The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჰაინე და ილია ჭავჭავაძე

კენჭოშვილი ირაკლი

ჰაინე და ილია ჭავჭავაძე

(წყარო: «ლიტერატურული გაზეთი», 1962, №182)

ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილ ლექსებში არის ერთი ლექსი — „სიხარული“, რომელსაც წარწერილი აქვს — „მიბაძვა“. რომელი პოეტის ლექსს ეფუძნება იგი, არაა გამორკვეული. ასეთი ლიტერატურული „საიდუმლოებანი“ ხშირად ჰკვებავს სხვადასხვა ფუჭ ვარაუდს; ამიტომ ზედმეტი არ იქნება თუ მივუთითებთ, რომ „სიხარული“ ჰაინეს ორსტროფიანი ლექსის — „სიხარულისა და მწუხარების“ პირველი ნაწილის რუსული თარგმანის მიხედვითაა შესრულებული. ჰაინეს ეს ლექსი მიხაილოვისეული თარგმანით, ჯერ „სოვრემენიკში“ (1853, № 1, გვ. 160) დაიბეჭდა, მერე „ჰაინეს სიმღერებში“ (1858):

Радость резвая гризетка,
посидит на месте редко,
раз-другой поцеловала
и гляди уж убежала.

ილია ინარჩუნებს დედნის აზრობრივ და ინტონაციურ ჟღერადობას:

სიხარული ჰგას გზის პირას გაზდილს,
გავლით მოწყვეტილს სუნნელსა ყვავილს,
რომელიც ხელში დიდხანს არ გრჩება,
მცირეს ხანს გატკბობს და მერე ჰჭკნება.

საინტერესოა პოეტური სახის „გრიზეტის“ შეცვლა » ყვავილით“.

ილიამ ჰაინეს სხვა ლექსებიც თარგმნა. სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე თაობათა ყურადღებას ჰაინე იპყრობდა როგორც მხატვრული შემოქმედებით, ისევე პუბლიცისტიკითაც; მისი „მოგზაურობის სურათები“ ევროპის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების მაშინდელ ვითარებას გვიხატავს. იმ დროს, როცა ყალიბდებოდა ქართველ სამოციანელთა მსოფლმხედველობა, გერმანული ლიტერატურიდან ჰანეს და ლუდვიგ ბერნეს სახელები მძაფრად ხმაურობდა ევროპასა და რუსეთში; ამდენად ილიასათვის, როგორც „მგზავრის წერილების“ დამწერისათვის, იმ დროს ჰაინეს „მოგზაურობის სურათები“ უფრო ახლობელი იყო, ვიდრე პუმკინის „მოგზაურობა არზრუმში“ ან ბაირონის „ჩაილდ ჰაროლდი“ (წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით კი ილიას „მგზავრის წერილების ანალოგია უპირველესად ჰაინესთან არ უნდა ვეძებოთ). საქმე ისაა, რომ რუსეთში, პეტერბურგისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში მოსწავლე ქართველ, პოლონელ, ბულგარელ რევოლუციურ-დემოკრატიულად განწყობილ ახალგაზრდობაში, 1856• 64 წლებში ჰაინეთი გატაცება განსაკუთრებულად დიდი იყო, რაც არა მარტო მხატვრული, არამედ პოლიტიკური ხასიათის მოტივებით აიხსნებოდა. ეს გატაცება რამდენადმე ჩრდილავდა თვით გოეთესადმი ადრინდელ ინტერესს; დობროლუბოვი ჰაინეს ნორჩი გერმანიის მებრძოლი ლეგიონის მედოლეს უწოდებს. ილია ჭავჭავაძემ წერილში „პასუხი“, თავისი შემტევი მგზნებარების გასამართლებლად, პლატენის პოეზიის ჰაინესეული განხილვა პუბლიცის" ტური სიმძაფრისა და სიმკაცრის • ნიშუშად დასანა ბელინსკისთან ერთად: „აბა წაიკითხეთ გრაფ პლატენის ლექსების გარჩევა სახელოვანი ჰაინესი, აბა, განიხილეთ ბელინსკის სტატიები“. ილია გულისხმობს პლატენის ნაწარმოებების კრიტიკას, რასაც ჰაინე მიმართავს „მოგზაურობის სურათების“ III ნაწილში — „ლუკას წყლები“, რაც ევროპაში გახმაურდა და რუსეთში 1859-60 წლებში „სოვრემენიკში“ ითარგმნა. „ლუკას წყლები“ გერმანიაში მიიჩნიეს ისევე უმაგალითო ლიტერატურულ ლ სკანდალად, როგორც საქართვერთველოში ილია ჭავჭავაძის „ორიოდე სიტყვა...“ და „პასუხი“. ანტიკური და სპარსული პოეზიის მიმბაძველი პლატენის კრიტიკას ჰაინემ „ლუკას წყლების“ რამდენიმე თავი მიუძღვნა, სასაცილოდ აიღო მისი პოეზია („რა გინდ ლამაზად აკეთოს გრაფ პლატენმა თავის გაზელებში თავბრუდამხვევი ილეთები, რა გინდ სრულყოფილად შეასრულოს თავის ოდებში ცეკა კვერცხებზე, უფრო მეტიც, როგორც უნდა დადგეს თავზე თავის კომედიებში,—იგი მაინც არაა – პოეტი“). ჰაინემ ცოტა არ იყოს გადააჭარბა პლატენის როგორც პოეტისა და პიროვნების მიმართ, მის კაცობაზეც კი მიიტანა ეჭვი, მაგრამ ჰაინემ ზუსტად დაახასიათა ის ყალბი „ესთეტიკის“, ხავსმოდებული მორალის სამყარო, რომელსაც პლატენი ეკუთვნოდა; ეს იყო მწერლობის, კულტურის განახლების, დემოკრატიული ყოფის მოთხოვნა. ამ მიზნის განსახორციელებლად ჰაინე და ილია პირუთვნელ სიტყვას ამბობდნენ თუ მე შევძელი ლიტერატურულ საქმეშიგამეყვანა კიდევ ერთი ბრიყვი,სამშობლო უნდა მიმადლოდეს — წერდა ჰაინე პლატენზე. ასევე პირდაპირი იყო ილია, როცა ჰაინე გაიხსენა და განაცხადა: „მე ყიზილბაშობა არც მყვარები და არც მიყვარს, მე როგორ მესმის, – ისე ვლაპარაკობ და პირდაპირ ვეუბნები კაცს: ეს ცუდია და ეს კარგია-მეთქი“.

დ. ლაშქარაძის სტატიის გაგრძელების დროა.

რასაც სიამოვნებით ვაკეთებ, მითუფრო, სწორედ შემდეგ აბზაცებშია საუბარი ლექსზე „ვიხილე სატრფო“.

„ვ. კავთიაშვილის მტკიცებისამებრ, ი. ჭავჭავაძის ლექსი –

ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ჰღვრიდა,
ბედს და სიყვარულს მოთქმით დასტირდა,
მის ცრემლი დამჭკნარს ვარდს დასდიოდა
და მეც შორს მისგან ცრემლი მცვიოდა!

მოვიდა სხვა დღე, - განქრა მის დარდი,
მას ხელთა ეპყრა სხვა ტურფა ვარდი,
იმ ვარდს ტრფობითა ის დაჰღიმოდა -
და მე კი მაინც ცრემლი მცვიოდა!


წარმოადგენს მიბაძვას ჰაინეს ლექსისა —

Ich hab' im Traume geweinet
Ich hab’ im Traum geweinet,
Mir träumte, du lägest im Grab.
Ich wachte auf, und die Träne

Floss noch von der Wange herab.
Ich hab’ im Traum geweinet,
Mir träumt’, du verliessest mich.
Ich wachte auf, und ich weinte

Noch lange bitterlich.
Ich hab’ im Traum geweinet,
Mir träumte, du wär’st mir noch gut.
Ich wachte auf, und noch immer
Strömt meine Tränenflut.


ძილში ვტიროდი, მესიზმრა, თითქოს საფლავში იყავ მდებარე. გამომეღვიძა და ცრემლები კვლავ ჩამომდიოდა ლოყებზე. ძილში ვტიროდი, მესიზმრა, რომ შენ მიმატოვე. გამომეღვიძა და დიდხანს მწარედ ვტიროდი. ძილში ვტიროდი, მესიზმრა, რომ შენ ჩემთან რჩები. გამომეღვიძა და კვლავ ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა თვალებიდან).

შესადარებელ ლექსებში სიტუაციისა და მოტივის სხვადასხვაობის მიუხედავად (ჰაინეს ლირიკული გმირი სატრფოს მიმართავს უშუალოდ: სიზმრად გიხილე საფლავში მდებარე, გული გაგცივებოდა, მიმატოვე და კვლავ დამიბრუნდი და სამივე შემთხვევის გამო სიზმარში ატირებული გამოღვიძების შემდეგაც ვაფრქვევდი ცრემლებსო. ილიას ლირიკული გმირის ცრემლთა ღვრას კი პირველ სტროფში დამჭკნარ ვარდად ქცეული ბედისა და სიყვარულის მოთქმით დამტირებელი სატრფოს ცხადად ხილვა იწვევს, ისევე როგორც რამდენიმე ხნის შემდეგ ცხადადვე ხილვა დარდგადაყრილი იმავე სატრფოსი, რომელიც ახლა „სხვა ტურფა ვარდს“ „ტრფობით დაჰღიმოდა“), ილიას „ვიხილე სატრფო“ განწყობილებით და ინტონაციით ისე ახლო დგას ჰაინეს „ძილში ვსტიროდისთან“, რომ იგი, უეჭველია, ამ ლექსის შთაბეჭდილებით არის ნაკარნახევი. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „ვიხილე სატრფოს“ შექმნის დრო (1858 წ. ოქტომბერი) ემთხვევა პერიოდს, როცა ილია, როგორც ჩანს, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ჰაინეს პოეზიით. სწორედ ამ პერიოდშია თარგმნილი „როცა შევყურებ მე შენს თვალებსა“ და „ლოყით მოეპყარ ჩემსა ლოყასა“ (ორივეს თარგმანი შესრულებულია 1858 წ. დეკემბერში); თითქმის იმავე პერიოდშია მეთხზული ორივე მიბაძვაც: „მეცა მქონია კარგი მამული“ 1858 წ. იანვარი) და „სიხარული“ (1859 წ. მარტი).