხარ!“. ეს იყო სიზმარი).

ჰაინეს პატრიოტული ლირიკის ამ ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშში სევდა სამშობლოდან მოწყვეტილი ლირიკული გმირისა, რომელსაც ნაზად მოუხმობს უკან იქ დატოვებული სიყვარული (Die Liebe, die dahinten blieb, sie ruft dich sanft Zurick, — ვკითხულობთ ამ ციკლის პირველ ლექსში) გამოწვეულია იმით, რომ „მშვენიერი სამშობლო“ მარტოოდენ სიზმარი იყო. ილიას მიბაძვაშიც —

მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფრენდა ბედი მღიმარი, –
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი,
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, –
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

ზედმიწევნით რომ არის შენარჩუნებული ორიგინალისეული განწყობა, სამშობლოს ბედით დამწუხრებული ლირიკული გმირის სევდის მიზეზი ისაა, რომ ოდესღაც ბრწყინვალე დღეთა მქონე მის მამულში ახლა სიზმრად ქცეულა ბედნიერება, - სიყვარული და ერთგულება.

დიდხანს დაუდგენელი იყო წყარო ილიას თარგმანებში მოთავსებული ლექსისა „სიხარული“ —

სიხარული ჰგას გზის პირას გაზდილს,
გავლით მოწყვეტილს სუნნელსა ყვავილს,
რომელიც ხელში დიდხანს არ გრჩება,
მცირეს ხანს გატკბობს და მერე ჰჭკნება.

რომელსაც ილიას მიერ მიწერილი აქვს „მიბაძვა“.

ი. კენჭოშვილმა სწორად მიაკვლია, რომ იგი მიბაძვაა ჰაინეს ლექსისა*. მართლაც, „სიხარულის“ წყაროს წარმოადგენს ჰაინეს „ლამენტაციების“ ორსტროფიანი ეპიგრაფის პირველი სტროფი, —

 

*.  ირაკლი კენჭოშვილი, ორი კომენტარი ილია ჭავჭავაძის თარგმანებისადმი, იხ. კრებული „ლიტერატურული ურთიერთობანი“, 1969, გვ. 352 353; აგრეთვე „ლიტერატურული გაზეთი“, 1962, № 18, გვ. 4.

Das Glück ist eine leichte Dirne
Und weilt nicht gern am selben Ort:
Sie streicht das Haar dir von der Stirne
Und küßt dich rasch und flattert fort.

(ბედნიერება ჰგავს მსუბუქი ყოფაქცევის გოგონას, რომელიც დიდხანს ერთ ადგილზე არ ჩერდება. თმებს გადაგიწევს შუბლზე, სწრაფად გაკოცებს და გაფრინდება), რომლის დედააზრი და ინტონაცია მიბაძვაში მთლიანად შენარჩუნებულია.“.

„ვ. კავთიაშვილის მტკიცებისამებრ, ი. ჭავჭავაძის ლექსი –

ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ჰღვრიდა,
ბედს და სიყვარულს მოთქმით დასტირდა,
მის ცრემლი დამჭკნარს ვარდს დასდიოდა
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვიოდა!

მოვიდა სხვა დღე, - განქრა მის დარდი,
მას ხელთა ეპყრა სხვა ტურფა ვარდი,
იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა -
და მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა!


წარმოადგენს მიბაძვას ჰაინეს ლექსისა —

Ich hab' im Traume geweinet
Ich hab’ im Traum geweinet,
Mir träumte, du lägest im Grab.
Ich wachte auf, und die Träne

Floss noch von der Wange herab.
Ich hab’ im Traum geweinet,
Mir träumt’, du verliessest mich.
Ich wachte auf, und ich weinte

Noch lange bitterlich.
Ich hab’ im Traum geweinet,
Mir träumte, du wär’st mir noch gut.
Ich wachte auf, und noch immer
Strömt meine Tränenflut.

(ძილში ვტიროდი, მესიზმრა, თითქოს საფლავში იყავ მდებარე. გამომეღვიძა და ცრემლები კვლავ ჩამომდიოდა ლოყებზე. ძილში ვტიროდი, მესიზმრა, რომ შენ მიმატოვე. გამომეღვიძა და დიდხანს მწარედ ვტიროდი. ძილში ვტიროდი, მესიზმრა, რომ შენ ჩემთან რჩები. გამომეღვიძა და კვლავ ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა თვალებიდან).

შესადარებელ ლექსებში სიტუაციისა და მოტივის სხვადასხვაობის მიუხედავად (ჰაინეს ლირიკული გმირი სატრფოს მიმართავს უშუალოდ: სიზმრად გიხილე საფლავში მდებარე, გული გაგცივებოდა, მიმატოვე და კვლავ დამიბრუნდი და სამივე შემთხვევის გამო სიზმარში ატირებული გამოღვიძების შემდეგაც ვაფრქვევდი ცრემლებსო. ილიას ლირიკული გმირის ცრემლთა ღვრას კი პირველ სტროფში დამჭკნარ ვარდად ქცეული ბედისა და სიყვარულის მოთქმით დამტირებელი სატრფოს ცხადად ხილვა იწვევს, ისევე როგორც რამდენიმე ხნის შემდეგ ცხადადვე ხილვა დარდგადაყრილი იმავე სატრფოსი, რომელიც ახლა „სხვა ტურფა ვარდს“ „ტრფობით დაჰღიმოდა“), ილიას „ვიხილე სატრფო“ განწყობილებით და ინტონაციით ისე ახლო დგას ჰაინეს „ძილში ვსტიროდისთან“, რომ იგი, უეჭველია, ამ ლექსის შთაბეჭდილებით არის ნაკარნახევი. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „ვიხილე სატრფოს“ შექმნის დრო (1858 წ. ოქტომბერი) ემთხვევა პერიოდს, როცა ილია, როგორც ჩანს, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ჰაინეს პოეზიით. სწორედ ამ პერიოდშია თარგმნილი „როცა შევყურებ მე შენს თვალებსა“ და „ლოყით მოეპყარ ჩემსა ლოყასა“ (ორივეს თარგმანი შესრულებულია 1858 წ. დეკემბერში); თითქმის იმავე პერიოდშია მეთხზული ორივე მიბაძვაც: „მეცა მქონია კარგი მამული“ 1858 წ. იანვარი) და „სიხარული“ (1859 წ. მარტი)