|
||
|
||
|
||
1890 20 ივლისი |
||
|
||
საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე აუზთან მდგომს უღებენ ფოტოს მიწვეულ სტუმრებთან ერთად.
|
წყარო: ალექსანდრე
როინაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/2; გიორგი ლეონიძის
სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 74-i.
დათარიღება: ამ ფოტოს
ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891
წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.
ილია ჭავჭავაძე დგას აუზის მარცხენა მხარეს, აცვია თეთრები და
ახურავს რუხი ფერის მზის ქუდი. მის წინ, აუზის კიდეზე ჩამომჯდარია თეთრებში
ჩაცმული კაცი (სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭყონია), რომელიც ამავე წლის მეორე
ფოტოზეც არის აღბეჭდილი.
|
|