The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


პირობითი ნიშნები

პირობითი ნიშნები

განყოფილებაში - «ვარიანტები, შენიშვნები, კომენტარები» - ლექსებისა და პოემების სათაურის შემდეგ, პასპორტში, დასახელებულია წყაროები, რომელთაც ვხელმძღვანელობდით წინამდებარე ტომზე მუშაობის დროს. ხელნაწერიავტოგრაფები ცალკეა გამოყოფილი, ნებეჭდები - ცალკე. ორივე დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს ლიტერი (A, B, C...), როცა ისინი რაიმე ნიშნით განსხვავდებიან ძირითადი ტექსტისაგან. თუ მითითებული ტექსტი არ განსხვავდება ძირითადი ტექსტისაგან, მაშინ მას ლიტერით აღარ აღნიშნავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თანხვდება ძირითად ტექსტს.

A ლიტერით აღნიშნულია წყარო, რომელიც საფუძვლად დაედო ამოსავალ, ძირითად ტექსტს.

ვარიანტების ჩვენება რომ უფრო ნათელი იყოს, მიღებული გვაქვს შემდეგი პირობითი ნიშნები ] ნაცვლად: მაგ. მამული] სამშობლო BC; ნიშნავს, რომ ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილი «მამულის»-ს ნაცვლად BC წყაროებშია «სამშობლო»

+ ტექსტს ემატება: მაგ. დედა+ჩემო D; ნიშნავს, რომ ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილი სიტყვა «დედა» D-ში იკითხება სიტყვად «დედაჩემო».

- არ არის: მაგ. წუხილი - E; ნიშნავს, რომ «წუხილი» ძირითადი ტექსტისაგან განსხვავებით E-ში არ არის.

∼ სიტყვები გადასმულია: მაგ., «ხელთა ეპყრა» ∼ F ნიშნავს: F ვარიანტში იკითხება: «ეპყრათ ხელთა».

[....] - ვერ ამოვიკითხეთ

 ] - ამ ფრჩხილებში მოთავსებული ტექსტიდან ძნელად ამოკითხული სიტყვები.

M - გ. ლეონიძის სახ. საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის ფონდი.

U - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ილია ჭავჭავაძის ფონდი.

a - საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივი.

K - ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული კირილე ლორთქიფანიძის არქივი.