The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


* * * (ლოყით მოეპყარ)
ლოყით მოეპყარ

ჰეინე ჰაინრიხ

* * *

(ჰეინესი)

ლოყით მოეპყარ ჩემსა ლოყასა,
რომ ცრემლნი ჩვენნი ერთად შეერთდნენ;
გულით მოეკარ ჩემს გულს მხურვალსა,
რომ ერთის ცეცხლით ორნივ აენთნენ.

და როს იმ ცეცხლსა ძნელ განშორების
დაესხმის ღვარი მდუღარე ცრემლის,
გადაგეხვევი რა ორი ხელით,
მოვკვდები ტანჯვით და ნეტარებით.

დეკემბერი, 1858 წ.

ს. პეტერბურღი


 

  * * *

ლოყით მოეპყარ

ხელნაწერი:
ავტოგრაფი U № 108 (B); M № 17501 (C).

ნაბეჭდი: კრებული, 1871, მესამე წიგნი, გვ. 118 (D). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, 1892, გვ. 143 (A). ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოც. მე-2, 1892, გვ. 279 (F). ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოც. მე-4, 1900, ბათუმი, გვ. 245 (Κ). ჩანგური, შედგ. სპ. ჭელიძის მიერ, ბათომი, 1904, გვ. 173 (Ε). სალამური, შედგ. სპ. ჭელიძის მიერ, ბათომი, 1904, გვ. 13.

სათაურის ქვეშ: ღეინიდამ BC, ღეინიდამ D, ჰეინედან E, ჰეინედამ Κ.

ხელმოწერა: *** D, თარგმ. ი. ჭავჭავაძისა E.

თარიღი: 1858-სა წელსა, ს. პეტერბურღი B, 1858-სა წელსა, დეკემბერი, ს. პეტერბურღი C, 1863 წ. A*.

ჰ. ჰაინეს ამ ლექსის შესახებ იხ. ვ. კავთიაშვილის დასახელებული ნაშრომი.

23. 3 რომ] დე C, ჩვენნი] ჩვენი C, ერთათ ერთათ BCD, შეერთდნენ] შეერთდენ E. 4. მოეკარ] მიეკარ C, მოეპყარ BD, ჩემს] ჩემ CE. 5 რომ] დე C, ერთის ცეცხლით ორნივ] ორნივ ერთის ცეცხლით E. 6 როს] რომ B, როს იმ] იმავ E. 8 გადაგეხვევი] გარდაგეხვევი E, გადაგეხვევი რა ორივ] მე მაგრათ მოვხვევ შენს ტანს რა B, მე მაგრათ შენს ტანს მოვხვევ რა C.

_________________

*ჰ. ჰაინეს ეს ლექსი 1892 წლის გამოცემაში (ტ. I) მოთავსებულია 1871 წელს დაბეჭდილი ლექსების გვერდით. ხოლო სარჩევში დაწერის თარიღად კვლავ არასწორადაა მითითებული (1863 წ.). დამატებით იხ. ჩვენი გამოცემის გვ. 668.