The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ტუჩთა მიკონვა

* * * (ტუჩთა მიკონვა)

ტუჩთა მიკონვა, ტუჩთ ჩაკოკრება,
თუმც ხან ჩვენ გულში გესლათ იღვრება,
მაგრა მაინც კი, როს ვჭვრეტ ორ ტუჩთა,
დასადნობლათა ჩაკოკრებულთა, -
ღმერთო, შემინდე! - მოვყვები კანკალს
და მსუნაგსავით ნერწყვისა ყლაპვას.


1859-სა წელსა, 20-სა თებერვალს,
ს. პეტერბურღი.

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501. გვ. 20 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 63 (A)

თარიღი:

1859 წელსა, 20 თებერვალს, ს. პეტერბურღი B; 1859-სა წელსა, 20-სა თებერვალს, ს. პეტერბურღი A.

ორივე ავტოგრაფში ტექსტი გადახაზულია, - ჩანს, ავტორის მიერ.

1 ჩაკოკრება] მიკარება B. 2 ჩვენ] ჩვენს B. 6 მსუნაგსავით] ნატვრისაგან B;
ყლაპავს] ყლაპას B.

ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 44).