The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1903
<b><b>1903</b></b>

1903    

 

 

 

 1903 2 მაისი

 

 

 

 

 

მის საპატივცემულოდ მართავენ წვეულებას და იღებენ ჯგუფურ ფოტოს.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 32591, 32596.

ფოტო

ილია  ჭავჭავაძე ზის ცენტრში, პირველ რიგში.

 

 

 

 

 1903 24 მაისი

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძეს და დელეგაციის სხვა წევრებს შერვაშიძეთა ბაღში უმართავენ დიდ წვეულებას. ნადიმს ესწრება ამ დროს სოხუმში მყოფი ქართული დრამატული დასი. ილია ჭავჭავაძე მისასალმებელ სიტყვაში საუბრობს მშობლიური მიწა-წყლის გაფრთხილების აუცილებლობაზე. სოხუმელები სთხოვენ ქშწ[1]კგ საზოგადოებასთან შუამდგომლობას მათ ქალაქში ქართული სკოლის დასაარსებლად. უღებენ ფოტოს საზოგადოებასთან ერთად. ხელში აყვანილი მიჰყავთ ეტლამდე და სიმღერით აცილებენ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 118, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 451; თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 24-25; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 4529-i; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 0-42388.

ფოტო

ჯგუფური ფოტო და ფრაგმენტი.

ცენტრში:

ილია ჭავჭავაძე;

მარცხნივ:

ჩოლოყაშვილი დიმიტრი

სიღნაღის თავადაზნაურობის მარშალი

შარვაშიძე ივანე

საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940)

მსახიობი და მთარგმნელი.

 მარჯვნივ:

ორბელიანი (ჯამბაკურიანი) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1835-1837)

თავადი. შტაბსკაპიტანი, ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედის მაზლი (პირველი ქმრის ძმა). თბილისის თავადაზნაურობის მარშალი 

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

ილია ჭავჭავაძის უკან:

შარვაშიძე ალექსანდრე

სოხუმის ქალაქისთავი

მარცხნივ:

ჩიჩუა-მიქელაძე ნინო

მარჯვნიდან მეორე:

 ჩიჩუა-ანჩაბაძე  მელიკო

მეექვსე

სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)

მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა

მეშვიდე

 გეგია-თურქია თეკლე

პირველ რიგში:

ლოლუა ძუკუ

 ლოტბარი

მომღერლების გუნდი.