The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ეხლანდელი ქართული ჟურნალგაზეთების მიმართულება
ეხლანდელი ქართული ჟურნალგაზეთების მიმართულება

თუმანიშვილი გიორგი

ეხლანდელი ქართული ჟურნალგაზეთების მიმართულება

მე. განზრახვა მაქვს ამ სტატიაში გამოვხატო ორიოდე: სიტყვით ჩვენი ეხლანდელი ჟურნილ-გაზეთების მდგომარეობა. ის ამ უკანასკნელ დროს შეიცვალა, ბევრად, შეიცვალა; მაგრამ რაში შესდგება ეს ცვლილება და რა იმედს გვამლევს ის მომავალში, ამაზე არაფერი წარმოთქმულა აქამდთ მწერლობაში.

საკვირველიც არ არის, რომ ამ ცვლილებაზე არავინ სმას არ იღებს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ყოველ ახალ საქმეს, ცვლილებას თან მოჰყავს ლი კაცები. ქართულ მწერლობაში კი ისე წავიდა საქმე, რომ იმის მდგომარეობა თუმცა ძრიელ გამოიცვალა, მაგრამ იმის მედროშენი კი ისევ ისინი დარჩნენ, რომელნიც იყვნენ ადრე.

ამ ხუთიოდ, ათიოდ წლის წინათ და ეხლა სულ სხვა-და-სხვა კილოთ ლაპარაკობდა ქართული მწერლობა, მაგრამ ვინც ამ ათიოდ წლის წინათ მუშაობდა ქართულ მწერლობისთვის, ისვე დარჩა ეხლაც. ილ. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, გ. წერეთელი, ს. მესხი, პ. უმიკაშვილი და სხვ. არ გამოსალმებიან ქართულ მწერლობას ამ უკანასკნელ თუთხმეტიოდ, ათიოდ წელიწადს.

მაგრამ რაც ეპატიებათ ამ მწერლლბს, ის ვერ მეპატიება მე, რომელსაც არ მიმიღია დიდი მონაწილეობა იმათი შრომაში და დრო და ღონისძიება მქონია აუჩქარებლივ თვალ-ყური მედევნა იმათ მიმართულებისათვის.

ვხედავ დიდ ცვლილებას ამ უკანასკნელ სამიოდ წლის ქართულ ჟურნალ-გაზეთობაში და მსურს ეს ვუჩვენო ცხადად მკითხველს.

-----------------

ხალხი არ ჰავს ყაზარმას და სალსის შვილი — სალდათს ხალხში მოიპოვება ყოველთვის ასიოდ, ათიოდე კაცი, რომელიც ბევრად მაღლა დგას თავის მოძმეებზე ან ჭკუით ან პატიოსნებით კეთილ-სინიდისიანობით. ამგვარათ გამორჩეული კაცები ყოველთვის სცდილობენ გაანათლონ თავიანთი მოძმეები და გააუკეთესონ იმათი ზნეობა. ამგვარათ აღმაღლებული პირები ბევრს ქადაგობენ, ბევრს სწერენ თავიანთ ქვეყნის სიკეთისთვის. ესენი არიან წინწამდგმელნი კაცობრიობისა, იმის ნათელი. მაგრამ მათი რიცხვი ცოტა. ყოველ ხალხს ჰყავთ იმათზე მეტი: ზარმაცი, უხეირო, უგონო და უმეცარი ადამიანი. ეს წვრილმანი ადამიანები არ ცდილობენ არასდროს ახალ გზის გაკაფვას, ისინი მხოლოდ მუშაობენ ძველ გზაზე, მის ოღრო-ჩოღროებს, ხიდებს უკეთებენ და სწმენდენ ყოველ გვარ ნაგავს, თუმც არ იციან სად მიიყვანს იმათ ეს ძველი გზა, რომლისთვისაც ისინი ამდენს იწუწებიან ოფლში.

--------------------

ამ თუთხმეტიოდ წლის წინათ ჩვენ საზოგადოებაში შემოვიდა ახალი თაობა ახალი აზრით, ახალი სწავლით, ის გვიქადაგებდა გლეხების განთავისუფლებას, დაბალ ხალხის განათლებას, ჩქარ და სწორე სამართალს და სხვ.; ერთი სიტყვითსუყველა იმას, რაც ჩვენდა დაუვიწყარად, ჩაიწერა მაშინდელ რუსულ ჟურნალებში.

„საქართველოს მოამბე“, პირველდროინდელი „დროება“ (1866 — 1874 წ.), „კრებული“ და უმეტესი ნაწილი „მნათობისა“ იყო ქადაგება და მხოლოდ ქადაგება. აიღებდით ლექსს; ის თქვენ არ დაგატკბობდათ მუზიკალურ რიფმებით ან ბუნების აღწერით. არა, იმას სსვა მიზანი ქონდა. წავიდოდა, ივლიდა, ივლიდა და ბოლოს მაინც ან გლეხის თავისუფლებაზე დაგუგუნებდა ან ხალხის სიყვარულ ზე და განათლებაზე. აიღებდით მოთხრობას რომანს. თქვენ ვერ იპოვიდით იქ საყვარლების დაწვრილებით ამბავს, იმათ ტანჯვას და სიტკბოებას; ვერ იპოვიდით იქ ვერც ლამაზ სურათებს. მთელი მოთხრობა დაწერილი იყო - ან ჩვენებურ ბატონების და ვაჭრების გასაკიცხავად ან მუშა კაცის სანუგეშებლათ. იგივე ითქმის ყველა ადრინდელ ქართულ ჟურნალის ან გაზეთის ნაწილებზე. უკანასკნელი ფურცელი რა არის? მაგრამ იქაც კი საცინელ ანდაზების მაგიერ იპოვიდით დარიგებას: ესე და ესე უნდა მოიქცე, რომ არ გაცივდეო; ესა და ეს წიგნი უნდა წაიკითხო, რომ არ გაბრიყვდეო. ფაქტები, ახალი ამბები იყო ცოტა ჟუნალ-გაზეთებში, მაგრამ რაც იყო მხოლოდ იმისთვის იყო. რომ რამე ახალ აზრის სიმართლე დეემტკიცებინათ ან ძველი ცრუ მორწმუნება მოესპოთ. ვინ იფიქრებდა მაშინ „მაზანდებზე“, ყოველდღიურ გაზეთებზე, სხვა-და-სხვა წვრილმან ტელერამმებზე და კორრესპონდენციებზე მოსავლის და მამასახლისების შესახებ. მაშინ იწერებოდა უეჭვე- ლად სტატია და არა პატარა შენიშვნა, მოთსრობა და არა უმნიშკნელო ფოტოგრაფიული სცენა, თვიური და წლიური „მიმოხილვა“ და არა „დღიური“.

მაგრამ 1875 წ. სურათი გამოიცვალა ჟურნალებმა სული დალიეს, დროებამ კი იწყო კვირაში სამჯერ გამოსვლა. ამის გამო ის დაპატარავდა წვრილმან ამბებმა. ერთი სიტყვით „დროება“ აღარ იყო, ამ წლიდამ დაწყობილი, საზოგადოების წინამძღოლი, იმის წინასწარმეტყველი, ახალის გზის გამნათი გული, ის შეურიგდა საზოგადოებას და ჰკითხა: „რა გნებავს, მოგართვაო?» ჩქარა გაიგო „დროებამ რა იამება ჩვენ მკითხველებს და მას აქეთ ის ცდილობს ყოველ ღონისძიებით დააკმაყოფილოს იმათი დღიური მოთხოვნილებაა.

ერთი სიტყვით ქართულ გაზეთმა გახადა თავის მიზნათ ყოველგვარ ახალი ამბების გავრცელება საზოგადოებაში, გახადა თავის მიზნათ ის, რაც აქვს მიზნათ უმეტეს ნაწილს რუსული და ევროპიულ ჟურნალ-გაზეთებისას,

------------

1877 წლიდამ დაიწყო გამოსვლა. ახალმა ქართულმა გაზეთმა „ივერიამ“, რომლიც რედატორათ , გახდა პირველი მქადაგებელი ახალი აზრებისა ქარ თულ მწერლობაში, თავის დროზე განთქმულ «საქართველოს მოამბის! რუდაქტორი ილ. ჭავჭავაძე: ბევრს ეგონა, რომ ილ. ჭავჭავაძე დაგვიბრუნებს იმას რაც დავკარგეთ, გამოსცემს ჟურნალ-გაზეთს, რომელსაც ექნება მტკიცე რჯული, თავის საფუძვლიანი აზრი ჩვენ საზოგადობრიგ წყობილობაზე არ ეგვანება „დროებას“, რომელიც გახდა ახალ ამბების და ანდაზების პაწაწა ფურცლათ. მართლადაც, „საქართველოს მოამბის“ რედაქტორმა მოიგონა თავის ძველებური კილო და მოჰყვა ქადაგობას. ეს ქადაგობა გამოვიდა მკითხველების წინ შეხვეული მძიმე და სიდუმლო (ე. ი. გაუგებარ) სიტყვებში და ყველა დააფრთხო; მერე იცვალა ტანისმოსი, ეჩვენა ქვეყანას მარტივად, შინაურულად ჩაცმული და ამ დროს ნამდვილად აღმოჩნდა, რომ „ივერიას“ არ შეუძლიან ახალი, ცოცხალი აზრის თქმა, რომ ის იმეორებს თავის ძველ„მრწამსს“ დუნეთ, რომ ის დაუმოყვრდა უნიჭო მწერლებს, რომელნიც ღეჭვენ*  საანბანო ჭეშმარიტებაებს, მაგ., „თავის მოძმე გიყვარდესო“ (ბედკრულაძის სტატიები) ან „ჭკუასა შენსას ნუ მისცემ დაძინებსა“ (წაკოლა — ცის სტატიები) და სხვ.

ერთი სიტყვით ძველ გზაზე დაბრუნების ცდამ ჩაირა ფუჭად და „ივერია“ იძულებული გახდა მიეღო იგივე მიმართულება, რა მიმართულებაც მიიღო «დროებამ“. „ივერიაში“ იკითხებოდა მხოლოდ კორრესპონდენცია, რომელიც შეგვატეობინებდა ახალ ამბებს, საინტერესოებს ყველასთვის ერთგვარად, როგორ ახალგაზდობისთვის, ისეთვე ძველ თაობისათვის, როგორც განათლებულებისათვის, ისე უმეცრებისათვის; ახალი ამბებს, რომელნიც არ გვიღიძებდნენ ახალ აზრებს, არ გვაყენებდნენ ახალ გზაზე.

ამის გამო „ივერიისა“ და „დროების“ შუა იყო მხოლოდ ძლიერ მცირე განსხვავება. „დროება“ გამოდიოდა ყოველ დღე, „ივერია“ — ყოველ კვირა, — და ამის გამო „ივერია“ ახალი ამბების და გასართობ მოთხრობების შეტეობინებით იგვიანებდა და ნაკლებად აკმაყოფილებდა მკითხველს, ვინამც ყოველდღიური „დროება“. ამას იქით „ივერია“ გამოვა“ თვეში ერთხელ და თუ სულ მთლად არ შეიცვალა თავის ხასიათი, უფრო დაუვარდება „დროებას“, რადგან თვეში ერთხელ გამომსვლელ ჟურნალს შეუძლიან უძღვნას თავის ფურცლები მხოლოდ ძველ, დამჭკნარ ამბებს (მაგ. ისტორიულ, სტატიებს და საზოგადოთ სამეცნიერო სტატიებს). ამ შემთხვევაში ჟურნალის დახსნა საბოლოვო დაღუპვიდამ შეუძლიანთ მარტო იმ რომანებს, რომელნიც იწერებიან მკითხველების გასართობლათ და იმათ პირუტყულ გრძნობების გასაღვიძებლათ. მაგრამ იმედია, „ივერია“ „ცისკრობას“ არას დროს არ იქმს და არ იხმარებს ამ გამრყვნელ ღონისძიებას.

მე ზემოთ ვთქვი: ჩვენი ჟურნალ-გაზეთები დაადგნენ იმ გზას, რა გზასაც დიდიხანია ადგია რუსული და სხვა ევროპიული ჟურნალ-გაზეთობა.

ამას საჭიროა ესლა დაუმატოთ, რომ ამ ორ მწერლობის შუა კარგა დიდი განსხვავებაც არის ჯური ურთა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ისე არ არის გავრცელებული ცნობის მომარეობა, რომ შეიძლებოდეს იმგვარ დიდ გაზეთების გამოცემა, როგორასაც ვხედავთ ევროპაში, ქართული პატარა გაზეთი კი, შეძლებას მოკლებული, ჩვენ ქვეყნის ამბებსაც კი ვერ ასწროს შეგატყობინოს დროზე. ვისაც ინჩი ესმას რუსულ-ენაში, ეტანება რუსულ გაზეთებს, რადგან ამათ მეტი ღონისძიება აქვთ უფრო ჩქარა და დაწვრილებით მოგვიტანონ ახალი ამბები.

ქართული გაზეთი ვერ აკმაყოფილებს ვერც იმ ქართველს, რომელმაც იცის მხოლოდ თავისი ენა. რადგან ქართველ მწერლების და სალხის შუა გავლილია ბედით ღრმა ხევი. უნივერსიტეტელმა განათლებულმა კაცმა არ იცის როგორ დაელაპარაკოს შინაურად ნასწავლს. იმათ ერთმანერთისა არ ესმით, თითქო სხვა და სხვა შორეულ ქვეყნებში იყვნენ დაბადებულები. ჩვენებურ ჟურნალისტს არა აქვს ისეთი მსუბუქი, ადვილი გასაგები ენა და ცოდნა რომ თავისკენ მოიზიდოს უმეცარ მკითხველის გული. ცარიელი ტელეგრამმების ბეჭდვა იმათ მნიშვნელობის აუხსნელათ, სხვა და სხვა ევროპიულ სიტყვების უადგილოთ ხმარება „ინტერესების“, „ტრაქტატების“ და სხვა ამ გვარების ყველგან ჩაჩხერა და სხვ. უეჭველია, ბევრად აფთხრობს ქართველი მკითხველს, რომელსაც არაფერი არ გაეგება ეხლანდელი ევროპის პოლიტიკურ, მდგომარების, მაგრამ გაზეთს კი იღებს, რომ შეიტყოს ეს.

ევროპიული გაზეთები თავიანთ მკითხველებს აკმაყოფილებენ კიდევ სხვაფრივათაც ევროპიული „მოამბე“ როცა გიამბებთ რამე ახალს უეჭველია ამის გამო თავისი შეხედულობასაც გამოაჩენს. ეს შეხედულობა, აზრი არის მასთანავე ნაყოფი არა მარტო „მოამბის“ რედაქტორის, არამედ საზოგადოების რომელიმე ნაკუწისაც. სავრანგეთში თითქმის ყოველ გაზეთს უნდა ქონდეს რამე ფერი (უფერულობა მისთვის სიკვდილია), უნდა იყოს გამომთქმელი ხალხის რომელიმე ნაწილისა, უნდა იყოს ან ბონაპარტიელი, ლეგიტიმური, ორლეანური, სოციალისტური, ან რესუბლიკური. იგივე ითქმის სხვა ევროპიული გაზეთებზედაც. რუსულ გაზეთებსაც კი აქვთ ფერი. ყველამ იცის რა ხალხის გაზეთია „მოსკოვის უწყებები“ ან „რუსული სიმართლე“.

ერთი სიტყვით ყოველი ევროპიული „მოამბე“ გრძნობს მოთხოვნილებას აყვეს მთელ საზოგადოებას ან იმის რომელიმე ნაწილს და გამოსთქვას იმის მწუხარება და სიხარული. საზოგადოებაც სიამოვნებით კითხულობს გაზეთს, რადგან ხედავს იმაში თავის აზრებს ლამაზი ლიტერატურულ ფორმაში გახვეულებს, დაგვირგვინებელებს მახვილ შაირით ან მჭევრმეტყველობის შუშხუნით.

ეს სულ სასიამოვნო ამბავი იქნებოდა, თუ რომ ერთ გარემოებას არ ჩაეშხამებინა ჩვენთვის ეს სიამოვნება. უნდა გვახსოვდეს, მკითხველო, რომ მწერლობა და იმის შეყვარება—განათლების, სწავლის ნაყოფია და სწავლაც მეტად ნაზი, განებივრებული, ჭირვეული არსებაა, იმის გულის მოგება შეიძლება მხოლოდ შეძლების მქონე კაცისათვის, რომელსაც დრო აქვს იმას დასდიოს და მუყაითად მოუაროს; ამიტომაც განათლებულ ევროპაში გაზეთები ემსახურებიან განათლებულებს, რომელნიც არიან მასთანავე უმეტეს ნაწილად შეძლებული პირები...

მადლობა ღმერთს! ამ მდგომარეობაში არ არის ქართული ჟურნალ-გაზეთობა. ის მართალია შეურიგდა ჩვენ ნახევრად განათლებულ საზოგადოებას, ცდილობს დროზე შეატყობინოს, რაც იმას იამება, ცდილობს გაართოს ის ლექსებით და მოთხრობებით, რომელნიც არ შეაწუხებენ, არ გააღვიძებენ ღრმა ძილისაგან; მაგრამ ამასთანავე ქართული ჟურნალ-გაზეთობა თაყვანს არ სცემს იმდენათ ჩვენ ნახევრად განათლებულ საზოგადოებას, რომ ევროპიულ გაზეთებსავით წაახალისოს ის მოდნურ უგვარობის ჩადენაში და ცრუ-მორწმუნაებაების გავრცელებაში.

ევროპაში შეძლებულმა კაცმა რაც უნდა ტუტუცობა ან უსვინიდისობა ჩაიდინოს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ამ ყოველთვის მოიპობა იმისთანა მწერალი, რომელიც, რო დაასაჩუქროთ, ქვეყანას დააყრუებს ამ ტუტუცობის და უსვინიდისოპის განთქმით.

მართალია ესვე უგვარობა მასხართ აიგდებს სხვა გაზეთებში, მაგრამ გულ-გრილად უყურებ ამ განკიცხვას, რადგან ეჭვში ხარ, ვინ იცის ეს გამკიცხავი, შესყიდული მტყუანიაო.

ამ გვარი ეჭვი ჩვენში, მადლობა ღმერთს, სანამ უადგილოა. ქართული ჟურნალ-გაზეთები კვერს არა უკრაკენ ყოველ საზოგადოების შეცდომას.

მართალია ქართული ჟურნალ-გაზეთობა აღარ კისრულობს თავის ძველ როლს სამშობლოს მასწავლებლისას და წინასწარ-მეტუველისას, მაგრამ არც მთლად ურიგდება თავის ახალ მკითხველს და ხშირად ჩუმად არის, როცა ჩვენი მითომ განათლებული საზოგადოება აღელვებულია რამე ახალ ამბით. მოიგონეთ, მაგალითად, ქართულ გაზეთების შარშანდელი სიჩუმე, ანუ უკეთ ვთქვათ, მხთალი ბუტბუტი სიღნაღის არეულობაზე და ანდრეევსკის ქალის მკვლელებზე; ეს ორი საქმე დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევდა ქართველი განათლებულებს, ათასი აზრი გამოითქმებოდა ამ საქმეების გამო იმათგან და ქართული გაზეთები კი ჩუმათ იყვნენ. ამ ორმა ამაღელვებელმა საქმემ იმათში არ დაბადა არც ერთი ახალი აზრი, არ მიაცემინა პასუხი მკითხველის ცნობის მოყვარეობაზე, არ აყვა საზოგადოებას, არ დაუკრა იმას ტაში და არც უკიჟანა.

ქართულ ჟურნალ-გაზეთობამ ირჩივა უფერულობა, რომელიც რასაკვირველია ბევრად სჯობია ჭრელ საეჭვო ფეროვნებას ევროპიული გაზეთებისას, და ბევრად დაუვარდება ადრინდელ ქართულ ჟურნალ- გაზეთობის ქადაგებას.

-------------

მოვიყვანთ აქ რამდენიმე მაგალითს.

მოიგონეთ ის მწერალი, რომელიც ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა ქართველ მკითხველებზე ამ ამ ათიოდ-თხუთმეტიოდე წლის წინათ: ილ ჭავჭავაძე, იმის მაგიერობა ამ უკანასკნელ სამიოდ-ოთხიოდ წელს არავის არ უკისრნია, ისვე პოეტი მოქმედობს ქართულ ლიტერატურის ასპარეზზე, თუმც იმის მეათედი გავლენა არა აქვს, რაც ადრე ჰქონდა. რატომ? ამას გაიგებთ ადვილად, გაიგებთ ადვილად, რომ შეადაროთ იმის ძველი და ახალი ლექსები.

აიღეთ გინდ „მუშა“ და „პოეტი“, რომელნიც იყვნენ დაბეჭდილნი „საქართველოს მოამბის“ პირველ ნომრებში და ისე ძრიელ მოსწონდნენ ახალგაზდობას, რომ იზეპირებდა კიდეც მათ. შეადარეთ ეხლა ეს ლექსები შარშანდელ პოემას იგივე პოეტისას; „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც მოიწონა ერთმა, ორმა მწერალმა, წაიკითხეს „ივერიის“ მკითხველებმა და ჩქარა დაივიწყეს. ზოგმა წაიბუტბუტა: ჭავჭავაძეს აღარ აქვსო ძველებური პოეტიური ნიჭი და ამით გათავდა ის შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა თავის წამკითხავებზე. ილ. ჭავჭავაძის ახალმა ლექსმა. მაგრამ რისგან წარმოსდგა, რომ ასე ცივად დახვდნენ იმას? ნუთუ მართლა ჭავჭავაძის პოეტიური ნიჭი დასუსტდა? არა, ეს არ ითქმის, „დიმიტრი თავდადებული“ დაწერილია უფრო მსუბუქ ლექსით და ცოცხალ ხალხურ ენით, ვინამც „მუშა“ ან „პოეტი“, მართალია თქვენ შეგიძლიანთ მითხრათ რომ ის არა რის მდიდარი ნამდვილ პოეზიით ე. ი. ვერ იპოვით ცოცხალ სურათებს დახატულებს ხელოვნურად, მრავალ ფეროვან ენით, მაგრამ ვერც ეს შენიშვნა აგვიხსნის რასმეს, რადგან ილ. ჭავჭავაძის ლექსს ადრეც ნეკრასოვის ლექსის ხმა ჰქონდა დავარდნილი; იმის ხელოვნობით არავინ კვირობდა. ყველა იმის მომწონით იძახდა მარტო რა კარგი გრძნობა არის იმაში გამოთქმულიო, რა სწორე აზრია გამოყვანილიო. არც ერთი თითქმის ილ. ჭავჭავაძის თაყვანის მცემი არ იტყოდა იმაზე: მშვენიერი მცოდნეაო კაცის გულისა, საამო ჟღეროვანი ლუქსის დამწერიაო. ილ. ჭავჭავაზის და ხან-და-ხან აკ. წერეთლის ლექსს დიდი მნიშვნელობა ქონდა ამ ათიაოდ, თუთხმეტიოდე წლის წინათ ჩვენ საზოგადოებაში იმიტომ რომ ისინი უპასუხებდნენ იმ კითხვებზე, რომელნიც დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევდნენ ჩვენ განათლებულებს. ჩვენ ვპოულობდით ამ ლექსებში ახალ გრძნობას, ახალ აზრებს.

აიღეთ „მუშა“. ის დაიწერა ამ დროს, როცა ჩვენი განათლებულები თავიდამ ფეხის ფრჩხილებმდი ბატონები იყვნენ, გარდა ორიოდ ახალგაზდასი. დაცინვა ამ უგულო ბატონობაზე და ტირილი მუშა კაცის უპედურობაზე ახალი რამ იყო ჩვენ მწერლობაში, იგივე ითქმის „პოეტზე“. ამ ლექსის დაბადებამდე თითქმის მთელი ქართული პოეზია ჩაულაპული იყო „ვარდ და ბულბულის“, „წალკოტის და იადონის“, „აშიყთ ჭიკჭიკის“, სიმღერებით, არავის არ აგონდებოდა, რომ პოეტი უნდა იყოს ხალხის შვილი და იმისთვის სულდგმულობდეს, ილ. ჭავჭვაძის პოეტმა გვითხრა ახალი სიტყვა, კაცთ მოყვარეობით სავსე, მქებელი ძმობის და თანასწორობის.

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ (ამბობს ილ.ჭავჭაკაძის პოეტი)

რომ წარვუძღვე წინა ერსა.

რომ ხალხისა მოძმედ ვიყო

ჭმუნვაში და სიხარულში;

 

ხალხის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული...

 

მაშინ ციდან ნაპარწკალი

თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,

მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ

მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

ახლა გადიკითხეთ „დიმიტრი თავდადებული“ და მიბძანეთ, რაა ის ახალი აზრი, რომელსაც ის გამოგვითქვამს, იქ პოეტი დამღერის მეფეს, რომელმაც თავის დაღუპვა ირჩივნა, თავისა და თავის ქვეყნის დაღუპვას ერთად. აქ ძლიერი გმირობა არაფერია, მაგრამ რაც უნდა დიდი გმირობა იყოს,

ის არაფერს ახალს არ გვეუბნება. ყოველ ანბანში სწერია: გიყვარდეს მოძმე შენიო. ვითა თავი შენიო; თავ-განწირვით გიყვარდეს სამშობლოო. ამგვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზე სიმღერა ეხლა, როდესაც თავში გვერევა ათასი ძნელი გადასაწყვეტი საგანი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფრად გვეჭაშნიკება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასჯერ და ათასჯერ მეტი ზედმოქმედობა ექნებოდა ჩვენზე ილ. ჭავჭავაძის პოემას, თუ იმაში გამოყვანილი იქნებოდა ახალგაზდა, ცხოვრებისაგან ჯერ არ გაფუჭებულ კაცის ტანჯვა ერთ ლუკმა პურის შოვნაზე. აბა ერთი დეეხტა სწორედ ილ. ჭავჭავაძეს, რამდენჯერ ეცემა ხოლმე ტალახში ჩვენებური კაცი, რამდენჯერ ივიწყებს ის თავის წმინდა გრძნობას, რომ შიმშილით არ მოკვდეს, რამდენ სილასა სჭამს, რომ უბრალოთ არ დაიღუპოს, რა გარემოება აკვლეინებს თავს საპყრობილეში ახალგაზდა, შეძლებულ, განათლებულ კაცს, რა ადვილია ჩვენებური გლეხის დაქცევა და დაანელება და მაშინ დარწმუნებული იყავით ილ. ჭავჭავაძის ახალ პოემას ისევე დიდი გავლენა ექნებოდა ჩვენ ში, როგორიც ჰქონდა იმის „მუშას“ და „პოეტს“ ან ნეკრასოვის «Размышленія у параднаго подъьзда» ან ჰიუგოს„Les chatiments“. იგივე ითქმის აკ. წერეთლის ზოგიერთ ძველ და ახალ ლექსებზე. ამ მწერალს ადრე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მწერლობაში, ვინამც ილ. ჭავჭავაძეს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ პოეტიური ნიჭი ამისაზე ნაკლები ქონდა, არამედ იმიტომ, რომ დაშორებული იყო ის იმ ახალგაზდობისაგან, რომელსაც დააჩნდა რუსულ უკეთეს ჟურნალების ბეჭედი*  . მაგრამ ვერც აკ. წერეთელმა აიცილა სრულებით თავიდამ ამ ჟურნალების, ანუ უკეთ ვთქვათ, ჟურნალის გავლენა და იმის „მუშურს“ ილ. ჭავჭავაძას ლექსებზე ნაკლებად არ მოჰყვანდა აღტაცებაში ჩვენი დაწინაურებული საზოგადოება, იმიტომ რომ ამ „მუშურში“ გამოითქმებოდა იგივე სატირა, იგივე რჯული, რომლის მომტანნი იყვნენ რუსეთში ნეკრასოვი, დობროლიუბოვი და იმათი ამხანაგები და ჩვენში - ილ. ჭავჭავაძე.

მაგრამ ბევრმა წელმა ჩაიარა «მუშურის შემდეგ და ბოლოს დროს კიდევ დაგვხდა აგ. წერეთელი თავის ლექსებით „დროებაში“, შარშან იმან დაბეჭდა სხვათა შორის ორი ლექსი: პოემა „ორი ქართველი», და «სხვა და სხვა ერი». პირველში აღწერილია ძველ ქართველების მამაცობა; მეორეში აღწერაა სხვა-და-სხვა ერის თვისებისა; სამოთხეში ღმერთი უპირატესობას აძლევს ფრანცუზებს, რო მელთაც თავის დროშაზე

 

დასწერეს: „თავისუფლება, ძმობა და სიყვარულიო

ვისაც არ ჰსურდეს ქვეყნისთვის,

ღვთისაგან იყოს კრულიო!“

სწავლა და ხელოვანება,

სიბრძნე და მეცნიერება

მისათვის უნდათ, რომ სხვებსაც

რომ მისცენ მათ ბედნიერება!

შრომობენ შესანიშნავად,

გულ-გახსნით, პირ მომცინარ

და ჯერ არავის უნახავსთ

უსაქმურად და მძინარად.

როგორც ხედავთ, მკითხველო, არც პირველ და არც მეორე ლექსში აზრი არ არის ახალი, ღირსშესანიშნავი; ყველამ კარგად იცოდა უფ. აკ. წერეთლის ლექსების გამოსვლამდისაც, რომ ძველი ქართველები განთქმულნი იყვნენ თავიანთ მამაცობით და მეტად მოსაწონი რამ არის თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის სურვილი ქვეყნისთვის, როგორადაც სწავლის და ხელოვნების, სიბრძნის და მეცნიერების ხმარება საზოგადო სიკეთისთვის. ამგვარ ადამის-ჟმის ძველ ჭეშმარიტებაების დამტკიცება ვერ დააყრიდა ხეირს ვერც პოეტს, აკ. წერეთელზე უფრო ნიჭიანს. იმათთვის წერა მოუხდება მხოლოდ გენიოსს; მხოლოდ იმას შეუძლიან გამოსძებნოს უეჭვო ჭეშმარიტებაში ახალი, ჯერ არ ნახული სხვებისაგან კუთხეები და გამოგვიხატოს ესენი ახალ-ფეროვან წამლებით.

აქ მოყვანილი მაგალითები გვიმტკიცებენ, რომ ეხლანდელ ქართულ გაზეთების მიმართულების გავლენა ვერ აიცდინეს თავიდამ ვერც იმისთანა ნიჭიერმა პოეტებმა, როგორც ილ. ჭავჭავაძე და გ. წერეთელი.

ვიმეორებთ: ქართული გაზეთი ან ჟურნალი აღარ არის თავის საზოგადოების წინამძღილი, ის არის ეხლა მხოლოდ ამ საზოგადოების თანასწორი, იმის გამრთობი და იმისაებრ მღეჭველი დაობებულ ჭეშმარიტებაების.

------------

მაგრამ ყველგან გამოტყვრება ხოლმე იმისთანა გარემოება, რომელიც თავის ხასიათით სრულებით არ ეთანახმება იმასთან მომდინარე გარემოებაებეს. „ერთი ალილო ხუცესსაც შესცდებაო“. შარშანდელ ქართულ მწერლობაში ჩვენდა მოულოდნელად დაგვხდა ორიოდ ნაწერი, რომელიც თავის მიმართულობით სრულებით არ ეთანხმებოდა მთელ ქართულ ჟურნალ-გაზეთობას. იგივე აკ. წერეთლის სხვა ლექსი: „თვალების ახილვა» („დროების“ №80) ბავრელის „ზამთარი“ და მეტად «არტაამიდამ წერილი! („ივერია“,№27) და „პოლიტიკური მიმოხილვა“ ზოგიერთ ნომერში „ივერიის“, მაგალითად ბერლინის ყრილობის შესახებ, დაწერილნი არიან ცხადად იმ განზრახვით, რომ ჩვენმა მითომ განათლებულმა საზოგადოებამ გაიგოს თავის ეხლანდელი მდგომარეობა და შეცვალოს ის. აქ ხსენებულ თხზულებაბში ისმის ცხადად არა ჩვეულებრივი ახალ ქართულ მწერლობაში ქადაგება, სურვილი ახალ გზაზე ხალხის დაყენებისა.

„თვალის ახილვის» დამწერს დაჰკარგვია ჭაბუკობის სათვალე და ნათლად უნახავს ამაოება ამ ცრუ და მუხთალ სოფლის, ამ სურათით გულმოკლული გვიამბებს“

მსაჯულს ვსთხოვე სამართალი;

მაგრამ საწყლად რომ წავდექი,

ამარიდა მანცა თვალი!..

ზნეობითა დაჩაგრულსა

მომაგონდა. მე მოძღვარი;

მიველ... ისიც მომეგება,

გადამსახა ლოცვით ჯვარი.

ჩემი ტანჯვა მოისმინა,

აუჩჩვილდა მასაც გული.

მკითხა: „შვილო, დაცემის დროს

ხომ არ დაგკარგვია ფული?“

ვერც ნათესავებმა და საყვარელმა ნუგეში სცეს გულმოკლულს და დაჩაგრულსა. „დიდო მგელო! შენ სჯობიხარ, ამბობს გამწარებულად პოეტი, ნათესავს და მეგობარს; შენ თუ გშიან მოიტაცებ მთელ-ჯოგიდგან ერთსა ცხვარსა; ისინი კი გამაძღრებიც არ დაზოგვენ არცა ერთსა!.. თვალ-მაქცობით ატყუებენ დაბლა კაცს და მაღლა ღმერთსა! კბილ-ბასრო და ბჭყალ-მახვილო, გარეულოკატუნია!... ვინც რომ შენ არ გამჯობინებს საყვარელსა... ვერ უცვნია!“

ბავრელის „ზამთარი“ და მეტად „არტაანიდამ წერილი“ ცხოველ სურათებით გვიხატავს, რა შეუძლიან გადაყრუებულ ალაგას ჩინოვნიკს, ის მეფეა თავის სამფლობილეში. აბ — ის ნავაჭრ ფულებში, ვინ იცის საიდგან, შერეულა ერთი ყალბი აბაზი. იმასაც ერთსულ ეს აბაზი უხაბროთ მიეცა სალდათისთვის ხურდაში; სალდათს უცვნია აბაზის სიყალბე და წარუდგენია გოროდნიჩისათვის. პოლიციის მოხელეები დიდ აქლემის ოდენა საქმეს ისე მნიშვნელობას არ აძლევენ, როგორც ნემსის ოდენასა. თუ სადმე შენიშნეს მაგისთანა საქმე, ეცემიან როგორც ქორი ქათამს, რადგან ქორმა იცის, რომ ის ქათამი იმის მუცელს გააძღობს... მაშინვე შედგება ფიცხელი გამოძიება: ჰაი როგორ და სიდამ მოხდა ესა?... კაცი, რომელსაც უცხოვრია სათათრეში და მაგისთანა წმინდათ თავის დღეში არ დაურთავს, რასაკვირველია, გაშეშდა და არ იცოდა, თუ რომელ ერთ კითსვაზედ მიეცა პასუხი. კაცს ბრალი დაედვა; დაამწყვდიეს, მაღაზია დაუკეტეს —ვაჭრობა გაუჩერეს. საწყალს შიშ-ანკალისაგან სიყვითლე დაემართა. როცა სიარულის ჩარა აღარა მქონდა, მაშინ შეიყვანეს საავათმყოფოში და შეიევანეს იმისთანა ალაგას, საცა იყო ათასი კვნესა, ოხვრა სა ხადით ავათმუოფებისა“. აბ— მა ჩქარა გასჭიმა ფეხები, „კაცს ფასი არა ჰქონია: ერთი კვერცხი, 2 ბოთლი ღვინო მეტად ღირებია ვიდრე კაცი...“.

„ივერიის“ „პოლიტიკური მიმოხილვა“ არის ცოდნით, ოსტატურად შეგროვილი ახალი ამბები და მასთანავე ახალი მოწმები მაღალხარისხოვან ჯამბაზობისა, უკაცრავათ, მინდოდა მეთქვა: ევროპიელ ლიბერალურ, კონსტიტუციურ დიპლომატიისა.

ეს პოლიტიკური წერილები, რომელნიც თავიანთ მიმართულებით მოგვაგონებენ „კრებულის“ და ძველ „დროების“ ზოგიერთ ამგვარსავე სტატიებს, გვიხილავენ თვალებს (ამას ჯერ კიდეც შარშან ვამბობდი ალმანახში“) ჩვენ განათლებულების შეცდომაზე რომელნიც თაყვანსა სცემენ ევროპის ლიბერალურ საზოგადობრივ წყოპილებას და არ სურთ დანახვა იმის იარებისა.

-----------------------

თქვენ, იქნება, მითხრათ, მკითხველო, რომ ახალი არაფერია ბავრელის და აკ. წერეთლის დაცინგაში ჩვენ ჩინოვნიკობაზე და საზოგადოთ ჩვენ განათლებულების ცხოვრებაზე და „ივერიის“ გამოაშკარებაში ევროპიულ ცრუ-ლიბერალობისა, რადგან ამავე საგანზე არა ერთხელ მოგვითხრობდნენ „საქართველოს მიამბე“ და პირველ დროინდელი „დროება“.

დაას, თქვენ მართალს ბრძანებთ, თუ ამას გვეტევით. მართალია, ზემოხსენებული ნაწერები გამეორებაა იმის, რაც თქმუდა ადრე, მხოლოდ ახალ სამგზის დამატებით.

მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ვერც ერთ ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ დღეში, რომელიც კი როდისმე არ თქმულიყო, და ყოველი ჭეშმარიტება ითვლება ახალი ჭეშმარიტებათ მხოლოდ მაშინ, როცა იმას ჯერ ვერ შერიგებია სალხი.

ამიტომაც ზემოხსენებულ ნაწერების სიტყვები შიგვაჩნია ახალ სიტყვებათ, თუმცა ისინი არა ერთხელ წარმოუთქვამთ თავისებურად ადრეც. დაახ, მკითხველო, „საქართველოს მოამბის“ და პირველდროინდელ „დროების“ შემდეგ ჩაგვირბინა ათმა, თხუთმეტმა წელმა, მას აქეთ ბევრი მითომ ცვლილება მომხდარა ჩვენ ცხოვრებაში გლეხები განთავისუფლეს, ახალი სასამართლო შემოიღეს, ქაალაქებს მიანიჭეს თვით-მმართველობა და სხვ., მაგრამ დახე ჩვენ დაუნდობელ ბედს, თხუთმეტის წლის წინათ ნათქვამ სიტყვებს განგვიმეორებენ და ჩვენ ასეთ აღტაცებაში მოვყავართ იმათ, როგორც ადარე. ძველბური განკიცხვა, ძველებური ქადოგობა ასე გგონია მოგონილნი არიან დღევანდეო დღისათვის, ასე გგონია წინ ფუჭი არ გადაგვედგას ამ უკანასკნელ თხუთმეტიოდ წელს და ვტრიალებდეთ ერთ ადგილს. ის ბატონები, რომელთა წინააღმდეგ ქადაგობდა ამდენი ხანი უკეთესი ქართული მწერლობა, დღეს გამოდიან ახალ სარჩულიან კაბებში და ამაყად დამღერიან: „არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად“.

P. S. ეს სტატია დაბეჭდილი გვქონდა, როცა მოგვივიდა შემდეგი წიგნი ერთ ნაცნობისაგან:

მოწყ. ხელმწიფევ!

თქვენგან ბევრჯერ გამიგონია, რომ ქართულ ჟურნალ-გაზეთობაში ამ უკანასკნელ დროს მოხდა დიდი ცვლილება, რომ ლიტერატურის ადგილი დაიჭირა ამ ბოლოს დროს ახალ ამბების აფიშამ და კანცელიარულ დავთარმა, სადაც მოგროვილია უთვალავი საეჭვოა ფაქტები და ციფრები და არც ერთი იმ სიტყვა.

ეხლა გავიგე, რომ განზრახვა გაქვთ ესევე აზრი გამოსთქვათ. საქვეყნოთ „ალმანახში“ და ამიტომაც ჩემ ვალათ ჩავთვალე ამეხსნა თქვენთვის თქვენი შეცთომა.

დამიგდეთ ყური. თქვენ ხომ კარგად გესმით, რომ რომელიმე აზრის დამტკიცება და სხვებისა თვის ახსნა შეიძლება ორ გვარად: შეიძლება რის- მეს სარგებლობა ან ბოროტება გამოცხადდეს ან რაიმე მოსაზრების მორევანით ან საქმეების ჩვენებით, თუ მინდა მაგალითად ვისმეს ფარისევლობის გამოაშკარება, მე დავიწყებ ან შემდეგ ფილოსო- ფოსობას; თუ გულწრფელია ეგ ბატონი, რატომ კეთილი სიტყვებს საქმეთ არა ხდის? ეგ სინიდისიანი კაცი იყოს მეთქი, შინაც და გარეთაც ერთ გზაზე დგება, თორემ შინ რომ მგელობს და გარეთ ცხვარობს, ეს სწორეთ ცხადი ფარისევლობაა.

ან სხვაგვარადაც შემიძლიან ვისმეს ფარისევლობის გამოჩენა. შემიძლიან გიამბოთ ნამდვილი ამბავი, რომლიდამაც თავის თავათ სჩანდეს, რომ ჩვენი კაცობრიობის მოყვარე პატიოსანი სული ჩხირკედელაობს მხოლოდ თავის ჯიბის სასარგებლოთ.

ოღონდ კაცმა ხერხიანად აგვიხსნას და დაგვიმტკიცოს ხეირიანი აზრი, თორემ, მე მგონია, სულ ერთი უნდა იყოს ჩვენთვის რა საშუალებით ეწევა ამ მიზანს უბრალო ფაქტების მოყვანით, თუ თავის ფილოსოფიით და მჭევრ-მეტყველობით.

მე მგონია, რომ ქართული ჟურნალ-გაზეთობა დგას ეხლა იმავ გზაზე, რა გზაზედაც ის იდგა ათიოდ, თხუთმეტიოდ წლის წინათ. განსხვავება მხოლოდ გარეგნობაშია. ადრე ჩვენი მწერლები გვეჩვენებოდნენ ფილოსოფოსებათ, წინასწარმეტუველებათ, რომელნის გვიხატავდნენ ჩვენს გარყვნილ სურათებს და გვიქადაგებდნენ ახალ გზაზე დადგომას.ეხლა კი ქართველმა ჟურნალისტებმა ჩამოიგდეს მხრებიდამ თავიანთი ლამაზი პოეტიური მანტია და გაგვიხდნენ უბრალო მუშებათ, მაგრამ თავიანთი აზრები კი არ დაივიწვეს ისინი აგროვებენ ეხლა ამბებს, რომელნიც სხვის აუხსნელათაც ადვილად გასაგებნი არიან ჩვენთვის. ეს ახალი ამბები გვეუბნებიან ჩვენ იმავეს, რაც გვესმოდა ადრე მოთხრობებიდამ და ლექსებიდამ, ნამდვილ ამბებზე მეტ დამარწმუნებელ, დამამტკიცებულ ძალას, განა სადმე კიდევ იპოვით?

მაგ. აიღეთ ჩინოვნიკობა; ადრე მდივანბეგს სამარიდამ ამღერებდნენ ჩვენი პოეტები: „ჩემი ჯიბე ვტენე, ვტენე, ისე მოვკვდი, ვერ გავტენეო“; ეხლა ლექსებს თავი დავანებეთ და ნამდვილ ამბებს ვუამბობთ მკითხველვის ჩვენ ჩინოვნიკობის ანგარობაზედ. მოიგონეთ მაგალითად შარშანდელი «დროების» კორრესპონდენცია სიღნასის გამომძიებელზე რომელმაც გადააჭარბა ყოველ ძველ მდივანბეგს.

იმედია მიიღებთ მხედველობაში ამ აზრს, როცა გამოსთქვამთ თქვენ ფიქრებს ეხლანდელ ქართულ მწერლობაზე.

თქვენი უმორჩილესი მონა და სხვ.

ამ წიგნის დამწერს ეტყობა დავიწყებია ჰეინეს სიტყვები: ფაქტებით შეიძლება ბაასი და არა რომელიმე აზრის დამტკიცება. მაგრამ ერთ წამს მზათ ვარ დავთანახმდე, რომ ჭეშმარიტების პოვნა იმისთანა რთულ საქმეებში, როგორნიც არიან ჩვენი საზოგადო საქმეები, შესაძლოა ცარიელ ნამდვილ ამბების მოგროვით; მზათ ვარ დავთნხმდე, რომ ფილოსოფიას და უბრალო მატიანეს აქვს ერთგვარი გავლენა კაცის ზნეობაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიაც ჯერ ვიტყვი უარს იმ აზრზე, რომელიც გამოვთქვი ჩემ სტატიაში. მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ჟურნალ-გაზეთების „მატიანეს“ არა აქვს ისეთი დიდი ძალა, რანაირიც ჰქონდა ქართულ ჟურნალ-გაზეთობის ქადაგებას, და აი რატომ.

თითქმის ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენზე ის მოქმედება, რომელიც მიმართულია ჩვენზე შთაბეჭდილების მოსახდენათ.

ჩვენ რომ გზაზე დაგვხდეს ბალდახინი ვინმე მდიდარი მკვდრითა და შევიტყოთ, რომ სიკვდილი მოსწევია ავმუცლიანობისაგან, და მერმე ვნახოთ მუზიკა, რომელიც უკრავს რაღაც მხიარულ მარშს; თულუხჩი, რომელიც ეჭიდაება ქუჩის ბიჭს; ადვოკატი, რომელიც ეპატიჟება მოსამარილეს სადილათ და სხვა ბევრი ამგვარები, იქნება ამ სურათებმა არაფერი აზრად არ აღგვიძრას; მაგრამ იმის შემდეგ, რაც ვნახეთ ავმუცლობისაგან მომკვდარ კაცის ბალდახინი, ჩემ ამხანაგს რომ ეამბო ერთ გლეხის სიკვდილზე, რომელიც მომხდარიყო შიმშილისაგან, მაშინ უნებლიეთ დავფიქრდებოდი და ვკითხავდი თავს: საიდამ წარმოსდგება ამგვარი უთანსწორობა ჩვენ საზოგადოებაში, რათ არის ერთი მეტად მდიდარი, მეორე მეტად ღარიბი და როგორ მოისპოს ეს უთანასწარობა, რომელიც ღუპავს დიდსაც და პატარასაც.

მერმე ვისი მადლობელი უნდა ვიყო, რომ ჩემ თავში დაიბადა ეს აზრი? ნუთუ მხოლოდ იმ გარემოებისა, რომ ვიღაც მდიდარი მომკვდარა ავმუცოლობით და ვიღაც ღარიბი შიმშილით, არა, მე მადლიერი უნდა ვიყო. ჩემი ნაცნობისაც, რომელმაც დაივიწყა სხვა ამბები და შეადარა ეს ზემოხსენებული ორი ამბავი.

დიახ, ჩემო მკითხველო, ნამდვილ ამბებს შეუძლიანთ რამე აზრი დაგვიბადონ თავში, თუ რომ ისინი იქნებიან ოსტატურად მოგროვილნი (ყველა თავის ალაგს), და მეც ამ იმედით დავმალე ჩემი აზრი შარშანდელ სტატიაში „პატარა წერილი დიდ საქმეებზე“ და ავავსე ის მხოლოდ რიგზე დაწყობილ ახალ ამბებით.

მაგრამ ვინ არ იცის, რომ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები ბეჭდვენ უსისტემოთ, დაფანტულად ყველა ახალ და ძველ ამბავს, რომლის წაკითხვაც არ დაზარდება ჩვენ საზოგადოებას.

ეხლა დავხუჭოთ თვალები და მაინც წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს აქვთ რაიმე საკუთარი აზრები და სურთ იმათ ჭეშმარიტების დამტკიცებს სხვა-და-სხვა შესაფერ ფაქტების გამოცხადებით. მაგრამ მაშინაც უნდ გამოვტყდეთ, რომ ამ ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს არ აქვთ ზნეობითი გავლენა თავიანთ მკითხველზე, რადგანაც ბევრს არ სწამს იმათგან გამოცხადებულ ამბების სიმართლე.

ჩვენი ჟურნალ-გაზეთები არ არიან ისე შეძლებულნი რომ იყოლიონ საკუთარი კორრესპონდენტები და რეპორტიორები და ვერც ერთი ჩვენი რედაქტორთაგანი ვერ იტყვის, მართალს ამბობს იმის „მოამბე“ თუ არა. ხშირად ჩვენ გაზეთებში გაიმართება ხოლმე ბაასი რამდენიმე კორრესპონდენტის შუა, ყველა იმათგანი თავისებურად გვიამბებს ერთსა და იმავე ამბავს და არც მკითხველმა და არც რედაქტორმა არ იციან რომელია მართალი და რომელი—მტყუნი.

ავიღოთ მაგალითად ისვე ამბავი, რომელიც მოჰყავს ჩემ ნაცნობს თავის წიგნში; ავიღოთ მაგალითად სიღნახის გამომძიებლის უკანონო მოქმედების აღწერა ქართულ გაზეთში. ეს ამბავი იმასვე არ გვეუბნება, რის თქმაც უნდოდა ზემო-მოყვანილ ლექსს მდივანბეგზე. როცა ვკითხულობ ამ დაცინვას მდივანბეგზე, მე მესმის პოეტის აზრი მდივანბეგებზე და როცა ვკითხულობ „დროების“ კორრესპონდენციას სიღნახის გამომძიებელზე, მე მესმის

„დროების“ აზრი ერთ გამომძიებელ-მსაჯულზე და ამ გაზეთის აზრს ვერ გავავრცელებ დანარჩენ გამომძიებელ-მსაჯულებზე, რადგან ვიცი, რომ არიან გამომძიებელ-მსაჯულნი, რომელნიც, მგონია, რომ მოსწონს „დროებას“; მოიგონეთ მხოლოდ „დროებისაგან“ ქება მეორე სიღნახელი მსაჯულისა.

ამის გარდა, როცა გაზეთში წავიკითხეთ ხსენებულ გამომძიებლის იონებზე, ეჭვში შევედით, ვინ იცის ვის სჭირდა იმისი ჯავრი და ვინ მოუგონა ჭორი; და ბოლოს შესაძლოა, რომ მთელი კორრესპონდენცია გამოჩნდეს ჭორათ და მაშინ მიბრძანეთ, რა გავლენა უნდა ქონდეს იმ ჟურნალს, რომლის ნდობა არ ექნება მკითხველს.

ეჭვი არ არის, ამგვარი მდგომარეობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებისა მეტად სამწუხარო და ჩვენ მართალი იმაზე არ დავმალეთ, რასაკვირველია, მხილოდ იმისთვის, რომ გაუადვილოთ მომავალს იმის გაუმჯობესობა.