The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დასაბადებელ „დღეურას“

ჭყონია ალექსანდრე

დასაბადებელ „დღეურას“

ჩემის ფიქრით ეს ახალი გამოცემათ კეთილი იქნება ჩვენის ქვეყნისთვის, და მაშასადამე სასარგებლო, რომ კიდვაც ჭირი იქნეს, როგორც ავნი ენები ამბობენ, მაშინაც ვნებასთან ბევრს სარგებლობასაც მოიტანს.

ყოველმა კაცმა უნდა ეცადოს, რომ სასიკეთო მხარეები მას შეემატოს და მავნე მოაკლდეს.

მეც ამ განზრახვით მინდა ვუჩვენო ამ გამოცემის მოთავეებს მათი პარველი შეცდომა. ექნება მათ იკადრონ ჩემი რჩევა და გაბედონ თავიანთ შეცდომის გაწორება.

* * *

ამ პირველ ნაბიჯზე იგინი სცდებიან თავიანთ თანამშრომლების და თან დამაარსებლების გამორჩევაში. ამ მხრით თითქო მათ უნდათ, რომ გვარისშვილობით და დიპლომებით გაგვაკვირეონ; თითქო ჰგონიათ, რომ „პროფესორობითა“, „იურისტობით“, „ქიმიკოსობით“ და სხვა წოდებების თანამშრომლების გამორჩევით მიიზიდონ მკითხველების გული.

მაგრამ ვერა; ვინც არ იცის, რას ნიშნავენ ეს სიტყვები, იმისთვის სულ ერთია გინდ დაწერეთ მაგ და გინდ ნუ; ვინც კი იცის, მას ეს სიტყვები, მარტო ვერ შეაცდენენ, და გარემოების განხილვის შემდეგ იქნება სულ წინააღმდეგი ჰაზრი გამოიტანონ, რომელსაც გამომრჩევლები სრულებით არ მოელოდენ.

ეს არის პირველი მათი შეცდომა. მე მსურს კეთილის განზრახვით და წრფელის გულით ვურჩიო, აიცილონ ეს პირეელ ნაბიჯის სიმრუდე, თორემ იგინი ფეხებს წაატეხენ, და მათი შვილი, დაბადებისათანავე, მალე ხელში შემოაკვდებათ.

* * *

უცხო ქევყნებში მიდიან თანამშრომლების საძებრად, მაგრამ უცხოეთში ვერ იპოვნიან თანამშრომლებს, თუ ესენი ქართველობისთვის და ქართულ ლიტერატურისთვის უნდათ, იმიტომ, რომ მაგას ქართველი ჰსჭირია, და ქართველები უცხო ქვეყნებში არ ემყარებიან, უცხო ქვეყნებში არ იჩენენ თავს. თუ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგინი ქართველები აღარ არიან, და ქართველობის მათ აღარა ჰსწამთ რა.

თანამშრომლები და თანამოწადენი საქართველოში უნდა მოძებნონ, მისს ძირში და მისს შუაგულში. მხოლოდ ამგვარ პირების მუშაობას ექნება მნიშვნელობა ყოველ გონიერ კაცის თვალში.

მე არ დავიწყებ თეორიულ სჯას, თუ რატომ ვერ იქმენ სიკეთეს ამ საქმეში უცხო ქვეყნებში დამყარებულნი ქართველები.

გავიცნოთ, არა, ვიკითხოთ მხოლოდ იმ პირთა ვინაობა, რომელნიც ვითოშ აბრწყინვებენ მომავალს რედაქციას, ამ პირთა ვინაობის გამოკითხვა გვიჩვენებს მათს უვარგისობას, თუ მავნებელობას არა.

* * *

ვინ არის ნეტავ ეს უფ. ა. ჩოლაყაშვილი ნეტავ ეს თუ ის „კნიაზ ჩოლაკაევი არის, რომელიც 1873 წ. მოსკოვში ბანკის პროექტს არდგენდა, რომელიც ქართველს ქართულად ვერ ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ მან ეს ენა არ იცოდა?

არ ვიცი სწორედ ის „ჩოლაკავ“ არის ეს, თუ არა?

თუ კი ის არის, მაშინ ის აღარ იცი, რა უნდა ვიფიქრო ეხლანდელ ქართველების ჭკუაზე და გონებაზე?

არიან იგინი ანტონ I ის თანამემამულენი, თუ არა?

ვაიმე, შორს ვარ, თორემ, ანტონ კათოლიკოსო, ამას ჩაგძახებდი შენს სამარეში: „შენის ჰაზრების აღარ დაგვრჩენია ჩვენ არაფერი; ენაზე შენის წარმოდგინების ჩვენ არა გაგვეგება რა ეხლა ენას თურმე ორი გროში გამოაბამს კაცს და კიდევაც მჭერმეტყველურად ალაპარაკებს, თუ გინდ კაცს ლაპარაკის არც სურვილი და არც მოცლა მქონდეს. არა, მამაო, შენი თანამემამულენი ისევ პლატონი და არისტოტელი არიან, დ არა ქართველები!“

* * *

სსსუ! დასჭექა!! დაქუხა!!! გამოვიდა მეორე თანადამაარსებელი და ეგების თანამშრომელი. სახელი ჰქვიან უფ. დ. ანჩაბაძე. მაგრამ, რომელია კი არ ვიცი, განა ის უფ. დ. ანჩაბაძეა, რომელსაც მოსკოვის პურმა მუცელი გაუძღო და პეტერბურღის ფულებმა ჯიბე გაუვსო? განა ის დ. ა. ჩაბაძეა, რომელიც „როგორ მშვიდობით“—ზე გადმოგითვლიდა რამოდენი ათი-ათას მანეთიანი საქმეები ჰქონდა; და „საქართველოში როდის წასვლის კითხვაზე“ — მოგახსენებდათ: „რად უნდა წვიდე, აქ რომ ძლიერ კარგად ვარო და პეტერბურღის შე ჩვეული მხეცურ საქართველოში ვეღარ გავძლებო.“ ის არის?!

თუ მე არ ვცდები, მაშ თქვენ რაღა გგკითხოთ, ბატონებო, ვინც დამაარსებელთ შორის ეს კაცი აგირჩევიათ? შეგძენთ რასმე იურისტო ბის სახელი, თუ მოგაკლებთ?

სწორედ აქ უნდა ვიკითხო. სხვის სიტყვებით: „საქართველო ასე მწარედ რად დაემხო, თფილისი რომ გადასწვა აღა-მაჰმად ხანმა, ის კი არ იყო. საქართველოს დამხობა, ამ საქმეში უფრო ჰსჩანს მისი, რა ვთქვა აღარ ვიცი... აღარ ვპოვილობ სიტყვას, რომ მართლა გამოვხატო ჩვენი სიწამხდრე!...

* * *

არა, ყოველ ქვეყანაში, ყოველ საზოგადოებაში ერთმა ვინმემ თუ გამოიჩინა თავი, სხვები მას წაბაძვენ, ეცდებიან მასავით მოიქცნენ და მისგან მოცემულის მაგალითით რამე შეიძინონ. ჩვენ კი ღმერთიც გაგვწყრომია და ხატიც, რომ ამოდენ ჩინებულ წინაპრებისგან არაფერი არ დაგვრჩენია. ასე უნდა მოვიქცეთ თამარის მარიამის, საბას და სოლომონის მთამომავლებმა, რომ აღარ ვიცით: ვის უნდა ვენდოთ და რა დროს უნდა ვენდოთ? გინდათ მათქმევინოთ, რომ ეს ისტორიულნი პირნი ქართველები კი არა, რომაელები იყენენ!

არა, უფრო მართალი იქნება, რომ წარმოვსთქვათ, რომ ჩვენ აღარა ვართ ქართველები! ქვეყანაზე სასირცხვოდღა ეცხოერებთ! რად გავიფუჭდა სახელი!

უფ, დ, ანჩაბაძეს თავი დავანებოთ. მაგრამ თქვენ, საზოგადო მომქმედებს, აი რა გითხრათ: თუ თქეენ იმისთანა კაცებს დაენდობით, რომელნიც დღეს საქართველოს სტოვებენ და არა თუ მისთვის არ შრომობენ, არამედ იმას ბევრადაც ენებენ, თუ თქვენ ამისთანა კაცებს დაენდობით, თქვენი საქმე ხეალვე დაემხობა. ამისთანა კაცებთან თუ დაიწყეთ გაზეთის გამოცემა, მესამე თვეზე გაზეთს გაგიყიდიან, ე. ი. იმისთანა აზრებს დაიცავენ,შემთხვევის-და-გვარად, რომელის ყოვულ სულიერ კაცს შერიცხება, ყველა გაწითლდება თეთრ ევროპიელიდგან დაწყებული შავ აფრიკელამდი. დიახ, გააგონეთ ამ უნასკნელს, და იმასაც სისხლი გულზე მოადგება და თვალებში წამოუვარდება, ამგვარ თანამშრომლების ჰაზრების სმენით!

* * *

შემდეგ გამოდიან სხვა გვარი თნამშრომლები, იმისთანები, რომელთაც მეცნიერების სახელი აქეთ, რომელთაც პროფესორების ადგილები უჭირავთ.

ქართულ პროფესორზე ჯერ არას ვიტყვი, უფრო მისი საგნის პატივისცემის, ვიდრე მისგან დამსახურებულ ღირსების გამო. მასზე მხოლოდ ამას ვიტყვი, რომ მისი საგანი იმისთანა არის, რომ ამ კაცს, თუ აქამდი კარგად უმუშენია და გრძნობა მთლად არ დაკარგვია, კიდევ აქვს დრო, რამე სარგებლობა მოუტანოს იმ ადგილს, რომლის პურის მადლით ის არსებობს.

პროფესორის სახელი კი ჰქონდეს ჩვენში კაცს, უნივერსიტეტის გახრეკილი დიპლომი კი ჰქონდეს, თორემ, Дифференціальное исчисленіе*-ს გარდა, რომ ქევყანაზე არაფერი გაეგებოდეს, ქიმიის ელემენტების მეტი არა იცოდეს რა, მაინც ეგონებათ ჩვენში, რომ ამისთანა კაცს ქვეყნიერების გაკეთება შეუძლიანო.

მართლაც, რამოდენჯერ გაგვიგონია სხვა-და-სხვა კაცებისაგან რამე გამოცემის დაწყების სურვილი; ზოგს უნდოდა დიდის ჟურნალის დაწყება, ზოგს შუათანა გაზეთისა და ზოგს ნამცეცა ფურცლის გამოცემა, რომ ჰკითხავდით ამ კაცებს, თუ ვინ გეყოლებათ თანამშრომლებლათ? იგინი ჰირველადვე ჩვენებურ ორ პროფესორს დაასახელებდენ.

მიკვირს რად ავიწყდებოდათ და ავიწყდებათ ამ გამომცემლებს, რომ კიდევ არის დედამიწაზე ერთი ჩვენებური, თუ პროფესორი არა, საპროფესორო, მაინც კაცს დაავიწყდება ფიზიოლოგიის დოქტორი! რად არ აცხადებენ, რომ ესეც მიიღებს ახალ გამოცემებში მონაწილეობას? არ იცოდნენ! მაშ მე მოგახსენებთ ამ გარემოებას, და, თუ დამიმადლებენ, საქმესაც გაურიგებ მათ:

დავიწყებ ამ ფიზიოლოგის ძებნას პარიჟში. თუ კლოდ ბერნარის ლაბორატორიაში ვერ ვნახე, ყავახანაში შევალ, მოვუსხდებით გვერდით, დავუწყებ ლაპარაკს კლოდ ბერნარის „სიცოცხლის თეორიაზე“; რომ შევხედავ ჩემს თავს, რომ დოქტორთან სუსტი ვარ ამ საგანში, მაშინ დავუწყებ ქებას. ვეტყვი: „თქვენ სწორედ კაცობრიობის მხსნელი იქნებით შემდეგში. მაგრამ თქვენი სხეული, რომელშიაც წმინდა სისხლი სტრიალებს, ხომ საქართველომ დაბადა. მაშ ნუ დაივიწყებთ საწყალობელ სამშობლოს: იმასაც არგეთ რამე თქვენის განუზომავ მეცნიერებისაგან. ახალი გაზეთი გამოდის, ჰქენით წყალობა, მიიღეთ მონაწილეობაო მაში, და ამით დასტოვებთ თქვენს სახელს საქართველოში.“

ეს დოქტორი ქართულს ვერ გამიგებს, მაგრამ რუსულათ, მე დარწმუნებული ვარ, კიდევაც მიპასუხებს: „Будьте увѣрены, что я не стыжусь патріотизма, и что въ такомъ патріотическомъ дѣлѣ я приму живѣйшее участіе, насколько мнѣ это позволять мои ученыя, занятія.“

ამ დაპირებას მგონია კი მომცემს; და შეასრულებს, თუ არა, ამის რა მოგახსენოთ. მე კი უფრო გამიხარ-დება, რომ შეასრულებდეს, იმიტომ რომ, მაგიერში, რედაქცია იმის ნაწერების მთარგმნელათ მე დამაყენებს და ცოტად მაინც მეცნიერებას შევიძენ. ჰაზროვანი იქნება, აბა, რა, იმ ქართველის ნაწერი, რომელსაც კიდევ ქართველია მთარგმნელი დასჭირდება?

ამ მეცნიერს მე თვითონ ვურჩევ რედაქტორებს; მაშ ბევრი რომ ვაქო, ცუდს რასმე დაგვწამებენ, რადგან „ყოველი ვაჭარი თვისს საქონელს აქებსო,“ ამბობს რუსული ანდაზა. ჰსჯობს ისევ გადვიდე იმ მეცნიერ თანამშრომელზე, რომელიც მათ უკვე გამოურჩევიათ.

* * *

იმ პირის ვინაობას აღარ ვკითხულობ. ბევრი რამ გამიგონია, მაზედ. მხოლოდ იმაზე ვფიქრდები, თუ რატომ ეკიდებიან დიდი და პატარა ამ პროფესორს? რით უნდა გაამართლოს მან ამ კაცების იმედი?

ამის პასუხის მიმხვდარი ვარ, მგონია. მკითხველსაც გავუზიარებ:

ჯერ უნდა მოვიხსენო, რომ პროფესორი მექიმიე არის, ან, თუ გინდათ სახელს ბრიალი მოემატოს, ბერძნული სახე მივსცეთ და ვთქვათ. რომ ეს მეცნიერი ქიმიკოსია. ხოლო ქიმიკოსები, მათემათიკოსები, ფიზიოლოგები, ერთის სიტყვით ის მეცნიერები, რომელნიც დაწაფულნი იყვნენ და არის ბეჯითს და ბუნების საგნებში, ამისთანა მეცნიერები, ვამბობ მე, ძველის-ძველ დროიდგან ვითომ ითვლიდნენ და ათვლევინებდნენ თავს ყოვლის-შემძლებელათ.

აი მაგალითები: ძველის საბერძნეთის ერთმა მათემატიკოსმა დაიჩემა: „დასამყარებელი წერტილი მომეცითო და მე მთელს დედამიწას გადავაბრუნებო!“ ჩვენს დროში მეტაფიზიკებმა უთხრეს, ბუნებით საგნების მეცნიერებს; „თქვენ მატერიალისტებო! თქვენ რო ამბობთ, რომ ნივთიერება და ძალა შვრებიან ყველაფერსო, აბა, აიღეთ რაც ნივთიერება გინდათ, იხმარეთ, რაც ძალა გინდათ, და გააჩინეთ კაცი“ ამაზე წამოდგა ერთი, გერმანიელიც ბუნებით საგნების მეცნიერი და უპასუხა მათ: „აბა სულელის მეტი გამოაჩენს ვინმე მაგისთანა წინააღმდეგობას, თქვენ გგონიათ, რომ მაგით ჩაგვაჩუმებთ! მაგრამ ვერა...“

ზევით მე განგებ ვიხმარე სიტყვა ვითომ. მართლაც, ამ მეცნიერების სიტყვებს რომ კარგად დავაკვირდეთ, მათში ვერ ვნახავთ ყოვლისშემძლებლობის დაკვეხნას. იგინი ამობენ მხოლოდ, რომ დაგვიკმაყოფილეთ ის პირობები, რომელნიც ხდიან საქმეს შესაძლოდ და ჩვენ ამ საქმეს აგისრულებთო, ე. ი. შეუძლებელი რომ შესაძლებელი იქნებოდეს, ჩვენ მას შევსძლებთო! სრულებით ნათელი და ცხადი სიტყვაა.

პატივი ყეელა იმ მესაქმეებს, რომმელნიც პირობებს მიაქცევენ ყურადღებას და მხოლოდ მათი დაიარაღებულნი შეუდგებიან თავიანთ საქმეს!

* * *

ჩვენს სხვა და სხვა დროის გამომცემლებს ჰგონიათ, რომ სიკეთეს უშვრებიან პატივცემულს ქიმიკოსს ”იმით, რომ აცხადებენ ის ჩვენი თანამშრომელი იქნებაო. ის კი აღარ იციან, რომ ამით უფ. პროფესორს შარლატანათ ჰხდიან. დიახ, შარლატანი იქნება. ის კაცი, ვინც არ ასწონის თვისს ძალას, თვისს გონიერებას, ვინც არ გაიცნობს თვისს საშუალებას და ისე მიადგება რამე საზოგადო საქმეს.

აკმაყოფილებს ეს თანამშრომელი იმ პირობებს, რომელნიც საჭირონი არიან ლიტერატურაში და ყოველ საზოგდო საქმეში. ვგონებ არა რასაკეირველია, აქ ცოდნაა საჭირო და პროფესორი ამ მოთხოვნილებას ცოტად თუ ბევრად დააკმაყოფილებს, მაგრამ იმას აღარ იკითხავთ, რა გვარი ცოდნაა საჭირო? ნუთუ ჩვენს ლიტერატორებს უნდათ, რომ ჩვენ ქიმია გვასწაელონ თავიანთ გაზეთებში? ეს ფუჭი შრომა იქნება, რადგან ჯერ თვლა არ ვიცით ქართულ ენაზე და ქიმია რა დროისაა!

საიმედოა ყოველთვის, რომ, თუ კაცმა თავისი გონება გაავარჯიშა რომელსამე ერთს მეცნიერებაში, იგი მეორეს რომ ხელს მოჰკიდებს, ამ მეორეშიაც ივარგებს, მაგრამ აქაც ერთი პირობაა საჭირო. აქ უნდა გული და საგნის სიყვარული, უამისოთ ნიჭი ვერას იზამს.

* * *

კიდევ წარმომიდგება აქ ერთი-ჩვინი ბრწყინვალე წინაპართაგანი, სახელდობრ ის, რომელსაც ყოველი ნამდვილი ქართველი კარგად იცნობს. ჩვენ კი, გარუსებულნი, გა გერმანიელებულნი, გათათრებულნი, მას ვეღარ ვიცნობთ, და თუ ხან-და-ხან მას ვაქებთ, სხვის სიტყვებით და არა ჩვენის ჭკუით გაცნობის შემდეგ.

რა მშვენიერი ჰაზრები მას გამოუთქვამს! იგი რომ სხვა ქვეყანაში ყოფილიყო, თანამემამულეები, არამთუ მისს ჰაზრების შეთვისებას არ ითაკილებდნენ, არამედ თითო მისი სიტყვა, მგონია, თითო ფილოსოფოსს გააჩენდა.

განა სთქვა, რომ ცხოვრებაში და კაცის ყოფაქცევაში გულს აქვსო პირველი ადგილი, ის ჰფლობსო, და უიმისოთ არაფერი კეთილი არ მოხერხდებაო. სხვა ქვეყნებში ხომ ბევრი არ მოიძებნება, რომ მას ეწინააღმდეგონ ამ ჰაზრის შესახებ! ჩვენ რაღა დაგვემართა, რომ ვთაკილობთ მისს სიტყვებს, და მათის წინაღმდეგ ვიქცევით? ვთქვა ამის შემდეგ, რომ შოთა ქართველი არ არის? თქვა, რომ პარიჟია მისი სამშობლო და — არა რუსთავი?

არა, ჩვენ არა ვართ ქართველები, თორემ ნამდვილი ქართველები მუდამ რუსთავლის ჰაზრის არიან. იგინი იძახიან ყოველთვის, რომ „თუ გული ჰგულობს, ქადა ორივ ხელით იჭმებაო!“

თუ ქადის ჭამასაც გულობა უნდა, საზოგადო მოღვაწეობაში ის აღარ არის საჭირო?! იქ, სადაც განუზომავი და გასაშმაგებელი სიყვარული უნდა არსებობდეს და მაგრად დამყარებული უნდა იყოს?!

* * *

აქვს, ვითომ, ამ ჩვენს სწავლულს ქართული ლიტერატურის სიყვარული? მთქვათ უფრო ვრცლად: აქვს მას საზოგადო სიკეთისადმი გულ-მიდრეკილება? ამბობენ და დიდი ხანია ღაღადებენ: ხოო! მაგრამ მე არ მჯერა.

რაც ეს კაცი ბავშობის წლოვანებიდგან გამოსულა, მასაქეთ სულ იძახის თურმე: საქართველო მიყვარსო, მინდა მისი გამოსადეგი ვიყოვო! აბა რაღას უცდიდა? განა ძნელია ამის ასრულება? არა, ყველას შეუძლია სასარგებლო იქნეს მამულისთვის, თუ კი გულით ჰსურს და საქმით ეცდე- ბა, იმიტომ რომ საქართველო ძლიერ ჩაფლულია სიბნელეში და ყოველ- ნაირი შემწეობა, რაც უნდა ნამცე- ცა იყოს, მისთვის საჭირო და სასარ- გებლოა. ხოო ნოტინი კლონიც

თუ კი პატივცემულს სწავლულს (აქამდი ამ გზაზე ვერ მოუხერხებია-რა, მაშ იგი ცარიელ სიტყვებს ამბობდა, გულს და გრძნობას მისს სიტყვებში ადგილი არ ჰქონია.

მე არ ვამტკიცებ, რომ მხოლოდ ლიტერატურით შეიძლებოდეს ჩვენის საზოგადოების სამსახური. მაგრამ სხვაში რაში მოუტანა სარგებლობა ჩვენს მამულს უფ. პროფესორმა არაფერში.

ამიტომაც მისი დაპირება მაგონებს იმ რამოდენიმე პეტერბურღში მცხოერებ ქართველებსა, რომელნიც იძახიან: პატრიოტები ვართო, და რომ კითხოთ, რატომ „პატრიაში“ მამულში) არ წავლენ, მიგახსენებენ. „მოიცადეთ ცოტა და აქ ფულებს ვგებულობთ; რომ ბევრს მოვიგებთ, ჩავალთ საქართველოში და იქ, თქვენმა მზემა, სასარგებლოს რასმე დავააარსებთ. განმანმარტება აღარ უნდა ამისთანა საქციელის ნამდვილ ჰაზრის გასაგებად.

* * *

ეს მქონდა სათქმელი ახალ გამოცემის მოთავებისთვის. იგინი, ვიმეორებ, ძლიერ ჰსცდებიან, რომ თანაშემწეთ იმისთანა კაცებს არჩევენ, რომელთაც თავიანთ ცხოვრების უ მეტესი ნაწილი ისე გაუტარებიათ, რომ სიზმარშიც არ მოსჩვებიათ იმ საქმისთვის იშრომა და ცდა, რასაც ეხლა ჰკიდებინებენ ხელსა.

სად არის თავდები, რომ ამ თანამშრომლებს აქვთ საქმის, ერთის მხრით, ცოდნა და, მეორეს მხრით, სიყვარული? დიპლომში? ეჰ, კარგი, თუ ღმერთი გრწამსთ! ყველამ იცის, რომ ეს უკანასკნელი ხშირად ორივეს მხრით წინააღმდეგის თავდებია და წინააღმდეგში დამარწმუნებელი, და, ვნახოთ ამისთანა თანა მშრომლებით რა გაკეთდება! რა ხბო დაიბადება!

მაგრამ მე ისე ახირებული და აუხსნელი მიმაჩნია ამგვარი საქციელი, რომ არა მჯერა, ეს მართალი იყოს, უფრო ის მჯერა, რომ „დროებას“ ვერ გაუგია კარგად საქმე, რომ მან - არც დამაარსებლების და არც თანამშრომლების იცის რა. ამიტომაც მოუთმენლად ველი ახალ „დღეურას“ პირველ ნომერსა, სადაც ეს ჩემი ფიქრი გამართლებულიყოს.

თუ კი ამისთანა თანამოღვაწენი მართლა გამოურჩევიათ ახალ რედაქტორებს, მათი მოვალეობა, აასრულებენ თუ არა, მაინც ეს არის: წინა კარით თუ შეუშვეს უვარგისნი და უნდო თანამშრომელნი, უკანა კარში პატიოსნად გააბძანონ და მერმე გამოაცხადონ, რომ საეჭვო კაცები ჩვენს რედაქციაში არ არის-თქო.

* * *

საბოლოვო. ამ გაზეთის დაარსებით ჩვენში ორი პარტია ჰსდგება, რომელთა წევრები დიდი ხანია იყვნენ ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ დღემდი ეგრედ რიგზედ არ დალაგებულან პარტიებათ.

მინდოდა მეთქვა რამოდენიმე სიტყვა ორთავეზე, მაგრამ ამისთვის აქ მგონია, ადგილი არა მაქვს. ერთი ამ პარტიათაგანი მე „დროება“ და მისნი მოთავეები მიმაჩნია. მე ეგენი შეუცთომლები არ მგონია, არამედ ბევრს ნაკლულებასაც ვხედავ. მაშ ეს, ნაკლულებაც უნდა გამოვთქვა მაგრამ მომითმენს ამას „დროება?“ მომცემს ნებას, რომ მისს ადგილზე და მისის იარაღით თვით იგი გავციC*

ამის იმედი მე სრულებით არა მაქვს. ამიტომ კალამს ხელიდგან ვაგდებ უფრო მწყალობელ დრომდი* 

პარიჟი, 28 ივლისი

მაჭახელაძე

*