The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერილი რედაქციის მიმართ 
წერილი რედაქციის მიმართ 

დემურია მარიამ

წერილი რედაქციის მიმართ 
ივერია 1903 N141 1-Jul-1901

გულითადს მადლობას ვუძღვნი იმათ, ვინც დახმარება აღმოუჩინეს ახლად გახსნილს სამკითხველოს ნაძალადევში: კნ. მარიამ ჯამბაკურ-ირბელიანისამ შემოსწირა 4 წიგნები და ერთი თუმანი ფული, ჯამბაკურ-ორბელიანის კნ. ნინო ნიკოლოზის ასულმა–მშვენიერი ლამფა, კნ. ნინო ელ. იხბარის ასულმა ქობულოვისამ ათი მანეთი, კნ. მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძისამ წიგნები, კნ. მაკრინე იოსების ასულ|მა წერეთლისამ ხატი, კნ. სოფიო ვასილის ასულმა ამირეჯიბისამ წიგნები, კნ. ნინსვიმონის ასულმა ოორბელიანისამ წიგნები, ნინო ნიკოლოზის ასულმა ზურაბიშვილისამ წიგნები, მარიამ მიხეილის ასულმა ლასხიშვილისამ წიგნები, ნატალია მერაბის ასულმა ცაგარლისამ წიგნები, ეგნატე იოსელიანმა წიგნები, ეკატერინე ჯანიევისამ წიგნები, ალექსანდრა ლუარსაბის ასულმა კორინთლისამ წიგნები, თავ. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ ერთი თუმანი, ანტონ ნიკოლოოზის ძე ფურცელაძემ 5 მან., ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა 15 მან., არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძემ წიგნები, ედმუნდ მიხეილის ძე სო-ბესტიანსკიმ წიგნები, ტატიანა ალექსანდრეს ასულმა სურკომ წიგნები, ივანე პავ-ლეს ძე როსტომაშვილმა წიგნები და „პატარა კახის“ სურათი, სოფრონ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა წიგნები, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიამ წიგნები, ალექსანდრე ჯაბადარმა წიგნები, თავ. არღუთინსკიმ ნიკოლოოზ ვასილის ძემ ერთი თუმანი, ივანე ზურაბიშვილმა წიგნები, ბ-ნმა სერებრიაკოვმა ფიცარი 20 მანეთისა, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილმა სტოლი, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილმა წიგნები, დავით ბიაშვილმა წიგნები, ლაზარე მაისურაძემ წიგნები, ალექსანდრე გონგლიაშვილმა წიგნები, ივანე რაზმაძემ წიგნები, გიორგი მანთაშოვმა წიგნები, სოლომონ ივანეს ძე წურინოვმა დიდი ვეფხვის ტყაოსანი, თამარ დედოფლის სურათი და ათი მანეთი, გრიგოლ ტატიევმა ჟურნალი „ივერია“ ოთხი წლისა, ივანაშვილმა წიგნები, შარაძემ წიგნები, იოსებ იმედაშვილმა წიგნები, ახნაზაროვმა 5 მანეთი, ნიკოლოოზ სვიმონის ძე გოცირიძემ ხელმწიფის სურათი და სამკითხველოს ვივესკა“.

.